forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (395) « პირველი ... 393 394 [395]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
GHOST91
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 50
წევრი No.: 250828
რეგისტრ.: 28-May 19

გამოგზავნილია: 16 Jun 2019, 23:31  #54818638      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Dr.Feelgood @ 16 Jun 2019, 16:57 )
Правовед
სასამართლო პროცესის შემთხვევაში ითვლება თუ არა თანხის გადაცემის 100%-იან და უტყუარ მტკიცებულებად საბანკო გადარიცხვის ქვითარი?

კითხვა ეხება უძრავი ქონების შეძენას საბანკო გადარიცხვით.

უძრავი ქონების გამყიდველი და თანხის მიმღები თუ ერთიდაიგივე პირია მაშინ კი. თუ გამყიდველი სხვა პირი და თანხი მიმღები სხვა და ეს ხელშეკრულებაში დაფიქსირებული არ ყოფილა , მაშინ ყოფილ გამყიდველს შეუძლია მოითხოვოს თქვენგან თანხის გადახდა, ხოლო იმ პირს ვისაც ჩაურიცხეთ ( არამესაკუთრეს) შეგიძლიათ მოთხოვოთ თანხის დაბრუნება.

ესაა ზოგადი პასუხი. თუ კონკრეტულ სიტუაციას მოიყვანთ მეტი კონკრეტული პასუხი გვექნება


--------------------
ვაი დამარცხებულთ!
Dr.Feelgood
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 11
წევრი No.: 249003
რეგისტრ.: 27-February 19

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 00:15  #54818875      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
გმადლობთ ამომწურავი პასუხისთვის
QUOTE
მსგავს "ზოგად და ნეიტრალურ" კითხვებზე, კაზუსების არასრულ, ბუნდოვან კონსტრუქციებს პასუხს არ ვცემ.

ზოგადი სახე აქვს ჩემს კითხვას იმიტომ, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა, ეს უბრალოდ პრევენციაა.
მოდით სხვაგვარადაც დავსვათ კითხვა:
რომელ ვარიანტს აქვს მტკიცებულების უფრო მაღალი ხარისხი, საბანკო გადარიცხვას თუ თანხის ნოტარიუსის თანდასწრებით გადაცემას? თქვენ რომ მყიდველი იყოთ რომელ ვარიანტს აირჩევდით? იქნებ სხვა ვარიანტებიც არსებობს?

და ბოლოს გთხოვთ დამიდასტუროთ: ქონება საკუთრებაში გადაცემულად ითვლება იმ მომენტიდან როდესაც ნასყიდობა დაფიქსირდება საჯარო რეესტრში და არა ნასყიდობის ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელმოწერის მომენტიდან, ხომ ასეა?

GHOST91
QUOTE
უძრავი ქონების გამყიდველი და თანხის მიმღები თუ ერთიდაიგივე პირია მაშინ კი

დიახ, სწორედ ეს მქონდა მხედველობაში და პლუს ნასყიდობაში დაფიქსირებული ანგარიშის ნომერი რომელზედაც უნდა ჩაირიცხოს თანხა.
გმადლობთ


This post has been edited by Dr.Feelgood on 17 Jun 2019, 00:27


--------------------
She Does It Right
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1259
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 17 Jun 2019, 00:45  #54819022      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dr.Feelgood
QUOTE
მტკიცებულების უფრო მაღალი ხარისხი
არ არსებობს - თვით მტკიცებულება არსებობს ან არ არსებობს. აბსოლუტურად რაიმე პრაქტიკული მნიშვნელობა ნოტარიუსის "მონაწილეობას" არა აქვს - მთავარია მყიდველმა დაადასტუროს წერილობითი აქტით (ხელისმოწერით), რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა მიიღო.
ამ აქტზე ხელისმოწერას თუ ნოტარიუსი დაამოწმებს, ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს შედავების შანსს. მე რომ მყიდველი ვიყო, ავიჩევდი იმ ვარიანტს რომელიც მაწყობს - ნაღდი ფული მაქვს ჯიბეში - ნარდს გადავუხდიდი და ხელწერილს გამოვართმევდი, საბანკო ანგარიშზე მაქვს მობილიზირებული თანხა - გადავურიცხავდი. თანაც აქ უკვე, ელემენტარული ზრდილობისა და შეთანხმების საკითხიცაა, თვით გამყიდველს რა ურჩევნია და გაჯორებაში რაიმე დიდ აზრს ვერ ვაქსოვ.

გადაცემულად როდის ითვლება, ამ პასუხისათვის აუცილებელია ჩაწვდეთ თვით საკუთრების ცნებას - რომელიც მოიცავს სამ შემადგენელ ნაწილს - ფლობას, გამოყენებას და განკარგვას(!). ესე იგი, საკუთრების რეალური უფლების წარმოშობა (განკარგვის უფლებისაც) დასრულდება მხოლოდ რეგისტრაციის შემდგომ. უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების მოპოვებისა და ფიქსაციის უპირობო გზა მისი საჯარო რეესტრში რეგისტრაციაა და ამ უფლების ნამდვილობაც რეესტრის მონაცემებით დგინდება. სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლის შესაბამისად, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და შემძენზე ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. ამავე კოდექსის 311-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. 311-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული გარიგებები ძალაში შედის ამ გარიგებებით განსაზღვრული უფლებების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან.

This post has been edited by Правовед on 17 Jun 2019, 00:53
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (395) « პირველი ... 393 394 [395]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1194 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]