ზაზაც მომწონს, გიგლა ბარამიძეც, ლევან გოგიჩაიშვილიც, სხვებიც, ყველას ნუ ჩამომათვლევინებ.
* * *
მოდერ, ამ aikevich-ს მიართვი რამე ცხელ-ცხელი, ბექაც ფორუმელია, მისი ნიკი არ ვიცი.
* * *
http://web1.rustavi2.ge/ka/news/148162?fbc...SpCxWQ2szF5MwIQდამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი საზოგადოებრივ მოძრაობას ქმნის.
"კმარა არჩევნები არჩევანის გარეშე"- ამ სლოგანით თბილისში დეპუტატმა მშრომელთა გაერთიანებასთან ერთად აქცია გამართა. მთავარი მოთხოვნა პროპორციული არჩევნებია.
დამოუკიდებელი დეპუტატი მმართველ გუნდს დიალოგისკენ მოუწოდებს - ამის შესახებ ნაცვლიშვილმა თბილისში, ფილარმონიის წინ გამართულ აქციაზე განაცხადა.
ბექა ნაცვლიშვილის თქმით, საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობა მშრომელთა უფლებებს დაიცავს და არჩევნებში სწორედ მშრომელთა საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას.
ნაცვლიშვილის განმარტებით, ისინი 25 ნოემბერს ოპოზიციის დაანონსებულ აქციას არ შეუერთდებიან და "ნაციონალური მოძრაობის" გვერდით არ დადგებიან.
This post has been edited by Mako Subladze on 24 Nov 2019, 20:33