მადრიდის ატლეტიკო - Club Atlético de Madrid S.A.D. Los Colchoneros (მელეიბეები)
Los Rojiblancos (წითელ-თეთრები)
El Atleti (ათლეტები)
Los Indios (ინდიელები)
გუნდის პრეზიდენტი: ენრიკე სერესო
გუნდის მფლობელი: მიგელ ანხელ ხილ მარინი (70%), Wanda Group (30%)
სპორტული დირექტორი: ანდრეა ბერტა
საფეხბურთო დირექტორი: ხოსე ლუის კამინერო
მთავარი მწვრთნელი: დიეგო პაბლო ''ჩოლო'' სიმეონე
მწვრთნელის ასისტენტი: ხერმან ''მონო'' ბურგოსი
შემადგენლობა:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
_1 Miguel Ángel MOYÁ - Spanish goalkeeper
_2 Diego GODÍN - Uruguay international central defender and second Club captain
_3 FILIPE LUIS Kasmirski - Brazilian international left back
_4 Šime VRSALJKO - Croatian international right back
_5 TIAGO Mendes - Portugal international midfielder
_6 Jorge Resurrección, KOKE - Spain international midfielder and third Club captain
_7 Antoine GRIEZMANN - French international forward
_8 SAÚL Ñíguez - Spain U21 international midfielder
_9 Fernando TORRES - Former Spain international striker
10 ÓLIVER Torres - Spanish U21 international midfielder
11 Ángel CORREA - Argentinian international midfielder / forward
12 AUGUSTO Fernández - Argentinian international midfielder
13 Jan OBLAK - Slovenian international goalkeeper
14 Gabriel Fernández, GABI - Midfielder and Club captain
15 Stefan SAVIĆ - Montenegrin international central defender
18 DIOGO J - Portuguese left winger
19 LUCAS Hernández - French U21 international defender
20 JUANFRAN Torres - Spain international right back
21 Yannick CARRASCO - Belgian international attacking midfielder
22 THOMAS Teye Partey - Ghanaian international midfielrder
23 Nicolás GAITÁN - Argentinian international left midfielder
24 José María GIMÉNEZ - Uruguay international central defender
25 BERNABÉ Barragán - Third goalkeeper
-- Kevin GAMEIRO - Former French international striker
-- Nicolas SCHIAPPACASSE - Uruguayan reserve team striker
-- Javier MANQUILLO - Spanish right back
-- André MOREIRA - Portuguese goalkeeper
ისტორია:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
1947 წლის 14 იანვარს „ატლეტიკომ“გაწყვიტა კავშირი სამხედროებთან და არსებობა ისევ დამოუკიდებელ კლუბად გააგრძელა. თუმცა კი ამ ცვლილების შემდეგ მის სახელის დაბოლოებას დაემატა ასო „ო“, სწორედ ეს განასხვავებს ბასკური „ატლეტიკის“ დასახელებისაგან. ამავე წელს „მეტროპოლიტანოზე“ მიწასთან გაასწორეს მადრიდის “რეალი“ 5-0, ესააა ამ გუნდთან ყველაზე დიდი ანგარიშით გამარჯვება მათი შეხვედრების ისტორიაში.
1948 წელს გუნდში კიდევ შეიცვალა ბევრი რამე სასიკეთოდ, გუნდმა გადაიბირა იმ დროსითვის ერთერთი საუკეთესო ფრანგი მეკარე: მარსელ დომინგო და მაროკოს ყველა დროის ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელი ლარბი ბენ-ბარეკი. 1949 წელს კი მწვრთნელის პოსტი ლეგენდარულმა ელენიო ერერამ დაიკავა. შედეგიც შესაბამისი იყო: 1950 და 1951 წლებში მადრიდელები ზედიზედ დაეუფლნენ ჩემპიონის საპატიო ტიტულს. საინტერესოა ის ფაქტი რომ ერერა, რომელიც შემდგომში მონათლეს „კატენაჩოს მამად“ ამ დროს გახსნილ ფეხბურთს ქადაგებდა, 1951 წლის სეზონში Colchoneros-მა მეტოქეთა კარი 87 ჯერ აიღო და ბილბაოს „ატლეტიკთან“ ლიგის ისტორიაში ყველაზე მეტ გოლიანი ფრე დააფიქსირა 6-6.
50-იან წლებში იყო ასევე ყველაზე დიდი სხვაობით გამარჯვება კლუბის ისტორიაში „ერკულესის“ (1955-56 სეზონი) და „ლას პალმასის“ (1957-58 სეზონი) წინააღმდეგ ანგარიშით 9-0. ევროთასებზე 8-0 „დრუმკონდრა“-ს (ირლანდია) წინააღმდეგ. 1954-55 წლების სეზონში დამარცხდა ყველაზე სასტიკად „სელტასთანაც“ 1-8.
1945 დან 1958 წლამდე გუნდში თამაშობდა ფეხბურთელი რომელსაც „ატლეტიკოს“ ისტორიაში, ლუის არაგონესის შემდეგ ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მეტოქეთა კარში. ესაა ანდრიას ესკუდერო (დაბ 24.11.1927), მეტსახელად El Chava მ პრიმერაში ჩატარებული 287 მატჩში 150-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. თასზე 17 ჯერ. სამჯერ ესპანეთის ნაკრებშიც ითამაშა და ერთი გოლიც გაიტანა.
1953 წელს გუნდი დატოვა ელენიო ერერამ, რასაც თან დაერთო „რეალის“ და „ბარსელონას“ აღზევება: მათ თავი მოუყარეს სულ მალე გუნდში მსოფლიო ვარსკვლავებს დი სტეფანოს და კუბალას წინამძღოლობით. „ატლეტიკო“ მიუხედავად იმისა რომ იბრძოდა მაინც ესპანეთის მესამე კლუბად დარჩა ამ დროისთვის. არადა გუნდმა გასაძლიერებლად ბრაზილიის ნაკრების ფეხბურთელი ვავაც კი იყიდა. ბრაზილიური ფეხბურთის ლეგენდა გუნდში 1958 წელს „ვასკო და გამადან“ გადავიდა და აქ სამი სეზონი გაატარა ჩატარებულ 71 მატჩში კი 31 გოლი გაიტანა.
1951 დან 1966 წლამდე გუნდს ოქროს პერიოდი მაინც დაუდგა: ოთხჯერ გახდნენ ვიცე-ჩემპიონები და შვიდჯერ გავიდნენ თასის ფინალში (სამი მოიგეს). 1959-61 წლებში მატჩებმა „რეალთან“ იმდენად დაძაბულად ჩაიარა და მნიშვნელობითაც გამოირჩა, რომ რამდენიმე შემთხვევაში ელ კლასიკო გადაწია უკანა პლანზე. 1959 წელს „ატლეტიკო“ ჩემპიონთა თასის ნახევარფინალში გავიდა (თასზე ასპარეზობის უფლება მიიღო ვიცე ჩემპიონობის გამო რადგან წინა გამარჯვებული და ესპანეთის ჩემპიონი სამეფო კლუბი პირდაპირ დაუშვეს გათამაშებაზე) და აქ გადაეყარა მარადიულ მეტოქეს: „მეტროპოლიტანოზე“ „რეალი“ დამარცხდა 1-0, საკუთარ მოედანზე კი გაიმარჯვა 2-1. ამ დროს არ მოქმედებდა დღეს ძალაში არსებული სისტემა და მეტოქის მოედანზე გატანილი ბურთიც ბევრს არაფერს ნიშნავდა, რის გამოც გადამწყვეტი მატჩი სარაგოსაში დაინიშნა აქ კი ისევ სამეფო კლუბმა იმარჯვა 2-1. ერთი წლის შემდეგ ორივე გუნდმა ქვეყნის თასის გათამაშების 1/2 ფინალში მეტოქეები 8-0 გაანადგურა და ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდა აქ უკვე „ატლეტიკომ“ იმარჯვა 3-1. საქმე ისაა რომ 1961 წლის ფინალიც გენერალსიმუსის თასზე (ასე ერქვა ფრანკოს დროს სამეფო თასს) ამ გუნდებმა ითამაშეს და გამარჯვებულიც ისევ თეთრწითლები გახდნენ , თუმცა ამჯერად 3-2 მოიგეს. ამ წარმატებულ ორ სეზონს მოჰყვა კიდევ უფრო წარმატებული მესამე სეზონი: 1962 წელს თასების მფლობელთა თასის გათამაშებაში ზედიზედ დამარცხებულ იქნა „სედანი“, „ლესტერი“, „ვერდერი“ და იენას „მოტორი“ (გდრ) . ფინალში „მელეიბეები“ „ფიორენტინას“ დაუპირისპირდნენ პირველი მატჩი გლაზგოში ფრედ 1-1 დასრულდა და გადათამაშებაც დაინიშნა, რომლის ორგანიზებას არც მეტი არც ნაკლები 4 თვე დასჭირდა და ბოლოსდა ბოლოს შტუტგარტში ჩატარდა. ესპანელებმა 3-0 იმარჯვეს (Miguel Jones 8′, José Alberto de Mendonça Paulino 27′, Joaquín Peiró 59′).
მომდევნო სეზონში მადრიდელებს შეეძლოთ მიღწევა გაემეორებინათ და ტიტული დაეცვათ, თუმცა ლონდონის „ტოტენჰემთან“ ფინალში 0-5 განადგურდნენ. ათსანიშნავია ისიც რომ ასეთი დიდი სხვაობა ევროთასების ფინალებში არასოდეს დაფიქსირებულა.
1964 წლის 17 ოქტომბრიდან მადრიდის ,,ატლეტიკოში“ ახალი ერა დაიწყო. გუნდის პრეზიდენტი გახდა ვისენტე კალდერონ პერეს-კავადა (Vicente Calderón Pérez-Cavada): მისი მმართველობის დროს გუნდმა ოთხჯერ მოიგო პრიმერა, ოთხჯერ სამეფო თასი და ერთხელაც საკონტინანტთაშორისო თასი.
ვისენტე კალდერონის მოსვლისთანავე გუნდი სტადიონის გარეშე დარჩა, „მეტროპოლიტანო“ სამშენებლო კომპანიას მიჰყიდეს, თვითონ კი საშინაო მატჩებისთვის „სანტიაგო ბერნაბეუ“ დაიქირავეს. პრეზიდენტი მაშინვე შეუდგა საქმეს და საწვრთნელი ბაზის „მანსანარესის“ ადგილას დაიწყო ახალი სტადიონის მშენებლობა. ჰოდა სწორედ ამ სტადიონს 1971 წლის 14 ივლისს დირექტორთა საბჭოს ერთსულოვანი გადაწყვეტილებით ეწოდა კიდეც მისი სახელი.
ამ პერიოდის წამყვან მოთამაშეებად იქცნენ: მეკარე-რეინა (1976/77 წლებში გახდა კლუბის პირველი მეკარე, რომელმაც დაისაკუთრა „ზამორას პრიზი“ რომელიც სეზონის საუკეთესო მეკარეებს გადაეცემათ), ნახევარმცველი – ადელარდო (კლუბის რეკორდსმენი პირველ დივიზიონში ჩატარებული მატჩების რაოდენობით – 399), თავდამსხმელი ხოსე ეულოხიო გარატე, ასევეა მომავალში ცნობილი ესპანელი მწვრთნელები ხავიერ ირურეტა და ლუის არაგონესი. ირურეტა მოედნის ცენტრში ირჯებოდა და თავისი უხეშობით იყო ცნობილი. არაგონესი 1964 წელს მოვიდა გუნდში და მასში თამაშის პერიოდში 123 გოლის გატანა შეძლო ანუ მეორე მაჩვენებელი ისტორიაში, მესამე ადგილს კი გარატე იკავებს 109. საინტერესო ისააა რომ 1969/70 წლების სეზონში გარატემ და არაგონესმა ერთად მოიგეს „პიჩიჩის“ პრიზი, მათ 16-16 გოლი გაიტანეს. გარატემ ამის გარდა კიდევ ორჯერ მოიპოვა ეს ტიტული 1969 (14 გოლი) და 1971 (17 გოლი) წლებში, ანუ ზედიზედ სამჯერ. მის ასეთ წარმატებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ პრიმერაში აღარ თამაშობდნენ დი სტეფანოს და პუშკაშის მსგავსი ვარსკვლავები, ამასთან შეიზღუდა ლიმიტი ლეგიონერებისა (ეს აკრძალვა 1973 წელს მოხსნეს).
აკრძალვის დამთავრებისთანავე მადრიდელები სამი არგენტინელით გაძლიერდნენ: რუბენ აიალა, რამონ ერედეი და რუბენ დიასი (მეტსახელად „მცხობელი“ – „panadero“). ეს სამი სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელი ერთობ ეგზოტიკური გარეგნობით გამოირჩეოდა რის გამოც მათ „ინდიელები“ („indios“) შეარქვეს.
სწორედ ამ ფეხბურთელების დამსახურებაა კიდევ ერთი მეტსახელი „ინდიელები -indios“, რომელიც დღემდე მოიხსენიება.
1974 წელს გუნდი არსებობის განმავლობში ყველაზე ახლოს იყო გამხდარიყო ჩემპიონთა თასის მფლობელი და მოეპოვებინა ევროპაში უპირველესი გუნდის სახელი, მაგრამ წარმატებამდე სულ ცოტა დააკლდა: ბრიუსელში , „ბაიერნთან“ გამართულ შეხვედრაში ძირითადი დრო 0-0 დასრულდა, დამატებით დროში 113 წუთზე ლუის არაგონესმა საჯარიმოდან აიღო ზეპ მაიერის კარი და მაშინ როდესაც ყველას ეგონა მადრიდელები ტიტულს მოიპოვებდნენ 120 წუთზე „ბაიერნის“ მცელმა ჰანს-გეორგ შვარცენბეკმა 30 მეტრიდან გაუტანა მიგელ რეინას, ყველაზე საინტერესო კი ის გამოდგა რომ მადრიდელთა გოლისას სწორედ ამ მცველმა დაარღვია თამაშის წესები. დაინიშნა გადათამაშება რომელიც „ატლეტიკოსთვის“ კატასტროფით დასრულდა 0-4 და თასიც გერმანელებს დარჩათ.
1975 წლის გაზაფხულზე გასამართ საკონტინენტთაშორისო თასის ფინალზე გერმანელებმა უარი განაცხადეს, ამის გამო არგენტინულ „ინდეპენდიენტეს“ მადრიდელები დაუპირისპირდნენ, პირველი მატჩი არგენტინაში 0-1 დათმეს თუმცა გამეორებით შეხვედრაში ხავიერ ირურეტას და რუბენ აიალას გოლებით გაიმარჯვეს და თასიც დაისაკუთრეს. გუნდს უკვე ლუის არაგონესი წვრთნიდა.
1987 წელს ვისენტე კალდერონის ერა დასრულდა. მისი პოსტი თავიდან დაიკავა ხავიერ კასტედო ალვარესმა, მაგრამ მალევე დაუთმო ხესუს ხილი ხილს (27 ივნისიდან), ალბათ ყველაზე ქარიზმატულ და გამორჩეულ ფიქურას კლუბის ისტორიაში. თუმცა კი ვიდრე ეს მოხდებოდა გუნდმა 1976/77 წლებში ესპანეთის ჩემპიონობა კიდევ ერთხელ მოიპოვა, 1976 და 1985 წლებში ესპანეთის თასი, 1985 წელს კი სულაც ესპანეთის სუპერთასი. ამას თან დაერთო კიდევ ერთი ფინალი თასების თასისათვის სადაც „ატლეტიკო“ კიევის „დინამოსთან“ დამაცხდა 0-3. მოკლედ 1987 წლიდან გუნდის პრეზიდენტი გახდა ხესუს ხილი (წინასაარჩევნო კამპანიისას 200 ათასი დოლარი დახარჯა). იგი მოსვლის დღიდან შეუდგა გუნდის გაძლიერებას: შეიძინა ბერნდ შუსტერი და გუნდის ქომაგთა უსაყვარლესი ფეხბურთელი პორტუგალიელი პაულუ ფუტრე (გარდა იმისა რომ მასში მილიონი დოლარი გადაიხადეს, ხილმა მას ოცნება აუსრულა და ყვითელი „პორშეც“ აჩუქა).
1990-91 წლების სეზონში საოცარი სერია ჰქონდა გუნდის მეკარე აბელ რესინოს მან 1275 წუთის განმავლობაში შეინახა კარი მშრალად. რა თქმა უნდა იმ წელს „ზამორას პრიზიც“ მას ერგო. მიუხედავად ასეთი შემთხვევებისა და გუნდის გაძლიერებისა 1991 და 92 წლებში მხოლოდ სამეფო თასის მოგება გახდა შესაძლებელი. მომდევნო სეზონებში (1993/94 და 1994/95) გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში იმყოფებოდა, პრეზიდენტიც ხელთათმანებივით ცვლიდა გუნდის მწვრთნელებს, ვიდრე 1995 წელს რადომირ ანტიჩს არ მიაგნო. მწვრთნელმა გაუმართლა და სეზონის სტარტზე 11 ტურში 9 მოგება და 2 ფრე ითამაში, დაწინაურდა ცხრილში და სეზონის ბოლომდე არც გაუფლანგავს უპირატესობა. ყველაზე დასამახსოვრებელი ის იყო რომ ამ წელს „ატლეტიკომ“ სამეფო თასის გათამაშება კიდევ ერთხელ მოახერხა და დუბლი შეასრულა. თუმცა კი ესპანელები გუნდს ძალიან უხეშ თამაშში ადანაშაულებდნენ ჩემპიონობა ჩემპიონობააა და სიბელისზეც სეზონის ბოლოს ფიესტა შედგა.
1999-2000 წლებში მოხდა მოულოდნელი: რამ გუნდი პრიმერა დივიზიონში მე-19 ადგილზე გავიდა და გავარდა სევილიასთან და ბეტისთან ერთად. თუმცა ეს კიდევ არაფერი სეგუნდას საწყის შვიდ ტურში (მომდევნო 2000-01 სეზონი) მხოლოდ ერთხელ გაიმარჯვა და აქაც ცხრილის ფსკერზე დაეშვა. ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის გაღებისთანავე ხესუს ხილმა და სპორტულმა დირექტორმა პაულუ ფუტრემ კიდევ ერთი მწვრთნელი გაუშვეს და უამრავი ფეხბურთელი დაიმატეს, თუმცა „ატლეტიკოს“ „ტენერიფემ“ მცირედით მაინც აჯობა და გუნდს მომდევნო წელიც სეგუნდაში მოუხდა თამაში. ამჯერად კი ყველაფერი რიგზე იყო და პირველი ადგილიც დამსახურებული, გუნდს კი ლუის არაგონესი წვრთნიდა: მწვრთნელი 27 წლიანი სტაჟით.
2002 წელს ხესუს ხილი გარდაიცვალა (24 აპრილი) და ამით გუნდის ისტორიაში კიდევ ერთი ეპოქა დასრულდა.
ტიტულები, სტადიონი, ბომბარდირები, პრეზიდენტები:» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ტიტულები:
შიდა ტიტულები:
პრიმერა დივიზიონი:
ჩემპიონი (10): 1939–40, 1940–41, 1949–50, 1950–51, 1965–66, 1969–70, 1972–73, 1976–77, 1995–96, 2013-14
მეორე ადგილი (8): 1943-44, 1957-58, 1960-61, 1962-63, 1964-65, 1973-74, 1984-85, 1990-91
კოპა დელ რეი (10): 1959–60, 1960–61, 1964–65, 1971–72, 1975–76, 1984–85, 1990–91, 1991–92, 1995–96, 2012-13
ესპანეთის სუპერთასი: 1940, 1951, 1985, 2014
სეგუნდა დივიზიონი:2001–02
საერთაშორისო ტიტულები:
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: 1973–74, 2013-14
ევროპის ლიგა: 2009-10, 2011-12
უეფას სუპერთასი: 2010, 2012
საკონტინენტთაშორისო თასი: 1974
თასების მფლობელთა თასი: 1961–62
უეფას ინტერტოტოს თასი: 2007
სტადიონი:
სტადიონი „ვისენტე კალდერონი“ (1971 წლიდან)
ძველი დასახელება: Estadio Manzanares (1966-1971)
ტევადობა: 54 851 მაყურებელი
გახსნის თარიღი: 1966 წლის 2 ოქტომბერი
მოედნის ზომა: 105 მ X 75 მ
მინდვრის საფარი: ბუნებრივი
მშენებლობა დაიწყო 1961 წელს დამთავრდა 1966 ში, 1980 ჩაუტარდა ხელახალი რეკონსტრუქცია (451 მლნ პესეტა)
არქიტექტორები: ხავიერ ბაროსო, მიგელ ანხელ გარსია-ლომასი
1982 წელს ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატის 3 მატჩი (საფრანგეთი-ავსტრია, ავსტრია-ჩრ.ირლანდია, ჩრ.ირლანდია-საფრანგეთი)
2003 წელს მიიღო უეფას 5 ვარსკვლავიანი სტადიონის ხარისხი
მისამართი: Madrid, Arganzuela, Paseo Virgen del Puerto, 67.
2016-17 წლიდან გუნდი გადავა ახალ სტადიონზე მადრიდის გარეუბანში, რომელიც თავიდან La Peineta-დ იყო წოდებული, თუმცა ლუის არაგონესის გარდაცვალების შემდეგ, გადაწყდა, მისი სახელი მინიჭებოდა. სტადიონამდე მისასვლელ გამზირსაც მისი სახელი მიენიჭა.
"ატლეტიკოს" მაისურით ჩატარებული ოფიციალური მატჩები:
1. ადელარდო (511)
2. ენრიკო კოლარი (470)
3. ტომაშ რენონესი (463)
4. კარლოს აგილერა (454)
5. ისაკიო კალეხა (425)
6. ხუან კარლოს არტეჩე (421)
7. ლუის არაგონესი (372)
8. ალბერტო ფერნანდეში (361)
9. ფელიჩიანო რივილა (356)
10. ადრიან ესკუდერო (330)
"ატლეტიკოს" მაისურით ოფიციალურ მატჩებში გატანილი გოლები:
1. ლუის არაგონესი (172)
2. ადრიან ესკუდერო (170)
3. ფრანცისკო კამპოსი (144)
4. ხოსე ეულეხიო გარატე (136)
5. ხოაკინ პიერო (129)
6. ადელარდო (113)
7. ენრიკა კოლარი (104)
8. რუბენ კანო (97)
9. მანოლო (92)
10. ფერნანდო ტორესი (91)
პრეზიდენტები:
1. ენრიკე ალენდე (1903)
2. ედუარდო დე აჩა (1903-07)
3. რიკარდო დე გონდრა (1907-09)
4. რამონ დე კარდენასი (1909-12)
5. ხულიან რუეტე (1912-19)
6. ალვარო დე აგილარი (1919-20)
7. ხულიან რუეტე (1920-23)
8. ხუან დე ესტეფანია (1923-26)
9. ლუსიანო ურგუიხო (1926-31)
10. რაფაელ გონსალესი (1931-35)
11. ხოსე დელ ვალე (1935-36)
12. ხოსე მარია ფერნანდესი (1936-39)
13. ფრანცისკო ვივესი (1939)
14. ლუის ნავარო (1939-41)
15. მანუელ გალეგო (1941-45)
16. ხუან ტოუსონი (1946-47)
17. ჩეზარო გალინდესი (1947-52)
18. მარკეს დე ლა ფლორიდა (1952-55)
19. ხუან სუევოსი (1955)
20. ხავიერ ბაროზო (1955-64)
21. ვისენტე კალდერონი (1964-80)
22. რიკრადო ირესბალი (1980)
23. ალფონსო კაბესა (1980-82)
24. ანტონიო დელ ჰოიო (1982)
25. აგუსტინ კოტორუელო (1982)
26. ვისტენდე კალდერონი (1982-87)
27. ფრანცისკო კასტედო (1987)
28. ხესუს ხილი (1987-03)
29. ენრიკე სერეზო (2003-)
"პიჩიჩის" მფლობელები:
პრუდენი - 1940-41 (30 გოლი)
ტელმო ზარა - 1952-53 (24 გოლი)
ხოსე ეულეგიო ხარატე - 1968-69 (15 გოლი)
ლუის არაგონესი - 1969-70 (14 გოლი)
ხოსე ეულეგიო ხარატე - 1970-71 (17 გოლი)
ლუის არაგონესი - 1971-72 (20 გოლი)
ჰუგო სანჩესი - 1984-85 (19 გოლი)
ბალთაზარი - 1988-89 (35 გოლი)
მანოლო - 1991-92 (27 გოლი)
კრისტიან ვიერი - 1997-98 (24 გოლი)
დიეგო ფორლანი - 2008–09 (32 გოლი)
OFFTOPIC:წინა თემის ტოპ10: Darker Side 516 shukera 164 Corvette 58 Qash 32 zigfried 30 miShiko123123123 30 worry 24 oto_bale 21 Zizou5 20 ფიესტა 18 |
წინა თემის ლინკიბოლო წლების ატლეტიკოს აღზევება 2009-10 წლების სეზონიდან იწყება: ჩემპიონატში ცუდი თამაშის საპირისპიროდ გუნდმა ევროპის ლიგის პირველი გათამაშება მოიგო, რასაც ევროპის სუპერთასის დასაკუთრება მოჰყვა. მელეიბეები ასევე გავიდნენ ესპანეთის სამეფო თასისა და ესპანეთის სუპერთასის ფინალებში. 2012 წელს კიდევ ერთხელ განმეორდა 2010 ში მიღწეული წარმატება, გუნდმა ევროპის ლიგა და ევროპის სუპერთასი მოიგო. 2013 წელს დიდი ხნის პაუზის შემდეგ მოიგო ესპანური ტიტული - სამეფო თასის ფინალში მადრიდის რეალს სანტიაგო ბერნაბეუზე სძლია.
2014 წელს ატლეტიკომ დაამხო თანაქალაქელი რეალისა და ბარსელონას 10-წლიანი ჰეგემონია ესპანეთის ჩემპიონატში და გახდა ლა ლიგის დამსახურებული ჩემპიონი, გადამწყვეტი მატჩი ბოლო ტურში, ბარსელონას წინააღმდეგ კამპ-ნოუზე გაიმართა, სადაც დიეგო გოდინის გოლის წყალობით გუნდმა საჭირო ქულა აიღო და ტიტული დაიბევა. ამასთან ერთად, კლუბმა ბრწყინვალედ იასპარეზა ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც მატჩის წაუგებლად განვლო მთელი ასპარეზობა. ჯგუფში 5 მოგებით პირველი ადგილის დაკავების შემდეგ მელეიბეებმა მიყოლებით გამოთიშეს ასპარეზობას იტალიური მილანი, ესპანური ბარსელონა და ბრიტანული ჩელსი. ატლეტიკო ახლოს იყო ფინალის მოგებასთანაც, თუმცა თანაქალაქელთა ძლევამდე 3 წუთი დააკლდა. მცირე რევანში ახალი სეზონის დაწყებისთანავე შედგა, როდესაც ატლეტიკომ ორი მატჩის ჯამში (1:0, 1:1) სძლია მადრიდის რეალს და ესპანეთის სუპერთასი დაისაკუთრა.
ტრიუმფალური სეზონის მიწურულს ატლეტიკო არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა, რომელსაც მიღწეული წარმატება უკავშირდება - დიეგო კოშტამ, ტიბო კურტუამ და ფილიპე ლუისმა ჩელსის მიაშურეს, ოლივერ ტორესმა - პორტოს, დავიდ ვილია კი ამერიკაში გაემგზავრა. კლუბმა არ გააგრძელა კონტრაქტი დანიელ არანსუბიასთან, არ გამოისყიდა ხოსე სოსას კონტრაქტი. კლუბის პრეზიდენტმა ენრიკე სერესომ და სპორტულმა დირექტორმა კამინერომ მოახერხეს და მაქსიმალურად შეავსეს ის დანაკლისი, რომელიც წასული ფეხბურთელების გამო შეიქმნა, დააგრძელეს სკამი და დიდი ყურადღება მიაქციეს შეტევითი პოტენციალის გაზრდას, თუმცა მუდმივი ცვლილებებისა და ძიების სეზონში კლუბმა მხოლოდ ესპანეთის სუპერთასის მოპოვება შეძლო, ლა ლიგა მესამე ადგილზე დაასრულა, ჩემპიონთა ლიგასა და ესპანეთის თასს კი მეოთხედფინალში გამოემშვიდობა.
2015–16 წლების სეზონის დასაწყისი ურთიერთსაწინააღმდეგო აღმოჩნდა – სიმეონემ ერთი მხრივ გადაწყვიტა, ტრანზიციის განხორციელება (რისი ნიშანიც იყო ოლივერ ტორესის, ანხელ კორეას, ლუსიანო ვიეტოს, კრანევიტერისა და სხვების მოსვლა, რაულ გარსიას წასვლა, აგრეთვე მარიო მანჯუკიჩის ჯექსონ მარტინესით ჩანაცვლება), მეორე მხრივ კი, ყველაფერი ადგილზე დარჩა, რადგან სისტემა ისედაც გამართულად მუშაობდა. სიმეონემ სეზონის დასაწყისში უარი თქვა ორ მნიშვნელოვან ცვლილებაზე, კერძოდ – კოკეს ცენტრში შემოწევასა და 4–4–2–დან უფრო შემტევ, 4–3–3 სისტემაზე გადასვლაზე. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სეზონის ბოლოსკენ 4–3–3 სისტემა არაერთხელ გამოვიყენეთ და 2016–17 წლების სეზონში კიდევ უფრო ხშირად მივმართავთ.
ატლეტიკოს ჰქონდა ძველი სათამაშო სისტემის მოდიფიცირებული ვარიანტი და ახალი, მასზე არმორგებული ფეხბურთელები. მათ, ვინც ადაპტაცია ვერ გაიარეს, ადრე თუ გვიან კლუბი ან დატოვეს, ან სკამზე გადაინაცვლეს (რაულ გარსია, მარიო მანჯუკიჩი, ჯექსონ მარტინესი, ოლივერ ტორესი, ლუსიანო ვიეტო). სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბმა მოახერხა და შეინარჩუნა ყველა მნიშვნელოვანი ფეხბურთელი (გავუშვით მხოლოდ არდა თურანი, თუმცა ამაზე არავის დაუწუწუნია). სამაგიეროდ, ეს სეზონი გარდამტეხი აღმოჩნდა არაერთი ახალგაზრდა ტალანტისთვის – საულმა, კარასკომ, ხიმენესმა, სავიჩმა, თომას პარტეიმ, ლუკას ერნანდესმა, ანხელ კორეამ და რეკორდსმენმა იან ობლაკმა დაგვანახეს, რომ ატლეტიკოს ევროპაში ერთ–ერთი საუკეთესო ახალგაზრდობა ჰყავს. მშვენივრად გამოიჩინა თავი ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაში გადმობირებულმა აუგუსტო ფერნანდესმაც.
წინა სეზონში ატლეტიკომ რეკორდულად ცოტა გოლი გაუშვა, ჩვენმა მთავარმა ვარსკვლავმა – ანტუან გრიზმანმა კი კარიერაში საუკეთესო სეზონი ჩაატარა და ოქროს ბურთის სამეულში მის გამოჩენას სამართლიანად ველით. თუმცა, მისი გოლები საკმარისი არ აღმოჩნდა, რადგან გოლეადორულ სტატისტიკაში მხარი ვერავინ აუბა. ვიბრძოლეთ თავგანწირულად – ლა ლიგაში ჩემპიონობის შანსი მხოლოდ ბოლოსწინა ტურში დავკარგეთ, აუტსაიდერთან წაფორხილების გამო, ჩემპიონთა ლიგაზე კი ეპიკურ ბრძოლებში გამოვთიშეთ პსვ, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო შეტევის მქონე ბარსელონა და ჯოჯოხეთურად დაბალანსებული ბრწყინვალე ბაიერნი. სამ წელიწადში გამართულ მეორე ფინალში ისევ რეალმა მოგვიგო, ამჯერად თამაშგარედან გატანილი გოლითა და პენალტების სერიის უნაკლოდ შესრულებით.
ხუანფრანი ასეთი სევდიანი არასოდეს გვინახავს. ჩვენი გულები უბრალოდ დაიმსხვრა, როგორც სტარკების იმედები წითელი ქორწილის შემდეგ. სიმეონემ პირდაპირ თქვა, რომ სეზონის ბოლო თამაშის წაგება "failure" იყო, ხოლო ტრაგედია იმდენად დიდი, რომ გლოვას საჭიროებდა.
ვიგლოვეთ.
და საქმეს ხელახლა შევუდექით – კლუბმა გრიზმანის მეწყვილედ გოლების მანქანა სევილიიდან, კევინ გამეირო გადმოიბირა, ხოლო ნახევარდაცვაში ასისტების ოსტატი ბენფიკადან – ნიკო გაიტანი დავიმატეთ. გავახანგრძლივეთ ყველა საკვანძო ფეხბურთელის კონტრაქტი. დავიმატეთ ხუანფრანისა და ფილიპეს მომავალი შემცვლელი – სიმე ვრსალკო. ამჟამად ყველა პოზიციაზე კლუბს მინიმუმ ორი მაღალი კლასის ფეხბურთელი ჰყავს. ჩოლოს ნებისმიერი ფორმაციის, სტილის თუ ტაქტიკის არჩევის შესაძლებლობა აქვს, რომელსაც მოისურვებს.
წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ატლეტიკო ტალანტებს ელეოდა. წარსულს ჩაბარდა ფინანსური პრობლემები და მოკლე სკამის პრობლემა. კალდერონისთვის საიუბილეო, ორმოცდამეათე წელს ატლეტიკო სამივე ტიტულისთვის იბრძოლებს. ალავესით ვიწყებთ.
tendremos nuestra venganza
in this life or another
nos ves y sufres
This post has been edited by Darker Side on 21 Aug 2016, 11:18