მე მქონდა მსგავსი სიტუაცია და Group call - ი იყო, ერთი სენიორი გვისმენდა მარტო (ხანდახან შეეკითხებოდნენ რამის კითხვა ხომ არ უნდოდა), ერთი პროგრამისტი ტექნიკურ კითხვებს მისვამდა და ტექნიკური საკითხების მოთავების შემდეგ კი HR-თან.
პირველი საკითხი ალგორითმები იყო.
სკაიპში ჩამიგდეს ამოცანები (screen share ჩართული იყო და google-ს გამოყენება არ შეიძლებოდა
) და მომცეს გარკვეული დრო მათ სპეციალურ ონლაინ სერვისში ამ ამოცანების გადასაწყვეტი კოდის დასაწერად.
კოდის წერა ალგორითმების გარდა არ მოუთხოვიათ არაფრისთვის.
შემდეგ ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების პრინციპები - მემკვიდრეობითობა, ენკაფსულაცია, პოლიმორფიზმი.
შემდეგ მონაცემთა სტრუქტურებზე გადავიდნენ, მაგალითად LinkedList და ArrayList რა იყო განსხვავება და რომელი რომელ შემთხვევაში იყო უკეთესი.
HTTP request-response - header-ებში რა არისო ეგაც აინტერესებდათ, რომელი status code რას ნიშნავსო კიდე..
სოკეტებზეც გადავიდნენ მერე..
მერე sql-ზე გადავიდნენ ძირითად რაღაცეებზე დასვეს კითხვა (მაგალითად left join რა არის ...)
და კიდე ბევრი კითხვა დასვეს, აღარ მახსოვს ეხლა..
გეგმა ჰქონდათ ჩამოწერილი და ყოველი კითხვის მერე ხაზავდა რაღაცეებს ინიშნავდა ტიპი და შემდეგზე გადადიოდა.
HR:
თუ უნივერსიტეტში სწავლობ, გრაფიკი როგორი გაქვს და რამდენად თავისუფალი ხარ შეგეკითხებიან..
ანაზღაურებაზეც უნდა გქონდეს პასუხი..
აინტერესებთ ასევე სპეციალობასთან დაკავშირებულ event - ებში თუ მიგიღია მონაწილეობა და თუ კი რა და როგორ...
უნივერსიტეტში რითი გამოიჩინე თავი...
ჯარში აპირებ წასვლას თუ არა...
სწავლის გაგრძელებას აპირებ თუ არა და რა მიმართულებით..
რატომ გადაწყვიტე პროგრამისტობა, რატომ მოგწონს...
და ა.შ