როგორც ვიცით დიდი მოთქმა-ოთქმაა ამ ხუდონ ჰესის ამბებთან დაკავშირებული, აქციებით და ერთმანეთზე იარლიყების მიკერებით მაგრამ სვანეთის მოსახლეობაში (სამ დიდ თემში ვიყავი, მულახი, კალა და უშგული) უმეტესობა საკმაოდ იმედიანად ხვდება ხუდონ ჰესის აშნებას.
1. კლიმატური გარემოს შეცვლა (ტენიანობის მომატება) გამორიცხულიაო, რადგან ენგურის ხეობა ვიწროა და წყალი საკმაოდ ცივი, რომ დიდი ოდენობით აორთქლდესო. მართალც და ზუგდიდში ბევრად უფრო მკაცრად იგრძნობა ტენიანობა, ვიდრე თავად ენგურის წყალსაცავთან, მეტსაც გეტყვით საერთოდ ვერ ვიგრძენი ვერანაირი ნესტი.
2. ახალი კაშხლები მოეწყობა ენგურის დაგუბების დასაწყისში და სულ მცირედით მოიმატებს წყლის დონე, რადგან, მოგეხსენებათ ისედაც 210 მეტრის სიგრძისაა ენგრუჰესის მთავარი კაშხალი და ამის თუნდაც 50 მეტრით გაზრდა საკმაოდ დიდ რისკებთანაა დაკავშირეული (ოღონდ არც სამეგრელო წაილეკება თურმე და არც გურია, აფხაზეთის მიმართულებით სადინარები ჰქონია ამ კაშხალს და მომენტალურად ავარიის შემთხვევაში წყალს გაუშვებენ სხვა რეზერვუარში, რომელიც არანაკლებია არსებულისაზე)
3. თუ ეს კაშხლები მოეწყობა, უშგულის და კალის მიმართულებით ქუთაისიდან შესაძლოა გაკეთდეს გვირაბებიო (ცოტა გამიჭირდა ამის წარმოდგენა) და მოსახლეობისთVის უდიდესი პლუსი იქნება ტურისტების რიცხოვნების ზრდა. მითუმეტეს უშგულამდე გაჰყავთ ახალი დაბეტონებული გზა .
4. მეოთხე და მთავარი, საქართველო გახდება ელ. ენერგიის მსხვილი იმპორტიორი (იმედია აფსუებს მაქეანაც არ მოვამარაგებთ)
მოკლედ დ აკონკრეტულად, მე არაფერს არ ვიგონებ და რაც მითხრეს იმას გეუბნებით.
ხარისხისთვსი ბოდიშით, ჩემი მობილის იმედად ვიყავი მხოლოდ (