ლომი- ყურადღება იქეთ აქვს გადატანილი საითაც ჟურნალისტი და ოპერატორია, სასწრაფოდ თმები გადაივარცხნა, ჰალსტუხიც „გაირჭო“ და მომღიმარმა თავი ამოყო სკამის საზურგიდან, რომ ეგება ჟურნალისტებმა მიაქციონ ყურადღება და ინტერვიუ მასაც ჩამოართვან... ))
ქალწული- ანაბრების ახალ პროცენტს ანგარიშობს, თან წვენს წრუპავს... შესვენებისას ცხვირზე ჩამოწეული სათვალეებიდან დროდადრო გადახედავს სხვებს და ყველას რაღაც შენიშვნას და კორექტირებას აძლევს...
სასწორი- ჯერ არ დამჯდარა, ისევ დადის თვითმფრინავში თავისი ჩემოდნებით და ყოველ თავისუფალ ადგილზე კითხულობს, ეს ვისი ადგილია, ეს ვისი ადგილიაა? )) არადა ბილეთი აქვს, მარა რომელ ჩემოდანში აი ეგ კი აღარ ახსოოვსს...((
მორიელი- სულ უკანა სავარძელში ზის, ჰაკერულ პროგრამას წერს და ყოველ "ენთერზე" დაჭერის შემდეგ ბოროტულად ეღიმება.. თან კუთხეში ჩაკეცილ ახალ გერმანულ პორნოგრაფიულ ფილმს თვალყურს ადევნებს(არა, გარყვნილი სულაც არაა, უბრალოდ "ემოციურ დონეზე" მამენტ ავტომატურად მაგრად მუხტავს რაა..
)
მშვილდოსანი- ილუმინატორიდან იყურება ქვემოთ, ათვალიერებს ყველაფერს, იქ წეროების გუნდსაც დაუქნია ხელი, აღტკინებულია, იხედება მარცნივ ხედავს მოღუშული კირჩხიბი ზის, მასაც დაუქნია ხელი...
თხის რქა- ორი ნოუთბუქი უდევ წინ, ერთში ბირჟაზე აქციების ფასს უყურებს ონლაინში, მეორეში იაპონელ ბიზნესმენებთან ონლაინ ვიდეო კონფერენციაში მოლაპარაკებებს აწარმოებს და თავისი გეგმის პრაქტიკულობაში არწმუნებს...
მერწყული- კაციშვილმა არ იცის სადაა.. არადა კი ჩაჯდა თვითმფრინავში, მარაა, სადაა..?!
ცოტა არ იყოს შეშინებული და გაოცებულები უკვე ფერს კარგავენ, კაცი დაკარგეს და სად, თვითმფრინავშიი? რავარი საქმეა ა?..
ამ დროს მშვილდოსანს ილუმინატორში წეროების გვერდით ვიღაც "ეჩითება"
მშვილდოსნის გაოცებას საზღვარი არ აქვს, ერთხანს გაოგნებული უყურებს.., ბოლოს განწირული ყვირის: ვაიმე მიშველეეთ, კიარადა, უშველეეთ!!!
რა არ გჯერავთ? აბა ეს ნახეთ, მე-9 ადგილზე გასული...
პ.ს. "მერე იტყვიან იაღოველები არ დაფრინავენო"
თევზები- ეჰ, ზის, სლუკუნებს, გვერდით სელპაკის სვენი სხვირსახოცები ულაგია... არა, არ ვარდება თვითმფრინავი მარა, რომ ჩავარდეს? მერე სად მიდიხაარ?..
ან ის კაცი რომ დარჩეს ჰაერში და ვერ შემოიყვანონ ა?..
))