მიქელანჯელო ანტონიონი (Michelangelo Antonioni) (29 სექტემბერი, 1912 — 30 ივლისი, 2007) — იტალიელი კინორეჟისორი.
ბიოგრაფია
ანტონიონი დაიბადა ქალაქ ფერარაში. დაამთავრა ბოლონიის უნივერსიტეტი ეკონომიკის ბაკალავრის ხარისხით. 1939 წელს მუშაობა დაიწყო რომში. რეჟისორული დებიუტი ანტონიონიმ 1942 წელს დოკუმენტური ფილმით „ადამიანები მდინარე პოდან“ დაიწყო. მისი პირველი გამორჩეული ფილმი იყო „მეგობრები“, რომელიც 1955 წელს ვერცხლის ლომით დაჯილდოვდა.
მის შემოქმედებას ეკუთვნის ეგზისტენციალისტური ტრილოგია: „თავგადასავალი“, „ღამე“ და „დაბნელება“. ფილმი „ღამე“ ოქროს დათვით დაჯილდოვდა, ხოლო თავად ანტონიონიმ დავიდ დი დონატელოს პრემია მიიღო საუკეთესო რეჟისორისთვის.
ანტონიონის ეკუთვნის ასევე „ზაბრისკი პოინტი“, რომლის მუსიკა Pink Floyd-ს ეკუთვნის და „პროფესია რეპორტიორი“ ჯეკ ნიკოლსონის მონაწილეობით. ფილმი „წითელ უდაბნო“ 1964 წელს ვენეციის კინოფესტივალზე ოქროს ლომით დაჯილდოვდა, ხოლო ფილმი ფოტოგადიდება კანის კინოფესტივალის ოქროს პალმის რტოს მფლობელი გახდა.
კინორეჟისორი ყურადღებას ყოველთვის ადამიანებს შორის კომუნიკაციის პრობლემაზე ამახვილებდა. მისი მუზა მსახიობი მონიკა ვიტი იყო. ამ უკანასკნელს რამდენიმე მთავარი როლი აქვს შესრულებული ანტონიონის ფილმებში.
ფილმოგრაფია
1955 — დაქალები / Le amiche
1957 — ყვირილი / Il grido
1960 — თავგადასავალი / L’avventura
1961 — ღამე / La notte
1962 — დაბნელება / L’eclisse
1964 — წითელი უდაბნო / Il deserto rosso
1966 — ფოტოგადიდება / Blowup
1970 — ზაბრისკი პოინტი / Zabriskie Point
1975 — პროფესია: რეპორტიორი / Professione: reporter
1982 — ქალის იდენტიფიკაცია / Identificazione di una donna
1995 — ღრუბლებს მიღმა (ვიმ ვენდერსთან ერთად) / Par Dela Les Nuages
2004 — ეროსი (ეპიზოდი «საგნების საშიში კავშირი») / Eros (Il filo pericoloso delle cose)
ვიკიპედია This post has been edited by MEDS on 3 Oct 2018, 22:47