საუზმის კლასიკური გაგება და სრულად ტუტოვანი საუზმე ცოტა ძნელია, მაგრამ
შეგიძლია წიწიბურა ან ქინოა მიიღო საუზმედ, სხვადასხვა ვარიაციები, როგორიც
მოგწონს
მაგ. რომელიმე კაკლეულის რძით, ან ბუდვიგის ან იგივე ვარბურგის მეთოდით
სელისზეთიანი ხაჭოს კრემით, ან ბულგარული წიწაკა, კიტრი და ეს კრემი. ან ყველა ერთად.
პ.ს. დროს რომ ვნახავ, გადავხედავ, ჩვენი დოკ-ის რეცეპტებს, რა უწერია საუზმედ.
პ.ს. მე თითქმის ერთი წელია, თU სამოგზაუროდ არ ვარ, ე.წ. ინტერვალურ "მარხვას" ვიცავ:
გეახლებით მხოლოდ 2-ჯერ (იშვიათად 3-ჯერ) 8 საათის განმავლობაში და 16 საათი კი
ორგანიზმს ვასვენებ ყოველგვარი ზედმეტი სამუშაოებისგან და მხოლოდ თვითწმენდაზე
კონცენტრირდება. უგაზო წყალი, ბალახის დაუტკბობელი ჩაი შეიძლება, ანუ, რასაც გადამუშავება
ფაქტიურად არ სჭირდება. ვინც უყავოდ ვერ ძლებს, 1-2 ჭიქის ოდენობა შეიძლება გადაანაწილოს.
მაგ. თუ 12:00 'ისაუზმებ', ბოლო ტრაპეზი არაუგვიანეს 20 საათზე უნდა იყოს.
ძალიან ეფექტურია, შეიძლება თავიდან გეძნელოთ, მაგრამ 2 დღეში მიეჩვევით. ძალიან კაპრიზიანებს
შეუძლიათ 12 საათიანი პაუზით დაიწყონ და რამდენიმე დღეში 16 საათამდე გაზარდონ.
ვისაც ვურჩიე, ყველა კმაყოფილია. ავტოფაგიის რეჟიმზეა ორგანიზმი, წონაშიცჯანმრთელად იკლებ
და არც მშიერი ხარ. მე ეს უკვე ცხოვრების წესად გავიხადე და არც შევცვლი. რათქმაუნდა, მოგზაურობისას
ან სხვა მიზეზების გამო თუ აირევა, როგორც კი შევძლებთ, ისევ ვაგრძელებთ.
მოსინჯეთ და თავად დარწმუნდებით
პ.ს. დიაბეტიანებს და სხვა მძიმე დაავადების შემთხვევაში, რათმაუნდა, არ შეიძლება
ან ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.