forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Mozilla-ს პროდიქტები, გაქართულება
Beqa Arabuli
ტყუჭთა მბრძანებელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3293
წევრი No.: 115441
რეგისტრ.: 12-May 10

გამოგზავნილია: 20 Jan 2016, 22:24  #46779344      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მოგესალმებით,

დროა (გვიანიც) უკვე ფაიერფოქსი ქართულად გვქონდეს smile.gif

ამაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინაა დაწყებული, მაგრამ ახლა მიტოვებულია.

რამდენიმე დღის წინ Pontoon-ზე ქართული გუნდი შევაქმნევინე და ახლა ყველას შეგვიძლია თარგმნა/შესწორებების შეტანა.

ჯერ-ჯერობით სათარგმნად ხელმისაწვდომია მოზილას ვებ-საიტი და ფაიერფოქს ავრორა.

ინსტრუქცია ბრაუზერის თარგმნაში დახმარების მსურველთათვის:

Pontoon-ზე გაიარეთ რეგისტრაცია, შემოდით აქ, მენიუდან აირჩიეთ სასურველი რესურსი და დაიწყეთ თარგმნა.

ინსტრუქცია ვებ-საიტის თარგმნაში დახმარების მსურველთათვის:

Pontoon-ზე გაიარეთ რეგისტრაცია, შემოდით აქ, მენიუდან აირჩიეთ სასურველი რესურსი და დაიწყეთ თარგმნა.

მთავარი საიტის დასრულების შემდეგ სათარგმნ რესურსებს დაემატება დამატებებების (add-on) და კიდევ სხვა საიტებიც.

საიტს აქვს გამოსაცდელი ვერსიაც, რომელზეც რამდენიმე წუთში ემატება ახალი თარგმანი და უფრო მარტივს ხდის შეცდომების პოვნას. მისი ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ


--------------------
"Hey, Ahmet! We Did It!"

Dear 2011, stop acting like 2012.

Some people are so ungrateful to be alive, but not ME... not anymore.

This is the internet; where all men are men, all women are men and all children are FBI agents.

ფორუმელებისთვის - http://is.gd/dTCJPR
Accident
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32795
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 20 Jan 2016, 23:16  #46779898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
up.gif გადავხედავ ხვალ.......
AUTOCRAT
Annuit Cœptis


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4143
წევრი No.: 127283
რეგისტრ.: 10-February 11

გამოგზავნილია: 21 Jan 2016, 02:21  #46781631      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქართულზე Starting capitalization ერორს მაძლევს drug.gif ეგ უნიკოდს უთხრან mo.gif


--------------------
« המוסד למודיעין ולתפקידים מיוחדים »
« Dulce Et Decorum Est Pro Patria Mori »
« თუ ჩვენ ომის მოგება გვინდა, მაშინ უნდა მოვიგოთ პირველი ბრძოლა. ჩვენ ან უნდა მოვიგოთ ან მოვკვდეთ » © ისრაელ ტალი
« This is my rifle, this is my gun. This is for fight, and this is for fun »
Beqa Arabuli
ტყუჭთა მბრძანებელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3293
წევრი No.: 115441
რეგისტრ.: 12-May 10

გამოგზავნილია: 21 Jan 2016, 02:53  #46781740      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
AUTOCRAT
მეც შემექმნა ეგ პრობლემა თავიდან biggrin.gif

ზედა მარჯვენა კუთხეში მენიუ რომაა Quality Checks გაუთიშე
Dinozo
მანიაკი


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 872
წევრი No.: 113099
რეგისტრ.: 18-February 10

გამოგზავნილია: 21 Jan 2016, 11:09  #46782874      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Beqa Arabuli
კარგი წამოწყებაა, ასე უფრო მარტივად შეიძლება ხალხი ჩაერთოს გაქართულებაში და დროულად დასრულდეს ეს პროცესი, ვინმეს ნათარგმნის ჩასწორება კი დიდ დროს არ წაიღებს smile.gif


--------------------
არასოდეს დანებდე!!!
Accident
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32795
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 22 Jan 2016, 19:10  #46797017      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გაქართულებულის გადმოწერა აქედან შეიძლება
https://www.mozilla.org/en-US/firefox/developer/all/


ჩამონათვალში არაა, მაგრამ ლინკში ka-ს თუ ჩაუწერთ, ქართულს გადმოწერს
https://download.mozilla.org/?product=firef...&os=win&lang=ka





Beqa Arabuli
და ეს ცალკე რატოა? aurora-ს თარგმანი ავტომატურად აქ არ გადმოვა?
https://pontoon.mozilla.org/ka/firefox-beta/





ტერმინებს რაც შეეხება.
"თვალყურს" არ ჯობია "თვალთვალი"?
ან საერთოდ ცალკე, უზმნოდ "თვალყური" არსებობს? "თვალყურის მიდევნება"

"თვალთვალი" კიდევ, არსებობს, მაგალითად "უთვალთვლებს".
ასევე "მიყურადებაც" - "მიაყურადებს". თუმცა, "თვალთვალი" უფრო ახლოსაა internet tracking-თან.


"პრივატული" რომ გადაკეთდეს "დაცულ რეჟიმად". "კონფიცენციალურადაც" შეიძლება, მაგრამ რაღა ქართული იქნება.
ასევე "დახურულ", "სანდო", "პირად რეჟიმში".....


"ბრაუზინგი" კი "გვერდების დათვალიერება", ან "ნახვა".
"ანხორციელებთ" არასწორია, "ახორციელებთ". "ნ" ეკუთვნის "გან" თავსართს - "განხორციელება".


კიდევ სიტყვა "ბლოკავენ" არ მგონია სწორი. ანუ, "დაბლოკვა", ეს "ავ" თემის ნიშანი, არაბუნებრივად ჩანს.
"ბლოკის დადება", "დაბლოკილი", "დასაბლოკი" და ა.შ. შეიძლება.

"შეუნახავი" და "შენახული" მგონი, კონტექსტის გაუთვალისწინებლადაა ნათარგმნი.
უფრო შეეფერება "არ შეინახება" და "შეინახება", ან "არ ინახება/ინახება".

user posted image

This post has been edited by Accident on 22 Jan 2016, 20:25
AUTOCRAT
Annuit Cœptis


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4143
წევრი No.: 127283
რეგისტრ.: 10-February 11

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 18:17  #46823801      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
არ ჯობია "თვალთვალი"?

yes.gif
ისე ამ "გაიგეთ მეტის“ მაგივრად ქართულისთვის მშობლიურ „დაწვრილებითს“ რა უჭირს spy.gif
QUOTE
"კონფიცენციალურადაც" შეიძლება, მაგრამ რაღა ქართული იქნება.

„კონფიდენციალურობა“ დიდი ხანია ქართულია და ტექნიკური ტერმინოლოგიაა
QUOTE
"ბრაუზინგი" კი "გვერდების დათვალიერება", ან "ნახვა".

+ „ინტერნეტში ნავიგაცია“, „ინტერნეტის გამოყენება“ და ა.შ. კონტექსტიდან გამომდინარე
Accident
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32795
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 18:32  #46823941      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AUTOCRAT
QUOTE
„კონფიდენციალურობა“ დიდი ხანია ქართულია

რას ნიშნავს ქართულია? ჰა ჰა, საერთაშორისო ტერმინი უწოდო.

გასაგებია რომ გამოიყენება, მაგრამ უფრო ვიწრო სფეროებში და გაქართულებული პროგრამის აზრი, იმათთვის ხელმისაწვდომობაა და თუ ისევ საერთაშორისო ტერმინებით ვესაუბრეთ, რაღა გამოვა.

არის ადგილებე, სადაც მოუხერხებელია და უნდა გამოიყენო, მაგრამ არის ადგილები სადაც შეიძლება ჩაანაცვლო.




QUOTE
ისე ამ "გაიგეთ მეტის“ მაგივრად ქართულისთვის მშობლიურ „დაწვრილებითს“ რა უჭირ

შეიძლება, თუნდაც "ვრცლად". მაგრამ "advanced"-ის დროსაც გამოიყენება.


QUOTE
„ინტერნეტის გამოყენება“ და ა.შ. კონტექსტიდან გამომდინარე

ხო, მასეთებს ვწერ ხოლმე.


Beqa Arabuli
წკაპო
DrAcid
და "ჩანართის" ნაცვლად "დაფა" გამოიყენება?
AUTOCRAT
Annuit Cœptis


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4143
წევრი No.: 127283
რეგისტრ.: 10-February 11

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 19:22  #46824326      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Accident
QUOTE
რას ნიშნავს ქართულია? ჰა ჰა, საერთაშორისო ტერმინი უწოდო.

ისეთივე ქართულია როგორიც მონიტორი, კომპიუტერი, ფორუმი, კომენტარი, ტელევიზორი, ტელეფონი, მუსიკა, პური, ჩანგალი, საპონი, ქუჩა, ქანჩა, აბრეშუმი, სიფათი, ყადაღა, თამასუქი და სხვა მრავალი
QUOTE
თუ ისევ საერთაშორისო ტერმინებით ვესაუბრეთ, რაღა გამოვა

ჩვენი ესპერანტო გვექნება bis.gif ვიღაც ხო ამბობდა ქართველების ენაზე ისაუბრებენ ბოლო ჟამსო user.gif ეს ხუმრობით
QUOTE
არის ადგილებე, სადაც მოუხერხებელია და უნდა გამოიყენო, მაგრამ არის ადგილები სადაც შეიძლება ჩაანაცვლო.

up.gif კონტექსტის მომხრე ვარ ყოველთვის
Accident
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32795
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 19:31  #46824404      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
AUTOCRAT

ხო, მაგრამ ტელევიზორისგან განსხვავებით
QUOTE
უფრო ვიწრო სფეროებში


ამიტომ მეტად, უფრო განვმარტო.....

This post has been edited by Accident on 25 Jan 2016, 21:24
Beqa Arabuli
ტყუჭთა მბრძანებელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3293
წევრი No.: 115441
რეგისტრ.: 12-May 10

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 22:17  #46825992      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Accident
ბეტა ენის დამატების შემდეგ შეცდომების გამოსასწორებლადაა. მოლოდ ავრორა უნდა ითარგმნოს.

Hey,

Firefox is now enabled:
https://pontoon.mozilla.org/ka/

Please translate in Aurora branch. Beta is also enabled, but we only
keep it for fixes (once your language is already shipping).

-Matjaž
Accident
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32795
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 22:29  #46826101      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Beqa Arabuli
და aurora-ზე ვეღარ გავასწორებთ?
ანუ, რამდენიმე suggest გამოვაგზვანე, უკვე თარგმნილზეც.


და ეს ყველგან ასე ვწერო ხოლმე?
QUOTE
"ჩანართის" ნაცვლად "დაფა" გამოიყენება?

Beqa Arabuli
ტყუჭთა მბრძანებელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3293
წევრი No.: 115441
რეგისტრ.: 12-May 10

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 22:40  #46826228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Accident
ენის დამატების შემდეგ ვნახოთ. ზუსტად არც მე ვიცი.

დაფა ძველ მთარგმნელს აქვს დაწერილი. მე ჩანართს ვხმარობ ყოველთვის.

--------

ისე add-on-ზე რას ფიქრობთ? მოდული რაღაც არ მომწონს. თან ზოგგან პლუგ-ინ არის ნათარგმნი მოდულად და რო არ აირიოს ხომ არ ჯობს ადდ-ონისთვის დამატების ან დანამატის გამოყენება? თან შინაარსობრივადაც ზუსტად ეგეთ რაღაცას ნიშნავს.
* * *
ხო და კიდე ერთი რჩევა მათთვის, ვინც მონაწილეობას იღებს.

ეცადეთ ეს საიტი გამოიყენოთ და უპირატესობა 2009 წლის ვერსიას მიანიჭოთ.

მოგვწონს თუ არა თარგმანი, აჯობებს ყველა პროდუქტში ერთი ტერმინოლოგია გამოიყენებოდეს.
Accident
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32795
წევრი No.: 144460
რეგისტრ.: 14-March 12

გამოგზავნილია: 25 Jan 2016, 22:45  #46826291      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Beqa Arabuli
ხო, მასე ვწერდი - დამატებები. თუმცა, ზოგად დამატებითი მოდულიც აღვნიშნე, მგონი.

ამ პოსტში ასე ეწერა და რა ვიცი.
ტ ე რ მ ი ნ ე ბ ი (post #14959825)




QUOTE
ეცადეთ ეს საიტი გამოიყენოთ და უპირატესობა 2009 წლის ვერსიას მიანიჭოთ.
Beqa Arabuli
ტყუჭთა მბრძანებელი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3293
წევრი No.: 115441
რეგისტრ.: 12-May 10

გამოგზავნილია: 26 Jan 2016, 16:33  #46832496      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ამჟამად გაკეთებულია ბრაუზერის 61% და ვებ-საიტის 56%.

ბრაუზერის მთავარი კომპონენტები თითქმის დასრულებულია, დარჩენილი 39 პროცენტი თითქმის სულ დეველოპერების ხელსაწყოებშია სათარგმნი.

განსაკუთრებული მადლობა Georgianizator-ს yes.gif
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (9) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0142 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]