forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
reklama

Pages: (223) « პირველი ... 221 222 [223]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
MvP24
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 95266
რეგისტრ.: 7-July 09

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 17:13  #51361045      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ

სითი პარკი არაა, თუმცა იგივე პრინციპი იქნება ალბათ... მოკლედ ბათუმის პარკირებამ დაახლოებით 3 წლის წინ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანა ავტომობილი, მეპატრონე საქართველოში არ იმყოფებოდა და ამ პერიოდის განმავლობაში მანქანა სადგომზე იდგა.

ახლა მივწერე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტოს და მათგან ასეთი პასუხი მივიღე:

"მოგესალმებით.
ავტოსატრანსპორტო საშუალება Opel-ი, რომლის სახელმწიფო ნომერია QNQ-608, 2014 წლის 30 ოქტომბერს ტროტუარზე დგომისათვის დაჯარიმებული იქნა 10 ლარით და გადაყვანილი იქნა (ევაკუირებული იქნა) სააგენტოს საჯარიმო სადგომზე. სადაც არის დღეის ჩათვლით. საჯარიმო სადგომზე ყოფნის თანხა დღეის მდგომარეობით შეადგენს 10295 ლარს. მხოლოდ აღნიშნული თანხის გადახდის შემთხვევაში იქნება შესაძლებელი ავტომანქანის საჯარიმო სადგომიდან გაყვანა"

მანქანის ღირებულებაზე 5 ჯერ მეტი ჯარიმა დაუკისრებიათ ;დ მკვლელებს იწყალებენ და ამ მანქანასაც, რომ შეეხოს ამნისტია თუა შესაძლებელი??
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 413
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 17:37  #51361172      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
MvP24
QUOTE
ამნისტია თუა შესაძლებელი??


ამ კითხვაზე, თუ ფორუმში პარლამენტის წევრი შემოდის ვინმე, გაგცემთ პასუხს. იურიდიულად რამდენად შესაძლებელია საჯარიმო სადგომზე ყოფნის საფასურის შემცირება (ან გაუქმება), ძნელი წარმოსადგენია. ეს ადმინისტრაციული სასჯელი აღარ არის.

ავტომობილის საჯარიმო სადგომზე გადაყვანა ხორციელდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-3 მუხლით, 125 მუხლის მე-8 ნაწილის დარღვევისა და "თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის ტერიტორიაზე ავტომანქანების პარკირების მარეგულირებელი ნორმების - ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაღვრისა და ავტომანქანების პარკირების წესების დადგენის შესახებ" თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 15 ოქტომბრის #25 დადგენილებით.

ა(ა)იპ - „სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მართვის სააგენტომ“ უნდა გამოიჩინოს რაიმე ნება აშკარად შეუსაბამო საფასურის შემცირებაზე. მოლაპარაკებაა შესაძლებელი. უნდა მიყვეთ - გაასაჩივროთ მერე რეპრესიული პასუხი და სასამართლოს მიმართოთ უფლების ბოროტად გამოყენების საფუძვლით. რთული საქმეა.

Stoned
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 359
წევრი No.: 131638
რეგისტრ.: 24-May 11

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 20:53  #51362176      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობა, განქორწინების შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილზე დავის დროს, როდესას დედას არ აქვს შემოსავალი არ აქვს სახლი მის სახელზე, ხოლო მამას აქვს შემოსავალი. რა შანსებია, რომ შვილი მამასთან დარჩეს და მხოლოდ მამის გადაწყვეტილებით ჰქონდეს დედას დროულად შვილის ნახვის უფლება?

This post has been edited by Stoned on 19 Sep 2017, 20:54
ლაშა7338
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 92
წევრი No.: 230723
რეგისტრ.: 3-April 17

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 21:45  #51362434      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Stoned @ 19 Sep 2017, 20:53 )
გამარჯობა, განქორწინების შემთხვევაში არასრულწლოვანი შვილზე დავის დროს, როდესას დედას არ აქვს შემოსავალი არ აქვს სახლი მის სახელზე, ხოლო მამას აქვს შემოსავალი. რა შანსებია, რომ შვილი მამასთან დარჩეს და მხოლოდ მამის გადაწყვეტილებით ჰქონდეს დედას დროულად შვილის ნახვის უფლება?

გააჩნია ბავშვის ასაკს. თუმცა ერთ-ერთი გადამწყვეტია საცხოვრებელი პირობები, შემოსავალი და ა.შ.
თუ დაგჭირდებათ ადვოკატთან კონსულტაცია (კონსულტაცია ჩვენთან უფასოა) შეგიძლიათ მობრძანდეთ ჩვენ კომპანიაში. 598 498 705
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 413
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 21:47  #51362452      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Stoned

საეჭვოა და შეუძლებელია ფორუმში მიიღოს შემკითხავმა რაიმე ქმედითი პასუხი. სასამართლო გადაწყვეტს ყველა გარემოების გათვალისწინებით, თან სოციალურ სამსახურსაც მოუსმენს ყურადღებით. "როდესას დედას არ აქვს შემოსავალი" ჯერ ეს ერთი, მამას საალიმენტო ვალდებულებას არავინ არ მოუხსნის და მეორეც, სოციალური დახმარების ინტიტუტიც მხედველობაში მისაღებია. "დედას არ აქვს შემოსავალი", იურიდიულად ეს არ ნიშნავს რომ იგი უსახსროთ უნდა დარჩეს - მიიღებს შემწეობას სახელმწიფოსგან. "არ აქვს სახლი მის სახელზე" ეს მინიშნებაც არაფრისმთქმელია - თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ბავშვი დედასთან აღმოჩნდება საცხოვრებლის გარეშე, ეს სხვა საკითხია.

This post has been edited by Правовед on 19 Sep 2017, 21:48
MvP24
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 253
წევრი No.: 95266
რეგისტრ.: 7-July 09

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 23:28  #51363052      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
მადლობა გამოხმაურებისთვის.
არ ღირს ესეიგი დავა drug.gif
mariam987
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 2
წევრი No.: 223435
რეგისტრ.: 1-September 16

გამოგზავნილია: 19 Sep 2017, 23:47  #51363170      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მეც მაინტერესებს, როცა განქორწინება ხდება და ქალს არ აქვს საცხოვრებელი, ყავს მცირეწლოვანი შვილები, არ მუშაობს , ასეთ შემთხვევაში არ არსებობს კანონი,რომ მამამ, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს შვილები, თუნდაც საკუთარი ქონების გაყოფის ხარჯზე???
ლაშა7338
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 92
წევრი No.: 230723
რეგისტრ.: 3-April 17

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 01:01  #51363569      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (mariam987 @ 19 Sep 2017, 23:47 )
მეც მაინტერესებს, როცა განქორწინება ხდება და ქალს არ აქვს საცხოვრებელი, ყავს მცირეწლოვანი შვილები, არ მუშაობს , ასეთ შემთხვევაში არ არსებობს კანონი,რომ მამამ, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს შვილები, თუნდაც საკუთარი ქონების გაყოფის ხარჯზე???

თანაცხოვრების პერიოდში შეძენილ ქონებას სასამართლო გაყოფს მოთხოვნის დაყენების შემთხვევაში. თუ ბავშვები დედასთან რჩება მამას ალიმენტს დააკისრებს.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 413
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 20 Sep 2017, 02:38  #51363871      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
mariam987
QUOTE
არ არსებობს კანონი,რომ მამამ, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოს შვილები, თუნდაც საკუთარი ქონების გაყოფის ხარჯზე???


მარტო კანონი კი არა, გადავსებული იქნება სოციალური სამსახური ინსტრუქცია-დადგენილებებით ... საერთაშორისო ვალდებულებებში (აი პოლიტიკოსებს რომ უყვართ, "ევროპული სტანდარტები" და ა. შ.) ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში, საქართველოს ალბათ ყველაფერში აქვს გაყოფილი თავი. მარა, რათ გინდა, ბიუროკრატიას როგორც ჩვევია, დეკლარაციული ხასიათი აქვს ... სახლის ასაშენებლად ლოზუნგები არაფერი მასალაა და არც მოხარშული პლაკატები გამოდგება საკვებად (ბავშვების მითუმეტეს) - დიდი-დიდი კედელზე ააკრა შპალერივით ...

მამა ვალდებულია -საცხოვრებლით!!! უზრუნველყოს შვილები-. რაც შეეხება "ქონების გაყოფის ხარჯზე", ეს საკუთრების საკითხებია და აქ არავითარ ვალდებულებას შვილების წინაშე "გაუყოს ქონება" კანონი არ ითვალისწინებს.

This post has been edited by Правовед on 20 Sep 2017, 02:43
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (223) « პირველი ... 221 222 [223]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0686 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]