თბილისში არ გამიგია არსად.
ისე, ლობსტერის დედა ვატირე.
2015-ში ბოსტონში ვიყავი და მეთქი ლობსტერი უნდა გავსინჯო.
სიმბოლოა მასაჩუსეტსის, შტატის ლოგოზეც ლობსტერი ახატიათ.
ხო და დავგუგლე კარგი ლობსტერი სადაც იყო და წავედი.
35$ ღირდა (მაშინ კიდე მყარად იყო ლარი
2.4 იყო კურსი
), მაგრამ არც დავფიქრებულვარ, გემრიელ სადილში გადავიხდი მეთქი.
ხო და შევუკვეთე და იმხელა რაღაც მოიტანეს, მეთქი რა შეჭამს ამას.
და ვუტრიალებ, არ ვიცი საიდან დავიწყო და მიმტანი გოგო მოდის ჩაქუჩით და თხილის სამტვრევით
და გარჩევა იცი თუ გაგირჩიოო.
და გამირჩიე მეთქი და დაიწყო გარჩევა და თითის ხელა ორი ჩხირი გამოიყვანა, პლასტმასის კრაბები რო იყიდება სალათისთვის, მაგ ზომის.
ორი ლუკმა იყო, მაგრამ გავიხანგრძლივო სიამოვნება მეთქი და ოთხ ლუკმად შევჭამე, მაგრამ მაინც ვერ ჩავატანე გემო
This post has been edited by Frankens†ein on 20 Oct 2019, 12:49
Mens sana in corpore sano...