Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ლიტერატურა > აგატა კრისტი


Posted by: infra-red3 1 Apr 2009, 00:25
აგატა მერი კლარისა მალოუენი დაიბადა 1890წ ინგლისში.მისი მშობლები იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატებიდან. პირველად აგატა გათხოვდა 1914წელს პოლკოვნიკ არჩიბალდ კრისტიზე. 1928 წ იგი განქორწინდა...
1930წელს ირანში გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე არქეოლოგი მაქს მალოუენი.
1920 წელს გამოვიდა მისი პირველი დეტექტიური რომანი.
მისი რომანების ცნობილი გმირები:ერკიულ პუარო,კაპიტანი ჰასტინგსი და მისის მარპლი...
1976წელს აგატა კრისტი გარდაიცვალა ...


მისი ნაწარმოებებია: 10 ზანგი,მივიწყებული მკვლელობა, მკვლელობა ასტარტის ტაძარში, ეგვიპტური სამარხავი,მკვლელობა ფოიერვერკის დროს,კოტეჯი ბულბული, და .ა შ.
ეს რაც გამახსენდა დანარჩენი თქვენ დაწერეთgivi.gif
პ.ს. კატალოგი დავათვალიერე და .... ფრიად გავოცდი user.gif

Posted by: [kitika] 1 Apr 2009, 00:29
infra-red3
აგატა კრისტის ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად მომეწონა "ბოლო სიკვდილია", ეგვიპტურ მითოლოგიაზე აგებული ნაწარმოებია.
თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული მისი.

Posted by: infra-red3 1 Apr 2009, 00:38
[kitika]
QUOTE
აგატა კრისტის ნაწარმოებებიდან ყველაზე მეტად მომეწონა "ბოლო სიკვდილია", ეგვიპტურ მითოლოგიაზე აგებული ნაწარმოებია. თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული მისი.

ოო ეგ არ მაქვს წაკითხული user.gif
შევეცდები გამოვასწორო...ეხლაც სიამოვნებით წავიკითხავ bis.gif

Posted by: irusha 1 Apr 2009, 01:16
[kitika]
მეც ძალიან მომეწონა "ბოლო სიკვდილია".... რაღაც გამორჩეულია... jump.gif

Posted by: kasandra 1 Apr 2009, 10:52
ძალიან მიყვარს, ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და საერთოდ ძალიან მაღიზიანებს ქედმაღლური დამოკიდებულება დეტექტივების მიმართ. vik.gif

დეტექტივების დედოფალია რა. ყველა მოთხრობა ერთნაერად კარგი ნამდვილად არა არის, მაგრამ რამდენიმე ძალიან კარგია. boli.gif

Posted by: ginny 1 Apr 2009, 16:01
კრისტის ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და უმეტესობა მომწონს იმიტომ რომ საინტერესოა და ერთხელ რომ კითხულობ, fun არის.... ყველაზე მეტად როჯერ აკროიდის ამბავმა დამშოკა თავის დროზე biggrin.gif

Posted by: Unico 1 Apr 2009, 20:45
ერთ-ერთი გამორჩეული მწერალი ქალია დეტექტივის ჟანრში smile.gif

დეტექტივების კითხვა ჯერ შერლოკათი დავიწყე და მერე გავაგრძელე ერკუალ პუაროთი და მის მარპლით.... უმმმ... ჩემი საყვარელი პერსონაჟები..


ისე ინგლისური ხასიათი მაგრად ეტყობა.. biggrin.gif

Posted by: AnEeEeE=]] 1 Apr 2009, 23:19
აუ მაგრათ მიუ=ყვარდა ბავშვობაში ეგ მწერალი აღმოსავლეთის ექსპრესი და ენდჰაუზის საიდუმლოებაზე ვგიჟდებოდი biggrin.gif:D

Posted by: deka136 1 Apr 2009, 23:21
თვითონ ერკიულ პუარო მევასება biggrin.gif
პატარა თესლი ბელგიელი ბიძა biggrin.gif

Posted by: Unico 2 Apr 2009, 18:36
QUOTE
პატარა თესლი ბელგიელი ბიძა 

აუ ბიძია, ეს სიტყვა "თესლი" ცუდ ასოციაციებს იწვევს, არადაა არაა ცუდი კაცი და, ჰეთ, ეხლა biggrin.gif


პედანტიზმამდე დასული ჰიგიენის მოყვარული biggrin.gif

პატარა რუხი ნივთიერებები © პუაროოო

Posted by: kasandra 2 Apr 2009, 20:08

"სიკვდილი უცნაურ სახლში" გახსოვთ? პატარა გოგონა როა მკვლელი. ძაან მომწონდა ეგ მოთხრობა smile.gif

Posted by: რუსთაველი 2 Apr 2009, 23:06
აგატა კრისტის ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული და ყველა მიყვარს smile.gif



ერთხელ რა სირცხვილი ვჭამე: აგატა კრისტი კაცი მეგონა lol.gif

Posted by: Nnino 2 Apr 2009, 23:44
მის მარპლი არ გიყვარდათ? ვოცნებობდი, მეც ასეთი მოხუცი ვყოფილიყავი...

მართალია, "ისე შეთქმულა მთელი დუნია, ასაკში შესვლა არ დამცალდება", მაგრამ მის მარპლობა ისევ მინდა... biggrin.gif

პუარო არ მიყვარს, ცუდი პაროდიაა ჩემი პირველი სიყვარულის - მისტერ შერლოკ ჰოლმსის. ცოტა ვეჭვიანობდი კიდეც ამ გაფუყულ ბებერზე... smile.gif

Posted by: Glorfindel 3 Apr 2009, 01:38
უძლიერესი მწერალი.

მაგრად მიყვარს მაგის ნაწარმოებები

QUOTE
მივიწყებული მკვლელობ



ეს და მკვლელოფა ღრუბლებში თუ ...
სახელები აღარ მახსოვს, ოთხი თუ ხუთი წიგნი მაქვს წაკითხული.

ყველა ძალიან მაგრად მომეწონა.

დიდებული მწერალია.

Posted by: ginny 3 Apr 2009, 02:49
სიას ჩამოვწერ, რეები მაქვს წაკითხული:
ვიკიპედიაზე ვნახულობ სიას და ვწერ ჩემებს smile.gif

1.The Mysterious Affair at Styles
2.The Secret Adversary
3.The Murder of Roger Ackroyd
4.The Mystery of the Blue Train
5.Peril at End House
6.Lord Edgware Dies - მეორე სახელწოდება - Thirteen at Dinner
7.Murder on the Orient Express
8.Death in the Clouds
9.The A.B.C. Murders
10.Murder in Mesopotamia
11.Death on the Nile
12.Appointment with Death
13.And Then There Were None - also Ten Little Indians also Ten Little Niggers
14.One, Two, Buckle My Shoe - also An Overdose of Death also The Patriotic Murders
15.Evil Under the Sun
16.The Moving Finger
17.After the Funeral
18.They Do It with Mirrors - also Murder with Mirrors
19.4.50 from Paddington
20.The Clocks
21.The Mirror Crack'd
22.A Caribbean Mystery
23.At Bertram's Hotel
24.Hallowe'en Party
25.Sleeping Murder


O_O O_O O_O O_O O_O

ვაიმე ამდენი თუ მქონდა კრისტის წაკითხული თვითონაც არ მეგონა... ნუ მიყვარდა დეტექტივები და user.gif

Posted by: perfectstranger 3 Apr 2009, 08:08
QUOTE
10 ზანგი,




ბავშვობაში ვუყურე ფილმს.

ყოველ ღამე ერთი ადამიანი რომ კვდებოდა , რა თქმა უნდა, ვერ გავიგე ვინ იყო მკვლელი , მაგრამ დღესაც მახსოვს როგორი ინტერესით ვუყურე , ბოლომდეც არა მგონი.

Posted by: infra-red3 3 Apr 2009, 15:55
აღმოსავლეთის ციალი თუ არ ვცდები ეგეც საკმაოდ საინტერესოა....

Posted by: kasandra 3 Apr 2009, 18:56
QUOTE
10 ზანგი,





ბავშვობაში ვუყურე ფილმს.


yes.gif
რუსული ფილმი იყო, ორ სერიანი. მკვლელი მგონი ექიმი იყო. biggrin.gif

Posted by: perfectstranger 5 Apr 2009, 06:44
kasandra

მე ქართულად გახმოვანებულს ვუყურე. ძან მაგარი იყო, რარაც შIშით ვუყურებდი : ) ეხლაც მახსოვს. და ჭადრაკის დაფა და ყოველ დღე ერთი ფიგურა რომ აკლდება love.gif

ექიმი ქალი იყო , არა?

ბოლოს ორნი რომ რჩებიან ქალი და კაცი სადღაც მდინარესთან ჩადიან ეგ მახსოვს...

Posted by: Marie Menard 5 Apr 2009, 13:09
kasandra

რას ბრძანებთ, მკვლელი ის ექიმი არ არის. და არც ვერა. ათიდან ერთ-ერთია, ოღონდ აქ არ ვიტყვი. ვისაც არ წაუკითხავს, მძაფრი სიამოვნება ელის და ვერ მოვაკლებsmile.gif




Posted by: Unico 5 Apr 2009, 17:46
Marie Menard
ბოლოს მაინც ყველა კვდება biggrin.gif

Posted by: Nnino 5 Apr 2009, 19:09
რაღაც ასე მახსოვს, მკვლელი ერთ–ერთი თავმომკვდარუნებულია... გდე–ტო მე–4 თუ მე–5 რომ წაასაკლავეს ვითომ...

Posted by: datoo 5 Apr 2009, 19:22
2 წლის წინ ვკითხულობდი მაგის დეტექტივებს

QUOTE
მივიწყებული მკვლელობ

ეს წავიკითხე ბოლოს მაგისი
...............................................................


Posted by: infra-red3 8 Apr 2009, 18:38
ეჰჰჰ მაგ დროს მკვლელობასაც თავისი ხიბლი ჰქონდა..ეხლა უმოტივოდ კლავენ და მთავარია ანაბეწდები არ დატოვონ...მაშინ კიდე ათასი დეტალი იყო love.gif

Posted by: Unico 8 Apr 2009, 20:37
QUOTE
ეხლა უმოტივოდ კლავენ და მთავარია ანაბეწდები არ დატოვონ

უმოტივო მკვლელობა? არ არსებობს. უმიზეზოდ არაფერი ხდება smile.gif

ანაბეჭდები არ დატოვონ ეს, ნუ კაი.. მაგრამ დამნაშავე ანგელოზი არაა უკვალოდ გაქრეს biggrin.gif რაღაცას მაინც დატოვებს და საჭიროა დაკვირვებული კრიმინალისტი რომ აღმოაჩინოს...


***
სხვათაშორის , აგათა კრისტი ერთ ხანობა სამედიცინო განხრით მუშაობდა და საწამლავებს ცნობდა, ეგ ცოდნა დაეხმარა თავის დეტექტივებში.. პირველი მოთხრობა დის თხოვნით დაწერა, ნიძლავის პონტში, აბა თუ გამომივაო და რომ გამოუვიდა, გააგრძელა წერა..


სხვათაშორის კაია ასე user.gif ჩანს, რომ ზოგჯერ ადამიანს ბიძგი სჭირდება

Posted by: highway 10 Apr 2009, 01:34
QUOTE (infra-red3 @ 1 Apr 2009, 00:25 )
აგატა მერი კლარისა მალოუენი 

up.gif მაგარი მწერალი
ძალიან მაგრა აღწერს დეტექტიურ მისტერიას. იმდროინდელი Jet Set -ის ცხოვრებას
ოღონდ!
ძალიან ადვილი გამოსაცნობია მკვლელი
ის ყოველთვის ისაა, ვისზეც ეჭვს ვერასოდეს მიიტან

Posted by: annak 10 Apr 2009, 11:59
მიყვარდა აგატა კრისტის დეტექტივები ძალიან smile.gif smile.gif
მერჩივნა მთავარი პერსონაჟი მარპლი თუ იყო.
პირველად მგონი "მიძინებული მკვლელობა" წავიკითხე
რუსთაველი
QUOTE
ერთხელ რა სირცხვილი ვჭამე: აგატა კრისტი კაცი მეგონა 

biggrin.gif

Posted by: kasandra 10 Apr 2009, 12:21
Marie Menard
არ მახსოვს user.gif

ერთი წლის წინ ვიყიდე "კარტი მაგიდაზე", მაგრამ მანდამაინც არ მომწონა. ვერ მივხვდი, მართლა არ არის ისეთი საინტერესო თუ ბავშვობაში წაკითხულს აქვს სხვა გემო? mo.gif


Posted by: Marie Menard 10 Apr 2009, 13:46
ბავშვობაში წაკითხულს მართლაც სხვა გემო აქვს (და სხვანაირად გაჟრჟოლებს ღამ-ღამობით, როცა წაკითხული გახსენდება), თუმცა ბოლო რამდენიმე თვეა, ისევ მივუბრუნდი აგათას - ამჯერად პროფესიული ინტერესის გამოsmile.gif და თავიდან ვკითხულობ თითქმის ყველაფერს.

Posted by: lost_for_words 10 Apr 2009, 14:02
QUOTE
ენდჰაუზის საიდუმლოება

love.gif

QUOTE
10 ზანგი

biggrin.gif
ათი ზანგი არ ქვია .
and then there were none ჰქვია.

და ექიმი არაა მკვლელი biggrin.gif

Posted by: infra-red3 10 Apr 2009, 18:27
Unico
QUOTE
უმოტივო მკვლელობა? არ არსებობს. უმიზეზოდ არაფერი ხდება

ხო მანიაკებსაც მოტივი აქვთ.... rolleyes.gif
QUOTE
ანაბეჭდები არ დატოვონ ეს, ნუ კაი.. მაგრამ დამნაშავე ანგელოზი არაა უკვალოდ გაქრესრაღაცას მაინც დატოვებს და საჭიროა დაკვირვებული კრიმინალისტი რომ აღმოაჩინოს...

ხო და იმას ვერ ხვდებიან რო სხვა ათასი რამე რჩება..მაგას ვიძახი tongue.gif
lost_for_words
QUOTE
და ექიმი არაა მკვლელი

მოსამართლეა არა biggrin.gif
QUOTE
ათი ზანგი არ ქვია . and then there were none ჰქვია.

სათაურების დამახსოვრება ყოველთვის მიწირდა biggrin.gif

Posted by: lost_for_words 10 Apr 2009, 19:05
infra-red3
QUOTE
მოსამართლეა არა

კი biggrin.gif


ორიგინალში მაქვს წაკითხული მაგ პონტში დამამახსოვრდა biggrin.gif




QUOTE
დამნაშავე ანგელოზი არაა უკვალოდ გაქრეს რაღაცას მაინც დატოვებს

ეს უკვე შერლოკ ჰოლმსის საყვარელი მიდგომა იყო და ხშირად უმეორებდა ბატონ ვატსონს biggrin.gif

Posted by: antosia 11 Apr 2009, 01:01
QUOTE
ძალიან ადვილი გამოსაცნობია მკვლელი
ის ყოველთვის ისაა, ვისზეც ეჭვს ვერასოდეს მიიტან


ზუსტად ასეა და მიუხედავად ამისა მაიინც საინტერესო საკითხავია.

Posted by: radiohead_lover 12 Apr 2009, 00:48
მკვლელობა ფოიერვერკის დროს - მომეწონა ძაან .. მაგ წიგნში სხვებიც კაი იყო მარა ეგ მაგარია smile.gif

Posted by: ginny 12 Apr 2009, 01:19
highway
QUOTE
ოღონდ! ძალიან ადვილი გამოსაცნობია მკვლელი ის ყოველთვის ისაა, ვისზეც ეჭვს ვერასოდეს მიიტან



აი ზუსტად..... ვხვდები ხოლმე ვინ იკნება და მიტყდება :| მუღამი ხო ეგაა რო არ იცი ვინაა biggrin.gif

lost_for_words
QUOTE
და ექიმი არაა მკვლელი


მოსამართლე მაგარი იყო biggrin.gif

Posted by: lost_for_words 12 Apr 2009, 05:04
ginny
QUOTE
აი ზუსტად..... ვხვდები ხოლმე ვინ იკნება და მიტყდება :| მუღამი ხო ეგაა რო არ იცი ვინაა

მაგიტომ მევასება ენდჰაუსის საიდუმლოება რომ მანდ ვინც გგონია რომ არის ( ანუ ყველაზე ნაკლებად სავარაუდო) ის იბრიდება ბოლოსკენ და ბოლოს აღმოჩნდება რომ მკვლელი თავად ...

არ გეტყვით biggrin.gif

პონტია რომ მიხვდეთ მაგ ნაწარმოებში ვინაა მკვლელი. biggrin.gif
შანსი არაა biggrin.gif

Posted by: ginny 12 Apr 2009, 10:56
lost_for_words
ხო.... როჯერ აკროიდის ამბავიც ეგრეა, შანსი არაა ვინმე მიხვდე.. გაქვს წაკითხული?


Posted by: lost_for_words 12 Apr 2009, 12:26
ginny
ეგ არის შედევრი biggrin.gif
ფილმიც მაქვს ნანახი wink.gif



ეჰ კაი იყო ბავშვობა ნაჩნიკი და ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნის ქვეშ დეტექტივი biggrin.gif

მეცადინეობ შვილო ?
ხო biggrin.gif

Posted by: kasandra 12 Apr 2009, 14:21
lost_for_words
QUOTE
ეჰ კაი იყო ბავშვობა ნაჩნიკი და ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნის ქვეშ დეტექტივი

biggrin.gif chups.gif

მოვხუცდი mo.gif

QUOTE
ენდჰაუსის საიდუმლოება

chups.gif

Posted by: lost_for_words 12 Apr 2009, 21:02
kasandra
QUOTE
მოვხუცდი


ყველა user.gif

Posted by: Anchxli 12 Apr 2009, 21:26
რამდენი წლის წინ წავიკითხე "მისის მარპლი" , მშვენიერი დეტექტივები აქვს ამ ქალბატონს, მარტივად იკითხება მისი შემოქმედება. კიდევ რაღაც მაქვს მისი წაკითხული,მაგრამ არ მახსოვს biggrin.gif

Posted by: kasandra 12 Apr 2009, 21:32
ერთი მშვენიერი მოთხრობა გამახსენდა ახლა, "კოტეჯი "ბულბული" . ძაან მაგარი, რა სპეკტაკლი იქნება სათანადო შესრულებით?!
ისე რამდენადაც ვიცი, აგათა კრისტის მოთხრობების მიხედვით (და პიესების რათქმაუნდა) ძალიან ბევრი სპეკტაკლია დადგმული. ქართულ სცენზე დაუდგამთ ოდესმე? მართლა მაინტერესებს.

Posted by: annak 13 Apr 2009, 11:44
lost_for_words
QUOTE
ეჰ კაი იყო ბავშვობა ნაჩნიკი და ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნის ქვეშ დეტექტივი

მეცადინეობ შვილო ?
ხო

biggrin.gif biggrin.gif
ჩემი მეთოდიიი
წამოწოლილს "ალგებრა" ან "გეომეტრია" რამდენჯერ მიკითხია გატაცებით.

Posted by: infra-red3 15 Apr 2009, 01:08
lost_for_words
QUOTE
ეჰ კაი იყო ბავშვობა ნაჩნიკი და ქართული ენისა და ლიტერატურის წიგნის ქვეშ დეტექტივი

მეცადინეობ შვილო ?

annak
QUOTE
ჩემი მეთოდიიი წამოწოლილს "ალგებრა" ან "გეომეტრია" რამდენჯერ მიკითხია გატაცებით.

+1 lol.gif
kasandra
QUOTE
ერთი მშვენიერი მოთხრობა გამახსენდა ახლა, "კოტეჯი "ბულბული" . ძაან მაგარი

ძაან საყვარლობაა...
ამას ქვია ფსიქოლოგიურად მოკვლაbiggrin.gif

Posted by: infra-red3 22 Apr 2009, 23:30
კაპიტანი ჰასტინგსი: ყოველთვის მაინტერესებდა,როგორ ჩაიდენდით მკვლელობას და მერე როგორ მოაკვარახწინებდით ამ საქმეს
პუარო: მერწმუნეთ მე რო მკვლელობა ჩამედინა,თქვენ საერთოდ ვერ გაიგებდით მკვლელობა თუ მოხდა biggrin.gif

Posted by: ginny 22 Apr 2009, 23:41
lost_for_words
QUOTE
მეცადინეობ შვილო ? ხო


რა ნაცნობი სიტუაციაა lol.gif

ისე კარგი იქნებოდა აგატას ყველა წიგნის კოლექცია რო გვეშოვა...

* * *
lost_for_words
QUOTE
მეცადინეობ შვილო ? ხო


რა ნაცნობი სიტუაციაა lol.gif

ისე კარგი იქნებოდა აგატას ყველა წიგნის კოლექცია რო გვეშოვა...
აი ისიც - მინინოვადან დავიწყე ქაჩვა.... biggrin.gif

Posted by: ninika11 23 Apr 2009, 09:32
ვინმემ თუ იცით სულ რამდენი დეტექტივი აქვს დაწერილი ( იმას არ ვგულისხმობ რუსულმა გამომცემლობებმა სხვადასხვა სათაურით, რომ დაიწყეს ერთიდაიგივეს ბეჭდვა)

Posted by: ginny 23 Apr 2009, 10:34
ninika11
აქ ნახე:
http://en.wikipedia.org/wiki/List_of_works_by_Agatha_Christie

Posted by: Gigii 26 May 2010, 00:26
ვინმემ არ იცით სად შეიძლება ვნახო მისი მოთხრობები ინტერნეტში ინგლისურად? smile.gif

Posted by: lost_for_words 26 May 2010, 10:23
QUOTE (Gigii @ 26 May 2010, 00:26 )
ვინმემ არ იცით სად შეიძლება ვნახო მისი მოთხრობები ინტერნეტში ინგლისურად? smile.gif

http://www.homeenglish.ru/Books.htm

Posted by: FsdasD 26 May 2010, 10:44
lost_for_words

შენ გაიხარე მაგისთვის შემოვედი ამ თემაში ეგრევე დამხვდა biggrin.gif
მაგრა მიყვარს აგატას ნაწარმოებები biggrin.gif
სიკვდილი ცაში და შემთხვევა კინგს ებოთში ყველაზე მაგრებია

Posted by: isida8 18 Jan 2011, 13:03
ძალიან მიყვარს აგათა love.gif


ბოლო სიკვდილია love.gif love.gif love.gif love.gif


თვე არ გავა რომ არ წავიკითხო,დავიზეპირე user.gif

Posted by: cinikoss 19 Jan 2011, 14:24
მივიწყებული მკვლელობა და მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში love.gif


მიყვარს ძალიან smile.gif

Posted by: monchita 3 Feb 2011, 00:33
,,ენდჰაუზის საიდუმლოება'' ძალიან შთამბეჭდავი იყო როცა წავიკითხე თავის დროზე smile.gif

Posted by: Selfish_kid 3 Feb 2011, 00:37
QUOTE
ბოლო სიკვდილია

love.gif

დავკარგე და ბუკინისტების გარდა ვერა ხო ვერსად? user.gif

Posted by: NNina 3 Feb 2011, 20:42
ეს გადარეული ქალბატონი/.ჭურჭლის რეცხვის დროს იგონებდა დეტექტივებს.წარმოიდგინეთ ...რამდენი დისახლისი იქნებოდა ახლ პოპულარული.ამ ქალმა კი მოახერხა და თავისი ფიქრები ბესტცელერად აქცია.

საღოლ.ბავშვბაში ვკითხულობდი და ცოტა ვერთობოდი კიდევაც.

Posted by: Cat Power 3 Feb 2011, 21:49
ბავშვობაში დიდი გატაცებით ვკითხულობდი up.gif

Posted by: MliVi 3 Feb 2011, 22:40
QUOTE
მივიწყებული მკვლელობ


ყველაზე მეტად ეგ მომეცონა....... yes.gif yes.gif

Posted by: bebut 21 Jun 2011, 15:41
მივიწყებული მკვლელობა მაქ წაკითხული და ახლა ვაპირებ კიდევ ბევრი წაიკითხო რაც შეეხება მივიწყებულ მკვლელობას დზაან დზაან მაგარი წიგნია

Posted by: MliVi 12 Aug 2011, 23:11
QUOTE
მივიწყებული მკვლელობა და მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში


დღეს მე და ჩემი მეგობარი ვკამათობდით ამ 2 დან რომელია უფრო ცნობილი და პოპულარული..

და თქვენ რას ფიქრობთ?

rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: Cool breeZe 30 Aug 2011, 09:47
მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში, რო წავიკითხე და საქმე გაიხსნა თვალები შუბლზე ამივიდა biggrin.gif ყველაზე მაგარი აგათას ის აქვს რომ ძალიან ძნელია დამნაშავეს მიაგნო და ფინალი ყოველთვის გაკვირვებს.ისიც მაგარია, მთხრობელი რომ აღმოჩნდება დამნაშავე, სათაური აღარ მახსოვს sad.gif

Posted by: Galahad 30 Aug 2011, 10:16
ადრე დეტექტივებით ვიყავი გატაცებული და ეს ძირითადად აგატას დამსახურებაა. smile.gif

Cool breeZe
QUOTE
მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში, რო წავიკითხე და საქმე გაიხსნა თვალები შუბლზე ამივიდა

მეც ეგრე ამივიდა თვალები შუბლზე. biggrin.gif ვინ აღარ ვიფიქრე და ბოლოს.

მიყვარს მისი "როჯერ ექროიდის მკვლელობა", "ენდჰაუზის საიდუმლოება", "აღმოსავლეთის ექსპრესი".

"ხუთი გოჭის" მკვლელობის გარემოებები როგორი უჩვეულოა: მხატვარი მსხვერპლი-კვდება ნელნელა და თან მის მიერვე დახატულ მკვლელი-ქალის პორტრეტს უყურებს, მისთვის საბედისწერო ქალი პორტრეტიდან ართმევს სიცოცხლეს თითქოს... rolleyes.gif

მაგრამ ალბათ მაინც ყველაზე მეტად გამოვარჩევ "მივიწყებულ მკვლელობას". მკვლელობა, რომელიც დაივიწყეს, არავის აღარ ახსოვდა და ოცი წლის შემდეგ მას გააღვიძებენ. კვანძის გახსნისას დამბურძგლა...

Posted by: irusha 30 Aug 2011, 11:06
ნუ ყვებით ფინალს, ხალხო, რა გჭირთ.. biggrin.gif

წაკითხული რომ არ მქონოდა, ფრიად ნაწყენი ვიქნებოდი.. biggrin.gif

Posted by: Galahad 30 Aug 2011, 11:13
irusha
QUOTE
ნუ ყვებით ფინალს, ხალხო, რა გჭირთ.. biggrin.gif

წაკითხული რომ არ მქონოდა, ფრიად ნაწყენი ვიქნებოდი.. biggrin.gif


მაშინ დახურეთ დეტექტივებზე თემები. biggrin.gif

ვეღარ მოგვიყოლია ვერაფერი. biggrin.gif

Posted by: irusha 30 Aug 2011, 11:17
Galahad

ან წავაწეროთ, ვისაც წაკითხული არ გაქვთ ყველა.. ყველა რაც კი დაწერილა არ შემოიხედოთ.. user.gif

ან უფრო უკეთესი, სპოილერში ჩავსვათ.. user.gif

Posted by: milda 30 Aug 2011, 20:15
ვილა თეთრი ცხენი წავიკითხე პირველად და შემდეგ რაც კი გვქონდა სახლში მისი ყველაფერი განსაკუთრებით მივიწყებული მკვლელობა და მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში მომეწონა სამაგიეროდ საშინლად არ მომეწონა ამ უკანასკნელის კინო ვერის რამდენადაც კარგი ნაწარმოებია იმდენად მშრალი და საშინელი გადაღებაა.

Cool breeZe
მკვლელობა ქინგს ებოთში ქვია ექიმი არის მთხორბელი და როგორც ბოლოს ირკვევა მკვლელიც, კარგია ძალიან მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო დეტექტივთა კლუბის დატოვება მოუხდა

Posted by: ლიზა 30 Aug 2011, 20:21
აგატა კრისტი


კომენტარიის გარეშე love.gif love.gif

Posted by: sandy 30 Aug 2011, 22:37
MliVi
QUOTE
მივიწყებული მკვლელობა და მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში



დღეს მე და ჩემი მეგობარი ვკამათობდით ამ 2 დან რომელია უფრო ცნობილი და პოპულარული..

და თქვენ რას ფიქრობთ?

ალბათ, უფრო "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" smile.gif
თუნდაც ცნობილი ეკრანიზაციის გამო, სადაც ვარსკვლავთა მთელი არმადაა თავმოყრილი: ინგრიდ ბერგმანი, ლორენ ბეკოლი, ვანესა რედგრეივი, შონ კონერი, ჟაკლინ ბისე... თუმცა თავად ფილმი საკმაოდ მოსაწყენი კია.


კრისტი მართლა უნიკალურია...
იოლი საქმე არაა, დაწერო დეტექტივები, რომელთა გადაკითხვა შეიძლება.
დღესაც სიამოვნებით "ჩავკრავ ხოლმე თვალს" მის ნაწარმოებებს, მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია შესანიშნავად ვიცი, ვინ არის მკვლელი biggrin.gif

ალბათ, მისი თითქმის ყველაფერი მაქვს წაკითხული, თუმცა საყვარელი ნაწარმოების დასახელება მიჭირს...
ყველაზე ორიგინალური კი, ალბათ, "როჯერ ეკროიდის მკვლელობაა" smile.gif

Posted by: zgapariko 30 Aug 2011, 23:47
]
QUOTE
ვინმემ არ იცით სად შეიძლება ვნახო მისი მოთხრობები ინტერნეტში ინგლისურად?


http://www.homeenglish.ru/Books.htm




და ქართულად?

Posted by: Antonio Montana 25 Sep 2011, 15:11
აგატა კრისტიზე და უფრო პუაროზე შეყვარებული ვარ ღრმა ბავშვობიდან biggrin.gif
მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში რომ წავიკითხე , ისე შემიყვარდა დაბალი ბელგიელი თავის ულვაშებიანად რომ , რასაც ვშოულობდი ყველაფერს ვკითხულობდი givi.gif

http://www.radikal.ru

Posted by: Johnnie Walker 25 Sep 2011, 15:26
Antonio Montana7_7_7
QUOTE
აგატა კრისტიზე და უფრო პუაროზე შეყვარებული ვარ ღრმა ბავშვობიდან

და ახლა - ჯოისი გიყენია ავატარად? biggrin.gif

საინტერესოა smile.gif

Posted by: Antonio Montana 25 Sep 2011, 15:39
Johnnie Walker
ჩემი პირველი სიყვარული იყო პუარო და ხო ხვდები .. user.gif

Posted by: Johnnie Walker 25 Sep 2011, 15:58
Antonio Montana7_7_7
კი კაცო, როგორ არ ვხვდები, ვიცი ეგ გზა საით მიდის და იმიტომю

მეც დაახლოებით ეგრე ვიარე, ინგლისური დეტექტივებიდან smile.gif

Posted by: Perfectum 4 Jan 2013, 23:48
and then there were none

ხალხო ამ დეტექტივის მიხედვით გადაღებულ ფილმს ვეძებ
თუ შეგიძლიათ დაემარეთ
მადლობა წინასწარ

Posted by: Forrest 13 4 Jan 2013, 23:57
,,აღმოსავლეთის ექსპრესი" და ,,ენდჰაუზის საიდომლოება" მაქვს წაკითხული. ორივე კარგი იყო, მაგრამ მეორე უფრო მომეწონა.

Posted by: nick_el_son 10 Jan 2013, 16:49
QUOTE
ვილა თეთრი ცხენი

http://en.wikipedia.org/wiki/The_Pale_Horse
ძაან მაგარია yes.gif

ბევრ "გაპაპსავებულ" ნაწარმოებს მირჩევნია...


ასევე პანსიონატი "სან-სუსი"-ც yes.gif
მეორე მსოფლიო ომის წინა პერიოდის ჯაშუშური დეტექტივი...
http://en.wikipedia.org/wiki/N_or_M%3F

love.gif



Posted by: Dreamer Man 11 Jan 2013, 00:54
მივიწყებული მლელობა რომ წავიკითხე მართლა არ მომეწონა და თან 1 იყო აგათადან რომ ეგ წავიკითხე ეთქი რა მოსწონთ ამ აგათას დეტექტივებშითქო და მერე როცა გავეცანი ენდჰაუზის საიდუმლოებას და შემდეგ აღმოსავლეთის ექსპრეს ისე მომეწონა რომ არვიცი დღესაც ვცილობ ჩავიგდო მისი რომელიმე წიგნი ხელში smile.gif

Posted by: ლექტერი 11 Jan 2013, 01:15
Dreamer Man
QUOTE
მივიწყებული მლელობა რომ წავიკითხე მართლა არ მომეწონა და თან 1 იყო აგათადან რომ ეგ წავიკითხე ეთქი რა მოსწონთ ამ აგათას დეტექტივებშითქო და მერე როცა გავეცანი ენდჰაუზის საიდუმლოებას და შემდეგ აღმოსავლეთის ექსპრეს ისე მომეწონა რომ არვიცი დღესაც ვცილობ ჩავიგდო მისი რომელიმე წიგნი ხელში

ხო გითხარი მაგ მივიწყებული YLეობით ნუ შეაფასებ თქო biggrin.gif
აღმოსავლეთ ექსპრეს კლასს <3

მკვლელობა ჰაერში თუ რაღაც აქ კიდე და ის წესით დაგევასება


პ.ს. მარპლი YLეა

პუარო ფორ ევერ <3

Posted by: Dreamer Man 12 Jan 2013, 13:36
ლექტერი
QUOTE
მკვლელობა ჰაერში თუ რაღაც აქ კიდე და ის წესით დაგევასება

"მკვლელობა ღრუბლებში"-ჯერ არ წმიკითხია მალე წავიკითხავ

ისე აგატას ბევრი დეტექტივები აქვს და ბევრი როგორც ვიცი არაა გაყიდვაში ბიბლუსში მხოლოდ 2-ია თუ არ ვცდები დანარჩენს საბჭოთა კავშირის გამოცემაში თუ წააწყდები

QUOTE
ხო გითხარი მაგ მივიწყებული YLეობით ნუ შეაფასებ თქო

biggrin.gif არმახსოვს biggrin.gif ეგ წავიკითხე დიდი ხნის წინ

QUOTE
პ.ს. მარპლი YLეა

არც მე დამევასა ისე და სხვა დეტეკტივებში თუ წავაწყდი იქნებ დამევასოს და მივიწყებულ მკლელობაში არ დამევასა

Posted by: Andro_forza juve 12 Jan 2013, 16:14
აუ 'მოკვლა ადვილია' როგორ მიყვარდა იმენა ყოველ ზაფხულს ვკითხულობდი არდადაგებზე სადაც მივდიოდი biggrin.gif


სკოლის პერიოდში სახელმძღვანელოებზე ყდები რომ იყო, გეომეტრიის ყდას ვაკრავდი აგატი კრისტის და 'ვმეცადინეობდი' რო რამე რა ))
კაი დრო იყო!

Posted by: alexandra91 11 Feb 2013, 11:25
ახლა ვკითხულობ სიკვდილი ღრუბლებში smile.gif მომნატრებია აგათას ხლართები smile.gif <3 ბოლოს კარტი მაგიდაზე წავიკითხე 3წლის წინ...... არ ვიცი ეს როგორია მაგრამ სიკვდილი უცნაურ სახლში და თამაში სარკეებით ძააან მაგარია რა smile.gif მონსტრი ჟოზეფინა
* * *
QUOTE
ისე აგატას ბევრი დეტექტივები აქვს და ბევრი როგორც ვიცი არაა გაყიდვაში ბიბლუსში მხოლოდ 2-ია თუ არ ვცდები დანარჩენს საბჭოთა კავშირის გამოცემაში თუ წააწყდები

კი ბუკინისტებში შეგიძლია იშოვო.... არ იბრძენო ახლა და არ თქვა ძველი წიგნები არ მიყვარსო biggrin.gif

Posted by: wuma 11 Feb 2013, 13:20
აგატა კრისტის დეტექტივებიდან პირველად 'მივიწყებული მკვლელობა' წავიკითხე და დღემდე ეგ მიყვარს ყველაზე მეტად love.gif

Posted by: DUDEGIVBEND 13 Feb 2013, 20:58
აგათა კრისტის 2 ნაწარმოები მაქვს წაკიტხული სიკვდილი ღრუბლებშI და დანიშნულების ადგილი უცნობია. ძალიან სერიოზული დეტექტიური რომანებია. დეტექტივები ვისაც უყვარს ზედგამოჭრილია აგათას ნაწარმოებები.

Posted by: აბულაბას 13 Feb 2013, 22:11
ღრმა ბავშვობაში წავიკითხე ენდჰაუსის საიდუმლოება.
მაგრად მომეწონა მახსოვს, თუ არ ვცდები პუარო ერქვა გამომძიებელს თავს ვერ დავდებ

Posted by: alexandra91 13 Feb 2013, 22:21
DUDEGIVBEND
    Abulabas
      ახლა რომ დანარჩენები წაიკითხოთ უფრო მოგეწონებათ smile.gif იმიტო რო მაგათზე უკეთესები აქვს smile.gif

      Posted by: DUDEGIVBEND 13 Feb 2013, 22:35
      alexandra91
      ხო მაგრამ წიგნები რო არ მაქვს? ტორე ვაფანატებ დეტექტივებზე. მაგრად მიზიდავს პუარო და მისი ულვაშები biggrin.gif

      Posted by: alexandra91 13 Feb 2013, 22:43
      DUDEGIVBEND
        ბუკინისტებსში ნახავ smile.gif იაფად.... ან ბიბლიოთეკას რატო არ იყენებთ ხალხი ვერ ვხვდები biggrin.gif ყველაფერია

        Posted by: NNNNiiiaaa 13 Feb 2013, 22:49
        QUOTE (Abulabas @ 13 Feb 2013, 22:11 )
        ღრმა ბავშვობაში წავიკითხე ენდჰაუსის საიდუმლოება.
        მაგრად მომეწონა მახსოვს, თუ არ ვცდები პუარო ერქვა გამომძიებელს თავს ვერ დავდებ

        კიიიიიიიი ეგრე ქვია))) მაგარიია ძალიან, მე კიდე თემას რო შევხედე მაგ წიგნის სათაურს ვიხსენებდი და უცებ შენი პოსტი წავიკითხე. ძალიან კარგია ეგ წიგნი... bis.gif

        ბოლოს წავიკითხე ფარდა, კარგი იყო თუმცა სხვები ჯობია

        და მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესზე ხო ერთ-ერთო საუკეთესოა მის შემოქმედებაშიი love.gif

        Posted by: DUDEGIVBEND 13 Feb 2013, 22:59
        alexandra91
        კაი იდეა მომაწოდე დავძებნი ერტი ბიბლიოტეკას ვნახო იქნებ სადმე. biggrin.gif

        Posted by: alexandra91 13 Feb 2013, 23:19
        DUDEGIVBEND
          ძალიან კარგს იზამ smile.gif yes.gif

          Posted by: valentinee 7 Mar 2013, 17:56
          infra-red3
          QUOTE
          მკვლელობა ფოიერვერკის დროს

          QUOTE
          ,მივიწყებული მკვლელობა

          QUOTE
          ბოლო სიკვდილია

          ვგიჟდები smile.gif
          ბოლოს წავიკითხე "სიკვდილი ღრუბლებში"
          ძალიან მომეწონა.

          Posted by: Egyptian 2 Jun 2014, 19:49
          ვერასდროს ვიცნობ ვინაა მკვლელი
          მივიწყებული მკვლელობა წავიკითხე და თავიდანვე ვფიქრობდი ექიმი კენედი იქნებოდა მკვლელი
          მაგრამ ბოლოს იმდენი ვერსია იყო პეინზე და მეორეზე რომ დავიბენი :მად:

          უბედური შემთხვევა-მ შემძრა :შ
          საწყალი ევანსი :/
          ბოროტის გამარჯვება კეთილზე :შ

          Posted by: Selfish_kid 2 Jun 2014, 20:52
          QUOTE
          ბოლო სიკვდილია


          ეს ხომ არ გაქვთ ვინმეს რომ მომყიდოთ? user.gif

          Posted by: George Best :) 18 Jan 2015, 04:15
          და აღარავინ დარჩა რა კარგი ყოფილა
          საუკეთესო არის აგატასი,რაც წამიკითხავს იქიდან
          მერე რა,რო არც პუარო არის და არც მის მარპლი

          Posted by: gia-gia-gia 19 Jan 2015, 00:53
          ჯონ დიქსონ კარრი არის დეტექტივის, კერძოდ ჰერმეტიული დეტექტივის მეფე!

          ჩვენთან რატომღაც კრისტი გახდა პოპულარული

          ისე კრისტისაც აქვს რამოდენიმე შედევრი, მაგალითად:

          საუკეთესო ხუთეული

          "როჯერ ეკროიდის მკვლელობა"
          "მივიწყებული მკვლელობა"
          "ათი გოჭი"
          "მკვლელობა ანბანით"
          "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში"

          Posted by: gurji_xatuni 19 Aug 2015, 12:58
          QUOTE (kasandra @ 3 Apr 2009, 18:56 )
          [QUOTE]10 ზანგი,


          "და აღარავინ დარჩა" ამ სახელწოდებითაა ცნობილი "ათი ზანგი"
          * * *
          QUOTE (ginny @ 12 Apr 2009, 10:56 )
          ხო.... როჯერ აკროიდის ამბავიც ეგრეა, შანსი არაა ვინმე მიხვდე..

          ხიბლი ამ მწერლის ისაა, რომ ყველა პერსონაჟზე მიგატანინებს ეჭვს და ტვინს გაჭყლეტინებს. აი, მე ყველაზე მივიტანე ეჭვი ექიმი შეპარდის გარდა smile.gif
          * * *
          QUOTE (perfectstranger @ 3 Apr 2009, 08:08 )


          ყოველ ღამე ერთი ადამიანი რომ კვდებოდა , რა თქმა უნდა, ვერ გავიგე ვინ იყო მკვლელი , მაგრამ დღესაც მახსოვს როგორი ინტერესით ვუყურე , ბოლომდეც არა მგონი.

          ბოლომდე თუ არ გინახავს ან წაგიკითხავს, რა თქმა უნდა, ვერც გაიგებდი, ვინ იყო მკვლელი. არადა, მართლა ჩახლართული ამბავია და ბოლო გვერდამდე ვერც მე მივხვდი მკვლელის ვინაობას smile.gif
          * * *
          QUOTE (gia-gia-gia @ 19 Jan 2015, 00:53 )
          "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში"

          გამორჩეული ნაწარმოებია ჩემთვის და მისი ეკრანიზაციას საინტერესოა.

          ბავშვობაში წავიკითხე "მოციმციმე ციანიდი" და მაშინ აღმოვაჩინე აგათა კრისტი პირველად...

          Posted by: George Best :) 22 Aug 2015, 04:35
          მაგრა გამიტყდა აგატასგან,დიდი ოთხეული ჰოლმსის უკანასკნელი საქმის სერიოზული პლაგიატი იყო facepalm.gif
          ერთი ძმაზე ხუმრობა მომეწონა

          კაი რამეებს უშვებს პალიტრა,მაგრა ასწორებს ეს პუაროზე წიგნები,პროსტა თვეში ერთხელ ცოტაა,49 წიგნივით რო ყოფილიყო უკეთესი იქნებოდა

          ან ორ კვირაში ერთხელ ეგ გამოუშვან და სიმენონი ,კომისარი მეგრე,ქართულად რაცაა იმაზე გაცილებით მეტი აქვს ჟორჟს დაწერილი

          ან მის მარპლის ამბები გამოუშვან რა

          Posted by: Arien 22 Aug 2015, 17:45
          ყველაზე მეტად "ბოლო სიკვდილია" მიყვარს love.gif
          ჰორი რომ ამბობს ძალაუფლების ნაადრევად გადაცემა ისევე საშიშია, როგორც დაგვიანება და დარწმუნებული არა ვარ, კარგი იქნება თუ არა წერა-კითხვა ყველამ იცოდესო.
          მკვდარი ხასა არ არის იგივე, რაც ცოცხალი ხასა,ცოცხალ ხასას მთელი ქონება სჭირდება,მკვდრისთვის კი დაკრძალვის ხარჯებს ამცირებენ.
          და შენი ტურებიც ხმამაღლა ყეფენ! - ბებია ეზა ეუბნება შვილიშვილს,ბიჭს მისთვის მოსაწონ საქმეს რომ დაავალებენ.

          მოციმციმე ციანიდი,სიკვდილი უცნაურ სახლში,როჯერ ეკროიდის მკვლელობა,ხუთი გოჭი - ესენიც გამორჩეულად მიყვარს და რამდენჯერმე მაქვს წაკითხული.

          პალიტრას გამოცემულ დეტექტივებს ჯერჯერობით ვყიდულობ,დიდი ოთხეული პირველად წავიკითხე და მეც არ მომეწონა.ჯობდა სხვა ნოველა აერჩიათ.
          თარგმანიც დიდად არ მომწონს,ახლიდან რახან თარგმნიან ლოგიკურად ძველს უნდა სჯობდეს და არ ჯობია,თუ უარესი არ არის.განსაკუთრებით მრუდე სახლი არ მომეწონა.

          Posted by: Xashursky 23 Aug 2015, 00:28
          ორი წიგნი წავიკითხე და ჩემი საყვარელი მწერალია უკვე love.gif

          "როჯერ ეკროიდის მკვლელობა" რო წავიკითხე მეთქი ასეთი ან ამაზე უკეთესი რა უნდა იყოსთქო და დღეს მოვრჩი "მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში"-ს დაა რავი რა, გენიოსია აგატა <3 "მრუდე სახლიც" მაქვს სახლში მაგასაც წავიკითხავ და დავიწყებ სხვა წიგნების ძიებასაც. ამ სამის გარდა კიდევ რომლებია კარგი ?

          Posted by: George Best :) 23 Aug 2015, 03:44
          Arien
          QUOTE
          თარგმანიც დიდად არ მომწონს,ახლიდან რახან თარგმნიან ლოგიკურად ძველს უნდა სჯობდეს და არ ჯობია,თუ უარესი არ არის..

          +1
          კონანდოილის ახალი თარგმანი,შიშის ველი თუ წაიკითხე იქაც მსგავსი პრობლემა იყო
          ნუ აქ მთლად შენობით და შე ჩემათი არ ლაპარაკობენ პუარო ჰასთინგი,მაგრამ ბევრი არის თანამედროვე ჟარგონულ ბილწი სიტყვა,ისევე როგორც იმ თარგმანში და არ უხდება აშკარად აგატას ეგ ამბავი
          ბოლო თარგმანზე ვამბობ მე,პირველი ორი წიგნიც ვიყიდე,უბრალოდ არ წამიკითხავს,ძველი ვერსიებიც კარგად მახსოვს
          ენდჰაუზის საიდუმლოება კი შეცვალეს სხვა სახელით,რამდენად სწორია ვერ ვიტყვი

          Posted by: BUGSY_SIEGEL 24 Aug 2015, 16:35
          შევიძენ აგათა კრისტის წიგნებს
          გარდა ამეებისა:
          მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში
          როჯერ ეკროიდის მკვლელობა
          დიდი ოთხეული
          მრუდე სახლი'
          და აღარავინ დარჩა

          ამათ გარდა შევიძენ ნებისმიერს up.gif

          Posted by: George Best :) 24 Aug 2015, 17:52
          BUGSY_SIEGEL
          ბუკინისტებს ჩამოუარე და ბევრს იშოვი

          მივიწყებული მკვლელობა,მოციმციმე ციანიდი,მკვლელობა ზეცაში,კიდე არის რაღაცები,თავის დროზე მინახავს ყველგან,ლარი ან ორ ლარად დაითრევ თან

          Posted by: BUGSY_SIEGEL 24 Aug 2015, 19:30
          George Best smile.gif
          სად ვნახავ ბუკინისტებს.........................

          Posted by: George Best :) 25 Aug 2015, 06:11
          BUGSY_SIEGEL
          თსუს პირველი კორპუსი,გეპეის წინ პაძემკა,თავისუფლებაზე,მარჯანიშვილის მეტრო,ახმეტელის მეტრო

          Posted by: BUGSY_SIEGEL 25 Aug 2015, 09:25
          George Best smile.gif
          მადლობთ......................................................................

          Posted by: Kebo 27 Aug 2015, 00:25
          მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში წავიკითხე დღეს

          გაასწორა
          დონეა

          მაგრამ უფრო მეტი დაძაბულობა მინდოდა


          8/10

          პუარო რომ შერლოქის მიბაძვით არ იყოს უკეთესი იქნებოდა

          Posted by: Unico 27 Aug 2015, 09:01
          QUOTE
          პუარო რომ შერლოქის მიბაძვით არ იყოს უკეთესი იქნებოდა

          აბსოლუტურად სხვადასხვა ხასიათის არიან.
          არანაირი მიბაძვა smile.gif

          თუ პუაროს ურჩევნია სავარძელში ჩამჯდარმა რუხი ნივთიერებები აამოქმედოს, შერლოკი უფრო მოქმედების კაცია smile.gif

          მიკვირს ამას რომ ვერ ხედავთ biggrin.gif

          აი ნირო ვულფი არის "კატასტროფა" lol.gif გარეთ გასვლა ეზარება, ურჩევნია სხვამ მოუტანოს სამხილები და ეს მერე ანალიზს შეუდგება.

          Posted by: BUGSY_SIEGEL 27 Aug 2015, 11:20
          კაროჩე მე რაც წავიკითხე იმათში ყველაზე დონე არის როჯერ ეკროიდის მკვლელობა
          იმენა სუპერ დუპერ დეტექტივია
          ვერც კი წარმოვიდგენდი ეგეთ დასასრულს და მკვლელს biggrin.gif
          პირველად წავაწყდი ეგეთი ლიტერატურულ ხერხს დეტექტივში

          მერე მკვლელობა აღმოსავლეის ექსპრესში
          მერე და აღარავინ დარჩა
          მერე დიდი ოთხეული
          და მრუდე სახლი

          Posted by: George Best :) 27 Aug 2015, 15:29
          QUOTE
          თუ პუაროს ურჩევნია სავარძელში ჩამჯდარმა რუხი ნივთიერებები აამოქმედოს, შერლოკი უფრო მოქმედების კაცია

          იასნა სხვადასხვა ტიპები არიან პუარო ჰოლმსი

          მარა მსგავსებებიც არის ზოგადად აგატას რომანებში,დებილი ჰასტინგსი და დებილი უოტსონი ვთქვათ biggrin.gif

          დიდი ოთხეული საერთოდ მარაზმი იყო,ჰოლმსის უკანასკნელი საქმის უნიჭო პლაგიატი იყო,სხვები უფრო დონე აქვს როჯერ ეკროიდი მართლა სასწაულია
          ოღონდ მე მაინც მეგრე მირჩევნია პუაროს,მის მარპლიც არაა ცუდი ვინმე

          უპუაროებში და აღარავინ დარჩა ასწორებს,ბევრ პუაროიანს ჯობია biggrin.gif

          Posted by: BUGSY_SIEGEL 27 Aug 2015, 16:48
          George Best smile.gif
          მეგრე რატო გირჩევნია?.


          შერლოკა ყველაზე მაგარია მაინც მერე პუარო მერე მეგრე

          Posted by: George Best :) 27 Aug 2015, 16:50
          BUGSY_SIEGEL
          უფრო კეთილი ტიპია + ზოგადად სიმენონის წიგნები უფრო შინაარსობრივია,სოციალური და ადამიანური კუთხით და კომისარიც ეგეთი ტიპია
          ჩემი აზრით
          ჰოლმსთან იასნა ვერავინ ვერასდროს მივა

          Posted by: Arien 27 Aug 2015, 17:24
          George Best smile.gif
          QUOTE
          კონანდოილის ახალი თარგმანი,შიშის ველი თუ წაიკითხე იქაც მსგავსი პრობლემა იყო, ნუ აქ მთლად შენობით და შე ჩემათი არ ლაპარაკობენ პუარო ჰასთინგი,მაგრამ ბევრი არის თანამედროვე ჟარგონულ ბილწი სიტყვა,ისევე როგორც იმ თარგმანში და არ უხდება აშკარად აგატას ეგ ამბავი


          შიშის ველი არ მაქვს წაკითხული,მაგრამ კრისტის ახალ თარგმანში რაც არ მომწონს არის სიხისტე,სიტყვები ხშირად მეორდება,წინადადებები ულაზათოა,მშრალი,გუგლის ნათარგმნივითაა.
          სახლში რომ მივალ შევადარებ ძველ და ახალ თარგმანებს და დავწერ კონკრეტული მაგალითის მიხედვით რასაც ვგულისმობ.
          უცებ რაც გამახსენდა ეს არის სოფი ლეონიდესის აღწერაში ბრტყელი ნიკაპი,ბრტყელი ნიკაპი წინ წამოსწია და ა.შ.
          ძველ წიგნში არაფერი ამდაგვარი არ წერია,სიტყვა ბრტყელი არ არის ნახსენები და სოფი მახსოვს როგორც 22 წლის,ლამაზი,მუქთმიანი,მტკიცე ხასიათის ახალგაზრდა ქალი biggrin.gif

          Posted by: BUGSY_SIEGEL 27 Aug 2015, 17:37
          George Best smile.gif
          ხო ეს პუარო ამპარტავანია biggrin.gif მასეთი ამპარტავანი დაჟე ჰოლმსი არაა
          თან ბოროტია იმ ექიმს თავი რო მოაკვლევინა (არ დავასახალებ ნაწარმოებს რo არ დავასპოილეორ ხალხი up.gif )

          Posted by: Unico 27 Aug 2015, 18:22
          George Best smile.gif
          QUOTE
          დებილი ჰასტინგსი და დებილი უოტსონი ვთქვათ

          ხო ეს... გავრცელებული მეთოდია: ჭკვიან გამომძიებელს "დებილი" თანაშემწე ჰყავს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

          Posted by: George Best :) 27 Aug 2015, 18:27
          Unico
          QUOTE
          ხო ეს... გავრცელებული მეთოდია: ჭკვიან გამომძიებელს "დებილი" თანაშემწე ჰყავს   

          მეგრეს შედარებით კი არა,კარგი თანაშემწეები ყავს smile.gif
          გძეტა ჰოლმსის მაწანწალა ბავშვების პონტში biggrin.gif ნუ იასნა უფრო პროფესიონალები თან ნამდვილი პოლიციელები არიან
          ძაან ჩაწიკლული ვარ ბოლო დროს მეგრეზე,არ მომაქციოთ ყურადღება biggrin.gif
          BUGSY_SIEGEL
          QUOTE
          თან ბოროტია იმ ექიმს თავი რო მოაკვლევინა (არ დავასახალებ ნაწარმოებს რo არ დავასპოილეორ ხალხი  )

          მაინც ჩამოახრჩობდნენ ან დასჯიდნენ იმ ექიმს რა,უკეთესი ვარიანტი შესთავაზა,ბოროტი არაა,უბრალოდ მეგრე უფრო საყავრელია biggrin.gif

          Posted by: BUGSY_SIEGEL 27 Aug 2015, 18:28
          Unico
          პლიუს სკოტლან იარდის პოლისმენი ლესტრეიდის პონტში drug.gif ინსპექტორი ჯეპი

          კაროჩე გადკოპირებული აქ მთელი კონან დოილი რა

          Posted by: Unico 27 Aug 2015, 18:38
          George Best smile.gif
          მეც ვიყავი ჩაციკლული. სერიალსაც ვუყურე.

          აი, ამერიკული დეტექტივები რომ აიღო, რადიკალურად განსხვავდება. ქვეჟანრიც კი შეიქმნა მგონი: შავი დეტექტივი თუ ღია რა ჯანდაბაც ჰქვია.

          BUGSY_SIEGEL
          მაგის მიუხედავად, ხალხს მოსწონდა პუარო და აგათას ისიც კი აქვს ნათქვამი: მეზიზღება პუარო, მაგრამ ვერ ვიშორებ თავიდანო.

          აქვს კრისტის კარგი დეტექტივი.
          მე მომწონს მაგალითად Endless Night. სულ სხვანაირი სიუჟეტი აქვს.


          ისე, ვინმეს თუ მოსწონს ფსიქოპათური და მძაფრი დეტექტივი, სებასტიან ჟაპრიზო აიღეთ givi.gif yes.gif user.gif

          Posted by: George Best :) 27 Aug 2015, 18:45
          Unico
          QUOTE
          აი, ამერიკული დეტექტივები რომ აიღო, რადიკალურად განსხვავდება. ქვეჟანრიც კი შეიქმნა მგონი: შავი დეტექტივი თუ ღია რა ჯანდაბაც ჰქვია.

          კი,ძირითადად იდიოტობებია,სახლშიც მაქვს ბევრი ადრე ჟურნალი გზა რო უშვებდა
          რაღაც ერქვა სახელი მაკულატურის მსგავსი,გაზეთები ბეჭდავდნენ ამერიკულიარ მახსოვს სახელი 30-40 იან წლებში და უფრო ადრე
          უბრალოდ ამ სულელურ ამერიკულ რომანებზე ყველ დროის ალბათ ერთ-ერთი(მთლად საუკეთესო არა)კინოები შეიქმნა ეგრეთ წოდებული ნუარი,კინოს განყოფილებაში გვაქვს მაგაზე თემა
          ჩესტერტონი თუ გაქვს წაკითხული,მაგასაც საინტერესო დეტექტივები აქვს,დიოგენებმ გამოუშვა მამა ბრაუნი და სალამბოს ამბები

          QUOTE
          აქვს კრისტის კარგი დეტექტივი.

          იგივე- და აღარავინ დარჩა
          პუაროებიც კარგია ზოგი
          მის მარპლიც მომწონს
          QUOTE
          სებასტიან ჟაპრიზო

          უი ეგ არ ვიცი,სადმე თუ გავაძრე რუსულად ან ქართულად ჩავუჯდები

          Posted by: Arien 27 Aug 2015, 18:47
          QUOTE
          პუარო

          QUOTE
          თან ბოროტია იმ ექიმს თავი რო მოაკვლევინა


          სულაც არა biggrin.gif პირიქით,ორივემ კაროლინა დაინდო,მაგრამ კაროლინა ჭკვიანი იყო და ადრე თუ გვიან მაინც მიხვდებოდა.

          Posted by: George Best :) 27 Aug 2015, 18:52
          BUGSY_SIEGEL
          Unico
          Arien

          მარტო დეტექტივების თემა ხო არ გაგვეხსნა,ყველაზე ერთად რო ვილაპარაკებდით,საინტერესო ავტორებსაც დავწერდით

          Posted by: Unico 27 Aug 2015, 18:55
          George Best smile.gif
          არ გვაქვს? არც ვიცოდი ზოგადი თემა თუ არ იყო.

          გახსენი, პრობლემა არაა, კლასიკოსებსაც გავიხსენებთ და ახლებსაც დავდებთ. თანამედროვე დეტექტივებსაც არა უშავთ რა, ერთი მიქეს და უნდა წავიკითხო, გეგმაში მაქვს smile.gif

          Posted by: BUGSY_SIEGEL 27 Aug 2015, 18:57
          George Best smile.gif
          ძაან მაგარი აზრია მაგრა გამიტაცა დეტექტივების კითხვამ და კაი იქნებოდა ჩამოგვეწერა
          გახსნი?

          Posted by: Arien 27 Aug 2015, 19:01
          Unico
          QUOTE
          ერთი მიქეს და უნდა წავიკითხო, გეგმაში მაქვს 
                 


          რომელი?

          Posted by: Unico 27 Aug 2015, 19:31
          Arien
          ქინდლში მაქვს ჩაგდებული, როცა ვნახავ, დავწერ. დევიდი ჰქვია მწერალს, სახელი კი ჩამრჩა.


          ***
          გამახსენდა საბჭოთა დეტექტივებიც. ძმები ვაინერები ვინმეს აქვს წაკითხული? sad.gif შეხვედრა მინოტავრთან, ლმობიერების ეპოქა, მე გამომძიებელი, კოლუმბის ანდერძი?

          კიდევ მიყვარდა შვედი ცოლქმრის პიერ ვალე & მაი შევალ, მაგათ მაგარი პერსონაჟები ჰყავდათ ^_^ მოიცა, ერთს გავიხსენებ "პოლიცია, პოლიცია, კარტოფილის პიურე", რაღაცით ჰგავს მეგრეს გარემოს.

          ბორის აკუნინიც ოფიციალურად დეტექტივებს წერს.

          Posted by: Joiner 29 Aug 2015, 10:35
          QUOTE
          გამახსენდა საბჭოთა დეტექტივებიც. ძმები ვაინერები ვინმეს აქვს წაკითხული?  შეხვედრა მინოტავრთან, ლმობიერების ეპოქა, მე გამომძიებელი, კოლუმბის ანდერძი?

          შეხვედრა მინოტავრთან დიდი ხნის წინ წავიკითხე.
          ერთადერთი ის მახსოვს, რომ მომეწონა.

          Posted by: Kebo 14 Sep 2015, 21:14
          დავითრიე შემდეგი წიგნი
          საფრთხე ენდჰაუსში

          წავიკითხავ ამ დღეებში

          მე2 და მე3 წიგნი უნდა ვიყიდო
          იმედია იქნება ბიბლუსში

          Posted by: Egyptian 14 Sep 2015, 21:24
          QUOTE
          საფრთხე ენდჰაუსში

          ენდჰაუსის საიდუმლოება
          ამ სათაურით უფრო მომწონს :3

          Posted by: Kebo 14 Sep 2015, 22:28
          Egyptian
          QUOTE
          ენდჰაუსის საიდუმლოება


          მეც ეგ სათაური მესმოდა ყოველთვის
          და გამიკვირდა ასე რომ ეწერა სათაური

          არაუშავს
          ახალი თარგმანია თურმე

          Posted by: goga80 15 Sep 2015, 20:04
          peril at the end house არის ორიგინალში (peril=(მოულოდნელ) საფრთხეს) ადრე არასწორად ჰქონდათ გადათარგმნილი

          Posted by: Arien 16 Sep 2015, 08:09
          "სოფიას ახლებურად შევხედე,მაგრამ მხოლოდ ის დავინახე,რასაც ყოველთვის ვხედავდი და რაც ყოველთვის მომწონდა:შავი,მაღალი შუბლიდან უკან გადაყრილი პრიალა თმა,მოციმციმე ცისფერი თვალები,პატარა ბრტყელი ნიკაპი და სწორი ცხვირი,მომწონდა მისი მკაცრი,ნაცრისფერი კოსტიუმი,შესანიშნავად რომ ადგა ტანზე,და ქათქათა კოფთა.სოფია საოცრად "ინგლისელად" გამოიყურებოდა და მე ეს ძალიან მომწონდა სამშობლოში სამწლიანი არყოფნის შემდეგ."


          "სხვა თვალით შევხედე,მაგრამ კვლავაც ყოველივე ის დავინახე,რაც უკვე კარგა ხანია ვიცოდი და ძალიანაც მომწონდა:შუბლს ზემოთ მომაღლოდ ავარცხნილი შავი,დატალღული თმა,სხივიანი ცისფერი თვალები,პატარა მტკიცე ნიკაპი,ასევე მტკიცე ხასიათს რომ ამხელდა და სწორი,მომცრო ცხვირი.
          მომწონდა მისი ჩინებულად შეკერილი ღია რუხი კოსტიუმი და უზადო,ქათქათა კოფთა.ყოველივე ეს ისე ჭეშმარიტად ინგლისური იყო,რომ საამო ნოსტალგიას იწვევდა-მე ხომ უკვე სამი წელია, სამშობლოსაგან შორს ვცხოვრობდი."

          სოფი ლეონიდესი ახალი და ძველი თარგმანიდან,მე მეორე სოფი უფრო მომწონს smile.gif

          Posted by: BloodElf 16 Sep 2015, 12:42
          მიყვარს დეტექტივები.. აგატა განსაკუთრებით.. პირველად "მრუდე სახლი" წავიკითხე რუსულად.. მომეწონა ძალიან.. ერთი ამოსუნთქვით იკითხება მისი ნაწარმოებები smile.gif) მას შემდეგ თუ რამე ჩამივარდა ხელში აგატასი ვკითხულობ.. მაქვს წაკითხული : სიკვდილი ღრუბლებში, 5 გოჭი , 10 ზანგი , როჯერ ეკროიდის მკვლელობა, ენდჰაუზის საიდუმლოება, მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში, 4,50 პადინგტონიდან (თუ არ ვცდები ასე ჰქვია) .. და კიდევ თუ სწორად მახსოვს ბოროტება მზის ქვეშ ერქვა .. ყველაზე მეტად 5 გოჭი მომეწონა რატომღაც smile.gif) აღმოსავლეთის ექსპრესი უფრო მეტად მომეწონებოდა ალბათ ჩემს მეგობარს ფინალი რომ არ გაემხილა biggrin.gif

          Posted by: Unico 16 Sep 2015, 21:34
          QUOTE
          აღმოსავლეთის ექსპრესი უფრო მეტად მომეწონებოდა ალბათ ჩემს მეგობარს ფინალი რომ არ გაემხილა

          lol.gif lol.gif lol.gif

          ხოო. ყველაზე პოპულარული ნაწარმოებია.

          Posted by: Joiner 16 Sep 2015, 23:57
          QUOTE
          აღმოსავლეთის ექსპრესი უფრო მეტად მომეწონებოდა ალბათ ჩემს მეგობარს ფინალი რომ არ გაემხილა

          მსგავსი რაღაც დამემართა როჯერ ეკროიდის მკვლელობაზე. user.gif
          » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

          Posted by: Kebo 20 Sep 2015, 21:25
          ენდჰაუსმა გაასწორა
          ბავშვობაშიც მქონია წაკითხული, კითხვისას გამახსენდა და ვიცოდი უკვე ფინალი
          და ისეთი ემოციები ვერ გამოიწვია მაინც პუაროს "სპექტაკლმა"

          მაგრამ კარგია მაინც


          შემდეგს დაველოდები
          ამას 4/5


          Posted by: Kebo 27 Oct 2015, 18:21
          წაიკითხეთ სიკვდილი ნილოსზე? მე გუშინ დავიწყე, კარგი ჩანს. ვნახოთ რას შემოგვთავაზებს ბებერი smile.gif

          Posted by: George Best :) 27 Oct 2015, 18:40
          მაგრა გაასწორა ნილოსმა
          ვაბშე რა პონტია თვეში ერთხელ რო უშვებენ,ორი კვირა ან კვირა ში ერთხელ იყოს მაგრა გაასწორებდა

          Posted by: Kebo 28 Oct 2015, 00:00
          George Best smile.gif

          რა ეჩქარებათ
          ყიდიან რახარუხით წიგნებს
          ყოველ ორშაბათს სხვადასხვა წიგნია პალიტრაზე
          + რამდენ გაზეთს და ჟურნალს უშვებენ იქაც

          ისე კარგი კოლექციაა
          პუაროები biggrin.gif
          ველოდები დანარჩენ 7ს

          Posted by: nutsiko 28 Oct 2015, 00:20
          აგატა კრისტი.... ჩემი ბავშვობა და მოგონებები.
          გატაცებით ვკითხულობდი მის დეტექტივებს.
          ჩემს სახლში, ბიბლიოთეკაში რომ ამოვწურე მისი წიგნები, მეგობრების ბიბლიოთეკაზე გადავედი.
          მიყვარდა.
          ბავშვობაში მაბრუნებს.

          Posted by: MasterJC 28 Oct 2015, 01:13
          nutsiko
          მარტო ბავშვობა?
          ახლა რაც გამოსცეს ხუთიდან მხოლოდ ორი მქონია წანაკითხი და სიამოვნებით გადავიკითხე.

          მიყვარს კვერცხისთავა ულვაშებაწკეპილი ბელგიელი.

          აგათა დეტექტივების დედოფალია

          Posted by: George Best :) 10 Nov 2015, 12:09
          ნახევარზე მეტი წავიკითხე მესამე გოგოსი,მაგრა ასწორებს
          ისე,რა ვერგავიგე,რა თანმიმდევრობით უშვებენ,ეს წიგნი აშკარად ბებერი აგატას დაწერილია,ბიტლზები და რამე
          პროსტა არეულად,რასაცთარგმნიან ეგრე,თუ რამე რეიტინგის მიხედვით
          * * *
          მოვრჩი გოგოს,მაგრად გაასწორა,კარგია რა პუარო
          ჰასტინგსი რო იყოს მთლა კარგი იქნებოდა,იმედია სხვა რომანებში იქნება
          ხამივითვკითხულობ,ორი დღეც არ მიძლებს,რა მოითმენს ახლა კიდე ერთი თვე

          Posted by: Kebo 13 Nov 2015, 17:42
          მოვრჩი ნილოსს გუშინ
          ძალიან კარგი იყო

          პროსტო მივხვდი ვინ იყო მკვლელი მარტივად
          სიუჟეტმა გაასწორა
          biggrin.gif

          Posted by: George Best :) 14 Nov 2015, 13:36
          Kebo
          QUOTE
          პროსტო მივხვდი ვინ იყო მკვლელი მარტივად

          აუ მეც და მაგრა გამიტყდა,ვერასდროს ვერ ვხვდებოდი ხოლმე biggrin.gif
          გოგონა წაიკითხე?ასწორებს ბებერი აგატა კრისტი და პუაროც biggrin.gif

          Posted by: Kebo 14 Nov 2015, 14:23
          George Best smile.gif

          ვერა სამწუხაროდ
          ორშაბათს არ მქონდა ფული biggrin.gif

          წიგნის დღეებზე იქნება სავარაუდოდ 7 ლარად და მაგას და დიდ ოთხეულს ვიყიდი
          შევავსებ კოლექციას

          Posted by: George Best :) 14 Nov 2015, 17:17
          Kebo
          QUOTE
          წიგნის დღეებზე იქნება სავარაუდოდ 7 ლარად და მაგას და დიდ ოთხეულს ვიყიდი

          კოლექციისთვის კი უეჭველი გინდა,მარა წასაკითხად გული დაგწყდება biggrin.gif
          ორი დღე ვიშიმშილე გოგონას გამო მეც,მარა მიღირდა :დ

          Posted by: Kebo 14 Nov 2015, 17:22
          George Best smile.gif

          ვიყიდე უკვე

          საბედნიეროდ მახლობელ გაზეთების კიოსკში ქონდათ 1 ცალი biggrin.gif

          დავიწყებ ამ დღეებში

          Posted by: mylifeismybitch 14 Nov 2015, 19:46
          ყდების ყრით თუ ინახავთ? თავიდან ვაძრობდო, ბოლო ორ წიგნს დავუტოვე
          ყდების გარეშე რომ უშვებდნენ კარგი იქნებოდა, საფიქრალი და პრობლემა გამომაკლდებოდა
          არ ვიცი რა ვქნა cry.gif
          კითხვის დროს ძაან მოუხერხებელია ყდა რომ მოძრაობს და ვაძრობ, მაგრამ უკვე ბიბლიოთეკაში ყდით უფრო ლამაზი არის.. მაგრამ რა აზრი აქვს ყდას გარდა ვიზუალური სილამაზისა თუ ყველას შეაწუხებს და მაინც მოაძრობს ვინც წაიკითხავს? cry.gif
          ვერ ვხვდები რა უნდა ვქნა :\
          თქვენ რას შვებით?

          Posted by: Kebo 14 Nov 2015, 20:45
          mylifeismybitch

          ყდას ვხსნი კითხვისას, ვდებ ცალკე და რომ ვრჩები კითხვას ვუკეთებ და ვდებ თაროზე

          Posted by: MasterJC 15 Nov 2015, 01:19
          mylifeismybitch
          Kebo
          ყდის აზრი ისა რომ დაიცვას წიგნიდ აზიანებისაგან

          მე ვინახავ, ადრე ვხსნიდი და სიე ვკითხულობდი, ემრე დაითხვარა ეგრეც მოხდა
          კარგი ყდა როცა აქვს, ხარისხიანი, დასვრილი უენბლიე, ადვილად იწმინდება
          ცუდი ყდა როცაა, ვერ წმენდ და ცოდვილობ რა smile.gif

          იხევა დ აა,შ<
          იყოს, უფრო ლამაზიცაა ასე

          Posted by: Ras_al_Ghul 15 Nov 2015, 11:23
          ხალხნო და ჯამაათნო biggrin.gif რაც გამოვიდა,ახალკ სერიის წიგნები იქიდან ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევდით? ანუ რომელი ჯობია ყველას?

          Posted by: George Best :) 15 Nov 2015, 11:36
          Ras_al_Ghul
          1.როჯერ ერკოიდი
          2.აღმოსავლე?თის ექსპრესი
          3.ენდჰაუსი
          4.მესამე გოგონა
          5.ნილოსი
          6.ოთხეული

          ამ თანმიმდევრობითაა,პირველი სამი სამივე ძალიან მაგარია
          4-5 კარგებია,მაგითაც ისიამოვნებ
          ბოლო ნაგავია

          50 წიგნი რო უშვებდა,მაგი იყიდე,ორი რომანია,ორივე ძაან მაგარია,მრუდე სახლი ქვია
          პუარო არაა,მარა მაინც მაგრა გლიჯავს

          Posted by: Kebo 15 Nov 2015, 11:47
          Ras_al_Ghul

          აღმოსავლეთის ექსპრესი ყველას ჯობია მე მგონი

          ბოლო წამამდე აზრზე ვერ მოვედი ვინ იყო მკვლელი biggrin.gif


          Posted by: Ras_al_Ghul 15 Nov 2015, 12:17
          George Best smile.gif
          Kebo

          გეიხარეთ wink.gif

          Posted by: MasterJC 15 Nov 2015, 12:52
          QUOTE
          აღმოსავლე?თის ექსპრესი

          ულაპარაკო კლასიკაა
          QUOTE
          როჯერ ერკოიდი

          ძალიან მაგარია, "განსაკუთრებულია", რომ წაიკIთხავ, მიხვდები რატომაც
          QUOTE
          ენდჰაუსი

          ესეც ეკროდივით განსაკUთრებულია. ეკროიდი მაინც უფრო მომეწონა. ნილოსმა ვერ აღმაფრთოვანა განსაკუთრებულობით. თუმცა კარგია ძალიან ეგეც
          ოთხეული მომეწონა, ფინალისკენ ცოტა ამრია smile.gif
          მაგდაგვარია ქვს აკუნინს დაწერილი ერასტ ფანდორინშიც, და ალბათ იმისი გავლენაა, აზაზელის, რომ პუაროს მაგ გამოძიებამ ვერ გამოსწორა ბოლომდე. აზაზელიც იგივე თემატიკაა ოღOდნ ბევრად უფრო აკრგი ემჩვენა smile.gif
          QUOTE
          50 წიგნი რო უშვებდა,მაგი იყიდე,ორი რომანია,ორივე ძაან მაგარია,მრუდე სახლი ქვია

          და აღარავინ დარჩა!!! - ეგ ვაბშე მკვლელია და მრუდე სახლი პირველად რო წავიკითხე. ამგასაც მაგარი განცდები მოაქვს

          ვაბშე მაგარია ყველა რა

          Posted by: Ras_al_Ghul 15 Nov 2015, 13:08
          MasterJC

          გაიხარე ამომწურავი ინფოსთვის biggrin.gif

          Posted by: Kebo 15 Nov 2015, 13:16
          MasterJC

          ენდჰაუსი მე მაგრად არ მომეწონა
          5 დეტექტივი თუ გაქვს წაკითხული ალბათ მიხვდები ვინაა მკვლელი

          თავიდან ყურადღებას რომ გაამახვილებ ერთ ორ ნიუანსზე წიგნის შუაში უკვე ყველაფერი ნათელია

          აი აღმოსავლეთში არაა ასე და მაგიტომაა ყველაზე მაგარი

          Posted by: BUGSY_SIEGEL 15 Nov 2015, 13:16
          Ras_al_Ghul
          QUOTE
          როჯერ ეკროიდი

          საუკეთესო დეტექტივი ისტორიაში
          აზრზე ვერ მოხვალ პროსტა რა ხმოდა სინამდვილეში
          სანამ ავტორი არ გეტყვის biggrin.gif

          Posted by: Joiner 15 Nov 2015, 15:30
          QUOTE
          როჯერ ერკოიდი

          ვინც ამის წაკითხვას აპირებთ გირჩევთ თემის პირველ გვერდებს არ გადახედოთ, ჩემსავით რომ არ დაგემართოთ. user.gif

          Posted by: Ras_al_Ghul 15 Nov 2015, 16:18
          Joiner
          QUOTE
          ვინც ამის წაკითხვას აპირებთ გირჩევთ თემის პირველ გვერდებს არ გადახედოთ, ჩემსავით რომ არ დაგემართოთ.

          ანუ რას გულისხმობ? biggrin.gif წინასიტყვაობას? biggrin.gif

          Posted by: Joiner 15 Nov 2015, 16:27
          Ras_al_Ghul
          QUOTE
          ანუ რას გულისხმობ?  წინასიტყვაობას?

          თუ არ გინდა, რომ დასპოილერდე თემის პირველ გვერდებს უფრთხილდი, სასტიკი სპოილერებია biggrin.gif

          Posted by: MasterJC 15 Nov 2015, 20:36
          Kebo
          არც ისე იყო ადვილი რეალურად, ეკროიდში თავიდანვე ვიყნოსე და მერე დავეჭვდი, ისე კარგად ხლართავს, რომ გაბრუნებს რა

          ყველაზე კარგი აღმოსავლეთის ექსპრესსთანე რთად არის "აღარავინ დარჩა" იგივე ათი ინდოელი თU ზანგულიკა

          იხოცება ყველა და ვერც კი ეჭვობ ვინ შეიძლება იყოს

          Posted by: Ras_al_Ghul 15 Nov 2015, 23:28
          Joiner
          QUOTE
          თუ არ გინდა, რომ დასპოილერდე თემის პირველ გვერდებს უფრთხილდი, სასტიკი სპოილერებია 

          გვერდების ნომრებს თუ დამიწერ სამომავლოდ რო გავითვალისწინო მადლობელი ვიქნები biggrin.gif ან რაოდენობას biggrin.gif

          Posted by: Joiner 15 Nov 2015, 23:56
          Ras_al_Ghul
          QUOTE
          გვერდების ნომრებს თუ დამიწერ სამომავლოდ რო გავითვალისწინო მადლობელი ვიქნები  ან რაოდენობას

          პირველ ხუთ გვერდს უფრთხილდი.

          Posted by: Ras_al_Ghul 16 Nov 2015, 00:04
          Joiner

          ეგ რა არ წავიკითხო biggrin.gif თუ წინასიტყვაობის პონტში წერია რამე ? biggrin.gif

          Posted by: Egyptian 16 Nov 2015, 10:31
          სიკვდილი უცნაურ სახლში- ამას ვკითხულობ ახლა <3

          Posted by: Joiner 16 Nov 2015, 13:00
          QUOTE
          ეგ რა არ წავიკითხო  თუ წინასიტყვაობის პონტში წერია რამე ?

          პირველ ხუთ გვერდზე წიგნების ფინალი წერია.თუ არ გინდა წაკითხვის მუღამი დაკარგო ამ თემის მეექვსე გვერდის ქვემოთა გვერდებს ერიდე.

          Posted by: BUGSY_SIEGEL 17 Nov 2015, 00:58
          MasterJC
          ეკროიდში იყნოსე რაშიც იყო საქმე? biggrin.gif

          Posted by: BUGSY_SIEGEL 18 Nov 2015, 01:45
          დავამთავრე მესამე გოგონა შოკში ვარ
          ეშმაკმაც დალახვროს არ ველოდი ესეთ ფინალს biggrin.gif

          Posted by: Kebo 9 Dec 2015, 00:22
          იყიდეთ ახალი წიგნი ?
          მე ამ ვიქენდზე ვიყიდი ალბათ, მაგრამ ბრაკია ამ ტირაჟის ყდები მგონი

          აშკარად აღმოსავლეთის ექსპრესის ტექსტი აწერია
          დავიჯერო ასე გაეპარა რედაქციაში ყველას ?

          მაგრამ პალიტრა L-ია რა

          http://radikal.ru/big/4bd407fe4a1f4f8f8862ed0d2a3e940e

          Posted by: George Best :) 9 Dec 2015, 02:41
          Kebo
          მე რაც ვიყიდე ნორმალურია,ახლა დავხედე პირველად ყდას,აშკარად ამ წიგნისაა რაც ვიყიდე biggrin.gif

          Posted by: Kebo 9 Dec 2015, 17:20
          George Best smile.gif

          ხო ვიყიდე მეც დღეს და ამ წიგნის ყოფილა

          ბოროტება მზისქვეშეთში რქმევია და არა მზის ქვეშ

          შემაცდინა პოსტერმა

          დღეს ვიწყებ boli.gif

          Posted by: Ras_al_Ghul 9 Dec 2015, 17:35
          Kebo
          George Best smile.gif

          კარგი წიგნია ანუ ? თუ ჯერ არ წაგიკითხავთ biggrin.gif

          Posted by: Kebo 9 Dec 2015, 18:13
          Ras_al_Ghul

          ახლა მოვიტანე, ეკროიდს ვამთავრებ 50 გვერდი დამრჩა და გადავალ ამაზე ეგრევე biggrin.gif

          კურორტზე ხდება მოქმედება
          ვიღაც გოგოს გაგუდულს პოულობენ
          არ მოწონდა არავის გოგო იმიტომ რომ ყველას ეარშიყებოდაო

          და პუაროც აქ ისვენებსო და მერე გაგრძელდება ტრადიციულად biggrin.gif



          ეს ყდაზე წერია, სპოილერად არ ჩათვალოთ biggrin.gif

          Posted by: Ras_al_Ghul 9 Dec 2015, 18:18
          Kebo
          QUOTE
          კურორტზე ხდება მოქმედება
          ვიღაც გოგოს გაგუდულს პოულობენ
          არ მოწონდა არავის გოგო იმიტომ რომ ყველას ეარშიყებოდაო

          და პუაროც აქ ისვენებსო და მერე გაგრძელდება ტრადიციულად



          ეს ყდაზე წერია, სპოილერად არ ჩათვალოთ


          სპასიბო biggrin.gif

          Posted by: Kebo 10 Dec 2015, 00:39
          ვააააააააააააჰ ეს როჯერ ეკროიდი რა ყოფილაააააააა

          აი ეს მესმისსსსსსსსსსსსსს up.gif up.gif up.gif jump.gif jump.gif jump.gif

          Posted by: George Best :) 11 Dec 2015, 13:54
          Kebo
          QUOTE
          ვააააააააააააჰ ეს როჯერ ეკროიდი რა ყოფილაააააააა

          ეგ წიგნი ვინმეს წაეკითხა და ასეთი რეაქცია არ ქონოდა არ მინახავს biggrin.gif
          მეც ეგრე ვიყავი,პახოდუ თავი შეურაცხყოფილად ვიგრძენი,მაგრა დამტროლა აგატამ ;დ
          კაი 5 წლის წინ წავიკითხე,გადაავლებდა კაცი თვალს ისევ

          Posted by: BUGSY_SIEGEL 15 Dec 2015, 23:18
          George Best smile.gif
          QUOTE
          გ წიგნი ვინმეს წაეკითხა და ასეთი რეაქცია არ ქონოდა არ მინახავს

          მე ვარ ეგეთი

          იმიტომ რო წინასწარ ვიცოდი ფინალი up.gif

          Posted by: George Best :) 22 Dec 2015, 01:36
          ბოროტება მზისქვეშეთში რა მაგრა გაასწორა
          მაგრა მასიამოვნა,ამ სერიაში ასე ჯერ არ მიკაიფია
          ნუ ეკროიდი,ენდჰაუსი და აღმოსავლეთი მაქამდეც მქონდა წაკითხული :დ
          ფინალის გამოცნობა კი შეიძლება,მარა კაი იყო მაინც რა
          ერთი ის არის,მალე რჩება,ერთი დღე ძლივს მიქაჩავს რა,ეგეც ვერა sad.gif
          რა დაიცდის კიდე ორი კვირა

          Posted by: George Best :) 5 Jan 2016, 18:56
          ახალი აგატა ამ ორშაბათს გამოვიდა თუ იქითას გამოვა?

          Posted by: MasterJC 5 Jan 2016, 19:44
          George Best smile.gif
          ამ ორშაბათს გამოვიდა
          არ მახსოვს რა ერქვა სახელი წიგნს

          ბოლო დროს იტნერესი გამიქრა, ვეღარ ვკითხულობ რაღაც

          დაჟე წინა ტომი არ წამიკIთხია ჯერ

          Posted by: oblaia 5 Jan 2016, 23:30
          აგატა კრისტის მოთხრობები მაქვს წანაკითხი და სიკვდილი ნილოსზე უკანასკნელი მაგრად მომეწონა უშთამბეჭდავესი ფინალი ჰქონდა

          Posted by: Ras_al_Ghul 5 Jan 2016, 23:32
          George Best smile.gif
          MasterJC

          user posted image

          ეს გამოვიდა გუშინ smile.gif

          Posted by: oblaia 6 Jan 2016, 00:17
          QUOTE (Ras_al_Ghul @ 5 Jan 2016, 23:32 )
          George Best smile.gif
          MasterJC

          user posted image

          ეს გამოვიდა გუშინ smile.gif

          ყიდვა ღირს.საინტერესოა ბიბლუსში როდის იქნება?

          Posted by: Ras_al_Ghul 6 Jan 2016, 00:34
          dolbaia

          არვიცი არ წამიკითხავს, მე ინფორმაციის პონტში დავდე.. ბიბლუსში ყიდვის შესაძლებლობას არ დაელოდო smile.gif

          ახლა გამოვიდა, გუშინ და გაზეთები სადა იყიდება მანდ იყიდე, 7-8 ეღირება... და ბიბლუსში მგონი 1 კვირაში იქნება და მანდ 12 ლარი იქნება ალბათ smile.gif

          Posted by: oblaia 6 Jan 2016, 11:50
          QUOTE (Ras_al_Ghul @ 6 Jan 2016, 00:34 )
          dolbaia

          არვიცი არ წამიკითხავს, მე ინფორმაციის პონტში დავდე.. ბიბლუსში ყიდვის შესაძლებლობას არ დაელოდო smile.gif

          ახლა გამოვიდა, გუშინ და გაზეთები სადა იყიდება მანდ იყიდე, 7-8 ეღირება... და ბიბლუსში მგონი 1 კვირაში იქნება და მანდ 12 ლარი იქნება ალბათ smile.gif

          .ახლა ფასდაკლებით 7.8 ღირს მაგრამ მანამდე ალბათ მოიხსნება

          Posted by: George Best :) 6 Jan 2016, 19:10
          QUOTE
          ყიდვა ღირს.საინტერესოა ბიბლუსში როდის იქნება?

          ქუჩაში იყიდე გაზეთების გამყიდვლებთან კვირის პალიტრასთან ერთად 8 ღირს,უმაგისოდ 6.5 დღეს დავითრიე
          ერთი კვირა ვაგროვებდი შაბათ-კვირისს დასადებ ფულს და მაინც პუარო და დედოფალი მარგოშემომეყიდა lol.gif

          Posted by: Ras_al_Ghul 6 Jan 2016, 20:12
          George Best smile.gif

          შენ შემთხვევით ინფერნო ხომ არ გიყიდია? biggrin.gif

          Posted by: George Best :) 6 Jan 2016, 20:16
          Ras_al_Ghul
          QUOTE
          შენ შემთხვევით ინფერნო ხომ არ გიყიდია?

          აგატა კრისტის ფული ძლივს მქონდა,სადა 20 ლარი და კაი ცხოვრება biggrin.gif

          Posted by: ახალგაზრდა 7 Jan 2016, 00:21
          ბიბლუსში რატო უნდა ელოდო 12 ლარად როცა გაზეთებში 7-8 ლარად შეგიძლია იყიდო bis.gif

          ეჰ, მაგრამ აქაც კაპიკს კაპიკზე ვდებ რომ ფული ავაგროვო საყიდელად, თან ბოლო ორი წიგნი ისევ ხელუხლებლად მიდევს.

          Posted by: Ras_al_Ghul 7 Jan 2016, 00:37
          George Best smile.gif
          QUOTE
          აგატა კრისტის ფული ძლივს მქონდა,სადა 20 ლარი და კაი ცხოვრება


          მე ბოდიში biggrin.gif biggrin.gif

          Posted by: oblaia 7 Jan 2016, 14:48
          ბიბლუსიდან "დიდი ოთხეული" წამოვიღე საინტერესო წასაკითხია?

          Posted by: Kebo 7 Jan 2016, 20:40
          დავითრიე დაკრძალვის შემდეგ
          მაგრამ ჯერ ინფერნოს ვკითხულობ და ჩავუჯდები ამასაც biggrin.gif

          Posted by: ახალგაზრდა 7 Jan 2016, 20:52
          QUOTE
          აგრამ ჯერ [u]ინფერნოს[/ u]ვკითხულობ და ჩავუჯდები ამასაც

          Kebo
          გაამარიაჟე მდიდარი ვარო? biggrin.gif

          Posted by: oblaia 7 Jan 2016, 20:52
          ფორუმელებო კრისტის პირველი რომანი სადაც პუარო აქვს ნახსენები რომელია?

          Posted by: ახალგაზრდა 7 Jan 2016, 20:55
          dolbaia, The Mysterious Affair at Styles-ო ვიკიმ.

          Posted by: Kebo 8 Jan 2016, 00:41
          ახალგაზრდა

          მაჩუქეს ახალგაზრდავ

          Posted by: Ras_al_Ghul 8 Jan 2016, 00:54
          Kebo
          QUOTE
          მაგრამ ჯერ ინფერნოს ვკითხულობ და ჩავუჯდები ამასაც


          ინფერნოს როგორ მოაქ? biggrin.gif

          Posted by: Kebo 8 Jan 2016, 12:31
          Ras_al_Ghul

          საკაიფოა
          მთლად გადასარევი და რამე არაა მაგრამ ასწორებს
          სულ დინამიკაა სულ რაღაც ხდება და მაგიტო ასწორებს

          Posted by: Ras_al_Ghul 9 Jan 2016, 00:37
          Kebo

          გაიხარე დიდი მადლობა love.gif

          Posted by: Kebo 9 Jan 2016, 00:43
          Ras_al_Ghul

          არაფრის

          ეს აგატაც რამდენი დამიგროვდა. მესამე გოგონაც არ წამიკითხავს ჯერ დაჟე


          Posted by: Ras_al_Ghul 9 Jan 2016, 00:45
          Kebo
          მეც ძაან ბევრი მაქ დაგროვებული, უნივერსიტეტის გამოცდები გადამკიდე ;დ

          ხვალ უნივერსიტეტიდან წამოსვლისას უნდა ვიყიდო ინფერნო, და თუიცი ჰიტლერზე რო წიგნია, ის კვლავ აქ არის ხო არ იცი რამე ამ წიგნზე?

          Posted by: George Best :) 9 Jan 2016, 03:03
          მაგრა გაასწორა ხო იცი,საკაიფო ეკრანიზაციაა
          https://forum.ge/?showtopic=34814428&view=findpost&p=46659888

          http://rutracker.org/forum/viewtopic.php?t=5140211

          Posted by: Kebo 9 Jan 2016, 14:08
          Ras_al_Ghul

          არ ვიცი
          აზრზე ვარ რასაც მეკითხები მაგრამ შინაარსი არ ვიცი

          Posted by: BUGSY_SIEGEL 11 Jan 2016, 21:57
          QUOTE (Ras_al_Ghul @ 5 Jan 2016, 23:32 )
          George Best smile.gif
          MasterJC

          user posted image

          ეს გამოვიდა გუშინ smile.gif

          ეს სად იყიდეთ? ბიბლუსში არ იყო.....................

          Posted by: Kebo 12 Jan 2016, 00:53
          BUGSY_SIEGEL
          კვირის პალიტრას მოყვა წინა ორშაბათს
          მეტრო მარჯანიშვილის გამოსასვლელთან აქვთ ხოლმე 1-2 კვირის მერეც. მანდ ვიყიდე რომელიღაც ნაწილი გამოსვლიდან კაი ხნის მერე
          გაიარე ეგებ ჰქონდეთ

          Posted by: Ras_al_Ghul 12 Jan 2016, 10:20
          BUGSY_SIEGEL

          იქნება ამ კვირას ბიბლუსში, მაგრამ ჯობია ისევ როგორც Keboმ გითხრა მანდ მიხვიდე, აქვთ ხოლმე.. ბიბლუსში 12 ლარი ეღირება ალბათ თან უფრო ძვირი

          Posted by: George Best :) 15 Jan 2016, 14:19
          შემდეგი წიგნი იქნება ლორდ ეჯვერის მკვლელობა
          ხოდა,ახლა გამოსულ წიგნში პუარო ბაზრობს ამ ამბავზე,მკვლელსაც ახსენებს,გამოვტოვე სპეციალურად,არ დასპოილერდეთ
          ეს პალიტრა ლ რა უმსგავსო რამეა,გამოეშვათ მიყოლებით და არა ასე გზააბნეულად
          ან რათარგმანია კიდე
          წიგნმა კი გაასწორა ისე

          Posted by: Ras_al_Ghul 15 Jan 2016, 22:24
          George Best smile.gif
          QUOTE
          ეს პალიტრა ლ რა უმსგავსო რამეა,გამოეშვათ მიყოლებით და არა ასე გზააბნეულად


          ზოგადად არასწორები არიან ეგენი smile.gif

          Posted by: BUGSY_SIEGEL 16 Jan 2016, 19:39
          QUOTE (George Best :) @ 15 Jan 2016, 14:19 )
          შემდეგი წიგნი იქნება ლორდ ეჯვერის მკვლელობა
          ხოდა,ახლა გამოსულ წიგნში პუარო ბაზრობს ამ ამბავზე,მკვლელსაც ახსენებს,გამოვტოვე სპეციალურად,არ დასპოილერდეთ
          ეს პალიტრა ლ რა უმსგავსო რამეა,გამოეშვათ მიყოლებით და არა ასე გზააბნეულად
          ან რათარგმანია კიდე
          წიგნმა კი გაასწორა ისე

          facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif facepalm.gif ...........................

          Posted by: Ras_al_Ghul 18 Jan 2016, 00:51
          ეს კარგია ხო? წინათ მიქო ვიღაცამ მგონი ამაზე მეუბნებოდნენ smile.gif


          Posted by: Kebo 18 Jan 2016, 21:37
          Ras_al_Ghul

          ისე რაა
          ადვილად გაშიფრავ ყველაფერს თუ გევასება დეტექტივები

          Posted by: Ras_al_Ghul 18 Jan 2016, 23:03
          Kebo

          აჰა, მადლობა love.gif

          Posted by: evalota 19 Jan 2016, 01:04
          Ras_al_Ghul
          QUOTE
          ეს კარგია ხო? წინათ მიქო ვიღაცამ მგონი ამაზე მეუბნებოდნენ

          აუუ, როგორ მიყვარდა.
          მაგ წიგნით შემიყვარდა პუარო.
          ენდჰაუსის საიდუმლოება, აღმოსავლეთის ექსპრესი და მაცუმოტოს წერტილები და ხაზები იყო ერთ წიგნად. love.gif

          ასე უსაშველოდ ასტრიდის ემილი, ბიულერბიუ და სალტკროკა რომ ერთად იყო, ის წიგნი მიყვარდა! love.gif

          პუაროს ბოლო საქმე ეპიკ Fეილი იყო.
          ბოროტება მზისქვეშ და მესამე გოგონაც ერთმანეთის ქოფი ფეისთი გამოუვიდა, მაგრამ ბევრი კარგზე კარგი აქვს. up.gif

          Posted by: BUGSY_SIEGEL 19 Jan 2016, 20:09
          evаlota
          QUOTE
          პუაროს ბოლო საქმე ეპიკ Fეილი იყო

          ეს რომელს გულისხმობ?

          Posted by: evalota 19 Jan 2016, 20:52
          BUGSY_SIEGEL
          QUOTE
          ეს რომელს გულისხმობ?

          მგონი დიდი ოთხეული ქვია.
          ადრე მაქვს წაკითხული და მახსოვს, დაფაქ დიდ ი ჯასთ რიდ რეაქცია მქონდა.
          შეიძლება არც იყო ბოლო საქმე.
          მგონი, ჰასტინგსი საიდანღაც ბრუნდება და რაღაც დიდი უაზრობა იწყება.
          შეთქმულების თეორიისმაგვარობაა, ეს ოთხეული მართავს სამყაროს.
          თან პუაროს ებრძვიან.
          სხვა შეიძლება მოეწონოს კიდეც, ჩემთვის ეპიკ Fეილი იყო.

          Posted by: Ashik 19 Jan 2016, 21:41
          evаlota


          QUOTE
          შეიძლება არც იყო ბოლო საქმე.


          პუაროს ბოლო საქმეზე წიგნი არის "Curtain".

          Posted by: BUGSY_SIEGEL 20 Jan 2016, 23:28
          George Best smile.gif
          ვეღარ დავასტოპე ლორდ ეჯვერს რო ახსენებს და შემომეკითხა :ს
          მაგის დედა ვატირე არ უნდა გაეთვალისწინებათ ეგ ან ამ რედაქციას ან თვითონ აგატას?

          Posted by: BUGSY_SIEGEL 13 Feb 2016, 16:18
          ლორდ ეჯვერის სიკვდილი
          გუშინ დავამთავრე და
          ერთ ერთი საუკეტესოა ტოპ 5შია ჩემთვის yes.gif

          საიდან იგონებდა პროსტა ამ სიუჟეტებს facepalm.gif

          Posted by: cucarаcha 30 Mar 2016, 11:34
          გამოვიდა ახალი წიგნი?............................

          Posted by: Ras_al_Ghul 30 Mar 2016, 16:03
          cucarаcha

          კი

          Posted by: Ras_al_Ghul 9 Apr 2016, 22:40
          აბა ამ წიგნებზე რა ხდება ვინმემ თუ წაიკითხეთ რომელიმე და როგორია?

          მკვლელობა გოლფის მოედანზე
          პაემანი სიკვდილთან
          ლორდ ეჯვერის მკვლელობა
          დაკრძალვის შემდეგ

          Posted by: Arien 10 Apr 2016, 01:47
          Ras_al_Ghul
          ოთხივე წაკითხული მაქვს

          მკვლელობა გოლფის მოედანზე - ისე რა,ამ ოთხიდან ყველაზე ნაკლებად მომეწონა
          ლორდ ეჯვერის მკვლელობა -აქ მკვლელი ადვილი გამოსათვლელია
          დაკრძალვის შემდეგ და პაემანი სიკვდილთან მომეწონა up.gif

          Posted by: Ras_al_Ghul 10 Apr 2016, 01:50
          Arien

          მადლობა love.gif

          Posted by: cucarаcha 28 Apr 2016, 20:24
          გამოვიდა ახალი?...................................................................................

          Posted by: cucarаcha 11 Jul 2016, 14:43
          სად იყიდება ბოლო წიგნი?????? თამაში ღია კარტით მგონი ესე ქვია ვერსად ვერ ვნახე

          Posted by: enorme 12 Jul 2016, 19:37
          cucarаcha
          თამაში ღია კარტით პალიტრაში გვაქვს . 12ლარი ღირს.

          Posted by: cucarаcha 13 Jul 2016, 15:49
          enorme
          SAD MOVIDE?????????????????????????????????????????????????????????

          Posted by: Ras_al_Ghul 13 Jul 2016, 21:10
          cucarаcha

          ბიბლუსში იყიდება ყველგან

          პახოდუ ახლა ფასადაკლებითაა

          Posted by: enorme 13 Jul 2016, 21:21
          cucarаcha
          Ras_al_Ghul
          ბიბლუსში ფასდაკლებები დაიწყო , ვნახე და 8.40 ღირს ბიბლუსში . პალიტრაში 12 )))

          Posted by: cucarаcha 14 Jul 2016, 10:40
          რავი რამდენ ბიბლუსშიც ვიყავი არსად არ ქონდა
          ზოგმა გაიყიდაო ზოგმა ისა ესაო
          პალიტრა სადაა რო მოვიდე და ვიყიდო 12ლარად?
          up.gif

          Posted by: ახალგაზრდა 19 Jul 2016, 14:27
          რომელ მისავათებულ ბიბლუსში იყავი რო? მე სადაც არ უნდა მივიდე ერთი-ორი მაინც სულ აქვთ ხოლმე.

          Posted by: George Best :) 13 Sep 2016, 17:58
          გზამ დაიწყო სამტომეულის გამოშვება,სამივე ტომი მის მარპლზეა,ორი გამოვიდა უკვე და მესამე ხუთშაბათს იქნება
          მევასება მის მარპლი,მაგარი მასტია

          Posted by: ratomac aRa 15 Sep 2016, 17:28
          დღეს იუბილარი ყოფილა

          Dame Agatha Mary Clarissa Christie

          www.imovies.cc/movies/450151241

          ეს მომეწონა შარშან

          Posted by: George Best :) 18 Sep 2016, 08:25
          მის მარპლი love.gif love.gif
          პუაროზე მაგარი მასტია ცვეტში :დ
          მკვლელლობა მღვდლის სახლში მოვრჩი,კიდე ორი მის მარპლი დამრჩა,დაჟე სამი jump.gif

          Posted by: Likri 18 Sep 2016, 08:26
          QUOTE
          პუაროზე მაგარი მასტია ცვეტში :დ

          არა,არ სჯობს პუაროს George Best smile.gif მე ის უფრო მევასებოდა :დ
          მე ბოლო ხუთშაბათის დამრჩა bis.gif







          6 საათიდან მგვიძანვს sad.gif:დდ



          აქვე დავწერ,აგატას "და აღარავინ დარჩა" ერთერთი საუკეთესოა,ამაზე მეტად "ბოლო სიკვდილია "მომეწონა,მივიწყებული მკვლელობა და სიკვდილი ღრუბლებში,მგონი,ყვეწლაზე ნაკლებად მომწონს,
          დანარჩენი,იმ 12 ტომეულიდან პირველ ადგილზეა როჯერის მკვლელობა,ბოროტება მზისქვეშეთშიც კარგი წყევლა იყო,აღმოსავლეთის ექსპრესიც,ენდჰაუსის საიდუმლოება დიდი ვერაფერი,თამაში ღია კარტით-ესეც საინტერესო იყო,მაგრამ რომ გაგგიჟებს,ეგეთი ვერა.. სიკვდილი ნილოსზეც კარგი იყო
          კაროჩე,ყველა კარგი იყო,
          აგატა user.gif love.gif

          Posted by: MasterJC 18 Sep 2016, 10:39
          მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში ძალიან მაგარიყვეკაზე მეტად და აღარავინ დარჩა მომეწონა მაინც
          პირველად წლების წინ წავიკითხე ეკროიდის მკვლელობა და მახსოვს ძალიან აღმაფრთოვანა

          დანარჩენებს ისე ძალიან ვერ მოაქვთ. ეს უფრო ჩემი ბრალია. უმეტესობა რამდენჯერმეც კი მაქვს წანაკითხი
          ან სხვა დეტექტივებიც ვიცი და თავი უკეთ მუშაობს და ამიტომაც ვეღარ აღმაფრთოვანა

          მაგალითად დიდმა ოთხეულმა საერთოდ ვერ გამისწორა. ალბათ იმიტომ რომ აკუნინის აზაზელი მსგავს სიუჟეტს იმეორებს ოღონდ უფრო საკაიფოდ. და რახან აზაზელი წანაკითხი მქონდა ოთხეულზე ვეღარ გადავირიე smile.gif


          ფანდორინის სერიას გირჩწვთ გულწრფელად ვისაც დეტექტივები გიყვართ. საკაიფო რამეა

          Likri
          პასუხი არ მოგიწერია

          Posted by: Miаmi 18 Sep 2016, 10:56
          MasterJC
          QUOTE
          ფანდორინის სერიას გირჩწვთ გულწრფელად ვისაც დეტექტივები გიყვართ. საკაიფო რამეა

          გამოვიდა?

          Posted by: Joiner 18 Sep 2016, 11:00
          MasterJC
          QUOTE
          მაგალითად დიდმა ოთხეულმა საერთოდ ვერ გამისწორა. ალბათ იმიტომ რომ აკუნინის აზაზელი მსგავს სიუჟეტს იმეორებს ოღონდ უფრო საკაიფოდ. და რახან აზაზელი წანაკითხი მქონდა ოთხეულზე ვეღარ გადავირიე

          მე აზაზელი დიდი ოთხეულის შემდეგ წავიკითხე, მაგრამ მაინც უფრო მეტად მომეწონა. აზაზელი უკეთესადაა დამუშავებული, თან მსგავსი სიუჟეტი ფანდორინის პერსონაჟს უფრო უხდება ვიდრე პუაროს.

          Posted by: MasterJC 18 Sep 2016, 12:05
          Joiner
          QUOTE
          მე აზაზელი დიდი ოთხეულის შემდეგ წავიკითხე, მაგრამ მაინც უფრო მეტად მომეწონა. აზაზელი უკეთესადაა დამუშავებული, თან მსგავსი სიუჟეტი ფანდორინის პერსონაჟს უფრო უხდება ვიდრე პუაროს.

          ზუსტადაც
          ჰოლმსსაც უფრო მოხუდებოდა, გინდაც ემგრეს
          პუაროს არ დააჯდა რა

          აზაზელი ამრთლა ძალიან ამგრადაა დამუშავებული
          Miаmi
          აზაზელი, თურქული გამბიტი, ლევიათანი
          ეს სამი ქართულადაა
          მერე მოდის აქილევსის სიკვდილი
          და განსაკუთრებული საქმეები ორ ნაწილად - ყვავის ვალეტი ქართულად თარგმნილია,და მეორე ნაწილი, მანიაკზე - არ უთარგმნიათ მგონი

          ამის მერე სიკვდილსი საყვარლებია და ა.შ.

          განსაკუთრებულის აქმეების ემრე არ წამიკთხავს არცერთი.
          თ მოვახერხე, უნდა დავითრიო რა smile.gif

          Posted by: საილერი 18 Sep 2016, 14:56
          George Best smile.gif
          QUOTE
          მის მარპლი   
          პუაროზე მაგარი მასტია ცვეტში :დ


          no.gif

          Posted by: Miаmi 18 Sep 2016, 16:34
          MasterJC
          QUOTE
          ეს სამი ქართულადაა
          მერე მოდის აქილევსის სიკვდილი
          და განსაკუთრებული საქმეები ორ ნაწილად - ყვავის ვალეტი ქართულად თარგმნილია,და მეორე ნაწილი, მანიაკზე - არ უთარგმნიათ მგონი

          ვა ვა ვა ვააა
          ბიბლუსში არის?

          Posted by: Krusty_the_Clown 18 Sep 2016, 17:44
          QUOTE
           აგატა კრისტი

          ძალიან მიყვარდა ბავშვობაში love.gif
          ისე, დიდი ხანი მეგონა მამაკაცი smile.gif)

          Posted by: MasterJC 18 Sep 2016, 22:26
          Miаmi
          პალიტრამ გამოსცა მგონი ყველა

          აზაზელი არ ვიცი ვინ გამოსცა.მიხო მოსულიშვილის თარგმანია. ინტერნეტშიც იყო ელვერსია ფბ ჯგუფებშია ბევრგან

          თურქული გამბიტიც იგივემ თარგმნა და ლიტ. პალჯტრაშიდ აიბეჭდა და პალიტრამ გამოსცა წიგნადაც.

          ლევიათანი ასევე პალიტრამ გამისცა და ლიტერატურულ პალიტრაში დაიბეჭდა ეგეც

          ყვავის ვალეტი არ ვიცი

          რუსულენოვანი გამოცემები ბავშვთა სამყაროს ქვეშ მინახავს რამდენიმე წლის წინ და ონლაინშიც არის რუსულად ყველა ნაწილი

          აზაზელო სერიალია რუსულად გადაღებული ოღონდ არ მინახავს
          გამბიტი ორსაათიანი ფილმია რუსულად. კარგი გადაღებაა მაგრამ სოუჟეტია შეცვლილი
          და რუსულად კიდე რაღაცაა გადაღებული

          Posted by: holden kolpildi 14 Nov 2016, 13:57
          აგატა ის მწერალია რომელსაც ნებისმიერ ასაკში სიამოვნებით წაიკითხავ


          Posted by: Alisaka 28 Nov 2016, 15:59
          ბოლო სიკვდილია სად ვნახო? ვინმეს თუ გაქვთ,სას იშოვნეთ, sad.gif
          ???
          ეგვიპტურ მითოლოგიაზე ყოფილა აგებული ,მითოლოგიას ვსწავლობდი,თან მიყვარს აგატა და სად ვნახო sad.gif

          Posted by: PagSoft 28 Nov 2016, 22:10
          Alisaka
          ბუკინისტებში უნდა იკითხო...
          1991 წელსაა გამოცემული...

          Posted by: Alisaka 28 Nov 2016, 22:12
          QUOTE
          Alisaka
          ბუკინისტებში უნდა იკითხო...
          1991 წელსაა გამოცემული...

          იქნება როო?!! ახლა sad.gif
          ვინ დატოვებდა

          Posted by: ემპეწრი 28 Nov 2016, 22:28
          ვის უნდა შVიდი ტომი яფათ ვაშOვნინო, პალიტრასი შVიდიდან თOთXმეტამდე

          Posted by: Turf 30 Nov 2016, 11:40
          ძალიან მაგარია!

          წლების წინ ვიყავი გატაცებული და წავიკითხე ბევრი წიგნი.
          კიდე კარგი უყვარდათ ჩემებს კითხვა და ქონდათ:დ

          ეხლა აღარ მხვდება ხოლმე არსად...

          Posted by: George Best :) 21 Jan 2017, 12:59
          თამაში ღია კარტით წავიკითხე და ბრიჯი რო არ ვიცი ნახევარი მუღამი წიგნის დავკარგე რა :დ
          მაინც ძაან გაასწორა
          რამდენადაც კარგი წიგნია,იმდენად პიზდეცი თარგმანია,ძაან საშინელება

          Posted by: George Best :) 23 Jan 2017, 01:49
          მკვლელობა გოლფის მოედანზეც მივაყოლე,საკაიფო იყო,თავის ჰასტინგის ბედნიერებებით :დ
          ამოვუწრე რაც მქონდა აგატას ყველაფერი-პუაროს თორმეტტომეული,მარპლის სამტომეული,49 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო მანდ რო იყო ერთი ეგ,კიდე ძველი ბუკინისტური გამოცემები
          მგონი ყველაფერი წავიკითხე ქართულად რაც იყო,თუ მომენატრა მომიწევს რუსულზე გადასვლა

          Posted by: fork 15 Feb 2018, 11:53
          უნდა შევესიო აგატას,გუშინ ბიბლიუსიდან "როჯერ ეკროიდის მკვლელობა" გამოვაყოლე ხელს,ფასდაკლებით.
          დალშე დავუყვები.
          ბევრი აქვს თარგმნილი პალიტრას?

          Posted by: Joiner 15 Feb 2018, 12:06
          fork
          http://lit.ge/books/2-10064-agata-kristi/


          სიას მარტო ორი წიგნი აკლია, მკვლელობა გოლფის მოედანზე და მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში.

          Posted by: erer 15 Feb 2018, 13:21
          ბავშვობაში მიყვარდა ძალიან, მაგრამ მას შემდეგ თითქმის აღარაფერი მახსოვდა და ამბოლოს გადავიკითხე აღმოსავლეთის ექსპრესი, რომელიც მის მაგნუმ ოპუსად ითვლება და ძალიან გულუბრყვილო სიუჟეტია, სუფთა საბავშვო ზღაპარია. არ არის პუარო ისეთი ფენომენალური გამომძიებელი, როგორიც ავტორს უნდა რომ მკითხველს ეგონოს. ავტორი ხელოვნურად უქმნის პუაროს ისეთ გარემოებებს, რომელშიც სხვებზე გამჭრიახი გამოჩნდება. მოკლედ, ბავშვობაში წასაკითხია ჩემი მოკრძალებული აზრით. ყოველ შემთხვევაში კონან დოილთან ახლოსაც ვერ მოვა.

          Posted by: Capricorn_J 16 Feb 2018, 14:48
          ეს ის თემაა აუცილებლად რომ უნდა დავფიქსირდე smile.gif smile.gif smile.gif

          იმდენად ჩამითრია აგათამ რომ დეტექტივებზე დამოკიდებული გავხდი (ეს არც ისე კარგია მარა ..=/) მხატვრულ ლიტერატურას ვეღარ ვკითხულობ უკვე

          თუ პირველივე ფურცლებიდან არ ჩამითრია

          biggrin.gif

          Posted by: ჟან_შარდენი 14 May 2018, 18:03
          ამ ზაფხულს დრო რომ მექნება, აგატასი ყველაფერი ხელახლა უნდა გადავიკითხო.




          ძაან მოაქვს love.gif

          Posted by: Miаmi 14 May 2018, 18:46
          QUOTE (Joiner @ 15 Feb 2018, 12:06 )
          fork
          http://lit.ge/books/2-10064-agata-kristi/


          სიას მარტო ორი წიგნი აკლია, მკვლელობა გოლფის მოედანზე და მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში.

          ეს წიგნები დაბეჭდილია? თუ კი სად ვიყიდო???????????????????????????????

          Posted by: Irakli2013 14 May 2018, 18:51
          QUOTE (erer @ 15 Feb 2018, 13:21 )
          ბავშვობაში მიყვარდა ძალიან, მაგრამ მას შემდეგ თითქმის აღარაფერი მახსოვდა და ამბოლოს გადავიკითხე აღმოსავლეთის ექსპრესი, რომელიც მის მაგნუმ ოპუსად ითვლება და ძალიან გულუბრყვილო სიუჟეტია, სუფთა საბავშვო ზღაპარია. არ არის პუარო ისეთი ფენომენალური გამომძიებელი, როგორიც ავტორს უნდა რომ მკითხველს ეგონოს. ავტორი ხელოვნურად უქმნის პუაროს ისეთ გარემოებებს, რომელშიც სხვებზე გამჭრიახი გამოჩნდება. მოკლედ, ბავშვობაში წასაკითხია ჩემი მოკრძალებული აზრით. ყოველ შემთხვევაში კონან დოილთან ახლოსაც ვერ მოვა.

          ორივე მწერლის დეტექტივები მიყვარს, მაგრამ არც "შელოკ ჰოლმსის" მოთხრობებშია რთული სიუჟეტი

          Posted by: Joiner 14 May 2018, 18:58
          Miаmi
          ბიბლუსში.

          აქაა სერიის ყველა წიგნის ჩამონათვალი.
          http://www.readersland.ge/?m=show_off&id=11636



          ეს ორი კი ცოტა ხნის წინ გამოუშვეს.
          user posted image


          მოცემული სამი წიგნი ჩემი რჩეული მსოფლიოს სერიაშია.
          user posted image


          Posted by: Oqrialeli 27 May 2018, 16:36
          შერლოკი ბქვშვობაში წავიკითხე და ამასწინათ ორი სამი წელია პერიოდულად გავეცანი აგატაკრისტის.უფრო დახვეწილი,უფრო რეალური და უფრო მიმზიდველია ასე მგონია ერკიულ პუარო და მისი სტილი.ნუ შეილება დამავიწყდა შერლოკი მაგრამ..არამგონია..აგატა კრისტი დეტექტივბის უმაღლესი დონეა.ჯერჯერობით ჩემთვის

          Posted by: LenaFlower 30 May 2018, 20:40
          #1 ჩემთვის.
          ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ აგათას დეტექტივებს.
          მახსოვს, პირველად მე-6-მე-7 კლასში ვეზიარე კრისტის შემოქმედებას.
          ზამთარი იყო, სიცხე მქონდა დიდი ხნის განმავლობაში. სახლში წიგნები სულ რომ ამოვწურე, მეზობელმა აგათა კრისტის ენდჰაუზის საიდუმლოება და დრაიზერის ჯენი გერჰარდტი შემომიტანა, ცოტა ხანს კიდევ გაერთობიო.
          ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ენდჰაუზი და იმის მერე შთაბეჭდილების ქვეშ მყოფი, აგათა კრისტის "ფანი" ვარ. love.gif

          Posted by: John-obi 20 Jul 2018, 20:58
          QUOTE
          ამბოლოს გადავიკითხე აღმოსავლეთის ექსპრესი, რომელიც მის მაგნუმ ოპუსად ითვლება და ძალიან გულუბრყვილო სიუჟეტია, სუფთა საბავშვო ზღაპარია.

          +1

          დეტექტივთან მგონი ასტრიდის "კალე ბლუმკვისტის" მერე არ მქონია შეხება (ნუ კაი, მილენიუმის ტრილოგიას თუ არ ჩავთვლით), არადა კალე იმდენად მიყვარდა ბავშვობაში, ძაან მიკვირს ამ ჟანრს რომ ვერ დავუდე გული. შესაბამისად, აგატასთანაც არ მქონია შეხება აქამდე.

          ჰოდა, გუშინ დავიწყე აღმოსავლეთის ექსპრესის კითხვა. პირველი რაც აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისაა, რომ 200 გვერდი თვალის დახამხამებაში წავიკითხე, რაც ან ჟანრის დამსახურებაა, ან მწერლის. მარა მე უფრო მაინც იმისი მგონია რომ მთელი წიგნი ფაქტობრივად დიალოგებია biggrin.gif

          სიუჟეტი მართლა ძალიან ზღაპრული და ბავშვურია, ბავშვობაში რომ წამეკითხა ალბათ ბევრად უფრო მომეწონებოდა. პლუს ამას, ფინალი რომ იცი წინასწარ (არასდროს წაიკითხოთ დეტექტივების რევიუები წინასწარ facepalm.gif ) ბევრის იმედი არც უნდა გქონდეს.

          მთლიანობაში, გასართობად კარგი იყო და აგატას სხვა წიგნებსაც წავიკითხავ. უბრალოდ, როჯერ ეკროიდზეც დასპოილერებული ვარ და ველოდები როდის დამავიწყდება, მაგრამ ჰე... facepalm.gif

          Posted by: ალექსანდრა91 16 Oct 2018, 23:43
          John-obi
          ისეთები წაიკითხე რაც ნაკლებად ცნობილია, თუ იშოვი. ძალიან მომეწონა ადრეულ თინეიჯერობაში წაკითხული “სიკვდილი უცნაურ სახლში” და “თამაში სარკეებით”. კიდევ არის ერთი “კარტი მაგიდაზე” ჰქვია მგონი თუ არ ვცდები. პირველ ორს ახლაც წავიკითხავდი რომ მქონდეს )))

          Posted by: Oqrialeli 7 Nov 2019, 11:06
          ასწორებს რა. სოფელში აივანზე ღამე ლურჯი განათებით, პეპლების და კოღოების თანხლებით, ნელნელა რომ იწყებს აციებას საღამოობით, რაღაც აქვს გენიალური

          Posted by: ახალგაზრდა 7 Nov 2019, 16:03
          აგატას სიუჟეტები მიყვარს მაგრამ დეტექტივებს ვერ ვიტან. მარპლის ან პუაროს პერსპექტივიდან რაც არ არის, ეგენი მიდის ყველაზე კარგად.

          პუაროზე გული იმის მერე ავიცრუე რაც ერთ-ერთი მოთხრობის ბოლოს დამნაშავეს თვითმკვლელობისკენ უბიძგებს. რაღაც ძალიან ამორალური მეჩვენა დეტექტივისთვის ასეთი რამე. აი დამნაშავეს რომ უთქმელად გაეკეთებინა, თავისივე გადსწყვეტილებით ეგ სხვაა მაგრამ ამან რომ "ნამიუკი ჩაურტყა" ეგ ძალიან ცუდად დამრჩა.

          დოილის ის მიყვარს რომ მარტივი სიუჟეტები აქვს მაგრამ შენც მარტივად შეგიძლია დედუქცია. აგატა რაღაც რაღაცებს გიმალავს ხოლმე ნარატივიდან.

          Posted by: nick_el_son 1 Apr 2020, 22:11
          ახალგაზრდა
          QUOTE
          მარპლის ან პუაროს პერსპექტივიდან რაც არ არის, ეგენი მიდის ყველაზე კარგად.

          yes.gif





          .

          Posted by: Oqrialeli 10 May 2020, 17:56
          ჩემი საყვარელი მწერალი დეტექტივების ჟანრში, არ მეგონა შერლოკ ჰოლმსზე მეტად თუ გამისწორდებოდა

          Posted by: nick_el_son 12 Jun 2020, 19:41
          "მრუდე სახლი" წავიკითხე ამას წინად, სვარაუდოდ ეს გამოცემა: http://laterna.ge/?cat=36&show=20353

          და მეჩვენება თუ ძალიან საშინელი თარგმანია? spy.gif


          ძველ ვერსიასთან ("სიკვდილი უცნაურ სახლში") შედარებით ძალიან ცუდია, რაღაცნაირად მშრალი და უსიცოცხლო თარგმანია იმჰო.


          Posted by: Andro_forza juve 12 Jun 2020, 19:42
          nick_el_son
          ქართულად ვაბშე რატომ კითხულობ mad.gif givi.gif

          Posted by: nick_el_son 12 Jun 2020, 19:55
          Andro_forza juve
          რომ არ დამავიწყდეს boli.gif




          biggrin.gif

          Posted by: Andro_forza juve 12 Jun 2020, 19:59
          nick_el_son
          QUOTE
          რომ არ დამავიწყდეს


          givi.gif
          ეგ სერიოზული არგუმენტია ძმაო ;დ

          Posted by: Greta 12 Jun 2020, 20:20
          Andro_forza juve

          ანდროო, ჩუვაკ 2kiss.gif

          Posted by: Andro_forza juve 13 Jun 2020, 01:47
          Greta
          QUOTE
          ანდროო, ჩუვაკ


          love.gif 2kiss.gif

          ახალთ-ახალი პლეილისტი მექნება მალე ;დ
          გაამზადე შენც რამე tan.gif

          Posted by: Heart_of_Darkness 13 Jun 2020, 01:57
          Andro_forza juve
          ჰეი, ანდრო, გამიხარდი ლიტგანყში

          Posted by: Greta 13 Jun 2020, 02:38
          Andro_forza juve

          QUOTE
          ახალთ-ახალი პლეილისტი მექნება მალე ;დ
          გაამზადე შენც რამე


          ჯერ ძველი არ გამოგიშვია biggrin.gif

          Posted by: Мiami 7 Sep 2020, 19:53
          აღარ თარგმნიან არაფერსს?? თუ ესაა რაცაა?

          Posted by: MAKIAVELI_ 21 Mar 2022, 03:20
          ზოგადად არ მიყვარს დეტექტივები და არც ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული ამ ჟანრის.
          ბავშვობაში გამომძიებელი ქალი შორენა და მგლის ბილიკი შემომეკთხა და მორჩა, იმის შემდეგ ამ ჟანრა არ გავკარებივარ.

          3 დღის წინ ბაბუაჩემის შენახული წიგნები ვნახე და სწორედ იქ აღმოვაჩინე აგათას ნაშრომები.
          ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს გამოცემული წიგნების კოლექცია ჰქონია ცხონებულ ბაბუაჩემს.

          მოკლედ, ჩავუჯექი და უკვე 7 წიგნი წავიკითხე.
          ვერ ვიტყვი რომ დიდად აღფრთოვანებული დავრჩი, თუმცა ერთი დიდი პლიუსი ნამდვილად აქვს, კერძოდ - ძალიან კარგად იკითხება და საკმაოდ მალე ამთავრებ წიგნს.

          ისე, ყველა წიგნში ჯერჯერობით გამოვიცანი ვინ იქნებოდა მკვლელი, უბრალოდ მკვლელობის მოტივებში ავცდი რამოდენიმე ადგილას.

          კარგი გამომძიებელი დადგებოდა ჩემგან )))

          დამაინტერესა ახალი თარგმანები როგორი არის.
          საბჭოთა დროინდელს არა უშავს.

          ამას რომ მოვრჩები ფოლკნერს ჩავუჯდები და ასე წავაწყდი
          თომას მანის ბუდურკერებს თუ რა ჯანდაბაც ჰქვია მაგას
          ეგეც უნდა მივაყოლო
          გუდრიდერზე ჩემი ჩელენჯი არ უნდა ჩავარდეს
          mad.gif

          Posted by: George_Best 21 Mar 2022, 03:43
          QUOTE
          ისე, ყველა წიგნში ჯერჯერობით გამოვიცანი ვინ იქნებოდა მკვლელი, უბრალოდ მკვლელობის მოტივებში ავცდი რამოდენიმე ადგილას.

          მჯერა რა თქმა უნდა

          როჯერ ერკოიდის მკვლელობაც წაკითხული გექნება და გამოიცნობდი მკვლელს,ხო ასეა?

          ასევე იმ შვიდი წიგნის სახელიც მაინტერესებს


          Posted by: MAKIAVELI_ 21 Mar 2022, 03:56

          როჯერ ერკოიდის

          არ მაქვს წაკითხული
          სამწუხაროდ არ იყო ეგ

          აგათას ბიოგრაფია რომ გადავიკითხე იქ ეწერა
          მისი ყველაზე საუკეთესო ნაწარმოები გახლავთ ეგო
          100 საუკეთესო ყველა დროის საუკეთესო დეტექტივებშია შეყვანილი

          ამათ რომ მოვრჩები

          წავიკითხავ მაგას ოღონდ ელექტრონულ ვერსიას
          ინგლისურად იქნება იმედია სადმე
          რუსულად სწრაფად ვერ ვკითხულობ

          mad.gif

          ბესტუკა დარეგისრირდი
          რა goodreads.com )))

          საინტერესო იქნება რამდენი წიგნი გაქვს წაკითხული
          მერე ჩელენჯებს მოაწყობ

          ჩვენი ფორუმელებიც არიან )))

          და არის ასევე ნათია
          უკვე 30 წიგნი წაუკითხავს mad.gif

          ამ განყიდან თითქმის ყველა მგონი
          მოდი შენც
          100 წიგნს თუ წაიკითხავ
          ბავარიულ ლუდს გაძლევენ ერთ ყუთს

          kar.gif

          Posted by: George_Best 21 Mar 2022, 04:00
          თამთა მელაშვილის რაღაც ლინკი დააგდე შენ თუ არ ვცდები მაგ საიტის

          ხოდა წავყევი და 40-დან 36 ამბობდა რო ეს რა მაგარიაო

          ხოდა მაგ გემოვნების ხალხთან ერთ სივრცეში რო ვიყო ძალიან დავიგრუზები,ის პონტია პოლიტ განყში აქტიურად რო ვიპოსტავო ყოველ დღე და მოსთ აქტივი პოლიტ განყი მეწეროს

          არ ეგების ეს საქმე ტომას

          ეკროიდი წაიკითხე,იქნება პდფებიც და გამოიცანი მკვლელი smile.gif

          Posted by: MAKIAVELI_ 21 Mar 2022, 04:10
          ისე რამდენი წიგნი გექნება წაკითხული ?
          წავიკითხავ მაგ წიგნს ამ კვირაში

          ხვალ საირმეში უნდა წავიდე
          და ერთი კვირა ვიქნები უსაქმოდ
          წესით მოვასწრებ ფოლკნერის და აგათას წაკითხვას

          ეგეთი ხალხი ყველგანაა

          შენ ეტყობა ფეისბუქზე წიგნების ჭიები არ გინახავს
          გვერდია ეგეთი
          მაგათზე საშინელება არ ვიცი მე )))

          ისეთ სასწაულებს აძრობენ, ეგეთებს ფიფია ვერ იჩალიჩებს



          Posted by: MAKIAVELI_ 23 Mar 2022, 00:58
          დღეს მოვრჩი დანიშნულების ადგილი უცნობია და სადგური სპიდორ 455 თუ რაღაც
          დანიშნულების ადგილი უცნობია ჭ კლასი აღმოჩნდა

          აი, იმ სადგურს რაც შეეხება საინტერესო სიუჟეტი იყო.
          თავიდან ეჭვი მივიტანე ემაზე, მაგრამ მერე ვიფიქრე ზედმეტად მარტივია - მეთქი )))
          ნუ დარიშხანით რომ მიწამლავენ, მანდ მივხვდი რომ ექიმის ნახელავი იყო, უბრალოდ მოტივი ვერ გავარტყი. მე სულ სხვა თეორია მქონდა :დ

          ეს მოტივები აქვს ძალიან არარეალისტური და ასე სუსტი.
          ამ შემთხვევაში, იმ ექიმა ამდენი იჩალიჩა და ისეთი ელემენტარულ რაღაცებზე არ იფიქრა?!

          ეს მაგარი იცის აგათამ კათოლიკე და განქორწინება )))
          ცოტა ფემინისტური ხაზიც იკვეთება და კათოლიციზმის კრიტიკა.

          მოკლედ, მოტივები უსუსტესი აქვს

          დღეს მოვძებნი როჯერ ერკოდს და ჩავუჯდები



          Posted by: AvtandiL 169 24 Mar 2022, 21:11
          QUOTE
          როჯერ ერკოიდის მკვლელობა


          ისეთი ეპითეტებით შეამკეს სანამ დავიწყებდი კითხვას მანამდე მივხვდი ვინ იქნებოდა მკვლელი biggrin.gif

          Posted by: MAKIAVELI_ 24 Mar 2022, 21:19
          QUOTE (AvtandiL 169 @ 24 Mar 2022, 21:11 )
          QUOTE
          როჯერ ერკოიდის მკვლელობა


          ისეთი ეპითეტებით შეამკეს სანამ დავიწყებდი კითხვას მანამდე მივხვდი ვინ იქნებოდა მკვლელი biggrin.gif

          lol.gif

          ასეთი მარტივია givi.gif

          არ დამასპოლერო ოღონდ

          ამ ვიქენდზე ვიწყებ
          პატარა წიგნი ყოფილა

          Posted by: ახალგაზრდა 12 Apr 2022, 14:26
          პუარო ჯერ ისე არ მომწონდა და ეკროიდმა საერთოდ დამიკარგა მასზე წარმოდგენა...

          აგათა კრისტის დეტექტივები კი მიყვარს მაგრამ ვერც პუაროს ვიტან და ვერც მის მარპლს
          ეს ორი სადაც არაა ის მოთხრობები იკითხება ყველაზე კარგად ჩემთვის

          Posted by: MAKIAVELI_ 14 Apr 2022, 01:48
          ახალგაზრდა
          ეგენი რომ არ ფიგურირებენ არცერთი არ მომეწონა. ძალიან იაფფასიანი ნაგავი იყო.

          მოკლედ, წავიკითხე ეს როჯერ ერკოიდის მკვლელობა, ხოდა ყოველგვარი ტრაბახის გარეშე მივხვდი ვინც იყო მკვლელი უკვე მე-100 გვერდზე.

          აგათას პირველი ნაწარმოები რომ ყოფილიყო და სხვები წაკითხული არ მქონდა, ალბათ ვერ გამოვიცნობდი, მაგრამ რადგანაც საკმაოდ ბლომად მაქვს უკვე წაკითხული აგათას შემოქმედება და მე რაც წავიკითხე არსად არ ჰყავდა მთხრობელი ამბის, აი მანდ მოვწვი რომ რაღაც ისე ვერ იყო ))) შემდეგ როდესაც დავაკვირდი აშკარად აღსარებას მივამსგავსე )))
          მიზეზი თუ რატომ მოხდა მკვლელობა თითქმის ბოლომდე ვერ გამოვიცანი. ასევე მქონდა სათადარიგო ვერსია, რომელიც სიმართლე რომ აღმოჩენილიყო მაგარი იქნებოდა.

          მოკლედ, ჩემი ვერსიით როჯერა მოკვდა ბუნებრივი სიკვდილით და მკვდარს გაურჭო ხანჯალი ვიღაცამ, იმისთვის რომ პუარო გამოეწვია და დაეტროლა :დ.
          ასე უფრო სჯობდა )))

          წიგნი არ მომეწონა საბოლოო ჯამში)))

          Posted by: LOLZ 21 Sep 2022, 23:35
          მილიონი წლის წინ, ინტერნეტი რომ არ არსებობდა ვკითხულობდი აგატა კრისტის ელიტური მკვლელობების ამბებს. smile.gif ახლა ალბათ აღარ აქვს კითხვას მუღამი როცა მათი მიხედვით გადაღებული ამდენი ფილმი გამოვიდა. პუაროს და მის მარპლის სერიები, 2017 წლის აღმოსავლეთის ექსპრესი, 2022 წლის სიკვდილი ნილოსზე. ლამაზად გაკეთებული ფილმებია მაგრამ თანამედროვე სილამაზის სტანდარტებით შერჩეული მსახიობები რომ გამოდიან ცოტა გამაღიზიანებელია.
          ხვალ თუ მოვასწარი უნდა მოვძებნო ჩემი ყდამოცვეთილი, კიდეებჩაკეცილი კრისტი და ვნახო, ისევ მოაქვს თუ არა ძველი იდუმალი სურნელი smile.gif

          Posted by: Malotru 21 Sep 2022, 23:42
          LOLZ
          2015 წლის მინი-სერიები "And Then There Were None" თუ არ გინახავს, დატკბი.
          სირ ტაივინ ლანისტერის ხათრით მაინც biggrin.gif

          Posted by: LOLZ 22 Sep 2022, 00:26
          Malotru
          2018 წლის The ABC Murders-იც კარგია
          80იანი წლების ეკრანიზაციიდან დაწყებული აგატა კრისტის და შერლოკ ჰოლმსის ყველა არსებული სერია უნდა მქონდეს ნანახი :რასგვიშვრებაინგლისურიდეტექტივი:
          კიდევ ვუყურებ, მაგრამ ახლა არა.
          დროზე უნდა გავასწრო, სანამ კრისტის მაგია ფილმზე დამაწკაპუნებინებს, თორემ დამათენდება lol.gif

          Posted by: Malotru 22 Sep 2022, 00:29
          LOLZ
          QUOTE
          2018 წლის The ABC Murders-იც კარგია

          აგატი კრისტი + მალკოვიჩი, რა თქმა უნდა კარგია biggrin.gif
          პუარო... ნუ ცოტა "ისე" გამოიყვანეს, მაგრამ, მალკოვიჩი , მალკოვიჩია.

          QUOTE
          დროზე უნდა გავასწრო, სანამ კრისტის მაგია ფილმზე დამაწკაპუნებინებს, თორემ დამათენდება

          დატკბი, სერიებით მაინც დატკბი, სანამ ვინმე იდიოტი ნერვებს მოგიშლის lol.gif

          Posted by: LOLZ 22 Sep 2022, 00:58
          Malotru
          დილას 5ზე ვარ გასასვლელი. ჩემს ნერვებზე და სხვა იდიოტებზე ნუ იდარდებ შენ smile.gif
          პუაროზე რომ მეცლება მერე დავწერ

          Posted by: Malotru 22 Sep 2022, 00:59
          LOLZ
          QUOTE
          ჩემს ნერვებზე და სხვა იდიოტებზე ნუ იდარდებ შენ

          ასე არ მიფასებ ზრუნვას. Shame on you.

          Posted by: LOLZ 23 Sep 2022, 02:46
          Malotru
          რაც დათესე იმას იმკი სიხ baby.gif

          Posted by: LOLZ 7 Oct 2022, 12:50
          "და აღარავინ დარჩა"
          ფილმი ხომ კარგია და წიგნი კიდევ უკეთესი. ერთ-ერთი გამონაკლისი ნაწარმოები ჰეფი ენდის გარეშე, ბოლომდე რომ გაწვალებს და ტვინს გაჭყლეტინებს იმის გამოსაცნობად თუ ვინ არის სერიული მკვლელი givi.gif
          თუმცა ბევრი დეტალია, რაც "წიგნში არ არის" ან გათანამედროვებულია. მაგალითად ის, რომ ინგლისური პურიტანული დეტექტივი ლამის პორნოფილმად გამოიყვანეს smile.gif) ისიც რომ კუნძულის მთელი იდუმალება გამქრალია: არ ჩანს გაურკვევლობები კუნძულის მფლობელის შესახებ (რაც უფრო ძაბავს ატმოსფეროს); ზოგიერთი პერსონაჟის ხასიათის შტრიხებიც შეცვლილია (როჯერსი მოძალადე ადამიანად წარმოჩინდება - წიგნისგან განსხვავებით თავის ქალბატონს ახრჩობს და ცოლსაც კარგად წამოარტყამს...), ნარკოტიკების თემაა "შემოპარებული". აგატა კრისტისეული "მარილიც" აკლია - ცხოველებთან რომ აკეთებს პერსონაჟების ასოცირებას, კუნძულის ჩხრეკის მომენტები და სხვა "წვრილმანები". თუმცა საერთო ჯამში ბრიტანული დრამის მაღალი კლასი ბოლო წამამდე გაჯაჭვებს ეკრანს givi.gif
          1945 წლის გადაღებასაც არა უშავს, თუმცა უფრო დაშორებულია წიგნს, განსაკუთრებით ფინალი facepalm.gif :რაზეფიქრობდარეჟისორისმაილიკი:
          მრავალმხრივ საინტერესო წიგნია, იმის ჩათვლით რომ ძალიან ბევრნაირი დანაშაული, სასჯელი და მკვლელობის საშუალებაა თავმოყრილი ერთად. კრიმინალის ასეთი მრავალფეროვნება სხვა წიგნებიდან არც მახსენდება. + აგათა კრისტისეული დანაშაულის გაგება თავის დროს უსწრებს: ადამიანები ისჯებიან იმისთვის, რასაც მაშინ "უნებლიე შეცდომად" თვლიდნენ და ახლა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაა
          Pdf წიგნი ვისაც უნდოდეს მომიპიემოს და მივცემ.

          Posted by: Malotru 8 Oct 2022, 22:40


          საოცარი სცენაა. ერთადერთი მიზეზის გამო. მისი უდიდებულესობა ორსონ უელსი.

          Posted by: dongabo 12 Oct 2022, 21:03
          ადრე თითქმის ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული გარდა ერთისა: "10 პატარა ზანგი".
          ბავშვობაში ფილმს ვუყურე და მაგრად დამაინტრიგა.მაგრამ წიგნი ვერ მოვძებნე (

          ერთი დეტექტივია სათაური აღარ მახსოვს, თავად პირველ პირში მთხრობელი აღმოჩნდება მკვლელი.მგონი ექიმი არის. დასასრულს წერილს წერს და თავს იკლავს.

          კარგი მწერალია აგათა კრისტი თავის ერკიულ პუაროთი, მაგრამ ამ ჟანრში პირველ ადგილზე მაინც სერ არტურ კონან დოილი და მისტერ შერლოკ ჰოლმსია.
          (ჩემი აზრით რასაკვირველია))
          არა მგონია ბასკერვილების ძაღლს ან ოთხთა ნიშანს რაიმე დეტექტივი დაუდგეს

          Posted by: Joiner 12 Oct 2022, 21:24
          dongabo
          QUOTE
          ადრე თითქმის ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული გარდა ერთისა: "10 პატარა ზანგი".

          სათაური შეუცვალეს მერე და დღეს უკვე "და აღარავინ დარჩა"-ს სახელითაა ცნობილი.

          Posted by: dongabo 12 Oct 2022, 21:41
          Joiner
          QUOTE

          QUOTE
          ადრე თითქმის ყველა ნაწარმოები მაქვს წაკითხული გარდა ერთისა: "10 პატარა ზანგი".

          სათაური შეუცვალეს მერე და დღეს უკვე "და აღარავინ დარჩა"-ს სახელითაა ცნობილი.

          ჰო იასნია შეუცვლიდნენ) რასიზმი და რამე.

          10 პატარა ზანგი დაჯდა სასადილოდ
          ერთს ყელში რაღაც გადაუცდა,დარჩა მხოლოდ 9.
          9 პატარა ზანგი წავიდა სანადიროდ.
          ერთი დათვმა დაგლიჯა და დარჩა მხოლოდ 8.
          და ა.შ. და ა.შ..
          ლექსივით მახსოვს)

          ამ რასიზმით ხომ ტვინი წაიღეს. როგორც ვიცი მარკ ტვენის ტომას სოიერიც ამოიღეს თუ გადააკეთეს.

          Posted by: LOLZ 12 Oct 2022, 23:00
          dongabo
          პირველ ამერიკულ გამოცემასაც (1940) შეცვლილი აქვს სახელი, სიმღერის ტექსტში 10 პატარა ინდიელი ჰყავთ. ახლა 10 ჯარისკაცია და შეიძლება ათიოდე წელში უფრო ნეიტრალური სახელით ჩანაცვლდეს smile.gif
          აგათას პდფ წიგნების ლინკი წამოვიდა პირადში smile.gif

          შერლოკ ჰოლმსი საერთოდ სხვა სამყაროა smile.gif თუმცა ბევრია მასზე უკეთესი თანამედროვე დეტექტივი.

          Posted by: LOLZ 27 Jan 2023, 04:20
          აგათა კრისტის რომელიღაც წიგნს ვამთავრებ და არა მგონია კიდევ დიდხანს დავუბრუნდე. კი, კარგად წერს და კარგად იკითხება. მაგრამ smile.gif არის რაღაცეები რაც ცოტა არ იყოს მოსაწყენს ხდის.. მაგალითად ის, რომ ლათინოამერიკული სერიალივით ერთ სიუჟეტში ერთი და იმავე ამბავს ბევრჯერ ყვებიან smile.gif) ეს მოვლენების განვითარებასაც ანელებს და ინტერესსაც ამცირებს.
          კიდევ ის, რომ აგათა კრისტის ძლიერი და ჭკვიანი ქალები არ უყვარს, გამონაკლის შემთხვევების გარდა. ცოტა არ იყოს ტეხავს ქალი ავტორისგან, ქალი პერსონაჟების უმეტესობა რომ ქერქეტა და სუსტ ადამიანებად ჰყავს გამოყვანილი. ხშირად ახსენებს რომ ქალები მოწმეებად არ ვარგანან, რადგან არ შეუძლიათ ვინმეს/რამეს დეტალურად აღწერა და ა.შ. პუაროს მდივანი ქალი მის ლემონიც გონებაშეზღუდულ ქალად ჩანს, რომელსაც ამრეზით უყურებს თავად პუაროც. ძლიერი ქალები თუ არიან, მეორეხარისხოვან როლებში.
          მის მარპლის პერსონაჟიც გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე ერკიუილ პუაროსი. პუარო საერთოდ...... ჯუჯღუნა, ქედმაღალი, ადამიანი, რომელსაც საკუთარი ულვაშების გარდა წმინდა არაფერი გააჩნია givi.gif ცალკე საწყალ ჰასტინგსს აბულინგებს, ცალკე ქალების შესახებ გამანადგურებელი აზრისაა. თავისი დროის ქალთმოძულე კაცუნაა და უსამართლოდ პოპულარული. ციცქნა ადამიანი გაბერილი ეგოთი (ხომ არავის გაგონებთ?) smile.gif შეცდომებსაც რომ ხშირად უშვებს, თან შერლოკ ჰოლმსის მეთოდებს მწარედ დასცინის "5 გოჭის" წიგნში. ალბათ სხვაგანაც. კარგი მასალაა კლინიკური ფსიქოლოგებისთვის givi.gif
          დეტექტივების მწერალი ქალი რომ ჰყავს, არიადნა ოლივერი, ასეთი დაბნეული, თავდაჯერებამოკლებული, თავგზააბნეული პერსონაჟი ძნელად მოიძებნება.
          სამაგიეროდ ტაპენსია ცქრიალა და ჭკვიანი smile.gif მაგრამ გულისდასაწყვეტად ცოტა წიგნებშია. ზოგადად კი აგათა კრისტი უფრო საინტერესო და ღრმაა იმ წიგნებში, სადაც მის მარპლის და პუაროს ჭაჭანება არ არის. "გაზაფხულზე დაკარგული" ძალიან კარგია. ერთი ადამიანის თვითანალიზი და ტრანსფორმაციის მცდელობა.
          წიგნების მიხედვით გადაღებულ ფილმებს რაც შეეხება, ძველი ფილმები უფრო მიჰყვება ორიგინალ სიუჟეტებს, ახლებში ბევრი რამე გადმოტრიალებულია, მოქმედი პირების ხასიათების და დეტალების ჩათვლით. სულ სხვა სანახაობას გთავაზობენ, უფრო თანამედროვე მიდგომები აქვთ, მეტი ენერგია და ემოციები მოდის. აგათა კრისტისეული ზედაპირულობა და შეზღუდულობა თითქმის გამქრალია. ფილმების პერსონაჟების უკან მათი ისტორია იკითხება, მათი მოუნელებელი ტკივილებით და ტრამვებით. ზოგი რადიკალურად განსხვავდება წიგნებისგან. როგორც მაგალითად 2018 წლის The ABC Murders-ის პუაროს, რომელიც (ცუდი) ულვაშების გარეშე შეიძლება საერთოდ ვერ გეცნოს. smile.gif არც სიდაბლე აქვს გამოყოლილი, არც ეგოიზმი, არც ქედმაღლობა. ძალიან გაადამიანურებული და შინაგან ბრძოლებში გახლართულია. ასეთი "ეკრანის" პუარო" უფრო საინტერესოა ვიდრე მისი წიგნის ორეული.

          Posted by: ახალგაზრდა 28 Jan 2023, 01:46
          QUOTE (LOLZ @ 27 Jan 2023, 04:20 )
          აგათა კრისტის რომელიღაც წიგნს ვამთავრებ და არა მგონია კიდევ დიდხანს დავუბრუნდე. კი, კარგად წერს და კარგად იკითხება. მაგრამ smile.gif არის რაღაცეები რაც ცოტა არ იყოს მოსაწყენს ხდის.. მაგალითად ის, რომ ლათინოამერიკული სერიალივით ერთ სიუჟეტში ერთი და იმავე ამბავს ბევრჯერ ყვებიან smile.gif) ეს მოვლენების განვითარებასაც ანელებს და ინტერესსაც ამცირებს.
          კიდევ ის, რომ აგათა კრისტის ძლიერი და ჭკვიანი ქალები არ უყვარს, გამონაკლის შემთხვევების გარდა. ცოტა არ იყოს ტეხავს ქალი ავტორისგან, ქალი პერსონაჟების უმეტესობა რომ ქერქეტა და სუსტ ადამიანებად ჰყავს გამოყვანილი. ხშირად ახსენებს რომ ქალები მოწმეებად არ ვარგანან, რადგან არ შეუძლიათ ვინმეს/რამეს დეტალურად აღწერა და ა.შ. პუაროს მდივანი ქალი მის ლემონიც გონებაშეზღუდულ ქალად ჩანს, რომელსაც ამრეზით უყურებს თავად პუაროც. ძლიერი ქალები თუ არიან, მეორეხარისხოვან როლებში.
          მის მარპლის პერსონაჟიც გაცილებით მოკრძალებულია, ვიდრე ერკიუილ პუაროსი. პუარო საერთოდ...... ჯუჯღუნა, ქედმაღალი, ადამიანი, რომელსაც საკუთარი ულვაშების გარდა წმინდა არაფერი გააჩნია givi.gif ცალკე საწყალ ჰასტინგსს აბულინგებს, ცალკე ქალების შესახებ გამანადგურებელი აზრისაა. თავისი დროის ქალთმოძულე კაცუნაა და უსამართლოდ პოპულარული. ციცქნა ადამიანი გაბერილი ეგოთი (ხომ არავის გაგონებთ?) smile.gif შეცდომებსაც რომ ხშირად უშვებს, თან შერლოკ ჰოლმსის მეთოდებს მწარედ დასცინის "5 გოჭის" წიგნში. ალბათ სხვაგანაც. კარგი მასალაა კლინიკური ფსიქოლოგებისთვის givi.gif
          დეტექტივების მწერალი ქალი რომ ჰყავს, არიადნა ოლივერი, ასეთი დაბნეული, თავდაჯერებამოკლებული, თავგზააბნეული პერსონაჟი ძნელად მოიძებნება.
          სამაგიეროდ ტაპენსია ცქრიალა და ჭკვიანი smile.gif მაგრამ გულისდასაწყვეტად ცოტა წიგნებშია. ზოგადად კი აგათა კრისტი უფრო საინტერესო და ღრმაა იმ წიგნებში, სადაც მის მარპლის და პუაროს ჭაჭანება არ არის. "გაზაფხულზე დაკარგული" ძალიან კარგია. ერთი ადამიანის თვითანალიზი და ტრანსფორმაციის მცდელობა.
          წიგნების მიხედვით გადაღებულ ფილმებს რაც შეეხება, ძველი ფილმები უფრო მიჰყვება ორიგინალ სიუჟეტებს, ახლებში ბევრი რამე გადმოტრიალებულია, მოქმედი პირების ხასიათების და დეტალების ჩათვლით. სულ სხვა სანახაობას გთავაზობენ, უფრო თანამედროვე მიდგომები აქვთ, მეტი ენერგია და ემოციები მოდის. აგათა კრისტისეული ზედაპირულობა და შეზღუდულობა თითქმის გამქრალია. ფილმების პერსონაჟების უკან მათი ისტორია იკითხება, მათი მოუნელებელი ტკივილებით და ტრამვებით. ზოგი რადიკალურად განსხვავდება წიგნებისგან. როგორც მაგალითად 2018 წლის The ABC Murders-ის პუაროს, რომელიც (ცუდი) ულვაშების გარეშე შეიძლება საერთოდ ვერ გეცნოს. smile.gif არც სიდაბლე აქვს გამოყოლილი, არც ეგოიზმი, არც ქედმაღლობა. ძალიან გაადამიანურებული და შინაგან ბრძოლებში გახლართულია. ასეთი "ეკრანის" პუარო" უფრო საინტერესოა ვიდრე მისი წიგნის ორეული.

          გეთანხმები 100%. პუაროც და მის მარპლიც საშინლად აუტანლები არიან. ყოველთვის უკეთესად მეკითხებოდა აგატას წიგნები სადაც სულ უცხო პერსონაჟია მთხრობელი.

          Posted by: LOLZ 29 Jan 2023, 23:24
          ახალგაზრდა
          ამ წიგნებით პირველი აღფრთოვანება მგონი ყველას გამოუცდია. შეფასებები დროსთან ერთად იცვლება, როცა ადამიანები და მათი აღქმები იცვლებიან. ახლა ბავშვებს უნდა შევატყუო რამდენიმე მოკლე მოთხრობა givi.gif

          Posted by: dongabo 29 Jan 2023, 23:47
          LOLZ
          აგათა კრისტის წითელი შუქნიშანი მოძებნე და წაიკითხე.
          სულ რამოდენიმე ფურცელია და მოგეწონება.ძალიან დინამიურად ვითარდება მოქმედება პუაროს და მარპლის გარეშე.

          კიდევ ერთი დეტექტივი არის, ვიღაც ექიმი პირველ პირში საუბრობს და მკვლელს ეძებს. მაგ დეტექტივით დახურავ აგათა კრისტს. yes.gif
          სამწუხაროდ სათაური აღარ მახსოვს,მაგრამ როგორც ვიცი ამ ნაწარმოებით მოიპოვა აგათამ ყველაზე მეტი აღიარება. არადა საერთოდ არ არის ეს დეტექტივი გაპიარებული და ცნობილი.

          საერთო ჯამში თითქოსდა ცოტათი მოსაწყენია აგატა თავის პუაროთი.

          ამიტომ არის ჩემთვის შერლოკ ჰოლმსი ყველა დროის საუკეთესო დეტექტივი და გმირი.
          ცხადია არტურ კონან დოილის შერლოკ ჰოლმს ვგულისხმობ და არა ვიღაც პიდარმონი კამბენაჩი თუ ვინც არის სერიალში რომ მონაწილეობს. ჩართვისთანავე გავთიშე 2 წუთში mad.gif

          Posted by: LOLZ 31 Jan 2023, 01:19
          dongabo
          QUOTE
          წითელი შუქნიშანი

          პატარა მოთხრობა რომ არის, წითელი სიგნალი, ამას გულისხმობ? მეგობრის ცოლი რომ შეუყვარდება givi.gif მოთხრობები უფრო ასატანია, ვიდრე წიგნები smile.gif) პატარა, სხარტი ამბები, ზედმეტი დეტალების გარეშე. წიგნები ცოტა არ იყოს მომბეზრდა. ის, თუ როგორ ახასიათებს ადამიანებს: "ისეთი ტიპის კაცს განეკუთვნებოდა..." და მერე მოყვება რამდენიმესიტყვიანი აღწერა, რომელიც ძალიან ვიწრო ჩარჩოში სვამს მის თვისებებს ან მოტივაციას. ჩაკეტილი პერსონაჟებია უმეტესობა, იმის საშუალებაც არ აქვთ რომ თავი იმართლონ smile.gif) ვიღაცას რომ ანგარებას მიაწერს, ხომ შეიძლება სულ სხვა რაღაც ამოძრავებდეს.
          პუაროზე ცალკე მეცინება, ვითომ ფსიქოლოგიას რომ იყენებს დამნაშავეების საპოვნელად. ახლა რომ გააცოცხლა, მაგ "ფსიქოლოგიური" მიდგომებით უმუშევარი დარჩებოდა givi.gif წიგნებიდანაც ჩანს რომ აგატა კრისტიც და პუაროც ფსიქოლოგიის გარტყმაში არ არიან smile.gif)) განსხვავებით შერლოკ ჰოლმისსგან, რომელიც სულ რაღაცას სწავლობს, ვითარდება, თან განსხვავებული კუთხიდან უყურებს საკითხებს. შერლოკიც კაი ამპარტავანი ეგოისტია, თუმცა თავცარიელი პუაროსგან განსხვავებით აქვს ამისი საფუძველი givi.gif

          QUOTE
          ვიღაც ექიმი პირველ პირში საუბრობს და მკვლელს ეძებს

          როჯერ ეკროიდის მკვლელობას გულისხმობ? smile.gif მისი ძველი გამოცემა ვეღარ მიპოვია. ელწიგნი კი მაქვს მაგრამ იმ ძველი წიგნის სენტიმენტები სულ სხვაა.




          Posted by: ახალგაზრდა 31 Jan 2023, 19:05
          ეკროიდთანაც პუაროა და არც მანდ გამოირჩევა დიდი ადამიანურობით სხვათაშორის

          Posted by: dongabo 1 Feb 2023, 05:37
          LOLZ
          QUOTE
          პატარა მოთხრობა რომ არის, წითელი სიგნალი, ამას გულისხმობ? მეგობრის ცოლი რომ შეუყვარდება  მოთხრობები უფრო ასატანია, ვიდრე წიგნები ) პატარა, სხარტი ამბები, ზედმეტი დეტალების გარეშე

          ალბათ ეგ არის. შინაარსი აღარც მახსოვდა) წითელ სიგნალს რომ ხედავს გონებაში ეს მახსოვდა და ძალიან დინამიურად ვიტარდებოდა მოქმედება.
          QUOTE
          განსხვავებით შერლოკ ჰოლმისსგან, რომელიც სულ რაღაცას სწავლობს, ვითარდება, თან განსხვავებული კუთხიდან უყურებს საკითხებს. შერლოკიც კაი ამპარტავანი ეგოისტია, თუმცა თავცარიელი პუაროსგან განსხვავებით აქვს ამისი საფუძველი

          love.gif იცის ადამიანმა თავისი ფასი და რატომაც არა. ტიპიური სკორპიო)))
          თუმცაღა თავისნაირს თუ უფრო მაგარს რომ შეხვდა, მომხიბვლელ ქალს (სახელი არ მახსოვს) "არეულობა ბოჰემიაში", როგორ საკადრისად აფასებდა და მთელი ცხოვრება ქალის იდეალი იყო მისთვის.
          QUOTE
          როჯერ ეკროიდის მკვლელობას გულისხმობ?

          სახელი არ მახსოვს და ალბათ ეგ არის. მაგით დავხურე აგათა კრისტი.

          QUOTE
          მაგრამ იმ ძველი წიგნის სენტიმენტები სულ სხვაა.

          yes.gif
          წიგნები მაინც სულ სხვა არის. რომ გადაშლი და ჯერ სუნი რომ გაგაბრუებს და მერე იქ მოთხრობილი ამბები.

          პ.ს. ადრე მქონდა ერთი წიგნი. აგათა კრისტი არაფერ შუაშია. პატარა და მისტიკური მოთხრობები იყო. ერთის სათაური მახსოვს, ცელი.
          კიდევ ერთი ამბავი იყო ერთ ღვთისმგმობელ მჭედელზე და ა.შ.
          თავად წიგნი საშუალო ზომის იყო ან უფრო მომცრო არის და საერთო სათაურად "დეტექტივი ფანტასმაგორია" ჰქონდა. სიამოვნებით გადავიკითხავდი.


          კიდევ ერთი მხიარული წიგნი გამახსენდა: "ფანტასტიკური საგა"
          გაკოტრების პირზე მყოფი კინოსტუდია დროის მანქანით მე-10 საუკუნის ნორვეგიაში გადავლენ და იქაური ვიკინგების ბელადს მოიტაცებენ და აწმყოში დაბრუნდებიან. მერე ვისკით მოისყიდიან ვიკინგს და ამერიკის აღმოსაჩენად დაითანხმებენ. შემდეგ ისევ ნორვეგიაში გადავლენ და კინოგადამღები ჯგუფი ვიკინგებს გაჰყვებიან გემზე და რეალში იღებენ ექსპედიციას. შემდეგ ესკიმოსებთან ვიკინგების შეტაკება. მიუხედავად სიმამაცისა,ვიკინგები მარცხდებიან და კინოსტუდიას ხალხი თანამედროვე იარაღით წაეხმარებიან ვიკინგებს.

          მოგვიანებით მეცნიერები და მკვლევარები ძველი ვიკინგების ნანგრევებში აღმოაჩენენ მე-20 საუკუნის ვისკის ბოთლებს და მაგარი დავა ატყდება იქ როგორ მოხვდა))))))

          პ.პ.ს. რა აღარ მაქვს წაკითხული თუ მახსოვდეს) ჩემზე უთავბოლო მკითხველი მგონი არ არსებობდა. მე-7 კლასში შექსპირს,შილერს და ლესინგს ვკითხულობდი და სკოლის დამთავრების შემდეგ ლურსმანას თავგადასავალს))
          * * *
          ახალგაზრდა
          QUOTE
          ეკროიდთანაც პუაროა და არც მანდ გამოირჩევა დიდი ადამიანურობით სხვათაშორის

          ჰო ეგ არის.
          ფაზოლივით დამილაგდა გონებაში...

          პატარა ნატვრა მაქვს მეთიუ მაკკონაჰი მანახა შერლოკ ჰოლმსის როლზე "ბასკერვილების ძაღლი" ან "ოთხთა ნიშანი"-ში
          გარეგნობითაც რა მაგრად ჰგავს,გრიმი არც დასჭირდებათ)

          Posted by: Aleksandre166 2 Feb 2023, 01:11
          მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში love.gif

          Posted by: primeministerofdoom 2 Feb 2023, 01:23
          შენ ხარ გამომძიებელი და არა აგატა კრისტი
          user posted image

          Posted by: LOLZ 2 Feb 2023, 02:46
          dongabo
          QUOTE
          თავისნაირს თუ უფრო მაგარს რომ შეხვდა, მომხიბვლელ ქალს (სახელი არ მახსოვს) "არეულობა ბოჰემიაში", როგორ საკადრისად აფასებდა და მთელი ცხოვრება ქალის იდეალი იყო მისთვის.

          ირენ ადლერი biggrin.gif
          ერთ-ერთი გამონაკლისი ქალი იყო რომელსაც შერლოკი ვერ მოერია givi.gif თავისუფლებისმოყვარე ქალი.

          Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
          © Invision Power Services (http://www.invisionpower.com)