ინტერნეტის საბითუმო მომსახურებაზე დაწესებული ტარიფები განახევრდა
დეკემბერი 26, 2017 15:04
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, კახი ბექაურის განცხადების შესაბამისად, მომსახურების მიმწოდებელ ავტორიზებულ პირებთან ხარჯზე ორიენტირებული ტარიფების დაწესების მიმართულებით, კომისია ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.
მომსახურების მიმწოდებელ პროვაიდერებთან პირველი ეტაპის სამუშაო პროცესის დასრულების შედეგად, ინტერნეტის გლობალურ რესურსებთან დაშვების საბითუმო მომსახურებაზე არსებული ტარიფი, 32 ლარის ოდენობით, 30 დეკემბრიდან განახევრდება.
ცხრილში წარმოდგენილია ამ მომსახურების ყველაზე დიდი პროვაიდერის შპს „კავკასუს ონლაინის“ დაწესებული ტარიფების შემცირების შესახებ დეტალური ინფორმაცია.
სიმძლავრე მგბ/წმ-ში
2017 წლის პირველ ივნისამდე (ლარი)
2017 წლის პირველი ივნისიდან (ლარი)
2017 წლის 30 დეკემბრიდან (ლარი)
ტარიფის შემცირება, (ლარი)
ტარიფის შემცირება, %-ში
1-50
32
28
19
13
40%
51-100
32
27
18
14
44%
101-200
31
26
17
14
45%
201-500
30
25
16
14
47%
501-2000
29
23
15
14
48%
2001-10 000
29
22
14.5
14.5
50%
კომისია ასევე აგრძელებს მუშაობას ინტერნეტის ქსელით მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტების კომპლექსური კვლევისა და ანალიზის მიმართულებით, რაც ინტერნეტის საცალო მომსახურებასთან მჭიდროდ დაკავშირებული საბითუმო ბაზრის შესაბამისი სეგმენტების რეგულირებას ითვალისწინებს, მათ შორის: მაგისტრალურ არხებთან დაშვებას, ციფრული სისტემების ტერმინალურ ელემენტებთან და მათ რესურსებთან დაშვებას, ოპტიკურ-ბოჭკოვანი წყვილებთან დაშვებას.
აღნიშნული მიზნების უზრუნველსაყოფად, NGA-და NGN ტექნოლოგიაზე დაფუძნებული საბითუმო მომსახურებების, ოპტიკური კაბელის/ძარღვის იჯარის, „Ethernet“ და “DWDM“ მონაცემების გადაცემის მომსახურების, მათ შორის, „lambda”-ს მომსახურების ტარიფების მომავალზე ორიენტირებული, გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების „LRIC“ მოდელის შემუშავებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვაზე კომისიამ ტენდერი გამოაცხადა.
აღნიშნული ტენდერის ფარგლებში, ბაზრის მონაწილეებთან და დაინტერესებულ პირებთან კონსულტაციების შედეგად, კომისია მომავალზე ორიენტირებული გრძელვადიანი ნაზარდი დანახარჯების LRIC მოდელს შეიმუშავებს, რომლის საშუალებითაც საბითუმო მომსახურებებზე ტარიფები ეფექტური ოპერატორის მიერ გაწეული დანახარჯების საფუძველზე დადგინდება.
კომისია უახლოეს მომავალში ასევე ფიქსირებული ინტერნეტის საცალო მომსახურების ხარისხის მონიტორინგს და ინტერნეტის საცალო მომსახურების ბაზარზე ალტერნატიული ოპერატორებისათვის დაშვებისა და ურთიერთჩართვის პირობების, მათ შორის მომავალი თაობის (NGA) პასიურ და აქტიურ ქსელურ საშუალებებთან დაშვების პირობების მარეგულირებელი ერთიანი წესების შესახებ კომისიის დადგენილების შემუშავებას გეგმავს.
....
გაანახევრეს იმიტომ რომ ტარიფები დაწეულიყო და ამათ პირიქით გაზარდეს
სასწრაფოდ ახალი კომპანიაა შემოსაყვანი ბაზარზე!!!
This post has been edited by Intel on 10 Jan 2018, 22:53