#47594046 · 18 Apr 2016, 14:56 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნუგზარ გათენაძე თვითნასწავლი მხატვარი იყო.ის 1962 წლის 15 აპრილს დაიბადა ქალაქ თბილისში. ბედისწერამ მწარე ხვედრი არგუნა ხელოვანს.ჯერ კიდევ ბავშვობაში დაეკარგა მოძრაობის უნარი და სრულიად ახალგაზრდა 36 წლის ასაკში გარდაიცვალა. ხატავდა ზეთში, იტაცებდა ხეზე წვა,გრაფიკა. შემოქმედების უდიდეს ნაწილს მოიცავს სიურეალიზმი. 1991 წლის 16 აპრილს,ქარვასლაში ნუგზარის პერსონალური გამოფენა მოეწყო და მიიღეს საქართველოს სამხატვრო აკადემიის წევრად. ოჯახი.
|