forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> გიო საჯაიას პოეზია, გიო საჯაიას პოეზია
ZzazA
Newbie


*
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 251165
რეგისტრ.: 18-June 19

  გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 05:04  #54825046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით რა მაინტერესებს გიო საჯაია და მისი პოეზია კიდე აქტუალურია? რამოენიმე წლის თბილისის ფორუმზე ვნახე და ძაან მოთხოვნადი იყო.ვინც არ იცით დაგიტოვებთ რამოდენიმე ლექსს და თქვენ შეაფასეთ:

დუმილის პოეზია

მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია.
თვალებით თანხმობა, თვალებით უარი
და ამ უსიტყვობის მთელი კოლექცია,
შენგან ვისახსოვრე... და სადმე თუ არის,
მაგ შენს დუმილშიდაც არის პოეზია!
მიყვარხარ ასეთი: მშვიდი და მდუმარე -
როცა არ სჭირდებათ ტექსტებს კორექცია

თბილისი, ღამე, წვიმა

თბილისი... ღამე... წვიმა...
გალაკტიონის ხიდი...
კისერი... თოკი... ლოდი -
რაც შეიძლება დიდი...
ახლა რაც უნდა გითხრა,
ალბათ შენც კარგად ხვდები -
ვიცხოვრე... დავიღალე...
კარგად იყავი... ვხტები!

თოვლი მაინც იყო

ზამთარს ოთახებში ვაშამათებ,
ბოლთით, სიგარეტით, მოხიტოთი.
თოვლი მაინც იყო, მოხვიდოდი,
თუნდაც აქა-იქ და იშვიათად.
ვაშრობ გიგანტური კროსვორდებით
დროის ინდოეთის ოკეანეს -
ისე გაიწელა ნაკიანი,
როგორც დარღვეული პროსოდია.
თოვლი მაინც იყო... მოხვიდოდი...

მთვარე - ძაღლიშვილი ისე გაიტურა ..

მთვარე - ძაღლიშვილი, ისე გაიტურა,
თითქოს კვალში ედგა ღამის ტარანტული.
წასვლა გამიგია, მაგრამ - პოეტურად!
არის მიტოვებაც, მაგრამ - გალანტური!

ბოლო სიგარეტიც ყავას შევუხამე
(სადღაც უნდა მეგდოს კიდევ, ორი ღერი).
წერა შემიძლია მხოლოდ შუაღამით...
სხვა დროს არ მაცლიან, თორემ - ვინ ოხერი.

რაღაც უხეირო სასმელს მიძალებით,
გუშინ საღამოდან ვიკლავ მოშიებას.
დილით მიპოვნიან, ალბათ, მიცვალებულს...
გარეთ ნერვიულად ყეფენ გოშიები.

ქალაქს გადავხედე - თვალი ამარიდა
ისე მედიდურად, მისთვის დანაბერებს...
მთელი დედამწა, ჩემი ფანჯრებიდან,
მოჩანს, დამიჯერე - ბევრი არაფერი...

და ეს ლექსიც, თითქოს, სხვათა შორისია -
ფიქრიც მიძნელდება... იცი? გეფიცები,
ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით.

პელიკანი

თავდაპირველად, ისე მოხდა,
რომ მეგობარი დავკარგე.
იმ დღეს ყველა ტიროდა.
ყველა - უპატრონო ძაღლებიც კი, ცარიელ ქუჩაში.
მე კი, ვთქვი, დღეს ცუდი დღე არის-მეთქი,
მარჯვენა ხელი მოვიგლიჯე
და აყმუვლებულ ძაღლებს გადავუგდე საჯიჯგნად.
ხელი, რომელიც მეგობრისთვის
საშველად უნდა გამეწოდა და ვერ შევძელი.

მერე მამა დავკარგე. იმ დღეს თოვდა.
მთელი კვირა თოვდა.
და მე ვთქვი, რომ ცუდი კვირაა-მეთქი.
ვთქვი და მარცხენა ხელი მოვიჭამე, სიმწრისგან.

მერე სამშობლო დავკარგე.
ვთქვი, ცუდი თვეა-მეთქი,
მარჯვენა ფეხი მოვიგლიჯე,
რომელიც ომიდან გაიქცა
და მტერს გადავუგდე, დროებით თავშესაქცევად.

მერე სახლი დავკარგე.
ერთხელ, უმცროსმა შვილმა მკითხა,
მამა, რატომ არ ვცხოვრობთ ჩვენს ძველ სახლშიო.
ცუდი წელია-მეთქი, გავიფიქრე,
შვილს კი, ქარმა დაანგრია-მეთქი, ვუპასუხე,
მარცხენა ფეხი მოვიგლიჯე,
რომელიც სახლში დარჩა
და მევალეებს გადავუგდე, ნიშნად იმისა,
რომ აღარაფერი დამრჩა დასაკარგი.

მერე თავი დავკარგე, - ასე ხდება ყოველთვის,
შავი ჭირის, ან დიდი შიმშილიანობის დროს, -
ვთქვი, ცუდი საუკუნეა-მეთქი,
ტანი მოვიგლიჯე და პელიკანივით,
საკუთარი ხორცით გამოვკვებე შვილები,
შიმშილით რომ არ დამხოცოდნენ.

ამას წინათ, ქუჩაში მივდიოდი და
სრულიად შემთხვევით, დაკარგული თავი ვიპოვნე -
პატარა ბავშვები, ჩემი ნათრევი,
თვალებდათხრილი და ენაამოგლეჯილი თავით
ფეხბურთს თამაშობდნენ.
ერთხანს ვუყურე, მერე ბავშვებს გავუღიმე,
ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, ვთქვი
და გზა განვაგრძე, გზა კი არა, უფრო სწორად - კედელი,
რომელსაც ჩემი შეჭმული სხეულის ჩრდილი მიჰყვებოდა.

ბოლოს, კედელიც დამთავრდა.

წამოდი, გავიქცეთ! ..

როგორ შეიცვალე, ბებერო თბილისო -
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
შენს ახლად დაგებულ ქუჩებში მარხია.

რამ გაგაბოროტა, რამ გაგასულელა,
რამ დაგაავადა ამ თავის მკვლელობით?!
ამდენი ვირთხა და ამდენი თხუნელა,
რამ გაგაზრდევინა, ასეთ მზრუნველობით?!

ან რამ მოგაწყურა?! ან რამ მოგაშია?!
ან რა დროს ლექსია, ამ შუაღამეში.
რა დროს სიყვარული... ახლა მოდაშია
უნეზეს გრძნობებით სასტიკი თამაში.

დღეს ბარბარობაა... პაემანს გინიშნავ!
მერიის კუთხესთან შეგხვდები, ბებერო,
(ყოველ შემთხვევისთვის თითზე მოინიშნე)
უნდა მოვიდე და უნდა მოგეფერო!

ერთი ნაბიჯია ჩემიდან შენამდე,
თუ ვერარეჩკიდან მოკლეზე გადმოვჭრი -
მზიურში ბავშვობას დავკრეფ და ვერამდე,
ფერად ქაღალდებად გზა და გზა გამოვჭრი.

მერე ზემელია, მერეა მთაწმინდა.
აქ, ამ ეზოებში, ჩიხებში, ქუჩებში,
ვჩხუბობდით, გვიყვარდა, გვათოვდა, გვაწვიმდა
და ლამაზ-ლამაზებს ვკოცნიდით ტუჩებში.

ჩავყვები ბესიკით გრიბოედოვიდან -
სალამი რუსთაველს! (სადღაა ჭადრები)
ტაბიძის კუთხესთან ჩემს დარდებს მოგიტან
და გეტყვი: - ხანდახან როგორ მენატრები...

და მერე პუშკინით და მერე, კონკიდან,
ძველი დროებიდან, ახალ დროებამდე,
მოყევი, როგორ ხარ, ხელი ხელს მომკიდე
და ასე ვიაროთ აბანოებამდე.

მოყევი! მოყევი, როგორ ხარ, თბილისო -
შენ, ჩემო ძმაკაცო, ყოველთვის კარღია.
შენ ახლა სულ სხვა ხარ... ის, ჩემი თილისმა,
ამ ცუდად დანაგებ ქუჩებში მარხია.

შეხედ ამ ვირთხებს, ამ ნაგვის გროვას და
თუ ასე ძნელია სათქმელის მიგნება,
წამოდი, გავიქცეთ! იქნება მოვასწროთ,
მოვასწროთ აქედან გაქცევა, იქნება!

ჩემი სამშობლო ..
(ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო)

ჩემი სამშობლო ერთი მუჭა მიწაა,
ერთი ღერი ყვავილის სამყოფი მიწა,
რომელიც მუდამ გულის ჯიბით დამაქვს.
პერიოდულად, ჯიბიდან ვიღებ ცოტ-ცოტას და
მტერს თვალში ვაყრი, დასაბრმავებლად.
ცოტაა ჩემი სამშობლო და ბევრია მტერი -
რომელ ერთს გინდა, აუხვიდე, კაცი,
ან რამდენს გინდა, თვალი დაუვსო?!
ბევრია მტერი და ცოტაა ჩემი სამშობლო,
იმდენად ცოტა, რომ ამ ბოლო დროს,
ჯიბისკენ ხელის წაღებისაც კი მეშინია -
ვაითუ, რაც იყო, ისიც არ დამხვდეს, ვაითუ,
იმ ერთ ყვავილსაც აღარ ეყოს, გასახარებლად.

მიმაგრებული სურათი
27.medium.giorgi_sajaia_foto.jpg
პოსეიDON
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 587
წევრი No.: 206466
რეგისტრ.: 15-August 15

გამოგზავნილია: 18 Jun 2019, 09:52  #54825318      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Tim დახურე ფორუმი და მონასტერში წადი, ბერად აღიკვეცე.



--------------------
რას არქმევ ჭკუას?
ფრთა გეპყრას ბატის,
ამბობდე ნაზუთხს,
ითხოვდე პატივს?
Re-hanna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1001
წევრი No.: 222576
რეგისტრ.: 7-August 16

გამოგზავნილია: 23 Jun 2019, 04:55  #54858194      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რეზიუმე

მოდი, ცხოვრება შევაჯამოთ -
თუმცა, არც ისე ადვილია!
ხორცი, რომელიც შეიჭამა,
სისხლი, რომელიც დაილია,
ფეხი, რომელიც წამოვკარით,
ხელი, რომელიც ჩავიქნიეთ,
გრძნობა, რომელიც ამოვკირეთ,
ეჭვი: "არ გვხსოვს"... "არ გვქნია"...
ყველა მოშლილი პარაპეტი,
ყველა შებღალვა სამარეთა,
და არც ნაკლები და არც მეტი -
მზერა, რომელიც ავარიდეთ...
სიტყვა, რომელიც ვერ დავძარით,
ხმალი, ხელიდან განაგდები,
ყველა საყდარი და ტაძარი,
შეჩვენება და ანათემა.
მიწა, რომელიც მივაყარეთ
ზეცას, დაცემით შესაშური...
ჯვარი, რომელზეც მივაკარით
ღმერთი, სახელად იეშუა.
მამა, რომლიც აღარც ვიცით...
დედა, რომელიც - უანგაროდ!
შვილი, რომელიც გავასხვისეთ,
ცოლი, რომელიც უარვყავით -
სუფთა ფურცელზე ჩამოვწეროთ,
უნდა სულ რაღაც ათი წუთი...
გამოვითვალოთ ქვეშმიწერით
ყველა კუთხე და აზიმუტი,
სადაც ცხოვრებამ გადაგვხარა
(მაინც დარჩება ფარატინად!)
და საუკუნის გასაყარზე,
როგორც მეფე და პალადინი,
შევდგეთ წარსულის შეჯამებით -
თუმცა, არც ისე ადვილია! -
ხორცით, რომელიც შეიჭამა,
სისხლით, რომელიც დაილია...


--------------------
როდესაც ბედნიერების ერთი კარი იკეტება, მეორე აუცილებლად იღება. ზოგჯერ, უბრალოდ ვერ ვამჩნევთ მას. @
AMAZONKAA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 525
წევრი No.: 230550
რეგისტრ.: 28-March 17

გამოგზავნილია: 26 Jun 2019, 16:02  #54878998      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა დროს შიშია, რა დროს ძრწოლა და უძრაობა,
როცა გველიან ტიტანები ველზე ფლეგრეის?!
მოვიმიზეზოთ ჯონი უოლკერ, ვთქვათ - უდროობა,
არ დაიჯერო, რომ დროს ვუსწრებთ, რომ ჯერ ადრეა!
მესსაზე სხვებმა იარონ და... იდაყვზე კბენით
აღსარებისთვის, ტაძრებია და პადრეები...
ჩვენ კი წავიდეთ, ისე როგორც ჯენტლმენებს შვენით,
(და ნუ იდარდებ, არ დავრჩებით ბედთან ვალებში)
პროტესტის ნიშნად ჩავიდინოთ თუნდაც მკვლელობა,
და ღმერთს ჩავხედოთ თავხედური მზერით თვალებში, -
იქნებ როგორმე გაამართლოს მოუცლელობა...
ნუ გეშინია, ჯონი უოლკერ, დღეს არ დავთვრები,
დღეს უნდა ერთი, უმნიშვნელო, წერტლი დავსვა!


გიო საჯაია


--------------------
Aug, mein Aug, was sinkst du nieder?
Goldne Träume, kommt ihr wieder?
Weg, du Traum! so gold du bist:
Hier auch Lieb und Leben ist. ♥
Re-hanna
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1001
წევრი No.: 222576
რეგისტრ.: 7-August 16

გამოგზავნილია: 29 Jun 2019, 07:24  #54894590      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
განწირული თაობა

გუშინ -
ვერ დაბრუნდა
ბავშვობა ომიდან...

დღეს -
რომ ვერ "გვიხმარეს",
შემოგვდგნენ წიხლებით...

ხვალ -
ალბათ გამოვალთ
როდესმე კომიდან...

ზეგ -
ჯერ არ მოსული
სიბერით ვიღლებით...

რა გვახსოვს? -
ტვინების ღვრა
თავის ქალიდან...

და
ნატყვიარები
ხერხემლის მალებში...

ვერა,
ვერ ამოხვალ,
შენ, ჩვენი ვალიდან,

ღმერთო...
და ვერასდროს
ჩაგვხედავ თვალებში!


გიო საჯაია


1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0236 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]