ფილმი იყო ადამიანების სევდაზე და ემოციებზე- სავსე სიმბოლოებით...
ანუ ქმრის ამ სუიციდურ მისიაზე წასვლის მიზეზი ცოლის ღალატი იყო გაიგო რომ ცოლი ღალატობს,ცოლს ამაზე არაფერს ეუბნება და მიდის იმ დავალებაზე საიდანაც არავინ ბრუნდება.
ქმარი შევა ამ გაუგებრობაში ცდილობს პასუხის პოვნას მაგრამ ნებდება და "თავს იკლავს" მაგრამ მინიშნებებს ტოვებს რო ცოლთან შერიგება უნდა კლონს ეუბნება "მოძებნე ნატალი" კლონიც მივა ნატალისთან და აჩვენებს რო ცუდადაა, დახმარება უნდა და სისხლს ახველებს და არაპირდაპირად თხოვს რო ნაბიჯი გადმოდგი ჩემსკენ თუ რამეო...
ნატალიც მიდის - მწველი სურვილი აქვს მონანიების და შერიგება უნდა მკაფიო მიზანი აქვს ის ამარცხებს თავის მეორე მეს და ფაქტია რომ სხვებისგან განსხვავებით თვითგანადგურების სურვილით არაა შეპყრობილი, მეტიც ჩანს სხვა ქალები როგორ იხოცებიან პრობლემებთან.
ყველაფრის მიუხედავად ამ ორმა (ცოლქმარი) თავი იმიტომ დააღწია რომ ოჯახი იყვნენ, შეცდომების და ღალატის მიუხედავად ქონდათ ცხოვრების გაგრძელების მიზეზი...
ანუ ცოლი უდიდესი მსხვერპლის, ფიზიკური ტრანსფორმაციის ხარჯზე იბრუნებს ქმრის ნდობას. მიუხედავად იმისა რომ ქმარი "კლონია" ანუ ის აღარაა ვინც იყო (გატეხილი გული) და ცოლს კიდევ "მუტაცია აქვს განცდილი", მაინც საწყის ურთიერთობის ფაზას უბრუნდებიან. (ახალი შანსი)
რაც შეეხება სიმბოლოებს: ჩამოვარდნილი კომეტა არის შემთხვევა და ფაქტი რომელიც მოხდა ცოლ-ქმარს შორის, მოჯადოებული ზონა რომელიც ყველაფერს გარდაქმნის (და დედამიწის შთანთქვით იმუქრება) - მათ შორის რადიოტალღებს, სიხშირეებს და არ ისმინება - არის ის გაუგებრობა რაც წარმოიშვა ცოლქმარს შორის და სულ ფართოვდება, "ვერ აღწევს ხმა გარედან შიგნით და შიგნიდან გარეთ". საბოლოოდ ერთად არიან ისევ, ცოლი გადადგამს ნაბიჯს და დაამსხვრევს გაუგებრობის შუქურას... შემდეგ ქმარი მიდის და პირველი ის ჩაეხუტება ამჯერად, თავიდან ხო ცოლი ეხუტებოდა...
ის გუნდის ლიდერი და ფსიქოლოგი ქალი მართლა ფსიქოლოგია რომელიც კითხვებს უსვამს ამ ქალს, და ასევე ეუბნება რო ადამიანები თავს ვინადგურებთო - (ვეწევით, ვსვამთ, ვღალატობთო - რაც არ ესიამოვნება და ეტკინება ცოლის პერსონაჟს) ბოლოსაც ეგრე გრძელდება ფსიქოლოგი (ამჯერად თეთრ სკაფანდრიანი აზიელი) აყოლებს ამბავს ამ ქალს თუ როგორ გამოვიდა იქიდან და როგორ დაამარცხა "უცხოპლანეტელი" დაამსხვრია შუქურა და პარალელურად ქმარიც მყისიერად გამოკეთდა როგორღაც შემთხვევით ამ დროს
This post has been edited by ImereTinski on 28 Apr 2020, 23:35
ჯაყო! კიდევ ვიღაც არის ამ ქვეყნად ღმერთის გარდა. ის "ვიღაცა" ურმით დასდევს ფეხმარდ მგლებს... დიდხანს დასდევს. ბოლოს, რაც უნდა მარდად ირბინოს მგელმა, სადაც უნდა გადაიკარგოს, ურმით მდევარი "ვიღაც" იმ მგელს მაინც დაეწევა და კბილებს დააგლეჯს. ასეა მომართული ეს ქვეყანა, ჯაყო! © მ.ჯ