forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საბერძნეთის ექსპრემიერს ცრუ წინასაარჩევნო დაპირებებისთვის, გაასამართლებენ
Adam_Beyer
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1634
წევრი No.: 215186
რეგისტრ.: 2-March 16

  გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 13:02  #49685505      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საბერძნეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იორგოს პაპანდრეუ 19 იანვარს ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოზე წარდგება წინასაარჩევნო პერიოდში ცრუ დაპირებებისა და იმის მტკიცებისთვის, რომ ამ დაპირებათა შესასრულებლად ბიუჯეტში თანხების მოძიება შესაძლებელია.
პაპანდრეუ საბერძნეთის პრემიერმინისტრის თანამდებობას 2009-2011 წლებში იკავებდა და ქვეყანაში ყველაზე ცნობილი პოლიტიკური დინასტიის წარმომადგენელია. ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომიდან დაწყებული, მისი მამა და ბაბუა არაერთხელ იყვნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრები.

2009 წელს პაპანდრეუმ არჩევნები მოიგო, ხოლო 2010 წელს საბერძნეთი ევროზონის პირველი ქვეყანა გახდა, რომელმაც ევროკავშირსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს ფინანსური დახმარების თხოვნით მიმართა.

პაპანდრეუს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი გადამდგარმა მესამე რანგის კაპიტანმა პანაიოთის სტამატისმა აღძრა, რომელიც მისგან შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებების გამო მიყენებული მორალური ზარალისთვის 260 ათას ევროს პლუს პროცენტებს მოითხოვს.

სტამატისი სარჩელში ყოფილ პრემიერს სამშობლოს ღალატში, ამომრჩეველთა მოტყუებასა ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს, რაც პატიმრობას მინიმუმ, სამი თვიდან მაქსიმუმ კი - უვადოდ ითვალისწინებს.

"მთავარი საკითხი ის კი არ არის, საიდან მოვიტანოთ ფული, არამედ ის - თუ საით მიიმართება თანხა, რადგან ფული არის. ჩვენ აუკრეფავი გადასახადების სახით 31 მილიარდი ევრო გვაქვს", - განაცხადა 2009 წელს, არჩევნების წინ პაპანდრეუმ.

http://www.fmabkhazia.com/news/16613-saber...marthleben.html
morbenali
მორბენალი სტრიქონი


****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 439
წევრი No.: 207634
რეგისტრ.: 15-September 15

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 14:01  #49685851      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მასე ჩვენთან ყველა დასაჭერია .


--------------------
ვინც სწრაფად დარბის ნელა კვდება
არაბული777
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 70
წევრი No.: 222125
რეგისტრ.: 24-July 16

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 14:55  #49686229      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · im · yim · msn
ეეეეჰ, მაშ ჩვენ ციხეები არ გვეყოფა vik.gif
picpic
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9090
წევრი No.: 87518
რეგისტრ.: 26-March 09

გამოგზავნილია: 12 Jan 2017, 17:02  #49687148      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
არ გაუმართლათ ბერძნებს, მატყუარა პრემიერმინისტრი შეხვდათ.


--------------------
Web development:
http://www.hava.ge
http://www.aspurcela.ge
http://www.myforex.ge
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0132 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]