Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > ქართული რაგბის ისტორია


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jul 2008, 18:56
კვირაში ორი-სამჯერ დავწერ ორი-სამი წლის ამბებს

* მაგრამ ფოტოების შოვნა გამიჭირდება (ინტერნეთის ხანამდელის)

Posted by: Servie 17 Jul 2008, 16:23
მამაჩემის ტოლი ყოფილა ქართული რაგბი biggrin.gif ერთად გადავუხადოთ biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jul 2008, 19:32
მალხაზ ჭეიშვილსა უნდა, რომ მის იუბილეს დავამთხვიოთ
და ჩემთან აწყობდა, რომ 15 ოქტომბრის ნაცვლად 18 დამეწერა

### როგორ დაიწყო ჟაკმა

ქართული რაგბის მიღწევები უდაოა. არადა, ოვალურ-ბურთა თამაშს ჩვენში გაისადღა უსრულდება დანერგვიდან 50 წელი და ეროვნული ნაკრები, "ბორჯღალოსნებიც" 20 წლისა მაშინვე მოიყრება.

ჩვენი საკრალური რიცხვი ცხრაა, რაც მაგდენ-თვალა მზეში, თავიან დევსა და გმირ ძმებში აისახა. სიმბოლურია და ქართული რაგბის მატიანეშიც სანიშანსვეტო ამბები მეტწილად ცხრით დასრულებულ წლებში, ანუ ახალი ეპოქის დადგომის წინ ხდებოდა.

დღესდღეობით დადგენილი ფაქტია, რომ ხუთშაბათს, 1959 წლის 15 ოქტომბერს რომ შევუდექით ქართველობა რაგბობას, მას აქეთ აღარ დაგვიგდია ეს ვაჟკაცური საქმე და იმოტოლა ნიჭიც გამოვიჩინეთ, რომ მსოფლიოს მოწინავე 15-ეულში დავიმკვიდრეთ ადგილი.

ნახევარ საუკუნოვან იუბილეს აღნიშვნა საკადრისი უნდა. ეს ბევრნაირად შეიძლება გაკეთდეს, საზეიმო ღონისძიებათა ნუსხის ერთი, ყველაზე უფანტაზიო მუხლი კი ის შეიძლება იყოს, რომ ბობოლათა დარად, ჩვენც ვეთამაშოთ მსოფლიოს, ევროპის ან სულაც სამეზობლოს (ერთა თასის) ნაკრებს.

ლელოსეული გენი

წიგნ-ნაკითხ ხალხს მოეხსენება, რომ არსებობს ისტორია და წინა-ისტორია, ანუ გადმოცემანი. ამ კატეგორიაში ქართული ლელო-ბურთი ჩაითვლება. იგი არსით რომ რაგბია, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. ასე რომ, საერთაშორისო ასპარეზზე გამარჯვებათა პირველ-მიზეზი ქართველთა ლელოსეული გენია.

ლელო ქრისტიანობის მიერ შეწყნარებული წარმართული თამაშია. დასავლეთ საქართველოში მღვდელი ყოველ აღდგომას აკურთხებდა წითელ ბურთს და მრევლს ათამაშებდა. ჰოდა, რომ ვერ გააკვირვებდა 1909 წლის მიდამოში ბრიტი მეზღვაური მეგრელსა და გურულს რაგბით, შეასწავლა ოდენ კოლხთათვის უცხო ხილი, ფეხბურთი.

შემდეგ სანიშანსვეტო, 1919 წელს საქართველო დამოუკიდებელი, დემოკრატიული რესპუბლიკა იყო. მაგ ხანაში დღევანდელ ვაკის პარკში ოფიცრობა და შევარდენელები ტანვარჯიშსა და ფეხბურთს მისდევდნენ და როგორც თემურ ბენდიაშვილი ყვება, 60 წლის შემდეგ მასთან მისულა პროფესორი დავროშაშვილი და მორაგბედ გასცნობია.

დავროშაშვილის ვერსია

დავროშაშვილი 1979 წელს მოხუცი, ემიგრანტი ქიმიკოსი ბრძანებულა. მისი თქმით, ვაკეში რაგბს თამაშობდა სამი გუნდი, რომელთაგან ორი ერთმანეთს ძმობდა, მესამე კი მათთან უბრად იყო. მომავალი მეცნიერი გასაბჭოების შემდეგ საფრანგეთს გადახვეწილა და რაგბი იქაც გაუგრძელებია, მოძმეთა გამო კი აღარაფერი გაუგია.

დავროშაშვილი ლოკომოტივის მოთამაშე-მწურთნელ ბენდიაშვილს შეპირებია, სტადიონზე კიდევ მოგაკითხავ და ნათქვამის დასტურად ფოტოსაც მოგიტანო, მაგრამ აღარ გამოჩენილა. დამოუკიდებლობის ხანის მასალები საბჭოეთში დახურულ ფონდებში ინახებოდა. ჰოდა, თუ ახლა მაინც გაიხსნა არქივები, ეგებ დაადგინოს პაატა ნაცვლიშვილმა, საქართველო ანტვერპენის ოლიმპიადაში აპირებდა მონაწილეობას თუ არა.

ათი წლის შემდეგ, 1929 წელს, ნეპის (ეკონომიკის წვრილმანი ლიბერალიზაცია) დაისზე, რაგბის თამაში ბრიტთა წაბაძვით მაინც, ბარემ ოცი წლის დაგვიანებით დაუწყიათ ფოთში. მარაქაში გარეულა თვით ყმაწვილი ბორის პაიჭაძე და მერე, ზეობაშიც ისე კეთილად ყოფილა განწყობილი რაგბის თემის მიმართ, რომ ამის აქტივს დინამოს სტადიონის დირექტორი ფედერაციის პრეზიდენტადაც აურჩევია.

უცხონი, თავ-გადახოტრილნი

კიდევ ათი წლის შემდეგ, 1939 წელს, გუნდი ჰყოლია დინამოს. ძველმა სპორცმენმა, გიგა დვალმა მაგ ამბებიდან 50 წლის შემდეგ კოლექტიური პორტრეტიც წარუდგინა გაბრიელ ბარჯაძეს. ფოტოდან შემოგვცქერიან უცხო ჯილაგის, მეტწილად თავ-გადახოტრილი ჯეელები, რომლებიც აქ უთუოდ "ენკავედეს" ხაზით იქნებოდნენ დისლოცირებული.

დვალის თანახმად, თბილისის გუნდს იმხანად გამართულ სამ საკავშირო პირველობაში არ უასპარეზია უსახსრობის გამო. მეორე მხრივ, ფიზკულტურელის ტოლებს სურათის წარმოდგენამდე თურმე არაფერი სმენოდათ რაგბთან მისი წილნაყარობის შესახებ, რაც გავრცელებული ფენომენია (გავიხსენოთ თუნდაც ვალოდია ჯინჭარაძე).

ფოტოები და მონაწილეთა მონათხრობი შემოგვრჩა 1949 წლისაც, როცა კოსმოპოლიტიზმთან ბრძოლის საბაბით სტალინის რეჟიმმა რაგბი აკრძალა. მანამდე ჩვენში კიდევ შეიქმნა გუნდი, ოღონდაც ზემოდან მითითებით. ფიზკულტურის ტექნიკუმის მოწაფეებმა, რომლებშიც შემდგომში დიდი მოჭიდავე გივი კარტოზია და ხელბურთის გურუ გიორგი შარაშიძე ერივნენ, მარცხი იწვნიეს "ქალაქთა შეჯიბრში".

მიხეილ ცხვედაძის ნებართვით

ათი წლის შემდეგ ტექნიკუმის გუნდის არსებობის ნივთ- მტკიცება, საბჭოეთშივე შეკერილი ყვითელი ბურთი ჯერაც შემორჩენილი ყოფილა: სპორტ-კომიტეტის საწყობის გამგის ვაჟი ჩამოწერილი ინვენტარით ვერის აბანოსთან რომ ლაღობდა, გადააწყდა ნოდარ ყიფიანს, ვინც მისგან ციმციმ და ძვირად შეიძინა ნივთი.

ასე მივადექით 1959 წელს. ყიფიანი მძლეოსანი, ათჭიდელი იყო, ტახტაროვთან ვარჯიშობდა და პოლიტექნიკურში (გეპეი, ქართულად სპი, ახლანდელი სტუ) სწავლობდა. მას "კამსამოლსკაია პრავდაში" ადრევე წაეკითხა ვრცელი სტატია რეგბის (როგორც მაშინ ეძახდნენ სრულიად საბჭოეთში) შესახებ და სიახლით დაინტერესებულიყო.

გეპეიში განცხადებაც გაეკრათ, მსურველებს რაგბის წრისთვის ვაგროვებთო. ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრას განაგებდა ამაგდარი კალათბურთელი მიხეილ ცხვედაძე, ვინც დათანხმებოდა ქალაქში თერძად (მკერავი) ცნობილ სომეხ ფრანგს, ჟაკ ასპეკიანს (იწერება ჰასპეკიან), რათა ამას უცხო თამაშის დანერგვა ეცადა.

სხვა საქმესაც დაეძებდა

ჟაკი ძირით მარსელიდან იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, "სოციალისტური სამოთხის" დასაჭაშნიკებლად, ჩასულიყო საბჭოთა სომხეთში, მაგრამ იქ რომ არ მოწონებოდა, ნათესავებთან თბილისში გადმოსულიყო. რეპატრიანტს ჯეელობაში ლიონში რომ ეთამაშა რაგბი, საბჭოეთში ბურთიც წამოეღო, მაგრამ იგი მარგად თბილისშიღა გამოიყენა.

ხრუშჩოვი იმხანად დასავლეთს ეკეკლუცებოდა და საბჭოთა წყობის ჰუმანურობას უმტკიცებდა. ჩვენში რაგბის დაბადებამდე ორი წლით ადრე მოსკოვში რომ მოეწყო "ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი", სტუმრებმა ოლიმპიურ მოძრაობაში უკვე ჩაბმულ მასპინძლებს შეახსენეს სამი მივიწყებული სპორტი: მშვილდოსნობა, ბადმინტონი და რაგბი.

ძველ ველოსიპედისტ ჟაკს ცოლად ქართველი ბალერინა შეერთო და მკერაობის გარდა, ალბათ სხვა საქმესაც დაეძებდა. მარიფათიანი სომეხი უთუოდ შეიტყობდა რაგბზე დადებული ყადაღის ახსნას. ჰოდა, როგორც XXI საუკუნეში ბევრჯერ შენიშნა მემუარებში, ბარემ ორი წელი სდია სპორტის ხელმძღვანელ მუშაკებს და ბოლოს ცხვედაძე დაიყოლია.

სპორტული ტიპები მოაწყდნენ

ჟაკის მიმდევართა პირველი ნაბიჯების დადგენა-გამოქვეყნებაში ფრიადი წვლილი მიუძღვის ცეზარ დარჩიას, ვინც ყიფიანს მოძღვრად მიიჩნევს. სწორედ ბატონმა ნოდარმა გადაიღო პირველ ვარჯიშზე მისულთა ისტორიული ფოტოც და ამდენად, მასში თავად ვერ მოხვდა.

გეპეელთა ამ პირველი შეკრების ზუსტი თარიღი და ადგილიც გამორჩეული მეხსიერების პატრონმა ყიფიანმა შემოგვინახა. ვარჯიში გამართულა იმხანად ჯერაც ახალი, საბურთალოს იპოდრომის ხრიოკზე, ახლანდელი ეკლესიისა და ყოფილი ბაზრობის მიდამოში, სადაგ (არა-უქმე) დღეს, რაც კალენდარულადაც დასტურდება.

ნოდარ ყიფიანის თანახმად, ვარჯიში სისტემატურად, კვირაში სამჯერ ეწყობოდა. თანდათან შეიცვალა კონტინგენტიც - რაგბს სხვა სახეობებში გამოცდილი, სპორტული ტიპები მოაწყდნენ. ჟაკს მზირის ალღო ჰქონდა და დროდადრო ახერხებდა მოწაფეებიანად ნაღდ, სპორტულ მოედნებზე შეპარვას, რადგან იქედან მოყოლებული სულ ბოლო დრომდე, რაგბს არა წყალობდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

სადაა ის ბურთი?

ზამთარში სესიების, არდადეგებისა და თოვლის (თბილისში უწინ ბარაქიანად დადებდა ხოლმე) გამო ვარჯიში წყდებოდა და გაზაფხულზეღა ახლდებოდა. ვისაც რა გააჩნდა, იმით იმოსებოდა. დაახლოებით იმავე ხანებში (ვინც უწყის, ეგებ ცოტა ადრეც) ჟაკმა ნავთლუღში, ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა გუნდი და მას იმ დღეებში ამეცადინებდა, როცა ბურთი დაკავებული არ იყო.

დღეს სადაა ის ოვალი რელიკვია ან თუნდაც მისი ნაშთი, ძნელი სათქმელია, თუმც საუკუნეთა შესაყარზე მისი სამუზეუმოდ მოძიების იმედი ჯერაც ცოცხლობდა. თავად ასპეკიანი მესამე, სასოფლო- სამეურნეო ინსტიტუტის (მაშინ ვაკეში მდებარეობდა, მეცხრე საავადმყოფოს ადგილას) გუნდის შექმნისა და გივი მრელაშვილის მიერ ქალაქის სპორტ- კომიტეტში 1961 წელს "რეგბის სექციის" გაფორმების შემდეგ თანდათან ჩრდილში მოექცა, 1964 წელს კი საფრანგეთში მიბრუნდა.

ქართული რაგბის მესაძირკვლეთა ვინაობის დადგენაზე იმუშავეს ცეზარ დარჩიამ, გაბრიელ ბარჯაძემ, დავით თაქთაქიშვილმა და სხვა ვეტერანებმა, მაგრამ პირველი ვარჯიშის ოთხი მონაწილე დღემდე უცნობია. სხვაფრივ, კვლევის შედეგი ყველაზე სრულადაა ასახული 2006 წელს გამოცემულ, ელგუჯა ბერიშვილის "სპორტის ენციკლოპედიაში" (სტატიის ავტორი მამუკა ჩიხლაძე)

$ ჩაცუცქულან (მარცხნიდან): უცნობი, ანზორ საღირაშვილი, კობა ოსიაშვილი, გივი ჯავახიშვილი, მერაბ რუაძე, დემურ მეზურნიშვილი, რეზო ზუკაკიშვილი

დგანან: უცნობი, უცნობი, ვახტანგ ბედიაშვილი, ბიჭიკო დათუაშვილი, ორესტ დიმიტრიადი, გია კოპალეიშვილი, ალექსანდრე რუსანოვი, როლანდ ჭოტაშვილი, რამაზ დათუნაშვილი, უცნობი, ჟაკ ასპეკიანი

Posted by: OSTAP 17 Jul 2008, 19:48
ზაალ,

მე ჭუკისთან ჩემს ბავშვობაში წაკითხული მაქვს ბარჯაძის წიგნი. მემგონი რეგბი რეგბი ერქვა. გექნებათ ეგ თქვენ და იქნებ ეგეც წამოგვეწია წინა პლანზე smile.gif იმ ხანად ჩემი ყველზე საყვარელი საკითხავი იყო.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jul 2008, 20:38
ბარჯაძემ სხვა წიგნებიც დაწერა

მარაო თოვლზე
ლელობურთის ქრონიკები
ლელოს შვილები
მიწაზე წყალზე ჰაერში
[ებრაულ სპორტზეც; სათაური არ მახსოვს]

ეხლა მე შევუდექი 50 წლისთავის
საგაზეთო ციკლის წერას ზაფხულის გასაყვანად

ეგრევე დავწერე

2007 სტენლის თასი + რაგბის მსოფლიო თასი
2006 ჰოკეის 1972 წლის ზეპური სერია
2005 რაგბილიგის კვირეული [მგონი სხვა არაფერი]
2004 ახდილი ნიღაბი [ნჰლ-ისა და ჰოკეის ევოლუცია]
2003 ოღრაშის ტრიბუნა

მოკლედ, ჰოკეის სასარგებლოდაა ანგარიში 3-1
და ახლა ამას ვასწორებ

მეზარება სურათების გროვება და სკანირება, თორემ
ფაქტები, შეფასებები და სტატისტიკა ყველა წლისა მაქვს
და ახლა მთავარია, რომ ზომიერად და საინტერესოდ გავლექსო

მეორე ნაკვეთი შეეხება 1960-63 წლებს:
პირველი ამხანაგურები, გივი მრელაშვილის ჩამოსვლა,
თბილისის პირველობა, ბრინჯაო პროფკავშირთა ჩემპიონატზე

* წყაროებად ვიყენებ ლელოს, ცეზარ დარჩიას ბროშურებსა
და მოგონებებს

Posted by: datiko 62 17 Jul 2008, 21:45
http://www.radikal.ru ეცეს ჟაკ ასპეკიანი

Posted by: MrFenix 17 Jul 2008, 22:26
არ გინდათ თემა რომ აპინოთ ??? wink.gif

Posted by: kaxelo-1987 18 Jul 2008, 12:08
Lukas & Nikos Mama
QUOTE
ბარჯაძემ სხვა წიგნებიც დაწერა

მარაო თოვლზე ლელობურთის ქრონიკები ლელოს შვილები მიწაზე წყალზე ჰაერში

სად შეიძლება ეს წიგნები რომ ვნახო?



QUOTE
ეხლა მე შევუდექი 50 წლისთავისსაგაზეთო ციკლის წერას ზაფხულის გასაყვანად

რომელ გაზეთში გამოქვეყნდება და როდიდან დაიწყება?

აუცილებლად ვიყიდი და წავიკითხავ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Jul 2008, 13:11
ბარჯაძის წიგნები ექნება ყველა ბიბლიოთეკას =
თუკი სადმე დარჩა ეგ დაწესებულება

ციკლი ქვეყნდება ოლიმპში =
ეგ პირველი ნაწილი დაიბეჭდა ხუთშაბათს

მაგ დღეს ალბათ ყოველთვის იქნება,
რადგან ცოტა რამ ხდება

კვირის მეორე დღე ჯერ არ ამირჩევია
და თუ გაჭირდა, მესამე დღეც იქნება

*

Posted by: BULA 18 Jul 2008, 23:06
ბატონო ზაალ იმ დღეს წავიკითხე ეგ პირველი სტატია და ძაან მააგრი იყო, მაგრა ვისიამოვნე. ვისაც რაგბი და მით უმეტეს ქართული რაგბი აინტერსებს ალბათ ყველამ უნდა წაიკითხოს.
ხო და ჩემი აზრით, რამე ძალიან სერიოზული უნდა მიეძღვნას ამ 50 წლის იუბილეს. იმედია ამაზე იფიქრებენ

Posted by: kaxelo-1987 21 Jul 2008, 10:28
BULA
QUOTE
ხო და ჩემი აზრით, რამე ძალიან სერიოზული უნდა მიეძღვნას ამ 50 წლის იუბილეს. იმედია ამაზე იფიქრებენ

კი კაი იქნებოდა თუნდაც რომელიმე ბობოლას დაყოლიება ტესტზე.
და ამასთან ერთად რამე საზეიმო ღონისძიებები.ფავშვთა ფესტივალები და ა.შ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Jul 2008, 23:29
მეორე ნაკვეთი 1960-62

http://www.geocities.com/rugby_ka/I7/23_Istoria-1962.htm

*

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Jul 2008, 00:10
მესამე ნაწილი 1963

http://www.geocities.com/rugby_ka/I7/30_Istoria-1963.htm

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Aug 2008, 23:46
მთელი სერიალი ერთად და თანდათან,
საათის მიდამოში

http://www.rugby.ge/

Posted by: datiko 62 5 Aug 2008, 14:53
Lukas & Nikos Mama
QUOTE
მთელი სერიალი ერთად და თანდათან,
საათის მიდამოში

დიდი ნამუშევარია up.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Aug 2008, 17:07
დიდი მაშინ იქნება, დავით, ბოლომდე რომ გავალ

სხვათა მიერ დაწერილი
ყველა აქამდელი სტატია მსგავს თემებზე
ეძღვნებოდა
რომელიმე გუნდს ან პიროვნებას,

აქ კი ამოსავალია დრო =

რომელ წელს რა როგორ და რატომ მოხდა და
აქცენტი კურიოზებიდან და საადღეგრძელოებიდან

გადატანილია სპორტულ მხარეზე =
შემადგენლობა, ანგარიში, ცხრილი

* არადა, ეს ყველაფერი უკვე მოგროვილი მქონდა
1984-87 წლებში, მაგრამ გამოქვეყნების
მიზანს ვერა ვხედავდი და არც მაგისი საშუალება იყო

ახლა კი გაჩნდა უდიდესი საბაბი =
დამოუკიდებლობის 20 წელი და
უწყვეტი, ნებაყოფლობითი, ძირით ქართული რაგბის 50 წელი

*
* * *
###

დავამატე ყველაზე მუღამიანი, 1966 წელი
ოლიმპიურ წყვეტამდე

რაც წერია, 200 პროცენტით სიმართლეა
და ბებერი დინამოელებიც კი აღიარებენ

###

Posted by: volli35 7 Aug 2008, 13:50
Lukas & Nikos Mama
smile.gif ძალიან მიხარია, რომ ეს ტემა ვნახე.
მართლა ყველა ადამიანი უნდა იყოს მოხსენიებული ვისაც ქართულ რაგბში აქ წვლილი შეტანილი.
გმალობ, თქვენ smile.gif
* * *
მეც მაქ ქართული რაგბის სურათები, სექტემბერში დავასკანერებ და თქვენი ნებართვით დავდებ ამ თემაში. smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Aug 2008, 18:07
აუცილებლად

ინტერნეთში ბლომადაა 21-ე საუკუნის ფოტოები
ძველები კი ძაან ჭირს
რადგან ის თაობები კომპუტერთან აქამდეც მწყრალად არიან
შვილებმა კი ინიციატივა ვერ აიღეს ხელში
რომ მშობლები საკადრისად წარმოაჩინონ

*

Posted by: volli35 7 Aug 2008, 21:31
რაზეც მიმიწვდება ხელი, ყველაფერს მოვაგღოვებ და დავასკანირებ.
ძალიან ძველი სურატები არ მაქ, მაგრამ 80-2002 წლამდე კი ინახება ჩვენ იჯახში და მეგობრებსაც ჩავრტავ ამ საქმეში.
გაიხარეთ smile.gif

Posted by: maradiora 7 Aug 2008, 22:38
QUOTE (Lukas & Nikos Mama @ 4 Aug 2008, 23:46 )
მთელი სერიალი ერთად და თანდათან,
საათის მიდამოში

http://www.rugby.ge/

მშვენიერია,უკვე საინტერესო და მიმზიდველია ჩვენ სარაგბო საიტზე ძრომიალი smile.gif


QUOTE
რაზეც მიმიწვდება ხელი, ყველაფერს მოვაგღოვებ და დავასკანირებ. ძალიან ძველი სურატები არ მაქ, მაგრამ 80-2002 წლამდე კი ინახება ჩვენ იჯახში და მეგობრებსაც ჩავრტავ ამ საქმეში. გაიხარეთ

აბა შენ იცი დიდად დაგვავალებ smile.gif

Posted by: giorgi77 4 Apr 2009, 16:11
user posted image

http://www.geocities.com/matiane50/index.htm

Posted by: keen 4 Apr 2009, 16:17
უი, რა კარგი თემა ამოგითხრია yes.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Apr 2009, 16:18
გიორგია ჩემი გარჯის მთავარი პრომოუტერი (წარმომჩინებელი)

იქეთა კვირის გეგმაში მიზის 1981 და 1982 = თუ მოვერიე ორივეს

@ კავშირს უჭირს და არც ფირას ეხალისება ჩვენი იუბილე

მაგიტომ *საქართველო - ერთა თასის* რკენის ნაცვლად
გუგა გეგენავას შევთავაზე *ყოჩები - ვარსკვლავები*
(ყოჩების იუბილეცაა)

ხელს გვიშლის მხოლოდ ის, რომ შუა ოქტომბერში პლეი-ოფია დანიშნული, თუ რამე დაუგეგმავი პაესტკა არ გაიჩითა და ყველაფერი ისევ დეკემბრამდე არ გაიწელა

Posted by: David_S 4 Apr 2009, 19:09
Lukas & Nikos Mama
QUOTE
მაგიტომ *საქართველო - ერთა თასის* რკენის ნაცვლად

არადა საინტერესო იქნებოდა

ერთა თასის ნაკრების ჩემეული ვარიანტი:

15-9: კლიუჩნიკოვი (რუს); ფერკუ (რუმ); ბაბაევი (რუს); ტრიშინი (რუს); დიეგო მეტეუში (პორტ); დიმოფტე (რუმ); ფეიხოა (ესპ)

1-8: ხროკინი (რუს); კორეია (პორტ); პაულიკე (რუმ); კულემინი (რუს); გონშალუ უვე (პორტ); კოროდიანუ (რუმ); გრესევი (რუს); ვასკო უვე (პორტ)

16-22: კორშუნოვი (რუს); პრიშჩეპენკო (რუს); პენალვა (პორტ); პანასენკო (რუს); მიტუ (რუმ); სილვა (პორტ); აგილარი (პორტ)

Posted by: giorgi77 4 Apr 2009, 19:24
QUOTE
15-9: კლიუჩნიკოვი (რუს); ფერკუ (რუმ); ბაბაევი (რუს); ტრიშინი (რუს); დიეგო მეტეუში (პორტ); დიმოფტე (რუმ); ფეიხოა (ესპ)

1-8: ხროკინი (რუს); კორეია (პორტ); პაულიკე (რუმ); კულემინი (რუს); გონშალუ უვე (პორტ); კოროდიანუ (რუმ); გრესევი (რუს); ვასკო უვე (პორტ)

16-22: კორშუნოვი (რუს); პრიშჩეპენკო (რუს); პენალვა (პორტ); პანასენკო (რუს); მიტუ (რუმ); სილვა (პორტ); აგილარი (პორტ)
- ერთა თასის ბარბაროსები

მშვენიერი შემადგენლობაა, მაგათ რომ ვეთამაშოთ წელიწადში 5-ჯერ უფრო კარგი იქნებოდა ჩვენ განვითარებისთვის biggrin.gif

ტინკუს ჩავსვამდი კორეიას ნაცვლად



Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Apr 2009, 21:12
ეგ ნაღდი ნაკრებია, ჩვენ კი, ზეიმის პონტში, სიმბოლიური გვინდოდა ...
რომ ერიოს თითო ლიტველი, ლატვიელი, ჩეხი, უკრაინელი ...
მოკლედ ვინც ახლობელია

მწურთნელად კი პრაფესორი მორეიში

არც ჩევნი გუნდიტ იქნებოდა მთლად პირევლი ...
შიანურთა და ლეგიონერთა ნაზავი + ბობა და სხვა ავტორიტეტები

Posted by: David_S 4 Apr 2009, 22:48
No Security
mike d
No Security
ბიჭებო, რაგბის თემის დანაგვიანება არ გვინდა რა ოფტოპიკებით, მაგისთვის თავისუფალი თემააა smile.gif

Posted by: No Security 4 Apr 2009, 22:55
გარი, შენ მომკლავ მე.... yes.gif

Posted by: QOMAGI 4 Apr 2009, 23:48
QUOTE
15-9: კლიუჩნიკოვი (რუს); ფერკუ (რუმ); ბაბაევი (რუს); ტრიშინი (რუს); დიეგო მეტეუში (პორტ); დიმოფტე (რუმ); ფეიხოა (ესპ)

1-8: ხროკინი (რუს); კორეია (პორტ); პაულიკე (რუმ); კულემინი (რუს); გონშალუ უვე (პორტ); კოროდიანუ (რუმ); გრესევი (რუს); ვასკო უვე (პორტ)

16-22: კორშუნოვი (რუს); პრიშჩეპენკო (რუს); პენალვა (პორტ); პანასენკო (რუს); მიტუ (რუმ); სილვა (პორტ); აგილარი (პორტ)


ამათ ისევ რიზეში თუ ვეთამაშებოდით თორე აქედან ნახევარი მაინც არ იყო აქ ჩამომსვლელი biggrin.gif

ისე ძალიან კარგად მოუფიქრებიათ იუბილის აღნიშვნა, მაგრამ საქმედ, თუ ვერ იქცა რა აზრი აქვს sad.gif არადა მაგარი იქნებოდა მართლა ...

Posted by: Zinzo 19 Feb 2010, 14:56
ზაალ სალამი, geocities.com აღარ მუშაობს. ვერ შევდივარ sad.gif

Posted by: huligan 19 Feb 2010, 22:37
Zinzo

ეს არის ახალი დომენი:
http://www.qaflan.netai.net/2010/index.htm

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Feb 2010, 13:05
მუქთი ჯეო-სითიზ აღარ არსებობს

შარშანვე ყველაფერი
მათ შორის მატიანე - წიგნიც
გადავიტანე აქეთ

http://Qaflan.netai.net/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Mar 2010, 21:31
არიქა

22 საათზე კინოს პრემიერაა 1 არხზე

დღეს ოთხზე გვიჩვენეს კინოს სახლში

1947 და 1963 წლის კადრებიც კი უშოვიათ

Posted by: keen 29 Mar 2010, 22:01
QUOTE
22 საათზე კინოს პრემიერაა 1 არხზე

აბა სადაა?

Posted by: Unknown 29 Mar 2010, 22:02
აი დაიწყო არენა, ფილმი იქნბა ეთერში დღეს!
კინოს სახლის ამბებს კურიერში მოვუსმინე. მაგარია ძალიან.
QUOTE
1947 და 1963 წლის კადრებიც კი უშოვიათ

მაგარია
ამ გადაცემას ვიწერ, წინაც ჩავიწერემ, საინტერესო საუბარი იყო მაშინაც ჩვენს რაგბზე, რუსებთან მოგებაზე

keen
QUOTE
აბა სადაა?

გადაცემის ბოლოში იქნებაო, დავით მინაშვილმა თქვა

Posted by: keen 29 Mar 2010, 22:04
QUOTE
გადაცემის ბოლოში იქნებაო, დავით მინაშვილმა თქვა

ოკ, გასაგებია smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Mar 2010, 23:04
გავიდა 63'
ვერ აჩვენებენ ჩიბლუხს ბოლოში, დესერტად?

მაგრამ 47 წლისაზე ან მიხვდნენ, როდინდელი იყო
და ანაც მხატვრული ხერხი გამოიყენეს = ანაქრონიმზი

Posted by: keen 29 Mar 2010, 23:14
ახლახანს, ამ სტატიას გადავაწყდი ინეტში - http://www.opentext.org.ge/09/lelo/282/282-25.htm
მგონი ამ თემას ეხება smile.gif

Posted by: Unknown 29 Mar 2010, 23:27
აი ახლ ამალე იქნება
უკვე ინტერვიუებია ფილმის ჩვენების მერე რომ გადაუღიათ დარბაზში
* * *
keen
QUOTE
ახლახანს, ამ სტატიას გადავაწყდი ინეტში - http://www.opentext.org.ge/09/lelo/282/282-25.htm მგონი ამ თემას ეხება smile.gif

მაგი არ გქონდა წაკითხული კაცო?
მე მეგონა რო ეს სტატია უკვე ყველამ იცოდა
ძალიან კაი სტატიაა, მართალი და ჯიგრული
ეგ იმდროინდელი სტატიაა, აი წიგნი რომ გამოვიდა და რო ვყიდულობდით...

დაიწყო ოვალური ბურთი!

Posted by: keen 29 Mar 2010, 23:40
Unknown
ხო გამახსენდა user.gif - http://forum.ge/?showtopic=34037434&view=findpost&p=16713700

აქაც იდოს wink.gif

Posted by: x360Soulja 29 Mar 2010, 23:44
საინტერესო კინოა smile.gif yes.gif

--------------------

You must enter a message to post! Minimum 30 chars!

Posted by: Unknown 29 Mar 2010, 23:44
keen
QUOTE
ხო გამახსენდა user.gif - არიქა! გამოიცა ... (post #16713700)

აქაც იდო

ოოო
ხოოო
ეგაა
მაშინ იყო ;-)
რაფერ გარბის დრო ისე...
უყურებთ ხო ფილმს?
ქართული ლელო ბურთი მაგარი ამაგარი!
აი ჩემ საყვარელ ქუთაისზეც დაიწყო საუბარიი!! სიმღერაა ახლა
აუ რა მეფონება გულზეე!
ახლ აიტყვიან საბჭოთა კავშირში ქუთაისლების ამბებს! მეამაყება მაგრად...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Mar 2010, 00:08
კახა, ეს ფასდაუდებელი კადრებია
და ტერმინიც = რეგბელი

მაგრამ 16 წლით ადრე მოხდა და ეგებ
ატვირთვამდე ჩაასწოროთ


Posted by: Unknown 30 Mar 2010, 00:17
Lukas & Nikos Mama
ანუ მაგ კადრს ფილმში ზემოთ მაგდაგვარად დავადო სწორი თარიღი ხომ? კარგი
ასე რატო შეეშალათ? კონსულტანტების ამბავში ვერ ქონდათ საქმე მოგვარებული ფილმის შექმნის დროს?
ანუ მიმიხვდება ყველა, რასაც ვგულისხმობ, ეკითხათ იმათთვის, ვინც ეს 100% იცოდა, თქვენთვის მაგალითად ანუ...
* * *
ფილმი აბსოლუტურად თავიდნა ბოლომდე მაქვს ჩაწერილი, საწყისი ტიტრიდან ანუ სულ ბოლო ტიტრის დამალვამდე ფილმის ბოლო და ჩემთან ეგ ჯადრი არის:
05'37'' ზე
კარგი, ახლა ან იმ 1963-ს ვეცდები რო ლამაზად შევცვალო ანდა ზემოთ დავადებ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Mar 2010, 00:22
მაშინ ხომ 50 წელი აღარ გამოვიდოდა
და ალბათ მაგიტომ მოარგეს

არადა, მაგ კლიპს ვერსად იშოვიდნენ 1947 წლის კინო-ჟურნალ *საბჭოთა საქართველოს* გარდა

ეხლა შონზო ხო ამთავრებს თავის კინოს ნაკრებზე = მეტი არაფერი ვიცი

და ირაკლი ტრიპოლსკი (ძველი სპარტაკელი, 9 არხი) აპირებს კიდევ უფრო მაშტაბურ მატიანურ კინოსო

ალბათ გადარჩებოდა დოკუმენტურებიც

1967 ეს რეგბია!
1980 თემური და მისი რაზმი

@

Posted by: Unknown 30 Mar 2010, 00:31
გასაგებია ყველაფერი, მადლობა
და ეგ მაგრად მიხარია, უფრო მასშტაბურ ფილმებს რომ აკეთებენ! ეს აუცილებელია, ნახევარ საათში ვერაფერს ვერ ჩატევ ბევრს...
უფრო მასშტაბური, სერიოზული და მაღალი დონის ფილმი გვინდა. დარწმუნებული ვარ იქნება გამოვათ.
* * *
http://up.jeje.ge//download.php?id=1063821428
აბა ნახეთ ეს ვიდეომომენტი ამ ფილმიდან
სადად გავაკეთე, მარტივად, და თეთრი ფერით, ჩრდილის გარეშე
მემგონი საკმარიასია ა?
ფეიდი კი მივამგვანე ფილმშI ნახმარ ორიგინალს, აი 1963 რო შმეოდის დ აგადის, ქვრება...

ნახეთ აბა და თუ კაია, მთელ ფილმს ავტვირთავ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Mar 2010, 01:06
კაია, აპა არა?

You must enter a message to post! Minimum 30 chars!

Posted by: Unknown 30 Mar 2010, 01:15
კაი მაშინ უკვე ვტვირთავ
------------------------------
* * *
"http://up.jeje.ge//download.php?id=4064EDB131" - გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი (2010)

ფილმი გავიდა საქართველოს პირველ არხზე დავით მინაშვილის პროგრამა "არენას" ეთერში 2010 წლის 29 მარტს.

Posted by: keen 30 Mar 2010, 08:37
Unknown
QUOTE
"ოვალური ბურთი" - გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი (2010)

up.gif

მაგ ფილმის დაარქივების წინააღმდეგიც არ იქნები, ალბათ user.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Mar 2010, 08:52
ესეც ნახეთ

http://www.fira-aer-rugby.com/forum2007/viewtopic.php?f=2&t=2784&p=29734#p29734

@ ჩვენებას ხომ დავესწარ და
სამსე იყო ადარბაზი

ხალხის რეაქცია არსოდეს ტყუის

ჰოდა, სულ სამჯერ გაისმა სპონტანური, ბარაქიანი ტაში

(1) ბესელია - ქავთარაშვილის ლელოზე
(2) ნოდარ ყიფიანის გამოჩენაზე
(3) ზირაქას თრაბზონულ განავარდებაზე

@

Posted by: OSTAP 30 Mar 2010, 09:56
კარგია ასეთ ფილმებს რომ იღებენ, თუმცა ძალიან მოკლე იყო და ბევრი რამე ან გამოტოვებული ან გამორჩენილი იყო! ასე რომ მასშტაბიანი კინოა საჭირო ჩემი აზრით!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Mar 2010, 10:18
მოთმინება, ოსტაპ-ბატონო

კაია, რომ საქმე დაიძრა

ძლივს არ მივიღე სულიერი საზრდო
ამ გაბერწებული ზე14-ებზე თვალთა თხრით (ჩრდილოურზე აღარას ვამბობ)
= ბედნიერი კაცი ხარ, სამსახურში რომ კავდები და
მისჯილი არა გაქვს ონილის შოუს ყურება

@ და ეს კი ეპოქალური აღმოჩენაა

http://www.youtube.com/watch?v=XIp7JsTeLx4

უნებური და ძაანაც იღბლიანი

@


Posted by: kk105 30 Mar 2010, 11:11
Lukas & Nikos Mama
საოცარი კადრებია. მოსალოცია ასეთი კადრების აღმოჩენა.

ვინ აღმოაჩინა და ვინ დადო იუტუბზე?

და კიდევ რატომ აწერია 1963 დასაწყისში თავად ამ მცირე რგოლს, ხოლო ქვემოთ მიჰყვება 1947. ალბათ გეცოდინება პასუხი.


Posted by: crusaders 30 Mar 2010, 11:18
ჯერ არ გადმომიწერია აუცილებლად ვნახავ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Mar 2010, 11:22
აქა წერია ყველაფერი

http://www.fira-aer-rugby.com/forum2007/viewtopic.php?f=2&t=2784&p=29734#p29734

აღმოაჩინა რეჟისორმა = რავარც თქვა სცენარისტმა

1947 რომაა და არა 1963, დარბაზშივე მივხდით ბებერი ოღრაშები =
ფილოსოფიის ლექტორი დათო თაქთაქიშვილი და მე =
მაგ თემას ბევრჯერ შევხებივართ, მაგრამ აქამდე მარტო ფოტოები გვენახა

იუთუბზე ავასმევინე შვილებს = თავად ვვახშმობდი მთელი დღის დამშეული

@ ეჭვად გვაქვს, რომ ავტორებმაც იცოდნენ სიმართლე,
მაგრამ მაშინ 50 წლის ნაცვლად 66 გამოვიდოდა
და ამიტომ მხატვრულად წაიცუღლუტეს, რაც კინოში მოსულა,
მაგრამ სტატისტიკურ წიგნში არა

@

Posted by: QKD 30 Mar 2010, 11:29
კარგია, რომ ყინული დაიძრა, ეს ერთი და სხვა მრავალი.

Posted by: mokheve 30 Mar 2010, 12:16
QUOTE
22 საათზე კინოს პრემიერაა 1 არხზე

აუუუუუუუუუუუ

ავდგებიდ ა ეხლა ვუყურებ მერე რა რომ სამსახურში ვარ smile.gif)))))
* * *
შემოგევლეეთ რა საყვარლები არიაააააან smile.gif))))))))))
* * *
აუუ როგორ მესიამოვნააა გემრიელები კარგები საყვარლები smile.gif))))))))))))))))))
* * *
დედა ბათუ როგორ მოტეხილა
თვალები აქვს მოხუცის smile.gif
* * *
ნეტა ცხოვრებაში ერთხელ მაინც მომახვედრა მესამე ტაიმზე და მერე სულ დავდუმდები biggrin.gif:D:D არა ამის მერე მყინვარზე ავიდე და ეგაა biggrin.gif:D

Posted by: lelos 30 Mar 2010, 13:46
ძალიან კარგი ფილმია.

რაც ყველაზე მეტად სასიამოვნოდ მომხვდა ყურში, ფილმის ბოლოს გაიხსენეს რაგბის კავშირის ყველა პრეზიდენტი.

Posted by: TintoB 30 Mar 2010, 14:05
ერთადერთი რაც ფილმში მომეწონა ეგ უნიკალური კადრებია...შინაარსობრივად ძალიან სუსტია ჩემი აზრით,მაგრამ კარგია რომ დაიძრა საქმე...უკეთესსაც გადაიღებენ ალბათ მერე

Posted by: mokheve 30 Mar 2010, 14:26
ააა 96 წელს რუსეთთან თამაშზე ვიყავიიიიიიიიიი smile.gif))))))))))))))))))))))) jump.gif jump.gif jump.gif jump.gif
* * *
აუ წამიღო 90იანებში smile.gif))))))) გამაჩუმეთ თორემ ავიკრიფე smile.gif)))) love.gif love.gif love.gif love.gif მაშIნ "დაკა გაიტანე აჯობე" დამოკიდებულება მქონდა თამაშებზე პატარა ვიყავი საკმაოდ smile.gif) ეხლა სხვა თვალით რომ ვუყურებ მბურძგლავს smile.gif love.gif love.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Mar 2010, 15:58
ნახეთ ხალხო რა უქნეს ჩვენს შერკინებას კლიპის 52 წამზე?
ან როგორ იდგნენ ჩვენები?

და პირველი ხაზები სულაც როგორ ჩადიოდნენ?
თავზე ელაგათ მტევნები სტალინური წესებით?

@ http://www.youtube.com/watch?v=XIp7JsTeLx4

Posted by: Unknown 30 Mar 2010, 16:56
QUOTE
ნახეთ ხალხო რა უქნეს ჩვენს შერკინებას კლიპის 52 წამზე? ან როგორ იდგნენ ჩვენები?

biggrin.gif
აბაა, რა რაგბი ვიცოდით მაშინ..
ყველა საქმეს ცოდნა და მანამდე სწავლა ჭირდება რაც არ უნდა ნიჭი მოგდგამდეს ერს და კაცს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Mar 2010, 17:04
ერთი თვის შეკრებილები იყვნენ
და თანაც ძალდატანებით

0:28 0:45 და 3:11 წააგეს და ისე გაუტყდათ გული,
რომ 1959 წელს აღარავინ გაკარებია რაგბს,
ხოლო ვისაც ახსოვდა მოხელეთაგან ის მარცხები,
ნაღდად ამტკიცებდა, საჩვენო სპორტი ვერ არისო

@ ნომრებიც არ გვეწერა

ბაქოელ სომხებს, რუსებსა და ებრაელებს წესები უკეთ ცოდნიათ
და უფრო ტექნიკურებიც (!!!) ყოფილან,
როგორც წერდა აქაური რეპორტიორი ტარასოვი

@

Posted by: Hurricanes 30 Mar 2010, 17:09
QUOTE
http://www.youtube.com/watch?v=XIp7JsTeLx4


ეს ალბათ ვიდრე რაგბი და ფეხბურთი გაიყოფოდა იმ პერიოდის ვიდეოა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Unknown

ჩემი მეტიჩარა ვინაა ჩემი მეტიჩარა?

Posted by: Unknown 30 Mar 2010, 17:51
Hurricanes
QUOTE
ჩემი მეტიჩარა ვინაა ჩემი მეტიჩარა?

ვაა ცოცხალი ხარ შენ?
რას ბჟუტურობ ისე?
მე გულით ვთქვი რასაც ვფიქრობდი
გავიმეორებ თუ გინდ ადა სადაც გინდა
მთხოვე ოღონდ და.
* * *
QUOTE
0:28 0:45 და 3:11 წააგეს და ისე გაუტყდათ გული, რომ 1959 წელს აღარავინ გაკარებია რაგბს, ხოლო ვისაც ახსოვდა მოხელეთაგან ის მარცხები, ნაღდად ამტკიცებდა, საჩვენო სპორტი ვერ არისო

აუ ეგ მაგარი არ მესმის რა
თუმცა რა იყო, რაფერ იყო და რა სიტუაცია იყო იმ საუკუნის შუაში რავი მარა მაინც
მასე გულის გატეხა რა უბედურებაა
2 თამაშის მერე იმის თქმა რო არაა ჩვენი სპორტი ესო, მაგარი სულსწრაფობაა
არა ისე უბედურად სულსწრაფები ვართ ქართველები, მაგი ფაქტია რა...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Apr 2010, 09:01
ჩამაფიქრა ორ ფოტოსთან კლიპის შედარებამ

კინო-შეკოწიწება დღეს არ მოუგონიათ = 1947 წელსაც ეცოდინებოდათ

ბრიგადა სამ-დღიან ტურნირზე მარტო პირველ დღეს არ მივიდოდა

ანუ რომ ამბობენ 15 სექტემბერია და დინამოს ვეთამაშებითო,
მგონი მაინც 17 სექტემბერია და მეტოქე ბურევესტნიკია

დინამოს ფოტოზე სხვა კვართი აცვია = ქვემოთ თეთრი და ზემოთ მომუქო

მაგრამ შეიძლება ფოტოს წარწერაც არაა სწორი და ეგ გუნდია ... ბაქო!

@


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 May 2010, 12:32
12 წლისთავი ამისა

ტესტი # 27

საქართველო 12:6 რუსეთი

საქართველო: იურინი (ბუგიანიშვილი 41) ურჯუკაშვილი ჯიმშელაძე ხამაშურიძე ქავთარაშვილი <10-9> მაჩიტიძე (ბუგიანიშვილი 24-27) მოდებაძე (ხუციშვილი 45) / მთიულიშვილი გიორგაძე ცაბაძე; მჭედლიშვილი რაფავა კაპ; ლაბაძე ზ.ლეჟავა (კაცაძე 41) კ.კობახიძე - 4ჯ: ურჯუკაშვილი

რუსეთი: ზაკარლიუკი კუზინი პატლასოვი მამინი ზერი <10-9> რაჩკოვი კრასნობაევი / ხოხლოვი ნიკოლაიჩუკი ბიკბოვი კაპ (კუზმინი 48) ილვოვსკი ს.სერგევი; უამბაევი გრაჩოვი ნეგოდინი (დიატლოვი 34) - 2ჯ: რაჩკოვი

რეფ ვაითი (ინგლისი) 0:3(6) 0:6(8) 3:6(26) 6:6(28) / 9:6(43) 12:6(51) ბოლო(80+3)

ოთხ 20/05 1998. თბილისი, ეროვნული (25 ათასი) წვიმა


@ ვიდეო http://www.arena.ge/rugby/Geo-Rus%20%5B20.10.1996_20.05.1998%5D%20Higlights.avi

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 May 2010, 11:36
განახლებული ბალანსი

http://qaflan.netai.net/GANZI/KA_Borjhalosnebi.htm

@ ახლდება 1 იანვარს, ივნისსა და ნოემბერს =
სეზონის ნაკვეთების წინ (უცხოელებიც ეგრე შვრებიან) =
ყოველი ტესტის მერე ჩასასწორებლად არავის სცალია

მაგრამ ერთა თასის ყოველ მატჩის შემდეგ კი ვწერდი
ლიდერებს ყველა კატეგორიაში

http://qaflan.netai.net/2010/K3/21_ENC-RUS.htm
http://qaflan.netai.net/2010/K3/14_ENC-ROM.htm
http://qaflan.netai.net/2010/K2/28_ENC-SPN.htm
http://qaflan.netai.net/2010/K2/14_ENC-POR.htm
http://qaflan.netai.net/2010/K2/07_ENC-GER.htm

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jun 2010, 18:53
აბა ესა ნახეთ

http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__3015/default.aspx

შევუბერო მაგ სტილში?
სამწუხაროდ, საუნდ-ტრეკი ვერ დავურთე,
რადგან ძრავი ვერ იგებს სათანადო თეგს

@ ისე, შერჩეული მაქვს მუსიკა ხუთივე ათწლეულისთვის

აწყობას ჭირდება სამი საათი თავაუღებელი მუშაობა =
მეტი წილი მმიაქვს დამატებითი სტატისტიკის ამოკრეფას და
ყალიბში ჩამოსხმას

@

Posted by: grigalaaa 27 Jun 2010, 20:08
QUOTE
აბა ესა ნახეთ

http://site.rugby.ge/portal/alias__Georgia...15/default.aspx

შევუბერო მაგ სტილში?
სამწუხაროდ, საუნდ-ტრეკი ვერ დავურთე,
რადგან ძრავი ვერ იგებს სათანადო თეგს

@ ისე, შერჩეული მაქვს მუსიკა ხუთივე ათწლეულისთვის

აწყობას ჭირდება სამი საათი თავაუღებელი მუშაობა =
მეტი წილი მმიაქვს დამატებითი სტატისტიკის ამოკრეფას და
ყალიბში ჩამოსხმას

კარგი ნამუშევარია , კარგ საქმეს იზამთ თუ გააგრძელებთ , პატივისცემით smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Jun 2010, 17:39
70-იანი და 80-იანი მზადაა

http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__3016/default.aspx

დანარჩენ სამში შესადგენია სამ-სამი ნაკვეთში: რეზიუმე, შინ და გარეთ

ასაგებია *სათავეები* = ჩავურთავ ბმულებს წიგნებზე, საითებზე, კინოებზე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jul 2010, 17:58
სტატისტიკას სულ მოვრჩი

http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__3013/default.aspx

რამდენად შევძელი ძაან სხვადასხვა გაქანებისა
და სტრუქტურის ტურნირების ერთ ყალიბში ჩამოსხმა,
სხვა საქმეა

მრჩება ორი დელიკატური რეზიუმე (199ჭ 200ჭ )

და სათავეები + წინა ისტორია + წყაროები = ეგეც მსუყე გვერდი გამოვა

გადახედეთ, რამე ხომ არ აკლია = შინაური შვიდკაცა!

@ დააკვირდით ბოლო ორი ათწლეულის ცხრილებს და
ბევრ აღმა და დაღმა სვლას შენიშნავთ =
თვით ბოლო დროინდელსაც,

ანუ სტატისტიკა არასოდეს ტყუის
და მაგიტომ მირჩევნია ყოველგვარ ლათაიებს!!!

@

Posted by: giorgi77 2 Jul 2010, 18:15
QUOTE
დააკვირდით ბოლო ორი ათწლეულის ცხრილებს და
ბევრ აღმა და დაღმა სვლას შენიშნავთ =
თვით ბოლო დროინდელსაც,


განსაკუთრებით შვიდკაცაში..... (

Posted by: KoooXRe 13 Jul 2010, 23:15
ქართული რაგბი საკაიფოდ მიიწევს წინ... smile.gif კაია.. მარა აი ფეხბურთზე რა გითხრათ...

Posted by: QKD 14 Jul 2010, 09:42
QUOTE
ქართული რაგბი

QUOTE
მიიწევს წინ

QUOTE
მარა აი ფეხბურთზე

QUOTE
საკაიფოდ

QUOTE
რა გითხრათ


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2010, 16:24
6 გუნდური ფოტო @ დათო თაქთაქიშვილის არქივიდან

http://zveli.comuv.com/MUZEUMI/CCCP_1966.htm

@

Posted by: Unknown 19 Jul 2010, 22:27
QUOTE
6 გუნდური ფოტო @ დათო თაქთაქიშვილის არქივიდან

მაგარია
რა ტიპები არიან ისე, სმირნაზე რო დგანან :-)

Posted by: iverieli 20 Jul 2010, 13:28
ისე სადმე კიდე თუ იყიდება ქართული რაგბის მატიანე? ყიდვა მინდა მაგრამ ვერსად ვერ ვნახე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Jul 2010, 13:43
http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__3176/default.aspx

4.80 ლარად შეიძინეთ "პლანეტის" ჯიხურებსა და "ბიბლუსის" მაღაზიებში

@ აგრეთვე ხელზე ავტორის ახლობელთან 899 53 52 45 ლექსო


Posted by: iverieli 20 Jul 2010, 14:05
Lukas & Nikos Mama
ჯიხურებში ნამდვილად არარის. ბიბლუსის მაღაზიაში კი ვნახავ
დიდი მალდობა ინფოსტვის. მომავალი წიგნი რომ გამოვა საქართველო 6 ერში ითამაშებს love.gif დიდი იმედი მაქვს ამის

Posted by: Datka1964-10-10 20 Jul 2010, 15:07
iverieli


მანამდე შენ არაფერი გეტკინოს biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Jul 2010, 15:34
ჯიხურები ბარემ ათ სხვადასხვა ქსელს ეკუვთნის

ძაან სამწუხარო მიზეზთა გამო,
შევიტანეთ მარტო *პლანეტისაში* =
ამათ აიღეს, სხვებმა არა და
ოფისში რომ იდო, იქ მუქთად დაინაწილეს
ტირაჟის ბარემ ნახევარი

მოკლედ, ჯიხურის აბრას უნდა დააკვირდეთ =
მე ბარემ ათ (! გადავეიკდე ამ რიცხვს )
სხვადასხვა ადგილას მინახავს მაგათსაში =
თან ჯობს შეეკითხოთ, თუ გაქვთო ...

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Aug 2010, 23:48
ძველმანების მოყვარულთათვის

http://rugby-pioneers.blogs.com/
http://www.rl1908.com/
http://rugbystat.forum24.ru/?0-0-0

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Aug 2010, 23:38
ამას გვიმალავდნენ?

http://rugbystat.forum24.ru/?0-0-0

აზრზე თუ იყვნენ ილიუშინები, პეტრენჩუკები და თათურიანები?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Aug 2010, 20:51
ვამზადებ, მაგრამ როდის, ჯერ ვერ ვერ ვიცი

საბჭოთა რაგბი ქართულის ჭრილში 1933-40
სასწაული რამეები ვიპოვე საჯაროში

@ 1 დეკემბერს შეგვიძლია აღვნიშნოთ
ორი ქართული გუნდის პირველი მატჩის 70 წელი

გამართულა ლენინის (შევარდენის, დეზერტირის) სტადიონზე
რომელიც ვახ.რჩეულიშვილმა იანვარში დაანგრია ბაზრის მოსაწყობად

Posted by: OSTAP 20 Aug 2010, 09:38
რა ერქვათ კლუბებს ????? ფაქტიურად 70 წლის იუბილეს აღნიშვნა შეგვიძლია ხო?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Aug 2010, 10:35
დინამო - ფიზკულტურის ტექნიკუმი

სურათი დინამოსია = მოიგო თბილისის პირველობის ფინალი = ანგარიში უცნობია

დინამოში ერთ-ერთი ბობას ბაბუაა და კიდევ სხვა ლევან გიორგაძე (მძლეოსანი)

ეგ თამაში იყო 1940 წლის 5 დეკემბერს, დიდ დინამოზე, ფეხბურთის წინ

მანამდე 1 დეკემბერს, შაბათს, ლენინის სტადიონზე (35 სკოლა) გაიმართა მთლად პირველი მატჩი
და ამ ორ თარიღს შორის კიდევ მინიმუმ ერთი

მესამე გუნდი, გიგა დვალის (დგას მარჯვნივ შავებში) თანახმად, ყოფილა სამედიცინო

თუ მეოთხეც ჰყავდათ, იქნებოდა დინამო#2 ან ტექნიკუმი#2

ფინალი ალბათ *ფინალი* არც იყო = გადამწყვეტი მატჩი წრიული ტურნირის

@


Posted by: CENTURIONI 20 Aug 2010, 23:56
აბაო ესაო ისაო რაგბი სვამეხმა ჰასპეკიანმა ჩამოიტანაო განათლებული საფრანგეთიდან გაუნათლებელ სსრკშიო და ეს ხალხი 40 იან წლებში რას თამაშობდა წყალბურთს? რატომ აყალბებენ რაღაცეები "სომეხი მასონები" ? wink.gif maxati.gif

Posted by: kobalt 21 Aug 2010, 10:14
CENTURIONI
სომეხი მასონები არაფერ შუაშია ამას ქართველები გვიმტკიცებენ სამწუხაროდ !

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Aug 2010, 10:24
50 და 70 წელი სხვადასხვა იუბილეებია

70 წლის წინდელი წამოწყება უკვალოდ შეწყდა
ეგრევე მოხდა 63 წლის წინაც

ხოლო აწ უკვე 51 წლის წინ დაწყებული საქმე
აქამდე გრძელდება და სწორედ ეგ ვიზეიმეთ შარშან

@ კიდევ 100 90+ 80+ წლებზე გვაქვს მონაცემები,
მაგრამ მაგათაც დამტკიცება ჭირდება

Posted by: kobalt 21 Aug 2010, 20:52
ისტორიის ასეთი ათვლა ქართველებისთვის გამონაკლისის სახით დაიშვა თუ ყველგან ესე თვლიან ან ომი საფრანგეთში არ ყოფილა თუ ზოგი არი ისტორიის შემადგენელი ნაწილი და ზოგი არა, სწორედ გამიგეთ მე ადრეც დავწერე ასეთი თვლა არ მესმის ქვეყნები თვლიან იქედან როცა უბრალოდ ბურთი გააგორეს და წესიერად წესებიც კი არ იცოდნწნ და მერე შეიძლება ოცი წელიც კი არ უთამაშიათ და აქ კიდე ყველაფერია სახელები სახეები ფოტოები თარიღები, არ ვიცი შეიძლება ვიღაცისთვის 50 წლის წინ საქართველოში რაგბი დაიწყო ჩემთვის ორმოცდაათი წლის წინ რაგბი საქართველოში გაგრძელდა და მემგონი ყველგან ასე იქნებოდა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Sep 2010, 21:19
ჟაკამდელი სერიალის პირველი ულუფა

http://qaflan.netai.net/2010/

ტფილისში სკოლა მოეწყობაო

ჩვენს დროში აგრეა: საგულისხმო რამეები ჯერ ფორუმებზე ირჩევა და მერეღა იწერება გაზეთებში. ჰოდა, თბილისისაზე რომ დაიპოსტა, მინიმუმ სამი თამაში 1940 წლის 1-5 დეკემბერს გაიმართა ქალაქშიო, რაგბის თემმა შეიცხადა, აბა, რისი ნახევარ-საუკუნოვანი იუბილე ვიზეიმეთ შარშან, შემოდგომაზეო >>>


@ გამოვა ოთხი-ხუთი ნაკვეთი და
ფოტოებს ალბათ სათითაოდ შევურჩევ

ბოლოსი [1947] იქნება ესა

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Sep 2010, 15:39
user posted image
user posted image
user posted image

Posted by: mike d 25 Sep 2010, 15:44
მოკლედ რამდენი წლისაა ქართული რაგბი კიდევ ვერ გაირკვა ბოლომდე?
მე საერთოდ გამიგია ვითომ 10-იან წლებში ითამაშეს ჭიათურაში რაგბი ინგლისელებმაო chest.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Sep 2010, 16:00
მაგაზე მოსწებულად წერს ჩემი ძმობილის ვაჟი,
ლადო კილასონია #5 ლიტერატურულ პალიტრაში

გვ.63 *ვორიქშირის საგრაფოდან საქართველომდე*

[ეპიგრაფი]

რა იცოდნენ ბრიტანეთში და იქანა მაჲ ამბავი, ქუთეისში ბეჰეია, მოურავა და მაგენი რომ თამაშობდნენ რჱგბის @ ჩვენებური სიბრძნე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Sep 2010, 23:36
მეორე ნაწილი 1936-37

მობრუნებულმა იფრთხილა

რჱგბის დანერგვას შეჭიდებულმა სტრუქტურებმა ტფილისს "სტალიციდან" რამდენჯერმე მოუთითეს, პასიურობთო და ამიერ-კავკასიის ფედერაციის დედაქალაქში 1935 წლის ბოლოს საკავშირო სკოლის გახსნაც ჩაიფიქრეს, მაგრამ საქმე მაქედან წელიწად-ნახევრის შემდეგღა დაიძრა და მალევე მინავლდა >>>

http://qaflan.netai.net/2010/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Oct 2010, 22:15
დაგეგმილი ოთხიდან მესამე ნაწილი

შარის შიშმა აბურთავათ?

გიგა დვალი 1937 წლის გაზაფხულზე დაესწრო სასწავლო შეკრებას, მაგრამ რეპრესიებმა რომ შეიწირა საკავშირო რჱგბის უფროსობა, შინ მობრუნებულ სტუდენტს აღარ შეუქმნია გუნდი, რომელსაც მოსკოვში საბურთაოდ ჩაიყვანდა. გამოხდა აქედან ორ-ნახევარი წელი და რჱგბი მაინც მოეწყო თბილისში, ოღონდაც, როგორც თავად დარწმუნდებით, ისევ შარის შიშით >>>

http://qaflan.netai.net/2010/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Oct 2010, 20:56
ბოლო ნაწილიც @ სტალინის ლეგენდა

user posted image

ფას-დაუდებელი კადრები

ქართული რაგბის ნახევარ-საუკუნოვანი იუბილისადმი მიძღვნილ ფილმში 1947 წლის, თბილისის ტურნირის ამსახველი, უნიკალური კადრებიც მოხვდა, მაქედან ორი წლის თავზე კი მსგავსი შეჯიბრი კიევშიც, უჩვენოდ მოეწყო და ოვალური ბურთი, იდუმალ მიზეზთა გამო, ბარემ ათი წლით გაუჩინარდა საბჭოთა სტადიონებიდან

http://qaflan.netai.net/2010/


Posted by: Unknown 29 Oct 2010, 20:58
QUOTE
იდუმალ მიზეზთა გამო, ბარემ ათი წლით გაუჩინარდა საბჭოთა სტადიონებიდან

როგორც ყველაფერში, მაშინდელ ადამიანთა ყოფის ნებისმიერ სფეროში ხდებოდა, რაღაც უდებილესი.,სულელური, არაადამიანური და არაადექვატური პოლიტიკის გამო ალბათ.
რითი არ მოწონდათ ეს ოვალური ბურთი ნეტავი, რის გამო არ იყო არ იყო მიზანშეწონილი რო "საბჭოთა" ადამიანის ეთამაშა?

Posted by: nikode 29 Oct 2010, 22:20
QUOTE
რითი არ მოწონდათ ეს ოვალური ბურთი ნეტავი, რის გამო არ იყო არ იყო მიზანშეწონილი რო "საბჭოთა" ადამიანის ეთამაშა?

სტალინი იყო გულმოსული ჩერჩილზე biggrin.gif და იმიტომ biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Oct 2010, 15:32
სტატიაში არის მაგის პასუხი

ზოგი დახვრიტეს, ზოგი დაბერდა, ზოგიც ომიდან ვეღარ დაბრუნდა
სხვა სპორტებით დაკავებულ აქტივს ორ წელში ერთხელ ახსენებოდა და თან მარტო პაესტკა სურდა

ოლიმპიურ ჭრილშიც ყოვლად უპერსპექტივო იყო
ამიტომ თანხა აღარ გამოყვეს მორიგი უაზრო შეჯიბრისთვის

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Nov 2010, 13:43
http://www.iihf.com/home-of-hockey/news/2011book.html

user posted image

102 წელი 55 დოლარად

Posted by: Unknown 27 Nov 2010, 00:02
Lukas & Nikos Mama
აქ გამორიცხულია მაგის ყიდვა ალბათ ხო?
ნუ შეკვეთით საზღვარგარეთიდნა გასაგებია
ისე ნათარგმნი და უფრო კაი ფასშ მისცა ეს აქაურ ქომაგს...
მარა ოცნებებში წავედი ახლა biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Nov 2010, 17:28
რად უნდა მაგას თარგმნა, კახა-ჯან

სულ სტატისტიკა, გვარები და რამე

ენდრიუ პოდნიეკსის გაკეთებული იქნება,
მარტინ მერკის რედაქციით

ეჰ, რამდენი ათწლეულით უსწრებენ კეთილ-შობილ რაგბსა!

@

Posted by: Unknown 27 Nov 2010, 18:03
QUOTE
რად უნდა მაგას თარგმნა, კახა-ჯან

სულ სტატისტიკა, გვარები და რამე

კარგი, გასაგებია მარა აი თქვენს შედგენილ წიგნშI მაგალითად დასაწყისშI საკმაოდ ტექსტიცაა და საინტერესო ძალიან თან
ხოდ ავიფიქრე, ეგეთი იქნება ეგეც თქო
სულ არაფერი ტექსტია შიგნით?
ჰოო,მაშინ რათ უნდა თარგამნი...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Nov 2010, 20:05
ჩემს წიგნში ამბავი მეტია სტატისტიკაზე,
ყოველი წელი ამბით იწყება და ბოლო წლებში კიდეც მატულობს

ჰოკეის წიგნშიც იქნება ამბები = პირველი თამაში ...
ყველა პირველობა მოთხრობილი
ალბათ იქნება ფოტოებიც, მათ შორის ძველებიც
მაგრამ გაეყიდებათ მაგ ფასად ... ინტერნეთის ხანაში

ისე, თუ ბევრი გინდათ = მაგ ფედერაციებს,
დაგიკლებთო, უწერიათ = ჰოდა მთელი სლავ-ეთი თუ შეუკვეთავს,
ეგებ მართლა გაუყიდონ

@


Posted by: Unknown 27 Nov 2010, 23:23
QUOTE
ჩემს წიგნში ამბავი მეტია სტატისტიკაზე, ყოველი წელი ამბით იწყება და ბოლო წლებში კიდეც მატულობს

ხოოდა ვიცი, მაგას არ ვიძახი! იმ დღეს , თქვენი წიგნი რო ვიყიდე, ძლივს გადავდე გვერდზე რომ დამეძინა :-))
მაგას ვიძახი რო ვიფიქრე, ამ უცხოურ წიგნშიც ისტროიები ტექსტად ეწერაბა მეთქი და არა მხოლოდ მშრალი სტატისტიკა.

აუ ჰოკეის წიგნიც მთელი გულით მინდა...

Posted by: Santa_papa 27 Nov 2010, 23:54
ჰოკეის ჩვენებურათ რა ქვია?..... ხვიშტი? რომელიღაცა კინოშია ეს კითხვა smile.gif))) ისე ციგურებზე რო დააყენო მორაგბეები და ათამაშო ყინულზე,,,,,, შერკინება რა ცირკი სანახაობა იქნება არა smile.gif)))

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Dec 2010, 15:50
კახა,

ზურაბ თევდორაძეს გამოუშვია 700-გვერდიანი *ქართული ფეხბურთი*

ყური თუ მოგიკრავს, სადმე გაიყიდება თუ არა?


Posted by: rugby 4 life 8 Dec 2010, 17:04
ბატონო ზაალ სად შეიძლება შევიძინო ტქვენი წიგნი რაგბის შესახებ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Dec 2010, 21:36
მოიკითხეთ *პლანეტის* ჯიხურები

ალბათ აღარ ექნებათ და
მოთხოვეთ სათაო მაღაზიას, პუშკინზე
(ხრუშჩოვის დროიდან მანდაა)

დაურეკეთ 93 38 73, სადა ჰყიდითო

ღირს 4.80 ლარი

@ თუ ვერ დაგაკვალიანეს (ივლისის მერე აღარ მივსულვარ)

დაურეკეთ ჩემს პირად მენეჯერ ლექსოს 899 53 52 45 =
ლოკომოტივზე და ვაკის პარკში არბენინებს მოწაფეებს

@


Posted by: rugby 4 life 8 Dec 2010, 21:40
დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Dec 2010, 21:44
http://issuu.com/qaflan/docs/v2/ucnobi_tarsuli

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Jan 2011, 19:03
სწორი ბმული

http://issuu.com/qaflan/docs/ucnobi_tarsuli

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Jan 2011, 15:06
შარშან დამატებული თავები
და კავშირის საითის ათწლეულები (ცხრილებით)

მწვანედ და წითლად ჩაემატა სარჩევს აქა

http://Qaflan.netai.net/2010/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jan 2011, 21:52
user posted image

ჱ, დღესაც ვიყავ საჯაროში

მივაწექი 1940 წლის კომუნისტს (ლენინის 28 * რედაქტორი ვ.ხატიაშვილი * 10 კაპიკი)

სპორტზე წერდა კანტი-კუნტად, ჩიბლუხზე სულ ერთხელაა გუნდის ჩამონათვალი,
თანაც 11 კაცი ნათესაობითშია (ა’ქაჯ’ქუა!) და ბოლოშია უწერია *შემადგენლობითო*

მაგრამ წერია თბილისის რეგბის ჩემპიონ დინამოს
სია = 15 ლამის ალალი რუსი!!! (სომეხი და ებრაელიც კი არავინაა)

ხვალ გადავიღებ სტატიას მობილურით და დავდებ, ფოტო კი = ვლ.გინზბურგ
იგივე ფორმაში გამოწყობილი ათი კაცისაა, თამაშის წინა გამწკრივებაზე

@ სასწაულია და ოპერატიულად წერია შედეგებიც

ხუთ 28/11 @ ლენინი = დინამო 9:3 კავშირგაბმულობის ტექნიკუმი

კვი 1/12 @ ლენინი = დინამო 35:0 სამედიცინო ინსტიტუტი
იქვე = ფიზკულტურის ტექნიკუმი 3:0 კავშირგაბმულობის ტექნიკუმი

ხუთ 5/12 @ ბერია = დინამო 24:5 ფიზკულტურის ტექნიკუმი

შეჯიბრება გაგარძელდებაო 8/12, მაგრამ მერე აღარაფერია =
ეგებ აღარც ჩატარდა, რაკი ჩემპიონი გამოვლინდა

@ ანუ გიგა დვალის ვერსია 100 %’იანი სიმართლეა და ზემოთ მოტანილი ფოტოც ნაღდია

დადგინდა ოთხივე გუნდი = ოსტაპს აინტერესბდა!

ოთხივეს გურუ დვალი იქნებოდა?
და დანარჩენ სამ გუნდშიც სულ რუსები?

@ რო ვივარაუდეთ, სიაფანდს თამაშობდნენო, არც ეგა ჩანს სწორი:
1 დეკემბრის თამაშთა გარჩევაში წერია, ხუთში, დინამოზე, დღის პირველზეო
ჩიბლუხი კი სამზე იყო = ზარიას აფიშას წავაჭერი თავის დროზე



Posted by: CENTURIONI 5 Jan 2011, 12:05
ისე საინტერესოა საიდან მოხვდა იმ დროინდელ სსრკში რაგბი ვინ ჩამოიტანა და რას ასწავლიდა იმ 15 ალალ რუსს? ან რა დოის თუ კვალიფიკაციის მწურთნელები იყვნენ და რა ამოძვარებდათ იმ გაგანია კომუნიზმის დროს?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Jan 2011, 20:01
დინამოს გუნდი კარგად არის მომზადებული შეჯიბრებისთვის და
გამოდის შემდეგი შემადგენლობით:

@ მართლწერა გავა’რობაქიძის’ეულე!

ბოჩინ^კაპ ვარანცოვ მეშჩერჲაკოვ დერკოვ მამონტოვ
კონონოვ როდინ /

ტარასოვ დჲომინ კაზლოვ
პადნებესნი ლიტვინენკო
ანკუდინოვ ლიხობაბა ვოლკოვ


გუნდის მწვრთნელია ამხ.გ.დვალი
მატჩს სჯიდა ი.ვალაბუევ

მოიგო რა ყველა შეხვედრა, დინამოს გუნდმა მოიპოვა
თბილისის ჩემპიონის სახელწოდება რეგბიში

@ ვნახე იმ ხანის საბჭოური წესებიც

გუნდს ჩამოთვლიდნენ ბრიტანულად =
თაიმსი >> სქრამ.კომ >> ყაფლან.ნეთ

ანუ ლიგურად: 1 - 7 ფულბეკიდან ჰავბეკამდე
8 - 15 პირველიდან მესამე ხაზამდე

@ საკითხავია, სად იშოვა დვალმა ამდენი რუსი

რომელიმე ყოფილი მოსკოვური გუნდი ხომ არ იყო,
აქ ომის წინ დავალებით მოვლინებული ენკავედეს ხაზით,
მაგალითად შკოლა ვციკ, დინამო ბოლშევო, კრილჲა სავეტოვ ...

გვარი არავისი მეცნობა = ტარასოვის გარდა,
ვინც სოვ.სპორტის თბილისელი კორესპონდენტი იყო ომის შემდეგ
და მერე გადაიყვანეს მოსკოვში

@ სხვა სამ გუნდში ალბათ თამაშობდნენ სტუდენტები,
აქაური ინტერნაციონალი

@ მთავარი დილემა: არის თუ არა ქართული რაგბი 71 წლისა?

ჩემპიონის მიხედვით არა,
წაგებულთა ვინაობით ალბათ კი,

მაგრამ საქმე ჩაკვდა და მგონია,
1947 წელს მეორედ რომ გაჩაღდა,
შვიდი წლით ადრე ნათამაშევთაგან
აღარავინ გაკარებია რაგბს

@ წაიღო გიგა-ბატონმა ამდენი საიდუმლო იმქვეყნად

ერთი გავუშიფრეთ: რად გაინაბა 1937 წელს
და უცებ ამოქმედდა 1940’ში, მაგრამ ამდენი რუსი?

ანუ ვუბრუნდები პირველ ვერსიას:
http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1959.htm

უცხონი, თავ-გადახოტრილნი

[ომის წინ] გუნდი ჰყოლია დინამოს. ძველმა სპორცმენმა, გიგა დვალმა მაგ ამბებიდან 50 წლის შემდეგ კოლექტიური პორტრეტიც წარუდგინა გაბრიელ ბარჯაძეს. ფოტოდან შემოგვცქერიან უცხო ჯილაგის, მეტწილად თავ-გადახოტრილი ჯეელები, რომლებიც აქ უთუოდ "ენკავედეს" ხაზით იქნებოდნენ დისლოცირებული.

დვალის თანახმად, თბილისის გუნდს იმხანად გამართულ სამ საკავშირო პირველობაში არ უასპარეზია უსახსრობის გამო. მეორე მხრივ, ფიზკულტურელის ტოლებს სურათის წარმოდგენამდე თურმე არაფერი სმენოდათ რაგბთან მისი წილნაყარობის შესახებ, რაც გავრცელებული ფენომენია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Jan 2011, 12:26
წესების გამოცემის ისტორია

http://pix.ge/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 May 2011, 13:57
დამატებითი თავების სრული ვერსია

http://issuu.com/qaflan/docs/ucnobi_tarsuli

*ქართული რაგბის უცნობი წარსული 1935-49*

336-გვერდა წიგნში რაც დავწერე,
ყველაფერი უკვე მოგროვილი მქონდა
პირად არქივში,

დამატებით თავებში მოთხრობილი კი
მისხალ-მისხალ მოვიძიე საჯაროში და
ეგ პროცესი ბევრად უფრო საინტერესო გამოდგა,
ვიდრე ნაქონის დალაგება და ჩამოსხმა

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Aug 2011, 14:02
პირველი ქართული წესები + ცოტაც ტაქტიკა

http://issuu.com/qaflan/docs/reg_1965

თარგმნა ბობა კვინიხიძის დიდედამ, ქეთევანმა

იმ დროს საბჭოეთი ინფორმაციულ ჭურში რომ იჯდა,
ჰქონდათ 1960 წლის რუსული წესები,
რომელიც ასახავდა 1958 წლამდელ ვითარებას

ეგ წელი არის წყალ-გამყოფი ძველსა და ახალ რაგბებს შორის =
მანამდე ბოჭვის შემდეგ ბურთის ხელის ხლება არ შეიძლებოდა =
ჯერ ვინმეს ფეხი უნდა მიერტყა, რის გამოც
ხალხი ჯგროდ დასდევდა მგორავ ბურთს

იხილეთ http://diwana.org/details.php?id=6519

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Oct 2011, 14:22
შაბათს თანამედროვე, უწყვეტი, ნებაყოფლობითი
ქართული რაგბის 52 წლისთავია = ანუ ყოჩებისაც

გრაფი სეგედის წყალობით
http://forum.ge/?showtopic=34281831&f=&st=285&#entry27780333

user posted image

დაბა მონინო, 1971 წლის 16 ივლისი, ფილი 6:6 ლოკო (მონინოს ტურის შუა, მეორე რაუნდი)

მარცხნიდან

ვალტერ კაპანაძე (უკან შორს)
დათო კილასონია (ბანტით)
რამაზ სანებლიძე (კისერ მოღეღილი)
გურამ მოდებაძე (კაცს რომ იჭერს)
თამაზ გოგორიშვილი (შუბლიღა მოჩანს)
ზურაბ კემულარია (მარჯვნივ, წაჭრილ ფილელამდე)

@ ჩვენგან ბურძგლამ გაიტანა სასწაული ლელო და გელა მიქაბერიძემ შეაგდო ჯარიმა

სრულად აქა = 1971= მარაო და კიდევ მარაო

http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1971.htm

@

Posted by: crusaders 11 Oct 2011, 15:14
QUOTE
რამაზ სანებლიძე (კისერ მოღეღილი)

ეს კაცი დაიკარგა

კაი ხანია არაფერი მსმენია არადა ერთი პერიოდი ბათუმში იყო მწვრთნელი

Posted by: Solveig 7 Nov 2011, 10:24
QUOTE
მარცხნიდან

ვალტერ კაპანაძე (უკან შორს)

ვააა..რა კაცი smile.gif)

ჩემი ბავშვობისდროინდელი მეგობრების მამა და ჩვენი ოჯახის სტაჟიანი ტრავმატოლოგი smile.gif) ჯერ მარტო ჩემი ბიძაშვილი (ისიც თამაშობდა) რამდენჯერ ჰყავს დათაბაშირებული biggrin.gif

QUOTE
1971

უფ, მე აქედან 10 წლის შემდეგ მახსოვს...
მისი ბიჭიც თამაშობდა რაგბს, მაგრამ ბავშვობაშივე მაჯა დაიშავა და თავი დაანება მერე.

Posted by: xorxevaldano 11 Nov 2011, 13:15
ქართული რაგბი მალ აღორძინდება და მსოფლიო ელიტაში შევა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Nov 2011, 14:11
ამინ! ოღონდაც ასაღორძინებელი არ ჭირს რა, რამეთუ არასოდეს დაცემულა

Posted by: zakirbakir 12 Nov 2011, 20:46
ერთად მოვიპიკროთ რამიუძღვნათ...........................................

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Nov 2011, 20:56
zakirbakir

ჩატარდა ეგ იუბილე = 2009 წლის 14 ნოემბერს!

http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__3176/default.aspx

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Dec 2011, 14:44
ახლაღა მოვიცალე 17 ივლისის ნადავლის ასაწყობად

მოკლედ, 1935 წელია და რასა წერდა აქაური = ტფილისური პრესა რჱგბზე

ეგაა გიგა დვალამდელი პერიოდი

user posted image

რაღაც მოტივები ხომ არ გეცნობათ? =
აბა ვინ ჩამოთვლის ...

იხალისეთ სტილითაც

Posted by: Q10 3 Dec 2011, 10:59
რეგბი რეგბი რეგბი - - - კომუნისტური გაზეთია ეტყობა


Posted by: OAK 3 Dec 2011, 11:24
სპეციალისტების დასკვნით მოსკოვის რეგისტა გუნდი არ ჩამოუვარდება დასავლეთის ბევრ პროფესიონალურ გუნდებს. biggrin.gif სწორედ ეს გარემოება საზღვარგარეთ იწვევს დიდ ინტერესს საბჭოთა რეგბისტებისადმი lol.gif lol.gif
სპეციალისტები საიდან იყვნენ? ნუთუ 2 წელიწადში საბჭიეთი დასპეცდა spy.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Dec 2011, 12:05
მთელ მაგ აბდაუბდას თხზავდა ჟან ნო

1928 წელს ჩამოვიდა მუშურ სპარტაკიადაზე და შეირთო რუსი გოგო
იმის მერე გამოკიდებული იყო ორ ქვეყანას შორის
კორესპონდენტობდა მოსკოვში, პარიზში და ... ჯაშუშობდა

user posted image

სად იყო მაშინ საზღვარ-გარეთ პროფ-რაგბი? მოყვარულები იყვნენ 1995 წლამდე
კვაზი-პრო იყო მხოლოდ 13-კაცა = ჩრდ.ინგლისში, სიდნეიში, სამხ.საფრანგეთში (მთლად ახალი)

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Dec 2011, 01:15
ტფილისური შედევრები = მოწვით რაგბის არსი შუა სვეტის ძირში

ეტყობა, მართლა ძნელი წარმოსადგენი იყო ბურთიანად სირბილი
ფუთ-ბასკეტ-ვოლეი’ბოლზე გაზრდილი ურია პროლეტარისთვის

user posted image

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Dec 2011, 10:39
user posted image

http://Qaflan.netai.net/matiane50/index.htm
http://Qaflan.netai.net/2011/

პირველად, ტექნიკუმში

ზაფხულში 1935 წლის საკავშირო პირველობაზე ტფილელ ფეხ-ბურთელთა თავ-გადასავალს რომ ვიკვლევდი, საჯარო ბიბლიოთეკის კინძულებში პირველ ქართულ სარაგბო სტატიას, პირველი თბილისური მატჩის თარიღსა და ვინძლო უძველეს ფოტოსაც მივაგენი >>> http://qaflan.netai.net/2011/LC/22_Matiane-1935.htm

@
* * *
For the first time in college

So often, me - a totally different thing midzebnia gadavtsqdomivar. Here, in the summer of 1935 on the union of the first leg Tbileli - burtelta Back - gadasavals that vikvlevdi, kindzuleb public library in the first rugby article, Tbilisi after the date of the first and oldest photos are vindzlo mivageni.

Rჱgbi>>> ჱ
1936-37>>> mobrunebulma iprtkhila
1938-40>>> aburtavat fear of Sharia?
1940>>> abroad, you - gadakhotrilni

A little distance from the start. The beginning of November our forum amkarma, modestly, dinji, accessible are struggling to put a post up above the city - 100 years old to smoke. For example, one immediately after the celebration, kinkila, but it is reasonable that the article was, in fact vaket Amiran tsamtsishvilis tsindeli work half a century, of which 38 - The site is written in the report,

"Football's history begins in Georgia since 1894 - from that time, when I try Batumi - burtelebs British sailors and got involved in football - leloburti gachaghdao"

Kestum, Mr. Amiran! You have to return your book, prefabricated
On October 15, 1960, the Republic of rჱgbis revival broke out in full a year has passed, but I have not been careful about the masses, it "Lelo" one for shemdeggha akharat.

Skhpapriv, Batumi mixture, just as hybrid or ajapsandali, football more than rugby that would be, it is flawed, your age and you want the current perspective, the water has not expired, but this New Year's Eve is not gavkadnierdebi and claim no movqvebi that the Georgian rugby originated in 1894 from the year makes.

Even Zealand

The year 1935 in chaqurqumelaveba vikmarot. Sharshandli published in the two - language newspaper "The pizkultureli / pizkulturnik Gruzia" (Editor-in-y. Kajaia) of 22 April, the rubric "in the Soviet Union, none of the published,
9 - the section, hand - moutsereli The article, titled "rჱgbi in Moscow"

By the time the style of writing, rჱgbi new face, the Council has not yet developed, but organizations are taught in lectures, held meetings (!) And some teams had been established, training is being conducted, and the uannom (korekturaa: it should be, "Jean Mrs) of the Moscow Council of the Section of the creation of .

Abroad has never been a better deal. Play England town rჱgba in conceived in 1850 and the last ten - This year's top football was popular as well (?) Become the "Sport of the leading countries in the" etsqoboda Championships - though, of France more than anywhere, the strongest team out, even in New Zealand used to be!

At the end of the writer's notice, rჱgbi "requires a well-prepared, mard, convenient, Gulani and strong player," and calls on "Soviet Georgia" pizkulturul organizations, that they also develop this type of sport.

No - English Football

Indeed, one month later, on May 31, the first page, the title to the right, 5 - paragraph, the Russian niuzia, entitled "rჱgbis first match. He says, May 24 (shestsi - dnevkis holiday) in Tiflis, Lenin Stadium (now a district of the city) Now - in the first (!) playing rჱgbi, or American Football (amerikanski putbol)

There must be interpreted in the confusion of names. I iankuri game in Tiflis, seems to early to see a foreign film - pictures of what they do at the time, rugby was written to us in Moscow, all of the cited, that "the European rჱgbi greatly differs from the U.S., which is so severe that they often PLAYERS alive - dead, sakatsurebit Have from the field "- but liangs news in English football to have areoda, rჱgbi miasaghes still American!

Niuz says rჱgbi much like a Georgian leloso and I was online - gasmulia the ball in front of the message, only to walk may be, the game will have entered the Lenin stadionzeve Founded in 1933, Michael Antimoz son Gorgadze founded by "Physical Technical" teams: gaumarjvnia another accessible newspaper The report has not written.

Daria gamogorebis

Magave the tpilisshive header, graphics retardation published in color - qdiani Magazine "pizkulturnik zakavkazia. Sastambo data show that in April - May, the number of months - half itsqoboda and middle ivlisshigha went out 7-8 on pages of the magazine from the" truce rubezhom "gadmogheblia N.. Sevijis nakvevi" rჱgbi "

Show the current value of this measure to zero. Alice FAQ e Myth. In the U.S., gatatkhulia French rugby as well, illustrations, and dzalosnobisa and air - except for sports, teknikumelta ragbobis article is accompanied by a photo. Regarding the inscription says, thanks "when igri, penetrating varjishsa episode is more like it was naghdia that picture before May 28, a print shop in a" discharge before "shot.

Etsqinebat purist and point 13 - katsuri gamogorebis Daria - then we may have information vacuum in the league and rugby rules eshovnat hgonebodat - long after the same has happened in Yugoslavia. Old ones (and not only pizkulturelebi) undoubtedly amoitsnobdnen photo printed on, because chances are, that ever appeared on the original inscription, woe to iotis odenia.

Send pirvelobatso

The news from the two years that have passed barem, meregha lent new technical director, T. Skhirtladze (perhaps new) student Giga Dvali Moscow, All-Union Seminar, May 1935
October 28 "pizkulturel in" the kartuladve ragbuli two entries - tpilisisa and about Moscow.

First, the Soviets "Physical Culture Council (pkus) undecided, to 1936 in April, in Tiflis, held" rჱgbis Short - Term All-Union School "and magave the" Soviet rჱgbistebi "French workers shebmodnen. This tsamotsqebata from our data, rather than when it left, Tiflis the story of the Latvian abroad gaaghtsia and "Sport pasaule the" hit.

Moscow over the Georgia newspaper says that the fall is "drawing" to "Dinamo" won, would have increased the rჱgbistebis class, that some had reached "full former ostatobas" and that "the experts concluded that Moscow will not yield the West team for the professional (?) Teams"

However, the - the Soviet era, so I deeply understand rჱgbi that the calendar was published on December 15, except for the team next year, a (!) To hold the first (Moscow 23-24/09)

Zelim - sometimes moburtalt - Begi
Famous old mughamta trpiali

@


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Dec 2011, 12:14
დიადი დავით ყიფიანის რაგბული სოლო
ტყუილად კი არ თამაშობდა ჯეელობაში სტუდ-ქალაქის სტადიონზე


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Jan 2012, 14:26
აკი ჟაკიო?

აკოფ სტეპანოვიჩი ყოფილა

როგორ დაიწყო ჟაკმა http://Qaflan.netai.net/matiane50/Years/1959.htm

ცხვედაძის ნებართვით

12 წლის შემდეგ ტექნიკუმის [მესამე] გუნდის არსებობის ნივთ- მტკიცება, საბჭოეთშივე შეკერილი ყვითელი ბურთი ჯერაც შემორჩენილი ყოფილა: სპორტ-კომიტეტის საწყობის გამგის ვაჟი ჩამოწერილი ინვენტარით ვერის აბანოსთან რომ ლაღობდა, გადააწყდა ნოდარ ყიფიანს, ვინც მისგან ციმციმ და ძვირად შეიძინა ნივთი.

ასე მივადექით 1959 წელს. ყიფიანი მძლეოსანი, ათჭიდელი იყო, ტახტაროვთან ვარჯიშობდა და პოლიტექნიკურში (გეპეი, ქართულად სპი, ახლანდელი სტუ) სწავლობდა. მას "კამსამოლსკაია პრავდაში" ადრევე წაეკითხა ვრცელი სტატია რჱგბის (როგორც მაშინ ეძახდნენ სრულიად საბჭოეთში) შესახებ და სიახლით დაინტერესებულიყო.

გეპეიში განცხადებაც გაეკრათ, მსურველებს რაგბის წრისთვის ვაგროვებთო. ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრას განაგებდა ამაგდარი კალათბურთელი მიხეილ ცხვედაძე, ვინც დათანხმებოდა ქალაქში თერძად (მკერავი) ცნობილ სომეხ ფრანგს, ჟაკ ასპეკიანს (იწერება ჰასპეკიან), რათა ამას უცხო თამაშის დანერგვა ეცადა.

სხვა საქმესაც დაეძებდა

ჟაკი ძირით მარსელიდან იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, "სოციალისტური სამოთხის" დასაჭაშნიკებლად, ჩასულიყო საბჭოთა სომხეთში, მაგრამ იქ რომ არ მოწონებოდა, ნათესავებთან თბილისში გადმოსულიყო. რეპატრიანტს ჯეელობაში ლიონში [ანაც მარსელში] რომ ეთამაშა რაგბი, საბჭოეთში ბურთიც წამოეღო, მაგრამ იგი მარგად თბილისშიღა გამოიყენა.

ხრუშჩოვი იმხანად დასავლეთს ეკეკლუცებოდა და საბჭოთა წყობის ჰუმანურობას უმტკიცებდა. ჩვენში რაგბის დაბადებამდე ორი წლით ადრე მოსკოვში რომ მოეწყო "ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი", სტუმრებმა ოლიმპიურ მოძრაობაში უკვე ჩაბმულ მასპინძლებს შეახსენეს სამი მივიწყებული სპორტი: მშვილდოსნობა, ბადმინტონი და რაგბი.

ძველ ველოსიპედისტ ჟაკს ცოლად ქართველი ბალერინა შეერთო და მკერავობის გარდა, ალბათ სხვა საქმესაც დაეძებდა. მარიფათიანი სომეხი უთუოდ შეიტყობდა რაგბზე დადებული ყადაღის ახსნას. ჰოდა, როგორც XXI საუკუნეში ბევრჯერ შენიშნა მემუარებში, ბარემ ორი წელი სდია სპორტის ხელმძღვანელ მუშაკებს და ბოლოს ცხვედაძე დაიყოლია.

სპორტული ტიპები მოაწყდნენ

ჟაკის მიმდევართა პირველი ნაბიჯების დადგენა-გამოქვეყნებაში ფრიადი წვლილი მიუძღვის ცეზარ დარჩიას, ვინც ყიფიანს მოძღვრად მიიჩნევს. სწორედ ბატონმა ნოდარმა გადაიღო პირველ ვარჯიშზე მისულთა ისტორიული ფოტოც და ამდენად, მასში თავად ვერ მოხვდა.

გეპეელთა ამ პირველი შეკრების ზუსტი თარიღი და ადგილიც გამორჩეული მეხსიერების პატრონმა ყიფიანმა შემოგვინახა. ვარჯიში გამართულა იმხანად ჯერაც ახალი, საბურთალოს [დელისის] იპოდრომის ხრიოკზე, ახლანდელი ეკლესიისა და ყოფილი ბაზრობის მიდამოში, სადაგ (არა-უქმე) დღეს, რაც კალენდარულადაც დასტურდება.

ნოდარ ყიფიანის თანახმად, ვარჯიში სისტემატურად, კვირაში სამჯერ [თურმე ორჯერ!] ეწყობოდა. თანდათან შეიცვალა კონტინგენტიც - რაგბს სხვა სახეობებში გამოცდილი, სპორტული ტიპები მოაწყდნენ. ჟაკს მზირის ალღო ჰქონდა და დროდადრო ახერხებდა მოწაფეებიანად ნაღდ, სპორტულ მოედნებზე შეპარვას, რადგან იქედან მოყოლებული სულ ბოლო დრომდე, რაგბს არა წყალობდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

სადაა ის ბურთი?

ზამთარში სესიების, არდადეგებისა და თოვლის (თბილისში უწინ ბარაქიანად დადებდა ხოლმე) გამო ვარჯიში წყდებოდა და გაზაფხულზეღა ახლდებოდა. ვისაც რა გააჩნდა, იმით იმოსებოდა. დაახლოებით იმავე ხანებში (ვინც უწყის, ეგებ ცოტა ადრეც) ჟაკმა ნავთლუღში, ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა გუნდი და მას იმ დღეებში ამეცადინებდა, როცა ბურთი დაკავებული არ იყო.

დღეს სადაა ის ოვალი რელიკვია ან თუნდაც მისი ნაშთი, ძნელი სათქმელია, თუმც საუკუნეთა შესაყარზე მისი სამუზეუმოდ მოძიების იმედი ჯერაც ცოცხლობდა. თავად ასპეკიანი მესამე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის (მაშინ ვაკეში მდებარეობდა, მეცხრე საავადმყოფოს ადგილას) გუნდის შექმნისა და 1961 წელს, გივი მრელაშვილის მიერ ქალაქის სპორტ-კომიტეტში "რეგბის სექციის" გაფორმების შემდეგ თანდათან ჩრდილში მოექცა და 1964 წელს საფრანგეთში მიბრუნდა.


>> http://Qaflan.netai.net/matiane50/Years/1962.htm

1959 წლის ოქტომბერში, რეპატრიანტ ჟაკ ასპეკიანის თაოსნობით, პოლიტექნიკურის სტუდენტები იპოდრომზე შეიკრიბნენ და ვარჯიში გამართეს, მალე კი ჩვენმა მარსელელმა განმანათლებელმა ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა გუნდი

ჟაკს ჩვენი აწ უკვე ვეტერანები ქალაქურ ყაიდაზე, ჟაკოდ მოიხსენიებენ. გურუს საფრანგეთიდან გამოყოლილი, ერთადერთი ბურთი რომ ჰქონდა, სპისა და ისანს დღე-გამოშვებით ავარჯიშებდა, 1960 წლიდან კი, ხან ინსტიტუტისა და ხანაც ქარხნის სტადიონზე (ახლანდელი შევარდენი), უქმეებზე სპარინგების გამართვა დაიწყო.

სტუდენტები მუშებზე ჯეელები რომ იყვნენ და ცხოვრების უფრო ჯანსაღ წესსაც მისდევდნენ, გადმოცემის თანახმად, სულ იგებდნენ. ამ, არა-ფორმალურ თამაშებს თავად ჟაკო სჯიდა, რაკი წესები სხვამ არავინ იცოდა. ასე გაილია რეგულარული რაგბობის პირველი წელი, რაც დაამშვენა კვირას, 1960 წლის 13 ნოემბერს, ბურევესტნიკზე (მერე და მერე ლოკომოტივზე) შეღწევამ (გინდაც შეპარვამ).

მოვლენა არ გამორჩენია "ლელოს" და ორი დღის თავზე, პირველ გვერდზე, ლოგოს ქვეშ გააშუქა მიხეილ "პრაფესორა" ზარგარიანის წყვილი ფოტოთი და განმარტებით, რომ ეს ლელობურთი კი არაა, არამედ ჩვენში ახლად დანერგილი (კულტივირებული) რეგბია და რომ სპი და რუსთავი (?!) "ორმხრივ საწურთნელ ვარჯიშს" შედგომიან.

შეჯიბრზე არ გაუშვეს

ქართულ სპორტულ პრესაში რაგბის ეს პირველი ხსენება კარგა ხანს მივიწყებული იყო და საუკუნეთა შესაყარზეღა გამოამზეურა ცეზარ დარჩიამ. მისივე მოწადინებით პირველი ვარჯიშისა და 1975 წლის ჩათვლით, ლამის ყველა სარაგბო მოვლენის მონაწილემ, ნოდარ ყიფიანმა გაიხსენა ანგარიში - 35:5 სპის სასარგებლოდ.

ამასობაში ჟაკომ იმდენი იხერხა, რომ სასოფლოშიც დააფუძნა გუნდი და 1961 წლის გაზაფხულზე სამი კოლექტივი ერთ წრედ გააჯიბრა. სპიმ (ქალაქურად გეპეი) იოლად ძლია ისანი და სსი (ქალაქურადვე ესხაი, ხოლო აგდებულად გლეხ-უნტი).

ასპეკიანმა და ყიფიანმა სოლოლაკშიც მიაკითხეს სპორტ-კავშირს (შემდგომში სპორტ-კომიტეტი, ბოლოს დეპარტამენტი), რათა მინსკში დანიშნულ სტუდენტურ შეჯიბრზე წაყვანათ ნაკრები, მაგრამ უარი მიიღეს და ლენინის (თავისუფლების) მოედანზე რომ ჩავიდნენ, რადიომ გამოაცხადა, გაგარინი კოსმოსში გაფრინდაო, რაც იმას ნიშნავს, რომ უშედეგო ვიზიტი 1961 წლის 12 აპრილს შემდგარა.


user posted image

გარდასახვას არქაულად ვინ ურტყამს?

ვინმეს თუ იცნობთ ჭარმაგი სტუმრები?
გია ჩეჩელაშვილის გარდა ...

Posted by: ocneba 22 Jan 2012, 23:08
როცა საქართველოში რაგბის განვითარებაზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ლელო-ბურთი, რომელიც თავისი არსით რაგბია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Jan 2012, 15:43
http://shot.photo.qip.ru/004lZk-2048ULS/._._.http://shot.photo.qip.ru/004lZk-1048ULX/._._.http://shot.photo.qip.ru/004lZk-1048UM3/._._.http://shot.photo.qip.ru/004lZk-2048UM8/._._.http://shot.photo.qip.ru/004lZk-3048UMc/

მაგავე ამბებზე ლელოდან და ზეპირი გადმოცემებიდან >> http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1963.htm

user posted image

განთიადი მესამეს შეწვდა

მაყურებელი მოუმრავლდებაო
პირველი ნაკრები
რეფმა შარი მოგვდო
შეკრიბა და მიაყარა
უგვარო მეტოქეები
დაღლა დაგვეტყო
ორგზის მფლობელი
კრასტინშის გადამკიდე
მარაოს სისტემა
ავანგარდი გავაბურთავეთ
ჯიმი ვერელი


პროფ’კავშირთა პირველი პირველობა

პარ 20/09 ვაკე @ განთიადი 16:14 დაუგავა
კვი 22/09 ვაკე @ განთიადი 6:3 სპარტაკი
სამ 24/09 ვაკე @ განთიადი 3:11 ბურევესტნიკი
პარ 27/09 ავლაბარი @ განთიადი 6:20 ტრუდი
კვი 29/09 ავლაბარი @ განთიადი 27:6 ავანგარდი

თბილისი’ 1963 ქ მ-წ*ფ გატ:გაშ

ბურევესტნიკი (მ) 8 4-1 110:029
ტრუდი (მ) 7 3-1*1 098:018
განთიადი (თბ) 6 3-2 058:054
სპარტაკი (მ) 6 3-2 085:039
დაუგავა (რიგა) 3 1-3*1 053:067
ავანგარდი (ოდ) 0 0-5 020:217

განთიადი

ჩამკეტი (15) სერგო ხაჭაპურიძე, გიორგი კალატოზიშვილი;
ხაზი (14-11) ასლან ბედოშვილი, ჯემალ ბერაძე^კაპ, გივი მრელაშვილი, ტარიელ ნებიერიძე, ზაურ ტასოევი;
(10) გოგი ტონია, ირაკლი კიზირია;
(9) მიშა ბენიაშვილი

პირველი ნომერი (1, ჰუქერი) გელა მიქაბერიძე;
ბურჯები (2-3) ზაურ მგელაძე, ბაია ოქრუაშვილი, ოლეგ კობახიძე;
მეორე ხაზი (4-5) რეზო მესხი, ორესტ დიმიტრიადი;
მესამე ხაზი (6-8) მიკა კვინიხიძე, ამირან ლობჟანიძე, მურად თოფურიძე, ნოდარ ყიფიანი

@

Posted by: kaplia 27 Jan 2012, 15:20
ქართული რაგბი 50 წლის, ... გაისად 15 ოქტომბერს სრულდება
აუცილებლად უნდა აღინიშნოს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jan 2012, 17:12
kaplia

აღინიშნა 2009 წელს
ზემოთ ერთხელ უკვე ეწერა
თემა თავიდან უნდა იკითხოთ, სანამ დაპოსტავდეთ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Feb 2012, 13:15
აბა ეს ნახეთ! 1925 წელია და
ჩვენი გაგებით, რას მიჰქარამს ავტორი =
= რედაქცია კი არ ეთანხმება!

http://forum.ge/?act=ST&f=68&t=34350343&st=333

Posted by: MAKARSKA 13 Feb 2012, 18:55
აბა ტოგონიძეს დაუღუპია თავის დროზე რაგბი საქართველოში.
ასეა, გამოხტება საიდანღაც, ვიღაც ნაბიჭვარი და მთელი ერის, მეტიც ეპოქის ბედს გადაწყვიტავს.
ბლიატ, ხაზეინ, ჩტო ზა ხუინაა? ა?
გული ამერია ამ თესლის ნააზრევის წაკითხვის შემდეგ.
ფუ, მართლა ფურთხის ღირსიც არ ხარ შენ საქართველოვ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Mar 2012, 00:21
user posted image

http://issuu.com/qaflan/docs/krebuli

84 გვერდი, გაზეთურად, სამ სვეტად


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Apr 2012, 11:10
user posted image

http://Qaflan.netai.net/2012

გადაავლეთ თვალი წლის ამ დროს
რა ხდებოდა 2002 - 2012 წლებში:

რამე შეიცვალა, ჩვენი გაძლიერების გარდა?

2009 ოქტ რომ ფასიანი გახდა ჯეო’სითიზ,
ჩვენმა დათო’ჩ_მა მიმითითა 000.ვებჰოსთ’ზე

მაგაზეც იყო რაოდენობრივი შეზღუდვები,
რის გამოც საითი დავყავი ორად

მერე ძველი [2002-2005, რულზი, ოღრაშული ...] შარშან დამიყადაღეს =
ტყუილად იკავებს ადგილს, ცოტა ვინმე მიმართავსო =
მაგრამ ლიმიტი კი საზოგადოდ გააორმაგეს და
ისევ დამჭირდა საითის გამთლიანება

მაგისთვის ვერ ვიცლიდი, მაგრამ ახლა მგონი,
ბარემ 95% თავის ადგილზე და ხელ’მისაწვდომია

@ ანუ თუ შენიშნავთ გაბზარულ სურათს,
გამწყდარ [შიდა] ბმულს, უსწორო კოდირებას ...
არ დაიზაროთ და მაცნობოთ!

ჩემდათავად ვეცდები ძველ ნაწილთა მიამიტური ნავიგაცია
ახლანდელ ნორმაზე გადმოვიყვანო მოცალეობის დროს,
მაგრამ უმაგისოდაც მგონი არა უშავს

@ საითის ესთეტიკა აწყობილია 1280*1024 ეკრანზე,
რის გამოც თვით სილფაენი გონგად ჩანს ლეპ’თოპებზე და
კინოს საყურებელ მონიტორებზე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Sep 2012, 09:01
50 წლის წინ

1962 წლის 10 სექტემბერს,
მესამე, ბიოლოგიის კორპუსში, შეიქმნა

"უნივერსიტეტი" (თსუ)

საქართველოს ჩემპიონი (1980)
თასის მფლობელი (1981)

ბოლო მატჩი: შაბ 19/09 2009
უნივერსიტ 10:16 რუსთავი @ შევარდენი 17.00

მას შემდეგ გადავიდა გორსა და ჯარში

2010 დარეგისტრირდა ახალი "უნივერსიტეტი"
მაგრამ აქამდე ისიც ვერ მოხერხდა, რომ
სამოყვარულო ამქარში ჩაებას

კითხვა: შეიძლება ამოტოლა სასწავლებელს
აღარა ჰყავდეს რაგბის გუნდი?

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Sep 2012, 12:48
23 წლის წინ

შედგა ბორჯღალოსანთა (შევარდნების) ნათლობა

http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1989.htm

user posted image

მოვიდა ჯერი გარდამტეხი 1989 წლისა,
რომელშიც შეიქმნა ეროვნული ნაკრები და ირბ-ში გაიგზავნა აღიარების თხოვნა;
გამოიცა წიგნი;
გასწორდა თამაშის სახელის მართლწერა;
ფედერაციას კავშირი ეწოდა;
დაფუძნდა რაგბის ასოციაცია და
"აიად" მონათლულმა ქუთაისის გუნდმა ზედიზედ მესამედ მოიგო საკავშირო პირველობა,
ხოლო თბილისმა მაგავე ასპარეზზე სამი გუნდით იბურთავა.



აფრიკელთა მოჩანგლვა ოდენ მარიფათის საქმე იყო. საბჭოთა რაგბის ელიტა ხვდებოდა, თუ საქმე საითკენ მიგვყავდა, მაგრამ ქუთაისში ბოლოჯერ მაინც გვეწვია სალხინოდ და ნაკრების შექმნაც მოგვილოცა. საპროგრამო სტატიის რეცეპტითვე შეირჩა რაზმიც: საკავშირო პირველობის მორიგი, მეგობრული რკენის შემდეგ, ქუთაისელმა დუგლას კავთელაშვილმა და თბილისელმა თემურ ბენდიაშვილმა დაასახელეს კანდიდატები, მთავარი მწურთნელობა კი სპორტ-სახ-კომის "გოს ტრენერმა" კილასონიამ ითავა.

15-ეულში რვა ქუთათური და შვიდი ტფილელი მოხვდა. გუნდი მატჩამდე სამი დღით ადრე შეიკრიბა რიონის პირად, მანამდე კი მცირედი გაუგებრობა მოხდა - შეპირებული შინდისფრის ნაცვლად, შეიკერა მუქი ლურჯი ფორმა. ამაზე კავშირს ლელოთი შეუტია ასოციაციამ, რომელიც თავად მოქმედმა მოთამაშეებმა - ნუგზარ გაბრიჩიძემ, მალხაზ ჭეიშვილმა, ბიძინა გეგიძემ, მიხეილ გარუჩავამ შექმნეს, და პრობლემა იოლად მოგვარდა - რუდოლფ რაქვიაშვილის ფაბრიკამ გაამზადა საოცნებო კომპლექტი, ხოლო დაწუნებული ვეტერანებმა ჩაიცვეს და მოსკოვში მოიგეს საკავშირო ტურნირი.

თამაშის დღეს, 12 სექტემბერს, გადაუღებლად წვიმდა. ქუთაისში შეიკრიბა სრულიად რაგბეთი, სპორტის ფანობა და ფართო პოლიტიკური სპექტრიც. ტესტს წინ უძღოდა ბებრების ჭიდილი და ლელობურთი, მაგრამ ხელისუფლებამ მაინც ყოველმხრივ დააკნინა ისტორიული მოვლენა: აღმართა "სოლნეჩნაია ღრუზიის" დროშა, დაუკრა საბჭოთა ჰიმნი და არც ტელევიზიით გადააცემინა მატჩი, რომელშიც საქართველოს მობურთალთა ნაკრები, პატრიოტულ ჟრიამულში, პირველად ეჯიბრებოდა უცხოეთისას.

სველი ოვალით დამბალ მინდორზე რომ ვერ გაიშლებოდა ბურთაობა, მორკინალებით დავჯაბნეთ ზიმბაბვე. ლიტველთა ჩამოყვანა ვერ მოხერხდა და მსაჯობდა გოჩა აბაშიძე. კაპიტანი ოლეგ ლიპარტელიანი პირველ ტაიმშივე დაგვემტვრა, ყველა ქულა კი ნუგზარ ძაგნიძემ მოგვიტანა. მერე, ნამატჩევს, თეთრ ქვებში ყოფილა საარაკო "მესამე ტაიმი", რომელიც ჩვენივე უთუმცაო გამარჯვებით დასრულდა, თბილისში დაბრუნების შემდეგ კი გაირკვა, რომ ხელობით ფოტოგრაფთაგანაც არავის გადაეღო "ამხანაგური თამაში"

ნაკრების წარმატებული ნათლობა ერთი არგუმენტი იყო იმათგან, რომლითაც კავშირის პრეზიდენტი, გლდანის რაიკომის პირველი მდივანი ალეკო გოცირიძე და გენ-მდივანი კილასონია 22-25 ნოემბერს, ვებრიჯში (სარის საგრაფო) ირბ-ის კონფერენციაზე წარდგნენ. ჩვენმა დესპანებმა უშუალობით ყველანი მოხიბლეს და სახსოვრად ხანჯლები და ჰალსტუხები დაურიგეს, მაგრამ ჭარმაგი მამები ნასმურევზე რომ შეიკრიბნენ საიდუმლო სერობაზე, საქართველოს საკითხის განხილვა მაინც სამერმისოდ გადადეს.


>>> ნაკრების ნათლობა

საქართველო 16:3 ზიმბაბვე

საქ: 15 ვანო საცერაძე, 14 ალეკო ხვედელიძე, 13 ოლეგ ლიპარტელიანი^კაპ (16 კახა მაჩიტიძე 33) 12 მალხაზ ჭეიშვილი, 11 ბათლომე ხამაშურიძე;
10 ნუგზარ ძაგნიძე, 9 მამუკა ლოსაბერიძე /

1 ზაზა ბაკურაძე, 2 თენგიზ ტურძელაძე, 3 ბესო ლილუაშვილი (21 გელა ფირცხალავა 71)
4 თამაზ ხუადე, 5 ალექსანდრე ისაკაძე (20 თამაზ ოდიშარია 49)
6 თამაზ ფხაკაძე, 7 გია გიუნაშვილი, 8 დათო ღუდუშაური

მრქ: 17 ოლეგ ჟორჟოლიანი, 18 ემზარ გეგუჩაძე / 19 ზვიად ლიპარტელიანი -

ლ: ჯგუფური (ძაგნიძე); 4ჯ: ძაგნიძე

რეფ გოჩა აბაშიძე; კიდ: ბორის ზიბზიბაძე & ზანგი ბიჭი
სამ 12/09 ქუთაისი, ცენტრალური, წვიმა (12 ათასი)

0:3(3) 3:3(5) 6:3(10) 10:3(35) / 13:3(48) 16:3(56)

@

Posted by: Corvin von Amber 12 Sep 2012, 22:58
QUOTE
23 წლის წინ

რამხელა დრო გასულა.
აღარც მახსოვს, საიდან გავიგე ანგარიში. ან გაზეთიდან, ან მეგობრისგან.
ისე, მოხერხება უნდოდა მაგას, არცერთი კადრი რომ არ შემოგვრჩა მაგ თამაშის.
-----------------------------------------------------------------------------------------------
დავუშვათ, 1993-ში რუსები დაგვემარცხებინა და სოპოტის ტურნირი მოგვეგო.
კიდევ ერთი ჯგუფური ტურნირი გველოდა, სადაც რუმინეთი და, თუ არ ვცდები, გერმანია დაგვხვდებოდნენ.
თუ მეხსიერება არ მღალატობს, რუსეთს იმ საკვალიფიკაციო ტურნირზე რუმინეთმა რაღაც დამამცირებელი ანგარიშით მოუგო.
ასე რომ, არც ჩვენ გვქონდა რაიმე შანსი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Oct 2012, 09:45
10 წლის წინ

დაწერილია იმავე საღამოს http://qaflan.netai.net/ragbi_olimpshi/2002-10-A/2002-10-14_Gavidnen.htm


user posted image

მგზნებარედ, მაგრამ ანგარიშიანად

ევროპული განათლება სასარგებლო ყოფილა

"ბორჯღალოსანთა" ამ თაობამ გუშინ საშვილიშვილო საქმეს დაადგა თავი: რუსეთის ძლევით გავიდა 2003 წლის მსოფლიო თასის ფინალურ სტადიაზე, რაც საქართველოში რაგბის, ამ მართლაც და საერთაშორისო ლელობურთის, აყვავებისთვის ძალუმი ბიძგი უნდა გახდეს.

საქართველო 17:13 რუსეთი

გაიხარა ერმა და ბერმა. გარჯა და თავდადება დაუფასდა ქართველ მორაგბეთა ყველა თაობას და ნათლადაც გამოჩნდა, თუ ოფიციოზისგან მოძულებულ თამაშს საზოგადოებაზე რაოდენ კეთილმყოფელი გავლენა აქვს.

რუსეთს მეექვსედ ვეჭიდეთ და მეოთხედ მოვუგეთ (ერთი ფრეც პასივში ნაღდად არ გვეთვლება). ასეთი შედეგით ჩვენში ვერარა სპორტი ვერ დაიკვეხნის და, ისევ და ისევ შვიდკაცას მოთამაშე მორაგბეთა გარდა, აქამდე მობურთალთა ვერცერთი ქართული გუნდი ვერ გასულა მსოფლიო პირველობაზე.

რუსეთი მსოფლიო რაგბის გრანდი ვერაა, მაგრამ მაინც რუსეთია და მაგით ყველაფერია ნათქვამი. სტრატეგიული თვალსაზრისით, მსოფლიო რაგბის კულუარებში მოკალათებულ მოღვაწეებს ეგებ კიდეც ერჩიათ "მთვლემარე გოლიათის" გამოღვიძება და ავსტრალიაში ზუსტად ერთი წლის შემდეგ გასამართ შოუზე მისი ჩაყვანა, მაგრამ ჩვენი რაგბის უფროსობამ თავისი მარიფათით ეს ფაქტორი გაანეიტრალა და უცხოელი მამებიც ჯენტლმენურად მოგვექცნენ.

თამაში რომ უძნელესი იქნებოდა, ამას გულთმისნობა არ ჭირდებოდა. როცა რუდუნებით ლამის ბოლომდე მიყვანილი საქმე უნდა დაასრულო, პასუხისმგებლობა ერთი-ათად გემატება, მაგრამ იმისი ეჭვიც გიღრღნის გულს, ემანდ ფინიშზე არ წამიცდეს ფეხიო. ამგვარი აზრები ჩვენს ბიჭებსაც შეაწუხებდათ, მაგრამ თავად ხომ მოერივნენ თავს და მთელმა სარაგბო თემმაც მათ ამჯერად ისეთი გარემო შეუქმნა, რომ ნაკრებს სრულად წარმოეჩინა უნარი.

დიდი მატჩები ლამაზად, გაპრანჭულად ვერ იგება. მათში მიზნის მისაღწევად ანგარიშიანად უნდა ითამაშო. ამჯერად ქართველებმა სწორედ ასე, პრაგმატულად ვირაგბეთ, რაც განსაკუთრებითაა გამოსაყოფი, რადგან ეს თვისება ჩვენს ხასიათს თითქოს ვერ ესადაგება. არა, ბატონებო, არც გამჭრიახობით და არც წესრიგიანობით ნაკლებნი არავისზე არ ვართ და "ბორჯღალოსნებმა" ეს კიდევ შეგვახსენეს.

ჩვენებს ახალი კაპიტანი, ილია ზედგინიძე დიდებულად გაუძღვა. თავი მატჩის ყველა მონაწილემ დადო, მაგრამ ყოჩის გამოყოფა აქ ოდენ იმისთვის გადავწყვიტეთ, რომ გვეჩვენებინა, თუ კოლექტივის ძალისხმევის სწორად წარმართვას რაოდენი მნიშვნელობა აქვს.

ჩვენი შერკინება მაგრად იდგა. დერეფანიც გამართულად მოქმედებდა, სადაც ღვაწლს არავის ვუკარგავთ, მაგრამ გია ლაბაძის მოუხსენიებლობა არაფრით არ ეგების, რაკი ამან გადამწყვეტ მომენტებში ორჯერ ააცალა რუსებს მათივე ბურთი.

ქართველი ფორვარდები მეტოქეს კლასით ჯობნიან და ამიტომ თამაშიც მათზე ავაწყეთ. ჩვენში ხშირად ეთანაღრებათ გული იმაზე, რომ ერთბაშად ამდენი "ბორჯღალოსანი" საფრანგეთში თამაშობს, მაგრამ აგერ, ეს უკვე მერამდენედ გამოჩნდა, რომ ევროპული განათლება სასარგებლოა, მით უფრო, თუ "გამომცდელი" (ჩვენს შემთხვევაში, რეფერი) იმავე მოძღვრებასაა ნაზიარები და იცი, თუ მისგან რას უნდა ელოდე.

რუსები ბურთისთვის ცილობისას ჩვენზე ხშირად ჯარიმდებოდნენ. ამით ინიციატივა მეტწილად ჩვენ გვეპყრა და მეტოქეს ვკარნახობდით პირობებს, ისინი კი იძულებული იყვნენ, ჩვენს თამაშს მისადაგებოდნენ. მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ იგი გვარიანად გაგვიძალიანდა, მაგრამ ალაგ-ალაგ ისევ ჩვეულ ყაიდაზე აირია და შინ კვლავ ნირწამხდარი მიბრუნდა.

შესვენებამდე რუსებს სამად-სამი შანსი ჰქონდათ და მათით მაქსიმალურად იხეირეს. ჩვენ მეტჯერ შეგვეძლო ქულების მოხვეჭა, მაგრამ ორი შეტევა უდროო არეკნით გავწყვიტეთ, მახო ურჯუკაშვილის მიერ შორიდან დარტყმულებიდან კი ერთს ცოტა დააკლდა კარამდე, ხოლო მეორე ხარიხასა და ძელს მოხვდა და მაინც არ გავიდა. სხვაფრივ, ჩვენმა კიკერმა, რაც გასატანი იყო, ის პირნათლად გაიტანა და გამარჯვება დოკუმენტურად გააფორმა.

საწყის მეოთხედში მეტოქე რომ შევავიწროვეთ, მერე წნეხი ცოტათი მოვადუნეთ და რუსებმაც დაგვანახეს, რომ კონტრშეტევა ეხერხებათ. ერთ ამათგანში გრაჩოვმა ბევრი იარა და რაჩკოვმა კუთხეში დაგვალელოვა, რაკი მთელს მატჩში ლამის ერთადერთხელ ვერ შებოჭეს ჩვენებმა რუსები.

უშიშრად ახტა, ზიარად დასცეს

ჭირში ბიჭები ისევ დაირაზმნენ და კვლავ სწორად დაიწყეს თამაში. ზედ შესვენების წინ ბარაქიანი, ძალისმიერი ლელოც გავიტანეთ. სტუმრები მიწაზე თამაშისას კიდევ დაჯარიმდნენ, ვანო ნადირაძემ ორი ხელით მოხსნა ბურთი ხუთმეტრიან დერეფანში და ქართველებმაც ისეთი მოლი ააგორეს, რომ ლევან ცაბაძემ სანაკრებო კარიერაში მეათე (!) ლელო მიითვალა.

მეორე ტაიმში ჩვენებმა ანგარიშის შენარჩუნებაზე ითამაშეს და ფრიად გაწაფულადაც. რუსები რომ აგებდნენ, ხელი მათ უნდა გამოეღოთ. სტუმრებმა მართლაც სცადეს ცოტა გაშლილად ბურთაობა, მაგრამ ქართველების დაცვა გაუვალი იყო.

პალიკო ჯიმშელაძემ დიდებული ტაქტიკური დარტყმებით მეტოქეს უკან ბევრჯერ დაახევინა, მოუსვენარმა ირაკლი აბუსერიძემ და მესამე ხაზმა კი რუსები არ გაახარა და მათსავე ნახევარზე გამოამწვდია. გარდა ამისა, რუსებმა 10 ნომრად შეიყვანეს ბებერი ზაკარლიუკი, ვინც ბევრს მიჰქარავდა და აშკარად ჩვენს წისქვილზე ასხამდა წყალს.

რომ სრულდებოდა მესამე მეოთხედი, "ბორჯღალოსნებს" ზედიზედ მიეცათ ხუთმეტრიანი შერკინება. რუსები მოედნის ნაპირთან რომ დაჯარიმდნენ, კაპიტანმა კიდევ შერკინება მოითხოვა, მერე კი კარის წინ მოპოვებული ჯარიმა ურჯუკაშვილს ულაპარაკოდ დაარტყმევინა კარში, რითაც სხვაობა ოთხი ქულა გახდა.

რომ რჩებოდა 15 წუთი, რუსებმა ჩვენს მეოთხედთან თავისუფალი გაათამაშეს და შვიდი ფაზა გადააბეს ერთმანეთს, მაგრამ ქართველთა გააფთრებულ წინააღმდეგობას რომ წააწყდნენ, დიმჩენკომ "ბომბი" სცადა. ჰოდა, აქ უშიშრად ახტა თედო ზიბზიბაძე და ბურთის ალალად დაჭერით ლელოსგან გვიხსნა.

აბრაგანი ჯიმშელაძემაც გაახშირა. ერთხელ კახა ალანიას აწეული კინაღამ ურჯუკაშვილს ჩაუვარდა ხელში. რუსები დროის მეტ წილს საკუთარ მეოთხედთან ატარებდნენ და იქიდან შვიდკაცას გვეთამაშებოდნენ, მაგრამ მაქედან არა გამოსდიოდათ რა.

75-ე წუთზე სიმონოვმა 40 მეტრიდან ვერ გაიტანა ჯარიმა, მაგრამ ბოლო წუთზე ჩვენები მოტყუვდნენ და ბურთი კიდეზე შორს არ მოიგერიეს, რაკი ეგონათ, დრო ამოწურულიაო. ამით რუსებს ბოლო შანსი მიეცათ, მათ ერთი ფრთიდან მეორემდე რამდენჯერმე ჩაათამაშეს ბურთი, მაგრამ ზედ 22 მეტრის ხაზზე აზარენკო ზიარად დასცეს ვიქტორ დიდებულიძემ და ტატო რატიანიძემ, რუსს ბურთი წინ გაუვარდა და თამაშიც დასრულდა.

ასე და ამგვარად, საქართველო შეიქნა მსოფლიო თასის მე-18 საგზურის მფლობელი. "ბორჯღალოსნები" "გ" პულში მიუვიდნენ სამხრეთ აფრიკას, ინგლისს, სამოასა და ურუგვაის. რაც შეეხებათ რუსებს, ისინი 27 ოქტომბრიდან რეპეშაჟში ჩაებმებიან და გაისად ავსტრალიაში რომ წავიდნენ, ზედიზედ უნდა დაამარცხონ ესპანეთი, ტუნისი და აშშ.


საქართველო: 15 ბესარიონ ხამაშურიძე, 14 მალხაზ ურჯუკაშვილი (22 გიორგი ელიზბარაშვილი 74-75), 13 თედორე ზიბზიბაძე, 12 კახაბერ ალანია, 11 ვასილ კაცაძე; 10 პავლე ჯიმშელაძე, 9 ირაკლი აბუსერიძე /

1 გოდერძი შველიძე, 2 აქვსენტი გიორგაძე, 3 ლევან ცაბაძე (17 ტარიელ რატიანიძე 63); 4 ვიქტორ დიდებულიძე, 5 ივანე ნადირაძე; 6 ზურაბ მჭედლიშვილი (19 გიორგი ჩხაიძე 66), 7 გრიგოლ ლაბაძე, 8 ილია ზედგინიძე^კაპ

არ შესულან: 21 ოთარ ბარკალაია, 20 მერაბ კვირიკაშვილი / 16 მევლუდ მთიულიშვილი, 18 გრიგოლ იაშვილი. მწვრთნელები: კლოდ სორელი, პატრიკ ფორი -

ლ: ჯგუფური (ცაბაძე); 4ს: ურჯუკაშვილი

რუსეთი: 15 იგორ დიმჩენკო, 14 ვლადიმირ სიმონოვი, 13 ალექსანდრ კარაბეინიკოვი, 12 ალექსეი სერგეევი, 11 ანდრეი კუზინი; 10 კონსტანტინ რაჩკოვი (20 ალექსანდრ ზაკარლიუკი 41), 9 ვიქტორ მოტორინი /

1 ოლეგ შუკაილოვი (18 ალექსანდრ ხროკინი 13-20, 63), 2 რომან რომაკი (16 იგორ ნიკოლაიჩუკი 74), 3 ტანკ ჰენდრიქსი (17 ალექსეი ტრავკინი 73); 4 ვალერი ფედჩენკო, 5 სერგეი სერგეევი^კაპ; 6 ბლუს ფოლსხენკი, 7 ვიაჩესლავ გრაჩოვი, 8 ვიაჩესლავ ზიკოვი (22 ოლეგ აზარენკო 77)

არ შესულან: 21 ვერნერ პიტერსე, 19 ალექსანდრ იანიუშკინი. მწვრთნელები: ჯეიმზ სტოფბერხი და ალექსანდრ პერვუხინი -

ლ: რაჩკოვი; გ, ს: სიმონოვი; ა: რაჩკოვი

რეფერი ალენ როლანი; თანამსაჯები: ალან ლუისი და ჩარლი ბევერლენდი (სამივე ირლანდია); შემფასებელი გორდონ დიქსონი (შოტლანდია)

თბილისი. 13 ოქტომბერი. ეროვნული სტადიონი (50 ათასი)

0:3(2) 3:3(7) 6:3(21) 6:6(23ა) 6:13(29) 9:13(35) 14:13(39) ნახ (40) / 17:13(60) ბოლო (81)

@



დაწერილია 7 წლის შემდეგ, წიგნისთვის

http://qaflan.netai.net/matiane50/Years/2002.htm

user posted image

მობურთალებში პირველნი

კომპრომისული ვადა

მსოფლიოს შესარჩევ პულში მეტოქეებად ბობოლა ირლანდია და რუსეთი გვერგნენ. ირბ-ული თარგით, ერთ-კვირიანი შუალედით, ჯერ (21/09) ირლანდია ჩადიოდა რუსეთში, მერე (28/09) ჩვენ გვიღებდა, ბოლოს (5/10) კი რუსეთს ვმასპინძლობდით. ამით ხელიდან გვეცლებოდა ორ-წლიანი გარჯით მოპოვებული უპირატესობა, რადგან ზედიზედ ორ უქმეზე სრული დატვირთვით ვერ ვირაგბებდით და ოთხი წლის წინდელის დარად, თუ კელტებთან მარქაფას გავიყვანდით, ისევ საქვეყნოდ მოგვეჭრებოდა თავი.

თადარიგი დროულად დავიჭირეთ და ირლანდიას ჯერ კიდევ აპრილში მივმართეთ, დათქმულზე ორი კვირით ადრე (14/09) ვითამაშოთო. კელტებმა ამაზე მოუცლელობით უარი გვითხრეს, მაგრამ ირბ-ში კი მხარი დაგვიჭირეს, რათა მეორე, გამსვლელივე ადგილის ორივე მოცილე გადამწყვეტ რკენას დასვენებული შეხვედროდა. ივნისში, ევროპული ფირა აერ-ის ბუქარესტის ყრილობაზე, საქართველო - რუსეთის ახალ თარიღად 7 სექტემბერი დაითქვა, რაზეც სლავებმა ბრძანეს, მსოფლიო თასს ირბ მართავს და არა ფირა-ო!

კულუარულმა ომმა თვე-ნახევარს გასტანა. რა თქმა უნდა, ირბ მართავდა ევროპულ შესარჩევსაც, ოღონდაც ფირა აერ-ის მეშვეობით. ჩვენმა კავშირმა ძველებურად მოიკითხა ფრანგი ბასკი, ბიარიცელი მარსელ მარტენი, ამან კი 9 აგვისტოს კომპრომისი გაახერხებინა დუბლინის ოფისს: თბილისის მატჩი პირვანდელზე ერთი კვირით გვიან (12/10) გადაატანინა, რაზეც ვაცნობეთ, რომ მაგ დღეს ქალაქში ისედაცაა საქართველო - რუსეთი, ოღონდაც ფეხბურთი. ჰოდა, მაგის გათვალისწინებით რაგბი კვირას, 13 ოქტომბერს დაინიშნა!

მარსელის ქვიშაში

ბორჯღალოსნები შესარჩევებისთვის ჯერ აჭარის მთიანეთში დაიჭურვნენ; მერე მათ საფრანგეთში, კლუბებთან გამართეს სპარინგები; ჰაიდელბერგში, ზაზა ქასაშვილის თაოსნობით გამართული პირველი ევრო-შვიდკაცის ფინალში, მეორე ადგილი დაიჭირეს, ბოლოს კი, ჟურნალ "რაგბის" თანახმად, მარსელში მოიგეს ქვიშის ტურნირი. უქმად არ მსხდარან რუსებიც: ბობოლა საით "პლანეტ რაგბზე" ღია წერილით მიმართეს ირბ-ს, თარიღის შეცვლა ხელს მხოლოდ ჩვენს მეტოქეს აძლევსო, მაგრამ მათი პროტესტი დარჩა "ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა"

ირლანდია შესარჩევში იმად მონაწილეობდა, რომ წინა, 1999 წლის მსოფლიო თასზე მერვედფინალი არგენტინასთან წაეგო. უცხოური მედია გუნდზე ნიშნის მოგებით წერდა, სასჯელად სუსხიანი ციმბირის მოხილვა შეეფარდაო. კელტებს დაედგინათ, რომ კრასნოიარსკიდან მონღოლეთი უფრო ახლოა, ვიდრე მოსკოვი და რომ ინდუსტრიული ქალაქი, ევროპის ნაცვლად, სულაც აზიაშია, მაგრამ ჩარტერით 18 საათი რომ იფრინეს, ადგილზე 25 გრადუსი დახვდათ და დაცხათ.

რუსებმა მუჟიკურად დადეს თავი, სულ ოთხი ლელო გაუშვეს და მესამე მეოთხედშიღა გატყდნენ. ბებერმა სერგეევმა სამყურებს ბევრჯერ მოუგო მათივე დერეფანი, მაგრამ რაჩკოვმა უდროო დარტყმებით ფლანგა შანსები და ორი ჯარიმაც გააფუჭა. ამავე ვიქენდზე ლაბაძეს საფრანგეთის პირველობაზე ყვრიმალი რომ ჩაუტყდა, საოპერაციო გაუხდა. ჰოდა, დროით რომ ვერ მოკეთებულიყო, სამი კვირის თავზე, თბილისში ძაან დაგვაკლდებოდა.

კილასონიას რეცეპტი

დუბლინის "ლენზდაუნ როუდზე" ჩვენი ხილვის ფასად 25 ევრო დადგინდა, რაც "ექვსი ერის" ნიხრზე ორჯერ იაფი იყო. ვირაგბეთ ჰაიჰარად. უელსელი რეფიც მოგვდგა და კელტური სოლიდარობიდან გამომდინარე, ისე რიხიანად გვიჯარიმა საფრანგეთში მოსაქმე ბიჭები, თითქო ამათ თანამედროვე რაგბისა არაფერი გაეგებოდათ. ირლანდიამ შესვენებამდე ხუთჯერ დაგვალელოვა, მაგრამ მეორე ტაიმში რომ მოდუნდა, ბარემ ნახევარი საათით ვიხელთეთ ინიციატივა და ორი ლელოს გატანით ოდნავ აღვიდგინეთ შელახული იმიჯი.

რეპორტაჟს კავკასიაში ინტერნეთ-რადიოთი ვუსმინეთ. რაგბის თემს 49-ქულიანი მარცხი ებევრა. კილასონიამ "ოლიმპში" დაწერა, "რუსეთამდე 15 დღე რომ გვქონდა, ძალების დაზოგვაზე ლაპარაკი უსაგნოა და მიმაჩნია, რომ ბიჭების საქციელი არა-პატრიოტული, არა-სპორტული და რაგბის სულისთვის ერთიანად მიუღებელი იყოო. ექსპერტმა 7-მუხლიანი რეცეპტიც გამოუწერა ნაკრებს: ჩვენი ლელოდან ხელით შეტევა არ შეიძლება, ყველა ჯარიმა კარში უნდა დავარტყათ და არც უჯიგროდ გამოვა რამეო.

დუბლინში რამდენიმე სასიკეთო ამბავი მაინც მოხდა: ბიჭებმა კრება გამართეს და ახალ, ნაკრების ისტორიაში მე-11 კაპიტნად 25 წლის ილია ზედგინიძე აირჩიეს, ხოლო კიკერობა მახო ურჯუკაშვილს დაეკისრა. მერე მოკეთდა ლაბაძეც. მაგრად იმუშავა დაზვერვამ - დიმა ობოლაძე რუსების ვარჯიშს დაესწრო და დერეფნის კოდები გაუშიფრა, მსაჯთა მიერ დანიშნულ გასაუბრებაზე კი მარტო ჩვენები მივიდნენ და ირლანდიელებს ტაქტიანად მიანიშნეს, რომ მეტოქე ბოჭვაზე მთლად ისე ვერ მოიქცეოდა, როგორც ბობოლები.

გარჯა დაუფასდათ

ნაკრები საგურამოში დაბანაკდა და რკენამდე სვეტიცხოველში ილოცა, რაც მერე ტრადიციად დადგინდა. შევიმოსეთ შინდისფრად. ვირაგბეთ მგზნებარედ, მაგრამ ანგარიშიანადაც და უტკბესად გავიმარჯვეთ. "ოლიმპში" დაიწერა, ბორჯღალოსანთა ამ თაობამ საშვილიშვილო საქმეს დაადგა თავი: მობურთალთაგან პირველი გავიდა მსოფლიო თასის ფინალში, რაც საქართველოში რაგბის, ამ მართლაც და გლობალური ლელობურთის, აყვავებისთვის ძალუმი ბიძგი გახდებაო.

"გაიხარა ერმა და ბერმა. გარჯა და თავდადება დაუფასდათ მორაგბეთა თაობებს. დიდი მატჩები ლამაზად, გაპრანჭულად ვერ მოიგება. მათში მიზნის მისაღწევად პრაგმატულად უნდა ითამაშო. ამ პრინციპს ამჯერად წარმატებით მივდიეთ, რაც ძაან საგულისხმოა, რადგან ანგარიშიანობა ჩვენს ხასიათს თითქოს ვერ ესადაგება. არადა, გამჭრიახობითა და წესრიგიანობით არავისზე ნაკლებნი არ ვართ და ბორჯღალოსნებმა ეს კიდევ შეგვახსენეს"

ილიამ გუნდს ფრიადზე უყოჩა. შერკინება მაგრად იდგა. დერეფანიც გამართულად მოქმედებდა. ლაბაძემ გადამწყვეტ მომენტში ორჯერ მოუგო რუსებს მათივე ბურთი. საფრანგეთში განსწავლის გამო მეტოქეს კლასით, ანუ რაგბის თამაშის ცოდნით ვჯობნით. რუსები ბურთისთვის ცილობისას ხშირად ჯარიმდებოდნენ, რითაც ინიციატივა გვეპყრა, მაგრამ მეტოქის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მაინც გვარიანად გაგვიძალიანდა და ნაცნობ ყაიდაზე ალაგ-ალაგღა აირია.

მეათე და ბოლო

ჩვენგან კარში მახო ურტყამდა და რაც გასატანი იყო, სულ პირნათლად შეაგდო და მოგება დაგვიბევა. რუსებს შესვენებამდე სამად-სამი შანსი ჰქონდათ და ყველათი იხეირეს. მეორე მეოთხედში წნეხი რომ მოვადუნეთ, იმათ ერთადერთხელ გაგვირღვიეს დაცვა: სლავა გრაჩოვმა ბევრი იარა, რაჩკოვმა კუთხეში დაგვალელოვა და შვიდით ჩამოვრჩით, მაგრამ ბიჭები უმალ დაირაზმნენ და ზედ შესვენების წინ ბარაქიანი, ძალისმიერი ლელოც გავიტანეთ.

რაჩკოვს ექიმი შველოდა, ბოჭვაზე მოპოვებული ჯარიმა კიდეზე რომ დავარტყით; ვანო ნადირაძემ ორი ხელით მოხსნა ბურთი და ისეთი მოლი ავაგორეთ, რომ როგორც მერე გამოჩნდა, ნაკრებში ბოლოჯერ მოთამაშე ცაბაძემ კარიერაში მეათე ლელო შეიტანა. მეორე ტაიმში ანგარიშის შენარჩუნებაზე გადავედით. რუსები რომ აგებდნენ, გაშლილად ბურთაობა სცადეს, მაგრამ გაუვალ დაცვას გადააწყდნენ.

ჯიმშელაძემ მოზომილი დარტყმებით მეტოქეს უკან ბევრჯერ დაახევინა, აბუსერიძემ და მესამე ხაზმა კი რუსები მათსავე ნახევარზე გამოამწყვდიეს. იმათ ავნოთ 10 ნომრად ბებერი ზაკარლიუკის შეყვანამაც. ჰოდა, საათის თავზე ზედიზედ რომ გვერგო 5-მეტრა შერკინება და მერე ჯარიმაც, კაპიტანმა ურჯუკაშვილს ულაპარაკოდ ააღებინა სამი ქულა და რუსები აიძულა, ლელოს გასატანად ემუშაკათ.

ალალზე დაიჭირა

რჩებოდა 15 წუთი, რუსებმა შეტევის შვიდი ფაზა რომ აკინძეს და იგორ დიმჩენკომ აბრაგანიც აწია, მაგრამ ზიბზიბაძე უშიშრად შეხტა და ბურთის ალალზე დაჭერით გვიხსნა. მეტოქეს ზურგში ხშირად რომ ვუკიდებდით, რუსები დროის მეტ წილს შორიდან, ფუჭად გვეშვიდკაცებოდნენ. 75-ე წუთზე სიმონოვმა შორიდანვე ააცილა ჯარიმა, მაგრამ ბოლო წუთზე მსაჯის ჟესტი სწორად ვერ გავიგეთ და რომ გვეგონა, დრო ამოიწურაო, ბურთი კიდეზე იქვე მოვიგერიეთ.

ამით მეტოქეს შანსი კიდევ მიეცა და ერთი ფრთიდან მეორემდე რამდენჯერმე ჩაათამაშა ოვალი, მაგრამ 22 მეტრის ხაზზე აზარენკო ზიარად რომ დასცეს ვიქტორ დიდებულიძემ და ტატო რატიანიძემ, რუსს ბურთი წინ დაუვარდა და თამაშიც დასრულდა. ხალხი მოედანზე გაიჭრა და ზეიმი გააჩაღა. საქართველო მსოფლიო თასის მე-18 ფინალისტი შეიქნა და პულში ბობოლებს, სამხრეთ აფრიკასა და ინგლისს დაუჯდა, ხოლო რუსები ჩაებნენ რეპეშაჟში, რათა ესპანეთის, ტუნისისა და შტატების ჯობნით მოეპოვებინათ ავსტრალიის საგზური.

ლაშქრობა პირველ ბარიერზევე, კურიოზულად დასრულდა. \\\

>>> 2003 წლის მსოფლიო თასის შესარჩევები

მეოთხე სტადია

<< პირველი პული

21/09 რუსეთი 3:35 ირლანდია

28/09 ირლანდია 63:14 საქართველო

8ლ: ჰიქი მეგსი ოდრისქოლი (3 4) დემფსი ს.ისთერბი ქვინლენი გ.ისთერბი; 7გ: ოგარა 5, ჰამფრიზი 2; 3ჯ: ოგარა - 2ლ: კაცაძე ხამაშურიძე; 2გ: ურჯუკაშვილი

რეფ ვილიამსი (უელ; დუბლინი, ლენზდაუნ როუდი
ჯერ ჩვენი! 0:7(3) 10(7) 13(11) 20(14) 23(21) 30(25) 37(32) 0:42(40) /
0:49(45) 7:49(51) 14:49(71) 14:56(77) 14:63(80)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ალანია (კაცაძე) ხეხელაშვილი (იოვაძე) <10-9> ჯიმშელაძე (ბარკალაია) აბუსერიძე / შველიძე (მთიულიშვილი სბ) ა.გიორგაძე ცაბაძე (რატიანიძე) ნადირაძე დიდებულიძე; ბოლღაშვილი (გუნდიშვილი, ზ.მჭედლიშვილი) ჩხაიძე ზედგინიძე^კაპ

13/10 საქართველო 17:13 რუსეთი

ლ: ცაბაძე: 4ჯ: ურჯუკაშვილი - ლ ა: რაჩკოვი; გ ჯ: სიმონოვი

რეფ როლანი (ირლ; ეროვნული (50 ათასი)
0:3(2) 3:3(7) 6:3(21) 6:6(23ა) 6:13(29) 9:13(35) 14:13(39) /
17:13(60) ბოლო(80+1)

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი (ელიზბარაშვილი 74-75) ზიბზიბაძე ალანია კაცაძე <10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე / შველიძე ა.გიორგაძე ცაბაძე (რატიანიძე 63) დიდებულიძე ნადირაძე; ზ.მჭედლიშვილი (ჩხაიძე 66) ლაბაძე ზედგინიძე^კაპ * მრქ) ბარკალაია კვირიკაშვილი / მთიულიშვილი იაშვილი ^ მწ) კლოდ სორელი, პატრიკ ფორი

ირლ 2-0, საქ 1-1 / რუს 0-2


@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Oct 2012, 11:11
რაგბის დიდი ქომაგი და "ფედერაციის" საპატიო პრეზიდენტი

ნონა 50 წლის წინ გაჩემპიონდა

user posted image

user posted image

მიულოცეთ იუბილარს
ფეისბუქზე წაიღეთ რაც შეიძლებმა მეტმა ...

შეახსენეთ მინისტრებს, კომიტეტებს, რედაქტორებს, პროდიუსერებს, ვებ-ადმინებს, მეცენატებს, ტელევიზიებს, ეფემ რადიოებს, ფედერაციას, სასახლეს, კლუბებს, ფონდებს, ქალაქელ ძიებსა და დეიდებს, მასონთა ლოჟებს, სუპერ-ოღრაშებს ...

ხმა მიაწვდინეთ ერთმანეთს ათასგვარი ხერხით და

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Nov 2012, 10:57
გია ჭუმბურიძემ ორშაბათს ოფისში მოიტანა კასეტა

ზედ ეწერა სამი რამ:

1997 რაგბის მიმოხილვა მეორე არხზე
1997 7 სქტ: უნივერსიტეტი ლელო - დინამო
1998 15 მარ: უნივერსიტეტის დღე

პირველი თემა იხილეთ აქა



აბა, თუ ამოიცნობთ მესამე ბაღანეს

Posted by: OSTAP 8 Nov 2012, 18:24
დანარჩენი ორიც შეიძლება ციფრულად გასაიტანოთ და სადმე ატვირთოთ? სხვებისათვის სავარაუდოდ არ იქნება საინტერესო და ჩემთვის კი ძალიან საინტერესოა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ისე ჰოლანდიელებთან ეს თამაში ვითამაშე. პირველი ნათლობა იყო საერთაშორისო არენაზე smile.gif smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Nov 2012, 20:23
მესამე ბაღანე ლევან პირველი = მამა მალაღურას თანახმად

დივიდი ვიდეო ფორმატში წაიღო შენმავე გურუმ და მეზობელმა, ჩემო ოსტაპ
გამოართვი და უბრალოდ დისკის ასლი გადაიღე ნეროთი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Nov 2012, 10:20
21 წლის წინ, მთაწმინდის ომამდე, 24 ნოემბერს,

http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1991.htm

ხანძარი ზღვაზე

შემოდგომის სემესტრი გაიხსნა შვიდკაცით, რომელიც ვაკის ნაცვლად მეურნეობაში მოეწყო. ჩემპიონი აია არათუ არ ჩამოვიდა, ჯილდო - სინიც აღარ გამოგზავნა. ვესტას ერთმა, აკადემიაში დავაჟკაცებულმა შვიდეულმა რომ დაინდო ყოფილი კლუბი და რუსთავი ბრძოლას უწესოდ გამოთიშა, ელიტაში ამოსულმა გუნდმა იწყინა და მეორე დღეს აღარ ჩამოვიდა, ფინალში კი, ორი ვესტას ჩაუქობაში, ჩამორჩენილი ანგარიშზე შეედავა რეფს.

ეს დაიბნა, მაგრამ გარდასახვა ძელს რომ მოხვდა, ორივე გუნდის ვერსიით ბებრებმა მოიგეს, იქვე ნაპოვნი, ძირგავარდნილი წაღი ხუმრობით ჯილდოდ გამოაცხადეს და მოედანსაც შემოურბინეს. ფათერაკები არ დაკლებია ჩემპიონატსაც: თუ მაისში რაუნდი რაჭის მიწისძვრის გამო გადაიდო, სექტემბრის ბოლოს სარაგბოდ მოახლოებული შინაომის გამო აღარ გვცხელოდა, 3 დეკემბერს კი, სასოფლოზე, შევარდენელმა ნიკო იურინმა ორი ლელო რომ დაუდო ვესტას, ხოლო გადამწყვეტი არეკნი ჭრილობა-მოშუშებულმა მარჯანიშვილმა შეაგდო, თბილისის ზღვისკენ რაღაც იწვოდა.

მაგ ზამთრის პირიდან ერთადერთი ნათელი მოგონება უკრაინელთა ჩამოსვლას უკავშირდება. ნაკრები ვესტელმა თემურ ბენდიაშვილმა და ჯანელმა ოლეგ ლიპარტელიანმა შეადგინეს, მაგრამ აია გაწყრა და ბიჭები არ გამოუშვა. ორი მატჩი ვაკეში მოეწყო, მესამე კი რუსთავის დიდ სტადიონზე. სტუდენტებმა, რომელთაგანაც მხოლოდ ხუთს ეთამაშა საიუზზე, ნუგზარ მგელაძის სოლოთი მოიგეს; მწვანედ (!) შემოსილებმა, ხახოლები პირველი ტესტის ბოლოს მეათე (!) ცდითღა შევათრიეთ ლელოში, ბოლო მატჩში კი, თუმც უფრო აზრიანად ვირაგბეთ, ორი ჯარიმა გაიტანა სამი წლის უთამაშებელმა ირაკლი ლეჟავამ, ვინც ვაკეშიც იაზრა და კრიტიკულ მომენტში არეკნი კიდიდან შეაგდო.

24/11 საქართველო 6:0 უკრაინა

2ჯ: ლეჟავა
რეფ რეხვიაშვილი * რუსთავი
3:0(30) ნახ (40+6) / 6:0(77) ბოლო (80+4)

საქ: ი.ლეჟავა სპ.ლიპარტელიანი ჯანელიძე თავაძე საცერაძე
<10-9> ხვედელიძე^კაპ (იურინი 40+3) ქერაული /
ბაკურაძე კ.გიუნაშვილი გაგნიძე (მთიულიშვილი 41);
დიდებულიძე (ზ.ლეჟავა 60) ხუადე;
ღუდუშაური ვართანიანი გ.გიუნაშვილი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Dec 2012, 18:17
1964

user posted image

სულ პირველი, უტიტულო დინამო

დგანან >> მიკა კვინიხიძე#, ილო იოვაძე, შევაზ კოდუა#,
შოთა გვაზავა, რომა ღვინიაშვილი#, ოთარ დოღონაძე (მწ)
ირაკლი კიზირია#, გელა ჩიკვაიძე, ცეზარ სამხარაძე

ჩაცუცქულან >> ზაზა ჟორდანია, სერგო კეშელავა#, ლევან გარდაფხაძე,
თემურ მაზმიშვილი, ალეკო მაისურაძე#, დიტო ოსეფაიშვილი#, იგორ მოსკალევიჩ

@

აქ არა და სხვა თემაში გვეწერა, რომ

სსჟა პრეზიდენტმა გუჯა ბერიშვილმა
არქივში შეიძინა რვა რაგბული ფოტო
და გვაჩუქა დასაჭაშნიკებლად ნოემბრის დამდეგს

ამ სურათს მოყვა თან-დართულ აღწერად,
საქართველოს 4-გზის ჩემპიონი დინამო 1964 წელსო

@

"რესპუბლიკის" პირველი ჩემპიონატი გაიმართა 1967 წელს

მანამდე რაგბს თამაშობდნენ მარტო თბილისში, ანუ
თბილისის ჩემპიონი შეგვიძლია ჩავთვალოთ საქართველოსად,
მაგრამ დინამო არ არსებობდა 1964 წლამდე

მაგ წელს პოლიტექნიკურის (სპი, ახლანდელი ყოჩები) ბირთვი
მივიდა ახალ, პრესტიჟულ-პატრონიან გუნდში,
მაგრამ ვერ’კი მოიგო პირველივე შეჯიბრი =
როგორც ხდება ხოლმე ზღაპრებში

@ მალაძჲოჟ ღრუზიი (11 ივნ 1964)
გივი მრელაშვილი: "რეგბი აბრეტაეტ კრილჲა" (რაგბი დაფრთიანდა’ო)

თბილისის "მეოთხე" პირველობა ვაკის სტუდ-ქალაქში
(მოყოლილის ანალიზით; ანგარიშები ეკიდათ იმ დროს!

1 განთიადი, 2 დინამო, 3 უნივერსიტეტი,
4|5 სასოფლო|ისანი, 6 (ალბათ) (ასევე ახალბედა) ლოკომოტივი

მაგრამ @ მლჟ.ღრზ 24,28 ნოე, 1 დეკ
1964 ნოემბერში დინამომ მოიგო 4-გუნდა "ქალაქის თასი"
ვაკის სტუდ’ქალაქშივე (სასოფლო და ლოკო გაქრნენ)

@

ნაჩუქარი ფოტო ვარჩიეთ კარგა ხანს
(დათო თაქთაქიშვილის წიგნებში ადრეც გვენახა)

დინამოელთა უმეტესობა (12+მწ) ამოიცნო გოჩა აბაშიძემ
მოგვეშველა გენა ღადუა (ამოიცნო კიდევ ერთი)
ბოლო ორი წერტილი კი დასვა სერგო კეშელავამ

მისივე თქმით, ესაა ახალი დინამოს სულ პირველი სურათი.
აცვიათ სალათის-ფერი კვართები.

გადაღებულია ისანზე (ახლანდელი შევარდენი)
ოღონდ ჯერ არ იყო აშენებული ფაბრიკა ფერდობზე და
არც ხრუშჩოვკა მეზობელ ქუჩაზე

@

მაგ გუნდიდან ორი წლის შემდეგ
საბჭოეთის "საცდელ" პირველობაზე
მეორე ადგილი დაიკავა შვიდმა (უზით #)

ცნობილი მოთამაშე გამოვიდა იოვაძეც,
სხვათა ნაცვლად კი დინამოშივე დაწინაურდნენ:

ხაჭაპურიძე შარაშენიძე აბაშიძე
აკოფოვი თოფურიძე ზ.მგელაძე
პეტრიაშვილი კეთილაძე
ღადუა ლობჟანიძე ენდელაძე

@

Posted by: kobalt 19 Dec 2012, 23:54
ბატონო ზაალ იქნებ რამენაირად ჩაასწოროთ და დაუმატოთ ქართულ რაგბს ის წლები და ერთიანად გამოვაცხადოთ რო მქრთული რაგბი ორმოცდაათ წელზე მეტისაა, ესვთქვენ ჩემზე კარგად იცით. იქნებ მოინახოს რაიმე ფორმა ჩასწორების. დღეს თუ არა ხვალ ვიმე მაინც იზავს ამას .

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Dec 2012, 10:25
kobalt

ჩამატებულია, პატივცემულო "დევო" =
მოკითხვა თქვენს უნიკალურ კლუბს!

აქა http://qaflan.netai.net/matiane50/index.htm
აქა http://issuu.com/qaflan/docs/ucnobi_tarsuli
აქა http://issuu.com/qaflan/docs/geolelos_z და
აქაც http://issuu.com/qaflan/docs/krebuli

თემის სათაური კი მოძველდა,
მაგრამ მოდერის გარდა, ვერავინ გააშალაშინებს

Posted by: სურამელი 20 Dec 2012, 11:21
QUOTE
"ოვალური ბურთი" - გოგი თორაძის დოკუმენტური ფილმი (2010)

სად შეიძლება ვნახო ეს ფილმი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Dec 2012, 11:40
სურამელი

http://site.rugby.ge/portal/alias__Georgian-Rugby-Union/lang__ka-GE/tabid__3176/default.aspx

(1) არენაზე

user posted image

http://www.arena.ge/rugby/ovaluri_burti_doc.mpg

(2) ტასმანზე

https://acrossthetasman.com/attachment.php?attachmentid=16599&d=1322398374

(3) რუტრეკერზეც ...

Posted by: kobalt 20 Dec 2012, 18:12
Lukas & Nikos Mama
დიდი მადლობა!!!

Posted by: სურამელი 21 Dec 2012, 09:55
]Lukas & Nikos Mama
მადლობააა smile.gif))))

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Dec 2012, 12:40
1974

user posted image

ლოკომოტივი

დგანან >>

კვაჭი (2) ვახო ასლანიკაშვილი, "კუპატა" მერე ფეროს გენ-დირექტორი
ბურჯი (1-3) ზურაბ ანთაძე, "ბობიკა" ამჟამად ცნობილი მღვდელ-მთავარი
მარბიელი (6-7) ირაკლი დოლიძე, ამჟამად ვაკელი კომისარი
მარბიელი (6-7) ნუგზარ ბუგიანიშვილი, ცნობილი მშენებელი, ბუგის მამა
შემკვრელი (8) თემურ ბენდიაშვილი, იმხანად "აიალა" ლოკომოტივის გურუ
მარბიელი (6-7) თემურ რუხაძე, "რიჟა" მერე ხაშურის მეფრინველეობის შეფი და მგონი გამგებელიც
მხტომელი (4-5) კოკა ლაზიშილი, ამჟამად "ბორჯომის" პატრონი ბელარუსში
მხტომელი (4-5) ზურაბ კემულარია, მერე სამხედრო ატაშე უკრაინაში

დაცუცქულან >>

კვაჭი (2) ზურაბ ქელქაბიანი, "ფუსო" ქალაქის კოლორიტი
შუამარბი (12-13) თამაზ მგელაძე, ძველი მონინოელი, ამჟამად ასპინძის ცენტრის მოამაგე
ჰავბექი (9) ზურაბ ხარშილაძე, "ვობლა" ამჟამად საჩხერის ჯრუჭის გურუ
ფულბექი (15) ვალტერ კაპანაძე, ცნობილი ტრავმატოლოგი
მგეზავი (10) დავით კილასონია, "კაზიმირა" ამჟამად სამეგრელოს რაგბისა და ლელობურთის თავ-კაცი
შუამარბი (12-13) მურად გეგეშიძე, გარდაიცვალა შარშან, მათემატიკოსი
გარემარბი (14) თემურ ცინცაძე, ზოოვეტის შემქმნელი, ამჟამად ვეტერანთა მოძრაობის ლიდერი

@

სურათი გადაღებულია გაზაფხულზე (თბილად აცვიათ)
დიღმის ბაზაზე და აკლიან ბევრნი; კვართები ყვითელია,
ბურთებიც = პოლონეთიდან შემოდიოდა!

ჯერაც არაა აშენებული ძიუდოს სკოლა და რესტორანი "ბაბილო"

მაგათ ადგილზე გუნდი ავდარში ვარჯიშობდა,
მერე კი იქვე თურმე მოტობურთიც იმართებოდა =
ეგ დაიპოსტა ძველებურ მუღამებში >> http://forum.ge/?f=68&showtopic=34350343&view=getlastpost

@

სურათის არსებობა შევიტყვე გასულ კვირაში
აღმოჩნდა დათო თაქთაქიშვილის მიერ კავშირში ადრევე მოტანილ საქაღალდეში

@ სურათს აკლიან

15 ავთო გიორგაძე, მერაბ ანთაძე
14-11 თემურ ჩივაძე, მერაბ ჟღენტი, თენგიზ რუხაძე, გია ჯაფარიძე, ნუკრი ფურცელაძე
10 გელა მიქაბერიძე /

1-3 დემურ ცხვედიანი, გურამ მოდებაძე, ვახო ფეტვიაშვილი, დათო ჩუბინიშვილი
4-5 ავთო ღიბრაძე, კოტე აბულაძე, მიხო ჯვარიძე

@

იყო კრიზისის წელი ბევრი მიზეზით

ლოკომოტივი ჩამორჩა განთიად-ივერიას, დაიკავა ბოლო, მერვე ადგილი და უმაღლესიდან გავარდა,

მაგრამ შემდეგ წელს ლიგა გაადიდეს 10 გუნდამდე და
სოჭში წარმატებით ვითამაშეთ გადა|შე-სასვლელი

<< პირველი წრე

2/06 კიიგა 23:4 ლოკომოტ
9/06 ლოკომოტ 0:4 ვევეა
16/06 ლოკომ(მ) 17:0 ლოკომოტ
23/06 ლოკომოტ 9:15 ლენინგრ
30/06 განთიადი 6:20 ლოკომოტ
7/07 ლოკომოტ 3:4 ავტომობ
14/07 ფილი 20:6 ლოკომოტ

<< მეორე წრე

21/07 ლოკომოტ 10:24 კიიგა
.
8/09 ვევეა 25:0 ლოკომოტ
22/09 ლენინგრ 13:9 ლოკომოტ
29/09 ლოკომოტ 7:0 განთიადი
6/10 ავტომობ 22:15 ლოკომოტ
13/10 ლოკომოტ 0:10 ფილი
20/10 ლოკომოტ 14:9 ლოკომ(მ)
განთიადი 10:10 ვევეა

უმაღლესი 1974 ქ მ-წ*ფ გატ:გაშ

ფილი (მოსკოვი) 22 11-3 189:115
კიიგა (კიევი) 20 10-4 215:133
ვევეა (მონინო) 19 9-4*1 150: 81
ბურევესტნ (ლენ) 14 7-7 160:140
ავტომობილ (მოსკ) 13 6-7*1 110:118
ლოკომოტივი (მ) 11 5-8*1 127:144
განთიადი (თბილ) 7 3-10*1 82:207
ლოკომოტივი (თბ) 6 3-11 97:192

@

ამბავი აქა >> http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1974.htm

თავიდან მწურთნელი და კაპიტანიც იყო ვობლა,
მაგრამ მეორე ტურში (ვევეა) ყვრიმალი ჩაუტყდა

მაგის მერე გელა ატარებდა ვარჯიშს,
შემოდგომაზე კი დაბრუნდა ნოდარ ყიფიანი და
1975 წლის ბოლომდე დარჩა

გუნდს დაემატნენ ვეტერანები და ახლებიც,
მაგრამ განთიადმა რუსებს სამი (!) თამაში მოუგო
და ბოლოს ვევეას სასწაული ფრეც გაუგორა

@

მაგავე წელს გერმანიაში ჩატარდა ფეხბურთის მსოფლიო პირველობა

მაშინ ნახა ხალხმა კროიფი და ტოტალური ფუთბოლი

ბიჭებიც მაგაზე დავოდნენ ხშირად =
მთელი ზაფხული ჭაბუკთა გუნდის ნაშთი კაცებთან ვვარჯშობდით დიღომში =
მიდიოდა 60 ნომერი საბურთალოდან და 1 ნომერი ვაკიდან

@

ხელოვნებათ-მცოდნე დათო ჩუბინიშვილს სტკიოდა კოჭი:
კარიერის ბოლო მატჩი ითამაშა კვაჭად(!!) მოსკოვში, ახალბედა ლოკომოტივთან =
ბურძგლას შეეძინა პირველი ვაჟი, შოკა, და გუნდს ვერ გაყვა

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Dec 2012, 10:43
20 წლის წინდელი ლოგოები

user posted image

Posted by: სურამელი 28 Dec 2012, 11:22
QUOTE
თემურ რუხაძე, "რიჟა" მერე ხაშურის მეფრინველეობის შეფი და მგონი გამგებელიც

ქალაქის მერი იყო ხოლმე smile.gif
QUOTE
@ სურათს აკლიან

სუთიაშვილი ამ დროს არ იყო ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Dec 2012, 13:12
გეპეიში, დიპლომიანი გეოლოგი

შემდეგი წლიდან აიყვანეს:

ცხვედიანი ივერიაში გადავიდა,
ანთაძეს და ფეტვიაშვილს აღარ ეცალათ

Posted by: სურამელი 28 Dec 2012, 13:34
ზაალ ბატონო თუ იცით პირველი არხის არქივში არის ამ დროინდელი ლოკომოტივსი ვიდეო კადრები?
თასი რომ აიღეს ის?

Posted by: kobalt 28 Dec 2012, 15:37
მემგონი ამ თემის სათაური უნდა ჩასწორდეს, უფრო სწორედ ციფრი და ბატონო ზაალ თქვენზე ზუსტად ამას ვერავი იზავს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Dec 2012, 18:20
kobalt

მე ვერა, მხოლოდ მოდერს შეუძლია

ქართული რაგბის ისტორია
ერთი იუბილე 2009 წელს გადავიხადეთ

* * *

სურამელი

არ ვიცი
თავადაც ვერ იციან

თასი რომ ავიღეთ, მაგ თამაშის რეპორტაჟი არც ყოფილა

მაგრამ ლაივში გავიდა 1976 წლის წაგებული ფინალის მეორე ტაიმი

ვრემიამაც გაუშვა ვევეას ლელოს კადრები,
მანამდე კი ჩვენ ვუტევდით 6:6-ზე და
ბარემ ოთხჯერ დაგვიძვრნენ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Dec 2012, 19:06
1969

user posted image

მსგავსი რამე ქართულად ადრეც დაბეჭდილა,
მაგრამ ამ გაქანებისა არასოდეს

მერეც ხშირად ახდენდნენ ციტირებს, ანუ
ქალაქურად რომ მოვჭრათ, იწერდნენ

რომ გამირჩებია 1984 და 2008 წლებში, მომჩვენებია,
რომ პირველ’წყარო ფრანგული უნდა ყოფილიყო

"ლელო" სავარაუდოდ თარგმნიდა ალმანახიდან
"სპორტ ზა რებუჟომ" = "სავეცკი სპორტ" ასეთ რამეს არ დაბეჭდავდა

@

შეგიძლიათ გაარჩიოთ და შენიშნოთ, თუ ალაგ-ალაგ რამდენად
უსწრო ინფორმაცია და შეხებულებები ჰქონდა
პატივცემულ ანატოლს, მაგრამ დროებაც უნდა გავითვალისწინოთ =
ინტერნეთი არ იყო, წიგნები და პრესა კი შერჩევით შემოდიოდა

Posted by: სურამელი 31 Dec 2012, 09:59
QUOTE
არ ვიცი
თავადაც ვერ იციან

თასი რომ ავიღეთ, მაგ თამაშის რეპორტაჟი არც ყოფილა

მაგრამ ლაივში გავიდა 1976 წლის წაგებული ფინალის მეორე ტაიმი

მაშინ დინამომაც რომ მოიგო საბჭოთა კავშირის თასი ალბათ მაგიან გადაფარა ეს ფაქტი, თორემ არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Dec 2012, 17:28
user posted image

http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1998.htm

ქასაშვილმა დააბეჭდინა აფიშა, რომელმაც "საზოგადოების ნაირგვარი,
მეტადრე კი წუნობითი შეფასება დაიმსახურა, მაგრამ
ბოლოს მავანმა მაინც ამოიცნო ავტორის ჩანაფიქრი:

რუსული ორთავიანი არწივი ბურთზე რომ მოკალათებულა,
ქართული ბორჯღალი ბუმერანგივით მისკენ მიქრის და
იქედან გადმოგდებას უქადისო!

ბილეთის ფასად ერთი ლარი დადგინდა,
თამაში კი, ოთხშაბათის გამო,
დღის ოთხიდან საღამოს ექვსისთვის გადაიტანეს.

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jan 2013, 15:24
ვინ მიხვდება, რა ხდება?



1970 წელია, მელბურნ,
ვიქტორიული ბურთაობის ლიგის (ვფლ) დიდი ფინალი

Posted by: gia-gia-gia 4 Jan 2013, 16:46
QUOTE (Lukas & Nikos Mama @ 30 Dec 2012, 19:06 )
1969

user posted image


მაგარია რა, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი და განსაკუთრებით რუმინეთი ერთ-ერთი ანგარიშგასაწევები ყოფილან ევროპაში... რუმინეთს რაც მოუვიდა გასაგებია, მაგრამ ასე თუ ისე რაღაცას ფაფხურობენ. აი პოლონეთი და ჩეხეთი+სლოვაკეთი რას ჩალიჩობენ თუ მეტყვის ვინმე მადლობელი ვიქნები...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Jan 2013, 11:40
user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jan 2013, 10:31
http://shot.qip.ru/00bwfG-1JqTa6sPL/

Posted by: kobalt 20 Jan 2013, 18:12
ისე მაინც ვერ გავიგე რამდენი წლისაა ქართული რაგბი.

Posted by: OSTAP 26 Jan 2013, 01:37
ქართველებ ჩემო კობალტ ძალიან საოცარი ერი ვართ. ანბანი როდის შევქმენით ის ვერ დაგვიდგენია და პირველ რაგბის გუნდს რომ ვერ ვადგენეთ ეგ რა გასაკვირია smile.gif ზოგადად დაუდევრები ვართ და არ გვიყვარს ჩაწერა smile.gif smile.gif

Posted by: kobalt 26 Jan 2013, 02:23
კარგი რა ოსტაპ , ჩვენც ეხლა წინა საუკუნეებში და ათასწლეულებში დავიწყეთ თამაში biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Jan 2013, 10:04
OSTAP

პირიქით,
მაგ მხრივ უნიკალური ხალხი ვართ =

მინიმუმ ოთხი წყარო (მათ შორის, დავათის სტელაც)
ზუსტად გვითითებს, რომ

user posted image

36-ასოიანი ხან-მეტური ანბანი
სახელმწიფო დამწერლობად გამოაცხადა
ფარნავაზ პირველმა ქრისტემდე 284 წელს

ეგ წელივე გამოცხადდა
მეათე 532-წლიანი მოქცევის ბოლოდ,
და დაიწყო მე-11 მოქცევა

2013 წელი ქართული წელთაღრიცხვით (ქორონიკონით)
არის მე-15 მოქცევის 169 წელი

@

ბერძნებმა, ლათინებმა, არაბებმა და თვით აფხაზებმაც
ეგრე ზუსტად ვერ იციან

ჩაუჯექი

user posted image

http://issuu.com/asomtavruli/docs/pataridze_kartuli_mtignobroba_1989

მეცამეტე გვერდიდან, მანამდე ხელით-წერილზეა მსჯელობა
და ყურადღებას გაგიფანტავს

Posted by: OSTAP 26 Jan 2013, 14:52
ეხლა ისტორიაზე ნუ ვიკამათებთ, მაგრამ დავითის სტელაზე და ბოლნისის სიონის წარწერაზე ადრინდელი რომ არ გვაქვს ფრნავაზიდან მოყოლებულ იმას რა ვუყოთ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif მთელი 5 საუკუნე არადერი გვიწერია ე.ი. smile.gif ფაქტებზე მაქვს მე საუბარი, თორემ ეგრე გადმოცემით ბევრი რამე ვიცით smile.gif smile.gif

იმის თქმა მინდა, რომ არ გვიყვარს ფაქტების გაფრთხილება. სომხებს მაგალითად წერილობოთ ექნებოდათ დადასტურებული ანბანის დაკანონების პირველ ბრძანება biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif ჩვენ კიდე ამას ყველაფერს ვუგულველყობთ smile.gif ამაზე მაქვს საუბარი და არა იმაზე, რომ ფარნავაზის დროს შეიქმნა ანბანი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Jan 2013, 20:43
OSTAP

დავ-ა-თი, დავითი კი არა

წარწერაში ქარაგმულად წერია -284 წელი,
სათანადო ასოებს პატივი უზით = ქართულად 5320

ნეკრესში ნაპოვნია წარმართული ხანის წარწერები =
მთელი მაგ ეპოქის, მაგრამ ლუბიანკელ მეცნიერებს
დისერტაციები ბოლნისის სიონზე აქვთ დაცული და
სანამ მიშელ-გაბო არ წაიყვანთ,
სკოლის წიგნებში ვერაფერი შეიცვლება,
მით უფრო, რომ ოქსფორდი, სოროსი და მოსკოვი
ნებართვას არ იძლევიან

user posted image

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0001/000911/Udzvelesi%20kartuli%20tzartzerebi%20Mtliani.pdf

გვ. 13-14

Posted by: kobalt 27 Jan 2013, 11:58
წარმოუდგენელია, რათ უნდა მაგას ამდენი ლაპარაკი უფრო სწორედ წერა. lol.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Feb 2013, 09:50
user posted image

Posted by: otar zoidze 5 Feb 2013, 10:14
Lukas & Nikos Mama
რა საინტერესო და მრავლისმეტყველი განცხადებაა (მოლოტოვ-რიბენტროპისა) ქვემოთ შუა სვეტში.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Feb 2013, 10:39
otar zoidze

ბატონო ოთარ, სწორედ მაგიტომ ჩავურთე =
მთლად უკეთესია დემაგოგია პოლონეთის დაქცევის გამო

წინათ გადამეღო უხარისხოდ, მობილურით;
ამ ჯერზე, მაგარი კოდაკით = გამომრჩა,
მაგრამ ძველმაც ივარგა

Posted by: Parabellum_ 9 May 2013, 06:33
მაგარი სტატიაა !
ქართული რაგბის ძალიან ნიჭიერი თაობა...
არ დასცალდათ თორემ კიდევ უფრო წინ ვიქნებოდით..ძალიან ძლიერი სასტავი იყო იმ
პერიოდში,ამდენი ტალანტი,,

ქართველ მორაგბეთა პირველი ინგლისური ტურნე
30.04.13
http://site.rugby.ge/news-view/?newsid=2833&callerModID=17364&Title=%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A_%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90_%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98_%E1%83%A2%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94


სტატია

„ქაუნთი თაიმსი“ – 30/11/1990

ავტორი - ბრაიან ოუენი

ამონარიდები:
ქართულმა გუნდმა - ქორებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის სამ-გზის ჩემპიონები არიან, სტადიონზე 300-დე გულშემატკივარს მოუყარეს თავი, ხოლო ღონიერმა მოთამაშეებმა დაამტკიცეს, რომ რიჩარდ ბელის ბიჭებზე ბევრად ძლიერები ყოფილან.

ქართველებმა თითოეულ ტაიმში ორ-ორი ლელო დადეს, რითიც დამაინტრიგებელი წარმოდგენა შეგვიქმნეს აღმოსავლეთ ევროპული რაგბის სიძლიერეებსა თუ სისუსტეებზე

მათ სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ისინი იყვნენ ყველაზე დიდი მოთამაშეებით დაკომპლექტებული და მეგობრული გუნდი, რომელიც კი ენახათ ჰორშემში. ქართველები გამოირჩეოდნენ წინა ხაზის ძლიერი თამაშით, მძლავრი და სწრაფი სირბლითა და აგრეთვე, კარგად არტყავდნენ ფეხს.

საბჭოელებმა( აქაც ქართველები დაეწერა რა ბარემbiggrin.gif) კიდევ ერთხელ შეძლეს თავისი დიდი ფიზიკური ძალის დემონსტრირება, როდესაც მატჩის ბოლოსკენ შეცვლაზე შემოსული ჰორშემის მოთამაშე მწვრთნელი, ფიზიკურად ძლიერი პიტერ ქოლემენი შებოჭეს, რამოდენიმე მეტრით უკან დასწიეს და მიწაზე დაანარცხეს.

გასაგები მიზეზების გამო ქართველებსა და ინგლისელებს შორის კომუნიკაცია ცოტაოდენ ჭირდა. გარდა ამისა, სტუმარი გუნდის ზუსტი სახელწოდების გარკვევაც გართულდა - ოფიციალურად გუნდს „რაგბის კლუბი ელმავალი ერქვა“, მაგრამ მას როგორც თბილისის ლოკომოტივსაც მოიხსენიებდნენ, ხოლო კვართებზე მათ ქორები ეწერათ. თბილისელების მწვრთნელმა აგვიხსნა, რომ თავის დროზე კლუბი რკინიგზელებმა ჩამოაყალიბეს და შესაბამისად მას ლოკომოტივი დაერქვა, ქართულად ლოკომოტივი კი ელმავალია. „ჩვენ თბილისის გუნდი ვართ, ხოლო ამიერიდან გვეწოდება „ქართული რაგბის კლუბი ქორები“ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ქართველები ვართ და არა რუსები“.

http://imageshack.us/photo/my-images/197/201304231516221.jpg/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 May 2013, 09:18
QUOTE
ქორებმა, რომლებიც საბჭოთა კავშირის სამ-გზის ჩემპიონები არიან,


ჩვენს საითზე წერია, მაგრამ გრძელია და თავიდან ბოლომდე არ წამიკითხავს = მოუცლელობის გამო

მაგრად დაუბოლებიათ მიამიტი ბრიტები

Posted by: Parabellum_ 9 May 2013, 18:58
ლუკასა და ნიკოს მამა
დააბოლეს კიდეც და დაამყნეს. ლოკომოტივი ხო იყო საიუზის ჩემპიონი?
ნუ სამგზის აია იყო და არა ქორები biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 May 2013, 19:40
Parabellum_
QUOTE
ლოკომოტივი ხო იყო საიუზის ჩემპიონი?


ეგ როდის? რომელ გალაქტიკაში?

წიგნი აქაა http://www.nplg.gov.ge/dlibrary/coll/0001/000551/
გვ. 289 = სამი ცხრილი

Posted by: Parabellum_ 9 May 2013, 20:13
ზნაჩიტ ესესერის კუბოკი ჰქონიათ მოხსნილი
ლოკომოტივი მაგარი გუნდი იყო
* * *
გუმარიც რა სასტავით დაბრუნდა up.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 May 2013, 08:36
დღეს 15 წელი სრულდება ამ საარაკო გამარჯვებიდან



http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1998.htm

ტესტი # 27

საქართველო 12:6 რუსეთი

საქ: იურინი (ბუგიანიშვილი 41)
ურჯუკაშვილი ჯიმშელაძე ხამაშურიძე ქავთარაშვილი
<10-9> მაჩიტიძე (ბუგიანიშვილი 24-27) მოდებაძე (ხუციშვილი 45) /
მთიულიშვილი გიორგაძე ცაბაძე;
მჭედლიშვილი რაფავა^კაპ;
ლაბაძე ლეჟავა (კაცაძე 41) კობახიძე -
4ჯ: ურჯუკაშვილი

რუს: ზაკარლიუკ
კუზინ პატლასოვ მამინ ზეერ
<10-9> რაჩკოვ კრასნობაევ /
ხოხლოვ ნიკოლაიჩუკ ბიკბოვ^კაპ (კუზმინ 48)
ილვოვსკი სერგეევ;
ვამბაევ გრაჩოვ ნეგოდინ (დიატლოვ 34) -
2ჯ: რაჩკოვ

რეფ ვაით (ინგ)

0:3(6) 0:6(8) 3:6(26) 6:6(28) /
9:6(43) 12:6(51) ბოლო(80+3)

ოთხ 20/05 1998. თბილისი, ეროვნული (25 ათასი) წვიმა

@

Posted by: kobalt 20 May 2013, 12:52
თთემის სათაური ჩაასწორეთ, ხალხი შეცდომაში შეგყავთ!!!
........................................................................................................................

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 May 2013, 08:48
ვერ ვასწორებთ, ჩაკირულია

@

შარშან ეს ხუთშაბათი 24 მაისი იყო და შედგა ჟურნალის პრეზენტაცია

user posted image http://forum.ge/?f=17&showtopic=34394253&st=0

ვინც მაშინ და აქამდეც ვერ იშოვა, მათთვის სრული ვებ-ვერსია

user posted image

იშუზე, ყაფლანის ბიბლიოთეკაში

http://issuu.com/qaflan/docs/2012_ragbi-01

Posted by: სურამელი 23 May 2013, 09:44
QUOTE
არშან ეს ხუთშაბათი 24 მაისი იყო და შედგა ჟურნალის პრეზენტაცია

აღარ იგეგმება ამ ჟურნალის გამოცემა? რა კარგი იყო....

Posted by: XandaXan 23 May 2013, 10:13
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
დღეს 15 წელი სრულდება ამ საარაკო გამარჯვებიდან


ამ მატჩის სრული ვიდეოჩანაწერის ნახვა სად შეიძლება?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 May 2013, 12:20
user posted image

"ყუფარაძეს რომ არ დაერეკა ..."

ბატონი გოგი, მარცხნიდან მეხუთე, საკურასა და შუბითას შორის

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jul 2013, 13:49
გაერთეთ და ჩაუფიქრდით

რა ხდებოდა ცხრა წლის წინ, ამ დროს



2004


ხელი ბეკებმაც გამოიღეს

რაგბში ქვეყნის ჩემპიონმა, თბილისის "ლოკომოტივმა"
შაბათს, თასის ფინალში უმაგალითოდ იოლად ძლია თანაქალაქელი "ყოჩები"
და შარშან, ბათუმის "დათვების" ჯობნით მოგებული ჯილდო შეინარჩუნა.


http://qaflan.netai.net/ze_ragbi/2004-07/2004-07-25_Tasi.htm

არგენტინული ფეხბურთისა არ იყოს, ქართულ რაგბშიც აგერ უკვე მეორე სეზონია, ორი პირველობა იმართება. პირველს, მაის - ივლისისას თასი ჰქვია, მეორეს, სექტემბერ - დეკემბრისას კი, ჩემპიონატი. თასის ფორმულა ჩემპიონატისაზე საზოგადოდ უფრო აბურდულია ხოლმე, მაგრამ პლეი-ოფი უფრო მარტივი და მოკლე აქვს, რაც იმაშიც ვლინდება, რომ გუნდების ნაწილი ნაკლებ პრესტიჟული ჯილდოების (ფარი, ფიალა) ფინალების თამაშს თავს არიდებს.

აი, წელსაც შეჯიბრი თოთხმეტმა კოლექტივმა დაიწყო, დამთავრებით კი რვამ დაასრულა. ბათუმის ორივე გუნდი დაიშალა, მერე კი პრეზიდენტიც დაუპატიმრეს. ფარზე აღარ ითამაშეს ქუთაისმა და მეორე აკადემიამ, ხოლო ფიალაზე "არმაზმა" და ბაქოს (მოძმე აზერბაიჯანი) "რაგბი ქლაბმა".

ამეების შემდეგ საქართველოს "ღია" თასი ფაქტობრივად თბილისის "დახურულ" პირველობად იქცა და დედაქალაქს თავს დამტყდარი კოკისპირული წვიმის გამო, ფეხბურთის ეროვნული პირველობის დაწყებამდე ერთი კვირით ადრეღა დასრულდა, თორემ მორაგბეებს ხეირიანი ასპარეზი ნაღდად ისევ საძებარი ექნებოდათ.

ფინალი "ლოკომოტივის" მთავარ მოედანზე გაიმართა და ხუთასზე მეტი, მაგრამ ათასზე ნაკლები ფანი მიიზიდა. დეკემბერში, იქვე ჩატარებულ ჩემპიონატის ფინალში, "ლოკომოტივმა" ბოლო მეოთხედში გატანილი ჯარიმითღა ძლია "ყოჩები", მაგრამ ამჯერად მოძლიერებულ მეტოქეს ულაპარაკოდ მოუგო.

დიახ, დღესდღეობით "ლოკომოტივი" (მწვრთნელები თემურ ბენდიაშვილი, დავით ჩავლეიშვილი, რეზო ჯაფარაშვილი; კაპიტანი კახა ალანია) ნორჩ "ყოჩებზე" აშკარად უფრო დაღვინებული გუნდია. რკინიგზელები ზელანდიის "ოლ ბლექსის" სტილში, პირდაპირ, ძალისმიერად ეძალებიან მეტოქეს. "ბორჯღალოსანი" 10 ნომერი ბობა კვინიხიძე ჭკუით წარმართავს ბეკების თამაშს, რასაც ფრიად ახალისებს ვეტერანი ფულბეკის, გიო ასათიანის ჩართვები.

დეკემბრისგან განსხვავებით, ბრძოლამ ამჯერად ტაიმ-ნახევარს გასტანა. საათის თავზე, როცა "ლოკომოტივი" 19 ქულით იყო წინ, ძმები სოხაძეები შემოსწყრნენ რეფერი ნოდარ რობიტაშვილს. მსაჯმა ორივე მაგინებელი გააძევა, წამატებულ დროში კი ფინალი ფარსად იქცა და მაყურებელს ერთი სულიღა ჰქონდა, როდის დასრულდებოდა.

თასის წინასწარ ეტაპზე, "ლოკომოტივის" სათადარიგო მოედანზე, ლელოთა უმეტესობა მგორავი მოლით გადიოდა. ამჯერად ხელი ბეკებმაც გამოიღეს. პირველ ტაიმში "ყოჩების" პივოტმა ლაშა მალაღურაძემ 15 ნომრად მოთამაშე თემურ სოხაძე კარში შეაფრინა, მეორის დასაწყისში კი "ლოკომოტივის" კაპიტანმა კახა ალანიამ გაუჭრა მეტოქეს ხაზი და ზვიად კობერიძე გემოზე გააქცუნა.

ლოკომოტივი 55:20 ყოჩები

7ლ: კახიანი ჟღენტი კობერიძე გუგავა (4 7) ზ.მაისურაძე ტრაპაიძე; 4გ 4ჯ: კვინიხიძე / სბ: გასვიანი -
2ლ: თ.სოხაძე ლობჟანიძე; 2გ: თ.სოხაძე მალაღურაძე; 2ჯ: თ.სოხაძე / სბ: თ.სოხაძე, წბ: ვ.სოხაძე

რეფ რობიტაშვილი * 24/07 ვაკე

7:0(3) 10:0(15) 10:3(17) 17:3(28) 17:10(35) 20:10(40) 20:13(40+5) /
27:13(46) 32:13(54) სბ(64ყ) 35:13(65წბ) სბ(69ლ) 35:20(71) 38:20(73) 45:20(77) 50:20(80+3) 55:20(80+5)

კიბე

1#ლოკომოტივი, 2#ყოჩები, 3# ლელო, აკადემია;
5#უნივერსიტეტი; 6#ხულიგანა; 7#აია, აკადემია$2;
9#დინამო; 10#ყოჩები$2; 11#არმაზი, ბაქო

თასის ყველა მფლობელი

4 - ლოკომოტივი (ვესტა) 1992 2000 2003 2004
2 - დათვები 2001 2002

3 - ყოჩები 8სპი9 1978" 1979" 1980"
1 - უნივერსიტეტი 1981"

ყველა ჩემპიონი

8 - ლოკომოტივი (ვესტა, თბილისი) 1968 1972 1977 / 1992 1994 2000 2001 2003
8 - აია (დინამო, სახლმშენი, მშენებელი ქუთაისი) 1969" 1978" 1982 1984 1985 / 1990 1991 1995
7 - დინამო (ივერია) 1967 1970 1971 1973 1974 1975 1976
2 - ყოჩები 1997 1998
2 - დათვები 1999 2002
1 - რუსთავი 1993
1 - გუმარი 1996

2 - სამედიცინო 1981" 1987"
2 - ჯარი 1985" 1988"
2 - ერქვანი (აისი, გელათი ქუთაისი) 1986" 1989"
1 - უნივერსიტეტი 1980"

" საბჭოთა ხანაში საკავშირო პირველობაზე მოთამაშე ქართული გუნდები
ამ წელს რესპუბლიკის პირველობაში არ მონაწილეობდნენ


@


ოღრაშის ტრიბუნა

ცოტა რჩევა და მეტი კრიტიკა

http://qaflan.netai.net/ze_ragbi/2004-07/2004-07-26_OXR-Kritika.htm

დავბრუნდი გვატემალურ-ჰაიტური მივლინებიდან და თვითმფრინავის ტრაპიდან პირდაპირ ვაკეში, რაგბის ეროვნული თასის ფინალზე მოვხვდი.

ფრიად გამეხარდა ერთბაშად ამდენი ოღრაშის დანახვა. იმათ ქიშმიშის ნაყინზე დამპატიჟეს და აგრერიგად პირ-ჩა-კოკ-ლო-ზი-ნე-ბულ-მა ძაანაც ვისიამოვნე საზაფხულო ბურთაობის ცქერით. მერე მივიკითხ-მოვიკითხე, თუ შემდეგი სეირი როდის გველის, ან თქვენს თემში რა სიახლეა-მეთქი, და მორიგი გამოხდომის დასაწერად ნაშუაღამევს კომპუტერს მივუჯექი.

ვაკეში შევიტყვე, რომ ზურზიკულ რაგბში უფროსობა გამოცვლილა. ამის კვალად თამაშის განვითარების ახალი გეზი აურჩევია თემს. საერთაშორისო კალენდრის ამბავშიც თურმე თავზე საყრელად ყოფილა სიახლე. ეს შვიდკაცაო, ის თხუთმეტკაცაო.

მერე თურმე ხუთჯვრიანი დროშის ქვეყანა 13-კაცა ბურთაობის მსოფლიო ფედერაციაშიც მიუღიათ, რაც თვით ჩემთვის, ანუ უმაღლესი რანგის ოღრაშისთვის, სიურპრიზია, რადგან ეგრე წამიკითხავს, რომ სერ ყაფლან ჯანდიერი აქა კრიკეტსა და ოზურ ფეხბურთს გვინერგავდა და არამც და არამც გაავებულ ხვადაგთა ჩოჩიალა, მუშურ-დისიდენტურ ჩიბლუხს.

ცდომილი ლიგა იქეთ იყოს და მე უფრო კადრებისა და კურსის შეცვლამ დამაინტერესა. ეგრე გამიგია, რომ წინა რეჟიმმა საქმე ერთ შარახვეტია, მაღრიბელთა განსწავლით სახელ-გავარდნილ ფრანგს ჩააბარა, ამან კი ხუთი გუნდის სამყოფი კავკასიელი ბიჭები ევროპაში წაასხა და მათი გაყიდვით აღებული ფულით მამულში აეროდრომი აიშენა, ხოლო აქაურ კლუბებს ერთი ევროც არ მისცა.

კიდევ ეგ მსმენია, რომ იმავე იმპრესარიოს მოხმარდა ის თანხა, რომელიც აქ, ვერეს ხეობაში, შუაგულ ვაკეში, უპრესტიჟულეს ადგილას, რაგბის მოედნის მოწყობაზე უნდა დახარჯულიყო. აი, ეს კი თურმე ვეღარ იგუეს ზურზიკულმა კლუბებმა, პრეზიდენტობიდან ერთი მეღვინე დაამხეს და მის ნაცვლად მეორე გაამეფეს, ოღონდაც ამას მრჩევლებად თითო ვექილი და დიპლომატიც დაუნიშნეს, რათა საქმეში არ ჩაჭრილიყო.

ახლა ეგ ვიკითხოთ, გეზი როგორ შეიცვალა. როგორა და რაგბის რეგიონებში გავრცელება დაუსახავს ახალ რეჟიმს პრიორიტეტად. მოედანი თურმე კიდევ კარგა ხანია ვერ ექნება ტფილისის რვა კლუბს, რომელთაც ექვს ასაკში გამოჰყავთ გუნდები, და თურმე აღარც შვიდკაცას მიექცევა იმდენი ყურადღება, რამდენიც აქამდე ეთმობოდა.

მერე კიდევ, ძველ მეტოქეს, მართლმადიდებელ რუსეთს სტუმრად თებერვლის ნაცვლად ნოემბერში ვერაგბებით, რათა ძველებურად აღარ გავითოშოთ, ხოლო "ერთა თასისთვის" ჰაიფელდტის ზეგანზე, ყოფილ ჩრდილო ტრანსვაალში, აწ კი "ლურჯი ხარების" პროვინციაში მოემზადებიან "ბორჯღალოსნები".

ამათთვის შეუფერებელი, წარმართულ-სატანისტური სახელი ეგებ უკვე მოეშორებინათ და გუნდიც ახლებურად მოენათლათ ახლებს, მაგრამ ამ საშურ საქმეს ნაღდად ის აფერხებს, რომ "ჯვაროსნები" ძაან კათოლიკურად ჟღერს და ზე 12-ის ზელანდიური გუნდის ინტელექტუალური საკუთრებაა.

ერთი კია, გუნდის სამოსში ამიერიდან შინდისფერი რომ აღარ უნდა გაერიოს, ეგ ხელისუფლებას რაგბის თემისთვის დანამდვილებით შემოუთვლია პირადი კონტაქტების დონეზე, თორემ ტრადიციის დამფასებელი ხალხი უკეთილშობილეს ტონზე ნებით ხელს არ აიღებდა და უშნოდ აჭრელებულ კვართს მთლად არ გაი-თეთრ-ალისფრებდა.

სხვისი კრიტიკა იოლია. ისე, არც მარგი რჩევის მიცემაა მაინცდამაინც ძნელი. ამიტომ გამოხდომის ბოლო მესამედში ერთ-ორ სასარგებლო რამეს დავწერ და თუ ვისი ჯერიც არს, ის წაიკითხავს, ან სხვები მოახსენებენ და მუშაობაში გაათვალისწინებინებენ, ჩემს ოღრაშულ ვალს ამ ჯერზე გასტუმრებულად ჩავთვლი.

დავიწყოთ იმით, რომ გარდაბანში ბავშვთა რაგბის დანერგვა კარგია, მაგრამ უკეთესი ის იქნება, თუ ბათუმში კაცთა და ბავშვთა გუნდები არ დაიშლება. ქუთაისსაც სასწრაფოდ მიხედვა ჭირდება, თორემ ნახევარი "აია" კრასნოიარსკსა და ნოვოკუზნეცკში გაიკრიფა.

"დინამოს" დაარსებიდან 40 წლის აღნიშვნაც უპრიანია, მაგრამ ქეიფს რომ მაინცდამაინც "ბლედისლოუს თასის" ლაივს დაამთხვევ, ეგ იმის დასტურია, რომ სარაგბო ტყემლის კენწეროში ზიხარ და "მანჩესტერ" - "ბენფიკას" მეტი ბებრულ გოგრაში არაფერი გიტოკავს.

შვიდკაცას დამცრობა სიბეცეა. ერთი რომ, დედაქალაქს ჭირდება საერთაშორისო ტურნირი, ხოლო რაგბის თემს, ყოველწლიური ბალაგანი. მეორეც, შვიდკაცა მსოფლიოს მოვლა-მოხილვის უებარი საშუალებაა. იგი რომ არა, ჩვენს მობურთალებს დუბაის, მარ-დელ-პლატას, ჯორჯისა და ჰონკონგის მხოლოდ სახელები ექნებოდათ გაგონილი და იქაურ სიტკბოებას ვერ დაეწაფებოდნენ.

ცოდვა გამხელილი სჯობს და რაგბი აქამდე იმანაც შემოგვინახა, რომ მასში მავანთ გემრიელი ვოიაჟები იზიდავდა. ასე რომ, არ ეგების იმ ტოტის მოჭრა, რომელზეც ზიხარ, მით უფრო, თუ ხარჯს ორგანიზატორი გიზღავს.

ვაღარშაკ ანდრიავიჩუსი
მზიური ზურზიკეთის კულტურის ღვაწლმოსილი მუშაკი

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Jul 2013, 19:12
1983

და რა ხდებოდა "ერთა თასზე" 30 წლის წინ
(უნივერსიტეტი რომ დავამთავრე) ?

მონაწილეობდა სამ დონედ დაყოფილი 16 ქვეყანა
წელს კი 7 ჯგუფში 35 მონაწილეა + უკარება 6 ერი

წყარო >> http://www.espnscrum.com/scrum/rugby/series/index.html?season=1982%2F83

CODE
Div 1

ROM 5-0 რუმინეთი (ნაღდ საფრანგეთს შინ 13:9 მოუგო = ოქმი აქა http://www.espnscrum.com/scrum/rugby/match/21525.html)
ITA 3-1*1 იტალია
SOV 3-2 საბჭოეთი = ჩვენგან მარტო "მოურავა" = გურუ: კიეველი ბაბკოვი
FRA 2-2*1 საფრანგეთი = "ა" ნაკრები გამოიყვანა რუმინეთის გარდა ყველასთან და კაი ტურა დაიჭირა!
MOR 1-4 მაროკო
GER 0-5 გერმანია

Div 2

POL 3-1 პოლონეთი
SPN 3-1 ესპანეთი
HOL 2-2 ჰოლანდია
POR 2-2 პორტუგალია
SWE 0-4 შვედეთი

Div 3

CZE 4-0 ჩეხეთი (უსლოვაკეთოდ = ამათ რაგბი არა ჰქონდათ)
TUN 3-1 ტუნისი
YUG 2-2 იუგოსლავია (სერბეთი + ხორვატია + ბოსნია)
BEL 1-3 ბელგია
SUI 0-4 შვეიცარია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Jul 2013, 09:49
1963

user posted image

22/09 Ваке (ст.Буревестник)
Спартак - Гантиади 3:6
Грузины: >> Джемал Берадзе, Орест Димитриади, Гиорги Калатозишвили №15, Реваз Месхи

წვრილად http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1963.htm

Posted by: geoslava 24 Jul 2013, 10:55
როგორ მომენატრა ნორმალური სპორტული გაზეთის წაკითხვა, მანდ მუშაობაზე აღარც ვამბობ რამეს. ჯანდაბას, საიტი იყოს...

მაგარი ხარ ზაალ, შენ გაიხარე. მთელი ქართული მედიის ჯამს აღემატები

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jul 2013, 09:00
1966

პირველობა = საცდელი ჩემპიონატი # Первенство (Пробный Чемпионат)


http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1966.htm

http://shot.qip.ru/00bwfG-2JqTa6sRA/ http://shot.qip.ru/00dEm8-3y4Fn4UUQ/ http://shot.qip.ru/00dEm8-4y4Fn4UUv/ http://shot.qip.ru/00dEm8-4y4Fn4UUu/ http://shot.qip.ru/00dEm8-4y4Fn4UUw/ http://shot.qip.ru/00dAKI-3d3R3GgR0/ http://shot.qip.ru/00dAKI-3d3R3GgQX/ http://shot.qip.ru/00dEm8-3y4Fn4UU1/ http://shot.qip.ru/00dEm8-4y4Fn4UU0/ http://shot.qip.ru/00dAKI-4d3R3GgQY/ http://shot.qip.ru/00dEm8-4y4Fn4UU5/ http://shot.qip.ru/00dEm8-4y4Fn4UU4/ http://shot.qip.ru/00dEm8-3y4Fn4UU2/ http://shot.qip.ru/00dEm8-4y4Fn4UU3/ http://shot.qip.ru/00dEm8-4y4Fn4UU6/

Posted by: QUT7 30 Jul 2013, 09:54
ლუკასა და ნიკოს მამა
მადლობა ძია ზაალ.....


* * *
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/52948-qarthuli-ragbis-klubebisthvis-2013-tsels-36-milioni-lari-gamoiyofa.html
რაღაც ძვრებია...
სასიკეთო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Jul 2013, 11:51
user posted image

მაელ - სპარტაკელ - აეროფლოტელ იურა დაინეკოს
გამოუცია ისტორიულ - სტატისტიკური ცნობარი

ჯერ კიდევ ბრეჟნევის ხანაში საბეჭდ მანქანაზე ამზადებდა
და დისიდენტურ ლიტერატურასავით ავცლელებდა ბიულეტენს

მერე, ცოლის ბოზობის გადამკიდე, გალოთდა

სიბერეში ეტყობა ისევ დაუბრუნდა ცხოვრების ხალისი =
აქტიურობს ვეტერანულ საქმეებში

1990-91 წლებში გვეწვია და წარმოგვიდგინა
"განახლებული საბჭოთა ფედერაციის" პროექტი,
რათა არ დავშლილიყავით =

გვიშვებდა თუ არა ირბ-ში ცალკე, ეგ ვეღარ მახსოვს

ალბათ არა, რადგან არც დავლაპარაკებივარ =
მეტწილად (ნაცნობსა და ერთგულ) უფროს თაობას ესაუბრებოდა

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 31 Aug 2013, 20:17
http://shot.qip.ru/00bwfG-2JqTa6sRA/ ..... http://shot.qip.ru/00e0Pb-4X3XjkRIr/ ..... http://shot.qip.ru/00dEm8-4y4Fn4UU0/

Уважаемые Ильюшин и Талызин пишут
Мы ни в коей мере не ставим под сомнение результаты чемпионата

А я = постёр Форумов и Гостевых из другой Эпохи =
осмелюсь по прошествии 47 лет и следуя
изначальной формуле и аксиоме, что матч НЕ переигрывается,
составлю алтернативную таблицу:

1966

Тбилиси, Ваке (Локомотив)

Спартак (К) 8:0 Спартак (Л)
Динамо (М) 16:8 Спартак (К)
Локомотив (Тб) 13:11 Спартак (Л)
Локомотив (Тб) 9:9 Спартак (К)
Локомотив (Тб) 12:14 Динамо (М)
Динамо (М) 3:0 Спартак (Л)

1 Дин (М) 3-0 33:20
2 Лок (Т) 1-1*1 34:34
2 Спр (К) 1-1*1 25:25
4 Спр (Л) 0-3 11:24

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Sep 2013, 12:54
ორშაბათ|სამშაბათს აღინიშნა რუმინული რაგბის 100 წლის’თავი

user posted image

გამოსცეს წიგნი და გამოჭედეს 10-ლეიანი მონეტა

user posted image

შეადგინეს საუკუნის ნაკრებიც = სულ 1960-80’იანთა ვარსკვლავები

1. Dinu Constantin (1945-) კონსტანტინ დინუ
2. Muntean Mircea (1952-) მირჩა მუნტეან
3. Parcalabescu Gheorghe (1920-2004) გეორგე პირკელებესკუ = თამაშობდა მეორე მსოფლიო ომამდე და მერეც = მებაჟე

4. Ionescu Marin (1953-) მარინ იონესკუ
5. Dumitru Gheorghe (1952-) გეორგე დუმიტრუ

6. Murariu Florica (1955-1989) ფლორიკა მურარიუ = დაიღუპა ჩაუშესკუს ჩამოგდებაში
7. Stoica Enciu (1953-2003) ენჩუ სტოიკა = მერე მსაჯობდა (1997 საქ-ხორ) = დაიღუპა ავტო’ავარიაში
8. Demian Radu (1938-) რადუ დემიან = თბილისში ბევრჯერაა ნამყოფი, ბურძგლას ბინაშიც (რიგის 9)

9. Paraschiv Mircea (1954-) მირჩა პარასკივ (ფარულმა დაითხოვა, მოლდოვას ეხმარება)
user posted image

10. Alexandru Dumitru (1953-) დუმიტრუ ალეკსანდრუ = 1987 ვაკეში წვიმაში საბჭოეთს შეუგდო გადამწყვეტი არეკნი

11. Constantin Ion (1951-) იონ კონსტანტინ

12. Irimescu Valeriu (1940-) ვალერიუ ირიმესკუ = გამოჩენილი მწვრთნელი
user posted image

13. Lungu Adrian (1960-) ადრიან ლუნგუ = ყველაზე მეტი კეპი
14. Ghiuzelea Dumitru (1927-2000) დუმიტრუ გიუზელეა (თურქულად "ლამაზო")

15. Penciu Alexandru (1932-) ალეკსანდრუ პენჩუ

@



ჩვენი მტარვალი, პეტრე მიტუ ვერც’კი მოხვდა!

https://www.facebook.com/media/set/?set=a.10151868806908270.1073741855.242479193269&type=1

Posted by: სურამელი 29 Sep 2013, 11:24
ლუკასა და ნიკოს მამა
ძია ზაალ, რამდენადაც ვიცი წელს სრულდება ლოკომოტივის ჩემპიონობიდან 35 წელი (მგონი 1 ნოემბერს იყო ხო?) და არაფერი ღონისძიებაა დაგეგმილი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Sep 2013, 11:42
თასის აღებიდან მაგდენი წელი = 5 ნოემბერს!

იზეიმეს გაჭირვებულ 1998 წელში 20 წლის თავი
ვაკის სტადიონის ახლანდელი ვიპ-ლოჟის ხიდზე,

2003 არ მახსოვს, მაგრამ სტატია კი დავწერე ოლიმპში
user posted image

http://qaflan.netai.net/ze_ragbi/2003-11/2003-11-05_Tasi-1978.htm
ფონტი (თუ ვერ აჩვენებს) http://qaflan.netai.net/ragbi_olimpshi/Zveleburi_Eshxi.zip
Download, un-zip, install DumbadzeA&V.ttf

2008 წელს კი მწვრთნელი ნოდარ ყიფიანი გარდაიცვალა
და მაგიტომ მოკრძალებულად აღნიშნეს

@

Posted by: სურამელი 29 Sep 2013, 12:06
ლუკასა და ნიკოს მამა
ფონტი გადმოვწერე თუმცა მაინც ვერ გახსნა sad.gif
წელს არაფერი იგეგმება?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Sep 2013, 12:41
სურამელი
წელს არ ვიცი
ფონტს დაზიპულია, უნდა განაზიპოთ და დაამატოთ სისტემას
ჰქვია DumbadzeA&V.ttf

Posted by: სურამელი 29 Sep 2013, 13:00
ლუკასა და ნიკოს მამა
დავამატე მაგრამ მაინც არ ქნა.
იმედია სპორტის სამინიისტრო მიღებას მაინც მოუწყობს სპორტსმენეს, საკმაოდ
მნიშვნელოვანი თარიღია ქართული რაბისთვის და კარგი იქნება თუ დააფასებენ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Sep 2013, 13:25
user posted image

Posted by: სურამელი 29 Sep 2013, 14:12
ლუკასა და ნიკოს მამა
დიდი მადლობა smile.gif
მე მაინც იმედი მაქვს სპორტის სამინიტრო შეიბერტყავს ყურს smile.gif
* * *
ლუკასა და ნიკოს მამა
ძია ძაალ ამ დროინდელი ლოკომოტივის ვიდეო პირველი არხის არქივში არ იქნება?

Posted by: OSTAP 5 Oct 2013, 16:07
დღეს გურამ "ბურძგლა" მოდებაძის" დაბადების დღეა. 66 წლის გახდებოდა. აცხონოს ღმერთმა მისი სული. ქართული რაგბის ისტორიაში ერთერთი ყველაზე გამორჩეული პიროვნება და დიდი წვლილის მქონე ადამიანი.


ზაალ ბატონო თქვენის ნებართვით ამ სურათს დავდებ თქვენივე საიტიდან.

Posted by: otar zoidze 6 Oct 2013, 12:10
ეს ისტორიაში შესატანი ამბავია.
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/55657-pirveli-qarthveli-moragbeebi-romlebmac-shotlandielebs-yurebi-chamoayrevines.html

პირველი ქართველი მორაგბეები, რომლებმაც შოტლანდიელებს ყურები ჩამოაყრევინეს
11:00 06-10-2013

ფოტოზე: მარცხნიდან - ვანო ლაბაძე, სერგო ლაბაძე, ენვერ-ფაშა ქავთაროღლი, ლევარსი სამხარაძე, ნიაზ ბანოღლი; ქვემოთ: ნური კაკალოღლი და ხუსეინ გოჭოღლი

ეს იმდროინდელი ამბავია, ჭიათურაში მეფის რუსეთის ხელისუფალთა თავხედობა რომ ვეღარ აიტანეს და კარგა ხნის შეხლა-შემოხლის შემდეგ, 1905 წლის დეკემბერში "ჭიათურის რესპუბლიკა" გამოაცხადეს.

ჭიათურა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ სულაც არ გამოუცხადებიათ - უბრალოდ, მეფის ხელისუფლება ანუ მონარქიზმი დაამხეს და რესპუბლიკური წყობა დაამყარეს თავისი საკანონმდებლო ორგანოთი, რომელსაც "სახალხო საბჭო" ერქვა, სახალხო გვარდიით და პრეზიდენტით.

ყოველი შემთხვევისთვის, "ჭიათურული სეპარატიზმის" გაღვივებაში რომ არ დამადანაშაულონ, აქ იმასაც ვიტყვი, რომ იმხანად საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გამოცხადდა რესპუბლიკა - მონარქიული წყობა დაემხო და მთელი ხელისუფლება ხალხის ხელში გადავიდა.

ჭიათურის რესპუბლიკის პრეზიდენტს რა ერქვა, არაა საინტერესო, რადგან მის ამბავს სულაც არ ვყვებით. ჩვენ უფრო "სახალხო გვარდიის" ორი თავზეხელაღებული მებრძოლის - ვანო და სერგო ლაბაძეების თავგადასავალი გვაინტერესებს. ისინი ძმები იყვნენ და მაღაროში მუშაობდნენ, სადაც საყოველთაოდ ცნობილნი იყვნენ იმით, რომ ლელობურთის თამაშში მათ ვერავინ სჯობდა.

ლელობურთს კი მაშინ უფრო ხშირად და მეტი ხალისით თამაშობდნენ, ვიდრე დღეს ჭადრაკს ან დომინოს. მაღაროელებს საკუთარი გუნდი ჰყავდათ და საკმაოდ ცნობილიც.

1906 წლის თებერვალში, როცა "ჭიათურის რესპუბლიკა" გენერალმა მაქსუდ ალიხანოვ-ავარსკიმ დაამხო, ხოლო მისი პრეზიდენტი და სახალხო საბჭოს წევრები ხალხის დასაშინებლად ბაზარში ჩამოახრჩობინა, კაზაკების ტყვიებს სასწაულით გადარჩენილი სერგო და ვანო ლაბაძეები ჯერ მშობლიური სოფლის - ნიგოზეთის ტყეში დაიმალნენ და მერე ოსმალეთის იმპერიაში გაიქცნენ.

ჟანდარმერიის დევნას თავი ამგვარად დააღწიეს. ორივე ძმა ტრაპიზონში დასახლდა და თავის სარჩენად, ტრადიციულ ხელობას - მეთუნეობას მიჰყვეს ხელი. მცირე ხანში ცოტა ფულიც მოაქუჩეს და წელშიც გაიმართნენ. ამასობაში, ოსმალეთის იმპერიაშიც გვარიანად აირია სიტუაცია.

სულთნის მოწინააღმდეგე პარტიის - "ახალგაზრდა თურქების" წევრები ძალზე ცდილობდნენ, რომ ოსმალეთის არათურქი ხალხების ეროვნულ გრძნობებზე თამაშით, ისინი სულთნის წინააღმდეგ გამოეყვანათ.

1907 წლის ბოლოს, მართლაც მთელ ოსმალეთში, არათურქმა ხალხებმა - ალბანელებმა, არაბებმა, ქართველებმა, მაკედონელებმა, სომხებმა და სხვებმაც, ეროვნული კომიტეტები შექმნეს და აჯანყებისთვის მზადება დაიწყეს.

სხვათა შორის, რუსეთში რევოლუციური გამოსვლების სისხლში ჩახშობამ კიდევ უფრო გააძლიერა ოსმალეთში მიმდინარე ეს მზადებანი, რამდენადაც უამრავი ქართველი და სომეხი რევოლუციონერი, რომელსაც რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე არ დაედგომებოდა, სწორედ ლაზეთის და დასავლეთ სომხეთის იმ ტერიტორიებზე გადავიდა, რომელიც 1878 წლის ბერლინის კონგრესის გადაწყვეტილებით, კვლავაც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში დარჩა.

აი, ამგვარ პერიოდში აღმოჩნდნენ ძმები ლაბაძეები ტრაპიზონში, სადაც მაშინ ქართველები უფრო მეტნი ცხოვრობდნენ, ვიდრე ბერძნები და ოსმალები - ერთად. აქ ისიც უნდა ითქვას, რომ ლაზეთის მკვიდრ ქართველებს სწორედ ამ ქალაქში ჰქონდათ შექმნილი თავიანთი ეროვნული კომიტეტი, რომელსაც ხოფელი ბესიმ ახისკალოღლი მეთაურობდა. მასთანვე იყო დაკავშირებული ტრაპიზონსა და ლაზეთში რუსეთიდან გადმოსული თითქმის ყველა ქართველი; მათ შორის - ძმები ლაბაძეებიც.

1908 წლის ივლისში, მაკედონიაში, რომელიც ოსმალეთის იმპერიის ნაწილი იყო, "ახალგაზრდა თურქთა" წაქეზებით, სულთნის საწინააღმდეგო აჯანყებამ იფეთქა.

ცოტა ხანში, სიტუაცია დაიძაბა ოსმალეთის სხვა ქალაქებშიც. ტრაპიზონში კი, გეგმების თანახმად, აჯანყება უნდა დაწყებულიყო იმავე დღეს, როცა სტამბოლში პირველი თოფი გავარდებოდა. ქალაქში ამ მხრივ, ყველაფერს ქართველები აკონტროლებდნენ - ბესიმ ახისკალოღლი მზად იყო, ცნობის მიღებისთანავე, აჯანყება წამოეწყო და ტრაპიზონიც აეღო, მაგრამ ვეღარაფერი მოასწრო: სტამბოლში თოფის გავარდნას სწრაფადვე მოჰყვა სულთნის რეაქცია - იენიჩარებმა მოახერხეს მეამბოხეთა რაზმი იქამდე გაენადგურებინათ, სანამ ისინი რაიმე სერიოზულ წარმატებას მიაღწევდნენ.

მიუხედავად ამისა, ტრაპიზონში მაინც დაიწყო აჯანყება - ქართველთა "ეროვნული კომიტეტის" მართული რაზმები ქუჩებში გამოვიდნენ და ქალაქის მნიშვნელოვანი პუნქტების აღება სცადეს. ოსმალური არმიის გარნიზონმა, რომელმაც რეაგირება დროზე მოახდინა, რაზმელები დაამარცხა, ხოლო ჟანდარმერიამ დააკავა კომიტეტის მეთაური ბესიმ ახისკალოღლი და მისი მოადგილეები. ისინი იმ საღამოსვე სატახტო ქალაქში გადაიყვანეს.

ჰოდა, მოხდა ისე, რომ ბესიმ ახისკალოღლი არც მაშინ გაათავისუფლეს, როცა "ახალგაზრდა თურქთა" აჯანყების მონაწილეთა ამნისტია გამოცხადდა. სტამბოლში მის დასახმარებლად ქართული კომიტეტის შვიდი წევრი გაემგზავრა: სერგო და ვანო ლაბაძეები, მათი ნათესავი ლევარსი სამხარაძე და ლაზები: ენვერ-ფაშა ქავთაროღლი, ნიაზ ბანოღლი, ნური კაკალოღლი და ხუსეინ გოჭოღლი.

მათ გადაწყვიტეს, კარგი ადვოკატი დაექირავებინათ და ბესიმ ახისკალოღლი გაეთავისუფლებინათ. მართლაც მონახეს, ვიღაც იტალიელი ადვოკატი, თუმცა მის მიერ მოთხოვნილი ფასი ძალზე ეძვირათ.

სწორედ იმ დროს, როდესაც შვიდი ქართველი სტამბოლის ერთ-ერთ ფუნდუკში იჯდა და მსჯელობდა, ფული როგორ ეშოვათ, ქალაქში შოტლანდიური შვიდკაცა რაგბის გუნდი იყო ჩამოსული და საჩვენებელ მატჩებს მართავდა. მაშინ რაგბი დიდად პოპულარული იყო - როგორც ვთქვი, იმდენადაც, რომ თვით ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც კი იყო შეტანილი.

შოტლანდიური შვიდკაცა რაგბი კი, ჭეშმარიტად საერთო-სახალხო თამაში გახლდათ: მთელ ევროპაში იმხანად დიდად მოდაში იყო შვიდკაცა რაგბის ფულზე თამაში. განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო ქალაქ ედინბურგის შვიდკაცა გუნდი "სენტ გილბერტ სევენი", რომელსაც მთელი ევროპის მასშტაბით, დაუმარცხებლის სახელი ჰქონდა. სწორედ ეს გუნდი იყო ჩამოსული იმ პერიოდში სტამბოლშიც.

შვიდკაცა რაგბის გუნდის ამბავი ქართველებთან ხუსეინ გოჭოღლიმ მიიტანა - ის ქალაქში იყო გასული, სადაც საკუთარი თვალით იხილა მათი გამართული მატჩი და ისიც კი შეიტყო, რომ ჩამოსულები ყველა მსურველს ეპატიჟებოდნენ სათამაშოდ.

ხუსეინი თავადაც კარგი ლელო-მობურთალი იყო. ამიტომ, ბევრი არც უფიქრია, ამხანაგებს პირდაპირ უთხრა: "ჩვენ მაგ თამაშს ვერავინ გვასწავლის და, თან ეს უცხოელები მოგებულ მოწინააღმდეგეს ფულს უხდიან... ბედი ხომ არ გვეცადა?" - სერგო ლაბაძე მაშინვე დაეთანხმა მას, ვანომ კი იკითხა: "კი მარა, რომ წავაგოთ, მაშინ რაღა ვქნათ?" ამაზე ხუსეინ გოჭოღლის გაეცინა: "რატომ უნდა წავაგოთ? სირცხვილი არ იქნება, ვიღაც ჩამოსულებმა რომ ლელობურთში მოგვიგონ?" - ამან შვიდეულის ღირსებაზე დიდად იმოქმედა და ყველანი სტადიონისაკენ გაემართნენ.

"სენ გილბერტ სევენს", მწვრთნელთან ერთად, ედინბურგელი ჟურნალისტი ჯონ მაკფერსონიც ახლდა. ის მხატვარიც იყო და თავის სტატიებს თავადვე ასურათებდა ხოლმე.

"სტამბოლში ჩვენმა გუნდმა სულ ოთხი მატჩი გამართა. აქედან ყველაზე შთამბეჭდავი იყო მეოთხე - მაშინ ოსმალეთის იმპერიის კავკასიელი ქვეშევრდომები დაგვიპირისპირდნენ. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც "სენტ გილბერტ სევენს" მოწინააღმდეგისთვის ერთი ლელოც კი არ გაუტანია, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჩვენებთან შედარებით, არ იყვნენ პროფესიონალი მოთამაშეები...

შვიდივე ალვისტანა იყო და, ძალიან მსუბუქად მოძრაობდა. ჩვენებს არც მუშტი-კრივში უდებდნენ ტოლს და არც ბურთის ფლობაში. ოცდარვაჯერ გაგვიტანეს ლელო და ყურებიც ბაზარში გაყიდული ვირებივით ჩამოგვაყრევინეს...

მერეღა შევიტყვე, რომ თურმე რაგბი მათი ეროვნული თამაში ყოფილა, თანაც მათთან გაცილებით უფრო ადრე იყო ცნობილი, ვიდრე ჩვენთან - ბრიტანეთში", - წერდა საკუთარ სტატიაში ჯონ მაკფერსონი.

აქვე დავძენ იმასაც, რომ იგი ამ შემთხვევის მერე საქართველოთიც დაინტერესდა. ინტერესი კი ისეთი სერიოზული აღმოჩნდა, რომ გუნდს უკან აღარც გაჰყოლია - თავისი გაზეთის რედაქციაში დეპეშა გაგზავნა: ოსმალეთში ვრჩები და თანაც სტამბოლიდან ტრაპიზონისკენ მივემგზავრები, მასალების მოსაძიებლადო და ასეც მოიქცა - თან გამოჰყვა ქართველთა შვიდკაცა გუნდს და მათ განთავისუფლებულ ამხანაგს: იტალიელმა ადვოკატმა ოქროს ლირები რომ დაინახა, შეუძლებელი შეძლო და ბესიმ ახისკალოღლი სასამართლოს დარბაზიდანვე გაათავისუფლებინა.

პირველ ქართველ მორაგბეებს რაც შეეხებათ: მოგვიანებით შვიდივე მათგანი ჯერ "ქართულ ლეგიონში" იყო, მერე "საქართველოს დამოუკიდებლობის ლაზეთის კომიტეტში", რუსებსა და ოსმალებს ებრძოდა.

ვანო ლაბაძე და ლევარსი სამხარაძე 1918 წელს დაბრუნდნენ საქართველოში. ვანო სასაზღვრო ჯარების სარდალი გახდა, ლევარსი კი ბათუმის ტელეგრაფში მუშაობდა.

სერგო ლაბაძე ლაზეთის სოფელ არქაბში დაოჯახდა და სიცოცხლის ბოლომდე იქ ცხოვრობდა. მისი შთამომავლები დღესაც იქ სახლობენ, ოღონდ უკვე თურქულ გვარს ატარებენ. ეს ამბავი სწორედ მათ მიამბეს და ფოტომასალაც დიდსულოვნად მომაწოდეს.

8მიხეილ ლაბაძე

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 6 Oct 2013, 15:22
ოთარ, ეგ ყველაფერი 25 ივნისს მომითხრო მგლების მწვრთნელმა
რაღაც კივრეულ ჟურნალში წერებულა (თბილისები | რეიტინგი | სარკე ...)
ეჭვი მაქვს, ისეთივე ზღაპარია, სტალინზე თითო გვერდს რომ წერენ ხოლმე, სერიალად

ძაან მაეჭვებს ეს აბზაცი

შოტლანდიური შვიდკაცა რაგბი კი, ჭეშმარიტად საერთო-სახალხო თამაში გახლდათ: მთელ ევროპაში იმხანად დიდად მოდაში იყო შვიდკაცა რაგბის ფულზე თამაში. განსაკუთრებით სახელგანთქმული იყო ქალაქ ედინბურგის შვიდკაცა გუნდი "სენტ გილბერტ სევენი", რომელსაც მთელი ევროპის მასშტაბით, დაუმარცხებლის სახელი ჰქონდა. სწორედ ეს გუნდი იყო ჩამოსული იმ პერიოდში სტამბოლშიც.

რადგან რაგბი 1995 წლამდე სამოყვარულო იყო,
შვიდკაცის ფულზე თამაში კი ფანტასტიკაა

ეტყობა, ავტორს გაუგია რომ შვიდკაცა სქოთების მოგონილია,
მაგრამ სენთ-გილბერთიც კი აბსურდი მგონია = ენდრიუს კიდევ დავიჯერებდი =
სხვაფრივ კი რაგბის ტანჯულ ისტორიაზე (ლიგელთა მოკვეთა 1895 და მერე 100-წლოვანი სიჯიუტე)
არაფერი გაუგია

ოცდარვაჯერ გაგვიტანეს ლელო
როგორ მოასწრეს 14 წუთში?

თანაც კარგა ხანი (ოღონდ 1890-იან წლებამდე) ლელო ცალკე = უგარდასახვოდ = არც ითვლებოდა და ამიტომ არც მერე დაითვლიდნენ (?!?)

Posted by: otar zoidze 30 Nov 2013, 15:37
ბატონო ზაალ,
კიდევ ერთი მასალა, რომლის ავკარგს თქვენ უკეთ შეაფასებთ.
http://sportall.ambebi.ge/sport/skhvadaskhva/saintereso-ambebi/57857-shekhvedra-tsarsulthan-ingliseli-mtsvrthneli-da-qarthveli-moburthali.html
შეხვედრა წარსულთან: ინგლისელი მწვრთნელი და ქართველი მობურთალი

ქართველები რაგბიში მაგრები რომ ვართ, სამოას ნაკრებთან გამარჯვებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა. ამ მატჩს რომ ვუყურე, სხვებივით მეც სიხარულის და სიამაყის გრძნობა დამეუფლა და ის ამბავი გამახსენდა, რომელიც დღეს უნდა მოგიყვეთ. აქვე უნდა ვთქვა ისიც, რომ სამოას დღეს კი უდავოდ ძლიერი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით ბურთაობაში მაგრები, სამოაში ბურთი პირველად რომ ნახეს და გაუკვირდათ.

ზოგიერთთა გასაგონად, ერთ უჯიუტეს ფაქტს მოვიშველიებ: სამოაში ბრიტანეთმა 1847 წელს დააფუძნა წარმომადგენლობა და იქაურ მეფესაც, რომელიც მშვილდ-ისრით ტიტლიკანა დარბოდა, საჩუქრად ბურთი მიართვა. ჩვენში კი სწორედ იმ წელს, რუსმა "ნამესტნიკმა" საბურთალოს ველზე ბურთის თამაში და კრივი აგვიკრძალა - აქაოდა, მანდ მეფის მოწინააღმდეგე ახალგაზრდობა იკრიბება და ვარჯიშობსო...

ამ ყველაფრის შემდეგ კარგა დიდი დრო გავიდა, რუსეთში მეფეც ჩამოაგდეს და რევოლუციაც მოახდინეს, რის შემდეგაც, რუსმა ჯარისკაცებმა კავკასია დატოვეს - მათი ადგილი ჯერ გერმანელებმა, მერე კი ბრიტანელებმა დაიჭირეს.

საქართველომ დამოუკიდებლობა ისევ დაიბრუნა, მაგრამ ბათუმის ოლქი ბრიტანულმა საოკუპაციო ჯარმა არ დატოვა. ოფიციალური ტფილისი ყველაფერს აკეთებდა ბათუმის და მისი ოლქის (ის იმხანად მხოლოდ აჭარას კი არა, ლაზეთსაც და ართვინსაც მოიცავდა) დასაბრუნებლად და იქაური ქართველობაც იბრძოდა, რომ კვლავაც საქართველოში ეცხოვრათ.

საბრძოლველი კი მართლაც ბევრი ჰქონდათ - ბათუმს მაშინ ოსმალებიც ეპოტინებოდნენ, ბრიტანელებიც და... რუსებიც: ქალაქის მაშინდელი მერი, ვინმე პ. მასლოვი ირწმუნებოდა, ბათუმი ძირძველი რუსული ქალაქიაო.

ჰოდა, სანამ ასეთი ამბები მიმდინარეობდა, ბათუმში ბრიტანეთიდან სამხედრო-საზღვაო ძალების ნაწილები ჩამოვიდნენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბრიტანელ მეზღვაურთა შორის თითქმის ყველას ემარჯვებოდა კრივიც და რაგბიც, რადგანაც ორივე სახეობა სულსა და სხეულსაც თანაბრად აკაჟებს და აქედან გამომდინარე, სამხედროთათვის სასიცოცხლოდ აუცილებელი რამაა. სწორედ ამიტომაც იყო, რომ სამხედრო-საზღვაო ნაწილებს რაგბის მწვრთნელი, ვინმე უორენ ჯ. უილკინსონიც ჩამოჰყვა. ის კი თურმე, პირველი ბრიტანული ნაკრების ყოფილი წევრიც გახლდათ და რაგბის ავანჩავანიც ყველაზე უკეთ ესმოდა.

მწვრთნელი უორენ უილკინსონი ყოველდღე ავარჯიშებდა მეზღვაურებს რაგბიში, მოედანი კი სოფელ ფერიას ტერიტორიაზე ჰქონიათ.

სხვათა შორის, 1920 წელს, იმ ინგლისელმა მეზღვაურებმა სამუდამო განსასვენებელიც იმ მოედანზე ჰპოვეს, მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა და მანამდე - 1919 წლის მაისში კი, იქაურობა უბრალოდ, საბურთაო მოედანი იყო და სხვა არაფერი.

ერთი სიტყვით, ფერიაში ინგლისელები კი ვარჯიშობდნენ, მაგრამ საჩვენებელი მატჩები არ გაუმართავთ და არც ფერიის მოსახლეობასთან ჰქონიათ ახლო კონტაქტი - სწორედ მაშინ, ბათუმში ორი დიდი ტერაქტი მოხდა და ნისლიანი ალბიონის ძენი გვარიანად დაშინებულნი იყვნენ. ისე, რომ ადგილობრივებთან ურთიერთობას საერთოდ გაურბოდნენ. თუმცა, ინგლისელ რაგბის მწვრთნელს არაფრის ეშინოდა და აკრძალვებსაც არად დაგიდევდათ - მას საქართველო ძალიან მოეწონა და აქაურობის უკეთ გაცნობაც მოისურვა.

იმხანად, ბათუმში მეეტლეებად ორი გურული მუშაობდა - დათუნა და გიორგი იმნაიშვილები. ჰოდა, მოხდა ისე, რომ ერთ-ერთ ფერიელს ეტლით ტვირთი ფერიაში აუტანეს და უკან რომ ბრუნდებოდნენ, ინგლისელთა ვარჯიშსაც მოჰკრეს თვალი. ეს ხომ ჩვენი ლელობურთიაო, გადაულაპარაკებია დათუნას გიორგისთვის და მასაც კვერი დაუკრავს - ნამდვილად ისააო.

ერთი სიტყვით, ვარჯიშს ბოლომდე უყურეს და უორენ უილკინსონიც გაიცნეს. დათუნამ იმდროინდელი საერთაშორისო ენა - ფრანგული - კარგად იცოდა და კარგი მასლაათიც გამოუვიდა მწვრთნელთან. ჰოდა, როგორც ხდება ხოლმე, საუბარ-საუბარში იმდენი საერთო ინტერესები გამონახეს, რომ უორენ უილკინსონი ქორწილშიც კი დაპატიჟეს: "ჩვენი სოფლელი თხოვდება და ჩაქველ ბიჭს მიჰყავს. ჩვენ იქ მაყრად ვართ დაპატიჟებულნი... თუ აქაურობა მართლა გაინტერესებთ, წამოგვყევით!" - შესთავაზა დათუნა იმნაიშვილმა ინგლისელს და ისიც უყოყმანოდ დათანხმდა.

ასე აღმოჩნდნენ იმავე საღამოს სამივენი სოფ. ჩაქვში, დათუნას და გიორგის თანასოფლელი გოგონას ქორწილში, მაყრებად.

უორენ უილკინსონმა შემდგომში ამ ქორწილის თაობაზე მოგონება ბრიტანულ გაზეთ "პელ მელ გაზეთში" გამოაქვეყნა; თუმცა არა იმიტომ, რომ ღვინო დააძალეს ან ადგილობრივთა ღრეობამ აღაშფოთა - ინგლისელი გაკვირვებული დარჩა იმით, რომ დედოფლის მაყრებმა და დამხვდურებმა სუფრაზე დაჯდომამდე რაგბის მატჩი გამართეს, რომელშიც მონაწილეობამ მასაც მოუწია:

"იქამდე მე ვთვლიდი, რომ რაგბი ჩემი თამაში იყო და მთელი გუნდის აყოლიებაც კი შემეძლო... თურმე ასე არ ყოფილა - ქართველებს იმდენად ვირტუოზულად სცოდნოდათ თამაში, რომ მე მოედანზე არც კი ვჩანდი.

დედოფლის მაყრების გუნდში ვთამაშობდი და აშკარად ვხედავდი, რომ ეს უბრალო სოფლელები, რომელთაგან უმეტესობამ არც კი იცოდა, სად იყო ინგლისი, ტექნიკურად გაცილებით უკეთ გამოიყურებოდნენ, ვიდრე მე, ან ნებისმიერი სხვა ბრიტანელი, რომელთაც ვწვრთნიდი.

სპეციფიკური ვითარება რომ არ ყოფილიყო, აუცილებლად უნდა მეთხოვა მათთვის, ბრიტანეთში ჩამოსულიყვნენ და ჩვენს არმიულ კლუბში დაეწყოთ ვარჯიში... თუმცა, ამის შესაძლებლობა მაშინ არ იყო - ბათუმი დროებით გვქონდა ოკუპირებული და მალე უნდა გავსულიყავით ოლქიდან.

აქედან გამომდინარე, იქაურები ბრიტანელებად არ ითვლებოდნენ და მეც ძალიან დამწყდა გული, რომ მათ ჩვენს კლუბებში თამაში არ შეეძლოთ", - დაწერა შემდგომში ინგლისელმა მწვრთნელმა.

Sportall.Ge
ფოტოზე: ბრიტანეთის იმპერიის რაგბის პირველი ნაკრები. ცენტრში, ბურთით - უორენ უილკინსონი

დათუნა იმნაიშვილი მეორე მსოფლიო ომის დროს მართლაც მოხვდა ბრიტანეთში - ის გერმანელებს ჩაუვარდა ტყვედ და ამერიკელებმა გაათავისუფლეს.

სტალინის შიშით, სამშობლოში ვეღარ დაბრუნდა და ბრიტანეთში წავიდა. იქ მერე როგორღაც, ისევ ნახა უორენ უილკინსონი, რომელიც უკვე საკმაოდ მხცოვანი იყო და რაგბის ფედერაციის საპატიო წევრი გახლდათ. სწორედ ინგლისელმა მორაგბეებმა გაუწიეს დახმარება მას, რათა ბრიტანეთში თავშესაფარი მიეღო.

პეტიციაში, რომელიც მის თაობაზე საიმიგრაციო სამსახურს წარუდგინეს, ასე წერია:

"ეს პიროვნება რაგბის საუკეთესო ოსტატია. ფლობს თამაშის უბადლო ტექნიკას და ისეთ ხერხებს, რაც ჩვენში ჯერ არავის სმენია... ეს კაცი დიდად საჭიროა ინგლისურ რაგბიში, როგორც მწვრთნელი-კონსულტანტი."

მიხეილ ლაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Nov 2013, 16:52
otar zoidze
QUOTE
ავკარგს


ავისა რა მოგახსენოთ და კარგი ნაწერია, მაგრამ
ყველა მოთხრობაში ერთი და იგივე ქარგაა = სულ
ინგლისელები და ლაზ-გურულები საუკუნეთა მიჯნაზე

"ბრიტანეთის იმპერიის პირველი ნაკრები" კი გლიჯამს!

ალბათ იგულისხმება სრულიად ირბ: ინგ + შტლ + უელ + ირლ + აფრ + ავს + ზელ
და ლოგიკით უნდა შეხვედროდა მარსისა და სატურნის ნაკრებს

Posted by: gia-gia-gia 30 Nov 2013, 18:40
ანუ გამოდის ეს ორი სტატია სანდო არაა. მდა... ცუდია. სანამდე უნდა განაგებდნენ წამყვან გამოცემებს უცოდინრები და დუნდუკები არ ვიცი რა... საშველი არაა რა...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Nov 2013, 20:40
რა იოლად ტყდება ჩვენს დროში ნაყალბევი

user posted image

Sportall.Ge ფოტოზე: ბრიტანეთის იმპერიის რაგბის პირველი ნაკრები.
ცენტრში, ბურთით - უორენ უილკინსონი

@

სინამდვილეში ვინ ყოფილა გამოსახული ამ ფოტოზე ?

ეგერა წყარო >> http://communityarchive.lincoln.ac.nz/nodes/view/329

user posted image

ქენთებრის (ზელანდია) სასოფლო-სამეურნეო კოლეჯის პირველი გუნდი

Description: Canterbury Agricultural College First Fifteen, 1919.
Grade matches played 7, won 7. Points for 114, against 8.

Photographer: Steffano Webb

People: J. J. Laffey, J. H. Pennycook, J. E. L. Baldwin, T. M. Higgins, G. Holgerson, A. L. Harkness, F. G. Jones,
R. C. Smith, J. M. P. Coates (Vice Captain), C. Haynes (Captain), R. O. MacDougall, W. I. Clarkson, J. W. Calder, L. W. McCaskill, F. B. Belcher.

Date: 1919 # Filename: 1919 Rugby First Fifteen # Source: Studio photograph

Posted by: gia-gia-gia 1 Dec 2013, 08:47
ჰა ჰა აჰა ჰა !!! აუ საღოოოლლ რა!!!! რა გვეშველებააა

Posted by: otar zoidze 1 Dec 2013, 12:12
ლუკასა და ნიკოს მამა
"სპორტული აფერისტობისათვის დასაპატიმრებელია" პატივცემული მიხეილ ლაბაძე.
იქნებ, ხუტა უფროსმა გაიგოს ეგ ამბავი.

ისე, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, სამარცხვინო ამბავია გაზეთ "ლელოსთვის".
აღარაფერს ვამბობ ავტორზე.

საკუთარი თავის პატივისმცემელი გაზეთი ასე არ იქცევა.

Posted by: gia-gia-gia 1 Dec 2013, 17:13
QUOTE (otar zoidze @ 1 Dec 2013, 12:12 )
ლუკასა და ნიკოს მამა
"სპორტული აფერისტობისათვის დასაპატიმრებელია" პატივცემული მიხეილ ლაბაძე.
იქნებ, ხუტა უფროსმა გაიგოს ეგ ამბავი.

ისე, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, სამარცხვინო ამბავია გაზეთ "ლელოსთვის".
აღარაფერს ვამბობ ავტორზე.

საკუთარი თავის პატივისმცემელი გაზეთი ასე არ იქცევა.

ეეჰ ოთარ ძმაო, დღეს იმენნა დომხალია ქართულ სპორტულ პრესაში. იმენნა არაპროფესიონალობის ზეიმი. ბიძაშვილ-მამიდაშვილობით ან ნაშა-საყვარლობით მოწყობილ ხალხს მიჰყავს პარადი. იმედია მალე ჩამოაშორებენ საქმეს ამ კრისებს. facepalm.gif

Posted by: SGG 1 Dec 2013, 17:56
otar zoidze
QUOTE
ისე, ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, სამარცხვინო ამბავია გაზეთ "ლელოსთვის".


+1


Posted by: ramazi-rugby 2 Dec 2013, 20:32
ლუკასა და ნიკოს მამა



მაგარი ხარ ზალიკო! up.gif

Posted by: სურამელი 5 Dec 2013, 12:21
ლუკასა და ნიკოს მამა

ძია ზაალ გამარჯობა. ერთი კითხვა მაქვს. გუშინ ერთგან მოვისმინე, რომ ზელანდიაში გარდა წითელი და ყვითელი ბარათებისა არსებობს
თეთრი ბარათიცო. რამდენად მართალია და თუ არსებობს რაში გამოიყენება?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Dec 2013, 12:35
სურამელი

მარტო ზელანდიაში კი არა, ზე15-შიც მოქმედებს

თუ მსაჯი ვერ წყვეტს, გასაგდებია თუ არა კაცი,
მაგას უჩვენებს და შუა კვირაში დაიბარებენ ტრიბუნალზე =
მაგრამ ვერ გაამართლაო (როგორც ბევრმა სხვა ნახევარ’სიახლემ)

იგივეა, რაც "ონ რიპორთ" ლიგაში =
მსაჯი მტევნებს რომ გადააჯვარედინებს (X)

საერთოდაც, ლიგაში ბარათები არაა:
ორი გაშლილი მტევანი VV = სინბინი (10 წუთი)
ხელის გაქნება ტრიბუნისკენ = ბოლომდე გაძევება

@

Posted by: სურამელი 5 Dec 2013, 14:44
ლუკასა და ნიკოს მამა
ანუ თეთრი ბარათის ფუნქცია ისაა, რომ მოთამაშე აგრძეელებს თამაშ, რადგან მსაჯმა ვერ შენიშნა და მერე უკვე ტრიბუნალი არჩევს?
ძია ზაალ სადმე არის წყარო რომ ეგ ვნახო? დიდი მადლობა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Dec 2013, 16:24
ბევრი: გუგლ–სერჩით super rugby white card rule

http://www.espnscrum.com/super-rugby-2012/rugby/story/159785.html
http://www.foxsports.com.au/rugby/super-rugby/super-rugby-referees-will-use-white-card-to-report-incidents-of-foul-play-to-citing-commissioner/story-e6frf4qu-1226276703787

მაგრამ მგონი ვერ გაამართლა = წელს მიაფუჩეჩეს = რაღაც აღარ მახსოვს, რო ეხმარათ

Posted by: სურამელი 5 Dec 2013, 18:16
ლუკასა და ნიკოს მამა
გაიხარეთ ძალიან დიდი მადლობა

Posted by: QUT7 14 Dec 2013, 14:48
პრინციპში ამ თემაში იყოს....
მელიტონამ პაწა მაცადეთ და ......ქართულადაც დაგელაპარაკებითოო
http://sportall.ambebi.ge/regbi/qarthuli-ragbi/erovnuli-nakrebi/58367-milton-heigi-qarthvel-moragbeebze-shromismoyvare-arsad-minakhavs.html

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Jan 2014, 13:53
1969

http://shot.qip.ru/00fKTw-5IRG4yo60/

45 წლის წინდელი ვითარება =
რა და როგორ იწერებოდა ერთადერთ ქართულ სპორტულ გაზეთში

რამდენი გუნდი გვყავდა? = რვა: ლოკომოტივი დინამო
+ ქუთაისი თსუ სპი სპარტაკი განთიადი (დირსიჭალელი მუშები) აჭარა (ხუცუბნელი ლელობურთელები)

ბავშვთა რაგბი ჯერაც არ არსებობდა

რა ტარდებოდა? = საქართველოს ერთ-კვირიანი პირველობა გადაიდო სექტემბრისთვის (ჩატარდა ანგისაში)

თბილისის პირველობის შესახებ ლელოში არაფერია; მარტო "გაზაფხულის თასი" = დე’ფაქტო იგივე

საბჭოეთის პირველობა = პულებად და ტურებად

აგვისტოში: ლოკომოტივი ვაკეში, დინამო ბაუსკაში (ლატვია)
სექტემბერ-ოქტომბერში: ლოკომოტივი კახოვკაში (უკრაინა = მეექვსე ადგილი, დინამო ლიპეცკში (რუსეთი) = მეათე ადგილი


@

"ხუთი ერი" აქა http://www.espnscrum.com/scrum/rugby/series/17570.html

გაწელილი, არა-სინქრონული განრიგით = კალკუტიის თასი (ინგ-შტლ) დაგინებულად მარტში

Jan 11, 1969 France 3 - 6 Scotland
Jan 25, 1969 Ireland 17 - 9 France

Feb 1, 1969 Scotland 3 - 17 Wales
Feb 8, 1969 Ireland 17 - 15 England

Feb 22, 1969 England 22 - 8 France
Scotland 0 - 16 Ireland

Mar 8, 1969 Wales 24 - 11 Ireland
Mar 15, 1969 England 8 - 3 Scotland
Mar 22, 1969 France 8 - 8 Wales

Apr 12, 1969 Wales 30 - 9 England

Points table for matches completed by 12 Apr 1969

Team P W D L Pts

Wales 4 3 1 0 7
Ireland 4 3 0 1 6
England 4 2 0 2 4
Scotland 4 1 0 3 2
France 4 0 1 3 1

ეშლებოდათ კანტი-კუნტი ინფოს გადამკიდე და
ალბათ სულაც ეკიდათ მოკლე ნჲუზების მწერლებს

ორი რაუნდის შემდეგ, 11 თებერვალს ირლანდია ჩემპიონად შერაცხეს =
არადა, უნდა დაეწერათ, რომ პირველ ადგილზე ავიდა


@

"ერთა თასის" შესახებ სქრამ.კომ’საც ერხევა =
http://www.espnscrum.com/scrum/rugby/series/103244.html
ინფო უსრული და სტრუქტურა გაუშიფრავი
თან ანაქრონიზმია = Serbia and Montenegro ???

სამაგიეროდ, კარგად უწერია ვიკიპედიას
http://en.wikipedia.org/wiki/1968%E2%80%9369_FIRA_Nations_Cup
მონდომებულ კურატორთა ხელში ეს წყარო თანდათან უმჯობესდება!

@

ნახეთ, სად იყო იტალია!

ეტყობა, ამათ შემოუნახავთ ფირას შეჯიბრებათა ისტორია

* (Italian) Francesco Volpe, Valerio Vecchiarelli (2000), 2000 Italia in Meta, Storia della nazionale italiana di rugby dagli albori al Sei Nazioni, GS Editore (2000) ISBN 88-87374-40-6

* (Italian) Francesco Volpe, Paolo Pacitti (Author), Rugby 2000, GTE Gruppo Editorale (1999).

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jan 2014, 19:58
1957

http://shot.qip.ru/00gwXJ-6FaNZtfbW/

ფირას ფრანგი პრეზიდენტი
ამოტოლა სისულელეს აწვებოდა
საბჭოური რაგბის მეორე აისზე ...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Jan 2014, 15:27
1967

რაღაი არავის გადაუღია ავანგარდ (ხარკივ) - ლაკამაწივ (ტბილისი) მაგ წლისა,
უნდა შევხედოთ მონმორს’შირ (ნჲუპორთ, უელსი) - ოლ ბლექს (ნჲუ ზილენდ) ნაკუწებს =
მთელი მატჩიც არსებობს, მოგზაური ჯადოქრის, ჰ7ო-ს არქივში


მაშინდელი რაგბის ტიპური ციკლი



დარტყმა აუტში - დერეფანი, სადაც დგანან ჯგროდ და აწევა აკრძალულია -
მოლი - რაქი - შერკინება, რომელსაც ჰავბექი ეჯაჯგურება, გასწორდითო -
მსაჯი მაინც აჯარიმებს, შენკენ რად შეაგდეო -
დარტყმა აუტში (ეჭრება!) და ხალხი ხარობს


კარში დარტყმის რუტინა



ჯერ ქუსლით თხრის აქედან, მერე იქიდან,
ბოლოს ხელით ახვავებს მოთხრილს და
ზედ შეაყენებს რაკეტასავით

მოედანი, არ თქმა უნდა, არ ფუჭდებოდა =
რაკი მოედანი მასპინძელი საგრაფოსი იყო

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jan 2014, 19:14
1965

http://qaflan.netai.net/matiane50/Years/1965.htm

მატიანის ამ აბზაცის

სეზონი ნაღდად გაიხსნა ოთხშაბათს, 1965 წლის 23 ივნისს, დინამოს სტადიონის მთავარ მოედანზე, სადაც "რეგბისტებს" მათივე პატრონის, პაიჭაძის გარდა სხვა ვერავინ შეუშვებდა. ამხანაგური შეხვედრა გამართეს "რესპუბლიკის უძლიერესმა გუნდებმა", დინამომ და განთიადმა. ანონსირებული მატჩის შედეგი გაზეთს აღარ დაუწერია, მაგრამ ფოტოები კი მრავლად შემორჩა რაგბის თემში.

ბოლო წინადადების პირველი ნაწილი არა–სწორია!

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Jul 2014, 19:57
დინამოში მრავალწერტილი .... (იქით რომ იცქირება) = რომეო "რომა" ღვინიაშვილი

განთიადში კადრს მიღმა, მარცხნივ დარჩა ვალერი კორნევ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Sep 2014, 10:55
1989

ამაღამ მეოთხედი საუკუნე = 25 წელი უსრულდებათ ბორჯღალოსნებს

საქართველო 16:3 ზიმბაბვე

საქ: 15 ვანო საცერაძე, 14 ალეკო ხვედელიძე, 13 ოლეგ ლიპარტელიანი^კაპ (16 კახა მაჩიტიძე 33) 12 მალხაზ ჭეიშვილი, 11 ბათლომე ხამაშურიძე;
10 ნუგზარ ძაგნიძე, 9 მამუკა ლოსაბერიძე /
1 ზაზა ბაკურაძე, 2 თენგიზ ტურძელაძე, 3 ბესარიონ ლილუაშვილი (21 გელა ფირცხალავა 71)
4 თამაზ ხუადე, 5 ალექსანდრე ისაკაძე (20 თამაზ ოდიშარია 49)
6 თამაზ ფხაკაძე, 7 გია გიუნაშვილი, 8 დათო ღუდუშაური *
მრქ) 17 ოლეგ ჟორჟოლიანი, 18 ემზარ გეგუჩაძე / 19 ზვიად ლიპარტელიანი -
ლ: ჯგუფ (ძაგნიძე) 4ჯ: ძაგნიძე

ზიმ: ბუიტენდახ ძინომურუმბი ლეჩერ ლეიტინშ კამბა [10-9] ფერეირა^კაპ ჰოფმაიერ /
ვოთსონ (დევიდსონ 25) ალბასინი გარვი; დე’კლერკ მაკ’ინთოშ; ნიალა დოუსონ ბოთა -
ჯ: ფერეირა

რეფ გოჩა აბაშიძე @ სამ 12/09 1989; ქუთაისი, ცენტრალური (12 ათასი)

0:3(3) 3:3(5) 6:3(10) 10:3(35) / 13:3(48) 16:3(56)

Posted by: სურამელი 8 Dec 2014, 10:46
http://pix.ge/

თუ არ ვცდები ლოკომოტივის ჩემპიონობის ამბავია
მარცხნივ გოგი სუთიაშვილი, შუაში არ ვიცი ვინაა და ბოლოში დემურ ცხვედიანი (ბაბაჯანა)

Posted by: huligan 8 Dec 2014, 10:56
თასის აღების = 5 ნოემბერი 1978

შუაში = ცხონებული ვოვა პეტუხოვი = თან მოჭადარკე და ბანქოს მოთამაშე, კაი კაცი, ცხოვრობდა მარჯანიშვილისა და კალინინის კუთხეში, ეკლესიასთან, დაამთავრა თსუ ფიზიკის ფაკულტეტი

Posted by: სურამელი 8 Dec 2014, 10:59
QUOTE
თასის აღების = 5 ნოემბერი 1978

ანუ ამბავი სწორად მცოდნია smile.gif

Posted by: bulbula1986 8 Dec 2014, 11:02
აღინიშნა ეს იუბილე? არის ფოტო/ვიდეო მასალა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Dec 2014, 11:17
ახსოვთ ბიჭებს
აღნიშნეს 1998, 2008, შეიძლება სხვა წელსაც
ვიდეო მასალა ალბათ არ არსებობს
ფოტო ალბათ, მაგრამ ცოტა = აი, ეს სურათი ახლა ვნახე პირველად

Posted by: bulbula1986 8 Dec 2014, 12:23
QUOTE
ახსოვთ ბიჭებს
აღნიშნეს 1998, 2008, შეიძლება სხვა წელსაც
ვიდეო მასალა ალბათ არ არსებობს
ფოტო ალბათ, მაგრამ ცოტა = აი, ეს სურათი ახლა ვნახე პირველად

ალბათ პირად არქივებში ექნებათ ხო?

Posted by: სურამელი 8 Dec 2014, 12:25
QUOTE
ფოტო ალბათ, მაგრამ ცოტა = აი, ეს სურათი ახლა ვნახე პირველად

ბაბაჯანას ედო ფეისბუქზე smile.gif
https://www.facebook.com/demurbabajana.tskhvediani?fref=ts

ისე, ფინანსები რომ იყოს მოძიბეა შეიძლება ამ ფოტოები. დარწმუნებული ვარ ყველას ექნება არქივში. ასე მგონია თამაშის ვიდეოც იქნება smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Dec 2014, 12:54
QUOTE
პირად არქივებში

არქივები მეტის’მეტია = საოჯახო ალბომებში

ძველი ფოტო’გრაფები მართლა ფულზე ყიდიან ყველაფერს და
სწორადაც იქცევიან = იმხანად ფედერაციებს ეკიდათ, ესენი კი ერთგულად შრომობდნენ

ბაბაჯან-ბიძიას (ეგრე ეძახის ლუკა კილასონია) კი 19 საათის წინ დაუდია =
ალბათ ვინმემ მოუტანა ან გამოუგზავნა



Posted by: სურამელი 8 Dec 2014, 13:32
QUOTE
არქივები მეტის’მეტია = საოჯახო ალბომებში

გეთანხმებით, არქივი მართლა მეტის მეტია smile.gif

საოჯახო ალბომებშიც კარგა ბლომად იქნება. კარგი იქნება ამ ყველაფრის გაციფრულება, რომ მომავალს დარჩეს

Posted by: GiorgiG83 8 Dec 2014, 14:08
არქივის, რომელიც ისტორიაა, წარსულია - დაკარგვა არანაირად არ შეიძლება - სამწუხაროა რომ ამაზე თითოოროლა კაცი (ისიც თავისი სახსრებით) რომ ზრუნავს.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Dec 2014, 22:20
დრო და დრო ჩნდება ახალი რამეები = მაგრამ ქაფქსიიდან შორსა:

http://rugbystat.forum24.ru/

ეხლა 1963 წელია გასათხრელი = სულ 5 ოქმი

Posted by: bulbula1986 12 Dec 2014, 22:50
http://pix.ge/

მგონი ლოკომოტივია smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Dec 2014, 12:01
უკან: ირაკლი დოლიძე, შოთა ხარშილაძე, გოგი სუთიაშვილი, მიხო ჯვარიძე, ნუკრი წერეთელი, ავთო ღიბრაძე, დემურ ცხვედიანი, მიშა ხარშილაძე
წინ: საშა ცისკარიშვილი, ავთო გიორგაძე, მერაბ ანათაძე, ზურა ხარშილაძე, ფარსმან გაბაძე, დათო კილასონია, ოლეგ ლიპარტელიანი

ფორმითა და შემადგენლობით ცალსახად 1978 წლის შემოდგომაა
გასვლა = სად? ვერა ვცნობ, არასოდეს ვყოფილვარ ეგეთ ადგილებში
ეჭვად მაქვს, რომ კიევის მეორე გუნდთანაა, კაპეი-სთან 17\09 და
რადგან მოვიგეთ 15:4, ლელოში რაზმიც ეწერა = ნახვა უნდა

Posted by: სურამელი 13 Dec 2014, 12:34
QUOTE
ფორმითა და შემადგენლობით ცალსახად 1978 წლის შემოდგომაა
გასვლა = სად? ვერა ვცნობ, არასოდეს ვყოფილვარ ეგეთ ადგილებში
ეჭვად მაქვს, რომ კიევის მეორე გუნდთანაა, კაპეი-სთან 17\09 და
რადგან მოვიგეთ 15:4, ლელოში რაზმიც ეწერა = ნახვა უნდა



გოგის ვკითხავ სუთიაშვილს და გეტყვით, წესით და კანონით ემახსოვრება smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Dec 2014, 12:37
გოგი მაგარი კაცია, მაგრამ ეგრე ძველი რამეები სიბერეში სწორად არ ახსოვთ ხოლმე =
თვიქნემი შეიძლება მონინოში აერიოთ

Posted by: სურამელი 13 Dec 2014, 17:52
QUOTE
გოგი მაგარი კაცია, მაგრამ ეგრე ძველი რამეები სიბერეში სწორად არ ახსოვთ ხოლმე =
თვიქნემი შეიძლება მონინოში აერიოთ

სხვათაშორის ძალიან მაგარი მახსოვრობა აქვს, მაგრამ მგონია რომ ეს ცოტა რთული გასახსენებლი იქნება smile.gif ისე თვითონაც აქვს ფოტოები, მაგრამ ცოტა და ვეცდები გავაციფრულო smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Jan 2015, 20:50
1965

ნახევარი საუკუნის წინ = ნორჩმა მხატვარმა დახატა რაგბი
ნეტავ თუ გაყვა ხელობას? ან ახლა თუ უყურებს?


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Feb 2015, 21:08
user posted image

http://site.rugby.ge/ka-GE/ENC-Champs/

http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-GER-PAST/
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-POR-PAST/
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-SPN-PAST/
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-RUS-PAST/
http://site.rugby.ge/ka-GE/2015-REC-ROM-PAST/

http://site.rugby.ge/ka-GE/Lelos/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Feb 2015, 22:02
ომმა გამოაფხიზლა ერი

user posted image

ერთი კვირაა რაც გამოსცეს, ოდენ 300 ცალად

425 გვერდიაო, ინგლისიდან
რუსეთ-ავსტრო’ჰუნგრეთის გავლით
საბჭოეთიდან ჩვენს ხანაშიო






У карпатськім лісу, де тріпочуть смереки
І з мольфарів-дубів облітає листва,
В турпоході митці від призову косили
І при тому промовляли оттакі слова:

«А я — не москаль! А я — не москаль!
І не буду я в армії служить!
А я — не москаль! А я — не москаль!
Бо не можу я у неволі жить!

А мольфари-дуби щось шепочуть смерекам.
За поганих доріг хлопців хрін хто спійма!
Косить молодь від армії, від тупої утіхи
І при тому промовляє оттакі слова:

А я — не москаль! А я — не москаль!
І не буду я в армії служить!
А я — не москаль! А я — не москаль!
Бо не можу я у неволі жить!

+ !!!

А я — не москаль! А я — не москаль!
Хоч мій дядя був знаний КДБіст:
Він за влади рад був москалю брат,
А я — не москаль, я чистий анархіст!»

@

Posted by: kobalt 13 Feb 2015, 00:09
თემას სახელი შეუცვალეთ გთხოვთ (ქართული რაგბი 50 წლის) მსუბუქათ რომ ვთქვათ არ არი მართალი.

Posted by: huligan 13 Feb 2015, 10:14
QUOTE
kobalt = გამოგზავნილია: 20 May 2013, 12:52  #36504729     
თემის სათაური ჩაასწორეთ, ხალხი შეცდომაში შეგყავთ!!!

ლუკასა და ნიკოს მამა = გამოგზავნილია: 23 May 2013, 08:48  #36544990     
ვერ ვასწორებთ, ჩაკირულია


sa.gif love.gif sa.gif

Posted by: kobalt 14 Feb 2015, 14:04
მესმის რომ შეცდომის შესწორება ყოველთვის ძნელია მაგრამ იქნებ როგორმე შეეცადოთ ეს მნიშვნელოვანია და რაგბის ინტერესებში შედის.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Feb 2015, 14:47
უნდა ჩაასწოროს მოდერმა = სხვას პროგრამულად დაბლოკილი აქვს
მაგალითად ასე:

ქართული რაგბის ისტორია
წარსული ამბები, ფოტოები და რამე

Posted by: kobalt 15 Feb 2015, 00:58
ლუკასა და ნიკოს მამა
ძალიან კარგი დასახელებაა და ვთხოვოთ მაშინ მოდერს და იქნებ ჩაასწოროს თქვენის ნებართვით.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Feb 2015, 10:11
ნებართვა რად უნდა, ვთხოვთ უბრალოდ

Posted by: kobalt 15 Feb 2015, 15:05
კარგი მაშინ ვთხოვოთ და შეცვალოს!!!
..................................................................

Posted by: QUT7 15 Feb 2015, 16:30
არ ვიცი სხვაგან სად უნდა დამეწერა და ალბათ ეს თემა მოიცავს....

დღეს ცხონებული შაკო ქურციკიძის დაბადების დღეა...
კაცის, რომლის სახელი ძალიანაა დაკავშირებული ქუთაისურ რაგბთან და მის განვითარებასთან...
სახლთან თავი მოიყარეს ქუთაისური რაგბის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებმა და ........
გაიხსნა მემორიალური დაფა.....

ბევრი არაფერი, მაგრამ ძალზე სასიამოვნო ფაქტია, რომ მიუხედავად ამდენი წლისა ახსოვთ, აფასებენ და უყვართ....
ბევრი კარგი ადამიანია წასული ქართული რაგბის სამყაროდან და ეგებ მათი სახელების უკვდავსაყოფად მათაც....................

Posted by: GiorgiG83 15 Feb 2015, 16:41
ერთხელ ვახსენე მსგავს თემაზე, ის ფესვები რამაც აქამდე მიგვიყვანა სათანადოდ რომ დაფასდეს, თუნდაც მომცრო ისტორიულ-ბიოგრაფიული წიგნით მეთქი, მაგრამ...
პასუხი იმდენად სკეპტიკური იყო არც გამიგრძელებია საუბარი
მომავალმა უნდა იცოდეს საინად მოდის, ეამაყებოდეს და აფასებდეს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Feb 2015, 17:05
QUOTE
მომცრო ისტორიულ-ბიოგრაფიული წიგნით მეთქი


აბა, ესენი რაებია?
http://site.rugby.ge/ka-GE/Origins/

დავით თაქთაქიშვილის წიგნები
ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში

user posted image . user posted image

http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700:%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%97%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98+%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97


Posted by: GiorgiG83 15 Feb 2015, 17:49
სასიამოვნოა, არ მქონდა ინფორმაცია - დიდი მადლობა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Feb 2015, 17:56
კარგი წიგნებია = 70-80% პროფესორი, გენერალი ან ბიზნესმენია
+ ვაგლახ. რომ ტრავმის გამო ადრე დაანება თამაშს თავი
++ აქტიურად მონაწილეობს ვეტერანთა მოძრაობაში = კვირა დილით ფეხბურთს თამაშობს
+++ და ა.შ.

Posted by: Lotkinski 15 Feb 2015, 17:57
და ქუთაისის ახალგახსნილ სტადიონს რომ ნუგზარ ძაგნიძის სახელი დაარქვან? არაა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Feb 2015, 18:00
და ვასილიჩი = ოლეგ ლიპარტელიანი = ნაკლები რით იყო, მეტი თუ არა?

Posted by: Lotkinski 15 Feb 2015, 18:05
ფეხბურთში მიხეილ მესხის დროსაც თამაშობდნენ არანაკლები ვარსკვლავები ძია ზაალ, მაგრამ ლოკომოტივის სტადიონს მაინც მისი სახელი ჰქვია.

Posted by: clifford 16 Feb 2015, 03:35
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 20 May 2010, 12:32 )
12 წლისთავი ამისა

ტესტი # 27

საქართველო 12:6 რუსეთი

საქართველო: იურინი (ბუგიანიშვილი 41) ურჯუკაშვილი ჯიმშელაძე ხამაშურიძე ქავთარაშვილი <10-9> მაჩიტიძე (ბუგიანიშვილი 24-27) მოდებაძე (ხუციშვილი 45) / მთიულიშვილი გიორგაძე ცაბაძე; მჭედლიშვილი რაფავა კაპ; ლაბაძე ზ.ლეჟავა (კაცაძე 41) კ.კობახიძე - 4ჯ: ურჯუკაშვილი

რუსეთი: ზაკარლიუკი კუზინი პატლასოვი მამინი ზერი <10-9> რაჩკოვი კრასნობაევი / ხოხლოვი ნიკოლაიჩუკი ბიკბოვი კაპ (კუზმინი 48) ილვოვსკი ს.სერგევი; უამბაევი გრაჩოვი ნეგოდინი (დიატლოვი 34) - 2ჯ: რაჩკოვი

რეფ ვაითი (ინგლისი) 0:3(6) 0:6(8) 3:6(26) 6:6(28) / 9:6(43) 12:6(51) ბოლო(80+3)

ოთხ 20/05 1998. თბილისი, ეროვნული (25 ათასი) წვიმა


@ ვიდეო http://www.arena.ge/rugby/Geo-Rus%20%5B20.10.1996_20.05.1998%5D%20Higlights.avi

მქონდა ბედნიერება გამეცნო ბატონი ზურა ხარშილაძე "ვობლა"

ბევრი მომიყვა და მასწავლა

საჩხერეში მახსოვს პატარებიც შეკრიბა, ბოლოს იმდენიც მოახერხა ჭიათურიდანაც გადმოყავდა ბიჭები და ერთად აბურთავებდა მოზარდებს

მერე არ ვიცი როგორ გაგრძელდა ეგ ამბავი



რა ამის პასუხია და აი ეს მაისურები ისე მომწონს, მგონი ასეთი ლამაზი არაფერი ცმიათ ჩვენებს up.gif

Posted by: GiorgiG83 16 Feb 2015, 09:59
შარშან გავიცანი ბატონი ზურა,
დღემდე ეგრეა მეგობარო საჩხერეში ჰყავს გუნდი და ჭიათურაში რაგბის გაცოცხელბა მის სახელს უკავშირდება, მისი "ნამოწაფარები" ასწავლიან ადგილზე ბურთაობას.
პრობლემები როგორც ყველგან თავზე საყრელად

ფოთშიც უდიდესი ღავწლი მიუძღვის ბატონ ამირან შავგულიძეს (პიკასო / აია) პრქატიკულად ერთადერთია ვინც ფოთში რაგბი იმაზე მნიშვნელოვნად აქცია ვიდრე ბევრს ჰქონია - აქვს სარაგბო სკოლა (და არა კლუბი) სადაც ბავშვები სენიაკიდან და ხობიდანაც კი დადიან. და რათქმაუნდა მისი და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა მალთაყვის სამწვრთნელი კომპლექსის ფიზიკურად არსებობა

Posted by: clifford 17 Feb 2015, 10:59
QUOTE (GiorgiG83 @ 16 Feb 2015, 09:59 )
შარშან გავიცანი ბატონი ზურა,
დღემდე ეგრეა მეგობარო საჩხერეში ჰყავს გუნდი და ჭიათურაში რაგბის გაცოცხელბა მის სახელს უკავშირდება, მისი "ნამოწაფარები" ასწავლიან ადგილზე ბურთაობას.
პრობლემები როგორც ყველგან თავზე საყრელად

ფოთშიც უდიდესი ღავწლი მიუძღვის ბატონ ამირან შავგულიძეს (პიკასო / აია) პრქატიკულად ერთადერთია ვინც ფოთში რაგბი იმაზე მნიშვნელოვნად აქცია ვიდრე ბევრს ჰქონია - აქვს სარაგბო სკოლა (და არა კლუბი) სადაც ბავშვები სენიაკიდან და ხობიდანაც კი დადიან. და რათქმაუნდა მისი და მისი თანაგუნდელების დამსახურებაა მალთაყვის სამწვრთნელი კომპლექსის ფიზიკურად არსებობა

კარგია თუ გრძელდება ის რაც დაიწყო (მის ხასიათში არ ზის უკან დახევა მაინც-და-მაინც biggrin.gif)

ჩიხურას სავარჯიშო მოედანს უთმობდნენ უსიტყვოდ, საკმაოდ რბილი სარბენი და წაასაქცევი იყო

ასე ნელ-ნელა შენდება ალბათ ყველაფერი smile.gif იქნებ ჩვენც წავიწიოთ იმ დონეზე რომ ინფრასტრუქტურა სისტემური, გამართული გახდეს და ბევრი ახალგაზრდა ერთვებოდეს რაგბში

ყაზბეგში რომ ქართული რაგბის ახალი თავი იწერება ეგ მახარებს

იმედია ამ პატარა ბიჭს ამოუდგებიან მხარში და წინ წავა საქმე

Posted by: GiorgiG83 17 Feb 2015, 17:18
http://www.sportall.ge/regbi/qarthuli-ragbi/skhvadaskhva/75252-quthaisshi-shako-qurcikidzis-memoriali-gaikhsna.html

ქუთაისში შაკო ქურციკიძის მემორიალი გაიხსნა

Posted by: GiorgiG83 25 Mar 2015, 02:15
ესეიგი 97-ში ზიმბაბვე 2 თავით მაღლა იდგა იტალიაზე...
5 წლით ადრე კი ზიმბაბვეს ტოლსწორად ვეთამაშებოდით

Posted by: GiorgiG83 2 Apr 2015, 18:26
ვინმეს თუ გახსოვთ 2010 ში უნდა დასრულებულიყო თუ სრულდებოდა
გიორგი (გოგი) თორაძის (კინო დოკუმენტალისტი) დოკუმენტური ფილმი ქართულ რაგბიზე. ქართული რაგბის 50 წლისთავის იუბიილისთვის მზადდებოდა თუ არ მეშლება.
ისტორიით დანახული "ოვალური ბურთი"

დასრულდა ეს ფილიმი? თუ რა ბედი ეწია? ან სად სეიძლება მოძიება?

Posted by: bulbula1986 2 Apr 2015, 21:31
GiorgiG83
http://www.arena.ge/rugby/ovaluri_burti_doc.mpg

Posted by: GiorgiG83 2 Apr 2015, 22:12
bulbula1986
ვაჰ!..
დიდი მადლობა!
გაიხარე!

Posted by: ushuaia 3 Apr 2015, 10:19
კარგი ფილმია........................................................

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Apr 2015, 22:26
1995

ჰო, კინაღამ დამავიწყდა ისევ ...

20 წლის წინ დაწესდა უიღბლო სინი

უნიკალური საბუთები ერთ წიგნაკად
http://issuu.com/qaflan/docs/1996_2013_sini

პირველი სეზონის მიმოხილვა = 8’გვერდა ბროშურა იყო
ოთხი მხარის მიერ ხელ’მოწერილი შეთანხმება = ახლაღა, წითელ პარასკევს ვიპოვე არქივის დახარისხებისას
23’ვე შედეგი ორ ცხრილად
ახალი, რეალურად მოქმედი დებულება

Posted by: ramazi-rugby 19 Apr 2015, 22:46
ლუკასა და ნიკოს მამა
ზაალ,უკაცრავად და სად არის ამჟამად სინი?
ვის აქვს?
* * *
ვეძებე,ვიპოვე
ყოჩებს ჰქონიათ სინი მფლობელობაში
ჰოდა აგერ გამოიწვიოს ლოკომოტივმა 2-ში

აქ ვინმე ლოკომოტიველი იქნება და შეაგულიანოს გუნდი

Posted by: SGG 16 May 2015, 04:28
ლუკასა და ნიკოს მამა

ბატონო ზაალ, ეხლა ვნახე იუთუბზე ეს ვიდეო, რუსეთს 46:0 რომ მოვუგეთ.

ნაკრების მეოთხე ლელო,რომელიც აქამდე დათუნაშვილს ეთვლებოდა, თურმე მამუკამ დადო.

ამ ვიდეოზე 0:39 წამზე ძალიან კარგად ჩანს. ჩაქუჩა უბრალოდ მამუკას დამიწებულ ბურთს ადებს ხელს ზემოდან.

კარგი იქნებოდა სტატისტიკა მამუკას თუ არ დაუკარგავს ამ ლელოს



Posted by: huligan 16 May 2015, 11:37
(( ნიკოს ნიქით ))

ეგ საკითხი აქ გაირჩა წვრილად

მსაჯმა ვერ დაინახა მამუკას დამიწებული

ლელო გვიბოძა ჩაქუჩას მოქმედების შედეგად =
ეგ რომ არ მომხდარიყო, არც ჩაგვითვლიდა

მაგის გამო ლელო ეთვლება დათუნაშვილს = მაგან გაიტანა:

გვ 28 = http://issuu.com/qaflan/docs/ka_ragbis_tesebi_2011
წესი 6ა.4(ა) მსაჯი ერთპიროვნულად უთანადებს წესებს მოედანზე მომხდარ მოვლენებს

http://laws.worldrugby.org/downloads/World_Rugby_Laws_2015_EN.pdf
6.A.4(a) The referee is the sole judge of fact and of Law during a match.


+++

http://qaflan.netai.net/2012/M3/18_ENC-RUS.htm

user posted image

... უცებ გათამაშებული ჯარიმიდან კი რეფმა რომ ვერ შენიშნა
გორგოძის მიერ ზედახორაში დამიწება, ლევან დათუნაშვილმა იქვე იყოჩაღა.

Posted by: xDavid_S 16 May 2015, 11:50
huligan
რუსეთთან ბოლო რკენაში სუთიაშვილმაც დადო ლელო,
მაგრამ მსაჯმა ვერ დაინახა და
მხოლოდ ჟვანიას ჩაუთვალა

Posted by: ramazi-rugby 16 May 2015, 12:22
დღეს ვისოლზე 4 საათზე არც თუ მთლად ბებრები რკენაა.
სახალისო და მეგობრული
ლოკომოტივი-გუჯას ჩამოყვანილი ფრანგები
შაბათია,თან კარგი დარია

მობრძანდით ბატონებო

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Jun 2015, 14:18
1973

http://shot.qip.ru/00KfOP-5HrElGbBK/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Aug 2015, 11:38
1962

თბილისის პირველი ოფიციალური ჩემპიონი

სპი

ახლანდელი სტუ + ყოჩები, ამჟამინდელი ნომრებით

უკან: 4 რეზო მესხი, 9 გია ჩეჩელაშვილი, 7 პავლე საფაროვი, 8 ნოდარ ყიფიანი, 5 ორესტ დიმიტრიადი, 6 ალბერტ კრიხელი, 11 დიტო ოსეფაიშვილი, 2 ზაურ მგელაძე, მწ ჟაკ (ჰაქობ) ჰასპეკიან

წინ: 15 თამაზ ცხაკაია, 14 გივი ჯავახიშვილი, 13 ჯემალ ბერაძე, 12 ტარიელ ნებიერიძე, 3 სიმონ ბილისაშვილი, 1 თემურ|დემურ მეზურნიშვილი, 10 გოგი ტონია

წყარო: გაზეთი "რაგბი" 28\11\1997 #2
მწერლები: გაბრიელ ბარჯაძე, თავით თაქთაქიშვილი
გამომცემელი თენგიზ რუხაძე

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Sep 2015, 10:54
დაეწივნენ მეკო და ბინგო აბუს = 85 კეპი!
კაჭიც ახლოა = 83

http://site.rugby.ge/ka-GE/national-team/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Nov 2015, 20:07
1972

ლვოველმა ტარას დაცკომ ზამთარში გამოსცა 12 წლის შრომის შედეგი =
საბჭოური და ჰალიჩინის რაგბების მატიანე

ახლა მუშაობს სრულიად უკრაინულ მატიანეზე, რის გამოც დაასკანერა
ვიკტორ ტროხიმენკოს დანატოვარი არქივი და რაც ჩვენ გვეხებოდა,
გამოგვიგზავნა = ოღონდ ვერკი მიხვდა, რა განძი ჰქონია, რაკი
წელიც კი ვერ იცოდა ქვემოთ მოტანილი დასტისა

და ეგაა იმ ლეგენდარული თამაშის ფოტოები, რაიც გაიმართა ...
43 წლის წინ, მეოთხე კლასი რომ გავასრულე და ლელოში წავიკითხე


გამარჯვება მონინოში ... გრიგარიანცის გაცილებაზე

თავიდან იყო ემვეტეუ და 1969 წელს ბირთვი გაექცა ვევეაში

ამ გუნდმა (მვტუ+ვვა) 1965 1966 1967 1968 1969 1971 წლებში მოიგო
შვიდიდან ექვსი დე–იურე თუ დე–ფაქტო ჩემპიონატი და მხოლოდ
1970 წელს, ბოლო ტურის ბოლო წუთებზე მოერია ფილი (გავრილოვის არეკნით)

მოკლედ, ჰქონდა უძლეველის აურა და
იმ ექვსი ტიტულის შემოქმედი იყო სანია გრიგარიანცი, 10 ნომერი

ჩვენ = ლოკომოტივს = ვერაფრით გვეძლია ეგ კოლექტივი საჩემპიონატო მატჩში

და ჰა, 1972 წლის პირველობის გახსნაზე, მონინოში გააცილეს სანია–ლეგენდა
და ჩვენც გავტეხეთ ნავსი = მოვუგეთ სწორედ ეგ მატჩი

ეგ იყო ახალი ხანის აისი =
პირველი ჩემპიონატი მიმოსვლით, ორ წრედ (8 გუნდი, 14 რაუნდი, უქმეებზე)

საბოლოოდ დავიკავეთ მესამე, ვევეა გავიდა მეორეზე,
ჩემპიონი კი გახდა ფილი და მერე ზედიზედ მოიგო კიდევ სამი (1973 1974 1975)

@

მაგ მოგების ხათრით ლელომ პირველი წრის შვიდივე თამაში გაარჩია ოქმით,
მეორე წრეში კი გული გაუტყდა|მობეზრდა და შვიდიდან სამიღა დაგვიტოვა

http://issuu.com/qaflan/docs/1972_lelo__

მონინოს გამარჯვება შეაჯამა ლოკომოტივისავე ბურჯმა, რეზო აიწურაძემ (დ.1944)

user posted image


ვევეა 7:9 ლოკომოტივი

მონინო: პროშინ^კაპ (მალიშევ)
კირსანოვ ე.ჟერებკო მგელაძე ა.ჟერებკო
<10-9> ანტონოვ კულიკოვ /
ჩევიჩელოვ დმიტრიჩევ სვირიდოვ
ნაპოლნოვ ერმაკოვ
ალიოშინ ვლადიმიროვ მიკალოვ –
ლ: ე.ჟერებკო; ჯ: ალიოშინ

თბილისი: ნ.აბაშიძე (კაპანაძე)
თენ.რუხაძე მიქაბერიძე ფურცელაძე გეგეშიძე^კაპ
<10-9> კილასონია ხარშილაძე /
აიწურაძე ირ.ნაცვლიშვილი ცხვედიანი
სანებლიძე რეხვიაშვილი
კემულარია თემ.რუხაძე, ბენდიაშვილი წბ –
ლ: სანებლიძე; გ ჯ: აბაშიძე

რეფ ან.დანილოვ (მოს) @ მონინო, კვი 11\06 1972

3:0(25) 3:3(~40) \ 3:9(52) წბ(ლ) 7:9


user posted image

ჩვენ ეტყობა გვაცვია წითელი და ზოლიანი გეტრები
იმათ მუქთი ლურჯი


user posted image

ჩვენი ბანაკი: გიორგაძე კაპანაძე ტონია ჩუბინიშვილი გოგორიშვილი აკოფოვი სიკინჭილაშვილი(?) _(არა ჩანს) სალთხუციშვილი


user posted image

იმათი ბექები: ანტონოვ ? ? კულიკოვ გრიგარიანც ?
ქერები ალბათ ჟერებკოები არიან



user posted image

ხარშილაძე თემ.რუხაძე აიწურაძე კემულარია
იმათგან: ალიოშინ (ქერა) კულიკოვ (ბურთით) #16 ვლადიმიროვ


user posted image

თემ.რუხაძე ცხვედიანი სანებლიძე აიწურაძე რეხვიაშვილი


user posted image

რეხვიაშვილი სანებლიძე


@








Posted by: სურამელი 10 Nov 2015, 20:24
ძია ზაალ დიდი მადლობა ისტორიისათვის smile.gif

მომდევნო წლების ლელოებსაც ხომ არ ატვირთვათ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Nov 2015, 21:46
შინ მაქვს 1970 - 1992 ეგრე დაჭრილი = ვიწერდი, მომდიოდა და ვაგროვებდი

დავასკანერე დიდი ხნის წინ 70 71

და გუშინ 72, რადგან ამ მატჩისთვის დამჭირდა და მთელი წელიც მივაყოლე

ბიბლიოთეკაში გარჩეული მაქვს 1951 - 1969 და მეტწილად გადაღებულიც

Posted by: bulbula1986 10 Nov 2015, 21:49
რა მაგარი გვერდია, აქამდე რომ არ მინახავს გული დამწყდა smile.gif

Posted by: სურამელი 10 Nov 2015, 21:54
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
შინ მაქვს 1970 - 1992 ეგრე დაჭრილი = ვიწერდი, მომდიოდა და ვაგროვებდი

დავასკანერე დიდი ხნის წინ 70 71

და გუშინ 72, რადგან ამ მატჩისთვის დამჭირდა და მთელი წელიც მივაყოლე

ბიბლიოთეკაში გარჩეული მაქვს 1951 - 1969 და მეტწილად გადაღებულიც



საინტერესი იქნება 70-80 იანი წლები smile.gif თუ დრო გექნებათ და დადებთ კარგი იქნება smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Nov 2015, 22:05
კარგი გაზეთი იყო მიშა კაკაბაძის ხანაში (1976 შუამდე)
მერე გაბანძდა, 1980 წელს კი რაგბი მთლად დაამცრო = დაიკიდა
1986 წლიდან უკვე მე ვწერდი და ძაან ბევრია = მიგრიაული მიწყობდა ხელს


Posted by: სურამელი 10 Nov 2015, 23:30
ლუკასა და ნიკოს მამა

მე მხოლოდ სარბიელის ხანიდან ვკითხულობ პრესას, მანამდე ასაკი არ მიწყობდა ხელს smile.gif

ისე, გაქვთ გეგმაში 76-ის შუამდე პერიოდის გაციფრულება? smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Nov 2015, 11:07
გეგმაში ბევრი რამე მაქვს, ძალიან ბევრი

სკანერ’პრინტერ’ქსეროქს კომბაინი მიდგას ოფისში, მაგიდაზე და
როცა გამახსენდება, მიმაქვს ხოლმე რომელიმე წლის კონვერტი ან რამე წიგნი

აგერ, უბადრუკი "სავეცკი სპორტიც" დავდე გუშინ იმავე წლისა
http://issuu.com/qaflan/docs/1972_sov.spo

და ჩემი "სვჲაშჩენნი ვოლგოგრადელი" ძმაკაცის, იურას მაგარი წიგნიც
http://issuu.com/qaflan/docs/2015_______.__________.___________

მასალებს მე ვაწვდიდი, იმან კი გააანალიზა და კოხტად გალექსა,
მაგრამ მეც მიმაწერა თანა’ავტორად და არც ყდა გაუკეთა მოწესივრო

ამ დღეებში გამოვასწორე ეგ ნაკლი სახელდახელოდ

Ю.Лобанов "Нам нужен регби"
Добротное и добросовестное исследование о регби сталинской эпохи =
Оглавление на стр.120 = далее первий, пре-сталинский период =
самодельная обложка от 1935 года, по мотивам Ягужинского

@

მთელი ბიბლიოთეკაც გეცოდინებათ http://issuu.com/qaflan/docs

@

Posted by: bulbula1986 11 Nov 2015, 11:52
QUOTE
http://issuu.com/qaflan/docs


ძალიან დიდი საქმეს აკეტებთ ქართული რაგბისთვის love.gif love.gif

Posted by: otia-83 18 Nov 2015, 13:29
"ესტაფეტა" 11.11.15 ფილმი „ოვალური ბურთი“ გოგი თორაძე:



ტრილოგია: 10:10-წთ-დან "ოვალური ბურთი"

Posted by: iiraklii 20 Nov 2015, 10:57
ლუკასა და ნიკოს მამა

ბატონო ზაალ,

ლოკომოტივის შემადგენლობაში რომაა - ხარშილაძე,
ეს მიხეილ (მიშა) ხარშილაძეა ხომ?

მე ახალციხელი ვარ, მიშა ხარშილაძეც ამჟამად ახალციხეში ცხოვრობს (წარმოშობით მემგონი ადიგენიდანაა)
გაგებული მაქვს რომ წარმატებული მორაგბე იყო, სსრკ-ის ნაკრებშიც აქვს ნათამაშები თუ არ ვცდები.
ხომ ვერ მირჩევთ სად შეიძლება უფრო მეტი ინფორმაციის მოძიება, მაგალითად რომელ კლუბებში თამაშობდა, სსრკ-ის ნაკრებში როდის გამოდიოდა და ა.შ.

მადლობა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Nov 2015, 11:55
მიშაა არაა

ზურაბ ხარშილაძე
"ვობლა"
დ. 24\10\1947
სწავლობდა 23. სკოლაში
ლეგენდარული 9 ნომერი
ახლა სახლობს კორბოულში და არის ჯრუჭის მწვრთნელი

@ მიშაზე და სხვებზეც მეტი ინფო

წიგნი

user posted image

http://issuu.com/qaflan/docs/ka-mataine50
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/10518/1/Kartuli_Ragbis_Istoria.pdf

საითი

user posted image

http://ovaluri.comxa.com/matiane50/index.htm

@

Posted by: სურამელი 20 Nov 2015, 13:01
ლუკასა და ნიკოს მამა

ძია ზაალ ლელოს ატვირთვა ხომ არ გაგიგრძელებიათ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Nov 2015, 13:18
არა, საჯარო ბიბლიოთეკამ ჩამაბა ორ საქმეში და ჯერ შინაური სტატისტიკაც ვერ დამიწყია

Posted by: სურამელი 20 Nov 2015, 14:37
QUOTE
არა, საჯარო ბიბლიოთეკამ ჩამაბა ორ საქმეში და ჯერ შინაური სტატისტიკაც ვერ დამიწყია


აჰა, გასაგებია. იმედია ატვირთავთ smile.gif კარგ საქმე აკეთებთ და მადლობა ამისთვის

Posted by: iiraklii 20 Nov 2015, 16:41
ლუკასა და ნიკოს მამა

დიდი მადლობა.

როგორც გავარკვიე, მიშა ხარშილაძე თამაშობდა ქუთაისის მშენებელში, შემდგომ აიაში, 80-იანი წლების ბოლოს.
აი საბჭოეთის ნაკრებში კი მემგონი ნათამაშები არა აქვს / ან მე ვერ გავერკვიე კარგად.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Nov 2015, 17:17
"ქართული სპორტის ოქროს წიგნში"
რაგბის კავშირის მიერ წარდგენილი მასალიდან =
ალბათ ეგრევე დაიბეჭდა

მიშა ხარშილაძე
დაიბადა 1951 წლის 6 აპრილს, დიდ სმადაში (ადიგენი).
მორაგბე (უნივერსალი ბექი, 15-10 ნომერი).
საბჭოეთის სამგზის ჩემპიონი (1987, 1988, 1989),
ორგზის ბრინჯაოს (1978, 1981) პრიზიორი და
თასის მფლობელი (1978).
ერთა თასის ბრინჯაოს (1981) პრიზიორი.
კლუბები: ლოკომოტივი, აია, ზოოვეტი, ჩოხატაური.

+++

ლოკ 1976 – 1981, ქუთ 1982 – 1983, ლოკ 1984 – 1986, ზოო 1986, ქუთ 1987 – 1990, ჩოხ 1991

საბჭოეთის ნაკრებში 1979 1980 1981

http://ovaluri.comxa.com/GANZI/KA_Borjhalosnebi.htm
საქართველოს ნარებში ერთადერთი მატჩი
ხარშილაძე მიხეილ 1954 #33 ჩოხ \ 15 @ 1: 4 = უკრაინა

21 ნოემბერი 1991 @ ვაკე
საქართველო 19:15 უკრაინა

@

Posted by: iiraklii 20 Nov 2015, 21:29
ლუკასა და ნიკოს მამა

უღრმესი მადლობა.
გამიხარდა, ნამდვილად დასაფასებელია,
თან საკმაოდ დიდხანსაც უთამაშია, 40წლამდე.



Posted by: სურამელი 26 Nov 2015, 17:41
მგონი აქ უნდა იყოს smile.gif სომხებმა აღნიშნეს სომხური რაგბის 50 წლის იუბილე და ჩვენი ვეტერანებიც
იყვნენ მიწვეული, ბუნებრივია ამ ვიდეოში თამაშობენ კიდეც smile.gif



Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Dec 2015, 20:53
ბორჯღალოსანთა 184’ვე ოქმი

ერთსა და იმავე ყაიდაზე =
რასაც ჰქვია საგაზეთო, ლაკონური და
რომლის ამოსავალიცაა მოვლენათა ქრონოლოგია = ანგარიშის დინამიკა

თორემ მედიაში მრავლად მინახავს ოქმები,
სადაც შეცვლის წუთები წერია და ლელოს დადებისა კი არა =
შეცვლა ლელოზე უფრო მნიშვნელოვანი ჰგონიათ იმათ ავტორებს!

http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-FF/

საშუალედო ვერსია =
ჯერაც სტილ’ობრივად შესაჯერებელია უცხოურ გვართა მართლ’წერა!

@

განახლებული სტატისტიკა = მსოფლიოს ჩათვლით

http://site.rugby.ge/ka-GE/Lelos/

@

Posted by: LAZY@ 19 Dec 2015, 21:15
http://rugger.info/video/gal1285


Одна игра - две судьбы. ФИльм о грузинском регби



.....

Posted by: bulbula1986 22 Dec 2015, 12:17
https://www.facebook.com/%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90-213980658626934/timeline

საინტერესო გვერდია

Posted by: ushuaia 22 Dec 2015, 12:50
ვის ირჩევენ არ დაადგა საშველიი........................................?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Jan 2016, 19:35
1997

http://issuu.com/qaflan/docs/1997_oazisi

სარბიელის ჩანართი მსოფლიო თასის შესახებ

* იდო ტირაჟის მხოლოდ ნაწილში
* აქვს თუ არა საჯაროს, არ შემიმოწმებია
* უფროსობა გააღიზიანა სლოგანმა "ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში" (16 გვერდზე)
* აღდგენილია 18 წლის შემდეგ, ამონაბეჭდის დასქანვით


Posted by: Lafayette 26 Jan 2016, 21:07
ამონარიდი ვრცელი ინტერვიუდან:
Эксклюзивное интервью компании AIG в России с глобальным послом страховой компании AIG, одним из лучших регбистов мира, бывшим капитаном национальной сборной Новой Зеландии Ричи МакКоу.

- На прошедшем Кубке Мира-2015 Вы играли в составе новозеландской сборной против сборной Грузии. Как Ваше впечатление от игры «Лелос»? Заметен ли прогресс в игре сборной Грузии? Что им не хватило, на Ваш взгляд и над чем им ещё стоит поработать?

Ричи МакКоу: Когда мы играли против Грузии, я был сильно впечатлен. Они все очень крупные мужчины и большинство из них сейчас играет в Европе, так что это был очень жесткий матч. Одна из сильных сторон команды была их защита – нам было непросто через нее пробиться, поскольку они очень хорошо ее выстроили. А выстроить эффективную защиту – это самое важное. Несмотря на то, что они иногда пропускали возможности в атаке, игра была напряженной.
И хотя я с самого начала матча знал, что мы, скорее всего, выиграем, это нам далось нелегко. Все они - хорошие игроки. Они знают, как играть в регби, они профессионалы, и с выходом на более высокий уровень, они продолжат развиваться, я в этом уверен. С этого матча я уходил как с любого другого – с ноющими мышцами и осознанием того, что это была сложная борьба.

Posted by: otia-83 26 Jan 2016, 21:32
აქ დავდებ.
https://www.youtube.com/watch?v=qf1LZx8rAug&feature=share

Posted by: bulbula1986 26 Jan 2016, 21:42

otia-83


Posted by: otia-83 26 Jan 2016, 21:44
bulbula1986
გაიხარე smile.gif დავიტანჯე ვერ დავდე ესე smile.gif არ გამომდიოდა smile.gif

Posted by: bulbula1986 26 Jan 2016, 21:46
otia-83
=share როცა აწერია არ იდება ხოლმე, გაშეარებული ლინკია wink.gif

Posted by: otia-83 26 Jan 2016, 21:47
bulbula1986
ააა გაიხარე.

ეხლა შენ პირველ წყაროდან დადე?

Posted by: bulbula1986 26 Jan 2016, 21:50
otia-83

კი,კი იქიდან დავდე

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jan 2016, 10:20
ლვივ’ელმა ტარას დაც’კომ
შარშან რომ გამოსცა ფუნდამენტური წიგნი =

რაგბის ცნობარი = Довідник з регбі = 422 გვერდი =

user posted image

მაგისი ორი რჩეული ნაწილი იხილეთ აქა

საბჭოეთი https://issuu.com/qaflan/docs/2015_taras-tilki-cpcp
ბრიტანეთის იმპერია https://issuu.com/qaflan/docs/2014_dacko_rugby_a5_mix

მაგრამ რა თქმა უნდა, სჯობს სრული და ნაბეჭდი =
ფერადი, პრიალა ქაღალდზე, მძიმე , კაპიტალური

ჰოდა, ეტყობა ეხლა მაგისი გასაღება = დისტრიბუცია იკისრა
ვიკტორ სტრიჰამ victorstriha@ukr.net
და ვისაც გსურთ შეძენა, მისწერეთ

ჰყიდის 19 ევროდ = 500 ჰრივნად
არა მგონია გეძვიროთ, ჰამაც უკრაინულში გაიწაფებით

@

Posted by: Lotkinski 27 Jan 2016, 12:29
*აუცილებლად წაიკითხეთ*
ეს ამბავი 1981 წელს ხდება. ბოლო ტურია და თბილისის "ლოკომოტივს" გასვლა აქვს სათამაშო კიევის "ავიატორთან", მოკლედ ჩადიან კიევში, სადაც აეროპორტშივე ხვდებათ იმათი კლუბის მენეჯერი და პირდაპირ ეუბნება:
"ტყუილად გარჯილხართ ამოდენა გზაზე, ბიჭების ნახევარს მანქანებს შევპირდით, ნახევარს პრემიებს, მსაჯი კიდევ გრუმბინასია და თქვენ თვითონ მიხვდითო".
ეს გრუმბინასი იყო მეტად საზიზღარ...ი ტიპი, მის სახელს უკავშირდებოდა ყველანაირი ჩაწყობა, მაგრად ჰქონდა შესწავლილი რაგბის წესები და ისე მოხერხებულად ასრულებდა თავის საქმეს, რომ ჩვეულებრივი მაყურებელი ვერაფერს ამჩნევდა.
მეორე დღეს თამაში დაიწყო, მაგრამ რად გინდა! იმათ ნახევარზე გადავალთ თუ არა, გრუმბინასი იმ წამსვე ჯარიმას გვაძლევს და უკან გვაბრუნებს, ტრიბუნები სკანდირებენ "ბეი გრუზინავ! ბეი გრუზინავ!" მოწინააღმდეგე გუნდიც მაგრად უხეშობს, არც ჩვენები ჩამორჩებიან და არი ერთი ამბავი. დაიწყო მეორე ტაიმი, 7 ქულით ვაგებთ და ამ დროს მოდის ცნობა, რომ ცამეტი კაცით დარჩენილი, ანუ ორკაცგაგდებული ქუთაისის "აია" გასვლაზე უგებს "ვვა"-ს.
თამაში უკვე მთავრდებოდა, 20 ქულას ვაგებდითარასამართლიანი მსაჯობით, ბიჭები ბოღმისგან ტიროდნენ, ამ დროს კილასონიამ ზედ მსაჯის თავზე დაკიდა მაღალი ბურთი, "სვეჩკა". გინახიათ, როგორ გარბიან კორიდას წინა დღეს ვიწრო ქუჩებში გაშვებული ხარები? თავჩაღუნულები, დაუნდობლები, ყველაფერს რომ ანადგურებენ, რაც გზაზე გადაეღობებათ, აი, ზუსტად ეგრე დაიძრა მთელი ჩვენი თვალებჩასისხლიანებული და ნიშანს მიმხვდარი შერკინება მსაჯის მოსაკლავად. გრუმბინასმა ჯერ ბურთს ახედა, შემდეგ მისკენ მთელი სისწრაფით წამოსულ ბიჭებს შეავლო თვალი, სასტვენი დააგდო და გაიქცა, ჯერ რკინის მაღალ ბადეს გადაახტა, მოედანს რომ შემოსაზღვროდა, შემდეგ ტრიბუნებსაც გასცდა და გარეთ, ქუჩაში გავარდა.

[ლადო კილასონიას ნაამბობის მიხედვით]
სამწუხაროდ იმ მატჩის ფოტო ვერსდ მივაკვლიე.
( გ.მ

Posted by: bulbula1986 27 Jan 2016, 12:31
QUOTE
აუცილებლად წაიკითხეთ*
ეს ამბავი 1981 წელს ხდება. ბოლო ტურია და თბილისის "ლოკომოტივს" გასვლა აქვს სათამაშო კიევის "ავიატორთან", მოკლედ ჩადიან კიევში, სადაც აეროპორტშივე ხვდებათ იმათი კლუბის მენეჯერი და პირდაპირ ეუბნება:
"ტყუილად გარჯილხართ ამოდენა გზაზე, ბიჭების ნახევარს მანქანებს შევპირდით, ნახევარს პრემიებს, მსაჯი კიდევ გრუმბინასია და თქვენ თვითონ მიხვდითო".
ეს გრუმბინასი იყო მეტად საზიზღარ...ი ტიპი, მის სახელს უკავშირდებოდა ყველანაირი ჩაწყობა, მაგრად ჰქონდა შესწავლილი რაგბის წესები და ისე მოხერხებულად ასრულებდა თავის საქმეს, რომ ჩვეულებრივი მაყურებელი ვერაფერს ამჩნევდა.
მეორე დღეს თამაში დაიწყო, მაგრამ რად გინდა! იმათ ნახევარზე გადავალთ თუ არა, გრუმბინასი იმ წამსვე ჯარიმას გვაძლევს და უკან გვაბრუნებს, ტრიბუნები სკანდირებენ "ბეი გრუზინავ! ბეი გრუზინავ!" მოწინააღმდეგე გუნდიც მაგრად უხეშობს, არც ჩვენები ჩამორჩებიან და არი ერთი ამბავი. დაიწყო მეორე ტაიმი, 7 ქულით ვაგებთ და ამ დროს მოდის ცნობა, რომ ცამეტი კაცით დარჩენილი, ანუ ორკაცგაგდებული ქუთაისის "აია" გასვლაზე უგებს "ვვა"-ს.
თამაში უკვე მთავრდებოდა, 20 ქულას ვაგებდითარასამართლიანი მსაჯობით, ბიჭები ბოღმისგან ტიროდნენ, ამ დროს კილასონიამ ზედ მსაჯის თავზე დაკიდა მაღალი ბურთი, "სვეჩკა". გინახიათ, როგორ გარბიან კორიდას წინა დღეს ვიწრო ქუჩებში გაშვებული ხარები? თავჩაღუნულები, დაუნდობლები, ყველაფერს რომ ანადგურებენ, რაც გზაზე გადაეღობებათ, აი, ზუსტად ეგრე დაიძრა მთელი ჩვენი თვალებჩასისხლიანებული და ნიშანს მიმხვდარი შერკინება მსაჯის მოსაკლავად. გრუმბინასმა ჯერ ბურთს ახედა, შემდეგ მისკენ მთელი სისწრაფით წამოსულ ბიჭებს შეავლო თვალი, სასტვენი დააგდო და გაიქცა, ჯერ რკინის მაღალ ბადეს გადაახტა, მოედანს რომ შემოსაზღვროდა, შემდეგ ტრიბუნებსაც გასცდა და გარეთ, ქუჩაში გავარდა.

[ლადო კილასონიას ნაამბობის მიხედვით]
სამწუხაროდ იმ მატჩის ფოტო ვერსდ მივაკვლიე.
( გ.მ


ძალიან მაგარი ამბავია smile.gif))))))))))))))))

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jan 2016, 12:44
გაზვიადებულია და ზღაპარია, რაკი
მორიგი კავკასიური ლეგენდაა და
მხატვრული ნაწარმოებია ბოლო-ბოლო

@

"ალფა" (ალფონსას) ნამდვილად იყო გაყიდული მსაჯი = სულ რუსებს ელაქუცებოდა და
1986 წელს, ირბ-ის საუკუნოვან ყრილობაზეც კი მიავლინეს დელეგატად

სიბერეში კი დაკუტდა და რომ დათვრებოდა,
მოთქვამდა, რას ვერჩოდი ღრუზინებსო

@

ჩვენ გვაწყობდა 4 ქულით წაგება და ავიღებდით ვერცხლს
ეგრე’ვე მორჩა პირველი ტაიმი, მაგრამ მეორეში მოგვერივნენ (მსაჯიანად)
და ბრინჯაოღა გვერგო უარესი პირადით = სეზონის სამი მატჩის ჯამში

ქუთაისმა ის თამაში მართლაც მოუგო ვევეას, მაგრამ
ამას ყოფნიდა ნებისმიერი წაგებაც, ოღონდ წითელი ბარათი არ უნდა მიეღო,
თორემ ლიმიტის გადაჭარბებისთვის ისევ დაექვითებოდა ქულა =
მანამდე ეგრე ორჯერ დაემართა და ვერა და ვერ დაიბევა პირველობა

თამაში იყო სპატრაკზე, პოდოლისა და კურენიოვკის მიჯნაზე
დაგუგლეთ და ნახეთ მაგისი ფოტოები
დაუჯერებელია, მსაჯი სტადიონის ღობეზე გადამხტარიყო,
ჰამაც ტრავმაის ხაზისკენ + თანაც თუ სავსე ტრიბუნები მხარს უჭერდნენ

წერია აქა http://ovaluri.comxa.com/matiane50/Years/1981.htm


ფინალი 1981 ქ მ-წ*ფ `დ გატ:გაშ

ვევეა (მონინო) 31 15-3*3 `2 295:178
ავიატორი (კიევი) 28 13-6*2 273:189
ლოკომოტივი (თბ) 28 13-6*2 236:221

ლოკომოტივი (მ) 22 11-10 259:188
სლავა (მოსკოვი) 16 8-11*2 `2 319:226
ფილი (მოსკოვი) 14 6-13*2 213:299
სახლმშენი (ქუთ) 13 6-14*1 227:393
ეტს (კრასნოიარს) 12 6-15 264:392

ქულა: 235 (რეკორდი!) ვლადიმირ ბობროვი (ვვა)

@

Posted by: bulbula1986 27 Jan 2016, 12:50
QUOTE
სამწუხაროდ იმ მატჩის ფოტო ვერსდ მივაკვლიე.


ლოკომოტივის თასის სურათებიც არ არსებობს და ძალიან სამწუხაროა.

ქართული რაგბის ალბათ პირველი დიდი წარმატება და ცუდია უსურათოდ

Posted by: ramazi-rugby 27 Jan 2016, 12:56
QUOTE
ვევეა (მონინო) 31 15-3*3 `2 295:178

QUOTE
ქულა: 235 (რეკორდი!) ვლადიმირ ბობროვი (ვვა)

ამას აუკრეფია ყველაფერი
ლელოც გარგასახვაც და ჯარომებიც
295-დან 235 ქულა როგორია?
21 თამაშში დანარჩენებმა 60 ქულა?

საკვირველია!

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jan 2016, 13:02
60 ქულა \ 4 = სხვებმა სულ 15 ლელო 21 თამაშში

Posted by: ramazi-rugby 28 Jan 2016, 17:28
ლუკასა და ნიკოს მამა
ვიპოვე ზალიკო ეგ ჩანართი
16 გვერდიანი პატარა ბროშურა
სიძველისგან ყვითელა ოღონდ

იქვე ამის ძებნაში
რაგბის თამაშის წესები 1994-1996

დასტამბვის ხარჯები გუმარს რომ გაუღია

Posted by: სურამელი 30 Jan 2016, 13:34
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/

ესაა სურათები გოგო სუთიაშვილის ოჯახიდან. სამწუხაროდ მეტი ფოტოები არ აქვს sad.gif

ძია ზაალ ვინ არიან თქვენ უკეთ გეცოდინებათ, მე მხოლოდ რამდენიმეს ვცნობ (ბაბაჯანას, ავთო ღიბრაძეს..), გოგი ვერ მოვიხელტე რომ მიმეწერინებინა smile.gif


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Jan 2016, 16:47
ყველას,

ზემოდან მერვე სურათზე კი მოჩანს ის კიევური ღობე,
რომელსაც ვითომ გადაახტა მსაჯი გრუმბინასი


Posted by: bulbula1986 30 Jan 2016, 17:00
უჰ ბუბკა იყო თუ მსაჯი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Feb 2016, 20:07
ყველა რკენა და ბალანსი ღირსეულ მეტოქეებთან

აქედან http://site.rugby.ge/ka-GE/European-Nations-Cup/

http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-POR-Past/
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-SPN-Past/
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-RUS-Past/
http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-ROM-Past/

გერმანიის მეხუთედ ძლევის შემდეგ:

17 ერთა თასზე (2000-2016)
81თ (40შ 38გ 3ნ) 65-12*4
ქ 2479:1014 (+1465) ლ 322/80 (+242)

მართლაც, რაღა გვესაქმება ამ დონეზე?
მაგრამ შემდეგამდეც შორია = თანაც არ გვიკარებენ
რამე საშუალედო კი არ არსებობს ამ განფენილ რაგბეთში

@


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Feb 2016, 14:11
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5161&callerModID=17364&Title=%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%96%20%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94%2070

თამაზ მგელაძე 70

26.02.2016

საქართველოს რაგბის კავშირი, სრულიად რაგბის თემის სახელით,
70 წლის იუბილეს ულოცავს
გამოჩენილ მოთამაშეს, მწვრთნელსა და მოღვაწეს, თამაზ მგელაძეს

+ თუ შეიძლება, გაავრცელეთ ფეის’ბუქით = ამ რანგის ხალხი ცოტა გვყავს

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Apr 2016, 11:11
ჟაკო (აკოფ = ჰაქობ) თავიდან = ჲერევანში = ელისპეტისტი იყოო

user posted image


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 May 2016, 19:56
გამოიწერეთ ოვალური ოაზისი
https://www.facebook.com/ovaluri/

2016 = ლელო 17:15 ლოკო >> ზედიზედ მეოთხე ფალავნობა!

2016 = საბოლოო კიბე: 1 ლელო, 2 ლოკომოტივი, 3 ჯიქი,
4 ყოჩები, 5 ბათუმი, 6 აია, 7 აკადემია, 8 არმია, 9 არმაზი, 10 ხარები

დამოუკიდებელი საქართველოს ჩემპიონატები
დასი და სამეულები * მედალოსნები * ფინალები
http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-Champs/

+ გუნდების გზა საქართველოს ჩემპიონატებში
http://ovaluri.comxa.com/GANZI/MRUDEBI.htm


Posted by: thug 14 Jun 2016, 04:34
არის თუ არა ისტორია? smile.gif
რომელი წელია აბა?


Posted by: iverieli 14 Jun 2016, 08:58
thug
2000 წელი უნდა იყოს. 3 ქულით წავაგეთ რუმინეთთან. თამაშის მიწურულს დავდეთ ლელო, მაგრამ მერე დრო აღარ გვქონდა რო 3 ქულაც გაგვებათილებინა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jun 2016, 10:41
2002 წელია, თავიდან ბევრით რომ ჩამოვრჩით და მერე ვეღარ დავეწიეთ

http://site.rugby.ge/ka-GE/2016-REC-ROM-Past/


2002
06/04
ეროვნული
ეთ + ანთ

23:31
2/3

პირველად რომ გათამაშდა ანთიმოზ ივერიელის თასი,
ედო’ბაბუს რომ დაუდგეს ლოჟაში და რუმინეთს გასახდელშიღა მიუტანეს

http://ovaluri.comxa.com/matiane50/Years/2002.htm


Posted by: thug 15 Jun 2016, 03:04
QUOTE
2002 წელია

............

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jun 2016, 19:37
1973 * რეგბი ლელოში

https://issuu.com/qaflan/docs/1973_lelo

გაზეთის ამონაჭრების არეული სქანი პატრონის არქივიდან

Posted by: სურამელი 17 Jun 2016, 10:02
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
1973 * რეგბი ლელოში

https://issuu.com/qaflan/docs/1973_lelo

გაზეთის ამონაჭრების არეული სქანი პატრონის არქივიდან


ვაჰ რა მაგარია smile.gif
მადლობა ძია ზაალ smile.gif
* * *
ლუკასა და ნიკოს მამა
ძია ზაალა მომდევლო წლების ლელოების გაცოცხლებასაც აპირებთ?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jun 2016, 10:55
ვაპირებ, მაგრამ მანამდე ერთხელ მაინც მომაკითხე, ვისაუბროთ და

რაც მაგ ლელოებში წერია, ბევრად მეტს მოგიყვები =

თან ჩემს ჩანაწერებს შევადაროთ = თამაშის დროს ვინიშნავდი ბლოკნოტებში,
მოთამაშეთა ნომრებით და წუთებით,
ჯარიმებს საიდან ურტყამდნენ,
10-10 წუთად რამდენს ვიგებდით-ვაგებდით დერეფნებს, შერკინებებს და ა.შ.

Posted by: სურამელი 17 Jun 2016, 11:29
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ვაპირებ, მაგრამ მანამდე ერთხელ მაინც მომაკითხე, ვისაუბროთ და

რაც მაგ ლელოებში წერია, ბევრად მეტს მოგიყვები =


საინტერესო იქნება. აუცილებლად ვიზამ მაგ საქმეს smile.gif
მადლობა smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Jun 2016, 14:49
დუგლას კავთელაშვილი 70

საქართველოს რაგბის კავშირი 70 წლის იუბილეს ულოცავს გამოჩენილ მოთამაშესა და მწვრთნელს

https://www.facebook.com/ovaluri/

სრულად >> http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5545&callerModID=17364&Title=%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A1%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%2070

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Aug 2016, 13:22
1972

user posted image

აკლია 10 სექტემბრის ანონსი, რადგან
ტვენტეს სტუმრობის გამო რჱგბი ავჭალაში გაამსერეს
და გაზეთში დროულად ვერაფერი დაწერეს

მეოთხე კლასში ვსწავლობდი და ოჯახმა ისე გვიან შეიტყო სად ტარდებოდა,
რომ პეკინის ქუჩიდან ვეღარ წამიყვანა -- მგონი უკვე დასრულებულიც იყო,
მაგრამ ღამის თორმეტზე კი თქვა "საკავშირო რადიომ" 20’წუთა მიმოხილვაში,
რომ მაჩანჩალა კიევის "დინამო" ვძლიეთ 15:14 --
გაზეთიდან შევიტყვე, რომ თურმე ბოლო შეტევით!

ივნისში, მაისთან თამაში თავიდან 19 საათზე დანიშნეს,
მაგრამ მერე მოტვინეს, რომ მაგ დროს ტელევიზორში
გერმანია - საბჭოეთის ფეხბურთი იყო, ევროპის ფინალი

იმ ბრინჯაოს სეზონზე

http://ovaluri.comxa.com/matiane50/Years/1972.htm
https://issuu.com/Qaflan/docs/1972_lelo__
https://issuu.com/Qaflan/docs/1972_sov.spo

+ გუშინდელი წამოწყება
http://ovaluri.comxa.com/ZANDUKI/index.htm

-- ჯერაც ჩასასმელია, რაც კი გადამიღია
2011 აგვისტოდან 2015 წლის ბოლომდე

@

Posted by: GiorgiG83 1 Aug 2016, 13:41
ლუკასა და ნიკოს მამა

up.gif

smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Aug 2016, 11:16
http://pix.ge/x/a/p/la38p/ http://pix.ge/x/a/v/zhyid/ http://pix.ge/x/b/d/ltle3/

სრულად http://ovaluri.comxa.com/ZANDUKI/TELI/1987.htm

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Aug 2016, 23:36
2001

https://issuu.com/qaflan/docs/2001_jurnali-1

15 წლის წინ "დაბეჭდილი ჟურნალის" პირველი ნომერი
რაკი 1992 წელსაც აიწყო https://issuu.com/Qaflan/docs/1992_ovalurisamqaro
მაგრამ აღარ დაიბეჭდა

სულ 28 გვერდია და უხეიროდაცაა დაბეჭდილი, მაგრამ ინფოთია გაჯერებული - ძაან სერიოზული საკითხავია!

@

Posted by: სურამელი 17 Aug 2016, 10:49
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
2001

https://issuu.com/qaflan/docs/2001_jurnali-1


რა ძალიან მაგარი ჟურნალია. რა კარგი იქნება ახლაც გამოდიოდეს ერთი ასეთი sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 25 Aug 2016, 13:02
1949

სენსაციური სიახლე ბელადის დაისის ხანიდან =
თითქმის ერთი კვირაა ვიცი, მაგრამ ფალავნობამ დაგვიჩრდილა

user posted image

ეს პროგრამა ონლაინ’აუქციონიდან გამოიწერა მოსკოველმა კოლექციონერმა ვლად დაშევსკიმ =
შეიძლება იცნობდეთ "მეორე დონის" ფორუმიდან = ვოვა12 = უცხოელებს რომ აბრაზებს ენა’მწარეობით

ჭაშნიკად მოჰყოლია ორი სქანი და მეორეზე სასწაული წერია = მონაწილეთა სიაში სამტრედიის "უროჟაჲ"
(სიტყვა’სიტყვით "მოსავალი" >> ქართულად - სპორტ’საზოგადოება "კოლმეურნე")

ამით ერთ’შაბად გაეცა პასუხი რამდენიმე კითხვას, ხოლო
ვოვა რომ მიიღებს ფოსტით ამ რელიქვიას, გვპირდება, მთლიანად დავასქანებო


(0) თუ რა ტურნირზეა საუბარი, იხილეთ
აქ http://ovaluri.comxa.com/2010/KA/26_SOV-1947.htm მოკლედ კი

ქალაქთა 1949 >> მ-წ გატ:გაშ

ფიზკ.ინსტ (კიევი) 4-0 49:12
დინამო (მოსკოვი) 3-1 (113:14)
ბურევესტნიკ (მ) 2-2 (9:26)
ნეფტიანიკ (ბაქო) 1-3 (17:21)
ბოლშევიკ (რჲაზან) 0-4 (6:121)

რჱგბი ორი წელი იყო, ისევ აღარ ეთამაშათ საბჭოეთში ...
აწ უკვე (ალბათ) სამუდამოდ მივიწყუბული მიზეზით

და ამ ერთხელაც ... სათვალავი მერევა, მერამდენედ ... სცადეს აღორძინება

მაგის გამო ხელახლა გამოსცეს წესები >> https://issuu.com/qaflan/docs/1948_regbi

დანიშნეს კიევის ტურნირი და მიიწვიეს

მოსკოველი და ბაქოელი რჱგბისტები,
უკრაინელი ხელ’ბურთელები,
ქართველი ლელო’ბურთელები

... რჲაზან "პოლიტ’განათლების ქსელმა" (საზოგადოება ბოლ’შევიკ) ვინ მიავლინა, გამოცანად რჩება

ტურნირმა გაამართლა, ჩემპიონი კიევი (მოსკოვს სირცხვილი!) დაჯილდოვდა ქანდაკით

http://pix.ge/x/b/f/mv97s/

მაგრამ რჱგბიცა და განდ’ბოლიც შემდეგ წელს აღარ დააფინანსეს =
1952 წელს ჰელსინკის ოლიმპიადიაზე დებიუტისთვის
ორივე უსარგებლო სახეობა იყო

ხელბურთი აღდგა 1954 წლიდან, რაგბი - 1958 წლიდან


(1) ბევრგან გვინახავს ადწერილი, "ექვსის მატჩიო" =
"ქალაქი" აშკარად ზედმეტია =
მეექვსე ყოფილა სამტრედია და აღარ ჩასულა!

სამტრედიამ = დიდი ჯიხაიშის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმმა 4 სექტემბერს, თბილისში,
დინამოზე მოუგო ლელოს (ლელო’ბურთის) ფინალი ჩოხატაურს 9:1 >> http://lelo.comyr.com/Istoria.htm
და ეტყობა, როგორც ჩემპიონი, უნდა მიევლინათ რჱგბის სათამაშოდ კიევში


(2) შემდეგი წლის = 1950 = ლელოს ტაბულის არშიაზე რაგბის ნახატებია

http://pix.ge/x/b/l/1jqyw/

1935 წელს გამოცემული ამ რუსული წიგნიდან https://issuu.com/qaflan/docs/1935_sokolov_butyagin

თავად ნახატები კი >> http://pix.ge/x/b/l/p788j/ http://pix.ge/x/a/y/kll2q/ http://pix.ge/x/b/b/vb8sv/

ანუ ჩვენი ლელოს აქტივი აზრზე იყო = რომ საბჭოეთში, სხვაგან "რაღაც რჱგბი" არსებობს,
წიგნიც ჰქონდა და ესმოდა, რომ რჱგბის სათამაშოდ შეეძლოთ გაეგზავნთ

აკი მერეც = სულ ბოლო 1958 აღორძინების შემდეგ = ბევრჯერ გვისაყვედურეს,
ლელოს რაიონებს ყურადღებას რად არ აქცევთო


(3) 1947 წელს თბილისში რომ მოეწყო ეგეთივე ტურნირი, დავიკავეთ ბოლო ადგილი



მანდ ითამაშეს ფიზკულტურის ტექნიკუმის სტუდენტებმა = მომავალმა ფიზ’მომზადების ინსტრუქტორებმა

მაგათ ერთ მემუარში ეწერა, 1948 წელს ოდესაში არ გაგვიშვესო =
ეგეთი ტურნირი არც ჩატარებულა (აქამდე ცნობილი მონაცემებით)

1949 წელს კი სპორტის უფროსობამ = ამხანაგი ფარულავა = ეტყობა, სწორად დაასკვნა,
ლელოს მოთამაშეები "უმეცარ ახალბედებზე" უფრო ივარგებენ რაგბშიო,
მაგრამ ფაქტია, რომ აღარ გვითამაშია ... 1959 წლამდე, ჟაკომდე

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 4 Sep 2016, 21:15
1958

ვინ იყვნენ გ.ფარცვანია და ტ.კაპიტანოვი?

http://pix.ge/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 10 Sep 2016, 10:09
1990

რას აღარ გადააწყდები ... თურმე მაშინაც ჯობდა ვარკეთილის მეურნეობა!

7 ივნისი = პოლიტეხნიკ,კიივ 9:13 ელმავალი.ტბილისი

ის დროა, ორ ჩემპიონატში პარალელურად რომ რაგბობდნენ ...


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Sep 2016, 20:25
2011

http://pix.ge/

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Sep 2016, 10:34
ქართული რაგბის თავ’კაცები

ოფიციალურიცა და დე’ფაქტოც

(( შემადგენინეს პრომო’აქციისთვის 9 თებერვალს, მაგრამ
მერე მაგისი თაოსანი დიდ, მგონი სარეკლამო ბიზნესში გადავიდა ))

1935 ? (მიხეილ გორგაძე)
1937 თედო სხირტლაძე
1940 გიგა დვალი
1947 ბორის თავართქილაძე
1959 ჟან ჰასპეკჲან
1961 გივი მრელაშვილი
1964 ბორის პაიჭაძე
1968 ტიტე ჭანჭალეიშვილი
1971 მიხეილ ლაზიშვილი
1973 გია ჩეჩელაშვილი
1976 * მრელაშვილი
1977 სანდრო მელითაური >> ომარ ხიზანიშვილი
1982 ილია ბუაძე
1985 კიტა შავიშვილი
1986 დავით კილასონია (სახელმწიფო მწვრთნელი)
1989 ალეკო გოცირიძე
1991 ნუგზარ ენდელაძე
1993 გოჩა აბაშიძე
1994 მურმან ომანიძე >> თენგიზ რუხაძე
1995 ბიძინა გეგიძე
2004 მერაბ ანთაძე
2007 გია ნიჟარაძე
2016 გოჩა სვანიძე

@

Posted by: xDavid_S 7 Oct 2016, 16:59

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Oct 2016, 21:41
1994 >> 1995

https://issuu.com/qaflan/docs/1994_ragbis-tesebi

1994 რაგბის წესები

ძველი, 28-თავიანი კოდექსის ბოლო ქართული გამოცემის სქანი * გამოიცა მორაგბეთა ფირმის - "გუმარის" შეწევნით

წესების ხოხოლა >> https://issuu.com/qaflan/stacks/5062d785b1e44c5ba24db0dc54a25226

@

Posted by: OSTAP 12 Oct 2016, 00:08
გენიალური წიგნია. 1994 წელს ჯერ კიდევ იყო "მოყვარულობის განცხადება" smile.gif

ჩემი ბავშობის ფრაზა იყო : წაღის ჭვინტზე ცალი ქაცვის ქონა აკრძალულია smile.gif smile.gif პირველად მემგონი ამ წინადადების სათარგმნად გადმოვიღე სულხან-საბა smile.gif smile.gif იგივე აბრაგანის გასაგებად დამჭირდა smile.gif

ზაალ ბატონი ერთის მხრივ რაგბში და მეორეს მხრივ ქართულში გვანათლებდა, თუმზა მე მაინც დიდხანს ვიყავი "ზენ" მეტობის მიმდევარი და მემგონი სამწუხაროდ ჩუმად დღესაც ვრჩები ასეთად
* * *
კიდე იყო წიგნი, თუ არ ვცდები "რეგბი, რეგბი" თუ მსგავსი. ავტორი სამწუხაროდ დამავიწყდა. მოყოლილი იყო კიზირიას, კილასონიას და სხვა მორაგბეების ისტორიები smile.gifმილიონჯერ მქონდა წაკითხული smile.gif

Posted by: xDavid_S 12 Oct 2016, 07:36
OSTAP
QUOTE
ჯერ კიდევ იყო "მოყვარულობის განცხადება"

ეს რას ნიშნავს, ოსტაპ ჩემო?

ფულს არ ავიღებ-ო, იფიცებდით?

QUOTE
წაღის ჭვინტზე ცალი ქაცვის ქონა აკრძალულია

ანუ ბუცის წვერზე ეული შიპის-ო?

war.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Oct 2016, 12:16
QUOTE
ავტორი სამწუხაროდ დამავიწყდა

გაბრიელ ბარჯაძე, ჭიათურელი, სპორტის ოსტატი ჭიდაობაში (რომელში - ვერ ვიცი)

http://site.rugby.ge/ka-GE/Origins/

გაბრიელ ბარჯაძის წიგნები
ეროვნული ბიბლიოთეკის კატალოგში
http://www.nplg.gov.ge/ec/ka/cart/search.html?cmd=search&pft=biblio&qs=700:%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94+%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%94%E1%83%9A

რაგბზე დაწერა სამი წიგნი: ეს ორი + "მარაო თოვლზე" (ა4 ზომის შავ’თეთრი ალბომი - კავშირში შემოგვრჩა ბევრი)

user posted image user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Oct 2016, 12:00
20 წლის წინ

user posted image

საქართველო 29:20 რუსეთი

საქ: იურინი ბესელია ჯიმშელაძე ალანია (ჩიქვინიძე 41) ქავთარაშვილი (ბუგიანიშვილი 72)
<10-9> მაჩიტიძე შ.მოდებაძე /
მთიულიშვილი (ფირცხალავა 15-20) ობოლაძე^კაპ ცაბაძე;
ნადირაძე რაფავა (პარწიკანაშვილი 66);
ზ.ლეჟავა ლაბაძე გ.გიუნაშვილი (კ.კობახიძე 55) -
3ლ: ქავთარაშვილი მოდებაძე ნადირაძე; გ 2ჯ: მაჩიტიძე; 2ა: მაჩიტიძე იურინი

რუს: ზაკარლიუკ შალიუტა ვ.სოროკინ^კაპ შევიაკოვ ზეერ
<10-9> ბოლდაკოვ სტაროვატოვ (ბიჩკოვ 72) /
ხოხლოვ ნიკოლაიჩუკ ბიკბოვ;
კისელიოვ კრიკსა;
გრაჩოვ ა.სოროკინ (ნეგოდინ 41) კაშჩეევ -
ლ 5ჯ: ბოლდაკოვ

რეფ ბარაბ (სფრ)

3:0(2ა) 3:3(7) 6:3(13) 6:6(21) 11:6(25) 14:6(29) 14:9(32) 19:9(34) 19:12(39) 22:12(40ა) /
22:15(54) 22:20(64) 29:20(80+3)

კვი 20/10 1996 @ თბილისი, ეროვნული


5 წლის წინ

http://pix.ge/

Posted by: OSTAP 22 Oct 2016, 21:34
ეხლა ჯიქი-ლოკომოტივის ჩანაწერს ჩავუჯექი და ცუდი ამბავი გავიგე sad.gif sad.gif ბატონი გოჩა აბაშიძე გარდაცვლილა. სამწუხაროდ კიდევ ერთი კაცი წავიდა, რომელიც იმ პლეადას ეკუთვნის, რომელმაც ქართული რაგბი აქამდე მოიტანა.

Posted by: GiorgiG83 25 Oct 2016, 11:06
ლუკასა და ნიკოს მამა

ბატონო ზაალ,
ნაკრებს სიმბოლო პირველსაწყისად ჰქონდა შევარდენი, შემდგომ ჩანაცვლდა ბორჯღალით

ამ ამბების ისტორია გეცოდინებათ, რა და როგორ იყო?
ჯერ შევარდენი, სანამდე
მერე ბორჯღალი და როგორ

smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Oct 2016, 11:13
თავიდანვე უნდა ყოფილიყო ბორჯღალი,
მაგრამ გია ჯაფარიძეს დაახატვინეს შევარდენი (1989) =
გიორგი ნიკოლაძის თაობის პატივ’საცემად =
ბორჯღალი ოლიმპიური კომიტეტისაა და სანაპიროს აუზისო

1995 წელს კი გეგიძემ და ქასაშვილმა აღადგინეს ბორჯღალი =
მით უფრო, რომ ლარსა და თეთრსაც ეგ ეხატათ

Posted by: სურამელი 26 Oct 2016, 12:11
QUOTE
1995 წელს კი გეგიძემ და ქასაშვილმა აღადგინეს ბორჯღალი =
მით უფრო, რომ ლარსა და თეთრსაც ეგ ეხატათ


ისედაც გაცილებით ლამაზია ბორჯღალი smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Oct 2016, 11:34
1966 >> 2016

ნახევარი საუკუნის წინაც პარასკევი ყოფილა -
მაგ დღეს თბილისში დაიწყო საბჭოეთის "საცდელი" ჩემპიონატი

http://pix.ge/x/b/f/ew5q1/ http://pix.ge/x/a/y/nvxlw/

ბრენდის ახსნა: კლასიფიკაციაში ჯერაც ვერ შეეტანათ რჱგბი, არც ფედერაცია არსებობდა =
გაფორმდა 1967 წლის 31 მარტს, გენერალ’მაიორი ილჲუშინ 40 წლის რომ შესრულდა

შეიკრიბა 6 გუნდი 4 ზონიდან და ითამაშეს ერთ წრედ

დასრულდა იქეთა შაბათს, 5 ნოემბერს, ნაწვიმარ ვაკეში

თბილისის "დინამომ" დაიკავა მეორე ადგილი

გუშინ გვეწვივნენ კავშირში და აპირებენ აღნიშვნას

დავთვალეთ და 20 მოთამაშიდან და 3 უფროსიდან ცოცხალია 10+1

რაც მთავარია, მოიტანეს ჩემთვის აქამდე უცნობი ხელ’ნაწერი სია -
ხუთივე მატჩის შემადგენლობისა სათითაოდ

ვისი ხელია, ვერ იციან, მაგრამ
შეჯიბრის დამთავრებისას დაწერილსა ჰგავს
და ამდენად, ბევრად უფრო ზუსტი იქნება, ვიდრე
"ლელოში" კანტი’კუნტად გამოქვეყნებული და არეული -

გაზეთის მწერლებმა რჱგბი ერთობ სუსტად იცოდნენ და
გუნდის ჩამოთვლის რიგიც "ეკიდათ" -

მაგ ლაწირაკეებზე ისედაც არამია,
დიად ჴ’ბურთელთა და მოჭიდავეთა გვერდით რომ ვახსენებთო

@

ფაქტ’ფაილის ბეტა’ვერსია >> http://lelo.comyr.com/etc/1966=2016.htm

იმედია, შენიშნავთ პარადოქსს, რომელიც
ნათლად წარმოაჩენს მაშინდელი რჱგბის არსს

@

იქეთა კვირაში ამბავთან, ფოტოებთან და მემუარებთან ერთად დავდებთ კავშირის საითზე

@

მატიანის თავი მაგ წლისა >> http://ovaluri.comxa.com/matiane50/Years/1966.htm

+++

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 5 Nov 2016, 12:00
50 წლის წინ = შაბ 5\11 1966 @ ვაკე, დაახლოებით 15.30

user posted image

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Nov 2016, 09:20
წუხელ ლაშა ხურციძემ მითხრა, რომ საფრანგეთიდან ამბავი მოსულა,
10 სექტემბერს გარდაიცვალა’ო ჟაკ ასპეკიანი - იქნებოდა 89 წლის

Posted by: GIORGI112 11 Nov 2016, 10:44
ვაჰ ჟაკი დაღუპულა.... ისე კარგა ხანს კი უცოცხლია მაინც, არაა 89 წელი ცოტა

Posted by: dimitriiiii 13 Nov 2016, 08:35
გამარჯობა, ნაკრების ფორმის შეძენა სად არის შესაძლებელი?

Posted by: kobalt 7 Dec 2016, 01:20
ეხლა ვიკიპედიაზე შევედი რაგბის ისტორიამ დამაინტერესა საქართველოში))) და მოკლედ რომ ვთქვათ წერია ტყუილი! არ ვიცი ტაროა ასე მაგრამ სამწუხაეოდ მართლა ვინც შექმნა პირველი ქართული გუნდი საქართველოში ის ადამიანი საერთოდ არც არი ნახსენები, მე მხედველობაში მყავს გიგა დვალი რომელმაც ორმოციან წლებში შექმნა პირველი ქართული გუნდი მიიღო მონაწილეობა საქალაქთაშორისო ტურნირებში იყო თამაშები გასვლითი და ადგილზეც არის სტატისტიკა და დიკუმენტური მასალაც, ეს არის ძალიან სამწუხარო რომ ადამიანს არ უფასებენ წვლილს მე თუ მკითხავთ მას ძეგლი უნდა დაუდგან საქართველოში როგორც ვებ ელისს ინგლისში. მე ასპეკიანის წინააღმდეგი არაფერი მაქვს ყველას უნდა დაუფასოთ შრომა მაგრამ არ მესმის ასეთი ფორმა რატო მიიღო ამ ყველაფერმა ცოტა კომიკურიც არი, ასეთი თხრობა ისტორიის მხოლოდ ორ ადგილას გვხვდება ერთი ქართული რაგბის ისტორიაში "ისტორია ასპეკიანამდე და ასპეკიანის შემდეგ " და მეორე კაცობრიობის ისტორია "ქრისტეშობამდე დაქრისტეშობის შემდეგ " ))))))

Posted by: lepori 7 Dec 2016, 02:53
kobalt
QUOTE
ეს არის ძალიან სამწუხარო რომ ადამიანს არ უფასებენ წვლილს

ვიკიპედიას ყველა წერს
ჩაასწორე სტატია და მიუთეთე წყარო
სხვა ვისგან ითხოვ დაფასებას შენთვითონვე თუ არ დააფასებ smile.gif

ისე გიგა დვალზ წერია ქართული რაგბის მატიანეში
ასპეკიანიდან კი ქართული რაგბის უწყვეტი ისტორია იწყება, მაგიტომ გვხვდება
QUOTE
ქართული რაგბის ისტორიაში "ისტორია ასპეკიანამდე და ასპეკიანის შემდეგ "


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Dec 2016, 11:45
გრიგოლ "გიგა" დვალის შესახებ

user posted image

http://ovaluri.comxa.com/2011/L1/13_Matiane_1940Bochin.htm
http://ovaluri.comxa.com/2010/KA/13_SOV-1940.htm
http://ovaluri.comxa.com/2010/K9/29_SOV-1937.htm

@

დვალამდეც იყო ერთი მცდელობა

user posted image

http://ovaluri.comxa.com/2011/LC/22_Matiane-1935.htm

@

Posted by: kobalt 7 Dec 2016, 13:08
lepori
აქ მხოლოდ ვიკიპედიაზე არ არი საუბარი ყველგან სადაც რამე ცერია ქართულ რაგბზე ანალოგიურ იმფორმაციას იზლევა, უწყვეტობას რაც შეეხება ისტორიის ეგეთი ათვლა არ არსებობს უბრალოდ ასე მგონია რო თავის დროზე არ იყო სცორი იმფორმაცია მიწოდებული და შემდეგ ასეთი ფორმა მოუნახეს თორე ისტორიის თხრობა ამ ფორმით არსად არ ხდება იწყება ამადა ამ თარიღიდან დღემდე არააქვს მნიშვნელობა იყო თუ არა წყვეტა ან რამე სხვა ეს უკვე ამ ისტორიის შემადგენელი ნაწილია.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Dec 2016, 21:23
1996-97

https://issuu.com/qaflan/docs/1996-97_bebruli

ვეტერანთა გაზეთი = სცემდნენ
გაბრიელ ბარჯაძე და დავით თაქთაქიშვილი
თენგიზ რუხაძის დაფინანსებით

სულ გამოვიდა 2 + 5 = 7 ნომერი

ძვირფასი წყაროა მესვეურთა თაობის ფოტოთა გასაშიფრად =
ვინაობა სწორად აწერია ხოლმე და
თარიღის ჩასწორებაც ხერხდება ხოლმე
ბევრი რამის ანალიზით = პრესასთან შედარებით!

@

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Feb 2017, 11:56
სურამელი

დაიდო ის ლელო = თასის აღებისა

აგერ http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/195533/1/Lelo_1978_N219.pdf

Posted by: სურამელი 14 Feb 2017, 12:40
ლუკასა და ნიკოს მამა
კი ვნახე 78 წლის ყველა ნომერი და ლოკომოტივის ამბები smile.gif

ძალიან დიდი მადლობა smile.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Mar 2017, 14:41
გადახედეთ = ბევრი რამ გემცხეთებათ

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=5878&callerModID=17364&Title=%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%92%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%90%20|%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%A5%E1%83%94%E1%83%97%E1%83%90%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91

რაგბი ევროპა | მეტოქეთა შესახებ

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 May 2017, 11:53
ფაქტები მქონდა გადასამოწმებელი და
გადავაწყდი 2008 წლის დეკემბრის სიახლეს

user posted image

http://ovaluri.comxa.com/2008/IC/17_Vake7fafu.htm

ოღონდ კუდს ნუ გამოაბამთ და
ნურც მიამიტურ კითხვებს დამისვამთ

QUOTE

მუქთი ტურიზმი, ნაკლები საზრუნავი

ჩვენი, ზაზა ქასაშვილის ძალისხმევით დაწესებული შვიდკაცა გადაბარგდა ოდესაში,
რაც ვერაფერი ნუგეშია იმის მიუხედავად, რომ
იქ დიასპორა გვქონდა და ქართველები დღემდე თამაშობენ.

მანდა და ათენში მოუწევთ ჩაუქობა ჩვენს ბიჭებს,
რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი "პაესტკა" მოემატებათ.

ამ ბოლო შენიშვნის წამკითხველს შეიძლება ეჩვენოს, რომ
საკითხს მეტისმეტად მერკანტილურად ვუდგებით, მაგრამ
დიდი გონი არ ჭირდება იმის მიხვედრას, რომ
ჯეელებს უყვართ მუქთი ტურიზმი,
კავშირის ოფისს კი 15-კაცა რაზმის სტუმრად გაგზავნით
ბევრად ნაკლები საზრუნავი ადგება,
ვიდრე ცხრაჯერ ამდენის მასპინძლობით.

სამაგიეროდ, რაგბს აკლდება აგიტ-იარაღი,
ბოლო წლებში შეთხელებულ ლიანგს კი
დაჭერობანის, განდაგან სირბილისა და ბოხოხიან ქალთა როკვის ცქერა.

ზარალობენ სხვებიც: აქაური ოტელები, მძღოლები,
ლუდისა და მზესუმზირის გამყიდველები და ტელე-კომენტატორები.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Sep 2017, 13:05
user posted image

დიდად >> http://a.pix.ge/h/saq8x.jpg

"რეგბის სექციის" შექმნის შემდეგ, 1962 წლის აპრილში, სპი-ს სტადიონზე გამართული
"ქალაქის პირველი ოფიციალური პირველობის" მონაწილე სამივე გუნდი

თუ ვინ ვინაა, წერია აქ https://issuu.com/Qaflan/docs/1996-97_bebruli

სპი ორჯერ: 3’ და 28’ გვერდებზე
სსი -- 15’ გვერდზე

ისანის ეგ ფოტო მინახავს დათო თაქთაქიშვილის წიგნებში --
მაგრამ ჩამონათვალი არსად: ზოგს კი ცნობენ ბებრები,
რადგან მერე სხვა გუნდებში დაწინაურდნენ

@

ჩატარდებოდა ერთ წრედ (ეგებ ორ წრედა ?)

1. სპი, 2. სსი, 3. ისანი

ანგარიშები უცნობია

რომ დაიწყო კვირას, 22 აპრილს, წერია სამშაბათის ლელოში, ბოლო გვერდზე
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/196040/2/Lelo_1962_N81.pdf

@

Posted by: borjgali1964 1 Oct 2017, 11:38
სად, თუ არა ქართული რაგბის ისტორიის თემაში, ამავე ისტორიის შემკრებს, ამკინძავს , რუდუნებით აქამდე მომტანს, ძლივს ხმამაღალი მადლობა ეღირსა და მიხარია !
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=4097&callerModID=17364&Title=%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90+%E1%83%96%E1%83%90%E1%83%90%E1%83%9A+%E1%83%92%E1%83%98%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%A1&fb_action_ids=740274592726756&fb_action_types=og.recommends&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B843949942330571%5D&action_type_map=%5B%22og.recommends%22%5D&action_ref_map=%5B%5D

„არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მადლობას უხდის საქართველოს რაგბის კავშირს და პირადად ბატონ ზაალ გიგინეიშვილს ქართულ ტერმინოლოგიაში, კერძოდ, რაგბის ქართული ტერმინების შექმნაში, შეტანილი წვლილისათვის.“

===
იცოცხლე, ზაალ გიგინეიშვილო !
აფერუმ, შენს შრომას !

Posted by: dc120mm 1 Oct 2017, 11:48
QUOTE
სად, თუ არა ქართული რაგბის ისტორიის თემაში, ამავე ისტორიის შემკრებს, ამკინძავს , რუდუნებით აქამდე მომტანს, ძლივს ხმამაღალი მადლობა ეღირსა და მიხარია !
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news..._ref_map=%5B%5D

„არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მადლობას უხდის საქართველოს რაგბის კავშირს და პირადად ბატონ ზაალ გიგინეიშვილს ქართულ ტერმინოლოგიაში, კერძოდ, რაგბის ქართული ტერმინების შექმნაში, შეტანილი წვლილისათვის.“

===
იცოცხლე, ზაალ გიგინეიშვილო !
აფერუმ, შენს შრომას !

up.gif

Posted by: ramazi-rugby 1 Oct 2017, 23:27
QUOTE
სად, თუ არა ქართული რაგბის ისტორიის თემაში, ამავე ისტორიის შემკრებს, ამკინძავს , რუდუნებით აქამდე მომტანს, ძლივს ხმამაღალი მადლობა ეღირსა და მიხარია !
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news..._ref_map=%5B%5D

„არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მადლობას უხდის საქართველოს რაგბის კავშირს და პირადად ბატონ ზაალ გიგინეიშვილს ქართულ ტერმინოლოგიაში, კერძოდ, რაგბის ქართული ტერმინების შექმნაში, შეტანილი წვლილისათვის.“

===
იცოცხლე, ზაალ გიგინეიშვილო !
აფერუმ, შენს შრომას

გენაცვალე ზაალიკო!

Posted by: სურამელი 2 Oct 2017, 10:24
QUOTE
სად, თუ არა ქართული რაგბის ისტორიის თემაში, ამავე ისტორიის შემკრებს, ამკინძავს , რუდუნებით აქამდე მომტანს, ძლივს ხმამაღალი მადლობა ეღირსა და მიხარია !
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news..._ref_map=%5B%5D

„არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მადლობას უხდის საქართველოს რაგბის კავშირს და პირადად ბატონ ზაალ გიგინეიშვილს ქართულ ტერმინოლოგიაში, კერძოდ, რაგბის ქართული ტერმინების შექმნაში, შეტანილი წვლილისათვის.“

===
იცოცხლე, ზაალ გიგინეიშვილო !
აფერუმ, შენს შრომას !


ვულოცავ ბატონ ზაალს. ეს კაცი არის ქართული რაგბის ექვთიმე love.gif love.gif love.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Oct 2017, 10:58
ალალად გმადლობთ ყველას, მაგრამ ეგ ხომ დიდი ხნის ამბავია --
დავწკაპე და ნიუზი 2014 წლის 15 დეკემბრითაა დათარიღებული

ბოლო ხანს -- 2017 წლის 1 სექტემბრიდან --
კი ეს საშური საქმე ავაწყვეთ | გავმართეთ

http://files.rugby.ge/oqmi/_MZA/2017_1001_D10_24_BGR-XAR.htm

8 "ადგილობრივი" მდივანი გულიანად უძღვება საქმეს


Posted by: zaal1969 2 Oct 2017, 11:25
გილოცავ ზაალ!!! წინსვლა და წარმატებები!!!

Posted by: _Sergi_ 2 Oct 2017, 11:41
რა წერია რაგბის შესახებ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში


აშენდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ფეხბურთისა და რაგბის კომბინირებული მოედნები

საბაზისო მაჩვენებელი - საქართველოს რეგიონებში 3 სპორტის სასახლე (ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად ანაზღაურდება ხელშეკრულების ღირებულების 30%); 10 რაგბის/ფეხბურთის მოედანი (ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად ანაზღაურდება ხელშეკრულების ღირებულების 30%); 24 გარე სავარჯიშო მოწყობილობა;

მიზნობრივი მაჩვენებელი - საქართველოს რეგიონებში 3 სპორტის სასახლე (ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად ანაზღაურდება ხელშეკრულების ღირებულების 100%); 10 რაგბის/ფეხბურთის მოედანი (ხელშეკრულების გრაფიკის შესაბამისად ანაზღაურდება ხელშეკრულების ღირებულების 100%); 45 გარე სავარჯიშო მოწყობილობა;ჭიდაობის სახლი: სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრი (100 %);

ცდომილების ალბათობა (%/აღწერა) - 10-15%;

შესაძლო რისკები - კონტრაქტორის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა

***
რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა - 13 000 000 ლარი.



* * *
რაში ვყრით ფულს facepalm.gif

ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა 6 700 000
ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 37 200 000

ჭადრაკის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა 25 000 000

Posted by: borjgali1964 2 Oct 2017, 13:24
ლუკასა და ნიკოს მამა
QUOTE
ალალად გმადლობთ ყველას, მაგრამ ეგ ხომ დიდი ხნის ამბავია --
დავწკაპე და ნიუზი 2014 წლის 15 დეკემბრითაა დათარიღებული


ძველი, ახალი, არ ვიცი მე.
როცა ვნახე, მაშინ გამიხარდა.
)))

===
დაკალი მამალი !

Posted by: Gio_G83 2 Oct 2017, 13:28
QUOTE
რაში ვყრით ფულს

ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა 6 700 000
ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 37 200 00

ჭადრაკის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა 25 000 000



ვისაც როგორ ლობი ჰყავს ისეთია დაფინანსებაც და დაფინანსების დარია შავი ხვრელებიც, აბა ვერელ კაცს ჭრებალოში რომ მიავლენ 6 ბავშვისთვის ჭადრაკის სასწავლებლად და ამ დროს მსუყედ რომ უნდა გადაუხადო 2X2=4

აქ კიდევ ერთი დეტალია
ჯამური დაფიანანსება - სახელმწიფო, კერძო სექტორი, საერთაშორისო პატრონი ორგანიზაციები
ამ მხრივ რაგბი მუჭაგაწვდენილია, ხიდის გულში, თავშიც ვერ ზის

ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ასპარეზი ფინანსებში იმაზე მეტია თურმე ვიდრე კლუბის სახლემწიფო წილი დაფინანსება და ... და რამარტო_ო...
ასე რომ smile.gif

Posted by: otia-83 2 Oct 2017, 14:20
QUOTE
ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის რაგბის განვითარების ფონდი 37 200 00

= 20'000'000 ლარი (კლუბი პრო-15-ში) + 17'200'000 ლარი სხვა დანარჩენი სარაგბო ამბები (მტწილად აკადემიების და ბავშვთა რაგბის განვითარება) = ქართული რაგბის პროგრესს!


იფ! იფ! იფ!

Posted by: GioWEED 2 Oct 2017, 15:01
QUOTE
ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა 6 700 000
ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 37 200 000/27 000 000

ჭადრაკის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა 25 000 000/15 000 000


რაგბის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა - 13 000 000 ლარი + 10 000 000 +10 000 000 = 33 000 000=13 500 000$
13 500 000 - კლუბი პრო15ში(7 500 000$) - 2 000 000$ დიდი10 = 4 000 000$ სხვა დანარჩენისთვის

კანფეტ! გვეყოლება პროფესიონალური ფრენჩაიზი, გაუმჯობესებული ლიგა, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, და პროგრესი გრძელდებამომავალი 10 წლის განმავლობაში!!!

25 მილიონი ლარი ჭადრაკში?! ოქროს დაფებზე თამაშობენ თუ ბრილიანტის კოჭები აქვთ? დარწმუნებული ვარ არ ყოფნით დაფინანსება. როცა რო მთელ ქვეყანაში ასაშენებელია სტადიონები, საჭიდაო და ფიტნეს დარბაზები, მძლეოსნობაა გასავითარებელი!

Posted by: _Sergi_ 2 Oct 2017, 15:13
QUOTE
ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 37 200 00

ჭადრაკის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა 25 000 000

მარტო 57 მილიონი რომ გადაანაწილო პროპორციულად ისეთ მიმართულებებზე სადაც პროგრესი გვაქვს (რაგბი, კალათბურთი, ძიუდო, ჭიდაობა, წყალბურთი) მალევე მივიღებს ძალიან პოზიტიურ და ხელშესახებ შედეგს, როგორც ინდივიდუალურ, ასევე გუნდურ და სანაკრებო დონეზე.

უბრალო ფაქტია, ფეხბურთში რაც უფრო მეტი ფული იდება, მით უარესი შედეგები გვაქვს.



Posted by: Gio_G83 3 Oct 2017, 14:11
QUOTE
სად, თუ არა ქართული რაგბის ისტორიის თემაში, ამავე ისტორიის შემკრებს, ამკინძავს , რუდუნებით აქამდე მომტანს, ძლივს ხმამაღალი მადლობა ეღირსა და მიხარია !
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news..._ref_map=%5B%5D

„არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი მადლობას უხდის საქართველოს რაგბის კავშირს და პირადად ბატონ ზაალ გიგინეიშვილს ქართულ ტერმინოლოგიაში, კერძოდ, რაგბის ქართული ტერმინების შექმნაში, შეტანილი წვლილისათვის.“

===
იცოცხლე, ზაალ გიგინეიშვილო !
აფერუმ, შენს შრომას !


ეს როგორ გამომეპარა?

ლუკასა და ნიკოს მამა
დიდხანს და მხედ მებაირაღევ!

მუდამ თქვენს გვერდით გვიგულეთ ბატონო ზაალ

Posted by: defender90 3 Oct 2017, 14:50
QUOTE
ჭადრაკის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა 25 000 000


ეს ლევან ყიფიანის დროიდან არის გადმოყოლილი,საერთო ჯამში 39 000 000,

QUOTE
ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა 6 700 000
ა(ა)იპ - ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი 37 200 000


ეს კი იმ 460 000 000-დან 2020 წლამდე,რომ უნდა მოხმარდეს ქართული ფეხბურთის აყვავებას

ვაი ჩვენს პატრონს....... sad.gif sad.gif sad.gif

Posted by: GioWEED 3 Oct 2017, 15:52
QUOTE (defender90 @ 3 Oct 2017, 14:50 )
ეს კი იმ 460 000 000-დან 2020 წლამდე,რომ უნდა მოხმარდეს ქართული ფეხბურთის აყვავებას

ვაი ჩვენს პატრონს....... sad.gif sad.gif sad.gif

ნახევარი მილიარდი ლარი ფეხბურთში?

კაი ჯანდაბას კაპიკს ნუ დაუმატებ რაგბის, ადექი და ეკონომიკაში ჩადე ეს დედით მხნე ფინანსი.
ნახევარი მილიარდი წყალში გადაყრილი (უფრო სწორად ჯიბეში ჩაცურებული).

მერე კიდე იტყვიან მოედნებს რატო უშენებთ რაგბის და ფეხბურთს არაო. რაღა მოედანი გინდა ნახევარ მილიარდად სამტრედიაში უემბლი ააშენე და ეგაა.

არადა მაგ ფულის 10%ია საჭირო რო ევროპის პროფესიონალურ ლიგაში ითამაშოს კლუბმა. ამ დროს კიდე თბილისის დინამოს - ყარაგაღი და ბაქოს ინტერი აუპატიურებს შინ და გარეთ. გამოსავალი 1ია, კიდევ დაუმატეთ ნახევარი მილიარდი ლარი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Oct 2017, 19:06
user posted image

1989-2017

203 ტესტი >> http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-FF/
250 ბორჯღალოსანი >> http://site.rugby.ge/ka-GE/Vin-Meramdenea/
სრულად >> http://site.rugby.ge/ka-GE/Lelos/

@

Posted by: dc120mm 10 Oct 2017, 12:40
QUOTE
1989-2017

203 ტესტი >> http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-FF/
250 ბორჯღალოსანი >> http://site.rugby.ge/ka-GE/Vin-Meramdenea/
სრულად >> http://site.rugby.ge/ka-GE/Lelos/

საუნჯეა!

Posted by: defender90 10 Oct 2017, 16:00
QUOTE
ნახევარი მილიარდი ლარი ფეხბურთში?



დავსვი ეგ შეკითხვა და ასე ამიხსნეს - ამ ციკლის (2016-2020) მერე სახელმწიფოს ქართულ ფეხბურთში ფულის ჩადებას აღარ მოვთხოვთო.

რატომ მეთქი? იმიტომ ,რომ ქართული ფეხბურთი აქეთ დაიწყებს ფულის შემოტანასოოოოო!!!!!

ღმერთს ვთხოვ მოგვასწროს მაგ ამბავს - ფეხბურთს ,რომ ფული აქეთ შემოქონდეს და ქვეყანას ახმარდეს,რამდენი ხანი ვიცოცხლებთ არა?........ lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Oct 2017, 12:41
2002 * 15 წლის წინ

user posted image


ტესტი # 51 >> http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-FF/


საქართველო 17:13 რუსეთი

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი (ელიზბარაშვილი 74-75) ზიბზიბაძე ალანია კაცაძე
<10-9> ჯიმშელაძე აბუსერიძე /
შველიძე ა.გიორგაძე ცაბაძე (რატიანიძე 63)
დიდებულიძე ნადირაძე; ზ.მჭედლიშვილი (ჩხაიძე 66) ლაბაძე ზედგინიძე^კაპ -
ლ: ცაბაძე: 4ჯ: ურჯუკაშვილი

რუს: დიმჩენკო სიმონოვ კორობეინიკოვ ა.სერგეევ კუზინ
<10-9> რაჩკოვ (ზაკარლიუკ 41) მოტორინ /
შუკაილოვ (ხროკინ 13-20, 63) რომაკ (ნიკოლაიჩუკ 74) ჰენდრიკს (ტრავკინ 73)
ფედჩენკო ს.სერგეევ^კაპ;
ფოლსხენკ გრაჩოვ ზიკოვ (აზარენკო 77) -
ლ ა: რაჩკოვ; გ ჯ: სიმონოვ

რეფ როლან (ირლ)

0:3(2) 3:3(7) 6:3(21) 6:6(23ა) 6:13(29) 9:13(35) 14:13(39) /
17:13(60) დას(80+1)

კვი 13/10 2002 @ თბილისი, ეროვნული (50 ათასი)


user posted image


= ქართულ’კომენტარიანი სრული ვიდეო გამომართვეს
და აღარ დამიბრუნეს


+ მობურთალებში პირველნი >>

http://ovaluri.comxa.com/matiane50/Years/2002.htm

Posted by: ditosila 10 Nov 2017, 22:24

https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia/photos/a.1710755885608548.1073742029.115293058488180/1979476465403154/?type=3&theater
user posted image
ქართველი მორაგბეები 1935 წელს

ბატონო ზაალ არ მახსოვს ეს ფოტო თუ გაქვთ თქვენ წიგნში გამოყენებული

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Nov 2017, 11:49
წიგნის გამოცემისას (2009) ეგ ფოტო მიგნებული არა მქონდა


მერე’ღა მიპოვე აქაურ რუსულ ჟურნალში

user posted image


მერე კიდევ -- უკეთესი ვერსია გამოჩნდა არქივში --
გუჯა ბერიშვილმა გამოისყიდა და კავშირს გვაჩუქა

user posted image


ეგაა 1935 წლის 24 მაისი = უქმე, მეექვსე დღე
(მაშინ ქრისტიანული კვირეული გაუქმებული იყო)

user posted image

კავკასიაში პირველად რომ გაიმართა რჱგბი = იგივე ამერიკული ფეხბურთიო


დაწვრილებით >> http://ovaluri.comxa.com/2011/LC/22_Matiane-1935.htm

მერე და მერე, გუჯას ნაჩუქარი მეორე ფოტოც რომ გავარჩიეთ, ცხადი შეიქნა,
რომ მართლაც ამერიკული უთამაშიათ, მაგრამ ... რაგბი ჰგონებიათ

https://issuu.com/Qaflan/docs/2015_rugby_first_booklet_foni_bolo
გვ.6

@

Posted by: Nina.Ukrainka 15 Nov 2017, 18:37
http://liberali.ge/articles/view/32315/ragbistan-damegobreba კაიაააააა

Posted by: dendo 7 Dec 2017, 15:17
მადლობა ინფორმაციისთცის წავიკითხე ბოლომდე smile.gif))

Posted by: iverieli 15 Feb 2018, 15:12
შემთხვევით გადავაწყდი ჩვენი ნაკრების მოსამზადებელ თამაშის ოქმს. 2003 წლის მსოფლიო თასის გადათამასებისთვის მოსამზადებელ თამაშს. კოლომიეს ვეთამაშეთ. მაშინ ტოპ 16-ში გამოდიოდა.48-36 წაგვიგია.

ქართული რაგბის მატიანეშიც მხოლოდ ანგარიში ფიგურირებს. რამოდენიმეს გვარი ძაან დამახინჯებული აქვთ. უნდა იმკითხაო ვინ იქნება.

Colomiers bat Sélection de Georgie, 48 à 36 (mi-temps: 22-19 pour Colomiers). 1.000 spectateurs environ. Arbitre: M. Matheu.

Pour Colomiers: 7 essais de Giolitti (4e), Giannantonio (15e),

N'Tamack (30e), Sadourny (53e), Thomas (6e), Lhandes (73e), Begarie

(79e); 5 transformations et une pénalité (15e) de Giannantonio.

Pour la Georgie: 5 essais de Alania (12e), Labadze (17e, 50e),

Khekhelashvili (33e), Zizibadze (76e); 4 transformations de Singeladze (2),

Urjukashvili (2); 1 pénalité de Urjukashvili (48e).

US COLOMIERS. - Sadourny (cap.), Thomas, Viard, Dumas, Giolitti,

Giannantonio, Dupuy N'Tamack, Manent, Degiusti, Rolland, Moro, Esposito, lgret, Begarie.

Remplaçants: Ladhuie, Cheron, Rysman, Miorin, Tafanel, Culinat, Clarac, Lande, Raymond.

SELECTION GEORGIENNE: Khamashbunidze, Khekhelashvili, Zibzibadze,

Alania, Urjukashvili, Singeladze, Abudsenidze, Matchraneli, Labadze, Gondishvili, Nadiradze, Dideboulidze, Radaniddze, Giorgadze, Shvelidze.

Remplaçants: Tzabazdze, Rinchaguashvili, Barkalaia, Gudjaraidze, Mitchedlishvili, Pirfilashvili, Idouadze.

https://www.ladepeche.fr/article/2002/08/23/401471-colomiers-en-finale.html

Posted by: xDavid_S 15 Feb 2018, 16:34

QUOTE
Singeladze, Matchraneli, Gondishvili, Radaniddze
Rinchaguashvili, Mitchedlishvili, Pirfilashvili, Idouadze.
პალიკო ჯიმშელაძე, მაჩხო, ირაკლი გუნდიშვილი, ტატო რატიანიძე

დავით ხინჩაგიშვილი, ზურა მჭედლიშვილი, ლაშა ფირფილაშვილი, გუჯა იოვაძე

დანარჩენს ისედაც მიხვდებოდით smile.gif

Posted by: iverieli 15 Feb 2018, 17:06
xDavid_S
ჯიმშელაძე და იოვაძე ეწერა უცნაურად. თორე დანარჩენი ისედაც გარჩევადი იყო. smile.gif

Posted by: Gio_G83 16 Feb 2018, 13:04
http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?newsid=6504&callerModID=17364&Title=%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%20%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%97%E1%83%94%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C

კეთილშობილი და პატიოსანი ამბავია

პ.ს.
ერთია ეს გენერალური დირექოტრი და გენერალ სიმუს მარშალი ვერ მოვიშალეთ, თორემ...

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Feb 2018, 22:02
user posted image

გუშინ ოფისში, საშეჯიბრო განყოფილების ოთახში,
სრულიად შემთხვევით შეიყარა
ჩემი ბავშვობის’დროინდელი "ლოკომოტივის" სამი ლეგენდა:

7 ნომერი -- თემურ "რიჟა" რუხაძე (1947) -- ამჟამად ხაშურელი ავტორიტეტი
10 ნომერი -- გელა მიქაბერიძე (1940) -- დიდი 10-ის კომისარი
9 ნომერი -- ზურაბ "ვობლა" ხარშილაძე (1947) -- ჭიათურა-საჩხერის მწვრთნელი

ფოტო სმართ’ფონით გადაუღო სანდრო უჯმაჯურიძემ

@

Posted by: dc120mm 27 Feb 2018, 23:12
QUOTE
გელა მიქაბერიძე

გელა მაგარი კაცია smile.gif საერთოდ არ ეტყობა რო 78 წლის კაცია! ყოჩაღად კომისრობს ხოლმე!

Posted by: Gio_G83 28 Feb 2018, 13:48
QUOTE
"ვობლა"


ხვიჩა დააკლდა - მინელდა რაგბობა საჩხერე-ჭიათურაში, მარტო კი ორ რაიონს ისე ვეღარ ერევა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Sep 2018, 21:29
user posted image

როდის მერე?

1961 წელს შეიქმნა კავშირის წინამორბედი "თბილისის სექცია" და "ვაკის სოსისი",
რკინიგზაში კი რჱგბის გუნდი გოგი ყუფარაძემ 1964 წელს ჩამოაყალიბა

აქაც 1964 წერია კარგა ხანია
http://site.rugby.ge/ka-GE/2018-19-D10-KLUBEBI/
და რატომ დაეზარათ ნახვა ან კითხვა?

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 9 Jan 2019, 12:20
ქართულისა ნაკლებადაა, მაგრამ ახლად მოძიებული საბუთების წყალობით
ეგებ საბოლოოდ დასამარდეს მითი, რომ რჱგბი ბებერმა სტალინმა აკრძალა

მეორე, შევსებული და განახლებული ვერსია
http://files.rugby.ge/VARIA/2019_НАМ.НУЖЕН.РЕГБИ.pdf

ავტორია ვოლგო’გრადელი
პროგრამისტი | რაგბის მოთამაშე-მწვრთნელი | წარსულის მკვლევარი
ჲურიჲ ლობანოვ

:::

Posted by: სურამელი 15 Jan 2019, 15:02
user posted image

ამ გავრების მიხედვით მხოლოდ რამდენიმემ ითამაშა სანაკრები რაგბი ან მე არ მახსოვს ყველა smile.gif

Posted by: SGG 15 Jan 2019, 18:19
სურამელი

მახსოვს ეგ თამაში, დინამოზე იყო smile.gif ჩვენ 84-85-იანების ნაკრები გვყავდა, ფრანგებს 85-86- იანების.
სამი ზე ტალანტი გვყავდა- მამუკა,ბარკალაია და ელიზბარშვილი და სამივემ მაგრად ითამაშა.

მაგრამ ფრანგებმა გაკვეთილი ჩაგვიტარეს smile.gif განსაკუთრებით კარგად ბუქსემ და ბურემ ითამაშეს smile.gif
მაგ თაობამ მერე უ21 მსოფლიოც მოიგო და რამდენიმემ საფრანგეთის ნაკრებიც ითამაშა.

Posted by: სურამელი 15 Jan 2019, 19:04
QUOTE
სამი ზე ტალანტი გვყავდა- მამუკა,ბარკალაია და ელიზბარშვილი და სამივემ მაგრად ითამაშა.


მამუკა და ბარკალაია კი და ელიზბარაშვილმა ითამაშა მერე კიდევ? ძალიან მეუცხოვა გვარი

ნეტა ვიდეო არ იქნება ამ თამაშის? ან სხვა ფოტო მასალა?

Posted by: jora84 15 Jan 2019, 19:08
სურამელი

სუთიაშვილი, ნატრიაშვილი, მალაღურაძე

Posted by: სურამელი 15 Jan 2019, 19:10
jora84
QUOTE
სუთიაშვილი, ნატრიაშვილი, მალაღურაძე


კი ესენი ვიცი smile.gif)

ზე კლასის სამი მოთამაშეო და იმ სამიდან ვინც არ მეცნო ის ვიკითხე smile.gif

სუთიაშვილი ვიცი lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: jora84 15 Jan 2019, 20:59
სურამელი

გაგიგია ხო? lol.gif

Posted by: SGG 15 Jan 2019, 21:28
სურამელი
QUOTE
ზე კლასის სამი მოთამაშეო და იმ სამიდან ვინც არ მეცნო ის ვიკითხე


ზე კლასის სამი მოთამაშე არ მითქვამს, 3 ზე ტალანტი მეთქი smile.gif
ეგეთი ტალანტები,საქარველოში ძალიან იშვიათად იბადებიან.

ელიზბარაშვილმა 2007 წლის მსოფლიოც ითამაშა.

jora84
QUOTE
მალაღურაძე


ჯაბა მალაღურაძეა ეგ,ლაშას ძმა smile.gif მერე უკრაინის ნაკრებშIც იყო,გეგიძესთან ერთად.
მაგ ნაკრებიდან ფაილოძემ ითამაშა ჩეხეთის და გაბუნიამ პოლონეთის ნაკრებში კიდე smile.gif

ჩვენებიდან, რეზი გიგაურმა და დაჩი ყუფარაძემაც ითამაშეს ნაკრები

Posted by: სურამელი 15 Jan 2019, 21:50
ხო, ზე ტალანტი, მართალი ხარ.

გიგაური, მეც დავინახე და ბ.გიგაური რომ ეწერა მეგონა სხვა იყო.

Posted by: SGG 16 Jan 2019, 00:02
სურამელი
QUOTE
გიგაური, მეც დავინახე და ბ.გიგაური რომ ეწერა მეგონა სხვა იყო.


მარქაფაშია რეზი

Posted by: Gio_G83 16 Jan 2019, 23:06
ასე 2000 წელს, იმ მდგომარეობაში ასე 17-18 წლის ბიჭებში "ცოფიანი" ერთერთ ყველაზე დიდ ტალანტად მოაზრებოდა, თავის ვედრომანეთად გაცემულ ავანსებიანად, მაგრამ "ნუ" ვერ გამართლდა ეგ ავანსი

ამათი ტოლი (ნაწილის) და ზოგზე 1 წლით უფროსი იყო ფუნჯი, რომელიც ამ მატჩში არ ყოფილა (ფირფილაშვილი # 12) ანალოგურად , მაგრამ ბარკალაიაზე უფრო მეტი იმედი მყარდებოდა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Jan 2019, 21:11
ხუთ 16/07_1970 ვაკე

user posted image

თბილისის "ლოკომოტივი"

(( ფოტო ლენინგრადის ფედერაციის ფორუმიდან --
ნაღდად, მათივე გადაღებული -- აქ არავის ენახა აქამდე ))

(( თემურ ჯაფარიძის თანახმად, მაგ წელს გვეცვა ლურჯი ))

მარცხნიდან:

გელა მიქაბერიძე^კაპ, დათო დავითაია, რამაზ სანებლიძე, თენგიზ რუხაძე, ზურა დედაბრიშვილი,
რეზო აიწურაძე, თემურ რუხაძე, ვახო ფეტვიაშვილი, მიშა ბენიაშვილი, თამაზ გოგორიშვილი,
"ქუდიანი" (ირაკლი კიზირია | დათო კილასონია), ნუკრი ფურცელაძე, ვალერი კორნევი,
ზურა ხარშილაძე, ვალტერ კაპანაძე, ირაკლი ნაცვლიშვილი, მურად გეგეშიძე, ნოშრევან კირტავა

წაჭრილია ბოლო კაცი -- ჩრდილი კი ჩანს!
გვრჩებიან კიზირია | კილასონია -- დათო იყო ახალბედა და ეცვა # 17 კვართი

მაგ დღეს ლოკომოტივზე გაიხსნა "სსრ კავშირის მესამე ომის’შემდგომი ჩემპიონატი"
(( ეგრე იმიტომ ითვლიდნენ, რომ რჱგბი დაიხურა 1949 წლის შემდეგ -- თამაშის მცოდნე და მსურველი
აღარავინ დარჩა და აღდგა 1958 წელს, როცა გამოჩნდა ენთუზიასტი, მოწადინებული სტუდენტობა ))

ქვე’ჯგუფი იყო თბილისში -- 4 გუნდი სამ ტურად, დღე’გამოშვებით
(( შემდეგი ორი ტური ავლაბარში, ვერანა სკა-ზე ))

განაცხადში 19 კაცი ეწერა -- მატჩში შეგეძლო ორის შეცვლა

18 საათზე დაიწყო ავტომობილისტ (მ) - ფილი (მ),
20 საათზე "ლოკომოტივი" (თბ) - ბურევესტნიკ (ლენ)

სავარაუდოდ, პირველი მატჩის წინ, ~ 17.30 გამართეს აღლუმი

user posted image

ეგეთივე ავტომობილისტი -- ყველა, 19 კაცი

user posted image

მოდის ფილი და მოჰყვება ავტომობილისტი

(( ლენინგრადს თავისი სურათი, ეტყობა, არა აქვს! ))


სეზონის მატიანური მიმოხილვა >> http://ovaluri.comxa.com/matiane50/Years/1970.htm

მაგ ქვე’ჯგუფის "ლელო"ები -- ლოკომოტივს ლელო არ დაუდია სამ მატჩში!

წინათქმა >> http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/185092/1/Lelo_1970_N138.pdf
1’ ტური >> http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/185102/1/Lelo_1970_N139.pdf
2’ ტური >> http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/185114/1/Lelo_1970_N141.pdf
3’ ტური >> http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/185119/1/Lelo_1970_N142.pdf

(( შემადგენლობები არეულია -- არ ესმოდათ არსი და თანაც ეკიდათ! ))

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Feb 2019, 22:01
https://rugger.info/news/page5/23959

შაბ 09 февраля 2019 в 11:08

*** დრო მგონი ოდესისაა = საქ-2, ანუ აქ დღის ორი დაწყებულიყო!

Грузия потеряла капитана

Мераб Шарикадзе получил легкое сотрясение мозга на одной из заключительных тренировок перед стартом Чемпионата Европы.
Официальные источники пока об этом не сообщили. Роль шкипера перешла к замку Гиорги Немсадзе.
Предположительно в стартовом состава Мераба заменит Георгий Апциаури.
На скамейке запасных появится Лаша Малагурадзе, срочно вызванный в ряды «Лелос».

:::

Posted by: iverieli 26 Feb 2019, 11:51
გარდაიცვალა დუგლას კავთელაშვილი

ქართული სარაგბო ოჯახი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ 72 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად, გარდაიცვალა ქართული რაგბის ღვაწლმოსილი მორაგბე და მწვრთნელი დუგლას კავთელაშვილი (პეტროვიჩი).

დუგლას კავთელაშვილი 1946 წელს ხაშურში დაიბადა და 8 ნომრისთვის აუცილებელი ჯან-ღონისა და აგრესიის გარდა, გამოირჩეოდა იშვიათი ტაქტიკური ალღოთი, ტექნიკური სინატიფით და ჯარიმების შორიდან გატანის უნარით.

1971 წლიდან ის თამაშობდა ქუთაისის საუკეთესო გუნდში, რომელიც ხშირად იცვლი
და სახელს, 1973 წელს თბილისის ‘ლოკომოტივში’, ხოლო 1974-1976 წლებში ნალჩიკის კლუბში.

რაგბში მენეჯერობას მან ხელი 1986 წლიდან მიჰყო და გუნდს მალევე დაატყო საკუთარი ხელი - ‘აიამ’ 4 წელიწადში 5 ტიტული მოიპოვა: ზედიზედ სამჯერ (1987, 1988, 1989) წლებში გახდა საბჭოტა კავშირის ჩემპიონი, ორჯერ შემართა თასი (1987, 1990). მისი წარმატებები სათანადოდ დაფასდა და 1988-1990 წლებში საბჭოეთის ნაკრების მენეჯერად იღვწოდა.

1989 წელს, მან უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული რაგბის დესპანების ირბ-ს („მსოფლიო რაგბი“) თავკაცებთან დაახლოებაში, რითაც დააჩქარა ჩვენი რაგბის საერთაშორისო აღიარება.

‘აიამ’ დამოუკიდებლობის ხანაში სამჯერ (1990, 1991, 1995) მოიგო ეროვნული პირველობა, ბატონმა დუგლასმა კი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად (1994-1995) ყოფნისას ოთხივე ტესტში იმარჯვა (ყაზახეთი, შვეიცარია, ბულგარეთი, მოლდოვა).

https://sportall.ge/ragbi/skhvadaskhva/127266-gardaicvala-duglas-kavthelashvili.html

თავისი ღვაწლი შეიტანა ქართული რაგბის განვითარებაში.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Mar 2019, 13:27
10 წლის წინდელი სტატია

ასე დაგვიფრთიანდნენ

http://ovaluri.comxa.com/saiubileo/J3/25_GEO-Pedigree.htm

... მოგვეპოვება მაგ ხანის ბეჭდური წყარო -
დავით კილასონიას თაოსნობით გამოცემული,
52-გვერდა ფერადი ალმანახი "საქართველოს რაგბეთი"

... მსგავსი ლიტერატურა ჩვენში მეტად აღარ გამოცემულა

ანუ ეგ წყარო 20 წლის წინდელ ვითარებას ასახავს

ხელ’ბურთი და კალათ’ბურთი ბოლო წლებია, უშვებენ ეგეთ წიგნებს,
ფეხ’ბურთს კი რეზო შენგელია ჰყავს

უცნაურია და აქ არაა >> https://issuu.com/qaflan/stacks

რომ მორჩა ორი დიდი შეჯიბრი, მოვიცლი და დავასქანებ იქეთა კვირაში

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Mar 2019, 21:52
52 გვერდი = 88.2 მეგა

http://files.rugby.ge/VARIA/BIBLIO/1998_RAGBETI.pdf

:::

Posted by: სურამელი 27 Mar 2019, 10:03
QUOTE
52 გვერდი = 88.2 მეგა

http://files.rugby.ge/VARIA/BIBLIO/1998_RAGBETI.pdf


რა ძალან კარგი რამეა.
ძია ზაალ სხვა წლების არ არსებობს ეს გამოცემა?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Mar 2019, 13:39
QUOTE
... მსგავსი ლიტერატურა ჩვენში მეტად აღარ გამოცემულა

არც მანამდე

Posted by: სურამელი 27 Mar 2019, 15:29
QUOTE

QUOTE
... მსგავსი ლიტერატურა ჩვენში მეტად აღარ გამოცემულა

არც მანამდე


ძალიან ცუდი sad.gif არადა რა კარგი რამეა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Mar 2019, 16:03
ფრანგული "რჲუგბი’რამა"ს ალი’კვალია --
ეგეთი გვინდაო: წლის ძირითადი ამბავი და
ყველა შედეგი, ცხრილი, გუნდი ფოტოთი

:::

თანაც ბერკეტი არა გვქონდა: კილასონია ანამუსებდა,
გადაგვაღებინეთ სურათი და ჩაგვაწერინეთ სახელ-გვარებიო

მაგიტომაა, რომ ერთ გუნდს ვერ უწერია, ალაგ-ალაგ კი თეთრი ლაქებია (_)

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Apr 2019, 22:42
დღეს ხალხი დაინტერესდა, რა ხანია ფინალი არ უმსაჯია ქართველსო

მაგიტომ ცხრილს მივუმატეთ ბოლო სვეტი

http://site.rugby.ge/ka-GE/GEO-Champs/#GF

12 მაისს გატყდება 11’წლიანი ნავსი (5 ფრანგი + 6 ირლანდიელი)

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 16 Jun 2019, 11:22
მეზობელ თემაში იკითხეს და დავდეთ საითის მისამართი

ბმულთა რაღაც ნაწილი ჩიხში ექცევა,
ამან კი ... ჩამაფიქრა და დამასევდიანა
http://ovaluri.comxa.com/Kartuli_Liga/Olympuri-2004.htm#2004-12-07

ვიანგარიშე და ლამის 15 წელი გასულა მაგ ამბებიდან

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Aug 2019, 10:42
ჯექობსენის გადამკიდე კარგ რამეს გადავაწყდი = აღარც მახსოვდა

http://ovaluri.comxa.com/2011/R_RWC.htm

რამდენ რამეს ეწკაპება! რადგან ჯერაც ოლიმპში ვმუშაობდი ...

:::

Posted by: thug 12 Aug 2019, 00:29
user posted image

.................

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 7 Sep 2019, 22:21
მოკლე და მუქთი http://site.rugby.ge/ka-GE/BORJ/

Posted by: Shajahan 8 Sep 2019, 15:56
ლუკასა და ნიკოს მამა
ნარიაშვილი რო გავიდა, მემგონი ბექა დარჩა კაპიტნად, ყოველ შემთხვევაში, მსაჯი მაგას მიმართავდა ხოლმე. თუ ეგრეა, 32-ედ უნდა მიეწეროს ალბათ

Posted by: jora84 8 Sep 2019, 15:59
Shajahan

არა, რადგან ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ბექა ერთერთი ვიცე კაპიტანია და არა კაპიტანი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 8 Sep 2019, 18:03
ეგეთი კაპიტანი ბარე ათი გვყავდა სხვადასხვა დროს

გამონაკლისი დავუშვით მარტო ვიტოსთვის --
კაჭი გაგვითიშეს და მაგან გადაიბარა 3’ წუთიდან =
მანდ რეალობამ გადასძალა მკაცრი ფორმალობა

http://ovaluri.comxa.com/2014/OB/24_JAPAN.htm

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Oct 2019, 11:56

თანა’მედროვე ქართული რაგბი 60 წლისაა!


დღეს 15 ოქტომბერია: 2019 - 1959 = 60

ამავე თემის სულ პირველი გვერდიდან =
ცოტათი ჩასწორებული და მოკლე ხაზებად დაფორმატებული



როგორ დაიწყო ჟაკმა

დღესდღეობით დადგენილი ფაქტია, რომ ხუთშაბათს, 1959 წლის 15 ოქტომბერს
რომ შევუდექით ქართველობა რაგბობას, მას აქეთ აღარ დაგვიგდია ეს ვაჟკაცური საქმე და
იმოტოლა ნიჭიც გამოვიჩინეთ, რომ მსოფლიოს მოწინავე 15-ეულში დავიმკვიდრეთ ადგილი.

...

ცხვედაძის ნებართვით

[მაგ მესამე ფუჭი ცდიდან] 12 წლის შემდეგ ფიზ’კულტურის ტექნიკუმის გუნდის არსებობის ნივთ-მტკიცება –
საბჭოეთშივე შეკერილი ყვითელი ბურთი – ჯერაც შემორჩენილი ყოფილა:

სპორტ’კომიტეტის საწყობის გამგის ვაჟი ჩამოწერილი ინვენტარით ვერის აბანოსთან რომ ლაღობდა,
გადააწყდა ნოდარ ყიფიანს, ვინც მისგან ციმციმ და ძვირად შეიძინა ნივთი.

ასე მივადექით 1959 წელს. ყიფიანი მძლეოსანი – ათჭიდელი იყო, ბორის ტახტაროვთან ვარჯიშობდა და
პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (გე’პე’ი, ქართულად სპი, ახლანდელი სტუ) სწავლობდა.

მას "კამსამოლსკაია პრავდაში" ადრევე წაეკითხა ვრცელი სტატია რეგბის –
როგორც მაშინ ეძახდნენ სრულიად საბჭოეთში – შესახებ და სიახლით დაინტერესებულიყო.

გე’პე’ი-ში განცხადებაც გაეკრათ, მსურველებს რეგბის წრისთვის ვაგროვებთო.
ინსტიტუტში ფიზაღზრდის კათედრას განაგებდა ამაგდარი კალათბურთელი მიხეილ ცხვედაძე, ვინც
დათანხმებოდა ქალაქში თერძად (მკერავი) ცნობილ სომეხ ფრანგს, ჟაკ ასპეკიანს (იწერება ჰასპეკჲან),
რათა ამას უცხო თამაშის დანერგვა ეცადა.

სხვა საქმესაც დაეძებდა

ჟაკი ძირით მარსელიდან იყო და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, "სოციალისტური სამოთხის" დასაჭაშნიკებლად,
ჩასულიყო საბჭოთა სომხეთში, მაგრამ იქ რომ არ მოწონებოდა, ნათესავებთან თბილისში გადმოსულიყო.

რეპატრიანტს ჯეელობაში ლიონში რომ ეთამაშა რაგბი,
საბჭოეთში ბურთიც წამოეღო, მაგრამ იგი მარგად თბილისში’ღა გამოიყენა.

ნიკიტა ხრუშჩოვი იმხანად დასავლეთს ეკეკლუცებოდა და საბჭოთა წყობის ჰუმანურობას უმტკიცებდა.

ჩვენში რაგბის დაბადებამდე ორი წლით ადრე (1957) მოსკოვში რომ მოეწყო
"დემოკრატიული ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი",
სტუმრებმა ოლიმპიურ მოძრაობაში უკვე ჩაბმულ მასპინძლებს შეახსენეს სამი მივიწყებული სპორტი:
მშვილდოსნობა, ბადმინტონი და რეგბი.

ძველ ველო’სიპედისტ ჟაკს ცოლად ქართველი ბალერინა – გურამიშვილი – შეერთო და მკერაობის გარდა,
ალბათ სხვა საქმესაც დაეძებდა. მარიფათიანი სომეხი უთუოდ შეიტყობდა რეგბზე დადებული ყადაღის ახსნას.

ჰოდა, როგორც XXI საუკუნეში თავად ბევრჯერ შენიშნა მემუარებში,
ბარემ ორი წელი სდია სპორტის ხელმძღვანელ მუშაკებს და ბოლოს ცხვედაძე დაიყოლია.

სპორტული ტიპები მოაწყდნენ

ჟაკის მიმდევართა პირველი ნაბიჯების დადგენა-გამოქვეყნებაში ფრიადი წვლილი მიუძღვის
გურამ "ცეზარ" დარჩიას, ვინც ყიფიანს მოძღვრად მიიჩნევს. სწორედ ბატონმა ნოდარმა გადაიღო
პირველ ვარჯიშზე მისულთა ისტორიული ფოტოც და ამდენად, მასში თავად ვერ მოხვდა.

გე’პე’ელ-თა ამ პირველი შეკრების ზუსტი თარიღი და ადგილიც გამორჩეული მეხსიერების
პატრონმა ყიფიანმა შემოგვინახა. ვარჯიში გამართულა იმხანად ჯერაც ახალი, საბურთალოს იპოდრომის ხრიოკზე,
ახლანდელი ეკლესიისა და ყოფილი ბაზრობის მიდამოში, სადაგ (არა-უქმე) დღეს, რაც კალენდარულადაც დასტურდება.

ნოდარ ყიფიანის თანახმად, ვარჯიში სისტემატურად, კვირაში სამჯერ ეწყობოდა.
თანდათან შეიცვალა კონტინგენტიც – რაგბს სხვა სახეობებში გამოცდილი, სპორტული ტიპები მოაწყდნენ.
ჟაკს მზირის ალღო ჰქონდა და დროდადრო ახერხებდა მოწაფეებიანად ნაღდ, სპორტულ მოედნებზე შეპარვას,
რადგან იქედან მოყოლებული სულ ბოლო დრომდე, რეგბს არა წყალობდნენ ძლიერნი ამა ქვეყნისანი.

სადაა ის ბურთი?

ზამთარში სესიების, არდადეგებისა და თოვლის – თბილისში უწინ, გლობალურ დათბობამდე
ბარაქიანად დადებდა ხოლმე – გამო ვარჯიში წყდებოდა და გაზაფხულზეღა ახლდებოდა.

ვისაც რა გააჩნდა, იმით იმოსებოდა. დაახლოებით იმავე ხანებში – ვინც უწყის, ეგებ ცოტა ადრეც –
ჟაკმა ნავთლუღში, ფეხსაცმლის ფაბრიკა "ისანშიც" დააარსა მუშათა, ინტერ’ნაციონალური გუნდი
და მას იმ დღეებში ამეცადინებდა, როცა ბურთი დაკავებული არ იყო.

დღეს სადაა ის ოვალური რელიკვია ან თუნდაც მისი ნაშთი, ძნელი სათქმელია,
თუმც საუკუნეთა შესაყარზე მისი სამუზეუმოდ მოძიების იმედი ჯერაც ცოცხლობდა.

თავად ასპეკიანი მესამე, სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის – მაშინ ვაკეში მდებარეობდა,
მე-9 საავადმყოფოს ადგილას – გუნდის შექმნისა და გივი მრელაშვილის მიერ,
ქალაქის სპორტ’კომიტეტში 1961 წლის 1 დეკემბერს "რეგბის სექციის" გაფორმების შემდეგ
თანდათან ჩრდილში მოექცა, 1964 წლის ზაფხულში [?] კი საფრანგეთში მიბრუნდა და
აქ 2001 წლის თებერვლამდე აღარც ჩამოსულა.

ქართული რაგბის მესაძირკვლეთა ვინაობის დადგენაზე იმუშავეს დარჩიამ, გაბრიელ ბარჯაძემ,
დავით თაქთაქიშვილმა და იაგო სავანელმა, მაგრამ პირველი ვარჯიშის ოთხი მონაწილე დღემდე უცნობია.
ამ კვლევის შედეგი ასახულია 2006 წელს გამოცემულ, ელგუჯა ბერიშვილის "სპორტის ენციკლოპედიაში" –
სტატიის ავტორი მამუკა ჩიხლაძე.


user posted image

ჩაცუცქულან (მარცხნიდან): უცნობი, ანზორ საღირაშვილი, კობა ოსიაშვილი, გივი ჯავახიშვილი,
მერაბ რუაძე, თემურ მეზურნიშვილი, რეზო ზუკაკიშვილი

დგანან: უცნობი, უცნობი, ვახტანგ ბედიაშვილი, ბიჭიკო დათუაშვილი, ორესტ დიმიტრიადი, გია კოპალეიშვილი,
ალექსანდრე რუსანოვი, როლანდ ჭოტაშვილი, რამაზ დათუნაშვილი, უცნობი, ჟაკ ასპეკიანი

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jan 2020, 15:12
ნანგრევებიდან უცებ აღვადგინე მატიანის ბირთვი --
ლელო’ბურთის სერვერზე

http://lelo.comyr.com/MATIANE/

არ გაიღება შემდეგ ჩამატებული თავები =
მწვანე | ლურჯ | წითელ ფონზე

რუხი | შავი მუშაობს!

:::

მთელ საითს ძველებურად ავამუშებ,
როცა ვიყიდი რამე აქაურ, იაფ ჰოსთინგს --
20 იანვრის შემდეგ

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Jan 2020, 13:39
უცხოელმა დემაგოგმა გარე’წრებმა ლელო’ბურთის
lelo.comyr.com’იც რომ შათლაჰურად მიგვიძინეს --

ოთხშაბათს ვიყიდე საკუთარი 3’გბ სერვერი და
დღეს’ღა რომ ავამუშავე, ბიბლიოთეკაში ავტვირთე

>> სქანები

http://Qaflan.net/BIBLIO/1975_OXFORD-COMPANION.pdf = ოქსფორდის ენციკლოპედიის ფრაგმენტები
http://Qaflan.net/BIBLIO/1987_RWP_MSOFLIOS-TASI.pdf = იმ ხანად უპირველესი ჟურნალი
http://Qaflan.net/BIBLIO/1998_SAKARTVELOS-RAGBETI.pdf = დავით კილასონიას რაგბი’რამა
http://Qaflan.net/BIBLIO/1999_MEXUTE-TAIMI.pdf = რეზონანსის სპორტული დამატება
http://Qaflan.net/BIBLIO/2001_RAGBIS-JURNALI.pdf = სცემდა საპატრიარქოს სამეურნეო სამსახური

>> სტამბური

http://Qaflan.net/BIBLIO/2006_HOKEIS-ZEPURI-SERIA.pdf = 1972 წლის ამბავი
http://Qaflan.net/BIBLIO/2009_KARTULI-RAGBIS-MATIANE.pdf = დასაბამიდან ბოლო ათწლეულამდე
http://Qaflan.net/BIBLIO/2012_ZVELMANEBIS-FUTA.pdf = რჱგბი | ჰოკეი | კალათბურთი | ფეხბურთი
http://Qaflan.net/BIBLIO/2016_ARXIPOV_DINAMO-TBILISI.pdf = მოსკოველი მაკსიმ არხიპოვისა
http://Qaflan.net/BIBLIO/2017_XELBURTIS-TESEBI.pdf = ჩემი ხარჯით დავბეჭდე დეგა’პრინტში 12 თუ 15
http://Qaflan.net/BIBLIO/2018_KARTULI-FEXBURTIS-KRONIKEBI.pdf = ჩვენი ალეკო ოქროს’უბნელისა
http://Qaflan.net/BIBLIO/2019_KRNR_NAM-NUJEN-REGBI.pdf = ვოლგო’გრადელი იური ლობანოვისა

ნელ-ნელა აღვადგენ საითებს, ზანდუკსა და ბიბლიო’თეკასაც შევავსებ

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 19 Jan 2020, 23:20
აღვადგინე ოვალური ოაზისი 2009-19

+ მატიანე, ლიგა, ჟენევა’62

აქაა http://ovaluri.qaflan.net/

ამიერიდან ვეღარავინ წაშლის!

:::

არ გაიღება ისეთი ბმულები,
კავშირის გაუქმებულ საითს რომ უთითებს --
არქივის მოწყობის შემდეგ მაგათაც ჩავანაცვლებ

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Jan 2020, 00:27
აღვადგინე ბიბლიოთეკის უკეთესი ნაწილი

http://biblio.qaflan.net/

:::

ზანდუკისა და არქივის აღდგენა ჯერ ადრეა

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Feb 2020, 14:34
აღვადგინე ათწლეულებიც

http://ovaluri.qaflan.net/MATIANE/

ეხლა მგონი თითქმის ყველაფერი (99.9%) იღება!

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 12 Mar 2020, 13:24
user posted image

სერგო კეშელავა იუბილარია

https://rugby.ge/%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%9D-%E1%83%99%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90/

... 2016 წელს კი, დინამოელთა უდიდესი წარმატების 50 წლის თავზე,
სწორედ რომ სერგო კეშელავამ გადმოგვცა ფასდაუდებელი საბუთი –
1966 წლის ლაშქრობის მატჩობრივი ნუსხა, რაც
დაედო კიდეც საფუძვლად ამ საიუბილეო პოსტერს.

http://biblio.qaflan.net/STAMBA/2016_DINAMO-50-POSTERI.pdf

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Apr 2020, 22:21
უეცრად, თავისით აღმდგარი

"პერიოდიკის ზანდუკი"
http://zanduki.qaflan.net/

1648 სურათი = ფოტო | პრესის მასალათა მონტაჟი

:::

Posted by: სურამელი 14 Apr 2020, 15:25
QUOTE
უეცრად, თავისით აღმდგარი

"პერიოდიკის ზანდუკი"
http://zanduki.qaflan.net/

1648 სურათი = ფოტო | პრესის მასალათა მონტაჟი


რა კარგი რამეა smile.gif

"სარბიელი" და "ოლიმპი" რომ გააციფრულონ რამდენი მასალა იქნება. 90-იანების და 2000-ინების დასაწყისი სრული მასალა გვექნება ფაქტობრივად

Posted by: cfc 15 Apr 2020, 23:10
გამარჯობათ, ამ კორონის ჟამს ჩვენი რაგბის ნაკრების თამაშის ყურება სად შეიძლება არ აგდებს არც უელსის თამაშს არც ირლანდიის არც ავსტრალისას უთუბზე, თუ შეიძლება რომ მითხრათ ლინკები.მადლობა

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 May 2020, 12:44
ზუსტად 50 წლის წინათ

ამ დღეს -- 21 მაისს, მაშინაც ხუთშაბათს,
ვაკეში, ლოკომოტივზე, 16 საათზე დაწყებულ,
საქართველოს ჩემპიონის გამოსავლენ დამატებით მატჩში
დინამომ 9:6 ძლია ლოკომოტივი

გარჩევა >> გვ.3 http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/184937/1/Lelo_1970_N102.pdf

:::

წრიულ სტადიაზე, 12 მაისს, ლიდერთა თამაში დასრულდა ფრედ 0:0

გარჩევა >> გვ.4 http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/184555/1/Lelo_1970_N98.pdf

:::

user posted image

ფოტო ამ ორი თამაშიდან ერთ-ერთისაა!

გარბის ნუკრი აბაშიძე (დინ) და მისდევს გელა მიქაბერიძე (ლოკ)

:::

გაზეთში რომაა, ეგევე ფოტო დიდად

user posted image

[უკან] ნუგზარ ბუგიანიშვილი, ვიტალი ზამიჩკინი (თოფურია), მურად თოფურიძე, თამაზ ძამაშვილი, სერგო ხაჭაპურიძე, ზურაბ ქელბაქიანი, ნუკრი აბაშიძე, გივი ხვედელიძე, ალბერტ ნაცვლიშვილი, ზურაბ რეხვიაშვილი

[წინ] ვოვა აკოფოვი, სერგო კეშელავა, თამაზ შარაშენიძე [ბურთით], გოჩა აბაშიძე, სერგო მირონოვი, გურამ კუციავა

[უცნობ მიზეზთა გამო] ფოტოს აკლიან: [მოთამაშე-მწვრთნელი] ზაურ მგელაძე, რომეო ღვინიაშვილი, მიკა კვინიხიძე, რეზო კეთილაძე [და სხვანი]

იგივე ფოტოა დინამოს სეზონის შეჯამებაზე
გვ.3 >> http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/185987/1/Lelo_1970_N230.pdf

საგულისხმოა ლოკომოტივის შეჯამებაც
გვ.3 >> http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/185955

ამ წელს დინამო თამაშობდა საბჭოეთის 12-გუნდა მეორე დონეზე -- მოიგო კიდეც,
ხოლო ლოკომოტივი -- 8-გუნდა პირველ დონეზე და დაიკავა მეოთხე ადგილი

:::

ლოკომოტივის 19-კაცა რაზმი მაგ ჩემპიონატში
[ეროვნულ არქივში გადარჩენილი განაცხადის მიხედვით]

[შერკ] მიშა ბენიაშვილი, ვახო ფეტვიაშვილი, ნოშრევან "თამაზ" კირტავა, თამაზ გოგორიშვილი, რეზო აიწურაძე, დათო დავითაია, რამაზ სანებლიძე, თემურ რუხაძე, ირაკლი ნაცვლიშვილი, [მოთამაშე-მწვრთნელი] ნოდარ ყიფიანი

[ხაზი] ზურაბ ხარშილაძე, ირაკლი კიზირია, გელა მიქაბერიძე ©, მურად გეგეშიძე, ნუკრი ფურცელაძე, თენგიზ რუხაძე, გია ჯაფარიძე, გია ინაური, ვალტერ კაპანაძე

მაგ შეჯიბრზე ელმავალში იყვნენ: გურამ მოდებაძე, კოკა ლაზიშვილი, თემურ ბენდიაშვილი, დათო კილასონია, ზურაბ ლოსაბერიძე, ვალერი კორნევი [ვეტერანი], თამაზ სალთხუციშვილი [და სხვანი] -- ავარჯიშებდათ "ვობლა" [ახლანდელი "ზახარიჩი"]

ლოკოს 19 კაცი საბჭოეთის პირველობის სტარტზე >> https://forum.ge/?f=17&showtopic=33872074&st=419

:::

სრულად მაგ წლის ამბავი >> http://matiane.qaflan.net/Years/1970.htm

:::

Posted by: lepori 21 May 2020, 19:12
cfc
QUOTE
უელსი



ავსტრალია


ირლანდია

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 May 2020, 00:28
user posted image

რაგბის კლუბი "შევარდენი" | 1979 - 1994

http://shevardeni.Qaflan.net/

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 15 Aug 2020, 08:50
user posted image

300 ცალად ნაღდად გამოვა 24 ოქტომბრამდე,
როცა მემჳარების ავტორი 83 წლისა მოიყრება

:::

გივი მრელაშვილი
ერთხელ რომ რაგბს ითამაშებ
თბილისი | 2020

დემო ვერსია
http://Qaflan.net/$/MZA-MEMWARI.pdf

ჩამოტვირთეთ და მერეღა ათვალიერეთ
"აკრობატ რიდერით" წყვილი გვერდის რეჟიმში

:::

ჟოლისფრად ბოლო შეკითხვებია, ანაც
სერიოზულად ჩასწორებული პასაჟები

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 11 Sep 2020, 19:27
ავტორმა მეორედაც წაიკითხა და საბოლოოდ ჩავასწორე

http://biblio.Qaflan.net/STAMBA/2020_MRELASHVILI-MEMWARI.pdf

იმედია, დროულად დაიბეჭდება და მოეწყობა წარდგენა,
სადაც ყველა დაინტერესებულს ჩამოურიგდება

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 13 Sep 2020, 15:33
გუშინ ბორჯღალოსნებს 31 წელი შეუსრულდათ

user posted image

https://www.facebook.com/GeorgianRugby/

მიხეილ ხარატის ფოტო!

მონაგარი 233 ტესტის შემდეგ
http://vue.ge/2019-2020/EVROPA/RAZMI_50.htm
ძირში

:::



Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 24 Sep 2020, 22:48
user posted image

მახო დღეს 40 წლისა მოიყარა

სტატისტიკა >> http://vue.ge/2020-2021/SXVA/MAXO-70.htm

ვიცი, რომ ესაუბრნენ და ხვალ ნაღდად დადებენ --
დღეს ჰლანეჰლი და ამაშუკელი უფრო მთავარი იყო

:::


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 17 Nov 2020, 12:36
user posted image

გელა მიქაბერიძე იუბილარია - მარად ქვეყნისა და რაგბის სამსახურში!

https://rugby.ge/%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%94-%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%91%e1%83%98%e1%83%9a%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98/

ჩანახატის ავტორი: დიტო მარინაშვილი

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 23 Nov 2020, 17:04
user posted image

ორი წელია, აღარა გვყავს ... იტყოდა, რა დღეშიც ვართ ...

http://rugby.worldsport.ge/ge/page/7493_lelos-sizmari

ლელოს სიზმარი | ლადო კილასონიას სპორტული ზღაპრები

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 18 Jan 2021, 12:46
მეორე დონის ფორუმიდან

Armchair Fan | Posted: 12 Jan 2021 16:10

Spanish XV of Decade

as voted by fans

user posted image


and selected by Santi Santos

user posted image


Needless to say which one of them is closer to reality...

I find appalling that so many fans are unable to recognise
weight and dedication of Beñat Auzqui and Guillaume Rouet
(Feijóo barely played XVs this decade)

:::

Posted by: სურამელი 2 Feb 2021, 11:54
გამარჯობა, სად შეიძლება ვნახო ეროვნულის კაპიტნების სტატისტიკა, სადაც ეწერება რომელ თამაშში იყო კაპიტანი, ინგლისურ ენაზე?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Feb 2021, 12:41
ნეთში ვეღარსად

# კაპიტნები ^ჯერ ზეობა

1 ლიპარტელიანი 3 1-3
2 ძაგნიძე 7 4 6-10 13
3 ხვედელიძე 1 5
4 ობოლაძე 11 11 14-22 25
5 ფხაკაძე 1 12
6 მჭედლიშვილი 12 23-24 26 29-31 33-37 91
7 რაფავა 1 27
8 ნადირაძე 1 28
9 ლაბაძე 5 32 79 112-114
10 ცაბაძე 12 38-49
11 ზედგინიძე 37 50-57 59 61-66 69-73 75-78 81-86 93-94 116-117 132-134
12 კაცაძე 2 58 60
13 ბოლღაშვილი 2 67-68
14 ხამაშურიძე 1 74
15 ჯიმშელაძე 3 80 88-89
16 დიდებულიძე 1 87
17 აბუსერიძე 39 90 92 95-99 101-102 106-111 115 118-121 125-126 128-131 135-139 141-147 151
18 შველიძე 1 100
19 უდესიანი 3 103-105
20 ზიბზიბაძე 3 122-124
21 ზირაქაშვილი 1 127
22 კაჭარავა 4 140 155 169-170
23 ჩხაიძე 1 148
24 მაჩხანელი 13 149 150 152-154 156-157 160-164 168
25 გორგოძე 13 158-159 179-184 193-195 199-200
26 სუთიაშვილი 15 165 167 171-175 185-192
27 შარიქაძე 23 166 196-198 201-206 216-218 221-223 228-229 234-238
28 კოლელიშვილი 1 170
29 დათუნაშვილი 3 176-178
30 ნემსაძე 11 207-215 219-220
31 ნარიაშვილი 5 224-226 230-231
32 ბრეგვაძე 1 227
33 გორგაძე 2 232-233

:::

Posted by: სურამელი 2 Feb 2021, 12:48
ლუკასა და ნიკოს მამა

espn ზე რომ კაპიტნების სტატისტიკაა, იქ, სუთიაშვილზე უწერია 14 თამაშში კაპიტონბა, ერთი, ესპანეთტა (38-7, 27.02.2016) რატომღაც კოკიზე უწერიათ კაპიტანი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Feb 2021, 13:06
espn კიდევ არსებობს რო? და მეკოს სხვის 7 ქულას ისევ ჩუქნიან [ცოფი 2 + სიჭი 5]

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 26 Feb 2021, 17:03
user posted image

დღეს თამაზ მგელაძე 75 წლისა მოიყარა!

:::

5 წლის წინ კავშირის საითზე სტატია დაიდო

საქართველოს რაგბის კავშირი, სრულიად რაგბის თემის სახელით,
70 წლის იუბილეს ულოცავს გამოჩენილ მოთამაშეს, მწვრთნელსა და მოღვაწეს, თამაზ მგელაძეს

რაგბის ესოდენ მომრავლებულ ქომაგს ცოტა რამ სმენია ჩვენს ნაამაგარ ვეტერანებზე.
არადა, თამაზი 50 წელზე მეტია, რაც რაგბშია და თამამად შეიძლება ითქვას,
რომ წარუშლელი კვალი დატოვა ამ ასპარეზზე

თავად განსაჯეთ: მგელაძე საბჭოეთის 5-გზის ჩემპიონია (1966, 1968 ემ’ვე’ტე’უ; 1971, 1976, 1977 ვე’ვე’ა);
მანვე გაიტანა საბჭოელთა პირველი ლელო "ერთა თასზე" (1976)

თამაზი შუამარბად თამაშობდა და ყველა გუნდში -- დინამო, ემ’ვე’ტე’უ, ვე’ვე’ა, ლოკომოტივი უდაო ლიდერი იყო

ხელმძღვანელობდა ქართველ მწვრთნელთა საბჭოს;
თავადაც წვრთნიდა შევარდენს, ლოკომოტივს, ლელოს, ჭაბუკთა ნაკრებსა და ზორდას

მანვე დააარსა "რაგბის მხარდამჭერთა ლიგა" და დააფუძნა ჟურნალი "რაგბი";
განახორციელა საქართველოსა და რუმინეთის საცილო "ანთიმოზ ივერიელის თასისა" და "სოს რაგბის" პროექტები,
და ყველა საქმეში სამართლიანობა, განსწავლულობა და სიბრძნე გამოიჩინა

დღესდღეობით თამაზი თავის მოწაფეებთან ერთად ასპინძაში იღვწის და
საქართველოს ამ, მრავალ’ჭირ’გადანახად მხარეში
რაგბის მეშვეობით ერთობ ქველ, ეროვნულ მიზნებს ემსახურება

საქართველოს რაგბის კავშირი იუბილარს
დღე-გრძელობასა და შემოქმედებით წარმატებებს უსურვებს

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Mar 2021, 23:01
11 წლის შემდეგ კალენდარი რომ მეორდება
http://biblio.qaflan.net/SKANI/1973_KALENDARI.pdf

დღეს მაგდენი წელი შესრულდა თრაბზონიდან

user posted image

http://ovaluri.qaflan.net/2010/K3/21_ENC-RUS.htm

user posted image

ბორჯღალოსანთა ტესტი # 121 [დღევანდელი იყო # 242 -- ზუსტად 2’ჯერ მეტი]

საქართველო 36:8 რუსეთი

საქ: ურჯუკაშვილი თოდუა (ჩხიკვაძე 76) კაჭარავა (ი.გიორგაძე 72) ზიბზიბაძე მაჩხანელი
<10-9> კვირიკაშვილი აბუსერიძე © (მალაღურაძე 17-23, 46-52, 76) /
ხინჩაგიშვილი (შველიძე 53) ნატრიაშვილი ზირაქაშვილი (ფეიქრიშვილი 76)
დათუნაშვილი ზედგინიძე (ნემსაძე 17-22, 76) ლაბაძე ჩხაიძე (თავართქილაძე 71) უდესიანი –
5ლ: ზირაქაშვილი ნატრიაშვილი ჩხაიძე უდესიანი საჯ^უდესიანი; 4გ ა: კვირიკაშვილი

რუს: კლიუჩნიკოვ (კორობეინიკოვ 76) კუზინ ბაბაევ ტრიშინ (მაკოვეცკი 59) არწემიევ
<10-9> ი.კუშნარიოვ იანიუშკინ (შაკიროვ 76) /
ხროკინ (ბოტვინიკოვ 74) კორშუნოვ © (მატვეევ 74) პრონენკო (ტრავკინ 59)
ვოიტოვ ფატახოვ; გრესევ პანასენკო წემნოვ (კ.კუშნარიოვ 67) –
ლ: პანასენკო; ჯ: კუშნარიოვ

რეფ გარსეზ (სფრ)

3:0(8ა) 3:5(15) 10:5(22) 15:5(25) 22:5(33) / 29:5(48) 29:8(66) 36:8(75) დას (80+2)

შაბ 20/03_2010 @ თრაბზონ’ი, აქჩაბათ ფათიჰ (5 ათასი)

:::

აბა, ამათში დღესაც ვინ იყო ჩვენგან და იმათგან?

:::

Posted by: jora84 20 Mar 2021, 23:05
ლუკასა და ნიკოს მამა

ჩვენგან კოჭო, იმათგან კუშნიაროვი და არწემიევი.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 20 Mar 2021, 23:14
ვაჰ, ბონუსი შემდეგი წლიდან’ღა შემოსულა!
http://ovaluri.qaflan.net/2010/K7/04_AER.htm

>>> პრემიებით რა შეიცვლებოდა?

ამის გასარკვევად გადავიანგარიშეთ ბოლო ორ-წლიანი ციკლი და დავასკვენით,
რომ პრემიათა გაცემით ადგილთა განაწილება არ შეიცვლებოდა არც ჯამში და არც ცალკეულ წლებში,
მაგრამ გუნდები მეტად გაიფანტებოდნენ სატურნირო კიბეზე.

ქვემოთ მოტანილი ცხრილებით მკითხველი ამაში თავად დარწმუნდება,
ბორჯღალოსანთა გამო კი ვიტყვით, რომ პრემიას ორ-ორჯერ ავართმევდით
რუსეთს, გერმანიას და ერთხელაც ესპანეთს.

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 14 Jun 2021, 10:51
user posted image

დათო კილასონია დღეს 70 წლის შესრულდებოდა

http://lelo.qaflan.net/pages/Chvenio_2014_0.htm

http://lelo.qaflan.net/downloads/2017_LEGENDA.pdf

:::

Posted by: OSTAP 14 Jun 2021, 18:04
QUOTE (ლუკასა და ნიკოს მამა @ 14 Jun 2021, 10:51 )
დათო კილასონია დღეს 70 წლის შესრულდებოდა



გაანათლოს ღმერთმა. დათოც და ბურძგლაც ძალიან ახალგაზრდები წავიდნენ sad.gif sad.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 3 Jul 2021, 00:38
გამოუციათ

user posted image

https://sarugby.co.za/media/kcsdz1ky/springboks-v-georgia-test-programme-1.pdf

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Oct 2021, 11:17
გუშინ 25 წელი შესრულდა იმ საარაკო თამაშიდან

user posted image

საქართველო 29:20 რუსეთი

საქ: იურინი ბესელია ჯიმშელაძე ალანია (ჩიქვინიძე 41) ქავთარაშვილი (ბუგიანიშვილი 72)
<10-9> მაჩიტიძე შ.მოდებაძე /
მთიულიშვილი (ფირცხალავა 15-20) ობოლაძე © ცაბაძე;
ნადირაძე რაფავა (პარწიკანაშვილი 66); ზ.ლეჟავა ლაბაძე გ.გიუნაშვილი (კ.კობახიძე 55) –
3ლ: ქავთარაშვილი მოდებაძე ნადირაძე; გ 2ჯ: მაჩიტიძე; 2ა: მაჩიტიძე იურინი

რუს: ზაკარლიუკ შალიუტა ვ.სოროკინ © შევიაკოვ ზეერ
<10-9> ბოლდაკოვ სტაროვატოვ (ბიჩკოვ 72) /
ხოხლოვ ნიკოლაიჩუკ ბიკბოვ;
კისელიოვ კრიკსა; გრაჩოვ ა.სოროკინ (ნეგოდინ 41) კაშჩეევ –
ლ 5ჯ: ბოლდაკოვ

რეფ ბარაბ (სფრ)

3:0(2ა) 3:3(7) 6:3(13) 6:6(21) 11:6(25) 14:6(29) 14:9(32) 19:9(34) 19:12(39) 22:12(40ა) /
22:15(54) 22:20(64) 29:20(80+3)

კვი 20/10_1996 | თბილისი, ეროვნული

:::

რა ცოტა შეცვლა კეთდებოდა და არც სინბინი არსებობდა!



:::

Posted by: kakha alania 21 Oct 2021, 11:55
ლუკასა და ნიკოს მამა
ზაალ როგორ ხარ.
ბეირუთამ კაი შორიდან გაიტანა არეკნი ამ თამაშზე,თუ სწორედ მახსოვს.

Posted by: otia-83 21 Oct 2021, 12:00
რა მაგარი ლელოა bis.gif

არ მქონდა ნანახი ჩემდა სამარცხვინოდ.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Oct 2021, 20:48
აბა, ვინ ამოიცნობს – მაგ შეტევაში ვინ მონაწილეობდა, ვინ გაშიფრავს ასე: ამან იმას მისცა

დაიწყო კი ეპიზოდი იმით, რომ რუსებმა შუა ხაზთან თავისუფალი გაათამაშეს [?!] და მოლში დაკარგეს ბურთი

Posted by: Judas Iscariot 21 Oct 2021, 20:59
ლუკასა და ნიკოს მამა
ქავთარაშვილი კი გარბის კემპიზივით.

მესამე კაცი ალბათ ალანიაა, დანარჩენი ადვილია

დანარჩენი ლელოები არ არის და არც არეკნი?

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Oct 2021, 21:35
იყო ყველაფერი, მაგრამ გაქრა – ზემო ვერაზე რომელიღაც გარე ვინჩესთერზე უნდა მქონდეს
და დავით სანის მოტანილ დისკოზეც მქონდა, მაგრამ მგონი 2010 წლის კინოს გადამღებს გავუგზავნე

:::

Posted by: dishosdzisdze 21 Oct 2021, 22:29
QUOTE
გუშინ 25 წელი შესრულდა იმ საარაკო თამაშიდან

წარმოუდგენელია ალბათ ბევრისთვის ის რაც მაშინ სტადიონზე მოხდა!...ბოლოსკენ სხეულს ვეღარ ვგრძნობდი!
gigi.gif jump.gif jump.gif jump.gif
იგივე განცდა დამეუფლა სამოასთან(გიორგობას)...
ეეეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ. ..
რაგბი (მართლა) ჩვენი თამაშია! ! !

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 21 Oct 2021, 23:19
გვ.29-31 | http://vue.ge/Q/2012_ZUZA.pdf
გვ.159 | http://biblio.qaflan.net/STAMBA/2009_KARTULI-RAGBIS-MATIANE.pdf
გვ.6 | http://vue.ge/MARADI/2019_RWC-MEDIA-NOBATI.pdf

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Nov 2021, 20:58
მა'ზეგ, ოთხ'შაბათს, 1 დეკემბერს
საქართველოს რაგბის კავშირი [სრკ] 60 წლისა მოიყრება

ველი მასალის დადებას თალხ'სა და სოც'მედიაში
და თითო'ოროლა საგულისხმო დეტალს დავამატებ

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 29 Nov 2021, 23:15
https://rugby.ge/1-%e1%83%93%e1%83%94%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%91%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%92%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%99%e1%83%90%e1%83%95%e1%83%a8%e1%83%98%e1%83%a0/

user posted image

user posted image

user posted image

https://stat.rugby.ge/Q/TIGNI/MRELASHVILI_A5_FERADI.pdf

:::

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 30 Nov 2021, 12:34
გარეკანითა და რამე – ბიბლიოთეკის ვერსია

https://stat.rugby.ge/Q/TIGNI/MRELASHVILI_A5_FERADY.pdf


Posted by: p-38 1 Dec 2021, 04:14
kakha alania
QUOTE
ბეირუთამ კაი შორიდან გაიტანა არეკნი ამ თამაშზე,თუ სწორედ მახსოვს

ალბათ იურინზე ამბობთ არა?
ვიყავი მაგ თამაშზე და თუ სწორად მახსოვს
ცენტრში, ოდნავ ფლანგზე 2 კაცი მოიშორა და
ისეთი დაარტყა პირღია დაგვტოვა მთელი დასავლეთ ტრიბუნა.

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 1 Dec 2021, 10:49
p-38

იმათ დაარტყეს აუტში

ბეირუთამ აიღო ცენტრს გადმოღმა, უცებ შემოიგდო თავისთვის და დაურტყა – მაგ გოლით მორჩა პირველი ტაიმი

3:0(2ა) 3:3(7) 6:3(13) 6:6(21) 11:6(25) 14:6(29) 14:9(32) 19:9(34) 19:12(39) 22:12(40ა) /
22:15(54) 22:20(64) 29:20(80+3)

*** დავით_სანი თუ გაგვიცოცხლებს მაგ ვიდეოს – იუთუბზე ატვირთავს ჰაილაითებს

:::

Posted by: BigG 1 Dec 2021, 13:26
ყველა მორაგბეს, ვეტერანს თუ მოქმედს, ასევე რაგბის გულშემატკივარს ვულოცავ საიუბილოე თარიღს - ქართული რაგბის 60 წლისთავს.
წინსვლა და წარმატებები.

Posted by: Gio_G83 2 Dec 2021, 00:24
QUOTE
ყველა მორაგბეს, ვეტერანს თუ მოქმედს, ასევე რაგბის გულშემატკივარს ვულოცავ საიუბილოე თარიღს - ქართული რაგბის 60 წლისთავს.
წინსვლა და წარმატებები.

up.gif

სამწუხაროდ ამ ღონისძიებას ვერ დავესწარი

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 2 Dec 2021, 11:10
user posted image

https://rugby.ge/memorialuridafa/

user posted image

user posted image

user posted image

user posted image

:::

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)