Assassin's Creed IIმიმოხილვა:Assassin's Creed II გაგრძელებაა უბისოფთის 2007 წელს გამოსული ჰიტის Assassin's Creed, რომელმაც საზოგადოების დიდი ყურადღება მოიპოვა. გაგრძელება არის ძვირად ღირებული და სისხლიანი გადარბენა შუა საუკუნეების იტალიაში, რომელიც იმეორებს ყველა პოპულარულ ელემენტს პირველი თამაშიდან და ასწორებს მის ბევრ ნაკლს. Assassin's Creed II ცუდად გამოკვეთილი Action თამაშიდან სრულფასოვან ღია და თავისუფალ სამყაროდ გარდაიქმნა. დაწყებული ახალი ფინანსური სისტემიდან დამთავრებული საჭურვლის და იარაღის შეძენის შესაძლებლობით აქცევს მას უფრო დამაკმაყოფილებელ და მრავალფეროვან თამაშად ვიდრე მისი პირველი ნაწილი იყო.
თამაშის სცენარი ერთად კრებს ცოტაოდენს „მატრიცა“-დან, ბევრ ისტორიულ ფიქციას და აზავებს მას დენ ბრაუნის წიგნებისათვის დამახასიათებელი გიჟური შეთქმულების თეორიებით. თამაშის სერიას აქვს პრივილეგია იყოს შექმნილი კომპიუტერული თამაშების ინდუსტრიის ყველაზე ნიჭიერი ხელების მიერ. იშვიათი გამონაკლისების გარდა გარემო, ანიმაციები და თამაშის ხელოვნებასთან დაკავშირებული მხარე შესანიშნავადაა შესრულებული. გარდა იმისა რომ ის კარგად გამოიყურება, გაგრძელება ეფუძნება პირველი ნაწილის გეიმფლეის; პირველ ნაწილს და გარძელებას თუ შევადარებთ, პირველი ნაწილი ტექნიკურ სადემონსტრაციო ვერსიას უფრო ჰგავს.
ფანებიცა და ისინიც ვინც პირველი ნაწილით არ აღფრთოვანებულან, კმაყოფილები დარჩებიან იმის გაგებით რომ გაგრძელება სრულიად აგვარებს სასცენარო მრავალ გაურკვევლობას პირველი ნაწილიდან. იგი იწყება ზუსტად იქ სადაც ჩვენ პირველი ნაწილი დავამთავრეთ, გატაცებული ბარმენი დესმონდი აბსტერგოში, თავის საკანშია ჩაკეტილი, კორპორაცია ტამპლიერი რაინდების თანამედროვე ვერსიაა და ისინი დესმონდის ღირებული გენეტიკური მეხსიერებით არიან დაინტერესებულნი, თანამედროვე ტექნოლოგიის სასწაულთმოქმედება, დესმონდს საშუალებას აძლევს გაიხსენოს თავისი ასასინი წინაპრების თავგადასავლები; გენეალოგია მას ტამპლიერებსა და ასასინებს შორის მიმდინარე დაპირისპირების შუაგულში აქცევს.
თამაში იწყება აფეთქებით, რომელიც გამოტყორცნის დესმონდს ციხიდან და წარუდგენს მას ასასინებს თავიანთ სამალავში. აქ მათ აქვთ საშუალება გამოიყენონ იგივე ტექნოლოგია, რომელიც დესმონდს საშუალებას აძლევს გააცოცხლოს წარსული თავის მეხსიერებაში. წინა თამაშში მისი ტვინი იძულებული იქნა რომ აღმოეჩინა მძლავრი არტეფაქტები, რომელბიც დამალული იყო მეთორმეტე საუკუნის იერუსალიმში. ამჯერად დესმონდი საკუთარი ნებით დროებით "გადაბარგდება" მეთხუთმეტე საუკუნის იტალიაში, რათა შესწავლოს ასასინთა ცხოვრების წესების ეციო აუდიტორე დე ფირენცეს ცხოვრების კვალდაკვალ.
ეს ცოტა არ იყოს და ჩახლართული რამაა, მაგრამ იგი ასევე კარგი საშუალებაა დროის გარკვეული მომენტების გამოსატოვებლად - ვეხებით მხოლოდ პერსონაჟის ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტებს. მოთამაშეებს ეცნობიან ეციოს მისი დაბადების მომენტში, როგორც მოძრაობის ჭკვიანურ გაკვეთილს. შემდეგ თამაში ხტება მისი ჩამოყალიბების წლებში, სადაც ის წარმოგვიდგება როგორც მუსუსი, ქუჩის ჩხუბისთავი და მდიდარი ბანკირის ვაჟიშვილი;იგი არ არის მთლად მოსაწონი პერსონაჟი, მაგრამ თამაშის სცენარი შურისძიებაზეა ორიენტირებული, რომელიც მოთამაშეს აძლევს მოტივაციას ჩაუღრმავდეს სიუჟეტს, რენესანსთან დაკავშირებული სიუჟეტი კი ერთობ საჭირო იუმორისა და სათამაშო ატმოსფეროს დოზას ჰმატებს.
ეციოსა და მისი ქალაქის ისტროიის გაცნობის პარალელურად თამაში თანდათან წარმოგვიდგენს პატარ-პატარა ინფორმაციებს თუ როგორ ვითამაშოთ Assassin's Creed II. სცენარისა და ტუტორიალის გადახლართვა ქმნის დამაინტრიგებელ შურისძიებასთან დაკავშირებულ სიუჟეტს და ნელ-ნელა ხსნის მრავალფეროვან და რთულ მართვის სისტემას.
ადრეულ მისიებში ჩვენ ვეცნობით საუცხოო "თავისუფალი რბენის" სისტემას, რომელიც მოთამაშეებს საშუალებას აძლევს აძვრნენ თითქმის ყველა ზედაპირის ზემოთ მქონე საგანზე. განსხვავებით პირველი თამაშისაგან, Assassin's Creed II-ში მოძრაობის სიჩქარე მნიშვნელოვნადაა გაზრდილი, იგი მოთამაშეებს საშუალებას აძლევს სწრაფად შემოურბინონ ქალაქს. ანიმაციები ისევ შესანიშნავია და ეციოს სხეული რეალისტურად ერგება გარემოს, როცა იგი დაძვრება და სხვადასხვა ობიექტების მიღმა იმალება. ერთადერთი ნაკლი "თავისუფალი რბენის" სისტემისა ისაა, რომ კამერა ზოგ შემთხვევაში ადეკვატურად ვერ წარმოგვიჩენს შემდეგი სახლის სახურავის საუკეთესო ხედს; თავგადაკლული "თავისუფალი მორბენლები" გაცილებით უფრო მეტ ზიანს მიიღებენ ნაგებობებიდან ჩამოვარდნისაგან ვიდრე ხმლისაგან.
კარგი ან ცუდი "Stealth" ჟანრის თამაშები ჩვეულებრივ Metal Gear Solid სერიების მიხედვით განისაზღვრებიან, ტაქტიკური მსტოვრობის ჰიდეო კოჯიმას ხედვას მეტისმეტად მკვეთრად აქვს გამოკვეთილი როდისაა მოთამაშე დამალული და როდის არის ის აშკარად შესამჩნევი, Assassin's Creed II არღვევს ამ წესს და უფრო ჯეისონ ბორნის ფილმის წესებს მისდევს, სადაც სწრაფი მოქმედება და ბრბოში შერევა გაქცევის საშუალებანია. აქ ისევ არის სამალავი ადგილები, მაგალითად სახურავზე გაშენებული ბაღები და თივის ზვინები - ისინი ერთგვარი "დაცული ზონების" როლს ასრულებენ და აბნევენ მდევარს. ეციოს ასევე შეუძლია წყალქვეშაც კი ჩაყვინთოს გარკვეული ხნით რათა დაემალოს მტერს, მაგრამ გაცილებით უფრო დამაკმაყოფილებელია მტრის გატყუება დაქირავებულ დამხმარეთა საშუალებით. ქურდები, დაქირავებული მებრძოლები და მეძავები გარკვეული საფასურის სანაცვლოდ შეიძლება იქნნენ დაქირავებულნი და გამოყენებულნი პირადი მიზნებისთვის. მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ ისროლონ ფული ბრბოს შუაგულში, გლეხთა შორის დაბნეულობის გამოსაწვევად, Stealth-ის მიმართ ასეთი თავისუფალი მიდგომა გარკვეულ პრაქტიკას მოითხოვს და არ არის ყოველთვის წარმატებული, მაგრამ როდესაც ის კარგადაა შეზავებული, ის ერთობ კარგ შთაბეჭდილებას ტოვებს. თუ დამალვის ნაცვლად ბრძოლას აირჩევთ, შესაძლებლობების ახალი ტალღა იხსნება, იარაღის შესარჩევ მენიუში წარმოდგენლინი არიან: ხმლები, ხანჯლები, კვამლის ყუმბარები, სატყორცნი დანები, ორმაგი ასასინის მახვილები და ერთი იარაღიც რომელიც სჯობს სიურპრიზად დარჩეს. თითოეულ იარაღის აქვს თავისი უპირატესობა და სისწრაფე. საკუთარ ანიმაციების კრებულთან ერთად, ახალი იარაღები შეგიძლიათ შეიძინოთ მაღაზიაში, მუდმივ მფლობელობაში, ან გახურებული ბრძოლის შუაგულში აართვათ მოწინააღმდეგეს. იარაღის მრავალფეროვნებამ დიდად გააუმჯობესა თამაშის ბრძოლის სისტემის მრავალფეროვნება, Assassin's Creed II-ში თქვენ უფრო ბრძოლაზე იქნებით ორიენტირებულნი ვიდრე გაქცევაზე
დიახ, ამჯერად შენ შეგიძლია ცურვა. ხმლის გარეშეც კი შენ შეგიძლია ღრმად ჩაერთო მტერთან ბრძოლაში, ეკრანზე მკვეთრად ნაჩვენები "სახელგანთქმულობის" და მტრის სიფხიზლის დონის მაჩვენებლები მოთამაშეს აძლევს საკმაო რაოდენობის მინიშნებებს იმაზე თუ რა მოქმედებს მცველებზე, როდესაც უშუალოდ ბრძოლაში ხართ ჩართული აქ არის გვერდზე გადახტომა,სპეციალური საბრძოლო ხერხები (მაგალითად ვინმესათვის სახეში ქვიშის შეყრა) და ხელჩართული ბრძოლა. დამწყები მოთამაშეები უკან დაიხევენ შეტევის ღილაკზე თითის რტყმით, რაც მალე ხდება ერთფეროვანი, მაგრამ გამოცდილ მოთამაშეს შეუძლია ბრძოლა ხელოვნებად აქციოს.
გარდა ფინანსური სისტემისა, რომელიც მკვეთრად ცვლის თამაშს, ეციო იღებს ფულს კვესტების შესრულებით; განძის აღმოჩენით ან ჯიბის ქურდობით. ჯანმრთელობა არ აღსდგება დროთა განმავლობაში, ამიტომაც თუ გვინდა რომ ეციო ცოცხალი და ჯანმრთელი გვყავდეს, ჯავშანი (რომლის გაუმჯობესებაც შეგვიძლია) და წამლები უნდა შევიძინოთ. გარდა ფულის ხარჯვისა წამლებზე, ჯავშანზე და იარაღზე თქვენ ასევე შეგიძლიათ გააუმჯობესოთ თქვენი სახლი და ბაზა-ვილა ქალაქგარეთ. ვილა - ეს არის ერთგვარი დიდებული მუზეუმი ყველა იმ მონაპოვარისათვის რასაც, თამაშის განმავლობაში იშოვით, მაგრამ მოთამაშეებს ასევე შეუძლიათ ფული დახარჯონ მისი და სხვა დაწესებულებების გარეგნობის გაუმჯობესებაში. აღადგინე ეკლესია და იპოვე საგანძური, აღადგინე სამჭედლო და მიიღე ფასდაკლება. ეს მეტად ჩამთრევი სისტემაა, რომელსაც გეიმერთა ის ნაწილი რომელიც მნიშვნელობას ანიჭებს თამაშის ბოლო წვრილმანამდე შესრულებას, ნერწყვს გადაყლაპავს.
ვილა ასევე ამატებს თამაშს გეოგრაფიულ ცენტრს და დაცულ ზონას, სადაც აღინიშნება თამაშში გაკეთებული პროგრესი. იგი ასევე ერთადერთი ადგილია სადაც ეციოს შეუძლია შეცვალოს თავისი ჯავშანი და იარაღი, რაც გარკვეულწილად მომაბეზრებელია, მაგრამ "სამოგზაურო ჯიხურების" დამატება ნიშნავს რომ მოთამაშეებს შეუძლიათ დაყოვნების გარეშე გადაადგილდნენ გარშემო მდებარე ქალაქებში.
მისიების შედგენილობის საშუალებით თამაში მოთამაშეებს თანდათან მიუძღვის თამაშის "გულისაკენ", თითოეული დავალების დასაწყისში მოთამაშე უნდა "დაეთანხმოს" მას ან გადაინახოს იგი შემდეგისათვის. დავალებანი რომლებიც სცენარის პროგრესთან არიან დაკავშირებულნი რუკაზე, ძახილის ნიშნით არიან აღნიშნულნი, რაც ნიშნავს იმას რომ თამაშს მრავალი საშუალება აქვს იმისათვის რომ მთავარი დავალება ყოველთვის თვალშისაცემი იყოს, მისი კარგი დიზაინი იმ კრიტიკოსებსაც რომელთაც დაიწუნეს გვერდითი მისიები როგორც დაბრკოლება თამაშის საინტერესო ნაწილისაკენ მიმავალ გზაზე მხოლოდ და მხოლოდ თანხმობისაგან თავის დაქნევის საშუალებას უტოვებს.
რთულია მოვნახოთ Assassin's Creed II-ის ის ნაწილები რომლებიც ვერ გვაკმაყოფილებენ. ის ადგილები, რომლებიც მოწყენილობამდე რთულნი არიან ან არ გრძელდებიან დიდ ხანს ან საერთოდაც არ არიან აუცილებელნი თამაშის პროგრესისათვის, ასევე თამაშის დამატებითი ელემენტები ერთობ საუცხოოა, მაგალითად სპარსეთის პრინცის მოყვარულები აღმოაჩენენ ძველ სამარხებს რომლებიც მოითხოვენ მოხერხებას ,მოთმინებას და ზუსტ გათვლას.
მაშინაც კი თუ თქვენ იგნორირებას გაუკეთებთ თამაშის დამატებით ელემენტებს, თამაში კვლავ ხანგრძლივ ექსპერიმენტად დარჩება, მხოლოდ სცენარი 18 საათს გრძელდება და არის საკმარისად მრავალფეროვანი იმისათვის, რომ თამაშის განმავლობაში საინტერესოდ დარჩეს. თუმცა ყველა დავალება ერთნაირად საინტერესო არ არის - მკვლელობანი გაცილებით უფრო დაძაბულნი და საინტერესონია ვიდრე მიზნის დევნა ან მოკავშირის დევნა ქალაქის ქუჩებში, თუმცა "ერთჯერადი დავალებები" რომლებიც ფუძისეულად განსხვავდებიან ძირითადი გეიმფლეისაგან აღგვაფრთოვანებენ. გაცილებით უფრო დიდი მრავალფეროვნებითა და ფოკუსირებით Asassin's Creed II-ს მსვლელობა მიდის ზუსტად ისე როგორც საჭიროა.
საბოლოო დახასიათება:
Assassin's Creed II საშუალო დონის თამაშს დამაინტრიგებელ და გასართობ, ღია სამყაროში მიმდინარე თავგადასავლად აქცევს. ამ თამაშიდან გამომდინარე უბისოფთ მონრეალმა სასურველია რომ შექმნას სპეციალური სასწავლებელი იმის შესახებ თუ როგორ შევქმნათ თამაშთან დაკავშირებული მთელი სერია და თუ სერია ამ სტილში გაგრძელდება, შემდეგმა ნაწილმა უნდა შეითვისოს "Rockstar"-ის საუკეთესო ტრადიციები და წარმოაჩინოს საოცარი ყურადღება წვრილმანებისადმი. ეს არის შემთხვევა, სადაც გაგრძელებამ დაჯაბნა ორიგინალი გაუმჯობესებული გეიმფლეისა და საუცხოო გრაფიკის წყალობით. მიუხედავად თქვენი ვარაუდებისა, Assassin's Creed II ნამდვილად ღირს ის დრო და ფული რომელსაც თქვენ მასზე დახარჯავთ.
დაყენების ინსტრუქციაAssassin's Creed II-ის Full ვერსიის გადმოსაწერი ლინკი
კრეკი და აფდეითი1. ჩაწერეთ თამაში Daemon Tools-ის მეშვეობით
2. არ ჩართოთ თამაში
3. გადმოწერეთ კრეკი
4. ამოაარქივეთ არქივი
5. დააყენეთ კრეკი
6. ითამაშეთ
დეველოპერი: Ubisoft Montrealგამომცემელი: Ubisoftდიზაინერები: Patrice Désilets (შემოქმედი რეჟისორი), Sébastien Puel (პროდიუსერი),
Jade Raymond (შემასრულებელი პროდიუსერი)
სცენარისტები: Corey May, Joshua Rubin, Jeffrey Yohalem
კომპოზიტორი: Jesper Kydსერია: Assassin's Creedენჯინი: Anvilპლატფორმები: Microsoft Windows,
PlayStation 3,
Xbox 360გამოსვლის თარიღები: Xbox 360, PlayStation 3: ჩრდილოეთი ამერიკა: 17 ნოემბერი, 2009; ევროპა: 19 ნოემბერი, 2009; Microsoft Windows: ჩრდილოეთი ამერიკა: 16 მარტი, 2010; ევროპა: 5 მარტი, 2010ჟანრი: Third-person action-adventure
თამაშის რეჟიმი: Single-player
შეზღუდვები:
BBFC: 15
CERO: Z(18+)
ESRB: M
OFLC: MA15+
PEGI: 18+
USK: 16+მედია: Blu-ray Disc, DVD
მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები:Windows XP ან უფრო ახალი
პროცესორი: Intel Core® 2 Duo 1.8 GHZ ან AMD Athlon X2 64 2.4GHZ
RAM: 1.5 GB Windows® XP / 2 GB Windows Vista® - Windows 7®
ვიდეო კარტა: 256 MB DirectX® 9.0–ს თან თავსებადი ვიდეოკარტა Sahder Model 3.0-ის მხარდაჭერით ან უკეთესი
საუნდ კარტა: DirectX 9.0 –სთან თავსებადი
DirectX-ის ვერსია: DirectX 9.0
DVD-ROM: DVD-ROM dual-layer drive
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე: 8 GB
თამაშს ვერ ჩართავთ შემდეგ სისტემებზე: Windows® 98/ME/2000/NT
რეკომენდებული კონფიგურაცია:პროცესორი: Intel Core® 2 Duo E6700 2.6 GHz ან AMD Athlon 64 X2 6000+ ან უკეთესი
ვიდეო კარტა: GeForce 8800 GT ან ATI Radeon HD 4700 ან უკეთესი
ხმა: 5.1 საუნდ კარტა
მხარდაჭერილი ვიდეოკარტები: ATI® RADEON® X1950, HD 2000/3000/4000/5000 series NVIDIA GeForce® 7/8/9/100/200 series
შეერთების მეთოდები: Multi-touch, gamepad, keyboard, and mouse
შეფასებები:გამომცემლობა შეფასება
1UP.com A-
Computer and Video Games 9.4/10
Game Informer 9.5/10
GamePro 5/5
GameSpot 9/10
GameSpy 5/5 stars
GamesRadar 10/10
GameTrailers 9.2/10
IGN 9.2/10
Official PlayStation Magazine (US) 10/10
Official PlayStation Magazine (UK) 9/10
Official Xbox Magazine (UK) 9/10
TeamXbox 9.5/10
სკრიშოტები:ვიდეომიმოხილვები:http://www.gametrailers.com/video/review-h...ins-creed/58372 - GameTrailers მიმოხილვა
წინა თემების ლინკები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Tom Clancy on 26 Jan 2011, 22:10