Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ბიზნესი და ეკონომიკა > ტექნო ბუმი |
Posted by: bigmisha 19 May 2010, 22:12 |
http://rustavi2.com/news/video_progs.php?id_clip=3121&pr=Business Courier&l=31&ftp1=1&ftp2=0&ftp3=0 სიმართლე გითხრათ ყველაზე მეტად დამაინტერესა -15% მა ფასებმა. რამდენად შესაძლებელია დღევანდელი ეკ. მდგომარეობიდან, მაშინ როდესაც თითქმის ყველანაირი გაყიდვები გაჩერებულია, ახალმა მაღაზიამ მოიზიდოს კლიენტურა, დაიმკვიდროს მომხმარებელში შესაბამისი ადგილი. საინტერესოა რომელ ბრენდებს შეთავაზებენ მომხმარებელს, როგორ ფასებს, როგორ საგარანტიო პირობებს მე პირადად როდესაც საყოფაცხოვრებო ტექნიკას ვყიდულობ პირველ რიგში ყურადღებას ვაქცევ ბრენდს და შესაბამისად გარანტია, ამის მერე ფასს (გამომდინარე იქედან რომ მინიმუმ 5-10 წელი უნდა გემსახუროს) აი მობილურის დროს კი მხოლოდ ფასს, იმიტო რომ 1 წელიწადში გბეზრდება ადამიანს და მოცილებაზე ფიქრობ განვიხილოთ ამ კომპანიის შესაძლებლობები, თU ვინმეს რაიმე ინფო გაქვთ ხო მთლად კარგი... ასევე წარმომადგენელიც თუ იქნება ფორუმზე კარგი იქნება. ფორუმი საკმაოდ დიდი სარეკლამო ადგილია. |
Posted by: Did_Giorgi 19 May 2010, 23:06 |
bigmisha ფილიალები სად ექნებათ? როდის იხსნება? და მთავარი: სასტარტო კაპიტალი საიდან? |
Posted by: Lene :) 19 May 2010, 23:19 |
ხვალ იხსნება 2 მაღაზია ბათუმშI და 2 თბილისშI.... 1 ქუთაისშიც გაეხსნათ ისე |
Posted by: geg 20 May 2010, 01:34 |
http://technoboom.ge/ |
Posted by: CDMA 20 May 2010, 13:41 |
bigmisha მაშინ ისიც დაწერე ბარემ, რო შენც ანალოგიური ბიზნესით ხარ დაკავებული და ახალი კონკურენტის გამოჩენა სულ არ გიხარია... რატო გერიდება? |
Posted by: bigmisha 20 May 2010, 13:57 | ||||
CDMA
არ მერიდება მე ნელ-ნელა ვცილდები ამ საქმეს. ხეირი აღარააა, ყველას კაპიკებში უნდა ყველაფერი თან არც იყიდება. მაგიტომ გამიკვირდა როგორ მოახერხებენ ჯერ 15% ფასდაკლებას, და მერე კიდევ კლიენტურის "მოშინაურებას" Did_Giorgi
პირველი კითხვა ეგ იყო ჩემი თავის მიმართ, ამდენი ვალების გამო დაატოვებინეს ელიტა, და თუ ფული ქონდათ მაშინ .... |
Posted by: matemate30 20 May 2010, 15:33 |
ბათუმში რო გახსნეს კარგია მივდივარ ეხლა და ვნახავ ფასებს....... ისე ტელეებზე მინდა რო იყოს დაბალი ფასები |
Posted by: ferdinandge 20 May 2010, 16:03 |
ძალიან კარგი დარწმუნებული ვარ ძველ კომპანიას და ახალ კომპანიას სორის ნამდვილი ჯანსაღი კონკურენცია იქნება! ეს კი მომხმარებლისთვის ძალიან სასარგებლოა! მე როგორც ვიცი boom-ი რელაურად კონკურენციულ უპირატესობას მოიპოვებს ელიტელექტრონიქსთან სედარებით bosch-ის ხარჯზე) დანარჩენს დრო გვიცვენებს! მთავარი ის არის რომ იგივე სეცდომა არ დაუშვან რაც წინამორბედ კომპანიის მმართველობის დროს! აბა ეხლა ვნახოთ TBC- როგორი გამოცდილი მენეჯერები და მენეჯმენტი ყავს |
Posted by: bigmisha 20 May 2010, 16:21 | ||
ferdinandge
ბოშიც აქვთ? |
Posted by: BASCO 20 May 2010, 16:41 |
ჩაძირავს ელიტ ელექტრონიქსს, 90 პროცენტით ასე მგონია... |
Posted by: ferdinandge 20 May 2010, 20:19 |
bigmisha ჩემთვის როგორც იყო ცნობილი მაგათია ექსკლუზივი და ალბათმასე იქნება თორე სხვა რითი იმუშავესბს ისეთით რო კონკურენცია გაუწიოს ელიტელექტრონიქსს? |
Posted by: bigmisha 21 May 2010, 09:25 | ||||
BASCO
ferdinandge
ბოშის ქარხანამ ექსკლუზივი ქოქოლაძეებს თუ მისცა, საღოლ მაგათ. რაც მე ვიცი ელიტას ქონდა "რევოლუციამდე" ექკლუზივი, მაგის მერე რა მოხდა მეც არ ვიცი. |
Posted by: ferdinandge 21 May 2010, 13:52 |
bigmisha ელიტას მფლობელი მერე ვინ იყო? როდესაც ელიტელექტორნიქსში პრობლემეი დაიწყო ძველმა მფლობელმა ბოშის ტექნიკა გაიტანა მაღაზიებიდან რაღაც მსგავსი რამ იყო ზუსტად არ ვიცი. და პარტნიორობა ისევ ძველ ფლობელს შესთავაზა მომწოდებელმა როგორც ძველი საიმედო და კარგი პარტნიორი... |
Posted by: Did_Giorgi 21 May 2010, 21:24 |
ბოში არამგონია საქმეს შველოდეს ჯერ ერთი ბოშს ელიტასთან ჰქონდა და აქვს კონტრაქტი და არა ანზორასთან მეორეც კიდე ბოშის გარდა ბევრი კოზირი აქვს ელიტას: გორენიე, გაგენაუ და ა.შ. ასე რომ ფასებით შეუძლია დაარტყას ერთადერთი BOOM-მა ელიტას ეგ მაინც იცის ქოქოლაძემ რამხელა ფასნამატზე ამუშავებდა მაგ ქსელს ამდენი წელი საბოლოო ჯამში იმედია მომხმარებელი მოგებული დარჩება და საქონელი გაიაფდება სერიოზულად |
Posted by: asiko 21 May 2010, 22:03 |
კაი ამბავია ნამეტნავად. გაუმარჯოს კონკურენციას! ხვალ გავივლი, იქნებ რამე ვიყიდო. კარგი იქნება თუ წარმატებები ექნებათ. განსხვავებით ტიბისის შეფებისგან ეს კაცი არასნობურ პროექტებს აფინანსებდა ქველმოქმედების ამბავში. |
Posted by: bigmisha 25 May 2010, 09:48 |
ვინმე იყავით? ნახეთ, რა ხდება |
Posted by: geg 25 May 2010, 11:58 | ||
bigmisha
მე ვიყავი, ჯერ პროდუქცია ცოტა აქვთ, ტელეფონის ყიდვა მინდოდა და სამსუნგის მარტო ერთი მოდელი ჰქონდათ |
Posted by: grendy 25 May 2010, 21:47 |
გამარჯობა, მაინტერესებს სად გაიხსნა თბილიში, ტექნო ბუმის მაღაზიები?. დიდი მადლობა წინასწარ! |
Posted by: vaho 25 May 2010, 22:17 |
ვაჟაზეა, 13 თუ 15 ნომერში, სამედიცინოს მეტროსთან... |
Posted by: geg 27 May 2010, 14:24 |
grendy თბილისი: ვაჟა–ფშაველას N21 წერეთლის N1 აღმაშენებლის ხეივანი მე–13 კილომეტრი (საბითუმო ცენტრი) ბათუმი: გორგილაძის (ერას) 90 გამსახურდიას 47 |
Posted by: bum 27 May 2010, 15:00 |
ჩემთან გაიხსნა 1 ვაჟაზე. რომ გამოვიარე ბუშტებით იყო სავსე ფასებისთვის არ შემიხედავს. წესით დაბალი ფასებით უნდა დაიწყონ, რომ კლიენტები მიიზიდონ. კლავიატურა მაქვს საყიდელი და კაკრას ვნახავ რა ფასებია მანდ. |
Posted by: _R_ 27 May 2010, 22:00 | ||
უფრო დაბალი ფასები იქნება ვიდრე სხვაგან, ნუ საწყის ეტაპზე მაინც... ეხლა ვაპირებ რაღაცის შეძენას. |
Posted by: asiko 28 May 2010, 08:46 |
იმ დღეს გამოვიარე, შუქი ენთო, ვიფიქრე მუშაობდა დაკეტილი დამხვდა, ქოქოლაძე იყო დათვალიერებაზე. |
Posted by: hendri 28 May 2010, 10:43 |
კარგია ამაზე თუა თემა.. ვაპირებდი გახსნას მაგრამ ამ ქუთაისელებს რას დაასწრებ თემას რაც შეეხება, ვფიქრობ რომ თუკი ტექნობუმი დინამიურ პროგრესს მიაღწევს ახლო მომავალში მაშინ ელიტს დაძირავს... ანზორიმ იცის ელიტის ყველაფერი, აქედან გამომდინარე იცის თუ როგორ აჯობოს... მას დღესაც მისდის ყველანაირი ინფორმაცია ელიტში მიმდინარე პროცესებზე.. ყავს დასაყრდნობი ხალხი მანდ ძალიან გამიხარდება თუ ეს კომპანია მიაღწევს წარმატებებს და დაიბრუნებს ელიტელექტრონიქსს, მაგრამ ერთი კია ( ვინც იცის მიხვდება), სანამ ეს აია და უია ხალხი იქნება მთავარი მენეჯერები მანამ საქმეს არაფერი ეშველება... |
Posted by: Keisari 29 May 2010, 11:11 | ||
კია არ დაიბრუნოს ჩვენთვის (მომხმარებლისთვის) უმჯობესი იქნებოდა სერიოზული კონკურენცია გაუწიოს, ტავად იხეიროს და ჩვენს გაგვიიოლოს ცხოვრება |
Posted by: daitio 29 May 2010, 11:54 |
მცირე პერიოდზე (2- 5თვე) გათვლილ შიდა განვადებებს ხომ არ იწყებენ? ამ შემთხვევაში მართლა აჯობებენ ელიტს, თან მოკლე დროში |
Posted by: bigzura 30 May 2010, 21:52 |
ნეტა მობილურებზე როგორი ფასები ექნებათ |
Posted by: Keisari 31 May 2010, 09:58 |
„ტექნო–ბუმის“ ყოველდღიური ბრუნვა 70 ათას ლარს აღწევს რადიო ``კომერსანტი``, FM 95.5 ტექნიკის მაღაზიათა ახალი ქსელის ”ტექნო ბუმის” ყოველდღიური სავაჭრო ბრუნვა უკვე 60-70 ათას ლარს აღწევს, რასაც კომპანიის მენეჯემენტი წარმატებულად აფასებს. ”ტექნო ბუმის” გენერალური დირექტორის ეთერ ქოქოლაძის განცხადებით, კომპანიის ოთხივე მაღაზიაში მომხმარებელთა რიგებია, რაც, მისი თქმით, საზოგადოების დიდი მხარდაჭერის და საინტერესო შეთავაზებების შედეგია. ”ტექნო ბუმი” ტექნიკის მაღაზიათა ქსელია, რომელიც ბაზარზე 20 მაისს გამოჩნდა და ის „ელიტ–ელექტრონიქსის“ ყოფილმა მენეჯმენტმა დააფუძნა. კომპანიას ოთხი მაღაზია აქვს, ორი თბილისში, ორი კი-ბათუმში. მენეჯმენტის განცხადებით, მაღაზიებში მსოფლიო ბრენდების კომპიუტერები, მობილური ტელეფონები, საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკა საქართველოში ყველაზე დაბალ ფასად იყიდება. კომპანია წლის ბოლომდე თბილისში და ბათუმში ბუმის ცენტრებს გახსნ |
Posted by: max-14 31 May 2010, 11:21 |
რა გაუხდათ ასეთი,საიტი რომ აამუშაონ და პროდუქციაზე ფასები აჩვენონ. მაინც მგონია რომ ძალიან მალე ისევ აწევენ ფასებს |
Posted by: ShotiKa 6 Jun 2010, 15:52 |
ქუთაისში ვცხოვრობ და აქ მაღაზია არ აქვთ. ან ბათუმში უნდა ვიყიდო კომპი ან თბილისში. ამბობენ რაღაც აქცია აქვთო და საიტი ხომ არ იცით ვინმემ ?? არ მინდა ბათუმში ჩავიდე პირობების გასაგებად, საიტი მირჩევნია |
Posted by: geg 6 Jun 2010, 17:37 | ||
ShotiKa
საიტი არ აქვთ გაკეთებული აქცია რომ აქვთ კარგი კომპია: ორ ბირთვიანი, 2გბ ოპერატიული, 1გბ ვიდეო, 320 გბ HDD, სამსუნგის 19 დიუმიანი მონიტორი კლავიატურა და მაუსი |
Posted by: NATTALI 6 Jun 2010, 18:05 |
მოკლედ მე ვიყიდე მანდ მტვერსასრუტი, ლუქსის ფირმის, უთო-ტეფალის და კიდევ ფენი, ფირმა არ მახსოვს. ფრიად კმაყოფილი ვარ, ფასებით განსაკუთრებით მტვერსასრტუტი მეც კი შემისრუტავს თუ რამე მძლავრია. უთოსაც მშვენიერი მრავალფეროვანი ფუნქციები აქვს, გადასარევია პირდაპირ |
Posted by: დავი 6 Jun 2010, 18:17 |
ლუქსის ტიპის უთო ტექნოში ღირდა 4 დღის წინ ვნახე 28 ლარი, ზუსტად იგივე უთო ელიტელექტრონიქსში 2 კვირის წინ შევიძინე 39 ლარად სხვა ტექნიკის ფასებს არ დავკვირვებივარ ამ დღეებში ვაპირებ შევლას, ლეპტოპი მინდა და გავიგებ როგორი ფასებია |
Posted by: bigmisha 7 Jun 2010, 10:43 | ||||||
max-14
ფასებს ჩემი აზრით არ დააფიქსირებენ, იმიტო რომ ჩაყლაპავენ მაგათ, ყველა მაგარი უკმაყოფილიო მაგათი პოლიტიკით, დაწყებული პატარა კოპმ. მაღაზიიდან, დამთავრებული დიდებით ShotiKa
შენ რისი ყიდვა გინდა მითხარი აბა დავი
ელიტაშიც შეიარე აბა, ელიტის ერთ-ერთმა კონსულტანმა მითხრა, LUX-ის ბრენდის პროდუქციაზე ფასები მაგრად დაწიესო. შაბათს შევიარე მე პირადად ელიტაში, ახლობელს Bosch-ის პროდუქცია ავარჩევინე და ფასები დაწეული მეჩვენა წინა ყოფნასთან შედარებით და კონსულტანტმა ყველა პროდუქციაზე დაიწია ფასებმაოოო. |
Posted by: gvarjila18 8 Jun 2010, 11:19 |
კაია დაფაცურდება ეხლა ელიტ-ელექსი ისე მეც კაი დაწეული მეჩვენა ელიტში ფასები LCD ტელევიზორები მაგრად გაიაფდა BOOM-შიც თითქმის იგივე ფასებია ოღონდ 3-4 სერიის LCD 66სმ 5 სერიაში არის ცოტა სხვაობა მაგრამ უმნიშვენელო, კინესკოპურებს რაზე იკითხავ 72სმ 450 ლარად... მართლა კაია კონკურენცია |
Posted by: დავი 8 Jun 2010, 17:10 | ||
bigmisha
ხვალ მომიწევს შევლა ელიტში და გადავხედავ ფასებსაც ტექნობუმში ლეპტოპების ფასები როგორია? ალტასთან შედარებით? და საერთოდ სად ჯობია ლეპტოპის ყიდვა? |
Posted by: Koala 9 Jun 2010, 21:18 |
მე ორივე ფირმაში მომიწია წინა კვირას მისვლა.ტექნიკას ვყიდულობდი.ელიტში მაგარი უკმაყოფილო დავრჩი ვიყიდე რაც მინდოდა, ფასები გაბერილია. არც უცხოელი მომწოდებლები არ ყავთ შერჩეული ალბათ ნორმალურად.ბუმში ძალიან მაგარი (მისაღები) ფასები იყო, მაგრამ მაგათ კიდევ კონდიცირების პრობლემა აქვთ. კონდიციონერებს ყიდიან და 1 ცალი არ უყენიათ მაღაზიაში. ელიტში ერთი რაც არ მომეწონა კიდევ მომატყუეს და ნაყიდი საქონელი მესამე დღეს მომიტანეს. არადა შემპირდნენ იგივე დღეს უნდა მოეტანათ. ბუმის შეფს კარგი (დაბალი) ასაღები ფასები აქვს ეტყობა და ელიტს ჯერ დრო დაჭირდება სანამ დაამუღამებს. ალბათ ვინც სპეცები იყვნენ ისინი წავიდნენ. ელიტში კომპი რა პონტში უნდა იყიდო, გაგიფუჭდება და ისევ ალტაში უნდა მიხვიდე მერე გარანტიაზე |
Posted by: Dauregistrirebeli 9 Jun 2010, 21:41 |
კონტაქტები კინგია მაგ ამბავში ანზორაზე კარგად ვიღაც შეტენილი ბოსები ვერ იჩალიჩებენ ტექნიკას |
Posted by: ZORO vs 9 Jun 2010, 23:21 |
კაია ბუმი რომ არსებობს! რაც უფრო მაშტაბური "ომები" იქნება კომპანიებს შორის, მით მეტი შვება იქნება ხალხისთვის! ამ "ომებში" ის გაიმარჯვებს ვინც ყველაზე დაბალ ფასებს დააწესებს! გამარჯვებული კი ხალხი იქნება ამ ომისგან! |
Posted by: bigmisha 10 Jun 2010, 09:47 | ||||||
Koala
რა ძააააააან მაგრად ცდები მოდი დავნაძლევდეთ გინდა?
სადაც კარგი გარატია ექნება, იქ მირჩევნია მე პირადად ყიდვა. დღეს-დღეიდობით საქართველოში ყველაზე გამართული საგარანტიო პირობები აქვს ელიტას. რა თქმა უნდა ეს საგარანტიო პირობები ძველი უფროსობის გაკეთებულია და წესით ტექნო ბუმსაც კარგი პირობები უნდა ქონდეს.
ომი არავის არ მოუტანს მშვიდობას, ეს ვაჭრობაში იქნება თუ სახელმწიფოებს შორის. ჩემი აზრით თუ ამდენი შესაძლებლობა და ფინანსები ქონდა ახალ ბუმს. ძველი ელიტა უნდა შეენარჩუნებინა. საფასო ომში ყველა მხარე წაგებულია. ამ მომენტში ბუმი წააგებს, იმიტო რო ელიტის უკან დგას თიბისი, საქართველოს ბანკი და რესპუბლიკა ბანკი. წამყვანი 3 ბანკი და რომ დაჭირდეთ ჩაყლაპავენ ფასებით 3 თვეში ყველა საცალო მაღაზიას და მით უმეტეს ბუმს. ამიტომაც ყველამ მომსახურების ხარისხით, და სხვადასხვა პირობებით უნდა მოიზიდონ კლიენტურა. |
Posted by: Koala 11 Jun 2010, 12:55 | ||
ბანკებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის შესყიდვების სამსახურის გამოცდილება აქვთ მემგონი ნული ) ბანკებმა თავის საქმე იციან, შესყიდვები სხვა რამეა.მხოლოდ თანხები არ წყვიტავს იმას რომ სად იყიდო იაფად ტექნიკა, როგორ ჩამოიტანო და ა.შ ... |
Posted by: bigmisha 11 Jun 2010, 16:24 |
Koala როგორც მე ჩემი ძმისაგან ვიცი, არ მითხრათ ეხლა თქვი ვინ არისო შესყიდვების განყოფილებიდან მარტო IT-ს 2 ადამიანი წავიდა, დანარჩენი ყველა დარჩა. ასევე მარკეტინგიდან მხოლოდ მარკეტინგის დირექტორი წავიდა, დანარჩენი ყველა დარჩა. გაყიდვებიდან ყველამ მოხიეს 2008 წელში |
Posted by: geg 11 Jun 2010, 17:16 | ||
bigmisha
შენი ძმა ვინ არის? |
Posted by: Keisari 13 Jun 2010, 11:02 | ||
ჯერ ალბათ მხოლოდ შარვალი თუ კაბა შეისრუტა NATTALI |
Posted by: I-A-K-O 13 Jun 2010, 22:45 |
ვინც იყავით ტექნო ბუმში, ციფრული (სარკული ) ფოტოაპარატები აქვთ თუ იცით? თუ აქვთ იმედია ალტასავით გაბერილი ფასები არ ექნებათ |
Posted by: QetevanIV 14 Jun 2010, 22:01 |
ტექნო ბუმის წარმომადგენლებო გააკეთეთ საიტი, სადაც შეგეძლებათ გაყიდოთ თქვენი პროდუქცია ეხლა მაინც არ გაქვთ ბევრი ოფისები |
Posted by: layne 15 Jun 2010, 02:25 |
ხვალ ვაპირებ ლეპ ტოპის ყიდვას... თუ ნორმალური ფასები იქნება.. |
Posted by: tavadze 15 Jun 2010, 02:35 | ||
I-A-K-O
რამდენიმე დღისწინ დიდი არჩევანი ნაღდად რა ჰქონდათ. ოფი კია, მაგრამ ბარემ აქვე დავწერ, იქნებ ვინმეს გამოადგეს - ამ თვის ბოლომდე თი-ბი-სის ვესტელში და ელიტ-ში აქვს სამთვიანი უპროცენტო განვადება. ოღონდ ელიტში მხოლოდ ბოშის და სიმენსის პროდუქციაზე. |
Posted by: geg 15 Jun 2010, 08:18 | ||
layne
ფასებს რო ნახავ აქაც დაწერე მეც მაინტერესებს |
Posted by: layne 15 Jun 2010, 14:57 |
geg ძალიან პატარა არჩევანი იყო. თვის ბოლოს ველოდებითო ბევრსო.... |
Posted by: geg 16 Jun 2010, 17:51 |
ტექნობუმში დაიწყო აქცია შეგიძლიათ მიიტანოთ ძველი გასქურა, მაცივარი ან სარეცხი მანქანა და ახალ პროდუქტზე 200 ლარიანი ფასდაკლება გექნებათ |
Posted by: Keisari 16 Jun 2010, 21:16 |
ცუდია რომ დასავლეთში არა აქვს ფილიალი |
Posted by: alf1-Fix 16 Jun 2010, 21:32 |
მე პირადად დადებითად ვარ განწყობილი ბუმის მიმართ რაღაც მიმზიდველი სარეკლამო კამპანია აქვთ, ელიტის და ბუმის "ბრძოლაში" ბუმისკენ ვარ მაგრა მინდა რო მაქსიმალურად წინ წავიდეს და ღირსეული კონკურენცია გაუწიოს ელიტს, რაც მომხმარებლისთვის იქნება კარგი საბოლოოდ რაც შეეხება ლეპტოპის ყიდვას , რატო ყიდულობთ ან ბუმში ან თუნდაც ელიტში ან თუნდაც ალტაში ? გამაგიჟებთ ტო, გევასებათ ბევრი ფულის გადახდა ? ალგორითმის ფანი ვარ კომპიუტერულ ტექნიკაში |
Posted by: bigmisha 16 Jun 2010, 22:17 | ||||
ცუდი ფანობა აგირჩევია LG-ის ლეპტოპი მოგწონს მაგათი? აბა სხვა არაფერი აარ აქვს მაგათ. დესკტოპებს კიდე ასროკებზე აწყობენ დაბალფასიანებს და პალიტის ვიდეო კატებითაა გატენილი.
აუფ სად ვიყიდე გუშინ მაცივარი? მიმეტანა ჩემი ჯართი. მარა მიტანაში მეტი ფული დამეხარჯებოდა მეჯართემ აქეთ მომჭხოვა ფული სახლიდან რომ გაეტანა |
Posted by: geg 16 Jun 2010, 23:16 | ||
|
Posted by: I-A-K-O 17 Jun 2010, 00:10 | ||
tavadze
გაიხარე, მადლობა ინფოსთვის.: ) canon 50D მაინტერესებს შემთხვევით ხომ არ შეგინიშნავს კონკრეტულად ეს მოდელი? : ) |
Posted by: alf1-Fix 17 Jun 2010, 01:14 |
bigmisha ალბათ იმითაა განპირობებული ჩემი ფანობა მაგ კომპანიის მიმართ რომ არ მიყვარს ლეპტოპი, მძლავრი PC მირჩევია საკმაოდ კარგად ვერკვევი კომპიუტერებში და რაც მე მინდოდა ყველაზე კარგ ფასად ალგორითმშI ამიწყეს იმის მერე ხშირად ვთანამშრომლობ მაგ კომპანიასთან ბოდიში ოფისთვის |
Posted by: tavadze 17 Jun 2010, 01:58 | ||
I-A-K-O
არ დავკვირვებივარ და არ ვიცი, რა მოდელები იყო, მაგრამ ძალიან ცოტა რომ იდო დახლებზე, ეგ კი მახსოვს. უბრალოდ, მოდელებს არ დავაკვირდი. |
Posted by: bigmisha 17 Jun 2010, 02:31 | ||||||
ეგ იმხელა და ისეთი აპარატია, დახლიდან გეძახის მოდი მიყიდეო. თუ არ შეგიმჩნევია ზნაჩიტ არ აქვთ, და მით უმეტეს თუ
და 50D უდევთ იაფიანი მოდელების ნაცვლად მალადეც მაგათ. 50D ფასადა მინიმუმ 5-7 სხვადასხვა მოდელს შეთავაზებენ კლიენტს. კიდობანთან რომ აქვთ მაღაზია იქ ვიყავი გუშინ. 4 მოდელი სონი ქონდათ, თხელები T სერიის სულ ეგ იყო 1 Desktop, 10-მდე მონიტორი და არც ერთი ნოუთი. მობილებიც ჩინურები იქონდათ ძირითადად. კონსულტანტი ბალზე იყო და ტყემალს ჭამდა ისე კიდობანში იყიდე 50D, დუბაიდან ჩამოაქვთ და საკმაოდ კარგ ფასებშიც. |
Posted by: Bellis 17 Jun 2010, 12:13 |
alf1-Fix სად არის ალგორითმის მაღაზიები? |
Posted by: tuchka84 17 Jun 2010, 12:19 |
რა მაინტერესებს ამ აქციასთან დაკავშირებით ერთი ფირმის პროდუქციაზეა ხო ფასადკლება როგორც გავიგე? და ვარგა? |
Posted by: alf1-Fix 17 Jun 2010, 12:35 |
Bellis სოლოლაკში და პეკინზე კიდევ აქვთ სადღაც მაგრამ არ ვიცი სად ისე მაინტერესებს მეც ,უნდა გავიარო ამ დღეებში ბუმში |
Posted by: Gianni 17 Jun 2010, 14:17 |
ბუმში ლეპტოპის ფასები დაიდოოოოს |
Posted by: ივანიჩ 17 Jun 2010, 14:33 |
აქციიაო და გავიქეცი გუშინ ვაჟაზე ბუმის მაღაზიაში და ეს აქცია თურმე მარტო რაღაც უცნაური გერმანული ბრენდის საქონელზეა და სხვაზე არა........ იმედგაცრუებული გავბრუნდი |
Posted by: tuchka84 17 Jun 2010, 14:51 | ||
IVANICHA
ფირმის სახელი ხომ არ გახსოვს? და გერმანულია რო ნამდვილად?! |
Posted by: geg 17 Jun 2010, 19:43 |
რატო არ აკეთებენ საიტს აღარც ამდენი კითხვა დაიბადებოდა, რა გაუხდათ ერთი საიტის გაკეთება და ფასების დაწერა |
Posted by: _R_ 17 Jun 2010, 20:57 | ||
გააკეთებენ, ჯერ სხვა საქმეებით არიან დაკავებულები. ფასები იყოს კარგი (ანუ ასე იაფი დარჩეს სულ) და საიტს ვინ ჩივის )) |
Posted by: MeNo 18 Jun 2010, 02:59 |
მაგარია ტექნო ბუმიო ამბობენ მართალია? |
Posted by: Bellis 18 Jun 2010, 11:34 |
alf1-Fix დიდი მადლობა, აუცილებლად ვესტუმრები, თუმცა საბოლოოდ მაინც ვერ გადამიწყვეტავს PC თუ Lap Top- ი? |
Posted by: tuchka84 18 Jun 2010, 12:52 | ||
Bellis
რა თანხაში ფიქრობ რო ჩაეტიო?! |
Posted by: Techno 18 Jun 2010, 15:05 |
ავჟიტირდი რა ტექნო ბუმის "მითიური" ფასებით შემართებით გავენთე ვაჟა-ფშაველაზე მდებარე მაღაზ-ში და უმალ "მითიურად ცივი წყალი" გადამასხეს ;-) 2 კონკრეტული მაგალითი ანუ ფაქტი: მეგატექნიკაში მაცივარი ტოშიბა 350 ლიტრიანი (ასე აწერია ტორემ სინამდვილეში უფრო პატარაა) ღირს 780 ლარი, მაშინ როდესაც ტექნო ბუმში იგივე მოდელი ღირს 840 ლარი. ახალ კიდობანში მობილური ჰაშ-ტე-ცე დაიმონდი ღირს 580 ლარი მაშინ როდესაც ტექნო ბუმში 650 ლარი. ასე რომ სჯობს მხოლოდ მაგ კომპანიის სახელზე გავაკეთოთ აქცენტი :-) |
Posted by: alf1-Fix 20 Jun 2010, 11:24 | ||
გააჩნია რისთვის გინდა მე ვერ წარმომიდგენია რო PC რომელიმე ლეპტოპმა შემიცვალოს : )) ნუ მაკ ზე არ მაქვს საუბარი : ) ლეპტოპს თავისი უპირატესობები აქვს, PC ის თავისი : ) |
Posted by: bigmisha 13 Jul 2010, 00:31 |
დღეს ბუმ ტენრის გახსნაზე ვიყავი. სიმართლე გითხრა მგზავრების გაოუფრო წავედი. ნუ იყო მაშხალები, ლენტის გაჭრა, ტორტი რაც სტანდარტულია ასეთ დროს. ხო რაც მთავარია გათამაშებასავით. მარა ყველაზე მაგრა რამ გამაოცა იცით? უკვე მეცინება. ჩვეულებრი ბუშტებში იყო ქაღალდები ჩადებული და იმ ქაღალდებს ეწერა თუ რასაც მოიგებდი. ჯერ ერთი ის ვერ გავიგე როგორ ჩატიეს 5X5 სმ-ის სიდიდის ფურცელი იმ ბუშტში ისე, რომ არ დაკეცეს და არც დაახვიეს. ჩემ გვერდით ტიპი იდგა და დაიყვირა მოვიგეო და ხელში გასწორებული ფურცელი ეკავა, იმენა ჩვეულებრივი დაკეცვა არ ეტყობოდა რაღაც აფიორას გავდა ... ხო ეხლა გავაგრძლებებ.. რა თქმა უნდა მაინტერესებდა კონდეციონერის ფასები და გადავწყვიტე მაღაზიაში შევსულიყავი. შევედი და იქედან როგორ გამოვედი აღარ მახსოვს. ისეთი სიცხე იყო ბინდი გადამეკვრა თვალებზე. კონდეციონერებს ყიდიან და ბოლო-ბოლო ვინტილატორები მაინც ვერ დააყენეს რომ აერის სირკულაცია მოეხდინა??? ფასი ერთი მარტო უთოს მოვკარი 25 ლარი ეწერა LUX იყო მგონი ხო კიდე ერთი აქცია აქვთ. თუ 2-ზე მეტ ნივთს იყიდი, ავტომატურად ფასდაკლებას გაძლევენ. ანუ მაცივარს და 15 ლარიან უთოს თუ იყიდი მოშნად გიკლებენ. მოკლედ ეხლა ჩამოვწერ თუ რომელი ფირმა რა საქონლის შემომტანია. ბევრს წაგადგებათ. Bosch, Siemens, Gorenje, Gagennau, Ellectrolux, LUX, -- Elit electronic www.elitelectronics.ge Toshiba, Hitachi, AUX, HISENCE, -- Megatecnica -- www.megatechnica.ge AUX, Galanz, Ariston, Longvie -- Your Choice -- www.yourchoice.ge Samsung, Panaosnic -- Smile -- www.smile.ge Samsung, Zanuss, AEG -- eurotecnics -- www.eurotechnics.ge Vestel, Korting, LUX, -- TechnoBoom -- www.technoboom.ge რა თქმა უნდა ეს ინფორმაცია არ არის კომპეტენტური და რაღაცაში ვცდებოდე, მარა ეს არის ინფორ, რასაც ჩემი დაკვირვეით მივხვდი ფასებიდან გამომდინარე. |
Posted by: Techno 14 Jul 2010, 14:39 |
მთავარის დაწერა დამავიწყდა. 1 თვის წინანდელი ინფორმაციით ანუ რაც ეგ გავიგე რა თქმა უნდა არ ვყოფილვარ მაგ მაღაზიაში, ტექნო ბუმის მაღაზიები .... აბა გამოიცანით? შაბათ-კვირას ისვენებენ!!!!!!!!! :-)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) :-)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) :-))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))) უკომენტაროდ. |
Posted by: "guruli" 14 Jul 2010, 15:19 |
იქნებ ვინმემ სარეცხი მანქანის ფასები დადოთ? |
Posted by: skeptik 17 Jul 2010, 13:22 | ||
Techno აი, იმენნა NO COMMENT! შაბათ-კვირას არ მუშაობენ?! ხო, არა?! ჩვენ აქ მაგრად არ გვიყვარს, როცა ან ერთი ან მეორე მხარის წარმომადგენლები ერთმანეთს შავ პიარს უგორებენ და ძალიან გთხოვ, რაღაც უსაფუძვლო ჭორებს ნუ ავრცელებ. ორივე დღეს მუშაობენ 100% ვიცი |
Posted by: bigmisha 17 Jul 2010, 14:15 | ||||||
მეეჭვება დღეს რომელიმე ნორმალური მაღაზია კვირა დღეს ისვენებდეს და მით უმეტეს შაბათს. რადგანაც საყიდლებზე უმეტესობას მხოლოდ შაბათ-კვირას ცალიათ სამსახურების გადამკიდე. "guruli"
|
Posted by: goga27 17 Jul 2010, 22:31 |
ეს ძალიან კარგია რომ -15 პროცენტიტ იაფია სხვა მაღაზიასტან მაგრამ რამდენად ხარისხიანია იქაური ტექნიკა დაუშვად ბომსი ვიყიდე დელევიზორი რომელიც სხვა მაღაზიაში ოდნავ ძვირია და ბუმში იაფია შეიზლება რომ ბუმში ნაყიდი ხარისხიტ ჩამოუარდებოდეს მაგაზიასი არსებულ პროდუქტს? |
Posted by: maknatuna 17 Jul 2010, 23:45 |
ხომ ვერ მეტყვით, წერეთელზე ზუსტად სად არის? |
Posted by: geg 18 Jul 2010, 09:48 | ||
maknatuna
კიდობანის წინ რომ არის ბავშვების სათამაშოების მაღაზია მანდ არის |
Posted by: mdogvi 18 Jul 2010, 11:55 |
bigmisha ანზორ ქოქოლაძე არის ტიპიური პირადი მსხვერპლი სააკაშვილის. დედა უტირეს მხოლოდ იმიტომ, რომ ბურჯანაძემ 2008 წელს საპარლამენტო სიაში შეიყვანა. ძალიან მაგრად გაწეწეს. კაცი დააქციეს. ახლა ნულიდან და კი არა, მინუსიდან დაიწყო. ჩათვალეთ, რომ მაგასთან საქონლის შეძენით კარგ პროდუქციის შეძენასთან ერთად სამართლის აღდგენასაც შეუწყობთ ხელს. |
Posted by: tutara 18 Jul 2010, 12:12 | ||||
მე რამდენადაც ვიცი გადავიდნენ მაქედან. |
Posted by: მეტივე 19 Jul 2010, 02:04 |
http://komisia.wordpress.com/2010/07/18/techno-boom-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90/ http://komisia.wordpress.com/2010/07/18/techno-boom-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90/ |
Posted by: zandrukela 21 Jul 2010, 10:33 |
კონკურენციული თვალსაზრისით კარგია ასეთი კომპანიების სიმრავლე. კარგი იქნება კიდევ 2-3 მსგავსი კომპანიის გამოჩენაც. ისე ჩემი აზრით თავის დროზე ელიტა ხალხს კარგა გაბერილი ფასების ტექნიკით ამარაგებდა მოსახლეობას!!! |
Posted by: g_o_g_i_n_a 21 Jul 2010, 10:36 |
ძალიან მომწონს ეს კომპანია კარგი მომსახურეობა დაბალი ფასები თუ რაიმეს შეძენას გადაწყვეტთ საქართველოში არსებული მაღაზიებიდან საუკეთესოა ჩემი აზრით |
Posted by: natali1990 21 Jul 2010, 10:50 |
price list სად შემიძლია ვნახო ტექნო ბუმის ? |
Posted by: g_o_g_i_n_a 21 Jul 2010, 12:37 |
natali1990 არამგონია ინტერნეტში სადმე ნახო , სამწუხაროდ მათი საიტი არ ფუნქციონირებს ამჟამად http://technoboom.ge/ |
Posted by: skeptik 21 Jul 2010, 18:12 |
მეტივე, არ ჩაყვინთო ახლა ბოღმის სიმძიმისგან ) ტექნო ბუმის კითხვას რატომ არ პასუხობთ? დადე ფაქტები და მერე ვილაპარაკოთ. მერე გადავწყვეტთ, ვის დავუჯეროთ. |
Posted by: Chapa 21 Jul 2010, 18:18 |
აგორდა, ისევ აგორდა, აბობოქრდა და კვლავ ჩაწყნარდა? ლოგო არ მომწონს ამათი, მაგრამ პრინციპი მომწონს - კიდევ დააგდეთ ფასები და თქვენი ფანი ვარ სამუდამოდ |
Posted by: skeptik 21 Jul 2010, 18:31 |
ნუ ახლა ზოგადად საყოფაცხოვრებო ტექნიკის ფანი რამდენად შეიძლება იყო არ ვიცი მწარმოებლის ხო, უდაოდ. სადღაც წავიკითხე, ოღონდ ის ჰარლეი დევიდსონზე იყო, ვიღაც რეკლამის გურუ ეკითხება თავის კლიენტს - შენ შენს კომპანიას ბრენდს უწოდებო? იმან - კიო! ვინმე იკეთებს შენი კომპანიის ლოგოტიპის ტატუსო? ამან - არაო! ხოდა შენგან განსხვავებით ჰარლეი დევიდსონი ოცნებას ყიდის და მის ტატუს იკეთებენ ფანები და შენ კიდებ უბრალოდ ვაჭარი ანუ ბარიგა ხარო! |
Posted by: ghjm 22 Jul 2010, 02:01 |
აუ ძალიან გთხოვთ ვინც ნამყოფია ტექნობუმში სარეცხი მანქანის ფასი მაინტერესებს წინასწარ დიდი მადლობა. |
Posted by: bigmisha 22 Jul 2010, 10:20 | ||
ghjm
სარეცხი მანქანა 1 ჭიქა სემიჩკა ხომ არაა რომ რაღაც სტანდარტული ფასი ქონდეს ან ბრენდი დაწერე რომ გიპასუხონ, ან რა ზომის გინდა. სარეცხი მანქანის ფასები დღეს ბაზარდე მიდეა რომ აცხადებს რეკლამაში, მგონი 500 ლარიდა იწყება და Bosch & Siemens, & Whirpool აქვს ყველაზე ძვირიანები და ხარიახიანი. |
Posted by: g_o_g_i_n_a 22 Jul 2010, 20:43 | ||
რავიცი მე ერთ სახლში ელიტ ელექტრონიქსში ნაყიდი კონდენციონერი მაქ მეორეში ბუმში ნაყიდი 120 ლარით იაფი დამიჯდა ბუმში და განსხვავება არაა ესეიგი უბრალოდ დაბალი ფასებია ხარისხი იგივეა |
Posted by: ghjm 22 Jul 2010, 21:04 | ||
ძალიან ბევრი ბრენდი არსებობს ეგ მეც ვიცი შენგან არ მესწავლება! მაგრამ ბუმში რა ბრენდები აქვთ არ ვიცი ამიტომაც ვიკითხე და რა ღირს. მემგონი გასაგებად ვწერ! მე ვიკითხე მხოლოდ და მხოლოდ რა ფასებში აქვთ სარეცხი მანქანა სტანდარტული 5კგ. კიდევ ერთხელ თუ ვინმე ხართ კომპეტენტური გამცეთ პასუხი ამ უბრალო კითხვაზე
|
Posted by: fiamifero 23 Jul 2010, 12:39 |
ghjm რო დარეკო და იკითხო არა? თვითონ უფრო ზუსტად ეცოდინებათ 43 0102 - რეკლამაში ამ ნომერს აცხადებენ |
Posted by: ghjm 23 Jul 2010, 22:07 |
fiamifero დიდიხანია დარეკილი მქონდა უბრალოდ პასუხმა არ დამაკმაყოფილა და იმიტომ ვიკითხე. ყველას დიდი მადლობა პასუხისთვის |
Posted by: Chaosphere 24 Jul 2010, 10:34 |
რომელ საათამდე მუშაობენ ხომ არ იცით ? |
Posted by: _R_ 26 Jul 2010, 15:13 | ||
გააჩნია რომელი ფილიალი, ვაჟა 7-8მდე მუშაობს |
Posted by: Bellis 28 Jul 2010, 11:27 |
tuchka84 ბოდიში რო გვიან გწერ 1500 ლარამდე * * * [QUOTE]alf1-Fix დიდი მადლობა ალბად PС ზე შევჩერდები |
Posted by: aladini 28 Jul 2010, 12:06 |
LჩD ტელევიზორის ყიდვა მინდა 42-47 ზომის, ახალი თაობის, ფლეშკებით და ამბებით და სად ჯობია ყიდვა, ხომ ვერ მეტყვით? |
Posted by: electri_chka 28 Jul 2010, 12:43 | ||
10საათიდან 21 საათამდე |
Posted by: giorgigigani 28 Jul 2010, 20:48 |
კაია ბუმი კაიაა იმედია ელიტზე უკეთესი გახდება ცოტა ხანში |
Posted by: electri_chka 3 Aug 2010, 11:04 | ||
ამოვიდა თმა ზევით
|
Posted by: Tornike Liparteliani 3 Aug 2010, 17:36 |
აუ დიდ დიღომში ვიყავი ამასწინათ, კონდიციონერებით სავსე მაღაზიაში ხალხი ცუდად ხდებოდა ისე ცხელოდა.. გამოვვარდით სასტავი |
Posted by: g_o_g_i_n_a 4 Aug 2010, 00:13 | ||||
იტყუები სასტიკად
მაგის სათქმელად დარეგისტრირდი ხო ბედკრულო საქართველოვ |
Posted by: skarpionka 4 Aug 2010, 00:53 | ||||
hendri
სრულიად გეთანხმები ერთი რაც ნამდვილად ვიცი ანზორიმ დიდი წვალებით და დიდი შრომით მიაღწია ამ ყველაფერს და წარმატებას ვუსურვებ იქნებ ახლა მაინც შემოიკრიბოს გარშემო ნორმალუარად მოაზროვნე და ერთგული ხალხი რომელიც მართლა ფირმისთვის იმუშავებს და არა საკუთარი ჯიბისთვის. mdogvi
მაგ დროს მარტო ანზორი არ გაწეწეს ყველა ბიზნესმენს შეატანინეს ფული ბიუჯეტში და ანზორიმ ბოლოს უარი რომ თქვა სწორედ მაგიტომ წაართვეს ბიზნესი და მარტო მაგიტომ არ დაიქცნენ ქოქოლაძეები მეტისმეტად კარგად შერჩეული კადრები რომ ჰყავდათ სწორედ მაგათ დააქციეს. ზემოთ არის მოხსენიებული როგორიც და რაც შეეხება ფასებს ცდილობს რომ ცოტა დარჩეს მოგება და კლიენტურა მიიზიდოს რასაც ადრე არ აკეთებდა, ერჩივნა საწყობში ყოფილიყო და უფრო ძვირად გაეყიდა და ამასაც მისი შერჩეული კადრი აკეთებდა სხვათაშორის იმიტომაც დაადო მერე სამსუნგ თვითღირებულების ფასი ვალი რომ ვერ გადაიხადა სამსუნგის. იმედია გაქაჩავს |
Posted by: Tornike Liparteliani 4 Aug 2010, 11:10 |
იტყუები სასტიკად რას ვიტყუები - არ მკიდია ტექნობუმი თავის ქოქოლაძიანად? ტელევიზორის ყიდვა მინდოდა და 5 წუთზე მეტი ვერ გავძელი.. მოიკითხე კარგად რამდნეი ხანი არ ჰქონდატ ვენტილაცია |
Posted by: zuziko 4 Aug 2010, 14:17 |
ანზორ ქოქოლაძე დააკავეს, ეხლა იყო იმედზე |
Posted by: hendri 4 Aug 2010, 14:37 |
ხო... სამწუხაროდ ასეა .... http://new.interpressnews.ge/ge/samartali/141829-finanstha-saministros-sagamodziebo-samsakhurma-qelit-eleqtroniqsisq-yofili-mmarthveli-anzor-qoqoladze-daakava.html |
Posted by: skeptik 5 Aug 2010, 07:06 |
სხვანაირად ვერ მოუყომარეს? ისევ ფინანსური შეუშვეს, თან თიბისი ამბობს ჩვენ რა შუაში ვართო შე დალოცვილო, აბა მე ანზორისთან რა საქმე მაქვს იზუზუნა იზუზუნა ანზორიმ, ვერაფერი მოუხერხა თიბისიმ, თან ხედავს, რომ არ ჩერდება ეს კაცი, მაინც დავუბრუნებო და რა უნდა ექნა საწყალ თიბისის. |
Posted by: Chapa 5 Aug 2010, 13:45 | ||
სპასენიე უტოპაიუშევა დელო რუკ სამავო უტოპაიუშევაოოოო. აწი გააკეთებინებენ აღიარებით ჩვენებას (აბა ციხეში ხომ არ წავა), მერე გაატელევიზორებენ და მერე ტექნო ბუმსაც გადაწვდებიან. რაღაც ძალიან ხშირად ისმის ამ ახალი კომპანიის სახელი. |
Posted by: skeptik 5 Aug 2010, 19:43 |
ჯიეჩენი აცხადებს, რომ უარი თქვა ქოქოლაძემ სასამართლოზე დასწრებაზე ვაი პროტესტს უცხადებს თუ უნდობლობას? თუ იგივეა |
Posted by: bigmisha 12 Aug 2010, 09:31 | ||||
skeptik
და მერე მაგით რას მიაღწევს. თუ უდანაშაულოა გამოუშვებენ თუ დამნაშავეა კი ჩასვავენ. ცოტნე გამსახურდია 1 თვე შიმშილობდა, მარა გამოუშვა ვინმემ გარეთ?
რაღაც მეც ეგრე მგონია. ან მის დასაც დაიჭერენ. |
Posted by: qusha84 12 Aug 2010, 13:41 | ||
შენ თუ კომფორტის გამო დადიხარ მოლებში ჯობია სხვაგან ეძებო ... რისთვისაც შეიძლება შეხვიდე ბუმში ყველაფერი აქვთ საწყის ეტაპზე,აცადეთ ჯერ ხომ 2 თვის კომპანიაა...ქართველები ხომ კრიტიკისთვის ვართ დაბადებულები და ისიც ვინ უნდა ვაკრიტიკოთ თუ არა ჩვენიანი!! რაც ქოქლაძეს სიკეთე უკეთებია იმას ალბათ მთელი ნაც ხროვა ვერ გააკეთებს თავისი არსებობის მანძილზე ეს კაცი დასაჭერი არაა პირიქით ხელისშეწყობა ჭიდება მაგრაამ მავანს აღარ უნდა და რა ვქნათ .... * * * ელიტს მაგარი ეშინია იმის მერე რაც ბუმი ბაზარზე გამოჩნდა...იმიტომ რომ საკმაოდ კარგი საფასო პოლიტიკა აქვთ სხვებთან შედარებით...გუნდიც გამოცდილია ამ საქმეში და წარმატებებიც მალე ექნებათ ...თუ ვინმემ ხელოვნურად არ შეაფერხა რა თქმა უნდა რისი აშკარა მცდელობებიც არის უკვე(თუნდაც ანზორ ქოქოლაძის დაკავება) |
Posted by: Techno 12 Aug 2010, 16:47 |
skeptik ძველ პოსტზე გპასუხობ, ამ მაღაზიის შაბათ-კვირას მუშაობასთან დაკავშირებით. პირველ რიგში გეტყვი რომ მე არც ერთი მხარე არ ვარ, ანუ ამ ბიზნესთან არაფერი მაკავშირებს და საერთოდ არანაირი ბიზნესით არ ვარ დაკავებული. ასე რომ შავი და "ჭრელი" პრ-ს აგორება და მსგავსი სლეობები მაგრად მკიდია. და თუნდაც იმიტომ არ დავიწყებ მაგას რომ მოტივაცია მაგ ქმედებაში მაქვს ნოლი. მეორეს მხირვ არ მკიდია მომსახურება და კომპანიიების მხირდან ხალხის კმაყოფილებაზე ზრუნვის დონე, რადგან ეს პირადად მე და ჩემს ახლობლებს ეხება. შაბათ-კვირის არ მუშაობასთან დაკავშირებით კი საკუთარი გამოცდილებიდან დავწერე, როცა იმ პერიოდის (რაც პოსტში მაქვს მითითებული) ერთ-ერთ შაბათს თვითონ მივედი ვაჟა-ფშაველაზე მდებარე მაღაზიაში და დაკეტილი იყო. თუ ეს ერთჯერად ხასიათს ატარებდა რაიმე მინიშნება ხომ იქნებოდა კარებზე, ტიპა "აღწერა", "დროებით დაკეტილია", "სანიტარული დღე" ან "იდიტე ნა **** " ? :-) თუმცა მსგავსი არაფერი არ იყო და ჩვეულებრივად "მუშა-დაკეტილად" იყო მაღაზია. მეტიც, მაშინვე დავრეკე 08-ში და იგივე ქსელის სხვა მაღაზიის ტელეფონი მოვითხოვე და თან ვიკითხე "თუ გაქვთ ინფორმაცია ამ ქსელის მაღაზიების მუშაობის გრაფიკის შესახებ?", მათ მითხრეს რომ "კი აქვთ" და რომ "შაბათ-კვირას ეს ქსელი ისვენებს". ეს არის და ეს. ზემოთ აღნიშნული კი ჩავთვალე საკმარის ინფორმაციად რომ დამეპოსტა ის რაც დავპოსტე. მგონი სრულად გავაქარწყლე შენი მოსაზრება ჩემი ვითომდა მიზანმიმართული შავი პს-ს შესახებ. :-) დღევანდელი მდგომარეობით კი რა ვთქვა, იმის მერე მაგ მაღაზიაში აღარ ვყოფილვარ. დღეს თუ მუშაობენ შაბათ-კვირას ესე იგი გამოუსწორებიათ სერვისი და ღმერთმა შეარგოთ. :-) ერთი კი ფაქტია, რომ იმ რომელიღაც შაბათს ჩემი სახით როგორც მინიმუმ 1 რეალური მყიდველი დაკარგეს. |
Posted by: skeptik 13 Aug 2010, 18:08 |
Techno მეც გპასუხობ იმ დღეს დავრეკე ზუსტად ტექნოში და ვიკითხე კაკ რაზ ეგ - რომელ დღეს და რომელ საათებში მუშაობდნენ, რადგან ჩემი ძმაკაცის დაბდღეზე მინდოდა ფილიპსის ელექტროსაპარსის ყიდვა და მითხრეს - ყოლვე დღე ვმუშაობთო ახლა რა ვქნათ, ტეხნო? გავაჯაზოთ? ) |
Posted by: qusha84 13 Aug 2010, 19:07 |
არასებოობს მასეთი რაღაც თუ ფორსმაჟორი არ იქნა ყოველდღე მუშაობს ქსელი!!! გამორიცხულია რომ როდისმე უმიზეზოდ დაკეტონ მაღაზია |
Posted by: Techno 16 Aug 2010, 17:47 | ||
skeptik
"ვსეგდა გატოვ"! |
Posted by: ASUS-TEK 16 Aug 2010, 18:06 | ||
დღეს უკვე ტექნოლოგია ისე მიდის წინ რომ 10 15 წელიწადში დღეს რასაც იყიდი მერე შეიძლება ზაპარაჟეცი რომ მერსედესს შეადარო მასეთი სხვაობა იყოს |
Posted by: corbin 20 Aug 2010, 02:02 |
რა უბედურებაა ეს კორპორატიული გამოხტომები - ვითომ ნეიტრალური მყიდველის პოზიციიდან მშობლიური კომპანიის ქება დიდება. ნაგავი რაც არ უნდა აქო კანფეტი გახდება? და საერთოდ ყველა(ყველა!!!) კომპანია მოგებაზეა ორიენტირებული (ქველმოქმედება გვერდით ოთახში მოიკითხეთ პირაპირ და ცოტა მარჯვნივ)კომპანიის მმართველი გუნდის კომპეტენტურობაზეა დამოკიდებული რამდენად მარჯვედ მოერგებია არსებულ ბიზნესკონიუნქტურას- პოტენციურმა მყიდველმა კი ცოტა თავი გააქანოს და მარტო დაბალ ფასს ნუ გამოეკიდება(როგორც მე დამემართა) არამედ ხარისხი და საგარანტიო მომსახურებაც გაითვალისწინოს. ისე კომპანიების მიერ დაბალ ფასებზე ყურადღების კონცეტრირება ჩვენნაირი ღარიბი(ეეჰ) ქვეყნის ხვედრია. პ.ს. როგორც ადამიანი ქოქოლაძე მეცოდება მაგრამ დიდ ბიზნესში(ისევე როგორც პოლიტიკაში) სუფთა ხელებით ვერ ხვდებიან. იმჰო |
Posted by: lukbeson 17 Jan 2011, 14:15 |
ტექნო ბუმი იტყუება და მომხმარებელი შეყავს ძალიან დიდ შეცდომაში შესაბამისად ყველამ უნდა იცოდეს რომ ის ათასობით ლარი გადაყრილი რეკლამაში არის ხალხის მოსატყუებლად მიმართული აქცია და მეტი არაფერი. პარასკევს ვიყავი მისული ტექნო ბუმის ერთ-ერთ მაღაზიაში და მომეწონა ფოტო აპარატი NIKON L110 რომლის ფასიც მაგალითად MY MOBILE.GE ზე არის 550 ლარი ხოლო სხვა მაღაზიებში 520 ლარი. როდესაც ფასი გავიგე კონსულტანტს ვკითხე თუ რატომ არის ამხელა სხვაობა და დამიბრუნებდნენ თუ არა სხვაობას, რომელიც საკმაოდ დიდია მათი ფასია 645 ლარი და ისიც კომპლექტში მარტო USB კაბელი მოყვება მეტი არაფერი მაშინ როდესაც სხვა მაღაზიებში გათვალისწინებულია როგორც ელემენტები ასევე ბარათი. ერთი სიტყვით კონსულტანტმა დიდი ხნის გაწითლებულ მდგომარეობაში ფიქრის შემდეგ განმიცხადა რომ დარეკავდა და გაარკვევდა, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი მეუბნება, რომ მაღალ ფასად აქვთ შემოტანილი და ვერ დამიბრუნებდენ სხვაობას. ასე რომ დასკვნა ასეთია, ტექნო ბუმი იტყუება |
Posted by: Domaci 1 Aug 2011, 09:20 |
კონდენციონერი სად იყიდება იაფად 500 ლარის ფარგლებში |
Posted by: dia-lion 29 Sep 2011, 17:34 |
გორში, ტექნო ბუმში, კონსულტანტების ნაწილი აზრზე არაა რას ყიდის!... აგეტირება ისეთ კონსულტაციას გიწევენ მომსახურების ძალიან დაბალი დონეა... ცოტა რომ გადაამზადოთ, დაატრენინგოთ ურიგო არ იქნებოდა. |
Posted by: @Giorgi@ 29 Sep 2011, 21:53 |
ფასები კიდობანზე დაბალია თუ არა ? |
Posted by: poker 2 Feb 2012, 10:46 |
გამარჯობათ ადრე იყო აქცია; ძველ სარეცხ მანქანას აბარებდი და ახალზე ფასდაკლებას გიკეთებდნენ და ხომ არ არის კიდევ ტექნო ბუმშI ან კიდევ სადმე? |
Posted by: source 30 Apr 2014, 13:58 |
მესიჯი მომივიდა 50% ფასდაკლება გვაქვსო ცხელი ხაზის ნომერი დაკავებულია ლეპტოპებზე ექნებათ ფასდაკლება? |
Posted by: n_o 30 Apr 2014, 14:57 |
source პლანშეტებზე ქონდათ ამას წინათ და საყოფაცხოვრებო ტექნიკაზე, გადასარევ ფასად შევიძინეთ გაზქურა, მაშინაც საღამოს იყო აქცია |