მოკლედ, დროულად ამოსაწევი თემა,
რადაგნაც აი, ზუსტად ეხლა გომბროვიჩის "პორნოგრაფიის" გორები დგას ბათუმელების დახლზე წიგნის ფესტივალის ფარგლებში.
იგდეთ ხელთ, წაიკითხეთ და მერე აქ მოვაწყოთ განხილვა.
მე ასე ვიტყვი: ესაა წიგნი მანიპულატორობის ხიბლზე, ძალაუფლებით ტკბობაზე,
უფრო კონკრეტულად კი ფიზიკურად ცვედან მაგრამ ინტელექტუალურად მხნე (რაც მნიშვნელოვანია) სიბერის ახალგაზრდობაზე ძალაუფლებით და გავლენით ტკბობაზე,
როგორ უნდა მოიხელთო ახალგაზრდობა როცა უკვე ვეღარავის მოხიბლავ? როგორ უნდა მოაწონო თავი? ინტელექტით ცხადია.
მერე კი ახალგაზრდობა უნდა შეჭამო, თუ ვერ შეჭამ დაკბინო მაინც, მოკლა, გაათახსირო..
"რას მალავდა სიბნელე", ეკითხება საკუთარ თავს ერთგან ავტორი? სიბნელე მალავდა ახალგაზრდობას....
მოკლედ, ესაა წიგნი მოწყენილი ინტელექტუალის სასოწარკვეთაზე, რომელმაც შეიძლება უცნაურობები ჩაადენინოს მავანს.
შეიძლება კინოზეც, თეატრზეც ისე, რატომაც არა. უფრო კი რეჟისორობის ხიბლზე.
რა არის კინორეჟისორისთვის თავისი ხელობა თუ არა სხეულების ფლობის ილუზია.
ასევე ნებისმიერ ტირანზე, რომელიც ძალაუფლებას ჰაერივით საჭიროებს.
ან შეიძლება სულ სხვა რამეზეა, ამიტომ ჯობია თავად წაიკითხოთ და გაარკვიოთ
.
Ещё не было ни одной волны терроризма чтобы она не поднималась в ситуации когда население против которого обращен террор тоже уже подготовлено к этому.Если мы хотим с ним бороться то мы должны искать не кретинов в горах,а бороться с собственными жалкими, пассивными, трусливыми штампами реакций © А П