forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (99) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> დეპრესია, ნაწილი III
DrJohnes
ფსიქოლოგი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3096
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 2 Dec 2017, 14:11  #51764753      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
ახალ თემაში გადმოვაკოპირებ სადიაგნოსტიკო კრიტერიუმებს:

დიდი დეპრესიული ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები

- ქვემოთ მოყვანილი 5 ან მეტი სიმპტომი უნდა იყოს წარმოდგენილი არანაკლებ ორი კვირის განმავლობაში. აუცილებელია ორიდან ერთერთის: დაქვეითებული გუნება-განწყობის ან ინტერესების ნაკლებობის არსებობა.
შენიშვნა: აუცილებელია გამოირიცხოს ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული გუნება-განწყობის დარღვევები.
1. დაქვეითებული გუნება-განწყობა მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე, რაც შეიძლება დადგინდეს როგორც თავადვე პაციენტის პირადი ჩივილით (სიცარიელის, სევდის შეგრძნება) ასევე გარშემომყოფთა დაკბირვების შედეგად (ხშირი ტირილი). ბავშვებში და მოზარდებში სევდის მაგიერ შესაძლოა ჭარბობდეს გაღიზიანებადობა.
2. ინტერესების შემცირება და სიამოვნების განცდის უნარის დაქვეითება ყველაფერში ან თითქმის ყველაფერში. ასევე მთელი დღის განმავლობაში, თითქმის ყოველდღე.
3. ცვლილებები წონასა და მადაში: მომატება ან დაკლება. იმის გათვალისწინებით რომ პაციენტი მიზანდასახუად არ იცავს რაიმე დიეტას. ბავშვებში ეს შეიძლება გამოიხატებოდეს ასაკის მიმართ შეუსაბამო წონის მომატება/დაკლებაში.
4. უძილობა ან ჭარბი ძილიანობა თითქმის ყოველდღე.
5. ფსიქომოტორული (მოძრაობითი) შენელება ან პირიქით აჩქარება/აგზნება. ამის შესახებ დასკვნა არამხოლოდსუბიექტური შეგრძნებებით, არამედ გარშემომყოფთა დაკვირვების საფუძველზე უნდა გაკეთდეს.
6. დაღლილობა და ენერგიეს ნაკლებობა თითქმის ყოველდღე.
7. თითქმის ყოველდღიური საკუთარი უვარგისობის, არარაობის და ბრალეულობის გადაჭარბებული შეგრძნება.
8. აზროვნებისა და ყურადღების კონცენტრიტრების გაძნელება.
9. სუიციდალური აზრები, ფიქრები სიკვდილისწ შესახებ (მაგრამ არა სიკვდილის შიში).
- სიმპტომები იწვევს მნიშვნელოვან სტრესს, ხელს უშლის ადამიანს ნორმალურ ყოველდღიურ ცხოვრებაში და ფუნქცციონირებაში.
- სიმპტომები არაა გამოწვეული რაიმე ნივთიერებების (მედიკამენტების, ნარკოტიკების) უშუალო ზემოქმედებით.
სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული დანაკარგით. მაგალითად, ახლობლის გარდაცვალებით, ან საყვარელ ადამიანთან დაშორებით.

მანიაკალური ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები
- ცალკეული, მინიმუმ 1 კვირიანი პერიოდი, რომლის დროსაც ადგილი აქვს უჩვეულოდ, მუდმივად აწეულ, უკონტროლო ან/და გაგიზიანებულ გუნება-განწყობას.
ბ. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ქვემოთჩამოთვლილიდან წარმოდგენილი უნდა იყოს მინიმუმ 3 სიმპტომი.
1. ჭარბადდადებითი თვითშეფასება ან საკუთარი თავის გრანდიოზულობის განცდა.
2. ძილის დაქვეითებული მოთხოვნილება (მაგ. 3 საათი დღე-ღამეში).
3. პაციენტი ჩვეულებრივზე უფრო ენაწყლიანია აქვს ლაპარაკის მუდმივი მოთხოვნილება
4. აზროვნების აჩქარება (ფლიგჰტ ოფ იდეას). აზრების სწრაფი ცვლის სუბიექტური შეგრძნება.
5. დაბნეულობა. პაციენტი ადვილად ერთვება ერთი გამღიზიანებლიდან მეორეზე.
6. აქტიური მიზანმიმართული მოქმედება (სოციალური, სამუშაო/სასწავლო ან სექსუალური კუთხით) ან ფსიქომოტორული (მოძრაობითი) აგზნება.
7. ჭარბი აქტიურობა სიამოვნების მომნიჭებელ საქმიანობაში.
- გუნება-განწყობის დარღვევა საკმარისად მძიმეა იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს დამიანს ყოველდღიურ საქმიანობაში.
- გუნება-განწყობის დარღვევა არაა დაკავშირებული რაიმე ნივთიერებების (მედიკამენტების, ნარკოტიკების) მიღებასთან.

ჰიპომანიაკალური ეპიზოდის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები
მსგავსია მანიაკალური ეპიზოდისა იმ განსხვავებით, რომ ამ შემთხვევაში სიმპტომები შედარებით ნაკლები ინტენსივობითაა გამოხატული და გრძელდება მინიმუმ 4 დღე.

მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს კრიტერიუმები შეეხება ე.წ. ენდოგენურ დეპრესიას, ბიპოლარულ აშლილობას და უნდა გათვალისწინებულ იყოს ყველა წვრილმანი, მიმდინარეობის ხანგრძლივობა, სიმპტომების რაოდენობა და რაობა და რაც მთავარია გამომწვევი მიზეზი. შესაძლოა მსგავსი სიმპტომები ნაკლები ინტენსივობით ან ხანგრძლივობით უბრალოდ ფსიქოემოციური სტრესით გამოწვეულ დეპრესიულ რეაქციასთან იყოს დაკავშირებული. თუ ესეთი რამ აღგენიშნებათ ეს მხოლოდ მიზეზია იმისა რომ კონსულტაცია გაიაროთ ფსიქიატრთან და/ან ფსიქოთერაპევტთან, რომელიც შემდგომში დაგაკვალიანებთ და დაგეხმარებათ პრობლემის გადაჭრაში. ასე რომ ნუ დაუსვამთ საკუთარ თავს დიაგნოზს მხოლოდ ზემოთჩამოთვლილი კრიტერიუმების საფუძველზე. smile.gif

მომდევნო პოსტებში ვეცდები უფრო ფართო ინფორმაცია მოგაწოდოთ დეპრესიის ფსიქოლოგიურ მიზეზებზე.


--------------------
...and it's only the giving, that makes you what you are (c) Jethro Tull
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6152
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 2 Dec 2017, 19:36  #51766442      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
სიმპტომები არ უნდა იყოს გამოწვეული დანაკარგით. მაგალითად, ახლობლის გარდაცვალებით, ან საყვარელ ადამიანთან დაშორებით.

ამან მიიქცია ყურადღება - ვფიქრობ, ადამიანის ცხოვრებიდან ზუსტად მნიშვნელოვანი ელემენტის გაქრობა ხდება ხოლმე ხშირად დეპრესიის (მათ შორის დიდის) მიზეზი. ეს შეიძლება იყოს სამსახური, ბიზნესი, სახლი, საყვარელი ადამიანი (მეუღლე, შეყვარებული, შვილი, მშობელი, ახლო მეგობარი), სტატუსი, სახე, ისეთი რამ, რაც პიროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმდენად ღრმად უშვებს, რომ თავის ნაწილად ხდის, მთლიანად ეყრდნობა, ძირითადად ამ ელემენტზე აწყობს და მისი გავლით ხედავს მომავალს. როცა ეს ელემენტი ეცლება, პიროვნება ერთის მხრივ კარგავს თავის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, მეორეს მხრივ კი ვეღარ ხედავს მომავალს. ასეთი სქემის განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს გარკვეული წინამორბედი კრიტერიუმები, რაც განაპირობებს გარე ელემენტისთვის იმხელა მნიშვნელობის შეძენას, რომ მისი დაკარგვით (ან შეიძლება მიუღებლობით, ან არ არსებობით) მიღებული დისტრესი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანს ადამიანს.
tripali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1611
წევრი No.: 94759
რეგისტრ.: 30-June 09

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 13:24  #51770018      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მე მქონდა დაახლოებით 6 წლის წინ დამეწყო რაიმე კონკრეტული არ მომხდარა მართალი , რომ ვთქვა აღარც მახსოვს ერთი ის მახსოვს ჩემ თავს ვადანაშაულებდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი თან არც დავინტერესებულვარ სერიოზულად ვერც ვამჩნევდი როცა სერიოზულად შევტოპე და სახლიდან აღარ გავდიოდი ძალიან ბევრს ვფიქრობდი ,ვნანოვდი ისევ ვფიქრობდი მოკლედ ჩავიხვევდი რაღაც მოვლენას და ვეღარ გამოვდიოდი მდგომარეობიდან. არავის ნახვა არ მინდოდა მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერს ფასი დაეკარგა ცხოვრებაში. რამოდენიმე ხნის მერე 1 წლის მერე ალბათ მეგობრებმა გამომიყვანესავით მაგრამ დალევა დავიწყე თან უნიში ბოლო წელი იყო ცოტა აზზე მოვედი ისევ დავიწყე ხალხის ნდობა და ცხოვრების ხალისიც დამიბრუნდა ერთი 4 თვე კარგად ვიყავი მერე ყველაფერი მორჩა უცებ რაღაც მომენტში , თითქოს არ მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი ზამთარი იყო მახსოვს ექიმთან მივედი მეთქი ესე და ესეა გამომიწერა კლონოზეპამი ძილისთვის და რაღაც ანტიდეპრესანტი 2 თვე ვსვამდი ასე თუ ისე კარგად ვიყავი მაგრამ მარტო წამლები არაფერს არ გიშველის ეხლა ეგ ვიცი . ხოდა ამ 2 თვის კურსის მერე აღარ მივსურლვარ ექიმთან და ჩემით დავიწყე წამლების დალევა ( ყველაზე იდიოტური გადაწყვეტილება რაც მიმიღია ) ერთი 2 წელი ვსვამდი ვგრძნობდი რომ ძალიან ცუდად ვიყავი ემოციები ერთმანეთში მეროდა თითქოს ბიპოლარული მაქო ისე მეცვლებოდა ხასიათები , ბედნიერება აგრესიაში და სევდაში გადადიოდა მომენტალურად თავში ეგეთი ქაოსი არასოდეს არ მქონია როგორც მაგ დროს მქონდა ხოდა საბოლოოდ საავადყოფოში ამოვყავი თავი კომაში ვიყავი 2 დღე წამლების ჭარბი დოზის და ალკჰოლის გამო . მეგობრებმაც ცოტა ხანი მიყურეს და ყველა ჩამომეცალა მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდება 1 წელი სახლიდან არ გავსულვარ მერე მშობლებმაც შემატყეს საფრანგეთში გამიშვეს იქნებ ცოტა აზზე მოვიდეს იქ ექიმთან ვიყავი დიაგნოზი დამისვა დეპრესიის გარდა ქართულად არ ვიცი რა ქვია Anxiety ინგლისურად ეგეც გაქო. მეც ავდექი და თითქმის ყველა იმფორმაცია წავიკითხე Mental disorder ების შესახებ ერთი გოგო დამეხმარა ფსიქოლოგიურზე სწავლობდა მოკლედ ყველაფერი რო გავარკვიე ჩემით გამოვედი მაგ სიტუაციიდან ყველა გამომწვევი მიზეზი რაც არსებობდა გავააანალიზე და ცხოვრებიდან ამოვიღე ერთი 2 თვეა ალბათ რაც გამოვედი მდგომარეობიდან ნელ ნელა აზზე მოვდივარ , ცხოვრების 6 წელიდადი სადღაც გაქრა თითქოს არც ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხალხთან ურთიერთობის უნარი საერთოდ დავკარგე მეტყველებაც ცოტა მიჭირს იმდენი ხანია არავისთან არ მილაპარაკია ეხლა არ ვიცი საიდან რა დავიწყო ყველაფერი ისე შეიცვალა ცხოვრებაში გარშემო არავინ არ მყავს თან იმხელა ბარიერი შევქმენი გარე სამყაროსთან . მოკლედ არვიცი რა საშინელი დაავადება ბევრს არ ესმის რა სერიოზული ზიანი შეიძლება მიყენოს მენტალურად ადამიანს დეპრესიამ


--------------------
Insert Quoted Text (alt + q)
DrJohnes
ფსიქოლოგი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3096
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 14:03  #51770235      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
georgy
QUOTE
ამან მიიქცია ყურადღება - ვფიქრობ, ადამიანის ცხოვრებიდან ზუსტად მნიშვნელოვანი ელემენტის გაქრობა ხდება ხოლმე ხშირად დეპრესიის (მათ შორის დიდის) მიზეზი. ეს შეიძლება იყოს სამსახური, ბიზნესი, სახლი, საყვარელი ადამიანი (მეუღლე, შეყვარებული, შვილი, მშობელი, ახლო მეგობარი), სტატუსი, სახე, ისეთი რამ, რაც პიროვნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იმდენად მნიშვნელოვანი რომ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იმდენად ღრმად უშვებს, რომ თავის ნაწილად ხდის, მთლიანად ეყრდნობა, ძირითადად ამ ელემენტზე აწყობს და მისი გავლით ხედავს მომავალს. როცა ეს ელემენტი ეცლება, პიროვნება ერთის მხრივ კარგავს თავის უმნიშვნელოვანეს ნაწილს, მეორეს მხრივ კი ვეღარ ხედავს მომავალს. ასეთი სქემის განვითარებისთვის საჭიროა არსებობდეს გარკვეული წინამორბედი კრიტერიუმები, რაც განაპირობებს გარე ელემენტისთვის იმხელა მნიშვნელობის შეძენას, რომ მისი დაკარგვით (ან შეიძლება მიუღებლობით, ან არ არსებობით) მიღებული დისტრესი ღრმა დეპრესიამდე მიიყვანს ადამიანს.

აბსოლუტურად მართალი ხარ smile.gif დეპრესიის ერთერთი მთავარი ფსიქოლოგიური მიზეზი შეიძლება იყოს დანაკარგი, დეპრესია ამ დროს გლოვის დროს ემოციური ჯაჭვის ერთერთი მთავარი შემადფგენელი ნაწილია, თუმცა აქ საუბარია ფიზიოლოგიური მიზეზებით გამოწვეულ დეპრესიაზე და ამიტომაცაა ხაზგასმული, რომ არანაირი ფსიქოლოგიური ფქტორი (ყოველშემთხერვაში მნიშვნელოვანი) არ უნდა იყოს.
რაც ამ პოსტშია ესაა ე.წ. ენდოგენური (იგივე დიდი) დეპრესიის ნიშნები, რომელსაც დღეს ბიპოლარულ აშლილობას ეძახიან, ეს გამოირჩევა ხასიათის ცვალებადობით, ანუ რამდენიმეთვიანი დეპრესიული პერიოდის შემდეგ ადამიანი უეცრად ხდება აჟიტირებული, გამოცოცხლებულია, ხუმრობს, აქტიურია და ა.შ. რასაც მანიაკალურ ფაზას ეძახიან ფსიქიატრები + ამას შეიძლება თან ერთფოდეს ფსიქოზისთვის დამახასიათებელი ნიშნები (როგორც დეპრესიული, ასევე მანაკალური ფაზის დროს), როგორიცაა თვითკრიტიკის არ ქონა, ბოდვითი იდეები, შეიძლება ჰალუცინაციებიც ჰქონდეს ადამიანს, თუმცა ეს შედრრებით იშვიათია. ესეთი მდგომარეობა გამოწვეულია ტვინში სეროტონინის ნაკლებობით, რომელიც კაგჰ გუნება განწყობაზე და ბედნიერების შეგრძნებაზეა პასუხისმგებელი ფსიქიოლოგიურ დონეზე. ამდენად ფსიქოთერაპიზე უფრო ეფექტური არის ხოლმე წამალი, ფსიქოთარაპია მხარდამჭერ ხასიათს ატარებს ამ დროს

კარგია რომ ამაზე გაამახვილე ყურადღება, შესაძლოა მართლაც ესეთი შთაბეჭდილება რჩებოდეს რომ მხოლოდ ესაა დეპრესია და სხვა ფორმები არ არსებობს, არადა ეს არის დეპრესიის ფორმა რომელიც სხვადსხვა მონაცემებით 0-5%მდე გვხვდება მსოფლიო მოსახლეობაში და ფსიქიატრიული პაციენმტების 20-25%ს შეადგენს, თუ სწორად მახსოვს.
თავის დროზე ეს კრიტერიუმები ჩამოვწერე, რადგან იუზერების უმ,ეტესობა მცირე დეპრესიული გამოვლინების შემთხვევაში წერდა "დეპრესია მაქვ"-ო და საილუსტრაციოდ მართლა დეპრესია რაც არის იმის სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები ჩამოვწერე, რომ ნათელი ყოფილიყო (ეს რათქმაუნდა არ ნიშნავს, რომ ვაკნინებ იმ ადამიანთა პრობლემებს ვისაც სხვა სახის დეპრესია აქვს ან დეპრესიულად რეაგირებს სტრესსზე)

tripali
QUOTE
მე მქონდა დაახლოებით 6 წლის წინ დამეწყო რაიმე კონკრეტული არ მომხდარა მართალი , რომ ვთქვა აღარც მახსოვს ერთი ის მახსოვს ჩემ თავს ვადანაშაულებდი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. მაშინ შედარებით პატარა ვიყავი თან არც დავინტერესებულვარ სერიოზულად ვერც ვამჩნევდი როცა სერიოზულად შევტოპე და სახლიდან აღარ გავდიოდი ძალიან ბევრს ვფიქრობდი ,ვნანოვდი ისევ ვფიქრობდი მოკლედ ჩავიხვევდი რაღაც მოვლენას და ვეღარ გამოვდიოდი მდგომარეობიდან. არავის ნახვა არ მინდოდა მოკლედ რომ ვთქვათ ყველაფერს ფასი დაეკარგა ცხოვრებაში. რამოდენიმე ხნის მერე 1 წლის მერე ალბათ მეგობრებმა გამომიყვანესავით მაგრამ დალევა დავიწყე თან უნიში ბოლო წელი იყო ცოტა აზზე მოვედი ისევ დავიწყე ხალხის ნდობა და ცხოვრების ხალისიც დამიბრუნდა ერთი 4 თვე კარგად ვიყავი მერე ყველაფერი მორჩა უცებ რაღაც მომენტში , თითქოს არ მინდოდა ბედნიერი ვყოფილიყავი ზამთარი იყო მახსოვს ექიმთან მივედი მეთქი ესე და ესეა გამომიწერა კლონოზეპამი ძილისთვის და რაღაც ანტიდეპრესანტი 2 თვე ვსვამდი ასე თუ ისე კარგად ვიყავი მაგრამ მარტო წამლები არაფერს არ გიშველის ეხლა ეგ ვიცი . ხოდა ამ 2 თვის კურსის მერე აღარ მივსურლვარ ექიმთან და ჩემით დავიწყე წამლების დალევა ( ყველაზე იდიოტური გადაწყვეტილება რაც მიმიღია ) ერთი 2 წელი ვსვამდი ვგრძნობდი რომ ძალიან ცუდად ვიყავი ემოციები ერთმანეთში მეროდა თითქოს ბიპოლარული მაქო ისე მეცვლებოდა ხასიათები , ბედნიერება აგრესიაში და სევდაში გადადიოდა მომენტალურად თავში ეგეთი ქაოსი არასოდეს არ მქონია როგორც მაგ დროს მქონდა ხოდა საბოლოოდ საავადყოფოში ამოვყავი თავი კომაში ვიყავი 2 დღე წამლების ჭარბი დოზის და ალკჰოლის გამო . მეგობრებმაც ცოტა ხანი მიყურეს და ყველა ჩამომეცალა მაშინ როცა ყველაზე მეტად მჭირდება 1 წელი სახლიდან არ გავსულვარ მერე მშობლებმაც შემატყეს საფრანგეთში გამიშვეს იქნებ ცოტა აზზე მოვიდეს იქ ექიმთან ვიყავი დიაგნოზი დამისვა დეპრესიის გარდა ქართულად არ ვიცი რა ქვია Anxiety ინგლისურად ეგეც გაქო. მეც ავდექი და თითქმის ყველა იმფორმაცია წავიკითხე Mental disorder ების შესახებ ერთი გოგო დამეხმარა ფსიქოლოგიურზე სწავლობდა მოკლედ ყველაფერი რო გავარკვიე ჩემით გამოვედი მაგ სიტუაციიდან ყველა გამომწვევი მიზეზი რაც არსებობდა გავააანალიზე და ცხოვრებიდან ამოვიღე ერთი 2 თვეა ალბათ რაც გამოვედი მდგომარეობიდან ნელ ნელა აზზე მოვდივარ , ცხოვრების 6 წელიდადი სადღაც გაქრა თითქოს არც ყოფილა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ხალხთან ურთიერთობის უნარი საერთოდ დავკარგე მეტყველებაც ცოტა მიჭირს იმდენი ხანია არავისთან არ მილაპარაკია ეხლა არ ვიცი საიდან რა დავიწყო ყველაფერი ისე შეიცვალა ცხოვრებაში გარშემო არავინ არ მყავს თან იმხელა ბარიერი შევქმენი გარე სამყაროსთან . მოკლედ არვიცი რა საშინელი დაავადება ბევრს არ ესმის რა სერიოზული ზიანი შეიძლება მიყენოს მენტალურად ადამიანს დეპრესიამ

ეს ბიპოლარული არ იქნებოფდა, რასაც აღწერ უფრო ნევროტულ, შფოთვით დეპრესიას გავს, იგივე დისთიმია, რომელსაც დეპრესიის გარდა აგრესიული განწყობა და შფოთვაცხ თან ახლავს, როგორც წესი ფსიქოლოგიური მიზეზებიუ აქვს ბიპოლარულისგან განსხვავებით. ალკოჰოლი მასეთ დროს უბრალოდ დროებითი "გამოსავალია" იმ განცდებს ამსუბუქებს დროებით, მარა მიზეზს არ ცვლის და უარესია ხოლმე მერე (შენ თავადვე გაქვს მაგის გამოცდილება) ძაან მაგარია რომ შენით მიხვდი მიზეზებს და შეცვალე,
ასეთ დროს უფრო ფსიქოთერაპია ან დამოუკიდებლად საკუთარ თავზე მუშაობა შველის ვიდრე წამალი
tripali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1611
წევრი No.: 94759
რეგისტრ.: 30-June 09

გამოგზავნილია: 3 Dec 2017, 14:27  #51770366      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ვიცი ხო ბიპოლარული იმიტო ვახსენე რომ დაახლოებით მაგვდაგვარი სიმპტომები მქონდა ერთი პერიოდი . მადლობა გამხნევებისთვის ვაფასებ ყურადღებას yes.gif
exinokoki
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 238592
რეგისტრ.: 4-December 17

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 00:48  #51774179      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, ახალზე ახალი ვარ, ამ თემაშიც და ფორუმზეც. აი, დეპრესიაში კი ნაკლებად...
ძალიან დიდი ხანია ვიტანჯები ამით (2 წელზე მეტია), მაგრამ პერიოდულად ფსიქოლოგთან ურთიერთობით ვცდილობდი მთლად ფსკერამდე არ ჩავძირულიყავი, მაგრამ ასეთი თერაპიებით შორს ვერ წავედი, არ იმოქმედა, ან საკმარისი ინტენსივობით არ ვატარებდი. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ცუდი ამბავი მიეწყო ერთმანეთს და ვგრძნობ როგორ დავუძლურდი, სუიციდური ფიქრები და "ლოგინად ჩავარდნა" მაკლია გამოხატულ მძიმე დეპრესიამდე, მაგრამ რაღაც მაკავებს. ერთის მხრივ,გარკ. ფსიქოლოგიური განათლება, მეორეს მხრივ, ძლიერი ფსიქიკა. არც ანტიდეპრესანტების მიღება არ მინდა.
საშინელი გრძნობაა. ერთ ადგილას ვზივარ, ვერ ვინძრევი, როდის თენდება და ღამდება არ ვიცი. თან ვიცი, ასე არ შეიძლება და რაღაც უნდა ვიღონო და ისევ გაუნძრევლად ვზივარ. უკვე იმდენი საქმე გავაფუჭე...
გარეთ გასვლას ვცდილობ, სხვებთან არაფერს ვიმჩნევ, მაგრამ როგორც კი სახლის კარს ვაღებ "ჩვეულ" მდგომარეობას ვუბრუნდები.
გარემოებას ისიც ამძიმებს, რომ მარტო ვცხოვრობ და სახლში "ხმის გამცემი" არავინაა, ვერც ვერავის ვუშლი გულს, ან არ აინტერესებთ, ან არ მინდა რომ ზედმეტად დავაწვე ვინმეს.
არ ვიცი ამ თემაში ამას განიხილავთ თუ არა, მაგრამ მაინტერესებს არის თუ არა ვინმე ისეთი ვინც ფსიქოლოგის და ანტიდეპრესანტების გარეშე შეძლო ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა და თუ კი - როგორ.
tripali
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1611
წევრი No.: 94759
რეგისტრ.: 30-June 09

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 01:28  #51774350      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (exinokoki @ 4 Dec 2017, 00:48 )
გამარჯობა, ახალზე ახალი ვარ, ამ თემაშიც და ფორუმზეც. აი, დეპრესიაში კი ნაკლებად...
ძალიან დიდი ხანია ვიტანჯები ამით (2 წელზე მეტია), მაგრამ პერიოდულად ფსიქოლოგთან ურთიერთობით ვცდილობდი მთლად ფსკერამდე არ ჩავძირულიყავი, მაგრამ ასეთი თერაპიებით შორს ვერ წავედი, არ იმოქმედა, ან საკმარისი ინტენსივობით არ ვატარებდი. ამ ბოლო ერთი თვის განმავლობაში ძალიან ბევრი ცუდი ამბავი მიეწყო ერთმანეთს და ვგრძნობ როგორ დავუძლურდი, სუიციდური ფიქრები და "ლოგინად ჩავარდნა" მაკლია გამოხატულ მძიმე დეპრესიამდე, მაგრამ რაღაც მაკავებს. ერთის მხრივ,გარკ. ფსიქოლოგიური განათლება, მეორეს მხრივ, ძლიერი ფსიქიკა. არც ანტიდეპრესანტების მიღება არ მინდა.
საშინელი გრძნობაა. ერთ ადგილას ვზივარ, ვერ ვინძრევი, როდის თენდება და ღამდება არ ვიცი. თან ვიცი, ასე არ შეიძლება და რაღაც უნდა ვიღონო და ისევ გაუნძრევლად ვზივარ. უკვე იმდენი საქმე გავაფუჭე...
გარეთ გასვლას ვცდილობ, სხვებთან არაფერს ვიმჩნევ, მაგრამ როგორც კი სახლის კარს ვაღებ "ჩვეულ" მდგომარეობას ვუბრუნდები.
გარემოებას ისიც ამძიმებს, რომ მარტო ვცხოვრობ და სახლში "ხმის გამცემი" არავინაა, ვერც ვერავის ვუშლი გულს, ან არ აინტერესებთ, ან არ მინდა რომ ზედმეტად დავაწვე ვინმეს.
არ ვიცი ამ თემაში ამას განიხილავთ თუ არა, მაგრამ მაინტერესებს არის თუ არა ვინმე ისეთი ვინც ფსიქოლოგის და ანტიდეპრესანტების გარეშე შეძლო ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა და თუ კი - როგორ.

მეც ეგრე ვიყავი საბოლოო სტადიებში სუ მარტო მესმის შენი ზუსთად იგივე გრძნობა მქონდა სუიციდზე ვაბშე არ იფიქრო იმიტო რო არ მოხდება , სუიციდისკენ მიდრეკილება რო გქონდეს უკვე მოხდება სუფთა ჩემი გადმოსახედიდან გეტყვი მე რა გავაკეთე პრიველ რიგში მაგაზე ფიქრო უნდა შეწყვიტო რო ვინმეს აწვები ან აწუხებ ანუ შენი თავის უგულებელყოფა ეგ არი დეპრესიის გამომწვევი მიზეზი ჯერ დაფიქრდი კარგად გინდა თუ არ ავინმეს ესაუბრო მაგაზე , ცადე შენ თავს მოუყვე აი დაჯექი სარკესთან და მოყევი მერე ჩვეულებრივი დიალოგი დაიწყე იკამათე შენ თავთან რატო მოხდა რაც მოხდა როგორ გრძნობ თავს რატო ფიქრობ ასე თუ ისე და ასე შემდეგ გარეთ თამაში შეწყვიტე ტვინი ისედაც ცუდ მდგომარეობაშია წარმოიდგინე რა ძნელია შენი თავისთვის სხვანაირი ემოციური ფონის თამაში .
ყველაზე მაგრად რაც დამეხმარა მე ჩემი თავის მოვლა დავიწყე დილაობით ირბინე ან უბრალოდ დღეში 20 30 წუთი ივარჯიშე ნორმალური კვება დაიწყე საჭმელი ფსიქიკაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ეცადე ცომეული ნაკლებათ ჭამო ცილებით მდიდარი რაციონი შეარჩიე კვერხი , თევზი , რძის ნაწარმები მოკლედ ჯანმრთელად დაიწყე კვება დიეტა არ არის ეს უბრალოდ კვების რაციონის შეცვლა შავი შოკოლადი კაია ტვინისთვის იგივე ჰორმონის გამოყოფაში ეხმარება ტვინს რაც სიყვარულის დროს ხდება . ხო რავი შეყვარებული გაიჩანე თუ გინდა და მაგაზე არ იფიქრო რო პრობლემებს მოახვევ თავზე ახალი მეგობრები შეიძინე მაგის ფუფუნება მე არ მქონია მაგრამ ვიცი რო ერთფეროვნებას გაგიქარწყლებს არაფერზე არ ჩაიცკლო ცვლილებებს მაგრად გამოყავხარ . ახალ ახალი რაღაცეების დაგეგმვა დაიწყე ჩამოწერე რისი გაკეთება გინდა გააკეთე არც ისე რთულია როგორც ჩანს დამიჯერე . რავიცი 6 წელი მქონდა ქვემოთაც ვიყავი ზემოთაც არც წამლებმა მიშველა და არც ექიმმა შენ თავშია ყველაფერი როცა მაგას მიხვდები და შენთითონ მოინდომებ გამოსწორებას კარი თითონ გაიღება yes.gif
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6152
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 02:06  #51774481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
exinokoki
ძალიან კარგად მოუყარე ინფორმაციას თავი და ბევრი რამის დანახვა შეიძლება ამ ერთი მოკლე პოსტიდან. ასევე საინტერესოა რითი დაიწყო 2 წლის წინ, რა იყო მიზეზი?

როცა ერთი და იგივე მიდგომას შედეგი არ მოაქვს დიდი ხნის განმავლობაში, ნუ მოელი, რომ ზუსტად იგივე მიდგომა ხვალ შედეგს მოიტანს. გადახედე, შეცვალე, სცადე სხვა რაღაცები რაც აქამდე არ გიცდია.

ბევრი რამის შეცვლა შეგიძლია:
QUOTE
მაგრამ პერიოდულად ფსიქოლოგთან ურთიერთობით ვცდილობდი მთლად ფსკერამდე არ ჩავძირულიყავი, მაგრამ ასეთი თერაპიებით შორს ვერ წავედი, არ იმოქმედა, ან საკმარისი ინტენსივობით არ ვატარებდი.

ცდილობდი და გამოგდიოდა ასე თუ ისე. რატომ ვერ წახვედი შორს, რატომ ვერ იმოქმედა, ამაზე პასუხებიც თავადვე გექნება, გაიაზრე და შეცვალე. მაგალთად თუ ერთმა ფსიქოლოგმა/ფსიქოთერაპევტმა არ მოგცა არაფერი, სცადე სხვა.
QUOTE
ერთის მხრივ,გარკ. ფსიქოლოგიური განათლება, მეორეს მხრივ, ძლიერი ფსიქიკა. არც ანტიდეპრესანტების მიღება არ მინდა.

ფსიქოლოგიური განათლება თუ გაქვს, ისიც გეცოდინება, რომ ხშირ შემთხვევაში დეპრესის დროს ანტიდეპრესანტების მიღება არათუ სასურველი, საჭიროცაა რომ დაძლიო. გადახედე შენს დამოკიდებულებას, იქნებ ღირს სცადო ანტიდეპრესანტების მიღება რომ დაეხმარო შენს თავს?
QUOTE
როგორც კი სახლის კარს ვაღებ "ჩვეულ" მდგომარეობას ვუბრუნდები

QUOTE
გარემოებას ისიც ამძიმებს, რომ მარტო ვცხოვრობ და სახლში "ხმის გამცემი" არავინაა, ვერც ვერავის ვუშლი გულს, ან არ აინტერესებთ, ან არ მინდა რომ ზედმეტად დავაწვე ვინმეს.

თავად ამბობ, რომ სახლი, მარტოობა სახლში და გაუზიარებლობა გადეპრესირებს. დაფიქრდი როგორ შეიძლება ესენი შეცვალო და შეცვალე ნაწილი მაინც.
QUOTE
ვინმე ისეთი ვინც ფსიქოლოგის და ანტიდეპრესანტების გარეშე შეძლო ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა და თუ კი - როგორ

მხოლოდ შენი გადაწყვეტილება, არჩევანი, საკუთარ თავზე მუშაობა და მოქმედება გეხმარება საბოლოო ჯამში. ფსიქოლოგი და ანტიდეპრესანტები გზას განახებენ, მცირეოდენ ბიძგს გაძლევენ რომ დაინახო და შეძლო ამ გზას გაყვე.

შენც გესმის, რომ ერთ ადგილად დგომა შედეგს ვერ მოგიტანს და კარგია რომ გზებს ეძებ, ამიტომაც გადადგი ნაბიჯი, დარეგისტრირდი და დაპოსტე ალბათ. არ იყო მანდამაინც რთული და თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ მაინც რაღაც სიახლეა ხო, რომელმაც შეიძლება სხვა სიახლეები და ცვლილებები მოგიტანოს. ამიტომ გადახედე რას აკეთებდი, როგორ აკეთებდი, რატომ არ მოგიტანა სასურველი შედეგი, რა გადეპრესირებს, როგორ უშლი შენს თავს ხელს, რისი და როგორ შეცვლა შეიძლება რომ უკეთ იგრძნო თავი და იმოქმედე.
exinokoki
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 238592
რეგისტრ.: 4-December 17

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 03:43  #51774675      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ცვლილებებს მაგრად გამოყავხარ


საქმე იმაშია, რომ ნახევარი წელია საერთოდ "ახალი ცხოვრება" დავიწყე. ძველში ვერ დავბრუნდები და ვერც ახლანდელში შევიტან რაიმე ცვლილებას, იქითა წლამდე.
ახალი სამსახური,სასწავლებელი, სანაცნობო.. ყველაფერი ახალია, სახლის და ტანსაცმლის გარდა, მგონი. smile.gif მაგრამ... იმდენი ცვლილება მოვიდა, მგონი ადაპტაციას ვერ ვახერხებ უბრალოდ. თუმცა მადლობა, რჩევებისთვის. კვების რაციონისთვის და დღიური აქტივებებისთვის ნამდვილად გადასახედი მაქვს.

QUOTE
ასევე საინტერესოა რითი დაიწყო 2 წლის წინ, რა იყო მიზეზი?

როგორც აღვნიშნე უფრო დიდი ხანია ეს პროცესი მიდის. ადვილი გარდატეხის პერიოდი არავის ქონია, მაგრამ ნამდვილად შემიძლია თავი დავდო რომ განსაკუთრებულად რთულად წავიდა ჩემი. ორი წლის წინ საბოლოოდ ამოხეთქა და ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, მისივე კეთილდღეობისთვის, მოვიშორე ცხოვრებიდან და მერე აღმოვაჩინე რომ სრულიად მარტო დავრჩი ყველაფერთან. ხოდა ერთი-მეორეს დაემატა..

QUOTE
ცდილობდი და გამოგდიოდა ასე თუ ისე. რატომ ვერ წახვედი შორს, რატომ ვერ იმოქმედა, ამაზე პასუხებიც თავადვე გექნება, გაიაზრე და შეცვალე. მაგალთად თუ ერთმა ფსიქოლოგმა/ფსიქოთერაპევტმა არ მოგცა არაფერი, სცადე სხვა.

არ დამიკონკრეტებია პოსტში, სამი ფსიქოლოგი ვცადე, მაგრამ გულმა არ მიმიშვა არც ერთთან. ახალთან კი მატერიალურმა მდგომარეობამ აღარ მიმიშვა. ანტიდეპრესანტებს კი რაც შეეხება, ნამდვილად ცუდი დამოკიდებულება მაქვს, პიროვნული მიზეზი და პრობლემაა : )

ე.ი. იმ აზრამდე მივედი და მიმიყვანეთ, რომ ჩემი თავის იქით საშველი არაა. არ ვიცი, ვეცდები ყველანაირად.
თუ კი რაიმე პროგრესი იქნება, შეგატყობინებთ. დიდი მადლობა რჩევებისთვის <3
georgy
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6152
წევრი No.: 1516
რეგისტრ.: 20-December 02

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 04:33  #51774733      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
exinokoki
QUOTE
ე.ი. იმ აზრამდე მივედი და მიმიყვანეთ, რომ ჩემი თავის იქით საშველი არაა. არ ვიცი, ვეცდები ყველანაირად.

უფრო ასე ვიტყოდი, რომ შენზეა დამოკიდებული, შენი არჩევანი და პასუხისმგებლობაა რას იფიქრებ, როგორ იფიქრებ, რას გააკეთებ იმისთვის, რომ კარგად იგრძნო თავი. პოზიტიურ და საერთოდ ვერანაირ აზრებს ვერავინ ძალით და შენგან დამოუკიდებლად ვერ ჩაგიდებს თავში თუ შენ თავად არ მოინდომებ და თანახმა არ იქნები.

QUOTE
სამი ფსიქოლოგი ვცადე, მაგრამ გულმა არ მიმიშვა არც ერთთან

დასაფიქრებელია რატომ არ მიგიშვა გულმა.
exinokoki
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 12
წევრი No.: 238592
რეგისტრ.: 4-December 17

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 04:55  #51774745      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
დასაფიქრებელია რატომ არ მიგიშვა გულმა.


როცა ფსიქოლოგობა მინდოდა, მალევე მივხვდი რომ თუ კი ნამდვილად არ მექნებოდა ადამიანის დახმარების სურვილი, არც უნდა მომეკიდებინა ხელი. ხოდა როცა მივხვდი რომ უბრალოდ არ მაინტერესებდა სხვისი პრობლემები,მეტიც, გაგონებაც არ მინდოდა, გადავიფიქრე და საერთოდ სხვა პროფესიას გავყევი. იმათ კიდევ როგორც ჩანს არ გადაუფიქრებიათ. ხოდა რობოტისთვის გულის გადაშლა არაა საინტერესო და მითუმეტეს ფულის გადახდა.
DrJohnes
ფსიქოლოგი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3096
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 10:27  #51775065      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
exinokoki

QUOTE
მაინტერესებს არის თუ არა ვინმე ისეთი ვინც ფსიქოლოგის და ანტიდეპრესანტების გარეშე შეძლო ამ მდგომარეობიდან თავის დაღწევა და თუ კი - როგორ.

ამასთან დაკავშირებით მინდა მეც ვთქვა ერთი-ორი სიტყვა, ჩვენთნ რატომღაც ფსიქოლოგის დახმარება აღიქმება ისე თითქოს ფსიქოლოგი გიგვარებს პრობლემას, შენი აქტივობის გარეშე და თუ გამოხვედი ეს ფსიქოლოგის დამსახურებაა მხოლოდ და შენოით ამს ვერანაირად გააკეთებდი და ა.შ. ან მეორე ვარიანტი "ფსიქოლოგმა რა უნდა მითხრას, ნახეთ რა დღეში ვარ" (ეს შეიძლება შენ არ გეხებოდეს, ეხლა ზოგადად ვსაუბრობ) არადა ფსიქოლოგი გთავაზობს უბრალოდ კონკრეტულ მუშაობის მეთოდს და შენთან ეთად მუშაობს შენს პრობლემაზე, იგივენაირად შეიძლება დამოუკიდებლადაც იმუშაო საკუთარ თავზე, მაგრამ დიალოგის და ინტერაქტიულ ფორმატში ეს გაცილებით ეფექტურია. მნიშვნელოვანია არა ის რომ "ფსიქოლოგი რაღაცას გიტარებს", არამედ რომ შენ "ფსიქოთერაპიას/კონსულტირებას გადიხარ" რაც საშუალებას გაძლევს უფრო ეფექტურად იმუშაო და მოაგვარო პრობლემები რაც გაქვს

ეხლა მინდოდა დამეწერა შენი გამოცდილწება გაგვიზირე ფსიქოლოგთან დაკავშირებით მეთქი: რამ იმუშავა და რამ არა თქო, და აგერ უკვე გისაუბრიათ კიდეც ამაზე smile.gif



QUOTE
არ დამიკონკრეტებია პოსტში, სამი ფსიქოლოგი ვცადე, მაგრამ გულმა არ მიმიშვა არც ერთთან. ახალთან კი მატერიალურმა მდგომარეობამ აღარ მიმიშვა. ანტიდეპრესანტებს კი რაც შეეხება, ნამდვილად ცუდი დამოკიდებულება მაქვს, პიროვნული მიზეზი და პრობლემაა : )

QUOTE
როცა ფსიქოლოგობა მინდოდა, მალევე მივხვდი რომ თუ კი ნამდვილად არ მექნებოდა ადამიანის დახმარების სურვილი, არც უნდა მომეკიდებინა ხელი. ხოდა როცა მივხვდი რომ უბრალოდ არ მაინტერესებდა სხვისი პრობლემები,მეტიც, გაგონებაც არ მინდოდა, გადავიფიქრე და საერთოდ სხვა პროფესიას გავყევი. იმათ კიდევ როგორც ჩანს არ გადაუფიქრებიათ. ხოდა რობოტისთვის გულის გადაშლა არაა საინტერესო და მითუმეტეს ფულის გადახდა.

ძალიან კარგად მესმის შენი, მე თვითონაც (როგორც კლიენტს/პაციენტს) ბევრ ფსიქოლოგთან მომიწია ურთიერთობა, ძალიან სხვადასხვანაირ ხალხთან და სხვადასხვა მეთოდით მომუშავესთან და მინდა ვთქვა რომ ზოგთან საშინელ დისკომფორტს განვიცდიდი, ძირითადში იმის გამო რომ მეტისმეტად დირექტიულები და აგრესიულები იყვნენ, პირდაპირ ცვლილებზე მაწვებოდნენ, სხვებთან კი ვინც უფრო რბილადფ მუშაობდა როგორც თევზი წყალში ისე ვგრძნობდი თავს, ასე რომ გააჩნია შენ რომელ ფსიქოლოგთან და რომელი მეთოდით მუშაობა გიხდება, შესაძლოა ჯერ ასეთი ვერ მონახე, გირჩევდი კიდევ გეცადა რამდენიმესთან

მართალია ბევრი არ გისაუბრია დეპრესიის მიზეზებზე (უფრო მეტად დეპრესიის გამოვლინებები აღწერე), მაგრამ შთბეჭდილება მრჩება რომ ურთიერთობაში პრობლემებმა გამოიწვია ეს, როგორც შენ თვითონაც აღნიშნე, რთული გარდატეხის პერიოდი გქონდა და ამ დროს მეგობრების უმეტესობას დაშორდი, ალბათ იმიტომ რომ ვერ გიგებდნენ(?)
ვგრძნობ რომ ერთისმხრივ გინდა გაგვიზიარო შენი (უფრო სიღრმისეული) განცდები, სხვანაირად ალბათ აქ არც დაპოსტავდი და მეორესმხრივ რაღაც გაკავებს, შეიძლება ის მომეწნტი რომ აქაც ვერ გაგიგებენ, მხარში ვერ დაგიდგებიან და ისევ შენი მოსაგვარებელი იქნება ყველა პრობლემა (ცოტას ვაბუქებ მაგრამ აზრს მგონი მიმიხვდი smile.gif), აქ მხოლოდ იმაზე გავაკეთეთ აქცენტი, რომ ადამიანმა თუ არ მოინდომა მუშაობა საკუთარ თავზე (ფსიქოლოგთან თუ მის გარეშე) მდგომარეობიდან მხოლოდ სასწაულებრივად თუ გამოვა, ესაა და ეს, არცერთ ჩვენთაგანს არ უთქვამს რომ "ჩვენ ვერაფრით დაგეხმარებით, არც გვაინტერესებ, წადი და შენს თავს თვითონვე მიხედე" არადა შენ მგონი დაახლოებით აე აღიქვი,
პირიქით, მე მგონი georgy-ც,tripali-იც და პირადად მეც მზად ვართ რომ მოგისმინოთ და გვაქვს სურვილი რომ ჩვენი გამოცდილება გაგიზიაროთ (ეს სხვების პოსტებიდანაც იგრძნობა)
Ofelia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 657
წევრი No.: 209816
რეგისტრ.: 5-November 15

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 11:16  #51775231      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DrJohnes
QUOTE
რა ნიშნებით ასკვნი კონკრეტულად რომ დისთიმიაა?


დიდი ხანია გრძელდება, პერიოდულად მწვავდება, ანუ მუდმივი განწყობაა ეს ჩემი
კიდევ არის რაღაც მიზეზები
DrJohnes
ფსიქოლოგი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3096
წევრი No.: 18809
რეგისტრ.: 30-March 06

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 12:09  #51775481      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · aim
Ofelia
QUOTE
ანუ მუდმივი განწყობაა ეს ჩემი

როგორი, შეგიძლია აღწერო?

და
QUOTE
კიდევ არის რაღაც მიზეზები


ამ მიზეზებზეც რომ მოყვე

(თუ სურვილი გაქვს რათქმაუნდა)

Ofelia
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 657
წევრი No.: 209816
რეგისტრ.: 5-November 15

გამოგზავნილია: 4 Dec 2017, 12:20  #51775546      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
DrJohnes
მუდ სვინგები მუდმივი
როგორც კი მაღლა აიწევს ვარდება ქვემოთ
ამას ემატება ინდეფერენტულობა ყველაფრის მიმართ (მათ შორის საკუთარი თავის)
რომ ვიხსენებ მამას ჰქონდა იფივე მდგომარეობა
დისთემიაც ხომ გენეტიკურია რაღაც დონეზე
ამიტომ ინფორმაცია ვაგროვებ
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (99) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0368 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]