თინეიჯერი რომ ვიყავი, ბიბერი იმ დროს ბავშვი იყო და სისულელეებს მღეროდა.
მაშინ როკს და მეტალს ვუსმენდით და ეს ტიპი სასაცილოდაც არ გვყოფნიდა.
ახალ ინტერვიუს წავაწყდი, სადაც ამბობს, რომ ადრეულმა პოპულარობამ ბევრ რამეზე ათქმევინა უარი, არასახარბიელო მდგომარეობაში ჩააგდო და ამის გამო წლობით დეპრესიაში იყო. როგორც ჩანს, მთლად კარგად არც ახლაა, თუ ამ ჩანაწერით ვიმსჯელებთ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ბილი აილიშსაც ქონდა მსგავსი პრობლემა. როგორც თვითონ ამბობს, მინდოდა უბრალოდ გარეთ გავსულიყავი, გამესეირნა და მეგობრებთან ერთად ვყოფილიყავი, რაც არ შემეძლო პოპულარობის გამოო. თუმცა, უმაგრესი ძმის და მშობლების წყალობით ბილი უფრო ადვილად გაუმკლავდა ამ პრობლემას.
ბიბერს არც ეგეთი და-ძმა ყოლია და ნამდვილი მამის გარეშე გაიზარდა, ასე რომ სტრესი წესით ბევრად დიდი იქნებოდა.
მაგრამ თემა არის არა ბიბერზე, არამედ ინტერვიუერზე.
ამ ინტერვიუერს ალბათ შეეძლო წიხლი დაეჭირა და ბოლომდე გაემძაფრებინა სიტუაცია, ისე, რომ წლების შემდეგაც ამ ინტერვიუზე ელაპარაკათ, ანუ ამითი თავისი პირადი ცნობადობა აეწია.
მაგრამ როგორ იქცევა, ქრონოლოგიურად მივუყვეთ
26:33 - ბიბერი რაღაც ემოციურს ამბობს, ცრემლს იწმენდს
26:40 - იბუზება
29:29 - ინტერვიუერი იღებს ბიბერის მდგომარეობას, ისიც იბუზება,
29:43 - დან ტონალობას იცვლის, მოდუნებული, მდგომარეობაში შესული ადამიანის ხმიდან გადადის ფხიზელი, ლაღი ადამიანის ტონალობაში. თან თითქოს იზმორება, ისეთ მოძრაობას აკეთებს რომ გარშემო ყველას აიძულებს ცოტა აზრზე მოვიდეს. და ბიბერიც თავისდაუნებურად (ან შეიძლება უკვე გააზრებულადაც) მას მიყვება და ისევ სწორდება, საზურგეს ეყუდება.
მოკლედ, მდგომარეობიდან ტექნიკურად გამოიყვანა. ყოჩაღ მაგ ინტერვიუერს. შთაბეჭდილება მოახდინა.
26:33-დან:
ხო, ბიბერს არც ახლა ვუსმენ და დიდად არ ვინტერესდები ამ ტიპით. უბრალოდ, აქედან პატარა მონაკვეთი ბილი აილიშს ქონდა გაზიარებული და ინტერვიუც ამის გამო ვნახე.
არც ისეთი ცუდი ტიპი ყოფილა, როგორიც მეგონა.
* * *