#61072710 · 9 Mar 2024, 12:42 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ქვების ცვენა
აღნიშნული ფენომენი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში არის დაფიქსირებული სხვადასხვა დროს, ავსტრალიაში, დიდ ბრიტანეთში, ზიმბაბვეში, ბუტანში და ა.შ. ბოლო წლებში საქართველოს ზოგიერთ სოფელშიც დაფიქსირდა მსგავსი მოვლენა. როგორც ჩანს, ადრეც ჰქონია ანალოგიურ შემთხვევბს ადგილი.
ქვემოთ მოყვანილია ამონარიდები კარაპეტ გრიგორიანცის წიგნიდან "ძველი თბილისის იშვიათი ამბები".
ღამღამობით ქვების ცვენა ამგვარი უცნაური საქმე ჯერაც გაუგებარი რჩება. ამისი ვერაფერი შეიტყეს. ჩემს სიცოცხლეში თბილისში სამჯერ, ესე იგი სამ უბანში მინახავს. პირველი იყო 1878 წელს ნორაშნის ქუჩაში ზაფხულის ჟამათ. რადგანაც სახლის ფანჯრები ღია იყო, საღამოთი, ახლად შებინდებისას, ისეთი ქვის სროლა ასტეხეს, რომ ზალაში დიდრონი სარკეებიც კი ჩალეწეს. ამ სახლზე ქვის სროლამ გასტანა 4 თვე, და მაინც ვერაფერი შეიტყეს. შიშის ზარ დაცემული მთელი სახლი მიატოვეს და გადავიდნენ, მაინც, ქვის სროლა ისევ გრძელდებოდა.
მეორე ამისავე მზგავსი ქვის სროლა დაიწყეს ქალაქის მეოთხე უბანში მოღნინის შესახვევში, სადაც სცხოვრობდა აბანოების იჯარადარი მდიდარი იოსება. ეს იყო 1892 წელს.
პოლიციის უფროს გენერალ მასტიცკი მობეზრდა ამ საქმის მქნელების დევნით და ყარაულების დაყენებით, მაგრამ მაინც ვერაფერი შეიტყო. ქვები მოდიოდა სწორეთ იმ ბალკონზე სადაც ის იჯარადარი ცხოვრობდა. ხან აგურებს ისროდნენ, ხარ ქვებს, ხან დიდრონ კარტოფილებს.
ამგვარივე ქვის სროლა იყო მთაწმინდის უბანში, და შეითან ბაზარში. ამის გვარი საქმეები მომხდარა კიდევ ერევნის გუბერნიაში ქალაქ ნახიჩევანში, სადაც შიშისაგან მთელი უბანი გადასახლებულა სხვა უბანში.
კუმისელი მოჩვენება ხომ გახსოვთ? ხოდა, კუმისის მერე ეს "მოჩვენება" თეთრიწყაროს მუნიცლიპალიტეტის სოფლებშიც გამოჩნდა, მარნეულის რაიონის სოფელ წერაქვში და მერე სოფელ ქურთლარში. ასევე, ქარელის რაიონის სოფელ ზღუდერში, ბოლნისის რაიონის სოფელ რატევანში, ზუგდიდში და ა.შ. და სადაც ეს "მოჩვენება" გამოჩნდა, ბევრგან ჰქონდა ქვების სროლას ადგილი.
ძალიან ბევრი შემთხვევა მოხდა რომ შემთხვევითობას მივაწეროთ მაგრამ რასთან გვაქვს საქმე არავინ იცის...
This post has been edited by ShaqroPapa on 9 Mar 2024, 12:43
|