forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
  Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> "პირადი თემები"-ს წესები, გაეცანით თემის გახსნამდე.
sharlot
ბი-ბი-ლო


*******
ჯგუფი: Honorary Member
წერილები: 12833
წევრი No.: 1960
რეგისტრ.: 21-March 03

  გამოგზავნილია: 2 Dec 2010, 11:18  #22783509      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი · icq
პირადი თემების წესები

1. პრეამბულა
"თბილისის ფორუმზე" ახალი ქვეგანყოფილება, სათაურით "პირადი თემები" გაიხსნა, სადაც შესაძლებელია ე.წ. პირადი (კერძო, დახურული) თემების გახსნა, რომელთა ნახვა და გამოხმაურება ავტორის გარდა მხოლოდ ადმინისტრატორს, სუპერ მოდერატორ(ებ)ს, მოდერატორებს, კო-მოდერატორებს და ჰონორარ მემბერებს შეეძლება. შესაბამისად დანარჩენ მომხმარებლებს არ შეეძლებათ თემის წაკითხვა. აქ არსებული თემების სია ფორუმის ყველა მომხმარებლისთვის ინდივიდუალურია. ზემოთხსენებულ განყოფილებაში თქვენ გაქვთ უფლება თემა გახსნათ მაშინაც კი, როდესაც ფორუმზე გადევთ ბანი.

2. "პირადი თემების" ქვეფორუმის თემატიკა
დიალოგი ფორუმის მომხმარებლებსა და მოდერაციას შორის პირად საკითხებზე. მოდერაციის ნებისმიერი ქმედების კონსტრუქტიული განხილვა, კომენტირება და კრიტიკა. განსახილველ თემებში შედის შემდეგი საკითხები: კონკრეტული შეკითხვები და პრეტენზიები თემების რედაქტირების, ცალკეული შეტყობინებების თუ მთლიანი თემის წაშლის, დახურვის, გადატანის, გაერთიანების შესახებ, ვორნები და ბანები.

ა. თუ თვლით რომ თქვენთვის ფორუმით სარგებლობის შეზღუდვა (ვორნი, ბანი) მოხდა უსამართლოდ და წესების დარღვევით - სასურველია ჩამოაყალიბოთ თქვენი პრეტენზიები პუნქტობრივად, წარმოადგინოთ თქვენი სასჯელის არაადექვატურობის დამადასტურებელი პოსტის ლინკები/სქრინშოტები, ფორუმის და ცალკეული განყოფილებების წესები და თემაში სუპერმოდერატორთან (და ასევე სხვა მოდერატორებთან) ერთად განიხილოთ თქვენი მოცემული ვორნის/ბანის ამბავი.
ბ. ფორუმის მომხმარებელთა მიერ მოდერატორთა ქცევის და ქმედებების განხილვა. მაგალითად დასაშვებია ისეთი თემები, რომლებშიც ფორუმის მონაწილეები მათსა და მოდერატორებს შორის წარმოშობილ კონფლიქტებში მესამე პირების(რომელთაც აქვთ პირადი განყოფილების კითხვის საშუალება) ჩართვას ითხოვენ, მაგრამ სასურველია ეს კონფლიქტები მოგვარდეს პმ-ის მეშვეობით.
გ. როდესაც გინდათ კონკრეტული საკითხის განხილვა ერთდორულად რამოდენიმე მოდერატორთან თქვენ შეგიძლიათ აქ PM-ის ნაცვლად დასვათ შეკითხვა. რადგან თითქმის ყველა განყოფილებას ჰყავს 2 ან მეტი მოდერატორი და მოუხერხებელია PM-ით მიმართვა.

შესაბამისად, პირადი თემების ქვეგანყოფილება არ არის განკუთვნილი:
- ადმინისტრაციისათვის ახალი იდეების მიწოდებისათვის
- სხვა იუზერთან პირადი პრობლემების განხილვისათვის
- ისეთი სახის განხილვებთან, რომელთა გამართვა ჩვეულებრივ განყოფილებებშიც არის შესაძლებელი.

3. "პირადი თემების" კონფიდენციალურობის შესახებ
ა. პირადი თემის წაკითხვის და იქ დაპოსტვის უფლება (წვდომა) აქვთ მხოლოდ თავად თემის ავტორს და ადმინისტრატორს, სუპერ მოდერატორ(ებ)ს, მოდერატორებს, კო-მოდერატორებს და ჰონორარ მემბერებს.

ბ. პირად თემაში დაშვებული ყოველი მომხმარებელი (აგრეთვე ადმინისტრატორი, სუპერ მოდერატორ(ებ)ი, მოდერატორები, კო-მოდერატორები და ჰონორარ მემბერები) ვალდებულია საიდუმლოდ შეინახოს მისი შინაარსი, არ დაუშვას ციტირება და მისი შინაარსის გადმოცემა ღია თემებში, თუ ეს თემის ავტორთან და ამ თემაში მპოსტავებთან (ან პოსტის ავტორთან) არ არის შეთანხმებული.

გ. ფორუმის ადმინისტრაცია საიდუმლოდ ინახავს ყველა ინფორმაციას პირადი თემების შესახებ, თუმცა ის პასუხისმგებლობას ვერ აგებს იმ მომხმარებლებზე, რომლებიც მერე ინფორმაციას ხდიან საჯაროს,(იხ. გარანტიებზე უარის თქმა). თუმცა იღებს პასუხისმგებლობას მსგავსი ინციდენტების შემთხვევაში კონფიდენციალურობის დამრღვევი პირის დასჯისა (გაფრთხილება, ვორნი, ბანი, პრივილეგიების დაკარგვა).

4. პირად თემებში ერთმნიშვნელოვნად აკრძალულია:
ა. ფლუდი, პროვოკაციული ქმედებები, ჩეთი და ა.შ. ეს ქვეგანყოფილება განკუთვნილია პრობლემების გადასაჭრელად.
ბ. ვიღაცის უმიზეზოდ/უარგუმენტოდ გაკრიტიკება. ბრალდების შემთხვევაში უნდა წარმოადგინოთ შესაბამისი ლინკი.
გ. უხამსი, უტაქტო, უცენზურო, შეურაცხმყოფელი გამონათქვამები. გაითვალისწინეთ, ნებისმიერ არაკორექტულ/უცენზურო/შეურაცხმყოფელ მიმართვას ან ფლუდს შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ ერთადერთი შედეგი - ეს იქნება ნიკის გაუქმება. აგრეთვე დადგება მოდერატორის პასუხისმგებლობის საკითხი ანალოგიური საქციელისათვის.


5. პირადი თემების ქვეგანყოფილების მოდერირება, დარღვევებზე რეაგირება
ა. ქვეგანყოფილების მოდერაციას ახორციელებს ამ ქვეგანყოფილების მოდერატორი. აგრეთვე, ადმინისტრატორი და სუპერ მოდერატორი.
ბ. წესების შეუსაბამო თემები და შეტყობინებები იშლება.
გ. ამ ქვეგანყოფილების მონაწილეებს წესების დარღვევისათვის უმკაცრდებათ სასჯელი (ვორნის შემთხვევაში ბანი, და უკვე ბანის შემთხვევაში ნიკის გაუქმება)
დ. წესების არაერთგზის დარღვევის შემთხვევაში ფორუმის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას გააუქმოს დამრღვევი მომხმარებლის ნიკი და არ მისცეს მას ფორუმით სარგებლობის საშუალება.

6. რამდენიმე რჩევა და რეკომენდაცია
ა. შეინარჩუნეთ ზრდილობიანი ტონი. ნუ გაცდებით კორექტულობის ფარგლებს.
ბ. მოერიდეთ ოფტოპიკებს, ადმინისტრაცია არაა ვალდებული მათზე გაგცეთ პასუხი
გ. თუ თქვენი თემა ადმინისტრატორისადმი(ან კონკრეტული პიროვნებისადმი, რომელსაც აქვს ამ თემაში წვდომა) არის განკუთვნილი, მიუთითეთ მისი ნიკი.
დ. ეცადეთ დეტალურად აღწეროთ თქვენი პრობლემა და კითხვა
ე. თუ თქვენ ფორუმის ერთ კონკრეტულ მონაწილეს გინდათ მიაწვდინოთ ხმა, არ არის საჭირო ყველა საკითხზე ახალი თემის გახსნა. ბევრად მოსახერხებელია, როდესაც ჩივილების მთელი ისტორია ერთ კონკრეტულ თემაშია თავმოყრილი.
ვ. თუ თქვენ კონკრეტული შენიშვნის, შესწორებული შეტყობინების, წაშლილი თემის გაპროტესტება გინდათ, აუცილებლად მიუთითეთ ბმული და თან დაურთეთ მოკლე რეზიუმე.
ზ. არ არის საჭირო ყველა საკითხზე მკვეთრად დაარღვიოთ სუბორდინაცია და ეგრევე ადმინისტრატორს მოსთხოვოთ პასუხი. არსებობს რამდენიმე საფეხური და პრობლემის მოგვარება უმჯობესია ჯერ იმ განყოფილების მოდერატორთან სცადოთ სადაც პრობლემა შეიქმნა.
თ. იქონიეთ მოთმინება, რადგან ყოველთვის შეიძლება არ იყოს ადგილზე მოდერატორი. თუ პრობლების წარმოქმნიდან (შეკითხვის დასმიდან) 3 დღეში თქვენ ვერ მიიღეთ პასუხი, შეგიძლიათ მიმართოთ ზედა ინსტანციას.
* * *
პირად თემებში აგრეთვე მოქმედებს ის ყველა ზოგადი წესი, რომელსაც არ აკონკრეტებს ეს წესები.

ანუ თემის გახსნა შეუსაბამო ფორუმში ან არაინფორმატიული სათაურით. მაგალითად თემა სათაურით "უპირადესი" და პირველივე პოსტში 2 სიცილაკი.
ასეთი თემის ავტორს შეეზღუდება ფორუმით სარგებლობა (ვორნი, ბანი).

ჩათვალეთ რომ უკვე გაგაფრთხილეთ.

This post has been edited by sharlot on 9 Dec 2010, 23:26


--------------------
[IMG]http://raichu.de/avatare/animiert/0077.gif[/IMG] მძლავრად დიაგონალზე !
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Closed Topic · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0146 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]