Irishსკანდალ ი ინტრიღა პრევიშე ვსეგო
ესე იგი მოოოოკლე დიქრიფშენი :
სახელწოდება * ოფიციალური: ქართულად - ირლანდიის რესპუბლიკა; ირლანდიულად - Eire; Poblacht na h'Eirean; ინგლისურად - Republic of Ireland.
* ეტიმოლოგია - სახელი “ირლანდია” უკავშირდება პროტო-კელტურ სიტყვას Iweri, რაც ნაყოფიერ ადგილს ნიშნავს. მისი ლათინური სახელია Hibernia, უელსური - Iwerddon, ბრეტონული - Iwerzhon. ეს შესაძლოა მიუთითებდეს ირლანდიელთა წინაპრების კავშირს პირენეის ნახევარკუნძულის უძველეს მოსახლეებთან - იბერიელებთან. სახელის ეროვნული ფორმა Eire გაელურ ენაზე “ქვეყნის” შესატყვისია.
* ქვეყნის კოდი - IE.
გეოგრაფიაირლანდიის რესპუბლიკა
ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, მდებარეობს ამავე სახელწოდების კუნძულზე. სახმელეთო საზღვარი აქვს დიდ ბრიტანეთთან.
* ფართობი - 70.280 კვ.კმ.
* ბუნება: უმაღლესი მწვერვალი - კარანტუოჰილი 1.041 მ; უდიდესი მდინარე - შენონი 360 კმ; უდიდესი ტბა - ლოხ კორიბი 176 კვ.კმ; მთავარი კუნძულები (კვ.კმ) - ირლანდია 70.200 (სულ 84.420), აჩილი, არანი; კლიმატი - ოკეანური.
* ბუნებრივი რესურსები - თუთია, ტყვია, ბუნებრივი აირი, ბარიტი, სპილენძი, თაბაშირი, კირქვა, დოლომიტი, ტორფი, ვერცხლი.
სახელმწიფო * პოლიტიკური სისტემა - რესპუბლიკა.
* საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (60+166 წევრი).
* ადმინისტრაციული დაყოფა. ირლანდიის რესპუბლიკის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია: 4 რეგიონი (მუნსტერი, კონოტი, ლენსტერი, ოლსტერი), 26 საგრაფო (counties).
დემოგრაფია * მოსახლეობა - 3.924 ათასი (2003), მათ შორის 98,5% ირლანდიელები.
* ენები - ირლანდიური და ინგლისური.
* რელიგია - კათოლიციზმი.
* ქალაქები (ათ.) - დუბლინი (1.018), კორკი (193), ლიმერიკი (85).
ეკონომიკაირლანდია ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (65 მლრდ $) მსოფლიოში 44-ე ადგილი უკავია.
* ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 7, მრეწველობა 39, მომსახურება 54;
* ე.ე.პ. (1 სულზე) - 17.790 $.
* ექსპორტი - საქონლის ხორცი, რძის პროდუქტები, ვისკი, ქიმიკატები.
* ბიუჯეტი - 30,700 მლნ $.
* ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ირლანდიული ფუნტი.
ისტორია7 საუკუნის განმავლობაში იგი ბრიტანეთის კოლონია იყო. 1921 წელს მიიღო დომინიონის სტატუსი, ხოლო 1949 წელს აქ რესპუბლიკა გამოცხადდა (ჩრდილოეთ ირლანდიის ტერიტორიის გარეშე). 1985 წელს ხელი მოეწერა ანგლო-ირლანდიურ შეთანხმებას.
მემკვიდრეობა * დუბლინი - ეროვნული მუზეუმი, ციხე-კოშკი (XVI ს.), წმ. პატრიკის ტაძარი (XII ს.).
საშინლად მოკლე და მშრალი დისქრიფშენია,მაგრამ მაინც ხომ არის
გპირდები,კიდევ გაგამდიდრო,საყვარელო ირლანდიის ტოპიკო