Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > განათლება > სწავლა გერმანიაში


Posted by: ge0rge 15 Feb 2005, 13:06
ინტერნეტში ვნახე მილიონო გზა და უნივერსიტეტი.
მაგრამ ცოცხალი კაცის მოყოლი მაინც ყველაფერს ჯობია. თუ არ გეზარებათ იქნებ მოგვიკვეთ მოკლედ იმ სირთულეებზე (ან პირიქით) რაც ახლავს გერმანულ უნი-ში ჩაბარებას.

Posted by: Barry 15 Feb 2005, 17:21
საინტერესოა მართლა, ვის გაქვთ გამოცდილება?

Posted by: devil 15 Feb 2005, 17:23
გერმანული თუ იცი დიდი პრობლემა არ არის. 1წელი გაგატარებენ დამატებით ენის კურსს ან ჩააბარებ ტესტს და პირდაპირ უნივეში მოგსვავენ tongue.gif მე ინგლისურენოვანში მინდა მარა იქ მაგარი მურტალი პონტია, გერმანულიც მაგრად უნდა იცოდე და 1 წელი ყველა ვარიანტში უნდა მოემზადო - მე კიდე ამდენი დრო არ მაქვს biggrin.gif ისე მაგარი ლაყე ტესტები აქვთ! არ გაუჭირდება ნორმალური გონების მქონე ადამიანს tongue.gif

Posted by: UncaS 15 Feb 2005, 17:35
მე ვცდილობ მაგისტრატურაზე წავიდე წელს... გერმანული ენის სერტიფიკატი აქ ავიღე... TestDaf ჩავაბარე და გერმანიიდანაც თანხმობა მივიღე!!! გამოცდა ძნელი საერთოდ არ არის, უბრალოდ სპეციფიურია და ოდნავ მაინც უნდა მოემზადო (გერმანულის ცოდნაზე არ არის აქ საუბარი)...

ერთადერთი პრობლემა რაც ეხლა შემექმნა ეს არის ინგლისური ენის სერთიფიკატი, რომელიც ასევე მომთხოვეს!!! საერთოდ ეხლა ბევრ გერმანულ უნიში ითხოვენ ინგლისურის ცოდნასაც... მოკლედ რამე კონკრეტულად თუ გაინტერესებს, რა არის კიდევ საჭირო დაწერე და ვეცდები გიპასუხო smile.gif

Posted by: ge0rge 15 Feb 2005, 17:59
me mainteresebs shemdegi ram:

Vinc chaabara bakalvrze Germaniashi:
1. vinmes tu shegitaniat sabutebi Studienkollege-shi, T-profilit. Iko tu ara shtudienkollegistvis sakmarisi qartuli sashualo skolis ganatleba, tu mogtxoves 1-2 kursis nichnebi/sagnebi da ase shemdeg.
2. Dagchirdat tu ara cerili/recomendacia dekanatidan/skolis direktorisgan an rame sxva ?

Vinc chaabara magistraturaze (me piradad mainteresebs teknikuri fakultetebi):
1. Iko tu ara sakmarisi qartuli Universitetis bakalavri (anu 4 celi chventan)?
2. 2. Dagchirdat tu ara cerili/recomendacia dekanatidan/lektoridan an rame sxva ?


* * *
QUOTE (devil @ 15 Feb 2005, 18:23 )
გერმანული თუ იცი დიდი პრობლემა არ არის. 1წელი გაგატარებენ დამატებით ენის კურსს ან ჩააბარებ ტესტს და პირდაპირ უნივეში მოგსვავენ tongue.gif მე ინგლისურენოვანში მინდა მარა იქ მაგარი მურტალი პონტია, გერმანულიც მაგრად უნდა იცოდე და 1 წელი ყველა ვარიანტში უნდა მოემზადო - მე კიდე ამდენი დრო არ მაქვს biggrin.gif ისე მაგარი ლაყე ტესტები აქვთ! არ გაუჭირდება ნორმალური გონების მქონე ადამიანს tongue.gif

TestDaf gulisxmob tu StudienKollegs ?

Posted by: UncaS 15 Feb 2005, 18:09
მაგისტრატურა - მოკლედ მე ევროპის სამართალზე ვაბარებ ეხლა... 1. საჭიროა - სკოლის ატესტატი, თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიუსთან. 2. უნივერსიტეტის დიპლომი, შესაბამისი განხრით.3. გერმანული ენის სერთიფიკატი (აქ ყველა უნივერსიტეტს თავისი კრიტერიუმები აქვთ). 3. ინგლისური ენის სერთიფიკატი (ამას ამ ბოლო დროს სულ მეტი გერმანული უნივერსიტეტი ითხოვს). 4. ბიოგრაფია.

როდესაც ჯერ კიდევ ვსწავლობდი მაშინაც გამიგზავნია და მაშინ მჭირდებოდა - 1. სკოლის ატესტატი, თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიუსთან. 2. ნიშნების ფურცელი უნივერსიტეტიდან (რათქმაუნდა თარგმნილი და დამოწმებული იქვე უნივერსიტეტში). 3. რეკომენდაციის 2 წერილი (ლექტორები/დეკანი). 4. და გერმანული ენის სერთიფიკატი.

Posted by: VENDETA 15 Feb 2005, 18:28
UncaS
DAAD-ის დაფინანსებით მიდიხარ, თუ შენით? რომელმა უნიმ მოგცა თანხმობა?
თანხმობა არ არის ძნელი "მოსაპოვებელი", მთავარია უნი შეარჩიო სწორად
როგორც ვიცი თბილისის საელჩოშია დიდი პრობლემები
ინგლისური ძირითადად მაგისტრატურაზეა საჭირო

Posted by: UncaS 15 Feb 2005, 21:29
მართალი ხარ, ინგლისური მაგისტრატურაზეა ხოლმე საჭირო... DAAD -ით არ მივდივარ, ჩემით ვცდილობ წავიდე!!! თანხმობა პრინციპში არ უნდა იყოს ძნელი მოსაპოვებელი, თუ დალაგებულად აუხსნი რატომ გინდა მაინცდამაინც მათ უნიში სწავლა და ა.შ.

***
მაგარი სიგნია smile.gif

Posted by: ge0rge 16 Feb 2005, 19:31
xalzo studienkolleg-shi vinmes uascavlia ? da saertod damoukideblad tsacula vinme ?
universitetis gacvlit programebs, grantebs da scolarshipebis gareshe, prosto tavisi pulit.

Posted by: UncaS 16 Feb 2005, 23:20
ეგრე მივდივარ მე smile.gif

და საერთო ასე ყველაზე იოლია წასვლა... ანუ არავიზე რომ არ ხარ დამოკიდებული!!! უბრალოდ გერმანელები მოგთხოვენ ბანკში ანგარიშს, როგორც არის ხოლმე...

Posted by: Barry 16 Feb 2005, 23:37
UncaS რომელი ტესტი ჩააბარე?

Posted by: საბუნია 16 Feb 2005, 23:47
VENDETA

მოიცა თუ ინგლისური ვიცი მარტო, და აგისტრატურაში ვარ ეხლა და მინდა სწავლის იქ გაგრძელება, გერმანიაში შესაძლებელია?

Posted by: UncaS 16 Feb 2005, 23:53
Barry
TestDaf...

საბუნია
შენ რა ფაკულტეტზე გინდა??? (გერმანული რაღაც დონეზე ალბათ მაინც უნდა იცოდე, შევამოწმებ ისე ერთი)

Posted by: საბუნია 16 Feb 2005, 23:59
UncaS

საერთაშორისო ურთიერთობები, ისტორიული, იურიდიული ან პოლიტოლოგია smile.gif

Posted by: VENDETA 17 Feb 2005, 11:55
საბუნია
კი, არსებობს მთლიანად ინგლისური სწავლება უნიში, ტოიფელს ითხოვენ მე მგონი, სწავლისთვის გერმანულის ცოდნა არ არის მაინც და მაინც აუცილებელია, თუ ინგლისურ სექტორზე დაჯექი biggrin.gif
* * *
ისე კი იურიდიული ინგლისურადაც DAAD-ს აქვს მე მგონი, წელს დაგვიანებულია, მაგრამ მომავალი წლიდან შეგიძლია სცადო smile.gif

UncaS
შენით წასვლას ყოველთვის სტიპენდიით წასვლა ჯობია, ბევრი მინახავს ფული რომ არ ქონდა და ჭურჭლის მრეცხავადაც ვერ იწყებდა მუშაობას

Posted by: Barry 17 Feb 2005, 12:20
საბუნია აი ეს ნახე

http://www.hochschulkompass.de/

Posted by: საბუნია 17 Feb 2005, 13:42
VENDETA
QUOTE
კი, არსებობს მთლიანად ინგლისური სწავლება უნიში, ტოიფელს ითხოვენ მე მგონი, სწავლისთვის გერმანულის ცოდნა არ არის მაინც და მაინც აუცილებელია, თუ ინგლისურ სექტორზე დაჯექი


აჰა გასაგებია smile.gif

ოღონდ უფასო პროგრამები არი?

Posted by: UncaS 17 Feb 2005, 14:14
საბუნია
Bremen IU - International Relations (Master) 4 Semesters

მიღების პირობები - Bachelor of Arts, completed application for graduate study form, proof of bachelor’s/master’s degree or its equivalent, transcript of undergraduate/graduate courses and grades, two letters of recommendation from faculty members, proof of proficiency in English, an essay, if available examples of scholarly work.

საიტი - http://www.iu-bremen.de

(მემგონი შენი პროფილია)

VENDETA

მე ჯერ არ მინახავს ადამიანი, ვისაც სტიპენდია აწყენდა... მაგრამ წასვლა ბევრად უფრო ადვილია შენით რომ აკეთებ ყველაფერს...

Posted by: საბუნია 17 Feb 2005, 14:18
http://www.iu-bremen.de


QUOTE

Bremen IU - International Relations (Master) 4 Semesters

მიღების პირობები - Bachelor of Arts, completed application for graduate study form, proof of bachelor’s/master’s degree or its equivalent, transcript of undergraduate/graduate courses and grades, two letters of recommendation from faculty members, proof of proficiency in English, an essay, if available examples of scholarly work.


აი ეს ინფო რომელ დირექტრიაში ვიპოვო მითხარი რა user.gif

Posted by: VENDETA 17 Feb 2005, 15:16
UncaS
ჩემით მაქვს დაწყებული სწავლა და სტიპენდიით დამთავრებული.
ასე რომ მშვენივრად ვიცი რომელიც ჯობია tongue.gif

Posted by: UncaS 17 Feb 2005, 17:29
საბუნია
აბა ეს ნახე - http://www.iu-bremen.de/cgi-bin/site_search.pl?SEARCH=master+of+International+Relations

VENDETA
ჰოდა, გცოდნია არა smile.gif

Posted by: sandr0 17 Feb 2005, 22:02
Uნკას ამ უნივერსტეტის ფასი ნახე smile.gif?

Posted by: UncaS 18 Feb 2005, 00:16
ფასიანია?

Posted by: sandr0 18 Feb 2005, 01:08
კი და 25 000 ევრო ღირს წელიწადში, კერძოა და ფასიანი. გერმანიის ყველაზე მაგარ უნივერსიტეტად ითვლება

Posted by: UncaS 18 Feb 2005, 02:12
მდაა... (ეგ აშკარად გამომრჩა) და სად წერია???

Posted by: sandr0 18 Feb 2005, 11:19
არა ეხლა ვნახე, ბაკალავრიატი ღირს 25 000 smile.gif მაგისტრატურა უფასოა (მგონი).

სორრი smile.gif

Posted by: საბუნია 18 Feb 2005, 11:26
sandr0

ეგ ალბათ იმატთვის ვინც ბაკალავრია იქ დახურა tongue.gif

Posted by: NATALLI 18 Feb 2005, 16:39
devil
კაი უნივერსიტეტიდან პრობლენმა არ გექნება მთავარია ერთწლიანი ვიზის მიღება ანუ სასწავლო ვიზის ეგ არის პრობლემური

Posted by: Magua 1 May 2005, 00:21
გერმანიაში MBA-თვის რომელ უნივერსიტეტს მირჩევთ?

Posted by: Natosha 1 May 2005, 14:46
მოკლედ ეგ ინფო მეც მაინტერესებს.. ჩვეულებრივ უმაღლესი განათლების მისაღებად იქ(ანუ იგულისხმება პირველივე კურსიდან) რა ტესტები უნდა ჩავაბარო აქ, იქ თუ უნდა ჩავაბარო მაპროფილებელი საგნები, რა საბუთები უნდა გავგზავნო იქ, როდის, და ა.შ.... სავარაუდოდ მინდა ან დრეზდენის ან ლიუბეკის უნივერში, სამედიცინო ფაკულტეტზე, თუ რაიმე ინფო გაქვთ მომაწოდეთ plz...
ხო და კიდევ რა არის საჭირო, აქ საელჩოში, სტუდენტური ვიზის მისაღებად.
VENDETA
QUOTE
DAAD-ის დაფინანსებით მიდიხარ, თუ შენით?

ეგ რომ მოვიპოვო რა არის საჭირო?

Posted by: ai: 1 May 2005, 14:55
QUOTE
ეგ რომ მოვიპოვო რა არის საჭირო?

92 09 26 DAAD Tbilisi

დარეგე და გაიგე, მაგრამ მაგათ სამედიცინოზე არ აქვთ დაფინანსება როგორც მახსოვს

Posted by: Natosha 1 May 2005, 15:03
ai:
QUOTE
მაგრამ მაგათ სამედიცინოზე არ აქვთ დაფინანსება როგორც მახსოვს

და რის მიხედვით განასხვავებენ ფაკულტეტებს?(გმადლობთ ნომრისთვის)

Posted by: ai: 1 May 2005, 15:06
QUOTE
და რის მიხედვით განასხვავებენ ფაკულტეტებს?(გმადლობთ ნომრისთვის)


მაგდენი არ ვიცი,

ზუსტად მახსოვს რომ არის ერთწლიანი დაფინანსება ეკონომისტებისათვის და გერმანისტებისათვის
ასევე საზაფხულო კურსები

მისამართსაც გეტყვი თუ გინდა 2-6-მდე არიან smile.gif

Posted by: SedoySedoy 1 May 2005, 16:02
Natosha
QUOTE
რა საბუთები უნდა გავგზავნო იქ, როდის, და ა.შ.... სავარაუდოდ მინდა ან დრეზდენის ან ლიუბეკის უნივერში, სამედიცინო ფაკულტეტზე, თუ რაიმე ინფო გაქვთ მომაწოდეთ plz...

მთავარია დაუსაბუთო რა სახსრებით იცხოვრებ იქ (სპონსორი, ანგარიშზე დიდი თანხები და ა.შ.).
არ არის ასე მარტივი წასვლის ამბავი, განსაკუთრებით სამედიცინოზე.

Posted by: humanoidi 1 May 2005, 16:23
ამ თემის ადგილი ჯენერალშია. smile.gif

Posted by: Magua 1 May 2005, 17:57
DAAD-ის მისამართიც მეც მაინტერესებს. აქ ბაკალავრიატს თუ დაამთავრებ, იქ მაგისტრატურაზე მიგიღებენ? ცხოვრების ხარჯებს მე თვითონ გადავიხდი. სწავლის გადასახადს რაც შეეხება, როგორც ვიცი ბევრ უნივერსიტეტში ან უფასოა, ან საკმაოდ იაფი, ყოველშემთხვევაში ამერიკასთან შედარებით. MBA-ზე სწავლის გაგრძელებისთვის რამეს თუ მირჩევთ, მადლობელი ვიქნები.

Posted by: utta 16 May 2005, 12:21
Natosha
თუ პირდაპირ ბაკალავრზე აპირებ ჩაბარებას, მაშინ დაგწირდება შემდეგი საბუთები:
1. ატესტატი ბიშნების ფურცლით (თარგმნილი და ნოტარიუსით დამოწმებული)
2. ცნობა სკოლიდან გერმანულ ენაში განვლილი საათების რაოდენობის შესახებ (თარგმნილი და ნოტარიუსით დამოწმებული)
3. ცნობა უნი-დან გერმანულ ენაში განვლილი საათების რაოდენობის შესახებ. ნუ დეკანატიდან გამოგაქვს ფურცელი (არ ვიცი რა ქვია) სადაც ყველა საგანია ჩამოტვლილი და მინიშნებულია საათების რაოდენობა. (თარგმნილი და ნოტარიუსით დამოწმებული)
4. ენობრივი კურსების სერთიფიკატი. (სოგგან ეს არაა სავალდებულო თუ სკოლასა და უნი-ში გავლილი გერმანულის საათების რაოდენობა საკმარისია. პირადად მე ამ სართიფიკატის გარეშე მივიღე მოწვევა.)
5. ( ეს უკვე აქ საელჩოში) დაფინანსების ცნობა. ეს გულისხმობს: 6000E სენს პირად ანგარიშზე ან გერმანელის დაფინანსება.
აი ესენი გჭირდება უნი-ში შესატანად. მაგრამ შემდეგი ეტაპი მოგეხსენებათ რომ გამოცდაა. მე არც სკოლაში მკონდა ნასწავლი გერმანული და არც ინსტიტუტში. 6 თვიანი ინტენსიური მომზადებითა და 5 თვიანი სტაჟით ვითავხედე და გამოცდაზე გავედი. რა თქმა უნდა ვერ ჩავაბარე, მაგრამ უკვე ვიცი, რამდენი მიკლია, რაზე გავაკეთო აქცენტები და ა.შ. მოკლედ მე არ ვიცი რა დონეზე იცის სკოლადამთავრებულმა ადამიანმა გერმანული, მაგრამ იქ საკმარისი არაა სალაპარაკო გერმანული ენის ცოდნა. სულ ცოტა გოეთეს mittelstufe-s მაინც მაგრად უნდა "ქაჩავდე". თუ გოეთეს oberdtufe-s სერთიფიკატს წარადგენ უგამოცდოდ ჩაირიცხები.
თუ დიპლომს წარადგენ, აგიღიარებენ საგნებს, მაგრამ სწავლის საფასურის გადახდა მოგიწევს--სულ ცოტა 600E სამესტრში.
კოლეჯშიც იგივე საბუთები უნდა შეიტანო ოღონდ 1 ან 2 კურსის სტუდენტი უნდა იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში არ მიიღებენ და გეთყვიან, რომ ეს საბუთები უნი-ში უნდა გაგზავნო.
სამედიცინოზე და იურიდიულზე ისე შენით ჩაბარება რთული კი არა ურთულესია. მხოლოდ სამედიცინო უნივერსიტეტს სცნობენ და გერმანულსაც მაგრად უნდა ფლობდე. სამედიცინოზე შემიძლია დაწვრილებით გაგიო.

Posted by: 3DZako 25 Jun 2005, 19:30
და კოლეჯის ატესტატი და ნიშნები არ წავა???
და თუ არ წავა სკოლის ატესტატის ყიდვა კიდე მოსული პონტია თუ იცით ვინმემ??

Posted by: KoShKa 25 Jun 2005, 22:26
ფინანსებზე და საბანკო საქმეზე ვსწავლობ და
რო დავამთავრებ
მინდა მაგისტრატურა გერმმანიაში გავიარო, ჩემი სპეციალობით
მაინტერესებს აქაური გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი თუ გადის იქ.
ინგლისურენოვანი ინსტიტუტები თუ არის კიდევ
რამე საიტები თუ იცით ამის შესახებ

Posted by: Prankster 25 Jun 2005, 22:30
KoShKa
QUOTE
მაინტერესებს აქაური გოეთეს ინსტიტუტის სერთიფიკატი თუ გადის იქ.

როგორც ვიცი თუ Oberstuffe გაქვს - შეიძლება სტიპენდიასაც გამოჰკრა ხელი...
ისე კი თუ ფული არ გაქვს რომ ცხოვრების ხარჯები გადაიხადო - ძალიან ცუდია... არც ღირს ფაქტიურად...

Posted by: 3DZako 26 Jun 2005, 23:28
მითხარით რა კოლეჯის დიპლომი გამოდგება თუ არა ძაან მჭირდება არავინ არ იცით???

Posted by: _R@uL_ 2 Jun 2007, 12:19
გაუმარჯოს ხალხო

ესე იგი მინდა გერმანიაში სწავლა....
ხოდა ძირითადი მოთხოვნები მაქვს ესეთი

სასწავლებელი უნდა იყოს ბერლინში
უნდა იყოს ინტერნაციონალური სკოლა
და აუცილებლად ინლგისურ ენოვანი

მითხრეს რომ რაღაც სკოლები არისო....კენედის სახელობისო და ა.შ.


და რავი იქნებ თქვენც იცოდეთ რაიმე ეგეთი სკოლა გერმანიაში

პ.ს. მე მინდა ჯერ სკოლა, და არა უნივესიტეტი....ანუ ეხლა მე გადავედი მეთერთმეტე კლასში....და მე-11 კლასი გერმანიაში რომ დავხურო..

Posted by: _R@uL_ 23 Jun 2007, 15:05
არა
? D

---------------------------

Posted by: s1990 23 Jun 2007, 15:59
_R@uL_
http://www.ibo.org/school/search/index.cfm?programmes=&country=DE®ion=&find_schools=Find

Posted by: GERMAN_MAN 28 Aug 2009, 09:41
გერმანიაში მსურს უმაღლესში სწავლის გაგრძელება, მაგრამ არ ვიცი როგორ ხდება საბუთების გაგზავნა, და სხვა პროცედურები... ვისაც შეხება გქონიათ გერმანიის უნივერსიტეტებთან გთხოვთ დამეხმაროთ. წინასწარ მადლობთ.....

Posted by: nordmann 28 Aug 2009, 12:47
DAAD-ს საიტზე პრაქტიკულად ამომწურავ ინფორმაციას ნახავ. თუ ე.წ. გერმანული სკოლა გაქვს დამთავრებული ან უმაღლესში ორი კურსი დახურული, მაშინ სტიპენდიის მიღების შანსიც კი გაქვს. შემიძლია თბილისის ფილიალის საიტის მისამართი მოგიძებნო, თუ არ იცი.

Posted by: gast 29 Aug 2009, 02:16
nordmann
სტიპენდიაო? რა თავად გერმანიაში სწავლას გადახდა არ უნდა? უფასო ხომ არ იქნება?

Posted by: nordmann 29 Aug 2009, 11:47
gast
yes.gif ძირითადად უფასოა, ან იმდენად მიზერულია გადასახადი, რომ სალაპარაკოდ არ ღირს (მაგ. 500 ევრო წელიწადში). მაგრამ ბლოკირებული ანგარიში კი უნდა გქონდეს, წელიწადში დაახლოებით 7000 ევრომდე, მაგრამ ამ თანხას შენი იქ ცხოვრებისთვის იყენებ.

Posted by: Natosha 29 Aug 2009, 13:32
gast
QUOTE
სტიპენდიაო? რა თავად გერმანიაში სწავლას გადახდა არ უნდა? უფასო ხომ არ იქნება?

ძალიან იაფია. საქართველოზე იაფიც კი(აქ გრანტი თუ ვერ აიღე). უბრალოდ Living expenses არის საკმაო რაოდენობის, რისთვისაც კარგია, თუ სტიპენდია გექნება.

Posted by: natonato88 29 Aug 2009, 13:58
QUOTE
ძირითადად უფასოა, ან იმდენად მიზერულია გადასახადი, რომ სალაპარაკოდ არ ღირს (მაგ. 500 ევრო წელიწადში). მაგრამ ბლოკირებული ანგარიში კი უნდა გქონდეს, წელიწადში დაახლოებით 7000 ევრომდე, მაგრამ ამ თანხას შენი იქ ცხოვრებისთვის იყენებ.

აუ რა მაგარია...ფასებიც ძაან კაია და თან არც კი შეედრება საქართველოს სწავლება გერმანიისას...
იცით რა მაინტერესებს წელს ჩავაბარე აქ ჯავახიშვილში და არ შემეძლება ვთქვათ მეორე კურსიდან გავაგრძელო იქ სწავლა?? user.gif

Posted by: nordmann 29 Aug 2009, 15:25
natonato88
პირველი კურსის შემდეგ მხოლოდ კოლეჯში შეგიძლია წასვლა. უნივერსიტეტში კი - მეორე კურსის დამთავრების შემდეგ. თუ DSD C1 გაქვს, პირველ კურსზეც შეგიძლია მონაწილეობა მიიღო სასტიპენდიო კონკურსში (წელიწადში ორჯერ ცხადდება), მაგრამ მხოლოდ კოლეჯში წასასვლელად. კოლეჯი ერთწლიანია, დამთავრებისას აბარებ ე.წ. "აღიარებით გამოცდას" და, თუ კარგად ჩააბარე, აგრძელებ უნივერსიტეტში სწავლას. DAAD-ს საიტზე ამომწურავად არის ყველაფერი განმარტებული. აი, ლინკიც

http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=51

p.s. გილოცავ ჩარიცხვას! თუ რამეს ვერ გაარკვევ, pm-ში მომწერე, სიამოვნებით გიპასუხებ. ჩემი შვილიც აპირებს გერმანიაში წასვლას და, შესაბამისად, საკმაოდ ინფორმირებული ვარ. იმანაც წელს ჩააბარა ჯავახიშვილში smile.gif

Posted by: natonato88 29 Aug 2009, 15:31
nordmann
დიდდი მადლობა smile.gif

* * *
nordmann
QUOTE
იმანაც წელს ჩააბარა ჯავახიშვილში

smile.gif და რომელ ფაკულტეტზეა?

Posted by: meegii 29 Aug 2009, 20:38
აუ მომავალ წელს მინდა მე წასვლა 3 თვით... მეც წელს ჩავაბარე და 1 კურსის დახურვის შემდეგ ზაფხულში რომ წავიდე შესაძლებელია..??/ მე როგორც გავიგე არის ენის შესასწავლი კურსები.. 3 და 6 თვიანი... თუ გაგიგიათ რამე იქნებ მითხრათ..?? sad.gif

Posted by: nordmann 29 Aug 2009, 21:15
meegii
http://www.daad.de/deutschland/deutsch-lernen/sommerkurse/00490.de.html

Posted by: meegii 29 Aug 2009, 21:35
nordmann


მადლოობ... :*

Posted by: nordmann 29 Aug 2009, 21:36
meegii
წარმატებები!............................................

Posted by: GERMAN_MAN 6 Sep 2009, 21:12
რამდენი გამოხმაურება ყოფილა. წასული ვიყავი. ყველას დიდი მადლობა. მაგრამ მე მაინტერესებს სკოლას რომ დავამთავრებ გერმანიაში სწავლის გაგრძელება .. ახლა აბიტურიენტი ვარ და გავიგე რომ იქ 13 წელია სწავლა და აქაური სკოლადამთავრებულები რომ მიდიან იქ ჯერ 1 წელი გერმანიაში სასწავლებელში სწავლობენ და 1 წლის შემდეგ ირიცხებიან უნივერსიტეტში. მხოლოდ არ ვიცი საბუთები სად და როგორ გავაგზავნო რა.......

Posted by: Mate_Bayer04 6 Sep 2009, 22:52
ამ თემის ავტორს მონდომებას მიველსამები



----------------------------

Posted by: Starsailor 7 Sep 2009, 16:34
freiburg-ის უნივერსიტეტში მინდა მაგისტრატურის გავლა.

რომ მივიდე დაად-ის ფილიალში , ჩვენთან, ყველაფერში გამარკვევენ? იმედია გვიან არღაა. მე-4 კურსზე ვარ

Posted by: CIBRUTA 7 Sep 2009, 22:30
გამარჯობა ყველას! მე ვსწავლობ იესემში, გერმანულენოვან ფაკულტეტზე. გერმანულს ვფლობ საკმაოდ კარგად. უკვე მეოთხე კურსზე გადავედი და ვფიკრობ გერმანიაშI წავიდე მაგისტრატურაზე. იქნებ იცოდეთ რამე ისეთი უნივერსიტეტი სადაც შესაძლებელია კარგი MBA ს გაკეთება. ან ის მაინც რო მითხრათ, სად ვეძებო. წინასწარ მადლობა ყველას.

Posted by: Natosha 8 Sep 2009, 00:30
CIBRUTA
http://www.daad.de/deutschland/studienangebote/alle-studiengaenge/06541.de.html


აი აქ მოძებნე )

Posted by: Cosmos 8 Feb 2010, 15:37
მაინტერესებს ბერლინში თუ არის რამე უნივერსიტეტში ინგლისურ ენაზე სწავლა.
ჩაბარებისთვის რა არის საჭირო და ა.შ.

Posted by: tamuna18 31 Jul 2010, 15:15
ე.ი ვარ მე-4 კურსზე და მინდა მაგისტრატურაზე ჩავაბარო გერმანიაში... და არ გინდათ რაიმე უნივერსიტეტი მირჩიოთ ან ლინკები მომცეთ? baby.gif baby.gif baby.gif 2kiss.gif 2kiss.gif 2kiss.gif

Posted by: XEL-777 31 Jul 2010, 15:18
QUOTE (tamuna18 @ 31 Jul 2010, 15:15 )
მაგისტრატურა გერმანიაში

რა იშოვეეეეეე bis.gif bis.gif bis.gif


ჩვენც გვითხარიი bis.gif bis.gif bis.gif

Posted by: tamuna18 31 Jul 2010, 17:38
QUOTE (XEL-777 @ 31 Jul 2010, 15:18 )
QUOTE (tamuna18 @ 31 Jul 2010, 15:15 )
მაგისტრატურა  გერმანიაში

რა იშოვეეეეეე bis.gif bis.gif bis.gif


ჩვენც გვითხარიი bis.gif bis.gif bis.gif

lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

იმედია ვისჰოვი

Posted by: evgena 1 Aug 2010, 02:01
სპეციალობა მაინც თქვი..................................

Posted by: XEL-777 1 Aug 2010, 11:37
QUOTE (tamuna18 @ 31 Jul 2010, 17:38 )

იმედია ვისჰოვი

ისპოვე?


bis.gif

-----

-

Posted by: არწივი9 2 Aug 2010, 13:16
ისე რა მაინტერსებს. თუ არის შესაძლებლობა რომ კაცმა გერმანიაში ისწავლოს ინგლისურად? smile.gif

Posted by: Cat Power 2 Aug 2010, 14:57
QUOTE
ისე რა მაინტერსებს. თუ არის შესაძლებლობა რომ კაცმა გერმანიაში ისწავლოს ინგლისურად? smile.gif


მეც მაინტერესებს, თუ გაქვთ რამე ინფორმაცია დაწერეთ რა smile.gif

Posted by: misha1988 2 Aug 2010, 14:59
არწივი9
QUOTE
ისე რა მაინტერსებს. თუ არის შესაძლებლობა რომ კაცმა გერმანიაში ისწავლოს ინგლისურად? 


რა თქმა უნდა

Posted by: არწივი9 2 Aug 2010, 18:24
misha1988
QUOTE
რა თქმა უნდა

შეგიძლია მითხრა კერძოდ სად? რა ღირს? სად არის სპეციალობების ჩამონათვალი? smile.gif

Posted by: misha1988 2 Aug 2010, 21:55
არწივი9


რავი, ეგრე სპეციალობების ჩამონათვალი სად უნდა იყოს მთელი გერმანიის უნივერსიტეტების ...

http://www.study-in-germany.de/


ეს საიტი ნახე ზოგადად წერია.. მე რაც მინდოდა ვიპოვნე, bonn-ის უნივერსიტეტი, მარა ფული უნდა იქ ცხოვრებას და წლიდან წლამდე გადამაქვს...
ზოგადად ბევრ (უმეტესობას ) უნივერსიტეტს აქვთ ინგლისურენოვანი პროგრამა. ყველაზე კაი გამოსავალი google.com smile.gif

Posted by: bavarskii 3 Aug 2010, 01:15
misha1988
შენ რაც იპოვე ბონის უნივერსიტეტი ანუ მანდ სწავლა ინგლისურადაც შესაძლებელია და შეგიძლია საიტი დადო? smile.gif მაგ უნივერსიტეტის? smile.gif

Posted by: misha1988 3 Aug 2010, 08:09
bavarskii



http://www3.uni-bonn.de/international/graduate-education

Posted by: abriankoli 3 Aug 2010, 12:27
აი, საუკეთესო შესაძლებლობა, რაც შემიძლია ყველას გირჩიოთ:
http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#AST

Posted by: misha1988 3 Aug 2010, 13:09
abriankoli

არაეკონომისტებისთვის არა აქვს აზრი მანდ საბუთების შეტანას... ყოველწლიურად თითქმის მარტო ეკონომისტებს უშვებენ...

Posted by: abriankoli 3 Aug 2010, 13:24
ეკონომისტებისთვის ცალკე სტიპენდია აქვთ მაგათ http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#ERP
წინა ლინკი კი ყველა სპეციალობას გულისხმობს და აზრი რატომ არ აქვს, ვიღაცას მაინც ხომ დააფინანსებენ?

Posted by: misha1988 3 Aug 2010, 13:37
abriankoli
QUOTE
ეკონომისტებისთვის ცალკე სტიპენდია აქვთ მაგათ http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#ERP
წინა ლინკი კი ყველა სპეციალობას გულისხმობს და აზრი რატომ არ აქვს, ვიღაცას მაინც ხომ დააფინანსებენ?



ვიცი ცალკე რომ აქვთ, მარა ამაშიც უმეტესობას ეკონომისტებს უშვებენ. ვიღაცას უშვებენ-ეკონომისტებს smile.gif
ყოველწელს უშვებენ ჩემს მეგობრებს , ყველა ეკონომისტია smile.gif

Posted by: abriankoli 3 Aug 2010, 13:49
მაგაში გეთანხმები, ეკონომისტებზე ნამდვილად გართულება აქვთ, შარშან ბაკალავრიატშიც ძირითადად ეკონომისტები გაუშვეს, თუმცა ერთი თვითმფრინავთმშენებლობაც (!) დააფინანსეს biggrin.gif
მაგრამ რადგან თეორიული შანსი მაინც არსებობს, სცადონ ბავშვებმა, რას კარგავენ.

Posted by: giorgixuco 3 Aug 2010, 13:51
misha1988
არაა სწორი ჩემი მეგობარი წავიდა სამართლის განხრით, ასევე კიდევ ერთი ვიცი ვინც წასულია სამართლის განხრით.

ხელოვანებსაც ბევრს უშვებენ.

Posted by: BUTUSA 3 Aug 2010, 13:54
დაადი ინგლისურენოვანებსაც აფინანსებს?? :O


Posted by: abriankoli 3 Aug 2010, 13:59
BUTUSA
yes.gif
აი, აქ ნახავ დაწვრილებით ინფორმაციას http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325

Posted by: BUTUSA 3 Aug 2010, 14:47
abriankoli
მადლობა, წავიკითხე, როგორც ჩანს არის ინგლისურენოვანებისთვისაც. აი ასე წერია: "კონკურსანტებს, პირველ რიგში კი ჰუმანიტარულ სპეციალობებს, მოეთხოვებათ გერმანული ენის მაღალ დონეზე ცოდნა. გა მონაკლისს წარმოადგენენ ის კონკურსანტები, რომელთა მიერ შერჩეული საგაგისტრო კურსი ინგლისურ ენაზეა. ამ შემთხვევაში DAAD კონკურსანტებს სამაგისტრო კურსის დაწყებამდე სთავაზოს გერმანული ენის უფასო კურსს."
მაგრამ საინტერესოა ეს კურსი რას გულისხმობს, ან გათვალისწინებული თუ არის ენის სრულიად არმცოდნეთათვის... თუ ენის სალაპარაკო დონეზე ათვისებას გულისხმობენ, მაშინ, რეალური ჩანს. შევეცდები გავარკვიო...

Posted by: abriankoli 3 Aug 2010, 14:57

BUTUSA
ეს არის მაგათი კოორდინატები:

თბილისი 0108, ზანდუკელის ქ. 16
ტელ/ფაქსი: (+ 995 32) 920 926
ელ-ფოსტა: info@daad.org.ge

ნინო ანთაძეა კოორდინატორი, ყველაფერს ამომწურავად აგიხსნის. წარმატებები! 2kiss.gif

Posted by: misha1988 3 Aug 2010, 16:56
abriankoli
QUOTE
მაგაში გეთანხმები, ეკონომისტებზე ნამდვილად გართულება აქვთ, შარშან ბაკალავრიატშიც ძირითადად ეკონომისტები გაუშვეს, თუმცა ერთი თვითმფრინავთმშენებლობაც (!) დააფინანსეს 
მაგრამ რადგან თეორიული შანსი მაინც არსებობს, სცადონ ბავშვებმა, რას კარგავენ.



+1
მე ცვადე შარშან, მონაცემებიც მაქვს ძალიან კარგი (საშუალო ქულა, სამუშაო გამოცდილება(სოლიდური) და ასე შემდეგ) მარა არაო, შენზე ძლიერები იყვნენ ყველაო... რეზერვშიც არ ცამსვეს, არადა წინა წლებში ვინც გაუშვეს ეკონომისტები ნაღდად ვერ ვიტყვი რომ ჩემზე კაი მონაცემები ქონდათ ...giorgixuco
QUOTE
misha1988
არაა სწორი ჩემი მეგობარი წავიდა სამართლის განხრით, ასევე კიდევ ერთი ვიცი ვინც წასულია სამართლის განხრით.

ხელოვანებსაც ბევრს უშვებენ.



რავი მე რაც გამიგია სამართალიც ჭრის და ეკონომიკა. ეგ 2. ნუ სხვებს 1000-ში 1-ს თუ გაუშვებენ კიდე სეიძლება...

Posted by: არწივი9 3 Aug 2010, 18:18
misha1988
QUOTE
რავი, ეგრე სპეციალობების ჩამონათვალი სად უნდა იყოს მთელი გერმანიის უნივერსიტეტების ...

http://www.study-in-germany.de/

ეს რომ დავინახე Unless you select an international course of study დავმშვიდდი smile.gif რადგან გერმანული ძალიან სუსტად ვიცი და ინგლისურად მინდა სწავლა smile.gif ხომ ვერ მეტყვი სად არის მანდ ჩამონათვალი ტექნიკური სპეციალობების და ფაკულტეტებისა? აი უფრო რომ დაკავშირებული იყოს აეროკოსმოსურ განხრასთან smile.gif

abriankoli
QUOTE
აი, საუკეთესო შესაძლებლობა, რაც შემიძლია ყველას გირჩიოთ:
http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#AST

გადავხედავ მაგას smile.gif მაგრამ ცოტა არ იყოს ბევრი წერია და იქნებ მიპასუხო აი რაზე: ბაკალავრის დიპლომი მაქვს (ეკონომისტი ვარ), ასევე მაგისტრისაც (სახელმწიფო მოხელის სპეციალობით). ამათი მიღებიდან რამდენიმე წელია გასული. მინდა საზღვარგარეთ (გერმანიაში კერძოდ) ჩავაბარო რაიმე სულ სხვა სპეციალობაზე, რაიმე ისეთზე რაც კავშირშია ავიაციასთან და ინგლისურად ვისწავლო, წელს თუ არა გაისად მაინც smile.gif ჰოდა მაქედან არის ამის შესაძლებლობა? smile.gif

Posted by: tamuna18 3 Aug 2010, 19:34
QUOTE
სპეციალობა მაინც თქვი..................................

მე საბანკოზე ვარ და უკვე დაახლოებით ავარჩიე რაც მინდა smile.gif

QUOTE
ისპოვე?

მთავარი მონდომებაა და ყველა იშოვის smile.gif

Posted by: abriankoli 3 Aug 2010, 20:39
არწივი9
არა, სამწუხაროდ. ბაკალავრიატს მხოლოდ გერმანისტებისთვის აფინანსებენ. გამონაკლისია DSD (ე.წ. "გერმანული სკოლების") მე-12 კლასელები, რომლებსაც აქვთ ენის დიპლომი C1. ამათთვის სპეციალური სასტიპენდიო პროგრამა შემოიღეს შარშან (1 წელი კოლეჯი+ბაკალავრიატი). სხვა სპეციალობებს რაც შეეხება, აფინანსებენ მხოლოდ მაგისტრატურას ან სამეცნიერო კვლევას.

Posted by: ქართლოსი 3 Aug 2010, 22:43
ბარემ აქ ვიკითხავ, ხო არ იცის ვინმემ, აქ იურიდიულ დამთავრებულმა გერმანიაში ამავე პროფესიით სწავლის გაგრძელება რა ჯდება? smile.gif ან იქ თავიდან უნდადაიწყო იურიდიულზე სწავლა თუ როგორაა? მადლობა smile.gif

Posted by: giorgixuco 4 Aug 2010, 09:25
misha1988
მეც მქონდა ეკონომისტებისთვის მასტერზე, გასაუბრებაზეც გავედი, თუმცა ერთი ინგლისურენოვანი აარჩიეს მაღლივ დამთავრებული.

მე პირადად სულ გერმანულად ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ინგლისურიც ძალიან კარგად ვიცი და კარგი ქულა მაქვს გამოცდაში.

DAAD უცნაური რამეა ვერ გაუგებ რატომ ირჩევენ ამა თუ იმ კანდიდატს

Posted by: არწივი9 4 Aug 2010, 12:11
abriankoli
QUOTE
სხვა სპეციალობებს რაც შეეხება, აფინანსებენ მხოლოდ მაგისტრატურას ან სამეცნიერო კვლევას

და ეს კვლევა რომელ მეცნიერებას გულისხმობს? smile.gif

Posted by: abriankoli 5 Aug 2010, 21:57
არწივი9

http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#FA


Posted by: ninasokh 6 Aug 2010, 12:10
ჩეხეთში ხომ არ იცით რაიმე მოკლევადიანი სასწავლო კურსები ?

Posted by: Don Rati Corleone 9 Sep 2010, 11:47
მოგესალმებით...

მაინტერესებს გერმანიაში აქაური ბაკალავრის დიპლომით თუ ჩამრიცხავენ მაგისტრატურაზე.
და კიდევ ბაკალავრზე არ არის ინგლისურად სწავლა? მეც მინდა გერმანიაში სწავლა და ამჯერად უნივერსიტეტებს ვარჩევ. მართლაც იაფია იქ სწავლა მაგრამ როგორც გავიგე
უცხოელებისთვის ძვირიაო. ერთგან ვნახე 500 ევრო სემესტრში მაგრამ უცხოელებისთვის 3700 ევროვო...
თუ ვინმე არის გარკვეული ამ საკითხებზე იქნებ მომეხმაროთ? თუ არ დაგეზარებათ რა თქმა უნდა smile.gif აქ მპოსტველებიდან არავინ არის გერმანიაში?
გმადლობთ smile.gif

Posted by: REZiKA87 9 Sep 2010, 11:53
სალამი ყველას

კაროჩე აქ მაქვს ბაკალავრის დიპლომი (თსუ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი) ეხლა გაფაციცებით ვეძებ ევროპის ქვეყნებში მაგისტრატურებს (MBA) სადაც იაფი ან უფასო იქნება სწავლა.. დაფინანსების იმედი, რატომღაც არ მაქვს, ვინაიდან და რადგანაც მესამე კურსიდან ვმუშაობ ბანკში სრული განაკვეთით, უნივერსიტეტში ვეღარ ვახერხებდი სიარულს და ბოლო 2 წელიწადი არც ისე კარგი ნიშნები მყავდა..

ყველა ამბობს გერმიანიაში უფასო (ან იაფი) არისო სწავლაო საჯარო უნივერსიტეტებშიო და მართლა ეგრეა? ამ საიტებიდან მეილი თუ არ მიწერე წესიერად ვერ გაიგებ ვერაფერს. პ.ს. გემრანული საერთოდ არ ვიცი, ინგლისურს ვფლობ და გამოვა რამე?

Posted by: baggins 9 Sep 2010, 11:55
საფრანგეთშია უფასო სწავლა სახელმწიფო უნივერსიტეტებში

Posted by: Don Rati Corleone 23 Sep 2010, 13:56
მოგესალმებით.

DAAD-ის ცენტრში თქვეს რომ სასწავლებელი ისე უნდა აირჩიო რომ სემესტრში გადასახადი 500 ევროს არ აღემატებოდესო.
მასეთი უნივერსიტეტი ვნახე ქალაქ აახენში, და ბროშურაში წავიკითე ასეთი რა :
Tuition fee
The regular tuition fee amounts to Euro 500 per semester (Please note, however,
that the tuition fee for the International Academy is Euro 3,700 per semester).
ანუ ჩემთვის, ქართველისთვის 3700 ევროა გადასახადი?
სასწავლებლის სანახავად შედით http://www.international.rwth-aachen.de/aw/cms/InternationalOffice/themen/~taz/internationale_studierende/?lang=en თუ რამეს გაარკვევთ მეც მითხარით smile.gif საიტზე იმდენი გვერდია სვანივით დავიკარგე biggrin.gif


Posted by: Don Rati Corleone 20 Dec 2010, 21:41
გერმანიაში არავინ სწავლოოოობს????

Posted by: skarabush 20 Dec 2010, 23:40
Don Rati Corleone

ბევრი უნივერსიტეტია, სადაც 500 ევროს ითხოვენ სემესტრში. მე მაგალითად კიოლნის უნიში ვაკეთებ მასტერს (დაად-ის სტიპენდიით) და გადასახადი ასევე 500 ევროა, რომელსაც ემატება სადღაც 237 ევრომდე - სხვადასხვა დამატებითი გადასახადებია, მაგ. სამგზავრო ბილეთის და ა.შ.

ეს, რაც შენ გიწერია, ეხება მხოლოდ ერთ პროგრამას: English-taught Master’s courses in Mechanical Engineering. შესაბამისად 3700 ევროა გერმანელისთვისაც, ქართველისთვისაც და ჩინელისთვისაცsmile.gif

ჯობია დაწერო, რა მასტერ გინდა. გერმანულად თუ ინგლისურად და მოგეხმარები მოძებნაშიsmile.gif wink.gif ცოტა გამოცდილება მაქვს ასე თუ ისე. და ნერვებიც შევალიე უნივერსიტეტებთან ურთიერთობასsmile.gif

Posted by: Don Rati Corleone 30 Dec 2010, 19:40
skarabush

დიდი მადლობა გაიხარე smile.gif
თუ რამე შეკითხვა მექნება, PM- ში მოგწერ თუ შეიძლება .

Posted by: skarabush 11 Jan 2011, 00:28
რა თქმა უნდაsmile.gif) მომწერე აუცილებლად და თუ შევძლებ დაგეხმარებიsmile.gif

Posted by: 0m1ko 11 Jan 2011, 14:22
მაგარია

Posted by: giorgixuco 11 Jan 2011, 14:33
skarabush
ვაიმე მე მეგონა კიდევ ვინმე სწავლობს შენს გარდა კიოლნში დაად ით ქართველი smile.gif))))

ეკონომიკის განხრიტ თუ გინდათ მასტერი აქ ვარ და PM ში მომწერეთ

Posted by: REZiKA87 11 Jan 2011, 14:39
მოკლედ მეც გერმანიას ვუმიზნებ მიმზიდველი ფასების გამო.. მაგისტრატურა ეკონომიკის განხრით, ანუ მარკეტინგი, მენეჯმენტი და ბიზნესი (ყველფერს განვიხილავ უშუალოდ ეკონომიკისა და ფინანსების გარდა)

მაინტერესებს ვიზის თანხაზე, ანუ დაფინანსების გარეშე, რომ მიდიხარ 8000 ევრო ანგარიშზე უნდა გედოსო და ეგრეა? მაგას, როგორ შეიძლება, რომ გვერდი აუარო?


Posted by: giorgixuco 11 Jan 2011, 14:42
REZiKA87
8000€ ს გვერდი რომ აუარო არის ერთადერთი გზა, გერმანიის მოქალაქემ ამ მუდმივად მცხოვრებმა პირმა უნდა აიღოს ოფიციალურად თავის თავზე შენი დაფინანსება. ყველა მიწაზე სხვა და სხვა წესით ხდება ეგ. იმ პირს უნდა ჰქონდეს სწორედ ეგ 8000€ წელიწადში თავისუფალი თანხა რაც უნდა დაამტკიცოს თავისი დოკუმენტაციით.


Posted by: REZiKA87 11 Jan 2011, 14:52
giorgixuco

ანუ ეგ მისთვის ძალიან ტვინის ბურღვა იქნება? იმიტომ, რომ მყავს ვიღაც ნაცნობები რა....

Posted by: giorgixuco 11 Jan 2011, 14:57
REZiKA87
ძალიან არა მაგრამ საკმაოდ, მის საკრედიტო პროფილზე იმოქმედებს მომავალში. (ანუ ის 8000€ ოფიციალურად გამოაკლდებათ მათ შემოსავალს ბანკებისთვის)

უნდა დარეკონ თავისი ქალაქის საგარეო განყოფილებაში Auslandsbehörde ში და ეტყვიან იქ ყველაფერს როგორ კეთდება.

Posted by: ratom86 5 Sep 2011, 12:28
TestDaf-ს გამოცდა როდის ტარდება ხოლმე, ვინმემ ხომ არ იცით?>

Posted by: AlQIMIKOSI 8 Sep 2011, 15:05
QUOTE (ge0rge @ 15 Feb 2005, 17:59 )
me mainteresebs shemdegi ram:

Vinc chaabara bakalvrze Germaniashi:
1. vinmes tu shegitaniat sabutebi Studienkollege-shi, T-profilit. Iko tu ara shtudienkollegistvis sakmarisi qartuli sashualo skolis ganatleba, tu mogtxoves 1-2 kursis nichnebi/sagnebi da ase shemdeg.

შტუდიენკოლეჯში არ არის საჭირო 1-2 კურსების საბუთი უნივერსიტეტიდან. სკოლის ატესტატიც საკმარისია. უბრალოდ ყველაზე ძვირი კურსებია. დაახლოებიტ 650 ევრო ღირდა ერთი კურსი. აქტუალურად რა ღირს სამწუხაროდ აღარ ვიცი.

თუ გაქვს უნივერსიტეტში (მხოლოდ სახელმწიფო) ნასწავლი 2 სემესტრი, უფრო იოლია ჩაბარებისთვის საჭირო კურსების გაკეთება და უფრო იაფი.
* * *
QUOTE (ratom86 @ 5 Sep 2011, 12:28 )
TestDaf-ს გამოცდა როდის ტარდება ხოლმე, ვინმემ ხომ არ იცით?>

TestDaF-Prüfungstermine
Prüfungen weltweit

Prüfungsnummer Prüfungstermin Anmeldefrist
2011
T053 - 10. September 2011 abgelaufen
T054 -22. November 2011 - 27.09.2011–25.10.2011
2012
T055 -09. Februar 2012 - 15.11.2011–12.01.2012
T056 -26. April 2012 - 23.02.2012–29.03.2012
T057 -14. Juni 2012 - 19.04.2012–17.05.2012
T058 -18. Juli 2012 - 23.05.2012–20.06.2012
T059 -20. September 2012 - 26.07.2012–23.08.2012
T060 -13. November 2012 - 18.09.2012–16.10.2012

Posted by: latifaunavti 11 Sep 2011, 00:07
იმდენი გზა არსებობს.. გააჩნია რა მიზანი გაქვს. სწავლა, კარიერა და დიდი კაცობა თუ გინდა, მაშინ სტიპენდიაზე უნდა იფიქრო (DAAD, KAს, IPს და ეტც. ).
უბრაოდ ცხოვრებისეული გამოცდილების მისაღებად აუპაირ-პროგრამითაც შეიძლება.
ანდა უბრალდო სტუდენტად უნდა გაფრომდე და იშოვო სტუდენტური ჯობი და თან სტუდენტი იყო თან დატკბე გერმანიით.

Posted by: MaXinJi_k0nkia 11 Sep 2011, 01:32
B2 სერთიფიკატით ვერ გავალ იოლას მაგისტრატურაზე??

დაფია მაინც საჭირო? :შ

Posted by: teonala 11 Sep 2011, 13:18
Natosha
QUOTE
ლიუბეკის უნივერში,


აუ მანდ რა მაგარია, უნიკლინიკი- მაგათ დიდ აუდიტორიაში მიტარდებოდა ხოლმე ლექციები.
ჩემი აკადემიაც ლუბეკშI იყო და საერთო ლექციებზე არ ვეტეოდით ჩვენთან და "ვქირაობდით" უნიკლინკში.

love.gif

skarabush
QUOTE
მე მაგალითად კიოლნის უნიში ვაკეთებ მასტერს (დაად-ის სტიპენდიით) და გადასახადი ასევე 500 ევროა, რომელსაც ემატება სადღაც 237 ევრომდე - სხვადასხვა დამატებითი გადასახადებია, მაგ. სამგზავრო ბილეთის და ა.შ.


ხომ მოიხსნა ახლა გადასახადი?

latifaunavti
QUOTE
KAს, IPს


ესენი რა არის, არ გამიგია... საიტების ლინკებს ვერ დამიდებ?
დიდი მადლობა წინასწარ

Posted by: gast 14 Sep 2011, 19:31
QUOTE
მე მაგალითად კიოლნის უნიში ვაკეთებ მასტერს (დაად-ის სტიპენდიით) და გადასახადი ასევე 500 ევროა, რომელსაც ემატება სადღაც 237 ევრომდე

ამდენი და მეტი ხომ აქ კერძო სკოლები ღირს



ხალხ რა მაინტერსებს და სკოლის ატესტატი თუ არ გაქვს ვერ ჩააბარებ გერმანიაში ან სადმე?

Posted by: knight-chess 14 Sep 2011, 20:50
ხალხო ვინმეს ხომ არ გსმენიათ DHBW-ზე. ჰაიდენჰაიმში უშვებენ სტუდენტებს გაცვლითი პროგრამით ალმა-მატერიდანო. დაფინანსებაც აქვსო.
ნორმალურია?

Posted by: kucinkela27 14 Sep 2011, 23:08
შევასწავლი ნებისმიერ მსურველს გერმანულ ენასა და ლიტერატურაში, უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით.დამთავრებული მაქვს უცხოენების ინსტიტუტი ავსტრიაში, (სკოლის მოსწავლეებს,აბიტურიენტებს,გერმანიაში წასვლის მსურველებს, გოეთეს გამოცდისათვის. ) რვა გაკვეთილი 60 ლარი. ტელ_ 558 550695 ან Mail_ bakhtadze26@yahoo.de

Posted by: figure 30 Sep 2011, 22:59
აუ, onDAF–ის ტესტზე მითხარით რა რამე :S ვერ ვპოულობ ინფორმაციას, რაც მე მაინტერესებს.... რა სირთულის ტესტიაა?

Posted by: kuki 13 Jan 2012, 21:02
ვეძებე და თემა ვერ ვიპოვე სადაც ვნახავდი რამე ინფორმაცია გერმანიაში სწავლის შესახებ..

ვარ მეორე კურსსზე და მინდა გერმანიაში წასვლა სასწავლებლად, როგორც ვიცი იაფია, ხარისხიც კარგია და თან ევროპაა biggrin.gif biggrin.gif


მაქვს რამდენიმე შეკითხვა
1) აი სიტყვაზე იქ რომ წავიდე 2წლით, ეს ჩამეთვლება თუ არაა აქ ? თუ რომ ჩამოვალ ისევ მეორე კურსსზე დამსვავენ ? smile.gif ჯერ-ჯერობით სეუ-ში ვსწავლობ მარაა, ეხა მობილობა რომ იქნება GPI-ში გადამაქვს საბუთები
2) ინგლისური ენა საშუალო დონეზე ვიცი და რომელი სერთიფიკატი დამჭირდება
3) ფასი დაახლოებით სწავლების
4) საცხოვრებელი და კომნუალურები



ვის რა გამოცდილება გაქვთ იქნებ გამიზიაროთ smile.gif

Posted by: LOLZ 14 Jan 2012, 14:55
kuki
ცუდად გიძებნია.
არის თემა და მას ვუერთებ.

Posted by: borer 17 Jan 2012, 06:55
გრანტების შედეგები ჯერაც არ გამოუცხადებიათ.

Posted by: swimmeRboy 3 Feb 2012, 18:32
kuki
შენც გაჭირვებული სეუელი ხარbiggrin.gif ისე არ სჯობს ილიაში ან ჯავახაში რომ გადახვიდე რა ამოიჩემეთ ყველამ ეგ გპი? biggrin.gif რამე კაი პონტებია იქ თუ რა ხდება? biggrin.gif

Posted by: ქართლოსი 5 Feb 2012, 15:50
გერმანიაში იურიდიული ფაკულტეტი თუ არს უფასოდ?

Posted by: gorostrodnidi 6 Feb 2012, 04:41
გამარჯობა
გთხოვთ დადოთ ბმულები იმ გერმანული უნივერსტეტების და ფაკულტეტების, ჰოჰშულე იყოს, მთავარია მაგისტრატურა ბიზნესის, ფინანსები ან ეკონომიკის ან მსგავსი პროფილის, სადაც ენის მოთხოვნა იქნება B1. სწავლა დაიწყება ოქტომბრიდან.
ქალაქს არ აქვს მნიშვნელობა
სემესტრის ღირებულება 500 ევრომდე.

ასევე თუ იცით ვინმემ რამე ფირმა/ბიურო რომელიც უნის მოძებნაში და ჩაბარებაში ეხმარება (კანტორა რა რამე biggrin.gif) (უნიასისტი და დააი არა )

უკეთესი იქნება თუ ვინმეს უკვე გამოცდილება გაქვთ.

Posted by: Bobgure 7 Feb 2012, 14:19
ვინც იცით გთხოვთ დაწერეთ , სამედიცინოზე, რეზიდენტურის გავლაზე რა როგორ ხდება . საუკეთესო უნივერსიტეტი გერმანიაში მედიცინის მხრივ და ა.შ

Posted by: macivarimoxvdatavshi 7 Feb 2012, 14:45
გერმანიაში მეც მინდა სასწავლად წასვლა ბაკალავრის პროგრამაზე და ვინმე კარგად არ ერკვევით? იქნებ დამეხმაროთ...... ძალიან მადლობელი დავრჩები

ხოო, ინგლისური კარგად ვიცი და ნებისმიერ სერტიფიკატს ავიღებ თავის გარკვეულ დროში, უბრალოდ რა არის საჭირო ამა თუ იმ უნივერსიტეტში მოსახვედრად, ეგ მაინტერესებს, და ვინმე ღვთისნიერი იქნებ დამეხმაროს?


გთხოვთ, ძალიან დიდ მადლს მოისხამთ ვინმე თუ დამეხმარებით

Posted by: L_e_L_a 7 Feb 2012, 17:11
QUOTE
ასევე თუ იცით ვინმემ რამე ფირმა/ბიურო რომელიც უნის მოძებნაში და ჩაბარებაში ეხმარება

ეგ მეც მ.აინტერესებს და იქნებ იცოდეთ ვინმემ.

Posted by: macivarimoxvdatavshi 8 Feb 2012, 08:43
არავინ არ იცით??????????????????????????????????????????????????????????


kuki
PMზე მომწერე რა პასუხი

Posted by: Bobgure 13 Feb 2012, 01:41
ვინც იცით გთხოვთ დაწერეთ , სამედიცინოზე, რეზიდენტურის გავლაზე რა როგორ ხდება . საუკეთესო უნივერსიტეტი გერმანიაში მედიცინის მხრივ და ა.შ

Posted by: nikato-nikato 23 Feb 2012, 17:16
მოკლედ მინდა ბაკალავრზე გერმანიაში წასვლა და იქ ჩაბარება. ტრიერის უნივერსიტეტში.სწავლება არის ინგლისურად.მაინტერესებს რა გამოცდა უნდა ჩავაბარო,რომ მიმიღონ?ტოეFელი?

რამდენი ხართ გაკრეფილი გერმანიაში მითხარით რა ვინმემ cry.gif

SAT-ის გამოცდას ითხოვენ ყველგან?

ძნელია facepalm.gif

Posted by: LOLZ 23 Feb 2012, 20:26
nikato-nikato
აზრად არ მოგსვლია რომ ფორუმზე დაგესერჩა თემები ან დაგეგუგლა?
უნივერსიტეტის საიტზე შედი, ყველაფერი ეწერება.

Posted by: shmagi1990 28 Feb 2012, 12:38
გერმანიაში არა გერმანული ენის კურსები?მანდ რო წავიდე

Posted by: laituri85 28 Feb 2012, 13:00
UncaS
QUOTE
მაგისტრატურა - მოკლედ მე ევროპის სამართალზე ვაბარებ ეხლა... 1. საჭიროა - სკოლის ატესტატი, თარგმნილი და დამოწმებული ნოტარიუსთან. 2. უნივერსიტეტის დიპლომი, შესაბამისი განხრით.3. გერმანული ენის სერთიფიკატი (აქ ყველა უნივერსიტეტს თავისი კრიტერიუმები აქვთ). 3. ინგლისური ენის სერთიფიკატი (ამას ამ ბოლო დროს სულ მეტი გერმანული უნივერსიტეტი ითხოვს). 4. ბიოგრაფია.


ამ საბუთების გარდა სამუშაო გამოცდილებაცას ხომ არ ითხოვენ? ან თუ გაქვს სამუშაო გამოცდილება რამეში გამომადგება?

Posted by: Marko_Marin 18 Mar 2012, 00:49
გამარჯობა ხალხო, მეც გერმანიაში მაქვს სწავლის გაგრძელების სურვილი

გერმანული ვიცი ნორმალურ დონეზე, მაგალითისთვის გოეთეში A2 დავამთავრე და მერე კერძოდ გავაგრძელე სიარული, ეროვნულებზეც გერმანული ჩავაბარე და მოკლედ დაინტერესებული ვარ, თუ მაღალ დონეზე ცოდნას მომთხოვენ დაახლოვებით 4-5 თვეში თავისუფლად შევძლებ, ანუ ენის ბარიერი არ მაქვს

ვარ პირველ კურსზე, ბოლო სტადიაში..

რა დამჭირდება იმისთვის რო მოვხვდე გერმანიის ნორმალური დონის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რა დამიჯდება და რა პირობებით იქნება, ან რამდენად ადვილია იქ სტუდენტური სამსახურების შოვნა და რამდენად გავქაჩავ ყველაფერს..

ასევე რომელ ქალაქს მირჩევთ წასასვლელად და რა გზის გავლა მომიწევს, ანუ საბუთები, საელჩო და ა.შ

მადლობა წინასწარ

Posted by: Marko_Marin 24 Mar 2012, 00:09
გამარჯობა ხალხო, გერმანიაში მაქვს სწავლის გაგრძელების სურვილი

გერმანული ვიცი ნორმალურ დონეზე, მაგალითისთვის გოეთეში A2 დავამთავრე და მერე კერძოდ გავაგრძელე სიარული, ეროვნულებზეც გერმანული ჩავაბარე და მოკლედ დაინტერესებული ვარ, თუ მაღალ დონეზე ცოდნას მომთხოვენ დაახლოვებით 4-5 თვეში თავისუფლად შევძლებ, ანუ ენის ბარიერი არ მაქვს

ვარ პირველ კურსზე, ბოლო სტადიაში..

რა დამჭირდება იმისთვის რო მოვხვდე გერმანიის ნორმალური დონის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე, რა დამიჯდება და რა პირობებით იქნება, ან რამდენად ადვილია იქ სტუდენტური სამსახურების შოვნა და რამდენად გავქაჩავ ყველაფერს..

ასევე რომელ ქალაქს მირჩევთ წასასვლელად და რა გზის გავლა მომიწევს, ანუ საბუთები, საელჩო და ა.შ

კოლეჯების ფასებიც თუ იცით დამავალებთ ძალიან. და ვინც ზუსტად ჩემ სიტუაციაში იყო და წავიდა დაახლოვებით რა თანხასთან არის დაკავშირებული ეს ყველაფერი, ანუ აქ გამზადება და მერე გერმანიაში კოლეჯის საფასური, ბინა და ა.შ

მადლობა წინასწარ

Posted by: slim4you 24 Mar 2012, 11:58
Marko_Marin

გერმანულ ენას ითხოვენ B2-ზე smile.gif

მეც ვაპირებ წასვლას, ოღონდ დედაჩემია იქ და იმასთან მივდივარ ამიტომ ეს დეტალები მე ნაკლებად ვიცი, როგორც დაველაპარაკები დედაჩემს შევეცდები გაგირკვიო რაღაცები smile.gif

Posted by: ts100 25 Mar 2012, 15:00
ვინმემ თუ იცით უფასო პროგრამები გერმანიაში წასასვლელად, ოღონდ მე-11, მე-12 კლასელებისათვის. ნუ დაიზარებთ დადევით.

წინასწარ გიხდით მადლობას

Posted by: ^Nos_ka 2 Apr 2012, 01:15
slim4you
QUOTE
გერმანულ ენას ითხოვენ B2-ზე


ეგ სად, რომელ უნიში?
სადაც არ უნდა აბარებდეს, TestDaF ს ითხოვენ ყველგან smile.gif
ახლა ვათვალიერებდი ზუსტად

http://www.daad.de/deutschland/studienangebote/international-programmes/07535.en.html


ინგლისურ სექტორზეც კი TestDaF ან DSH

მითუმეტეს ეს ადამიანი,
Marko_Marin ჯერ კიდევ
სტუდენტია და თან პირველი კურსის.
ბაიერნში აუცილებლად მოუწევს studienkolleg ის გაკეთება,
სადაც მიღება ხდება ტესტების საFუძველზე. ბერლინში აქვს შანსი TestDaF ის 4-4-4-3 ქულებით მოხვდეს Fach- ან Hochschule ში.

რავიცი, ჩემს ხელთ არსებული და პირადი გამოცდილებიდან
დაგროვებული ინFორმაცია ასე გამოიყურება smile.gif

Posted by: Kldemamosili 2 Apr 2012, 06:16
http://www.abroadeducation.com.np/study-in/germany/living-cost.html

Posted by: Saburtaloeli 2 Apr 2012, 16:34
ვინმე არის ისეთი ვინც გერმანიაში სწავლობდა/სწავლობს

ჩერეზ სკაიპ რო დამამატოს და რამოდენიმე კითხვა რომ დავუსვა მირჩიოს რაღაცეები

Posted by: ket41 22 Jun 2012, 10:16
გამარჯობათ,
გერმანიაში მინდა რომ წავიდე ჯერ ენის კურსებზე და შემდეგ უნივერსიტეტსჰი სასწავლებლად. და მაინტერესებს როგორ ხდება ვიზის გაგრდზელება და ა.სჰ. გთხოვთ თუ ვინმე ფლობთ ინფორმაციას დაპოსტეთ და + თუ ვინმემ იცით სპეციალური ბიურო, სადაც დამეხმარებიან საბუთების მოგროვებაში და სხვა დანარჩენ პროცედურებში არ დაიზაროთ და მირჩიეთsmile.gif
მადლობ ყველას წინასწარsmile.gif)

Posted by: asphurcela 22 Jun 2012, 15:00
ვიზის პოტენციური დამრღვევის პოსტია.
ცოტა სხვანაირი რამე უნდა მოიფიქრო.

ენაც არ იცი და უნივერსიტეტში სწავლაო, ამბობ.
ელჩი გეტყვის, ისწავლე ჯერ აქ ბიძია, აწიე ცოდნა ცოტა წესიერ დონეზე, დაიმსახურე და მერე მოცემთ ვიზასო.

მთავარი პრობლემა და ძნელად მოსაძებნი დაფინანსებაა.
სხვა ყველაფერს ასე თუ ისე ეშველება.

Posted by: ket41 23 Jun 2012, 09:40
ენა ვიცი უბრალოდ ტესდაფი ა რმაქვს ჩაბარებული! დაფინანსება მაქვს ოჯახისგან და მხოლოდ ინფორმაცია მჭირდება რა და როგორ!:)

Posted by: nikato-nikato 23 Jun 2012, 10:08
და რა მაინტერესებს გერმანიის სახელმწიფო უნიებში დავიჯერო არსად არ არის სწავლება ინგლისურ ენაზე? facepalm.gif

Posted by: ravi_shen 29 Jun 2012, 23:40
სრული ბაკალავრი არ გააკეთოდ გერმანიაში
ძალაინ გაგიჭირდებათ როოგრც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად..
დაადის პროგრამით ხალხია წასული და გამორბის..
შესანიშNავი შესაძლებლობაა ბაკალავრიატის დროს სემესტრული გაცვლითი პროგრამები და ასევე მაგისტრატურა დოქტორანტურა, მაგრა არავითარ შემთხვევაში ბაკალავრიატი, როდესაც ახალ პროფესიას ეუფლები#

tos_ka
QUOTE
TestDaF

ან Sprach Diplom-ს
არაა ტესტაფზე მაინდამაინც მოთხოვნა : )

Posted by: Don Rati Corleone 5 Jul 2012, 20:22
QUOTE (ravi_shen @ 29 Jun 2012, 23:40 )
სრული ბაკალავრი არ გააკეთოდ გერმანიაში
ძალაინ გაგიჭირდებათ როოგრც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად..



აუ მე ვაპირებ არქიტექტურაზე ბაკალავრს. ისე იგ ინფო მეც გავიგე ზატ3-ზე იყო გადაცემა, გერმანელ სტუდენტებსაც უჭირთ ბაკალავრის გაკეთებაო. არა და საბუთები უკვე შემაქვს biggrin.gif

ket41

DAAD-შე მიდი და გაგარკვევენ ყველაფერში. მისამართი მგონი ზანდუკელის 21, გოეთეს ინსტიტუტის გვერდით.

Posted by: salome_ts 19 Jul 2012, 19:20
გამარჯობათ,

ძაან მჭირდება თქვენი დახმარება.ლაიბნიზის უნივერსიტეტში სხვა საბუტებთან ერთად ატესტატი გადათარგმნილი გერმანულ ენაზე და აპოსტილით,მითხრეს რო აქ არსად ჩანს რო 12 კლასი გაქ დამტავრებულიო ... არასწორად არის ანუ ცემი ატესტაი გადატარგმნილიიი.. და ხო ვერ დამეხმარებით რო მითხრათ ზუსტად როგორ უნდა ეწეროს (საშუალო ზოგადსაგანმანათლებო პროგრამა) მადლობა წინასწარრრრ ..გთხოვთ ვინც იცის ზუსტი თარგმანი მალე რო დამიწეროთ ))))) დებილები ზიან რაა მიგაქ სანითი გგონია რო 100 % ზუსტი თარგმანია და სინამდვილეში გერმანულის გარდა ყველაპერიიიიიიია .... მადლობააააააააა
* * *
ვინმემ თუ იცით დამიწერეთ რა ან ვინმეს გადათარგმნილი თუ აქვსსს ...
* * *
ანუ ესე მიწერია _( vollen Mittelbildungsprogramm beherrshen hat)) გთხოვთ დამეხმარეთთთ რაააააააააააააა

Posted by: Don Rati Corleone 20 Jul 2012, 03:06
salome_ts
Attestat über die vollständige Allgemeinbildung = სრული ზოგადი განათლების ატესტატი. ამას გულისხმობ?
კარგად ვერ გავიგე. ისე http://forum.ge/?showtopic=34398000&st=960&hl= დაწერე ქართულად და გადაგითარგმნიან smile.gif


Posted by: salome_ts 22 Jul 2012, 22:22
კი მაგას ვგულისხმობდი ))))) ძაან დიდი მადლობა,გაიხარე :*

Posted by: WiSpEr 26 Oct 2012, 13:52
მოკლედ მინდა გერმანიაში გავაგრძელო სწავლა. წელს დავამთავრე სკოლა ავიღე B1 (sehr gut) დონეზე ჩავაბარე გპიში..
შეგიძლიათ მითხრათ რა საბუთები მჭირდება ან სად გავაგზავნო ქალაქი სულერთია. http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=325#AST
ამის აღებას მირჩევდით? 31 მდე აქვს რეგისტრაციის ბოლო ვადა თუ გოეთეს B1- იც მეყოფა.. იქნებ დამეხმაროთ ვინც უკვე მოხვდით გერმანიის უნივერსიტეტში.. გამიზიაროთ გამოცდილება როგორ მოვახერხო მეც.. რაც შეიძლება მალე მინდა.

Posted by: boo-oops 28 Oct 2012, 15:48
ძალიან სასწრაფოდ მჭირდება მცირე ინფორმაცია თქვენგან, კიოლნის ფახჰოხშულეში შემაქვს საბუთები ახლა 1-ელ დეკემბრამდე და ყველაფერი მაქვს საქართველოდან რაც მჭირდება თუმცა მხოლოდ ასლები რადგან უნიში აკადემიური მაქვს აღებული და ატესტატს და ამდაგვარებს დედნებს არ მატანენ. ქართული ასლი დამოწმებული და გერმანული ასევე დამოწმებული ყველა საბუთის როგორც მითხრეს აქაც უნდა დავამოწმებინო, იქ დამოწმებულს კიდევ აქ დამოწმება რაღად უნდა ოღონდ სამწუხაროდ ვერ მივხვდი : ( და კიდევ გინდა თუ არა დედნები უნდა მიიტანო თან კოპიოებთან ერთადო და არადა დამოწმებულ კოპიოს დედნის მნიშვნელობა არ აქვს? იმედია მიპასუხებთ :*

Posted by: gagripsh 30 Oct 2012, 16:30
1. შედით DAAD-ს საიტზე და გადადით გერმანულ ვერსიაზე
2. მონიშნეთ რუბრიკა - Stipendien
3. შემდეგ - Stipendien des DAAD
4. სტიპენდიების ჩამონათვალიდან შეარჩიეთ -
Stipendien zum Besuch eines Hochschulsommerkurses
5. და შეავსეთ Online-Bewerbungsformular - ი !!!


ეს ვერ ვიპოვე ხალხო და შეგიძილათ დამეხმაროთ?

Posted by: cxeli_shokoladi 1 Nov 2012, 22:25
გამარჯობად მეგობრებო , შეკითხვა მაქვს მათთან ვინც წინა წელს ყოფილა გასაუბრებაზე დაად-ში სამაგისტრო კურსი ყველა კურსდამთავრებულთათვის. ხომ არ გახსოვთ იანვარში რომელ ნახევარში იყო გასაუბრება 15 იანვრამდე თუ 15 იანვრის შემდეგ ???

Posted by: xoshane 18 Nov 2012, 18:58
QUOTE
სრული ბაკალავრი არ გააკეთოდ გერმანიაში
ძალაინ გაგიჭირდებათ როოგრც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად..

სრულ ბაკალავრში რას გულისხმობ?
ან რატოა ძნელი?

Posted by: B l a c k J a c k 19 Nov 2012, 11:53
cxeli_shokoladi
QUOTE
გამარჯობად მეგობრებო , შეკითხვა მაქვს მათთან ვინც წინა წელს ყოფილა გასაუბრებაზე დაად-ში სამაგისტრო კურსი ყველა კურსდამთავრებულთათვის. ხომ არ გახსოვთ იანვარში რომელ ნახევარში იყო გასაუბრება 15 იანვრამდე თუ 15 იანვრის შემდეგ ???

10იანვრისთვის პასუხები იყო. გასაუბრება იანვრის ბოლოს. ახლა თებერვალი ახსენეს გასაუბრების დროდ. დაადს მიწერე მეილი ან დარეკე ახალი წლის მერე და ზუსტად გეტყვიან.

Posted by: boo-oops 28 Nov 2012, 15:20
გთხოვთ ვისაც არ გეზარებათ იქნებ დამაკვალიანოთ როდის და როგორ შემიძლია მოვითხოვო უნივერსიტეტისგან ცულასუნგი ვიზისთვის. რა მჭირდება ამისთვის. ვიზა 30 ივნისის ჩათვლით მაქვს მაგრამ მინდა ბარემ უკვე ყველაფერი გავარკვიო და სტუდენტური ვიზისთვის მოვემზადო. მანამდე თებრვლიდან ვიწყებ დსჰ-ს გავლას და ვამთავრებ 28 ივნისს გამოცდით თუმცა ვიზის პერიოდში ეჭვი მეპარება პასუხის გაგება მოვასწრო. აქვს ამას მნიშვნელობა თუ? იქნებ შემეხმიანოთ...

Posted by: bavaria87 28 Nov 2012, 15:31
vinc erkvevit minda daxmareba gtxovot.mokled minda swavla germaniashi da vemzadebi amhstvis .mainteresebs romeli qalaqebia yvelaze kargi ucxoeli studentebistvis? chemi prioritetdbi asetia 1) minimaluri umushevroba rom iyos 2) bevri nebenjobs-ebi da aseve sxva samsaxurebic mravad 3)shedlebisdagvarad iafi qalarh 4)studentebistvis mosaxerxebeli, wohnheimebi rom iyos.5)universiteti hpondes iseti sadac martivia swavla da dz datvirtva araa.ai esaa sul ra.nu am pirobebtan yvelaze miaxloebuli qalaqebi romelia?

Posted by: boo-oops 28 Nov 2012, 15:38
bavaria87


მე კიოლნში ვაპირებ და მაგ მხრივ პირველ 4 კითხვას მე თუ მკითხავ აკმაყოფილებს. სწავლის ეგაა ჯერ არ ვიცი რამდენად იოლია აქ, რადგან ვინც გავიცანი ყველამ შეწყვიტა და როგორც მითხრეს იმიტომ რომ ერთდროულად სწავლას და მუშაობას ვერ ასწრებდნენ. შეირბინე მაინც მაგათ საიტზე

http://www.uni-koeln.de/
http://www.portal.uni-koeln.de/studieninteressierte.html

Posted by: bavaria87 28 Nov 2012, 17:28
QUOTE (boo-oops @ 28 Nov 2012, 15:38 )
bavaria87


მე კიოლნში ვაპირებ და მაგ მხრივ პირველ 4 კითხვას მე თუ მკითხავ აკმაყოფილებს. სწავლის ეგაა ჯერ არ ვიცი რამდენად იოლია აქ, რადგან ვინც გავიცანი ყველამ შეწყვიტა და როგორც მითხრეს იმიტომ რომ ერთდროულად სწავლას და მუშაობას ვერ ასწრებდნენ. შეირბინე მაინც მაგათ საიტზე

http://www.uni-koeln.de/
http://www.portal.uni-koeln.de/studieninteressierte.html

kolns mec vfiqrob.saiti nanaxi maqvs magram saitit ras gaigeb ramdenad momtxovnadi swavlaa.arada me ufro mushaobaze var aqcentirebuli,qadgan finansurad mijirs.raga dros chemi mteli dge swavlaa davberdi kaci. da mag mxriv,martivi swavla sadaa?

Posted by: boo-oops 28 Nov 2012, 18:14
bavaria87

თუ არ ივლი ყველგან იოლია : )) ვერ გეტყვი არ დავინტერესებულვარ მაგ საკითხით კონკრეტულად აქ მაწყობს და მინდა უბრალოდ. იმედია შემოგვეხმიანება ვინმე გამოცდილი : )))
* * *
QUOTE (xoshane @ 18 Nov 2012, 18:58 )
QUOTE
სრული ბაკალავრი არ გააკეთოდ გერმანიაში
ძალაინ გაგიჭირდებათ როოგრც ფსიქოლოგიურად ასევე ფიზიკურად..

სრულ ბაკალავრში რას გულისხმობ?
ან რატოა ძნელი?

ლიტერატურას გაძლევენ დასამუშავებელს ბევრს როგორც მითხრეს და სულაც არ "გიდებენ" ლექტორები თავში მასალას ისე როგორც საქართველოში. მეც ძალიან ბევრმა მითხრა რომ მართლა ძნელიაო და იმედი კი მაქვს რომ ჩემთვისაც ეგრე არ იქნება : )))

Posted by: Вeorn 4 Dec 2012, 01:39
ოპერად მინდა გერმანიაში წასვლა და შემდეგ სწავლის გაგრძელება და რამდენიმე კითხვა მაქვს.

1) არის თუ არა უფასო უნივერსიტეტები?

2) როგორ უნდა ვქნათ ბაკალავრიატი? როგორ მაგისტრატურა? (რა საბუთები, გამოცდებია საჭირო)

3) როგორ უნდა მოიპოვო დაფინანსება?

ოღონდ ქართული დაადი არ ითვლება. სხვა რამე, იქაური, ადგილობრივი.

4)ფასები (სახლი, ჭამა, კომუნალურები, ტრანსპორტი, უნის წიგნები, დაზღვევა..)

5) სამსახურები (რამდენად იშოვება, რამდენს იხდიან)

6) გავიგე, შეზღუდვებია სტუდენტებზეო (დღეში სამუშაო საათებზე) და მართალია? როგორ ხდება? რამდენი სთ შემიძლია მუშაობა დღეში და ა.შ.?

7) სად უკეთესია სწავლა, ცხოვრება, მუშაობა? (ქალაქი ან მიწა)

8) ვიზის გაგრძელებისთვის 7000 ევროა საჭიროო ანგარიშზე და ამისი თავიდან აცილება როგორ შეიძლება? (ერთი გზა ვიცით – ვისთანაც ხარ ოპერად, ის რო თავდებში გიდგებ).

მადლობა წინასწარ. alk.gif

Posted by: boo-oops 6 Dec 2012, 17:10
QUOTE (Вeorn @ 4 Dec 2012, 01:39 )
ოპერად მინდა გერმანიაში წასვლა და შემდეგ სწავლის გაგრძელება და რამდენიმე კითხვა მაქვს.

1) არის თუ არა უფასო უნივერსიტეტები?

2) როგორ უნდა ვქნათ ბაკალავრიატი? როგორ მაგისტრატურა? (რა საბუთები, გამოცდებია საჭირო)

3) როგორ უნდა მოიპოვო დაფინანსება?

ოღონდ ქართული დაადი არ ითვლება. სხვა რამე, იქაური, ადგილობრივი.

4)ფასები (სახლი, ჭამა, კომუნალურები, ტრანსპორტი, უნის წიგნები, დაზღვევა..)

5) სამსახურები (რამდენად იშოვება, რამდენს იხდიან)

6) გავიგე, შეზღუდვებია სტუდენტებზეო (დღეში სამუშაო საათებზე) და მართალია? როგორ ხდება? რამდენი სთ შემიძლია მუშაობა დღეში და ა.შ.?

7) სად უკეთესია სწავლა, ცხოვრება, მუშაობა? (ქალაქი ან მიწა)

8) ვიზის გაგრძელებისთვის 7000 ევროა საჭიროო ანგარიშზე და ამისი თავიდან აცილება როგორ შეიძლება? (ერთი გზა ვიცით – ვისთანაც ხარ ოპერად, ის რო თავდებში გიდგებ).

მადლობა წინასწარ. alk.gif

მეც ოპერად ვარ და ახლა ვიწყებ სტუდენტის ვიზაზე ხვანცალს : ) მე ნორდრეინ-ვესტფალენში ვცხოვრობ კიოლნთან ახლოს და კიოლნის უნიში და აქ როგორცაა რაც ვიცი გეტყვი.
1. უფასო არაა მაგრამ სემესტრი ღირს 200 ევროზე ცოტა მეტი თუმცა ეს არაფერია არაა დამიჯერე, მითუმეტეს როგორც სტუდენტს გაქვს ბევრი შეღავათი და გაძლევენ სამგზავრო კარტას რომელიც სტუდენტის სტატუსის გარეშე გიჯდება თვეში მინიმუმ 200 ევრო.
2. ატესტატი ნათარგმნი დამოწმებული, უნიში თუ სწავლობ და უკეთესია თუ ნასწავლი გაქვს მინიმუმ ორი წელი მაინც, შანსი მეტია. ორი წელი სწავლის შემთხვევაში ნიშნების ფურცელი ნათარგმნი დმაოწმებული ან თუ დამთავრებული გაქვს დიპლომი და ნიშნების ფურცელი ერთად ნათარგმნი დამოწმებული. მინიმუმ ც1 დონის ენის სერთიფიკატი დამოწმებული ან ტესტ დაფის ან ენის მცირე დიპლომის გოეთეში, შეგიძლია გაიარო დსჰ მოსამზადებელი კურსი რომელიც თანაბარია ც1 დონისა, მე ასე ვაკეთებ აი ლინკი შეგიძლია ნახო რას ნიშნავს ეს და გაიარო როგორც კიოლნის უნივერსიტეტში ისე ფახჰოხშულეში მე აქ ვაკეთებ და აქ უფრო იოლია wink.gif http://www1.fh-koeln.de/slz/angebote/dsh_v/01755/index.html , თუ საკმარისი დონე გექნება ამ დსჰ-ს მოასწრებ ოპერობის პერიოდში მშვენივრად, მე უბრალოდ კურსის გავლა ბ2 დონიდან დავიწყე აქ ამ დონის ქონა კი აუცილებელი პირობა დსჰ-ს გასავლელად
3. ერთ საიტს მოგწერ საიდანაც ხდება ასევე დაფინანსებები მაგრამ დაბრუნების პირობით : ) მე სადაც ვარ ის ოჯახი მაფინანსებს და საცხოვრებლადაც აქ ვრჩები და დიდად არ დავინტერესბუვარ მაგ საკითხით : )) www.bafoeg.bmbf.de სხვას სამწუხაროდ ვერაფერს გირჩევ : ))
4. თვითონ უნის უწერია სტუდენტურ ხარჯებად 650 ევრო მინიმუმ თვეში. საერთო საცხოვრებელი სტუდენტური 220 ევრო ღირს მაგრამ მოხვედრა ძნელია იქ : )) თუმცა როგორც სტუდენტს ზოგადად ბინის ძებნა არ გაგიჭირდება, სტუდენტური დაზღვევა 80 ევროა ჭამა გააჩნია როგორ ჭამ :დ ძვირი არ უნდა იყოს მგონი რაც აქ ვარ მე არაფერი მიყიდია ჯერ და ვერ გეტყვი :დ უნიში ქსეროქსები გჭირდება ბევრი წიგნები ძვირია მაგრამ შეგიძლია ბიბლიოთეკაში იმეცადინო, ცენტრალურ ბიბლიოთეკაში კარტას გააკეთებ ერთწლიანი მგონი 12 ევრო ღირს როგორც მახსოვს და წიგნების გატანა შეგიძლია ხოლმე რამდენიმე ხნით
5. ამ მიწაზე სამსახურები ნამდვილად არ ჭირს ეს შემიძლია დანამდვილებით გითხრა არ დაიკარგები : )) ბავშვის მომვლელად მაგალითად საათში 8 ევრო დამლაგებლად 10 ევრო მოჭრილად
6 კი შეზღუდვებია შენ თუ გინდ ამთელი დღე იმუშავო არ გამოდის ეგრე მგონი კვირაში 35 საათი შეგიძლია მაგრამ ვთქვათ დამლაგებლად როცა მუშაობ არავინ გარეგისტრირებს მაგ დროს და არალეგალურად გადის მთელი სტუდენტობა მაგ სამუშაოებზე : ) სხვათაშორის ოპერობისასაც მუშაობს ბევრი ეგრე გვერდზე-გვერდზე უბრალოდ თუ ვინმემ ჩაგიშვა ან წაგასწრეს გამოგაბუნძულებენ და ვიზაზე გერხევა მე არ ვრისკავ მყოფნის ხელფასი ასე თუ ისე : ))
7. მე ჩემი კიოლნი მიყვარს რა გითხრა აბა სხვაგან სამწუხაროდ ჯერ არ მიცხოვრია : ) ისე გაითვალისწინე სად უფრო იაფია ცხოვრება მიუნხენებს და ასე შემდეგ ნუ "ეტაკები" მაინც ევროპაში ყველაზე ძვირიანი ქალაქია : ))
8. 3000 ევროა აქ მეც მითხრეს, აცილების რა გითხრა შეგიძლია მიუტანო ბოლო სამი თვის ხელფასის ამონაწერი რომ შენ ნამდვილად "გაქაჩავ" სტუდენტობისას თავის შენახვას, მეგობარი აკეთებს უბრალოდ იმ ფურცლის ჩვენებით სადაც დედამისმა დაუწერა რომ იღებს საკუთარ თავზე შვილის დაფინანსებას თვეში 800 ევროს ოდენობით და დამოწმებულია ნოტარიულად. მე ამ ოჯახის თავდებით ვაკეთებ მგონი უკვე გითხარი.
ძალიან ბევრი არც მე ვიცი მაგრამ ასე თუ ისე ვერკვევი სიტუაციას თუ რამე შეგიძლია შემეხმიანო ხოლმე : ))
პ.ს. როდის აპირებ აქეთ წამოსვლას? ან მოძებნილი გყავს ოჯახი? შენი სქესი არ მინახავს და გაითვალისწინე ბიჭებისთვის რომ ცოტა რთულია ძებნა და დიდი ხნით ადრე რომ უნდა დაიწყო : )))
წარმატებები

Posted by: Lukrenci 7 Dec 2012, 00:21
გამარჯობა,თქვენი აზრი მაინტერესებს
წელს ვიყავი შტუტგარტში,სადაც არის მედიის უნივერსიტეტი მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ გერმანულ ენაზე
რას მირჩევთ ვნახო სხვა ქალაქში სხვა უნივერსიტეტი ჩემი სპეციალობის მხრივ,სადაც სწავლა ინგლისურად მიდის თუ დავიწყო გერმანულის სწავლა ნოლიდან და რასაც 2 წელიწადში ვისწავლი იმ ცოდნით წავიდე smile.gif

Posted by: Вeorn 7 Dec 2012, 07:48
boo-oops


ძალიან დიდი მადლობა. 2kiss.gif

ზაფხულში მინდა წამოსვლა, ოჯახი ჯერ არ მყავს მოძებნილი, მაგრამ ძებნის პროცესში ვარ უკვე.
ბიჭი ვარ. biggrin.gif

Posted by: boo-oops 8 Dec 2012, 14:41
QUOTE (Lukrenci @ 7 Dec 2012, 00:21 )
გამარჯობა,თქვენი აზრი მაინტერესებს
წელს ვიყავი შტუტგარტში,სადაც არის მედიის უნივერსიტეტი მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ გერმანულ ენაზე
რას მირჩევთ ვნახო სხვა ქალაქში სხვა უნივერსიტეტი ჩემი სპეციალობის მხრივ,სადაც სწავლა ინგლისურად მიდის თუ დავიწყო გერმანულის სწავლა ნოლიდან და რასაც 2 წელიწადში ვისწავლი იმ ცოდნით წავიდე smile.gif

მეც ორი წელი ვისწავლე თან მხოლოდ სკოლაში და მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე მახსოვდა აქ რომ ჩამოვედი. ორი წელი ცოტა არაა და სწავლას გირჩევდი ინტენსიურად უეჭველად გაქაჩავდი ამ პერიოდში. მაგრამ ისე რა დონეს გთხოვენ უნივერსიტეტებში ზოგადად მინიმუმ ც1-ს ითხოვენ ხოლმე და იმიტომ : )) მანდ არ ვიცი მინიმუმი რაც შეიძლება მოითხოვონ ბ2 დონეა. რამდენად გაქვს შენი თავის იმედი რომ ამ დონეებს აიღებ გააჩნია : ) პირველი ენის სწავლაა რთული თორემ მერე მიდის და მიდის : )))

Posted by: cxeli_shokoladi 1 Feb 2013, 14:27
DAAD ის სამაგისტროს გასაუბრებაზე ვინმე ხართ ნამყოფები ??? ეხლა ვარ დაბარებული 19-20-21 ისთვის ამ დღეებში და იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ რა რა ტიპის კითხვებს სვამენ რომ მქონდეს პასუხი .... წინასწარ მადლობა რა

Posted by: natnatnati 3 Feb 2013, 00:11
გამარჯობათ, ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის შესახებ (ბერლინი) რამე ხო არ გსმენიათ? ან ვინმეს ხო არ გისწავლიათ?
საზაფხულო უნივერსიტეტში მინდა წასვლა და...

Posted by: CTEPAPA 16 Feb 2013, 12:14
ჰაი ჰაი. smile.gif.გერმანიის ნებისმიერ სამხატვრო აკადემიაში როგორ ხდება მიღება???.ბაკალავრის ან მაგისტრატურის შემტვევაში ბ1 ის სეთიფიკატია საჭირო თუ ბ2 ის? თუ ვინმემ იცით გთხოვთ გამარკვიოთ.
რთულია თუ არა სახვითი ფაკულტეტის იკ გაგრდზელება?

Posted by: NNNNiiiaaa 17 Feb 2013, 17:59
არის აქ ვინმე ვინც BWL ს სწავლობს ან სწალობდა გერმანიაში?? შანსები მაინტერესებს როგორია მოხვედრის და სწავლა რთულია თუ რა ხდება მაინტერესებს ძანნ)))

Posted by: nat@lie 19 Feb 2013, 03:10
QUOTE (cxeli_shokoladi @ 1 Feb 2013, 14:27 )
DAAD ის სამაგისტროს გასაუბრებაზე ვინმე ხართ ნამყოფები ??? ეხლა ვარ დაბარებული 19-20-21 ისთვის ამ დღეებში და იქნებ ვინმემ დამაკვალიანოთ რა რა ტიპის კითხვებს სვამენ რომ მქონდეს პასუხი .... წინასწარ მადლობა რა

მოგწერე ახლა პმ, იმედია, 19ში არ ხარ და ნახავ მანამდე, წარმატებები!

Posted by: boo-oops 20 Feb 2013, 16:14
გამარჯობათ, თუ ვინმეს გიცხოვრიათ გერმანიაში ოპერობის ერთი წლის შემდეგ პირდაპირ ვიზიხ გაგრძელებით იქნებ დამეხმაროთ. ბეჰოერდემ კატეგორიული უარი მითხრა იმ ოჯახში დარჩენაზე სადაც ვცხოვრობ. თუ გქონიათ ვინმეს ასეთი შემთხვევა? ან სხვა რა გზებით შეიძლება რომ აქ დავრჩე? ვგულისხმობ ოჯახს. შეიძლება რომ სხვასთან ჩავეწერო და ას. Mოცახერხო? მირჩიეთ გთხოვთ რამე. მადლობა

Posted by: FreddyKrüger 4 Mar 2013, 23:13
Gამარჯობა, მაინტერესებს ვინმემ ხომ არ იცით საქართველოში აღებული ბაკალავრის დიპლომი როგორ შეიზლება ვაRიარო გერმანიაში? (Anerkennung machen) ausländer amt ი მთხოვს რომ მომიტანე რამე საბუთი შენი დიპლომით master ზე რომ შეგიძლია სწავლაო....

Posted by: bavaria87 7 Mar 2013, 14:13
გამარჯობათ, daad-ის სამაგისტრო პროგამასთან დაკავშირებით მაქვს რამდენიმე კითხვა და ვინც ერკვევით იქნებ დამეხმაროთ. ან ვისაც მონაწილეობა გაქვთ მიგებული, მოკლედ მაინტერესებს ყველაფერი. მე 5 წელია უკვე რაც ჯავახიშვილის ბაკალავრიატი და მინდა გერმანიაში მასტერის გავლა. გერმანულს ვფლობ საშუალოდ, აპრილში გოეთეში უკვე B2 ზე გავდივარ და იმედია ჩავაბარებ, და B2 კარგი დონეა ხომ? ასევე მაინტერესებს რამდენად დიდი კონკურსია? რამდენს შეაქვს განაცხადი და რამდენს აფინანსებენ? მიახლობით თუ იცით ვინმემ. ასევე საჭიროა თუ არა უნიში ჩარიცხვის ფურცელი(Zulassung)? და იმ სამ უნივერსიტეტში სადაც საბუთებს აგზავნი, ვთქვათ სამივემ უარი თქვა ამ დროს რა ხდება? გასაუბრებაზე რას გეკითხებიან ძირითადად?

Posted by: Google-1 7 Mar 2013, 14:49
მოკლედ ეხლა ვამთავრებ სკოლას და მინდა 1 წელი აქ ვისწავლო უნიში და მერე გერმანიაშI გავაგრძელო და ვიცი მხოლოდ ინგლისური და ცოტა რუსული ენა გთხოვთ მითხარით რა საბუთები დამჭირდება და რა როგორ ხდება რომელ უნივერსიტეტს მირჩევთ ? და გადასახადი რამდენია ნორმალურ უნივერსიტეტში ?

Posted by: zura96 9 Mar 2013, 19:14
გამარჯობათ. მაინტერესებს გერმანიაში სწავლისთვის რეებია საჭირო. პირველ კურსზე ვარ და არ მინდა აქ სწავლა.

წავიკითხე პირველ გვერდზე რომ 1 წელი უნდა მოემზადო გერმანულ ენაში და მერე გამოცდები უნდა ჩააბაროო და იქნებ უფრო დეტალურად ამიხსნათ რა.

იქ თუ წავედი საცხოვრებელი პირობები როგორ იქნება? ქირით უნდა ვიყო და რამე თუ არსებობს სტუდენტური საცხოვრებელი კორპუსები? მუშაობის უფლება მექნება? ან ევროპის სხვა ქვეყანაში წასვლა თუ შემეძლება არდადაგების დროს smile.gif

თუ ვინმე გამოცდილი დაწერს დიდი მადლობელი ვიქნები <3

Posted by: SALEX 9 Mar 2013, 23:20
დაად-ი რის მიხედვით გასცემს სტიპენდიებს. მე პოლიტოლოგი ვარ. ანუ მე ჩემი სპეციალობის სტუდენტებს უნდა გავუწიო ონკურენია ხო?
ეკონომისტებია ბევრია და GPA სასწაული უნდა ქონდეს სტიპენდია რო მოიგო ხო და პოლოტოლოგიაზე რო ვარ შედარებით ადვილია ხო?
მართალი ვარ?

Posted by: A_I 10 Mar 2013, 13:41
SALEX
QUOTE
ეკონომისტებია ბევრია და GPA სასწაული უნდა ქონდეს სტიპენდია რო მოიგო ხო და პოლოტოლოგიაზე რო ვარ შედარებით ადვილია ხო?


მოთხოვნის გარდა მიწოდებაც უნდა გაითვალისწინო. ანუ 1000 ეკონომისტისთვის 300 სტიპენდია თუ არის ვთქვათ და პოლიტიკური მეცნიერების 5 მსურველისთვის 1 სტიპენდია (მოგონილი რიცხვებია). ეკონომისტებს უფრო დიდი შანსი ექნებათ სტიპენდიის აღების. მაღალი ჯპა სტიპენდიისთვის ყველა ვარიანტში დაგჭირდება.

Posted by: bavaria87 10 Mar 2013, 18:22
QUOTE (A_I @ 10 Mar 2013, 13:41 )
SALEX
QUOTE
ეკონომისტებია ბევრია და GPA სასწაული უნდა ქონდეს სტიპენდია რო მოიგო ხო და პოლოტოლოგიაზე რო ვარ შედარებით ადვილია ხო?


მოთხოვნის გარდა მიწოდებაც უნდა გაითვალისწინო. ანუ 1000 ეკონომისტისთვის 300 სტიპენდია თუ არის ვთქვათ და პოლიტიკური მეცნიერების 5 მსურველისთვის 1 სტიპენდია (მოგონილი რიცხვებია). ეკონომისტებს უფრო დიდი შანსი ექნებათ სტიპენდიის აღების. მაღალი ჯპა სტიპენდიისთვის ყველა ვარიანტში დაგჭირდება.

მაღალი gpa რას ნიშნავს? aris sadme statistikuri monacemebi? anu magalitad ramden stipendias gascems daadis tbilisis ofisi?

Posted by: anushkia 11 Mar 2013, 13:03
გამარჯობა smile.gif


მოკლედ,
წელს ვამთავრებ სკოლას
და არის რამე პროგრამა, რომლის საშუალებითაც პირდაპირ გერმანიაში ჩავაბარებ ბაკალავრზე?

თუ არც ღირს? sad.gif


რას მირჩევთ?



Posted by: abriankoli 12 Mar 2013, 19:33
anushkia
პირდაპირ გერმანიაში ვერ ჩააბარებ. 1 კურსი მაინც აქ უნდა გაიარო აუცილებლად. გამონაკლისია მხოლოდ ე.წ. გერმანული სკოლების კურსდამთავრებულები, ვისაც ენის დიპლომი აქვს აღებული.
http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=51
აქ ნახავ ყველაფერს ამომწურავად, რაც გაინტერესებს. წარმატებები!

Posted by: anushkia 13 Mar 2013, 14:03
abriankoli
მადლობა
smile.gif
ისა და
სერთიფიკატი რა დონის მჭირდება?

Posted by: abriankoli 13 Mar 2013, 15:30
anushkia
ჯერ უნდა შეარჩიო უნივერსიტეტი და ფაკულტეტი, მერე ნახავ, ყველას აქვს საიტზე მითითებული, რა სერტიფიკატს ითხოვს. დონე, ჩვეულებრივ, B1-B2 არის ხოლმე.

Posted by: Z@G@NTi 15 Mar 2013, 00:27
A_I
შენ გამოცდილი ჩანხარ და თუ არ დაგეზარება მიპასუხე რამდენიმე კითხვაზე რა mo.gif
ესეიგი წელს ვამთავრებ ბაკალავრიატს(პოლიტიკურ მეცნიერებებს) ხო და მინდა სწავლის გაგრძელება გერმანიაში ინგლისურ მასტერზე.
ხო და ჩემი ხარჯებით მინდა წასვლა და რამდენი უნდა მქონდეს დაახლოებით და შედარებით იაფიანი ქალაქი რომელია user.gif
და რამდენად ძნელია წასვლა ?
GPA ბანძი მაქვს 2.2 biggrin.gif
* * *
ravi_shen
იონათან
მგონი თქვენც გერმანიაში ხართ და რამე მირჩიეთ რა user.gif
ესეიგი წელს ვამთავრებ ბაკალავრიატს(პოლიტიკურ მეცნიერებებს) ხო და მინდა სწავლის გაგრძელება გერმანიაში ინგლისურ მასტერზე.
ხო და ჩემი ხარჯებით მინდა წასვლა და რამდენი უნდა მქონდეს დაახლოებით და შედარებით იაფიანი ქალაქი რომელია
და რამდენად ძნელია წასვლა ?
GPA ბანძი მაქვს 2.2

Posted by: tornikeb 19 Mar 2013, 21:23
Z@G@NTi
ვიზისთვის ანგარიშზე უნდა გედოს 8040 ევრო, 12*670 ევრო, ყოველთვე შეგეძლება მხოლოდ 670 ევროს გამოტანა, ან მეორე ვარიანტი გერმანიაში მცხოვრებმა პირმა გაგიკეტოს დაფინანსების ცნობა,
GPA-ს ასე თუ ისე აქცევენ ყურადღებას მითუმეტეს თუ გამოცდილება არ გააქვს.

Posted by: anushkia 19 Mar 2013, 23:00
გერმანიაშჲ სწავლა უფასო გახდაო და...





მართალი ეწერ იმ სტატიაში ვითომ?

Posted by: DontGetM@d 19 Mar 2013, 23:51
BBA under 4500 euro სწავლების ენა : ინგლისური რა დამიჯდება ?

Posted by: tornikeb 20 Mar 2013, 00:07
anushkia
QUOTE
გერმანიაშჲ სწავლა უფასო გახდაო და...



მართალი ეწერ იმ სტატიაში ვითომ?


კი, "სახელმწიფო" უნივერსიტეტებში, მასტერზე ვიხდი 136 ევროს სემესტრში,ეგეც administration fee პონტია.. wink.gif ასე რომ უფასოაა ჩათვალე

Posted by: natonato88 20 Mar 2013, 00:18
გერმანულის ცოდნა აუცილებელია? ინგლისურადაც ხო არის სწავლება ბევრ უნივერსიტეტში და საიდან გავიგო რომელ უნიში რა ფასები და პირობებია? user.gif
მასტერს ვგულისხმობ, ბაკალავრიატს ვამთავრებ ბოლო სემესტრს გავდივარ

Posted by: A_I 20 Mar 2013, 09:34
Z@G@NTi
tornikeb-მა რაც გითხრა up.gif

დეტალები არ ვიცი გერმანიაში. no.gif იაფიანი აღმოსავლეთ გერმანიაა შედარებით. ბერლინიც (დასავლეთ ევროპის მასშტაბით მაინც).

Posted by: tornikeb 20 Mar 2013, 10:26
natonato88
QUOTE
გერმანულის ცოდნა აუცილებელია? ინგლისურადაც ხო არის სწავლება ბევრ უნივერსიტეტში და საიდან გავიგო რომელ უნიში რა ფასები და პირობებია?
მასტერს ვგულისხმობ, ბაკალავრიატს ვამთავრებ ბოლო სემესტრს გავდივარ


არის მასტერები ინგლისურადაც, მაგრამ ბევრი არაა wink.gif, მაგის გასაგებად არსებობს ინტერნეტი wink.gif smile.gif)), აი ერთ ერთი გამოსადეგი საიტი http://www.mastersportal.eu/ სადაც უმეტეს ევროპის მასტერ პოგრამებს ნახავ wink.gif.

QUOTE
დეტალები არ ვიცი გერმანიაში.  იაფიანი აღმოსავლეთ გერმანიაა შედარებით. ბერლინიც (დასავლეთ ევროპის მასშტაბით მაინც).


კიი ბერლინი იაფია არაა ძვირი, რასაც გთხოვენ 670 ევროს თვიურ საცხოვრებლად, სრულიად საკმარისია, და შეიძლება უფრო ნაკლებიც დაგჭირდეს, გააჩნია საცხოვრებელს და ა.შ

Posted by: Z@G@NTi 20 Mar 2013, 10:49
tornikeb
მადლობა smile.gif

A_I
up.gif მადლობა smile.gif

Posted by: tornikeb 20 Mar 2013, 11:39
Z@G@NTi
არაფრის, რავი თუ რამე დაგაინტერესებთ და შემეძლება გიპასუხოთ, ნოუ პრობლემ wink.gif

Posted by: lasha_mrisxane 22 Mar 2013, 00:31
tornikeb
მეც შეგაწუხებ ერთი შეკითხვით, ბევრი ვეძებე თუ ცოტა, ვერცერთი სამართლის პროგრამა ვერ ვნახე მასტერის ხარისხის. პროგრამა უნდა იყოს ინგლისურენოვანი, სასურველია არ ითხოვდნენ IELTS 6.5ზე მეტს. მე ვერ ვეძებ ისე, როგორც საჭიროა თუ ძალიან ცოტაა მასეთი პროგრამები?
* * *
ხო, ასევე სემესტრული გადასახადი არ უნდა იყოს 500 ევროზე მეტი. მაქსიმუმ 1000 cry.gif

Posted by: tornikeb 23 Mar 2013, 20:06
lasha_mrisxane
http://www.mastersportal.eu/ აქ მოძებნეე wink.gif და ნახავ რამეს.

Posted by: მადლი 26 Mar 2013, 14:10
tornikeb
QUOTE
ვიზისთვის ანგარიშზე უნდა გედოს 8040 ევრო, 12*670 ევრო, ყოველთვე შეგეძლება მხოლოდ 670 ევროს გამოტანა

ამას ყველა ვარიანტში ითხოვენ ?

თუ სტიპენდია მოვიპოვე მაშინაც ?

Posted by: აბულაბას 27 Mar 2013, 09:08
ბავარიაში სწავლა უფასო გამხდარა


.....................................

Posted by: tornikeb 29 Mar 2013, 22:06
მადლი
QUOTE

ამას ყველა ვარიანტში ითხოვენ ?

თუ სტიპენდია მოვიპოვე მაშინაც ?

თუ სტიპენდია მოიპოვე არა.

Posted by: nodari_nx 11 Apr 2013, 17:09
abriankoli
preparation კურსები რომ არის გერმანიასი ვერც მასე?


ანუ იქ რომ გავიარო ენის კურსები.

Posted by: აბულაბას 12 Apr 2013, 10:57
tornikeb
შენ გერმანული იცი?

იქ მინდა გავაგრძელო სწავლა მაგისტრატურაზე
და ეხლა ვსწავლობ გერმანულს. 2 წელი მაქვს წინ ვითომ მეყოფა? ინგლისური ვიცი, პროფესიულ ინგლიურს ჩემთვის ვეუფლები

Posted by: abriankoli 13 Apr 2013, 11:30
nodari_nx
"გერმანიაში სწავლის წინაპირობები
ქართველი აბიტურიენტებისათვის, რომელთაც გერმანიში საბაკალავრო საფეხურის გავლა სურთ მოქმედებს შემდეგი წესები:
ა) მათთვის ვინც 2009 წლის შემდეგ აიღო ატესტატი
თორმეტწლიანი საშუალო სკოლის ატესტატით ქართველ აბიტურიენტს უფლება ეძლევა ჩაირიცხოს გერმანიაში უნივერსიტეტის მოსამზადებელ კოლეჯში ( www.studienkollegs.de )და ერთი წლის შემდეგ გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატის პირველ კურსზე.
თუკი გერმანიაში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ პირს აქვს ქართული საშუალო სკოლის თორმეტწლიანი ატესტატი და ამას გარდა საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში დახურული აქვს ერთი კურსი მას შეუძლია პირდაპირ განაგრძოს სწავლა გერმანიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში (ცვლილებების მიღებამდე მსგავს შემთხვევაში სტუდენტი ღებულობდა უფლებას ესწავლა მოსამზადებელ კოლეჯში).

ბ) მათთვის, ვინც 2009 წლამდე მიიღო საშუალო სკოლის ატესტატი

გერმანიაში სწავლით დაინტერესებული პირი, რომელსაც არ აქვს თორმეტწლიანი სწავლების საშუალო სკოლის ატესტატი და სურს სწავლა განაგრძლოს გერმანიის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე, ვალდებულია დახუროს საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ერთი კურსი, რის შემდეგაც შეუძლია სწავლა განაგრძოს მოსამზადებელ კოლეჯში ( www.studienkollegs.de ). კოლეჯის დასრულების შემდეგ (ხანგრძლივობა ერთი წელი) მას შეუძლია შეუდგეს სწავლას ბაკალავრიატში. "
http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=51

Posted by: nodari_nx 13 Apr 2013, 21:42
abriankoli
სამაგისტრო პროგრამებზე მაინტერესებს მე smile.gif

Posted by: სან 26 Apr 2013, 18:47
მაგისტრატურაზე სწავლა მინდა გერმანიაში და პირდაპირ არ დამსვამენ აქ, რომ ბაკალვრი დავამთავრო?
ხო კიდევ, ნორმალური უნივერისტეტები რომელია? სადმე ჩამონათვალი არაა?
რეიტინგის და ფასის მიხედვით?

Posted by: მადლი 26 Apr 2013, 20:04
სან
QUOTE
ფასის მიხედვით

უფასოა გერმანიაში სწავლა.

QUOTE
ჩამონათვალი

http://www.4icu.org/de/

Posted by: სან 26 Apr 2013, 20:43
მადლი
QUOTE
უფასოა გერმანიაში სწავლა.

ინგლისურენოვან პროგრამებზეც უფასოა?
QUOTE
http://www.4icu.org/de/

მადლობა smile.gif

Posted by: Greenie 30 Apr 2013, 14:49
daad-ის გრანტის გარდა სხვა რა კონკურსები არსებობს დაფინანსების მოსაპოვებლად, ხომ არ იცით?
ძალიან ბევრი უნივერსიტეტი არც gmat-ის ჩაბარებას ითხოვს & არც gre-ის, ძალიან გამიკვირდა, მარტო toefl-ს ითხოვენ აპლიკაციისთვის

Posted by: სან 30 Apr 2013, 23:37
Greenie
GPA ზე რა ხდება? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს?

Posted by: *tamtam* 2 May 2013, 17:39
მოკლედ დღეს ვიყავი საარის უნივერსიტეტში.

ენა ვიცი ინგლისური და გერმანულის კურსებზე უნდა დაგსვათო ჯერო ყველა ვარიანტსი, 1.5 წელი მაინცო.

მომთხოვეს შემდეგი პროცედურები - უნდ აგავაგზავნო პირველ რიგში ბონში ჩემი დიპლომი ბაკალავრის და თუ გაუკეთებენ აქსეპტირებას ანუ თუ სცნობენ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შემეძლება მაგისტრატურაზე გავაგზავნო საბუთები, უფრო სწორედ პარალელურად გავაგზავნი კიდეც, მაგრამ მოკლედ თუ დიპლომი არ სცნეს ბაკალავრის, ჩემ ფეხებს ჩავაბარებ მაგისტრატურაზე biggrin.gif

ხო და კითხვა მაქვს ერთი უმნიშვნელოვანესი!! - რამდენად სცნობენ გერმანელები ჩვენს დიპლომს? - გავაგზავნი ბონში ამ დიპლომს, მაგრამ რეალურად სცნობენ? ვინმე არ წასულხართ ჩვენი დიპლომით მაგისტრატურაზე? როგორც გავიგე 4 სემესტრს სცნობენ მხოლოდო. 2005 ში მაქვს ჩაბარებული, პირველი ეროვნული გამოცდები რომ დაიწყო და 2009 ში დავამთავრე.

Posted by: Bobgure 4 May 2013, 13:44
მედიცინის ამბავში რახდება რეზიდენტურაზე გერმანიაში ?

რა არის საჭირო იქ ნორმალურ უნივერსიტეტში მოსახვედრად და რა ეტაპებია გასავლელი რო იქ ჩაირიცხო .

Posted by: Greenie 6 May 2013, 23:48
QUOTE (სან @ 30 Apr 2013, 23:37 )
Greenie
GPA ზე რა ხდება? ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს?

2.5-დან უნდა გქონდეს
რა უნივერსიტეტებიც ვნახე, უფრო სამუშაო გამოცდილებას & სერთიფიკატებს აქცევენ ყურადღებას & რეკომენდაციებს კიდევ

Posted by: სან 7 May 2013, 00:23
Greenie
QUOTE
2.5-დან უნდა გქონდეს

ეს თუ ნაკლები, მაქვს, მაგრა მრეკომენდაციები და სივი ძალიან ძლიერი რა ხდება მაგ შემთხვევაში?

Posted by: feeling good 13 May 2013, 23:19
გერმანიაში ინგლისურენოვანი პროგრამები აქვთ მხოლოდ კერძო უნივერსიტეტებს, რაც საკმაოდ ძვირია, მე ვეძებ შედარებით იაფ უნივერსიტეტს მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ ვიპოვე, სახელმწიფო სკოლებია უფასო ჰა ჰა მაქსიმუმ 500ევრო გადაიხადო, მაგრამ სამწუხაროდ სახელმწიფო სკოლებში ყველა პროგრამა გერმანულადაა

Posted by: აბულაბას 14 May 2013, 22:05
ხალხნო საერთაშორისო სტუდენტური მოწმობა რას ნიშNავს ხო არ იცით?
იგივე სტუდენტის სტატუსის ცნობაა ოღონდ უცხო ენაზე?

Posted by: სან 25 May 2013, 14:27
ერთი კითხვა მაქვს ამ საკითხში გამოცდილებთან smile.gif
GPA ხომ არის სასურველი, რომ გქონდეს 2.5 ზე მეტი.
და საგნებს, რომ იტენის ხალხი, დაბალი ქულა მყვება და GPA ს დამიწევსო, მაგ ჩარჩენილ საგნებზე პრობლემა არ შეექმნებათ გერმანიაში?

Posted by: NNNNiiiaaa 28 May 2013, 23:11
QUOTE (სან @ 25 May 2013, 14:27 )
და საგნებს, რომ იტენის ხალხი, დაბალი ქულა მყვება და GPA ს დამიწევსო, მაგ ჩარჩენილ საგნებზე პრობლემა არ შეექმნებათ გერმანიაში?

ვაიმე რა gpa ს დაწევაზე საუბარიი.. გერმანიაში საერთოდ სხვა სისტემა და ქართული ჯპათი თუ 2,5 გყავს იმას არ ნიშნავს რომ გერმანული სისტემითაც იგივე ქულა გყავს... და საგნების შეტენვა კიდე რა სისულელეა სანამ არ ჩააბრებთ იმ საგნებს დიპლომს ვერ აიღებთ და აზრიი

ნდააა

Posted by: capitan marvel 11 Jun 2013, 23:07
გამარჟობათ თემა თუ არასწორედ გავხსენი გადამიტანეთ რა ნუ დამიხურავთ
ბაკალავრზე მიდნა უცხოეთში წასვლა და იქნებ დამეხმაროთ თუ არის საქართველოში ორგანიზაცია რომელიც დამეხმარება დამაკვალიანებს მომაძებნინებს შესაბამის უნივერსიტეტს უფრო ეგრმანიაში მიდნა როგორც ვანხე იაფია სწავლა სხვა ქვეყნებთან შედარებით. მოკელდ თუ იცით ვინმემ მსგავსი ორგანიზაცია დამეხმარეთ რა ძალიან მჭირდება

Posted by: სან 12 Jun 2013, 20:19
NNNNiiiaaa
QUOTE
საგნების შეტენვა კიდე რა სისულელეა სანამ არ ჩააბრებთ იმ საგნებს დიპლომს ვერ აიღებთ და აზრიი

აზრი ის რომ იგივე საგანს გაივლი უფრო მაღალ ქულაზე, ან თუ სავალდებულო საგანი არაა საერთოდ აღარ გაივლი smile.gif

Posted by: NNNNiiiaaa 12 Jun 2013, 22:52
სან
აჰა ანუ გერმანულად უფრო მაღალ ქულებზე ვისწავლოთო და უკეთესად გავიგებთო? ნდა ხო კარგი ბევრი საგანი აქ არ ისწავლება რასაც საქართველოში გვტენიან, მაგრამ რა მაინტერესებს დიპლომს ხომ ვერ აიღებთ ეგრე საგნებს თუ შეიტენით, და აზრი? უფრო ნაკლები შანსი გაქვს ადგილი აიღო წესიერ ფაკულტეტზე. პირიქით რაც უფრო უკეთესი ქულები გაქვს და ნაკლები ჩარჩენები მით უკეთესი შენთვის, გერმანიაა და სწავლა უფასოა! რაც იმას ნიშნავს რო მაღალი კონკურენციაა..
ან რაღაცას ვერ ვიგებ აშკარად რა..

Posted by: სან 23 Jun 2013, 01:11
NNNNiiiaaa

QUOTE
ან რაღაცას ვერ ვიგებ აშკარად რა..

yes.gif


QUOTE
აჰა ანუ გერმანულად უფრო მაღალ ქულებზე ვისწავლოთო და უკეთესად გავიგებთო?

არა, უბრალოდ აქ რომ საგანს შეიტენი, ეგ GPA ზე არ მოქმედებს, ანუ თუ 51 ქულა გაქვს GPA ს მაგრად დაგიწევს, მაგრამ 49 ქულა საერთოდ არ იმოქმედბს smile.gif
როდესაც აბარებ მაგისტრატურაზე, იქ აქცევენ ყურადღებას GPA ს, შესაბამისად ჯობია გქონდეს 49 ქულები, ვიდრე 51 smile.gif
რაც შეხება დიპლომის აღებას, თუ სავალდებულ ოსაგანია ხელახლა გაივლი მაღალ ქულაზე, თუ არაა სავალდებულო- ვაფშ დაიკიდებ.
ერთი სიტყვით ბევრს ვცინობ რომ ძალით იტნიან საგნებს და რა გითხრა აბა smile.gif რაც დავწრე მაგ ლოგიკით აკეთებენ smile.gif

Posted by: surealisti 9 Jul 2013, 22:00
იქნებ ვინმე გარკვეული იყოს და იაფი ენის კურსები ყველაზე კარგი ვარიანტები მიტხრას ბერლინში?

Posted by: capitan marvel 13 Jul 2013, 13:45
აუ გერმანიაში კომპიუტერულკი ემცინიერებების უნიევრსიტეტები მითხარით რა ერთი მაინც ვერ ვანხე სუ ევძებ დამეხმარეთ რა თუ იცით ვინმემ აი ისეთი რო საქართველდოან მიმიღონ გადასახადზე არ მაქვს პრობლემა არც გრანტი მიდნა არც სტიპენდია დამეხმარეთ რა

Posted by: gigsona2 18 Jul 2013, 20:51
capitan marvel
http://forum.ge/?f=69&showtopic=34550598&st=105 აქ იკითხეთ აბა. აქ უფრო შემოდის ხალხი

Posted by: i-L-i-A-D-i-S-i 18 Jul 2013, 22:38
ვინმე ხო არ აგზავნის deuche bankში დოკუმენტს ბლოკირებული ანგარიშისთვის?

Posted by: boo-oops 25 Jul 2013, 12:22
QUOTE (abriankoli @ 13 Apr 2013, 11:30 )
nodari_nx
"გერმანიაში სწავლის წინაპირობები
ქართველი აბიტურიენტებისათვის, რომელთაც გერმანიში საბაკალავრო საფეხურის გავლა სურთ მოქმედებს შემდეგი წესები:
ა) მათთვის ვინც 2009 წლის შემდეგ აიღო ატესტატი
თორმეტწლიანი საშუალო სკოლის ატესტატით ქართველ აბიტურიენტს უფლება ეძლევა ჩაირიცხოს გერმანიაში უნივერსიტეტის მოსამზადებელ კოლეჯში ( www.studienkollegs.de )და ერთი წლის შემდეგ გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატის პირველ კურსზე.
თუკი გერმანიაში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ პირს აქვს ქართული საშუალო სკოლის თორმეტწლიანი ატესტატი და ამას გარდა საქართველოს აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებელში დახურული აქვს ერთი კურსი მას შეუძლია პირდაპირ განაგრძოს სწავლა გერმანიის უნივერსიტეტის ბაკალავრიატში (ცვლილებების მიღებამდე მსგავს შემთხვევაში სტუდენტი ღებულობდა უფლებას ესწავლა მოსამზადებელ კოლეჯში).

ბ) მათთვის, ვინც 2009 წლამდე მიიღო საშუალო სკოლის ატესტატი

გერმანიაში სწავლით დაინტერესებული პირი, რომელსაც არ აქვს თორმეტწლიანი სწავლების საშუალო სკოლის ატესტატი და სურს სწავლა განაგრძლოს გერმანიის უნივერსიტეტის საბაკალავრო საფეხურზე, ვალდებულია დახუროს საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ერთი კურსი, რის შემდეგაც შეუძლია სწავლა განაგრძოს მოსამზადებელ კოლეჯში ( www.studienkollegs.de ). კოლეჯის დასრულების შემდეგ (ხანგრძლივობა ერთი წელი) მას შეუძლია შეუდგეს სწავლას ბაკალავრიატში. "
http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=51

რომელ მიწაზეა ეგ ეგრე? მე ვცხოვრობ Nordrhein-Westfalen-ში. აქ მთხოვენ გარდა თორმეტი წლის სკოლის ატესტატისა, მინიმუმ ოთხ სემესტრს ნასწავლს. ამასთანავე, თუ უნივერსიტეტს აკრედიტაციის პრობლემა აქვს (როგორც ეს ჩემს შემთხვევაში იყო), მაქვს მხოლოდ მაგ კოლეჯის გავლის საშუალება (Studienkolleg), მაგრამ მისი დასრულების შემდეგ, ბაკალავრიატზე არავინაც არ მსვამს. საქართველოში დავხურე ოთხი სემესტრი, აქედან მიღიარეს ერთი წელი და მითხრეს, რომ მას შემდეგ რაც ჩემი უნივერსიტეტის (საქართველოს უნივერსიტეტი) აკრედიტაციის პრობლემა მოგვარდებოდა შემეძლო გამეგრძელებინა სწავლა შესაბამის ფაკულტეტზე ერთი დახურული წლით.

http://anabin.kmk.org/ აქ მოცემულია ყველა უნივერსიტეტის სია, უნივერსიტეტები, რომლებიც აღნიშნულნი არიან + ნიშნით, ნიშნავს რომ აღიარებულია (მაგრამ არ ნიშნავს რომ ბაკალავრიატის ყველა წელს გიღიარებენ) და გიღებენ ხშირ შემთხვევაში უპრობლემოდ, - ნიშნით შანსი არ არსებობს, და +/- ის შემთხვევაში ათასს დამამტკიცებელ საბუთს ითხოვენ რომ შენი ფაკულტეტი აკრედიტირებულია და არა მხოლოდ უნივერსიტეტი. მოკლედ ტვინს ჭამენ და მაგის გამო უკვე სამი სემესტრი დავკარგე დრო. იმედია სწორად ავხსენი რასაც ვგულისხმობდი
* * *
QUOTE (A_I @ 20 Mar 2013, 09:34 )
Z@G@NTi
tornikeb-მა რაც გითხრა up.gif

დეტალები არ ვიცი გერმანიაში. no.gif იაფიანი აღმოსავლეთ გერმანიაა შედარებით. ბერლინიც (დასავლეთ ევროპის მასშტაბით მაინც).

იაფიანში რა ვიცი რას გულისხმობ თუ ქალაქის სიძვირეს, შემოსავალიც ნაკლებია და შესაბამისად ჯამში არც თუ ისე იაფიანი გამოდის, სამსახურებიც საკმაოდ პრობლემურია. აღმოსავლეთში ბერლინის გარდა მე თუ მკითხავ საბჭოთა კავშირია მეორე, მაქეთ მე აღარ გავიხედავ :დ

Posted by: bavaria87 31 Jul 2013, 05:30
ვინმეს დაადის სტიპენდიებთან შეხება ჰქონია? განაცხადი თუ შეუტანია ან ტუ დაუფინანებიატ? სამაგისტრო პროგრამაზე ვაპირებ მე წელს შეტანას და მაინტერესებს ყველაფერი

Posted by: Mactavish* 8 Aug 2013, 22:14
http://www.kit.edu/index.php
აქ მინდა სწავლა
გერმანული ენა ვიცი,კიდევ რა არის საჭირო?
პირველი კურსი მაინც უნდა მქონდეს დახურული აქ,რომ იქ ჩავირიცხო ხომ?
და როგორ ხდება ეგ ჩარიცხვა,სად უნდა ჩავაბარო და რა სავალდებულო საგნები?

Posted by: Qetty 2 Sep 2013, 12:13
გამარჯობა ხალხო. გერმანულს უკვე დიდი ხანია ვსწავლობ მაგრამ ტესტდაფის აღება მანამდე არ მიცდია.ვსწავლობ სამედიცინო უნივერსიტეტში მე2ე კურსზე და იმდენად არ მომწონს სწავლის ხარისხი რომ როგორც იქნა გადავწყვიტე ჩაბარება.
ჩემი შედეგები ასე გამოიყურება:
Leseverstehen: 5

Hörverstehen: 5

Schriftlicher Ausdruck: 3

Mündlicher Ausdruck: 4

როგორც ვიცი 3 ქულა არ არის საკმარისი გერმანიის უნივერსიტეტებში სწავლის დასაწყებად,მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად მესმის (ჭორის დონეზე) რომ ზოგიერთი 3ანითაც მიიღეს.თან დროის დაკარგვა აღარ მინდა,უკვე ისედაც ბევრი დავკარგე,თან უაზროდ.
მოკლედ, თქვენი რჩევა მჭირდება.ჩემთვის პრიორიტეტული ფაკულტეტებია სამედიცინო და ფსიქოლოგიური(შეიძლება ფილოსოფიურიც) .

Posted by: Maverick_ 3 Sep 2013, 00:35
რა მაინტერესებს იცით?დაახლოებიათ რამდენი წელი სჭირდება გერმანულის სწავლას იმ დონეზე, რომ ამ ენაზევე შევძლო სწავლა საზღვარგარეთ? სიტყვაზე, იმ ბავშვის მაგალითზე, ვინც ნორმალური ტემპით ითვისებს უცხო ენას smile.gif

Posted by: Mactavish* 3 Sep 2013, 19:45
_Maverick
მე სკოლაში ვსწავლობდი გერმანულს ძირითად ენად ჩემ მაგალითზე ვერ გეტყვი.აი ჩემი ბიძაშვილი,რომელიც ეხლა იქ სწავლობს 12 წლიდან დაიწყო და 4 წელში ნორმალური ტემპით,დაუზარელი სწავლით,ძალიან მაგრად ისწავლა,თავისუფლად მეტყველებს smile.gif

Posted by: ქართლოსი 4 Sep 2013, 22:57
გერმანიაში ყველაზე ცნობილი ფორუმი რომელია??

Posted by: LanceInMyPants 10 Sep 2013, 20:10
ერასმუს მუნდუსის გაცვლით პროგრამაზე ინფ.არავინ ფლობთ?

გერმანიაშიც უშვებენ როგორც ვიცი...

ძნელია მანდ მოხვედრა?

Posted by: marimari11 10 Sep 2013, 20:12
bis.gif bis.gif bis.gif მეც მინდა გერმანიაშიიი

Posted by: vava12 10 Sep 2013, 21:03
_Maverick
გოეთეს საიტს გადახედე და სასურველი კურსი აირჩიე დაახლოებით მიხვდები რამდენი ხანი დაგჭირდება (მინიმუმ B2 გინდა გერმანიაში სასწავლად smile.gif)

Posted by: marimari11 14 Sep 2013, 00:52
კეთილო ხალხო იქნებ დამეხმაროთ !!! rolleyes.gif
http://www.uni-muenchen.de/studium/studien.../index.html#top იქნებ მითხრათ ეს რა ღირს?ვერსად ვერ ვიპოვე ფასი
ფასებს საიტებზე ვერ ვპოულობ ხოლმე ვერასოდეს და კიდე რა დონის სერთიფიკატი უნდათ გერმანული ენის
ინგლსიურის ვნახე ბ2 უნდათ და გერმანულის ვერა mad.gif
და მიუნხენში თვეში რამდენი გინდა დაახლოებით? სადღაც 600 700 ევრო გეყოფა ბინიანად?

Posted by: NeLLy 14 Sep 2013, 13:24
marimari11
650 ევრო, საცხოვრებელ მინიმუმად ითვლება გერმანიაში.. რომლითაც ყველანაირ გადასახადს დაფარავ

LMU კი როგორც ვიცი ერთერთი ყველაზე ცნობილი უნია , წესით უფასო უნდა იყოს სწავლა როგორც მთელ გერმანიაშია smile.gif

Posted by: marimari11 14 Sep 2013, 16:23
NeLLy
დიდი მადლობა პასუხისთვის

Posted by: slim4you 19 Nov 2013, 15:24
marimari11
QUOTE
უფასო


yes.gif

ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტი უფასოა გერმანიაში

Posted by: Southwind 21 Nov 2013, 21:42
გამარჯობათ, მე და ჩემი მეგობარი ვაპირებთ წასვლას და გვაინტერესებს შემდეგი რამეები:

1. ბაკალავრიატი დამთავრებული გვაქვს, დამოუკიდებელ კერძო ენის კურსებზე რმ წავიდეთ და მერე ჩვენ თვითონ მოვძებნოთ უნივერსიტეტი, გვექნება თუ არა მუსაობის უფლება.

2. სად შეიძლებავნახო უნივერსიტეტების ცამონათვალი რმელთაც აქვთ ენის კურსები და მისი გავლის მერე ბაკალავრიატზე დაგვსვამენ?

3. დადენბორნის უნივერსიტეტს აქვს ენის კურსები რომლის გავლის შემდეგ გსვამენ ბაკალავრიატზე, ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ უნივერსიტეტის შესახებ?

4. და ბოლო, არის თუ არა შანსი რომ ჩვენი ბაკალავრის დიპლომი აღიარონ და მაგისტრატურაზე დაგვსვან?

წინასწარ მადლობა wink.gif

Posted by: marimari11 22 Nov 2013, 19:26
Southwind
გერმანიის თემაში იკითხე იქ უფრო გაგცემენ პასუხს

Posted by: Luminol 31 Jan 2014, 21:21
დაადის პასუხს ელოდებით წელს ვინმე?

Posted by: GIO-ON 5 May 2014, 20:41
ეს ტემა ცოცხალია? D ვისაც გამოცდილება გაქვთ და შეება გქონიათ ამ თემასთან გთხოოვთ მიპასუხოთ..მაგალითად უნიში ყველა საგნის ქულის საშუალო მაქ 79 ქულა დაა ენის სერთიფიკატი და რამე ყველაფერი მოგვარებულია დაა ეგ 79 ქულა ძალიან დაბალია? (ილიაუნი) sad.gif(((( ყველა იმას მეუბნებოდა რა მნიშვნელობა აქ ქულებს ლიჯბი კრედიტი გქონდესო დაჟე დიპლომიც ყველა ერთიაო და თითქმის ბოლო კურსზე აღმოვაჩინე რომ არსებობს წარჩინების დიპლომიც და ეს ქულები კიარა სკოლის ქულებიც კი ბევრგან მჭირდება :@@

ნუუ მოკლედ ასე მოკლედა არაა ისტორია დაა ცოტაა თუარა 79 ქულა ბიზნესზე??

Posted by: DontGetM@d 5 May 2014, 20:47
GIO-ON
spy.gif

არის უნივერსიტეტები რომლებიც GPA-ს აქცევენ ყურადღებას 3.0 და მაღლა
+ ნიშნები უნდა გქონდეს შესაბამისად 4 ან მაღალი (5დან)

ასევე არის სხვა უნივერსიტეტები, რომლებსაც მხოლოდ ენის სერთიფიქატი სჭირდებათ

ასე რომ უნდა იჩალიჩო შენით


Posted by: GIO-ON 5 May 2014, 21:04
DontGetMad
QUOTE
არის უნივერსიტეტები რომლებიც GPA-ს აქცევენ ყურადღებას 3.0 და მაღლა
+ ნიშნები უნდა გქონდეს შესაბამისად 4 ან მაღალი (5დან)

ასევე არის სხვა უნივერსიტეტები, რომლებსაც მხოლოდ ენის სერთიფიქატი სჭირდებათ

ილიაუნი გიპიას არითვლის D :@@

QUOTE
ასე რომ უნდა იჩალიჩო შენით



დავიწყე ჩალიჩი და 100 ქულიანი რეიტინგიც დავდე მაგრამ ეხლა ამ სემესტრში კიდე 100ებირო დავდო 0.1 თუ რაგაც ქულა მაინც მაკლდება 81მდე biggrin.gif ძაან მაქ მიქარული წინა კურსებზე..ანუ კანონი როა სახელმწიფო რო გაფინანსებს საზღვარგარეტ სწავლისთვის ერთ ერთი კომპონენტი 81 ქულაასაშუალოში საჭირო თუ უნი არ ითვლის ჯიპიას

Posted by: marimari11 6 May 2014, 00:40
GIO-ON
სახელმწიფო რომ გაფინანსებას? ეგ რომელია როგორაა რა ხდებაა?რა მოთხოვნებია?

Posted by: GIO-ON 6 May 2014, 01:18
marimari11
QUOTE
GIO-ON
სახელმწიფო რომ გაფინანსებას? ეგ რომელია როგორაა რა ხდებაა?რა მოთხოვნებია?

http://www.iec.gov.ge/4152 აქ ნახე )

Posted by: DontGetM@d 6 May 2014, 01:40
marimari11
ეგ როგორ არ იცი, მე გუშინ წინ გავიგე up.gif

მარა მე რასაც მინდა როცა მინდა მაშინ გავაკეთებ მინდა იქ მინდა აქ

მინდა ევროკავშირის მოქალაქე გავხვდები ვაფშე rolleyes.gif

GIO-ON

გადააბარე გამოცდები

Posted by: GIO-ON 6 May 2014, 11:18
QUOTE
GIO-ON

გადააბარე გამოცდები


ეგ როგორ?

Posted by: marimari11 6 May 2014, 13:53
GIO-ON
აუფ სტაჟიო სად გავიარო ეხლა სტაჟი ფსიქოლოგიაში?
ტრენინგები არ ითვლება?

უიმე განათლების მირების მერე 3 წელ;ი საქართვლელოო არა ეგ არ მაწყობს biggrin.gif დოქტორანტურაც უცხოეთში მინდა

Posted by: The Tall One 13 May 2014, 15:41
გამარჯობათ, გერმანიაში ინტერიერი დიზაინს რომელ უნივერსიტეტებში ასწავლიან ხომ არ იცით?

Posted by: Royal Hunter 17 May 2014, 10:53
Es tema cocxalia? Inglisuri jgufebi aris germaniashi? Tu vinmem icit gamomexmauret ra

Posted by: konkordi 18 May 2014, 23:28
https://www.facebook.com/GeorgiaSteinbeissibe ახლა შემოდიან, სრულფასოვან ლლ.მის გერმანულ დიპლომს იძლევიან, სწავლა ინგლისურადააო


Posted by: Louigi 16 Jun 2014, 19:10
ხალხო დახმარება მჭირდება ! მოკლედ : უნივერსიტეტის Bewerbungsantrag ში ესე წერია : Fügen Sie bitte für den nationalen Briefversand einen an sich selbst adressierten und mit € 1,45frankierten DIN/C5-Rückumschlag bei. Im internationalen Briefverkehr beträgt das Porto € 1,50 oder Sie fügen entsprechende Postantwortscheine bei. მივწერე უნივერსიტეტს ვერ გავიგე რას ნიშნავს მეთქი და ესეთი რამე მომწერეს : sie sollen einen Briefumschlag mitschicken, damit wir ihnen die Unterlagen nach Ende des Zulassungsverfahrens zurücksenden können.

რა ხდება რა კონვერტს და საფოსტო მარკას მთხოვენ ? Fedex ით ვუშვებ საბუთებს

Posted by: marimari11 16 Jun 2014, 23:02
Louigi
გერმანიის თემაში იკითხე
http://forum.ge/?showtopic=34648047&st=795&hl=

Posted by: Sento555777 16 Jun 2014, 23:07
ბავშვებო fudengegenxoden რას ნიშნავს? რაც ევროტურს ვუყურე 6 წლის წინ (მგონი) მის მერე სულ მინდოდა მეკითხა მაგრამ მიტყდებოდა biggrin.gif

Posted by: marimari11 16 Jun 2014, 23:08
Sento555777
ვაბშე ეგ ჰოლანდიაში ხდება და გერმანული რა შუაშია მაგრამ ჩემი ბიძაშვილი ცხოვრობს ჰოლანდიაშI და იმან მითხრა არაფერს არ ნიშნავსო =))

Posted by: Louigi 10 Jul 2014, 21:04
გამარჯობათ ხალხო

მოკლედ მაგისტრატურაზე გავაგზავნე საბუთები გერმანიის რამდენიმე უნიში , მაინტერესებს ვინც სწავლობთ ან დაამთავრეთ როგორი შანსები მაქვს :
მაქვს DSD II სკოლის
გოეთეს C1.
ინგლისური B2
ჯავახიშვილი დამთავრებული იმავე მიმართულებით რასაც მაგისტრატურაზე მთხოვენ
აი ჯიპიეიში მერხევა 1.8 მაქვს
პრორექტორის (ჩემი პროფესორის კარგი რეკომენდაცია)
პროფესიული სამუშაო გამოცდილება 2 წელზე მეტი (დამადასტურებელი დოკუმენტი)
და კარგი სამოტივაციო წერილი

რას ფიქრობთ, რამდენად მაქვს შანსები?

P.S სტიპენდიას არ ვითხოვ (Selbstfinanzierungs) ვაკეთებ.

Posted by: madridiSSta1988 14 Jul 2014, 13:55
Louigi
ჯიპიეის ყველა ითხოვს? მე როგორც ვიცი, ყველა უნის სხვადასხვა მოთხოვნები აქვს, ინგლისურის სერტიფიკატის მოთხოვნაც პირველად გავიგე, პროფესიულ გამოცდილებასაც მგონი ყველა არ ითხოვს.
და ერთი კითხვა კიდევ - გერმანულში ვისთან ემზადებოდი?

Posted by: Louigi 15 Jul 2014, 15:19
madridiSSta1988
გერმანულს სკოლიდან ვსწავლობ smile.gif

კი ყველას უნის თავის მოთხოვნები აქვს , უბრალოდ ბევრგან გავუშვი და უნდა გამიმართლოს ...

Posted by: ქართლოსი 17 Jul 2014, 17:23
ვინმე ხომ არ სწავლობს გერმანიაში ტექნიკურ უნივერსიტეტში ავტომობილების განხრით? ან მსგავს კოლეჯში?

Posted by: NE_NE 10 Sep 2014, 21:35
გამარჯობათ,

ვინც უკვე გააგზავნეთ გემანიაში საბუთები იქნებ დამაკვალიანოთ თარგმანი და დამოწმება( დიპლომი, დიპლომის დანართი და ა.შ.) როგორ გავაკეთო?

ზოგი მეუბნება რომ საქართველოში ნათარგმნს არ აღიარებენო ...
მე ჯერ აპოსტილი გავაკეთე ნოტარიულად დამოწმებული ასლების და მერე იუსტიციის სახლში წავიღე სათარგმნად..

გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი გამოცდილება
uni-assist-ში ვაპირებ საბუთების გაგზავნას მალე

მადლობა წინასწარ

Posted by: ninc_lfc 10 Sep 2014, 22:20
NE_NE
QUOTE
ვინც უკვე გააგზავნეთ გემანიაში საბუთები იქნებ დამაკვალიანოთ თარგმანი და დამოწმება(

გერმანიის საელჩოს გვერდით არის თარჯიმანი, დამოწმება და ა.შ. ყველაფერი ერთად.
მიხვალ და რამდენიმე წუთში იქნება მზად. ფასიც და ხარისხიც მისაღებია. yes.gif
თან იციან სტანდარტები კარგად, სულ ეგენი ამზადებენ საბუთებს საკონსულოსთვის.
საელჩომდე მისვლამდეა რა.. შეამჩნევ. ფოტოს გადაღებაცაა გვერდით.

Viel Glück!
up.gif

Posted by: lycan 12 Sep 2014, 18:32
გუთენ თაგ smile.gif

აბა კეთილო ხალხო თქვენი ჭორღა თვალების ჭირიმე ვინ იქნება ამ წლის ყველაზე დამჯერი ბიჭი/გოგო და ვინ მეტყვის ოპტიმალ ა1-ის აუდიო ფაილები საიდან გადმოვწერო? user.gif

Posted by: kucinkela27 14 Sep 2014, 22:20
ვისაც სურს გოგონებო გერმანიაში ან ავსტრიაში გამგზავრება აუ-პაიერის პროგრამით ან გერმანული ენის შესწავლა საფუძვლიანად და ყველა დონეზე. მოწერეთ. Email_ bakhtadze26@yahoo.de

Posted by: არწივი9 16 Sep 2014, 18:09
DAAD-ის სტიპენდიაზე მინდა გავიგო აი რა: კაცმა ეს სტიპენდია უნდა მოიპოვოს ჯერ და მერე მოძებნოს დოქტორანტურის ვარიანტი (უნივერსიტეტი, პროფესორი და ა.შ.) თუ როგორ ხდება ეს ამბავი? rolleyes.gif

Posted by: lado9 16 Sep 2014, 19:59
არწივი9

ჯერ უნდა მოძებნო უნივერსიტეტი, სუპერვაიზერი და ა.შ.
შემდეგ გააკეთო განაცხადი სტიპენდიაზე.
ეს ნახე
http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=971

Posted by: არწივი9 16 Sep 2014, 20:36
lado9
QUOTE
ჯერ უნდა მოძებნო უნივერსიტეტი, სუპერვაიზერი და ა.შ.
შემდეგ გააკეთო განაცხადი სტიპენდიაზე.

გასაგებია, პირიქით ცხადია უაზრობაა rolleyes.gif

QUOTE
ეს ნახე
http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=971

მადლობა, გადავხედავ

Posted by: NE_NE 17 Sep 2014, 13:55
QUOTE (ninc_lfc @ 10 Sep 2014, 22:20 )
NE_NE
QUOTE
ვინც უკვე გააგზავნეთ გემანიაში საბუთები იქნებ დამაკვალიანოთ თარგმანი და დამოწმება(

გერმანიის საელჩოს გვერდით არის თარჯიმანი, დამოწმება და ა.შ. ყველაფერი ერთად.
მიხვალ და რამდენიმე წუთში იქნება მზად. ფასიც და ხარისხიც მისაღებია. yes.gif
თან იციან სტანდარტები კარგად, სულ ეგენი ამზადებენ საბუთებს საკონსულოსთვის.
საელჩომდე მისვლამდეა რა.. შეამჩნევ. ფოტოს გადაღებაცაა გვერდით.

Viel Glück!
up.gif

ძალიან დიდი მადლობა ინფოსთვის
გერმანიის საელჩოს გვერდით თუმანიშვილის თეატრის გვერდით ვათარგმნინე ერთხელ და ისეთი საოცრებები ჩამიწერეს გავოგნდი.
კარგად ვიცი გერმანული თორემ ვერ მივხვდებოდი.

uni-assist ითხოვს ოფიციალურ თარგმანს. ერთმა მითხრა ნაფიცი თარჯიმანი გჭირდება რომ დაგიმოწმოსო და დავიბენი...

ვიფიქრე იქნებ ვინმეს მსგავსი გამოცდილება ქონდა...smile.gif))

Posted by: Utopian 20 Sep 2014, 13:44
სამართლის ინგლისურ სექტორზე თუ სწავლობთ ვინმე შემეხმიანეთ რა, რამდენიმე კითხვა მაქვს
ან თუნდაც სხვა ფაკულტეტზე (განსაკუთრებით ბიზნესის ან ეკონომიკის ფაკულტეტზე)

Posted by: სან 20 Sep 2014, 14:02
მეგობრებო გერმანიაში მინდა მაგისტრატურის გაგრძელება, იქით შემოდგმომის ან გაზაფხულის სემესტრიდან, ინგლისური ენა ვიცი ასე თუ ისე და მომზადებასაც დავიწყებ, დროში ვეტევი ,რომ კარგად ვისწავლო, აი გერმანული საერტოდ არ ვიცი და რას მირჩევთ, შევეშვა ინგლისურს და გერმანული დავიწყო?
რა პლიუსები აქვს გერმანულად სწავლას იქ?

Posted by: ^Nos_ka 20 Sep 2014, 16:18
სან
QUOTE
შევეშვა ინგლისურს და გერმანული დავიწყო?

სასწრაFოდ. ინგლისურით შორს ვერ წახვალ.
QUOTE
რა პლიუსები აქვს გერმანულად სწავლას იქ?

ის პლიუსი რომ ინგლისური მინუსია biggrin.gif

Posted by: სან 20 Sep 2014, 16:57
^Nos_ka
QUOTE
სასწრაFოდ. ინგლისურით შორს ვერ წახვალ.

შორს კი წავალ, მაგრამ გერმანიის მიმართულებით ვერა biggrin.gif
QUOTE
ის პლიუსი რომ ინგლისური მინუსია 

biggrin.gif
არა მართლა, ჩაბარების სიმარტივით ან გადასახადის რაოდენობის მხრივ რა პლიუსი აქვს გერმანულს?

Posted by: ^Nos_ka 20 Sep 2014, 17:34
სან
QUOTE
არა მართლა, ჩაბარების სიმარტივით ან გადასახადის რაოდენობის მხრივ რა პლიუსი აქვს გერმანულს?


საქმე რაშია თუ იცი:
გერმანიის უნივერსიტეტებში და ტექნიკურ სასწავლებლებში (Fachhochschule , Hochschule ) ითხოვენ ან DSH II ან TestDaF ს,
მინიმუმ მეოთხე დონეს (გამოცდა არის 4 ნაწილიანი და 4ვე ნაწილში მინიმუმ 4-4 დონეები უნდა აიღო 5 დან)
მარტივი ნამდვილად არაა არც ერთი გამოცდა, ტესტ დაF გოეთეში ბარდება და 310 ლარი ღირს.

რაც შეეხება გერმანიაში სწავლას, არის უFასო, სემესტრული გადასახადია სადღAც 150ევრომდე, ისიც უნის გააჩნია.

Posted by: marimari11 21 Sep 2014, 00:18
QUOTE (სან @ 20 Sep 2014, 14:02 )
მეგობრებო გერმანიაში მინდა მაგისტრატურის გაგრძელება, იქით შემოდგმომის ან გაზაფხულის სემესტრიდან, ინგლისური ენა ვიცი ასე თუ ისე და მომზადებასაც დავიწყებ, დროში ვეტევი ,რომ კარგად ვისწავლო, აი გერმანული საერტოდ არ ვიცი და რას მირჩევთ, შევეშვა ინგლისურს და გერმანული დავიწყო?
რა პლიუსები აქვს გერმანულად სწავლას იქ?

ერთ წელში ვერ ისწავლი გერმანულს ისე რომ იქ გააგრძელო სწავლა უნივერსიტეტში. სჯობს ინგლისურით წახვიდე ჯერ.თუ საშუალება გაქვს დაიწყე გერმანულის სწავლაც პარალელურად და ინგლისურისაც და იქ რომ ჩახვალ იქაც იარე კურსებზე

Posted by: სან 21 Sep 2014, 02:13
^Nos_ka
QUOTE
რაც შეეხება გერმანიაში სწავლას, არის უFასო, სემესტრული გადასახადია სადღAც 150ევრომდე, ისიც უნის გააჩნია.

და თუ ინგლისურ ენაზე ვისწავლი (ზომ არის ასეთი პროგრამებიც) ეგ ფასიანია?
marimari11
QUOTE
ერთ წელში ვერ ისწავლი გერმანულს ისე რომ იქ გააგრძელო სწავლა უნივერსიტეტში. სჯობს ინგლისურით წახვიდე ჯერ.თუ საშუალება გაქვს დაიწყე გერმანულის სწავლაც პარალელურად და ინგლისურისაც და იქ რომ ჩახვალ იქაც იარე კურსებზე

ხო მეც მაგას ვფიქრობ, უბრალოდ გერმანულად თუ სწავლობ უფასოა და ინგლისურად ფასიანიო, როგორც მითხრეს და მაგის დაზუსტება მინდა :X

Posted by: colorBackground 21 Sep 2014, 02:20
ბაკალავრიატზე რა არის საჭირო ხო არ იცით ვინმემ? ატესტატი, გერმანული ენის სერთიფიკატი, კიდე?

Posted by: kucinkela27 3 Oct 2014, 14:33
შევასწავლი ნებისმიერ მსურველს გერმანულ ენასა და ლიტერატურას, უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით და აუდიო მასალით. ყველა დონეს საფუძვლიანად და გარანტიით უმაღლეს თანამედროვე დონეზე. (სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, გერმანიაში წასვლის სწავლის მსურველებს, გოეთეს სერტიფიკატისთვის გერმანულენოვან სკოლის მოსწავლეებს,,მძღოლებისათვის მაქვს სპეციალური პროგრამა შემუშავებული,ვისაც მანქანის ჩამოყვანა სურს და სხვა) დამთავრებული მაქვს Fachbereich Deutsch als Fremd- und Zweitsprache( Universität Wien)ავსტრიაში. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ ტურისტულ ფირმაში და ავსტრიის საკონსულოში. დავეხმარები ასევე Au-paier_ის პროგრამით წამსვლელებს, ოჯახის მოძებნაში.მყავს უამრავი ოჯახები ყველა მხარეში. შევასწავლი გოეთეში და უმაღლეში ჩაბარების გარანტიით და უმაღლესი ქულებით. თანამედროვე სტანდარტებით. გერმანული ტერმინოლოგიით. (დამწყებთათვის რვა გაკვეთილი A 1 დონისთვის 80 ლარი.) ტელ.: 558 550695 ან Mail_ bakhtadze26@yaho .დე

Posted by: LaSonrisa 5 Oct 2014, 19:58
სან
QUOTE
და თუ ინგლისურ ენაზე ვისწავლი (ზომ არის ასეთი პროგრამებიც) ეგ ფასიანია?
უბრალოდ გერმანულად თუ სწავლობ უფასოა და ინგლისურად ფასიანიო, როგორც მითხრეს და მაგის დაზუსტება მინდა :X


ინგლისურენოვანი მაგისტრატურა ზოგი ფასიანია, ზოგი არა.

Posted by: Utopian 5 Oct 2014, 20:09
colorBackground
სკოლა აქვთ 13 წლიანი ამიტომ აქ დახურო პირველი კურსი ჯობია
თუარადა იქ მოგიწევს 1 წელი კოლეჯში
სხვა მგონი არაფერი


LaSonrisa
უფასოები თუ იცი დაწერე რა


Posted by: Damageplan 5 Oct 2014, 20:22
TOEFL ან IELTS -ის სერთიფიკატი თუ მაქვს
რამდენად რეალურია გერმანიაში, ბერლინში ბაკალავრიატის გაგრძელება?
და აქედან თუ სტუდენტის სტატუსით წახვალ რამე უპირატესობას გაძლევს?

Posted by: LaSonrisa 5 Oct 2014, 20:25
Utopian

http://www.mastersportal.eu/

აქედან შეიძლება მოძებნა.
ქვეყნის არჩევაა საჭირო და ენის.
(ენის ფილტრი მარცხნივაა).



Posted by: Utopian 5 Oct 2014, 20:42
LaSonrisa

ძალიან დიდი მადლობა smile.gif
რომელი უნიც მინდოდა უფასო ყოფილა ^_^


Posted by: Google-1 20 Oct 2014, 00:31
გერმანიაში მინდა სწავლა ფსიქოლოგიურ ფაკულტეტზე აქ ვსწავლობ კერძო უნიშI 1 კურსზე ვარ არ მაქ პრობლემა გერმანიაში რომწ ავიდე დაიქ ვისწავლო ჯერ კოლეჯში 1 წელი და შემდეგ გავაგრძელო უნიში მაგრამ სადღაც ვნახე რომ მაგ კოლეჯში ჩასაბარებლად მაინც უნდა იცოდე B1 დონეო მართალია ? ანუ მე აზზე არ ვარ გერმანულის ინგლისური ვიცი მაგრამ ისე არა რომ რაიმე საგანი მაგ ენაზე ვისწავლო გამიჭIრდება უბრალოდ. იქნებ დამაკვალიანოთ ატესტატი მაქ და ენის გონზე არ ვარ და შემიძლია ჩაბარება გერმანიაში გერმანულის შემსწავლელ კოლეჯში ?

Posted by: boo-oops 20 Oct 2014, 12:25
Google-1
გერმანული აზრზე არ ხარ, ინგლისურიც არასკმარის დონეზე იცი, ასე არ გამოდგება. კი, კოლეჯისთვის გჭირდება დონე და რამდენადაც ვიცი ბევრგან ბ1 კი არა ბ2 დონეს ითხოევნ ახლა. გააჩნია რომელ კოლეჯში, შეიძლება ც1 დონეც მოგთხოვონ. განსხვავებაა კოლეჯსა და გერმანულის კურსს შორის. გერმანულის კურსის გავლა შეგიძლია ბევრგან, ეგრეთ წოდებულ სკოლებში და რომელი დონიდანაც გინდა იქიდან დაიწყებ სწავლას, ნუ პატარა ენის გამოცდას მოგიწყობენ ნახევარსაათიანი ტესტით. მაგრამ კურსის გავლა არავითარ პრივილეგიას არ გაძლევს, არ გაქვს მუშაობის უფლება ან თუ გაქვს მხოლოდ არდადეგებზე, როცა საქართველოდან პირდაპირ კურსის გასაკეთებლად ჩადიხარ აუცილებლად გჭირდება თანხა ანგარიშზე 8000 ევროს ოდენობით (ნამდვილად აღარ მახსოვს გერმანელის დაფინანსება მაგ შემთხვევაში თუ ჭრის). თუ გერმანიაში იყავი უკვე და პირდაპირ აქედან ვიზის გაგრძელებას აპირებ ეგ შედარებით ადვილია ხშირ შემთხვევაში მაგრამ არა ყოველთვის (!). მე ოპერად ვიყავი, კურსებით გავიგრძელე, ამ შემთხვევაში მქონდა საშუალება 8000ის მაგიერ წარმედგინა დაფინანსების ცნობა გერმანელის მიერ ან მშობლების ცნობა რომ მაფინანსებენ ყოველთვიურად გარკვეული თანხით.
კოლეჯი არ გულისხმობს მხოლოდ გერმანულის სწავლას. კოლეჯში სწავლის დასაწყებად პირდაპირ საქართველოდან დაფინანსების მხრივ იგივე პირობები მოქმედებს როგორც ვიცი, მაგრამ მანდ გადიხარ იმ ძირითად საგნებს რომლებიც გამზადებენ პირდაპირ უნივერსიტეტისთვის. გააჩნია რაზე აბარებ, თუ გჭირდება მაგ.: მათემატიკაში, ინგლისურში, ქიმიაში, პოლიტმეცნიერებებში და ა.შ. და ამ შემთხვევაში გაქვს სტუდენტის სტატუსი, შეზღუდული საათებით მაგრამ მაინც მუშაობის უფლება, და გეძლევა საშუალება დარეგისტრირდე სტუდენტური საცხოვრებლისთვის რომელიც ხშირად ორჯერ ნაკლები ღირს და ადგილმდებარეობაც ძირითადად ხელსაყრელია. სტუდენტის სტატუსი გულისხმობს უამრავ შეღავათს უბრალო ენის კურსის მოსწავლისგან განსხვავებით
მხოლოდ ატესტატით შეძლებ კოლეჯში ჩაბარებას (რა თქმა უნდა ენის სერთიფიკატიც თუ გექნება, ჩვეულებრივ სკოლის კურსზე როგორც გითხარი სერთიფიკატი არ გჭირდება). შეამოწმე შენი კერძო სასწავლებელი აღიარებული თუა. თუ არ არის, მაშინ აუცილებლად დაგჭირდება კოლეჯის გავლა და ხშირ შემთხვევაში უკვე ნასწავლი უნდა გქონდეს მინიმუმ ორი წელი მაგ სასწავლებელში.
აღიარებულია თუ არა შეამოწმე აქ: http://anabin.kmk.org/no_cache/filter/institutionen.html

Posted by: zoroscremlebi 20 Oct 2014, 13:26
boo-oops
ვნახე და არ არის აღიარებული, აბა რა მეშველება გერმანული საერთოდ რომ არ ვიცი ? იქ კოლეჯში ვერ მოვხვდები და კურსის გავლას რა აზრი აქ თუ მერე სწავლის დაწყება არ შემიძლია

Posted by: Google-1 20 Oct 2014, 14:00
boo-oops
ზევით მე დავწერე მეორე ნიკით
* * *
boo-oops
ანუ ისე გამოდის რომ ჯობია აქ გადავიტანო ისეთ უნიში საბუთები რომელი აღიარებულია იქ მაგალითად სახელმწიფო უნი და 1 წლის მერე წავიდე და ეგრევე დამსვავენ იქ უნიში კოლეჯის გარეშე ხო ? ამასობაში გერმანულიც რომ ვისწავლო და სერტიფიკატი ავიღო. ასე ჯობია ყველას ხო ?

Posted by: ninc_lfc 20 Oct 2014, 17:39
boo-oops
რამდენი ხანია გერმანიაში ცხოვრობ?
სწავლობ?

Posted by: ხუციშვილი 20 Oct 2014, 21:25
გერმანიაში სწავლისთვის ინგლისურის რა დონეა საჭირო?
წლოვანება არის განსაზღვული უნივერსიტეტში შესვლისას?

Posted by: boo-oops 22 Oct 2014, 10:14
zoroscremlebi
QUOTE
რა მეშველება გერმანული საერთოდ რომ არ ვიცი

და გერმანულის სწავლ რომ დაიწყო, არა? : ) Google-1
QUOTE
ანუ ისე გამოდის რომ ჯობია აქ გადავიტანო ისეთ უნიში საბუთები რომელი აღიარებულია იქ მაგალითად სახელმწიფო უნი და 1 წლის მერე წავიდე და ეგრევე დამსვავენ იქ უნიში კოლეჯის გარეშე ხო ? ამასობაში გერმანულიც რომ ვისწავლო და სერტიფიკატი ავიღო. ასე ჯობია ყველას ხო ?

იქვე გიპასუხია. მე ეგრე ვიზამდი. აქაურებმაც მე თვითონ რომ პრობლემა შემექნა ეგრე მირჩიეს სავიზოში მაგრამ უკან დაბრუნება ჩემს შემთხვევაში თუნდაც ერთი წლით გამორიცხულია, ამიტომ არც მიფიქრია მაგაზე. ოპერით წამოსვლაზე რას იტყოდი? პირდაპირ სტუდენტად წამოსვლაზე უეჭველად გჭირდება თანხა
ninc_lfc
QUOTE
რამდენი ხანია გერმანიაში ცხოვრობ?
სწავლობ?

ორ წელზე ცოტა მეტია. სამწუხაროდ არ ვსწვალობ. ჩემი უნივერსიტეტიც არ იყო აღიარებული და ამდენი ხან მისი ახალი აკრედიტციის ცნობას ვუცდიდი, ახლა როგორც იქნა გააკეთეს და 99 % შემდეგი სემესტრიდან ვისწავლი, პასუხს ველოდები ახლა.
ხუციშვილი
QUOTE
გერმანიაში სწავლისთვის ინგლისურის რა დონეა საჭირო?
წლოვანება არის განსაზღვული უნივერსიტეტში შესვლისას?

ინგლისურზე ინდივიდულურია. წლოვანებას ზემოთ გულისხმობ თუ ქვემოთ? ზემოთ არ აქვს მნიშვნელობა როგორც ვიცი. ნუ ბევრი არ ყავთ მაგრამ 40 წლის ასაკში სწავლა ამათთვის უჩვეულო ნამდვილად არაა. და ქვემოთა ზღვარი ძალიანაც რომ მოინდომო 17 წელზე მცირე მაინც ვერ იქნება : )

Posted by: ხუციშვილი 22 Oct 2014, 11:58
boo-oops
QUOTE
ინგლისურზე ინდივიდულურია

ინთერმედიეითი რო იყო არ აქვს მნიშვნელობა? მე მეგონა რაღაც გამოცდა უნდა გაიარო აქ, მერე მოგცენ სერთიფიკატი და ამის მერე იყო შესაძლებელი

Posted by: ninc_lfc 22 Oct 2014, 13:03
boo-oops
QUOTE
ორ წელზე ცოტა მეტია. სამწუხაროდ არ ვსწვალობ. ჩემი უნივერსიტეტიც არ იყო აღიარებული და ამდენი ხან მისი ახალი აკრედიტციის ცნობას ვუცდიდი, ახლა როგორც იქნა გააკეთეს და 99 % შემდეგი სემესტრიდან ვისწავლი, პასუხს ველოდები ახლა.

იმავე ფაკულტეტზე აპირებ გაგრძელებას?
თან იმუშავებ, თან ისწავლი?

Posted by: Google-1 22 Oct 2014, 14:27
boo-oops
QUOTE
იქვე გიპასუხია. მე ეგრე ვიზამდი. აქაურებმაც მე თვითონ რომ პრობლემა შემექნა ეგრე მირჩიეს სავიზოში მაგრამ უკან დაბრუნება ჩემს შემთხვევაში თუნდაც ერთი წლით გამორიცხულია, ამიტომ არც მიფიქრია მაგაზე. ოპერით წამოსვლაზე რას იტყოდი? პირდაპირ სტუდენტად წამოსვლაზე უეჭველად გჭირდება თანხა

ფული არაა პრობლემა, მაგრამ ვარშავის უნივერსიტეტი ვნახე 3000 ეურო ღირს სწავლა და ხარჯი თვეში 300$ ანუ რომ დავიანგარიშე წელიწადში იმდენი გმაოდის სწავლიანად რაც მარტო გერმანიაში ხარჯი გაქ საცხოვრებალად, თან ვარშავის უნიში ბ2 მინდა მარტო ინგლისურის სეთიფიკატი და ეს უფრო მეადვილება. პროსტა არ ვიცი ღირს თუ არა მანდ სწავლა რაც ვნახე დავათვალიერე და წავიკითხე მგონი კარგი უნია და პერსპექტიულიცაა.
* * *
ხუციშვილი
QUOTE
ინთერმედიეითი რო იყო არ აქვს მნიშვნელობა? მე მეგონა რაღაც გამოცდა უნდა გაიარო აქ, მერე მოგცენ სერთიფიკატი და ამის მერე იყო შესაძლებელი

ეგ ყველგან ეგრეა სერთიფიკატი თუ არ აჩვენე ისე არავინ გენდობა რომ იცი ინგლისური. B2 მაინც უნდა იყო მინიმუმ და B2 კი upper-intermediateია
მეც ინთერმედიეთი ვარ მაგრამ 3 თვე რომ მოვემზადო სპეციალურად მაგ სეთიფიკატისთვის ავიღებ. ეგ დიდი პრობლემა არაა. მაგრამ გერმანიაშ ინგლისურად თუ გასწავლიან რომელიმე უნიში ეგ ფასიანია და საკმაოდ ძვირი როგორც მე ვიცი.

Posted by: ხუციშვილი 22 Oct 2014, 15:09
Google-1
ხო, ეს ინთერმედიეთი ისე ვიკითხე.
ესეიგი ინგლისურით სწავლა ძვირია? :შ მეგონა ინგლისურ სწავლებებზეც უფასო გახადეს :შ კაი მადლობა

Posted by: boo-oops 22 Oct 2014, 16:30
ninc_lfc
კი, საჯარო ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი მანდ. განსაკუთრებით რაიმე სხვა არც არასდროს მდომებია მაგრამ ეს ორი წელი რომ შევხედე სოციუმთან ურთიერთობა, უცხოელებტან კონტაქტი საზღვარგარეთ უპრობლემოდ ადაპტირება ნამდვილად ერგებოდა ამ სფეროს და მეც მაინტერესებს. მუშაობითაც უნდა ვიმუსაო კიდევ. მაგრამ ამ მხრივ მე ძალიან გამიმართლა. ოპერად ჩამოვედი და ამ ოჯახშივე დავრჩი. საკმაოდ კარგა ვიღებ ხელფასს, პრობლემები გადასახადებზე მე არ მაწუხებს და საკვებზე. ანუ მხოლოდ სწავლაზე ვიქნები ორიენტირებული და ათას ადგილზე მუშაობა არ მომიწევს.
Google-1
ბევრს ვხედავ ჩემი facebook-დან პოლონეთში, სავარაუდოდ ვიზის მიღებაა ადვილი ხომ? თვითონ პოლონელს რომ ვკითხე მანდ ასეთი კარგი სიტუაცია გქონიათ ბევრი სწავლობსმეთქი თქვენ რას გამორბიხართ, გაუკვირდა. ნუ ქართველისთვის საზღვარგარეთნასწავლი ჰქვია მაინც. ვერასოდეს შეედარება გერმანიის მუკლტიკულტ ქალაქში მიღებული გამოცდილება პოლონეთში ნასწავლს მხოლოდ იაფად. ჩემთვის ყოველშემთხვევაში.
ხუციშვილი
QUOTE
ესეიგი ინგლისურით სწავლა ძვირია?

ნაცნობი დორტმუნდში სწავლობს ინგლისურ ფაკულტეტზე და ჩვეულებრივი სახელმწიფო ფასია
სერთიფიკატი ტოეფელი ჩააბარა როგორც ვიცი, განსხვავებაა მგონი იმაშია ტოეფელის ზღვარს რამდენს ითხოვენ თუ რაღაც ეგეთი. 90-ს ცოტათი აცდა და ეყო ეგ ქულა
QUOTE
მეგონა ინგლისურ სწავლებებზეც უფასო გახადეს

ამაზე ნაცნობმა დამიდო პოსტი უფასო გამხდარაო. გადავამოწმე და ვერსად ვნახე გერმანულ საიტებზე მაგაზე დანამდვილებით ინფორმაცია. ეჭვი მაქვს ქართულმა წყარომ ერთ-ერთი ამერიკული უნივერსიტეტის არასერიოზული facebook გვერდიდან გადმოაკოპირ ეს "ინფორმაცია", ეგეც ვიღაცის გაზიარებული ვნახე იქიდან და რეალურობა ვერაფრით დამტკიცდა, კიდევ უნდა ვეძებო

Posted by: ninc_lfc 22 Oct 2014, 22:14
boo-oops
QUOTE
კი, საჯარო ადმინისტრირებაზე ვსწავლობდი მანდ. განსაკუთრებით რაიმე სხვა არც არასდროს მდომებია მაგრამ ეს ორი წელი რომ შევხედე სოციუმთან ურთიერთობა, უცხოელებტან კონტაქტი საზღვარგარეთ უპრობლემოდ ადაპტირება ნამდვილად ერგებოდა ამ სფეროს და მეც მაინტერესებს. მუშაობითაც უნდა ვიმუსაო კიდევ. მაგრამ ამ მხრივ მე ძალიან გამიმართლა. ოპერად ჩამოვედი და ამ ოჯახშივე დავრჩი. საკმაოდ კარგა ვიღებ ხელფასს, პრობლემები გადასახადებზე მე არ მაწუხებს და საკვებზე. ანუ მხოლოდ სწავლაზე ვიქნები ორიენტირებული და ათას ადგილზე მუშაობა არ მომიწევს.

ძაან კაია ეგრე. up.gif ყოჩაღ.
Viel Glück!

Posted by: Google-1 22 Oct 2014, 22:34
boo-oops
ოპერად წასვლა რას ნიშნავს?

გერმანიაში სკოლის ქულებს დიდი მნიშვნელობა აქვს ? მაინც და მაინც კარგად არ ვსწავლობდი სკოლაში

ეხლა რომდ ავიწყო გერმანული ენის სწავლა მაგალითად გოეთეს კარგი ცენტრი აქ თვითონ გიგზავნის მერე საბუთებს ენის სერტიფიკატს რომ აიღებ, მოკლედ რომ ავიღო სერთიფიკატი ენის მეორე კურსი რომ დავხურო ილიას უნივერსიტეტში ადვილად მიმიღებს გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტი თუ აუცილებელია სკოლის კარგი ნიშნები და უნის ნიშნებიც ?

Posted by: boo-oops 23 Oct 2014, 12:31
ninc_lfc
მადლობა ნინი, შენც ასევე : )
Google-1
აუცილებელი არაა. სკოლის ნიშნები მითუმეტეს. უნივერსიტეტის ნიშნებს მხოლოდ მაშინ ენიჭება მნიშვნელობა (თუ რა თქმა უნდა ძალიან წყალწაღებული არ ხარ) როდესაც მაღალი კონკურენციაა იმ ფაკულტეტზე რომელზე სწავლაც გინდა.
მარტო გოეთეს შენს ადგილზე არ ვენდობი. კონკრეტულად სერთიფიკატისთვი კი მოგამზადებენ მაგრამ იმის იქით არაფერი იცი და სწავლაში არაფერსაც არ გეხმარება. კერძო მასწავლებელთან შევიქმნიდი ჯერ საფუძველზე და მერე კონკრეტულად გამოცდის წინ კურსს გავივლიდი. ყველა გამოცდას ჩააბარებ ლექსიკა თუ კარგად გაქვს

Posted by: ხუციშვილი 23 Oct 2014, 15:31
boo-oops
და საშუალოდ რამდენია გადასახადი?

Posted by: zoroscremlebi 23 Oct 2014, 15:56
boo-oops
QUOTE
აუცილებელი არაა. სკოლის ნიშნები მითუმეტეს. უნივერსიტეტის ნიშნებს მხოლოდ მაშინ ენიჭება მნიშვნელობა (თუ რა თქმა უნდა ძალიან წყალწაღებული არ ხარ) როდესაც მაღალი კონკურენციაა იმ ფაკულტეტზე რომელზე სწავლაც გინდა.
მარტო გოეთეს შენს ადგილზე არ ვენდობი. კონკრეტულად სერთიფიკატისთვი კი მოგამზადებენ მაგრამ იმის იქით არაფერი იცი და სწავლაში არაფერსაც არ გეხმარება. კერძო მასწავლებელთან შევიქმნიდი ჯერ საფუძველზე და მერე კონკრეტულად გამოცდის წინ კურსს გავივლიდი. ყველა გამოცდას ჩააბარებ ლექსიკა თუ კარგად გაქვს

კარგი მადლობა, წელიწდ ნახევარში ავიღებ TestDafს ?

Posted by: boo-oops 23 Oct 2014, 16:13
ხუციშვილი
სემესტრი 200რაღაც ევროა მაგრამ იმდენ შეღავათს გულისხმობს დამიჯერე სიხარულით გადაიხდი : )
zoroscremlebi
QUOTE
კარგი მადლობა, წელიწდ ნახევარში ავიღებ TestDafს

მაპატიე მაგრამ ამაზე როგორ გიპასუხო? biggrin.gif არ ვიცი შენ რამდენად ადვილად ითვისებ ენებს და ვინ გეყოლება მასწავლებელი. ბევრია აქ წლობით ცხოვრობს და ვერ აბარებს და ბევრია საქართველოდან მაქსიმუმ ერთ წელიწადში პრობლემა არ აქვთ

Posted by: Lukrenci 23 Oct 2014, 17:35
რამე საძიებო პორტალი არ იცით, სადაც ვნახავ, რომელი უნივერსიტეტები სთავაზობს მაგისტრატურას ინგლისურად.

Posted by: zoroscremlebi 23 Oct 2014, 18:36
boo-oops
QUOTE
მაპატიე მაგრამ ამაზე როგორ გიპასუხო? biggrin.gif

მესმის რომ ინდივიდუალურია მაგრამ ხომ შეიძლება ძან ძნელი იყოს იმდენად რომ ჯერ არავინ იცოდე ისეთი ვისაც 1 წელიწადში აქ აღებული ეგ სერთიფიკატი. თუ ვინმეს ნოლიდან დაუწყია და 1 წელიწადში აუღია ეგ სერთიფიკატი ესეიგი მონდომებაა მთავარი

Posted by: boo-oops 23 Oct 2014, 20:58
zoroscremlebi
მე პირადად ერთ წელში ნაკლებში ავიღე. გერმანულ გარემოში კი ვცხოვრობდი მაგრამ კურსი არ გაამიკეთებია, რეალურად სხვას მეტი შეუძლია ისწავლოს ძალიან მონდომებით ქართულ გარემოში ვიდრე ვინმემ გერმანულში და მეცადინეობის გარეშე, მაგრამ მაინც გამომივიდა. ჩემმა ბევრმა მეგობარმა, წელიწადნახევრის, ორი წლის შემდეგ ვერ ჩააბარეს მიუხედავად იმისა რომ აქაც ცხოვრობდნენ და კურსებიც გაიარეს მთელი იმ დროის განმავლობაში. ანუ ჩემი გადმოსახედიდან აქ რთული არაფერია და ერთი წელი საკმარისია კარგ მასწავლებელთან და მონდომებული მოსწავლის შემთხვევაში, მაგრამ ადვილი ნამდვილად არაა და გარანტია წარმატებულობაზე არ არსებობს
Lukrenci
QUOTE
რამე საძიებო პორტალი არ იცით, სადაც ვნახავ, რომელი უნივერსიტეტები სთავაზობს მაგისტრატურას ინგლისურად

კონკრეტულად სამაგისოდ საძიებო პორტალი ნამდვილად არ ვიცი მაგრამ იქნებ ზოგადად უნივერსიტეტების ჩამონათვალი დაგეხმაროს. მეგობარი ვიცი დუისბურგში სწავლობს (ზემოთ პოსტშიც ვახსენე და ქალაქი შემეშალა) და ბრაუნშვაიგზეც ახსენებდა რაღაცას თუმცა ფასიანს

სია: http://www.ger-net.de/kuehn/fk_uni.htm

Posted by: zoroscremlebi 23 Oct 2014, 21:27
boo-oops
ასე დავგეგმე და სწორია გამომივა შენი აზრით ?

ეხლა ვსწავლობ კერძო უნიში 1 კურსზე, მობილობით გადავალ სახელმწიფო უნიში მეორე კურს იქ დავხურავ ამასობაში გოეთეში ვეცდები სერთიფიკატი ავიღო. ანუ სერთიფიკატით და 2 კურსის დახურვით ჩავირიცხები სადმე ხო კიდევ ანგარიშზე შესაბამისი თანხაც რომ მქონდეს. ფსიქოლოგიაზე მანდ დიდი კონკურენციაა ? და ოპერად წასვლა რას ნიშნავს მანდ ოჯახი როგორ უნდა ვნახო ვინც დამაფინანსებს თუ კინაცნობი არ მყავს გერმანიაში?

Posted by: Lukrenci 24 Oct 2014, 01:15
ინგლისურენოვან პროგრამებზე რა ჯდება სწავლა?
ცხოვრების ხარჯი? ვგულისხმობ პატარა სტუდენტურ ქალაქს.

Posted by: Chelsea_Man 26 Oct 2014, 09:51
ვინც ნულიდან დაიწყეთ გერმანული ენის სწავლა თავიდან და ახლა გერმანიაში სწავლობთ, რა დრო დაგჭირდათ იმ დონის მისაღწევად, რომ დავუშვათ ლექცია მოისმინო?

Posted by: LanceInMyPants 27 Oct 2014, 11:40
მაგისტრატურაზე ძნელია წასვლა რამე პროგრამით?

და ინგლისურის რომელი სერთიფიკატი უნდა....

Posted by: boo-oops 27 Oct 2014, 12:58
zoroscremlebi
კარგი აზრია ეგ. ფსიქოლოგიაზე დიდი კონკურენციაა თვითონ გერმანელებს შორის. სკოლიდან მაღალი ქულა ჭირდებათ. არ ვიცი ყველგან ასეა თუ არა, მაგრამ მე სადაც ვაბარებ იქ მითხრეს და ასე იგულისხმეს რომ მე კონკურენცის ადგილზე გერმანელებს არ ვუწევ, არამედ ქართველებს რომლებიც იმავე ფაკულტეტზე აბარებენ. არა მგონია ყველგან ეგრე იყოს. შეიძლება ზოგან კონკურენტები არაევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები იყონ
ოპერად წამოსვლა ნიშნავს იცხოვრო ერთი წელი მასპინძელ ოჯახში რა თქმა უნდა თუ დაეხმარები კიდეც მათ
დამფინანებელს ვერ ნახავ ასე. უნდა იცნობდე ვინმეს, სწორედ მაგას ვგულისხმობ რომ ეგრე ფაქტიურად შეუძლებელია და საქართველოდან რომ მოდიხარ აუცილებლად თანხა უნდა გქონდეს
Lukrenci
ცხოვრება და ხარჯი მინიმუმ 650-700 ევრო იანგარიშე თან ისე რომ ძალიან ხელგაშლილადაც ვერ იცხოვრებ
Chelsea_Man
ნული არა მაგრამ ა1-ა2 დონე მქონდა და გერმანულ გარემოში ლექციის მოსასმენად უკვე 6 თვეში მქონდა დონე მაგრამ რეალურად სასწავლად წელიწადში. ქართულ გარემოში ცოტა რთული იქნება
LanceInMyPants
წასვლა ძნელი არაა, მთავარია დაფინანსება
ინგლისურის სერთიფიკატი ყველგან ინდივიდუალურია, ტოეფელს რამდენადაც ვიცი ყველა იღებს, და სადღაც 90ს ითხოვენ

Posted by: გობალა 27 Oct 2014, 18:53
მოკლედ წელს ჩავირიცხე მაგისტრატურაზე და მომავალში მინდა გერმანიაში წასვლა სასწავლებლად

იქ რა დონეზე მოვხვდები არ მაინტერესებს-მთავარია წავიდე

რა საბუთები მექნება მოსაგვარებელი და რა კურსებზე უნდა ვიარო რომ წავიდე
ან რა ხერხით ხდება იქ მიღება

გერმანული კარგად არ ვიცი და თავიდან ენის კურსებს ხომ გამატარებენ...აბა ისე ვერაფერს გავიგებ და

ხო, ბაკალარიატი Iთ მენეჯმენტში მქვს მაგრამ მათემატიკსი მასწავლებლად დავიწყე მუშაობა და მაგისტრატუარში პედაგოგიკაზე ჩავაბარე და ამ უკანასკნელში მინდა გაგრძელებაც და გამომივა ასეთი განსხვავებული რომაა მაგსტრატურა და ბაკალავრიატ/?

Posted by: zoroscremlebi 27 Oct 2014, 22:03
boo-oops
ანუ გერმანულს ერტიფიკატთან ერთად ინგლისურის სერთიფიკატიც მჭირდება?

Posted by: LaSonrisa 28 Oct 2014, 01:00
LanceInMyPants
QUOTE
მაგისტრატურაზე ძნელია წასვლა რამე პროგრამით?

და ინგლისურის რომელი სერთიფიკატი უნდა....


გააჩნია რა მაგისტრატურაა და როგორი კონკურსია.

ინგლისურის მითითებული აქვთ რომელს იღებენ.
IELTS 6.5 ქულა და მეტი (ზოგჯერ დამატებით ითხოვენ, რომ თითოეულ ნაწილში 6-ზე ნაკლები არ გქონდეს)

Posted by: davita32 31 Oct 2014, 16:23
რა მაინტერესებს იცით? თსუ-ს სტუდენტი, სტუდენტის სტატუსი მაქვს შეჩერებული. პირველი კურსი არ მაქვს დახურული. არც გადასახადი მაქვს სრულად დაფარული. და შესაბამისად ვერ დავიწყებ ხო გერმანიაში ბაკალავრიატზე სწავლას, როგორ შეიძლება მოვიქცე დამარიგეთ თუ შეგილძიათ.

Posted by: ani433 2 Nov 2014, 23:15
გამარჯობათ გერმანულის სწავლა მინდა და სამნიაშვილის წიგნების მიხევით რომ ვისწავლო რას მირჩევთ?

Posted by: ani433 8 Nov 2014, 23:50
ქართულ გერმანული ლექსიკონი. მინდა ვინმეს თუ გაქვთ გასაყიდი გთხოვთ მომწეროთ..... ტესტები სავარჯიშოები და სხვა... რაც გამომადგება გერმანულის სწავლისთვის

Posted by: bubble997 8 Dec 2014, 03:41
გერმანიაში ვინც ხართ ან იყავით,მუშაობდით + სწავლობდით,შემეხმიანეთ ძალიან გთხოვთ რა.. კითხვები მაქვს..მადლობა წინასწაარ :* :* help.gif help.gif
* * *
წელს ვამთავრებ სკოლას და სამედიცინოზე ვაბარებ. როგორც კი დავამთავრებ მინდა გერმანიაში წავიდე , ვიმუშაო და თან პარალელურად ვისწავლო რა თქმა უნდა... aba.gif მაქვს A2 სერთიფიკატი ჯერ ჯერობით.. მირჩიეთ რამე რა ვინც იყავით იქ ეგრე ან ხართ..მადლობა წინასწარ love.gif love.gif love.gif love.gif

Posted by: boo-oops 8 Dec 2014, 13:28
zoroscremlebi
QUOTE
ანუ გერმანულს ერტიფიკატთან ერთად ინგლისურის სერთიფიკატიც მჭირდება?

ინგლისურენოვან პროგრამაზე კი, ასევე ფაკულტეტს გააჩნია გერმანულენოვანზეც კი შეიძლება მოგთხოვონ, საგნების ნაწილი ინგლისურადაა ხშირად და იმიტომ
ani433
QUOTE
გამარჯობათ გერმანულის სწავლა მინდა და სამნიაშვილის წიგნების მიხევით რომ ვისწავლო რას მირჩევთ?

სამნიაშვილი კარგია, თავის დროზე ძალიან გამომადგა. ახალი გამოშვება არ ვიცი როგორია მაგრამ ძველის ის არ მომწონდა რომ პასუხები არ ერთვოდა. მე მასწავლებლის გარეშე მირჩევნია ყველაფრის სწავლა და თუ ჩემს გაკეთებულ სავარჯიშოს მასწავლებლის გარეშე ვერ ვამოწმებ დიდ მინუსად მიმაჩნია წიგნისთვის
bubble997
QUOTE
გერმანიაში ვინც ხართ ან იყავით,მუშაობდით + სწავლობდით,შემეხმიანეთ ძალიან გთხოვთ რა.. კითხვები მაქვს..მადლობა წინასწაარ :* :*   
* * *
წელს ვამთავრებ სკოლას და სამედიცინოზე ვაბარებ. როგორც კი დავამთავრებ მინდა გერმანიაში წავიდე , ვიმუშაო და თან პარალელურად ვისწავლო რა თქმა უნდა...  მაქვს A2 სერთიფიკატი ჯერ ჯერობით.. მირჩიეთ რამე რა ვინც იყავით იქ ეგრე ან ხართ..მადლობა წინასწარ     

კი შეგეხმიანები მაგრამ, სავარაუდოდ სამედიცინოს დაამთავრებ 6 წელიწადში. ახლა მოცემული რჩევა 90 % მაგ დროისთვის არ გამოგადგება. ენას მიხედე ამ პერიოდში. საბუთების აღიარება დიდი პრობლემა არაა. თუ მხოლოდ ოთხი სემესტრი გიღიარეს ან 6, ნუ როგორც იქნება, უნივერსიტეტს გააჩნია და "ძიძგილაობის" შემთხვევაში ბოლო სემესტრზეც დაგსვამენ. ბევრმა უნივერსიტეტმა უკვე დაამატა და 6 წელიწადში სავარაუდოდ უკვე ყველას დამატებული ექნება ახალი გამოცდა არაევროკავშირი წევრი ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. ანუ გარდა ენის სერთიფიკატისა ასევე დაგჭირდება Testas-ის სერთიფიკატი. სხვადასხვა ფაკულტეტებისთვის განსხვავებული ტესტებია. წელიწადში მხოლოდ სამჯერ ტარდება და დარეგისტრირებისას უკვე უნდა გქონდეს, ანუ დრო გათვალე მაგ დროს სწორად. მაგრამ 6 წელში იქნებ საქართველოცაა წევრი ქვეყანა ან აღარც არსებობს ევროკავშირი biggrin.gif მოკლედ საიტს მაინც დაგიდებ, ტესტასი უნარ-ჩვევების გამოცდას გავს ძალიან http://www.testas.de/

Posted by: giojavaxa 9 Dec 2014, 22:53
თსუ-ს პირველი კურსიდან შეიძლება თუ არა რომ წახვიდე გერმანიში სასწავლებლად ?? sad.gif

Posted by: boo-oops 10 Dec 2014, 00:22
giojavaxa
პირველიდან არა მაგრამ წარმატებულად დახურული ერთი წლის შემდეგ არის შანსი

Posted by: ani433 10 Dec 2014, 01:28
boo-oops

ხო ვწავლობ დსა მომწონს რავიცი მგონი რაღაცეები მესმის უკვე biggrin.gif მარა ლექსიკონი მინდა და ვერ ვნახე წესიერი და თან იაფად biggrin.gif

Posted by: boo-oops 10 Dec 2014, 02:03
ani433
მე მანდ არ ვარ თორემ ჩემსას მოგცემდი მაინც აღარ ვიყენე. ქართულ-გერმანული ისე საბჭოეთის დროინდელია მგონი, მაინც არ გამოგადგებოდა. ისე მახსოვს 25 ლარის ფარგლებში მიყიდა მამაჩემმა ადრე, არც ახლა იქნება ძალიან ძვირი

Posted by: ani433 10 Dec 2014, 02:26
ani433

კი ესე ღირს მარა არტიკლებით არარის არტიკლებით მინდა და ვერ ვნახე მეორადებიც ვნახე 10 ლარები ღირს მარა იქაც არარი და რავიცი სად ვიპოვო ჯერ საიტებზე ვნახულობ და იმედია ვიპოვი

Posted by: boo-oops 10 Dec 2014, 02:51
ani433
დარწმუნებული ხარ რომ არტიკლებით არაა? არ არსებობს, იქნება უბრალოდ წვრილად უწერია ხოლმე გვერდით ან m (maskulin), f(feminin), n(neutrum) იქნება აღნიშნული. გერმანულის ლექსიკონი არტიკლის გარეშე ვარიანტი არაა

Posted by: marimari11 10 Dec 2014, 14:00
bubble997
პირველი კურსიდან ვერ წახვალ აქ ერთი კურსი უნდა გქონდეს დამთავრებული რომ იქ დაგსვან პირველზე
თუ მაგისტრატურაზე გინდა წასვლა გქონია 6 წელი წინ და აბა გერმანულს კი ისწავლი კარგად ოღონდ აქედანვე მიხედე ც1 დაგჭირდება მე რასაც ვუყურებ ჯერჯერობით ტესტდაფს ითხოვენ 5ქულიანია და ყველა ნაწილში ანუ მოსმენაში წერაში ლაპარაკში ტექსტის გაგებაში 4 გინდა. თან სამედიცინოზე რომ გინდა სავარაუდოდ შენთვითონაც უნდა იმუშაო შენს თავზე გერმანულად იკითხო რაღაცეები რომ ძალიან არ გაგიჭირდეს მერე

ani433
აუ რამე კარგი ლექსიკონი მეც მინდა გერმანულ ქართული და ქართულ გერმანული სად ნახე შენ? შანსი არაა არტიკლები არ ქონდეს სიტყვა რომ წერია მაგის მერე წერია ხოლმე ასო ან F ან m ან n ეგენია ატრიკლების აღმნიშვნელო

Posted by: boo-oops 10 Dec 2014, 14:52
უნივერსიტეტს გააჩნია კიდევ ტესტდაფში რა ქულას მოგთხოვს. 4 ქულა მინიმუმ უნდ აიყოს და უნი კიოლნი სამედიცინოზე სამ ნაწილში 5 ქულას ითხოვს მაგალითად

Posted by: Metal 0-1 12 Dec 2014, 16:31
და სამედიცინოზე ან ბიომეცნიერებების ფაკულტეტზე,რომ ჩაირიცხო მათემატიკას ან ბიოლოგიას არ აბარებ?

Posted by: boo-oops 12 Dec 2014, 19:12
Metal 0-1
საქართველოში თუ უკვე ნასწავლი გაქვს არაფერს აღარ აბარებ, თუ გიღიარეს საბუთები რა თქმა უნდა. თუ არადა შთუდიენკოლეგს გაივლი და იქ როგორც ვიცი უნდა ჩააბარო რომ მიგიღონ და მაგ კოლეგის დასრულების შეემდეგ რა ქულაც გაქვს იმ ქულით იქნები კონკურენციაში. სხვა მხრივ არაფერი ჭირდება. სწავლის დაწყება და ჩაბარება აქ რთული არაა უცხოელისთვის, მერე რამდენად გაქაჩავს ეგაა საკითხი

Posted by: ვივიანა 17 Dec 2014, 17:01
ჯანდაცვის მაგისტრის პროგრამის გავლა მინდა ძალიან sad.gif
ინგლისურად ნეტავ არ იქნება გერმანიაშI ??
დაად-ის პორგრმაშI ვეძებდი sad.gif
სტომატოლოგიურს ვამთვარებ წელს..
რამე გამოცდილება ხომ არ გაქვთ ამასთან დაკავშირებით ?

Posted by: LaSonrisa 20 Dec 2014, 13:52
ვივიანა


არის ინგლისურად, მაგრამ ცოტაა და ფასიანია.
გერმანულ ენაზეა ბევრი.


Posted by: slim4you 22 Dec 2014, 18:57
ვივიანა
ბაკალავრი ძალიან ცოტაა ინგლისურად (ფაკულტეტსაც გააჩნია)

მასტერსი შედარებით მეტია...

Posted by: ვივიანა 22 Dec 2014, 21:54
slim4you
LaSonrisa
ხო მასტერი მინდა sad.gif
ვფიქრობ და მინდა თვალი გადავავლო
მადლობა :*

Posted by: davita32 24 Dec 2014, 15:52
გოეთეს გამოცდები რა პერიოდებშია ხოლმე ვინმემ იცის? ა1.

Posted by: slim4you 27 Dec 2014, 02:36
davita32
ყოველ კვირაა მგონი...

მინიმუმ თვეში ორჯერ...

დარეკე და გეტყვიან დეტალურად

Posted by: Chkalovi 29 Dec 2014, 15:34
სალამი მეგობრებო, რამდენიმე კითხვა მაქვს smile.gif
აქ თუ მაქვს დამთავრებული უნივერსიტეტი და შემდეგ მასტერზე ან ისევ ბაკალავრზე რომ გავაგრძელო ჩემი აქაური უნვერსიტეტი აკრედიტებული უნდა იყოს? და კიდევ მაინტერესებს - თუ აქ პირველი კურსი დავხურე - იქ მაინც ჯერ კოლეჯში მომიწევს ერთი წელი? და ორი ან სამი წელი თუ ვისწავლი - მაშინ პირდაპირ უნივერსიტეტის 1 კურსზე დამსვამენ?

Posted by: slim4you 5 Jan 2015, 17:00
Chkalovi
QUOTE
აქ თუ მაქვს დამთავრებული უნივერსიტეტი და შემდეგ მასტერზე ან ისევ ბაკალავრზე რომ გავაგრძელო ჩემი აქაური უნვერსიტეტი აკრედიტებული უნდა იყოს?


კი და პლიუს მაგას სახელმწიფო უნდა იყოს რომ რეალური შანსი გქონდეს აღიარების.

QUOTE
და კიდევ მაინტერესებს - თუ აქ პირველი კურსი დავხურე - იქ მაინც ჯერ კოლეჯში მომიწევს ერთი წელი? და ორი ან სამი წელი თუ ვისწავლი - მაშინ პირდაპირ უნივერსიტეტის 1 კურსზე დამსვამენ?

არა, არ არის მასე.

პირდაპირ პირველ კურსზე რომ დაგსვან მოთხოვნა არის 1 წელი უნივერსიტეტის. ოღონდ ეგ გარანტირებულს არ ნიშნავს, არის შანსი იმისი, რომ შენი უნივერსიტეტი არ აღიარონ, როგორც ზემოთ აღვნიშნე სახელმწიფო უნის აქვს მხოლოდ რეალური შანსი მაგისი... კავკასიის უნივერსიტეტი არ მიღიარეს მე, კერძოები მაგრად კიდიათ, საერთოდ ბაზაშიც კი არ ქონდათ.

ანუ ეგ თუ მოხდა არც 3 კურსი გიშველის და არც ბაკალავრის დამთავრება, მაინც 1 წლიანი კოლეჯიდან მოგიწევს დაწყება (არაერთს მოსვლია ასე)


Posted by: Lukrenci 5 Jan 2015, 22:06
ილმენაუს უნივერსიტეტში ხომ არ სწავლობთ ან გისწავლიათ?
იქნებ მომწეროთ.

Posted by: Chkalovi 6 Jan 2015, 12:45
slim4you
გასაგებია, დიდი მადლობა smile.gif და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, გერმანული ენის რომელი სერტიფიკატი უნდა მქონდეს რომ შევძლო იქ სწავლა გერმანულად?
* * *
slim4you
გასაგებია, დიდი მადლობა smile.gif და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, გერმანული ენის რომელი სერტიფიკატი უნდა მქონდეს რომ შევძლო იქ სწავლა გერმანულად?

Posted by: slim4you 6 Jan 2015, 22:34
Chkalovi
QUOTE
და კიდევ ერთი კითხვა მაქვს, გერმანული ენის რომელი სერტიფიკატი უნდა მქონდეს რომ შევძლო იქ სწავლა გერმანულად?


B2

Posted by: ბახსო 8 Jan 2015, 03:12
ინგლისურენოვან კურსზე მაინც მჭირდება გერმანულის სერთიფიკატი? mad.gif

აზრზე არ ვარ გარტყმაში არ ვარ. mad.gif

Posted by: slim4you 8 Jan 2015, 03:39
ბახსო
QUOTE
ინგლისურენოვან კურსზე მაინც მჭირდება გერმანულის სერთიფიკატი?


ბაკალავრს თითქმის ვერ იშოვნი ინგლისურად... რა ფაკულტეტი გინდა ?

მაკსი აღარ მოგწონს? biggrin.gif


Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2015, 04:26
ინგლისურად არ არის მასტერი სადმე ნეტა?

გერმანულის აზზრზე არ ვარ, სამაგიეროდ ინგლისური არ მიჭირს. ამერიკაში ვამთავრებ 4 წლიან ბაკალვრს მაისში.
ძალიან მინდა რო მასტერი სადმე ევროპაში გავაკეთო, შედარებით იაფად.
უფრო ბიზნესი, მენეჯმენტი, ტურიზმისა და სასტუმროს მენეჯმენტისაკენ ვიხრები.

მირჩიეთ რაიმე უნივერსტეტი და მერე ჩემით გადავქექავ მაგათ საიტებს.

Posted by: ბახსო 8 Jan 2015, 04:58
slim4you

მაკსს არაფერს ვერჩი biggrin.gif


მასტერი მინდა ინგლისური.
პროსტა თადარიგი დავიჭირე თლა წელიწად ნახევრით ადრე biggrin.gif



გერმანიაში ხარ შენ ? spy.gif

წახვედი?

Posted by: slim4you 8 Jan 2015, 05:01
ბახსო
QUOTE
მასტერი მინდა ინგლისური.
პროსტა თადარიგი დავიჭირე თლა წელიწად ნახევრით ადრე


მასტერსები არის კაცო ინგლისურად...

QUOTE
გერმანიაში ხარ შენ ? 

წახვედი?


კი, მეორე წელია აქ ვარ


paranoidis_dzma
არის ბატონო არის, გერმანიაში "იშოვება" smile.gif

კონკრეტულ უნივერსიტეტს ვერ გირჩევ, მაგ დარგში არ ვიცი ნამდვილად.


Posted by: paranoidis_dzma 8 Jan 2015, 05:32
slim4you
მადლობა, ვათვალიერებ ახლა რაღაცეებს და კი ვნახე ერთ-ორი რაღაც.

Posted by: ბახსო 8 Jan 2015, 05:39
slim4you
QUOTE

კი, მეორე წელია აქ ვარ


ვახ ვახ.

კაი ამბებია.


სადხარ ერთი რომელ უნივერსიადაში ხარ? ბიზნესი?



მასტერი ინგლისურად დაახლოებით რა ღირს ხო არ იცი?


ან ვაბშე ცხოვრების ფასები mad.gif

Posted by: slim4you 8 Jan 2015, 05:57
ბახსო
ინფორმატიკას "ვაწვები" biggrin.gif

სწავლა უფასოა

ცხოვრებას რაც შეეხება, ქალაქს გააჩნია. საშუალოდ 600-700 ევროა დაანგარიშებული სტუდენტისთვის, ყოველთვიურად.

არის ქალაქები სადაც მაგდენიც არ დაგჭირდება (ნუ ამაში ვგულისხმობ მხოლოდ ბინას, ჭამას და ერთი 100-150 ევრო რომ "ისე" სახარჯოდ გქონდეს)

და არის ქალაქებიც სადაც ცოტა მეტიც დაგჭირდება (ასეთები გაცილებით ნაკლებია, საბედნიეროდ biggrin.gif)

ნუ ეს ყველაფერი ბაკალავრზეა რა და რავიცი მაგისტრატურაზე არ მგონია რამე სხვაობა იყოს biggrin.gif

Posted by: ბახსო 8 Jan 2015, 06:01
slim4you
კონკურენტი ხარ?? mad.gif


ენას მნიშვნელობა არ აქვს?
მასტერია თუ ბაკალავრი არც მაგას?

ვააა.
კაი ინფორმაციაა ნამეტანი.



თუ ვისწავლე და თან ვიმუშავე. თლა ყველაფერს დახატავს.

არ მუშაობ შენ?


ა ანუ სამაგისტრო შეიძლება ფასიანი იყოს.
მარა არაუშავს.

Posted by: slim4you 8 Jan 2015, 06:08
ბახსო
არის ფასიანებიც... მაგრამ ძირითადათ უფასოა

ნუ ყველგან არის სემესტრული გადასახადი, უნივერსიტეტს გააჩნია 0-500 (ძირითადათ 200-300 ში მერყეობს, მე როგორც ვიცი) ევროს შუალედში არის, მაგრამ ამას არავინ არ თვლის გადასახადში, იმიტომ რომ ამაში შედის სტუდენტური ბარათი, რითიც უფასოდ მგზავრობ (რაც საკმაოდ ძვირია აქ) და რომ დავიანგარიშე, 2-ჯერ მეტს ზოგავ მაგ ბარათით მარტო მგზავრობაში (ასევე არის ბევრი ფასდაკლება სტუდენტებისთვსი) ვიდრე სემესტრული გადასახადია...

http://www.mastersportal.eu/articles/358/overview-of-tuition-fees-in-germany.html

აგერ აქ გადახედე თუ გინდა, ზოგადად წერია მცირე ინფო ყველა შტატზე

QUOTE
არ მუშაობ შენ?


ამ წუთას არა, ვემზადები სამუშაოდ. პირადპირ ჩემს სფეროში მინდა და ცოტა სერიოზულს ვუმიზნებ... იმედია გამოვა რამე

QUOTE
თუ ვისწავლე და თან ვიმუშავე. თლა ყველაფერს დახატავს.


ზოგადად საკმაოდ რთულია ორივე ერთად, მაგრამ შეძლებადი რა თქმა უნდა

Posted by: ბახსო 8 Jan 2015, 06:11
slim4you
გენავე გაიხარე.


კარგი ინფორმაციები მომაწოდე up.gif


Posted by: slim4you 8 Jan 2015, 06:13
ბახსო

up.gif

წარმატებები


pop.gif

Posted by: Chkalovi 9 Jan 2015, 23:52
slim4you
მადლობა, გაიხარე smile.gif

Posted by: salomeaa 11 Jan 2015, 00:06
ვინმემ ხომ არ იცით საბუთები სად შეიძლება ვათარგმნინო ფრანკფურტში?

Posted by: blowers daughter 16 Jan 2015, 18:31

მოკლედ ერთ თვეში ოპერად მივდივარ მიუნჰენთან ახლოს Markt Indersdorf-ში A1 დონე მაქვს გერმანულში, ვაპირებ ენის კურსების გავლას იქ და ჩაბარებას უნივერსიტეტში, მესამე კურსის სტუდენტი ვარ ისე აკადემიური მაქვს აღებული, მოკლედ ვინც რამე იცით დამაკვალიანეთ, საბუთებე, ვიზის გაგრძელების ამბებზე .




პ.ს. ჩემს მეგობარს აინტერესებს

Posted by: VenoMGag 16 Jan 2015, 21:45
გამარჯობა, ვარ აბიტურიენტი და სკოლის დამთავრების შემდეგ მსურს გერმანიაში წასვლა და ბაკალავრიატის დამთავრება. DSD 2 ჩაბარებული მაქვს, MK C1-ზე და SK-ს პასუხს ვუცდი. შეგიძლიათ დამაკვალიანოთ რა და როგორ ხდება? საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს საიდან უნდა დავიწყო ამ საქმის კეთება. იურიდიულზე მინდა სწავლა.

Posted by: Dimitri_ 17 Jan 2015, 16:00
blowers daughter
QUOTE
მოკლედ ერთ თვეში ოპერად მივდივარ მიუნჰენთან  ახლოს Markt Indersdorf-ში  A1 დონე მაქვს გერმანულში, ვაპირებ ენის კურსების გავლას იქ და ჩაბარებას უნივერსიტეტში, მესამე კურსის სტუდენტი ვარ ისე აკადემიური მაქვს აღებული, მოკლედ ვინც რამე იცით დამაკვალიანეთ, საბუთებე,  ვიზის  გაგრძელების ამბებზე .


ვიზები და ა.შ. გერმანიის თემაში იკითხე, იქ უფრო იციან ეგეთები. მე ის ვიცი რომ ოპერის სტატუსით ჩასულს არ აქვს უნივერსიტეტში სწავლის უფლება, იქ ყოფნის დროს თუ გამოიყენებს იმისათვის, რომ უნივერსიტეტში აპლიკაცია შეიტანოს და თანხმობაც მიიღოს, სასწავლო ვიზას მიიღებს უნივერსიტეტისგან, ჩამოვა საქართველოში და წავა ისევ იმ ვიზით.
* * *
VenoMGag
QUOTE
გამარჯობა, ვარ აბიტურიენტი და სკოლის დამთავრების შემდეგ მსურს გერმანიაში წასვლა და ბაკალავრიატის დამთავრება.        DSD 2 ჩაბარებული მაქვს, MK C1-ზე და  SK-ს პასუხს ვუცდი. შეგიძლიათ დამაკვალიანოთ რა და როგორ ხდება? საერთოდ წარმოდგენა არ მაქვს საიდან უნდა დავიწყო ამ საქმის კეთება.  იურიდიულზე მინდა სწავლა. 
       
       
     
   
   
     
ენა რომ იცი ეგ კარგია, მაგრამ საწუხაროდ პირდაპირ სკოლის დამთავრების შემდეგ აქ უნივერსიტეტში არავინ არ დაგსვამს, ქართულ ატესტატს არ აღიარებენ.

ორი ვარიანტია.

1) სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტეში გაგზავნო აპლიკაციები Studienkolleg-ზე. ეს არის 1 წლიანი მოსამზადებელი კურსი ისეთი ხალხისთვის ვისი ატესტატიც არ არის აღიარებული იქ, ანუ უნივერსიტეტში სწავლობ და სტუდენტის სტატუსი გაქვს მაგრამ რეალურად აბიტურს აკეთებ იქ რა. ენა + რამდენიმე საგანს სწავლობ, შენი სფეროდან გამომდინარე. სამწუხაროდ ამ პროგრამას ცოტა ერხევა ახლა, ბევრი იხურება და კონკურენცია გაიზრდება.
2) ჩააბარო საქართველოში სახელმწიფო უნივერსიტეტში (ილია ან ჯავახიშვილი ყველას სჯობს) 1 წელი ისწავლო და მაგის შემდეგ გაგზავნო უნივერსიტეტებში აპლიკაცია.
ამ შემთხვევაში დიდია შანსი რომ მიგიღონ პირდაპირ უნივერსიტეტში და პირველი კურსიდან დაიწყებ, ოღონდ გარანტირებული არ არის.

Posted by: Chkalovi 17 Jan 2015, 20:59
ხალხო, რომელი რომელი ქართული უნივერსიტეტის დიპლომია აღიარებული გერმანიაში? და კიდევ ერთი კითხვა, თუ აქ პრ დავამთავრე ვთქვათ, და მარკეტინგის განხრით მინდა მასტერი გერმანიაში - მაშინ რა პროცედურებია გასავლელი?

Posted by: Dimitri_ 17 Jan 2015, 21:07
Chkalovi

ზოგადად სახელმწიფო უნივერსიტეტებია აღიარებული, კერძოები არა.


Posted by: AlbiNo 18 Jan 2015, 19:40
VenoMGag
ზუსტად იმავე თხოვნით შემოვედი.
DSD II ს ვიღებ C1-ზე და პირდაპირ მინდა რომ ჩავაბარო. რამდენიმე კითხვა მაქვს
1) თუ Verpflichtungserklaerung არ მაქვს, 8000 ევრო მჭირდება ყველა შემთხვევაში ჰო?
2) Studienkollegs ყველა ფასიანია?
3) დაახლოებით თვეში რა ხარჯებია, თუ გავითვალისწინებთ რომ ჰადელბერგში ბინაში თვეში 180-200 ე-ს ვიხდი?
4) სამუშაოები რთულად იშოვება?
5) უნიში რომ ჩავირიცხო მისაღები გამოცდა ან რამე მსგავსი უნდა ჩავაბარო? DSH-ს არ ვგულისხმობ.

მადლობა^^

Posted by: ხუციშვილი 18 Jan 2015, 22:29
რა დონე მჭირდება გერმანულის რო ჩავაბარო გერმანიის უნივერსიტეტში?
აქ თუ ასწავლიან კარგად გერმანულს და დაახლოებით რამდენ ხანში ვისწავლი იმ დონემდე რო უნივერსიტეტში მოვეწყო?

წელს ვარ აბიტურიენტი და მომავალში მინდა წასვლა, აქ სწავლის პარალელურად მინდა გერმანულის სწავლა და წასვლა

Posted by: zoroscremlebi 28 Jan 2015, 17:45
Dimitri_
QUOTE
(ილია ან ჯავახიშვილი ყველას სჯობს) 1 წელი

სოხუმის სახელმწიფო უნი რომ იყოს ? თუ იქ რეიტინგებში ნახულობენ საქართველოში რომელი ჯობია და აქვს მნიშვნელობა ?

Posted by: marimari11 29 Jan 2015, 02:03
ხუციშვილი
ც1 გინდა ტესტდაფი ოთხივე ნაწილში 5დან 4 მაგისტრატურისთვის მოასწრებ.

Posted by: ხუციშვილი 29 Jan 2015, 11:03
QUOTE (marimari11 @ 29 Jan 2015, 02:03 )
ხუციშვილი
ც1 გინდა ტესტდაფი ოთხივე ნაწილში 5დან 4 მაგისტრატურისთვის მოასწრებ.

მადლობა 2kiss.gif

5 წელი რა დიდი დროა cry.gif

Posted by: VenoMGag 31 Jan 2015, 02:51
Dimitri_
დიდი მადლობა ! და რა მაინტერესებს კიდე, უნივერსიტეტის მერე პირდაპირ 1 კურსძე ძალიან გამიჭირდება ალბათ ენის ამბავში სამართლის სწავლა. არის რამე ვარიანტი ჯერ შესაბამისი ენის კურსები რო გავიარო იურიდიული ენის სასწავლად თუ რაც ქვია .

Posted by: Dimitri_ 6 Feb 2015, 16:38
VenoMGag
QUOTE
უნივერსიტეტის მერე პირდაპირ 1 კურსძე ძალიან გამიჭირდება ალბათ ენის ამბავში სამართლის სწავლა


მარტო სამართლის არა, ნებისმიერი რამის სწავლა გაგიჭირდება.

QUOTE
არის რამე ვარიანტი ჯერ შესაბამისი ენის კურსები რო გავიარო იურიდიული ენის სასწავლად თუ რაც ქვია .

იდეაში ამისთვისაცაა შემქნილი ზემოთ ხსენებული Studienkolleg-ები...

ნუ თუ ამისთვის გინდა გვერდის ავლა, კერძოდ უნდა იპოვო რაიმე კურსი, ან შეიძლება უნივერსიტეტსაც ქონდეს, მაგდენი არ ვიცი

Posted by: Lukrenci 7 Feb 2015, 03:45
საქართველოში კერძო აკრედიტებულ უნივერსიტეტს ვამთავრებ წელს და გერმანიაში ვერ გავაკეთებ მაგისტრატურას?
არ აღიარებენ ჩემ დიპლომს?

Posted by: salomeaa 8 Feb 2015, 17:53
ჩვეულებრივი კურსით რომ გავაგრძელო ვიზა სკოლაში,ინტენსიური უნდა იყოს ხო? და აუცილებლად 20 საათი? თუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა? მადლობა

Posted by: სერაფიტი 8 Feb 2015, 21:05
დაად-ის სტიპენდიით დოქტორანტურის ერთი სემესტრი/ერთი წელი ვინმე წასულხართ?

Posted by: Dimitri_ 11 Feb 2015, 17:52
Lukrenci
QUOTE
არ აღიარებენ ჩემ დიპლომს?


წინასწარ ვერავინ გეტყვის ზუსტად...
salomeaa
QUOTE
ჩვეულებრივი კურსით რომ გავაგრძელო ვიზა სკოლაში,ინტენსიური უნდა იყოს ხო? და აუცილებლად 20 საათი? თუ მაგას არ აქვს მნიშვნელობა? მადლობა


საათებზეა ეგ დამოკიდებული და ზუსტად რამდენია არ ვიცი მგონი ხო 20 საათია მინიმუმი კვირაში ან 24, მარტო ინტენსიური რომ ერქვას არაფერს უშველის, საათობრივად უნდა ჯდებოდეს.

სკოლებს აქვთ როგორც წესი "ნორმალური" კურსი და მერე დამატებითი რამდენიმე საათი კვირაში მათთვის, ვისაც ვიზისთვის სჭირდება...


Posted by: Stu_Dent 12 Feb 2015, 04:50
ბავშვებო გამარჯობა))
წელს Vამთავრებ სამედიცინოს სტომატოლოგიის Gანხრით და მინდა რომ რეზიდენტურა(მაგისტრატურა) გერმანიაში გავაგრძელო, ხოდა მაინტერესებს თუ ხართ ვინმე სამედიცინოზე ესე ჩემსავით წასული და რა უნდა გავაკეთო საერთოდ არაფერი ვიცი... იქნებ დამაკვალიანოთ?? ან რა საბუთებია საჭირო, ან როგორ გავიგო დამსვავენ თუ არა პირდაპირ რეზიდენტურაზე... გერმანული სკოლა დავამთავრე და ენა ასეათუისე ვიცი, მთლად 0დან არ დამჭირდება სწავლა, მაგრამ გახსენება ასიანი მჭირდება...

Posted by: Dimitri_ 13 Feb 2015, 02:40
Stu_Dent

მაგ სფეროში არაფერი გამეგება, მაგრამ პირველი იქიდან დაიწყე რომ დასერჩე ის რისი სწავლაც გინდა და გახვალ კონკრეტულ უნივერსიტეტებზე, რომელთა საიტებიდანაც გაიგებ საიდან უნდა დაიწყო და რა უნდა გააკეთო.

პირველი ნაბიჯები ეგ არის...


Posted by: Stu_Dent 13 Feb 2015, 18:35
მადლობა smile.gif) და კიდვ 1 კითხვა მაქვს DŚH სთვის გამოცდა სად ბარდება? და Kიდევ მაინტერესებს გერმანიაში სასწავლებლად რომელი ენისდიპლომი გამომადგება უფრო DŚH თუ C1 ? Dა რა განსხვავებაა ამ 2 ენის დიპლომს შორის?

Posted by: Dimitri_ 13 Feb 2015, 21:42
Stu_Dent
QUOTE
და კიდვ 1 კითხვა მაქვს DŚH სთვის გამოცდა სად ბარდება?

საქართველოში არ ვიცი სად ბარდება


QUOTE
და Kიდევ მაინტერესებს გერმანიაში სასწავლებლად რომელი ენისდიპლომი გამომადგება უფრო DŚH თუ C1 ?

როგორც წესი არ აქვს მნიშვნელობა, თუ ოფიციალური და აღიარებული სერთიფიკატია, C1-ის შესაბამისი დონის სერთიფიკატი იყოს ნებისმიერი, (ნუ შეიძლება კონკრეტულ უნივერსიტეტს, კონკრეტული მოთხოვნა ქონდეს, მაგიტომ გირჩიეთ ზემოთ მოძებნეთქო და უფრო დეტალურ ინფორმაციას შეაგროვებ) გინდა გოეთეს ც1 და გინდა DSH 3 ოღონდ. DSH 2 სადღაც B2-სა და C1-ს შორისაა, ზოგ ფაკულტეტს ყოფნის ეგ, ზოგს არა.

Posted by: salomeaa 13 Feb 2015, 22:48
და კიდე ერთი კითხვა,სკოლში დარეკვენ ან ამოწმებენ დავდივარ თუ არ კურსზე? სკოლში ჩავეწერე და მერე ამოვეწერე ისევ,ანუ ის ფურცელი გამოვიატანე ,რც მჭირდება და ამოწმებენ ვიზის დროს? რადგან აქვე ინტენსიური არ არის,ვერ მოვახერხებდი სიარულს შორს.მადლობაა

Posted by: Stu_Dent 14 Feb 2015, 01:14
QUOTE (Dimitri_ @ 13 Feb 2015, 21:42 )
Stu_Dent
QUOTE
და კიდვ 1 კითხვა მაქვს DŚH სთვის გამოცდა სად ბარდება?

საქართველოში არ ვიცი სად ბარდება


QUOTE
და Kიდევ მაინტერესებს გერმანიაში სასწავლებლად რომელი ენისდიპლომი გამომადგება უფრო DŚH თუ C1 ?

როგორც წესი არ აქვს მნიშვნელობა, თუ ოფიციალური და აღიარებული სერთიფიკატია, C1-ის შესაბამისი დონის სერთიფიკატი იყოს ნებისმიერი, (ნუ შეიძლება კონკრეტულ უნივერსიტეტს, კონკრეტული მოთხოვნა ქონდეს, მაგიტომ გირჩიეთ ზემოთ მოძებნეთქო და უფრო დეტალურ ინფორმაციას შეაგროვებ) გინდა გოეთეს ც1 და გინდა DSH 3 ოღონდ. DSH 2 სადღაც B2-სა და C1-ს შორისაა, ზოგ ფაკულტეტს ყოფნის ეგ, ზოგს არა.

მადლობა smile.gif)
და კიდევ biggrin.gif სარეკომენდაციო წერილი როგორ იწერება ვინმემ იცით? აი აქაურ კლინიკას სადაც დავდიოდი რო დავაწერიო რეკომენდაცია რო გერმანიაში კლინიკებში რო დავარიგებ მონაცემებს ისიც მივაყოლო? ანუ რა ფორმატით უნდა დავწერო? თვითონ კლინიკაში არ იციან :|
* * *
ხალხო ვინმემ იცით MBA რას ნიშნავს?

Posted by: Dimitri_ 14 Feb 2015, 16:12
Stu_Dent

ზოგგან მოთხოვნაცაა სარეკომენდაციო წერილი, შენ არ გევალება მაგის ცოდნა თუ როგორ იწერება, ვისაც სთხოვ რომ დაგიწეროს იმან უნდა იცოდეს biggrin.gif

მაგრამ სამოტივაციოც დაგჭირდება სავარაუდოდ, მაგაზეც იმუშავე.

QUOTE
თვითონ კლინიკაში არ იციან :|


მდაჰ...

მაშინ არ დააწერინო საერთოდ სჯობს.

QUOTE
ხალხო ვინმემ იცით MBA რას ნიშნავს?


https://www.google.de/?gfe_rd=cr&ei=fzvfVMKQK-KI8QfeuIGgAw#q=MBA

ცუდად არ გეუბნები, მაგრამ კაი რამეა ეს გუგლი და გამოიყენეთ ხოლმე ხალხო, არაფერს დაგიშავებთ smile.gif

Posted by: Stu_Dent 14 Feb 2015, 22:55
შემომთავაზა იმ გოგომ თვითონ , ვინც კლინიკაში მკურირებდა ასევთქვათ)) , რომ ერთად დავწეროთო და იმას როარ ვენდობი ბოლომდე მაგიტომაც ვეძებ მე )))

Posted by: natashka17 16 Feb 2015, 03:30
სტუდენტების დასაქმება მანნდ როგორ ხდება? ადვილად შეიძლება სამუშაოს პოვნა?

Posted by: mamulika 19 Feb 2015, 00:11
გამარჯობა რაღაც მინდა გკითხოთ. წელს ვამთავრებ სკოლას და C1 დიპლომი მაქვს. პირდაპირ შემიძლია ჩაბარება გერმანიაში? და თუ კი რა გამოცდები უნდა ჩავაბარო

Posted by: Dimitri_ 20 Feb 2015, 13:28
mamulika

იგივე კითხვაზე მაქვს აქ გაცემული პასუხი >>>> http://forum.ge/?showtopic=33587057&view=findpost&p=43476713

Posted by: sulaa 23 Feb 2015, 12:57
აუსბილდუნგზე რა ინფორმაციას ფლობთ?უ

Posted by: toka-765 26 Feb 2015, 13:07
ვინმე კაი მასწავლებელი არ გეგულებათ? :/
* * *
არავინ იცით ვინმე ნორმალური? ......................

Posted by: ქართლოსი 28 Feb 2015, 16:31
toka-765
http://www.goethe.de/ins/ge/ka/tif.html

Posted by: natashka17 3 Mar 2015, 19:31
მე ვამზადებ მსურველებს დამატებითი ინფორმაციისთვის პმ მომწერე თუ დაინტერესდები ))

Posted by: kucinkela27 7 Mar 2015, 10:14
https://www.facebook.com/pages/%E1%83%92%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A3-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/260314130646028

Posted by: jaanshxvanairi 26 Mar 2015, 23:44
გამარჯობათ,
ახლა ვარ მესამე კურსზე,და ვაპირებ აკადემიური ვაგიღო ოპერად მინდა წასვლა ერტი წლით.
შემდეგ კი საბუთების შეტანა მინდა რომელიმე უნივერსიტეტში. მაინტერესებს, ანის გამოცდის გარდა მომიცევს სხვა გამოცდების ჩაბარება და რამდენად მარტივია ამის გაკეთება.
* * *
ან აქ რო დავამთავრო და შემდეგ იქ თავიდან შევიტანო ბევრად გარტულდება??

Posted by: pato-7 27 Mar 2015, 00:24
ნებისმიერ უნივერსიტეტში შემიძლია გერმანიაში სწავლა?

მაგალითად ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში?

Posted by: marimari11 27 Mar 2015, 00:32
pato-7
სავარაუდოდ კი რატომ არ უნდა შეიძლებოდეს?მთავარია მიგიღონ

Posted by: so_asdf 27 Mar 2015, 00:34
pato-7
QUOTE
მაგალითად ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში?

მოთხოვნებს თუ აკმაყოფილებ, კი user.gif

Posted by: pato-7 27 Mar 2015, 00:43
QUOTE
სავარაუდოდ კი რატომ არ უნდა შეიძლებოდეს?მთავარია მიგიღონ

QUOTE
მოთხოვნებს თუ აკმაყოფილებ, კი

რა მოთხოვნებია?
ენის მეტ-ნაკლებად სასწავლად ორი წელი ინტენსიური მომზადება საკმარისია?

მადლობა პასუხებისთვის smile.gif

Posted by: marimari11 27 Mar 2015, 00:47
pato-7
რა მოთხოვნები აქვს უნდა ნახო მაგათ საიტზე დაგუგლე
2 წელი კარგად თუ ისწავლი და არ იზარმაცებ ასე თუ ისე ისწავლი მაგრამ ძირიტადად ც1 ითხოვენ უნივერსიტეტი სამედიცინოზე გინდა?

Posted by: pato-7 27 Mar 2015, 15:51
QUOTE
pato-7
რა მოთხოვნები აქვს უნდა ნახო მაგათ საიტზე დაგუგლე
2 წელი კარგად თუ ისწავლი და არ იზარმაცებ ასე თუ ისე ისწავლი მაგრამ ძირიტადად ც1 ითხოვენ უნივერსიტეტი სამედიცინოზე გინდა?

ჩემ ძმას უნდა, ეხლა პირველ კურსზეა სამედიცინოზე და მერე იქ უნდა გაგრძელება

Posted by: marimari11 27 Mar 2015, 16:11
pato-7
მე როგორც ვიცი სამედიცინოზე ენის მაღალ დონეს ითხოვენ ხოლმე.

Posted by: pato-7 27 Mar 2015, 16:18
marimari11
მადლობ პასუხებისთვის smile.gif

Posted by: GeorgioGe 27 Mar 2015, 18:29

Posted by: კიჭარტი 28 Mar 2015, 19:22
B1 ან ბ1 Für Jugendlichen ვისაც გაქვთ აღებული იქნებ გამომეხმაუროთ რააwink.gif

Posted by: Dimitri_ 29 Mar 2015, 16:08
კიჭარტი
QUOTE
B1


გისმენ


Posted by: mecniera 30 Mar 2015, 23:43
გამარჯობა.

რეზიდენტურაში სამედიცინოდან ვინც აგრძელებს სწავლას გერმანიაში, დიპლომს უღიარებენ? რეზეა დამოკიდებული რამდენ წელს ჩაგითვლიან და ასე სმდეგ?


Posted by: Stu_Dent 31 Mar 2015, 01:18
გამარჯობაsmile.gif)) შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ აღიარებისთვის რა საბუთებია საჭირო(სად ვნახო ეგ ჩამონათვალი) და სად უნდა გავაგზავნო? ანუ იქ ხო თითოეულ მიწას თავისი ბაზააქვს ასევთქვათ biggrin.gif ხოდა მაგ მისამართებზეც(ანერქენუნგებისთვის) თუ ხელი მიგიწვდებათ მითხარით რა smile.gif <3 ამჟამად ბოლო კურსზევარ სტომატოლოგიაზე და რეზიდენტურა მინდა რო გავიარო იქით... მარა არც ბაკალავრზე ვიტყოდი უარს... )) ხოდა ეგ მინდოდა გამერკვია სადაც მეტს მიღიარებენ საგნებს იქ დავიწყებდი უნის ძებნას...

Posted by: kucinkela27 31 Mar 2015, 17:20
https://www.facebook.com/pages/Au-Pair-გ

Posted by: Dimitri_ 1 Apr 2015, 17:49
toka-765

მეგულება მაგრამ უხეშად რომ ვთქვათ ძვირია, ნუ ვისაც ვურჩიე ყველამ ძალიან იძვირა და მაგიტომ გეუბნები... თუ რამე PM

Posted by: toka-765 1 Apr 2015, 18:18
მადლობა ყველას გამოხმაურებისთვის დავდივარ უკვე 1 თვეა smile.gif

Posted by: -LesTaT- 6 Apr 2015, 11:49
gamarjoba, mokled saswavlo vizisatvis saelcho mtxovs did tanxas anvatishze , gamimartla rom austria aris da tanxis gayinvas ar mtxoven, hoda mokles adre iyo egeti servisi iyo xalzi romelix sakomisips daaxloebit 100$ gidebda da vinmem xom ar ixit sakkntakto

Posted by: Stu_Dent 27 Apr 2015, 23:13
მოკლედ biggrin.gif საბოლოოდ ჩამოვყალიბდი რომ მოვძებნო კლინიკები გერმანიაში და დავაგზავნო ჩემი საბუთები იქნბა პირდააპირ რეზიდენტურაში ამიყვანონ biggrin.gif აბა უნიში აღიარებაზე საბუთებს იქამდე ვერ გავგზავნი, სანამ დიპლომი არ მექნება და დიპლომი სექტემბერში იქნება და იაქმდე გულხელდაკრეფილი ჯდომა არ მინდა იქნება გამოვიდეს პირდაპირ კლინიკა და არ დავიხიო2-3 წლით უკან sad.gif
please help me!!! biggrin.gif

Posted by: Asuka 4 Jun 2015, 01:42
ხალხო, დოკუმენტების თარგმნა მჭირება, დამოწმება და რაღაცა ჯანდაბა კიდევ.
სად შეიძლება რომ ვთარგმნო და დაამოწმონ, გერმანიაში რომ აღიარონ ეს თარგმანი?

Posted by: არწივი9 4 Jun 2015, 12:54
QUOTE (Asuka @ 4 Jun 2015, 00:42 )
ხალხო, დოკუმენტების თარგმნა მჭირება, დამოწმება და რაღაცა ჯანდაბა კიდევ.
სად შეიძლება რომ ვთარგმნო და დაამოწმონ, გერმანიაში რომ აღიარონ ეს თარგმანი?

მიაკითხე ნებისმიერ სანოტარო ბიუროს, რუსთაველის გამზირზე ბევრია ეგეთი. თარგმნიან და დაგიმოწმებენ კიდეც yes.gif

Posted by: Asuka 4 Jun 2015, 20:53
არწივი9
და რაღაცა ნაფიც. თარჯიმანებმაო უნდა გააკეთონო, ისინი მხოლოდ გერმანიაში არიანო - ტყუილია ეგ?

Posted by: არწივი9 4 Jun 2015, 22:00
Asuka
QUOTE
და რაღაცა ნაფიც. თარჯიმანებმაო უნდა გააკეთონო

ნაფიცი მსაჯულები გამიგია და ნაფიცი თარჯიმანები არა.
მე როცა დამჭირვებია უნივერსიტეტის დოკუმენტების თარგმნა სრულიად ჩვეულებრივ თარჯიმნებს ვატარგმნიებდი და მერე ნოტარიუსი ამოწმებდა და ეს სავსებით ყოფნიდა

Posted by: Asuka 4 Jun 2015, 22:15
არწივი9
გაიხარე.
მეც პირცელად გავიგე მაგაზე, გარმანულად beeidigter Dolmetscher ქვია.

და კიდე ერთი კითხვა. აპოსტილი ხო არ დაჭირდა დიპლომს?

Posted by: არწივი9 4 Jun 2015, 22:41
Asuka
QUOTE
მეც პირცელად გავიგე მაგაზე, გარმანულად beeidigter Dolmetscher ქვია.

მაინცდამაინც გერმანიაში რამე სხვანაირად დამოწმებულ დოკუმენტებს თუ ითხოვენ მე ეს არ ვიცი, მაშინ სჯობია ამ თემაში იკითხო:
https://forum.ge/?f=69&showtopic=34720086&st=0
მანდ ზოგი სასწავლებლადაა წასული და ეგეთი ამბავი უკეთ ეცოდინებათ


QUOTE
აპოსტილი ხო არ დაჭირდა დიპლომს?

რა არ დასჭირდა? rolleyes.gif

Posted by: Qarion 6 Jun 2015, 12:39
მოგესალმებით.
იქნება დამეხმაროთ ვისაც აქვს გამოცდილება..

გერმანიაში ბაკალავრზე სასწავლებლად რა წინაპირობებია საჭირო ?
თვითონ გერმანიიდან უფრო ადვილია ხომ პროგრამაზე მოხვედრა ?


ბოდიში თუ ამგვარი კითხვები უკვე იყო დასმული smile.gif


და ხო , ძირითად რა საბუთებია სათარგმნელი , თითქმის ყველგან როა საჭირო ?

Posted by: nksh0x01 14 Jun 2015, 23:22
მოკლედ მასტერზე მინდა ინგლისურზე წასვლა კომპიუტერულ მეცნიერებაზე ან ტექნიკის განხრით. იქნებ დამაკვალიანოთ $ გადავიხდი კიდეც თუ რამე

Posted by: Asuka 15 Jun 2015, 22:16
სამოტივაციო წერილები დარჩა ვინმეს? ინსტიტუტში რომ ჩაირიცხო.

Posted by: ssbb 16 Jun 2015, 09:38
იქნებ ვინმე დამეხმაროთ რა, გადავედი მეორე კურსზე იურიდიულის და მინდა გერმანიაში გავაგრძელო სწავლა, გერმანულს ვსწავლობ მაგრამ არ ვიცი კარგად ჯერ და მითხრეს რომ შეიძლება ერთი წელი ენა ისწავლო კოლეჯში და შემდეგ დაიწყო პირველი კურსიდან, ან რამე ცენტრი თუ არის თბილისში სადაც დამეხმარებიან საბუთების გაგზავნაში იქნებ იცოდეთ.

Posted by: GeorgioGe 18 Jun 2015, 21:57

Posted by: Asuka 19 Jun 2015, 13:12
ssbb
თუ Studienkolleg'ზე ლაპარაკობა მანდ შენთვის არ არის ადგილი.
იქ უბრალოდ ისინი მიდიან ვინც სპეციალობას იცვლის და პირდაპირ არ შეუძლია უნივერსიტეტში ჩაბარება. შენ შეგიძლია უბრალო ენის კურსის გაიარო და შემდეგ ჩააბარო გერმანიაში პირდაპირ მეორე კურსზე, თუ აქ დაამთავრე პირველი.

Posted by: Wenger 25 Jun 2015, 14:51
გამარჯობა
გერმანიაში ინგლისურენოვან მასტერზე რა გამოცდები უნდა ჩავაბარო?

აი, მაგალითად აქ
http://www.fu-berlin.de/studium/studienangebot/master/management_marketing/index.html

TOEFL/IELTS და DHS B2 გასაგებია,
ასევე თეზისი

ანუ მაგათ გარდა GMAT-ს ვაბარებ და მორჩა?


კიდევ სასტიპენდიო პროგრამები როგორ მუშაობს მასტერზე?
DAAD, Erasmus და ა.შ.

Posted by: Dimitri_ 27 Jun 2015, 22:54
Qarion
QUOTE
გერმანიაში ბაკალავრზე სასწავლებლად რა წინაპირობებია საჭირო ?

https://forum.ge/?showtopic=33587057&view=findpost&p=43476713

Posted by: Blequnia 30 Jun 2015, 11:26
მოგესალმებით,

ვეძებ ადამიანს, ვინც სწავლობს გერმანიაში იურიდიულზე( ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, არ აქვს მნიშვნელობა)

გთხოვთ, შემეხმიანეთთთთთთთ

Posted by: Qarion 30 Jun 2015, 15:24
Dimitri_
მადლობა გაიხარე

Posted by: ნინა411 7 Jul 2015, 17:39
მოკლედ მაქვს დახურული პირველი კურსი სოც/პოლ ფაკულტეტის,შესაძლებელია გერმანიაში მეორე კურსიდან გავაგრძელო სწავლა? რა საბუთები დაჭირდება

Posted by: Windmühle 7 Jul 2015, 17:57
ბავშვებო სტიპენდიებზე ხომ არ გაგიგიათ რამე?

კიდევ რა უნდა გკითხოთ,მოკლედ პირდაპირ ც1 ჩავაბარო თუ ტესტდაფის მოსამზადებელი გავიარო ვეღარ გავიგე რა sad.gif
გოეთეს ც1 და ტესტდაფის ხომ განსხვავებულია?
გოეთეს გამოცდებს ,,მიჩვეული " ვარ ისე და პირდაპირ გოეთეს აღება ხომ სრ სჯობს,რას ფიქრობთ თქვენ?
რამდენი დეტალია მოკლედ რაა biggrin.gif

Posted by: Dimitri_ 8 Jul 2015, 13:25
ნინა411
QUOTE
მოკლედ მაქვს დახურული პირველი კურსი სოც/პოლ ფაკულტეტის,შესაძლებელია გერმანიაში მეორე კურსიდან გავაგრძელო სწავლა? რა საბუთები დაჭირდება

მეორე კურსზე არ დაგსვამენ პირდაპირ.

ამ გვერდის პირველი პოსტი ნახე

იქ წაიკითხე და თუ მაინც გექნება რამე კითხვა დასვი მერე

Posted by: ninc_lfc 8 Jul 2015, 13:38
Windmühle
გოეთეს ც1 უფრო ადვილიაო ბევრისგან გამიგია. მაგრამ თუ იცი გერმანული ც1-ზე, გირჩევ ტესტაფი აიღო.
სადაც ც2-ია მოთხოვნა, იქაც კი ჭრის ტესტდაფი.


მე მაინტერესებს მისაღებად როცაა მოთხოვნა, Abitur/ Hochschulreife რას წარვადგენთ უცხოელები და დაგვსვამენ თუ არა ბაკალავრიატის ნებისმიერ ფაკულტეტზე თუ შეზღუდვა აქვთ?
ვთქვათ ერთი ბაკალავრიატიც დამთავრებული მაქვს საქართველოში spy.gif მივწერო უნდა უნივერსიტეტებს, საიტებზე არ უდევთ ინფო.
თქვენი გამოცდილებაც მაინტერესებს.

Posted by: Dimitri_ 8 Jul 2015, 13:44
ninc_lfc
QUOTE
მე მაინტერესებს მისაღებად როცაა მოთხოვნა, Abitur/ Hochschulreife რას წარვადგენთ უცხოელები და დაგვსვამენ თუ არა ბაკალავრიატის ნებისმიერ ფაკულტეტზე თუ შეზღუდვა აქვთ?
ვთქვათ ერთი ბაკალავრიატიც დამთავრებული მაქვს საქართველოში  მივწერო უნდა უნივერსიტეტებს, საიტებზე არ უდევთ ინფო.
თქვენი გამოცდილებაც მაინტერესებს.


აი ზემოთაც დავპოსტე და იმ პოსტებშიც იგივე წერია (თუ სწორად მივხვდი შენს კითხვას).

როდესაც სკოლას ამთავრებ საქართველოში, გერმანიაში ბაკალავრზე არ გსვამენ მარტივი მიზეზის გამო, ქართულ ატესტატს არ აღიარებენ.

თუ საქართველოში ნასწავლი გაქვს უკვე ბაკალავრი, ხშირ შემთხვევაში 2 სემესტრიც საკმარისია ხოლმე, შანსი გაქვს რომ გერმანიაში პირველ სემესტრზე დაგსვან, მაგრამ გარანტიას ვერავინ მოგცემს, დიდი მნიშვნელობა აქვს რომელ უნივერსიტეტში სწავლობ(დი) საქართველოში, კერძოებს როგორც წესი არ აქვთ შანსი.

Posted by: ninc_lfc 8 Jul 2015, 14:28
Dimitri_
ეგ ყველაფერი ვიცი


----------------------------------

Posted by: Dimitri_ 8 Jul 2015, 14:33
QUOTE
ეგ ყველაფერი ვიცი


up.gif


Posted by: pato-7 8 Jul 2015, 17:08
Dimitri_
ჩემი ძმა სწავლობს სახელმწიფო სამედიცინოში და დაუშვათ სამი კურსი, რომ აქ დაამთავროს და მერე წავიდეს გერმანიაში პირდაპირ მეოთხე კურსზე დასვამენ?

Posted by: Windmühle 8 Jul 2015, 18:21
ninc_lfc
წესით კი უნდა ავიღო ც1 უპრობლენოდ,მაგრამ ტესტდაფზე მეშინია იმისი ,რომ რომელიმე ნაწილი რომ ჩავაგდო ,ჯამში არაფერს მარგებს ეს და გოეთესაში ბევრად მარტივია ამ მხრივ .
ახლა წიგნი გამოვიწერე და რომ მოვა გადავხედავ რა და როგორაა .

რომელი უნი ან ჰოხშულე მინდა ეგეც ვერ გადავწყვიტე ჯერ.
ჯანდაცვა მინდა ან სოც .პედაგოგიკა.
პირველი უფრო.

შენს კითხვას რაც შეეხება,უნი ასისტში გადააგზავნე თუ შეძლებ და ყველაფერს ნახავენ და მოგწერენ წესით.


Posted by: Dimitri_ 8 Jul 2015, 19:57
pato-7
QUOTE
ჩემი ძმა სწავლობს სახელმწიფო სამედიცინოში და დაუშვათ სამი კურსი, რომ აქ დაამთავროს და მერე წავიდეს გერმანიაში პირდაპირ მეოთხე კურსზე დასვამენ?


ზოგადად არ ხდება მასე, სამედიცინო უნიზე მაინც და მაინც კონკრეტულად ვერ გეტყვი.

მაგ ეტაპზე თუა, სჯობს დაამთავროს ბოლომდე ბაკალავრი მანდ და მერე პირდაპირ მასტერსზე ცადოს წამოსვლა.


Posted by: pato-7 8 Jul 2015, 21:24
QUOTE (Dimitri_ @ 8 Jul 2015, 19:57 )
pato-7
QUOTE
ჩემი ძმა სწავლობს სახელმწიფო სამედიცინოში და დაუშვათ სამი კურსი, რომ აქ დაამთავროს და მერე წავიდეს გერმანიაში პირდაპირ მეოთხე კურსზე დასვამენ?


ზოგადად არ ხდება მასე, სამედიცინო უნიზე მაინც და მაინც კონკრეტულად ვერ გეტყვი.

მაგ ეტაპზე თუა, სჯობს დაამთავროს ბოლომდე ბაკალავრი მანდ და მერე პირდაპირ მასტერსზე ცადოს წამოსვლა.

არა პირველ კურსს ამთავრებს ჯერ, უბრალოდ მაგ დროისთვის უნდა იქ გაგრძელება

Posted by: ninc_lfc 8 Jul 2015, 23:02
Windmühle
QUOTE
ტესტდაფზე მეშინია იმისი ,რომ რომელიმე ნაწილი რომ ჩავაგდო

მოსმენის მეშინოდა მაგის გამო გამოცდის მერე. თან 6 კვირა არ იდება პასუხები givi.gif
5 ავიღე. Leseverstehen ძაან ადვილია. წერის დროს მთავარია დროში ჩაეტიო. რაც შეეხება საუბარს, უნდა ივარჯიშო საშინელ ხმაურში აზროვნება/ლაპარაკზეsmile.gif)
ყველა ერთად საუბრობდა, თან რა თქმა უნდა ხმამაღლა. ყურსასმენები გიკეთია, მარა შენს ხმაზე მეტად შეიძლება სხვების გაიგო givi.gif ამისთვის იყავი მზად. მეც ვიცოდი სხვების ხმასაც რომ გავიგებდი მარა მთლად ისეთი ამბავი ვერ წარმომედგინა..

Posted by: marimari11 8 Jul 2015, 23:45
ninc_lfc
აუ მე გავდივარ ეხლა 15ში ზოგადად ვაკეთებ ყველაფერს მაგრამ ხანდახან ისეთი ან ტექსტი გამოხტება ხოლმე ან მოსასმენი რომ საერთოდ ვერ ვაკეთებ გავგიჟდი ხანდახან არის 5 ზე ვაკეთებ ხოლმე ხანდახან 3ზე ძლივს biggrin.gif თემას გააჩნია რა რა მოვა გუშინ მესამე ტექსტი იყო ფიზიკიდან რაღაცა ვერ გავაკეთე :| ანუ სტაბილურად სულ კარგად ვერ ვაკეთებ.... ანუ გამოცდაზე არ მოვა ხო ძაან საშინელებები?

Posted by: ninc_lfc 9 Jul 2015, 00:09
marimari11
უფრო რომელი ნაწილი გიჭირს ანუ? წერა თუ ტექსტი?
ტექსტი მოვიდა ძაან მარტივი. მე ასე მომეჩვენა ყოველ შემთხვევაში და არც ერთი შეცდომა არ დამიშვია. სახლში ვარჯიშისას დამიშვია შეცდომა..ანუ გამოცდა უფრო მეადვილა biggrin.gif
მოსასმენი მერთულა ძაან და აღებული ქულის გამო ვერაფერს ვიტყვი. რაღაცები მართლა ვერ გავიგე და ლოგიკურად ვუპასუხე. ცუდი ისაა, რომ მაგ პასუხების გადახედვისთვის და ნორმალურად მოფიქრებისთვისაც წამები გაქვს.

Posted by: marimari11 9 Jul 2015, 00:16
ninc_lfc
ანუ შეიძლება ხო ლოგიკურად გასცე. პასუხი მოსასმენს?ისეთები შემხვდა ბოლოს მოსმენაში მაგასაც ვერ იზამდი
კაია ტექსტი თუ გაგიადვილდა დამამშვიდე ხოტა
ნუ ვაბშე ლაპარაკი მიჭირს მაგაში შეიძლება ჩავიჭრა biggrin.gif

Posted by: ninc_lfc 9 Jul 2015, 00:42
marimari11
მგონი არ წერენ ლაპარაკში მაინცდამაინც რთულად 4-ს.. გამოცდის დღეს გავიცანი იქ ხალხი, მე-2ედ და მე-3ედ გამოდიოდნენ..წინა გამოცდებში 4 ჰქონდათ ზეპირში აღებული. დანარჩენ ნაწილებში 3-ები და თან ამბობდნენ, რომ ლაპარაკიც უჭირდათ. ამიტომ მგონია.....
QUOTE
ანუ შეიძლება ხო ლოგიკურად გასცე. პასუხი მოსასმენს?ისეთები შემხვდა ბოლოს მოსმენაში მაგასაც ვერ იზამდი

კი კი. არ ვიცი რამდენად სწორად მოვიქეცი, მაგრამ მე საერთოდ 1 რაღაცაზე მეგონა,რომ მოვისმინე და გავიგე, მარა პასუხებს რომ გადავხედე ძაან ალოგიკური მეჩვენა და სხვა შემოვხაზე user.gif user.gif საბოლოოდ კი გაამართლა ლოგიკის დახმარებამ user.gif

Posted by: marimari11 9 Jul 2015, 00:47
ninc_lfc
რკინის ლოგიკა კი მაქვს up.gif up.gif givi.gif

Posted by: Windmühle 9 Jul 2015, 01:13
ninc_lfc
მადლობა გამოცდილების გაზიარებისთვის :*
მე მოსმენის ისე რა და წერის მეშინია sad.gif
გეტყვი რატო.გრამატიკა დავიწყებული მაქვს და რეხთშღაიბუნგიც რომ ემატება -მოკლედ რა.ლაპარაკს იმდენად ვარ მიჩვეული,ავტომატურად ვარ უკვე.
შენ როდის ჩააბარე ? ბედნიერი ადამიანი ხარ რომ მოგიშორებია :*

ჩემთვის ერთადერთი პრობლემა ესაა ამ ეტაპზე ,დანარჩენი მოგვარებული მაქვს.ნუ უნი ვერ ავარჩიე კიდევ sad.gif როდის რას მოვაბავ მოკლედ თავს :დ

Posted by: ninc_lfc 9 Jul 2015, 11:46
Windmühle
მე თებერვალშიsmile.gif) შენ ბაკალავრიატზე იწყებ სწავლას?


Posted by: Windmühle 11 Jul 2015, 23:35
ninc_lfc
კიი .მთავარია ეს გამოცდა მოვახრჩო და დანარჩენს ეშველება მემგონი. უნი აარჩიე უკვე?

marimari11
აბა შენ იცი,წარმატებები თხუთმეტში :*

Posted by: ninc_lfc 14 Jul 2015, 09:41
Windmühle
QUOTE
კიი .მთავარია ეს გამოცდა მოვახრჩო და დანარჩენს ეშველება მემგონი. უნი აარჩიე უკვე?

მაგისტრატურისთვის კი. მაგრამ ახლა ჩემი პროფესიისგან ძაან შორს მდგომი ინტერესებიც გამომიჩნდა და რა ვქნა არ ვიცი.
ორივე მინდა. არადა ამ მაგისტრატურაზე რომ ვისწავლო, თან დამაფინანსონ, მერე ალბათ არავინ აღარ მიმიღებს იქ ბაკალავრიატზე - ახლაც თუ მიმიღებენ კიდე საკითხვია.
ამ ჩემს პროფესიასაც თუ დავიკიდებ რამდენიმე წელი მაინც, ძაან გამიჭირდება მერე ამოქაჩვა.
უკვე ჩამორჩენილი ვარ რომ არ ვმუშაობ..ახლა თსუ-ს მაგისტრატურის პირველ წელს ვამთავრებ და თან იმასაც ვფიქრობ, აქ რომ სახელმწიფო დაფინანსებით ვსწავლობ , კიდევ ერთ მაგისტრატურას DAAD დამიფინანსებს? ხომ არ ჯობია პირდაპირ დოქტორანტურაზე შეტანა..
დავიტანჯე. ძაან მიჭირს გადაწყვეტილებების მიღება. ახლა გამოცდები რომ დამიმთავრდება მივიცლი უფრო დაფიქრებისთვის. facepalm.gif facepalm.gif

Posted by: takotatuli1989 14 Jul 2015, 10:15
მოკლეთ ამ სიბერეში გავიღვიძე და გადავწყვიტე რომ მესაჭიროება საზღვარგარეთ სწავლა.. მაგისტრატურას ვერ გავქაჩავ.. მინდა საზაფხულო სკოლის გავნა ან რაიმე კურსების გავლა ინგლისურ ენაზე სამართლის რომელიმე მიმართულებაში.. ინგლისური ვიცი აფერ-ინთერმიდიეთის დონეზე მაგრამ ვიცი რო გადამზადება დამჭირდება აიელთის სერტიფიკატი რო ავიღო... მოკლედ მოვინდომებ ვიცი და ავიღებ მაგ სერტიფიკატს მაგრამ მაინტერესებს სად მოვძებნო ინფორმაციები საზაფხულო სკოლების ან კურსების შესახებ, რომლებიც ფინანსდება... მადლობა დახმარებისთვის

Posted by: LOLZ 14 Jul 2015, 10:57
marimari11
ნოუთების გაკეთების უფლება არ გაქვს? საკვანძო სიტყვები/ფრაზები ჩაიწერე ხოლმე. ყველაფერი კი არ უნდა იმახსოვრო smile.gif

Posted by: marimari11 14 Jul 2015, 11:32
LOLZ
ხო რა თქმა უნდა ვინიშნავ.


გუშინ გოეთეში გამაკეთებინეს ტესტი კარგად გავაკეთე ეგრე თუ დავწერ ხვალეც პრობლემა არ იქნება user.gif

Posted by: LOLZ 14 Jul 2015, 11:34
marimari11
კარგად გამოიძინე და სიმშვიდე შეინარჩუნე. smile.gif გამოცდა შეიძლება იმაზე იოლი იყოს ვიდრე გგონია smile.gif ტოეფელისთვის რომ ვემზადებოდი რა ტექსტებსაც ვაკეთებდი უფრო რთული იყო ვიდრე გამოცდის.

Posted by: marimari11 14 Jul 2015, 11:41
LOLZ
ხო მეც მგონია რომ უფრო ადვილები მოვა 3 წიგნი მაქ ტესტდაფის და 1ს აწერია აქ უფრო რთული ტექტსებია ვიდრე გამოცდაზე მოვაო.
მშვისად ვარ ეხლა არ ვენრვიულობ არამგონია ხვალ ძაან ავნერვიულდე რაღაცა შევეგუე ამ გამოცდას biggrin.gif

Posted by: LOLZ 14 Jul 2015, 11:54
marimari11
მთავარია გამოცდაზე მობილიზებული და კონცენტრირებული იყო ტესტებზე. მის გარდა ყველაფერი დაივიწყე რაც გარშემო ხდება. დროც სწრაფად გავა. smile.gif ოღონდ აკონტროლე ხოლმე რომ ყველაფრის გაკეთება მოასწრო.

Posted by: Windmühle 14 Jul 2015, 12:32
ninc_lfc
გააჩნია მემგონი რა მიმართულებით გინდა.
მე შენს ადგილზე იმ ახალი რამის სწავლას დავიწყებდი.
შეიძლება ზუსტად ეგაა რისი კეთებაც გინდა მთელი ცხოვრება და არ უნდა თქვა მემგონი ამაზე უარი.
მიღებით მგონია რომ მაინც მიგიღებენ.

ისე სტიპენდიაზე რა გითხრა აბა,დაადის გარდა სხვა არაა აქტუალური? ყველა დაადს აწვება და კონკურენცია მეტი აქვს.
ისე ეს დაადი მარტო სემესტრულ გადასახადს აფინანსებს თუ სხვა ხარჯებსაც?
მემგონი უნდა გარისკო .

Posted by: marimari11 15 Jul 2015, 17:24
არ ვარ კმაყოფილი დღევანდელი გამოცდით vis.gif vis.gif vis.gif
ლეზენი- პირველი ტექსტი გამიჭირდა არადა მანდ ქულას არ ვკარგავდი ცოტა მაგის გამო ავნერვიულდი როგორ დავწერე ეგ სავარჯიში არ ვიცი დანარჩენი 2 ტექსტი ჩვეულებრივად რა
ჰორენი- მგონი ნორმალურად ყველაფერი ჩავწერე ჩაწერით
შრაიბენი- ეს იყო კოშმარი. 3 წიგნი მაქ ტესტდაფის და ეგეთი სტილის თემა არ ყოფილა. ჯერ გრაფიკი იყი საშინელი არც წყარო რწერა არც წელი არაფერი. მერე ხო უნდა ყოფილიყო თემასთან დაკავშირებული ერთი ან ორი საწინააღმდეგო აზრი ჩვენი სიტყვებით რო უნდა დაგვეწერა და არგუმენტები მოგვეყვანა. ეს საერათოდ არ იყო რაღაცა კითხვა იყო დასმული მაგ კითხვაზე დისკუსიაო და ამ მონაცემების საფუძველი დაწერეთო. .. არადა რამდენი რედემითელი დავიზუთხე და მაგ სტრუქტურის თემას რა კარგად ვწერდი
მუნდლისე - მოკლედ და კონკრეტულად - შეიძლება ჩავიჭრა ვაბშე biggrin.gif რეები ვიბოდიალე მე თვითონაც არ ვიცი და არც მახსოვს

მომიწევს მგონი თავიდან გასვლა გამოცდაზე მაგრამ რა ვქნა... დრო მაწ ჯერ და არ მთავრდება მაგით ცხოვრება.... user.gif

Posted by: ninc_lfc 15 Jul 2015, 22:41
Windmühle
გავარკვევ ოქტომბრამდე ყველაფერს, სანამ დაადის მასტერზე შევიტან განაცხადს. 1. მექნება თუ არა სწავლის უფლება 2. მე შემიძლია თუ არა სწავლა. უნდა გავეცნო პროგრამას. ზოგად ინფორმაციას კი გადავხედე. სკოლიდან არ მაქვს საჭირო საგნების საბაზისო ცოდნა.. 1-2 საიტი ვნახე, ქართულიც და გერმანულიც, სადაც შემიძლია თავიდან დავიწყო და ვნახოთ როგორ შევძლებ. საბოლოოდ უნდა ჩამოვყალიბდე რა მინდა.
facepalm.gif უკვე იდიოტიზმში გადამდის ეს პროფესიის შეცვლის მონდომება.. მაგრამ ახალ ჰობს წავაწყდი, მერე შესაბამის პროფესიასაც და ყოველდღე მაგაზე ვფიქრობ, რა მაგარი იქნებოდა მაგ პროფესიით მუშაობა, კვლევების ჩატარება და სწავლაც კი.

marimari11
QUOTE
მომიწევს მგონი თავიდან გასვლა გამოცდაზე მაგრამ რა ვქნა... დრო მაწ ჯერ და არ მთავრდება მაგით ცხოვრება.... 

მეც ეგრე ვფიქრობდი და ვამბობდი გამოცდის მერე. ცუდია 6 კვირა რომ უნდა უცადო.

Posted by: ქართლოსი 21 Jul 2015, 12:00
ვინც სწავლობს გერმანიაში კმაყოფილები ხართ?

რამდენათ სჯობია საქართველოს განათლებას?

Posted by: Asuka 23 Jul 2015, 13:24
Zullasung-ის გარეშე ვიზას ვერაინრად ვერ მომცემენ?
ველოდები პასუხს და ჯერ არ მოსულრა უნივერსიტეტიდან.

Posted by: Dimitri_ 29 Jul 2015, 13:33
ქართლოსი
QUOTE
ვინც სწავლობს გერმანიაში კმაყოფილები ხართ?


გააჩნია კმაყოფილებაში რას გულისხმობ user.gif

QUOTE
რამდენათ სჯობია საქართველოს განათლებას?

ბევრად, ყველაზე მეტად იმით სჯობს, რომ თუ სწავლა არ გინდა/არ სწავლობ 1 წელზე მეტს არ რჩები და 4 წელიწადს ტყუილად არ კარგავ, ფურცელის გამო...

Asuka
QUOTE
Zullasung-ის გარეშე ვიზას ვერაინრად ვერ მომცემენ?

არ მოგცემენ

Posted by: ქართლოსი 29 Jul 2015, 16:45
Dimitri_
QUOTE
გააჩნია კმაყოფილებაში რას გულისხმობ


ხარისხი. ლექტორები ხომ არ აცდენენ ლექციებს
მე გეპეიში ვსწავლობდი და მაგას სასწავლებელი
როგორ უნდა ერქვას საერთოთ რ ვიცი.

QUOTE
თუ სწავლა არ გინდა/არ სწავლობ 1 წელზე
მეტს არ რჩები და 4 წელიწადს ტყუილად არ კარგავ, ფურცელის გამო...

ეს რას ნიშნავს.

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 12:00
ქართლოსი
QUOTE
ხარისხი

კმაყოფილი ვარ

QUOTE
ლექტორები ხომ არ აცდენენ ლექციებს

ღადაობ ? biggrin.gif

კი ყოფილა ისეთი შემთხვევა როდესაც პროფესორი სადმეა მიწვეული ან რაღაც, მაგრამ ამ შემთხვევაში სხვა პროფესორი ან უკიდურეს შემთხვევაში მისი ასისტენტი (ტუტორების დახმარებით, რამე რომ არ გამორჩეს) ატარებს, გამორიცხულია რომ გაცდეს.

QUOTE
ეს რას ნიშნავს.


ეგ იმას ნიშნავს, რომ პატივცემულო ერთხელ კიდევ დავწერ გამოცდას, აი აქტიურობაში 5 ქულით მეტი რომ დამიწეროთ 50 ქულაზე ავდივარ, ბებიას ფეხი მოტყდა და მაგიტო ვერ მოვემზადე და ერთხელაც რომ ჩამაბარებინოთ და ა.შ. ამასთან მიახლოვებულიც არაფერი ხდება, 15 წუთით დავაგვიანე დავალების გაგზავნა და იდი ნახუიო მომწერეს ზრდილობიანად... ერთ საგანსაც ვერ ჩააბარებ ეგეთი რაღაცებით და საბოლოოდ დარჩები გარეთ, საქართველოში კიდევ მეც ვიცი რამდენი გადის ასე ფონს და აი 50-60 ქულაში რომ ხვდება როგორღაც და საბოლოოდ დიპლომის მეტი არაფერი არ რჩება, ეგ ვიგულისხმე.

ანუ რა მომენტია იცი, როდესაც ვერ ან/და არ სწავლობს ადამიანი აქ მალევე ხვდება რომ მაგისგან არ გამოვა არაფერი უმაღლეს განათლებაში, რაც იმას არ ნიშნავს რომ არსად არაფერი არ გამოვა, ამიტომ მიდის და სხვა რაღაცას აკეთებს. საქართველოში მგონი ბევრი ვერც ხვდება რომ არ არ/ვერ სწავლობს, იმიტომ რომ საგნებს აბარებს და კურსიდან კურსზე გადადის... რაც დიდწილად იმისი ბრალიცაა რომ ბავშვობაში სკოლის მასწავლებლები და ხშირ შემთხვევაშიც მშობლები უზომოდ ათამამებენ და აი ეს უნიჭიერესი (მაგრამ ზარმაცი) და ეს ისეთი ბავშვია და ეს ასეთია, ამას რომ გიბეჭდავენ თავში წლობით, მერე მაგის ამოგდება ძნელია. მეც გახლავართ მაგისი 'მსხვერპლი' და პირველად რომ აქ ჩამოვედი ისეთი იმედგაცრუებები მივიღე ფაქტიურად დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ საბედნიეროდ მალე გამოვედი. შევხედე ყველაფერს რეალურად და ცოტა გამართლების ხარჯზეც გამოვიდა რაღაცები...

მარტო სწავლის ხარისზეც არაა დამოკიდებული, ყველა ეს დეტალი დიდ როლს თამაშობს განათლებაში...

Posted by: ქართლოსი 30 Jul 2015, 13:38
Dimitri_
QUOTE
ეგ იმას ნიშნავს, რომ პატივცემულო ერთხელ კიდევ დავწერ გამოცდას, აი აქტიურობაში 5 ქულით მეტი რომ დამიწეროთ 50 ქულაზე ავდივარ, ბებიას ფეხი მოტყდა და მაგიტო ვერ მოვემზადე და ერთხელაც რომ ჩამაბარებინოთ და ა.შ. ამასთან მიახლოვებულიც არაფერი ხდება, 15 წუთით დავაგვიანე დავალების გაგზავნა და იდი ნახუიო მომწერეს ზრდილობიანად... ერთ საგანსაც ვერ ჩააბარებ ეგეთი რაღაცებით და საბოლოოდ დარჩები გარეთ, საქართველოში კიდევ მეც ვიცი რამდენი გადის ასე ფონს და აი 50-60 ქულაში რომ ხვდება როგორღაც და საბოლოოდ დიპლომის მეტი არაფერი არ რჩება, ეგ ვიგულისხმე.

ანუ რა მომენტია იცი, როდესაც ვერ ან/და არ სწავლობს ადამიანი აქ მალევე ხვდება რომ მაგისგან არ გამოვა არაფერი უმაღლეს განათლებაში, რაც იმას არ ნიშნავს რომ არსად არაფერი არ გამოვა, ამიტომ მიდის და სხვა რაღაცას აკეთებს. საქართველოში მგონი ბევრი ვერც ხვდება რომ არ არ/ვერ სწავლობს, იმიტომ რომ საგნებს აბარებს და კურსიდან კურსზე გადადის... რაც დიდწილად იმისი ბრალიცაა რომ ბავშვობაში სკოლის მასწავლებლები და ხშირ შემთხვევაშიც მშობლები უზომოდ ათამამებენ და აი ეს უნიჭიერესი (მაგრამ ზარმაცი) და ეს ისეთი ბავშვია და ეს ასეთია, ამას რომ გიბეჭდავენ თავში წლობით, მერე მაგის ამოგდება ძნელია. მეც გახლავართ მაგისი 'მსხვერპლი' და პირველად რომ აქ ჩამოვედი ისეთი იმედგაცრუებები მივიღე ფაქტიურად დეპრესიაში ვიყავი, მაგრამ საბედნიეროდ მალე გამოვედი. შევხედე ყველაფერს რეალურად და ცოტა გამართლების ხარჯზეც გამოვიდა რაღაცები...

მარტო სწავლის ხარისზეც არაა დამოკიდებული, ყველა ეს დეტალი დიდ როლს თამაშობს განათლებაში...


ყველაფერში გეთანხმები 100%.



QUOTE
მეც გახლავართ მაგისი 'მსხვერპლი

მეც. და ალბათ 90 % იც.
გასარტობათ რო დავდიოდი გეპეიში ვეუბნეოდი ტყუილა დავდივარ მეთქი
ვერაფერს ვიგებ მაინც, არაუშავს იარე დიპლომს ხო აიღებო. facepalm.gif


QUOTE
მარტო სწავლის ხარისზეც არაა დამოკიდებული, ყველა ეს დეტალი დიდ როლს თამაშობს განათლებაში...


ჩემს სკოლაში სწავლა სირცხვილი იყო საერთოთ. ვინც სწავლობდა ჩაგრავდნენ მაგათ
ან თავის დაცვის საშუალება გქონოდა.


QUOTE
ანუ რა მომენტია იცი, როდესაც ვერ ან/და არ სწავლობს ადამიანი აქ მალევე ხვდება რომ მაგისგან არ გამოვა არაფერი უმაღლეს განათლებაში, რაც იმას არ ნიშნავს რომ არსად არაფერი არ გამოვა, ამიტომ მიდის და სხვა რაღაცას აკეთებს.


საქართველოში ბევ სამსახურებზე ითხოვენ უმაღლეს განათლებას და ესეცაა.


ადვილიაო გერმანიაში მისაღები გამოცდებიო მართალია?
რა ფაკულტეტზე სწავლობ?

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 13:55
ქართლოსი
QUOTE
ჩემს სკოლაში სწავლა სირცხვილი იყო საერთოთ. ვინც სწავლობდა ჩაგრავდნენ მაგათ
ან თავის დაცვის საშუალება გქონოდა.

user.gif

QUOTE
ადვილიაო გერმანიაში მისაღები გამოცდებიო მართალია?

კარგად ვერ მივხვდი რას გულისხმობ, როგორც ასეთი უნივერსიტეტისთვის მისაღები გამოცდები არ არსებობს, პირდაპირ ან ხვდები უნიში შენი საბუთებით, ან არა. ეს ცოტა რთული ეტაპია, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნისთვის.

https://forum.ge/?showtopic=33587057&f=&st=345&#entry43476713 << ამ ამ პოსტში მიწერია მაგ თემაზე ზუსტად, თუ რამე სხვა გაინტერესებს კიდე დაწერე და თუ ვიცი გიპასუხებ. ნუ კიდე თუ ბაკალავრი დამთავრებული გაქვს და პირდაპირ მასტერსი გინდა, სამაგისოდ მაღალი GPA არის საჭირო...



QUOTE
რა ფაკულტეტზე სწავლობ?


ინფორმატიკაზე ვარ

Posted by: QWertWQ 30 Jul 2015, 14:04
Dimitri_
QUOTE
სწავლა გერმანიაში << ამ ამ პოსტში მიწერია მაგ თემაზე ზუსტად, თუ რამე სხვა გაინტერესებს კიდე დაწერე და თუ ვიცი გიპასუხებ. ნუ კიდე თუ ბაკალავრი დამთავრებული გაქვს და პირდაპირ მასტერსი გინდა, სამაგისოდ მაღალი GPA არის საჭირო...

ეს წავიკითხე და მეორე ვარიანტი რო გიწერია მაგას ვფიქრობ, 1 წელი აქ და მერე უკვე გერმანია
ოღონდ ერთი რამე მაინტერესებს, იქ პირდაპირ უნიში სვამენ? ენის ბარიერი ხო არის მაინც და რთული არ იქნება სწავლა? თუ რაღაც მოსამზადებელს მაინც გადიხარ?

Posted by: ქართლოსი 30 Jul 2015, 14:26
Dimitri_
QUOTE
კარგად ვერ მივხვდი რას გულისხმობ, როგორც ასეთი უნივერსიტეტისთვის მისაღები გამოცდები არ არსებობს, პირდაპირ ან ხვდები უნიში შენი საბუთებით, ან არა. ეს ცოტა რთული ეტაპია, განსაკუთრებით ჩვენნაირი ქვეყნისთვის.


ალბათ გერმანიაში ყვეილა სასწავებელს თავისი წესები ექნება.

თუ არც ერთ სასწავლებელში არ არის მისაღები გამოცდები?
სკოლის ქულებით ხვდები მხოლოდ?

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 14:43
QWertWQ
QUOTE
ოღონდ ერთი რამე მაინტერესებს, იქ პირდაპირ უნიში სვამენ?

1 წელი თუ გაქვს უკვე ნასწავლი (სახელმწიფოში), კარგი ქულები გაქვს, როგორც უნიში ასევე სკოლის, შანსი არის საკმაოდ დიდი რომ დაგსვან ეგრევე (ჩემი აზრით, ზუსტად ვერავინ ვერ გეტყვის, უნისაც გააჩნია, ძალიან ბევრგან უნდა გაგზავნო...)

ნუ უარეს შემთხვევაში შტუდიეკოლეგში გადაგამისამართებენ, სადაც უკვე არის მისაღები გამოცდები და საკმაოდ დიდი კონკურენციაც...

QUOTE
ენის ბარიერი ხო არის მაინც და რთული არ იქნება სწავლა? თუ რაღაც მოსამზადებელს მაინც გადიხარ?

კი ენის ბარიერი მე დაჟე ახლაც მაქვს და ბევრ დროს ვკარგავ მაგის გამო.

შეგიძლია შენთვითონ გაიარო დამატებით ენის კურსი წინასწარ ან პარალელურად, ხშირ შემთხვევაში თვითონ უნივერსიტეტსაც აქვს ხოლმე კურსები.

მოკლედ, ამის გამო შტუდიენკოლეგის გავლა სჯობს, დრო იგივე უნდა და უფრო შედეგიანია, პირველრიგში ენის მხრივ და მათემატიკა/ფიზიკაშიც ზოგი ისეთი რაღაც ვისწავლე აქ შტუდეინკოლეგში რაც მანდ საერთოდ არ გაგვივლია... ნუ უფრო მათემათიკაში, ფიზიკა სტანდარტული პროგრამა იყო. პლიუს ამას ადაპტაციასაც გადიხარ, ზოგადა ქვეყანაში, ეჩვევი სასწავლო სისტემას და ა.შ.

მაქედან პირდაპირ რომ ჩამოდიხარ ისე რომ გერმანიაში არასოდეს არ ყოფილხარ და უნივერსიტეტში ჯდები, ძალიან საშინელება იქნება, პირველი რამდენიმე თვე 'აზრზე მოსვლისთვის' დაგჭირდება მარტო...





ქართლოსი
QUOTE
ალბათ გერმანიაში ყვეილა სასწავებელს თავისი წესები ექნება.


ყველა სახელმწიფო უნიში ერთიაიგივეა, ანუ არ არის გამოცდები.


QUOTE
თუ არც ერთ სასწავლებელში არ არის მისაღები გამოცდები?
სკოლის ქულებით ხვდები მხოლოდ?


აი როგორც ზემოთ დავწერე Studienkolleg-ს აქვს მისაღები გამოცდები და შეიძლება მაგაზე ამბობ... უნი სკოლის ნიშნებით მაინც არ გიღებს biggrin.gif ანუ საქართველოში თუ უნივერსიტეტში უკვე ნასწავლი გაქვს, მაგ შემთხვევაში კი, სკოლის და უნის ქულები + ენის ცოდნის დონე და დამატებითი სიგელები/სერთიფიკატებიც გეხმარება ...


Posted by: QWertWQ 30 Jul 2015, 14:59
Dimitri_
QUOTE
შეგიძლია შენთვითონ გაიარო დამატებით ენის კურსი წინასწარ ან პარალელურად, ხშირ შემთხვევაში თვითონ უნივერსიტეტსაც აქვს ხოლმე კურსები.

სწავლას რამდენად უშლის ხელს?
QUOTE
მოკლედ, ამის გამო შტუდიენკოლეგის გავლა სჯობს, დრო იგივე უნდა და უფრო შედეგიანია, პირველრიგში ენის მხრივ

ეგ კი, მაგრამ გამოდის 1 წლით მეტი უნდა ისწავლო ხო?
QUOTE
პირველი რამდენიმე თვე 'აზრზე მოსვლისთვის' დაგჭირდება მარტო...

გერმანიაში ვარ ნამყოფი, მაგრამ ეს ენა მაინც მაშინებს
დაახლოებით რამდენ ხანშია ეგ ბარიერი დაძლევდი (რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც შენი გამოცდილებით დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება დაჭირდეს) ?
როცა ენის მხრივ პრობლემები გაქვს ეგ სწავლაშიც აისახება და მანდ რა ხდება? როგორი დამოკიდებულება აქვთ? რაიმე შეღავათი არსებობს?

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 15:16
QWertWQ
QUOTE
სწავლას რამდენად უშლის ხელს?

რა გითხრა აბა, ზოგი მუშაობასაც ახერხებს პარალელურად და ენის კურსი არამგონია კატასტროფა იყოს...

QUOTE
ეგ კი, მაგრამ გამოდის 1 წლით მეტი უნდა ისწავლო ხო?

არა, რატო? სკოლიდან პირდაპირ შეგიძლია მანდ საბუთების გაგზავნა, 1 წელი საქართველოში უნივერსიტეტში ან 1 წელი Studienkolleg (ნუ თუ ჩააბარებ 1 წელიწადში ყველაფერს და გამეორება არ მოგიწევს არც ერთი სემესტრის, თორე მასე ჩემი ჯგუფელი მეოთხე სემესტრს აკეთებდა მე რომ მოვრჩი biggrin.gif )

QUOTE
დაახლოებით რამდენ ხანშია ეგ ბარიერი დაძლევდი (რა თქმა უნდა ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც შენი გამოცდილებით დაახლოებით რამდენი ხანი შეიძლება დაჭირდეს) ?


ნუ ხო ძალიან ინდივიდუალურია, მე 2 მიზეზის გამო გამიჭირდა/მიჭირს. 1) ინგლისური გაცილებით უკეთ ვიცი და როცა შანსი მაქვს ყოველთვის ინგლისურად ვლაპარაკობ, ეგ კიდევ თითქმის ყოველთვის შესაძლებელია... 2) ზოგადად არ ვარ დიდად სოციალური ადამიანი და არც ისე ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, მითუმეტეს გერმანელებთან, ანუ არ ვავარჯიშებ ენას რა და ძალიან ნელა ვვითარდები...


QUOTE
როცა ენის მხრივ პრობლემები გაქვს ეგ სწავლაშიც აისახება და მანდ რა ხდება? როგორი დამოკიდებულება აქვთ? რაიმე შეღავათი არსებობს?


არა, უნივერსიტეტში მაგ მხრივ არანაირი შეღავათი არ არის...


Posted by: Future> 30 Jul 2015, 15:38
QUOTE
საქართველოში მგონი ბევრი ვერც ხვდება რომ არ არ/ვერ სწავლობს

lol.gif 100%

Posted by: QWertWQ 30 Jul 2015, 15:47
Dimitri_
QUOTE
არა, რატო? სკოლიდან პირდაპირ შეგიძლია მანდ საბუთების გაგზავნა, 1 წელი საქართველოში უნივერსიტეტში ან 1 წელი Studienkolleg (ნუ თუ ჩააბარებ 1 წელიწადში ყველაფერს და გამეორება არ მოგიწევს არც ერთი სემესტრის, თორე მასე ჩემი ჯგუფელი მეოთხე სემესტრს აკეთებდა მე რომ მოვრჩი  )

ეგ კი, მაგრამ მე აქ ვაპირებ ერთი წელი სწავლას და მერე წასვლას smile.gif
QUOTE
1) ინგლისური გაცილებით უკეთ ვიცი და როცა შანსი მაქვს ყოველთვის ინგლისურად ვლაპარაკობ, ეგ კიდევ თითქმის ყოველთვის შესაძლებელია...

ნუ მე ეს პრობლემა არ მაქვს biggrin.gif
QUOTE
ზოგადად არ ვარ დიდად სოციალური ადამიანი და არც ისე ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა, მითუმეტეს გერმანელებთან, ანუ არ ვავარჯიშებ ენას რა და ძალიან ნელა ვვითარდები...

აი ამის მეშინია user.gif
QUOTE
არა, უნივერსიტეტში მაგ მხრივ არანაირი შეღავათი არ არის...

გაგიჭირდა სწავლა?

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 15:55
QWertWQ
QUOTE
ეგ კი, მაგრამ მე აქ ვაპირებ ერთი წელი სწავლას და მერე წასვლას

მაშინ გასაგებია...

QUOTE
გაგიჭირდა სწავლა?


შესწორება, მიჭირს სწავლა biggrin.gif

არაგერმანელს ჩემს უნიში ინფორმატიკაზე სწავლა რომ არ უჭირდეს, მინიმუმ მასტერს დამთავრებული უნდა იყოს თავის ქვეყანაში givi.gif

ინგლისურენოვანი საგანი მაქვს ახლა ერთი, თან ისედაც შედარებით მარტივია ეს, user interface design აი ეს არ მიჭირს ერთი biggrin.gif




Posted by: Markoo 30 Jul 2015, 16:10
Dimitri_

ხომ არ იცი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რომელი უნივერსიტეტია გერმანიაში წამყვანი მაგისტრატურისთვის, თან ინგლისურადაც რომ მიდიოდეს სწავლება

Posted by: QWertWQ 30 Jul 2015, 16:18
Dimitri_
QUOTE
არაგერმანელს ჩემს უნიში ინფორმატიკაზე სწავლა რომ არ უჭირდეს, მინიმუმ მასტერს დამთავრებული უნდა იყოს თავის ქვეყანაში 

მე ფსიქოლოგია მინდა user.gif
მოკლედ ყველაზე მეტად ენის ბარიერი მაშინებს რა
დიდი ხანია მანდ ხარ?

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 21:10
Markoo
QUOTE
ხომ არ იცი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით რომელი უნივერსიტეტია გერმანიაში წამყვანი მაგისტრატურისთვის, თან ინგლისურადაც რომ მიდიოდეს სწავლება


სამწუხაროდ წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ვიკითხო, თუ რამე გავიგე დავწერ...

QWertWQ
QUOTE
მოკლედ ყველაზე მეტად ენის ბარიერი მაშინებს რა

ხო ნუ, თან მაგარი მურტალი ენაა, მარა თუ შეეცადე რომ მაქსიმალურად გერმანული გამოიყენო (როცა უკვე გაქვს რაღაც ცოდნა) მერე მალე განვითარდები, აი მაგალითად ერთი ფლეთმეითი მყავს ახლა, ეგვიპტელია. ინგლისურად ძაან კარგად ლაპარაკობს, მარა გერმანულს სწავლობს სადღაც B1-ზე ავიდა ახლა, მარა თავიდან A2-ზე რო იყო, ტვინს ხმარობდა იმენა გინდა თუ არა გერმანულად მელაპარაკეო, მეც მტანჯავდა და თვიტონაც იტანჯებოდა, ძაან მონდომებული იყო (მთლად ეგეთი არ იყო ოღონდ შენ lol.gif ) , ჰოდა მოკლედ ასე თუ იზამ გაცილებით მარტივი იქნება...

QUOTE
დიდი ხანია მანდ ხარ?


2 წელი ხდება სექტემბერში

Posted by: QWertWQ 30 Jul 2015, 21:45
Dimitri_
QUOTE
მარა თუ შეეცადე რომ მაქსიმალურად გერმანული გამოიყენო (როცა უკვე გაქვს რაღაც ცოდნა)

შევეცადო რა
ყველაზე კარგად უცხო ენებიდან გერმანული ვიც და იძულებული ვიქნები გამოვიყენო biggrin.gif

მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: ქართლოსი 30 Jul 2015, 22:05
Dimitri_
QUOTE
ინფორმატიკაზე ვარ


გადასახადი რამდენია? გერმანიაში სწავლა თუ არის სადმე უფასოთ?

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 22:11
ქართლოსი
QUOTE
გადასახადი რამდენია? გერმანიაში სწავლა თუ არის სადმე უფასოთ?

გერმანიაში სწავლა ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტში უფასოა
ნუ კი არის იდეაში გადასახადი, 200 ევროს ვიხდი ახლა სემესტრულად, მაგრამ მაგაში შედის სტუდენტური ID ბარათი, რომლითაც უფასოდ მგზავრობ, არა მხოლოდ ქალაქში არამედ მთლიან რეგიონში (შტატში). მხოლოდ ამით ვზოგავ 200 ევროზე გააცილებით მეტს სემესტრულად (1,8-2,6 ევრო ღირს ერთი მგზარვობა აქ ავტობუსი/მეტრო, ქალაქს გააჩნია).

+ ამას არის ფასდაკლებები და უმეტესად ნახევარი ფასები კინოში, ზოოპარკში და ა.შ სტუდენტებისთვის, ასევე ბევრ კომპიუტერულ პროდუქციაზე (პროგრამები და ზოგადად ვებ პროექტებზე, მაგ: მათლაბის სრული ვერსია, თავისი აპლიკაციებით და ა.შ. აბსოლიტურად უფასო აქვს ჩემს უნივერსიტეტს სტუდენტებისთვის, რომელიც რამდენიმე ათასეულ ევროზე ადის რომ იყიდო ყველა ფუქნციით)

მოკლედ, ბევრი რომ არ გავახურო, იმის თქმა მინდა რომ, უფასო არის კი არა, რასაც იხდი 5-ჯერ მეტს დაზოგავ სტუდენტის სტატუსით მაგ 1 სემესტრში biggrin.gif

QWertWQ
წარმატებები

Posted by: QWertWQ 30 Jul 2015, 22:13
Dimitri_
მადლობა

კიდევ ერთი კითხვა მაქვს
საცხოვრებელზე რა ხდება?

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 22:42
QWertWQ
QUOTE
კიდევ ერთი კითხვა მაქვს

რამდენიც გინდა იყოს, სანამ პასუხი მაქვს...

QUOTE
საცხოვრებელზე რა ხდება?


როგორც წესი ყველა უნივერსიტეტს აქვს საკუთარი საერთოდ საცხოვრებლები სტუდენტებისთვის (ნუ მე არ გამიგია ჯერ ისეთი რომელსაც არ ქონდეს და არც მინახავს, 4 უნივერსიტეტთან მქონდა ახლო შეხება... )

მაგრამ მე არასოდეს არ მიცხოვრია საუნივერსიტეტო საერთო საცხოვრებლებში, ამიტომ ზუსტად არ ვარ ჩახედული ასე ვთქვათ 'შიდა სამზარეულოში' (ნუ ნამყოფი ვარ ერთ-ერთში და ჩვეულებრივი მეტ-ნაკლებად ნორმალური სიტუაციაა), მაგრამ უმეტესობა სწორედ ასე ცხოვრობს და საკმაოდ იაფიც არის ვიდრე შენით რომ იშოვო. ჩემ გარშემო მყოფი სტუდენტები კი არიან კმაყოფილები ამ საცხოვრებლებით.

არის მეორე ვარიანტი (რომლითაც მე ვსარგებლობ), გერმანულად WG (wohngemeinschaft) ინგლისურად flatsharing community ოღონდ ეს არის კერძოდ.

ანუ ვიღაც ტიპს აქვს ბინა მაგ: 3 საძინებლიანი და აქირავებს 3 სხვადასხვა ადამიანზე, ცხოვრობთ ერთ სახლში, მაგრამ გვაქვს საკუთარი ოთახი, ვიყოფთ ჩვეულებრივ სამზარეულოს და სააბაზანო-ტუალეტს, ანუ ფაქტიურად ოჯახივით რა biggrin.gif ასეთი სიტუაციები არის უამრავი საუნივერსიტეტო ქალაქებში, ღირს ცოტა უფრო ძვირი ვიდრე უნივერსიტეტის საერთო საცხოვრებლები, მაგრამ გაცილებით კაი პონტია რა (დაჟე ჩემთვისაც კი, რომელიც ანტი-სოციალური ვარ biggrin.gif ) ნუ თან 99% არის mixed ბინები, ცოტა მრავალფეროვნება და რამეც კაია biggrin.gif მითუმეტეს თუ გაგიმართლა ფლეთმეითებში up.gif

თუ 3-ზე მეტ ადამიანზეა გათვლილი ბინა, ხშირად 2 სააბაზანო/ტუალეტიც არის ხოლმე , კომფორტისთვის, ანუ სპეციალურად არის ზოგი კორპუსები/ბინები აშენებული ასეთი რაღაცებისთვის...

Posted by: ქართლოსი 30 Jul 2015, 22:45
Dimitri_
QUOTE
სემესტრულად (1,8-2,6 ევრო ღირს ერთი მგზარვობა აქ ავტობუსი/მეტრო, ქალაქს გააჩნია).


ვიცი. 2.5 ევრო დაგავიხადე ავტობუსში ესენში გადაადგილებისას.

QUOTE
მოკლედ, ბევრი რომ არ გავახურო, იმის თქმა მინდა რომ, უფასო არის კი არა, რასაც იხდი 5-ჯერ მეტს დაზოგავ სტუდენტის სტატუსით მაგ 1 სემესტრში


მაგარი ქვეყანა ყოფილა ძაან რასაც ვუყურებ. სადა ვკვდებით საქართველოში facepalm.gif



Posted by: QWertWQ 30 Jul 2015, 22:58
Dimitri_
აჰა
საინტერესოა მეორე ვარიანტი
და სამუშაოს შოვნა რთულია? (ოღონდ ისეთი სამუშაოსი ხალხთან რომ არ გქონდეს დიდად შეხება biggrin.gif )
და მერე ამ ფულით ქირის გადახდა?

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 23:07
QWertWQ
QUOTE
საინტერესოა მეორე ვარიანტი

ნამდვილად up.gif

QUOTE
და სამუშაოს შოვნა რთულია? (ოღონდ ისეთი სამუშაოსი ხალხთან რომ არ გქონდეს დიდად შეხება  )
და მერე ამ ფულით ქირის გადახდა?


აი მაგაში არ მაქვს დიდად პირადი გამოცდილება, მხოლოდ ერთხელ მაქვს აქ ნამუშევარი (და საერთოდ ცხოვრებაშიც biggrin.gif ), მაგრამ რეკომენდაცია მქონდა და მაგის გარეშე ნაღდად არ ვიცი ამიყვანდნე თუ არა...

ისე რაც სხვებისგან ვიცი, ანუ ტიპიური სტუდენტური სამუშაოები არის კი, თვითონ უნივერსიტეტსაც აქვს ხოლმე შემოთავაზებები, ასევე არაერთ ადამიანს ვიცნობ ვინც მუშაობს პარალელურად ან არდადეგებზე, მაგალითად მაღაზიაში კონსულტანტად, გამყიდველად და მსგავს ადგილებში, თუ ძალიან გაგიმართლა შენივე სფეროში შეიძლება პრაქტიკულზე გაიჩითო სადმე, ასეთი ტიპის სამსახურებიც ბევრია, სახელმწიფო უწყობს ამას ხელს ძალიან, სტუდენტებს ასაქმებენ, პლიუს გამოცდილებას აღებინებენ და ამავე დროს შედარებით იაფი ჯდება მათი დაქირავება ვიდრე კვალიფიციური ადამიანის biggrin.gif მარა ესენი ალბათ უფრო ცოტა მერე...

ხელფასს რაც შეეხება, ახლა არ ვიცი ზუსტად სად რამდენი აქვთ biggrin.gif მაგრამ სადაც და რაზეც არ უნდა იმუშავო, ნახევარი სამუშაო დღიანი კონტრაქტით (რაც ნიშნავს დღეში 4 სამუშაო საათს, შაბათ-კვირის გარდა), სტუდენტი ადამიანი თავს შეინახავ, (ბინა და კვება) იმდენი გექნება...


Posted by: QWertWQ 30 Jul 2015, 23:13
Dimitri_
QUOTE
მაგალითად მაღაზიაში კონსულტანტად, გამყიდველად და მსგავს ადგილებში,

ხო აი ამის მეშინია biggrin.gif
ერთი მხრივ დამეხმარება ადამიანებთან ურთიერთობით ენას უკეთესად დავამუღამებ, მაგრამ ზოგადად არ მიყვარს ხალხთან ურთიერთობა დიდად და მით უმეტეს უცხოსთან biggrin.gif, თუმცა თუ სხვა არაფერი არ იქნება აქ ვცდი თავს
QUOTE
თუ ძალიან გაგიმართლა შენივე სფეროში შეიძლება პრაქტიკულზე გაიჩითო სადმე,

იმედია, მაგრამ არაა აუცილებელი
ეს რა თქმა უნდა სწავლის შედეგებზე ქნება პირველ რიგში დამოკიდებული ხო?

Posted by: Dimitri_ 30 Jul 2015, 23:21
QWertWQ
QUOTE
ეს რა თქმა უნდა სწავლის შედეგებზე ქნება პირველ რიგში დამოკიდებული ხო?

კი და ზოგადად CV-ზე...

Posted by: Markoo 30 Jul 2015, 23:44
Dimitri_

QUOTE
სამწუხაროდ წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ვიკითხო, თუ რამე გავიგე დავწერ...


გაიხარე, გაიხარე თუ უახლოეს დღეებში გაიგებ მთლად უკეთესი იქნება

Posted by: QWertWQ 31 Jul 2015, 00:02
Dimitri_
რომელ ქალაქში ხარ? smile.gif
ქართველები ბევრნი არიან შენ გარშემო?

Posted by: ქართლოსი 31 Jul 2015, 08:50
Dimitri_

ამას აქებენ კიდევ ტალინში
http://www.ttu.ee/studying/tut_admission/georgians/

Posted by: LOLZ 31 Jul 2015, 10:31
ქართლოსი
ტარტუს უნივერსიტეტიც კარგია

Posted by: ქართლოსი 31 Jul 2015, 11:51
LOLZ

ეეს? http://www.ut.ee/en

Posted by: LOLZ 31 Jul 2015, 11:52
ქართლოსი
კი ეგ. უფასო პროგრამებიც აქვთ, ძირითადად ტექნიკურ სპეციალობებზე.

Posted by: ქართლოსი 31 Jul 2015, 12:42
LOLZ
მადლობა დიდი.
================
================

Posted by: Dimitri_ 31 Jul 2015, 14:31
QWertWQ
QUOTE
რომელ ქალაქში ხარ?

ზაარბრიუკენში

QUOTE
ქართველები ბევრნი არიან შენ გარშემო?

კონკრეტულად ჩემ გარშემო არა, არც ვცდილობ მაინც და მაინც გავერიო ქართველებში, სულ რამდენიმეს ვიცნობ ნორმალურად, ყველას უნიდან. ისე მაგათგან ვიცი რომ საკმაოდ ბევრნი არიან ქართველები, კამპუსშიც და ავტობუსშიც არაერთხელ გამიგია ქართული საუბარი, ერთი გოგო დაჟე შუა კამპუსში ქართული ოცნების მაიკით მოძრაობდა lol.gif drug.gif

ქართლოსი
QUOTE
ამას აქებენ კიდევ ტალინში


კი მასე გაგებით გამიგია მეც მაგაზე, მაგრამ პირადად არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ...


Posted by: Qarion 1 Aug 2015, 18:57
გამარჯობა

ხომ ვერ მირჩევდით რომელი გერმანულ-ქართული ლექსიკონის ყიდვა სჯობს ? რომელიც ხელმისაწვდომია მაღაზიებში თან




Posted by: Dimitri_ 1 Aug 2015, 22:46
Markoo
Vikitxe da berlinis humboltis unia yvelaze magal reitingiani

Ise dzaan cota unis aqvs zustad eg fakulteti...

Mere arian kide, drezdenis da potsdamis...

Telefonit var, bodishi latinuri shriftistvis smile.gif

Posted by: TheAnswer 2 Aug 2015, 04:23
როგორც გავიგე,1 კურსის მერე წასვლა შესაძლებელია ბაკალავრიატში


მხოლოდ გერმანულადაა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება? ინგლისურად ვერ ვნახავ რამეს უფასოდ?

Posted by: Markoo 2 Aug 2015, 19:55
Dimitri_

გაიხარე მეგობარო up.gif up.gif

Posted by: QWertWQ 6 Aug 2015, 22:09
Dimitri_
რამდენიმე კითხვა მაქვს და თუ მოიცლი მერე იქნებ მიპასუხო smile.gif
ე.ი.
სწავლაში გერმანულის გარდა რამე ენები გჭირდება? და თუ გჭირდება რა დონეზე და რა სიხშირით?
სწავლა რამდენად რთულია? რამდენი ხანი მეცადინეობ დაახლოებით დღეში?
გერმანელები როგორი ხალხლია?

Posted by: Qarion 7 Aug 2015, 15:53

QWertWQ
QUOTE
სწავლაში გერმანულის გარდა რამე ენები გჭირდება? და თუ გჭირდება რა დონეზე და რა სიხშირით?


თუ მაგისტრს ეხება კითხვა რამდენადაც ვიცი, ინგლისური ბევრგანაა საჭირო. ბ2 დონის სერტიფიკატით. კონკრეტულად რომელია საჭირო, რა ქულებით,
ეს ყველან უნივერსიტეს სხვადსხვანაირად აქვს და საიტზე უწერით ხოლმე.


Posted by: Dimitri_ 7 Aug 2015, 16:25
Qarion
QUOTE
თუ მაგისტრს ეხება კითხვა

არაა, ბაკალავრი უნდა ...

QWertWQ
QUOTE
სწავლაში გერმანულის გარდა რამე ენები გჭირდება? და თუ გჭირდება რა დონეზე და რა სიხშირით?

ინგლისური, B2 დაგჭირდება, რა სიხშირით ზუსტად ვერ გეტყვი, მე ახლა ერთ ინგლისურენოვან საგანს გავდივარ. თუ არ იცი ინგლისური არაა პრობლემა თვითონ ინგლისურიც აქვთ საგანი და იქ ისწავლი, ანუ თავიდან მაგაზე არ იდარდო, როცა მინდოდა მაშინ ავირჩევდი ამ საგანს... და უნივერსიტეტსაც გააჩნია, შეიძლება საერთოდაც არ დაგჭირდეს... მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ მაგაზე სადარდებელი არ გექნება.

QUOTE
სწავლა რამდენად რთულია? რამდენი ხანი მეცადინეობ დაახლოებით დღეში?


ეგ 'ცუდი' კითხვაა biggrin.gif

რა გითხრა აბა, მაგაზე ვერავინ ვერ გიპასუხებს, ადამიანს გააჩნია, ფაკულტეტს და ყველაფერს საერთოდ...

უნივერსისტეტსაც გააჩნია, ზოგი რა მიმართულებით არის ცნობილი და საუკეთესო ზოგი რა მიმართულებით.

ზოგადად შემიძლია გითხრა რომ საკმაოდ რთულია. აი, 'ისეთ პონტში' ქულებს ვერ აიღებ და ვერც მარტივ ქულენს, აი აქტიურობაში და რაღაც ღლეობებში რომ წერენ მანდ ეგრე არაა biggrin.gif დავალებებში კიდე ...

მაგალითად, საქართველოში რომელ უნიშიც კარგად ვარ ჩახედული, ეს არის ილია უნი, მაგის ბიზნეს და ფიზიკის ფაკულტეტებზე ვიცი რაც ხდება და მაგაზე რთული შტუდიენკოლეგი მქონდა, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. მე რომ ვუკეთებდი ახლობებს პრეზენტაციას იმაში იღებდა მთელი 5 კაციანი ჯგუფი 30/30 ქულას, მერე რომ კითხულობდნენ თან. მთელი საგნის ქულების 30% რომ ამაღებინა აქ, ტრაკი უნდა მივცე სწავლას up.gif

ანუ რისი თქმა მინდა იცი, ძალიან ბევრი ილიაში არის ისეთი ვინც ძალიან კარგად სწავლობს და იმაზე გაცილებით მაგარიც იქნება ვინც აქ ისწავლის, ჩემზე დავუშვათ. უბრალოდ მასეთი ადამიანი ცოტაა, ჩემნაირებს სჭირდება ის მოთხონვა და სიმკაცრე სწავლაში რაც აქ არის... სხვანაირად გამოვალ უბრალო დიპლომიანი... ეგაა რა განსხვავება თორე რამდენ ძალიან მაგარ ადამიანს დაუმთავრებია მანდ... აი უფრო უკეთ რომ გამოვხატო, მაგალითს მოვიყვან, ქართველია ერთი, მანდ რომ სულ ათოსანი იყო და ერთი 9-იანი არ ყოფილია სკოლაში, შტუდიენკოლებში ჯერ 2 წელი აბარებდა და ძლივს ჩააბარა, ახლა კიდე მეორედ ჩარჩა უკვე... ალბათ ხვდებით რისი თქმაც მინდა და არანაირად არ ვამცირებ მაქეთ არაფერს, ამას იმიტომ ვამბობ რომ ვინმემ ცუდად არ გაიგოს რასაც ვწერ... ანუ ის რომ, ვისაც სწავლა უნდა ყველგან ისწავლისო, სისულელა biggrin.gif ზოგს სხვა პირობები სჭირდება სასწავლად (უფრო სწორად უმეტესობას), მანდ კიდევ უმეტესად არ არის ეგ პირობები...

მასეთ პრეზენტაციებს შტუდიენკოლეგში 3 ქულა ქონდა... ნუ ეს უბრალოდ მარტივი მაგალითი გითხარი.

გულწრფელად რომ ვთქვა ზარმაცი ვარ მე მაინც და დიდი სიბეჯითით არ გამოვირჩევი, ამიტომ საგანს გააჩნია, ზოგში ბევრს ვმეცადინეობ ზოგში ნაკლებს... საათებით როგორ გითხრა აბა biggrin.gif ერთ პროექტზე 3 კვირაც დამიხარჯავს და 1 კვირაც 3-4 საათი დღეში (ერთ საგანს ვამბობ, ასე 10 ქულიან პროექტებზე)... ამიტომ გააჩნია, ზოგადად ვერ ვიტყვი მაგას.




QUOTE
გერმანელები როგორი ხალხლია?


ჩემთვის საკმაოდ ნორმალური ხალხია, მაგრამ უმეტესობა უცხოელებისგან ვისმენ რომ ცივები არიანო, მეც მასეთი ვარ და მკიდია ეგ, ამიტომ ჩემთვის კარგები არიან. ძირითადად ჩამოსულები ისე არიან რომ მალე უნდა კონტაქტები ქონდეთ, მეგობრები გაიჩინონ და ეს გერმანელი კიდე გუშინ გაცნობის არ 'დაგიძმაკაცდება/დაგიდაქალდება' და მაგიტომ არ ევასებიან, ვისთანაც ვცხოვრობდი რამდენიმე თვე ძააანაც თბილები იყვნენ რაღაც დროის მერე biggrin.gif დაჟე მე მეუბნებოდნენ მერე რა ნელა შემოდიხარ ურთიერთობაშიო... ისე გერმანელ ბიჭთან მხოლოდ ერთხელ ვხოვორბდი და ძაან ჩვეულებრივი იყო რავი, მარა ბიჭებზე უფრო ვერ გეტყვი, არავისთან არ ვმეგობრობ ახლოს უნის გარეთ...

Posted by: QWertWQ 7 Aug 2015, 16:55
Dimitri_
აჰა
ე.ი. ზარმაცი მეც ვარ, მაგრამ რაც მაინტერესებს იმას სიამოვნებით ვსწავლობ, მაგის პრობლემა არ მექნება, რაც არ მიყვარს იმასაც ვსწავლობ ოღონდ ზედაპირულად biggrin.gif
სირთულით ინფორმატიკა ბევრად ძნელი იქნება ალბათ ვიდრე ფსიქოლოგია, ერთადერთი მეშინია ბევრი უცხო სიტყვის გაგებაში დიდი დრო არ დავკარგო

გერმანელებიც საჩემო ხალხია biggrin.gif
საერთოდ არ შევდივარ მეც არავისთან კონტაქტში

დიდი მადლობა კიდევ ერთხელ smile.gif

Posted by: Barcaface 15 Aug 2015, 18:00
1 კურსი მაქვს დახურული კერძო უნივერსიტეტში და მაინტერესებს რამდენად მაქვს შანსი გერმანულ უნივერსიტეტში მოსახვედრად?

Posted by: Windmühle 16 Aug 2015, 16:31
10 ში მაქვს გამოცდა ტესტდაფის sad.gif
ავნერვიულდი უკვე sad.gif

ბავშვებო რა უნდა გკითხოთ იცი,დონეებს როგორ ანაწილებენ?
ანუ მაგალითად 90% + =ტესტდაფ 5 -ს თუ როგორ?
გამარკვიეთ რაა ეს ,წარმოდგენა არ მაქვს sad.gif

იდეაში 5 მჭირდება მე ,მაგრამ წარმოუდგენლად მეჩვენება sad.gif
ხანდახან ძალიან ვაფლავებ და ხანდახან კარგად ვაკეთებ ყველაფერს sad.gif

Posted by: ხუციშვილი 18 Aug 2015, 00:40
გეხვეწებით გამეცით პასუხი კითხვებზე რა

გერმანულის რა დონეს ითხოვენ უნივერიტეტები?
რა არის საჭირო გერმანულ უნივერსიტეტში ჩასარიცხად?
ძირითადად გადასახადი რამდენია?

Posted by: QWertWQ 18 Aug 2015, 01:07
ხუციშვილი
QUOTE
გერმანულის რა დონეს ითხოვენ უნივერიტეტები?

მგონი რამდენიმეში B2-ითაც იღებენ, ისე უფრო მაღალი დონეა საჭირო
QUOTE
ძირითადად გადასახადი რამდენია?

უფასოა სწავლა

Posted by: ხუციშვილი 18 Aug 2015, 01:25
QWertWQ
შავი ზღვის დიპლომს აღიარებს გერმანია თუ იცი?

თუ აუცილებელია სახელმწიფო იყოს?

Posted by: QWertWQ 18 Aug 2015, 01:29
ხუციშვილი
QUOTE
აუცილებელია სახელმწიფო

მგონი

Posted by: ხუციშვილი 18 Aug 2015, 01:30
QWertWQ
ნუ როგორც ვიცი საერთაშორისო დიპლომი აქვთ და საერთოდ თურქეთის ხარისხია და რავიცი, იმედია საჭირო წონა ექნება გერმანიაში :შ

Posted by: tripali 26 Aug 2015, 18:59
არქიტექტურა მინდა გავიარო Master b2 სერტიფიკატიტ არ იცით რამე უნივერსიტეტი ან სად მოვიძიო

Posted by: Windmühle 3 Sep 2015, 13:27
მოკლედ გავმეორდები კითხვით,როგორ ხდება ტესტ დაფში დონეების განსაზღვრა?
ანუ მაგალითად,რამდენი პრიცენტი უნდა იყოს სწორი რომ ტესტ დაფ 5 დაწერონ ,ან ტესტ დაფ 4 ?
ამასთან ვერ აბალანსებს ხომ მაგალითად რომელიმე ჩაგდებულ კომპონენტს სხვა კომპონენტი? ანუ მაგალითად ერთში 5 -მეორეში 3 ?
მადლობთ წინასწარ :*

Dimitri_ დაგთაგავ ,იქნებ იცოდე.

Posted by: Dimitri_ 3 Sep 2015, 15:49
Windmühle

პირადად არანაირი გამოცდილება არ მაქვს ტესტდაფზე და არც ინფორმაციას არ ვფლობ, მაგრამ დავსერჩე ახლა და რაღაცები ვიპოვე, იმედია გამოგადგება.

QUOTE
ამასთან ვერ აბალანსებს ხომ მაგალითად რომელიმე ჩაგდებულ კომპონენტს სხვა კომპონენტი? ანუ მაგალითად ერთში 5 -მეორეში 3 ?


ზოგადად ოთხივე ნაწილში ცალცალკე იწერება TDN სერთიფიკატში, შესაბამისად ვერ დააბალანსებს

ნახე ეს, ბოლოს წინა გვერდი: https://www.testdaf.de/fileadmin/Redakteur/PDF/TestDaF/pruefungsordnung.pdf

ოფიციალური პასუხი მაგ კითხვაზე:

Kann ich ein schlechtes Ergebnis in einem Prüfungsteil durch ein besseres Ergebnis in einem anderen Prüfungsteil ausgleichen?

Die Einstufungen in den unterschiedlichen Fertigkeiten (Lesen, Hören, Schreiben und Sprechen) ergeben ein genaues Leistungsprofil. Die Einstufungen werden nicht zu einer Gesamteinstufung verrechnet. Hochschulen können jedoch bei der Zulassung entscheiden, ob eine TestDaF-Niveaustufe 3 (TDN 3) in einem Prüfungsteil durch eine TDN 5 in einem anderen Prüfungsteil ausgeglichen werden kann. Einige Hochschulen lassen Bewerber darüber hinaus nach einem Punkte-Modell zwischen 14 und 16 Punkten (Summe aus den TDN) zu.


QUOTE
როგორ ხდება ტესტ დაფში დონეების განსაზღვრა?
ანუ მაგალითად,რამდენი პრიცენტი უნდა იყოს სწორი რომ ტესტ დაფ 5 დაწერონ ,ან ტესტ დაფ 4 ?



აი ნახე ეს

https://www.testdaf.de/fuer-teilnehmende/informationen-zum-testdaf/testauswertung/

30 ქულიანია წერა და 25 იანი მოსმენა და წერია რომელი დონისთვის რამდენი ქულა გჭირდება.

ფაქს გადახედე დეტალურად, შეიძლება ნახო რამე...

http://www.testdaf.de/fuer-teilnehmende/faq/

Posted by: Windmühle 3 Sep 2015, 17:31
Dimitri_
უღმესი მადლობა,გადავხედავ ახლა ყველაფერს :*

პ.ს ათამდე რა ცოტა დარჩა sad.gif

Posted by: Dimitri_ 3 Sep 2015, 17:38
Windmühle
წარმატებები

-----------------------------

Posted by: Windmühle 3 Sep 2015, 18:11
Dimitri_
მადლობა.
შენც ასევე.

Posted by: Dimitri_ 3 Sep 2015, 19:43
Windmühle
:üp:

დაწერე მერე რას იზამ...

Posted by: Windmühle 3 Sep 2015, 20:38
Dimitri_
კი დავწერ ,მაგრამ სავარაუდოდ ვიცი უკვე რა შედეგსაც დავდებ :დ
lesen 4/5
Hören 4
Schreiben 3/4
Sprechen 4
აბა ვნახოთ თუ დავამთხვევ biggrin.gif

სავარაუდოდ მომიწევს ნოემბერში მაინც გასვლა. 5ები მჭირდება sad.gif

Posted by: Dimitri_ 3 Sep 2015, 21:48
Windmühle
QUOTE
5ები მჭირდება

ასეთი სად და რისი სწავლა გინდა? biggrin.gif

Posted by: Windmühle 3 Sep 2015, 22:45
Dimitri_
ოო ეს რთული საკითხია :დ მე სამედიცინოზე ვსწავლობდი და გავწყვიტე საქართველოში და აქეთ წამოვედი და თუ სამედიცინოთი გავაგრძელებ მაშინ მჭირდება ხუთები ჰაიდელბერგის უნისთვის.

თუ სამედიცინოს გადავიფიქრებ მერე ჯანდაცვაზე,ოღონდ სად? ეს წარმოდგენა არ მაქვს სამწუხაროდ sad.gif აქ 4-იც მეყოფა.

Posted by: Stu_Dent 3 Sep 2015, 23:14
QUOTE (Windmühle @ 3 Sep 2015, 22:45 )
Dimitri_
ოო ეს რთული საკითხია :დ მე სამედიცინოზე ვსწავლობდი და გავწყვიტე საქართველოში და აქეთ წამოვედი და თუ სამედიცინოთი გავაგრძელებ მაშინ მჭირდება ხუთები ჰაიდელბერგის უნისთვის.

თუ სამედიცინოს გადავიფიქრებ მერე ჯანდაცვაზე,ოღონდ სად? ეს წარმოდგენა არ მაქვს სამწუხაროდ sad.gif აქ 4-იც მეყოფა.

მედიცინის ფაკულტეტზე ხარ? თუიცი სხვა უნივერსიტეტებიც ტესტდაფს ითხოვენ?? სტომატოლოგიაზე როგორაა საქმე ხოარ მოგიკრავს ყური ან თვალი? biggrin.gif

Posted by: Windmühle 4 Sep 2015, 00:01
Stu_Dent
საქართველოში კი ,მედიცინაზე ვიყავი.
ტესტდაფს ყველა არ ითხოვს ზოგი დსჰ საც აღიარებს,ზოგი გოეთესაც,ნებისმიერ შემთხვევაში გვჭირდება ენის სერთიფიკატი,კერძოდ რომელი,როგორც ვიცი ეს ყველა უნის თვითონ აქვს განსაზღვრული.სტომატოლოგიაზე ანალოგიურია და ყველა ფაკულტეტზეც.

Posted by: Dimitri_ 4 Sep 2015, 13:48
Windmühle
QUOTE
ოო ეს რთული საკითხია :დ მე სამედიცინოზე ვსწავლობდი და გავწყვიტე საქართველოში და აქეთ წამოვედი და თუ სამედიცინოთი გავაგრძელებ მაშინ მჭირდება ხუთები ჰაიდელბერგის უნისთვის.

ბაკალავრი თუ მასტერსი გაწყვიტე?

ისე მაინც და მაინც ამ ჰაიდელბერგს რატო აიჩემებთ ხოლმე biggrin.gif
QUOTE
ჯანდაცვაზე

ეს ჯერ მითხარი გერმანულად როგორ ქვია ფაკულტეტს და შეიძლება გირჩიო რამე biggrin.gif

გერმანიაში ხარ ანუ ახლა?

Posted by: Windmühle 4 Sep 2015, 14:46
Dimitri_
არა ,ბაკალავრიატით უნდა დავიწყო.
ჰაიდელბერგი თუ არ იქნება არ ვინერვიულებ დიდად :დ საერთოდ სამედიცინოზეც არ ვინერვიულებ,ჯანდაცვა უფრო მინდა ისედაც :დ
კი ახლა გერმანიაში ვარ .
გეზუნდჰაითსმენეჯმენტი .
მე აქამდე სულ მეგონა რომ მაინც სამედიცინო მენდომებოდა და არჩეული მქონდა ,ახლა ეს გადავწყვიტე და აზრზე არ ვარ სად წავიდე sad.gif პრობლემა ისაა რომ მე ძირითადად უნების შესახებ ვნახულობდი ინფოებს.ეს ჯანდაცვა კიდევ მემგონი უფრო ჰოხშულეებს აქვთ ,ან ჩვეულებრივი ან დუალ შტუდიუმით.და ამ კუთხით წარმოდგენა არ მაქვს რა და როგორ ხდება.
შენ რომელ უნიში ხარ? აიტიზე ხომ როგორც მახსოვს?

Posted by: Dimitri_ 4 Sep 2015, 15:16
Windmühle
ხო ეგ როგორც ჩანს ძირითადად ჰოხშულეებს აქვთ, ჩემს უნიში საერთოდ სპორტთანაა გაერთიანებული biggrin.gif ისე ჰოხშულე რომც იყოს რას გიშლის, თუ ეგ ისაა რისი სწავლაც მართლა გინდა, who cares...

QUOTE
შენ რომელ უნიში ხარ?

Universität des Saarlandes

QUOTE
აიტიზე ხომ როგორც მახსოვს?

ოღონდ აიტის ნუ ეძახი რა cry.gif biggrin.gif

ინფორმატიკა/კომპიუტერული მეცნიერებები

ნუ ვარ რა, ვცდილობ ვიყო givi.gif

Posted by: Windmühle 4 Sep 2015, 15:37
Dimitri_
კი ,რამოდენიმე განხრითაა.ეკონომიმასთანაცაა და სპორტთანაც.გააჩნია რომელს აირჩევ.
ნუ ჰკხშულეც იყოს მე არ მიშლის ხელს,მაგრამ უბრალოდ არ ვიცი ჰოხშულე რა კრიტერიუმებით უნდა ავარაჩიო.
რომელიც მე მომეწონა კერძოები იყო და ძაან ძვირი და ისე უნდა ვნახო რომ სახელმწიფო იყოს ან თუ არადა დუალი.

გავითვალისწინებ,აწი ვეცდები დავუძახო ინფორმატიკა/კომპიუტერული მეცნიერებები.
აჰა,სხვანაირად ჟღერს ხომ ? :დ
ეგ ეგრეა სამედიცინოშიც.მეც ეგრე ვიყავი.რომ მეკითხებოდნენ საექიმოზე სწავლობ? არა მედიცინაზე :დ ბევრს მემგონიბსხვადასხვა ეგონა biggrin.gif

Posted by: Dimitri_ 4 Sep 2015, 15:47
Windmühle
ისე სულ მასტერსები მხვდება მაგას რომ ვსერჩავ :/

QUOTE
უბრალოდ არ ვიცი ჰოხშულე რა კრიტერიუმებით უნდა ავარაჩიო.

როგორც უნი ისევე აარჩევ ეგ არაა პრობლემა... შემიძლია გაგირკვიო...

QUOTE
აჰა,სხვანაირად ჟღერს ხომ ? :დ

კიჰ ;D

QUOTE
საექიმოზე სწავლობ?

user posted image

Posted by: Windmühle 4 Sep 2015, 16:00
Dimitri_
ძალიან გამახარებ თუ რამეს გამირკვევ.
ჩემს გარშემო სულ აუსბილდუნგებს აკეთებენ არადა .

მე ან დუალები ან კერძოები მხვდება ძირითადად :დ
ახლა ვნახე ერთი ჰოხშულე.გადასახადიც ნორმალურია თვეში 300 ევრო.მაგრამ კვირაში 3 დღეა სწავლა.აქ ცოტა დამაეჭვა რა უნდა იყოს ესეთი.ნორმალური სიტუაცია მინდა რა რომ იყოს,მინიმუმ სამედიცინო არ უნდა მომანატროს biggrin.gif

ვაიმე რა კაცია biggrin.gif

Posted by: field 4 Sep 2015, 17:34
სამხატვროები ბაკალავრზე ენის ცოდნას რა დონეზე ითხოვენ?
და კიდევ ვიცი რომ პორტფოლიოს უნდათ და შიდა გამოცდებიცაა, ხოდა პროფესიონალი უნდა იყო უკვე თუ პროსტა ნიჭს ამოწმებენ?
ხო უფასოა?
და აქ უნდა გქონდეს აუცილებლად ჩაბარებული ბაკალავრზე როგორც სხვა ფაკულტეტებზეა ერთი წელი თუ არაა აუცილებელი მოთხოვნა?
იქნებ მიპასუხოს ვინმემ, რაიცი რა ხდება biggrin.gif biggrin.gif

Posted by: toka-765 7 Sep 2015, 21:27
მოკლედ რა ხდება.დაახლოებით 2-3 თვე დავდიოდი.1 თვე ვეღარ.ხოდა ეხლა მინდა ვინმე კარგი მასწავლებელი რო ოქტომბრის ბოლომდე გამახსენოს მასალა და დამამთავრებინოს მომამზადოს ა1 გოეტეს გამოცდისთვის და არავინ იცით?სასწრაფოდ მჭირდება sad.gif

Posted by: miShiko123123123 7 Sep 2015, 21:32
მაგარი რთულია გერმანული, ბავშვობიდანვე თუ არ დაიწყეთ მერე გაგიჭირდებათ sad.gif

Posted by: toka-765 7 Sep 2015, 22:35
miShiko123123123
ცუდად არ მივდიოდი საკმაოდ კარგად მივდიოდი.მერე რაღაც მიზეზთა გამო შევწყვიტე და ეხლა ისევ სასწრაფოდ მჭირდება სერთიფიკატი sad.gif არავინ იცით კარგი?

Posted by: roki&jozepina 9 Sep 2015, 16:03
იქნებ დამეხმაროთ,,... აქ როგორც ვხვხები ძალიან გამოცდილი ხალხი ჩანს, მოკლედ წელს დავამთავრე და მომავალში ვფიქრობ მაგისტრატურაში ჩაბარებას, რათქმაუნდა გერმანიაში მაქვს სურვილი( ჯერ მხოლოდ) და როგორ ხდება იქნებ მითხრათ, როგორი პროცედურებია ? აქ ვაბარებ სამაგისტრო გამოცდებს და მერე რა ხდება? მოკლედ აზრზე არ ვარ როგორ რა არის მხოლოდ ეხლა ვიწყებ ინფორმაციის შეგროვებას

Posted by: Windmühle 10 Sep 2015, 17:49
ესეიგიიიიიიიი

ეს რა საზიზღრობა იყო ღმერთო ჩემო.
აი იმაზდ რთული ვიდრე მე ველოდი ..მომიწევს ეხლავე დარეგისტრირება ნოემბრისაზე.
ლეზენში მეორე ტექსტი იყო ბევრად რთული ვიდრე მესამე.სამაგიეროდ მესამეზე დრო აღარ მეყო მეორე ტექსტის გადამკიდე. გამიხარდება თუ ოთხამდე ავქაჩავ აქ რაც ძალიან ძალიან გასაკვირი იქნება.

მოსასმენი მესამე იყო ძალიან გაფანტული.კი დავწერე ყველა აქ მარა სამი არასწორი მაქვს უკვე ვიცი.

წერაში გრაფიკები იყო ძალიან უაზრო ,არც წელი მითითებული,არც ორგანიზაცია.არც ის ორი მოსაზრება იყო რომელის ჩვენი სიტყვებით უნდა გადმოგვეცა.

აი ლაპარაკში რა ვიბოდიალე მე თვითონ აზრზე არ ვაარ biggrin.gif
ყველაზე მარტივი პირველში და მეორეში ბატივით დავიბენი იმდენად ვერ მივხვდი იმ ყიყინში რა უნდა მექნა biggrin.gif
აქ მეოთხე და მეექვეს აქცევენ ყურადღებასო ,იმედია მარტო მაგ ორს მოუსმენენ და მეტს არა biggrin.gif

მოკლედ ნამდვილი იუბეღაშუნგი დაგვხვდა ყველას biggrin.gif sad.gif

Posted by: Wenger 10 Sep 2015, 20:28
Windmühle
წისქვილო, რამდენი ხანი ემზადებოდი ტესტდაფისთვის? biggrin.gif

Posted by: marimari11 10 Sep 2015, 20:40
Windmühle
თემა ჩემთანაც ეგეთი იყო იმიტო ვერ დავწერე biggrin.gif სულ სხვა სტილისთვის ვიყავი მზად და სხვა რაღაცა დამხვდა.მე ალბათ თებერვალში გავალ ან აპრილში თავიდან.ლაპარაკს რაც შეეხება სადაც მე არ ჩავიჭერი და 3ზე გავედი არამგონია ვინმე ჩაიჭრას biggrin.gif

Posted by: Windmühle 10 Sep 2015, 21:48
Wenger
კურსებზე არ დავდიოდი,ჩემით ვმეცადინეობდი,თან დაქალები მეხმარებოდნენ.

marimari11
მე ნოემბერში გავალ ისევ .ნუ რა ქულებს დადებენ აზრზე არ ვარ მაგრამ თებერვლამდე ვერ მოვიცდი,უნისთვის მიგვიანდება.
ჩაჭრით არ ჩავიჭრები მაგრამ მაღალი დონე მჭირდება და ნერვები მეშლება რა.არა რა ,ტელევიზორი უნდა ჩავრთო .მემგონი ყველაზე კარგად მამეცადინებს biggrin.gif
ისე რამდენ ხანში დადეს ქულები?ზუსტად ექვს კვირას ელოდებიან?

Posted by: marimari11 10 Sep 2015, 22:06
Windmühle
კი გამოცდიდან მეექვსე კვირას ზუსტად.დაეწერება შენს ტესტდაფის გვერზე საათიც მერე როდის დახებენ.შენ გერმანიაში ხარ თუ საქართველოში?

Posted by: Windmühle 10 Sep 2015, 23:33
marimari11
გერმანიაში.უბრალოდ ვერ გადავდებ .თებერვალში მანდეთ მინდა ცოტა ხნით ჩამოსვლა და საბუთები თუ არ მოვაწესრიგე მანდ ნერვი არ მაქვს არანაირად.
არადა რა იმედი მქონდა ცოტა ადრე დადებენ-თქო,რა ვქნა ახლა აღარ ვიცი დავრეგისტრირდე ეგრევე მეორეზე თუ არა sad.gif
შენ რა ქულები აიღე?

Posted by: marimari11 10 Sep 2015, 23:49
Windmühle
დედლაინი როდის არის შემდეგის? ვერ ასწრებ ხო ქულების გაგებას?შენც კიდე აქ ჩააბარე 10 თებერვალს არის და დანარჩენი საბუთები მოამზადე biggrin.gif მე ლესენში 4 და 3ები

Posted by: Windmühle 11 Sep 2015, 00:23
marimari11
ვერა ,ვერ ვასწრებ გაგებას sad.gif
არ მაწყობს მანდ ჩაბარება sad.gif
ბევერბუნგები უნდა დავაგზავნო უკვე ნოემერ-დეკემბერში და აგვისტოში რომ ვერ დავიწყო სემესტრი გულიც გამისკდება biggrin.gif
მე რომ მანდ თებერვალში ჩავაბარო და მერე ექვსი კვირა ველოდო ძალიან მიგვიანდება .
ნეტა 4-ებზე მაინც თუ გავქაჩე sad.gif
არადა რას წარმოვიდგენდი ლეზენში თუ ხუთს ვერ ავიღებდი sad.gif
მეორე ტექსტი იყო უსაზიზღესი.რამდენიმეში იყო ორი ისეთი პასუხი რომ ორივე ესადაგებოდა .ჯანდაბა მაგათ.ლეზენი რომ კარგად დამეწერა არც ავნერვიულდებოდი და სხვებსაც ნორმალურად გავაკეთებდი მარა მაგ მეორე ტექსტმა მომცელა biggrin.gif

და გაცინო,ბოლოს მიკროფონები ხომ დაარიგა და პირველი დავალება .სიგნალი და რომ აყაყანდნენ ,სანამ გავერკვეოდი რამ ხდებოდა ,კინაღამ მთელი დრო გავიდა biggrin.gif სულ 3-4 წინადადება მოვასწარი biggrin.gif

Posted by: marimari11 11 Sep 2015, 00:29
Windmühle
პირველ დავალებაში ზეპირში მეტი წინადადება არცაა საჭირო.
მე ლეზენის მეორე ტექსტში ც ვაბშე არ მქონსა შემოხაზული რო ვათეთრებდი მერე შევამჩნიე და მეთქი ვაიმე ძაან ბევრი შეცდომა მექნება ალბათქო და რავი 4ზე კი გავქაჩე.თან პირველი ტექსტი უფრო რთული იყო ვიდრე ველოდებოდი

Posted by: kacho0 11 Sep 2015, 10:54
მაინტერესებს TestDaf აუცილებელია თუ C1-ის სერტიფიკატიც საკმარისია უნივერსიტეტში ჩასარიცხად? თუ მაინც TestDaf უნდა ამეღო აღარ გავიდოდი C1-ზე, თანხას მაინც დავზოგავდი :დ

Posted by: kucinkela27 13 Sep 2015, 08:41
ვისაც სურს გერმანულ ენასა და ლიტერატურას შესწავლა, უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით და აუდიო მასალით.შევასწავლი ყველა დონეს საფუძვლიანად!.. შევასწავლი აგრეთვე გოეთეში და უმაღლეში ჩაბარების 100 %-იანი გარანტიით, უმაღლესი ქულებით.და საუკეთესო შედეგით თანამედროვე საუკეთესო სწავლის მეთოდით DAAD_ის სთვის.Test_Daf-ისთვის.. A1,A2,B1,B2,C1,C2_ყველა დონეს (სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, გერმანიაში წასვლის სწავლის მსურველებს, გოეთეს სერტიფიკატისთვის, გერმანულენოვან სკოლის მოსწავლეებს,დამთავრებული მაქვს Fachbereich Deutsch als Fremd- und Zweitsprache( Universität Wien)ავსტრიაში.ვარ ჩემი საქმის საუკეთესო მცოდნე, ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ ტურისტულ ფირმაში და გერმანულ კომპანიაში. დავეხმარები ასევე აუ-პაიერის პროგრამით წამსვლელებს, ოჯახის მოძებნაში.გერმანიის და ავსტრიის ძალიან ბევრ სააგენტოებთან ვთანამშრომლობ და მყავს ოჯახები ყველა მხარეში.უსწრაფესად ვძევბი ოჯახებს. A1 _დონე 100 ლარი. 558 550695 ან Mail_ bakhtadze26@yahoo.de

Posted by: kucinkela27 13 Sep 2015, 08:44
ვისაც სურს გერმანულ ენასა და ლიტერატურას შესწავლა, უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით და აუდიო მასალით.შევასწავლი ყველა დონეს საფუძვლიანად!.. შევასწავლი აგრეთვე გოეთეში და უმაღლეში ჩაბარების 100 %-იანი გარანტიით, უმაღლესი ქულებით.და საუკეთესო შედეგით თანამედროვე საუკეთესო სწავლის მეთოდით DAAD_ის სთვის.Test_Daf-ისთვის.. A1,A2,B1,B2,C1,C2_ყველა დონეს (სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, გერმანიაში წასვლის სწავლის მსურველებს, გოეთეს სერტიფიკატისთვის, გერმანულენოვან სკოლის მოსწავლეებს,დამთავრებული მაქვს Fachbereich Deutsch als Fremd- und Zweitsprache( Universität Wien)ავსტრიაში.ვარ ჩემი საქმის საუკეთესო მცოდნე, ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ ტურისტულ ფირმაში და გერმანულ კომპანიაში. დავეხმარები ასევე აუ-პაიერის პროგრამით წამსვლელებს, ოჯახის მოძებნაში.გერმანიის და ავსტრიის ძალიან ბევრ სააგენტოებთან ვთანამშრომლობ და მყავს ოჯახები ყველა მხარეში.უსწრაფესად ვძევბი ოჯახებს. A1 _დონე 100 ლარი. 558 550695 ან Mail_ bakhtadze26@yahoo.de

Posted by: win22 13 Sep 2015, 11:26
მოგესალმებით,

მოკლედ ვართ ორნი ერთი გერმანულეონავანი (რომელიც სერთიფიკატს აიღებს გერმანულ ენაში B2) და მეორე მე ინგლისურენოვანი (რომელიც ასევე ავიღებ ILTS ან TOEFL-ს)

გვსურს ერთ ქლაქში (თუ შესაძლებელია ერთ უნივერსიტეტშიც ჩავაბაროთ ერთად) ოღონდ მასტერსზე.

მსმენია რომ გერმანულენოვანი სტუდენტებისთვის სასწავლებელში გადასახადი არაა ხოლო ინგლისურენოვანები იხდიან.

ამასთან ერთად საუკეთესო იქნება გადასახადში საკვები და კამპუსი თუ შევა.

მოკლედ რიგითი ინთერნეიშენალ სტუდენტები ვართ კაპიკეპით ჯიბეში და იმის იმედით რომ დედაგემანიალანდი მიგვიღებს როგორც შვილებს...

რა არის საუკეთესო ვარიანტი გეცოდინებათ, არ დაიზაროთ დამეხმარეთ

Posted by: win22 15 Sep 2015, 10:42
13 Sep 2015, 11:26 ამის მერე არავინ შემოსულა ? biggrin.gif

Posted by: marimari11 15 Sep 2015, 11:23
win22
კი შემოვედი მარა რა givi.gif givi.gif

Posted by: win22 15 Sep 2015, 12:48
marimari11
კარგი მერე დავწერ მე როცა წავალ biggrin.gif

Posted by: TheAnswer 16 Sep 2015, 01:47
გერმანიაში მაგისტრატურაზე(ინგლისურენოვა ი პროგრამა) ითXოვენ გერმანულის ცოდნას?

Posted by: LaSonrisa 16 Sep 2015, 02:15
QUOTE (win22 @ 13 Sep 2015, 11:26 )
მოგესალმებით,

მოკლედ ვართ ორნი ერთი გერმანულეონავანი (რომელიც სერთიფიკატს აიღებს გერმანულ ენაში B2) და მეორე მე ინგლისურენოვანი (რომელიც ასევე ავიღებ ILTS ან TOEFL-ს)

გვსურს ერთ ქლაქში (თუ შესაძლებელია ერთ უნივერსიტეტშიც ჩავაბაროთ ერთად) ოღონდ მასტერსზე.

მსმენია რომ გერმანულენოვანი სტუდენტებისთვის სასწავლებელში გადასახადი არაა ხოლო ინგლისურენოვანები იხდიან.

ამასთან ერთად საუკეთესო იქნება გადასახადში საკვები და კამპუსი თუ შევა.

მოკლედ რიგითი ინთერნეიშენალ სტუდენტები ვართ კაპიკეპით ჯიბეში და იმის იმედით რომ დედაგემანიალანდი მიგვიღებს როგორც შვილებს...

რა არის საუკეთესო ვარიანტი გეცოდინებათ, არ დაიზაროთ დამეხმარეთ

გააჩნია ინგლისურენოვან მასტერს, ყველგან არაა გადასახადი.
(დამოკიდებულია თვითონ საგანზე და უნივერსიტეტზე).

გადასახადში საკვები და კამპუსი არსად არ შედის მგონი. ყოველ შემთხვევაში, მე არ გამიგია.

Posted by: QWertWQ 17 Sep 2015, 13:57
GPA რამდენი უნდა მქონდეს დაახლოებით რომ გერმანიის რომელიმე უნივერსიტეტმა მიმიღოს?

Posted by: marimari11 17 Sep 2015, 13:59
QWertWQ
ეგრე კონკრეტულად არ წერია ხოლმე 2 უნივერსიტეტს ეწერა მარტო მე რაც ვნახე ერთს 2.5 მეორეს 2.8 მაგრამ ალბათ 3ზე მეტი მაინც უნდა გქონდეს რო მოხვდე. მე ეგრე ვფიქრობ 2.5 დაბალია

Posted by: QWertWQ 17 Sep 2015, 14:02
marimari11
რომელი უნივერსიტეტების ნახე?

Posted by: marimari11 17 Sep 2015, 14:07
QWertWQ
აუ აღარ მახსოვს :/

Posted by: QWertWQ 17 Sep 2015, 14:12
marimari11
არაუშავს
მადლობა smile.gif

Posted by: wiklagio 17 Sep 2015, 19:56
გამარჯობათ. მაინტერესებს- თუ არის შესაძლებელი რომ სკოლის დამთავრების შემდეგ პირდაპირ წავიდე გერმანიაში სასწავლებლად(უნივერსიტეტში) . რაიმე შანსი თუ არის ან თუმდაც სხვანაირად წავიდე???

Posted by: QWertWQ 17 Sep 2015, 20:43
wiklagio
უნივერსიტეტში პირდაპირ ვერ წახვალ რამდენადაც ვიცი
1 წელი კოლეჯში უნდა იყო იქ ან აქ ისწავლო ერთი წელი უნიში და მერე წახვიდე

Posted by: pato-7 17 Sep 2015, 21:34
wiklagio
ქართულ ატესტატს არ აღიარებენ იქ, ამიტომ როგორც უკვე დაგიწერეს ან აქ უნდა ისწავლო სახელმწიფო უნივერსიტეტში 1 წელი მაინც და ეგრე წახვიდე ან წახვიდე და ჯერ კოლეჯი მერე უნივერსიტეტი

აქ უფრო კარგად ნახავ
http://ic.daad.de/tbilissi/?l=2&i=38

Posted by: wiklagio 17 Sep 2015, 23:41
მადლობა ინფორმაციისთვის. და რა მაინტერესებს როგორც თქვენ თქვით ერთი წელი აქ სწავლა და მერე წასვლა როგორ ხდება???

Posted by: Renne 20 Sep 2015, 22:29
QWertWQ
marimari11
QUOTE
GPA

GPA საქართველოში რანაირად Iტვლება?
თუ სკოლა დავამთავრე წელს მაგალითად საატესტატო ნიშნების მიხედვით დამითვლიან?

Posted by: marimari11 20 Sep 2015, 23:00
Renne
gpa მარტო უნივერსიტეტის ქულებით ითვლება

Posted by: Harry Green99 20 Sep 2015, 23:36
როგორია გერმანიაში სტუდენტური ცხოვრება?

გართობა მეგობრები და რამე

Posted by: fatdata758 21 Sep 2015, 07:56
გამარჯობათ გერმანიაში მინდა სწავლის გაგრძელება და გერმანულ ენას ისე რო იქ გამოცდები ჩავაბარო და ვილაპარაკო რამდენ ხანში ვისწავლი. გოეთეს სერთიფიკატი მინდა ავიღო

Posted by: Onise_ok 21 Sep 2015, 22:30
ინგლისურით წასვლა შემიძლია გერმანიაში?
და ის უფასო ფაკულტეტები თუ ვრცელდება ინგლისურზე.
Advanced დონეზე ვარ ინგლისურში და ვფიქრობ ერთ წელში უკვე Proficiency-ზე ვიქნები,გერმანულს კი ასე უცებ ვერ ვისწავლი კარგ დონეზე.

ფლიზ ჰელფ , i need to go to Germany, AS SOON AS POSSIBLE!

Posted by: Renne 22 Sep 2015, 15:14
QUOTE
ინგლისურით წასვლა შემიძლია გერმანიაში?
და ის უფასო ფაკულტეტები თუ ვრცელდება ინგლისურზე.
Advanced დონეზე ვარ ინგლისურში და ვფიქრობ ერთ წელში უკვე Proficiency-ზე ვიქნები,გერმანულს კი ასე უცებ ვერ ვისწავლი კარგ დონეზე.

ფლიზ ჰელფ , i need to go to Germany, AS SOON AS POSSIBLE!

+11 მეც ასე ვარ..
* * *
Onise_ok
შეიძლება და დაფინანსებაც არის მაგრამ შედარებით ცოტაა ასეთი უნიები

Posted by: Onise_ok 23 Sep 2015, 18:24
Renne
კიოლნში არის თუ იცი?

Posted by: Renne 24 Sep 2015, 08:03
Mაგდენი არ ვიცი, გუგლში ნახე მე არ მცალია ამწამს..

Xალხო გერმანიაში წასასვლელად პირდაპირ სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ ერთი წელი იქაურ კოლეჯში უნდა ვისწავლო და მერე მაბარებინებენ უნიში?

Posted by: QWertWQ 24 Sep 2015, 11:41
Renne
QUOTE
Xალხო გერმანიაში წასასვლელად პირდაპირ სკოლის დამთავრების შემდეგ ჯერ ერთი წელი იქაურ კოლეჯში უნდა ვისწავლო და მერე მაბარებინებენ უნიში?

yes.gif

Posted by: Renne 24 Sep 2015, 12:14
QWertWQ
ყველგან ეგრეა? ინგლისურით მინდა მე თან, გერმანული არ ვიცი

Posted by: QWertWQ 24 Sep 2015, 14:11
Renne
რამდენადაც ვიცი კი
ინგლისურზე არ ვიცი რა ხდება

Posted by: Onise_ok 24 Sep 2015, 19:48
Renne
https://www.daad.de/deutschland/studienangebote/international-programs/en/?p=l#q=&fos=1&lang[]=2&tyi[]=1&tyi[]=2&tyi[]=3&tyi[]=99&fee[]=0&sortBy=1&page=1&display=list

აი აქ გაიგებ ყველაფერს. მარტივი ინტერფეისი აქვს, არ გაგიჭირდება.

მეც ვეძებდი გუშინ და ვერაფერი ვნახე, მერე კიდე დავათვარიელებ.
* * *
აუ, კიდევ ერთი რამ მაინტერესებს.
ვთქვათ გერმანული საერთოდ არ ვიცი. საელჩოში ინგლისურენოვანი კონსულები ჰყავთ რო დაველაპარაკო?
თუ სამაგისო გემრანული მაინც მინდა რო კონსულს დავებაზრო?

Posted by: Renne 24 Sep 2015, 21:07
Onise_ok
მადლობა, ძალიან კარგი საიტია, მაგრამ დღეს გავიგე რომ პირდაპირ სკოლიდან ვერ წახვალ გერმანულ უნი-შიო. ანუ ჩემთვის აზრი დაეკარგა მემგონი გემანიას
შენ უნივერსიტეტიდან მიდიხარ თუ წელს ამთავრებ?

Posted by: Onise_ok 25 Sep 2015, 01:37
Renne
მე პირველ კურსზე ვარ მინდა აქ მოვრჩე ერთ კურსს რო იქ კოლეჯმა არ მომიწიოს და დავაწვე რა უნიში ეგრევე

Posted by: marimari11 25 Sep 2015, 01:46
1 წელი კოლეჯის გავლა რატომ არ გინდათ ხოლმე გერმანიაში?მოემზადებოდით უნივერსიტეტისთვის ენასაც უკეთ ისწავლიდით თუ გერმანულად აპირებთ სწავლას ქვეყენასაც გაცნობდით და ხალხსაც
მე აქაურ უნივერისტეტში 1 წელს არ დავკარგავდი

Posted by: WiSpEr 25 Sep 2015, 01:54
Windmühle
marimari11
გოგოებო ტესტდაფის აღება რთულია ?? გერმანიაში კი ვარ სადღაც ც1 დონეზე გავქაჩავ ჩემით კურსის გარეშე?გრამატიკა მიჭირს რა რამდენჯერაც არუნდა ვისწავლო ხმარებით კარგად ვერ ვიყენებ ისე მესმის და ვლაპარაკობ რას იტყვის ნოემბერში უნდა გავიდე ისე მერხევა biggrin.gif

Posted by: marimari11 25 Sep 2015, 01:56
WiSpEr
რავი აბა ეგრე როგორ გითხრა რთულია კი biggrin.gif გრამატიკა არ გჭირდება დიდად მარტო თემის წერის დროს და ლაპარაკში კიდე რავიცი გრამატიკას დიდ ყურადღებას არ აქცევენ აზრი უნდა გადმოსცე და პასუხი გასცე შეკითხვას
რამე ტესტდაფის მოსამზადებელი პატარა კურსზე თუ ივლი კაი იქნება გოეთეში აქ საქართველოში 2 კვირიანი კურსი არის რაღაცა მანდაც იქნება ალბათ...სტილს ნახავდი რა

Posted by: Renne 25 Sep 2015, 08:52
marimari11
QUOTE
1 წელი კოლეჯის გავლა რატომ არ გინდათ ხოლმე გერმანიაში?მოემზადებოდით უნივერსიტეტისთვის ენასაც უკეთ ისწავლიდით თუ გერმანულად აპირებთ სწავლას ქვეყენასაც გაცნობდით და ხალხსაც
მე აქაურ უნივერისტეტში 1 წელს არ დავკარგავდი

მაშინ ერთი კითხვა რა biggrin.gif :
კოლეჯში ჩარიცხვა როგორ ხდება და დაფინანსების საქმე როგორაა მანდ?
მეც გადავხედავ ახლა და ვნახოთ

Posted by: Windmühle 25 Sep 2015, 11:15
WiSpEr
ინტერნეტში დაგუგლე და ნახე მუსტერი.გააჩნია როგორ დონეზე ხარ ახლა .
რთულია კი მაგრამ ისეთი ჩაუბარებელი არაფერი.
მეც არ მივლია კურსებზე ,მაგრამ ახლა რომ ვუფიქრდები შემეძლო ნორმალურად დამეწერა.
მაგ კურსებზე და 8ჯერ მისვლით არამგონია გრამატიკა ისწავლო.
შენს ადგილას კარგად ვიმეცადინებდი წინადადების წყობაში და კავშირების გაამოყენებაში.
მაგ კურსებზე ნახავ და მიეჩვევი სტილს,მაგრამ ჩვენ იმდენად გამოცდების პერიიდში ვართ სკოლიდან მოყოლებული გაზრდილები,არამგონია სტილს ვერ დაუმღამო.

მოკლედ ,წიგნი გჭირდება და ივარჯიშებ შენით.

Posted by: ninc_lfc 25 Sep 2015, 11:33
QUOTE
რამე ტესტდაფის მოსამზადებელი პატარა კურსზე თუ ივლი კაი იქნება გოეთეში აქ საქართველოში 2 კვირიანი კურსი არის რაღაცა მანდაც იქნება ალბათ...სტილს ნახავდი რა

ძვირია საკმაოდ და არ ღირს. წიგნს გაძლევენ თავისი დისკით. სავარჯიშოების 3 კრებულია თუ 4 ერთ წიგნში. აკეთებ მაგ მაგალითებს და მასწავლებელი გაფასებს - შენ თვითონაც შეაფასებ ეგრე შენს თავს. დაწერილ თემასაც გისწორებს. მაგრამ 2-3-ჯერ იქ თემის დაწერა და ქულა/შენიშვნები ბევრს ვერაფერს შეგმატებს.
ერთადერთი, რაც გამოცდაზე დაგეხმარება - გაწვდის წერის დროს გამოსაყენებელი წინადადებების მაგალითებს, რაც გრაფიკის აღწერისას გამოგადგება. ეგეთს ინტერნეტში ბევრგან წააწყდები.
შარშან დაახლ. 190 ლარი ღირდა მოსამზადებელი კურსი. ვეღარ ვიხსენებ. მერე 200-მდე გაზარდეს მგონი.

Posted by: marimari11 25 Sep 2015, 12:40
ninc_lfc
210 ღირს ეხლა მაგრამ ეგ გოგო გერმანიაშია

Posted by: Windmühle 25 Sep 2015, 17:05
ninc_lfc
marimari11
აქ ბევრად ძვირია.
თვითონ გამოცდა 175 ევრო .


მოსამზადებელი კურსი 8 თუ 9 გაკვეთილი განსხვავებული ფასებია სადღაც 200-220 ევროა.
აქ ერთი პრობლემაა ,რომ სულ ორ კვირაზეა ეს ტერმინები გადანაწილებული და ყოველთვის სხვადასხვა დროსაა.დღეს 6-ზე ,ხვალ 10ზე და ა.შ. მე მაგალითად შანსი არ მქონდა რომ მევლო.მაშინ სახლში უნდა იჯდე ის პერიოდი და დრო უნდა გქონდეს.5-7 კაციანი ჯგუფია.

და მერე გავიკითხე მარტო რომ იყო და შენ თავად ირჩევდე დროს .თითო გაკვეთილი 45 წუთი -38 ევრო.

არამგონია მაგ 45 წუთმა დიდად ბევრი რამე შეგმატოს ადამიანს,შეიძლება ვცდები,მაგრამ ჩემი ენის კურსების გამოცდილებიდან ასეა რა.

Posted by: pato-7 25 Sep 2015, 20:33
უნივერსიტეტი როგორ უნდა ავარჩიო? ანუ არჩევნის საშუალება მაქვს თუ არა უნივერსიტეტის?

Posted by: WiSpEr 26 Sep 2015, 19:03
Windmühle
მართალი ხარ დღეს ვიყავი სადღაც მისული 180 ევრო დამმიფასეს ტესტდაფი


ხოდა ჩემი გამოცდილებიდან, რომ დავდიოდი ადრე სადღაც სოფელში კურსებზე და დიდი არაფერი იყო.. გადავწყვიტე ჩემით ჩავუჯდე...
წიგნიც ვიყიდე და დღეს დავიწყე ნოემბრამდე ვნახოთ თუ გამომივა.. თუარადა წავალ ისევ სტუდიენკოლეჯს გავაკეთებ ბ1 ით

Posted by: salomeaa 26 Sep 2015, 23:07
გამარჯობა.დასაქმების საიტი ხო არ იცით რამე? მალე ცალკე ვაპირებ გადასვლას და ახალი სამსახური მჭირდება.მადლობა.

Posted by: Southwind 29 Sep 2015, 11:00
გამარჯობათ, ჩემს მიგობარს რამდენიმე წლის წინ შეემთხვა ასეთი რაღაც, გერმანიაში ყოფნისას მისმა მეგობარმა რაღაც მოიპარა თუ მოპარვა სცადა, ჰოდა წაიყვანეს ორივე განყოფილებაში და რამდენიმე საათში გამომიშვესო. და თარჯიმანს უთქვამს რომ ეჭვმიტანილთა სიაში შეგიყვანესო. ჰოდა ეს ჩემი მეგობარი ახლა აპირებს წასვლაა სამუშაო პროგრამით და საელჩოში ამის გამო რაიმე პრობლემა ხოარ შეექმნება?

Posted by: Asuka 29 Sep 2015, 11:48
ვინმე სწავლობთ Studienkolleg Hamburg-ში? ან სწავლობდით, ან ახლა აბარებთ.

მითხარით გეხვეწებით, ეს მოწვევა მისაღებ გამოცდაზე E-mail-ით გამომიგზავნიან თუ უნდა ველოდო ჩვეულებრივ ფოსტას?

Posted by: Southwind 29 Sep 2015, 13:59
QUOTE (Southwind @ 29 Sep 2015, 11:00 )
გამარჯობათ, ჩემს მიგობარს რამდენიმე წლის წინ შეემთხვა ასეთი რაღაც, გერმანიაში ყოფნისას მისმა მეგობარმა რაღაც მოიპარა თუ მოპარვა სცადა, ჰოდა წაიყვანეს ორივე განყოფილებაში და რამდენიმე საათში გამომიშვესო. და თარჯიმანს უთქვამს რომ ეჭვმიტანილთა სიაში შეგიყვანესო. ჰოდა ეს ჩემი მეგობარი ახლა აპირებს წასვლაა სამუშაო პროგრამით და საელჩოში ამის გამო რაიმე პრობლემა ხოარ შეექმნება?

.??????????????????????????????????????????????????????????????????????????????

Posted by: ninc_lfc 3 Oct 2015, 02:12
გერმანიაში ვინც სწავლობთ, მატერიალურად რამდენად ხართ დამოკიდებული ოჯახზე? გჭირდებათ დახმარება და საქართველოდან ფულის გამოგზავნა თუ შეგიძლიათ ნორმალურად სწავლასთან ერთად მუშაობით თავი თავისუფლად ირჩინოთ? ან ვისაც გისწავლიათ, რა გამოცდილება გაქვთ ამ მხრივ? ფაკულტეტსაც გააჩნია ვიცი. მაგრამ სირთულის მხრივ საშუალო დონის ჩავთვალოთ. ანუ ისეთი რთული არა, როგორიც მაგალითად ქიმიაა ან სამედიცინო.

Posted by: 死海. 3 Oct 2015, 13:02
ninc_lfc
მუშაობა კი შეგიძლია, მაგრამ რთულია, როცა მთელი დღე (8-დან 18სთ-მდე) ლექციები გაქვს, ხან შაბათიც დაკავებულია, ერთი დღე კი გამოერევა სადაც საღამომდე არ გიწევს უნიში ყოფნა. მაგრამ რასაც მუშაობს ისიც სწავლისთვის საჭირო ნივთებში გეხარჯება...
დაფინანსება გჭირდება სამსახურთან ერთად.

Posted by: Southwind 3 Oct 2015, 13:16
QUOTE (Southwind @ 29 Sep 2015, 11:00 )
გამარჯობათ, ჩემს მიგობარს რამდენიმე წლის წინ შეემთხვა ასეთი რაღაც, გერმანიაში ყოფნისას მისმა მეგობარმა რაღაც მოიპარა თუ მოპარვა სცადა, ჰოდა წაიყვანეს ორივე განყოფილებაში და რამდენიმე საათში გამომიშვესო. და თარჯიმანს უთქვამს რომ ეჭვმიტანილთა სიაში შეგიყვანესო. ჰოდა ეს ჩემი მეგობარი ახლა აპირებს წასვლაა სამუშაო პროგრამით და საელჩოში ამის გამო რაიმე პრობლემა ხოარ შეექმნება?

მიპასუხეთ ვინმემ
...............................

Posted by: 死海. 3 Oct 2015, 16:45
Southwind
მოგზაურთა კლუბში (ვიზები, საელჩოები) უფრო ეცოდინებათ მგონი.

Posted by: ninc_lfc 3 Oct 2015, 20:07
死海.
QUOTE

მუშაობა კი შეგიძლია, მაგრამ რთულია, როცა მთელი დღე (8-დან 18სთ-მდე) ლექციები გაქვს, ხან შაბათიც დაკავებულია, ერთი დღე კი გამოერევა სადაც საღამომდე არ გიწევს უნიში ყოფნა. მაგრამ რასაც მუშაობს ისიც სწავლისთვის საჭირო ნივთებში გეხარჯება...
დაფინანსება გჭირდება სამსახურთან ერთად.

8–დან 18მდე? სადაა ეგრე? მე მეგონა მარტო ქიმიკოსები თუ იქნებოდენ მაგდენ ხანს უნიშიsmile.gif)
თუ ბიბლიოთეკაში გასატარებელ დროს გულისხმობ?

Posted by: Lukrenci 3 Oct 2015, 22:51
დაადის მიღება თუ გერმანული არ იცი და ინგლისურ პროგრამაზე აბარებ შეიძლება?

Posted by: 13eqman 4 Oct 2015, 03:33
მაგისტრატურაზე ვინმე ხაართ წასული დაბალი GPA თი ?? რამდენიმე მასტერ პროგრამა ვნახე გერმანიაში, რომელბიც საერთოდ არ ითხოვენ GPA-ს , მარა ტრუხა ხო არაა ? ძაან დაბალი მაქ და მაგიტომ მაინტერესებს

Posted by: marimari11 4 Oct 2015, 03:43
13eqman
რამდენი გაქვს?
ორ უნიში ვნახე ეგრე პირდაპირ რო ყოფილიყო გპეი 2.9 იყო ერთში მეორეში 2.5

Posted by: 死海. 4 Oct 2015, 03:47
ninc_lfc
დიდი შესვენებაცაა შუაში (2სთ.) მაგრამ მაინც ... smile.gif
არქიტექტურაზე იყო ასე


შენ რაზე აპირებ?

Posted by: ninc_lfc 4 Oct 2015, 12:04
死海.
არ ვაპირებ. რაღაცებს ვარკვევ უბრალოდ.

idea.gif

Posted by: asme 9 Oct 2015, 17:25
სანამ თავად გავერკვევი რაღაცებში, იქნებ, დამეხმაროს აქ ვინმე ))) ხომ არ იცით, გერმანიაში გერმანულენოვანი მაგისტრატურა უფასოა? და არსებობს ერთწლიანი? როგორც ვიცი, ბაკალავრიატი გერმანულენოვნებისთვის ფასიანი არაა

Posted by: Qarion 9 Oct 2015, 19:40
asme
გამარჯობა.

გერმანიაში გერმანულოვენი მაგისტრატურა უფასოა კი. უბრალოდ სემესტრში არის რაღაც გადასახადი, რომელიც სწავლის გადასახადად არ ითვლება და მცირეა ეს გადასახდელი.
მაგისტრატურა სტანდარტულად 2 წლიანია ხოლმე, შეიძლება 1 იანიც არსებობს არ ვიცი. გააჩნია უნივერსიტეტსა და სამაგისტრო პროგრამას.

რამდენადაც ვიცი ყველა დონეზე სწავლა, გერმანიაშია, უფასოა.

Posted by: asme 9 Oct 2015, 23:48
ჰუჰჰ.. მადლობა. ახლა აქ ვარ, გერმანიაში, ენას ვსწავლობ. ძალიან უცბად გადაწყდა ჩემი წამოსვლა და სრულ გაურკვევლობაში ვარ ))) წინ ერთი წელი მაქვს იმისთვის, რომ ენა კარგად ვისწავლო. არც კი ვიცი ეს ერთი წელი საკმარისია თუ არა, ა2-2ს ვხურავ ერთ კვირაში. სამაგისტრო პროგრამებს გადავხედე და კი, ძირითადად ორწლიანია ყველა (

Posted by: Qarion 10 Oct 2015, 01:02
asme
ამ წუთას თუ ა-2 უკვე ხურავთ, ეგ დიდი პლიუსია და თან თუ 1 წელი წინ გაქვს. ინტესიური მუშაობით ბ2 მდე ალბათ თავისუფლად ახვალ,
ან ც1 მდე. თუ დრო გექნებათ რა თქმა უნდა. ც1 მინიმუმ საჭიროა სამაგისტროზე.

წარმატებები

Posted by: kucinkela27 11 Oct 2015, 08:49
ვისაც სურს გერმანულ ენასა და ლიტერატურას შესწავლა, უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით და აუდიო მასალით.შევასწავლი ყველა დონეს საფუძვლიანად!.. შევასწავლი აგრეთვე გოეთეში და უმაღლეში ჩაბარების 100 %-იანი გარანტიით, უმაღლესი ქულებით.და საუკეთესო შედეგით თანამედროვე საუკეთესო სწავლის მეთოდით DAAD_ის სთვის.Test_Daf-ისთვის.. A1,A2,B1,B2,C1,C2_ყველა დონეს (სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, გერმანიაში წასვლის სწავლის მსურველებს, გოეთეს სერტიფიკატისთვის, გერმანულენოვან სკოლის მოსწავლეებს,დამთავრებული მაქვს Fachbereich Deutsch als Fremd- und Zweitsprache( Universität Wien)ავსტრიაში.ვარ ჩემი საქმის საუკეთესო მცოდნე,მაქვს14_წლიანი გამოცდილება ამ სფეროში. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ ტურისტულ ფირმაში და გერმანულ კომპანიაში. დავეხმარები ასევე აუ-პაიერის პროგრამით წამსვლელებს, ოჯახის მოძებნაში.გერმანიის და ავსტრიის ძალიან ბევრ სააგენტოებთან ვთანამშრომლობ და მყავს ოჯახები ყველა მხარეში.უსწრაფესად ვძევბი ოჯახებს. A1 _დონე 100 ლარი.

Posted by: Lukrenci 11 Oct 2015, 21:21
გერმანიისთვის curriculum vitae in tabular form ხომ არ გაქვთ ვინმეს?

Posted by: Renne 11 Oct 2015, 22:48
ასეთ თემებში რეკლამების გაკეტებაზე ვორნი არაა?

Posted by: pukaaa 14 Oct 2015, 13:40
გამარჯობა,

ჩემი მეგობარი გერმანიაშია და ჩაბარება უნდა უნივერსტეტში. აქ დამთავრებული აქვს არააკრედიტირებული უნივერსიტეტი, შესაბამისად იქ პირდაპირ მაგისტრატურას ვერ გაივლის. გადაწყვიტა ბაკალავრიატში შიტანოს საბუთები, მაგრამ მანდაც პრობლემა შეექმნა, სკოლა 11 წლიანი რომ აქვს საქართველოში დამთავრებული. უთხრეს, რომ უნის ერთ წლიანი მოსამზადებელიც არ არის საკმარისიო, სოციალური სამუშაო უნდა გააკეთოო.
იქნებ ვინმემ იცოდეთ, ესეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება მოიქცეს? სწრაფად უნდა ჩაბარება, დრო ისედაც ბევრი დაკარგა.


Posted by: Qarion 15 Oct 2015, 16:05
pukaaa

ანუ სტუდიენკოლეჯის 1 წლიანიც არ არის საკმარისიო , ასე უთხრეს?

Posted by: Lukrenci 15 Oct 2015, 21:22
ლაიფციგში ვინმე ხომ არ ცხოვრობს ან სწავლობს?

Posted by: bubagasha 17 Oct 2015, 09:19
გამარჯობათ ხომ არ შეგიძლიატ დამილინკოთ რაიმე საიტი საიდანაც სამხატვრო აკადემიებს ვიპოვი ან სხვა სახელოვნებო სასწავლებლებს.

Posted by: LuxoNika 24 Oct 2015, 20:59
გამარჯობათ, მაინტერესებს რა 'კრიტერიუმებს უნდა ვაკმაყობილებდე' გერმანიაში წასასვლელად, ანუ რომელ კურსზე უნდა ვიყო, ქულები და ა.შ...

ასეთი მონაცემებით მააქვს შანსი

1 კურსი
ტექნიკური უნივერსიტეტი
პირად საქმე სუფთაა თუაქვს ამას მნიშვნელობა :დ
გერმანული არვიცი: მარა ვისწავლი არაა პრობლემა biggrin.gif

Posted by: pukaaa 25 Oct 2015, 09:54
Qarion

არაო ( ვერ გავარკვიეთ რა შეიძლება გააკეთოს

Posted by: Sally11 25 Oct 2015, 20:34
QUOTE (Renne @ 11 Oct 2015, 22:48 )
ასეთ თემებში რეკლამების გაკეტებაზე ვორნი არაა?

რეკლამების გაკეთებაზე არ არის ვორნი ,დააყენე უკანალი !! yes.gif

Posted by: @BadGuy 26 Oct 2015, 23:36
ენის კურსებისთვის რაღაც დონე აუცილებელია ხო ? მადლობა
* * *
მეგობრებო!! GPA 3.9, ტოეფლ 64 (გადაბარების დრო არ მაქვს) + სამოტივაციო და რეკომენდაციები. ვარ 30 წლის ბაკალავრი. აბა რას მირჩევთ ? არ დაიზაროთ პლზ

Posted by: Renne 27 Oct 2015, 15:18
Sally11
QUOTE
რეკლამების გაკეთებაზე არ არის ვორნი ,დააყენე უკანალი !! 

რეკლამების გაკეთებაზე თუ არა, შეურაცხმყოფელ გამოთქმებზე ხომ ნაღდად არის? biggrin.gif
წესივრად ილაპარაკე wink.gif

Posted by: kacho0 29 Oct 2015, 21:29
გამარჯობათ,
მჭირდება რჩევა. მოკლედ წელს ჩავაბარე, Hochschule Zittau-ში, მაგრამ მომავალი წლიდან მინდა უნივერსიტეტის შეცვლა, ვაპირებ Fachchohschule Koln-ში Dual Studium გავაკეთო, ანუ ausbildung და Studium რომ არის ერთდოულად. ვინმეს თუ გაქვთ გამოცდილება უნივერსიტეტის გამოცვლასთან ან კონკრეტულად ამ Dual Studiumtan დაკავშირებით, მომწერეთ რამდენად შესაძლებელია და საერთოდ, როგორ ხდება თუნდაც სხვა უნივერსიტეტში გადასვლა.

Posted by: tripali 10 Nov 2015, 18:11
გამარჯობათ ვინმემ კაი რეპეტიტორი ხომ არ იცით გერმანულში ?

Posted by: Otten 10 Nov 2015, 18:25
pukaaa
QUOTE
ჩემი მეგობარი გერმანიაშია და ჩაბარება უნდა უნივერსტეტში. აქ დამთავრებული აქვს არააკრედიტირებული უნივერსიტეტი, შესაბამისად იქ პირდაპირ მაგისტრატურას ვერ გაივლის. გადაწყვიტა ბაკალავრიატში შიტანოს საბუთები, მაგრამ მანდაც პრობლემა შეექმნა, სკოლა 11 წლიანი რომ აქვს საქართველოში დამთავრებული. უთხრეს, რომ უნის ერთ წლიანი მოსამზადებელიც არ არის საკმარისიო, სოციალური სამუშაო უნდა გააკეთოო.
იქნებ ვინმემ იცოდეთ, ესეთ შემთხვევაში როგორ შეიძლება მოიქცეს? სწრაფად უნდა ჩაბარება, დრო ისედაც ბევრი დაკარგა.

მარტო 11 წელი თუ აქ სკოლაში ნასწავლი სამწუხაროდ შტუდენკოლეჯშიც არ მიცემენ უფლებას.

ერთდაერტი შანსი აუსბილდუნგ ია 3 წლიანი. მერე ექნება უფლება ფახჰოხშულეში.

@BadGuy
QUOTE
მეგობრებო!! GPA 3.9, ტოეფლ 64 (გადაბარების დრო არ მაქვს) + სამოტივაციო და რეკომენდაციები. ვარ 30 წლის ბაკალავრი. აბა რას მირჩევთ ? არ დაიზაროთ პლზ 
       
       
     
   
   
     
up.gif
კაი GPA
როგორ ამხელა, რა უქენი? :დ
* * *
Lukrenci
https://lebenslauf.com/


აქ კეთდება

რა გაინტერესებს ლაიპციგზე

ნაცნობი სწავლონდა

Posted by: pukaaa 11 Nov 2015, 17:48
Otten

მადლობა პასუხისთვის. ეს აუსბილდუნგი რა არის?

Posted by: Otten 11 Nov 2015, 19:08
pukaaa
პროფესიული განათლება

მედდად, სტომატოლოგის თანაშემწედ, მაღაზიაში გამყიდველად. გერმანიაში ყველაფერს აუსბილდუნგი უნდა.

ანუ კარგი სასტუმროში ადმინისტრატორი კიარა რესეფშენში რო არიან მაგასაც აუსბილდუნგი უნდა.

3 წლიანი თეორიული და პრაკტიკული სწავლებაა

Posted by: Lukrenci 11 Nov 2015, 19:48
Otten
მადლობა.
მაგალითი ვნახე და იმის მიხედვით გავაკეთე რეზიუმე, ამას ჰგავს და იმედი მაქვს სწორად გავაკეთე.

ლაიპციგი ადრე მაინტერესებდა. ეხლა აღარ ვეძებ ინფორმაციას, ვერ ვნახე ჩემთვის საინტერესო პროგრამა მანდ.


გერმანულის სწავლა დავიწყე და რამე საიტი ხომ არ იცით, რომ ამიხსნას და მერე ტესტიც დავწერო?

Posted by: Otten 11 Nov 2015, 20:13
Lukrenci
გერმანულის სწავლა რთული საქმეა მითუმეტეს ინტერნეტში.
არ ვიცი
წიგნები რო დაგუგლო ჯობია

მე კურსებზე დავდიოდი და იქ მიჭირდა გერმანულის გაგება :დ

Posted by: Lukrenci 11 Nov 2015, 21:10
QUOTE
მე კურსებზე დავდიოდი და იქ მიჭირდა გერმანულის გაგება :დ

მეც დავდივარ და მინდა რამე ინტერნეტ-კურსიც გავიარო.

Posted by: pato-7 11 Nov 2015, 23:56
Otten
ბ2 სერთიფიკატის ჩაბარება რამდენად რთული საქმეა? სამი-ოთხი თვეც რო იყო გერმანიაში ნამყოფი

Posted by: Otten 11 Nov 2015, 23:57
pato-7
მე 2 წელია აქ ვარ და ახლა B2 კი გავქაჩავ მეტს ვერა
ანუ ნულიდან თუ იწყებ 4 თვეში გამორიცხულია

Posted by: tripali 11 Nov 2015, 23:59
მაგასაც გააჩნია რა დონეზე იცი მე ეხლა ბ1 ვქაცჰავ აპრილშია კაკრას გამოცდა აპრილამდე ბ2 თAვისუფლად გავქაჩავ

Posted by: pato-7 11 Nov 2015, 23:59
Otten
QUOTE
მე 2 წელია აქ ვარ და ახლა B2 კი გავქაჩავ მეტს ვერა
ანუ ნულიდან თუ იწყებ 4 თვეში გამორიცხულია

დაახლოებით 14 თვე საქართველოში მომზადება ოთხი თვე გერმანიაში ყოფნა, ამ შემთხვევაში რამდენად შესაძლებელია ბ2-ზე ასვლა?

Posted by: tripali 12 Nov 2015, 00:02
http://www.learn-german.com/welcome/german_level_en.htm აი აქ ნახე დაახლოებით რამდენი ხანი უნდა

Posted by: Otten 12 Nov 2015, 00:12
pato-7
მასე კი ოღონ
აქ რო ჩამოვა, კურსებზე უნდა იაროს უეჭველი

Posted by: ciano-bacteria 29 Jan 2016, 17:34
Otten
თსსუ მაქ დამთავრებული სტომატოლოგიური, ახლა რეზიდენტურა გავიარე აქ და ლიცენზიის გამოცდაც შემიძლია ჩავაბარო ზაფხულში. გერმანიაში უნივერსიტეტში სწავლის რა შანსები მაქვს? ანუ ჩვენი უნი აკრედიტირებულია და გერმანიაში ჩემი დიპლომით მაგისტრატურის გავლას შევძლებ? თუ რომელიმე დაწყებით კურსზე დამსვამენ?

Posted by: 13eqman 26 Feb 2016, 23:59
საშუალოდ რამდენი გეხარჯებათ საბუთების მომზადება გაგზავნაში ? თავისი თარგმანით და დამოწმებით ? რამდენიმე უნიშ ვაპირებ გაგზავნას და რო ვიცოდე დაახლოებით რა დამიჯდება

Posted by: Angra Mainyu 26 Mar 2016, 23:20
მაგისტრატურაში მსურს სწავლის გაგრძელება და გერმანია აღიარებს თსუ-ს დიპლომს?

Posted by: LOLZ 26 Mar 2016, 23:28
kucinkela27
Warning:
ახლა წაგიშლი პოსტს! განცხადებებისთვის არსებობს ერთი თემა და იქ პოსტე! კიდევ სადმე დავინახავ ამ განცხადებას და ვორნი/ბანი მოგხვდება.

Posted by: NIN_O 27 Mar 2016, 19:57
pukaaa
QUOTE
გადაწყვიტა ბაკალავრიატში შიტანოს საბუთები, მაგრამ მანდაც პრობლემა შეექმნა, სკოლა 11 წლიანი რომ აქვს საქართველოში დამთავრებული.

მეც თერთმეტწლიანი ატესტატი მაქვს და ანუ ბაკალავრიატში ჩაბარებაზე იგივე პრობლემა შემექმნება mo.gif რა ცუდია, რატო გვჩაგრავენ.
QUOTE
უთხრეს, რომ უნის ერთ წლიანი მოსამზადებელიც არ არის საკმარისიო, სოციალური სამუშაო უნდა გააკეთოო.

ამაში რა იგულისხმება user.gif

Posted by: Vettel 29 Mar 2016, 22:10
ფრაიბურგის უნივერსიტეტში სწავლობთ ვინმე? user.gif

Posted by: Euler 30 Mar 2016, 12:16
Angra Mainyu
კიი როგორ არა კაცო აღიარებს რომელიო : ))
მეც მინდა მაგისტრატურა გერმანიაში, პროსტა სტიპენდიის პონტს ვეძებ რამეს და რამე სტიპენდია ხომ არაფერი იცი?

Posted by: marimari11 30 Mar 2016, 12:18
Euler
ისე ძაან რთულად გიღებენ მაგისტრატურაზე?

Posted by: Euler 30 Mar 2016, 12:26
marimari11
არა, საერთოდ არა : ))
ყველა უნის სხვადასხვა მოთხოვნები აქვთ, მაგრამ ძირითადად საერთოა.
ანუ ამ საბუთებს როგორც მინიმუმ ყველა ითხოვს:
1)დიპლომი თავისი დანართით(ნიშნები/GPA) ->ნათარგმნი
2)ატესტატი ნიშნებით
3)მოტივაცია (რატომ ეს უნი და არა სხვა)
4)რეკომენდაცია პროფერსორის
5)ენის დიპლომი (ინგლისური TOEFL,ELTS, გერმანული TESTDAF,DSH)-შესაბამის ქულებს ადგენს უნი
6) პასპორტის ასლი
საბუთები ესენია,
შემდეგ რომ მიგიღებენ იმისათვის რომ მიიღო სტუდენტის ვიზა გინდა 8 000 ეურო კარტაზე ან სტიპენდია .
<b>მე 8 000 ეურო არამაქვს და სტიპენდიას ვეძებ ....
იქნებ ვინმემ იცოდეთ რამე და დამეხმაროთ ^_^ : ))
</b>

Posted by: marimari11 30 Mar 2016, 12:43
Euler
მე მარტო დაადი ვიცი მაგრამ ეგ ოქტომბერშია.ერასმუსი დეკემბერში
ეხლა არ ვიცი რამე თუ ცხადდება

Posted by: Euler 30 Mar 2016, 13:59
marimari11
ჰოო, დაადზე მქონდა .. 15 ნი გადავედით ფინალურ ეტაპზე 250 დან და მერე უარი მომივიდა : ((
ეგ არასწორები ეგენიი : )))

მოკლედ მადლობა!

შენ მორჩი უკვე ბაკალავრიატს?
და რა მიმართულებაზე გინდა მაგისტრატურა?

Posted by: LOLZ 30 Mar 2016, 15:36
Euler
QUOTE
15 ნი გადავედით ფინალურ ეტაპზე 250 დან

ეს უკვე გამოცდილებაა. და ძალიან კარგია. კიდევ სცადე და უფრო მეტი შანსი გექნება გამოგივიდეს smile.gif უარის მიზეზი აგიხსნეს? თუ სტანდარტული წერილი იყო?

Posted by: marimari11 30 Mar 2016, 15:40
Euler
მე ამ სემესტრში ვამთავრებ ფსიქოლოგიას და კლინიკური ფსიქოლოგია მინდა ორონდ 1 წელს ვტოვებ

Posted by: Euler 30 Mar 2016, 15:46
LOLZ
სტანდარტული წერილი იყო, მაგრამ ელემენტარულად რა პუნქტებიც წერია ის პუნქტები ყველაზე კარგად მქონდა
ანუ ეწრა აკადემიურ მოსწერებასა და ენას ვაქცევთ ყურადღებას ყველაზე უფროო, არა და ორივეში ძალიან კარგად ვარ :/
მოკლედ არ ვიცი, წინაზე ეგრე იყო ფინალურ ტურში ყველას აფინანსებდნენ, ახლა კიდევ ამ ლტოლვილების გადამკიდეს მგონი შეიუმცირეს დაფინანსება :/
და ეხლა კიდევ 1 წელი მიცდება :/ წელს ვრჩები ბაკალავრიატს და...
ეს ჯარი კიდე ცალკე თავის ტკივილადამაქვს :/

Posted by: LOLZ 30 Mar 2016, 15:48
Euler
სრული დაფინანსება გინდა? და მაინცდამაინც გერმანიაში? იმიტომ რომ სხვა ქვეყნებში არის საკმაოდ იაფი უნივერსიტეტები. და შეიძლება სასტიპენდიო პროგრამებიც რომელსაც დედლაინი არ ექნება გასული. რა ენაზე გინდა სწავლა?

Posted by: Euler 30 Mar 2016, 15:51
LOLZ
ანუ სწავლა გერმანიაშიც უფასოა, ცხოვრებაა ძვირი..
დაადესათვის ტესტდაფი გავაკეთე, ანუ გერმანული ენის სერთიფიკატია, ინგლისურცი დავიწყე, მაგრამ კარგ უნიებში საგმაოდ მაღალ ქულას ითხოვენ IELTS და TOEFL-ში და არამგონია რომ ივნისამდე გავიდე გამოცდაზე, 370 ლარი არ მინდა მოვისროლო, იმიტომ რომ დარწმუნებული არავარ, ვოტ ი ტაკ, აი ასეა ჩემი საქმე....

Posted by: LOLZ 30 Mar 2016, 15:56
Euler
გერმანულად ავსტრიაშიც შეგიძლია ისწავლო. მოძებნა უნდა კიდევ უნივერსიტეტებს, სხვა ქვეყნებიც იქნება

Posted by: Euler 30 Mar 2016, 15:56
LOLZ

QUOTE

ჰმ user.gif მომავალ წელს კიდევ სცადე. სადაც აქამდე გახვედი მერეც მოახერხებ smile.gif რა მიმართულებით გინდა მაგისტრატურა?


აქ გიპასუხებ: კომპიუტერული მეცნიერებები. : )
ჰოო, მომავალ წელს კი, საბუთებიც მაქვს, მაგრამ აი რავიცი : )) ერთი წელი მიცდება, შერჩევის პრინციპს ვერც დავუმუღამე კიდევ დაადესას და მაგიტომ არც კი ვიცი მომავალ წელს რას უნდა ველოდე.. : (((
* * *
marimari11
მეც ეხლა ვამთავრებ და ჯანდაბას არ მინდა ამ წლის დაკარგვა :/
* * *
LOLZ
და რაიმე სტიპენდიები არსებობს ავსტრიაში? : )) .

Posted by: Blue October 30 Mar 2016, 16:07
LOLZ
გამარჯობა, პოსტებს გადავხედე და ვხედავ რომ კარგად ერკვევი.

ვსწავლობ მედიახელოვნების ფაკულტეტზე, 1 კურსზე (მეორედ ჩავაბარე sleep.gif) და ვეძებ გაცვლით პროგრამებს ჩემს ფაკულტეტ-სპეციალობასთან ახლოს (ფოტოგრაფია);
ამრია და ამჭრა ამდენმა საიტებმა, ხომ არ იცი რაიმე ისეთი რომელიც აი ახლა მაის-ივნისში აცხადებს დედლაინს რომ მივუსწრო? :/
ამერიკის საელჩომ ჩაატარა ჩვენს უნიში პრეზენტაცია, ერთ-ერთი პროგრამა აცხადებს მაისშიო მაგრამ ვერ ვიპოვე sad.gif

პლუს, იმაშიც ვეღარ გავერკვიე როგორ მოვძებნო აქვს თუ არა საჩემო სპეციალობები უნივერსიტეტს, რომ ამ კუთხით ვეძებო სტიპენდიაც :/

გმადლობ.

Posted by: LOLZ 30 Mar 2016, 16:18
Blue October
UGRAD-ს გულისხმობ? ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის ეგ აქვს შეერთებულ შტატებს. ეს თემა ჩაათვალიერე: https://forum.ge/?showtopic=34328714
შენს უნისაც ექნება გაცვლითი პროგრამები. კიევ მგონი ერაზმუსის კონკურსებია მაგრამ მანდ რაც ვიცი დედლაინები გასულია.

Posted by: Blue October 30 Mar 2016, 16:38
ერასმუსითან საპარტნიორო ხელშეკრულება აქვს თუ არა აკადემიას ვერ დავადგინე და კოორდინატორის პასუხს ველოდები.

გმადლობ, გადავხედავ ახლავე

Posted by: LOLZ 30 Mar 2016, 16:41
Blue October
შეიძლება ერაზმუსი არ იყოს, თავისი დამოუკიდებელი პარტნიორები ჰყავდეს უნის.

Posted by: Euler 30 Mar 2016, 18:30
ისე ისეთი პონტი თუა ნეტა, რომ ვიღაც გერმანელს (გერმანიის მოქალაქეს) გადაუხადო გარკვეული თანხა რომ დაგიწეროს რომ შენზე იზრუნებს მაგისტრატურაში ყოფნის პერიოდი? (ანუ ამ შემთხვევაში ვიზის მიღება შეიძლება). ასეთი ხომ არავინ გეგულებათ ან გაგიგიათ მსგავსი ფაქტი?

Posted by: marimari11 30 Mar 2016, 18:34
Euler
გერმანიის თემაშიც იკითხე

https://forum.ge/?f=69&showtopic=34778230

Posted by: Euler 30 Mar 2016, 18:36
marimari11
შეგილია დამიპოსტო ეგ თემა?
მადლობა წინასწარ: ))
* * *
marimari11
უი დაგილინკავს : )) მადლობაა დიდი :**

Posted by: Vettel 2 Apr 2016, 06:48
ცუდ დღეში ვარ user.gif მე-3 კურსზე ვსწავლობ და უნივერსიტეტში მისაღებად ითხოვენ სემესტრულ ქულებს, წელიწად-ნახევარი თავს ვაკლავდი და GPA 3.7 მქონდა, შემდეგ, რაღაც დამემართა და თითქმის ყველა საგანი შემეტენა (ნაწილი შევიტენე) სამი ჩავაბარე და ისიც ძალიან დაბალ ქულებზე, ახლა გავდივარ ამ 3-ს თავიდან, ჰოდა, არ შეიძლება ამ წელიწად-ნახევრის ქულები გავაგზავნო და დანარჩენზე ვუთხრა არ ესწრებათქო? givi.gif

ამ სემესტრის ქულები 17-20 ივლისამდე არც იქნება (დედლაინი 15-მდე არის) user.gif

Posted by: LOLZ 2 Apr 2016, 11:07
Euler
ავსტრიაში არის დაფინანსებები. უნივერსიტეტებისგანაც მაგრამ ამ შემთხვევაში მხოლოდ სწავლას აფინანსებენ, საცხოვრებელს არა

Posted by: marimari11 2 Apr 2016, 13:59
Vettel
გოა თუ გთხოვენ და საგნების ამონაწწრი გინდა შეტენილი საგნები არ ჩანს
ნუ ჩემთან ასეა თსუში. 2 საგანი მაგიტო შევიტენე გპა მიფუჭებდა :დ საგნების ამონაწერში არ გამოჩნდა

Posted by: Euler 2 Apr 2016, 14:58
LOLZ
და მაგ სტიპენდიას თუ აიღებ ვიზის საკითხი როგორაა? ანუ მე ვიზაზე მაქვს პრობლემა ამ 8 000 ის გამო...

Posted by: LOLZ 2 Apr 2016, 16:01
Euler
თუ სტიპენდია სწავლას და ცხოვრებას მთლიანად ფარავს, ვიზაზე წესით პრობლემა არ უნდა შეგექმნას. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას კონსული იღებს და არა მე ან შენ biggrin.gif

Posted by: Alice_ 2 Apr 2016, 16:05
ფრაიბურგში ხომ არ სწავლობთ ვინმე? მე მინდა ამ ზაფხულს საბუთების შეტანა. Liberal arts & sciences-ზე.

სხვა ინგლისურენოვანი ბაკალავრიატის ფაკულტეტები ხომ არ გეგულებათ? smile.gif

Posted by: Vettel 2 Apr 2016, 17:24
marimari11

საგნების ამონაწერში 2 E-ზე მაქვს დახურული და 1 C-ზე biggrin.gif

Alice_

ფრაიბურგში მინდა მეც გაგზავნა, Liberal arts & sciences-ზე user.gif

Posted by: Euler 2 Apr 2016, 18:04
LOLZ
ჰოდა აი ეგ კონსული მაშინებს ზუსტად : ))
მოკლედ საბუთებს გავაგზავნი და მერე ვნახოთ რა იქნება : ))

Posted by: LOLZ 2 Apr 2016, 18:20
Euler
წინასწარ რატომ ნერვიულობ smile.gif) ჯერ ჩაგრიცხონ და დაგაფინანსონ, კონსული ყველაზე ბოლო საფიქრალია smile.gif

Posted by: Euler 2 Apr 2016, 18:47
LOLZ
კონსულზე საერთოდ არ ვჩივივარ, მითუმეტეს 2 ჯერ არანაირი პრობლემა არ მქონია გერმანიის ვიზა ამეღო : ))
უბრალოდ დაფინანსებაზე ვჩივივარ : ))
ვოტ ი ტაკ : ))

Posted by: Alice_ 2 Apr 2016, 21:03
Vettel
გაერთიანებული ძალებით ხომ არ გვემუშავა აპლიკაციაზე? 15 ივლისია მგონი დედლაინი.

Posted by: Vettel 2 Apr 2016, 22:08
Alice_

QUOTE
15 ივლისია მგონი დედლაინი


yes.gif

QUOTE
გაერთიანებული ძალებით ხომ არ გვემუშავა აპლიკაციაზე?


yes.gif

პ.ს. აბიტურიენტი ხარ?

Posted by: Alice_ 2 Apr 2016, 22:22
Vettel
ნოუპ. 24 ის ვარ smile.gif) მაგრამ მეორე ბაკალავრიატი მინდა biggrin.gif

Posted by: Vettel 2 Apr 2016, 22:29
Alice_

მე-3 კურსზე ვარ და არ მინდა წელიწად-ნახევარი ტყუილად დავკარგო biggrin.gif

ორშაბათს უნდა დავრეკო "LEAF"-ში და საკონსულტაციო შეხვედრაზე ჩავეწერო

Posted by: Alice_ 2 Apr 2016, 22:35
Vettel
ფასიანია ეგ ამბავი?

Posted by: Vettel 3 Apr 2016, 04:01
Alice_

1500-2000 ლარი ღირს სრული მომსახურება

Posted by: NEIRON 3 Apr 2016, 12:02
გამარჯობათ
გერმანულის სასწავლად რომელ სახელმძღვანელოს მირჩევთ?
სრულფასოვნად რომ იყოს ახსნილი
რომელ მაღაზიაში ვიყიდო, ან სად. ბიბლუსის ფილიალში მარტო ინგლისურის ჰქონდათ, რამდენჯერმე ვვიყავი.

Posted by: Euler 3 Apr 2016, 14:36
NEIRON
გრამატიკა?
.

Posted by: NEIRON 4 Apr 2016, 21:54
QUOTE (Euler @ 3 Apr 2016, 14:36 )
NEIRON
გრამატიკა?
.

კი, გრამატიკა , სიტყვების მარაგისთვის ლექსიკონი მაქვს

Posted by: Euler 4 Apr 2016, 22:02
NEIRON
http://laterna.ge/?cat=103&show=15251#.VwKr9fl97IU
აი ამ წიგნით დაიწყე, ძალიან კარგადაა ყველა ასპექტი განხილული... მე ამით დავიწყე, შემდეგ კიდევ ამას რომ მორები და ტერმინები გეცოდინება, ჩემი რჩევაა გერმანული გრამატიკა აიღო, ანუ სადაც გერმანულადვე იქნება წესები და იმით გააგრძელო!

Posted by: marimari11 4 Apr 2016, 22:04
Euler
ეგ წიგნი როგორ მიყვარს givi.gif
მეც მაგითი დავიწყე

Posted by: Euler 4 Apr 2016, 22:22
marimari11
აბა ცუდს ხომ არ ვურჩევდი tongue.gif, განსაკუთრებულად საყვარელი მართვები აქვს : )))

Posted by: NEIRON 5 Apr 2016, 19:14
QUOTE (Euler @ 4 Apr 2016, 22:02 )
NEIRON
http://laterna.ge/?cat=103&show=15251#.VwKr9fl97IU
აი ამ წიგნით დაიწყე, ძალიან კარგადაა ყველა ასპექტი განხილული... მე ამით დავიწყე, შემდეგ კიდევ ამას რომ მორები და ტერმინები გეცოდინება, ჩემი რჩევაა გერმანული გრამატიკა აიღო, ანუ სადაც გერმანულადვე იქნება წესები და იმით გააგრძელო!

გაიხარე, მადლობა, ვიყიდი და დავიწყებ მაგ წიგნით

Posted by: VenoMGag 10 Apr 2016, 13:50
ბაკალავრიატზე ვსწავლობ 1 კურსის 2 სემესტრზე ვარ. ვინმეს შეუძლია დამაკვალიანოს როგორ შეილება გავაგზავნო საბუთები უნივერსიტეტებში ან რა პროცედურები უნდა გავიარო? DSD2 C1, სკოლის ნიშნები, ატესტატი, უნიში ჩარიცხვა, 1 სემესტრის ქულები გამზადებული მაქვს.

Posted by: Euler 11 Apr 2016, 10:20
VenoMGag
უნივერსიტეტი და ფაკულტეტი შერჩეული გაქვს?

Posted by: LOLZ 11 Apr 2016, 14:43
VenoMGag
თემაში ყველანაირი ინფო დევს, ჩაუჯექი და წაიკითხე

Posted by: Pac. 16 Apr 2016, 15:24
გამარჯობათ
მარტივ კითხვაზე გამეცით პასუხი თუ შეიძლება smile.gif
0დან რომ დავიწყო, 4 თვე აქ რომ მოვემზადო გერმანულის ინტენსიურ სწავლაში , შემდეგ აუ-პაირის პროგრამით 1 წელი გერმანულის კურსი რო გავირო, შევძლებ ჩაბარებს უნიში ? ? ?
ან მირჩიეთ როგორი გზა გავიარო , საიდან დავიწყო , დრო რამდენი უნდა ვიანგარიში დაახლოებით...

Posted by: VenoMGag 16 Apr 2016, 16:38
Euler
კი რათქმაუნდა, იურიდიული ფაკულტეტი, უნის რაც შეეხება Heidelberg, koln, freie, humbolt, frankfurt რომელიმე აქედან...

Posted by: bigmaster 16 Apr 2016, 17:19
QUOTE (Pac. @ 16 Apr 2016, 15:24 )
გამარჯობათ
მარტივ კითხვაზე გამეცით პასუხი თუ შეიძლება smile.gif
0დან რომ დავიწყო, 4 თვე აქ რომ მოვემზადო გერმანულის ინტენსიურ სწავლაში , შემდეგ აუ-პაირის პროგრამით 1 წელი გერმანულის კურსი რო გავირო, შევძლებ ჩაბარებს უნიში ? ? ?
ან მირჩიეთ როგორი გზა გავიარო , საიდან დავიწყო , დრო რამდენი უნდა ვიანგარიში დაახლოებით...

ხო შეძლებ უწყვეტად კურსებს თუ გაივლი , მარა რავი ერთ წელში გერმანულის სწავლა მშობლიურივით სერიოზული ტვინის ჭყლეტა მოგიწევს

Posted by: Pac. 16 Apr 2016, 17:48
bigmaster
იქ რო ჩააბარო უნიში, რა დონეზე არის საჭირო რო ვიცოდე ? ანუ გამოცდები რო გადავლახო და მერე სწავლის პროცესში ავითვისებ კარგად...
ვერ გავიგე ზოგი რას მეუბნება ზოგი რას, როგორც ვხვდები ძალიან ინდივიდუალურია იმენა გერმანულის ათვისება biggrin.gif
არადა მე ზუსტად მინდა დროის განსაზღვრა, რაღაცეებს რისკის ქვეშ ვაყენებ და ღირს თუ არა გარისკვა მაგის გაზომვის ამბავში ვარ smile.gif
შეუძლებელი რო არ იქნება 1.5 წელში ისე ათვისება რო ჩავაბარო ეგ გასაგებია , მაგრამ მე რამდენად შევძლებ ეგ მეორე ამბავია....

პ.ს თბილისში სად მირჩევთ 0დან რო დავიწყო გერმანული ???

Posted by: marimari11 16 Apr 2016, 17:50
Pac.
კერძო მასწავლებელთან ალბათ
უნივერსიტეტისთვის ც1 გჭირდება

Posted by: Pac. 16 Apr 2016, 17:57
marimari11
კერძოსთან რო დავიწყებ 3-4 თვეში გამოჩნდება შევძლებ თუ არა იქ 1 წლიანი ენის კურსის შემდეგ უნიში ჩაბარებას ? smile.gif

Posted by: LOLZ 16 Apr 2016, 19:43
Pac.
ოპერად რომ წახვიდე ვერ გააუმჯობესებ ისე ენას რომ უნიში ისწავლო. მოსამზადებლის გავლა მოგიწევს. სჯობია აქ იმეცადინო ინტენსიურად. აქაური მოსამზადებელი პერიოდი 4-6თვე + 1 წელი ოპერად + 1-2 წელი მოსამზადებელი. ძაიან ბევრია. შუა ნაწილი ამოაგდე როგორმე smile.gif)) და პირდაპირ მოსამზადებელზე წადი.

Posted by: Pac. 16 Apr 2016, 20:07
LOLZ
ოპერად რო ჩავალ ეგრევე ვაპირებ მოსამზადებელ ენის კურსის დაწყებას, აბა იქ პროსტა ოპერად ყოფნა რათ მინდა საერთოდ არ მეხალისება ეგ ამბავი smile.gif
ოპერად ვიქნები , საცხოვრებელი + ცოტა ჯიბის ფული , თან მოსამზადებელს გავივლი
უბრალოდ მინდა 1 წელში ჩავეტიო smile.gif
მალე დავიწყებ აქ 3-4 თვიან მომზადებას და ვნახავ მე თვითონ რამდენად შევძლებ გერმანულის ათვისებას...


Posted by: LOLZ 16 Apr 2016, 20:17
Pac.
კი დაიწყებ მაგრამ შეიძლება საქმე იმდენი გქონდეს კარგად მეცადინეობა ვერ მოახერხო. შეიძლება მოახერხო. სიტუაციას გააჩნია სად და როგორ მოხვდები. EVS-იც სცადე, სამოხალისეო სამსახურია და ოპერობას სჯობია. იგივე პირობები აქვს. გაცვლითი პროგრამაა + გამოცდილებასაც იღებ ორგანიზაციაში ყოფნით.
* * *
გერმანულის გარდა რა ენა იცი?

Posted by: Pac. 16 Apr 2016, 20:34
LOLZ
ოპერად რო მუშაობ მე როგორც ვიცი 5საათზე მეტი არ გიწევს დღეში , და + მეცადინეობა როგორ ვერ უნდა მოვასწრო smile.gif
ეს EVS საერთოდ არც ვიცოდი რა იყო , ეხლა გადავხედავ
მოკლედ ბევრი რამე მაქვს გასავლელი/დასაგეგმი
არ არის აქ რამე კარგი სააგენტო ეს ყველაფერი რო ამიხსნას და შემომთავაზოს სხვადასხვა ვარიანტები ?

QUOTE
გერმანულის გარდა რა ენა იცი?

გერმანული ჯერ არ ვიცი biggrin.gif
ინგლისური ვიცი
რუსული ცუდად

Posted by: LOLZ 16 Apr 2016, 21:05
Pac.
უნივერსიტეტი დამთავრებული გაქვს? ინგლისური რა დონეზე იცი?

Posted by: Pac. 16 Apr 2016, 21:10
LOLZ
არ მაქვს დამთავრებული , 2 კურსზე ვარ ბაკალავრის
და ბაკალავრზე მინდა გერმანიაშიც ჩაბარება
ინგლისური თითქმის ედვანსი , პრაქტიკა მაკლია ამბოლოდროს

Posted by: LOLZ 16 Apr 2016, 22:12
Pac.
ინგლისურენოვანი უნივერსიტეტებიცაა გერმანიაში და იქ შეგიძლია ჩააბარო wink.gif წლებსაც არ დაკარგავ

Posted by: Pac. 16 Apr 2016, 22:43
LOLZ
ეხლა ვნახულობ, არ მეგონა თუ ინგლისურადაც იყო უფასოდ სწავლის ვარიანტები smile.gif
რატო არ აბარებს აბა ეს ხალხი გერმანიაში ინგლისურად ?
ესე მარტივად არის დავიჯერო ყველაფერი, თუ რახდება biggrin.gif
toefel ielt ითხოვენ მარტო ?

Posted by: LOLZ 16 Apr 2016, 23:08
Pac.
QUOTE
რატო არ აბარებს აბა ეს ხალხი გერმანიაში ინგლისურად ?

ინფორმაცია არ აქვთ tongue.gif
მარტივად ნამდვილად არ არის smile.gif საბუთები და მთელი ამბები სჭირდება ყველა შემთხვევაში. ენის ტესტს ასედაც ითხოვენ და ისედაც. ინგლისურად თუ სწავლობ გერმანულის ც-დონეზე ცოდნა არ მოგეთხოვება. მაგრამ გერმანულის გარეშე მუშაობის დაწყება გაგიჭირდება. ამიტომ თU ინგლისურენოვან უნიში წახვალ, ადგილზევე უნდა ისწავლო გერმანული სალაპარაკო დონეზე. ან აქედანვე შეიქმნა საფუძველი. ამ შემთხვევაში ტესტისა და სერთიფიკატის მოთხოვნა არ გექნება smile.gif

Posted by: Pac. 16 Apr 2016, 23:44
LOLZ
მარტივად არ არის, მაგრამ ძალიან დიდი შეღავათია, სწავლის დაფინანსება თან ინგლისურენოვანის smile.gif
აი მუშაობის პრობლემაში გეთანხმები, გაჭირდება გერმანულის გარეშე სამუშაოს პოვნა, მაგრამ სადმე ბერლინთან ახლოს ან ბერლინში რო მაპოვნინა უნი მგონია რო ვიშოვი სამსახურსაც , მგონია და თან მითხრეს კიდეც biggrin.gif
არ ვიცი მოკლედ, ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე ძალიან ცოტა დროში და ამ ყველფრის კარგად გადახარშვა და გაანალიზება მჭირდება smile.gif

Posted by: Pac. 18 Apr 2016, 13:02
აუპაირს პროგრამის გარდა რა პროგრამით შეიძლება რო წავიდე გერმანიაში ??
და B1 ლეველით რო წავიდე აქედან, იქ 7თვე რო გავიარო ენის კურსები ფანტასტიკის სფეროა TestDaF TN4 რო ჩავაბარო ? smile.gif


LOLZ
მემგონი მაინც ჯობია დავიკიდო ინგლისური, და გერმანულს მივაწვე smile.gif ახალი ენა, + უფრო მეტი შესაძლებლობები ქვეყანაში , + საარსებო სამუშაოს უფრო ადვილად ვიშოვი , + არჩევანი ბევრად დიდია უნივერსიტეტბს

Posted by: LOLZ 18 Apr 2016, 13:16
Pac.
შენი გადასაწყვეტია. უბრალოდ გერმანულით მეტ დროს დაკარგავ. მინიმუმ 2 წელი დაგჭირდება იქ ჩასაბარებლად. და სჯობია რომ ამასობაში აქ ბაკალავრიატი დაამთავრო, დიპლომი აიღო და იქ პირდაპირ მაგისტრატურაზე წახვიდე tongue.gif გინდა გერმანულ, გინდა ინგლისურ ენაზე. თან აქ გერმანულის სწავლა უფრო იაფი იქნება.

Posted by: Pac. 18 Apr 2016, 13:27
LOLZ
არ მინდა აქ , სწავლა მინდა ნორმალური, მოტივაცია მჭირდება რო დავიქოქო თავიდან smile.gif ბევრი წელი მაქვს ისედაც დაკარგული და კიდე აღარ მინდა აქ დროის კარგვა smile.gif
2 წელი რატო დამჭირდება თან მინიმუმ ? მარტო ტესტდაფის სერტიპიკატი მჭირდება და შენ მეუბნები რო მინიმუმ 2 წელი დამჭირდება მაგის ჩასაბარებლად ? biggrin.gif თან მითუმეტეს როცა იქ ვიქნები და საუბრითაც სუ გერმანულად ვილაპარაკებ,
28კვირას მაძლევს მე სადაც მინდა ჩაბარება ის უნივერსიტეტი, თავისივე კურსები აქვს ენის... შანსი არ არის 28კვირაში რო ჩავაბარო TN4 დონე ? აქედან B1 დონით წავალ

Posted by: LOLZ 18 Apr 2016, 13:40
Pac.
ბაკალავრიატში ჩაბარებამდე დაგჭირდება მინიმუმ 2 წელი: 6 თვე, როგორც თქვი, აქ ენაში მოსამზადებლად. 1 წელი ოპერად ყოფნა. მინიმუმ 1 წელი მოსამზადებელზე, შეიძლება მეტიც დაგჭირდეს, ამას წინასწარ ზუსტად ვერ განსაზღვრავ. + ფინანსები, მოსამზადებელზე ყოფნის დორსაც ხომ გჭირდება თავის შენახვა tongue.gif თუ აქედან სპონსორი გყავს გაგიადვილდება საქმე. თუ იმედი გაქვს რომ შენით გამოიმუშავებ ძალიან გაგიჭირდება.
აქ ყოფნა დროის დაკარგვა არაა ენას თუ ისწავლი tongue.gif 28 კვირა დაახლოებით 7 თვეა. შესაძლებელი ყველაფერია smile.gif) გააჩნია როგორ ითვისებ ენას და ა.შ. სწავლას კიდევ მხოლოდ საუბარი არ სჭირდება tongue.gif რაზე გინდა სწავლის გაგრძელება? დავუშვათ მათემატიკას ისწავლი გერმანულად? ფიზიკას? იურიდიულ ტერმინებს?... ყველა მიმართულებას სპეციფიკური ლექსიკა აქვს, რაც სასაუბროზე გაცილებით რთულია.

Posted by: VenoMGag 19 Apr 2016, 00:47
uni assisst-მა მომწერა. 75 გადმორიცხე ჩვენს ანგარიშზეო. რომელი ბანკიდან შემიძლია გადავრიცხო?

Posted by: LOLZ 19 Apr 2016, 00:56
VenoMGag
ბარათიდან ვერ ახერხებ?

Posted by: VenoMGag 19 Apr 2016, 01:23
LOLZ
არ ვიცი საერთოდ როგორ ხდება ეგ პროცედურა, არასდროს გამიგზავნია user.gif VISA ბარათი მაქვს, ამაზონიდან რითაც ვიწერ ხოლმე. ევროები სახლში მიდევს. კარტაზე ჩავრიცხნო ანუ ეს ევროები?

Posted by: LOLZ 19 Apr 2016, 01:58
VenoMGag
საიტზე უწერიათ ყველაფერი, რა და როგორ შეგიძლია გადაიხადო: http://www.uni-assist.de/methods-payment.html

Posted by: tata_tata96 19 Apr 2016, 21:15
LOLZ
გამარჯობა
თუ შეგიძლია რომ ამიხსნა როგორ წავიდე გერმანიაში თსუს მედიცინის ფაკულტეტზე ვსწავლობ გერმანული არ ვიცი ინგლისურენოვანი უნივერსტეტი მინდა მაგრამ დაფინანსებაც მჭირდება

Posted by: LOLZ 19 Apr 2016, 21:43
tata_tata96
ენის სერთიფიკატი უეჭველი გჭირდება. რა ენაზეც არ უნდა სწავლობდე.
მერე უნდა იპოვო უნივერსიტეტი.
შემდეგ ამზადებ ან აგზავნი საბუთებს, მათი მოთხოვნების შესაბამისად. ან პოულობ სააგენტოს რომელიც გარკვეული საფასურის ნაცვლად ამაში დაგეხმარება.
ჩარიცხვის შემთხვევაში იღებ ვიზას და მიდიხარ სასწავლებლად smile.gif) ეს მარტივად. დეტალები ძალიან ბევრია და თემაში წერია smile.gif
ფინანსებს რაც შეეხება: გერმანიაში სწავლა უფასოა, მაგრამ გიწევს გარკვეული სემესტრული გადასახადის გადახდა (ტრანსპორტირების, სტუდენტური გაერთიანების წევრობის და ასეთები). 100-600 ევროს ფარგლებში მერყეობს ეს თანხა, დამოკიდებულია უნივერსიტეტზე.
ასევე დაგჭირდება დაზღვევა, წიგნები და საცხოვრებელი თანხა. ჯამში წელიწადში დაახლოებით 8000 ევროს ითხოვენ.
სტიპენდიები: დაადი. ან უნივერსიტეტის დაფინანსება. ჩახვალ და მუშაობას დაიწყებ - ამის იმედად არც გაგიშვებენ და არც შენ უნდა წახვიდე. ასევე უნდა მოძებნო გერმანელი ფონდები რომლებიც შეიძლება აფინანსებდნენ უცხოელ სტუდენტებს.

Posted by: tata_tata96 19 Apr 2016, 22:16
LOLZ
მადლობა და სააგენტოები თუ იცი მითხარი ან სად ვნახო

Posted by: Mogcliaerti 10 May 2016, 12:19
ილიას დამამთავრებელ კურსზე ვარ (ბიზნეს ადმინისტრირება). მაგისტრატურაზე ჩაბარებაზე არ ვიტყოდი უარს მაგრამ ინგლისურის ბ2 (კემბრიჯის სერთიფიკატი) და გერმანულის ბ2(ივლისში უნდა დავწერო და იმედია ავიღებ) არ მყოფნის აშკარად. რაღაც ძაან გაურკვეველ მდგომარეობაში ვარ და წესიერად ვერ მოვაბი თავი რო ჩავუჯდე, არადა ყოველი დღე მნიშვნელოვანია უკვე, თორე შეილება ვეღარც მოვასწრო საბუთების გაგზავნები და ა.შ
მირჩიეთ ვინმემ ბერლინში ან ჰამბურგში რამე უნივერსიტეტები და კერძოდ რა საბუთები მჭირდება, (მოწვევაზე პრობლემა არ მაქვს, დეიდაჩემი გერმანიის მოქალაქეა , 10 წელია გათხოვილია გერმანიაზე ) (1 თვე ფრაიბურგში ენის კურსებიც მაქვს 2013შჰი გავლილი) ფსიქოლოგია, საინჟინრო ან რამე ეგეთი მშვენიერი იქნებოდა მარა ეხა ისე ვარ ქარგვის კურსებზეც ჩავაბარებ ოღონდ ვინმემ მიმიღოს )))

ზოგადად გპა და ეგეთები ისეთი გამოვა დათვლაც არ მიღირს, რაც შეეხება სკოლის ატესტატს, საკმაოდ მაღალ ქულებზე დავამთავრე (საატესტატო გამოცდები) . 12 კლასის დახურვაც მომიწია და უნივერსიტეტში მეხუთე წელია რაც ვსწავლობ.

Posted by: LOLZ 10 May 2016, 12:23
Mogcliaerti
ბ2 რატომ არ გყოფნის? ბევრი უნივერსიტეტისტვის საკმარისია.

Posted by: makako123 10 May 2016, 17:09
QUOTE (LOLZ @ 16 Apr 2016, 23:08 )
Pac.
QUOTE
რატო არ აბარებს აბა ეს ხალხი გერმანიაში ინგლისურად ?

ინფორმაცია არ აქვთ tongue.gif
მარტივად ნამდვილად არ არის smile.gif საბუთები და მთელი ამბები სჭირდება ყველა შემთხვევაში. ენის ტესტს ასედაც ითხოვენ და ისედაც. ინგლისურად თუ სწავლობ გერმანულის ც-დონეზე ცოდნა არ მოგეთხოვება. მაგრამ გერმანულის გარეშე მუშაობის დაწყება გაგიჭირდება. ამიტომ თU ინგლისურენოვან უნიში წახვალ, ადგილზევე უნდა ისწავლო გერმანული სალაპარაკო დონეზე. ან აქედანვე შეიქმნა საფუძველი. ამ შემთხვევაში ტესტისა და სერთიფიკატის მოთხოვნა არ გექნება smile.gif

მე ინგლისურენოვან უნივერსიტეტზე გერმანიაში დაფინანსება ვერსად ვიპოვე. სულ გერმანულად სწავლას აფინანსებენ. თუ კი ვინმემ იცით იქნებ დამილინკოთ

Posted by: ყაყა_ჩო 19 May 2016, 00:00
ბაკაკალავრს დავხურავ სავარაუდოდ 2.6-2.7 GPA თი ანუ გერმანული სისტემით 2.3-2.4 და ეკონომიკაზე მასტერის გავლის შანსი მააქ გერმანიაში რამე უნიში ? დაფინანსების პრობლემა არ მაქ პროსტა ინგლისურად მინდა მასტერის გავლა ისე რო სემესტრული გადასახადი 1000 ევრომდე იყოს

Posted by: marimari11 19 May 2016, 00:03
ყაყა_ჩო
გერმანული სისტემა სხვაა?როგორ დაითვალე?

Posted by: Euler 19 May 2016, 10:00
marimari11
ჩვენთან რომ მხოლოდ A B და ასე შემდეგაა, სხვა უნიებში არსებობს A+(97-100) A- (90-92) A (93-96) , შესაბამისად B+ ,B ,B- და ასე შემდეგ, შესაბამისად GPA -იც განსხვავდება ათეულების სიზუსტით.
უკეთ აქ ნახავ: http://www.collegeboard.com/html/academicTracker-howtoconvert.html

და შეგილია დაითვალო შენი ქულებით შესაბამისად...

გერმანია თუ იყენებდა ოღონდ ამ სისტემას ნაღდად არ ვიცოდი ^^

Posted by: ყაყა_ჩო 20 May 2016, 00:25
QUOTE (marimari11 @ 19 May 2016, 00:03 )
ყაყა_ჩო
გერმანული სისტემა სხვაა?როგორ დაითვალე?

ჩვენი 2,2 იქ არი 2,8 .. ჩვენი 3 იქ 2 .. პირიქითაა ანუ 1 არი A

Posted by: marimari11 20 May 2016, 00:53
Euler
ამას რა დამათვლევინებს :დ
ყაყა_ჩო
ა ხო ეგ ვიცი მადლობა

Posted by: Euler 20 May 2016, 01:44
marimari11
სულ ადვილად შეგიძლია დათვლა ^_^

ეს ექსტენშენი დააყენე გუგლ ხრომზე და თვითონ დათვლის სასწავლო ბარათზე გადასვლისას )))
https://chrome.google.com/webstore/detail/51-%E1%83%A5%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90/jjekhfcnahkgpnjkfofmleljdlgpaplc?hl=en

Posted by: LOLZ 20 May 2016, 12:08
makako123
ბევრ უნივერსიტეტს აქვს გერმანულ და ინგლისურენოვანი სპეციალობები, ერთი და იგივე პირობებით.


Posted by: Mogcliaerti 3 Jun 2016, 16:37
ეხა რო დავიწყო საბუთების გაგზავნა დაგვიანებულია ? იმ უნი-ასსისტზე და ა.შ

Posted by: marimari11 3 Jun 2016, 16:55
Euler
მე მარტო 5 კრედიტიანები საგნები არ მაქვს 6იანებიც მაქვს და 4იანებიც მაგიტომ ეგ არ ითვლის სწორად
ეგ აპლიკაცი ამარტო 5 ან 10 კრედიტიანებზეა

Posted by: benefit123 5 Jun 2016, 22:22
გამარჯობა. წელს ვაბარებ უნივერსიტეტში და პირველი კურსის დახურვის შემდეგ მინდა გერმანიაში წასვლა სასწავლებლად და რამდენიმე შეკითხვა მაქ ანუ აქ რო ეროვნულებს ჩავაბარებ და პირველი კურსი აქ ვისწავლი გერმანიაში მომიწევს მისაღები გამოცდების ჩაბარება? რა საბუთებია საჭირო? და სხვა დანარჩენ მნიშვნელოვანს თუ ამიხსნით მოკლედ

Posted by: AlbiNo 8 Jun 2016, 23:02
benefit123
გერმანიაში მისაღები გამოცდები, როგორც ასეთი, არ აქვთ. უბრალოდ უნდა გქონდეს ატესტატი და უნივერსიტეტშიც პირველ კურსზე კარგად უნდა ისწავლო, იმიტომ რომ ითხოვენ პირველი კურსის ნიშნებს.


****

მე რა კითხვები მექნებოდა:
1) მაგ., ჰაიდელბერგის უნის საჭირო საბუთების ჩამონათვალში წერია Amtlich beglaubigte Kopie des Zeugnisses der Hochschulreife aus dem Heimatland (z.B. Abitur, Baccalauréat, GCE – A & O-Levels) einschließlich Einzelnotenlisten, ჰოდა ჩვენთან ატესტატში ჰო არ იწერება ქულები და როგორ უნდა მოვაგვარო ეს საბუთი? ნიშნების ფურცელი მოვითხოვო სკოლიდან?

2) როდესაც უნივერსიტეტის პირველი კურსიდან მიდიხარ:
1) რამდენად მნიშვნელოვანია რომ ზუსტად იმავე კურსზე გააგრძელო სწავლა, რომელზეც აქ სწავლობ? (მგონი აუცილებელი მოთხოვნაცაა ეს ჰო?)
2) შესაძლებელია, რომ პირველი კურსის სტუდენტმა ამ პერიოდში შეიტანოს განაცხადი იქ, გერმანულ უნიში? ანუ აქ სემესტრი ჰო ჯერ არ მორჩენილა, შესაბამისად პირველი კურსი ოფიციალურად დამთავრებული არ გაქვს.
3) თუ არ არის ოფიციალურად დამთავრებული ეს კურსი, სემესტრული ნიშნების გადაგზავნა როგორ ხდება? მხოლოდ პირველი სემესტრისას მიაბამ შენს Bewerbungს თუ...?

Vielen Dank im Voraus für Eure Antwort!

Posted by: benefit123 9 Jun 2016, 22:46
AlbiNo
მადლობა და სკოლის ნიშნებიც საჭიროა?

Posted by: AlbiNo 10 Jun 2016, 20:28
benefit123
boaah მაგის გარკვევას ვცდილობ ახლა. მეილი მივწერე უნის უცხოელი სტუდენტების განყოფილებას 3 დღის წინ და ჯერ არ მოუწერიათ-,-
თუ არადა დავგუგლავ და ვნახავ.

Posted by: benefit123 11 Jun 2016, 01:45
AlbiNo
ახლა აბარებ უნივერსიტეტში თუ ჩაბარებული გაქ?

Posted by: ყაყა_ჩო 16 Jun 2016, 23:47
აპლიკაციის ფულს თავიდანვე ვიხდი გაგზავნისას თუ მიღების შემთხვევაში ?

Posted by: Onyx′ 17 Jun 2016, 21:14
1 თვის წინ ვიყავი გერმანიაში წასული

მისული ვიყავი 2 უნივერსიტეტში, ერთი ოლდემბურგში და მეორე ემდენში (Hochschule)
ერთგან მომთხოვეს გერმანულის ბ1, მეორეგან ბ2 + სკოლის ატესტატი და რაღაც უმნიშვნელო საბუთები

გამიკვირდა ის, რომ უნივერსიტეტის ნიშნებს საერთოდ ყურადღება არ მიაქციეს, მთავარია ბ1 გქონდეს და ასტესტაიო

ივლისის ბოლომდე მაქვს დრო, ბ1 ასაღებად, მოვასწრებ ვითომ? sad.gif

Posted by: marimari11 17 Jun 2016, 21:36
Onyx′
რა დონეზე იცი ენა?

Posted by: Onyx′ 17 Jun 2016, 22:41
marimari11
A1-მდე, მაქსიმუმ

მესმის კარგად, მაგრამ გრამატიკა მიჭირს

Posted by: marimari11 17 Jun 2016, 22:44
Onyx′
არამგონია მოასწრო სამწუხაროდ sad.gif
რა ვიცი თუ გინდა ცადე მაგრამ ძალიან რთულია ორი დონის 1 თვეში გავლა მითუმეტეს ბ1 ძაან ადვილიც არაა
ზამთრის სემესტრში არ აქვთ მიღება? მაქამდე უფრო მოასწრებდი ეს ზაფხულიც თუ იმეცადინებდი

Posted by: Onyx′ 17 Jun 2016, 22:50
marimari11
ვნახოთ, ვნახოთ...



გამოცდები მართლა ასეთია? user.gif

Posted by: marimari11 17 Jun 2016, 23:14
Onyx′
კი biggrin.gif მაგრამ არაა სანერვიულო
ხელს გიწყობენ არ გძაბავენ დაფიქრების საშუალებას გაძლევენ
* * *

Posted by: Onyx′ 17 Jun 2016, 23:26
marimari11
საშინელებაა :დ ასე, წყვილ-წყვილად სხედან გამოცდაზე სტუდენტები/მოსწავლეები?
მარტო რო შევიდე გამოცდაზე ისე ვერა?

იქითა ივლისი ვიგულისხმე, 2017-ის :დ
აგვისტოს დასაწყისამდეა საბუთების შეტანა და თავიდანვე ვიცოდი.რომ ვერ მოვასწრებდი
შემოდგომიდან დავიწყებ ალბათ მომზადებას

დავიწყე უკვე ნერვიულობა facepalm.gif

Posted by: marimari11 17 Jun 2016, 23:27
Onyx′
QUOTE
იქითა ივლისი ვიგულისხმე, 2017-ის :დ

კი როგორ ვერ მოასწრებ ოღონდ არ უნდა იზარმაცო
QUOTE
საშინელებაა :დ ასე, წყვილ-წყვილად სხედან გამოცდაზე სტუდენტები/მოსწავლეები?

ხო 2 გამომცდელია და პარტნიორს ელაპარაკები
იქ დაგაწყვილებენ
QUOTE
მარტო რო შევიდე გამოცდაზე ისე ვერა?

თუ კენტი რაოდენობის იქნებით და შენ დარჩი მეწყვილის გარეშე მაშინ გამომცდეი იქნება შენი მეწყვილე biggrin.gif

Posted by: Onyx′ 17 Jun 2016, 23:37
marimari11
მადლობა <3
კარგად იქნება იმედია ყველაფერი

შენ აღებული გაქვს?

Posted by: marimari11 17 Jun 2016, 23:52
Onyx′
მე ა2 ავიღე ოპერობის გამო
ისე უფრო მაღალ დონეზე ვიცი ბ2 ვიყავი წინა ზაფხულში ეხლა შეიძლება მთლად მაგდენი ვერ გავქაჩო მაგრამ ბ1 თავისუფლად ვიქნები

Posted by: popusha 21 Jun 2016, 00:07
ინგლისურ ენოვან პროგრამებზე ხომ არ იცით რამე?

Posted by: Euler 21 Jun 2016, 10:23
popusha
გერმანიაში? თუ ზოგადად? .

Posted by: popusha 21 Jun 2016, 12:31
Euler

ჯერჯერობით გერმანიაში
მაგრამ ზოგადად სასწავლებლად მინდა ძალიან წასვლა

Posted by: Euler 23 Jun 2016, 16:02
popusha

https://www.daad.de/deutschland/studienangebote/international-programs/en/?p=l&q=°ree[]=1&fos=0&lang[]=2&fee[]=0&sortBy=1&page=1&display=list

გვერდზე აქვს პროპერთები და მანდ აირჩიე შენ რაც გაწყობს.

Posted by: QWertWQ 30 Jun 2016, 15:15
კოლეჯში მიღება რაზეა დამოკიდბული?

Posted by: Asuka 1 Jul 2016, 06:32
ბონის უნივერსიტეტში სწავლობდა ან სწავლობს ვინმე? რთულია მანდ ჩარიცხვა?

Posted by: Asuka 4 Jul 2016, 06:38
და კიდევ. უნივერსიტეტი ითხოვს დიპლომის აპოსტილს. რამდენი ხანი დაჭირდება მის გაკეთებას?

Posted by: Euler 4 Jul 2016, 09:31
Asuka
აპოსტილზე და დამოწმებაზე კითხვები შეგიძლია პირდაპირ დაუსვა იუსტიციის სახლის ოპერატორს ონლაინ:

http://chat.psh.gov.ge/webim/client.php?locale=ka&style=simplicity

Posted by: menina55 9 Jul 2016, 11:00
გამარჯობააა
მაინტერესებს თუ არის შესაძლებლობა aupair ად წასვლის 4 , 3 თვით მხოლოდ და არა 1წლით ... ზაფხულში რომ წახვიდე მაგალითად მთელი არდადაგები ...
და ვინმე არის აქ ვისაც შეუძლია გარკვევა და მოძებნა ოჯახის იქ.. ვინც ამაზე მუშაობს და დამაკვალიანებს..?
help.gif

Posted by: ყაყა_ჩო 13 Jul 2016, 23:22
ჰუმბოლტში ვინმე სწავლობთ? მაინტერესებს რა შანსებია ეკონომიკის მასტერზე მოხვედრის

Posted by: mamuka79 2 Aug 2016, 17:02
გერმანიაში მინდა მაგისტრატურაზე ჩაბარება და იქნებ სააგენტოს კორდინატები მომწეროთ რომელიც გამიწევს კონსულტაციას და დამეხმარება საბუთების შეგროვებაში.

Posted by: Karierist 3 Aug 2016, 10:55
ხალხო,

გამაგებინეთ ვინმე ღვთისნიერმა:

დაახლოებით 8000 ევროა საჭირო როგორც ვიცი, სტუდენტური ვიზის მისაღებად. ქართულ საბანკო ანგარიშზე რომ იდოს ეგ თანხა არ შეიძლება? საელჩოს საიტზე რომ შევდივარ წერია რომ გერმანულ blocked bank account-ზე უნდა იდოს ეგ თანხაო. რას ნიშნავს ეს ? საიდან გერმანული საბანკო ანგარიში მე? ან ბლოკირებული ანგარიში რა უბედურებაა?

ვინც ხართ წასული და ეს გზა გავლილი გაქვთ, გთხოვთ გამოეხმაურეთ ამ პოსტს.

მადლობა.

Posted by: natashka17 4 Aug 2016, 03:48
Karierist
მეც მაინტეერსებს , ვერაფრიტ გავარკვიე და იქნებ იცოდეთ ვინმემ რა და როგორ ხდება

Posted by: wild002 4 Aug 2016, 08:38
Mართალია რომ გერმანიაში სახელმწიფო სასწავლებლებში უფასოა სწავლა?

Posted by: Wenger 4 Aug 2016, 22:46
Karierist

იმას ნიშნავს რომ გერმანულ ბანკში უნდა გედოს ანგარიშზე და საჭიროებისამებრ დახარჯო ჩასვლის შემდგომ
ეგ იმის პრევენციაა, რომ აქ დროებით არ შეაგდოს ხალხმა 8000 ევრო და ვიზის მიღების მერე არ მოხსნას ეგრევე

wild002
მართალია, უფასოა

სემესტრი სადღაც 100-200 ევროს ფარგლებში ჯდება. ეგეც ძირითადად საუნივერსიტეტო მატერიალებში მიდის, როგორებიცაა სახელმძღვანელოები, ბიბლიოთეკაზე და ინტერნეტზე წვდომა და ა.შ.
ანუ როგორც ასეთი tuition fee არ არსებობს გერმანულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში
95%-ზე პროგრამებისა მაინც


Posted by: AlbiNo 8 Aug 2016, 10:05
natashka17
Karierist

Deutsche Bank-ის საიტზე (https://www.deutsche-bank.de/pfb/content/pk-konto-und-karte-internationale-studenten.html) დევს ინფო. ანუ ფორმულარს ავსებ, მერე საელჩოში ხელს გიწერენ, აგზავნი (გახსნის ერთჯრადი საფასურია 50ევრო + გაგზავნის ხარჯი მაქს. 100ლ.), რამდენიმე ხანში გიგზავნიან ისინი ელ-ფოსტით შენს IBAN კოდს და საერთოდ რეკვიზიტებს, გადარიცხავ 8000 ევროს. თუ მოგივა ვიზა, ჩახვალ გერმანიაში, მიხვალ DB-ს რომელიმე ფილიალში, მოითხოვ პლასტიკურ ბარათს. გამოგიგზავნიან რამდენიმე ხანშიდა ეგაა. თვიურად გამოტანის ლიმიტი 670ევრო.

Posted by: menina55 10 Aug 2016, 12:38
ახლა მითხრეს ერთ ცენტრზე რომელიც სტუდენტებს უშვებს გერმანიაში სამუშაოდ

Georgiach - deutsches Zentrum - ქუთაისლები არიან დამფუძნებლები

თუ იცით ამის შესახებ , რამდენად სანდოა , თუ ყოფილხართ ვინმე

Posted by: sally99 11 Aug 2016, 00:34
გამარჯობა, სტუდენტის სტატუსი შევიჩერე ჩემი განცხადების საფუძველზე, გერმანული ენა ვიცი ძალიან კარგად, ინგლისურში ვემზადები ახლა, სტატუსის შეჩერება შემიშლის ხელს რომ გერმანიაში სწავლა ვერ შევძლო?

Posted by: LOLZ 11 Aug 2016, 00:39
sally99
ბაკალავრიატში გინდა ჩაბარება თუ მაგისტრატურაში?

Posted by: Makcia 14 Aug 2016, 10:47
ხალხო რა მაინტერესებს შემიძლია გერმანიაში გავაგრძელო სწავლა 1 წელი აქ უნივერსიტეტში სწავლის შემდეგ თუ უნივერსიტეტი არა სახელმწიფოა ? მაგალითად თავისუფალი ან აგრარული ? ესე მითხრეს მარტო სახელმწიფო უნივერსიტეტიდან ცნობს გერმანია სტუდენტებსო sad.gif

Posted by: ყაყა_ჩო 16 Aug 2016, 04:46
გერმანული სტუდენტური ვიზის ასაღებად გერმანული ენის სერთიფიკატი აუცილებელია ? ინგლისურად ვაპირებ სწავლას

Posted by: Wenger 16 Aug 2016, 15:50
Makcia
შეგიძლია

http://anabin.kmk.org/anabin-datenbank.html

ამ პლატფორმის მიხედვით აღიარებს გერმანიის განათლების სამინისტრო უცხო ქვეყნის უნივერსიტეტებს
სახელმწიფო უნივერსიტეტებს + სტატუსი აქვს, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტომატური approve აქვს
კერძო აკრედიტებულებს +/- სტატუსი, რაც ნიშნავს, რომ კონკრეტული აპლიკაციის დროს განიხილავენ, თუმცა თავისუფალს 99% შემთხვევაში აღიარებენ (ითვალისწინებენ რეიტინგებს, პრესტიჟს და ა.შ.)
ხოლო რომელსაც - სტატუსი აქვს ავტომატური reject

ყაყა_ჩო
ყველა უნივერსიტეტი ითხოვს გერმანულის ცოდნას
შესაბამისად მინიმუმ ბ1 სერტიფიკატი მაინც დაგჭირდება

Posted by: Makcia 16 Aug 2016, 18:55
Wenger
შენ გაიხარე პასუხისთვის biggrin.gif
* * *
Wenger
user posted image
ვახ და აქ რომ წერია H+ ? jump.gif

Posted by: ყაყა_ჩო 16 Aug 2016, 19:21
Wenger

ინგლისურ პროგრამებზე ჯერ არცერთზე არ შემხვედრია გერმანულის მოთხოვნა.. საელჩოს თუ ჭირდება ეგ მაინტერესებს

Posted by: Wenger 16 Aug 2016, 19:41
Makcia
კი, აგრარულის იურიდიული ფორმა არის ააიპ, ანუ უპრობლემოდ აღიარებენ
გასწვრივ აწერია კიდეც Staatliche Hochschule - სახელმწიფო უნივერსიტეტი

თავისუფალში გვქონდა პრობლემა მაგაზე, ძველი ESM იყო შეყვანილი და შარშან გავასწორებინეთ biggrin.gif
აგრუნი სულ პლუსი იყო


ყაყა_ჩო

http://www.tiflis.diplo.de/contentblob/1551488/Daten/6745536/DD_Merkblatt_Studium.pdf

ესაა სავიზო მოთხოვნები,
თუ ნახე უნივერსიტეტი, რომელიც არ გთხოვს, საელჩოში მაინც დაგჭირდება წარდგენა

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთები (ენის შემსწავლელი კურსის მოწმობები
ან გერმანული ენის დიპლომი), ასეთის არსებობის შემთხვევაში- ორიგინალი + ორი ასლი;


Posted by: Makcia 16 Aug 2016, 19:50
Wenger
ძალიან კარგი biggrin.gif დაჟე აგრარულს უფრო აღიარებენ გერმანიაში ვიდრე თავისუფალს, დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის chest.gif

Posted by: ყაყა_ჩო 16 Aug 2016, 23:51
Wenger

კარგი დიდი მადლობა

Posted by: AlbiNo 18 Aug 2016, 19:15
კითხვა:

როცა grundständiges Studium გინდა გერმანიაში, თან პირველ სემსეტრში Bewerbung ხდება ხოლმე via uni-assist, რათა გადაიყვანონ შენი საშუალო ქულა გერმანულ სისტემაში და მოგცენ VPD- Vorpruefungsdokumentation

მაინტერესებს, იმ შემთხვევაში, როცა აქ 1 წელი მაქვს დამთავრებული სწავლა გერმანიის მიერ აღიარებულ უნიში, ჩამეთვლება თუ არა იმ პირველი წლის უნის ნიშნებიც თუ საბოლოო ჯამში მარტო აბიტურის ნიშნებს აქვთ მნიშვნელობა?

მადლობა

Posted by: menina55 19 Aug 2016, 08:43
ხალხო ერთი კითხვა უნდა დავსვა

სტიპენდიისთვის რა არი საჭირო
+მაგისტრატურის გავლის დროს

Posted by: marimari11 20 Aug 2016, 21:30
გპა 2.9 მაქვს მეშველება რამე?სადმე მიმიღებენ ფსიქოლოგიის მაგისტრაზე ენის სერთიფიკატი რომ ავიღო?

Posted by: VenoMGag 23 Aug 2016, 09:51
გამარჯობა, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტიდან მომივიდა თანხმობა, შეგიძლიათ ეხლა ამიხსნათ ნაციონალურ ვიზაზე როგორ უნდა შევიტანო? და ანგარიში როგორ გავხსნა. ის საბუთრბი ვნახე რასაც ითხოვენ. ორიგინალი +2 ასლი სადაც წერია, დედანი უნდათ თუ აწყობთ სამივე ნოტარიულად დამოწმრბული ? და დოიჩე ბანკის ანეტას რომ შევავსებ საელჩოში უნდა მივიტანკ თუ ჩემით გავაგზავნო.

Posted by: AlbiNo 23 Aug 2016, 11:32
VenoMGag
გილოცავ!

ორიგინალი + 2 ასლი სადაც წერია უნდა მიიტანო ორიგინალი და უბრალოდ თარგმნილი, ნოტარიულად - არა. იქ შეტანისას შეამოწმებენ სწორია თუ არა თარგმანი და დედანს გამოგატანენ.

დოიჩე ბანკს რაც შეეხება, ჯობს დარეკო საელჩოში.
რამდენადაც საიტზე წერია, გჭირდება საელჩოსგან ხელმოწერა.
შევსებულ ფორმულარს ჯერ ხელი არ მოაწერო. სალეჩოში რომ მიიტან, იქ უნდა ქნა.
ჯობს, მაინც დარეკო საელჩოში იკითხო + ჩაეწერო.


შეი###ბა გკითხო, რომელ ფაკულტეტზე ჩაირიცხე?

Posted by: VenoMGag 23 Aug 2016, 13:22
AlbiNo
იურიდიულზე. სამოტივაციო წერილი სავარაუდოდ გერმანულად უნდა დავწერო ხომ? ზოგმა მითხრა ორიგინალი უნდა დაამოწმებინო ნოტარიულადო , და მაგისი 2 ასლი გააკეთოო. დოიჩე ბანკის ინგლისური ანკეტა რომ შევავსო ხომ შეიძლება?

Posted by: AlbiNo 23 Aug 2016, 21:19
როგორც წესი საელჩოს საიტზეც წერია, რომ ნებისმიერი დოკუმენტი უნდა წარადგინო ინგლისურ ან გერმანულ ენაზე.

მე წარმიდგენია ინგლისურად დოკუმენტები და პრობლემა არ შემქმნია.

თარგმნას რაც შეეხება, ნოტარიულად არასდროს არ დამიმოწმებია. ანუ არ სჭირდებათ. როცა მიხვალ საელჩოში და გამოგიძახებენ Schalterთან, იქ ვინც იჯდება დახედავს ორიგინალს და დაკოპირებულებს, შეამოწმებს რამდენად ნაღდია და მერე ორიგინალს დაგიბრუნებს. მე რამდენადაც ვიცი, სულ ეგრე აკეთებენ. როცა მიიტან სათარგმნად, თ გინდა ჰკითხე თარჯიმანს, მაგრამ დარმწუნებული ვარ, რომ გეტყვის, არ გინდა ნოტრაიულიო.


ნუ ჰო, მოცემულია დოიჩე ბანკის ოფიც. ვებ-გვერდზე და მეც ინგლისურად ვიზამდი, რომ არ მცოდნოდა გერმანული.


ყველაფერს ჯობს, დარეკო კონსულტაციაზე, თუ ეჭვი გეპარება. ან პირადად მიხვიდე.
მაგრამ მე მაინც არ დავრეკავდი;დდ

ისე მოასწარი ვიზის შეტანაზე ჩაწერა? ან მოესწრება თვითონ ვიზა? ცოტა დროღა დარჩა იქ Einschreibung-ამდე;/

Posted by: VenoMGag 24 Aug 2016, 10:09
AlbiNo
არა ჯერ ვერ დავრეკე. 2 დღის წინ მომივიდა თანხმობა და არც ჩამომსვლია ჯერ მოევევა. კონდულის სახელზე დაწერე წერილიო მითხრეს.
* * *
აქ რა უნდა ჩავწერო დამეხმარეთ რა sad.gif(((
2 ცალი გრაფა როა დოიჩე ბანკის ანკეტაში.
ICH BIN AUSSSCHLIESSLICH IN DEUTSCHLAND STEUERLICH ANSASSIG.
ICH BIN FOLGENDEN LANDERN AUSSERHALB DEUTSCHLANDS STEUERLICH ANSASSIG.
ალბათ მეორე უნდა მოვნიშნო ხო? და მერე მთხოვრნ ქვეყნის და STEUER-ID-NUMMER ODER AQUIVALENTE PERSONEN IDENTIFIKAtion in diesem land სახელს და აქაც რ აუნდა ჩავწერო? კიდევ დამფინანსებლად მშობლის ქვემოთ წერია Nachweis beifugen (z.B Kontoauszuge) აქ რა ჩავწრო?
მეორე პუნქტში მთხოვენ Umsatzsteuer-ID-NR რა არის ეს?

Posted by: AlbiNo 25 Aug 2016, 21:07
VenoMGag
მგონი ჯობს, რომ დარეკო.
იმიტომ რომ სანამ ის მოწვევა ჩამოვა.
ანუ საკონსულოში ადგილები მერე შეიძლება შეივსოს და მოგიწიოს სექტემბრის ბოლოს განაცხადის შეტანა და როგორც უწერიათ მითითებებში, 2-6 კვირამდე შეიძლება გაგრძელდეს ვიზის დამუშავების პროცესი.
ასე რომ, გირჩევ ახლავე ქნა.
და ამასობაში მოწვევაც ჩამოვა
+ მოწვევაში მითითებულია გერმანიის უნივერსიტეტში თვითონ იქ პერსონალური რეგისტრაციის ზუსტი თარიღი და დრო
ჰოდა თუ არ გამოცხადდები, მერე გვიანი იქნება.


მე ეგ ადრე ვიკითხე დოიჩე ბანკთან და მითხრეს რომ თქვენი ამჟამინდელი საცხოვრებელი მიუთითეთო. თუმცა ვიცი რომ ბევრს ექმნება პრობლემა მაგაზე. ანუ ვისაც საცხოვრებელი უწერია მაინც არ უხსნიან პირველ ჯერზე ანგარიშს. ან ვისაც გერმანია უწერია, იმასაც.

Steuer-ID-Nummer oder äquivalente Personen-Identifikationsnummer in diesem Land უბრალოდ პირადობის მოწმობის ნომერი.

აი ის მშობელბზე რაც დაწერე ვერ ვნახე თვითონ ფორმულარში, მაგრამ მანდ ითხოვენ მშობლების შემოსავლის (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის) დამადასტურებელ საბუთს.

Umsatzsteuer-ID-NR აქ მგონი არაფერი, იმიტომ რომ მაგის ზემოთ მდებარე პუნქტი არ გაქვს შემოხაზული.

Posted by: QWertWQ 25 Aug 2016, 22:58
VenoMGag
პირდაპირ უნიში ჩაირიცხე
თუ კოლეჯი უნდა გაიარო ჯერ 1 წლიანი?

Posted by: VenoMGag 26 Aug 2016, 21:45
AlbiNo
დავრეკე. 6 ოქტომბერს დამინიშნეს ტერმინი, კონსულს მივწერე თხოვნით დაჩქარებაზე და ელექტრონუკი zulassung დავურთე. ველოდები ეხლა. აქამდე უნდა დამერეკა მარა ჰა, ისიც არ ვიცოდი მიმიღებდნენ თუარა, ან როდის გავიგებდი biggrin.gif მშობლის ქვემოთ ბანკის სახელი და ანგარიშის ნომერი დავწერე , არ ვიცოდი სხვა რა ჩამეწერა, ამონაწერს თან ვურთავ ანკეტას (ინგლისურადაა ამონაწერი) არ იქნება ხო პრობლემა? Georgien ჩავწერე და პირადი ნომერი გვერდზე. მადლობა დანარჩენისთვის. აი თუ მოვახერხე დავურთავ სურათს იმისას.


QWertWQ
1 წელი თსუში გავიარე და ამიტომ კოლეჯის გარეშე ჩავირიცხე.

Posted by: QWertWQ 26 Aug 2016, 23:13
VenoMGag
GPA რამდენი გქონდა თსუში თუ საიდუმლო არ არის? user.gif

Posted by: VenoMGag 27 Aug 2016, 13:55
QWertWQ
2.42
AlbiNo
შემთხვევით ამის ფორმა ხომ არ გაქვს? "სრული ბიოგრაფია (CV)"

Posted by: fatdata758 27 Aug 2016, 16:56
Tu shegidzliat ro damexmarot wels chaviricxe gepeishi informatikaze da pirveli kursis gavlis shemdeg germaniashi minda swavlis gagrdzeleba da ra rogor xdeba tu shegidzliat ro nabij nabij amixsnat an telefonis nomeri momweret pm dagirekavt da ise amixsenit tu wera gezarebat

Posted by: abdaubda 30 Aug 2016, 00:57
გამარჯობა, თქვენი გამოცდილების გაზიარება მჭირდება smile.gif როგორც ვხედავ საკმაოდ აქტუალური თემაა და ვინც უკვე გაიარეთ ბლოკირებული ანგარიშის გახსნის, სასწავლო ვიზის მიღების პროცესები ჰელპ.
_ 9 სექტემბერს მაქვს შეხვედრა ჩანიშნული საკონსულოში... ეს ბლოკირებული ანგარიშის ამბები უკვე მოგვარებული უნდა მქონდეს?
შევაწუხებ ახლა დოიჩე ბანკს, მაგრამ რამდენ ხანს გაგრძელდება საქართველოდან ანგარიშის გახსნა ხომ არ იცით? ან ზუსტად როგორ უნდა გავხსნა, საიტზე შევიდე და იმეილი მივწერო? საელჩოს საიტზე წერია საკონსულოში იკითხეო, საკონსულოში მითხრეს საიტზე გვეწერებაო...

ადრე ყველა საბუთი მიტანილი მქონდა და 3 თვე გაიწელა ლამის ჩემი ვიზის განხილვა ახლაც არ მომცემენ ორ კვირაში ეჭვი მაქვს rolleyes.gif
* * *
ყაყა_ჩო
მე რამდენადაც ვიცი არ გჭირდება არც საელჩოსთვის თუ ინგლისურად უნდა ისწავლო და უნივერსიტეტის მოწვევაში გიწერია რომ სწავლა ინგლისურ ენაზეა. შეიძლება ინგლისური ენის სერთიფიკატი მოგთხოვონ.

Posted by: mamuka79 30 Aug 2016, 13:23
გერმანიაში მინდა მაგისტრატურაზე ჩაბარება და იქნებ სააგენტოს კორდინატები მომწეროთ რომელიც გამიწევს კონსულტაციას და დამეხმარება საბუთების შეგროვებაში.

Posted by: benefit123 30 Aug 2016, 20:01
ვინმემ გერმანულ ენაში c1 დონის აგება ერთ წელიწადში მოასწარით ისე რო არანაირი ბაზა არ გქონოდათ??

Posted by: pato-7 1 Sep 2016, 21:38
მუშაობა და სწავლა ერთად რამდენად შესაძლებელია თქვენი გამოცდილებით?

Posted by: marimari11 1 Sep 2016, 22:27
გირჩევთ გერმანიის თემაშიც იკითხოთ პარალელურად
ის თემა უფრო აქტიურია

Posted by: LukeGatsby 2 Sep 2016, 17:56
საბურთალოს ტერიტორიაზე ძლიერი გერმანულის მასწავლებელი მირჩიეთ რა.

Posted by: ყაყა_ჩო 2 Sep 2016, 18:43
abdaubda

მადლობა, ვნახე და საელჩო არ მთხოვს მარა უნივერსიტეტი ითხოვს სამწუხაროდ sad.gif

Posted by: avto68 8 Sep 2016, 15:13
benefit123
QUOTE
ვინმემ გერმანულ ენაში c1 დონის აგება ერთ წელიწადში მოასწარით ისე რო არანაირი ბაზა არ გქონოდათ?? 

ჩემმა მეუღლემ თებერვალში დაიწყო და ნოემბერში ც1 აიღო, ოღონდ ბ2-მდე საქართველოში ბ2 და ც1 გერმანიაში.

Posted by: VenoMGag 8 Sep 2016, 19:37
Deutsche Bank-ის კონტოზე 8640 ევრო ხომ უნდა დადო ვიზა რომ მოგცენ გრძელვადიანი. როგორც გავიგე თავიდან 1 წლიან ან 3 თვიანს იძლევიან, და მერე გერმანიაში უნდა მიხვიდე სადღაც და გაგიგრძელებენო. ყოველწელს უნდა ვრიცხო ეს 8640 თუ მარტო თავიდანაა საჭირო?

Posted by: QWertWQ 10 Sep 2016, 01:37
VenoMGag
ორი კითხვა მაქვს smile.gif

იურიდიულზე საბოლოოდ Staatsexamen-ის დიპლომს იღებ თუ ბაკალავრიატის?
რამდენი სემესტრი გიწევს სწავლა?

Posted by: VenoMGag 10 Sep 2016, 17:01
QWertWQ
ეგ ზუსტად გასარკვევი მაქვს, ბაკალავრის მერე შტაათსეგზამენები მიწევს როგორც მივხვდი .
9 სემესტრია ბაკალავრიატი. 4.5 წელი ანუ.
* * *
https://www.uni-heidelberg.de/courses/prospective/academicprograms/law_en.html

Degree State Examination ასე უწერიათ. რავიცი.

Posted by: AlbiNo 10 Sep 2016, 21:55
VenoMGag

ბოდიში, აქამდე ვერ მოგწერე.

აი, ეს ევროპასის ფორმა https://europass.cedefop.europa.eu/editors/de/cv/compose ევასებათ ძალიან ხოლმე, რამდენადაც ვიცი biggrin.gif

ისე, არ გაგიკვირდეს, თუ პირველ ერზე არ გაგიხსნიან დოიჩე ბანკის კონტოს. მე რამდენადაც ვიცი, ბევრს მოსდის პირველ ჯერზე ხოლმე უარი და მერე თავიდან უწევთ გაგზავნა. მოგწერენ ალბათ ამ ველში არასწორად გიწერიაო და მერე უნდა შეავსო და გააგზავნო. მაგრამ გაგებით ეკიდებიან მაგას საელჩოში, შეგიძლია დაუწერო კონსულს, რომ ელოდები მაგ შპერკონტოს და მიაწვდი მერე.

(8640 თუ 8040?)

6 ოქტომბერი? გვიანი არაა? ისე ჯობდა დაგერეკა ადრე და მერე ვაიდა თუ უარი ჩამოგივიდოდა, გაგეუქმებინა ეგ ტერმინი საკონსულოში. და მოწვევაში რა თარიღი გიწერია, როდისუნდა გაიარო იმატრიკულაციაო?
* * *
იურიდიულზე შტაატსეგზამენია
--------------------------

Posted by: sandy 11 Sep 2016, 12:29
benefit123
QUOTE
ვინმემ გერმანულ ენაში c1 დონის აღება ერთ წელიწადში მოასწარით ისე, რომ არანაირი ბაზა არ გქონოდათ??

ეს პრაქტიკულად გამორიცხულია smile.gif

ერთი წელი, ანუ 12 თვე ინტენსიური მეცადინეობის შედეგად და თითქმის ნულიდან ნორმალური გონებრივი შესაძლებლობების ადამიანი შეიძლება ავიდეს მყარ B1-ზე ან არამყარ B2-ზე.

Posted by: marimari11 11 Sep 2016, 12:34
QUOTE
ერთი წელი, ანუ 12 თვე ინტენსიური მეცადინეობის შედეგად და თითქმის ნულიდან ნორმალური გონებრივი შესაძლებლობების ადამიანი შეიძლება ავიდეს მყარ B1-ზე ან არამყარ B2-ზე.

ვეთანხმები
და კარგია რომ დააკონკრეტა 12 თვე და არა 1 სასწავლო წელი თავისი დასვენებების გამოკლებით
12 თვეში მყარი ბ1 ძალიან კარგი შედეგი იქნება

Posted by: VenoMGag 11 Sep 2016, 18:41
VenoMGag
8640 გახდა უკვე. ადრე იყო 8040.
დოიჩე ბანკში 30 ში შევიტანე განცხადება საკონსულოდან. ველოდები ჯერ არაფერი ისმის.
იმატრიკულაცია 6 ოქტომბერს მთავრდება და წერია მოწვევაში, კონსულს მივწერე და 15 სექტემბერს გადმომიტანა ტერმინი. ტყუილა ალბათ არ გადმომიტანდა რომ არ მოსწრებულიყო 6 მდე. იქ რეალურად 3 ში უკვე უნდა ჩავიდე რა, დაზღვევა, საბუთები და ამბები. მემგონი ყველაფერი წესრიგში მაქვს რა, ერთი დოიჩე ბანკის კონტო მაკლია ტერმინისთვის , მარა თუ არ მოეწრო ქართული ბანკიდან მოიტანე ამონაწერიო.

Posted by: marimari11 11 Sep 2016, 19:29
QUOTE
8640 გახდა უკვე. ადრე იყო 8040.

აუ მართლა? sad.gif რას ამატებენ და ამატებენ

Posted by: VenoMGag 11 Sep 2016, 21:18
marimari11
კი, და წესიც შეიცვალა კონტოს გახსნის.
1 ანკეტას ავსებ
2 მიგაქვს DHL-ში იხდი ფულს (130 ლარი მგონი) კონვერტს და ჩეკს გაძლევენ
3 მიგაქვს ეგ კონვერტი და ჩეკი, ანკეტასთან, ბანკის ამონაწერთან, პასპორტის ასლთან და კიდე რაღაცასთან ერთად საელჩოში
4 საელჩო ადასტურებს ამ ანკეტას და თვითონ უგზავნის DHL-ს, რომ შემდეგ DHL-მა გაუგზავნოს DB -ს facepalm.gif
----------------------------------------------------------------
შტაატსეგზამენის მერე ეგრევე მაგისტრატურა შეიძლება? თუ რეფერენდარიატია საჭირო მაგისთვის. ვინმემ თუ იცით რომ დაწეროთ შტაატსეგზამენები და რეფერენდარიატი ზუსტად რა არის, რას მოიცავს და რამდენიხანი გრძელდება

Posted by: QWertWQ 11 Sep 2016, 21:27
VenoMGag
მე რამდენადაც ვიცი შტაატსეგზამენის მერე არ გჭირდება მაგისტრატურა
თან მაგის დიპლომით მარტო გერმანიაში შეგიძლია მუშაობა, ოღონდ დაზუსტებით ვერ გეტყვი

Posted by: VenoMGag 11 Sep 2016, 22:01
QWertWQ
ა ? spy.gif 9 სემესტრს რო ვისწავლი, გამოცდას ჩავაბარებ და დიპლომს ავიღებ საქართველოში არ მიღიარებენ?

Posted by: QWertWQ 11 Sep 2016, 22:20
VenoMGag
არ ვიცი ვერ გეტყვი ვერაფერს ზუსტად რა ხდება და როგორ
ჯობია მაინც იკითხო


Posted by: VenoMGag 12 Sep 2016, 03:21
QWertWQ
და ვინ შეილება იცოდეს? სად უნდა ვიკითხო ხომ არ იცი

Posted by: QWertWQ 12 Sep 2016, 10:32
VenoMGag
რო მიწერო მაგათ მეილზე?


Posted by: VenoMGag 12 Sep 2016, 14:56
QWertWQ
არ მპასუხობენ იმეილზე lol.gif
მოკლედ ერთმა გერმანელმა ამიხსნა: 4-5 წელი უნდა ისწავლოო, ჩააბარო შტაატსეგზამენიო, მერე მოდის 3 წლიანი რეფერენდარიატიო და აბარებ მეორე შტატს ეგზამენსო, და ხდები იურისტიო. ბაკალავრი და მაგისტრატურა აღარ არსებობსო. დუნნო, ისე დავიღალე/დავიტანჯე/ყელში ამომივიდა ყველაფერი რო ნეტა საერთოდ არ მივიღე უნიში givi.gif

-------------------------
DB-კონტო გამეხსნა დღეს, 30 ში შევიტანე. ანუ 2 კვირა დაჭირდა

Posted by: QWertWQ 12 Sep 2016, 15:28
VenoMGag

QUOTE
არ მპასუხობენ იმეილზე 

ხო
მეც მტანჯავდნენ
მაგარი ხალხია drug.gif

მოკლედ წარმატებები smile.gif

Posted by: ყაყა_ჩო 15 Sep 2016, 01:05
GRE სერთიფიკატს ვიღებ მასტერისთვის და ვინმემ არ იცით უნივერსიტეტები analytical writing ის ქულას ყურადღებას აქცევენ ? ანუ ცალკე 6 ქულიანი თემები როა.. საერთოდ რო გამოვტოვო გამოცდაზე ეგ სექცია ძაან დამეხმარება

Posted by: LOLZ 18 Sep 2016, 14:12
ყაყა_ჩო
QUOTE
საერთოდ რო გამოვტოვო გამოცდაზე ეგ სექცია ძაან დამეხმარება

ღადაობ? არ ქნა ეგ smile.gif დაგეხმარება კი არა საერთოდ გაგიფუჭებს საქმეს. როგორც არ უნდა გიჭრიდეს მაინც დაწერე. ყველა კომპონენტი მნიშვნელოვანია. GRE რად გინდა, ამერიკაში აბარებ?

Posted by: ყაყა_ჩო 19 Sep 2016, 01:39
LOLZ

არა გერმანიაში ჰუმბოლტში. GRE და GMAT არ აქვს მნიშვნელობა ორივეს ქულას ერთ წონა აქ. ვემზადები ცენტრში და AW რო ამომეგდო ვაბშე მეტ დროს დამიტოვებდა ვერბალისთვის, მაგ თემების დამუშავება წამართმევს ბევრ დროს :/

Posted by: marimari11 19 Sep 2016, 02:11
dsh პასუხები რამდენ ხანშია ხოლმე?

Posted by: LOLZ 19 Sep 2016, 04:27
ყაყა_ჩო
შანსი არ გაქვს biggrin.gif ყველა სექციას თავისი დრო აქვს და ისე ვერ იზამ რომ ერთიდან მეორეზე გადაანაწილო. ასე რომ მაქსიმლურად კარგად გააკეთე თითოეული.

Posted by: ყაყა_ჩო 19 Sep 2016, 09:57
LOLZ

გამოცდის დროს არ ვგულისხმობ biggrin.gif მოსამზადებელ დროზე ვამბობ.. ნუ რაც არი არი დავწერ მაინც :დ

Posted by: sikete 19 Sep 2016, 18:37
გერმანიაში, ნაფიცი თარჯიმნის კონტაქტები ხომ არ აქვს ვინმეს?
დიდი მადლობა.

Posted by: marimari11 27 Oct 2016, 16:25
ტესტდაფზე ვინმე თუ გახვალთ ნოემბერში იქნებ დაწეროთ მერე რა შეგხვდებათ user.gif

Posted by: Thylacine 29 Oct 2016, 13:24
დაადის საზაფხულო ენის კურსების პროგრამით ვინმე წასულხართ?
რაღაც კითხვა მაქვს mo.gif

Posted by: marimari11 11 Nov 2016, 00:56
არავინ გასულხართ ტესტდაფზე ეხლა რომ იყო?

Posted by: Makcia 11 Nov 2016, 22:55
გამარჯობათ, იქნებ ამიხსნათ გერმანიის უნივერსიტეტებში ჩაბარება როგორ ხდება, რა საბუთებია საჭირო და ა.შ? მაქვს DSD-2 დიპლომი, ვარ პირველ კურსზე (ბაკალავრია) და მინდა რომ დანარჩენი 3 წელი გერმანიაში გავაგრძელო, იქნებ ვინმე დამეხმაროთ cry.gif

Posted by: DUDEGIVBEND 13 Nov 2016, 01:05
გამარჯობათ. CV-ს თარგმნა მინდა გერმანულად და დამეხმარეთ რა ვინმემ თუ შეგიძლიატ. მე არ ვიცი ამდენი გერმანული ჯერჯერობი რო გრამატიკულად სწორად დავწერო წინადადებები.

Posted by: LOLZ 13 Nov 2016, 01:19
Makcia
წინა გვერდებზე წერია და გადაათვალიერე თემა.

Posted by: so_asdf 15 Nov 2016, 12:24
ძაან გთხოვთ, მითხარით ვისაც გამოგიცდიათ,
ოპერის პროგრამაზე ვიზაზე ხომ არ იქნება ხელისშემშლელი B1, B2 ან ტესტდაფის ქონა?
რომელზეც ფიქრობთ, რომ პრობლემურია მითხარით რა. ალბათ ტესტდაფი არ წავა.. მაგრამ B1 ან B2?

Posted by: Makcia 15 Nov 2016, 22:26
LOLZ
რამდენიმე დღეა ვათვალიერებ და ვერ ვპოულობ სამწუხაროდ facepalm.gif რამე სხვა თემაში ხომ არ არის დაპოსტილი და ხომ არ გეშლება შემთხვევით ?

Posted by: LOLZ 15 Nov 2016, 23:18
Makcia
ცუდად გიძებნია givi.gif
აქედან გაყევი პოსტებს : https://forum.ge/?showtopic=33587057&f=&st=345&#entry43476713

Posted by: Makcia 16 Nov 2016, 21:50
LOLZ
გაიხარე 2kiss.gif
-----------------

Posted by: Formula_M 18 Nov 2016, 23:49
ნორმალურად ვერ გავარკვიე რა. მომავალი წლისთვის გერმანიაში მინდა სწავლის გაგრძელება ინგლისურ ენაზე. ჭავჭავაძეში მაქ ბაკალავრი დამთავრებული.
სადაც გადავიკითხე ზოგგან წერენ რო გერმანიაში ინგლისურ ენოვანი ფაკულტეტები ძალიან ცოტაა და თითქმის ყველა ფასიანია და ა.შ.
მაინტერესებს მარტო გერმანულ ენოვანი ფაკულტეტებია უფასო თუ ინგლისურენოვანებიც უფასოა ??
ინგლისურენოვანი იმიტომ მინდა რო აშშ ში იქნებ გავაგრძელო მერე მაგისტრატურა ( თუ ფინანსებმა გამიქაჩა)
ვინც იცით დაზუსტებით გამაგებინეთ რა vis.gif

Posted by: LOLZ 19 Nov 2016, 00:48
Formula_M
არის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტები. კერძოების უმეტესობა ფასიანია და საკმაოდ ძვირი. ზოგს აქვს დაფინანსება, ზოგს არა. ასევე განსხვავდება დაფინანსების თანხაც (ძირითადად ნაწილობრივია). სახელმწიფოებში სწავლა უფასოა. უმეტესობა გერმანულადაა. არის ასევე შერეული (გერმანული და ინგლისური) კურსები, ან მხოლოდ ინგლისურენოვანი. მაგრამ ესენი ძალიან ცოტაა და კარგად უნდა მოძებნა.
და მიუხედავად იმისა, რომ სწავლა უფასოა, მაინც შენ გიწევს საცხოვრებელი ხარჯების დაფარვა (ან შენს სპონსორს).

Posted by: Formula_M 19 Nov 2016, 01:31
LOLZ
კი, ცხოვრების და სხვა ყოველდღიური ხარჯებისთვის მზად ვარ. უბრალოდ ინგლისურენოვანი სწავლება მინდა რომ აშშ-ში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში გავარგრძელო სწავლა იგივე ენაზე. როგორ ფიქრობ ღირს გერმანიაში ინგლისურად სწავლის გაგრძელება თუ სხვა ვეძებო ?

Posted by: LOLZ 19 Nov 2016, 19:34
Formula_M
გერმანიაში სწავლის გამოცდილება არ მქონია. ამერიკაში კი. პირდაპირ ამერიკაში რატომ არ გინდა რომ ჩააბარო?

Posted by: Formula_M 19 Nov 2016, 22:44
LOLZ
ჯერჯერობით თანხა არ მყოფნის. დაახლოვებით 30 უნდა ფასიან უნის რაც მე ვნახე წელიწადში. უფასოზე არც ვარ იმ დონეზე რო გავქაჩო და გრანტი ავიღო. ვფიქრობ ჯერ გერმანიაში ვისწავლი და იმ დონეზე მივალ რო უფასოზე კონკურენტუნარიანი ვიყო.

Posted by: LOLZ 19 Nov 2016, 22:52
Formula_M
ენის ცოდნასთან ერთად სხვა დეტალებსაც ექცევა ყურადღება.
გერმანიაში თუ დაამთავრებ მაგისტრატურას, ამერიკაში დოქტორნტურაზე წახვალ თუ მეორე მაგისტრატურაზე?

Posted by: Formula_M 20 Nov 2016, 01:20
LOLZ
ამერიკაში დოქტორანტურა მინდა + სტაჟირება აუცილებლად.

Posted by: sandroEVO 20 Nov 2016, 16:23
Formula_M
გერმანიაში თუ ისწავლი გერმანულ ენაზე სწავლა უფასოა ხოლო თუ ინგლისურად ისწავლი გერმანიაში ფასიანია,გააჩნია უნივერსიტეტს

სერთიფიკატი გჭირდება აიელტისის ინგლისურად თუ აპირებ სწავლას სხვა არაფერი სერიოზული უბრალოდ საბუთები ელემენტარული.

ასევე არის შანსი დაფინასნების ოღონდ კარგი გპი გინდა,მოკლედ ინგლისურის სერტიფიკატი 8.0ზე მეტი მემგონი აიელტისი და ფული,თავისუფლად გააგრძელებ მაგისტრატურაზე გერმანიაში

Posted by: Formula_M 20 Nov 2016, 18:11
sandroEVO
რაღაცეები გადავიკითხე და ინგლისურენოვანებიც არის უფასოები თუმცა შედარებით ცოტა. სემესტრში 2500- 3000 ევროს გავიმეტებ თუ უფასოზე ვერ მოვხვდი.
კიდე ერთი კითხვა მაქ. ტოეფელს ითხოვენ ამერიკაში და ვიფიქრე იქაც და იქაც გამომადგებათქო და გერმანიაში ტოეფელს არ იღებენ? ზოგგან წერია იღებენ ზოგგან წერია რო არა.

Posted by: LOLZ 20 Nov 2016, 18:17
Formula_M
იღებენ ტოეფელს. კონკრეტული უნივერსიტეტის ვებგვერდზე უნდა გადაამოწმო. ზოგი სხვა ტესტსაც იღებს, მაგალითად FCE. თუ გაურკვევლად უწერიათ (მაგალითად, ინგლისური ენის დამადასტურებელი სერთიფიკატი), მაშინ სჯობია მიწერო და დააზუსტო. ასეთ შემთხვევაში შეიძლება FCE ან სხვა რამეც მიიღოს, რომელიც შენი ინგლისურის დონეს დაამოწმებს ბ2 დონეზე.
და სჯობია რომ წასვლამდე სალაპარაკო გერმანულიც ისწავლო. ისე გაგიჭირდება ინტეგრაცია.

Posted by: sandroEVO 20 Nov 2016, 23:31
Formula_M
არ მახსოვს ზუსტად მემგონი ძალიან ცოტა ადგილას იღებენ ტოეფელს გერმანიაში

Posted by: LOLZ 20 Nov 2016, 23:39
sandroEVO
ჰოდა დააზუსტე და ისე დაპოსტე ხოლმე biggrin.gif თითქმის ყველგან იღებენ. გადახედე ნებისმიერი გერმანული უნივერსიტეტის მოთხოვნებს, სადაც ინგლისურენოვანი სწავლაა და ნახავ.

Posted by: Formula_M 22 Nov 2016, 18:44
LOLZ
sandroEVO
მადლობა alk.gif

Posted by: ილონენ 3 Dec 2016, 21:41
გამარჯობა, 30 - 31 იანვარს გასაუბრებაზე ხომ არ ხართ დაბარებული ვინმე? ან ხომ არ ყოფილხართ წინა წლებში? დამაკვანიანეთ

Posted by: zaza1993 22 Dec 2016, 12:34
gpa-ს ან ნიშნების ფურცელს ექცევა ყურადღება მაგისტრატურაში ჩაბარების დროს? ან რა არის საჭირო რომ მაგისტრატურაში ჩააბარო? სამსახურის პრობლემა მექნება იქ ? ბევრი კითხვა მიტრიალებს თავში და ჯერ კიდევ ვფიქრობ წავიდე თუ არა. რამდენ ხანია საჭირო გერმანულის სასწავლად?

Posted by: I_Got_Swag 23 Dec 2016, 00:41
პირველკურსელს რა შესაძლებლობები აქვს გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად? smile.gif

გერმანულ ენაზე რომ ისწავლოს თან. იქნებ დამაკვალიანოთ

Posted by: menina55 23 Dec 2016, 01:04
QUOTE (zaza1993 @ 22 Dec 2016, 12:34 )
gpa-ს ან ნიშნების ფურცელს ექცევა ყურადღება მაგისტრატურაში ჩაბარების დროს? ან რა არის საჭირო რომ მაგისტრატურაში ჩააბარო? სამსახურის პრობლემა მექნება იქ ? ბევრი კითხვა მიტრიალებს თავში და ჯერ კიდევ ვფიქრობ წავიდე თუ არა. რამდენ ხანია საჭირო გერმანულის სასწავლად?

კი დიდი მნიშვნელობა აქვს gpa-ს , საკმაოდ მაღალი უნდა გქონდეთ
ამასთან ერთად საჭიროა ენის სერთიფიკატი c1 -ი დონის

მეც მაინტერესევს სხვა რამე თუა კიდევ საჭირო
თუ ვინმემ იცით იქნებ დაწეროთsmile.gif

Posted by: tatasmate123 6 Jan 2017, 21:05
გამარჯობა, მაინტერესებს სად შეიძლება მივიღო ამომწურავი ინფორმაცია გერმანიაში მაგისტრატურის გავლასთან დაკავშირებით.იქნებ დამეხმაროთ?

Posted by: zigfried 29 Jan 2017, 21:56
ხალხო ერთი კითხვა მაქვს
სკოლის მოსწავლეს ( მაგ. მე-10 კლასელს) გერმანულ კოლეჯში შეუძლია ჩაბარება?

თუ აუცილებლად ჯერ სკოლა უნდა დაამთავროს?

Posted by: LOLZ 29 Jan 2017, 22:00
zigfried
თემა დაათვალიერე. შეიძლება ვინმეს რამე ეწეროს.
წესით შესაძლებელი უნდა იყოს საბუთების გადატანა გერმანულ სკოლაში. აქამდე არ გამიგია მსგავსი შემთხვევები. უფრო ს კოლის შემდეგ მიდიან ხოლმე. გუგლში მაინც იქნება ინფორმაცია givi.gif

Posted by: zigfried 29 Jan 2017, 23:20
LOLZ
უი ყოფილა მსგავსი თემა user.gif

მადლობა, დავსერჩავ აბა

Posted by: Expecto Patronum 9 Mar 2017, 22:01
ბავშვებო,რამდენიმე კითხვა მაქვს:
1. თსუს ბაკალავრიატის დიპლომს თუ აღიარებენ გერმანიაში?
2. სასწავლო ვიზის გაცემისას, მაინცდამაინც რომელიმე კომპანიამ უნდა დაგაფინანსოს,ან გერმანიის მოქალაქემ,ან თანხა უნდა გედოს ანგარიშზე? საქართველოს მოქალაქეს,მაღალი შემოსავლებით, არ შეეძლება,რომ დაგაფინანსოს?
3. მაგისტრატურა თუ გაქვს გავლილი და ისევ მაგისტრატურაზე აბარებ, შენი ჯიპიეი მაინც ბაკალავრიატის დიპლომიდან ითვლება? თუ მაგისტრატურის?

Posted by: marimari11 10 Mar 2017, 00:33
Expecto Patronum
QUOTE
1. თსუს ბაკალავრიატის დიპლომს თუ აღიარებენ გერმანიაში?

კი
გადამოწმებაც შეგიძლია http://anabin.kmk.org/anabin.html
QUOTE
2. სასწავლო ვიზის გაცემისას, მაინცდამაინც რომელიმე კომპანიამ უნდა დაგაფინანსოს,ან გერმანიის მოქალაქემ,ან თანხა უნდა გედოს ანგარიშზე? საქართველოს მოქალაქეს,მაღალი შემოსავლებით, არ შეეძლება,რომ დაგაფინანსოს?

ეს ჯერ ვერ გავარკვიე.ზოგი ამბობს შეიძლებაო და გაუკეთებიათ ადრე ზოგი ამბობს არაო.მგონი მაინც შესაძლებელია

Posted by: Expecto Patronum 10 Mar 2017, 11:09
marimari11
დიდი მადლობა :3

კიდევ ერთი კითხვა, გერმანული არ ვიცი ჯერ საერთოდ, გოეთეში ვფიქრობ მომზადებას 1.5 წელი, და იქიდან გამოტანილი B2-ის სერთიფიკატი ჩაითვლება იმის საბუთად,რომ გერმანული ვიცი? თუ რამე გამოცდაა ინგლისურის (IELTS) პონტში? და ვისაც გამოცდილება გაქვთ, კერძო რეპეტიტორთან ჯობია,თუ -იქ?

Posted by: marimari11 10 Mar 2017, 11:40
Expecto Patronum
გერმანიაში სწავლა თუ გინდა ც1 დაგჭირდებაოღონდ გოეთეს ც1 არ ჭრის გოეთეს ც2 ითხოვენ :დ
testdaf უნდა გქონდეს ოთხივე ნაწილში 4 ქულა 4X4
ან dsh მეორე დონე
ზოგში telc c1 hochschule ჭრის
QUOTE
და ვისაც გამოცდილება გაქვთ, კერძო რეპეტიტორთან ჯობია,თუ -იქ?

მე კერძოს გირჩევდი.

Posted by: Expecto Patronum 10 Mar 2017, 14:07
marimari11
daad-ის პროგრამებს ვნახულობდი და მაგისტრატურის პროგრამაზე არ ითხოვენ.. ზოგგან არცაა გერმანულის მითხოვნა. და სადაცაა,მაქსიმუმ ბ2
ვინმე ხომ არ იცით,კარგი რეპეტიტორი? sad.gif

Posted by: marimari11 10 Mar 2017, 17:21
Expecto Patronum
აა შენ ინგლისურად გინდა სწავლა?

Posted by: bunny-bae 10 Mar 2017, 22:07
გერმანიაში ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლაც იაფია/უფასოა უხოელისთვის?

Posted by: Euler 10 Mar 2017, 23:25
bunny-bae

გერმანიაში სწავლა ყველასათვის უფასოა, როორც გერმანელებისათვის ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის, უფასო ანუ- არ იხდი სწავლის ფულს ცალკე, თორემ სემესტრში საშუალოდ 230 ეუროა (ბუნდესლანდს გააჩნია) გადასახადი სტუდენტური ბარათი რომ აიღო, რითაც მენსაში, ფასდაკლებებზე და ტრასპორტზე (უფასოდ შესაბამის ბუნდესლანდში) ისარგებლებ.

Posted by: altsap 11 Mar 2017, 20:17
Moinsen allerseits,

uni-assist ჰო ითხოვს bei der Bewerbung (in das 1. Fachsemester) სკოლის ნიშნების ფურცელს. ჰოდა გავაგზავნე მარტო სკოლის ბოლ ოორი წლის ნიშნების ფურცელი,

და ახლა მომივიდა Bescheid, რომ VPD უნის გადაუმისამართდა, ანუ არ ითვლება ბოლო ორი წლის ნიშნების ფურცელი არასრულყოფილად.

ჰოდა მაინტერესებს, არის შანსი, რომ უნივერსიტეტიდან Abhlenungsbescheid მომივიდეს aufgrund der Unvollständigkeit der Unterlagen?

ვიკითხე uni-assit-შიც, რამდენიმე უნიშიც, მაგრამ eindeutig პასუხს ვერავინ მაძლევს, რომელი წლის ნიშნების ფურცელია საჭირო bei der Bewerbung.

თქვენ თუ გქონიათ მსგავსი გამოცდილება და რას მეტყვით? არსებობს იმის შანსი, რომ უარი მომივიდეს? არსად არ არის მითითებული (არც anabin-ზე) მსგავსი ინფო.

Posted by: ჯარჯი 19 Mar 2017, 22:16
marimari11

ამერიკაში ვფიქრობ წასვლას და ამ კვლევა-ძიებაში გერმანიაში დასაქმების შანსი გამომიჩნდა. ზეპირად როგორც ვიცი გოეთეს სერთიფიქკატს ითხოვენ მინიმალურ ზღვარს ანუ ც1ია ალბათ. საათში 14 ევროც მგონი ცუდი არ უნდა იყოს თან როგორც ამბობენ საკმაოდ კარგ ფასად მპირდებიან ბინას ხელფასის გათვალისწინებით. თითქოს ჭკუაში დამიჯდა თან ახლოა ევროპა. ეს ც1 ან ც2 რა დონეა რამდენ ხანში შეიძლება რომ ვისწავლო? ინგლისური ვიცი ვემზადებოდი მთელი ბავშვობა და არამგონია გამიჭირდეს. ხოდა შეკითხვა smile.gif > როგორ ან სად ბარდება ან ვინ ამზადებს გოეთეს ტესტებისთვის?

Posted by: abes777 19 Mar 2017, 22:22
QUOTE (Euler @ 10 Mar 2017, 23:25 )
bunny-bae

გერმანიაში სწავლა ყველასათვის უფასოა, როორც გერმანელებისათვის ასევე უცხოელი სტუდენტებისთვის, უფასო ანუ- არ იხდი სწავლის ფულს ცალკე, თორემ სემესტრში საშუალოდ 230 ეუროა (ბუნდესლანდს გააჩნია) გადასახადი სტუდენტური ბარათი რომ აიღო, რითაც მენსაში, ფასდაკლებებზე და ტრასპორტზე (უფასოდ შესაბამის ბუნდესლანდში) ისარგებლებ.

Mba ვნახე გერმანიში და 30000 ევროდან იწყება ფასები..

Posted by: LOLZ 19 Mar 2017, 23:56
abes777
ეგ კერძო უნივერსიტეტი იქნებოდა. სახელმწიფო რომელიცაა ისინი დაათვალიერე.
* * *
ჯარჯი
მინიმალურს ბ2-ს ითხოვენ თუ სწორად მახსოვს. upper intermediate-ის ექვივალენტია მგონი. დაახლოებით 1 წელი დაგჭირდება ინენსიური მეცადინეობა. მეტი თუ არა.

Posted by: sanfol 20 Mar 2017, 00:00
ჯარჯი
QUOTE
ეს ც1 ან ც2 რა დონეა რამდენ ხანში შეიძლება რომ ვისწავლო?

QUOTE
ც1 ან ც2

ბოლო დონეებია smile.gif

Posted by: marimari11 20 Mar 2017, 00:22
ჯარჯი
QUOTE
მინიმალურ ზღვარს ანუ ც1ია ალბათ

ა1 უნდა დაგეწერა ალბათ თორემ ც1 უნივერსიტეტში სასწავლი დონეა და ც2 საერთოდ ბოლო დონე :დ
QUOTE
როგორ ან სად ბარდება ან ვინ ამზადებს გოეთეს ტესტებისთვის?

გოეთეშიც შეგიძლია ინტენსიურ კურს თუ გააკეთებ ა1 1 სემესტრშია მგონი 3 თვეა ან 4თვემდე
QUOTE
საათში 14 ევროც მგონი ცუდი არ უნდა იყოს

ეგ სუფთა რაც გრჩება?
QUOTE
თან როგორც ამბობენ საკმაოდ კარგ ფასად მპირდებიან ბინას ხელფასის გათვალისწინებით.

რომელ ქალაქში უნდა იყო

Posted by: ჯარჯი 20 Mar 2017, 00:58
marimari11

მინიმალურ სასაუბრო დონედ რომელი ითვლება არ ვიცი, უბრალოდ ზემოთ პოსტში ვნახე უმაღლესში აუცილებელი პირობები რომ გიწერია.

კი 14 ევრო ხელზე ასაღები თანხა იქნება. ჯერ ეს ყველაფერი პირობების დონეზე ვიცი. რეკომენდაციას მიწევს ჩემი ნათესავი რომელიც უკვე მოქალაქეა და თან იმ კომპანიაში პოლონელი სპეციალისტები აყავდათ ასეთი პირობებით ჯერ კიდევ მაშინ როცა სამუშაო ვიზები გამარტივებული არ ქონდა პოლონეთს. არც ქალაქი არ ვიცი ზუსტად , ჯერ თან ენის სერთიფიკატიც არ მაქვს smile.gif


* * *
sanfol

ინგლისურშიც ბოლო დონეებია მგონი

Posted by: marimari11 20 Mar 2017, 01:12
ჯარჯი
მაშინ ა1 რომელსაც თუ კარგად იმეცადინებ 3-4თვეში აიღებ
QUOTE
კი 14 ევრო ხელზე ასაღები თანხა იქნება.

მგონი არაა ცუდი.ასეთ ამბებში სხვები უფრო ერკვევიან და დაგიწერენ პასუხს
წარმატებები

Posted by: LOLZ 20 Mar 2017, 01:37
ჯარჯი
გერმანულში შეგიძლია ცალკე მოემზადო და მერე პირდაპირ გოეთეს გამოცდაზე გახვიდე. დონეების დაყოფა ყველა ენისთვის ერთია.
14 ევრო საათში? კვირაში რამდენი საათი იმუშავებ? რომელ ქალაქში იქნები, როგორი ფასებია იქ? ბინაში რამდენს გადაიხდი? ტრანსპორტი რა ღირს? და ა.შ. ბევრი დეტალი უნდა იცოდე რომ მიხვდე რამდენად კარგი ანაზღაურებაა.

Posted by: ჯარჯი 20 Mar 2017, 02:27
marimari11
მეც ვფიქრობ რომ კარგი პირობებია.

LOLZ

მაგდენი ჯერ არ დამიზუსტებია,ვიცი რომ რეგისტრაციის თუ ჩაწერის ადგილი იგივე საცხოვრებელი ადგილი იქნება და წინასწარ მეცოდინება ყველა პირობა. თან სამუშაოსთან ახლოს და მისაღებ ფასში იქნება ბინაო. ზოგადად კიდევ ვიცი რომ ჩვეულებრივი დატვირთვა იქნება სრულ განაკვეთზე, კვირა დასვენება, შაბათი მოკლე სამუშაო დღე. კურორტი რომ არ იქნება ეგეც ვიცი ბოლობოლო გერმანიაა და იმიტომ smile.gif

და კიდევ რაღაც გასაუბრებას თუ გამოცდას ჩამიტარებენ ადგილზე რომ ჩავალ.

ენას რაც შეეხება ეხლა გავარკვიე და არც ისე იოლად ყოფილა საქმე ბ1 უკვე კაი სასაუბრო დონეა ინგლისურში და ალბათ გერმანულშიც.




Posted by: marimari11 20 Mar 2017, 02:29
ჯარჯი
ბ1 გინდა გერმანულში?
მაგას 1 წელი კი დაჭირდება

Posted by: ჯარჯი 20 Mar 2017, 02:36
+ელემენტარული ტექნიკური ლექსიკის მარაგი.ტექნიკური ლექსიკა გამოცდილ რეპეტიტორებს სავარაუდოდ კი ეცოდინებათ.


marimari11
მეც მასე ვფიქრობ. გრინკარტასაც შევავსებ და თან ვივლი გერმანულზე რომელიმე გამოვა smile.gif

Posted by: TORPEDO20 20 Mar 2017, 07:41
წავიდოდი დიდი სიამოვნებით დრო რომ დამაბრუნებია biggrin.gif

ისე როგორ ხდება რანაირად ?

Posted by: tati-tatia-tatuli 22 Mar 2017, 16:28
გერმანული ენის შემსწავლელი კურსი, სასწავლო ცენტრ ინდიგოში, სწავლა იწყება 3 აპრილიდან – https://www.facebook.com/events/1714066965574295/

Posted by: menina55 26 Mar 2017, 09:59
მაგისტრატურაზე სწავლა რა ღირს გერმანიაში?






______________





Posted by: Lord^^^Buka 29 Mar 2017, 20:45
მოკლედ რამოდენიმე კითხვა მაქვს და დავწერ თანმიმდევრულად. სამწუხაროდ აქამდე არ მიფიქრია დეტალურად ამ საკითხზე და ეხლა ვარკვევი :დ თან წინა გვერდებს ვკითხულობ ეხლა.

ნუ პირველი რაც მაინტერესებს, აქ ვამთავრებ ბაკალავრს 3-4 თვეში(თსუ-ში). და მერე მინდა გერმანიაში სწავლა. გპა 2.13 ეხლა. და პირობითად შემიძლია ავწიო მაგრამ მაინც იგივე ნაგავი გპა იქნება.
ჰოდა, მაგისტრატურაზე ვერ შევძლებ ხომ გაგრძელებას, სხვა ყველაფრის გარდა, მარტო ამ მიზეზის გამო?

და გამომდინარე ზემოდან, ვფიქრობ რომ ბაკალავრზე ჩავაბარო გერმანიაში.
რა საბუთები დამჭირდება? და რა მოთხოვნილებები იქნება ზოგადად? და ინგლისურად შემიძლია სწავლა? და გერმანულის რა დონე დამჭირდება თუ კი? თუ არადა გერმანულის რა დონე დამჭირდება რომ საერთოდ ჩავაბარო? და ნუ ამის გარდა კიდევ რეები დამჭირდება? და კიდევ სკოლის ატესტატს მიექცევა ყურადღება, თუ საერთოდ როგორ მოხდება?
ცოტა ბევრი კითხვებია მაგრამ იქნებ ვინმემ მიპასუხოს და ჩამოაყალიბოს ზოგადი ჩარჩო და უფრო ჩამოვაყალიბებ ხედვას და კითხვებს.
მადლობა <3

Posted by: Euler 20 Jun 2017, 20:40
Lord^^^Buka

ჰეი, არც ეგრეა საქმე რომ მაგ ჯიპიაით არ მიგიღონ გერმანიის მაგისტრატურაზე (admission free აქვს ბევრ უნის საკმაოდ). იმასაც გააჩნია რა ფაკულტეტზე სწავლობ, რა აქტივობები გქვს. ინგლისურადაც თავისუფლად შეიძლება ნახო სასწავლო პროგრამა (მაგისტრატურაზე განსაკუთრებით).

მაგისტრატურაზე გინდა:
დიპლომი, (ატესტატი)
ნიშნები,
რეკომენდაცია( ზოგან არა)
მოტივაცია,
ენის სერთიფიკატი,
სივი.

უფრო ვრცლად:
http://www.uni-assist.de/application-documents.html

* * *
menina55

უფასოა სწავლა. იხდი მხოლოდ სემესტრულ გადასახადს (200-300 ეურო მიწას გააჩნია) და ამით გაქვს სტუდენტური კარტა და უფასო მგზავრობა სესაბამის მიწაზე.

Posted by: giojavaxa 21 Jun 2017, 12:08
ინგლისურენოვანი პროგრამებიც უფასოა ?

Posted by: Euler 21 Jun 2017, 12:17
giojavaxa
კი, უფასოა. მიწას გააჩნია, როგორც ვიცი, შემდეგი სემესტრიდან ბადენ-ვიუტენბერგის მიწაზე სწავლის გადასახადი შემოდის...

Posted by: Lady_Bird 22 Jun 2017, 08:01
ვინმეს თუ შეგიძლიათ რჩევები დაწეროთ გერმანიაში ბლოკირებული ანგარიშის გახსნისთვის რა ნიუანსებია გასათვალისწინებელი საბუთების გადაგზავნოს დროს.

Posted by: Euler 23 Jun 2017, 20:04
Lady_Bird
ანგარიშის გახსნა უნიში ჩარიცხვისათვის არ გჭირდება, ანგარიშის გახსნა და თანხა გჭირდება ვიზის მისაღებად (სტიპენდიის არ ქონის შემთხვევაში).

Posted by: Lady_Bird 25 Jun 2017, 14:42
Euler
სადმე ვიკითხე რომ უნიში ჩაბარებისთვის მჭირდება ანგარიშის გახსნა? ბანკისთვის წარსადგენ საბუთებთან დაკავშირებით დავსვი კითხვა. ვფიქრობ რადგან თემა გერმანიაში სწავლას ეხება ანგარიშის გახსნასთან დაკავშირებულო გამოცდილებაც ექნებოდა ხალხს. უცხოურ ფორუმებზე წავიკითხე რომ.ზოგჯერ სტუდენტებს პირველივე ცდაზე არ უხსნიან ანგარიშს და ზოგს რამდენჯერმე უწევს დოკუმენტაციის გადაგზავნა. ანუ რაიმე ისეთი ნიუანსი ხომ არ არის რადგან ასე ხდება და საჭიროა თავიდანვე გათვალისწინება.

Posted by: Euler 25 Jun 2017, 14:47
Lady_Bird
არაფერი ნიუანსი არაა, ტერმინს შეათანხმებ და 2 კვირაში მაქსიმუმ კარტა მოგდის. თუ გერმანული არ იცი, შეიძლება ეგ იყოს, რომ ინგლისურად ვერ დაგელაპარაკოს, მაგრამ ესეც ძალიან იშვიათად.

Posted by: QWertWQ 5 Jul 2017, 16:25
მაგისტრატურაზე რამხელა GPA-ს ითხოვენ ხომ არ იცით?

marimari11
Euler
ბოლოს თქვენ გქონდათ პოსტები და მაგიტომ მოგნიშნეთ boli.gif

Posted by: Euler 5 Jul 2017, 16:47
QWertWQ
ჰეი,
GPA-ს ეგრე კონკრეტულად არ ითხოვენ, თუმცა რაც უფრო მაღალი გაქვს შესაბამისად შანსებიც დიდია. ზოგან admission free არის საერთოდ, ანუ ყველას ღებულობენ ვინც კი დააკმაყოფილებს ენის სერთიფიკატისა და სხვა მოთხოვნილობებს (უნის გააჩნია). ისე კი თუ http://www.uni-assist.de/-ს გამოიყენებ საბუთების გასაგზავნად უნიში, საბუთების ატვირთვის შემდეგ ევალუაციასაც მოგცემს რამდენად კარგი/ცუდია შანსი უნიში მოხვედრის.

Posted by: QWertWQ 5 Jul 2017, 16:55
Euler
მადლობა smile.gif

QUOTE
საბუთების ატვირთვის შემდეგ ევალუაციასაც მოგცემს რამდენად კარგი/ცუდია შანსი უნიში მოხვედრის.

ამის სანახავად კონკრეტულად სად უნდა შევიდე ხომ ვერ მეტყვი? user.gif

Posted by: Euler 5 Jul 2017, 17:49
QWertWQ
ზუსტად არ ვიცი, თუ არ ვცდები, თვითონ მოგწერენ საბუთების ატვირთვის შემდეგ.

Posted by: QWertWQ 5 Jul 2017, 17:56
Euler
გასაგებია

მადლობა smile.gif

Posted by: marimari11 5 Jul 2017, 18:00
QWertWQ
რა ფაკულტეტზე გინდა გააჩნია.

Posted by: siml11 5 Jul 2017, 18:07
პორნოგრაფიულ ფაკულტეტზე მოხვედრა როგორ ხდება გერმანიაში ხოარ იცით?

Posted by: QWertWQ 5 Jul 2017, 18:17
marimari11
ფსიქოლოგია
boli.gif

Posted by: sanfol 5 Jul 2017, 18:45
siml11
QUOTE
პორნოგრაფიულ ფაკულტეტზე მოხვედრა როგორ ხდება გერმანიაში ხოარ იცით?

შენი გადაღებული პორნო უნდა გააგზავნო და თუ მოეწონებათ თვითონ დაგიკავშირდებიან
ძმაკაცი წავიდა მასე და ამბობს იქაური და ქართული განათლება ცადადედამიწააო yes.gif

Posted by: LOLZ 5 Jul 2017, 18:49
siml11
Warning:
ვორნს ეთამაშები 2kiss.gif


sanfol
სხვა ადგილი იპოვეთ სატროლაოდ

Posted by: marimari11 5 Jul 2017, 18:57
QWertWQ
მეც ფსიქოლოგიაზე ვაბარებ ახლა და გული მისკდება რომ არსად მიმიღებენ
დიდი კონკურენციააო.ქულებიც დრვს შეგიძლია დაგუგლო.
რამდენი გაქვს GPA?

Posted by: QWertWQ 5 Jul 2017, 19:05
marimari11
2.5
ოღონდ წელს არ ვაბარებ მე
მეორე კურსზე ვარ ჯერ
წინასწარ მინდა თადარიგის დაჭერა biggrin.gif

Posted by: Sandro 5 Jul 2017, 19:58
გამარჯობა,

სექტემბერში გერმანიაში მივდივარ "ერასმუს+" -ის ფარგლებში, ერთი სემესტრით. მიმღებ უნივერსიტეტთან გასავლელ საგნებზე მაქვს მიმოწერა და შეიძლება admission letter-ს ცოტა დააგვიანდეს.
სასწავლო ვიზის მიღების პროცედურა დროში როგორ იწელება?
ერასმუსის გრანტის დამადასტურებელი დოკუმენტი საიდან უნდა გამოვითხოვო?

პ.ს. გეპეიდან მივდივარ და მაგიტომ მიწევს ჩემი ჩართულობის ასეთ დონემდე გაზრდა 

Posted by: marimari11 5 Jul 2017, 21:27
QWertWQ
თუ მართალია რასაც ამბობენ ფსიქოლოგიახე ეგ ქულა არ გეყოფა
3+

3.3 3.4 არის უკვე კაი შანსები.

ინგლისურის სწრთიფიკატიც აიღე ბოლოს
აიელტოსი 5.5 ეყოფა
და გერმანულის ც1
რამე პრაქტიკაც გაიარე სადმე

Posted by: QWertWQ 5 Jul 2017, 21:37
marimari11
მადლობა

QUOTE
მეც ფსიქოლოგიაზე ვაბარებ ახლა და გული მისკდება რომ არსად მიმიღებენ

მიღებას გისურვებ smile.gif

და თუ არ დაგავიწყდება დაწერე როგორი კონკურენცია იყო რო მიგიღებენ user.gif

Posted by: Euler 6 Jul 2017, 19:00
Sandro
ერთ თვემდე უნდა ვიზას წესით, (თუ რამე არ შეიცვალა 1 წელში).

Posted by: marimari11 26 Jul 2017, 15:48
ჩავირიცხე მაგისტრატურაზე rolleyes.gif bis.gif bis.gif
ახლა რა მაინტერესებს....
30ივლისამდე უნდა მივუთითო ონლაინ პორტალშI მინდა თუ არა ადგილი...Wenn Sie das zugewiesene Studienfach annehmen wollen, bestätigen Sie dies bitte bis spätestens zum 30.07.2017
მაგრამ Einschreibung გვიან არის
Die Möglichkeit zur persönlichen Einschreibung besteht in der Zeit vom 25.09.2017 bis 29.09.2017

სხვა უნივერსიტეტებიდანაც ველოდები პასუხებს.აგვისტოს შუა რიცხვებიდან იქნება შედეგები
ახლა რომ მივუთითო ამ უნივერსიტეტზე რომ მინდა ადგილი მერე სხვა უნივერსიტეტმაც რომ მიმიღოს და მეორეში მომინდეს სწავლა რამე პრობლემა შემექმნება?

Posted by: კოსტარიკელი:)გლეხი 26 Jul 2017, 16:03
marimari11
გილოცავ დაგემატები ფბ და იქ მოგილოცავდი საჩუქარსაც მოგართმევდი მარ არააა ზდიე სტეფანებსსსსსსსსს
ჩემნაირი ბიჭი და ოქროები არრრრრრრრრრ.
გილოცავ მანც
ჯაჯეტა არ ვარ გული მაქ ოქრო
user.gif
იმ ჯგუფის ერთ-ერთი ადმინი მეც ვარ და შენს პოსტებს ვხალისობ ხოლმე რა ბჟუტურა ხარ lol.gif
ზოგან არა ეგრე . არის უნების სადაც არ შეგექმნება პრობლემა.
მე დამემართა ეგრე ზუსტად :დ მეშინოდა და თურმე სულ ტყუილათ :დ

Posted by: marimari11 26 Jul 2017, 16:10
კოსტარიკელიsmile.gifგლეხი
QUOTE
რა ბჟუტურა ხარ

ეგ შენ<თვითონ ხარ lol.gif lol.gif

უნარები არა ის არაფერი არ არის დასაწერი

მადლობა მოლოცვისთვის

Posted by: კოსტარიკელი:)გლეხი 26 Jul 2017, 16:18
marimari11
უნები ანუ უნივერსიტეტები-თქო და არა უნარები.
მეც მაქვს მოწვევა ,უფროს სწორად გადამზადება ;D მაგრა თავს ვიკავებ გერმანიში სწავლისგან :დ
შენი ასაკის რომ ვიყო ბაზარი არა biggrin.gif
ხოდა იმას გებნები ზოგიერთ უნივერსიტეტში არა პრობლეამ -თქო
ჯგუფი აქვთ მგონი მაგათ ნახე აბა.

Posted by: marimari11 26 Jul 2017, 16:38
კოსტარიკელიsmile.gifგლეხი
QUOTE
ჯგუფი აქვთ მგონი მაგათ ნახე აბა.

რა ჯგუფი?

Posted by: კოსტარიკელი:)გლეხი 26 Jul 2017, 16:42
marimari11
სადაც მოხვდი ანუ სწავლა გინდა გაგრძელო.
აქვთ გერმანულ უნივერსიტეტებს ჯგუფები .
ფბ ნახე აბა.
მე სადაც მინდოდა ადრე იმათ ქონდათ ჯგუფები და ერთ-ერთ ჯგუფში იყო კიდე ლინკები თუ ვნახე მერე დაგილინკავ.
მე გერმანული არ ვიც და შენ დაწერე ,ოღონდ :დ

Posted by: *DrEamCaTcHer* 26 Jul 2017, 17:54
რას მეტყვით ა1 იდან ენის სწავლა 1 წელიწადში მერე რო უნივერსიტეტში გავაგრძელო ძაან ფანტასტიკის სფეროა ხო? sad.gif

Posted by: Euler 26 Jul 2017, 19:21
*DrEamCaTcHer*
არა, არაა ფანტასტიკა, მე მყავს მეგობარი ბულგარეთიდან, A1 ით დაიწყო წინა სექტემბერში და ორი კვირის წინ აიღო DSH და შემდეგ სემესტრიდან როგორც სტუდენტი ეგრე გააგრძელებს.

ასე რომ ყველაფერი მონდომებაზე და იმაზეა დამოკიდებული, რამდენ დროს დაუთმობ ^^

ერთი უპირატესობა ის ქონდა ამას ოღონდ რომ გერმანულად უწევდა კონტაქტი ხალხთან და ეს ძალიან ეხმარება,

Posted by: *DrEamCaTcHer* 27 Jul 2017, 11:54
Euler
აუჰ მადლობა ცოტა მომემატა მოტივაცია biggrin.gif

Posted by: Euler 27 Jul 2017, 15:52
QUOTE (*DrEamCaTcHer* @ 27 Jul 2017, 11:54 )

აუჰ მადლობა ცოტა მომემატა მოტივაცია  biggrin.gif

*DrEamCaTcHer*

"შექალო/შეკაცო", რა სათქმელია! ))))))

Posted by: marimari11 17 Aug 2017, 10:16
QWertWQ
არც ისეთი რთული არ ყოფილა givi.gif მაგრამ შენი GPA ახლა რაც გაქვს მაინც დაბალი აწიე აუცილებლად
და ერთ რჩევას მოგცემ რა :დ GPA რაც შეიძლება აწიე , დააკლი თავი drug.gif ერთი ნახევარი წელი იქნებ სადმე იმუშაო გამოცდილება დააგროვო იმ განხრით სადაც გინდა რომ ჩააბარო.
ინგლისურის ბ1იც არ დაიზარო და ბერლინში გააგზავნე საბუთები.ეგეთი ქალაქი გერმანიას კი არა მგონი მსოფლიოს არ აქვს

Posted by: QWertWQ 17 Aug 2017, 10:25
marimari11
QUOTE
მაგრამ შენი GPA ახლა რაც გაქვს მაინც დაბალი აწიე აუცილებლად

კი ვიცი
დებილი ვარ აქამდე რო მივიყვანე საქმე, მარტივია არადა კარგი GPA

QUOTE
ბერლინში გააგზავნე საბუთები.ეგეთი ქალაქი გერმანიას კი არა მგონი მსოფლიოს არ აქვს

ვიცი ნამყოფი ვარ ბევრჯერ biggrin.gif

მოკლედ მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif

Posted by: marimari11 17 Aug 2017, 10:27
QWertWQ
QUOTE
ვიცი ნამყოფი ვარ ბევრჯერ

სხვა გერმანულ ქალაქებშიც ხარ ნამყოფი? givi.gif

* * *
QUOTE
ვიცი ნამყოფი ვარ ბევრჯერ

როგორ ხარ ნამყოფი? კარგად შეიგრძენი ბერლინი თუ მუზეუმებისთვის? user.gif

Posted by: QWertWQ 17 Aug 2017, 10:52
marimari11
მიუნხენში, ჰამბურგში ოღონდ დიდი ხნით არა
QUOTE
როგორ ხარ ნამყოფი? კარგად შეიგრძენი ბერლინი თუ მუზეუმებისთვის?

lol.gif
მუზეუმებისთვის

ზოოპარკი შევიგრძენი up.gif
სხვა მანდ არც არაფერია ჩემთვის საინტერესო

Posted by: giojavaxa 17 Aug 2017, 11:18
3.9 GPA პირველი კურსი დავხურე

ინგლისური დაბალ დონეზე


გერმანული არა


მეშველება რამე ?

Posted by: LOLZ 17 Aug 2017, 11:33
giojavaxa
ან ერთი უნდა ისწავლო, ან მეორე, ან ორივე ერთად. სხვანაირად არაფერი გეშველება boli.gif

Posted by: giojavaxa 18 Aug 2017, 22:57
LOLZ
ინგლისური მირჩევნია...

მარა უფასო სწავლა და სტიპენდიები ინგლისურენოვანებისთვის არის გერმანიაში?

Posted by: marimari11 18 Aug 2017, 23:02
giojavaxa
QUOTE
მარა უფასო სწავლა და სტიპენდიები ინგლისურენოვანებისთვის არის გერმანიაში?

ძაან ცოტა
გერმანიაში თუ გინდა გაიქაჩო გერმანული უნდა იცოდე
ინგლისურად არის პროგრამები მაგრამ ცოტა.იმასაც გააჩნია რა მიმართულებით გინდა
დაადს აქვს ინგლისურ პროგრამებზეც დაფინანსება

Posted by: giojavaxa 19 Aug 2017, 14:52
marimari11
აუჰ.sad.gif

დავკარგულვარ ცხოვრებაში და ეგაა

Posted by: marimari11 19 Aug 2017, 15:04
giojavaxa
მოძებნე მაინც რაზე გინდა სწავლა და ინგლისურად სად აქვთ

Posted by: A.M 2 Sep 2017, 21:53
DAAD - ის სტიპენდიით ვინც წასულხართ....

რამდენად რთულია სტიპენდიის მოპოვება (ინგლისურენოვანი პროგრამისთვის, ტექნიკური სფერო)?
სტიპენდიის მოპოვების შემთხვევაში ბაკალავრიატის დასრულებისთანავე იწყებ სწავლას თუ გეკარკება წელი? (ფულბრაიტზე გეკარგება წელი მაგალითად)
რა ფაქტორები განსაზღვრავს ძირითადად სტიპენდიის მოპოვება / არ მოპოვების საკითხს?

Posted by: Caddie 3 Sep 2017, 00:23
სწავლობთ ვინმე "Ludwig-Maximilians-Universität München" - ში? biggrin.gif

Posted by: menina55 22 Sep 2017, 17:11
სემესტრი რა ღირს სწავლა?
ყველა რო გაიძახის იაფია იფიოააააო


?



_____________________

Posted by: George944 23 Sep 2017, 13:06
გამარჯობათ, ორი კითხვა მაქ რაც ზუსტად ვერაფრით გავიგე.
1. ინგლისურად სწავლის შემთხვევაშიც, საჭიროა თუ არა იცოდე გერმანული.
"გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთები (ენის შემსწავლელი კურსის მოწმობები
ან გერმანული ენის დიპლომი), ასეთის არსებობის შემთხვევაში- ორიგინალი + ორი ასლი;
 სრული ბიოგრაფია (CV) ორ ეგზემპლარად;
"
2. ერთი წელი აქ რომ ისწავლი უნივერსიტეტში, პროგრამა აუცილებელია ახლოს იყოს იმ პროგრამასთან რაზეც იქ ჩაბარება გინდა? თუ კი, რამდენად ახლოს?

Posted by: George944 26 Sep 2017, 00:40
?-----------------------------------------------------------------------------

Posted by: marimari11 26 Sep 2017, 01:01
menina55
სწავლის გადასახადი როგორც ასეთი არ არსებობს
არის სემესტრული შესატანი სტუდენტური ბილეთის და რაღაც ეგეთებისთვის 200დან 300 ევრომდე.გააჩნია უნივერსიტეტს
მე მიწევს 270 ევრო
პ.ს გამონაკლიას baden württemberg აქ არაევროპელებისთვის 3000 ევრო ღირს წელი

Posted by: sanfol 26 Sep 2017, 16:17
ა2 დონის ინგლისურით გავქაჩავ სადმე ამჟამად? facepalm.gif

Posted by: asaf 28 Sep 2017, 17:48
„სამედიცინო სფეროში რა როგორაა, იქნებ დამაკვალიანოთ?

Posted by: dato19994 3 Oct 2017, 17:04
QUOTE
პ.ს გამონაკლიას ბადენ წüრტტემბერგ აქ არაევროპელებისთვის 3000 ევრო ღირს წელი


nrw-შიც იქნება სწავლა ფასიანი. http://www.spiegel.de/lebenundlernen/uni/nordrhein-westfalen-fuehrt-studiengebuehren-fuer-nicht-eu-auslaender-ein-a-1151473.html

QUOTE
„სამედიცინო სფეროში რა როგორაა, იქნებ დამაკვალიანოთ?


სამედიცინოზე ბევრი ვიწრო სფეროებია როგორც ვიცი და ზუსტად უნდა იცოდე რისი სწავლა გინდა yes.gif

Posted by: marimari11 3 Oct 2017, 17:06
dato19994
QUOTE
nrw-შიც იქნება სწავლა ფასიანი.

როგორც ვიცი ჯერ არ არის ეგ გადაწყვეტილი.არჩევნების მერე უნდა მოეფიქრებინათ
ვნახოთ იქნებ არ გახადონ

მე ვიწყებ ეხლა ნრვში მაგრამ მე არ მეხება რადგან ჯერ არ არის გადასახადი
* * *
asaf
https://www.facebook.com/groups/1868981456652388/
აი ამ ჯგუფში იკითხე

Posted by: dato19994 3 Oct 2017, 17:12
QUOTE
მე ვიწყებ ეხლა ნრვში მაგრამ მე არ მეხება რადგან ჯერ არ არის გადასახადი


მე nrw-ში ვარ ამწუთას, ჯერ 1 წლიან კოლეჯს გავდივარ და მერე უნიში ჩავაბარებ wink.gif

Posted by: marimari11 3 Oct 2017, 17:16
dato19994
აუუ სად ხარ? მიუნსტერში ხო არა? ბინას ვეძებ cry.gif

Posted by: dato19994 3 Oct 2017, 17:21
marimari11

ბოხუმში ვარ და ბინის პრობლემა ჩვეული ამბავია აქაც. ჩემს ჯგუფში ერთი ტიპი მთელი სექტემბერი ფრანკფურტიდან მოდიოდა, თან მეგობართან ცხოვრობდა biggrin.gif

Posted by: BabeRock 9 Oct 2017, 15:48
ჩემი მეგობარი ამზადებს გერმანული ენის A1 საფეხურის შესწავლის მსურველებს – გაკვეთილის ხანგრძლივობა 1 სთ და 30 წ. გაკვეთილების რაოდენობა – 8 გაკვეთილი თვეში, თითოეული გაკვეთილის საფასური 15 ლარი. მსურველებმა დამიკავშირდით

Tel: +995557404540 , e-Mail: m.beselia1@gmail.com

გამოცდილება აქვს, განათლება გერმანული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი, ბაკალავრი. მერე გერმანიაში სწავლობდა 6 წელი, იურიდიულზე.

Posted by: George944 19 Oct 2017, 17:32
QUOTE
გამარჯობათ, ორი კითხვა მაქ რაც ზუსტად ვერაფრით გავიგე.
1. ინგლისურად სწავლის შემთხვევაშიც, საჭიროა თუ არა იცოდე გერმანული.
"გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი საბუთები (ენის შემსწავლელი კურსის მოწმობები
ან გერმანული ენის დიპლომი), ასეთის არსებობის შემთხვევაში- ორიგინალი + ორი ასლი;
 სრული ბიოგრაფია (CV) ორ ეგზემპლარად;
"
2. ერთი წელი აქ რომ ისწავლი უნივერსიტეტში, პროგრამა აუცილებელია ახლოს იყოს იმ პროგრამასთან რაზეც იქ ჩაბარება გინდა? თუ კი, რამდენად ახლოს? მაგალითად, ბიზნესიდან Computer Science ზე გადახვალ?

3. კერძო უნივერსიტეტების (შავი ზღვა, კავკასიის, თავისუფალი) 1 წელსაც ჩამითვლიან, თუ აუცილებელია სახელმწიფო უნივერსიტეტის იყოს?




Posted by: Onyx′ 27 Oct 2017, 01:46
გერმანიაში, გრძელვადიანი ვიზით წასულს, ცხოვრებითა და მუშაობის უფლებით, მექნება აუსბილდუნგის გაკეთების უფლება?
+ 4 წელი მაქვს ნასწავლი სახელმწიფო უნივერსიტეტში

ანსვერს ფლიზ user.gif

Posted by: bubagasha 15 Nov 2017, 17:13
გამარჯობათ, მოკლედ რაღაც უნივერსიტეტი ვიპოვე კიოლნში და უწერიათ რომ დამთავრების შემდეგ გაცემენ diploma II_ს და განმარტავენ რო ედრება მაგისტრის ხარისხო და ანუ მაგისტრი არის თუ არა ? იქნებ იცოდეთ ვინმემ

Posted by: Divergent 30 Nov 2017, 22:34
სწავლასთან ერთსდ მუშაობთ? .

Posted by: marimari11 30 Nov 2017, 22:38
Divergent
კი yes.gif

Posted by: Divergent 30 Nov 2017, 22:41
ნახევარი თუ მთლიანი განაკვეთი? .

Posted by: Grindellwald 7 Dec 2017, 23:30
ერფურტის ან ვიტენბერგის უნივერსიტეტებში არის ინგლისურენოვანი ფაკულტეტები?
მინდა ლუთერი სადაც სწავლობდა ან ასწავლიდა იქ ვისწავლო.

Posted by: marimari11 8 Dec 2017, 00:35
Divergent
ნახევარი
თვეში 450 ევროზე მეტი არ უნდა იყოს მინი ჯობები რა
მაგრამ არაოფიციალურადაც შეგიძლია იმუშავო.ყველ ეგრე აკეთებს
მეც მათ შორის

Posted by: taamo 10 Dec 2017, 19:55
ინგლისურენოვან პროგრამებზე მინდა ვცადო და საბუთები გავაგზავნო, secondary school transcr1pts რომ ითხოვენ სამაგისტრო პროგრამაზე, სკოლის მე_11 კლასის ნიშნები უნდა მოვიძიო? აქ დამთავრებული მაქვს ბაკალავრიატიც და მაგისტრატურაც. კიდევ მაინტერესებს, ცხოვრების ხარჯები ძალიან ძვირი გიჯდებათ?

Posted by: kriistyne 12 Dec 2017, 22:39
გამარჯობათ, მაინტერესებს ვინმე თუ მოიძებნება აქ ისეთი ვინც გერმანიაში წავიდა ბელორუსიაში ორდინატურის დამთავრების შემდეგ? ან თუ ფლობთ რაიმე ინფოს ამ თემასთან დაკავშირებით

Posted by: Qurto 15 Dec 2017, 11:19
გამარჯობა, მაინტერესებს თუ არის რამე გაცვლითი პროგრამები ან სკოლები გერმანიაში (ან სხვა ევროპულ ქვეყანაში) სადაც შევძლებ ინგლისური ენა გამოვიყენო, ანუ არ ვიცი გერმანული თორე ვიცი ბევრი პროგრამა გერმანიში წასასვლელად სადაც საჭიროა გერმანული მე კი მხოლოდ ინგლისური ვიცი. იქნებ ვინმე იყოთ აქ ისეთი ვისაც გექნებათ რამე ინფორმაცია და დამაკვალიანებთ

Posted by: pato-7 17 Dec 2017, 18:45
საერთო საცხოვრებლის ამბები როგორაა? Dormitory-ები, აქვთ უნივერსიტეტებს?

Posted by: marimari11 17 Dec 2017, 20:36
pato-7
კი მაგრამ სულ რიგებია 1-2 სემესტრი 3 შეიძლება ლოდინი მოგიწიოს

Posted by: pato-7 17 Dec 2017, 23:41
marimari11
QUOTE
კი მაგრამ სულ რიგებია 1-2 სემესტრი 3 შეიძლება ლოდინი მოგიწიოს

ისე რამდენია გადასახადი საერთო საცხოვრებელში?

ბინები ძალიან ძვირია?


Posted by: marimari11 17 Dec 2017, 23:50
pato-7
QUOTE
ისე რამდენია გადასახადი საერთო საცხოვრებელში?

გააჩნია ქალაქს ოთახს და ა.შ
ჩემს ქალაქში 240დან იწყება
იენაში დაქალი 170 იხდიდა
QUOTE
ბინები ძალიან ძვირია?

ქალაქს გააჩნია

Posted by: Euler 23 Dec 2017, 01:24
Qurto
ბევრი ინგლისური პროგრამა არის. გააჩნია რა პროფესიის ხარ და რა დონეზე ფლობ ინგლისურს.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 25 Dec 2017, 21:30
გამარჯობა.
რეზიდენტურა გერმანიაში რომ გავიარო რა არის საჭირო თუ ხართ ვინმე ინფორმირებული მითხარით რა...
gpa ს აქცევენ ყურადღებას თუ გამოცდები უნდა ჩავაბრო?

Posted by: impossiblegirl 27 Dec 2017, 09:45
marimari11
QUOTE
ნახევარი
თვეში 450 ევროზე მეტი არ უნდა იყოს მინი ჯობები რა
მაგრამ არაოფიციალურადაც შეგიძლია იმუშავო.ყველ ეგრე აკეთებს
მეც მათ შორის

მარიამ შენ რომ წახვედი ეგრევე ჩააბარე უნიში და პარალელურად დაიწყე მუშაობა თუ ჯერ სამუშაოდ წახვედი =))

Posted by: marimari11 27 Dec 2017, 17:07
impossiblegirl
არა ჯერ ოპერი ვიყავი 1 წელი.ვმუშაობდი და ენის კურსებზე დავდიოდი.სერთიფიკატი ავიღე გერმანულის
ახლა ოქტომბერში დავიწყე სწავლა
* * *
c.h.I.g.u.r.h.
სამედიცინოზე რაღაც სხვანაირად არის.მგონი ჩვენთან რეზიდენტურა როგორცაა ეგრე არაა.
საგნების აღიარებაც უფრო რთულია.მე ფსიქოლოგიაზე ვარ და არ შემქნია პრობლემა მაგ მხრივ
ფბში ჯგუფი იყო georgischer ärzteverein in deutschland ქართველი ექიმები გერმანიაში ასე ეწერა და ვერ ვიპოვე ახლა :| მანდ თუ არა Georgischer Verein in Deutschland e. V. / გერმანიის ქართული სათვისტომო აქ გაწევრიანდი და გეტყვიან

Posted by: zvio773 28 Dec 2017, 21:46
სალამი,

გერმანიაში მუშაობის გამოცდილება ვისაც გაქვთ იქნებ ცოტა დამაკვალიანოთ.

სამეცნიერო კვლევის ფარგლებში ერთ-ერთმა კომპანიამ მიმიწვია სამუშაოდ, მაგრამ ეს კომპანია არ არის დიდი და ფორმალური საკითხების გარკვევა მე მიწევს. ხომ არ იცით მოკლე ვადით (4-5 თვე სავარაუდოდ) სამუშაოდ როგორ ხდება წასვლა? (რომ ვგუგვლავი რაღაც სამუშაო ნებართვა არის საჭიროო მაგრამ დეტალები ვერ დავაზუსტე კარგად)

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 28 Dec 2017, 22:08
marimari11
მადლობა ინფორმაციისთვის smile.gif კი ცოტა განსხვავებული სისტემაა მანდ რეზიდენტურის მეც მასე ვიცი. როგორც ვიცი თსსუ–ს დიპლომს ცნობს და უთვლის ბაკლავრს სრულად, თან მგონი კლინიკას უნდა დაუკავშირდე პირდაპირ და მანდ ჩააბარო გამოცდები...

ისე ხომ არ იცით მუშაობის თემა რთულია კლინიკაში უმცროს ექიმად ან ექთნად რო გაეძრო ?

Posted by: DUDEGIVBEND 28 Dec 2017, 22:10
zvio773
კომპანიამ უნდა გამოგიგზავნოს მოწვევა და სამუშაო ხელშეკრულება. მერე ამ საბუთებს სხვა დამატებით დოკუმენტებთან ერთად შეიტანთ საელჩოში და მოგცემენ 6 თვიან სამუშაო ვიზას

Posted by: taamo 2 Jan 2018, 23:26
ფრანკფურტში გოეთეს უნივერსიტეტი ხომ არ იცით როგორია? ახლომახლო ცხოვრება ძვირია? სამუშაოს შოვნა ჭირს?

Posted by: impossiblegirl 3 Jan 2018, 09:02
marimari11
QUOTE
ახლა ოქტომბერში დავიწყე სწავლა

სწავლა და მუშაობა გიჭირს? თუ არც იმდენად user.gif

Posted by: marimari11 3 Jan 2018, 13:54
impossiblegirl
არა არც ისე givi.gif მაგრამ აი გამოცდები რომ მოვა მაგას მერე მივხვდებიlol.gif

Posted by: taamo 3 Jan 2018, 14:48
მოკლედ თუ ვინმე დამეხმარებით მადლობელი დაგრჩებით. ინგლისურენოვან პროგრამებს ვეძებ, როგორც ვნახე სემესტრული გადასახადი არის უნივერსიტეტებში, 260-280 ევროა სემესტრში ძვირია ხომ მგონი? თუ ვერ ვიპოვი უფრო იაფს, თან საცხოვრებელიც რომ არ იყოს ძვირი

Posted by: Euler 3 Jan 2018, 22:37
taamo
ჰეი,

რა მიმართულებას ეძებ ეგეც რომ დაგეწერა კარგი იქნებოდა და სად თუ იცი ქალაქი/მიწა?

260-280 შედარებით მაღალია (საშუალოდ 200 ევროა) მაგრამ ისაა კარგი რომ მაგაში შედის სემესტრის მგზავრობის ბილეთი და უფასოდ მგზავრობ შესაბამის იწაზე.

საცხოვრებელზე წესით როგორც მინიმუმ ერთი სემესტრი მოგიწევს ლოდინი სტუდენტურისთთვის მაგრამ მიირებ მერე და სადღაც ეგეც (200-250) ფარგლებში. დაზღვევაა საზიზღრობა, თითქმის 100 ეუროა ყოველ თვე :/

Posted by: taamo 4 Jan 2018, 09:23
Euler

ჯერ კიდევ ძებნის პროცესში ვარ. ინგლისურენოვან პროგრამებს ვეძებ. American studies, English studies, literature ან რაიმე ამათთან დაახლოებულს. სად ვეძებო იქნებ მირჩიოს ვინმემ. ეგ ფასი ფრანკფურტში ვნახე და მეძვირება. sad.gif sad.gif

Posted by: Euler 4 Jan 2018, 13:13
taamo

[1] https://www.daad.de/deutschland/studienangebote/studiengang/en/
[2] https://www.findamasters.com/
[3] http://www.uni-assist.de/uni-assist-members.html

Posted by: taamo 4 Jan 2018, 23:25
Euler

დიდი მადლობა. smile.gif .......

Posted by: taamo 7 Jan 2018, 10:38
ფრანკფურტის უნივერსიტეტში ხომ არ სწავლობთ ვინმე? სემესტრული გადასახადი მეძვირა, მაინტერესებს ძალიან ძვირია ცხოვრება და თავის შენახვა?

Posted by: Hamode 18 Jan 2018, 01:09
გრძელვადიანი სასწავლო ვიზის მიღებას, განაცხადის შეტანიდან, რამდენი ხანი სჭირდება საშუალოდ და რაზეა დამოკიდებული? :შ

Posted by: alcest_kauan 18 Jan 2018, 16:55
გამარჯობათ

მოკლედ 2015 წლის მერე მოყოლებული ყველა პოსტი ყურადღებით წავიკითხე, ტესტებზე და გერმანული ენის ცოდნის შესახებ არის პოსტების უემტესობა (ყველაფერი ძალიან კარგია). აქა-იქ მოვკარი თვალი პოსტებს სადაც ახსნილია თუ ვიზის მისაღებად რა საბუთებია საჭირო და რა როგორ მოვიპოვოთ. მე გავეცანი გერმანის საელჩოს საიტზე, ვიზის მისაღებად, საჭორო საბუთების ჩამონათვალს. ასეთ საყურადრებო რამ წერია ბოლო საბურისთვის (რომელიც ეხება: „გერმანიაში სწავლასთან და ცხოვრებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების დამადასტურებელი საბუთი - ორიგინალი + ორი ასლი;“) ამ საბუთის მისაღებად იქვეა ნაჩვენები სამი გზაა. დავიწყებ მესამედან:
სტიპენდია. გერმანული კარგად არ ვიცი, იქ ვაპირებ ჯერ ენის კურსებს და მერე უნის, აქედან გამომიდნარე სტიპენდის იმედი არა ამქვს ამ ეტაპზე.
მეორე: 8640 ევრო უნდა მქონდეს დაბლოკილ ანგარიშზე არც ეს თანხა არა მაქვს, მაქვს იმდენი რომ ჩავალ 4-5 თვე გავქაჩო უმუშევარი (ჩასვლის თანავე სამუშაოს დაწყების იმედით და ოცნებით არ მივდივარ, ჯერ ყველაზე უარესისთვის ვემზადები), ნელ ნელა სწავლასთან ერთად ამ პერიოდში სამუშაოს ვნახავ რომ გავაგრძელო იქ ყოფნა და სწავლა. სამუშაოზე მეუბნებიან არა პრობლემა უბრალო რამეს იშოვიო რომ თავის გატანა შევძლო. ენას აქ ვსწავლობ და უფრო გავიმყარებ ამ ცოდნას წასვლამდე.
პირველი გზა არის თავდები, უნდა გყავდეს გერმანიში ვინც უზრუნველყოფს შენ იქ ცხოვრების პერიოდს ფინანსურად, ამას რაც შეხება მყავს ორი მეგობარი ისინი არ არიან ისე მყარად ეკონომიკურად რომ ეს საბუთი დამიწერონ. ისინი მხოლოდ დამეხმარებიან უნიში საბუთების შეტანაში აქ ვიზაზე როგორ გავკეთო საბუთები და მსგავსი ქალედების საკითხებში.
მე მაინტერესებს აქ მყოფთაგან ვინმე თუ იცით: არიან თუ არა ხალხი ან ორგანიზაცია (არ ვიცი) ვინც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ან ბანკში გამიყინავენ თანხას ან ფინასნური უზრუნველყოფის საბუთს დამიწერენ (გარკვეულ პერიოდზე).
თუ ამას ვინმე ამ საბუტებს არ აკეთებს გარკვეული რისკების გამო, იქნებ მითხრათ რა რისკების გამო არ აკეთებენ, რომ ვიცოდე და დავარწმუნო იმაში რომ მე არ ვარ რისკის შემცველი და ნამდვილად სასწავლებლად მივდივარ და არ ვაპირებ ვინმეს შევუქმნა რამე სახის რობლემა.

Posted by: marimari11 18 Jan 2018, 16:58
alcest_kauan
QUOTE
მე მაინტერესებს აქ მყოფთაგან ვინმე თუ იცით: არიან თუ არა ხალხი ან ორგანიზაცია (არ ვიცი) ვინც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ან ბანკში გამიყინავენ თანხას ან ფინასნური უზრუნველყოფის საბუთს დამიწერენ (გარკვეულ პერიოდზე).

არ გამიგია ასეთი რამე არასოდეს
უფრო ახლობლები და ნოცნობები წერენ ხოლმე

Posted by: alcest_kauan 18 Jan 2018, 17:00
მე მაინტერესებს აქ მყოფთაგან ვინმე თუ იცით: არიან თუ არა ხალხი ან ორგანიზაცია (არ ვიცი) ვინც გარკვეული თანხის სანაცვლოდ ან ბანკში გამიყინავენ თანხას ან ფინასნური უზრუნველყოფის საბუთს დამიწერენ (გარკვეულ პერიოდზე).
თუ ამას ვინმე ამ საბუტებს არ აკეთებს გარკვეული რისკების გამო, იქნებ მითხრათ რა რისკების გამო არ აკეთებენ, რომ ვიცოდე და დავარწმუნო იმაში რომ მე არ ვარ რისკის შემცველი და ნამდვილად სასწავლებლად მივდივარ და არ ვაპირებ ვინმეს შევუქმნა რამე სახის რობლემა.

ძალიანგთხოვთ გამომეხმაურეთ თუ რამე იცით ამის შესახებ.... და თუ ეს პოსტი აქ არ უნდა დაემწერა იქნებ მიმითითოთ სად უფრო სწორი იქნება რომ გამოვაქვეყნო

მადლობა წინასწარ )))))

* * *
კი ახლობლები წერენ ვიცი და მინდა ვიცოდე უცხოს რამდენად დაუწერენ სავარაუდოდ რაღაც რისეკების შემცველია, ანუ ამ საბუთის მქონემ რომ წესები დარღვიოს გერმანიაში მემგონი თავდებს მოთხოვენ პასუხს. ახლობელს ძალიან ადრე დაუწერეს როგორც ვიცი თანხის სანაცვლოდ და გადავიხდიდი რომ დამიწერონ მეც ეგ საბუთი

Posted by: sanfol 23 Jan 2018, 22:49
Schritte international 3

ეს წიგნი ხო არ გაქვთ პდფ-ში? rolleyes.gif

Posted by: naankaa58 23 Jan 2018, 23:43
რამდენიმე კითხვა მაქ, და თუ შეგიძლიათ ზუსტად გამცეთ პასუხები. დაახლოებით როდის უნდა გაიგზავნოს საბუთები გერმანიაში(ვიცი რომ უნვერსიტეტზეა დამოკიდებული, მაგრამ ანუ ყველაზე გვიან როდის იგზავნება ხოლმე საბუთები ზოგადად დაგვიანებული რომ არ იყოს)? ტესდაფის ჩაბარება რგორც ვიცი საკმარისია უნივერსიტეტებისთვის, და ასე არააა? და ბ1 დავიწყე ახლა, 2019 წლიის აპრილამედ ალბათ არის შანსი ხო რომ მოვასწო საფუძვლიანად მომზადება ტესდაფისთვის?

Posted by: alcest_kauan 25 Jan 2018, 18:53
uni-assist <<<< ეს რას ნიშნავს თუ იცით??? აქ რამეს გაკეთება არის საჭირო საბუტების გაგზავნამდე?..... აგრარული დავამთავრე და anabin.kmk.org ამ საიტზე შევამოწმე და აქვს აგრარულს აკრედიტაცია....

იქნებ დამაკვალიანოთ მადლობა წიანსწარ )))

Posted by: _მანის_ქაშიო? 27 Jan 2018, 14:25
გამარჯობა, გერმანიაში მიწევს
წასვლა სამსახურის პონტში.
მოკლედ, ვიცი ინგლისური და რუსული
ენები და ცოტა ფრანგული.
გერმანული ვიცი საშუალო
დონეზე... მესმის და ვსაუბრობ
ისე რომ გავაგებინო... მოკლედ.ძალიან
მჭირდება გერმანულის შესწავლა...
განსაკუთრებით ტექნოლოგიების მხრივ...
ანუ რომ დავწერო სტადიები გამართული გრამატიკით... სად ვისწავლო ხომ ვერ მეტყვით ინტერნეტში რაიმე რესურსები
არის თუნდაც ფასიანი იყოს? დრო მაქვს 5თვე. ამ ხნის განმავლობაში ნორალურად
უნდა შემეძლოს წერა-კითხვა გერმანულად.


Posted by: Giorgijee 29 Jan 2018, 20:59
აქ მაგისტრატურის უნარები უნდა გადავლახო მანდ რომ დავიწყო სწავლა

?

Posted by: marimari11 30 Jan 2018, 05:31
QUOTE (Giorgijee @ 29 Jan 2018, 17:59 )
აქ მაგისტრატურის უნარები უნდა გადავლახო მანდ რომ დავიწყო სწავლა

?

არა......................................

Posted by: Giorgijee 30 Jan 2018, 08:10
აბა იმ უნიდან მოწვევაა საჭირო ?

მე შემპირდნენ თუ გინდაო შესაძლებელია დაფინანსებით სწავლა

Posted by: alcest_kauan 14 Feb 2018, 23:23
გამარჯობათ

ვინმემ იცით ეს საკითხი: "ნინას ბლოგზე" წავიკითხე, მასე ეწერა რომ ქართული დაფინანსების ცნობა მისაღებია გერმანის ზოგიერთი ქალაქისთვის და არ საჭიროებს გერმნულ ბანკში თანხის გაყინვის ცნობის წარდგენას... და ანუ აქ რომელიმე ბანკში რომ დაიდოს თანხა და გაიყინოს ჩემს სახელზე მისაღებია ზოგიერთი ქალაქისთვის... ეს ბლოგი დაიწერა 2015 წელს ეხლა 2018 წელი თუ ვინმემ იცის ამის შესახებ დღესაც ასეა თუ არა?
და თუ ეს ასეა, თუ იცით მიუნხენი იღებს აქაურ ცნობას? ეს ინფორმაცია უნდა გადავამოწმო უცხოელების ბიუროს საიტზე რავიცი ამ საიტზე (http://www.muenchen.de) მგონი სწორად ვნახე, მაგრამ ვერ ვიპოვე ვერაფერი მსგავსი ინფორმაციის შემცველი.... თუ ვინმე ამის შესახებ რამე ინფორმაციას ფლობს იქნებ გამარკვიოთ ??? ძალიან გთხოვთ

Posted by: Reckless 8 Mar 2018, 15:35
გერმანიაში სწავლა მართლა კარგი იდეაა. მაგისტრატურა და დოქტორანტურა არ ვიცი მაგრამ ბაკალავრიატზე ბევრი მაგარი გამოყენებითი თუ ჩვეულებრივი უნივერსიტეტია. განათლება მაღალია და ფასი ძალიან დაბალი. დაახლოებით სემესტრში 300 ევროს გადახდა გიწევს, მაგრამ საცხოვრებლის მოძებნა,ჯანმრთელობის დაზღვევა,სასწავლო ნივთები,ტანსაცმელი, საჭმელი,რეკრეაცია და ა.შ. შენი ფინანსებით უნდა დაიფინანსო რაც დაახლოებით 7000-9000 ევროა წელიწადში(გააჩნია ქალაქს). ამიტომ შეიძლება უნივერსიტეტმა მიგიღოს, მაგრამ სტუდენტური ვიზა არ მოგცეს გერმანიის საელჩომ სანამ არ წარუდგენ დოკუმენტაციას, რომ ნამდვილად გაქვს ფინანსები(დაახლ 8500 ევრო ანგარიშზე).სასურველი უნივერსიტეტის მოძებნა შეგიძლია აქ:https://www.hochschulkompass.de/home.html უნივერსიტეტ(ებ)ის არჩევის შემდეგ უკვე უნდა გაარკვიო რა მოთხოვნები აქვს,რამდენია გადასახადი,დაახლოებით რამდენი დაგჭირდება რომ იცხოვრო. სტუდენტებისთვის არსებობს სამუშაოები მაგრამ სამწუხაროდ ბოლომდე ვერ დაგაფინანსებს და აქვს გარკვეული შეზღუდვები(წლისწადში სრული 120 დღიანი ან 240 ნახევარდღიანი განაკვეთი).თუ რამე კითხვები გექნება თითქმის ყველა უნივერისტეტს აქვს ინტერნაციონალური ოფისი და ასევე თბილისში არის დაადი,სადაც მნიშვნელოვანი იფორმაციის მიღება შეგიძლია.https://www.studentenwerke.de/en https://www.xn--bafg-7qa.de/ https://www.daad.de/de/ ეს საიტები კარგი ინფორმაციის წყაროა.საცხოვრებელს რაც შეეხება, უნივერისტეტებს აქვთ საერთო საცხოვრებელი,მაგრამ ყველა სტუდენტს ვერ უზრუნველყოფს. უნივერსიტეტები სტუდენტებს ეხმარებიან საცხოვრებმოძიებაში.ვინაიდან ცხოვრების ხარჯების უმეტესი წილი საცხოვრებელზე მოდის,შეიძლია,რომ რამდენიმე კაცმა ერთად იქირაოთ ბინა (https://www.wg-gesucht.de/) რასაც გერმანიაში wg-ს ეძახიან.მიუხედავად იმისა.რომ გერმანია ევროპაში საუკეთესოა უნივერსიტეტებით და ცნობილია მისი შეღავათიანი ფასებით, არსებობენ ჩემნაირი ადამიანები, ვისაც ხელი არ მიუწვდება 7000-8000 ევროსთვის, რომ წარუდგინოს გერმანიის საელჩოს. ამის შესახებ ვერაფერს ვერ გეტყვი, იმიტომ რომ მე თვითონაც არ ვიცი და გარკვევის პროცესში ვარ, მაგრამ არსებობს სპონსორები. სამწუხაროდ ყველაფრის თქმა არ შემიძლია, ამიტომ გადახედე ამ საიტებს. ყველა უნივერსიტეტს თავისი პრეტენზიები გააჩნიაsmile.gif

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 8 Mar 2018, 19:02
Reckless
არ მგონია ყველას ჰქონდეს 8კ ვინც ჩადის გერმანიაში სასწავლად. გერმანიაში განათლების მიღება იმითაა სწორედ მიმზიდველი რომ შესაძლებლობას გაძლევს თითქმის უფასოდ ისწავლო, და შენი გამომუშავებული ფულით შეინახო თავი.

Posted by: _მანის_ქაშიო? 9 Mar 2018, 01:33
c.h.I.g.u.r.h.
არც მთლად ეგრეა საქმე.

Reckless
ბინას თუ იქირავებ ვინმესთან ერთად მაგ
შემთხვევაშ ძალიან დიდ ეკონომიას აკეთებ.
მე მაქვს ნაქირავები წყვილთან ერთად.
სტუდენტები არიან და კარგად შევეწყვეთ..
თვეზე მეტი ხანია რაც ვარ აქ და 500 ევრო მყოფნის ლამის... პროსტა მე დავძრობი აქეთ იქეთ, ძალიან ცნობის მოყვარე ვარ. თუ
გაკეთებ ეკონომიას 500 ევრო თვეში გეყოფა საკაიფოდ... ჰა გაწი გამოწიე 800 ევრო...
მოკლედ სხვასან ერთად ქირაობის შემთხვევაში საკმაოდ დიდ ეკონომიას აკეთებ. პროსტა ეგა საერთოდ საბაზანო ტეხავს და ასევე ღამე სექსის ხმები, თუ ის სხვები წყვილები არიან...
საჭმელი კიდევ სულაც არ ღირს ძვირი და არც მაინდამაინც ტრანსპორტი.

Posted by: c.h.I.g.u.r.h. 9 Mar 2018, 09:57
_მანის_ქაშიო?
QUOTE
თუ
გაკეთებ ეკონომიას 500 ევრო თვეში გეყოფა საკაიფოდ... ჰა გაწი გამოწიე 800 ევრო...


იგივე ინფორმაცია მაქვს მეც დაახლოებით, და თუ 2კ + გაქვს შემოსავალი, შეიძლება ითქვას რომ ნორმალურად იცხოვრებ...

Posted by: alcest_kauan 20 Mar 2018, 12:33
გამარჯობათ როგორც ვიცი ზამთრის სემესტრზე საბუთები 15 მაისიდან 15 ივლისამდე უნდა გაიგზავნოს სასწავლებელში, და დახლოვებით პასუხს სასწავლებელი როდის აბრუნებთ იცით??? (ანუ უარს მიღებაზე ან მოწვევას) ვინც სწავლობთ ბაკალვრზე, როდის მიიღეთ პასუხი სასწავლებლიდან როცა საბუთები სასწავლებეში შეიტანეთ (ან გაგზავნეთ ან შეავსეთ ელექტრონულად). თუ ვინმემ იცით დახლოვებით ეს თარიღი იქნებ გამომეხმაუროთ.

Posted by: marimari11 20 Mar 2018, 12:53
alcest_kauan
15 ივლისამდე იყო დედლაინი და პირველი პასუხი მოვიზრე 22ივლისს მეორე 8აგვისოს
დანარჩენებიც აგვისტოში ერთის გარდა
ერთი მივიღე სექტემბროს ბოლოს

Posted by: alcest_kauan 20 Mar 2018, 14:36
გასაგებია მადლობა მე ორგან ვაგზავნი და იმედი ივლისი აგვისტოში მოვა პასუხები smile.gif

Posted by: _მანის_ქაშიო? 22 Mar 2018, 13:59
c.h.I.g.u.r.h.
2კ გეყოფა საკიფოდ.

აუ,ისტორიაზე არ სწავლობთ ვინმე ? მაგისტრატურა მინდაuser.gif სად ჩავაბარო გერმანიში და რა დამჭირდება ?mad.gif
აქ თუ ერთ წლინი გახდა აქ სჯობს,მაგრამ გერმანიშიც მაქვს საშვალება და ვშინჯავ...ფული არა პრობლემა...
თუ სწავლბთ ვინმე შემეხმიანეთ სად სჯობს...

Posted by: Alice_ 27 Mar 2018, 17:44
გერმანულის რეპეტიტორი მინდა ისეთი, რომ სახლში მოვიდეს. ოქტომბრამდე B1 რომ ჩამაბარებინოს. საბაზისო რაღაცები კი ვიცი. smile.gif

Posted by: Euler 28 Mar 2018, 12:14
Alice_
სახლში მოსვლა არა, მაგრამ მისვლას თუ მოიფიქრებ, ვიცი ორი საკმაოდ კარგი გერმნულის სპეციალისტი : )
აი B1-ს რაც შეეხება კიდევ ეგ თვითონ მასწავლებელთან უნდა დაგეგმო და შეაფასო შანსები.

Posted by: Alice_ 28 Mar 2018, 12:36
Euler
არა, მისვლით ვერ, დრო არ მაქვს sad.gif


Posted by: გუგო 2 May 2018, 17:11
ვფიქსირდები. yes.gif

Posted by: dollche90 3 May 2018, 00:23
გამარჯობათ, ვინმე ვინც გერმანიაში ბაკალავრიატზე სწავლობთ, და studienkolleg ის გარეშე, ანუ აქაური სკოლისა და უნივერსიტეტის ქულების მიხედვით ჩაირიცხეთ, იქნებ გამოგვეხმაუროთ. მაინტერესებს uni assist ს როგორ გადაყავს ქართული ქულები გერმანულ სისტემაზე და თუ შეგეძლებათ თქვენი მაგალითიც მოგვიყვანოთ, თქვენი საქართველოში მიღებული ნიშნები როგორ შეაფასა uni assistმა

Posted by: marimari11 3 May 2018, 00:30
dollche90
ფორმულაა
https://www.google.de/search?q=bayerische+formel&oq=formel+bayer&aqs=chrome.1.69i57j0l5.21006j1j7&sourceid=chrome&ie=UTF-8


მე კი მაგისტრატურაზე ჩავირიცხე მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს
უცხოელების ქულებს ასე ითვლიან
პლიუს სკოლის ბოლო სამი წლის ქულებსაც მოგთხოვენ სავარაუდოდ

Posted by: dollche90 3 May 2018, 00:46
ეს ფორმულა ვიცი კი, უბრალოდ ამ ფორმულით სკოლის ნიშნების და უნივერსიტეტის ნიშნების ცალ-ცალკე გადაყვანა შეიძლება გერმანულ სისტემაზე. როგორც უნივერსიტეტები წერენ, ორივეს, სკოლის ნიშნებსაც და უნივერსიტეტის ნიშნებსაც ითვალისწინებენ, ამიტომ მაინტერესებს ორივეს მიხედვით საერთო, ერთი ნიშანის კალკულაციას როგორ შეიძლება.

Posted by: marimari11 3 May 2018, 01:09
dollche90
პირდაპირ უნი ასისტს რომ მიწერო და კითხო? :დ

შეიძლება ცალკე თვიან სკოლას ცალკე უნის და მერე საშუალო არითმეტიკული გამოყავთ

Posted by: alcest_kauan 5 May 2018, 12:40
გამარჯობათ

მოკლედ ასეთი პრობლემა უნი ასისტს ოჯერ გავუგზავნე წერილით ყველა საჭირო დაოკუმენტი (ატესტატი, ცნობა სკოლიდან ნიშნების შესახებ (ქართულად და გერმანულად), დიპლომი და დიპლომის დანართი) ესენი ყველაფერი აპოსტელითაა დამოწმებული, საიტზე ატვირთვის და აპლიკაციების შევსების შემდგე... აპლიკაციები გადმოვწერე, ზემოთ ჩამოთვლილი საბუთებს ასლები გადავუღე, ასევე CV და პასპორტის ასლი გავაკეთე და გავგზავნე გერმანიაში.
მომივიდა პასუხი რომ არაა დასრულებული აპლიკაცია, უნივერსიტეტის დიპლომის ბეჭედზე ქონდათ პრობლემა არ ჩანდა ასლში, შემდეგ ფერადი ასლი გავუშვი სადაც უკვე კარგად ჩანდა, ისევ მოვიდა რომ არაა დასრულებული.... ეხლა მესამედ ვგზავნი ოღონდ უკვე ეს ასლები (რაც აპოსტელითა დადასტურებული) არის დედანთან შედარებული და ნოტარიულად დამოწმებული.... მაგრამ პრობლემა ისაა რომ ნოტარიუსმა რაც ამობჭდა და მიაწერა საბუთებს ყველაფერი წერია ქართულად... არ ვიცი რო გავუშვა არ მინდა ისევ უარყოფითი პასუხი მივიღო... ბოლო პერიოდში ვინმეს გაუკთებია საბუთები და თუ მოგეპოვებათ ინფრომაცია რა პრობლემა შეძლება იყოს როცა აპოსტელით არის დადასტურებული საბუთებზე როგორც ბეჭდის ნამდვილობა ასევე ხელ მომწერების ნამდვილობა.

გთხოვთ დამეხმაროთ ორშაბათს ვაპირებ საბუთების გაგზავნას.

Posted by: dollche90 5 May 2018, 18:33
alcest_kauan
რომელ ნოტარიუსთან იყავი? მეც ვაგზავნი ეხლა საბუთებს და რომ გავითვალისწინო

Posted by: marimari11 5 May 2018, 18:40
QUOTE (alcest_kauan)
მაგრამ პრობლემა ისაა რომ ნოტარიუსმა რაც ამობჭდა და მიაწერა საბუთებს ყველაფერი წერია ქართულად... არ ვიცი რო გავუშვა არ მინდა ისევ უარყოფითი პასუხი მივიღო..

პრობლემა შეგექმენა სავარაუდოდ
მე ყველაფერი მქონდა გადათარგმნილი. ქართულზე მოგწერენ ვერ ვკითხულობთო

Posted by: alcest_kauan 5 May 2018, 19:12
ნოტარიუსტან ჩემ რაიონში ნებისმიერთან მიხვალ და გაგიკეთებნ მაგ დადსტურებას.... მივიტანე სათარგმნად მარა მითხრეს რომ მერე თარგმანი უნდა დავადასტუროთ და ისევ ქართულად დაიბეჭდება თარგმანის დადასტურება და ესე როდემდე უნდა ვადასტურო???

აპოსტელს რატო არ იღებენ არ მესმის....

Posted by: taamo 6 May 2018, 09:52
სკოლის ნიშნებს რომ ითხოვენ ბოლო კლასის ნიშნები უნდა წამოვიღო სკოლიდან? თუ რამდენიმე კლასის?

კიდევ ვინც ერკვევით მაინტერესებს. თანხა ლარში რომ მედოს ანგარიშზე ხომ შეიძლება?

Posted by: Lady_Bird 6 May 2018, 18:06
მოგესალმებით ყველას,

გერმანიის საელჩოში სასწავლო ვიზისთვის საბუთებს ვერ ჩავაბარებ სანამ ბლოკირებული ანგარიშის გახსნაზე თანხმობა არ მექნება?

ანუ თანმიმდევრიბა რომ ამიხსნათ ვისაც გამკცდილება გაქვთ რა როგორ ხდება

Posted by: borbolia777 6 May 2018, 18:08
ეს ფორმულა ვიცი კი, უბრალოდ ამ ფორმულით სკოლის ნიშნების და უნივერსიტეტის ნიშნების ცალ-ცალკე გადაყვანა შეიძლება გერმანულ სისტემაზე. როგორც უნივერსიტეტები წერენ, ორივეს, სკოლის ნიშნებსაც და უნივერსიტეტის ნიშნებსაც ითვალისწინებენ, ამიტომ მაინტერესებს ორივეს მიხედვით საერთო, ერთი ნიშანის კალკულაციას როგორ შეიძლება.

Posted by: dollche90 8 May 2018, 13:28
marimari11
თუ უნი ასისტით დარეგისტრირდი, რაღაც მაინტერესებს. ხო არ გახსოვს, ეროვნული გამოცდების ჩაბარების თარიღს რომ გეკითხებიან, რომელი თარიღი უნდა შეიტანო? ჩვენთან 4 გამოცდაა და ყველა სხვადასხვა დღეს. უნი ასისტში რომ დავრეკე მითხრეს, ეროვნული გამოცდების საბუთში (რომელსაც ვუგზავნი) რა თარიღიც წერია, ის ჩაწერეო, მაგრამ ერთი თარიღი ცალკე გამოყოფილი არ არის, ეხლა ვფიქრობ უნივერსიტეტში ჩარიცხვის თარიღი ხომ არ უნდა შევიტანო?

Posted by: datoska 10 May 2018, 04:27
marimari11
შემთხვევით ხომ არ იცი, თუ 1 კურსზე ვაპირებ ჩაბარებას გერმანიის უნივერსიტეტში და აქ მაქვს აკრედიტირებული უნივერსიტეტი დამთავრებული (4 კურსი, ბაკალავრიატი) იქ დამჭირდება უნის ქულების ან სკოლის ქულების წარდგენა?

ჩაბარებას ვაპირებ, ეხლა ინტენსიურად გერმანულში ვემზადები TESTDAF-ისთვის და მინდა ჰამბურგის უნიში ჩავაბარო ბაკალავრიატზე.... რა საბუთები დამჭირდება ხომ ვერ მეტყვი დაახლოებით მაინც?
ის ვიცი რომ საჭიროა TESTDAF ში მინიმუმ 4 ქულა ყველგან... სხვა დაზუსტებით არ ვიცი...

Posted by: marimari11 10 May 2018, 15:39
datoska
კი დაგჭირდება სკოლაც და უნივერსიტეტიც ან ერთი ან ორი წელი
შეიძლება ეროვნულის ქულებიც მოგთხოვონ
ნახე საიტზე
წერია ყვრლაფერი

Posted by: datoska 11 May 2018, 00:48
marimari11
კი ვიპოვე ... მადლობა ! რამდენი რაღაცა ყოფილა საჭირო, იმედია გამოვა ყველაფერი !
კიდევ ერთხელ მადლობა.
* * *
https://owlcation.com/academia/Reasons-for-Rejection-of-German-Student-Visa

ამ ვებ გვერდზე ვიზის პრობლემებზე საუბრობს, ჩვენთან რა ხდება მაგ მხრივ ? ადვილად იძლევიან ვიზას 9000 ევრო მეყოფა ანგარიშზე? და კიდევ ვინმეს თუ აგიღიათ სასწავლო ვიზა და თუ იცით აქცევენ თუ არა ყურადღებას ქულებს?

Posted by: alcest_kauan 21 May 2018, 13:44
გამარჯობათ

მოკლედ დაიწყო უნივერსიტეტებზე რეგისტრაცია.... და რამდენიმე კიტხვა გამიჩნდა აბა ვინმემ თუ იცის

1. ვრეგისტრირდები მიუნხენის ტექნიკურ უნიში და შევსებისას მეკითხება გერმანული ენის უნარები თუ გამაჩნია, ამ ეტაპზე საქართველოსში ვსწავლობ მინდა მოწვევა მივიღო უნიდან წავიდე იქ ვისწავლო ენის კურსებზე და მერე შევიდე უნიში მითხრეს რომ ასე არის შესაძლებელიო, მაგრამ იქ რადგან არ ეწერა არაფერი ამის შესახებ და ეს ველიც სავალდებულო იყო შევსებისას ავირჩი რომელიმე. ამაზე თუ იცით რა მოხდება????
2. მეორე პრობლემა უმაღლეს განათლების მიღების კვალიფიკაცია (Higher education entrance qualification) აქაც რაღაც მოსანიშნები იყო მაგრამ ისეთი რომელიც ზუსტად ჩემ კვალიფიკაციას პასუხობდა არცერთი (რაც შეხება ჩემ კვალიფიკაციას, არის ის რომ აქ 2012 წელს დავამთავრე აგრუნი და ვიცი რომ აგრუნის აქვს აკრედიტაცია გერმანიაში და მაქვს უფლება ვისწავლო გერმანულ უნიში მოსამზადებელი კურსების გარეშე და არც ვაპირებ რომ შევიცვალო ფაკულტეტი რაც აქ დავამტავრე იგივე მინდა გავაგრძელო იქ) ამ ველში მოვნიშნე Preparatory collage (FHR) და მერე უკვე შევავსე რომ გავიარე რვა სემესტრი ბაკალავრის დიპლომი აღების თარიღი და სახელება უნისი და მდებარეობა რამდენად სწორად შევავსე და რადმენად სწორად პასუხობს მოთხოვნას თუ ვინმემ იცის?

მეროე უნიში სადაც ვავსებ განაცხადს ეს არის უმაღლესი სკოლა მიუნხენის

1. არის ერთი კითხვა რომელსაც ბოლომდე ვერ ვიგებ რა იქნებ ვინმემ იცოდეს რა უნდათ
Ein schriftlicher Antrag muss mit zum Nachweis dienender Unterlagen in amtlich beglaubigter Kopie (z.B. ärztliches Gutachten, Schwerbehindertenausweis usw.) bis zum Bewerbungsschluss eingereicht werden. Härtegesichtspunkte, die erst nach diesem Termin geltend gemacht werden oder eintreten, können nicht berücksichtigt werden. Hier handelt es sich um eine Ausschlussfrist!
Sonderantrag:*?Ja Nein
აი ეს კითხვა რომელი მივცე კი თუ არაა

2. დასაწყიში განაცხადის

user posted image

აქ სწორად არის აღნიშნული?

და მომდევნო გვეძე

user posted image

Posted by: taamo 24 May 2018, 07:08
სკოლის ნიშნებს რომ ითხოვენ, ბოლო წლის ნიშნები უნდა წამოვიღო მხოლოდ სკოლიდან? თუ რამდენიმე კლასის?

Posted by: AnEeEeE=]] 24 May 2018, 11:51
მაგდებურგის უნივერსიტეტში ვინმე სწავლობთ? ერთი მაგას აქვს ის პროგრამა რაც მე მინდა ოპერაციული კვლევები და მეორე მიუნხენს, მარა იქ წინაპირობებს არ ვაკმაყოფილებ sad.gif ცუდი უნივერსიტეტია ვითომ ეს მაგდებურგი /?

Posted by: alcest_kauan 25 May 2018, 11:06
dollche90

გამარჯობა მე ადრე დაგიწერე რომმ ნოტარიუსთან ჩემ რაიონში მივედი და იქ გავაკეთე მაგრამ შეცდომააა და ეხლა გავიგე და უკვე გავაკეთე გერმანის საელჩოში მიდი და უფასოდ კედება მიიტანე ასლები და დენები და ასე მიიტანე საბუძველი რის გამოც აკეთებ უნი ასისტის რამე მოთხოვნა ან თუ უნოისთვის აკეტებ უნის ჩეკი ლიკსტი რომ გთხოვენ საბუთებს.... თუ ნახავ ამ წერილს აუცილებლად ასე მოიქეცი მე მაშინა რ ვიცოდი და შეცდომით დავწერე
* * *

გამარჯობათ ეს საკითხები ვინმეს თუ გაუვლია და როგორ გადაჭერით??

user posted image

Posted by: taamo 26 May 2018, 18:28
იქნებ ვინმემ იცოდეთ და არ დაგეზაროთ პასუხის გაცემა. smile.gif აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტებს რომ ითხოვენ უნივერსიტეტები, ნოტარიუსთანაც უნდა დამოწმდეს თარგმანი? თუ როგორ ხდება ეს ყველაფერი გთხოვთ ვინმემ გამარკვიეთ

Posted by: datoska 26 May 2018, 20:21
taamo
http://psh.gov.ge/main/page/1/74

აი აქ არის ინფორმაცია, პირადად მე არ ვიცი და მეც მაინტერესებს

Posted by: alcest_kauan 27 May 2018, 13:18
taamo


აპოსტელი გავაკეთე მარა არ მიიღო უნი ასისტმა და ბოლოს აღმოჩნდა რომ უბრალოდ გერმანის საელჩოში მიგაქვთ დედანი და ასლი (ასლები თქვენ გააკეთეთ მარა დაკვირდით ბეჭდები ჩანდეს მაგ. ჩემი დიპლომის შავ-თეთრ ასლზე არ ჩანდა ბეჭედი და ის ფერადი გავაკეთებინე) და იქ აკეთებნ დამოწმებას ნოტარიულად გერმანი ნოტარიუსი იქ ზის და ის ასვავს ბეჭდებს უფაოს თუ მიითანთ საფუძველს რისთვის აკეთებთ (უნის შემთხევავში სადმე ჩეკი ლისტი გექნებათ სადაც ითხოვენ საბუთებს რომლებიც უნდა გაგზავნოთ და უნი ასისტის შემთხვევაში მე პირველი მეილი რო მომწერეს რეგისტრაცის მერე ის მივიტანე და გაკეთეს უშუალოდ ჩეკი ლისტი არ მომსვლია უნი ასისტისგან მოთხვონის სახით)..
რაც შეხება აპოსტელს მე ეს გავაკეთე მეგონა აპოსტელიანს უპრობლემოდ მიიღებნდენ მარა არ მიღეს სავარაუდოდ მის გარეშეც იღებენ მარტო საელჩოში დამოწმებინეთ... ადრე სადღაც ვნახე რომ აპოსტელის გარეშე გავგზავნეო და მიიღესო ამრა არ ეწერა რომ საელჩოში ჭირდებოდა დაზუსტება ნოტარიუსისგან.... ეს ინფრომაცია შემთხვევით ვნახე საელოჩოს მოსმახურებებში ასე რომ ასე კთდება და წადით საელჩოში და ყველას ესე უთხარით რომ საელჩოს ნოტარიუსმა უნდა გააკეთოს დასტური და არა რომელიმე ქართველმა ნოტარიუსმა (ეგეც გავაკეთე მარა არ მიღებენ ვიცი ეხლა ველოდები იმ გაგზავნილ საბუთებზე პასუხს) საელჩოში დადასტურებული საბუთები და კი ორი დღის წინ გავგზავნე...

Posted by: taamo 28 May 2018, 17:44
datoska
alcest_kauan


მადლობა. კიდევ ერთი შეკითხვა მაქვს. თანხას რომ ითხოვენ ანგარიშზე, ლარში რომ მქონდეს დეპოზიტზე თანხა შეიძლება? ან კიდევ რაიმე გზები ხომ არ არსებობს იქაური სპონსორის პოვნის?

Posted by: datoska 29 May 2018, 18:51
taamo
როგორც გავარკვიე არამარტო თანხას უყურებენ ანგარიშზე არამედ იმას თუ შეძლებთ თუ არა მეორე წელსაც და მესამესაც იგივე თანხის ანგარიშზე დარიცხვას, ანუ შემოსავლიანია თ უარა თქვენი ოჯახი, რადგან ვიზის აღების

საბუთში წერია ასეთი პუნქტი :
დაფინანსების საბუთი მინიმუმ პირველი სასწავლო წლისთვის 8640 ევროს ოდენობით.
o მიაქციეთ ყურადღება საინფორმაციო ფურცელს D3f .
o გთხოვთ, ასევე განმარტოთ, როგორ დააფინანსებთ სწავლას ერთი წლის შემდეგ


შესაბამისად რომ ჩაწეროთ რომ იქ ვიმუშავებო და რამე არც თუ ისე კარგი აზრია რადგან , გერმანიას ესაჭიროებ აპროფესიონალი ხალხი რომლებიც მთლიან დროს დაუთმობენ სწავლას. შესაბამისად ეგ რომ ჩაწეროთ თქვენი ვიზის აღების შანსი მცირდება.

რაც შეეხება დამფინანსებელს, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება იყოს გერმანიის მოქალაქე თუ თუგინდ საქართველოს მოქალაქე, უბრალოდ უნდა იცნობდეთ, სხვა ეგეთი სერვისი გერმანიაში არ გამეგება...

Posted by: execution 5 Jul 2018, 14:31
ჩავუჯდები გადავიკითხავ მთლიან ტემას ახლა biggrin.gif
DAAD ს ვაპირებ.


სანამ გადავკითხავ გავარკვევ ალბათ მაგრამ, ინგლისურენოვან პროგრამებზეც მინდა გერმანული?

* * *
კაროჩე გადავიკითხე მთელი თემა :დ

სტიპენდიებზე მწირი ინფორმაცია იყო :დ

DAAD ის სტიპენდიანტები სად ვიპოვო :დ

Dimitri_ nksh0x01 Starsailor
თქვენ ხომ არ იცით რამე :დ
Dimitri_

კაროჩე მივალ კონსულტაციაზე და სხვა სტიპენდიებსაც გავარკვევ :დ

Posted by: slithice 7 Jul 2018, 20:45
გამარჯობა, მოკლედ studienkolleg დავამთავრე და ახლა მიწევს საბუთების გაგზავნა და ერთი რამ მაინტერესებს. უნი-ასისტზე უნდა გავაგზავნო ქართული დიპლომი და საქართველოში ნოტარიუსთან ნათარგმნი და დამოწმებული როა, პრობლემა ხომ არ შემექმნება?

Posted by: marimari11 8 Jul 2018, 02:36
slithice
არავითარი პრობლემა არ იქნება
მეც ეგრე ვქენი

Posted by: kucinkela27 14 Jul 2018, 08:32
https://www.facebook.com/groups/967767536647882/

ვისაც გსურთ გერმანული ენისა და ლიტერატურის შესწავლა, უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით და აუდიო მასალით.შევასწავლი ყველა დონეს საფუძვლიანად!.. შევასწავლი აგრეთვე გოეთეში და უმაღლეში ჩაბარების 100 %-იანი გარანტიით, უმაღლესი ქულებით.და საუკეთესო შედეგით თანამედროვე საუკეთესო სწავლის მეთოდით DAAD_ის პროგრმაისთვის.Test_Daf-ისთვის.. A1,A2,B1,B2,C1,C2_ყველა დონეს (სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, გერმანიაში სწავლის მსურველებს, აბიტურიენტებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, ექიმებს, გოეთეს სერტიფიკატისთვის, გერმანულენოვან სკოლის მოსწავლეებს,ვარ გერმანისტი,დამთავრებული მაქვს Fachbereich Deutsch als Fremd- und Zweitsprache( Universität Wien)ავსტრიაში.ვარ ჩემი საქმის საუკეთესო მცოდნე,მაქვს14_წლიანი გამოცდილება ამ სფეროში. ამჟამად ვმუშაობ ერთ-ერთ ტურისტულ ფირმაში . დავეხმარები ასევე აუ-პაიერის პროგრამით წამსვლელებს, ოჯახის მოძებნაში.გერმანიის და ავსტრიის ძალიან ბევრ სააგენტოებთან ვთანამშრომლობ და მყავს ოჯახები ყველა მხარეში.უსწრაფესად მოვუნახავ მასპინძელ ოჯახებს გერმანიის ნებისმიერ მხარეში.ვთხოვ შემეხმიანონ მოტივირებული და სერიოზულად გერმანული ენით დაინტერესებული მსურველები. A1 _დონე 100 ლარი.

Posted by: tornike123 12 Aug 2018, 12:13
გამარჯობა. სამედიცინო დაზღვევა ვისაც გაქვთ გაკეთებული გერმანიაში, თუ შეგიძლიათ შემეხმიანეთ. რამდენიმე კითხვა მაქვს.

Posted by: Lady_Bird 17 Aug 2018, 11:44
ვინც სწავლობდით ან სწავლობთ იქნებ დამეხმაროთ, ატესტატს აპოსტილით დამოწმება უნდა თუ არა?
წამლების წაღება შეიძლება გარკვეული რაოდენობით თუ არა მაგალითად 1 სემესტრისთვის და რეცეპტის მსგავსი უნდა მქონდეს თან?
დაზღვევას გერმანიაში რომელს მირჩევთ?

Posted by: pretty 14 Feb 2019, 13:41
ხომ არ იცით სად უნდა მოხდეს ქართული დიპლომის აღიარება?

გერმანიის საელჩოს მითითებული აქვს ZAB, რომელიც ახდენს აღიარებას, თუმცა ბევრი რამ ბუნდოვანია.

ჰელფ :/

Posted by: nor-test 24 Apr 2019, 19:38
pretty
განათლებაში იკითხე (ქვეგანყოფილებას ვგულისხმობ)

Posted by: benefit123 25 May 2019, 19:40
გთხოვთ არ გაატაროთ

გამარჯობა. მოკლედ 2.5 მაქ გპაი ქულა და მესამე კურსს ვხურავ უკვე არც თუ ისე ცუდი ქულებით. ვფიქრობ რომ მეოთხე კურსზე ავქაჩავ 3.5 ამდე. ვაპირებ იელტს გამოცდის ჩაბარებას. მინდა მაგისტრატურაზე წასვლა კომპიუტერულ მეცნიერებაზე. მაინტერესებს ყველაფერი ვინმემ ამ მიმართულებაზე თუ რამე იცით სად, როგორ, როგორია? აქ ვმუშაობ ამ სფეროში და საკმაოდ კარგი გამოცდილებაც მაქ და რამე პლიუსად ჩაითვლება სადმე მოსახვედრად? ყველაზე მთავარი ისაა რომ თუ წავალ მინდა რომ ვიმუშაო კიდეც და დროის ამბავი მაინტერესებს როგორ მექნება რადგან სამსახურს უეჭველი დავითრევ თუ დრო მექნება. მოკლედ გამოცდილებს გისმენთ სად ჯობია როგორ უნდა მოვიქცე? რამე ისეთი ხო არა რაც უნდა ვიცოდე, ყველაფერი მაინტერესებს

Posted by: Asuka 3 Jun 2019, 20:04
QUOTE (alcest_kauan @ 27 May 2018, 13:18 )
taamo


აპოსტელი გავაკეთე მარა არ მიიღო უნი ასისტმა და ბოლოს აღმოჩნდა რომ უბრალოდ გერმანის საელჩოში მიგაქვთ დედანი და ასლი (ასლები თქვენ გააკეთეთ მარა დაკვირდით ბეჭდები ჩანდეს მაგ.  ჩემი დიპლომის შავ-თეთრ ასლზე არ ჩანდა ბეჭედი და ის ფერადი გავაკეთებინე) და იქ აკეთებნ დამოწმებას ნოტარიულად გერმანი ნოტარიუსი იქ ზის და ის ასვავს ბეჭდებს უფაოს თუ მიითანთ საფუძველს რისთვის აკეთებთ (უნის შემთხევავში სადმე ჩეკი ლისტი გექნებათ სადაც ითხოვენ საბუთებს რომლებიც უნდა გაგზავნოთ და უნი ასისტის შემთხვევაში მე პირველი მეილი რო მომწერეს რეგისტრაცის მერე ის მივიტანე და გაკეთეს უშუალოდ ჩეკი ლისტი არ მომსვლია უნი ასისტისგან მოთხვონის სახით)..
რაც შეხება აპოსტელს მე ეს გავაკეთე მეგონა აპოსტელიანს უპრობლემოდ მიიღებნდენ მარა არ მიღეს სავარაუდოდ მის გარეშეც იღებენ მარტო საელჩოში დამოწმებინეთ... ადრე სადღაც ვნახე რომ აპოსტელის გარეშე გავგზავნეო და მიიღესო ამრა არ ეწერა რომ საელჩოში ჭირდებოდა დაზუსტება ნოტარიუსისგან.... ეს ინფრომაცია შემთხვევით ვნახე საელოჩოს მოსმახურებებში ასე რომ ასე კთდება და წადით საელჩოში და ყველას ესე უთხარით რომ საელჩოს ნოტარიუსმა უნდა გააკეთოს დასტური და არა რომელიმე ქართველმა ნოტარიუსმა (ეგეც გავაკეთე მარა არ მიღებენ ვიცი ეხლა ველოდები იმ გაგზავნილ საბუთებზე პასუხს) საელჩოში დადასტურებული საბუთები და კი ორი დღის წინ გავგზავნე...

ეგრე აღარ არის. ერთი წელი გავიდა და შეცვლილა, არადა მეც მანდ გავაკეთე.

ახლა ითხოვენ რომ ნოტარიუსთან გააკეთო ასლის დამოწმება. ნოტარიუსი შენ თვითონ უნდა იპოვო.
და საელჩოში მხოლოდ მაშინ დაამოწმებენ, თუ შენი უნივერსიტეტი ითხოვს მხოლოდ საელჩოს დამოწმებას. თუ უნი-ასისტით აგზავნი მაშინ შანსი არ არის. მაგათ საიტზე წერია, რომ ან ნოტარიუსიო, ან საელჩოო.
და საელჩოს უნდა ისეთი სადაც მხოლოდ საელჩო წერია.

მოკლედ, ფული უნდა ყარო ახლს ნოტარიუსთან დამოწმებაში. უფასო საელჩოში დამთავრდა.

და იუსტიციის სახლში ასლის დამოწმებისთვის არ მიხვიდეთ. მანდ მხოლოდ დოკუმენტებს ამოწმებენ აპოსტილით (დოკუმენტის დამოწმება და ასლის დამოწმება ერთი და იგივე არ არის, საერთოდ სხვა პროცედურაა!). აპოსტილით დამოწმება ძალიან იშვიათად სჭირდება, მემგონი მარტო ბონის უნივერსიტეტი ითხოვდა.

Posted by: SANDRO797 14 Jun 2019, 16:12
გამარჯობათ. გერმანიის საელჩოს სამოტივაციო წერილი, რაიმე შაბლონის მიხედვით იწერება? ანუ გართულება ხომ არ აქვთ, ფორმატზე, აგებულებაზე და თანმიმდევრობაზე? ვინც გამოიარეთ ეს ამბავი, შეგიძლიათ ზოგადად მითხრათ, რა თემებზე ისაუბრეთ?

აგრეთვე, მეორე წლის დაფინანსების შესახებ, შესაძლებელია ცალკე წერილი წარმოადგინოთო, მაგრამ ასევე შეიძლება ამის შესახებ სამოტივაციო წერილში ისაუბროთო. ამ თემაში ზოგს უწერია, რომ პირდაპირ თქმა, რომ ვიმუშავებ და ფულს ისე ვიშოვიო, ცუდიაო. მაშ როგორ უნდა ჩამოვუყალიბო აზრი საელჩოს?

რაც შეეხება CV-ს. მანდ, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვთ სურათიან ან უსურათო CV-ზე? სულერთია რომელს გავუგზავნი?

Posted by: AnEeEeE=]] 28 Jul 2019, 13:40
SANDRO797
QUOTE
გამარჯობათ. გერმანიის საელჩოს სამოტივაციო წერილი, რაიმე შაბლონის მიხედვით იწერება? ანუ გართულება ხომ არ აქვთ, ფორმატზე, აგებულებაზე და თანმიმდევრობაზე? ვინც გამოიარეთ ეს ამბავი, შეგიძლიათ ზოგადად მითხრათ, რა თემებზე ისაუბრეთ?

ეხლა შემაქვს სამშაბათს განაცხადი და ჩვეულებრივად უნისთვის რაც მქონდა ის გადავაკეთე და ეგ მიმაქვს, ადრეც რო ვიყავი ერთი 5 წლის წინ მაშინაც უნისი მივიტანე და არ მქონია პრობლემა

QUOTE
რაც შეეხება CV-ს. მანდ, რაიმე პრობლემა ხომ არ აქვთ სურათიან ან უსურათო CV-ზე? სულერთია რომელს გავუგზავნი?

სურათი არგინდა

Posted by: Onyx′ 1 Aug 2019, 11:09
გამარჯობათ

მოკლედ აქ დავამთავრე ბაკალავრი საინჟინრო განხრით და ახლაც ვსწავლობ მაგისტრატურაზე, ოღონდ პიარის განხრით
ხოდა გერმანიაში ბაკალავრზე რომ დავიწყო სწავლა აუცილებლად საინჟინრო განხრით უნდა ჩავაბარო უნივერსიტეტში? სხვა ფაკულტეტზე არ ჩამითვლიან ანუ საგნებს?

Posted by: gamTungee 11 Aug 2019, 18:20
გამარჯობა, გერმანიაში მინდა ვისწავლო, ასევე მსურს ენის კურსის გავლა საქართველოში წასვლამდე, ხოდა რომელ კოლეჯში მირჩევთ ენის კურსის გავლას და რომელი დონეები უნდა გავიარო? ან რომ დამილინკოთ სადმე თუ წერია ამის შესახებ.

Posted by: kucinkela27 11 Sep 2019, 08:49
ვისაც გსურთ გერმანული ენისა შესწავლა, უახლოესი ლიტერატურის გამოყენებით და აუდიო მასალით.შევასწავლი ყველა დონეს საფუძვლიანად!.. შევასწავლი აგრეთვე გოეთეში და უმაღლეში ჩაბარების 100 %-იანი გარანტიით, უმაღლესი ქულებით და საუკეთესო შედეგით თანამედროვე საუკეთესო სწავლის მეთოდით DAAD_ის პროგრმაისთვის.Test_Daf-ისთვის.. A1,A2,B1,B2,C1,C2_ყველა დონეს (სკოლის მოსწავლეებს, აბიტურიენტებს, გერმანიაში სწავლის მსურველებს, სტუდენტებს, დოქტორანტებს, ექიმებს, გოეთეს სერტიფიკატისთვის, გერმანულენოვან სკოლის მოსწავლეებს,ვარ გერმანისტი,დამთავრებული მაქვს Fachbereich Deutsch als Fremd- und Zweitsprache( Universität Wien)ავსტრიაში.ვარ ჩემი საქმის საუკეთესო მცოდნე,მაქვს15_წლიანი გამოცდილება ამ სფეროში. დავეხმარები ასევე აუ-პაიერის პროგრამით წამსვლელებს, ოჯახის მოძებნაში.გერმანიის და ავსტრიის ძალიან ბევრ სააგენტოებთან ვთანამშრომლობ და მყავს ოჯახები ყველა მხარეში.უსწრაფესად მოვუნახავ მასპინძელ ოჯახებს.ვთხოვ შემეხმიანონ მოტივირებული და სერიოზულად გერმანული ენით დაინტერესებული მსურველები. A1 _დონე 130 ლარი 8 _გაკვეთილი

Posted by: ilia132 15 Jan 2020, 20:00
გერმანიაში სწავლის მსურველებმა საცხოვრებელი ხარჯების გარანტია უნდა წარმოადგინოს? ანუ ბანკში ანგარიში და ა.შ.

Posted by: Metal_Head 28 Jan 2020, 19:31
მაგისტრატურა მინდა გავაგრძელო გერმანიაში, გერმანული არ ვიცი მაქსიმუმ მტკიცე A2 დონე მოვასწრო წასვლამდე, ისე ინგლისურად მირჩევნია სწავლა, დავძებნე და არის უფასო ფაკულტეტებიც (ინგლისური) რომლებზეც შეიძლება გაგზავნაც ეფლის, აბიტურიენტობის დროს ბ2 დონეზე შემიფასეს ინგლისური, ახლაც რო მოვემზადო კერძო მასწავლებელთან თავისუფლად შეიძლება ც1 დონის აღება, ვერ გავიგე უბრალოდ მაგისტრატურა აქ უნდა ჩავაბარო ინგლისურ ენაზე და მერე გავაგზავნო გერმანიაში სივები და მოტივაციები რო მიმიღონ, თუ არაა აქ ჩაბარება აუცილებელი???? ჯარიდან დროებით თავის დაღწევის ამბავში, განმანათლეთ აბა, შემიმსუბუქეთ თავის ტკივილი პლზ!!

Posted by: Caravan 29 Jan 2020, 19:49
გერმანული ენის მასწავლებელი მინდა, ვინმე კარგი და თან ისეთი, რომ ორგანოების გაყიდვა არ დამჭირდეს გადასახდელად:უსერ:

Posted by: AnEeEeE=]] 31 Jan 2020, 19:45
Metal_Head
QUOTE
, თუ არაა აქ ჩაბარება აუცილებელი????

მაგისტრატურა არ გინდა აქ სავალდებულო არაა .

Posted by: natia-ameli 3 Feb 2020, 11:13
ilia132
QUOTE
გერმანიაში სწავლის მსურველებმა საცხოვრებელი ხარჯების გარანტია უნდა წარმოადგინოს? ანუ ბანკში ანგარიში და ა.შ.


კი 10200 ევრო, გაყინული ანგარიშზე, ეგ რო მქონდეს კი წავიდოდი user.gif

Posted by: Euler 2 May 2020, 04:47
natia-ameli
ვაა, გაზარდეს? 8700 იყო 2017 ში

Posted by: zizuzizu88 18 Jun 2020, 12:08
გამარჯობა, რეზიდენტურის გავლის დროს თუ არის შესაძლებელი გერმანიაში ანაზღაურებადი პრაქტიკის გაკეთება?

Posted by: Dreamer Man 22 Jun 2020, 16:45
QUOTE (Metal_Head @ 28 Jan 2020, 19:31 )
მაგისტრატურა მინდა გავაგრძელო გერმანიაში, გერმანული არ ვიცი მაქსიმუმ მტკიცე A2 დონე მოვასწრო წასვლამდე, ისე ინგლისურად მირჩევნია სწავლა, დავძებნე და არის უფასო ფაკულტეტებიც (ინგლისური) რომლებზეც შეიძლება გაგზავნაც ეფლის, აბიტურიენტობის დროს ბ2 დონეზე შემიფასეს ინგლისური, ახლაც რო მოვემზადო კერძო მასწავლებელთან თავისუფლად შეიძლება ც1 დონის აღება, ვერ გავიგე უბრალოდ მაგისტრატურა აქ უნდა ჩავაბარო ინგლისურ ენაზე და მერე გავაგზავნო გერმანიაში სივები და მოტივაციები რო მიმიღონ, თუ არაა აქ ჩაბარება აუცილებელი???? ჯარიდან დროებით თავის დაღწევის ამბავში, განმანათლეთ აბა, შემიმსუბუქეთ თავის ტკივილი პლზ!!

ყველაზე კარგს გირჩევ...

აგენტი აიყვანე

სჯობს გადაიხადო რაღაც თანხა და სრულად დაეუფლო ინფორმაციასაც და მოაგვარო საკითხიც yes.gif
* * *
gamTungee
მე პირადად დავდიოდი ქართულ გერმანულ ცენტრში.

არ გირჩევ ჯგუფურ მეცადინეობას მაქსიმუმ 2 კაცი თუ იქნებით... ფინანსებსაც გააჩნია როგორი გაქვს გირჩევ კვირაში 3 ჯერ მეცადინეობას საათნახევარი, საათი და ოცი წუთი...

თუ პროფესიული განათლება გინდა ( აუსბილდუნგი ჰქვია) B-1 B-2 დონეზე უნდა იცოდე. საშვალოდ კარგი მეცადინეობით ერთ წელიწადში გეცოდინება B1 და შეიძლება B-2 ზეც გაქაჩო

ვიმეორებ კარგი მეცადინეობით

უნივერსიტეტს რაც შეეხება სავარაუდოდ ც-1 მაინც უნდა გქონდეს

გაარკვიო უნდა


Posted by: Mariamsh 30 Jun 2020, 16:55
გერმანიაში ვისაც გინდა სწავლა დაადის ფონდის სამაგისტრო სტიპენდიებია ყველა მიმართულებით. დეტალები ნახეთ აქ https://stipendia.ge/4585-2/

Posted by: ronaldo99 6 Aug 2020, 22:37
გამარჯობა

ანაბინის ბაზაში ვნახე ის ფაკულტეტი და ხარისხი,რომელიც მე მაქვს და ეს ნიშნავს რო აღიარებულია ეს ხარისხი გერმანიაში და დიპლომსაც აღიარებენ დამატებითი პროცედურების გარეშე? ვინც იცით იქნებ დამაკვალიანოთ

მადლობა


user posted image

Posted by: nikusha2000 9 Aug 2020, 18:56
გამარჯობა.ვსწავლობ სამედიცინოზე ვარ მე-4 კურსზებდა დასრულების შემდეგ მაურს სწავლის გაგრძელება გერმანიაში და ვინც ჩახედულიხართ ასეთ საკითხებში იქნებ მითხრათ,თუ რა არის საჭირო ამისთვის,რომელ უნდა მირჩევთ.ერთი სიტყვით მოთხარით ყველაფერი,რაც ამ თმის ირგვლივ იცით და გამოცდილებაც გაქვთ,სამომავლოდ კარდიოლოგიურ პროფილს ვფუქრობ და რა ხდება ამ მხრივ გერმანიაში?

Posted by: გიორგი XII 10 Aug 2020, 12:18
QUOTE
თუ რა არის საჭირო


პირველიც და ბოლოც ენაა
გერმანული ენა რაც კარგად გეცოდინება მით ადვილია ყველაფერი

ენის გარეშე საერთოდ არაფერი გამოგივა, სულ რომ 50 წლის სტაჟი გქონდეს ვერაფერს იზავ

ენა ისწავლე კარგად და დანარჩენს მიხვდები ადგილზე

Posted by: shotanarikashvili 12 Aug 2020, 16:39
გამარჯობა იქნებ მითხრათ, არის საშუალება გერმანიაში თან ისწავლო და შემდეგ დასაქმდე? თუ არის როგორ..
* * *
სამწუაროდ აუსბილდუნგზე არაფერი წერია მთელფორუმზე.. ან მე ვერ ვნახე..

Posted by: თენგო 29 Oct 2020, 15:26
ხომ ვერ მირჩევთ კარგ აგენტს ....

Posted by: Eeescadaaa 1 Mar 2021, 19:47
დიპლომირებული მედიოსის დამთავრების მერე რეზიდენტურაზე გერმანიაში გაგრძელებაზე ჰომ ვერ მეტყოდით
ყველაფერს როგორ ხდება...
იქნებ ვინმე დამეხმაროს, ამდენი სხვადასხვა ინფორმაციაა რომ ვერ გავიგე სადა ვაარ love.gif

Posted by: ქართლოსი 7 Apr 2021, 21:05
პროფესიის შესწავლა გერმანიაში.


https://youtu.be/C1PL5wLvHC4

Posted by: tatia777 9 May 2021, 07:51
სალამი!
მოკლედ გადავწყიტე გერმანიაში გავაკეთო აუდბილდუნგი.
ერთი წელი ვიყავი ოპერად და ასე თუ ისე გამოცდილება მაქვს ენისაც და იქ ცხოვრებისაც.
დავიწყე ახლა მომზადება რომ ბე2 ჩავაბარო.


მითხარით ვისაც გამოცდილება გაქვთ რამდენად ღირს ამ პროგრამის გაკეთება და რის გაკეთებას შევძლებ სამომავლოდ.
პროფრსიულად რას მაძლევს და ფინანსურად რამდენად ღირს
ანუ ამ სამ წელს რომ ვისწავლი და ვიმუშავებ მერე თუ შემიძლია იმ სამწლიანი ვიზის გადაგრძელება კიდევ?

Posted by: Regnarg100 10 Sep 2021, 01:34
მეგობრებო, იქნებ დამეხმაროდ. მოკლედ ვცდილობ ამ ტესტდაფის ჩაბარებას და ვერ ჩავაბარე, ორივეჯერ ავიღე 14 ქულა, ბოლოს 3 3 4 4 მქონდა. იქნებ დამეხმაროთ რითი ვიმეცადინო რა ვქნა. ახლა ნოემბერშია გავიდე თუ არა, ვინმე მასწი ხომ არ იცით?

Posted by: იაგანა_Godfather 31 Jan 2022, 22:23
დაადის მასტერის პასუხები ხო არ მოგსვლიათ ვინმეს ?


30 დაადი

Posted by: Arcbell 1 Feb 2022, 14:11
დაახლოებით 8000-9000 ევრო რომ უნდა გქონდეს ანგარიშზეო, ეგ ხომ ერთი წელისთვისაა განკუთვნილი და ვინმემ ხომ არ იცით, ერთი წლის თანხა უნდა გქონდეთ თუ რამდენიმე წლის (რამდენი ხანიც გრძელდება სწავლა)?

Posted by: Regnarg100 10 Feb 2022, 22:46
QUOTE (Arcbell @ 1 Feb 2022, 14:11 )
დაახლოებით 8000-9000 ევრო რომ უნდა გქონდეს ანგარიშზეო, ეგ ხომ ერთი წელისთვისაა განკუთვნილი და ვინმემ ხომ არ იცით, ერთი წლის თანხა უნდა გქონდეთ თუ რამდენიმე წლის (რამდენი ხანიც გრძელდება სწავლა)?

8000 აღარ არის ოფიციალურად არის 10 332 ევრო და ეგ არის მხოლოდ ერთი წლის

Posted by: Arcbell 11 Feb 2022, 16:15
QUOTE (Regnarg100 @ 10 Feb 2022, 22:46 )
QUOTE (Arcbell @ 1 Feb 2022, 14:11 )
დაახლოებით 8000-9000 ევრო რომ უნდა გქონდეს ანგარიშზეო, ეგ ხომ ერთი წელისთვისაა განკუთვნილი და ვინმემ ხომ არ იცით, ერთი წლის თანხა უნდა გქონდეთ თუ რამდენიმე წლის (რამდენი ხანიც გრძელდება სწავლა)?

8000 აღარ არის ოფიციალურად არის 10 332 ევრო და ეგ არის მხოლოდ ერთი წლის

მადლობა პასუხისთვის, ანუ ერთი წლის თანხა (10,000 ევრო) საკმარისია თუ რამდენი ხანიც გრძელდება სწავლა (სამი წელი მაგალითად) იმდენი წლისთვის უნდა გქონდეს?

Posted by: Regnarg100 14 Feb 2022, 02:01
QUOTE (Arcbell @ 11 Feb 2022, 16:15 )
QUOTE (Regnarg100 @ 10 Feb 2022, 22:46 )
QUOTE (Arcbell @ 1 Feb 2022, 14:11 )
დაახლოებით 8000-9000 ევრო რომ უნდა გქონდეს ანგარიშზეო, ეგ ხომ ერთი წელისთვისაა განკუთვნილი და ვინმემ ხომ არ იცით, ერთი წლის თანხა უნდა გქონდეთ თუ რამდენიმე წლის (რამდენი ხანიც გრძელდება სწავლა)?

8000 აღარ არის ოფიციალურად არის 10 332 ევრო და ეგ არის მხოლოდ ერთი წლის

მადლობა პასუხისთვის, ანუ ერთი წლის თანხა (10,000 ევრო) საკმარისია თუ რამდენი ხანიც გრძელდება სწავლა (სამი წელი მაგალითად) იმდენი წლისთვის უნდა გქონდეს?

1 წლისაა ეგ და საელჩოს გვერდყე უწერია 1 წლის თანხა მინიმუმ, ანუ ერთი წლის საკმარისია. რაცაა 10 336 თუ რაღაც ეგრე აღარ მახსვოს. რავი გააჩნია შთუდიენგანგს, სამია ზოგადად მარა მედიცინიშე ფახი არის 6 მაგალითად ნუ 5-6
მოკლედ 1 წლის რაცაა ის საკმარისია 10 336 საკონსულოს გვერდი ნახე და გაერკვევი

Posted by: Arcbell 15 Feb 2022, 11:39
Regnarg100

გასაგებია, დიდი მადლობა.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)