Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფოტოგრაფია > კითხვა-პასუხი


Posted by: Ania 25 Nov 2014, 01:13
http://www.radikal.ru

http://forum.ge/?f=59&showtopic=33601194
http://forum.ge/?f=59&showtopic=34004889&st=0
http://forum.ge/?f=59&showtopic=34087463
http://forum.ge/?f=59&showtopic=34145015
http://forum.ge/?f=59&showtopic=34209575
http://forum.ge/?f=59&showtopic=34273759
http://forum.ge/?f=59&showtopic=34358476
http://forum.ge/?f=59&showtopic=34499729

Posted by: thug 1 Dec 2014, 06:22
Nikon D5200 ვიყიდე 18-55mm VR Lens ით
600 დოლარად

ბევრი შედარებები ვაკეთე ნეტში და რავი ამ ფასში მგონი საუკეთესო უნდა იყოს

რას იტყვით პროფესიონალები? smile.gif

მე კმაყოფილი ვარ ჯერ-ჯერობით თან შესასწავლი მაქვს კამერა რომ გავეცნო უკეთესად

ესეც ერთ ერთი პირველი ფოტო ამ აპარატით biggrin.gif

user posted image

Posted by: Alice_In_Wonderland 1 Dec 2014, 21:41
QUOTE
Nikon D5200


აუ, მეც ამ მოდელს ვუტრიალებ
ვუტრიალებ
ვუტრიალებ ...

თან ფასი დააკლეს http://ee.ge/?m=268&cat_id=1234&pid=7335&NIKON+D5200

QUOTE
რას იტყვით პროფესიონალები?

????

Posted by: kekela&maro 2 Dec 2014, 15:55
thug
Alice_In_Wonderland
მაქვს ეს კამერა 1 წელია დაახლოებით, ძალიან კარგი აპარატია ორი მინუსით -
1. არის კროპი(პატარა სენსორი აქვს და შესაბამისად 1.5ზე უნდა გაამრავლოთ ყველა მანძილი მაგ.: 50მმ შემთხვევაში რეალურად იღებთ 75მმ.)
2. არ აქვს ინტეგრირებული ფოკუს მოტორი და ვერ გამოიყენებთ აუტო ფოკუსს უმოტორო ლინზებზე.

დანარჩენი ყველაფერი მშვენიერი აქვს ამ კამერას Enjoy! wink.gif

პ.ს.
QUOTE
18-55mm VR Lens
ეს გაყიდეთ სანამ ახალია wink.gif და ნორმალური ლინზა იყიდეთ რამე biggrin.gif

Posted by: Alice_In_Wonderland 2 Dec 2014, 21:23
kekela&maro

აუუ, ცოტა კიდევ უფრო გლეხურად რომ მითხრა შეგიძლია? biggrin.gif ტერმინებით ვერ მივხვდი მინუსებს :შ

ან უბრალოდ ის მითხარით, ფოტოაპარატის შერჩევისას რას უნდა მიექცეს ყურადღება, რა რამდენი და როგორი უნდა ჰქონდეს ??

Posted by: ჰერა 3 Dec 2014, 12:20
თქვენთან მაქვს რამდენიმე კითხვა smile.gif
1 თბილისში თუ არის ფოტოგრაფიის კურსები, კარგი.. პროფესიონალურ დონისთვის არ ვიღწვი, უბრალოდ კარგი ფოტოაპარატი მინდა ვიყიდო და კარგი ფოტოები შევინახო ჩემთვის სამახსოვროდ და აარა ისეთი როგორებსაც ვიღებ ხოლმე biggrin.gif

2. http://www.amazon.com/Fujifilm-Compact-System-Digital-16-50mm/dp/B00DQIBGS8/ref=sr_1_125?s=photo&ie=UTF8&qid=1417594345&sr=1-125&keywords=fujifilm ამის ყიდვა ღირს?

Posted by: kekela&maro 3 Dec 2014, 12:45
Alice_In_Wonderland
smile.gif
1. ჯობს შენით გაერკვე გამოგადგება მერე ეს ინფორმაცია wink.gif ეს ლინკები დაგეხმარება - http://en.wikipedia.org/wiki/Crop_factor ; http://imaging.nikon.com/lineup/lens/simulator/#DX
2. არსებობს მოტორიანი და უმოტორო ლინზები(უფრო იაფია), უმოტორო ლინზებს ავტოფოკუსი უმუშავებს მხოლოდ იმ კამერებზე რომელსაც თვითონ აქვს ინტეგრირებული მოტორი, დ5200 არ აქვს მოტორი, შესაბამისად უმოტორო ლინზებზე არ იმუშავებს ავტო ფოკუსი.

Posted by: morixei 3 Dec 2014, 14:28
ჰერა
QUOTE
2. http://www.amazon.com/Fujifilm-Compact-Sys...ywords=fujifilm ამის ყიდვა ღირს?

no.gif
დაახლოებით იგივე ფასში მოგივა კომპაქტური Sony a6000, რომელიც მაგას ათი თავით ჯობია.
http://www.amazon.com/Sony-Alpha-Interchangeable-Camera-16-50mm/dp/B00I8BICB2/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1417601097&sr=1-1&keywords=sony+a6000
ბევრად უკეთესი სენსორი, 179 ფოკუსური წერტილი(ფაზური), 25 კონტრასტული, კორპუსი მთლიანად მეტალი, 11 კადრი წამში. ვიდეოც უმაღლეს ხარისხში 1920X1080 60fps.

Posted by: Hermyon 5 Dec 2014, 19:39
მეგობრებო აპარატის ყიდვა მინდა ვიდეოგადაღებისთვის

მჭირდება ასეთი ვიდეს გადაღება
https://www.youtube.com/watch?v=iO2IR0ixD08


მითხრეს რომ კამერა უნდა იყოს dslr
მინდა ავარჩიო ქენონსა და ნიკონს შორის

ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ რომელიმე 500 დოლარამდე, რომ გადავიღო ზუსტად მსგავსი ვიდეო?
(მხოლოდ ასეთი გადაღებისთვის მჭირდება)

მადლობა წინასწარ

Posted by: z125 5 Dec 2014, 20:09
Hermyon
QUOTE
ხომ არ შეგიძლიათ მირჩიოთ რომელიმე 500 დოლარამდე

Canon t3i

Posted by: Hermyon 5 Dec 2014, 22:14
z125
მადლობა
და nikon d3200 ვერ გაქაჩავს?
ბევრად სჯობს t3i?

Posted by: z125 6 Dec 2014, 00:55
Hermyon
QUOTE
და nikon d3200 ვერ გაქაჩავს?ბევრად სჯობს t3i?

t3i-ს ვიდეოზე ავტო ISO და მოძრავი ეკრანი აქვს, ასევე დიაფრაგმის კონტროლი ლაივ რეჟიმში და გადაღების დროს, D3200-ს ეგენი არ აქვს. ფოტოში D3200 კი სჯობნის ქენონს ხარისხით, მარა ვიდეო გაცილებით დაბალი რეზოლუციისაა და ხარისხში სხვაობაც ნაკლებად შესამჩნევი იქნება. D3300-ზე ან D5200-ზე არ გიფიქრია? კარგი მოდელებია ეს ბოლო ორი მარა ვიდეოზე ავტო ISO თუ აქვს ვერ გეტყვი, დიაფრაგმის კონტროლი მაინც არ ექნება სავარაუდოდ, თუმცა მანუალ დიაფრაგმიან ლინზებზე მაგ პრობლემას აღმოფხვრი. ამიტომ ჩემი აზრით თუ ვიდეოზე აკეთებ აქცენტს t3i მაგ ფასში მშვენიერი არჩევანია.


kekela&maro
QUOTE
მაქვს ეს კამერა 1 წელია დაახლოებით, ძალიან კარგი აპარატია ორი მინუსით - 1. არის კროპი(პატარა სენსორი აქვს და შესაბამისად 1.5ზე უნდა გაამრავლოთ ყველა მანძილი მაგ.: 50მმ შემთხვევაში რეალურად იღებთ 75მმ.)2. არ აქვს ინტეგრირებული ფოკუს მოტორი და ვერ გამოიყენებთ აუტო ფოკუსს უმოტორო ლინზებზე.

1. კროპი მინუსი არაა, ზოგს მასე სჭირდება. მერე კიდე მაგაზე დიდი სენსორი უკვე Full Frame არის და ყველას კი არ სჭირდება ეგ. რაც შეხება ფოკალურ სიგრძეს, ის არ იცვლება. 50მმ ლინზა ყოველთვის 50მმ ლინზა იქნება განურჩევლად კამერის სენსორის ზომისა, რადგან ის დამოკიდებულია თვით ლინზის ოპტიკურ მახასიათებლებზე, რომელიც რა თქმა უნდა არ იცვლება. სხვა ზომის სენსორზე დაყენების დროს იცვლება მხოლოდ ხედვის კუთხე და არა ფოკალური სიგრძე. შედეგად ვიღებთ დაკროპილ ანუ გვერდებ ჩამოჭრილ გამოსახულებას ვიდრე მივიღებდით მაგალითად Fულლ Fრეიმზე.
2. აქ დაზუსტება არის საჭირო: ავტო ფოკუს უმოტორო ლინზებს ვერ გამოიყენებს კი არა, არამედ D ტიპის ლინზებზე ავტო ფოკუსი არ ექნება, თორე იგივე D ტიპის ლინზებსაც და მანუალ ლინზებსაც გამოიყენებს ხელის ფოკუსის გამოყენებით. (შემდეგ პოსტში ნაწილობრივ კი დააზუსტე, მაგრამ მაინც არასრულად, რადგან მანუალ ლინზებიც უმოტორო ლინზებია და რა თქმა უნდა ავტოფოკუსი არასოდეს არ ექნება რა კამერასაც არ უნდა მიუყენოთ)
3. რადგან ეგ კამერა გაქვს, ბარემ გვითხარი ვიდეოს გადაღების დროს ავტო ISO მუშაობს თუ არა? ფოტოზე რომ აქვს ვიცი და და მაინტერესებს ვიდეოზე თუ აქვს.

Posted by: n-i-c-k 8 Dec 2014, 15:45
ესეთი ლინზა Yongnuo YN EF 50mm f/1.8 ვინმეს ხომ არ შეგიძენიათ უკვე??
საკმაოდ მიმზიდველი ფასი აქვს smile.gif არ დაგენანება ცუდ ამინდში

user posted image

ხარისხით მაინტერესებს ნეტავ იგივეა მაინც რაც ქენონისა (ნუ არც ქენონის ეგ მოდელი დიდი არაფერი, მაგრამ მაინც) ?


http://www.ebay.com/itm/Yongnuo-YN-EF-50mm-f-1-8-AF-Lens-with-Extra-large-Aperture-for-Canon-SLR-Cameras-/121503830581?ssPageName=ADME:SS:SS:US:1120




Posted by: Dexter_Holland 20 Dec 2014, 20:46
შავ-თეთრი ფირის გამჟღავნება სად შეიძლება? ფოტოსამყაროში მითხრეს ვერაო :/

Posted by: sanfol 30 Dec 2014, 18:56
კარგ მობილურს რითი ჯობს ფოტოაპარატი?

Posted by: morixei 30 Dec 2014, 19:45
sanfol
QUOTE
კარგ მობილურს რითი ჯობს ფოტოაპარატი?

ანუ ტელეფონს რითი სჯობს ფოტო აპარატი?

Posted by: sanfol 30 Dec 2014, 20:47
morixei
ხო ეგ მაინტერესებს, FULL HD ვიდეოს იღებს მაგალითად გალაქსი ნოუტი და დიდად ჩამოუვარდება ვიდეო-ფოტო აპარატს მასეთი მობილური?

Posted by: morixei 30 Dec 2014, 21:32
sanfol
რათქმა უნდა არის დიდი სხვაობა. ამაზე აქ ადრეც ბევრი დაიწერა.
მოკლედ ავღწერ: სურათის(ფოტო/ვიდეო) მაღალი ხარისხის მისაღებად საჭიროა რომ გადამღებ მოწყობილობამ მიიღოს რაც შეიძლება დიდი ინფორმაცია. ამისათვის ორი ძირითადი პირობაა საჭირო: პირველი - სინათლე, განათება, როგორც ინფორმაციის მატარებელი. რაც მეტად არის განათებული გადასაღები ობიექტი მით უკეთესი. მეორე ფაქტორია ამ სინათლი უდანაკარგოდ "შთანთქვა" აპარატის მიერ. ეს ბოლო კი დამკიდებულია აპარატში მოთავსებული ფოტო სენსორის(ფირის - ეს ძველ აპარატებში) ზომაზე და ასევე ლინზაზე, რის მეშვეობითაც ხდება გამოსახულების პროექცირება. სენსორის სიდიდეც პირდაპირ პროპორციულია მიღებული ინფორმაციისა. ლინზის ხარისხი კიდევ ცალკე თემაა და უფრო მეტად პრიორიტეტულია ვიდრე თვითონ აპარატი, რადგან კარგი ობიექტივი უფრო მეტი შედეგის მომცემია ვიდრე ტოპ კლასის აპარატი + უბრალო ლინზა(ობიექტივი).
აქედან გამოდინარე, რადგან გაკვეულ ფიზიკურ კონდიციებთან გვაქვს საქმე. საკმაოდ ძნელია(დღეს შეუძლებელი) ასეთი დეტალები ჩატიო ისეთ ზომებში როგორიცაა გალაქსები, ნოკია ლუმიები და ა.შ.

Posted by: sanfol 30 Dec 2014, 21:40
morixei
საქმე ისაა რომ 3ივე მჭირდება და 3ინ1 ის პონტში ვაპირებ მობილურს მივანიჭო უპირატესობა ვერ ვისწავლი მაგით ფოტოგრაფობას?

Posted by: morixei 30 Dec 2014, 22:13
sanfol
კარგი ფოტო მარტო სურათის ხარისხი ხომ არაა. რაკურსი, პორტრეტის სწორად დაჭერა, ექპოზიცია(აპარატიდან გამომდინარე), საერთო განწყობის შექმნა და ა. შ. ეს უკვე პრაქტიკის საქმეა და ხელში რა გეჭირება გადამწყვეტი მნიშვნელობა არ უნდა ქონდეს. ნუ ახლა მე რომ მობილური მაქვს ისეთს არ ვგულისხმობ biggrin.gif უფრო უკეთესი.

Posted by: sanfol 30 Dec 2014, 22:16
morixei
ხოო biggrin.gif მადლობა პასუხებისთვის

Posted by: zaquta 1 Jan 2015, 20:21
panasonic DMC-LZ40 ეს აპარატი აჩუქეს ბავშვს და სურათებს არიღებს კარგს,ან თუ იღებს ვერაფერი გაუგე და თუ შეგიძლიათ მომწეროთ,ელემენტალური ოთახში რა რეჟიმით გადავიღო ნორმანული სურათი რო მივიღო და გარეთ რა რეჟიმში ? დიდი მადლობა წინასწარ, smile.gif smile.gif

Posted by: Hermyon 1 Jan 2015, 22:19
გამარჯობა ფოტოგრაფებო
ე.ი. მინდა ამ ტიპის ვიდეოს გადაღება



Canon 600D vs Nikon D3200
ამათგან რომელი უფრო გამოდგება ამ საქმისთვის?

Posted by: Rain Cloud 5 Jan 2015, 10:08
ხალხო, ვინმეს არ გეგულებათ ადამიანი, ვინც ყიდის პოლაროიდს? ოღონდ, ისეთი პოლაროიდი მინდა, რომ ფირებიც იშოვებოდეს და თუ იცით ვინმე, მომწერეთ, რა

Posted by: blickrigi 5 Jan 2015, 17:30
გამარჯობა, პირველ რიგში გილოცავთ მრავალს დაესწარით smile.gif
მოკლედ ასეთი რაღაცა ჭირს ჩემს ციფრულს (Canon Ixus 130) შავი ფერის მაგივრად იასამნისფერს აჩვენებს.. მენიუდან გასასწორებელი არაფერია ყველაფერი ვნახე იქნებ გქონდეთ ასეთი შემთხვევა ? რისი ბრალი შეიძლება იყოს ?

Posted by: Mx@tvara 6 Jan 2015, 14:50
გამარჯობათ, გთხოვთ მირჩიოთ სად შეიძლება დავბეჭდო სურათები მაღალი ხარისხით? დიდი მადლობა წინასწარ. smile.gif

Posted by: cinderella21 7 Jan 2015, 14:14
გამარჯობა. თუ შეგიძლიათ go pro hero 4 ზე მითხრათ რამე. სამოყვარულო აპარატი მინდა კარგ ფოტოებს და ვიეოებს რო იღებდეს. თუ გამომადგება

Posted by: nick_el_son 11 Jan 2015, 17:58
ხალხ, მინდა DSLR კამერის ყიდვა
ადრე არ მქონია ნორმალურად შეხება და აწი მინდა სამოყვარულო დონეზე მაინც ვისწავლო

გადავწყვიტე დასაწყისისთვის რამე იაფიანი კამერის ყიდვა, სავარაუდოდ ქენონ 300D ან 350D მინდა დავითრიო ნახმარი იბეიზე..

ჰოდა, ვისაც გქონიათ ამ აპარატებთან შეხება რამდენად ღირს მათი ყიდვა დღეისათვის?
და რაც მთავარია გავრისკო თუ არა იბეიზე ყიდვა, სადაც არ მეცოდინება რამდენი ფოტო ექნება აპარატს გადაღებული (თუ სწორად მახსოვს 50 000-ია ზღვარი, რის შემდეგაც შეიძლება დიაფრაგმას დაერხას)?

smile.gif


Posted by: SINDROM 12 Jan 2015, 05:07
გამარჯობა , შევიძინე Canon 600D ლინზა მოყვება EFS 18-55 სანამ ახალია გავყიდო და ახალი ვიყიდო? რაიმე უკეთესი, თუ ჯერ გამომადგება ფოტოგრაფიის სწავლის პროცესში ?
რამდენად არის ზემოთხსენებული ლინზის გაყიდვა შესაძლებელი ? და შესაძენად რომელ ლინზას მირჩევდით ?


პ.ს იმედია ვინმე გამომეხმაურებით user.gif


Posted by: I am the one 12 Jan 2015, 05:37
zaquta


გარეთ და სახლზე არაა გააჩნია მანძილს, სინათლეს, ობიექტს, და ბევრ რამეს, აუტოზე დააყენე ყველაფერი ჯობია და სადაც დაბალი სინათლეა და ახლო მანძილია მაქსიმუმ 3 მეტრა იქ ფლეში გამოიყენე.

Posted by: Hermyon 13 Jan 2015, 12:43
გამარჯობა, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვიყიდო თბილისში კარგი შატატივი?

Posted by: SINDROM 13 Jan 2015, 17:39
QUOTE (SINDROM @ 12 Jan 2015, 05:07 )
გამარჯობა , შევიძინე Canon 600D ლინზა მოყვება EFS 18-55 სანამ ახალია გავყიდო და ახალი ვიყიდო? რაიმე უკეთესი, თუ ჯერ გამომადგება ფოტოგრაფიის სწავლის პროცესში ?
რამდენად არის ზემოთხსენებული ლინზის გაყიდვა შესაძლებელი ? და შესაძენად რომელ ლინზას მირჩევდით ?


პ.ს იმედია ვინმე გამომეხმაურებით user.gif

რაიყო წერა გეზარებააააააააათ ? user.gif user.gif

Posted by: morixei 13 Jan 2015, 19:52
SINDROM
QUOTE
რაიყო წერა გეზარებააააააააათ ? user.gif user.gif

თან რა მაგრად user.gif
პირადად რით არ გაკმაყოფილებთ ეგ კიტ ობიექტივი? ანუ რა მოთხოვნებს უყენებთ?
თუ მაინც გადაწყვეტილი გაქვთ ყიდვა, დაწერეთ მომავალი ობიექტივისათვის მაქსიმალური ბიუჯეტი რამდენია? ამის მერე უფრო გადვილდება რჩევა.
QUOTE
რამდენად არის ზემოთხსენებული ლინზის გაყიდვა შესაძლებელი ?

სინდის-ნამუსი იყიდება და ეგ რა პრობლემა უნდა იყოს.

Posted by: MELANQOLIC 15 Jan 2015, 00:03
გამარჯობა. მაინტერესებს ფოტოაპარატებს თუ აქვთ ფუნქცია სურათი შორს წაიღოს. ანუ ოთახის კედელს სურათს რომ გადავუღებ შორს რომ წაიღოს კედელი ანუ ოთახის სივრცე მინდა სურათში უფრო გრძელი გამოჩნდეს ვიდრე არის. თუ სისულელეს ვიძახი არ ჩამქოლოთ ჩაინიკი ვარ. ან პროგრამა თუ არის რამე ეგეთი

Posted by: nodyGE 16 Jan 2015, 10:31
MELANQOLIC
ლინზა გჭირდება პატარა ფოკუსური მანძილით ან თევზის თვალი.
რაც უფრო ნაკლებია მილიმეტრების მნიშვნელობა მით უფრო მეტი კუთხე აქვს ლინზას და შესაბამისად მეტი ფართი ჩნდება.
შენ რა კამერა გაქვს იმის მიხედვით შეგიძლია შეარჩიო ლინზა.

Hermyon
კარგი შტატივები ქონდათ GO ელექტრონიქსში, ცენტრალში არის ეგ მაღაზია.
კიდე მეგაპიქსელი ნახე დინამოს მოპირდაპირე მხარეს მანდ ვიყიდე კამერა და შტატივებიც ქონდათ.

SINDROM
დასაწყისისთვის ცუდი არ არის.
კამერას თუ გამოცვლი უნდა Full Frame-ზე გადახვიდე. მანამდე ლინზები დააგროვე ჯობია.
პირველ რიგში გირჩევ Canon 50mm f/1,4 იყიდო. პორტრეტებისთვის ძალიან მაგარია თან ფასიც არ არის ძალიან დიდი.
მეტი დეტალები თუ გაინტერესებს PM მომწერე და გიპასუხებ შეძლებისდაგვარად. smile.gif

Posted by: 40dz 19 Jan 2015, 20:22
აპარატის ყიდვა მინდა. მოყვარულის დონეზე რა. ადრე ვიღებდი და ისევ მომინდა.

დ7000 მირჩიეს. და თქვენ რას მირჩევდით/

Posted by: iase 22 Jan 2015, 11:10
1400 ლარში რა ფოტოაპარატს მირჩევთ თავისი ლინზით, რომ მოძრავ კადრებს აფიქსირებდეს თან?
......................

Posted by: nodyGE 22 Jan 2015, 17:14
iase
რას ნიშნავს: მოძრავ კადრებს აფიქსირებდეს თან? ანუ ვიდეოს რომ იღებდეს?

Posted by: Salome ♥ 28 Jan 2015, 23:38
კარგი ფოტოშოპი მინდა ფოტოების დამუშავებისთვის.

ეს ფოტო რომელი ფოტოშოპითაა გაკეთებული??

https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hphotos-ak-xpa1/v/t1.0-9/10511338_758937237500130_8758909082502333076_n.jpg?oh=242f80490bc56ef9834b223b0292a85a&oe=5521F38D&__gda__=1432748341_62ace2e6485cb108e0d644edd488d71d

http://photouploads.com/images/salome2015.jpg

Posted by: marisaxo 29 Jan 2015, 17:44
Salome ♥
რანაირი კითხვაა? კარგად აგვიხსენი..
კარგი ფოტოშოპი cs6 -ია...

Posted by: Salome ♥ 29 Jan 2015, 18:38
გამეცი პასუხი და კიდევ გინდა ახსნა?

Posted by: elRellano 29 Jan 2015, 18:39
................................................................................................

Posted by: nick_el_son 7 Feb 2015, 21:19
მეგობრებო, ვინმეს ხომ არ გაქვთ Canon EOS 400D ან 350D-ს ბატარეა და ნებისმიერი ზომის კომპაქტფლეშ (CF) ბარათი?

ფოტოაპარატის გატესტვა მინდა და თუ შეგიძლიათ რომ ცოტა ხნით მათხოვოთ? )

ანუ, შეგხვდებით სადაც მეტყვით, ჩავდებ მაგეებს ჩემს კამერაში, ვნახავ თუ და როგორ მუშაობს და დაგიბრუნებთ ისევ smile.gif

მადლობა წინასწარ





Posted by: xornabujeli1000 9 Feb 2015, 17:08
თუ იცით ვინმემ როგორებია ეგ ლინზები: SIGMA 18-35 F/1.8, ან SIGMA 50-150 F/2.8 OS? თუ გქონიათ შეხება და შეუძლიათ თუ არა ამათ ქენონის L ლინზების ჩანაცვლება?

Posted by: Patagonia 10 Feb 2015, 11:47
პატარა სამოყვარულო ფოტოაპარატის ხელოსანი ხომ არ იცით ვინმემ?

Posted by: doc@work 14 Feb 2015, 18:31
კიდობანში ცენტრალური შესასვლელიდან ჩადიხართ დაბლა და მარჯვნივ იქ უკვე უნდა იკითხოთ , ცოოტა მეძვირეა , შეევაჭრე მაინც smile.gif

Posted by: gambasha777 17 Feb 2015, 10:48
აუ ალბათ ცუდად ადგილას ვპოსტავ..

"მოკლედ სამსახურის დაწყებამდე დამავალეს სურათის ელექტრონული ვერსია 600 X 800 Pixels ზომის"

დღეს ერთ კოდაკში ვიკითხე და 3x4-ის მეტი არაფერი ვიცითო smile.gif)

თქვენ ხომ არ იცით რას წარმოადგენს ეს 600 X 800 და სად უნდა გადავიღო?

Posted by: nodyGE 17 Feb 2015, 13:58
ეგ არის პიქსელებში ზომა. ნებისმიერი ციფრული იღებს უფრო მაღალი გაფართოების ფოტოს მათ შორის 3X4 ს როდესაც გიღებენ. უბრალოდ უნდა დააპატარავო მაგ ზომაზე და მოჭრა.
თუ გაქვს უკვე ფოტო გადმომიგზავნე და დაგიპატარავებ ფოტოს ოღონდ საღამომდე ვერ ვიზამ sad.gif

Posted by: gambasha777 17 Feb 2015, 17:54
nodyGE

გაიხარე მეგობარო, კაკრას ეხლა მეგობარს გადავუგზავნე და იმან გამიკეთა . wink.gif მადლობაა

Posted by: Hermyon 18 Feb 2015, 14:57

ეს რომელი კამერაა როგორ ფიქრობთ?

http://www.radikal.ru

Posted by: Rapanui 18 Feb 2015, 15:42
თემა ამერია :/

პ.ს. ორ თემაში ერთი და იგივე პოსტის არსებობის გამო Hermyon

Posted by: morixei 18 Feb 2015, 20:10
Hermyon
QUOTE
ეს რომელი კამერაა როგორ ფიქრობთ?

ქენონი რომაა ეგ ასიანი, მოდელი - რამდენიმე ვარიანტია, ზუსტად ვინ გეტყვის?!

Posted by: marisaxo 18 Feb 2015, 20:22
morixei
ქენონი არაა.. მე lumix მგონია...................................

Posted by: morixei 19 Feb 2015, 00:41
marisaxo
QUOTE
ქენონი არაა.. მე lumix მგონია...................................

მასეთი გამშვები ღილაკი dslr-ში მხოლოდ ქენონებს აქვთ... სხვა, ერთად ერთი ლიმუქსის GH4-ია მსგავსი ღილაკით. თუ ლიმუქსის GH4-ია, მაშინ მარცხენა მხარეს ფუნქციური გადამრთველის დაბლა წინიდან უნდა ქონდეს გარე მაშუქისათვის განკუთვნილი საკონტაქტო სოკეტი, მრგვალი ხუფით დაფარული.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

ჩემთან კარგად არ ჩანს, გაურკვეველი კონტურია.

Posted by: marisaxo 19 Feb 2015, 11:24
sakidi araa qenonis da arc linza.... egeti sakidi arcet qenons ar aqvs...

Posted by: M43DL0 20 Feb 2015, 13:44
ნიკონ დ7000 ზე რას იტყვით?
ღირს მაგით დაწყება?


Posted by: morixei 20 Feb 2015, 19:35
marisaxo
QUOTE
sakidi araa qenonis da arc linza.... egeti sakidi arcet qenons ar aqvs...

ლინზის რა მოგახსენოთ და საკიდზე მართალს ბრძანებთ, ნამდვილად პანასონიკია(GH4)
smile.gif
M43DL0
QUOTE
ღირს მაგით დაწყება?

რატომაც არა. თან უკვე საკმაოდ გაიაფდა.
ისეთი აპარატია რომ DSLR-ში გამოუცდელიც ადვილად გაერკვევა. აქვს Scene, Avto და P რეჟიმები.
დღეისობით აპარატები გამოდის, ეგრეთ წოდებული პროფესიონალიც რომ დააკავო პატარა ბავშვს ისიც კი გადაიღებს სურათს.

Posted by: M43DL0 23 Feb 2015, 14:25
morixei
ამაზე კარგი ვარიანტი რა შეიძლება იყოს?

Posted by: morixei 23 Feb 2015, 20:04
M43DL0
QUOTE
ამაზე კარგი ვარიანტი რა შეიძლება იყოს?

უკეთესი ვარიანტი ბევრია. მთავარია ბიუჯეტი და მოთხოვნები.
რაც შეეხება ბრენდებს, ერთი მეორეზე უკეთესი არც ერთი არაა. ზოგმა იცის ეს აიღე, სხვას არ გაეკარო და ა. შ... არ დაუჯერო. ლეიკა, ქენონი, ნიკონი, პენტაქსი, სონი, ფუჯი, პანასონიკი, ყველას აქვს კარგი მოდელი თავისი პლიუს/მინუსებით.

Posted by: M43DL0 24 Feb 2015, 12:45
morixei
ამ ფასში ვიგულისხმე
ბოდი დაახლოებით 550$ ჯდება

Posted by: morixei 1 Mar 2015, 19:53
M43DL0
QUOTE
ბოდი დაახლოებით 550$ ჯდება

ახალი D7000 დაახლოებით ეგრე ჯდება. მაგ შუალედში მოგივა 60D. ორივე კარგი აპარატია, თავთავისი პლიუს/მინუსებით. ციფრულ ხმაურზე D7000-ს და 60D-ს თითქმის ერთი დონის კომპესაცია შეუძლია. 60D-ს მეტი პიქსელი აქვს, თუმცა 1.5 კროპისათვის 16მპ-იც სრულიად საკმარისია, რა თქმა უნდა პლაკატების დაბეჭდვას თუ არ აპირებ. მაგ ფასში კიდევ სონის A6000 მოდის(კიტი), აქ მარკეტზე მოვკარი თვალი. უკეთესი სენსორი და ფოკუსის სიტემა აქვს.
ბრენდს როცა ირჩევ, მერე სხვაზე გადასვლა ჭირს ხოლმე ობიექტივების გამო, მითუმეტეს როცა კარგი ობიეტივი გაქვს.
განახლებას ვაპირებ და დაახლოებით იგივე სიტუაციაში ვარ. D7100-ზე ვფიქრობ, თან A77 mark ll-ც მინდა, თვალი კი Fujifilm X-T1 და Olympus OM-D E-M5 გამირბის biggrin.gif

Posted by: svirski4444 2 Mar 2015, 20:15
მირჩიეთ ოჯახისათვის 600-700 ლარად რომელი ფოტოაპარატი ვიყიდო???

ისეთი რომელსაც თავის აკუ აქვს და არა ელემენტები

თუ ვინმემ იცით როგორი აპარატია sony dcx hx 600 ღირს 650 ლარი??
მადლობთ წინასწარ

Posted by: panjikidze 3 Mar 2015, 12:43
გამარჯობათ, შევიძინე panasonic gm1, მოყვა სდანდარტული ობიექტივი LUMIX G VARIO 12-32mm / F3.5-5.6 ASPH. / MEGA O.I.S.. მინდა დამატებით ერთი ობიექტივის ყიდვა რომელსაც ზუმიც შედარებით ნორმალური ექნება და არაპროფესიონალისთვის რთულად გამოსაყენებადი არ იქნება და შეგიძლიათ რომ მირჩიოთ რა შევიძინო? მაგალითად ეს - LUMIX G VARIO 45-150mm F/4-5.6 LENS/ ნორმალური ობიექტივია?

Posted by: serxio 4 Mar 2015, 21:24
რამე სახელმძღვანელო არ მოგეპოვებათ? საიდანაც ფოტოშოპის შესწავლას შევძლებ?
* * *
svirski4444
http://www.mobi.ge/?page=products&category=58&brand=94&product=1562

http://zoommer.ge/category-281/nikon/nikon-p520.html

http://zoommer.ge/category-281/canon/canon-sx50-hs.html


ამეებს გადახედე. მე პირადად ბოლოს გირჩევდი wink.gif
* * *
ვინმე 35-50მმ იან ლინზებს არ ყიდით?

Posted by: z125 8 Mar 2015, 05:04
xornabujeli1000
QUOTE
თუ იცით ვინმემ როგორებია ეგ ლინზები: SIGMA 18-35 F/1.8, ან SIGMA 50-150 F/2.8 OS? თუ გქონიათ შეხება და შეუძლიათ თუ არა ამათ ქენონის L ლინზების ჩანაცვლება?

არც ქენონს, არც ნიკონს და არც სხვა ბრენდს არ აქვს სიგმას 18-35მმ F/1.8 ლინზის შესაფერისი ლინზა. მაქსიმუმ F/2.8 ზუმ ლინზები აქვთ. პრაიმები კი ბატონო არსებობს მაგრამ ეგ სხვა თემაა უკვე. 50-150 F/2.8-ზე არ ვიცი როგორია და 18-35 F/1.8 არის ძალიან მაგარი ლინზა, მაგრამ მხოლოდ APS-C სენსორიანი კამერებისთვის. ფასიც შესაბამისად ძვირი აქვს.

Posted by: xornabujeli1000 8 Mar 2015, 14:22
QUOTE (z125 @ 8 Mar 2015, 05:04 )
არც ქენონს, არც ნიკონს და არც სხვა ბრენდს არ აქვს სიგმას 18-35მმ F/1.8 ლინზის შესაფერისი ლინზა. მაქსიმუმ F/2.8 ზუმ ლინზები აქვთ. პრაიმები კი ბატონო არსებობს მაგრამ ეგ სხვა თემაა უკვე. 50-150 F/2.8-ზე არ ვიცი როგორია და 18-35 F/1.8 არის ძალიან მაგარი ლინზა, მაგრამ მხოლოდ APS-C სენსორიანი კამერებისთვის.  ფასიც შესაბამისად ძვირი აქვს.

canon 7D-სთვის მინდა. 18-35 1.8 სიგმას ინტერნეტ შეფასებები კარგი ქონდა და მაგიტო დამაიტერესა.
ამ კამერაზე მჭირდება საერთო დანიშნულების ლინზა, 18-35მმ მემგონი კარგი უნდა იყოს კროპ სენსორისთვის. მეორე ვარიანტი იყო ქენონის 17-55მმ, მარა მაგას @ 2.8 აქვს. როგორ ჯობია მოვიქცე, @ 1.8-ზე გავაკეთო აქცენტი, თუ 35-55მმ-იანი დიაპაზონი უფრო გამოსადეგია?

Posted by: z125 8 Mar 2015, 16:54
xornabujeli1000
დიაპაზონის შერჩევა ზოგადად დამოკიდებულია იმაზე თუ რას იღებ და ასევე სენსორის ზომაზე. შენ შემთხვევაში მაგ ორი ლინზიდან მე ავარჩევდი სიგმას 18-35-ს და ცალკე ვიყიდიდი კიდე ქენონის 50მმ 1.8-ს რომელიც ძალიან იაფია და კარგი ლინზაა. ეს ორი ლინზა უკვე ფარავს იმ დიაპაზონს რასაც ქენონის 17-55 მოგცემდა და ბონუსად მიიღებდი უფრო კარგ ხარისხს და ლინზის "სისწრაფეს".

Posted by: xornabujeli1000 9 Mar 2015, 19:11
z125
მართალი ხარ, ეგრე უკეთესი ვარიანტია. თან 50მმ @ 1.8, APS-C სენსორზე 80მმ @ 2.8-ის ეკვივალენტი იქნება, პორტრეტებისთვის კარგი უნდა იყოს.
ისე, 50მმ 1.8 II-ს, ხო არ ჯობია 50მმ 1.4, სამმაგი ფასი აქვს და ღირს თუ არა მაგდენად.

Posted by: z125 9 Mar 2015, 22:54
xornabujeli1000
რა თქმა უნდა 1.4 ჯობია. მთავარია ბიუჯეტი იყოს და ჯობნით როგორ არ ჯობია?! მეტი სინათლე, უკეთესი ბოკე და ალბათ უკეთესი სიმახვილეც.
რაც შეეხება იმას რომ 50მმ 1.8 კროპზე იგივეა რაც Fულ Fრეიმზე 80მმ 2.8 ნაწილობრივ სწორია. სწორია ხედვის კუთხის და ფოკუსის სიღრმის ამბავში, მაგრამ ექსპოზიციის პარამეტრების ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ შუქგამტარობის თვალსაზრისით არა. F რიცხვი დარჩება უცვლელი ანუ 1.8. ბოკეს ამბავში დაახლოებით 2.8-ის ტოლფასი იქნება Fულ Fრეიმზე.

Posted by: xornabujeli1000 10 Mar 2015, 19:26
QUOTE (z125 @ 9 Mar 2015, 22:54 )
სწორია ხედვის კუთხის და ფოკუსის სიღრმის ამბავში, მაგრამ ექსპოზიციის პარამეტრების ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ შუქგამტარობის თვალსაზრისით არა. F რიცხვი დარჩება უცვლელი ანუ 1.8. ბოკეს ამბავში დაახლოებით 2.8-ის ტოლფასი იქნება Fულ Fრეიმზე.

დიაფრაგმის რიცხვს ბოკეს გამო აქვს მუღამი, მაგიტო ვამრავლებ კროპ ფაქტორზე.

ისე, ლინზის შუქგამტარობაზე აქაურების აზრი მაინტერესებს, ინტერნეტში ვნახე ეგ იდეა და რამდენად მარტალია:
ერთი თაობის FF-სა და კროპ სენსორის ფონურ ხმაურს შორის განსხვავება დაახლოებით 2,5-ია, ანუ კროპ ფაქტორი (x1.6) კვადრატში. (იქიდან გამომდინარე რომ 2,5-ჯერ დიდი სენსორია); ე.ი. FF-ზე 250 ISO-ს როგორც წესი იგივე ფონური ხმაური უნდა ქონდეს, რაც კროპზე 100 ISO-ს. ამის გამო, FF-ით, 250 ISO-თი @ 2.8-იანი ლინზით იგივე ხარისხს და ექსპოზიციას მიიღებ, რასაც კროპ კამერაზე 100 ISO-ზე და @ 1.8 ლინზით (ყველა სხვა მონაცემები იგივე რომ იყოს). შეიძლება კროპ სენსორიან კამერებზე ISO-ს სტანდარტი 2,5-ჯერ არის ხელოვნურად გაზრდილი, რომ იგივე ექსპოზიცია მიიღო რაც FF-ზე, თორემ რეალურად კროპ სენსორი 2,5-ჯერ მცირე სინათლეს ღებულობს იგივე ლინზისაგან.
აბა, რას იტყვით რამდენად რეალური ვერსიაა?

Posted by: morixei 10 Mar 2015, 20:22
QUOTE
ერთი თაობის FF-სა და კროპ სენსორის ფონურ ხმაურს შორის განსხვავება დაახლოებით 2,5-ია, ანუ კროპ ფაქტორი (x1.6) კვადრატში. (იქიდან გამომდინარე რომ 2,5-ჯერ დიდი სენსორია); ე.ი. FF-ზე 250 ISO-ს როგორც წესი იგივე ფონური ხმაური უნდა ქონდეს, რაც კროპზე 100 ISO-ს. ამის გამო, FF-ით, 250 ISO-თი @ 2.8-იანი ლინზით იგივე ხარისხს და ექსპოზიციას მიიღებ, რასაც კროპ კამერაზე 100 ISO-ზე და @ 1.8 ლინზით (ყველა სხვა მონაცემები იგივე რომ იყოს). შეიძლება კროპ სენსორიან კამერებზე ISO-ს სტანდარტი 2,5-ჯერ არის ხელოვნურად გაზრდილი, რომ იგივე ექსპოზიცია მიიღო რაც FF-ზე, თორემ რეალურად კროპ სენსორი 2,5-ჯერ მცირე სინათლეს ღებულობს იგივე ლინზისაგან.
აბა, რას იტყვით რამდენად რეალური ვერსიაა?

საინტერესო კი იქნებოდა ტესტების ნახვა, თუ არის ინტერნეტში?
ლოგიკასთან კი ახლოა: დიაფრაგმის დიდი დიამეტრი > მეტი ფოტონები > ნაკლები ციფრული ხმაური.
თუ გამოვრიცხავთ აპარატის NR-ის შესაძლებლობებს, ციფრული ხმაური ძირითადად მაინც სენსორის თავისებურებაზეა დამოკიდებული: CCD vs CMOS + პიქსელის ზომა და რაოდენობა.

Posted by: z125 11 Mar 2015, 05:52
xornabujeli1000
QUOTE
დიაფრაგმის რიცხვს ბოკეს გამო აქვს მუღამი, მაგიტო ვამრავლებ კროპ ფაქტორზე

ისე ბოკეს ხარისხი დიაფრაგმის რიცხვთან ერთად ლინზის დიზაინზეცაა დამოკიდებული, დიაფრაგმის ბლეიდების სიმრგვალეზე ანუ ფორმაზე და ა.შ. დიაფრაგმის რიცხვზე (F რიცხვზე) პირდაპირაა დამოკიდებული ფოკუსის სიღრმე (DOF - Depth of field). რაც უფრო დაბალია F რიცხვი ერთი და იგივე პირობებში მით უფრო ნაკლები DOF გვექნება. აქედან გამომდინარე უკანა ფონი უფრო მეტად ბუნდოვანი იქნება სურათებში.

QUOTE
ისე, ლინზის შუქგამტარობაზე აქაურების აზრი მაინტერესებს

ლინზის შუქგამტარობა ძალიან არის დამოკიდებული თავად ოპტიკის ანუ ლინზის მასალის ხარისხზე, ასევე მათ რაოდენობაზე. ნებისმიერ ლინზაში და არა მარტო ლინზაში სინათლის გავლისას ხდება მისი გარკვეული ნაწილის შთანთქმა ანუ დაკარგვა. სხვადასხვა ლინზები სხვადასხვანაირად შთანნთქავს. ზოგადად ის ლინზები რომლებიც უფრო ხარისხიანი მასალებითაა დამზადებული გაცილებით ძვირია. ერთი წლის წინ რაღაცას ვტესტავდი და შევამჩნიე რომ ჩემი 85მმ 1.8 ლინზა დაახლოებით 1 სტოპით მეტ სინათლეს ატარებდა ვიდრე 35-105მმ ლინზა იგივე ფოკალურ სიგრძეზე ანუ 85მმ-ზე. სხვანაირად რომ ვთქვა ერთი და იგივე ექსპოზიციის პარამეტრებზე ერთი და იგივე სცენა პირველ ლინზაზე უფრო ნათელი იყო ვიდრე მეორეზე. იგივე კაშკაშობის მისაღებად 35-105 ლინზის შემთხვევაში მჭირდებოდა ექსპოზიციის პარამეტრების შეცვლა დაახლოებით 1 სტოპით (ზუსტად არ მახსოვს ეს განსხვავება და თუ გაინტერესებს მოვძებნი არქივში იმ სურათებს და გეტყვი, მაგრამ ფაქტია რომ ხარისხიანი ლინზა უფრო შუქგამტარია).

QUOTE
ინტერნეტში ვნახე ეგ იდეა და რამდენად მარტალია:
ერთი თაობის FF-სა და კროპ სენსორის ფონურ ხმაურს შორის განსხვავება დაახლოებით 2,5-ია,

არ არის მართალი, რადგან ხმაურის დონე არანაირად არაა დამოკიდებული სენსორის ზომაზე, მაგრამ დამოკიდებულია თავად პიქსელის ანუ ფოტოუჯრედის ზომაზე (pixel pitch). რაც უფრო დიდია პიქსელის ზომა მიკრონებში მით უფრო ნაკლებ ხმაურიანი იქნება სენსორი მიუხედავად სენსორის ზომისა და პიქსელების რაოდენობისა. პიქსელის ზომა რომ გაიგო ამისათვის სენსორის სიგრძე მაგალითად 36მმ (Full Frame-ს შემთხვევაში) უნდა გაყო პიქსელების რაოდენობაზე იმავე გვერდზე, მაგალითად 6016 პიქსელი (ნიკონის D600-ის სენსორის შემთხვევაში) და გავამრავლოთ 1000-ზე მიკრონებში საანგარიშოდ. მივიღებთ 36/6016*1000=5.98 მიკრონს. ანალოგიურად შგვიძლია გამოვიანგარიშოთ სხვა სენსორის პიქსელის ზომაც და თუ ეს სენსორები ერთი და იგივე ტექნოლოგიითაა დამზადებული მაშინ შეგვიძლია მათი შედარებაც. რეალურად კი სხვადასხვა მოდელები სხვადასხვა ტექნოლოგიებითაა დამზადებული და ეს ტექნოლოგიებიც დიდ როლს თამაშობს.

QUOTE
ანუ კროპ ფაქტორი (x1.6) კვადრატში. (იქიდან გამომდინარე რომ 2,5-ჯერ დიდი სენსორია)

ეგ ქენონზე, ნიკონზე ეგ რიცხვები შესაბამისად იქნება x1.5 და 2.25. მაგრამ ამ რიცხვებს ხმაურთან არანაირი კავშირი არ აქვს.

QUOTE
ე.ი. FF-ზე 250 ISO-ს როგორც წესი იგივე ფონური ხმაური უნდა ქონდეს, რაც კროპზე 100 ISO-ს.

ეს მოსაზრებაც მცდარია, რადგან ეფუძნება მცდარ არგუმენტს რომ კროპ სენსორს მეტი ხმაური აქვს.

QUOTE
FF-ით, 250 ISO-თი @ 2.8-იანი ლინზით იგივე ხარისხს და ექსპოზიციას მიიღებ, რასაც კროპ კამერაზე 100 ISO-ზე და @ 1.8 ლინზით (ყველა სხვა მონაცემები იგივე რომ იყოს)

დავიწყოთ ბოლოდან ანუ თუ გინდა რომ ყველა მონაცემი იგივე იყოს ანუ ერთი და იგივე ტექნოლოგიის სენსორები შეადარო რომელთაც ასევე ერთი და იგივე Pixel pitch ექნებათ მაშინ უნდა აიღო ერთი კონკრეტული Full Frame კამერა და ერთი კონკრეტული ლინზა. მაგალითად ავიღოთ ნიკონის D600 კამერა და ნიკონისვე 85მმ f/1.8 ლინზა. დავუშვათ ვიღებთ თანაბრად განათებულ თეთრ კედელს. კამერა დამონტაჟებულია შტატივზე იმგვარად რომ მისი სენსორი იყოს კედლის პარალელური და კედელი მთლიანად ფარავდეს კადრს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი რომ კედლის ყოველი წერტილი არის თანაბრად განათებული და ერთნაირი ფერის. D600 კამერას აქვს ასევე კროპ (x1.5) რეჟიმიც. ანუ ჩვენ შეგვიძლია გადავიღოთ x1 (Full Frame 6016x4016 px) და x1.5 (Crop 3936x2624 px) რეჟიმებში ერთი და იგივე ექსპოზიციის პარამეტრებით (სიჩქარე, დიაფრაგმა და ISO უცვლელია). როგორ ფიქრობ ეს ორი სურათი სხვადასხვა ხარისხის იქნება? ან ერთს ნაკლები ხმაური ექნება და მეორეს მეტი? თუ ერთი უფრო კაშკაშა იქნება და მეორე ბნელი? არამც და არამც. აბსოლუტურად ერთი და იგივე ხარისხის და განათების სურათებს მივიღებთ. განსხვავება იქნება მხოლოდ ის რომ მეორე სურათი იქნება პირველის კროპი და თუ პირველ სურათს ფოტოშოპით დავკროპავთ მეორე სურათის ზომაზე ანუ 3936x2624 პიქსელზე მაშინ აბსოლუტურად იდენტურ სურათებს მივიღებთ თუ რა თქმა უნდა ერთ ერთ სურათში რომელიმე მფრინავი მწერი არ მოხვდა შემთხვევით. smile.gif

QUOTE
შეიძლება კროპ სენსორიან კამერებზე ISO-ს სტანდარტი 2,5-ჯერ არის ხელოვნურად გაზრდილი, რომ იგივე ექსპოზიცია მიიღო რაც FF-ზე

ზღაპარი. smile.gif

QUOTE
რეალურად კროპ სენსორი 2,5-ჯერ მცირე სინათლეს ღებულობს იგივე ლინზისაგან

კი ბატონო, ოღონდ იმ გაგებით რომ რაც დააკლდა ის დაკროპვის გამო ჩამოჭრილ ნაპირებს ეკუთვნოდა. აქ ლაპარაკია იმაზე რომ ლინზას ჰქონდა პოტენციალი მეტი სინათლე მიეცა სენსორისთვის უფრო ფართო გამოსახულების გამო, მაგრამ სენსორი პატარაა და ვერ იყენებს სრულად ლინზის სინათლეს. რომ ყოფილიყო FF სენსორი მაშინ ჩვენ ვიღებთ ექსტრა სინათლეს რომელიც გამოსადეგია მხოლოდ იმ ექსტრა ადგილების ექსპოზიციისთვის რაც FF სენსორს აქვს კროპთან მიმართებაში.

თითოეულ კვადრატულ მიკრონზე მოსული სინათლის რაოდენობა არ იცვლება და ვერ იქნება დამოკიდებული სენსორის ზომაზე, რადგან ამ სინათლეს კრიბავს ლინზა და არა სენსორი.

morixei
QUOTE
დიაფრაგმის დიდი დიამეტრი > მეტი ფოტონები > ნაკლები ციფრული ხმაური.
თუ გამოვრიცხავთ აპარატის NR-ის შესაძლებლობებს, ციფრული ხმაური ძირითადად მაინც სენსორის თავისებურებაზეა დამოკიდებული: CCD vs CMOS + პიქსელის ზომა და რაოდენობა.

ზომაზე კი, რაოდენობაზე მხოლოდ არაპირდაპირ. მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სენსორის ზომა უცვლელია და პიქსელების რაოდენობას გავზრდით პიქსელის ზომა ავტომატურად შემცირდება და იგივე ტექნოლოგიის შემთხვევაში სიგნალ/ხმაურის თანაფარდობაც გაუარესდება. შენ რასაც გამოთქვამ გეთანხმები, მაგრამ ის კითხვები სხვა კუთხით იყო დასმული. დიაფრაგმის გაზრდით მნიშვნელოვნად მეტ სინათლეს ვიღებთ, რაც საშუალებას გვაძლევს დაბალი ISO გამოვიყენოთ.

Posted by: xornabujeli1000 11 Mar 2015, 15:30
z125

რო დაუკვირდე მართალი ხარ, ლინზიდან მეტ-ნაკლებად თანაბრად მოდის სინათლე (კუთხეებში შეიძლება ნაკლებად) თითოეულ კვადრატულ მილიმეტრზე. სენსორის ზომა რო შეამცირო ლინზიდან შემოსული შუქის ნაწილი კედლებს მოხვდება, თორე ცენტრალურ ადგილას ხო იგივე დარჩება განათება.

ეგეც მორიგი მითი გაბათილდა smile.gif

ისე ამ საკითხებში გარკვეული ჩანხარ და ერთ თეორიულ კითხვას დაგისვამ: სენსორის ზომა რატო მოქმედებს DOF-ზე, თუ ლინზიდან ერთიდაიგივე რაოდენობის ფოტონები ხვდება ერთსა და იმავე ზომის ზედაპირზე? ეგ ვერაფრით ვერ გავიგე.

Posted by: z125 12 Mar 2015, 03:53
xornabujeli1000
QUOTE
ლინზიდან მეტ-ნაკლებად თანაბრად მოდის სინათლე (კუთხეებში შეიძლება ნაკლებად) თითოეულ კვადრატულ მილიმეტრზე. სენსორის ზომა რო შეამცირო ლინზიდან შემოსული შუქის ნაწილი კედლებს მოხვდება, თორე ცენტრალურ ადგილას ხო იგივე დარჩება განათება.

სწორია! კროპი კროპია. გინდა სენსორი დაკროპე და ისე გადაიღე, გინდაც გადაღებული სურათი დაკროპე შედეგი ერთია, განსხვავება ნოლი. smile.gif
QUOTE
ისე ამ საკითხებში გარკვეული ჩანხარ და ერთ თეორიულ კითხვას დაგისვამ: სენსორის ზომა რატო მოქმედებს DOF-ზე, თუ ლინზიდან ერთიდაიგივე რაოდენობის ფოტონები ხვდება ერთსა და იმავე ზომის ზედაპირზე? ეგ ვერაფრით ვერ გავიგე.

მადლობა შეფასებისთვის და კარგი კითხვაა ეგ. მეც მაწუხებდა ეგ და მსგავსი კითხვები თავიდან და ვისაც ვკითხე ვერავინ ამიხსნა. შემდეგ ჩემი დაკვირვევებით და ტესტებით დავასკვენი რომ ეგეც მითია. DOF არაა დამოკიდებული კროპ ფაქტორზე და დამოკიდებულია მხოლოდ და მხოლოდ ლინზაზე (კერძოდ მის ფოკალურ სიგრძეზე და დიაფრაგმის რიცხვზე) და მანძილზე ლინზიდან ფოკუსირებულ ობიექტამდე. წარმოიდგინე გვაქვს უძრავად დამაგრებული ლინზა და უძრავი ობიექტი რომელზედაც ეს ლინზაა დაფოკუსირებული. ეს ლინზა გამოსახულებას აპროექცირებს უკან გარკვეულ მანძილზე რომელსაც ფოკალური თუ ფოკუსური სიბრტყე ეწოდება. ამ ფოკალურ სიბრტყეზე რიგრიგობით თუ მოვათავსებთ სხვადასხვა ზომის სენსორებს ისინი აღბეჭდავენ დაპროექცირებულ გამოსახულებას რომელიც არის უცვლელი ყოველი სენსორისთვის. თუ ჩავთვლით რომ ამ სენსორებზე პუქსელები ერთნაირი სიხშირითაა განლაგებული მაშინ მივიღებთ აბსოლუტურად ერთნაირ შედეგს.

ხოლო თუ ეს პიქსელები სხვადასხვა სიხშირითაა ანუ პიქსელების რაოდენობა კვადრატულ მილიმეტრში სხვადასხვაა მაშინ მიღებული სურათების ეკრანზე 100%-ით დათვალიერების დროს ვიღებთ სხვადასხვა მაგნიფიკაციას და სხვადასხვანაირ ეფექტს მაგრამ ამას მაინც არ ექნება კავშირი რეალურ DOF სიდიდესთან. ის მაინც უცვლელია. მეტ პიქსელებიან სურათს ფოტოშოფის მეშვეობით რეზოლუციას თუ შევუცვლით და დავიყვანთ ნაკლებ პიქსელებიანი სურათის რეზოლუციაზე ისევ იდენტურ სურათებს და შედეგს მივიღებთ.

ამის შემდეგ სავარაუდოდ გაგიჩნდება ახალი კითხვა: მაშ რატომაა FF სენსორიანი კამერით გადაღებულ სურათებში უკეთესი ბოკე ვიდრე კროპზე მიუხედავად იმისა რომ ერთი და იგივე ლინზა ვიყენებთ ერთი და იგივე F რიცხვით? იმიტომ რომ FF სენსორი უფრო ფართოა და იძლევა ობიექტთან მიახლოების საშუალებას კროპ ფაქტორის რიცხვჯერ.

მაგალითად მაგალითად თუ რაღაც საგანი კროპ კამერის კადრს ავსებს 1.5 მეტრის დისტანციაზე, იგივე ობიექტი FF კამერის კადრს შევსებს 1 მეტრის დისტანციაზე. ფაქტიურად იგივე კომპოზიციის მისაღებად საგნამდე დისტანციას ვამცირებთ 1.5-ჯერ რაც საგრძნობლად ცვლის DOF სიდიდეს და შესაბამისად ბოკესაც. ამიტომაა რომ რასაც F/2.8 ლინზა იძლევა ბოკეს კუთხით FF სენსორზე იგივე ბოკეს მისაღებად კროპზე იგივე ლინზა გვინდა ოღონდ F/1.8 რიცხვით. ხოლო რასაც 1.8 ლინზა მოგვცემს FF-ზე, კროპზე გვინდა 1.2 დაახლოებით და ეგ იქნება კროპის ლიმიტიც ფაქტიურად.

FF-ზე 1.4 და 1.2 ლინზების ანალოგი ეფექტის მქონე ლინზები კროპ კამერებისთვის ფაქტიურად უკვე აღარ არსებობს რადგან გვინდა F0.95 და უფრო ნაკლებ რიცხვიანი ლინზები. smile.gif

Posted by: n-i-c-k 12 Mar 2015, 10:44
serxio

Божко А.Н. - Ретушь и коррекция изображений в Adobe Photoshop- 2012

http://www.megafileupload.com/en/file/617781/-----------------------------------------------------------------------Adobe-Photoshop--2012-rar.html


Posted by: xornabujeli1000 12 Mar 2015, 12:47
QUOTE (z125 @ 12 Mar 2015, 03:53 )
მაგალითად მაგალითად თუ რაღაც საგანი კროპ კამერის კადრს ავსებს 1.5 მეტრის დისტანციაზე, იგივე ობიექტი FF კამერის კადრს შევსებს 1 მეტრის დისტანციაზე. ფაქტიურად იგივე კომპოზიციის მისაღებად საგნამდე დისტანციას ვამცირებთ 1.5-ჯერ რაც საგრძნობლად ცვლის DOF სიდიდეს და შესაბამისად ბოკესაც. ამიტომაა რომ რასაც F/2.8 ლინზა იძლევა ბოკეს კუთხით FF სენსორზე იგივე ბოკეს მისაღებად კროპზე იგივე ლინზა გვინდა ოღონდ F/1.8 რიცხვით. ხოლო რასაც 1.8 ლინზა მოგვცემს FF-ზე, კროპზე გვინდა 1.2 დაახლოებით და ეგ იქნება კროპის ლიმიტიც ფაქტიურად.

თუ სწორად გავიგე მიზეზი არის თვითონ ობიექტთან დაშორების მანძილში. თუ უახლოვდები ობიექტს იმავე ფოკალურ სიგრძეზე უფრო ვიწრო DOF-ს ღებულობ, რისი გაკეტებაც მოგიწევს FF კამერით. მე ეგეთი კამერა არ მაქვს და ვერ შევამოწმებ, მაგრამ მემგონი საქმე ისაა რომ ერთიდაიგივე მანძლით დაშორებისას სხვადასხვა სიღრმის ფოკუსს ღებულობ. დავუშვათ ორივე კამერით, ერთი და იგივე ლინზით 1 მეტრიდან იღებ ფოტოს, აი ამ დროს რა ხდება? FF-ს უფრო ვიწრო სიღრმე აქვს თუ არა?

Posted by: z125 12 Mar 2015, 15:29
xornabujeli1000
QUOTE
თუ სწორად გავიგე მიზეზი არის თვითონ ობიექტთან დაშორების მანძილში. თუ უახლოვდები ობიექტს იმავე ფოკალურ სიგრძეზე უფრო ვიწრო DOF-ს ღებულობ, რისი გაკეტებაც მოგიწევს FF კამერით. მე ეგეთი კამერა არ მაქვს და ვერ შევამოწმებ,

სწორია. ეგეთი კამერა არაა აუცილებელი. ნებისმიერ კამერაზე ეგრეა, მათ შორის მობილური ტელეფონისას. რაც უფრო ახლოდან გადაუღებ ობიექტს სურათს მით უფრო ბუნდოვანი გახდება უკანა ფონი. სცადე იმით რაც გაქვს.

QUOTE
დავუშვათ ორივე კამერით, ერთი და იგივე ლინზით 1 მეტრიდან იღებ ფოტოს, აი ამ დროს რა ხდება? FF-ს უფრო ვიწრო სიღრმე აქვს თუ არა?

არა. თუ ამ კამერებს ერთნაირი ზომის პიქსელები აქვს მაშინ იდენტურ ფოტოებს მიიღებ. ფოტოშოფით სურათი რომ დაკროპო ისე. რა თქმა უნდა არც ფოტოშოპით და არც სენსორის დაკროპვით არაფერი არ შეიცვლება გარდა სურათის ნაპირების ჩამოჭრისა. წარმოიდგინე 4X2 მეტრი ზომის პლაკატი. ეს პლაკატი რომ გამოჭრა ხელით 2X1 მეტრ ზომაზე დარჩენილ სურათზე ხომ არაფერი შეიცვლება მაგით?!

Posted by: marisaxo 12 Mar 2015, 19:20
z125
თავბრუ დამეხვა, 1 წლის საკურსო მასალა დაწერე, მასწავლებლად აქ მოთხოვნადი იქნებოდი, მგონი ამერიკაში ხარ ხომsad.gif...

Posted by: z125 12 Mar 2015, 19:33
marisaxo
რატომ ეგ სმაილიკი? smile.gif
ხო ბევრი მიწერია, მოკლედ ახსნილს ვერ გაიგებდა ვიფიქრე biggrin.gif
კი იქ ვარ. შენ რას შვები, როგორ მიდის საქმეები? იმ თემაში კი ვიხედები ხოლმე მარა ფოტოებს ვეღარ ვდებ და იმიტომ არ ვპოსტავ რომ არ გავაოფო.

Posted by: marisaxo 12 Mar 2015, 19:44
z125
რატომ ეგ სმაილი და ვინც რამე იცის სხვაგანაა... ეგ ვიგულისხმე..
რატომ აღარ იღებ?
საქმეები ცუდადbiggrin.gif ალბათ შენც მაგიტომაც ხარ მანდ, ყველაფერი ლოგიკურია რომ დაფიქრდეს კაცი...

Posted by: z125 12 Mar 2015, 19:55
marisaxo
მე გრინი მოვიგე და წავედი. იშვიათად ვიღებ ამ ბოლო დროს არადა მინდა გადაღება. თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს თანაც რაღაც ახალი მინდა თითქოს. ადრე რომ ვდებდი ხოლმე ფოტოებს ფბ-დან ვიღებდი ხოლმე ლინკს. მერე ფბ-მ რაღაც შეცვალა და .jpg ლინკს აღარ მაძლევდა.

Posted by: marisaxo 12 Mar 2015, 20:13
უნდა გადაიღო, მომწონდა რასაც დებდი ხოლმე...

Posted by: z125 12 Mar 2015, 20:37
marisaxo
პმ ნახე, მადლობა smile.gif

Posted by: marisaxo 14 Mar 2015, 00:58
z125
შენმა შემეცნებითმა პოსტებმა დამაფიქრა.. ანუ დიაფრაგმას რაც ეხება და კროპს.. კროპზე 4 ფ რომ მაქვს რეალურად მეტი გამომდის? ვერ ჩავწვდი შინაარსს... ანუ იგივე ლინზით იგივე განათებაში FF ზე უფრო მეტი შუქი მექნება ფოტოზე?

Posted by: z125 14 Mar 2015, 05:43
marisaxo
QUOTE
ანუ იგივე ლინზით იგივე განათებაში FF ზე უფრო მეტი შუქი მექნება ფოტოზე?

არა, შუქი იგივე გექნება smile.gif

Posted by: marisaxo 14 Mar 2015, 17:50
a shen bokhe igulisxmee?..biggrin.gif:D..........

Posted by: z125 15 Mar 2015, 07:19
marisaxo
ხო ბოკე. რადგან ასეთი დაინტერესება გამოიწვია მოვძებნე ჩემი ძველის ტესტის ფოტოები და თანაბარ პირობებში ჩასაყენებლად ერთნაირ ზომებზე დავაყენე

ტესტებში გამოყენებულია ნიკონის 2 კამერა: D600 (FF კამერა ანუ ნიკონის ენაზე FX) და D7000 (ჩვენ ენაზე კროპი (ისე მე თუ მკითხავთ ყველა კროპია თუ მასზე უფრო დიდ სენსორიან კამერას ადრი), ნიკონის ენაზე DX). ტესტებში კამერები დამაგრებულია შტატივზე, რომლის პოზიციაც არ იცვლება. ასევე არ იცვლება სცენა, საგნებამდე დისტანცია და განათება. ორივე კამერაზე ერთი და იგივე ლინზაა გამოყენებული, კერძოდ ნიკონის 60მმ 2.8 მაკრო ლინზა. ექსპოზიციის პარამეტრებიც უცვლელია ყველა სურათზე, კერძოდ 1/40, f/3, ISO 1600.

ყველა ფოტო არის კამერის JPG ფაილები, პერსონალური ინფორმაცია ფოტოშოპითაა წაშლილი, სურათების რეზოლუცია დაყვანილია 1200 პიქსელზე.

1. D600 FX რეჟიმში, რეზოლუცია 1200x801. სამწუხაროდ ამ ფოტოში Vignette Control-ის გამორთვა დამავიწყდა გადაღების დროს, ამიტომ მისი ოდნავ მეტად განათებულობა სხვა ფოტოებთან შედარებით სწორედ მისი დამსახურებაა. RAW ფაილი კი მაქვს შენახული, მაგრამ მეზარება ახლიდან გაკეთება. იმედია გაგებით მოეკიდებით ამ საკითხს და არ იფიქრებთ რომ მისი განათებულობა FF სენსორის დამსახურებაა როგორც მეტი სინათლის მკრებავის smile.gif))
user posted image

2. იგივე ფოტო რაც ზემოთაა ფოტოშოფით დაკროპილი DX-ის ზომაზე. რა თქმა უნდა Vignette Control აქაც ჩართულია. რეზოლუცია 1200x800
user posted image

3. D600 DX (x1.5 კროპ) რეჟიმში, რეზოლუცია 1200x800, Vignette Control აქ გამორთულია. ამიტომაა ზემო ფოტოებთან შედარებით ოდნავ ბნელი.
user posted image

4. და ბოლოს D7000 ანუ კროპ კამერით გადაღებული, რეზოლუცია 1200x795, Vignette Control უცნობია, სავარაუდოდ გამორთულია. როგორც წესი მე ეგ ფუნქცია სულ გამორთული მაქვს ხოლმე. პირველ ფოტოში რატომღაც დამრჩა ალბათ როდისღაც smile.gif)
user posted image

ეხლა მითხარით რა განსხვავებას ხედავთ 2-ე, 3-ე და 4-ე ფოტოებში? არის თუ არა ერთი და იგივე გინდ განათება (Vignette Control არ დაგავიწყდეთ და გაითვალისწინეთ მისი ზემოქმედება, ნუ გამაწვალებთ და RAW ფაილს ნუ ამომაქექინებთ smile.gif) ) და გინდაც ბოკე? D7000-ით გადაღებულს რა თქმა უნდა მეტი ხმაური აქვს 1600 ISO-ზე მაგრამ ეს ასეც უნდა იყოს. D600-ს ერთ-ერთი საუკეთესო სენსორი აქვს და DxO-ს რეიტინგის მიხედვით 5-ე ადგილზეა ამჟამად. D7000 კი უკვე ძველი კამერაა თანამედროვე მოთხოვნებთან შედარებით, მაგრამ კვლავ ღირებული და საკმაოდ ძლიერი.

Posted by: marisaxo 15 Mar 2015, 11:01
ხო მშვენიერი ტესტია... უბრალოდ ვერ გაგიგე წინა გვერდზე, თუმცა მერე მივხვდი რაც იგულისხმე...smile.gif

Posted by: z125 15 Mar 2015, 14:39
marisaxo
ტესტ კითხვა: 1 ფოტოს იდენტური ფოტო რომ გადაიღო კროპ კამერით რა ლინზა და რა F რიცხვი გჭირდება? დისტანცია საგნამდე უნდა შეცვალო თუ არა? smile.gif იდენტურობაში იგულისხმება კომპოზიცია, ბოკე და პერსპექტივა. smile.gif

Posted by: marisaxo 16 Mar 2015, 02:18
z125
პირველი ფოტო FF -ა ხომ... ალბათ 40მმ უნდა გადაიღო მაგრამ უკვე ლინზა სხვაა და იდენტური იასნა არ გამოვა.. და F რიცხვიი?...ალბათ იგივე 2.8?
ჩამჭერიი?biggrin.gif:D

Posted by: z125 16 Mar 2015, 05:39
marisaxo
QUOTE
პირველი ფოტო FF -ა ხომ... ალბათ 40მმ უნდა გადაიღო მაგრამ უკვე ლინზა სხვაა და იდენტური იასნა არ გამოვა.. და F რიცხვიი?...ალბათ იგივე 2.8?ჩამჭერიი?biggrin.gif

40მმ სწორია. იფიქრე კიდევ smile.gif
QUOTE
იდენტური იასნა არ გამოვა..

რას გულისხმობ? რატომ არ გამოვა იდენტური?

Posted by: dat111 16 Mar 2015, 11:57
QUOTE
რატომ არ გამოვა იდენტური?

50-იანს და 85-იანს რენდერინგი სხვადასხვა აქვს ეგ ერთი მერე 85 ფ4-ზე მაგალითად უფრო შარპია იდრე 50 2.8ზე შესაბამისად ფფ-ზე ნახატიც და სიმკვეთრეც უკეთესი იქნება

Posted by: z125 16 Mar 2015, 13:53
dat111
არვიცი წინა პოსტები თუ წაიკითხე ნაგრამ წინა გვერდის ბოლო პოსტში მიწერია რა იგულისხმება იდენტურობაში: კომპოზიცია, პერსპექტივა და ბოკე.
* * *
dat111
შენც გარკვეული ხარ ვიცი და შენთან მაქვს ასეთი კითხვა: შენი აზრით DOF სიდიდე ერთნაირია ოთხივე ფოტოში წინა გვერდზე რომ დავდე?

Posted by: dat111 16 Mar 2015, 17:27
QUOTE
DOF სიდიდე ერთნაირია ოთხივე ფოტოში წინა გვერდზე რომ დავდე?

DOF ერთი და იგივეა, FOV არი სხვადასხვა

QUOTE
კომპოზიცია, პერსპექტივა

ამათ ეკვივალენტებით დასვავ,
აი ბოკე და in/out of focus გადასვლაა ყველაზე საინტერესო საკითხი თან საკმაოდ სუბიექტური

Posted by: z125 16 Mar 2015, 17:44
dat111
QUOTE
DOF ერთი და იგივეა

მაშინ როგორ ახსნი რომ ერთი და იგივე ლინზას FX და DX ბოდიზე ერთი და იგივე დისტანციაზე საგნამდე სხვადასხვა DOF მაჩვენებელს იძლევა DOF კალკულატორი? ამ კალკულატორის მოძებნა Gუგლის საშუალებით შეიძლება, მობილით ვარ ახლა.

QUOTE
ამათ ეკვივალენტებით დასვავ,
აი ბოკე და in/out of focus გადასვლაა ყველაზე საინტერესო საკითხი თან საკმაოდ სუბიექტური

ხო პერსპექტივას და კომპოზიციას ადვილად დასვავ: ლინზის ფოკალური სიგრძე უნდა გაყო კროპ ფაქტორზე და მივიღებთ შესაბამის ლინზის ფოკალურ სიგრძეს. რაც შეეხება ბოკეს, გეთანხმები რომ სუბიექტურია მე რისი თქმაც მინდოდა იყო DOF. ანუ ტერმინი ბოკე ჩავანაცვლოთ DOF სიდიდით, კითხვა იგივეა: რა F პარამეტრი გჭირდება რონ იგივე DOF მიიღო DX-ზე რასაც მიიღებდი FF-ზე @F/3-ზე ან 2.8-ზე?

Posted by: morixei 16 Mar 2015, 19:57
QUOTE
რა F პარამეტრი გჭირდება რონ იგივე DOF მიიღო DX-ზე რასაც მიიღებდი FF-ზე @F/3-ზე ან 2.8-ზე?

დიაფრაგმის სიდიდეს ვამრავლებთ კროპ ფაქტორზე.
FF-ზე f2.8 = DF-ზე f4-4.5, უფრო ზუსტად f4.2-ია.

Posted by: z125 16 Mar 2015, 22:29
morixei
რატომ ამრავლებ და არ ყოფ მაგალითად?

Posted by: dat111 16 Mar 2015, 22:33
QUOTE
მაშინ როგორ ახსნი რომ ერთი და იგივე ლინზას FX და DX ბოდიზე ერთი და იგივე დისტანციაზე საგნამდე სხვადასხვა DOF მაჩვენებელს იძლევა DOF კალკულატორი?

როგორც ამერიკოსები იტყვიან bullshit არი ეგ კალკულატორი biggrin.gif dof სუფთა ლინზაზე დამოკიდებული ტექნიკური პარამეტრია, თუ გაქვს ორივე ფორმატის კამერა შეგიძლია მარტივად გადაამოწმო დახრილად სახაზავს გადაუღე სურათი, ერთი მანძილიდან ერთი და იგივე ლინზა რა ფორმატზეც არ უნდა დააყენო მკვეთრი ზონა ანუ დოფ იგივე გექნება.
ბოკე კიდე ანუ წინა და უკანა პლანის დამუშავება იმისა რაც ფოკუსში არაა და მკვეთრი ზონიდან გაბლარულზე გადასვლის ხასიათი ყველა ლინზას სხვადასხვა აქ და მის კონსტრუქციაზეა დამოკიდებული, როგორც წესი მოკლე ლინზების პრობლემაა ზუსტად ლამაზი ნახატის მიღება (55-600მმ ზე ნაკლები), ტელევიკებში საქმე უფრო კარგადაა

Posted by: z125 16 Mar 2015, 22:37
dat111
100%-ით ბულშიტი რომ იყოს ერთი ამბავი იქნებოდა მაგაზე ნეტში. მე კი არსად შემხვედრია ვინმეს ეთქვა რომ ბულშიტია. მგონი სხვა რაღაცაშია ძაღლის თავი დამარხული. პიქსელის ზომა VS აირ დისკი თუ რაღაც მაგდაგვარი smile.gif

Posted by: dat111 16 Mar 2015, 22:52
პიქსელის ზომა მაგალითად ნიკონ დ800 და დ7000 ზუსტად იგივე აქვთ, ორი კროპი მაქ მაგალითად 10მპიქსი და 16 მპიქსი და ერთი ჩორტია ზუსტად მიუხედავად იმისა რომ პიქსელები სხვადასხვაა.
ისე თუ გინდა ფირზე დააყენე ლინზა და იგივეს მიიღებ იქ პიქსელი საერთოთ არაა

Posted by: z125 16 Mar 2015, 23:13
dat111
მართალი ხარ მეც მასე ვფიქრობ და კაი ხანია მაწუხებს ეგ კითხვა რადჰან კალკულატორი სხვა რამეს ამბობს. წინა გვერდზე ფოტოები რომ დავდე ისიც ადასტურებს რომ DOF ერთი და იგივეა FX და DX-ზე რადგან ბოკე ერთნაირია. DX-ს მეტი ანნაკლები DOF რომ ჰქონოდა უკანა ფონი შესაბამისად ან უფრო გამოკვეთილი ან უფრო გაბლარული იქნებოდა. მეორე საკითხია რა მაგნიფიკაციით უყურებ სურათს. მაგალითად პირველი ფოტო რომელიც FX-თაა თIთქოს უფრო გამოკვეთილია ვიდრე დანარჩენი 3, რომლებზეც მაგნიფიკაციის კოეფიციენტი მეტია. მაგალითად რაიმე სურათს რაც უფრო გაადიდებ ანუ დაზუმავ ეკრანზე მით უფრო ბუნდოვანი გახდება უკანა ფონი, ხოლო თუ დააპატარავებ პირიქით შეუძლება შარპუც მოგეჩვენოს. ეს რა თქმა უნდა ვიზუალური ეფექტია და გასაგებია მაგრამ იმ DOF-ს ხო ფორმულით ანგარიშობს კალკულატორი და როგორ შეიძლება რომ ეგ ფორმულა არასწორი იყოს? მეცნიერულად იქნება ეგ შესწავლილი და გამოყვანილი.

Posted by: dat111 16 Mar 2015, 23:20
QUOTE
მეცნიერულად იქნება ეგ შესწავლილი და გამოყვანილი.

ფფ კადრიდან თუ რამეს მოვკროპავ მაგით დოფ იცვლება? არა biggrin.gif
მარკეტინგ ფორევერ biggrin.gif

Posted by: z125 17 Mar 2015, 00:29
dat111
მაგით არა, ფორმულით იცვლება. biggrin.gif საჭიროა იმ ფორმულის დადგენა და შესწავლა რაზეა DOF დამოკიდებული. smile.gif
* * *
dat111
შენ ის თუ იცი ლინზის resolving power სენსორის რეზოლუციაზე რომ არის დამოკიდებული ანუ მეგაპიქსელების რაოდენობაზე? მაგალითად თუ რომელიმე ლინზის resolving power 36 მპ სენსორზე არის 33 მპ, იგივე ლინზის resolving power 24 მპ სენსორზე სადღაც 20 მპ-ია და არა 24. smile.gif

Posted by: morixei 17 Mar 2015, 00:38
QUOTE (z125 @ 16 Mar 2015, 22:29 )
morixei
რატომ ამრავლებ და არ ყოფ მაგალითად?

საერთო მოცემულობა ავიღე ორივე სენსორისთვის: თანაბარი მანძილი ობიექტამდე და ერთნაირი ფოკუსური მანძილის მქონე ობიექტივი(DX-თვის კროპ ფაქტორზე გადამრავლებული). ასეთ შემთხვევაში იდენტური(მიახლოებით) DOF-ის მისაღებად კროპზე უნდა დავკეტოთ დიაფრაგმა. ამიტომაც გავამრავლე.
არ ვიცი, შეიძლება კითხვა არასწორად გავიგე? smile.gif

Posted by: z125 17 Mar 2015, 00:40
dat111
QUOTE
ისე თუ გინდა ფირზე დააყენე ლინზა და იგივეს მიიღებ იქ პიქსელი საერთოთ არაა

რომ დაასკანერებ და კომპის ეკრანზე შეხედავ სურათს იქ გექნება პუქსელები. biggrin.gif თუ დაბეჭდავ იმის და მიხედვით რა ზომაზე დაბეჭდავ და რა დისტანციიდან შეხედავ დაბეჭდილ სურათს სურათი ან შარპ მოგეჩვენება ან სოფტი. სზვანაირად რომ ვთქვათ DOF ან დიდი მოგეჩვენება ან მცირე givi.gif
* * *
morixei
კითხვა სწორედ გაიგე მაგრამ იგივე DOF-სთვის DX-ზე კი არ უნდა დაკეტო არამედ პირიქით გააღო. რატომ? იმიტომ რომ FX-ზე 60მმ 2.8-ზე DOF რომ ექნება DX-ზე უფრო ფართო ლინზის (40მმ ხომ გჭირდება) გამო DOF გაგეზრდება. ხოდა მის შესანცირებლად დიაფრაგმა უნდა გააღო ანუ სადღაც დაგჭირდება F/1.8. ფართო ლინზებს დიდი DOF აქვთ ვიდრე ტელეფოტოებს.

Posted by: dat111 17 Mar 2015, 00:56
QUOTE
შენ ის თუ იცი ლინზის resolving power სენსორის რეზოლუციაზე რომ არის დამოკიდებული ანუ მეგაპიქსელების რაოდენობაზე? მაგალითად თუ რომელიმე ლინზის resolving power 36 მპ სენსორზე არის 33 მპ, იგივე ლინზის resolving power 24 მპ სენსორზე სადღაც 20 მპ-ია და არა 24. 

ეგ უკვე სენსორების პრობლემაა და არა ლინზის ანუ ლინზიდან პროეცირებული ინფორმაციის რა ნაწილის გადახარსვის თავი აქვს biggrin.gif , მანდ ბევრი ფაქტორია პიქსელებს შორის მანძილები რა კონსტრუქციის არის ფილტრი და ა.შ.
აი ლინზის შესაფასებლად მამაპაპური ვიცი მე ხაზი მილლიმტრზე რაც რეალურად ასახავს ლინზის მახასიათებლებს, იღებდნენ ფირს მაღალი გარჩევადობით 300lpmm და მეტი და მაგაზე პატიოსნად ტესტავდნენ biggrin.gif

QUOTE
საჭიროა იმ ფორმულის დადგენა და შესწავლა რაზეა DOF დამოკიდებული

ეგ დამოკიდბულია ფოკუსურ მანზილზე, დიაფრაგმაზე, ობიექტამდე მანძილზე და ლინზის ოპტიკურ კონსტრუქციაზე აი სენსორის/ფირის ზომას მანდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, 6x7, 645, FF APC-S ერთი და იმავე ლინზით იგივე მანძილიდან იგივე დიაფრაგმაზე ზუსტად იგივე დოფს მაძლევს, აი კადრში რა ეტევა ეგ სხვა საკითხია სრული სიმაღლე ადამიანის თუ მარტო თავი biggrin.gif

Posted by: z125 17 Mar 2015, 01:04
dat111
QUOTE
სენსორის/ფირის ზომას მანდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს

აი დაგუგლე ის კალკულატორი და განახებს თუ არ აქვს biggrin.gif

QUOTE
ფოკუსურ მანზილზე,

ეს ტერმინი არასწორია, სხვა იუზერებიც ახსენებენ, არასწორი თარგმანია. უნდა იყოს ფოკალური სიგრძე. ფოკუსური მანძილი სულ სხვაა და ის ასახავს მანძილს ლინზიდან ან სენსორიდან დაფოკუსებულ ობიექტამდე. აი ფოკალური სიგრძე კი ლინზის მილიმეტრები რომაა ისაა. Focal length biggrin.gif

Posted by: dat111 17 Mar 2015, 01:18
QUOTE
ეს ტერმინი არასწორია, სხვა იუზერებიც ახსენებენ, არასწორი თარგმანია. უნდა იყოს ფოკალური სიგრძე. ფოკუსური მანძილი სულ სხვაა და ის ასახავს მანძილს ლინზიდან ან სენსორიდან დაფოკუსებულ ობიექტამდე. აი ფოკალური სიგრძე კი ლინზის მილიმეტრები რომაა ისაა. Focal length 

აი ზუსტად მაგიტომ ტექნიკური ტექსტი დასაწერი რომ მაქ სამსახურში ინგლისურზე გადავდივარ ხოლმე biggrin.gif

QUOTE
აი დაგუგლე ის კალკულატორი და განახებს თუ არ აქვს

დაგულილიც მაქვს და პროგაც მქონდა სადღაც, თეორიულადაც ვერ გავიგე საიდან რას ითვლის ეგ პროგა და ჩემ თავში ეჭვი რომ გამიჩნდა ზემოთხსენებული ფორმატებით გადავტესტე და გადავაშენე ეგ კალკულატორი biggrin.gif
ამასთან დალაგებულ ლინზებს პატიოსნათ ზედ შკალაც აქვთ დატანილი რა დიაფრაგმაზე რა ზონა გაქვს ფოკუსში

Posted by: z125 17 Mar 2015, 01:51
dat111
სად მუშაობ? რა ტექსტებს წერ თუ სეკრეტი არაა? smile.gif


QUOTE
პროგაც მქონდა სადღაც,

მეც მაქვს რაღაც პროგა ტელში რომელიც ბევრ სხვა რამეებთან ერთად DOF-საც ანგარიშობს. ისე კარგი პროგაა და წასაშლელად მენანება, თუმცა არ ვიყენებ. ხანდახან მანუალ ფლაშის ძალის გამოსათვლელად გამომადგა რამდენიმეჯერ. სხვათაშორის კარგად გამოთვალა, დიდი ცდომილება არ იყო. biggrin.gif
* * *
dat111
QUOTE
ორი კროპი მაქ მაგალითად 10მპიქსი და 16 მპიქსი

D80 და D7000? biggrin.gif რათ გინდა ორი კროპი? მე D7000 და D600 მქონდა და გავყიდე 7000, აზრი აღარ ქონდა მის ქონას. ქენონიც მქონდა, ისიც გავყიდე. lol.gif


Posted by: dat111 17 Mar 2015, 10:55
QUOTE
მეც მაქვს რაღაც პროგა ტელში რომელიც ბევრ სხვა რამეებთან ერთად DOF-საც ანგარიშობს. ისე კარგი პროგაა და წასაშლელად მენანება, თუმცა არ ვიყენებ

ზოგჯერ რეინჯფაინდერით გადასაღებად გამოსადეგია განსკაუთრებით როდესაც არც ისე ხშირად იღებ, სულ რო კამერა ხელში გაქ ავტომატურად იწყებ ყველაფერის გათვალისწინებას.
QUOTE
რათ გინდა ორი კროპი? მე D7000 და D600 მქონდა და გავყიდე 7000, აზრი აღარ ქონდა მის ქონას. ქენონიც მქონდა, ისიც გავყიდე.

ქენონი რატო უნდა იყიდო საერთოთ ვიდეოშნიკი თუ არ ხარ ვერ გავიგე biggrin.gif

Posted by: marisaxo 18 Mar 2015, 00:04
თქვენი შემხედვარე დავასკვენი რომ თეორიის გაგებაში არ ვარ და არც მინდა ვიცოდეbiggrin.gif

QUOTE
ქენონი რატო უნდა იყიდო საერთოთ ვიდეოშნიკი თუ არ ხარ ვერ გავიგე

იცი რა,, გეთანხმები, ფოტოებს რომ ვნახულობ აშკარად უკეთესად იღებს jpg. რავთან არ მქონია შეხება,, მაგრამ რამდენჯერაც ავიღე ხელთ და გადაღება ვცადე ვერ გადავიღე და ახლა მიჩვევა წარმოუდგენლი მგონია..sad.gif

Posted by: dat111 18 Mar 2015, 02:04
marisaxo
QUOTE
მაგრამ რამდენჯერაც ავიღე ხელთ და გადაღება ვცადე ვერ გადავიღე და ახლა მიჩვევა წარმოუდგენლი მგონია.. 
       

ნიკონის ერგონომიკა საძაგელი მისაჩვევია მაგიტომ არ მაქ ნიკონი biggrin.gif
ისე ფირით გადაღება არ გიცდია? ფლიკრზე რაც ვნახე ფოტოები ფირის პოტენციური იუზერი ხარ აშკარად

Posted by: z125 18 Mar 2015, 04:06
მე პირიქით, ქენონის ერგონომიკა არ მომწონს, სამაგიეროდ ფოკუს სისტემა აქვს ბრწყინვალე, შუქის მზომი სისტემაც კარგი აქვს მაგრამ მაინც ნიკონი მირჩევნია.

marisaxo
QUOTE
არც მინდა ვიცოდე

რას გიშლის?

Posted by: marisaxo 18 Mar 2015, 09:36
dat111
didi var me, 30 wlis, fotografia rom daviwye cifruli arc iyo saqartveloshi xelmisawvdomi.. firi zalian minda axla magram fuli unda bevri...smile.gif
axla magdeni teoria damglelia chemtvis.. ise tu rame damchirdeba ubralod gadavxedav xolme netshi da advilad vitviseb....biggrin.gif

Posted by: z125 18 Mar 2015, 14:25
marisaxo
ეგ სულ სხვაა ახლა რაც დაწერე biggrin.gif



Posted by: akkai 18 Mar 2015, 17:54
ფოტოს მგბაიტები როგორ დავაპატარავო?

ფოტოებს იღებს სადღაც 7 მგ ბაიტს და მინდა 4-5 ზე დავიყვანო.
მადლობა

Posted by: ttati1993 18 Mar 2015, 18:41
ხალხნო იქნებ დამეხმაროთ..აპარატი მაქვს სონი ალფა 390 .. მენიიუში ვიქექებოდი და რაგაც ავურია.. მოკლედ სახლში ძალიან კარგ სურათებს იღებს და გარეთ დაბურულივით არისს... რისი ბრალი შეიძლება იყოს? აპარატი იდეალურია არც დამვარდნია შვილივით ვუფრთხილდები

Posted by: z125 18 Mar 2015, 19:54
ttati1993
სახლში გადაიღებ თუ გარეთ რა მნიშვნელობა აქვს? დადე აბა ნიმუში რას გულისხმობ.


akkai
სურათის რეზოლუცია დააპატარავე რომელი პროგრამით ან ვებსაიტით.

Posted by: ttati1993 18 Mar 2015, 20:48
z125

ანუ სახლში ჩვეულებრივად აკეთებს იგებს ძალიან მაგრად მაგრამ გარეთ დღე გეგონება ნათელში ხარო biggrin.gif ..ან ნისლში ვარ მოცული ან კიდევ მზეზეე ვანათებ . ვერ ვაფიქსირებ დღე გარეთ ძალიან განათებული გამოდის...ერთმა მითხრა შეიძლება ფარდის ბრალიაო და რავიცი იქნებ რამე ავურია ასე არ აკეთებდა

Posted by: z125 18 Mar 2015, 22:17
ttati1993
QUOTE
დღე გარეთ ძალიან განათებული გამოდის..

აა, გასაგებია. აბა დახედე შენ კამერას და ნახე ზემოდან რომ დასატრიალებელი ღილაკი აქვს რა რეჟიმზე აყენია? შედარებისთვის ამ სურათზე AUTO-ზე არის.

user posted image

თუ ის M-ზე აყენია დაატრიალე ის ღილაკი და გადაიყვანე ავტო ან რომელიმე ნახევრად ავტო რეჟიმზე, თუნდაც P რეჟიმზე.

Posted by: ttati1993 19 Mar 2015, 08:46
z125
Vcade da yvelaze egre aketebs game chveukebrivad igebs game dge uchirs smile.gif) momiwevs xelosantan mitana?? :-)

Posted by: marisaxo 19 Mar 2015, 11:39
ttati1993
ფოტო გვანახე. არ არსებობს ეგეთი რამე რომ ისე აგერია გამე გადაიღოს და დღე ვერა,, რას ნიშნავს არევა გადანათებულია?

Posted by: dat111 19 Mar 2015, 12:26
ttati1993
ხელოსანი არ უნდა ჭირდებოდეს, მენიუდან არი რაღაც არეული ან გაზომვის რეჟიმი ან რამე ფილტრია ჩართული.

Posted by: z125 19 Mar 2015, 13:13
ttati1993
ფოტო ატვირთე სადმე ფაილად და ვნახავთ EXIF ინფორმაციას. სასურველია დღე გადაღებული და არ გამოსული ფოტო ატვირთო.

Posted by: ttati1993 19 Mar 2015, 13:20
z125
სკაიპი მითხარი და განახებ ... ეხლა გადავიგებ თან )) გარეთ ..

Posted by: z125 19 Mar 2015, 14:14
ttati1993
არ მაქვს სკაიპი აქ და საღამომდე მაინც ვერ ვნახავ. flickr თუ გაქვს ატვირთე იქ, ან Yahoo მეილი თუ გაქვს მაგით შეხვალ flickr.com და ატვირთე თუ არადა იმეილს მოგწერ პმ-ში. ატვირთვა იმითაა კაი რომ სხვებსაც შეეძლებათ ნახვა და დაგეხმარებიან.

Posted by: ttati1993 19 Mar 2015, 19:45
z125
არ ვიცი ატვირთვა და biggrin.gif გამოგიგზავნი მაილზე ცოტახანში

Posted by: morixei 20 Mar 2015, 01:35
.........................................
.....................................
..........................

Posted by: z125 20 Mar 2015, 07:25
ttati1993
შენ კამერას მენიუში Brightness მაგვარი რამე აქვს? თუ ვერ ნახე მსგავსი რამე იქნებ jpg ფაილის ნაცვლად RAW ფორმატში გადაიღო და ის ფაილი გამოგზავნო. რაღაც ეჭვი მაქვს და თუ RAW ფაილიც მასე იქნება მაშინ ნამდვილად ხელოსანი დაგჭირდება.



marisaxo
dat111
morixei
თუ დაინტერესდებით გადმოწერეთ
https://farm8.staticflickr.com/7622/16683000639_d07e7c84e6_o_d.jpg
https://farm9.staticflickr.com/8704/16843262536_0ed2049efd_o_d.jpg

2 ფოტოა და ამ ექსპოზიციის პარამეტრებზე ISO 100, F/13, 1/160 წესით გადანათებული არ უნდა იყოს მაგრამ ჩემი ყურადღება მიიქცია Brightness Value-მ, რომლებიც 9.87 და 9.62 არის. ვითომ კამერა ხარშავს jpg-ს მასე?

Posted by: ttati1993 20 Mar 2015, 09:04
z125
Ar vici ver vnaxe meniushi ... Game chveukebtivad igebs garet araa egeti .. Ise shenobashi sadac sinatlenurtyamde egre gadaigo saxeebi gaatetra sul ... Arada 2kviris win mshvenivrad igebda garetac vigacis grdzeli titeni rom ara smile.gif))

Posted by: dat111 20 Mar 2015, 12:58
z125
ეგზიფ ჯერ არ მინახია სამსახურიდან მაგრამ რასაც ფოტოდან ვხედავ დიაფრაგმის გაჭედვას გავს

ttati1993
სონი ალფაა ხო? ცადე ლინზა მოხსნა და ისევ დააყენო
თუ არ ეშველა სანახავია კამერა

Posted by: marisaxo 20 Mar 2015, 13:21
ttati1993
M ზე რომ დააყენებ მერე გასწორება ფუნქციების იცი? ორი ფოტო გადაიღე ერთზე დიაფრაგმა გქონდეს F4 მეორეზე F11 და გავიგებთ მაგის ბრალია თუ არა...
თუ ავტოზეც ეგრეა უეჭველი ეს ჭირს
QUOTE
დიაფრაგმის გაჭედვას გავს


Posted by: z125 20 Mar 2015, 13:53
QUOTE
დიაფრაგმის გაჭედვას გავს

F/13-ზეა გაჭედილი?
marisaxo
dat111

Posted by: dat111 20 Mar 2015, 14:00
QUOTE
F/13-ზეა გაჭედილი?

პირიქით არ იკეტება, ღიაა დარჩენილი ან სადღაც 5.6-6 ვერ ცდება შესაბამისად ოთახში ნორმალური გამოდის ყველაფერი

Posted by: z125 20 Mar 2015, 14:13
dat111
მაგას მგონი ელექტრონული დიაფრაგმა აქვს ნიკონისგან განსზვავებით ხომ? კამერა ვერ აფიქსირებს მერე მაგ ერორს?

Posted by: dat111 20 Mar 2015, 14:30
z125
მექანიკურია, ანუ დიაფრაგმის ძრავი სარკულ ალფებზე ბოდიშია,
უსარკოებშია ლინზაში.

Posted by: z125 20 Mar 2015, 14:43
dat111
ქენონი რომ მქონდა სარკული იმას ლინზაზე არანაირი მექანიკური ბერკეტი არ ქონდა და მოხსნილ ლინზაზე ხელით ვერანაირად გახსნიდი ან დახურავდი დიაფრაგმას. მხოლოდ ელექტრო კონტაქტები აქვს ბოდისთან დამაკავშირებელი და დიაფრაგმაც გახსნილია მოხსნილ ლინზაზე.

Posted by: dat111 20 Mar 2015, 16:19
z125
ქენონს კი დიაფრაგმის აქტუატორი ლინზაში აქვს.
ნიკონ პენტაქს სონი/მინოლტა სარკულებზე კორპუსშია

Posted by: DaTo-KiZo 20 Mar 2015, 18:44
გამარჯობა

სურათებს რა პროგრამ(ებ)ით ამუშავებთ?

ფოტოშოპით ვაკეთებ მე რაღაცებს მარა ასეთს როგორ აკეთებენ

user posted image

ან უფრო რაღაც ლურჯისკენ წასულს (ფოტოშოპში ვაკეთებ მარა მთლად ეს არაა, რაღაც სხვა ხერხია აშკარად) და ხარისხი შენარჩუნებულია ფეისბუქზე ატვირთვის მერეც rolleyes.gif

Posted by: dat111 20 Mar 2015, 22:32
DaTo-KiZo
ფოტოშოპი, camera raw-ით იწყებ და მერე ძირითად პროგრამაზე გადადიხარ, კორრექციები ფენებად ედება
ბოლოში ყველაზე მარტივი ინეტისათვის save for web 800-1200 პიქსელ გაფართოვებით დიდ მხარეზე 100% ხარისხით,
ორი სიტყვით ახსნა ნამდვილად არ გამოვა, ინეტში ჯობია დაძებნო უამრავი გაკვეთილია და ტექნიკაა.


Posted by: morixei 20 Mar 2015, 22:51
a390-ის პრობლემასთან დაკავშირებით... ნიმუშად კიდევ ერთი სურათი:
http://linkz.ge/file/452164/-CB1ABF94B573B48AD8C1ABCD009355E21675A49E8556D612B3-pimgpsh-fullsize-distr.jpg.html
1/100წმ f6.3 ISO100
ეჭვი მქონდა შათერის გაუმართაობაზე, თუმცა როგორც ttati1993 ზევით აღნიშნა დაბალ შუქზე ნორმალური სურათი გამოდისო. გარბენზე მაინც გავასინჯინე ონლაინ კალკულატორზე:
Detected Camera model : DSLR-A390
Shutter actuations made up to file DSC00182.JPG: 11914
| | | | Sony_FocusInfo_0x0846 = 138
| | | | Sony_FocusInfo_0x0847 = 46
| | | | Sony_FocusInfo_0x0848 = 0
(65536 0) + (256 46) + 138 = 11914
11914-ე კადრია, ქარხნული გარანტია 65 ათასამდე აქვს.
მერე მენიუს სურათი გამოგზავნა:
http://s020.radikal.ru/i716/1503/6d/f9d56ac395db.jpg
ჩართულია ერთ-ერთი კრეატიული რეჟიმი - Night. შესაძლოა ეს იწვევს ზედმეტ განათებას. ოღონდ ეს ის არაა რომელიც ფუნქციურ რგოლზე არის დატანილი და რომლის დროსაც ექსპოზიციის გარკვეული პარამეტრბი ავტომატზე მუშაობს. P A S და M შემთხვევაშიც შეიძლება გამოყენება და Fn ღილაკით სწრაფი წვდომა აქვს. პლიუს დამატებით თვითეულზე შეგიძლია ცვალო კონტრესტი, ფერი, სიმკვეთრე.
კრეატიული ფიშკები ჩემს სონისაც აქვს(სტანდარტი, პორტრეტი, პეიზაჟი და ა. შ.) ოღონდ ეს "ღამის" რეჟიმი ამოღებული აქვს და პირადად ვერ გავსინჯე რომ მენახა მუშაობაში.
dat111
QUOTE
ქენონს კი დიაფრაგმის აქტუატორი ლინზაში აქვს.
ნიკონ პენტაქს სონი/მინოლტა სარკულებზე კორპუსშია

ანუ რომელი ლინზის ავტო ფოკუსიც ხრახნზეა, მათი დიაფრაგმაც ხრახნით რეგულირდება?

Posted by: dat111 20 Mar 2015, 23:00
QUOTE
ანუ რომელი ლინზის ავტო ფოკუსიც ხრახნზეა, მათი დიაფრაგმაც ხრახნით რეგულირდება? 
       

ხრახნით არა, ბერკეტია ბატარა ლინზაზე დიაფრაგმის კონტროლის რომელსაც კორპუსში მყოფი ცალკე დიაფრაგმის მართვის ძრავი ამოძრავებს

Posted by: morixei 20 Mar 2015, 23:59
QUOTE
ხრახნით არა, ბერკეტია ბატარა ლინზაზე დიაფრაგმის კონტროლის რომელსაც კორპუსში მყოფი ცალკე დიაფრაგმის მართვის ძრავი ამოძრავებს

ვნახე, მოტორიან ლინზებსაც ეგრე ქონია. ქენონმა დამაინტერესა... რატომ, წითელი კოჭია? biggrin.gif

Posted by: ttati1993 21 Mar 2015, 11:27
მოვხსენი ლინზა თავიდან გავუკეთე გადავიღე P რეჟიმზე ისო 100 F5 მაინც ასე შვრება

Posted by: dat111 21 Mar 2015, 12:30
ttati1993
სანახავია აპარატი მაშინ

Posted by: z125 21 Mar 2015, 20:00
user posted image

ttati1993
რამდენიმე ფოტო შეგიძლია გადაიღო ექსპერიმენტისთვის? უკეთესად რომ შევაფასოთ სიტუაცია

ფოტოზე მენიუს ის პუნქტები დავნომრე რომლებიც უნდა გაითვალისწინო ექსპერიმენტული გადაღების დროს.

1. M - ხელის ექსპოზიცია (Manual Exposition) - ეს დააყენე M-ზე, დასატრიალებელი ღილაკი რომ აქვს კამერას თავზე. (მეოთხე სურათისთვის ეს დააყენე AUTO-ზე. ამაზე ქვემოთ)

2a - Shutter Speed -ფარდის სიჩქარე (ამაზე მოგვიანებით)

2b - Aperture - დიაფრაგმა (ამაზეც მოგვიანებით)

2c - ISO - სენსორის მგრძნობიარობა. ეს დააყენე 100-ზე - ISO 100

3 - Flash - ეს გამორთე - Flash OFF

4 - ექსპოზიციის კომპენსაცია - მიაქციე ყურადღება რომ ეს 0-ზე იყოს. მანუალზე როცა იღებ არ აქვს ამას მნიშვნელობა მაგრამ მაინც გაითვალისწინე.

5 - კრეატიული რეჟიმი - ეს დააყენე Standart-ზე

6 - ეს სასურველია შეცვალო RAW+JPEG ექსპერიმენტისთვის, რომ დაამთავრებ მერე შეგიძლია დააბრუნო ისევ FINE-ზე. RAW+JPEG მოგცემს 2 ფაილს თითოეულ გადაღებულ კადრზე და ორივე გამოგზავნე იმეილზე.

თეთრი ჩარჩოთი რომ მაქვს მონიშნული M.M. კითხვის ნიშნით ეგ ვერ მივხვდი რას აღნიშნავს.

სტაბილიზაცია ექსპერიმენტის დროს გამორთე - ხელის მტევანი რომ ახატია მარჯვენა ზედა კუთხეში, ON შეცვალე OFF-ით. რომ დაამთავრებ მერე დააბრუნე ისევ სურვილისამებრ.

დანარჩენი როგორც არის დატოვე ისე.

ეხლა კი თავად ექსპერიმენტზე. ცვლი მხოლოდ 2a და 2b-ს ანუ ფარდის სიჩქარეს და დიაფრაგმას. გადაიღებ 4 ფოტოს:

პირველი ფოტო გადაიღე 1/100 F/3.5
მეორე ფოტო 1/2000 F/3.5
მესამე ფოტო 1/100 F/16
მეოთხე ფოტო ავტო რეჟიმით - AUTO

ამ 4 ფოტოზე გექნება 8 ფაილი და გამომიგზავნე სუყველა. სასურველია დღისით გადაიღო გარეთ. 18-55 ლინზა გაქვს მგონი ხომ? F/3.5 პარამეტრზე რომ გადაიღო ლინზა დააყენე 18მმ-ზე.

ხო მართლა, სასურველია ერთი და იგივე სცენა გადაიღო, მაგრამ დიდი მნიშვნელობა არ აქვს სიზუსტეს.

Posted by: ttati1993 22 Mar 2015, 00:22
Kargi xval shevasruleb aucileblad . smile.gif)z125

Posted by: system32 22 Mar 2015, 21:37
------------------------------------------------------------------

Posted by: kvanwa 29 Mar 2015, 11:47
აუ მემორი ქარდს ლეპტოპში რომ ვდებ მიწერს რო ფოტოები არაა ზედ, არადა აპარატში ჩანს და როგორ მოვიქცე? help.gif

Posted by: pekitoto 1 Apr 2015, 21:49
გამარჯობა smile.gif გადავწყვიტე ქენონ 60D-ს ყიდვა smile.gif რჩევა მჭირდება ლინზასთან დაკავშირებით. 18-55 + 50მმ. ვიყიდო თუ მარტო 18-135 sad.gif( დიდი მადლობა წინასწარ help.gif gigi.gif

Posted by: marisaxo 1 Apr 2015, 22:03
pekitoto
18–55 არ იყიდო ძალიან ძალიან უხარისხო და ცუდი ლინზაა... 18–135 არაუშავს და 50 მმ კაი გამოსაყენებელია მხატვრულ ფოტოებს გადაიღებ...


Posted by: pekitoto 2 Apr 2015, 11:24
marisaxo
გასაგებიაა smile.gif) დიდიი მადლობაა :* 2kiss.gif

Posted by: titlikana qalebi 3 Apr 2015, 13:41
pekitoto
არცერთი biggrin.gif 18:55 და 135 ერთი და იგივე ლინზებია ხარისხით და უჟას! 50 კაია, მარა არ გეყოფა


რამდენს იხდი ჯამში? იქნებ უკეთEსი ვარიანტი გიპოვოთ?

Posted by: არისტოტელე999 10 Apr 2015, 19:02
ქვენი დახმარება მჭირდება, ფოტოების გამჟღავნებას ვაპირებ და ზომა არ ვიცი რამდენი მინდა, პატარა რომ იყოს ეგეთი არ მინდა, გამოფენებზე რომ არის ხოლმე მაგხელა მინდა რომ იყოს.

Posted by: morixei 14 Apr 2015, 18:01
dat111 პენტაქსთან ურთიერთობის გამოცდილება გქონია და რჩევა მჭირდება M42>K გადამყვანზე. აქ ვერ ვიშოვე, გამოწერას ვაპირებ და ესენი ვნახე:
http://www.amazon.com/DSLRKIT-Pentax-Mount-Adapter-Infinity/dp/B007KEA43C/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1429010819&sr=8-2&keywords=m42+adapter+Pentax#Ask
http://www.amazon.com/Fotodiox-Mount-Adapter-Pentax-Camera/dp/B001G4LOCC/ref=pd_bxgy_p_img_y
http://www.amazon.com/gp/offer-listing/B000NTQM1O/ref=olp_tab_new?ie=UTF8&condition=new
ღირს ვითომ ორიგინალში ამდენის გადახდა?

Posted by: dat111 14 Apr 2015, 18:14
morixei
ორიგინალიც მაქვს და ფოტოდიოქსის რომ არის ეგეც,
ფოტოდიოქსი ბაიონეტში უფრო მჭიდროდ ზის, ორიგინალი თავისუფლადაა ოდნავ, კიდე შრიფტია წარწერის სხვადასხვა და ფასი biggrin.gif

Posted by: z125 14 Apr 2015, 20:48
dat111
შენს გარდა ვის ეცოდინება და ტელეკონვერტერი ვიყიდე ნიკონისთვის, მანუალ ლინზებზე მუშაობს, G ლინზას რომ ვაყენებ დიაფრაგმა გახსნილია და როცა ვიღებ ფოტო შავი გამოდის. ეშველება რამე? ან რატომ ხდება მასე?
* * *
პრინციპში რატომ ხდება მასე კი ვხვდები, დიაფრაგმას ხურავს მაქსიმალუტად და რამის გაკეთება შეიძლება?

Posted by: morixei 14 Apr 2015, 21:27
QUOTE
ფოტოდიოქსი ბაიონეტში უფრო მჭიდროდ ზის, ორიგინალი თავისუფლადაა ოდნავ

არა და პირიქით მეგონა.
გაიხარე, დიდი მადლობა რჩევისათვისdat111
alk.gif

Posted by: dat111 14 Apr 2015, 22:19
z125
ჩიპიანი კონტაქტებიანი გადამყვანია? სავარაუდოდ ან ლინზას ვერ ხედავს კამერა შესაბამისად გონია რომ დიაფრაგმას ლინზიდან აყენებ ან დახურვის ბერკეტს გადამყვანში აქვს რაღაც პრობლემა.
თუ ლინზას ხედავს მაშინ ვარიანტი არის კიდევ +2 სტოპი კორექცია მისცე (თუ კონტაქტები აქვს მარგრამ უჩიპო გადამყვანია შეიძლება შუქის კარგვას კონვერტერზე ვერ ითვალისწინებს)

morixei
გვერდი-გვერდ რომ დადო ვერც გაარჩევ ორიგინალი რომელია biggrin.gif
ერთი რომ შეიძლება დაბალფასიანს ხარისხსში მეტი ხარვეზი ქონდეს, მაგრამ იმდენად მარტივი რამეა რომ რაც არ უნდა იყოს ადვილად გასწორებადი იქნება. ზოგადად ფოტოდიოქსი საკმაოდ კარგ პროდუქციას აწარმოებს, სხვადასხვა გადაყვანები რაც მაქვს ნანახი ქენონზე ნიკონზე სონიზე ყველა ხარისხიანი იყო.

Posted by: z125 15 Apr 2015, 07:05
dat111
QUOTE
ჩიპიანი კონტაქტებიანი გადამყვანია? სავარაუდოდ ან ლინზას ვერ ხედავს კამერა შესაბამისად გონია რომ დიაფრაგმას ლინზიდან აყენებ ან დახურვის ბერკეტს გადამყვანში აქვს რაღაც პრობლემა.

უჩიპო და უკონტაქტო ტელეკონვერტერია, მხოლოდ მექანიკური ბერკეტები აქვს და პრობლემაც არ აქვს რამე. უბრალოდ G ლინზებზე დიაფრაგმას ვერ აკონტროლებს და როგორც ჩანს გადაღების დროს მაქსიმალურად ხურავს ბერკეტი. დღეს ჩავატარე ექსპერიმენტი ორ G ლინზაზე. აქედან ერთს მინიმალური დიაფრაგმა არა მაკრო რეჟიმზე აქვს F/32 (მაკროზე F/57), ხოლო მეორეს F/16. ამ მინიმალური დიაფრაგმის გათვალისწინებით მანუალ რეჟიმზე შესაბამისი პარამეტრების დაყენებით მივიღე გამოსახულება მაგრამ სერიოზული დანაკარგი აქვს სინათლეში, 3 სტოპზე მეტს კარგავს. თან სხვადასხვა ლინზაზე ეს დანაკარგიც სხვადასხვაა ან არადა დიაფრაგმის ზუსტი სიდიდის არცოდნის გამო გამოდის მასე. მაქვს ასევე მანუალ AI-S ლინზაც და იმ ლინზაზე დიაფრაგმას ლინზაზე აყენებ ხელით. @70მმ 1/50 F/8 ISO6400 და @35მმ 2x ტელეკონვერტერით 1/15 F/8 ISO6400 მივიღე დაახლოებით ერთი და იგივე შედეგი (ერთნაირი ჰისტოგრამები). ანუ სადღაც 2 სტოპამდე ვკარგავ სინათლეს მანუალ ლინზაზე და G ლინზებზე 3 სტოპზე მეტს. რატომ?

QUOTE
მარგრამ უჩიპო გადამყვანია შეიძლება შუქის კარგვას კონვერტერზე ვერ ითვალისწინებს)

შუქს კი ზომავს მაგრამ დიაფრაგმას ვერ აკონტროლებს და იმის გამო გამოდის შავი სურათები. შუქს რომ სწორად ზომავს Live View-ში ავტო ISO-ს დროს კარგად ჩანს (ამ დროს დიაფრაგმა გახსნილია და იმიტომ, მაგრამ როგორც კი გადაიღებ სურათს დახურავს და ისევ შავ ფოტოს მიიღებ).

მოკლედ G ლინზებზე სამუშაოდ ჩამკეტ ბერკეტს თუ ვაიძულებ რომ არ დახუროს დიაფრაგმა მაგ ვარიანტში შეიძლება გამოყენება მაგრამ სხვა საკითხია ღირს? ჩემი აზრით არა.

Posted by: z125 16 Apr 2015, 14:31
dat111
QUOTE
სადღაც 2 სტოპამდე ვკარგავ სინათლეს მანუალ ლინზაზე და G ლინზებზე 3 სტოპზე მეტს. რატომ?

ამ კითხვაზე გაქვს რამე მოსაზრება?
მოკლედ უკმაყოფილო ვარ ამ იაფიანი ტელეკონვერტერით ($6-ად ვიყიდე იბეიზე biggrin.gif ), სოფტია, ფერებს და სინათლეს კარგად ჭამს, ქრომატიული აბერაციაც ბლომად აქვს. ინფინიტი ფოკუსიც დავკარგე 35-105 ლინზაზე.

პ.ს. სად დაიკარგე კაცო? biggrin.gif

Posted by: dat111 16 Apr 2015, 15:42
QUOTE
პ.ს. სად დაიკარგე კაცო? 

სამსახურში საქმეები მქონდა biggrin.gif

G ლინზებზე ბერკეტის ბოლომდე გაშვებისას დიაფრაგმა უფრო მეტზე იხურება ვიდრე მონაცემებში მითითებული როცხვი (მაგ 16 თუ არი მონაცამებით შეიძლება 18-20 მდე დაიკეტოს, უბრალოდ კამერა 16 მეტზე არ კეტავს იმის გამო რომ მეტზე დაკეტვა გამოსხულების ხარისხის ვარდნას იწვევს მაგ კონკრეტულ ლინზაზე რის გამოც კამერისთვის მითითებულია მაქსიმალური დაკეტვის მნითვნელობა 16, მაგრამ ამას რომ აკეთებდეს კამერას უნდა ქონდეს ელექტრონული კავშირი ლინზასთან)

QUOTE
$6-ად ვიყიდე იბეიზე 

მანუალ ლინზებზე ხომ მუშაობს biggrin.gif ისე 6$-იანისგან მეტი რა გინდა ფანჯრის შუშისგან რო დაამზადო ეგრე დაჯდება კაკრაზ biggrin.gif

Posted by: z125 16 Apr 2015, 21:00
dat111
QUOTE
ისე 6$-იანისგან მეტი რა გინდა ფანჯრის შუშისგან რო დაამზადო ეგრე დაჯდება კაკრაზ

ეეჰ, პრემიუმ კლასის კამერაზე რომ ფანჯრის მინისგან დამზადებულ გადამყვანს დააყენებ და იმ კამერას პოინტ ენდ შუთ სუპერზუმიან კამერად აქცევ $6-ად biggrin.gif

არადა იმედი მქონდა იმ 35-105მმ ლინზას 70-210მმ-ად ვაქცევდი მარტივად და იაფად. biggrin.gif

ეს ხუმრობა და ისე ის მანუალ ლინზა, რომელზედაც ვაყენებ თავადაც არ ბრწყინავს მაგრამ მთლად ცუდიც არაა როცა იცი როგორ გამოიყენო და ეს ტელეკონვერტერიც შესაბამისად ადიდებს იმ ლინზის ნაკლოვანებებსაც, ამიტომ მთლად 6 დოლარიან კონვერტერსაც ნუ დავაბრალით ყველაფერს. biggrin.gif სამწუხაროდ G ლინზებზე რომლებიც სერიოზულად შარპია ვერ ვიყენებ. ეხლა ვფიქრობ D ლინზაზე თუ იმუშავებს ნეტავ? მგონია რომ იმუშავებს.  

Posted by: dat111 16 Apr 2015, 22:06
z125
დიაფრაგმის რგოლიან ლინზაზე ამუშავებ უპრობლემოდ
შარპი D -ც არი და ძველი მანუალებიც (პრაიმები ოღონდ, ზუმების კეთება არც თუ ისე დიდიხანია რაც ისწავლეს biggrin.gif )

Posted by: z125 17 Apr 2015, 00:36
dat111
QUOTE
შარპი D -ც არი და ძველი მანუალებიც

ეგ ძველი სტანდარტებისთვისაა შარპი როცა დიდ სურათებს არ ბეჭდავდნენ, ახლანდელ 24, 36 და 50 მპ სენსორებზე უკვე საკმარისად შარპი აღარაა, თუმცა რამდენიმე პრაიმი მართლაც არის შარპი მაგრამ მათი ფასი დღესაც მაღალია. გარდა მაგისა ფერები, მიკრო კონტრასტი, აბერაცია და დისტორშენი თანამედროვე ლინზებზე უარესი აქვთ ძველ ლინზებს. ფინანსების პრობლემა რომ არ იყოს ძველი ლინზებიდან 13მმ პრაიმის გარდა არცერთი არ მახსენდება რომ ღირდეს თანამედროვე ანალოგთან შედარებით. ეგ 13მმ ლინზა კიდე უანალოგოა არათუ ნიკონზე არამედ ნებისმიერ ბრენდზე. smile.gif

Posted by: dat111 17 Apr 2015, 01:23
QUOTE
ახლანდელ 24, 36 და 50 მპ სენსორებზე უკვე საკმარისად შარპი აღარაა

ნიკონის პარკს კარგად არ ვიცნობ მართალი რომ გითხრა მაგრამ ბევრი ახალი ლინზა იმდენად overcorrected არის რომ უმრავლესობას მხატვრულობა დაკარგული აქვს,
ისე ლეიკას R სარკულების ლინზები თუ ჩაგივარდა ხელში summicron ან lux ძველებიც ღირს ასაღებად, მაგ. 60 მაკრო ჭამს რასაც ქვია ახალ სენსორებს biggrin.gif ნიკონზეც დგება ლინზაზე ბაიონეტის შეცვლით


Posted by: z125 17 Apr 2015, 09:08
dat111
QUOTE
მაგ. 60 მაკრო ჭამს რასაც ქვია ახალ სენსორებს

ნიკონის 60მმ G მაკრო ნაკლებად ჭამს? პლიუს ავტოფოკუსი აქვს და ნანო საფარველი. არანაკლები ფერები, კონტრასტი და სიმახვილე აქვს. მაკროების მინუსი ისაა, რომ შორ მანძილზე ფოკუსირება უჭირთ. სამაგიეროდ ახლო მანძილებზე საუკეთესოები არიან.

აჰა ეს თქვენ პენტაქსელებო
morixei
dat111

თქვენც შეგიძლიათ მასე, გაიმეორებთ? biggrin.gif

Posted by: dat111 17 Apr 2015, 11:01
QUOTE
ნიკონის 60მმ G მაკრო ნაკლებად ჭამს? პლიუს ავტოფოკუსი აქვს და ნანო საფარველი

ლეიკასტან სანამ პრაქტიკული შეხება არ გექნება ვერ დააფასებ)))) თუმცა გააჩნია ოპტიკისგან რას თხოულობ, ტექნიკურად მაგალითად ქენონილ ლ სერია კარგ გამოსახულებას იძლევა მაგრამ რასაც ქვია "მკვდარია", ნიკონი მაგ ამბავში გაცილებით უკეთესია, სონიც მაგარი საკაიფოა,
პენტაქსზე არაფერს ვიტყვი მე თვითონ მაქვს და არაობიექტურობა შეიძლება დამბრალდეს biggrin.gif

QUOTE
თქვენც შეგიძლიათ მასე, გაიმეორებთ? 

სამსახურში ვერ ვხედავ რა არის მანდ, ფაირვოლი მიბლოკავს თუ ლინკი არაა?

Posted by: z125 17 Apr 2015, 17:33
dat111
QUOTE
ლეიკასტან სანამ პრაქტიკული შეხება არ გექნება ვერ დააფასებ))))

შენ გაქვს ეგ ლინზა? დადე რამდენიმე ნიმუში მაგ ლინზით გადაღებული და ახსნა განმარტებაც მოაყოლე რა და როგორ იყო გამოყენებული.

QUOTE
პენტაქსზე არაფერს ვიტყვი მე თვითონ მაქვს და არაობიექტურობა შეიძლება დამბრალდეს 

არ დაგბრალდება თუ ობიექტური იქნები. biggrin.gif ვისაც აქვს იმან თუ არაფერი თქვა აბა როგორგავიგოთ სიმართლე? biggrin.gif

იუთუბის ვიდეო არის ჩასმული წინა პოსტში. იუთუბს გიბლოკავენ? biggrin.gif

Posted by: dat111 17 Apr 2015, 22:06
QUOTE
იუთუბის ვიდეო არის ჩასმული წინა პოსტში. იუთუბს გიბლოკავენ?
 
ვნახე ეხლა biggrin.gif ვიცი ეგ ვიდეო, 16-50 ით ცოტა რისკია და აი 50-135 ინტერნალ ზუმია და იტანს ეგეთებს biggrin.gif

       

Posted by: tamuna18 17 Apr 2015, 23:05
მეგობრებო რჩევა მჭირდება
Nikon D7000-ისთვის მინდა ვიყიდო ობიექტივი და რომელს მირჩევდით?? ამაზონზე ეს ორი ვნახე და რავიცი მაინცდამაინც კარგად ვერ ვერკვევი ამ ამბავში

http://www.amazon.de/Nikon-AF-S-Zoom-Nikkor-55-200mm-Filtergewinde/dp/B000O161X0/ref=sr_1_7?s=photo&ie=UTF8&qid=1429297009&sr=1-7

http://www.amazon.de/Sigma-HSM-Objektiv-Filtergewinde-Nikon-Objektivbajonett/dp/B002330GOW/ref=sr_1_29?s=photo&ie=UTF8&qid=1429297157&sr=1-29

Posted by: dat111 17 Apr 2015, 23:21
tamuna18
გერმანიაში ყიდულობ? მაგ ორში პირველი ჯობია, ნიკკორი ცოტა ძვირიც არი შესაბამისად

Posted by: z125 18 Apr 2015, 02:16
dat111
QUOTE
იტანს ეგეთებს

მე მაგალითად მაგ კაცისგან არ ვიყიდიდი არც კამერას და არც ლინზას. მინიმუმ ლინზის წინა შუშა ექნება დაფხაჭნილი, გარედანაც კარგად იქნება. biggrin.gif

Posted by: tamuna18 18 Apr 2015, 14:39
dat111

კი აქ ვყიდულობ

სტაბილიზატორით უკეთესია ალბათხო??

Posted by: dat111 19 Apr 2015, 00:41
tamuna18
QUOTE
სტაბილიზატორით უკეთესია ალბათხო??

კი, გადაღებისას ბევრად ნაკლები შანსია რომ გაბლარული სურათი მიიღო იმის გამო რომ სიჩქარე დაბალია.

z125
QUOTE
მინიმუმ ლინზის წინა შუშა ექნება დაფხაჭნილი

super protect coating აქვს წინ საკმაოდ გამძლეა და ტალახსაც დიდად არ იკრობს,
თუმცა მაგ ტიპისგან არც მე არ ვიყიდიდი რამეს biggrin.gif

მეზობელი თემიდან კიდევ რაც შეეხება 31, 43 და 77 ლინზებს,
43 ნორმალ ლინზაა ზუსტად 35მმ კადრის დიაგონალია 43მმ, ხოლო 50 უკვე short tele არის უბრალოდ 50 ბევრად ადვილი დასამზადებელია ტექნოლოგიურად.
31 და 77 კიდე 645 ფირის ფორმატის 55-ის და 135-ის ეკვივალენტებია შესაბამისად.

Posted by: z125 20 Apr 2015, 06:03
dat111
QUOTE
31 და 77 კიდე 645 ფირის ფორმატის 55-ის და 135-ის ეკვივალენტებია შესაბამისად.

ანუ პენტაქსმა გვერდმა აუქცია მსოფლიო სტანდარტებს და კროპ სენსორიანი კამერები და ეგ ლინზები 645 ფორმატის მომხმარებლების გამო გააკეთა? 645-ის მომხმარებელი რატომ უნდა გადასულიყო კროპ სენსორიან სამოყვარულო კამერაზე არ მესმის. ძალიან უცნაურია.

QUOTE
43 ნორმალ ლინზაა ზუსტად 35მმ კადრის დიაგონალია 43მმ

რაიმე კავშირი აქვს ფოკალურ სიგრძეს და კადრის დიაგონალს? რას იძლევა მათი ტოლობა?

Posted by: dat111 20 Apr 2015, 09:02
z125
For still photography, a lens with a focal length about equal to the diagonal size of the film or sensor format is considered to be a normal lens; its angle of view is similar to the angle subtended by a large-enough print viewed at a typical viewing distance equal to the print diagonal;[2] this angle of view is about 53° diagonally

ისე ეგ სამივე ფულფრეიმ ლინზებია, FA Limited სერიაა, კროპები DA სერიის ლინზებია

Posted by: Yan-LoonG 24 Apr 2015, 16:19
Nikon D5200 690 ლარად მაძლევენ ლომბარდიდან და ღირს??? კარგი აპარატია???
ამ ფასში უკეთეს ხო ვერ ვიყიდი?

Posted by: ირაკლი17 28 Apr 2015, 00:45
დ5100 ის ფარდებს ყველაზე იაფად სად ცვლიან ? user.gif war.gif

Posted by: soso220 29 Apr 2015, 09:57
Canon EOS 100D http://alta.ge/index.php?dispatch=products.view&product_id=8580 ეს ფოტოაპარატი ნორმალურია? უბრალოდ მოყვარული ვარ და მინდა ხარისხიანი სურათების გადაღება..
მირჩიეთ რამე 1000 ლარის ფარგლებში

Posted by: Spanj 7 May 2015, 19:41
canon 40d ზე შეგიძლიათ რამე მითხრათ? როგორი აპარატია ?
nikon d3100 რამდენად ჯობია .

Posted by: marisaxo 7 May 2015, 23:23
Spanj
კარგია, ფუნქციურად, ღილაკების განლაგებით, დამატებითი ეკრანი,, რკინისაა გამძლეა...

ვიდეო არ აქვს და ეკრანის პიქსელები არ უვარგა მინუსები ესაა...

Posted by: Spanj 8 May 2015, 00:05
marisaxo
მადლობა დიდი smile.gif

Posted by: bfjribhs 14 May 2015, 15:47
ისეთი ფოტოების გასაყიდი საიტი თუა ვებმანიზე რო იხდიდეს
საერთოდ ვინმე აქ თუ მუშაობს ფოტოების გაყიდვის მიმართულებით იქნებ მითხრათ

Posted by: sanfol 14 May 2015, 15:55
bfjribhs
მაინდამაინც ვებმანი რათ გინდა?

Posted by: keskese 16 May 2015, 18:27
გამარჯობა, თქვენი დახმარება მჭირდება. ცოტა ხნის წინ შევიძინე ქენონი 1100 D. დღეს ჩართვისას ეკრანთან წითელი ნათურა აციმციმდა sad.gif მეხსიერების ბარათი გამოვუცვალე მაგრამ მაინც ციმციმებს... რა ვუშველო?

Posted by: kokojine 18 May 2015, 21:50
გამარჯობა..საიტისთვის მიმდა სურათები საქართველოს (მთლიანად ყველა კუთხე.ძირითადად ტურისტულად მიმზიდველი ადგილების ნაკრები) თუ ვინმე აჩუქებთ,ანათხოვრებთ ან ყიდით ან იცით სად შეიძლება მოძიება შემეხმიანეთ.

Posted by: bfjribhs 19 May 2015, 15:47
როგორ გადავაკეთოთ გუგლიდან ამოღებული ფოტო ისე რომ გუგლი ვეღარ მიხვდეს მის წარმომავლობას

Posted by: Hotstreak 22 May 2015, 16:58
გამარჯობათ, სად დავწერო არ ვიცი და იმედია გადაიტანთ სწორ სექციაში
ვეძებ ფოტოგრაფს ბოლო ზარისთვის.. (ფოტო/ვიდეო)

Posted by: გეჩო 1 Jun 2015, 19:00
nikon d5200 თუ canon eos 700 D ? რომელს მირჩევთ ამ ორიდან ?

Posted by: Leo woman 5 Jun 2015, 00:23
მეგობრებო ფოტოს ფორმატის შემცირება მინდა და დამეხმარეთ გთხოვთ.
რეზიუმეში ჩასაკრავად...

Posted by: hellboy13 5 Jun 2015, 22:38
600D ზე გარბენი როგოორ ვნახო რამდენი აქ ?

Posted by: tata353 7 Jun 2015, 14:56
ხალხნოო ... ჩემს ციფრულსში SONY A390 პროგრამაა თავიდან ჩასაწერი და ვისთან უნდა მივიდე ხომ ვერ დამეხმარებით? თუ იცით გამომეხმაურეთ გთხოვთ

Posted by: raffaello 8 Jun 2015, 21:12
გამარჯობაა

ფოტოზე თვალის ფერის შეცვლა მხოლოდ ფოტოშოფითაა შესაძლებელი?

Posted by: teaukateauka 9 Jun 2015, 17:48
ფოტოაპარატის ოსტატებო, მირჩიეთ, Canon-ის რომელი ობიექტივი ჯობია: EF-S 18-55 IS თუ EF-S 18-55 III? ვიცი, რომ 18-105 უკეთესია ამათზე, მაგრამ არჩევანი ამ ორს შორის მაქვს smile.gif

Posted by: morixei 9 Jun 2015, 20:40
teaukateauka
QUOTE
Canon-ის რომელი ობიექტივი ჯობია: EF-S 18-55 IS თუ EF-S 18-55 III?

EF-S 18-55 III გამარტივებული ვერსიაა წინა გამოშვებების, ოპტიკურ ხარისხში სხვაობა არაა. კარგი კიტი თუ გინდა ბოლო აიღე, 2013წლის გამოშვება - EF-S 18-55mm f/3.5-5.6 IS STM.
გეჩო
QUOTE
nikon d5200 თუ canon eos 700 D ? რომელს მირჩევთ ამ ორიდან ?

რა თქმა უნდა d5200.

Posted by: teaukateauka 9 Jun 2015, 23:15
morixei დიდი მადლობა რჩევისთვის

Posted by: MWS 10 Jun 2015, 13:50
მოგესალმებით smile.gif
სენსორის გაწმენდა ხდება საქართველოში ხარისხიანად?

Posted by: antibanki 10 Jun 2015, 14:53
გამარჯობა. პოლაროიდის კასეტებს თუ ვიყიდი თბილისში? წინასწარ მადლობა.

Posted by: WUDU 11 Jun 2015, 00:13
თბილისში ვინმე წმინდავ სენსორებს და სარკეებს?


Posted by: MWS 12 Jun 2015, 19:22
WUDU
მეც ეგ პრობლემა მაქვს და ამაზონიდან გადავწყვიტე საწმენდის ყიდვა და ჩემით გაწმენდა yes.gif

Posted by: WUDU 12 Jun 2015, 22:30
MWS
QUOTE
WUDU
მეც ეგ პრობლემა მაქვს და ამაზონიდან გადავწყვიტე საწმენდის ყიდვა და ჩემით გაწმენდა

მე მაქვს, მაგრამ ვერ ვრისკავ smile.gif

Posted by: MWS 12 Jun 2015, 23:02
WUDU
ფუნჯები და სითხე გაქვს?

დღეს დავრეკე იგორი რომ არის ხელოსანი თუ იცი და 20 ლარიდან იწყება გააჩნიაო, თუ გინდა მოგცემ ნომერს.

Posted by: WUDU 12 Jun 2015, 23:28
MWS
QUOTE
WUDU
ფუნჯები და სითხე გაქვს?

დღეს დავრეკე იგორი რომ არის ხელოსანი თუ იცი და 20 ლარიდან იწყება გააჩნიაო, თუ გინდა მოგცემ ნომერს.

არა, რაღაც პრიმიტიულია და მაგიტომ ვერ ვრისკავ.

მომეცი რა ნომერი.

Posted by: MWS 12 Jun 2015, 23:33
WUDU
აბა ის, ოყნას რომ ჰგავს? biggrin.gif

599 96 22 58

Posted by: WUDU 12 Jun 2015, 23:37
MWS
QUOTE
WUDU
აბა ის, ოყნას რომ ჰგავს?

599 96 22 58

ეგეც არის და რაღაც სითხეცაა და შვაბრებია კიდევ, მაგრამ უხეში მეჩვენა და არ გავრისკე.

Posted by: MWS 12 Jun 2015, 23:44
ეს ვიყიდე მე და რავი reviewებში აქებენ და ვნახოთ რა გამოვა.
რამდენიმე ხელოსანი ხომ არის და ერთ-ერთზე წავიკითხე ძველ თემებში, მაგარი მტვრიანი სახელოსნო აქვსო და უარესი არ დაემართოსო ვიფიქრე, ჯერ ჩემით ვცდი biggrin.gif
http://www.amazon.com/Frame-Digital-Camera-Sensor-Cleaner/dp/B00K8MTQGY/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1434138145&sr=8-2&keywords=sensor+cleaning+kit

Posted by: CoderiotGe 14 Jun 2015, 22:28
წვიმაში მოვაყოლე ჩემი აპარატი და სირისტისგან გადამღები ღილაკი "ტუგად" მუშაობს, რომ დავაჭერ ძნელად ჩადის და რომ აუშვებ ძნელად ამოდის, დაფოკუსებას ვეღარ ვახერხებ.
არ მინდა ჩემი ხელით დავშალო რამე არ დავმართო და იქნებ ვინმე ხელოსანი მირჩიოთ, და რა ფასად გააკეთებენ დაახლოებით?

Posted by: z125 18 Jun 2015, 19:09
WUDU
MWS
ამას თუ იშოვით მგონი კარგი რამეა http://fstoppers.com/gear/how-clean-dust-your-dslr-sensor-sensor-gel-stick-8226

მეც ვაპირებ გაწმენდას, ოღონდ ნიკონში ვაპირებ გაგზავნას. უფასო სერვისი ეკუთვნის ჩემსას.

Posted by: xx3xx 19 Jun 2015, 22:21
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=&product_id=7851039&back_page_num=1
ღიირს ამ აპარატის დათრევა?

Posted by: morixei 19 Jun 2015, 23:06
QUOTE
ამას თუ იშოვით მგონი კარგი რამეა http://fstoppers.com/gear/how-clean-dust-y...-gel-stick-8226

კარგი რამე ჩანს, თან მარტივი მოსახმარია up.gif

Posted by: MWS 20 Jun 2015, 21:30
z125
ძვირია ეგ biggrin.gif
ორშაბათს ჩამომივა ეს და ვნახოთ რა გამოვა
http://www.amazon.com/Frame-Digital-Camera-Sensor-Cleaner/dp/B00K8MTQGY/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1434138145&sr=8-2&keywords=sensor+cleaning+kit

Posted by: MWS 22 Jun 2015, 14:11
გავწმინდე.
კაი ბევრი კი ვიწვალე, 10 swab დავხარჯე და სენსორი ხომ არ დავჩხაპნეო ვინერვიულე biggrin.gif
before http://imgur.com/9pJgCjt
after http://imgur.com/k1LwOy5

Posted by: WUDU 22 Jun 2015, 18:41
MWS
QUOTE
გავწმინდე.
კაი ბევრი კი ვიწვალე, 10 swab დავხარჯე და სენსორი ხომ არ დავჩხაპნეო ვინერვიულე 
before http://imgur.com/9pJgCjt
after http://imgur.com/k1LwOy5

კარგი შედეგია.

მაინც ვერ დავადგინეთ ხომ ვინ აკეთებს ამ საქმეს პროფეიონალურად?

Posted by: MWS 22 Jun 2015, 22:30
WUDU
რამდენიმე კი დარჩა, მარა ძაან აწეულ კონტრასტზე ჩანს და შევეშვი biggrin.gif

რავი ცენტრი არ გვაქვს და ინდივიდუალურად რამდენიმე ხელოსანია როგორც ვიცი.

Posted by: prosvet 23 Jun 2015, 02:07
Fujifilm X100S -ზე რას ფიქრობთ ?
ახალი გამოვწერო თუ ნახმარი და + TCL 50mm conversion lens
ახალი რო გამოვწერო აღარ მრჩება TCL 50mm conversion სთვის ფული და 1-2 თვე კიდე უნდა ველოდო ...

Posted by: SRB100 23 Jun 2015, 11:28
გამარჯობა, იქნეებ იცოდეთ ჩვენს ბავშვობაში არსებული პოლაროიდის ფირები იყიდება თუ არა სადმე თბილისში ან რომელიმე საიტიდან თუ ხდება გამოწერა?
იქნებ დამეხმაროთ. მადლობა

Posted by: WUDU 26 Jun 2015, 22:49
არავის გაქვთ 50mm f1.8 ლინზა? 10 წუთით რომ გავტესტო? ყიდვას ვაპირებ და არ მინდა ტყუილად ნაყიდი გამომივიდეს.

Posted by: Salome ♥ 2 Jul 2015, 21:29
ერთერთ საიტზე რამდენიმე ადამიანს ეწერა Film Photography და რას ნიშნავს? რამე მიმდინარეობა?

Posted by: morixei 3 Jul 2015, 00:57
QUOTE
Film Photography

ლენტიანი აპარატით ფოტოგრაფირება smile.gif
https://www.google.com/search?q=Film+Photography&biw=1216&bih=601&source=lnms&tbm=isch&sa=X&ei=jaWVVaKWM8mwsAHj_ISABQ&ved=0CAcQ_AUoAQ

Posted by: CoderiotGe 3 Jul 2015, 09:14
ჩემი შეკითხვა ###ზე დაიკიდეთ ხო?! mad.gif

QUOTE
წვიმაში მოვაყოლე ჩემი აპარატი და სირისტისგან გადამღები ღილაკი "ტუგად" მუშაობს, რომ დავაჭერ ძნელად ჩადის და რომ აუშვებ ძნელად ამოდის, დაფოკუსებას ვეღარ ვახერხებ.
არ მინდა ჩემი ხელით დავშალო რამე არ დავმართო და იქნებ ვინმე ხელოსანი მირჩიოთ, და რა ფასად გააკეთებენ დაახლოებით?


Posted by: stenka 8 Jul 2015, 13:17
Canon 30D + canon EF-S 18-55mm f3.5-5.6 რამდენად კარგი კამერაა? ნახმარის ყიდვა ღირს?

Posted by: Beqs 11 Jul 2015, 14:12



ვინმეს ხო არ გეგულებთ ან სად შეიძლება ვნახო?

user posted image

Posted by: gray*wolf 14 Jul 2015, 07:35
ამაზონზე ყიდვა მინდა იაფ ფასიანი ფოტოაპარატის 20 - 50 $ ფარგლებში, პროფესიონალი არ ვარ და მაგ ფასში ღირს ყიდვა ? ( 4 დან 10 პიქსელემდე რომ ჰქონდეს )

სონი ჯობია თუ CANON ? ფოტოს შეძენისას პიქსელის გარდა კიდევ რას უნდა მიაქციო ყურადღებას ?

Posted by: n-i-c-k 14 Jul 2015, 10:20
gray*wolf მატრიციც ზომას ... რაც უფრო დიდია მით უკეთესი ...
მაქსიმალურ დიაფრაგმას (F) - რაც ნაკლები ციფრი , მით უკეთესი ...

Posted by: DONAB 14 Jul 2015, 18:57
გამარჯობა მეგობრებო
მაინტერესებს 700-900 ლარის ფარგლებში ოჯახისთვის რა არის ამ ეტაპზე ოპტიმალური აპარატი ?
ისევ ნიკონ დ3100 ? რას მირჩევდით ?
სასურველაი ვიდეოსაც იღებდეს

Posted by: gray*wolf 14 Jul 2015, 19:16
QUOTE (n-i-c-k @ 14 Jul 2015, 10:20 )
gray*wolf  მატრიციც ზომას ... რაც უფრო დიდია მით უკეთესი ...
მაქსიმალურ დიაფრაგმას (F) - რაც ნაკლები ციფრი , მით უკეთესი ...

n-i-c-k

ამაზონზე ვნახე 20-50 $ რად ქენონის და სონისიც და ღირს ამ ფასად აპარატის ყიდვა ? არის 4 - 5 - 6 - 7 მეგა ფიქსელიანები და ვარგა ???



მე მაქვს ძველი სონი DSC-P8 2003 წლის გამოშვება 3,2 მეგა ფიქსელიანი

ზუსტად ასეთი https://www.google.com/search?q=DSC-P8&client=opera&hs=Jx3&tbm=isch&tbo=u&source=univ&sa=X&ved=0CB8QsARqFQoTCOe29dj02sYCFaG_cgodfbALsg&biw=1680&bih=941#imgdii=iS37SToQtVX8IM%3A%3BiS37SToQtVX8IM%3A%3BPz2upSCwjM085M%3A&imgrc=iS37SToQtVX8IM%3A

ამაზე ცოტა უკეთესი მინდა იმ ფასად რაც ზემოთ დავწერე

Posted by: morixei 14 Jul 2015, 20:26
DONAB
QUOTE
მაინტერესებს 700-900 ლარის ფარგლებში ოჯახისთვის რა არის ამ ეტაპზე ოპტიმალური აპარატი ?

ახალი თუ მეორადი?
QUOTE
ისევ ნიკონ დ3100 ? რას მირჩევდით ?

ოღონდ ეგ არა. ტექნიკურად და მორალურადაც მოძველებულია.

Posted by: Gukaug 14 Jul 2015, 22:14
გამარჯობა, მაქვს პრობლემა Nikon Coolpix L810 მოდელზე. ხომ არ იცით ვინმე ნორმალური ხელოსანი რომ შევაკეთებინო?

მადლობა წინასწარ პასუხისთვის და ბოდიში თუ არასწორ ადგილას დავპოსტე

Posted by: DONAB 23 Jul 2015, 16:29
morixei
ახალის ვეძებთ, მე მაქვს დ3100 ოთხი წლის წინააა ნაყიდი მოყვარულსი დონეზე კარგად ვიხმარე .
შეგიძლაით რამე მირჩიოთ ?

Posted by: morixei 23 Jul 2015, 22:44
DONAB
მაგ ფასად ახალი, 3100-ზე უკეთესი გამორიხულია. დაჟე D3200 ამაზონზე ადგილზე 500$-მდე ღირს.
მეორადებს გადახედე, ზოგს მეორადი ქვია მაგრამ ახალივითაა. ახლა ვნახე მარკეტზე:
http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=15_71&product_id=7877328&p=5
წლევანდელი მოდელია, რა უნდა ქონდეს ამას ნამუშევარი? თუ ნამდვილად აპირებ განახლებას გირჩევდი, APS-C-ში ბევრ აპარატს არ აქვს ასეთი სენსორი, დაჟე ქენონის 7D II-ც ვერ ჯობნის ამ კუთხით.

Posted by: Mak0 23 Jul 2015, 23:27
მეგობრებო,
მაქვს canon 650d და სასწარაფოდ მინდა ვიყიდო რამე ნორმალური ლინზა.. ხომ ვერ მირჩვედით რამეს 700-800 ლარის ფარგლებში?
სამი ვარიანტი მაქვს:
1. EF-S 50mm f/1.4
2. EF=S 55-250mm f/4-5.6
3. EF=S 24mm f/2.8

რომელია უკეთესი და რატომ?

Posted by: DONAB 24 Jul 2015, 03:00
morixei
გმადლობ დახმარებისთვის და პასუხისთვის ^_^
გმადლობ

Posted by: morixei 24 Jul 2015, 12:48
Mak0
თქვენ უფრო რისთვის გჭირდებათ. დანიშნულებით სამივე ვარიანტი განსხვავებულია.
1. პორტრეტულთან მიახლოებულია.
2. შორი გადაღებებისათვის, ბუნებაში(ქუჩაში) ფოტო ნადირობისთვის. პორტრეტისათვის ისეთი იდეალური არაა როგორც პირველი.
3. პირველთან შედარებით დიდი კუთხე აქვს და 650D-ზე სტანდარტულთან მიახლოებულია. პრაქტიკულია ნებისმიერ სიტუაციაში.
QUOTE
რომელია უკეთესი და რატომ?

ოპტიკური ხარისხით - 1 და 3. ამ ორში კი პირველი.
ზუმ ლინზებთან შედარებით, ფიქსირებული ფოკალური მანძილის მქონე შუშები ხარისხით ყოველთვის მაღლა დგას .

Posted by: Mak0 25 Jul 2015, 01:43
morixei
ამ ეტაპზე ფოტოგრაფიის უბრალო მოყვარული ვარ და ისეთი ლინზა მირჩევნია პორტრეტებიც რომ გადავიღო და ბუნებაც. თან სამოგზაუროდ მივდივარ და რა თქმა უნდა ქუჩაში გადაღებისთვის დამჭირდბა აპარატი.. ვიცი ამ ფასად იდეალურს ვერაფერს ვიყიდი.. უბრალოდ რამე ნორმალური მინდა, რომ ამ ეტაპზე დამაკმაყოფილოს..

Posted by: morixei 25 Jul 2015, 02:25
Mak0
მაშინ გირჩევდი ისევ ზუმ ლინზა შეარჩიო.
ფასი/ხარისხით კარგი ვარიანტია: http://www.amazon.com/Sigma-884101-Contemporary-17-70mm-Cameras/dp/B00AXZYY86/ref=sr_1_99?s=photo&ie=UTF8&qid=1437775536&sr=1-99&refinements=p_n_feature_three_browse-bin%3A3130996011

Posted by: Mak0 25 Jul 2015, 17:56
morixei
საქმე ისაა, რომ გამოწერას ვერ ვასწრებ.. ხვალ უნდა ვიყიდო აუცილებლად რამე.. ((

Posted by: barbosa-92 30 Jul 2015, 23:30
ქენონ 60 დესთვის განათების ყიდვა მინდა და მაინტერესებს ქენონის განათებაზე ზუმი და ეფი ავტომატურად სწორდება კამერაში შეცვლის შემთხვევაში თუ ყოველ გადაღებაზე ხელით უნდა შევიყვანო განათების მენიუში

Posted by: marisaxo 31 Jul 2015, 11:40
barbosa-92
თუ იყიდი ttl. ფუნქციით მაგას გააკეთებს თუ არადა ხელით უნდა ცვალო პარამეტრები...



Posted by: di_onise 31 Jul 2015, 14:55
ერთი შეკითხვა smile.gif


თუა შესაძლებელი ნიკონზე გარბენის ჩამოყრა?

უცხოურ ფორუმებზე წავიკითხე შათერი თუ იცვლება სერვის ცენტრში არესეტებენო და ჩვენ პირობებში თუ ჩალიჩობს ვინმე მაგას?


ნაჩალიჩარი რო არ შემომეტენოს რა smile.gif


აპარატს თუ 50 აქვს გადაღებული და 10-მდე ჩამოყარეს დიდი ალბათობით ვიზუალით მივხვდები, მარა 60-დან რო 30-მდე ჩამოყარონ არამგონია გარჩევადი იყოს smile.gif))

Posted by: gege1000 4 Aug 2015, 11:48
dzmebo gom.ge saiti icit bevrma googlchromit shevdivar da mixsnis shekvecilad gverds ani naxevari sfero chans naxevarsfero tetradaa ar chans da rogor movagvaro es problema damexmaret ra dziritadad googlechroms vxmarob michveuli var tore sxva brauzerit chveulebrivad xsnis ise rogorc sachiroa es problema marto am saitze makvs gom.ge ze

Posted by: Levan_Lion 8 Aug 2015, 04:02
nikon d7000 ტაივანის წარმოების სჯობს თუ ტაილანდის? და ვინმე ხომ არ ყიდით აქაური ახალს ან მაქსიმალურად დაბალი გარბენით?

Posted by: Mr.Drummer 10 Aug 2015, 09:51
სალამი ,

პოლაროიდის კასეტებთან დაკავშირებით მაქვს კითხვა - ძველი პოსტები გადავიკითხე ინტერნეტში და ძალიან ჭირს მათი მონახვაო . ეხლაც ისეთივე პრობლემაა ?

კასეტები ყველა პოლაროიდზე მიდის, თუ ყველას მოდელს საკუთარი ჭირდება ?

თან მინდა შევამოწმებინო ვინმეს, მუშაობს ისევ თუ არა და რა ადგილს მირჩევდით ამისთვის ?

Posted by: CoderiotGe 10 Aug 2015, 11:05
QUOTE
სალამი ,

პოლაროიდის კასეტებთან დაკავშირებით მაქვს კითხვა - ძველი პოსტები გადავიკითხე ინტერნეტში და ძალიან ჭირს მათი მონახვაო . ეხლაც ისეთივე პრობლემაა ?

კასეტები ყველა პოლაროიდზე მიდის, თუ ყველას მოდელს საკუთარი ჭირდება ?

თან მინდა შევამოწმებინო ვინმეს, მუშაობს ისევ თუ არა და რა ადგილს მირჩევდით ამისთვის ?


პოლაროიდი მეც მაქვს მარა კასეტა 35 არი ღირს მგონი, რა ამბავია

Posted by: Mr.Drummer 10 Aug 2015, 11:39
ონლაინ ნახე ფასი თუ ვინმე ყიდის საქართველოში CoderiotGe ?

Posted by: CoderiotGe 10 Aug 2015, 11:41
Mr.Drummer
არა კოდაკის მაღაზიებში მითხრეს

Posted by: Boyarg 12 Aug 2015, 23:29
ვინმე ხართ აქ ასეთი ქორწილებს დაბ დღეებს და მაგ პონტში რო მუშაობენ და იღენ? მაინტერესებს როგორი კამერით იღებთ მე ნიკონი დ 60 მაქ ანუ ასეტი კამერა არ წავა მაგ საქმისთვის? ბლიცის ქონა აუცილებელია? პმში მომწერეთ თუ მაგ საქმით ხართ დაკავებული რამოდენიმე კითხვა მაქვს

Posted by: ZSU-23-4 15 Aug 2015, 07:27
მეგობრებო. მაქვს ეოს 600დ. ვერაფრით დავანახე კომპიუტერს. (კომპიუტერზე მიყენია ვინდოუს XP). იქნებ მირჩიოთ რა გავაკეთო რომ დაინახოს? ცალკე ჩიპის შესაერთებელი არ აქვს ლეპტოპს, მხოლოდ USB პორტი. გადმოვწერე ქენონის ოფიციალური საიტიდან რაღაც პროგრამები, მაგრამ არაფრით დაინახა. მიშველეთ გეხვეწებით

Posted by: zviozvio 15 Aug 2015, 17:37
Nikon p900 თან თუ გონიათ შეხება, როგორი ფოტოაპარატია, ღირს ყიდვა? აქ ვინმეს აქვს შემოტანილი?

Posted by: Rapanui 15 Aug 2015, 21:37
ZSU-23-4
იქნებ XP-ს ამბავია? მაგის პადძერჟკა ოფიციალურად 2014-ში შეწყდა, თუმცა მანამდეც, რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურად იუწყებოდა მაიკროსოფტი, შეწყვეტას ვაპირებო და ყველანი გადადით სევენზე და რვაზეო. ქენონის 600დ 2011-შია გამოსული და რეავიცი, რეავიცი... XP kaput

Posted by: NIK-001 17 Aug 2015, 07:51
მოგესალმებით თანაფორუმელებო!

მჭირდება რჩევა დახმარება smile.gif

მოკლედ მინდა აპარატიოს ყიდვა პროფი არ ვარ მაგრამ ხარისხს დიდ პატივს ვცემ და ვამსხვავებ!
მოკლედ აპარატი მინდა შევიძინო.
გამოყენების არეალი ბუნება და ნაკლებად განათებული ადგილები.

რას მირჩევთ!? მაგალითისთვის ძალიან მომწონს D90. კი ბებერია მაგრამ მაინც
ასევე სონის H300 ის ფოტოებიც მომწონს მაგრამ ეს უკანასკნელს ჩემი ixperia z1-ი არაფრით ჩამოუვარდება...
მოკლედ ველი პასუხებს.. წინასწარ დიდი მადლობა

პ.ს. სასურველია რომ PM მომწეროთ.

Posted by: ZSU-23-4 19 Aug 2015, 14:34
Rapanui
QUOTE
ZSU-23-4
იქნებ XP-ს ამბავია? მაგის პადძერჟკა ოფიციალურად 2014-ში შეწყდა, თუმცა მანამდეც, რამდენიმე წლის განმავლობაში, აქტიურად იუწყებოდა მაიკროსოფტი, შეწყვეტას ვაპირებო და ყველანი გადადით სევენზე და რვაზეო. ქენონის 600დ 2011-შია გამოსული და რეავიცი, რეავიცი... XP kaput


რავიცი. სხვა კომპიუტერზე, რომელზეც ასევე XP ეყენა, იმან დაინახა.. აი ჩემი ვერ ხედავს და რა სჭირს არ ვიცი sad.gif

Posted by: red-one 22 Aug 2015, 01:30
აუუუ, ხალხნოოო, ჩემი აპარატი RC2 ფორმატში იღებს ფოტოებს, თან ყველა ფოტო 22-23 მეგაბიტიანია და როგორ დავაბრუნო ადამიანურ jpeg-ზე ?

Posted by: Rapanui 22 Aug 2015, 01:57
red-one
მენიუში იძრომიალე, სანამ სანუკვარ წარწერა jpeg-ს არ გადააწყდები და ეგრევე სწვდი smile.gif

Posted by: მოიისფრო 22 Aug 2015, 23:05
ფირიანი ფოტოაპარატის ყიდვა მინდა, უფრო ზუსტად, ზენიტის. ხომ ვერ მირჩევდით, რას მივაქციო ყურადღება შერჩევისას? rolleyes.gif

Posted by: anagabela 28 Aug 2015, 02:52
ხალხნო ფოტოაპარატის ყიდვა მინდა 500 ლარის ფარგლებში დაახლოებით და რას მირჩევთ ?

Posted by: Levan_Lion 28 Aug 2015, 03:05
nikon d7000 მაქსიმალურად მცირე გარბენით არ გაქვთ ვინმეს გასაყიდი? თუ კი გამაგებინეთ

Posted by: nikaba777 3 Sep 2015, 17:56
გამარჯობა,იქნებ დამეხმაროთ smile.gifშვილისთვის საჩუქრის გაკეთება მინდა და ქენონის რომელ მოდელს მირჩევდით 1300 ფარგლებში?

Posted by: timshemexe 4 Sep 2015, 00:08
ხალხო ნახატების გადაღება როგორ ხდება?
განათება რანაირია საჭირო?

Posted by: abameravici 8 Sep 2015, 17:50
სამოყვარულო ფოტოაპარატის (sony h50) ლინზა როგორ გავწმინდო? ლაქები გაუჩნდა , თითქოს გაყინულსავითაა და როცა მწის შუქი ხვდება სურათს ძალიან აფუჭებს

Posted by: Levan_Lion 11 Sep 2015, 03:02
ფოტოაპარატების და ზოგადად ტექნიკის სპეც ვებ საიტები თუ იცით ვინმემ დაწერეთ რა ნიკონ დ7000 გამოწერა მინდა ამერიკიდან ევროპიდან ...

Posted by: GeoWarr1or 15 Sep 2015, 09:23
ფოტო ალბომის შექმნა მინდა, ანუ ჩემი გადაღებული ფოტოებით და როგორ გავაკეთო, რა ზომის ფოტოები დავბეჭდო თუ მთლიანი ფურცელი უნდა იყოს ფოტო ვერ ვხვდები ... sad.gif
თუ საერთოდ რომელიმე სტამბას მივწერო და ისინი გამარკვევენ ?

Posted by: Antea 17 Sep 2015, 16:57
Canon-ის 18-200 მმ ლინზაზე რას მეტყვით? კარგია?

Posted by: capitan marvel 18 Sep 2015, 12:37
მაქვს ქენონი 700დ და ტაიმლეპსის გადაღება მიდნა და ამას არ აქვს ფუნქცია რო ვთქვათ ერთი საათის მანძილზე ყოველ სამ წამში იღოს სურათი და მაჯიკ ლათერნი რომ ჩავწერო იმას ააქვს ეგ თუ იცით ?

Posted by: Levan_Lion 29 Sep 2015, 17:56
ამერიკა ევროპაში ნაყიდი არადუბაის და მსგავსი წარმოებების ქვეყნების და აქ საქართველოში ნაყიდი დუბაის და მსგავსი ქვეყნების კამერებში რა სხვაობაა?

Posted by: Hooligan11 1 Oct 2015, 23:51
RAW ფორმატიდან ჯპგ ფორმატში გადამყვანი პროგრამა მირჩიეთ ისეთი რომ ხარისხი ძალიან არ დაიკარგოს პოტოსჰოპის გარდა, უფასო თუ ქინება თლა უკეთესი, მადლობთ

Posted by: morixei 2 Oct 2015, 19:27
Hooligan11
QUOTE
უფასო თუ ქინება თლა უკეთესი

აპარატის ორიგინალი რავკონვერტორები უფასოა. ცალკე - GIMP, RawTherapee... დაგუგლე ბევრს ამოგიყრის.
საუკეთესო მაინც ფასიანებია: Adobe Lightroom, Camera RAW(ფოტოშოპის ცალკე მოდულია), Capture One Pro, DXO Optics Pro.

ერთი კითხვა მეც მაქვს DXO Optics-ზე. ბევრი აქებს და დამაინტერესა თუმცა ჩემთან ვერ ავამუშავე. სხვა და სხვა ვერსიები ვცადე მათ შორის რეპაკები და პორტატულებიც. ინსტალირდება მაგრამ არ ეშევება. net framework-ის განახლებამაც არ უშველა. ვიმეს თუ გქონიათ შეხება DXO Optics-თან ღიირს წვალებად?

Posted by: ikoiako 21 Oct 2015, 13:41
გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ციფრული ფოტოაპარატი ვიდეო გადაღების და WiFi-s გარეშე, მინიმუმ 16 MP-იანი [ სამწუხაროდ მე მხოლოდ Canon EOS 450 ვიპოვე sad.gif ] წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: GUCI 22 Oct 2015, 10:30
ikoiako
ვიდეო გადაღების ფუნქცია თიტქმის Yველა ახალი თაობის ციპრულ Kამერას აქვს, wi-fi კი გაცილებიტ იშვიატია. სხვათაშორის Canon EOS 450 აქვს ვიდეოს Gადაღების ფუნქცია. იქნებ დააკონკრეტოტ რა ფოტოაპარატს ეძებთ, ციპრულ პორმატში იღებს სარკულიც და მილნიცაც. სარკულებიდან ესენი Nikon D3100 seria, D5100, 5200. Canon 550d, 600d, 650, 1100d. Aმ ჩამონათვალიდან wi-fi არცერტს არააქვს, Vიდეო კი აქვტ.

Posted by: ikoiako 22 Oct 2015, 12:02
GUCI
ანუ მჭირდება ციფრული ფოტოაპარატი რომელსაც არ ექნება არცერთი ფუნქცია არც wi-fi და არც ვიდეო გადაღება, კარგი ხარისხის სურათებს უნდა იღებდეს და გაფართოვებაც სასურველია დიდი ქონდეს. Canon EOS-ის იმ ვერსიებს რომლებიც აკმაყოფილებს მოთხოვნებს თვითონ ფირმა სამწუხაროდ აღარ აწარმოებს.
ფირმას და მოდელს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს უბრალოდ თუ არის ისეთი მოდელები რომლებიც იშოვება და მოთხოვნებს აკმაყოფილებს ეს მაინტერესებს .
კიდევ ერთხელ მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: GUCI 22 Oct 2015, 12:58
ikoiako
Nikon d80 არცერტი არ Aქვს, ტუმცა 10 px ლიანია. Aხლის რა მოგახსენოტ მაგრამ Mეორადს იპოვიტ, eBay- ზე მოძEბნეთ

Posted by: morixei 22 Oct 2015, 19:12
ikoiako
QUOTE
გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მირჩიოთ ციფრული ფოტოაპარატი ვიდეო გადაღების და WiFi-s გარეშე, მინიმუმ 16 MP-იანი [ სამწუხაროდ მე მხოლოდ Canon EOS 450 ვიპოვე sad.gif ] წინასწარ დიდი მადლობა

ახალი თუ მეორადი და რა თანხის ფარგლებში?

Posted by: ^Nos_ka 24 Oct 2015, 00:21
გამარჯობა.
მინდა ფოტოაპარატის ყიდვა, Сanon 700D, როგორც გავარკვიე და მივხვდი 650D სგან დიდად არ განსხვავდება.
ყიდვამდე გადავათვალიერე მეორადი ფოტოაპარატები, გერმანულ საიტებზე და იმ ფასად, რაც აქ 700D ში უნდა გადავიხადო, ორიცალი
5D მომივა. მაინტერესებს მეორადი ფოტოაპარატის ყიდვისას, რას უნდა მივაქციო ყურადღება?
ვიცი რომ გარბენია მთAვარი, რამდენია ნორმალური?

Posted by: Sulia 26 Oct 2015, 10:58
QUOTE (^Nos_ka @ 24 Oct 2015, 00:21 )
გამარჯობა.
მინდა ფოტოაპარატის ყიდვა, Сanon 700D, როგორც გავარკვიე და მივხვდი 650D სგან დიდად არ განსხვავდება.
ყიდვამდე გადავათვალიერე მეორადი ფოტოაპარატები, გერმანულ საიტებზე და იმ ფასად, რაც აქ 700D ში უნდა გადავიხადო, ორიცალი
5D მომივა. მაინტერესებს მეორადი ფოტოაპარატის ყიდვისას, რას უნდა მივაქციო ყურადღება?
ვიცი რომ გარბენია მთAვარი, რამდენია ნორმალური?

შეგიძლია დამილინკო მეორადების საიტი?

Posted by: MuFaS 27 Oct 2015, 23:08
გამარჯობა,
მაქვს Olympus E400, წლების მანძილზე მუშაობდა მშვენივრად. ერთ დღესაც აღარ ჩაირთო, არც დამვარდნია, არც რამე დამიზიანებია. ჩამოვიღე თაროდან და აღარ ჩაირთო. შევამოწმე დამტენი, მუშაობს, შევამოწმე ბატარეა, მუშაობს, 7 ვოლტზე დგას. რა ჯანდაბა უნდა, ვერ გავიგე. იქნებ მითხრათ კარგი ხელოსანი ვინმე, ან სად შეიძლება მივიტანო ნორმალურ სერვის ცენტრში...
მადლობა წინასწარ

Posted by: Twenty Four Hours 29 Oct 2015, 23:36
100-150 ლარის ფარგლებში, გასართობად, ნორმალური ფოტოაპარატის ყიდვა სად შეიძლება? ზენიტი რა ღირს? user.gif

Posted by: Twenty Four Hours 30 Oct 2015, 19:32
QUOTE (Twenty Four Hours @ 29 Oct 2015, 23:36 )
100-150 ლარის ფარგლებში, გასართობად, ნორმალური ფოტოაპარატის ყიდვა სად შეიძლება? ზენიტი რა ღირს? user.gif


Posted by: morixei 31 Oct 2015, 12:59
Twenty Four Hours
მშრალ ხიდზე ნახავ ნორმალურ ფირიანს.
QUOTE
ზენიტი რა ღირს?

მოდელს გააჩნია, ლინზასაც. მარკეტჯეზე დაათვალიერე ბევრი საინტერესო ფირიანი დევს:
http://www.mymarket.ge/ka/product/view/8392708/
http://www.mymarket.ge/ka/product/view/8295933/
http://www.mymarket.ge/ka/product/view/7872901/

.........
სენსორის საწმენდი(სველი წმენდისათვის) ჩვენთან სად შეიძლება ვიყიდო... თუ გამოწერა ჯობია?

Posted by: bubagasha 1 Nov 2015, 16:08
გამარჯობათ მინდა რაიმე ფირიანი აპარატის ყიდვა, 50 ლარი რო მოვცე ისე არასდროს არ მქონია აპარატი და დავინტერესდი უეცრად (პინჰოულ კამერამ გამოიწვია ინტერესი და ლექტორებმა), ხოდა რაიმე ფირიანი მინდა რა ზენიტი ვიყიდო თუ მომივა რაიმე უკეთესიც რას მირჩევთ

Posted by: Antea 3 Nov 2015, 00:11
ციფრულ აპარატებს აქვს wifi? რომელ ფირმას და რა მოდელებს?

Posted by: interesa237 13 Nov 2015, 17:23
გამარჯობათ ძალიან გთხოვთ დამეხმაროთ.
მინდა საიუველერიო ნივთებისთვის ( ბეჭედი , საყურე , ყელსაბამი, სამაჯური,ჯვარი და ა.შ ) შევიძინო ფოტოაპარატი.
შეგიძლიათ მირჩიოთ რომელი ფოტოაპარატი შევიძინო ? რა მახასიათებლებს მივაქციო ყურადღება ?
რამდენად კარგი იქნება ამ საქმისთვის მინი ფოტოსტუდია
( http://www.amazon.com/TOMTOP-Portable-Photography-Studio-Softbox/dp/B00BIZSVYI/ref=sr_1_7?ie=UTF8&qid=1447420905&sr=8-7&keywords=mini+photo+studio ) ?


Posted by: GUCI 14 Nov 2015, 16:05
interesa237
Nebismieri sarkuli macro obieqtivit 105 mm. Nikon - sac aqvs da canon-sac. Me piradat nivtebis potoze vmushaob saxlshi ... Ponenebad tetri vatmani an akrilis shusha shavi da tetri. Rac linkzea egretwodebuli light kubi.. Orkvirashi gadaagdeb. Kidev , tu mxolod mag ambavistvis ginda girchev krops pisce upiratesoba ... Imitom rom nivtebi umetes shemtxvevashi gripshi anu pokushi mtlianad undated jdebodes da amistvis kropi sjobs ful freims tan arc use dzviria.

Posted by: avicine 15 Nov 2015, 16:43
გამარჯობათ, დახმარება მჩირდება თქვენი vintage ც=კამერას ყიდვა მინდა ასე 200 ლარში და რომელს მირჩევთ ან გამოწერით ან ისე რავი ნახმარი იყოს თუ გინდა ოგონდ ნორმალური აპარატი მინდა რა რაიმე ამარჩევიეთ ან დამეხმარეთ რა
* * *
აადასდასდასდასდასდასდასდსადასდასდასდსადასდსდ
* * *
ხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხხ

Posted by: RouteTB04 17 Nov 2015, 17:28
QUOTE (Antea @ 3 Nov 2015, 00:11 )
ციფრულ აპარატებს აქვს wifi? რომელ ფირმას და რა მოდელებს?

ნიკოლნის აპარატებსაც აქვს და სამსუნგისასაც,მოდელი ზუსტად არ მახსოვს მარა ძვირიანი მოდელები არაა,,მაგალითად ნიკონ 3
200 ან 5100 ან 5200 რომელიღაცას.ასე მახსოვს.ოღონდ იმიტომ არ აქვს რომ ფბ ზე შეხვიდე და მეილი გახსნა

Posted by: Salome ♥ 18 Nov 2015, 14:37
ფირიანი ფოტოაპარატით გადაღებული დაუმუშავებელი ფოტოები დამიდეთ.

Posted by: Levan_Lion 18 Nov 2015, 18:19
Salome ♥
http://www.dpreview.com/ აქ ჩაწერე რომელი აპარატიც გინდა და გახსენი ის აპარატი ქვემოთ სურათები და ვიდეოებია და ნახე დაუმუშავებლებია ყველა

Posted by: Salome ♥ 18 Nov 2015, 19:28
Levan_Lion
მადლობა დიდი. smile.gif

Posted by: Levan_Lion 18 Nov 2015, 19:30
Salome ♥
არაფრის smile.gif

Posted by: interesa237 19 Nov 2015, 17:08
QUOTE (GUCI @ 14 Nov 2015, 16:05 )
interesa237
Nebismieri sarkuli macro obieqtivit 105 mm. Nikon - sac aqvs da canon-sac. Me piradat nivtebis potoze vmushaob saxlshi ... Ponenebad tetri vatmani an akrilis shusha shavi da tetri. Rac linkzea egretwodebuli light kubi.. Orkvirashi gadaagdeb. Kidev , tu mxolod mag ambavistvis ginda girchev krops pisce upiratesoba ... Imitom rom nivtebi umetes shemtxvevashi gripshi anu pokushi mtlianad undated jdebodes da amistvis kropi sjobs ful freims tan arc use dzviria.

მადლობა გამოხმაურებისთვის.
ფოტოგრაფიაში საერთოდ ვერ ვერკვევი.
"sarkuli macro obieqtivit 105 mm" ეს რას ნიშნავს ?

"Ponenebad tetri vatmani an akrilis shusha shavi da tetri" და ეს ვერ გავიგე... თუ არ შეწუხდებით ცოტა დეტალურად და "ჩაინიკის" ენაზე რომ ამიხსნათ...

პიქსელების რაოდენობა რამდენი უნდა ქონდეს ?

Posted by: GUCI 19 Nov 2015, 17:50
QUOTE (interesa237 @ 19 Nov 2015, 17:08 )
QUOTE (GUCI @ 14 Nov 2015, 16:05 )
interesa237
Nebismieri sarkuli macro obieqtivit 105 mm. Nikon - sac aqvs da canon-sac. Me piradat nivtebis potoze vmushaob saxlshi ... Ponenebad tetri vatmani an akrilis shusha shavi da tetri. Rac linkzea egretwodebuli light kubi.. Orkvirashi gadaagdeb.  Kidev , tu mxolod mag ambavistvis ginda girchev krops pisce upiratesoba ... Imitom rom nivtebi umetes shemtxvevashi gripshi anu pokushi mtlianad undated jdebodes da amistvis kropi sjobs ful freims tan arc use dzviria.

მადლობა გამოხმაურებისთვის.
ფოტოგრაფიაში საერთოდ ვერ ვერკვევი.
"sarkuli macro obieqtivit 105 mm" ეს რას ნიშნავს ?

"Ponenebad tetri vatmani an akrilis shusha shavi da tetri" და ეს ვერ გავიგე... თუ არ შეწუხდებით ცოტა დეტალურად და "ჩაინიკის" ენაზე რომ ამიხსნათ...

პიქსელების რაოდენობა რამდენი უნდა ქონდეს ?

სარკული ფოტოაპარატის სახეობა, მაკრო ობიეკტივის სახეობაა.
* * *
interesa237

ვატმანი სახატავი ფურსელია დიდი... სამხატრო მაღაზიებში და საკანცელარიოშიც იყიდება. აკრილი პლასტიკია თეთი .... პოლოკარბონატის პონტში...

P.S გირჩევ დაწყებითი რამე კურსი გაიარო ფოტოგრაფიაში ... ტერმინები მაინც რომ გესმოდეს ..ტუმცა ინტერნეტში ყველაპერი ინპორმაციაა ისარგებლე იუტუბით და გოგლით! ტუ რამე გაუგებარი შეგხვდა მოიწერე და მე თუარა სხვა გეთყვის, ფორუმი ამისტვისა smile.gif

Posted by: interesa237 20 Nov 2015, 02:09
GUCI
დიდი მადლობა. ძალიან დამეხმარე.
შეგიძლია ამაზონიდან ან რაიმე სხვა საიტიდან ლინკი ჩამიგდო , თქვენი აზრით რომელი ფოტოაპარატიც ჩემ საქმეში ჩემნაირ ჩაინიკს გამომადგება ( ფოტოაპარატის ლინკი ) ?

Posted by: GUCI 20 Nov 2015, 16:43
interesa237
რა ფასის დიაპაზონში?

Posted by: DaTo-KiZo 20 Nov 2015, 17:00
რომელს მირჩევთ? ქენონის ძველი (380ex, 420ex) თუ იგივე ფასში რამე ჩინური ოღონდ ახალი მოდელები?

Posted by: interesa237 20 Nov 2015, 18:48
QUOTE (GUCI @ 20 Nov 2015, 16:43 )
interesa237
რა ფასის დიაპაზონში?

GUCI
მე მინდა რომ ჩემი მოთხოვნის მინიმალური სტანდარტი დააკმაყოფილოს... ფასს მნიშვნელობა არ აქვს...

შეგიძლიათ იაფი ფასიდან დაწყებული მაღალი ფასით დამთავრებული რამოდენიმე ფოტოაპარატი მირჩიოთ , ლინკებით ?

უღმესი მადლობა წინასწარ

Posted by: GUCI 21 Nov 2015, 14:55
QUOTE (interesa237 @ 20 Nov 2015, 18:48 )
QUOTE (GUCI @ 20 Nov 2015, 16:43 )
interesa237
რა ფასის დიაპაზონში?

GUCI
მე მინდა რომ ჩემი მოთხოვნის მინიმალური სტანდარტი დააკმაყოფილოს... ფასს მნიშვნელობა არ აქვს...

შეგიძლიათ იაფი ფასიდან დაწყებული მაღალი ფასით დამთავრებული რამოდენიმე ფოტოაპარატი მირჩიოთ , ლინკებით ?

უღმესი მადლობა წინასწარ

http://www.amazon.com/Nikon-D7200-DX-format-DSLR-Black/dp/B00U2W45WA/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1448102698&sr=8-1&keywords=nikon+d7200

http://www.amazon.com/Nikon-D810-FX-format-Digital-Camera/dp/B00LAJQVR6/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1448102757&sr=8-1&keywords=nikon+d810+body

http://www.amazon.com/Nikon-16-2MP-Digital-Vari-Angle-Monitor/dp/B004V4IWHY/ref=sr_1_5?ie=UTF8&qid=1448102801&sr=8-5&keywords=nikon+d5100

http://www.amazon.com/EOS-Digital-SLR-Camera-Body/dp/B002NEFL64/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1448102859&sr=8-3&keywords=canon+7d+body

http://www.amazon.com/Canon-700D-Digital-Camera-Body/dp/B00CGXMONK/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1448102903&sr=8-1&keywords=canon+650d+body

http://www.amazon.com/Canon-Frame-Full-HD-Digital-Camera/dp/B007FGYZFI/ref=sr_1_1?s=electronics&ie=UTF8&qid=1448103554&sr=1-1-spons&keywords=canon+5d+mark+iii+body&psc=1
პიქსელებს რა ტქმა უნდა აქვს მნისჰვნელობა .... პატარა ნივტების პოკუსსი მთლიანად ჩაჯენა ერთი კადრით სტეკინგის გარეშე ცოტა რთულია ამიტომ მეგაპიკსელი იგებს იმითი რომ უფრო სჰორიდან სჰეიდზლება გადაღება კადღის და მერე მოკროპვა. გირჩევ ან ნიკონ დ810- ს 36 მეგაპიქსელი აქვს მარა ხვირიანია ..ეხლა ობიეკტივები ...

http://www.amazon.com/Nikon-Micro-NIKKOR-Vibration-Reduction-Cameras/dp/B000EOSHGQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1448103070&sr=8-1&keywords=nikon+105+mm+macro

http://www.amazon.com/Canon-100mm-Macro-Digital-Cameras/dp/B002NEGTSI/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1448103160&sr=8-1&keywords=canon+100+macro+2.8

http://www.amazon.com/Sigma-Macro-Nikon-Digital-Cameras/dp/B000GPKQHQ/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1448103216&sr=8-1&keywords=sigma+70mm+f+2.8+ex+dg+macro ეს ნიკონისაც არის და კენონისაც...

Posted by: interesa237 21 Nov 2015, 21:45
GUCI
დიდი მადლობა.
ფოტოაპარატები თუ ამდენი ღირდა არც ვიცოდი smile.gif
500 $ - ში ვერ ჩავეტევი ? ანუ ყველაფრით რო ვიყიდო ?
თუ არ შეწუხდები შეგიძლია დამილინკო 500 $ ფოტოაპარატები ?

Posted by: ჩეჩა 22 Nov 2015, 19:07
პატივცემულო ფორუმელო ფოტომოყვარულებო.
იქნებ თქვენ მაინც დამეხმაროთ.
მჭირდება Compact Flash ბარათის გადამყვანი ან თვითონ ბარათი მაინც.
ვინაიდან ძირითადად ფოტოაპარატებში გამოიყნებეა, იშვიათი ფორმატის ბარათია და თანაც დეფიციტი, აქ შოვნა ჭირს.
იბეიდან ლოდინი არ მინდა და იქნებ იცოდეთ აქ სად შეიძლება აღნიშნული გადამყვანის ან ბარათის ყიდვა მაინც?
ან იქნებ აქაური ყიდიდეს საერთოდაც. თუ ბარათი იქნა, 8გბ სრულიად საკმარისია.

Posted by: Antea 26 Nov 2015, 12:41
RouteTB04
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: GUCI 26 Nov 2015, 20:50
QUOTE (interesa237 @ 21 Nov 2015, 21:45 )
GUCI
დიდი მადლობა.
ფოტოაპარატები თუ ამდენი ღირდა არც ვიცოდი smile.gif
500 $ - ში ვერ ჩავეტევი ? ანუ ყველაფრით რო ვიყიდო ?
თუ არ შეწუხდები შეგიძლია დამილინკო 500 $ ფოტოაპარატები ?

ფეისბუკსი ჯგუპია ფოტოტექნიკის ყიდვა გაყიდვა და დაათვალიერე ... ბევრი ყიდის კაი ტექნიკას.. აუცილებელი არაა ნილიდან იყოს მთვარია მუშა იყოს და კაი მგომარეობაში https://www.facebook.com/profile.php?id=100009237504451&fref=nf

Posted by: weasel 26 Nov 2015, 21:56
QUOTE (Twenty Four Hours @ 29 Oct 2015, 23:36 )
100-150 ლარის ფარგლებში, გასართობად, ნორმალური ფოტოაპარატის ყიდვა სად შეიძლება?

ციფრული რომ იყოს, ანუ უსბ და რამე.

help.gif

Posted by: interesa237 28 Nov 2015, 12:40
QUOTE
გაუმარჯოს
Olympus-VG-110 თუ გინდა თავისი ყუთით და ყველაფრით სულ ახალია სახლში მიდევს ერთი წლის უკან ვიყიდე 170 ლარად. და სულ მაქსიმუმ ოცი სურათი გადავიღე.
პირადში მომწერე დაინტერესების შემთხვევაში
http://www.amazon.com/Olympus-VG-110-Digital-Camera-2-7-Inch/dp/B004L2L6HE/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1448699782&sr=8-2&keywords=olympus+vg+110

Posted by: andgu 8 Dec 2015, 21:55
ხალხნო

მოკლედ მინდა პროფ. ფოტოაპარატი
გადავიხდი 2 000 ლარს და რას მირჩევთ ამ ფასში?

პ.ს ახალი მინდა

Posted by: Levan_Lion 8 Dec 2015, 23:38
QUOTE (andgu @ 8 Dec 2015, 21:55 )
ხალხნო

მოკლედ მინდა პროფ. ფოტოაპარატი
გადავიხდი 2 000 ლარს და რას მირჩევთ ამ ფასში?

პ.ს ახალი მინდა

andgu

2000 ლარად პროფესიონალ და თანა ხალი არ მოგივა არანაირად

Posted by: katunia 16 Dec 2015, 13:33
canon 700d თუ nikon d5200??
მირჩიეთ გთხოვთ! smile.gif

Posted by: ricrub 16 Dec 2015, 16:47
სალამი,
500-600 ლარის ფარგლებში რამე ნორმალურ ფოტოაპარატს ვერ მირჩევთ?

ვაბშე 0 ვარ ამ საკითხში და დამეხმარეთ რა 2kiss.gif

Posted by: CoderiotGe 18 Dec 2015, 16:07
შტატივის ქირაობა სად შეიძლება იქნებ მიმასწავლოთ?

Posted by: Nika33 22 Dec 2015, 22:01
გამარჯობა, მინდა ფოტოაპარატის ყიდვა. სავარაუდოდ არჩევანს შევაჩერებ ნახევრადპროფესიონალურზე თუმცა განვიხილავ პროფესიონალსაც. მინდა საჩუქრად ადამიანისთვის რომელსაც ძალიან უყვარს ფოტოების გადაღება (არ ვგულისხმობ სელფის smile.gif)
ბიუჯეტი დაახლოებით 1000 ლარი (განვადებით). რომელ აპარატს მირჩევთ და სად ჯობს შეძენა?

მადლობა smile.gif

Posted by: gigasebu 27 Dec 2015, 12:50
canon 7000d თუ nikon d5200?.....................რომელი ჯობს?

Posted by: morixei 28 Dec 2015, 01:32
gigasebu
სენსორის ხარისხი თუ გაინტერესებს - d5200
მიუხედავად თაჩსქრინის და უკეთესი ეკრანისა დღეისობით canon 700D მაინც არის ჭ კლასი. ძველი 550D უფრო უკეთეს სურათს იღებს. D5200 სამი წლის წინანდელი მოდელია და დღესაც DSLR-ში ერთ-ერთ საუკეთესო "სამოყვარულო" აპარატად ითვლება.

Posted by: gigasebu 30 Dec 2015, 23:16
QUOTE (morixei @ 28 Dec 2015, 01:32 )
gigasebu
სენსორის ხარისხი თუ გაინტერესებს - d5200
მიუხედავად თაჩსქრინის და უკეთესი ეკრანისა დღეისობით canon 700D მაინც არის ჭ კლასი. ძველი 550D უფრო უკეთეს სურათს იღებს. D5200 სამი წლის წინანდელი მოდელია და დღესაც DSLR-ში ერთ-ერთ საუკეთესო "სამოყვარულო" აპარატად ითვლება.

D700 არა.D7000 თუ D5200 ან D5300? 1500ლ ბიუჯეტი

Posted by: Levan_Lion 30 Dec 2015, 23:28
gigasebu
ნიკონ დ7000 ჯობია ასი თავით ნიკონ დ5200 და დ5300 და ისე ეგ 5200 და 5300 მაგრებია კარგები და არ დაეწუნება არაფერი ახლებს დ7000 ვერ იშოვი 1500 ლარად და დ5200 დ5300 კი

Posted by: morixei 31 Dec 2015, 12:38
gigasebu
მეგონა ქენონს გულისხმობდი რახან რახან D ბოლოში გეწერა smile.gif
ნუ, მაშინ არჩევანს D7000-ზე გავაკეთებდი, ყველაფრით ჯობია.
Levan_Lion
http://www.amazon.com/Nikon-D7000-DSLR-Body-Only/dp/B0042X9LC4/ref=sr_1_1?s=photo&ie=UTF8&qid=1451550788&sr=1-1&keywords=Nikon+D7000
მარტო ბოდი, განბაჟებიანა უნდა უნდა ჩაეტიოს smile.gif

Posted by: Levan_Lion 31 Dec 2015, 14:34
morixei
ჩემის აზრით სჯობს მეტი მისცეს და ბევრი რამე მოყვებოდეს მერე ყიდვებს და მერე იმ მეტზე მეტის დახარჯვებს რა რავიცი აბა

Posted by: lasha-17 31 Dec 2015, 17:16
ვიდეოს გადასაღებად მჭირდება სტუდიის განათება (მეორადი) დაახლოებით ასეთი: http://www.amazon.com/LimoStudio-Photography-Lighting-Equipment-AGG814/dp/B00E4YS2XU/ref=sr_1_2?ie=UTF8&qid=1451567170&sr=8-2&keywords=light+kit
მაინტერესებს სად შეიძლება თბილისში იაფად ყიდვა? smile.gif

Posted by: gigasebu 1 Jan 2016, 23:36
QUOTE (Levan_Lion @ 30 Dec 2015, 23:28 )
gigasebu
ნიკონ დ7000 ჯობია ასი თავით ნიკონ დ5200 და დ5300 და ისე ეგ 5200 და 5300 მაგრებია კარგები და არ დაეწუნება არაფერი ახლებს დ7000 ვერ იშოვი 1500 ლარად და დ5200 დ5300 კი

Mადლობა. ................................................................

Posted by: Levan_Lion 1 Jan 2016, 23:42
gigasebu
არაფრის... smile.gif დიდი ხანია ვუმიზნებ მეც დ7000ს და რო გაიაფდება საგრძნობლად ვიყიდი მერე 5 წლის მერე იყოს თუნდაც ისე ძაან მომწონს ეგ მოდელი რო არ ვიცი

Posted by: Violett 2 Jan 2016, 00:33
პოლაროიდის ყიდვა სად შეიძლება და რა ღირს დაახლოებით ?
მეორადიც შეიძლება

Posted by: Levan_Lion 2 Jan 2016, 00:41
Violett
მე მქონდა მეოარადი პოლაროიდი 40 ლარად გავყიდე... ხელზე თუ ექნება ვინმეს გასაყიდი ნახე და ეგაა ფეისბუქზე ფოთოტექნიკის რამდენიმე ჯგუფია და ნახე იქ

Posted by: gigasebu 2 Jan 2016, 01:08
QUOTE (morixei @ 31 Dec 2015, 12:38 )
gigasebu
მეგონა ქენონს გულისხმობდი რახან რახან D ბოლოში გეწერა smile.gif
ნუ, მაშინ არჩევანს D7000-ზე გავაკეთებდი, ყველაფრით ჯობია.
Levan_Lion
http://www.amazon.com/Nikon-D7000-DSLR-Body-Only/dp/B0042X9LC4/ref=sr_1_1?s=photo&ie=UTF8&qid=1451550788&sr=1-1&keywords=Nikon+D7000
მარტო ბოდი, განბაჟებიანა უნდა უნდა ჩაეტიოს smile.gif

Mადლობა.....................................................

Posted by: Violett 2 Jan 2016, 22:46
Levan_Lion
მადლობა, ვნახავ ფბ-ზე აუცილებლად.

Posted by: Levan_Lion 2 Jan 2016, 22:59
Violett
არაფრის... შეიძლება მშრალ ხიდზეც წააწყდე და მაიმარკეტზე რავი აბა

Posted by: Violett 2 Jan 2016, 23:27
Levan_Lion
მშრალ ხიდზე ვერ ვნახე 1 თვის წინ ვიყავი, მაგის მერე კი არ გავსულვარ.
up.gif

Posted by: Levan_Lion 2 Jan 2016, 23:37
Violett
მშრალ ხიდზე წლების წინ შემხვედრია რამდეჯერმე და რავიცი აბა და მე რომ ვყიდდი ფბს ჯგუფებში რამდენიმემ დააკომენტარა მეც მაქვს გასაყიდიო ხოდა დაპოსტე შევიძენ პოლაროიდსთქო და დაელოდე გამოხმაურებებს და ეგაა

Posted by: gigasebu 3 Jan 2016, 18:32
აბა ვისააქ ნიკონი დ7000 გასაყიდი? მაღაზიის ფასებში ნუ შემომთავაზებთ.მომწერეთ პმ.

Posted by: Levan_Lion 3 Jan 2016, 18:48
QUOTE (gigasebu @ 3 Jan 2016, 18:32 )
აბა ვისააქ ნიკონი დ7000 გასაყიდი? მაღაზიის ფასებში ნუ შემომთავაზებთ.მომწერეთ პმ.

gigasebu
აქ არავის აქვს მაი მარკეტზე ფბ ჯგუფებზე იბეიზე და ამაზონზე ნახე

Posted by: Asicsexalt 5 Jan 2016, 09:37
გამარჯობა, ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო ძველი პოლაროიდის ფირები. არის შესაძლებელი თბილისში ყიდვა? გამოწერა ძალიან ძვირი ჯდება.

Posted by: Levan_Lion 5 Jan 2016, 15:34
QUOTE (Asicsexalt @ 5 Jan 2016, 09:37 )
გამარჯობა, ხომ არ იცით სად შეიძლება შევიძინო ძველი პოლაროიდის ფირები. არის შესაძლებელი თბილისში ყიდვა? გამოწერა ძალიან ძვირი ჯდება.

Asicsexalt
კოდაკში აქვთ მაგრამ არ ვარგაო ხალხმა ვინც გამოიყენა ისევ გამოწერა ჯობია

Posted by: GeoWarr1or 5 Jan 2016, 16:03
სახლში უნდა მოვაწყო თვითნაკეთი ფოტოსტუდია იდეები გაქვთ ? მინიმალურ ფასად და მოდელებზე გადასაღებად არა, ობიექტებზე სხვადასხვა . . .

Posted by: gigasebu 5 Jan 2016, 17:07
ერთი კითხვა: გარბენი როგორ გავიგო ნიკონზე?

Posted by: Levan_Lion 5 Jan 2016, 17:13
QUOTE (gigasebu @ 5 Jan 2016, 17:07 )
ერთი კითხვა: გარბენი როგორ გავიგო ნიკონზე?

gigasebu
http://www.photome.de/ ბეტა ვერსია გადმოწერე დააყენე და ნებისმიერ ადგილზე უინტერნეტოდ ნახავ გარბენს ჩართულ კამერას უსბ კაბელს შეუერთებ მერე კომპს და ნახავ გარბენს

Posted by: gigasebu 5 Jan 2016, 18:10
QUOTE (Levan_Lion @ 5 Jan 2016, 17:13 )
QUOTE (gigasebu @ 5 Jan 2016, 17:07 )
ერთი კითხვა: გარბენი როგორ გავიგო ნიკონზე?

gigasebu
http://www.photome.de/ ბეტა ვერსია გადმოწერე დააყენე და ნებისმიერ ადგილზე უინტერნეტოდ ნახავ გარბენს ჩართულ კამერას უსბ კაბელს შეუერთებ მერე კომპს და ნახავ გარბენს

Gაიხარე,და ნიკონ დ5300 ლინზა 18/55 ზე სტანდარტული,800ლარი როგორი ფასია Dა უკეტესი ლინზა რომ დავუყენო შეიდზლება?

Posted by: Levan_Lion 5 Jan 2016, 18:17
gigasebu
18.55 ბანძი კიტ ლინზაა მარა სულ არარაობას სჯობს რაც მიდის ნიკონზე ნებისმიერ ლინზას დაუყენებ პრობლემა არაა რაც კარგი მით კარგი ხარისხი იქნება მარა სამწუხაროდ კარგი ლინზები აპარატზე ძვირებიც ღირს 800 ლარი იაფია მარა გააჩნია მდგომარეობას რა მოყვება და გარბენი რამდენი აქვს

Posted by: gigasebu 5 Jan 2016, 18:19
QUOTE (Levan_Lion @ 5 Jan 2016, 18:17 )
gigasebu
18.55 ბანძი კიტ ლინზაა მარა სულ არარაობას სჯობს რაც მიდის ნიკონზე ნებისმიერ ლინზას დაუყენებ პრობლემა არაა რაც კარგი მით კარგი ხარისხი იქნება მარა სამწუხაროდ კარგი ლინზები აპარატზე ძვირებიც ღირს 800 ლარი იაფია მარა გააჩნია მდგომარეობას რა მოყვება და გარბენი რამდენი აქვს

მოყოლით ჩანტა,პატარა შტატივი,16გბ ჩიპი
* * *
QUOTE (Levan_Lion @ 5 Jan 2016, 18:17 )
gigasebu
18.55 ბანძი კიტ ლინზაა მარა სულ არარაობას სჯობს რაც მიდის ნიკონზე ნებისმიერ ლინზას დაუყენებ პრობლემა არაა რაც კარგი მით კარგი ხარისხი იქნება მარა სამწუხაროდ კარგი ლინზები აპარატზე ძვირებიც ღირს 800 ლარი იაფია მარა გააჩნია მდგომარეობას რა მოყვება და გარბენი რამდენი აქვს

ლევან Gარბენი 500 იაქ,და 5300 სადა 7000 შორის რა სხვაობაა?

Posted by: Levan_Lion 5 Jan 2016, 18:31
gigasebu
და მდგომარეობა? და დარწმუნებული ხარ 500 კადრი რომ აქვს გადაღებული და მეტი არა? აი განსხვავებები ნახე აქ ასევე სურათები არის ყველა დაუმუშავებელი და ნახე

http://www.dpreview.com/products/nikon/slrs/nikon_d5300

http://www.dpreview.com/products/nikon/slrs/nikon_d7000

Posted by: kpn123 6 Jan 2016, 20:49
მოკლედ რა მაინტერესებს... ჩემ ფოტოაპარატს დაეწვა CF ( compact flash)... ხო და ეხლა ვიყიდე ახალიი და გადაღებისას ერორს მიწერს და სხვა ფლეშკაზე 32 GBიანზეე იღებს ჩვულებრივად. ეს არის 4GB და მანმდე მქონდა 1GB და ამ ზომის ფლეშკას ვერ კითხულობსთქო მაგასაც ვერ ვიტყვი და რამე ხო არ იცით ვინმემ რისი ბრალი შეიძლება იყოს ?

Posted by: zura23 7 Jan 2016, 22:56
გამარჯობათ,
მაქვს ფოტოაპარატი ზენიტი, მექანიკური, დამიზიანდა და მჭირდება შეკეთება. ვინმე აკეთებს თბილისში მექნიკურ ფოტოაპარატებს?

Posted by: shelo1 19 Jan 2016, 14:35
გამარჯობათ, მაქვს პანასონიკის ფზ-200 ფოტოაპარატი. სურათების გადაღების ღილაკს რო ვაწვები არ იღებს და რისი ბრალი იქნება? (ანუ მაგ: თვალიერების რეჟიმში რომ მყავს და გადაღების ღილაკს ვაჭერ, გადაყავს გადაღების რეჟიმში , მაგრამ არ იღებს. გამოდის ღილაკის ბრალი არაა და სხვა რამეშია საქმე

Posted by: gia_geo 2 Feb 2016, 02:20
გაუმარჯოს.

მაქვს ქენონის აპარატი და განათების ყიდვა მინდა. მითხრეს yongnuo ეს ვიყიდო და იქნებ ამიხსნათ რომელი მოდელია უკეთესი და რა განსხვავებაა.მიტხრეს რომ ზოგი მუშაობს ავტომატზე ზოგი მანუალია

Posted by: gkaka 5 Feb 2016, 17:47
360 გრადუსიანი პანორამის გადაღება როგორ ხდება?
მაგალითად მთლიანი ოთახი რომ გადაიღოს.
რა აპარატურაა საჭირო ამისთვის?

Posted by: nodyGE 8 Feb 2016, 13:08
gia_geo
გამარჯობა.
თუ გინდა რომ ავტომატზე იმუშავოს (ანუ თვითონ შეარჩიოს განათების სიმძლავრე) მაშინ უნდა იყიდო TTL ფლეში. TTL - through the lens ანუ ლინზიდან იღებს დიაფრაგმის მნიშვნელობას ასევე ISO და შათერ სიჩქარეს და მაგის მიხედვით უსშვებს იმ სიმძლავრეს რომელიც ჭირდება სიტუაციას.
მე მაქვს Yongnuo YN 565 რომელიც მუშაობს ავტომატურ რეჟიმშიც სადღაც 100$ მდე უნდა ღირდეს.

Posted by: gkaka 10 Feb 2016, 15:44
გამარჯოაბა. რა ფოტოაპარატს და ლინზას მირჩევთ ოთახის სურათების გადასაღებად?
ანუ საკმაოდ ბევრი ოთახის პანორამები მინდა გადავიღო და რას მირჩევთ? ძალიან დამწყები ვარ ამ საკითხში
ბიუჯეტი: 1500 ლარი

Posted by: morixei 10 Feb 2016, 20:57
gkaka
აპარატი ნებისმიერი ბრენდის შეიძლება გამოიყენო. ობიექტივი რა თქმა უნდა ფართე კუთხის უმჯობესია, თუმცა 50მმ-იანითაც შეიძლება მარა გარჯა მეტი მოგიწევს.
ბრენდს რაც შეეხება ჩვენი რეალობიდან გამომდინარე ქენონი ან ნიკონი, ობიექტივების გამო, მეტი არჩევანია და შეიძლება შეღავათიან ფასშიც კი იშოვო. სონიც შეიძლება, პენტაქს არ გირჩევ გაწვალდები ობიექტივის გამო, აქ ფაქტიურად არაა.
ობიექტივები 8მმ - 16მმ ფარგლებში.
კიდევ შტატივი დაგჭირდება აუცილებლად.
ზევით პროგრამაზე კითხულობდი, დაგუგლე - 3d panorama software ბევრს ამოყრის. კონკრეტულად ვერ გირჩევ, არ გამომიყენებია. ჩვეულებრივი პანონარამებისთვის კი Kolor Autopano Giga ვხმარობ ხოლმე.

Posted by: gkaka 11 Feb 2016, 00:34
morixei
მადლობა გამოხმაურებისთვის.
პროგრამა შევარჩიე PANOWEAVER 9. რაც ვნახე, ეს ყველაფერს აკეთებს რაც დამჭირდება.
შტატივიც შევარჩიე.
აპარატზე ვერ ჩამოვყალიბდი.
რომელიმე კონკრეტულ მოდელს ვერ მირჩევ?

Posted by: gia_geo 11 Feb 2016, 06:06
nodyGE


მადლობა..გაიხარე კარგი პასუხისთვის smile.gif

Posted by: morixei 12 Feb 2016, 12:04
gkaka
ჩვენთან უცებ რაც ვნახე:
http://www.mymarket.ge/ka/product/view/8883635/
ძალიან კარგი აპარატია. ერთერთი საუკეთესო სენსორი უდგას კროპ აპარატებში. თან ამ ფასში მშვენიერი არჩევანია თითქმის უხმარი.
ობიექტივი კი ეს: http://www.amazon.com/Rokinon-Fisheye-Aperture-Exposure-AE8M-N/dp/B006O7158O/ref=sr_1_7?s=photo&ie=UTF8&qid=1455263790&sr=1-7&refinements=p_n_feature_three_browse-bin%3A3131004011%2Cp_n_feature_eight_browse-bin%3A6374504011|6374503011

Posted by: gkaka 13 Feb 2016, 00:42
morixei
ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: Starblind 15 Feb 2016, 13:42
გამარჯობა მეგობრებო

ვიდეო კამერა მინდა სელფისთვის ) ანუ სახლის ოთახის განათების პირობებში რაც გულისხმობს 150ვ იან ნათურას და დღის შუქს დღე მინდა FullHD კამერა 30ფით მინიმუ მთავარია გამოსახულება ჰქონდეს კარგი . 60 ფპს იქნება თუ 30 დიდ მნისნელობა არ აქვს


150 ლარის ფარგლებში მინდა smile.gif

Posted by: keandra 16 Feb 2016, 11:44
ძალიან მჭირდება მეგობრებო. ორი ფოტოს ჩასმა მინდა ერთ ფოტოსურათად. ანუ ელექტრონულად მაქვს ორი ფოტო და ერთ ფოტოდ რომ იყოს გვერდიგვერდ ან მაღლა და დაბლა. არ აქვს მნიშვნელობა.
ერთ დოკუმენტად რომ იყოს რა

Posted by: lado1972 24 Feb 2016, 17:51
გამარჯობათ ფორუმელებო, canon 550d თვის მინდა შევიძინო ობიექტივი რომელს მირჩევთ? მინდა იყოს ქენონის კიტ ობიექტივის მსგავსი მონაცემებით, ნუ უნივერსალი. რას მირჩევთ უკეთესი ხარისხის და მისაღები ფასის რომელი ფირმის ავირჩიო?

Posted by: GeorgePx 25 Feb 2016, 21:44
QUOTE
გამარჯობათ ფორუმელებო, canon 550d თვის მინდა შევიძინო ობიექტივი რომელს მირჩევთ? მინდა იყოს ქენონის კიტ ობიექტივის მსგავსი მონაცემებით, ნუ უნივერსალი. რას მირჩევთ უკეთესი ხარისხის და მისაღები ფასის რომელი ფირმის ავირჩიო?

გააჩნია რა უნდა გადაიღო? თუ პორტრეტები გინდა მაშინ canon 50mm f1.8 არის იაფი და კარგი. მაკრო-სთვისაც კარგია. კაი მკვეთრი ფოტოები გამოდის ოღონდ f2.8 დან.

Posted by: lado1972 25 Feb 2016, 22:30
GeorgePx
გაიხარე ძმა ეგ ობიექტივი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, მე მინდოდა რამე უნივერსალი ზუმი ბევრგან წავიკითხე რომ კიტ ობიექტივი მთლად კარგი ვერ არის სიმკვეთრის და ფერთა გადმოცემით, ხოდა ვფიქრობდი მაგალითად ტამრონზე ან სიგმაზე მაგრამ არ ვიცი რომელი ჯობია და რათქმა უნდა ფასი, მეორადი უნდა ღირდეს იმდენი რომ შევწვდე.

Posted by: GeorgePx 26 Feb 2016, 01:06
lado1972
QUOTE
გაიხარე ძმა ეგ ობიექტივი მაქვს და ძალიან კმაყოფილი ვარ, მე მინდოდა რამე უნივერსალი ზუმი ბევრგან წავიკითხე რომ კიტ ობიექტივი მთლად კარგი ვერ არის სიმკვეთრის და ფერთა გადმოცემით, ხოდა ვფიქრობდი მაგალითად ტამრონზე ან სიგმაზე მაგრამ არ ვიცი რომელი ჯობია და რათქმა უნდა ფასი, მეორადი უნდა ღირდეს იმდენი რომ შევწვდე.

Tamron 24-70mm f/2.8 კარგია მაგრამ ძალიან ძვირია.
სიგმას მე მგონი უნივერსალური ლინზა არც აქვს.
* * *
მე ვგულისხმობ დაბალფასიანი. .......

Posted by: დიაბლო 26 Feb 2016, 14:18
გამარჯობა
ზუმი 70-ზე ზევით რომ ჰქონდეს, ეგეთი ფოტოაპარატი მაინტერესებს, თავის ობიექტივიანად, რომელს მირჩევდით?

Posted by: lado1972 26 Feb 2016, 19:49
GeorgePx
300 ლარის ფარგლებში ტამრონის რომელიმე ზუმის ყიდვა ფანტაზიაა? ნუ კიტს თუ აჯობებს იმ შემთხვევაში.

Posted by: GeorgePx 26 Feb 2016, 20:47
lado1972
QUOTE
GeorgePx
300 ლარის ფარგლებში ტამრონის რომელიმე ზუმის ყიდვა ფანტაზიაა? ნუ კიტს თუ აჯობებს იმ შემთხვევაში.

300 ლარის ფარგლებში ტამრონის ლინზას რომელიმე ზუმით რომელიც კიტ ლინზას აჯობებს ალბათ ვერ იყიდი.

Posted by: lado1972 26 Feb 2016, 22:37
GeorgePx
გაიხარე ჯიგარო, მადლობა დახმარებისთვის

Posted by: CoderiotGe 9 Mar 2016, 19:55
Nikon D7000 -ზე ფართეკუთხიანი ლინზა მირჩიეთ ძვირიანი არ მინდა

Posted by: morixei 10 Mar 2016, 11:50
CoderiotGe
როკინონ-სამიანგებიდან შეარჩიე ნებისმიერი, რომელი ფართო კუთხეც გაწყობს და იქნები ბედნიერი:
http://www.amazon.com/Rokinon-HD8M-N-Aperture-Removable-Fixed-Non-Zoom/dp/B008X1C1C8/ref=pd_sim_421_7?ie=UTF8&dpID=51wQM2-xjHL&dpSrc=sims&preST=_AC_UL160_SR139%2C160_&refRID=1ZFM372Z50EED9G9QFKR
http://www.amazon.com/Rokinon-Ultra-Angle-Fixed-Built/dp/B004NNUN02/ref=pd_sim_421_5?ie=UTF8&dpID=4148Pwe1HqL&dpSrc=sims&preST=_AC_UL160_SR135%2C160_&refRID=1ZFM372Z50EED9G9QFKR

Posted by: CoderiotGe 10 Mar 2016, 21:24
morixei
უფრო ეფად ვერაფერს ვიშოვი? კამერას და ლინზებს და სხვა აქსესუარებს ერთად ვყიდულობ და ვიწეწები

Posted by: morixei 11 Mar 2016, 00:42
CoderiotGe
QUOTE
უფრო ეფად ვერაფერს ვიშოვი?

http://www.amazon.com/Opteka-Aspherical-Fisheye-Removable-Digital/dp/B00KGIFOL6/ref=sr_1_2?s=photo&ie=UTF8&qid=1457641687&sr=1-2&refinements=p_n_feature_four_browse-bin%3A3207229011
http://www.amazon.com/Fisheye-Zenitar-Lens-Nikon-Camera/dp/B0036WG2WE/ref=sr_1_24?s=photo&ie=UTF8&qid=1457641740&sr=1-24&refinements=p_n_feature_four_browse-bin%3A3207229011%2Cp_n_feature_three_browse-bin%3A3131004011
ამაზე იაფად და თან ცოტა ნორმალური რომ იყოს სხვა არ ვიცი user.gif

Posted by: CoderiotGe 11 Mar 2016, 12:54
morixei
http://www.amazon.com/0-43x-Altura-Photo-Professional-Portion/dp/B0047YRKK8/ref=sr_1_1?ie=UTF8&qid=1457686408&sr=8-1&keywords=altura+wide+angle
ამან დამაინტერესა ნეტა როგორია?

Posted by: gray*wolf 12 Mar 2016, 23:22
ვაგზალზე ვნახე მეორადი nikon coolpix L22 და ეს მოდელი კარგი ხარისხისაა ? კარგ ფოტოებს იღებს ? ვარგა ღირს ყიდვა ?

12.0 MP აქვს

80 ლარი ამ მოდელისთვის როგორია ნორმალური ფასია ?

Posted by: ლანისტერი 13 Mar 2016, 16:07
გამარჯობა
ერთი ჩაინიკური კითხვა მაქვს biggrin.gif
გახსოვთ ალბათ ძველი ფოტო-აპარატები რო იყო, შავი გრძელი ლენტა რო ედებოდა, აი მაგ ლენტებზე მაქვს ძალიან ბევრი ძველი სურათი და მაინტერესებს, სად და როგორ შეიძლება მაგ ლენტებიდან ფოტოების აღდგენა? თუ შესაძლებელია საერთოდ user.gif
ფასიც რო მითხრათ კაი იქნება biggrin.gif

Posted by: lasha-17 17 Mar 2016, 16:11
Canon EOS 550D-თვის მინდა ობიექტივი და Zenit-ის ობიექტივი რომ ვიყიდო გადამყვანი დაჭირდება? mo.gif

Posted by: morixei 17 Mar 2016, 18:31
CoderiotGe
QUOTE
http://www.amazon.com/0-43x-Altura-Photo-P...tura+wide+angle
ამან დამაინტერესა ნეტა როგორია?

ფართე კუთხეს კი იძლევა, მაგრამ მსგავსი კონვერტორები როგორც წესი ოპტიკურ ხარისხს მეტნაკლებად აფუჭებს.
lasha-17
აუცილებლად. გადამყვანის გარეშე ვერ დააყენებ.

Posted by: CoderiotGe 17 Mar 2016, 22:23
morixei
18-70 ვიყიდე, საკმარისი ფართე კუთხე აქვს ფასიც მშვენიერი

Posted by: GeoWarr1or 18 Mar 2016, 09:16
როგორც ვიცი ჰელიოსის ერთერთი მოდელი მიდის ნიკონზე გადამყვანის გარეშე მაგრამ იშვიათი მოდელია ვიდრე 44-2, არადა რა მაგრად მინდა smile.gif
გადამყვანი და ობიექტივი ცალ ცალკე მაინც ძვირი ჯდება.
პ.ს. ძველი ობიექტივები დაბალ ფასად გადამყვანი რომ არ სჭირდება არ იყიდება ?

Posted by: CoderiotGe 18 Mar 2016, 12:56
GeoWarr1or
სახლის პირობებშIც შეიძLება მაგის გადაკეთება, იუტუბზე ყრია ინსტრუქციები, ნახე

Posted by: lasha-17 21 Mar 2016, 21:34
morixei

მადლობა, ვნახე უკვე smile.gif http://www.amazon.com/Fotodiox-Mount-Adapter-thread-Digital/dp/B001G4QXN2/ref=sr_1_3?ie=UTF8&qid=1458512321&sr=8-3&keywords=M42+Lens+Mount+Adapter

მეორადი ფოტოაპარტის ყიდვას ვაპირებ (Canon EOS 550D-ის) და მაინტერესებს მაქსიმუმ რამდენი გარბენი უნდა ქონდეს? მაგ. 70 000 კადრი ბევრია ძაან? mo.gif

Posted by: NiniaG 25 Mar 2016, 23:05
Nikon D300 როგორი აპარატია? ღირს ყიდვა?

Posted by: novalisi 26 Mar 2016, 16:23
ფოტოაპარატის კაი ხელოსანი მირჩიეთ რა, ქენონის

Posted by: psychedelic-gigi 29 Mar 2016, 00:30
გამარჯობა, თუ შეგიძლიათ მირჩიეთ EF-S ლინზა ვიყიდო თუ EF როცა მაქვს 650დ , და რატომ?

Posted by: morixei 29 Mar 2016, 17:30
psychedelic-gigi
QUOTE
EF-S ლინზა ვიყიდო თუ EF როცა მაქვს 650დ

გააჩნია ლინზასაც.
EF-S შექმნილია სპეციალურად APS-C-თვის. განსხვავება ზომაშია - ლინზის უკანა ელემენტები წაგრძელებულია(სარკე/სენსორთან მიახლოებული) და ფოკალური ზომა შემცირებული, რაც საშუალებას იძლევა იაფად დამზადდეს ულტრა ფართე კუთხის მქონე ობიექტივები(მაგ: Canon EF-S 10-18mm f/4.5-5.6 IS STM).
მცირე ფორმატიანზე(24×36მმ) არ დადგება უკანა ლინზის ზომის გამო. უკეთეს შემთხვევაში სარკე არ იმუშავებს.

Posted by: psychedelic-gigi 30 Mar 2016, 11:45
QUOTE (morixei @ 29 Mar 2016, 17:30 )
psychedelic-gigi
QUOTE
EF-S ლინზა ვიყიდო თუ EF როცა მაქვს 650დ

გააჩნია ლინზასაც.
EF-S შექმნილია სპეციალურად APS-C-თვის. განსხვავება ზომაშია - ლინზის უკანა ელემენტები წაგრძელებულია(სარკე/სენსორთან მიახლოებული) და ფოკალური ზომა შემცირებული, რაც საშუალებას იძლევა იაფად დამზადდეს ულტრა ფართე კუთხის მქონე ობიექტივები(მაგ: Canon EF-S 10-18mm f/4.5-5.6 IS STM).
მცირე ფორმატიანზე(24×36მმ) არ დადგება უკანა ლინზის ზომის გამო. უკეთეს შემთხვევაში სარკე არ იმუშავებს.

მადლობა..
რა მაინტერესებს კიდევ, EF - 50 მმ იანი full frame ზე აისახება როგორც 50 მმ-იანი, და EF-S 50 კროპზე , როგორ აისახება როგორც 50 მმ იანი, თუ 35 მმიანი უნდა მქონდეს რომ 50 მმ იანი გამოსახულება მივიღო APS-C sTvis.
თუ რადგან EF-S 50 მმიანია ეს იმას ნიშნავს რომ APS-C თვის არის 50 მმ
აიკიდოსთან გაქვს შეხება? }}

Posted by: morixei 30 Mar 2016, 12:28
EF ფოკალური მანძილი APS-C-ზე იქნება კროპ ფაქტორზე გამრავლებული. 50მმ-იანი გახდება 80მმ.
EF-S არ იცვლება, იგივეა რაც ობიექტივზეა მითითებული.

Posted by: psychedelic-gigi 30 Mar 2016, 18:26
მადლობაა....................................................

Posted by: Andgula 1 Apr 2016, 00:38
გამარჯობა, ამ ფოტოაპარატზე რას იტყვით? Canon SX600 HS
ღირს ყიდვა?

მაქსიმუმ შემიძლია ფოტოაპარატში გადახდა 500 ლარამდე მეტის შანსი არ არის
ან ამ ფასში რას მირჩევთ

Posted by: gkaka 2 Apr 2016, 23:16
Nikon D5200-ისთვის მინდა რაიმე ობიექტივი 180 გრადუსიანი Full Circular Fisheye სურათები რომ გადავიღო.
ძალიან ძვირიც რომ არ დამიჯდეს. 200-250$-ის ფარგლებში რომ იყოს.
რამეს ვერ მირჩევთ?
ან გამოწერით ან აქვე

Posted by: morixei 4 Apr 2016, 13:30
gkaka
ამაზონ იბეიზე დაძებნე, მაგ ფასის კატეგორიაში, დიდი არჩევანიც არაა.
ყველაზე იაფი ოპტეკას აქვს: http://www.amazon.com/Opteka-Aspherical-Fisheye-Removable-Digital/dp/B00KGE4VS2
შეიძლება ლენსბეიბი მეორადიც მოგივიდეს.

dat111
z125
თქვენი დახმარება მჭირდება smile.gif
Jupiter 37a-ზე ბაიონეტზე სამაგრი კუდი რომ ეცვლება გეცოდინებათ. სამნაირი აქვს(M39-ის, ნიკონის და პენტაქსისთვის), აქ ვერ ვიშოვე. პენტაქსზე მინდა მივაყენო პირდაპირ, M42-PK რომ არ ვიხმარო.
ეს ავარჩიე ამაზონზე: http://www.amazon.com/Fotodiox-Adapter-T-Mount-Pentax-Cameras/dp/B002BFKO2G/ref=sr_1_sc_1?s=photo&ie=UTF8&qid=1459759619&sr=1-1-spell&keywords=T2+tu+Pentax+K
მაგრამ ცოტა გაურკვევლობაში ვარ. შიდა მხარეს, რითიც ობიექტივზე ეხრახნება სხვა დიამეტრია. ხრახნიანი რგოლი დგას(სურათზე ასე ჩანს). მაინტერესებს ეს ეხსნება თუ არა? თითქოს ჩამაგრებულია სამი ჭანჭიკით. თუ მოიხსნა Jupiter 37a-ზე დამაგრდება?
rolleyes.gif

Posted by: dat111 4 Apr 2016, 17:39
morixei
წესით ეგ რგოლი უნდა ეხსნებოდეს (მაგ ტიპის ადაპტერებს ეხსნება),
შესაძლებელია მცირე მორგება დაგჭირდეს სიმაღლეში, ან ადაპტერზე ოდნავ მოჩარხვა ან პირიქით რამის დადება რომ უსასრულობა ზუსტად დაჯდეს. ისე ფოტოდიოქსს ნაკლებად ესაჭიროება ხოლმე დამატებითი ჩალიჩი

Posted by: morixei 4 Apr 2016, 20:53
dat111
გასაგებია. თუ თავისი "რადნოი" აქ არ გამოჩნდა სავარაუდოდ მაგას ავიღებ.
ადრე რომ მირჩიეთ ფოტოდიოქსის M42/PK გადამყვანი მართლა ხარისხიანი ნაკეთობა აღმოჩნდა.
დიდი მადლობა smile.gif

Posted by: psychedelic-gigi 4 Apr 2016, 21:52
კროპ აპარატზე EF-S ლინდა ვიყიდო თუ EF ?

Posted by: dat111 5 Apr 2016, 14:27
psychedelic-gigi
კროპზე ფულფრეიმის ლინზები ჩვეულებრივად მიდის

morixei
QUOTE
ადრე რომ მირჩიეთ ფოტოდიოქსის M42/PK გადამყვანი მართლა ხარისხიანი ნაკეთობა აღმოჩნდა.

ორიგინალისგან არაფრით განსხვავდება ფასის გარდა biggrin.gif

Posted by: gkaka 6 Apr 2016, 00:47
morixei
ძაან დიდი მადლობა დახმარებისთვის.

Posted by: pato-7 8 Apr 2016, 00:48
SLR და DSLR რა განსხვავებაა, ინტერნეტში კი ვნახე მაგრამ ვერ მივხდი კარგად.

Posted by: IKA084 9 Apr 2016, 16:11
დამეხმარეთ ობიექტივის არჩევაში, საბოლოოდ მივწვდე იქნებ ფულ ფრეიმს. Nikon D610 შეძენას ვფიქრობ, ზუმერის საიტზე ვნახე მარტო ბოდი და ფასიც არაა გაბერილი. აი ობიექტივის არჩევანი დიდი არ არის. გთხოვთ გადაავლოთ თვალი ზუმერის საიტზე და მირჩიოთ არსებულიდან რომელი იქნება საუკეთესო. სტანდარტული 18-55მმიანები არ აქვთ. 70-180/200 ასეთები გამოდგება პორტრეტული სურათების გადასაღებათ? საწყისი 70 ზედმეტი ხომ არ არის მაგალითად 2 მეტრ მანძილზე? პირველად ვყიდულობ და არ მინდა შევცდე, თანაც ასეთ ფასად... მოკლედ 3400 ლარი ბოდი ჯდება და 600 ლარის ფარგლებში კარგი ობიექტივი იყოს იქნებ.
ბევრი სტატიები წავიკითხე და სიმართლე გითხრათ ტვინი გამეჭყლიტა უკვე. აქ თუ ვერ ვიშოვი მოდელი მირჩიეთ გამოსაწერად.
* * *
QUOTE (pato-7 @ 8 Apr 2016, 00:48 )
SLR და DSLR რა განსხვავებაა, ინტერნეტში კი ვნახე მაგრამ ვერ მივხდი კარგად.

თუ არ ვცდები მხოლოდ იმაში რომ DSLR (D-Digital) ციფრულია და წინასწარ ხედავ რას იღებ, შესაბამისად შუქიც სენსორზე ეცემა და არა ფირზე.

Posted by: CoderiotGe 9 Apr 2016, 17:08
pato-7
DSLR - ციფრული სარკიანი ანუ Digital SLR
SLR - ფირზე მომუშავე სარკიანი
* * *
IKA084
70-180„ არ გამიგია მარა 70-200 ალბათ ტელეობიექტივს გულისხმობ.. ეგენი იდეალურია პორტრეტებისთვის
სტანდარტული 18-55 ნაგავია მგონი, მე არ მქონია შეხება უბრალოდ 100 კაციდან 95-ს სძულს

QUOTE
საწყისი 70 ზედმეტი ხომ არ არის მაგალითად 2 მეტრ მანძილზე?

მეტისმეტია, მე მაქვს 70-300 და პორტრეტს თუ ვიღებ 8-10 მეტს ვიჭერ დისტანციას მინიმუმ

QUOTE
პირველად ვყიდულობ და არ მინდა შევცდე, თანაც ასეთ ფასად...

და პირველად თუ ყიდულობ რაღა ფულ ფრეიმს მიახტი ეგრევე?

Posted by: IKA084 9 Apr 2016, 17:41
ნუ მირორ-ლესები მქონდა, ფულ ფრეიმს ვყიდულობ პირველად. გამოჩნდა საშუალება და რაღა კომპაქტებს მივადგე.
ანუ 70-200? DX FX შორის რა განსხვავებაა?OIS არაფერი არ უწერია დახასიათებაში... გადახედე დანარჩენებსაც?
ფოკუსური სიგრძე რაც ნაკლებია მით უფრო კარგია ხომ? ანუ სასურველია 1.4დან იწყებოდეს

Posted by: CoderiotGe 9 Apr 2016, 17:52
IKA084
QUOTE
ნუ მირორ-ლესები მქონდა, ფულ ფრეიმს ვყიდულობ პირველად. გამოჩნდა საშუალება და რაღა კომპაქტებს მივადგე.

შენ იცი მარა თუ ვერ გამოიყენებ მის შესაძლებლობებს რა აზრი აქვს ქონას და იმდენი ფულის ყრას..

QUOTE
ანუ 70-200? DX FX შორის რა განსხვავებაა?

user posted image
user posted image

QUOTE
ფოკუსური სიგრძე რაც ნაკლებია მით უფრო კარგია ხომ? ანუ სასურველია 1.4დან იწყებოდეს

უფრო კარგი რომელი გადასახედიდან რა ვიცი, პრაქტიკულად რა ღიაა დიაფრაგმა მით ნათელია ობიექტივი და მით პატარა არე შეუძLია ჩასვას ფოკუსში, დახურული კი პირიქით.. მაგალითად 1.4 არის ძალიან ღია.. ნუ პრინციპში ჩავთვალოთ რომ ჯობია

მოდი დაწერე რა მხრივ აპირებ განვითარებას რა უნდა გადაიღო და შეგირჩევ ოპტიმალურ ლინზას

Posted by: IKA084 9 Apr 2016, 17:55
გამოდის შენობაში, ოთახებში 70-200 სისულელეა არა? ამ შემთხვევაში 18-55 ან 18-70 აჯობებს მოკლე მანძილიდან მეტი სივრცის და დეტალის გამოსაჩენათ?
* * *
QUOTE (CoderiotGe @ 9 Apr 2016, 17:52 )


მოდი დაწერე რა მხრივ აპირებ განვითარებას რა უნდა გადაიღო და შეგირჩევ ოპტიმალურ ლინზას

მოკლედ ფოტო გადაღება ჰობია ჩემი მეთქი ვერ ვიტყვი, არც ამბიცია მაქვს მაგ კუთხით. ჩვეულებრივ მინდა ხარისხიანი კარგი გარჩევადობის ფოტოები გადავიღო, რომელთაგან 80% ალბათ ახლო დისტანციიდან იქნება.
ვნახე ნიმუშები ინტერნეტში უბრალოდ და ძალიან მომეწონა დეტალები, ადამიანის სახის ზუმზე ყველა ნაკვთი ჩანსsmile.gif თუ ასეთი მკაფიო ფოტოები რომელიმე კომპაქტურსაც შეუძლია მაშინ ამხელა ფულს არც გადავიხდი.
ფულ ფრეიმის პირდაპირი მნიშვნელობა რა არის? ის რომ რასაც თვალი ხედავს იგივე გადააქვს ფოტოზეც? დეტალების სიმკვეთრის ზრდას არ გულისხმობს?

Posted by: CoderiotGe 9 Apr 2016, 18:28
IKA084
QUOTE
გამოდის შენობაში, ოთახებში 70-200 სისულელეა არა? ამ შემთხვევაში 18-55 ან 18-70 აჯობებს მოკლე მანძილიდან მეტი სივრცის და დეტალის გამოსაჩენათ?

ნამდვილად, მეც ერთ თვეა რაც dslr ვიყიდე და 2 ლინა შევიძინე 18-70 ახლო მანძილისთვის თან ეს ფართე კუთხიანია და 70-300 ტელეობიექტივი, პორტრეტებისთვის და სადაც დიდი ზუმი დამჭირდება

QUOTE
მოკლედ ფოტო გადაღება ჰობია ჩემი მეთქი ვერ ვიტყვი, არც ამბიცია მაქვს მაგ კუთხით. ჩვეულებრივ მინდა ხარისხიანი კარგი გარჩევადობის ფოტოები გადავიღო, რომელთაგან 80% ალბათ ახლო დისტანციიდან იქნება.
ვნახე ნიმუშები ინტერნეტში უბრალოდ და ძალიან მომეწონა დეტალები, ადამიანის სახის ზუმზე ყველა ნაკვთი ჩანს თუ ასეთი მკაფიო ფოტოები რომელიმე კომპაქტურსაც შეუძლია მაშინ ამხელა ფულს არც გადავიხდი.
ფულ ფრეიმის პირდაპირი მნიშვნელობა რა არის? ის რომ რასაც თვალი ხედავს იგივე გადააქვს ფოტოზეც? დეტალების სიმკვეთრის ზრდას არ გულისხმობს?

აი წინა პოსტში რომ 2 ფოტო ჩავდე გადახედე და იქ ჩანს ფულ ფრეიმის და კოპის განსხვავება..

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ უაზროდ ბევრ ფულს იხდი ისეთ ნივთში რაც არ გჭირდება.. კარგი გარჩევადობის კადრებს ბევრი კამერა იღება, აბა დამილინკე ერთი-ორ რა ფოტოები მოგეწონა ინტერნეტში..
ფულ ფრეიმ კამერებს ყიდულობენ საკმაოდ მოხოდილი ფოტოგრაფები, ვინც ამ მიმართულებით ფულს აკეთებს.. მე მაგალითად პროფი არ ვარ უბრალოდ ჩემი ჰობია ფოტოგრაფია და შევიძინე D7000 ზემოთ ხსენებული 2 ლინზით და კიდევ რაღაც აქსესუარებით, და შენ შემთხვევაში თუ ჰობიც არაა, განვითარებას არ აპირებ და უბრალოდ ხარისხიანი გამოსახულება გინდა გადაიღო პროფესიონალური კამერა არ გჭირდება, ეგეც არ იყოს და სისულელა პროფესიონალის ავტომატურ რეძიმზე მოცდენა, სხვა რეჟიმებით კი რთულია გადაღება თუ ცოდნა არ გაქვს

Posted by: IKA084 10 Apr 2016, 09:50
მადლობა დროის დათმობისთვის და გამოხმაურებისთვის, ნამდვილად მეხმარები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში.
QUOTE
აი წინა პოსტში რომ 2 ფოტო ჩავდე გადახედე და იქ ჩანს ფულ ფრეიმის და კოპის განსხვავება

კი ვხედავ სხვაობას და შესაბამისად იმიტომაც ვარ საგონებელში. თუ FX სავსე კადრიანს აქვს შესაძლებლობა გარდა მეტი გამოსახულებისა მეტი სინათლეც დააფიქსიროს სენსორზე შესაბამისად ფოტოც უფრო გაჯერებული გამოვა ფერებითა და სიმკვეთრით, თუ ვცდები? ასე რომ ვთქვათ არც DX ფორმატის კამერებია ისეთი "იაფი" რომ რომ მათზე ტრენინგი დავიწყო და მერე გადავერთო FX-ზე.
QUOTE
ნამდვილად, მეც ერთ თვეა რაც dslr ვიყიდე და 2 ლინა შევიძინე 18-70 ახლო მანძილისთვის თან ეს ფართე კუთხიანია და 70-300 ტელეობიექტივი, პორტრეტებისთვის და სადაც დიდი ზუმი დამჭირდება

ფიქსირებულზე რას ფიქრობ? მაგალითად Nikkor 50mm f/1.8D კიდევ პოლარიზებული ფილტრები იყიდება ჩვენთან? მზიან ამინდში ვნახე რა კარგ ეფექტს იძლევიან და ეგეც მომინდაsmile.gif
QUOTE
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ უაზროდ ბევრ ფულს იხდი ისეთ ნივთში რაც არ გჭირდება.. კარგი გარჩევადობის კადრებს ბევრი კამერა იღება, აბა დამილინკე ერთი-ორ რა ფოტოები მოგეწონა ინტერნეტში..
ფულ ფრეიმ კამერებს ყიდულობენ საკმაოდ მოხოდილი ფოტოგრაფები, ვინც ამ მიმართულებით ფულს აკეთებს.. მე მაგალითად პროფი არ ვარ უბრალოდ ჩემი ჰობია ფოტოგრაფია და შევიძინე D7000 ზემოთ ხსენებული 2 ლინზით და კიდევ რაღაც აქსესუარებით, და შენ შემთხვევაში თუ ჰობიც არაა, განვითარებას არ აპირებ და უბრალოდ ხარისხიანი გამოსახულება გინდა გადაიღო პროფესიონალური კამერა არ გჭირდება, ეგეც არ იყოს და სისულელა პროფესიონალის ავტომატურ რეძიმზე მოცდენა, სხვა რეჟიმებით კი რთულია გადაღება თუ ცოდნა არ გაქვს

ნუ ბევრი ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, ალბათ უფრო ხშირად A რეჟიმით ვისარგებლებ სადაც მხოლოდ დიაფრაგმას დავარეგულირებ ხელით. დაყოვნებას და დანარჩენს კი კამერა ავტომატურად. ზოგი ამბობს M რეჟიმით თუ არ ისარგებლე რად გინდა სარკიანი კამერაო, მაგრამ ყველას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, დღეს 21_ე საუკუნეა და ამ რეჟიმში შეიძლება იმდენი დრო დაკარგო ტყუილად რასაც აპარატი თვითონ გამოთვლიდა უკვე და ძვირფასი კადრიც არ გაგვექცევა ხელიდან (რათქმაუნდა განსაკუთრებული სიტუაციების გარდა რაც საკმაოდ იშვიათია ყოველდღიურობაში). AUTO_ზე არ ვამბობ, მაგ შემთხვევაში ნამდვილად აზრი არ აქვს.
აი ლინკები, თუ ასეთ ფოტოებს სწორად შერჩეული ლინზით NIKON D5500 გადაიღებს მაშინ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შევეშვები ფულ ფრეიმს, იმ ფასად კარგ ობიექტივებს და ფილტრებს დავითრევ. პორტრეტის ზუმირებისას დააკვირდი ხარისხს.
http://static.trustedreviews.com/94/000029f88/7051/Nikon-D610-sample-image-4.jpg
http://static.trustedreviews.com/94/000029f8a/8ac7/Nikon-D610-sample-image-7.jpg

აქ რუსულადაა განხილვა, პლიუს ფოტოები (ოღონდ არ დამაბრალო შენ მემგონი მანდილოსნებმა უფრო მოგხიბლაოsmile.gif)) http://review.lospopadosos.com/d610

P.S. ასეთი პოტოები თუ გამომივა მემგონი ბევრი ნაბიჯი არ იქნება საჭირო რომ ჰობი გახდეს ჩემი, თანაც ჯერ ხელთ არ მაქვს და უკვე შევხალისდიsmile.gif

* * *
ჩვენთან რამე "პრაკატის" მაგვარი არაფერია? მაინც დატესტავდი ადამიანი ყიდვამდე სხვადასხვა მოდელს და ამდენი ტვინის ბურღვა არ დაგჭირდებოდა.

Posted by: Giorgijee 10 Apr 2016, 11:31
როგორ დავუბრუნო ფერადი ფერი შავ-თეთრად გადაკეთებულ ფოტოს?

Posted by: delpiero 10 Apr 2016, 13:45
გამარჯობათ ეს ციფრული თავისი ლინზებითურთ რამდენად გაიყიდება?

Posted by: CoderiotGe 10 Apr 2016, 21:31
IKA084
QUOTE
კი ვხედავ სხვაობას და შესაბამისად იმიტომაც ვარ საგონებელში. თუ FX სავსე კადრიანს აქვს შესაძლებლობა გარდა მეტი გამოსახულებისა მეტი სინათლეც დააფიქსიროს სენსორზე შესაბამისად ფოტოც უფრო გაჯერებული გამოვა ფერებითა და სიმკვეთრით, თუ ვცდები?

სენსორზე იმ რაოდენობის შუქი მოხვდება რამდენსაც ობიექტივი გაატარებს დროის მონაკვეთში

QUOTE
ფიქსირებულზე რას ფიქრობ? მაგალითად Nikkor 50mm f/1.8D კიდევ პოლარიზებული ფილტრები იყიდება ჩვენთან? მზიან ამინდში ვნახე რა კარგ ეფექტს იძლევიან და ეგეც მომინდა

კარგი ლინზებია, ფული აღარ დამრჩა მაგისთვის ამ ეტაპზე, მომავალში მეც ვაპირებ ყიდვას.. პოლარიზებულებიც იშოვება 10 ლარიდან იწყება 42-ეში

QUOTE
ნუ ბევრი ცოდნით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი, ალბათ უფრო ხშირად A რეჟიმით ვისარგებლებ სადაც მხოლოდ დიაფრაგმას დავარეგულირებ ხელით. დაყოვნებას და დანარჩენს კი კამერა ავტომატურად. ზოგი ამბობს M რეჟიმით თუ არ ისარგებლე რად გინდა სარკიანი კამერაო, მაგრამ ყველას ნამდვილად ვერ დავეთანხმები, დღეს 21_ე საუკუნეა და ამ რეჟიმში შეიძლება იმდენი დრო დაკარგო ტყუილად რასაც აპარატი თვითონ გამოთვლიდა უკვე და ძვირფასი კადრიც არ გაგვექცევა ხელიდან (რათქმაუნდა განსაკუთრებული სიტუაციების გარდა რაც საკმაოდ იშვიათია ყოველდღიურობაში). AUTO_ზე არ ვამბობ, მაგ შემთხვევაში ნამდვილად აზრი არ აქვს.
აი ლინკები, თუ ასეთ ფოტოებს სწორად შერჩეული ლინზით NIKON D5500 გადაიღებს მაშინ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე შევეშვები ფულ ფრეიმს, იმ ფასად კარგ ობიექტივებს და ფილტრებს დავითრევ. პორტრეტის ზუმირებისას დააკვირდი ხარისხს.
http://static.trustedreviews.com/94/000029...ple-image-4.jpg
http://static.trustedreviews.com/94/000029...ple-image-7.jpg

ჩემი აზრით გადაიღებს მიახლოებულ ხარისხს

აი ეს D7000-ით გადაღებულია, მემგონი სხვაობა არ იგრძნობა შეუიარაღებელი თვალით ხომ ასეა?
http://d44st6sh1xnzi.cloudfront.net/fl-img/4928/3264?u=https://farm6.staticflickr.com/5544/9071941216_c656d7d4e2_o.jpg

QUOTE
ჩვენთან რამე "პრაკატის" მაგვარი არაფერია? მაინც დატესტავდი ადამიანი ყიდვამდე სხვადასხვა მოდელს და ამდენი ტვინის ბურღვა არ დაგჭირდებოდა.

მაღაზიაში შედი ყიდვას ვაპირებ და ვერ გადავწყვიტე რომელი ავირჩიო და მოვსინჯავთქო, მემგონი არ გეტყვიან უარს

Posted by: IKA084 11 Apr 2016, 04:08
CoderiotGe
გაგახარა ღმერთმა! ვსო გადავწყვიტე D5500 ავიღებ, როგორც გადავავლე თვალი D7000-გან ძირითადად იმით განსხვავდება რომ ე.წ. "ატვიორტკა" არ აქვს ბოდის და AF-S ობიექტივების ყიდვა მომიწევს მხოლოდ, სურათის ხარისხი იგივეა ფაქტიურად, სამაგიეროდ სენსორული და ბრუნვადი ეკრანი.
QUOTE
კარგი ლინზებია, ფული აღარ დამრჩა მაგისთვის ამ ეტაპზე, მომავალში მეც ვაპირებ ყიდვას

ლინზებთან დაკავშირებით გთხოვ კიდევ ერთხელ საბოლოოდ დამაკვალიანო. მოკლედ ბოდის მოყვება კიტ ლინზა AF-S 18-55 VR II. ამ დანარჩენებიდან 2 შემარჩევინე, ერთი ფიქსირებულიდან და ერთიც ზუმიდან:
1. Nikkor AF-S DX 35mm f/1.8G / Nikkor 50mm f/1.8D ორივე შუქ-ძლიერია, პორტრეტებისთვის უფრო რომელი იქნება ეფექტური, პლიუს პეიზაჟი.
2. Nikkor AF-S DX 55-200mm f/4-5.6G ED VR II / Nikkor AF-S DX 55-300mm F/4.5-5.6G ED VR 55-200იანს დიაფრაგმა 4-დან ეწყება 55 მმ-ზე და 55-300იანს 4.5-დან, პირველი ხომ არ აჯობებს?
QUOTE
პოლარიზებულებიც იშოვება 10 ლარიდან იწყება 42-ეში

ეგ სად არის? თბილისში? boli.gif ერთი დამცავი მინდა უბრალო და ერთიც პოლარიზებული.

მოკლედ ამის სრულ პოტენციალს რომ ამოვწურავ და რეალურად მივხდები რა დანაკლისი აქვს ან რა დონეზე ვარ თითონ მზად უფრო შორს წავიდე, აი მერე უკვე 3-4 წლის შემდეგ ექნება აზრი ფულ ფრეიმს. სანამ თითონ არ გამოცდი ამ თეორიების კითხვით ბევრს ვერაფერს შეიგნებ. მართალი იყავი, კიდევ კარგი შემოვიხედე აქsmile.gif

Posted by: CoderiotGe 11 Apr 2016, 10:14
IKA084
QUOTE
1. Nikkor AF-S DX 35mm f/1.8G / Nikkor 50mm f/1.8D ორივე შუქ-ძლიერია, პორტრეტებისთვის უფრო რომელი იქნება ეფექტური, პლიუს პეიზაჟი.

მაგ ორს შორის მხოლოდ მილიმეტრებში და თაობაშია სხვაობა, 50მმ შედარებით შორს ხედავს, ზუმი არცერთს არ აქვს.. თაობას რაც შეეხება G უფრო ახალია ვიდრე D, ამას წინათ ვეძებდი განსხვავებას და როგორც მახსოვს ცოტათი უკეთესი ბოკე და სიმკვეთრე აქვთG თაობის ლინზებს.. მე 50მმ 1.8D ყიდვას ვაპირებ

QUOTE
2. Nikkor AF-S DX 55-200mm f/4-5.6G ED VR II / Nikkor AF-S DX 55-300mm F/4.5-5.6G ED VR 55-200იანს დიაფრაგმა 4-დან ეწყება 55 მმ-ზე და 55-300იანს 4.5-დან, პირველი ხომ არ აჯობებს?

გააჩნია შენთვის ზუმი უფრო მნიშვნელოვანია თუ ფოკუსი

QUOTE
ეგ სად არის? თბილისში?  ერთი დამცავი მინდა უბრალო და ერთიც პოლარიზებული.

კიდობანში რომ ჩახვალ ესკალატორთან არის 42-ე მაღაზია, პაპუნა იკითხე მაგისი მაღაზიაა

QUOTE
მოკლედ ამის სრულ პოტენციალს რომ ამოვწურავ და რეალურად მივხდები რა დანაკლისი აქვს ან რა დონეზე ვარ თითონ მზად უფრო შორს წავიდე, აი მერე უკვე 3-4 წლის შემდეგ ექნება აზრი ფულ ფრეიმს. სანამ თითონ არ გამოცდი ამ თეორიების კითხვით ბევრს ვერაფერს შეიგნებ. მართალი იყავი, კიდევ კარგი შემოვიხედე აქ

პლიუს ამას რა თანხაც დაგრჩება ბევრი საინტერესო აქსუსუარის ყიდვა შეიძლება, შტატივით დაწყებული ბლიცით დამთავრებული up.gif

Posted by: lasha-17 12 Apr 2016, 00:46
რომელს მირჩევთ რომ ვიყიდო? canon eos 550d თუ canon eos 1200d? mo.gif

Posted by: რუსთაველი 13 Apr 2016, 20:44
გამარჯობა,
მოკლედ მაქვს Canon 700D 18-135mm და 18-55mm ობიექტივებით. მაქვს ასევე სახლში ცარიელი ოთახი და მაინტერესებს შეიძლება განათების დამონტაჟება (ლამფები, ქოლგები, შავი ან თეთრი სპეციალური ხალიჩა) და რა დამიჯდება დაახლოებით?

ვინმეს თუ გაქვთ გაკეთებული პატარა სტუდიო?
კიდევ რა არის საჭირო?


Posted by: IKA084 15 Apr 2016, 05:29
CoderiotGe
ობიექტივებთან დაკავშირებით მაქვს კიდევ კითხვა, სხვადასხვა საიტზე სხვადასხვა ინფოა და დარწმუნებული არ ვარ მოკლედ.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ NIKON D5500 რომელსაც ფოკუსირების ძრავი არ აქვს კამერის კორპუსში და მხოლოდ Nikkor AF-S ლინზები ჭირდება ავტომატური ფოკუსირებისთვის. ამ შემთხვევაში თუ მაქვს ფიქსირებული ლინზა Nikkor AF-S 50mm f/1.8 (და რომელსაც ხელით სარეგულირებელი დიაფრაგმის "კალცო" არ აქვს), ბოდიდან შევძლებ A და M რეჟიმში დიაფრაგმის ხელით რეგულირებას? მომცემს კამერა ამის საშუალებას? თუ არა მაშინ მომიწევს Nikkor AF 50mm f/1.8 ვიყიდო რომელსაც ე.წ. "კალცო" აქვს მაგრამ ამავდროულად ფოკუსის გასწორებაც ხელით მომიწევს.
გთხოვ დამაკვალიანო ამ კუთხით რომ სწორი არჩევანი გავაკეთო.

Posted by: morixei 15 Apr 2016, 19:40
lasha-17
QUOTE
canon eos 550d თუ canon eos 1200d? mo.gif

რომელიც უფრო იაფად შეგხვდება. დიდი სხვაობა არაა მაგრამ აქცენტს მაინც 550d-ზე გავაკეთებდი, ტექნიკურად უფრო გამართული აპარატია.
IKA084
თუ საშუალებაა AF-S 50mm f/1.8 აიღე, რატომ უნდა იწვალო ხელით ფოკუსირებაზე?
დიაფრაგმის რეგულირება AF-ის შემთხვევაშიც იგივე ნაირად ხდება აპარატიდან როგორც AF-S-ის დროს.

Posted by: federera1 15 Apr 2016, 19:49
საგანი: ხარისხის მენეჯმენტი; სტუ ანუ გეპეი
1.რას მოიცავს პროდუქციის ხარისხის კონტროლის საკონტროლო ფურცელი?
2.რას ეწოდება დეფერენცირებული მეთოდი?
3. რა ჯგუფებისგან შედგება ინფორმაციის მიღების საშუალებების ხარისხის განსაზღვრის მეთოდები?
4. რა მიეკუთვნება პროდუქციის ხარისხის კონტროლის ძირითად ელემენტების ზოგად ქვესისტემებს?



დიდი მადლობა წინასწარ და დღეისთვის მინდა თუ რამე იცით დამიწერეთ სულ 2 სიტყვა რომ იყოს ერთად შევაკოწიწებ გამოცდა მაქ ხვალეეეე smile.gif))) პს: ლოვე იოუ )

Posted by: CoderiotGe 15 Apr 2016, 20:01
federera1
QUOTE
საგანი: ხარისხის მენეჯმენტი; სტუ ანუ გეპეი
1.რას მოიცავს პროდუქციის ხარისხის კონტროლის საკონტროლო ფურცელი?
2.რას ეწოდება დეფერენცირებული მეთოდი?
3. რა ჯგუფებისგან შედგება ინფორმაციის მიღების საშუალებების ხარისხის განსაზღვრის მეთოდები?
4. რა მიეკუთვნება პროდუქციის ხარისხის კონტროლის ძირითად ელემენტების ზოგად ქვესისტემებს?



დიდი მადლობა წინასწარ და დღეისთვის მინდა თუ რამე იცით დამიწერეთ სულ 2 სიტყვა რომ იყოს ერთად შევაკოწიწებ გამოცდა მაქ ხვალეეეე ))) პს: ლოვე იოუ )

წაი ბიძია ისწავლე თვარა მე ჩაგიბარებ გამოცდებს?!

Posted by: IKA084 16 Apr 2016, 05:59
morixei
QUOTE
დიაფრაგმის რეგულირება AF-ის შემთხვევაშიც იგივე ნაირად ხდება აპარატიდან როგორც AF-S-ის დროს.

გასაგებია, მადლობა

Posted by: 024 21 Apr 2016, 11:18
მაქვს ნიკონ დ 5200 და რაც მოყვება ის ლინზები, 18 -55

არ მესმის ეს ლინზები, სურვილი მაქვს მთევის და ბუნების გადაღების, მაგალIტად როცა ვარ გუდაურში ან ბაკურიანში ან ტყეში რო გადავიღო მთები, ძაან შორს არა რა თქმა უნდა და ეს მე რაც მაქვს იმაზე ბევრად უკეთესია?

შედარებით ნაკლები ფასის გამო მოვძებნე, ეს ლინკი

თუ მიპასუხებთ და მირჩევთ სხვა რამესაც მადლობელი დაგრჩებით ანუ ძაან ძვირი არა რაც ლინკშია ეგეთ ფასებში პლიუს კიდე 100 დოლარი ჯანდაბს smile.gif

http://www.amazon.com/Zoom-NIKKOR-70-300mm-4-5-6G-Telephoto-5AveCamera/dp/B014Q7UQBU/ref=sr_1_55?ie=UTF8&qid=1461222249&sr=8-55&keywords=nikon+d5200+lens

Posted by: CoderiotGe 21 Apr 2016, 12:29
024
მაგ ლინზას პეიზაჟზე ვერ გამოიყენებ ხეირიანად, ეგ არის ტელეობიექტივი, უფრო კრავს გამოსახულებას და იყენებენ პორტრეტებში ძირითადად..
შენ უფრო ფართეკუთხიანი გამოგადგება პეიზაჟისთვის და რაც ახლა გაქვს არც ეგაა ურიგო

Posted by: 024 21 Apr 2016, 12:36
CoderiotGe

მადლობთ პასუხისთვის... როგორც ვთვი არ ვიცი ეგ ლინზები... არ მესმის... თუ არ შეწუხდები როცა დრო გექნება ამ ჩამონათვალიდან რომელია ეგ ფართეკუთხიანი ლინზა?

http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_ss_i_3_13?url=search-alias%3Daps&field-keywords=nikon+d+5200+lens&sprefix=nikon+d+5200+%2Caps%2C273

Posted by: CoderiotGe 21 Apr 2016, 12:52
024
მანდედან შედარებით ფართეა 50მმ და 18-140, 50მმ-ს ზუმი არ აქვს ოღონდ მაგრამ ბოკე აქვს ძაან ლამაზი

Posted by: NiniaG 21 Apr 2016, 17:25
როცა ბუნებაში გვინდა გადაღება 18-55 ლინზა სჯობს თუ ტელეობიექტივის წაღება? ორი ლინზა + აპარატი ძალიან მძიმდება გზაში sad.gif

Posted by: GeorgePx 21 Apr 2016, 17:57
NiniaG
QUOTE
როცა ბუნებაში გვინდა გადაღება 18-55 ლინზა სჯობს თუ ტელეობიექტივის წაღება? ორი ლინზა + აპარატი ძალიან მძიმდება გზაში

თუ გინდა გადაიღო შორი მთები ან პეიზაშები ახლო ხედით მაშინ უნდა წაიღო მეორე ლინზაც. რა ლინზა გაქვს ასეთი რომ ასე მძიმდება კამერა ? 200 მმ ? 135 მმ?

Posted by: CoderiotGe 21 Apr 2016, 21:09
NiniaG
ეგრე როგორ ამძიმებს რომ სათრევი ხდება?
მე 70-300 და 18-70 დამაქვს

Posted by: NiniaG 21 Apr 2016, 21:30
18-200 და 18-55 , თვითონ აპარატია მძიმე და შორ გზაზე უფრო მძიმდება sad.gif

Posted by: CoderiotGe 21 Apr 2016, 21:50
NiniaG
მაგ 18-200 თუ ნორმალური კუთხე აქვს ეგ ატარე მაშინ

Posted by: GeorgePx 21 Apr 2016, 22:28
NiniaG
QUOTE
თვითონ აპარატია მძიმე და შორ გზაზე უფრო მძიმდება

რა აპარატია თუ საიდუმლო არ არის? smile.gif

Posted by: NiniaG 22 Apr 2016, 11:32
CoderiotGe
QUOTE
მაგ 18-200 თუ ნორმალური კუთხე აქვს ეგ ატარე მაშინ

მადლობა, მოვსინჯავ ერთხელაც smile.gif
GeorgePx
QUOTE
რა აპარატია თუ საიდუმლო არ არის?

Canon 60 D, სხვა სამოყვარულო ქენონის აპარატებთან შედარებით მეტი წონა აქვს

Posted by: CoderiotGe 22 Apr 2016, 12:19
NiniaG
QUOTE
Canon 60 D, სხვა სამოყვარულო ქენონის აპარატებთან შედარებით მეტი წონა აქვს

არადა ვგიჟდები დიდ მძიმე აპარატებზე მმმმ, მე გრიფიც მაქვს მიმაგრებული მუდამ

Posted by: NiniaG 22 Apr 2016, 12:32
CoderiotGe
QUOTE
არადა ვგიჟდები დიდ მძიმე აპარატებზე მმმმ

სად შემიძლია მაგდენი, ერთი სიფრიფანა გოგო ვარ biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მაღაზიიდან სახლამდე 1 კილო შაქარიც კი მამძიმებს sad.gif

Posted by: CoderiotGe 22 Apr 2016, 13:06
NiniaG
QUOTE
მაღაზიიდან სახლამდე 1 კილო შაქარიც კი მამძიმებს

ასეთი სიფრიფანა ხარ? sad.gif

Posted by: 024 22 Apr 2016, 13:18
CoderiotGe

მადლობთ ინფორმაციისათავის, მართლა ბოლო კიტხვაა, იმედია smile.gif აიეს ძველი ლინკი

http://www.amazon.com/Zoom-NIKKOR-70-300mm-4-5-6G-Telephoto-5AveCamera/dp/B014Q7UQBU/ref=sr_1_55?ie=UTF8&qid=1461222249&sr=8-55&keywords=nikon+d5200+lens

ეს რო ვიყიდო:
1- მიდის ხო დ5200?
2-ავტო ფოკუსი აქვს?
3- და მთავარი კითხვა, აი მაგალითად ვარ გუდაურში საძელეზე, ან ბაკურიანში დიდველზე ან სადმე და ჩანს მთები, მე რაც მაქვს ლინზა, ანუ რაც მოყვა, ის უფრო კარგად გადაიღებს იმ მთებს თუ ეს რაც ლინკზეა?

smile.gif ძაანნ ჩაინიკურ კითხვებია ვატყობა, მაგრამ მაინტერესებს...

Posted by: NiniaG 22 Apr 2016, 13:19
CoderiotGe
QUOTE
ასეთი სიფრიფანა ხარ?

ეს ცოტა ხუმრობით smile.gif მაგრამ მთაში სხვა ტვირთთან ერთად რომ გემატება რაიმეე sad.gif

Posted by: CoderiotGe 22 Apr 2016, 13:34
024
QUOTE
1- მიდის ხო დ5200?

კი მიდის
QUOTE
2-ავტო ფოკუსი აქვს?

ალბათ კი, მანდ უწერიათ რომელ მოდელებზე არ არის ავტოფოკუსი დ5000 წერია და მასზე ახალი არაფერი, წესით უნდა ჰქონდეს დ5200-ზე იკითXე მანდვე ყიდვამდე
QUOTE
3- და მთავარი კითხვა, აი მაგალითად ვარ გუდაურში საძელეზე, ან ბაკურიანში დიდველზე ან სადმე და ჩანს მთები, მე რაც მაქვს ლინზა, ანუ რაც მოყვა, ის უფრო კარგად გადაიღებს იმ მთებს თუ ეს რაც ლინკზეა?

რაც გაქვს ის უკეთ გადაიღებს თუ პრიორიტეტი არის მეტი სივრცის ჩატევა კადრში, თუ ზუმია პრიორიტეტი ეგ დიდი ლინზა აჯობებს..
აი რა განსხვავებები დაახლოებით აზზე რომ მოხვიდე
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «



NiniaG
QUOTE
ეს ცოტა ხუმრობით  მაგრამ მთაში სხვა ტვირთთან ერთად რომ გემატება რაიმეე

კი მესმის შენი, მეც მოლაშქრე ვარ smile.gif შეიძლება გიცნობ კიდეც თუ მთაში დადიხარ

Posted by: NiniaG 22 Apr 2016, 13:35
CoderiotGe
QUOTE
კი მესმის შენი, მეც მოლაშქრე ვარ  შეიძლება გიცნობ კიდეც თუ მთაში დადიხარ

ნაკლებად აქტიური ვარ smile.gif ერთი ტობავარჩხილის ტბები დავლაშქრე და შევაწუხე ხალხი ჩემი აქტივობით biggrin.gif

Posted by: CoderiotGe 22 Apr 2016, 13:37
NiniaG
ააა biggrin.gif
ტობაზე ვერ მოვასწარი, წელს იმედია წავალ

Posted by: NiniaG 22 Apr 2016, 13:52
CoderiotGe
QUOTE
ააა

ჩემს თავმდაბლობას აქაც ვერ გადავაბიჯე რა biggrin.gif biggrin.gif
QUOTE
ტობაზე ვერ მოვასწარი, წელს იმედია წავალ

ძალიან მაგარია smile.gif

Posted by: psychedelic-gigi 25 Apr 2016, 16:30
გამარჯობა.. შეგიძლიათ ვინმემ გამარკვიოთ ქენონის ფოტოაპარატზე დ650 ზე გადამყვანებთან დაკავშირებით?

როგორი გადამყვანები არსებობს?

რომელი ობიექტივები გადმოყავს?

კონტაქტებს ხომ არ აფუჭებს აპარატზე?


Posted by: marisaxo 26 Apr 2016, 12:06
psychedelic-gigi
ძირითადად M42 და M39 ხრახნიანი, საბჭოური ლინზებსისთვის ხმარობენ,, არის კიდევ ბევრნაირი , არაფერს არ აფუჭებს რათქმაუნდა, უბრალოდ ყველა ლინზის ფოკუსირება არ ემთხვევა უსასრულობაზე....პორტრეტებზე კარგად იყენებენ უფრო...

Posted by: lasha-17 27 Apr 2016, 00:29
კამერის ყიდვა ვაპირებდი, მაგრამ ლაქები შევნიშნე სურათზე და აღარ ვიყიდე..
შეიძლება ამის გაწმენდა, თუ სენსორი აქვს გაფუჭებული ? სუფთა თეთრ ქაღალდზეა ფოტო გადაღEბული user.gif

Posted by: gray*wolf 27 Apr 2016, 20:48
ვაპირებ ყიდვას მეორადი ფოტოაპარატის არის სულ 4 ვარიანტი 2 სონი და 2 ქენონი ნიკონი არც ერთი არ დამევასა

SONY DSC - W 620 ; DSC - W560

CANON PC 1730 ; და 1731


აქედან რომელს მირჩევთ რომ ვიყიდო რომელი უფრო კარგ ფოტოებს იღებს ?

Posted by: GUCI 27 Apr 2016, 22:35
QUOTE (lasha-17 @ 27 Apr 2016, 00:29 )
კამერის ყიდვა ვაპირებდი, მაგრამ ლაქები შევნიშნე სურათზე და აღარ ვიყიდე..
შეიძლება ამის გაწმენდა, თუ სენსორი აქვს გაფუჭებული ? სუფთა თეთრ ქაღალდზეა ფოტო გადაღEბული user.gif

გაწმენდა უნდა სენსორს. არაპერი სერიოზული, ხმარებაში ისვრება, მტვერი ხვდება ამიტომ წმენდა უნდა პერიოდულათ.

Posted by: lasha-17 28 Apr 2016, 20:39
QUOTE (GUCI @ 27 Apr 2016, 22:35 )
გაწმენდა უნდა სენსორს. არაპერი სერიოზული

მადლობა რჩევისთვის smile.gif
canon-ზე როგორ შევამოწმო რამდენი აქვს გარბენი? EOSInfo ეს პროგრამა გადმოვწერე მაგრამ არ მიჩვენებს.. mo.gif

Posted by: morixei 29 Apr 2016, 11:52
lasha-17
http://www.shuttercounter.com/
https://www.camerashuttercount.com/

Posted by: lasha-17 3 May 2016, 00:25
morixei

არც მაგ საიტებზე მიჩვენებს sad.gif ასე მიწერს Canon 550D-ზე: Your camera doesn't add shutter count information to images.

Posted by: morixei 3 May 2016, 02:12
lasha-17
აბა აქ სინჯე:
http://ganquan.info/exif-viewer/?hl=en

Posted by: lasha-17 3 May 2016, 17:18
morixei

არც მაგ საიტზე დამიწერა,
მარტო ამ პროგრამამ მიჩვენა - Canon EOS Camera Info v1.2 smile.gif

Posted by: FbAccs 5 May 2016, 00:50
გამარჯობა
მაქვს შემდეგი პრობლემა - გადავიღე სურათები, 300-მდე. დამიჯდა ელემენტი, შევცვალე და ახალ სურათებს აღარ ინახავდა- file contains no image data- ამას წერდა, ეხლა მოვედი სახლში და ძველი სურათებიც აღარ არის. კომპიუტერში რომ ვაერთებ მიჩვენებს რომ ჩიპის 15გბ დაკავებულია მაგრამ რო შევდივარ ჩიპში არაფერს არ აჩვენებს შიგნით. ვაფშე სიცარიელეა.

გქონიათ თუ არა მსგავსი პრობლემა? შეიძლება თუ არა სურათების აღდგენა? აპარატის ბრალია თუ ჩიპის? მე ჩიპი მგონია მიზეზი

Posted by: marisaxo 5 May 2016, 02:10
FbAccs
ქარდ-როდერით სცადე.........................................

Posted by: FbAccs 5 May 2016, 19:10
marisaxo
მადლობა, დღეს ვიყიდე და გადავიტანე სურათები მაგრამ

ჩიპი დავაფორმატე და 6გბ მაინც დაკავებულია და ეს ნორმალურია?

user posted image

Posted by: happy-go-lucky 6 May 2016, 04:28
ობჯექტივს რომ ვუკეთებ. მოკლედ 1 ფოტოს გადაიღებს, მერე დაწერა ეკრანზე კონტაქტი არაა ლინზასთანო და აღარ იღებს სხვას.

რა ვუშველო?
* * *
მეორე იბიექტივიც მაქვს, ახლოდან რომ იღEბს, დიდი. იმაზე არაა პრობლემა.
ობიექტივოს ბრალია? ეშველება რამე? მადლობა sad.gif

Posted by: xatatula 7 May 2016, 01:16
მეგობრებო 6დ-ს არავინ აქირავებს? ერთი დღით მჭირდება რომ დავტესტო უბრალოდ. უნდა შევადარო სხვა კამერას და გადავწყვიტო რომელი ვიყიდო.
საფიქრალი გავიჩნე რა 6დ ვს 7დ მარკ 2

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 12 May 2016, 21:13
გამარჯობა.
რამე საიტს ხომ ვერ მირჩევთ, სადაც ციფრული ფოტოაპარატის შემადგენელი ნაწილების, ტექნიკური მახასიათებლებისა და გადაღებისას სურათზე მოქმედი პარამეტრების კარგი აღწერა იქნება მოცემული. გამოცდილება არ მაქვს და მხოლოდ მაღაზიის კონსულტანტის სიტყვებს ვერ ვენდობი. გმადლობთ.

Posted by: morixei 12 May 2016, 22:09
ვინცხა-მაღვალაკი
http://www.dpreview.com/?utm_campaign=internal-link&utm_source=logo&utm_medium=image&ref=logo
http://www.imaging-resource.com/
http://www.dxomark.com/


Posted by: CoderiotGe 12 May 2016, 22:22
xatatula
QUOTE
მეგობრებო 6დ-ს არავინ აქირავებს? ერთი დღით მჭირდება რომ დავტესტო უბრალოდ. უნდა შევადარო სხვა კამერას და გადავწყვიტო რომელი ვიყიდო.
საფიქრალი გავიჩნე რა 6დ ვს 7დ მარკ 2

დათო შალიკაშვილი ნახე ფბზე ლინზებს და შტატივებს აქირავებს და შეიძლება ჰქონდეს ეგეც


Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 12 May 2016, 22:42
morixei

გმადლობთ up.gif
თუმცა, მანდ ძირითადად კონკრეტული მოდელების დახასიათებაა.
თანამედროვე ფოტოაპარატის მუშაობის პრინციპის პოპულარულ ენაზე ახსნილ ტექნიკურ მიმოხილვასაც თუ მირჩევთ, მადლობელი დაგრჩებით user.gif

Posted by: FbAccs 13 May 2016, 20:54
კიდევ ერთი ჩაინიკური კითხვა მაქვს.


Nikon P510-ზე 67მმ ND ფილტრი რო გამოვიწერო წავა? რა ზომის უნდა გამოვიწერო? ვსძებნე ვსძებნე და მემგონი 67მმ-იანი მიდის მაგრამ თუ ვინმემ რეალურად იცით იქნებ მითხრათ


მადლობა

Posted by: miracle_of_love 16 May 2016, 19:36
Nikon 18-35mm f/3.5-4.5G ED AF-S გამარჯობათ, ეს ლინზა ღამე, როგორ იღებს? ვინმეს თუ გამოგიყენებიათ წინასწარ მადლობაა

Posted by: holden kolpildi 17 May 2016, 20:59
მაინტერესებ არის აქვს ვინემ კომპეტენტური ვუსაც შეუძლია განსაზღვროს ფოტოს ასაკი და ''ღირებულება''

ანუ საXლში ვიპოვე 2 საკმაოდ ძველი ფოტო
არის ვინემ ვინც დამეხმარება??

Posted by: CoderiotGe 19 May 2016, 22:22
softbox ან octagon სად შემიძლია ვიქირაო?

Posted by: miracle_of_love 21 May 2016, 17:22

მეორედ გეკითხებით , გამეცით რა პასუხიი gigi.gif
Nikon 18-35mm f/3.5-4.5G ED AF-S გამარჯობათ, ეს ლინზა ღამე, როგორ იღებს? ვინმეს თუ გამოგიყენებიათ წინასწარ მადლობაა

Posted by: CoderiotGe 21 May 2016, 17:51
miracle_of_love
QUOTE
მეორედ გეკითხებით , გამეცით რა პასუხიი
Nikon 18-35mm f/3.5-4.5G ED AF-S გამარჯობათ, ეს ლინზა ღამე, როგორ იღებს? ვინმეს თუ გამოგიყენებიათ წინასწარ მადლობაა

რას ქვია ღამე როგორ იღებს? დააკონკრეტე

Posted by: marisaxo 21 May 2016, 19:24
miracle_of_love
f/3.5-4.5G ცუდად გადაიღებს, თუ დაზუმავ კიდევ უფრო უარესად,,,, ცუდად ნიშნავს; მაღალ აისოზე-ს...smile.gif

Posted by: miracle_of_love 21 May 2016, 20:50

CoderiotGe
ხარისხი როგორი იქნებაა........

Posted by: CoderiotGe 21 May 2016, 22:23
miracle_of_love
QUOTE
ხარისხი როგორი იქნებაა........

სიჩქარეს გააჩნია

Posted by: miracle_of_love 21 May 2016, 23:29
CoderiotGe
ისე მირჩევ აღებას? wink.gif

Posted by: CoderiotGe 22 May 2016, 02:09
miracle_of_love
მდგომარეობა თუ კარგია აქვს, ფასიც მისაღები და ზუმიც გაკმაყოფილებს იყიდე

Posted by: miracle_of_love 22 May 2016, 02:31
CoderiotGe
მადლობაა......

Posted by: tako-tako-tako 22 May 2016, 10:44
მოგესალმებით, მჭირდება რჩევა ელემენტებთან დაკავშირებით. აპარატს ესაჭიროება ჩვეულებრივი ოთხი ცალი ელემენტი. აქამდე ვყიდულობდი საზღვარგარეთ და პრობლემა არ მქონდა საკმაოდ კარგად ძლებდნენ. რაც აქ ჩამოვედი ვიყიდე რამდენიმე, მათ შორის კოდაკის და კაპიკად არ ვარგა. ხომ ვერ მირჩევთ რომელიმე ფირმას? რაღაც საოცარი ფასით რომ იყოს ისინი არ მინდა ოღონდ. ესე 10 ლარის ფარგლებში რამე და ვინც ელემენტებს ხმარობთ რამდენ ხანს გიძლებთ საშუალოდ? მადლობა წინასწარ

Posted by: CoderiotGe 22 May 2016, 11:33
tako-tako-tako
camelion ეს ბრენდია კარგი, შესაბამისად ძვირიც ღირს

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 25 May 2016, 14:21
ფოტოაპარატებისა და ტექნიკის სპეციალიზირებული მაღაზია არსებობს თბილისში, სადაც დიდი არჩევანი იქნება, დათვალიერებასა და სასურველის გარანტიით ყიდვას შევძლებ?
თუ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები უნდა მოვიარო (ალტა, სმაილი, ეე და ა.შ.)?
ქენონს ან ნიკონს ოფიციალური დილერი ჰყავს საქართველოში?

Posted by: neMile 27 May 2016, 17:59
მოკლედ, გავიჭედე ვერ ჩამოვყალიბდი, მოკლედ მაქვს 700დ ერთ წელზე მეტია ვიღებ, და მგონია რომ უკვე ვეღარ მაკმახოფილებს, ბოლო პერიოდი საკმაოდ კარგი შეხება მქონდა 5დ მარრკ 3თან, მარკ 2 თან 6 დსთან და ვფიქრობ ხომ არ შევიძინო მაქედან, მაგრამ ძვირი მგონია ამ ეტაპისთვის ეგ. 700დ იმ პონტში ვიყიდე თავიდან რომ ვაი თუ ინტერესი გაქრება-თქო მაგრამ პირიქით, ხოდა რას მირჩევდით ვიჩალიჩო კამერაზე თუ ლიზნები დავითრიო და მერე გადავიდე სხვა კამერაზე?

Posted by: morixei 28 May 2016, 22:28
miracle_of_love
QUOTE
Nikon 18-35mm f/3.5-4.5G ED AF-S გამარჯობათ, ეს ლინზა ღამე, როგორ იღებს? ვინმეს თუ გამოგიყენებიათ წინასწარ მადლობაა

თუ ამას გულისხმობთ:
http://www.amazon.com/s/ref=nb_sb_noss?url=search-alias%3Daps&field-keywords=Nikon+18-35mm+f%2F3.5-4.5G+ED+AF-S+
... და aps-c აპარატზე უნდა ამუშაოთ, მაშინ no.gif
იგივე ფასად:
http://www.amazon.com/Sigma-18-35mm-Nikon-APS-C-DSLRs/dp/B00DBL09FG/ref=sr_1_3?s=photo&ie=UTF8&qid=1464456786&sr=1-3&keywords=sigma+18-35mm+f1.8+dc+hsm

neMile
QUOTE
რას მირჩევდით ვიჩალიჩო კამერაზე თუ ლიზნები დავითრიო

თუ გაქვს შესაბამისი ლინზები, სურვილი და საშუალება, ჯობია აბა რა. 700D-თან შედარებით სურათის ხარისხი როგორც დღე და ღამე ისე იქნება.

Posted by: Levan_Lion 29 May 2016, 04:31
nikon nikkor 18 105 ლინზა ხომ არ გაქვთ ვინმეს გასაყიდი?

Posted by: juve1111 30 May 2016, 13:16
700 ეუროდ რომელ ფოტოკამერას მირჩევთ?
ახალი ნახმარი არ აქვს მნიშვნელობა.

მთავარია კარგი ხარისხის ფოტოები გადაიღოს

Posted by: neMile 30 May 2016, 23:02
juve1111
QUOTE
700 ეუროდ რომელ ფოტოკამერას მირჩევთ?

მე გირჩევდი Canon 750D ახალი მოგივა თან,

Posted by: juve1111 31 May 2016, 00:16
neMile

ნახმარი უკეთესი მომივა ლოგიკურად და იქნებ უკეთესი მირჩიოთ

Posted by: მოთამაშე 31 May 2016, 04:54
ახალი nikon coolpix L320 ჩამომივიდა... მარა ვერ დავანასტროიკე ისე რომ კარგი ფოტოები გადავიღო facepalm.gif facepalm.gif


იქნებ ამიხსნათ ძაღლის თავი სად მარხია smile.gif


რა ჩავურთო / რა გამოვურთო?

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 31 May 2016, 09:05
QUOTE (ვინცხა-მაღვალაკი @ 25 May 2016, 14:21 )
ფოტოაპარატებისა და ტექნიკის სპეციალიზირებული მაღაზია არსებობს თბილისში, სადაც დიდი არჩევანი იქნება, დათვალიერებასა და სასურველის გარანტიით ყიდვას შევძლებ?
თუ ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიები უნდა მოვიარო (ალტა, სმაილი, ეე და ა.შ.)?
ქენონს ან ნიკონს ოფიციალური დილერი ჰყავს საქართველოში?

არ არსებობს ასეთი? user.gif
სპეციალიზირებული მაღაზია თუ არ არის, იქნებ ისეთი მაინც მირჩიოთ, სადაც შედარებით დიდი არჩევანი იქნება user.gif

Posted by: GeorgePx 31 May 2016, 14:34
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
სპეციალიზირებული მაღაზია თუ არ არის, იქნებ ისეთი მაინც მირჩიოთ, სადაც შედარებით დიდი არჩევანი იქნება

კიდობანი. 1 სართული.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 31 May 2016, 16:44
GeorgePx

გაიხარეთ, გმადლობთ.

Posted by: morixei 31 May 2016, 20:46
juve1111
QUOTE
700 ეუროდ რომელ ფოტოკამერას მირჩევთ?
ახალი ნახმარი არ აქვს მნიშვნელობა.

მთავარია კარგი ხარისხის ფოტოები გადაიღოს

გარდა ფოტოს ხარისხისა სხვა მოთხოვნილებები არ გაქვთ კამერის(ობიექტივების) მიმართ?
თუ არა მაშინ აიღეთ ნებისმიერი ბრენდის, რომელსაც უკეთესი სენსორის მონაცემები ექნება.
მაგრამ ერთი დაიმახსოვრეთ: ფულს იხდით არა რომელიმე აპარატში არამედ კონკრეტულ სისტემაში.

Posted by: juve1111 31 May 2016, 22:46
morixei

ქენონი 6D მირჩიეს. ეხლა ლინზა მინდა კარგი, ფართო სურათებისთვის.

Posted by: Levan_Lion 31 May 2016, 23:03
morixei
ობიექტივი გინდ ახალი გინდ ნახმარი მაგრამ გაუფუჭებელი როგორი უნდა იყოს?ერთმა მითხრა მანუალ უნდა იყოსო და ჯობიაო თორე ფუჭდებაო ავტოფოკუსიო და 150 200 ლარამდე ჯდება გაკეთებაო და ჯობია მანუალ იყიდოვო ხოდა რას მეტყვი შენ ნიკონ დ7100 ისთვის მინდა 18 105 18 70 50მმ ანების და ვერც ისე ვშოულობ ხელსაყრელ ფასად და ვერც ასე

Posted by: neMile 1 Jun 2016, 01:48
juve1111
ხო 6დ უნდა მეთქვა ახლა მეც ნახმარი, ლინზა გააჩნია რისი გადაღება გიყვარს 50მმ ანი არის ძალიან კარგი 1.4, თუ ფართო კუთხიანი მაშინ არ ვიცი მანდ, როკინონის 14მმ არის კარგიო ამბობენ

Posted by: juve1111 1 Jun 2016, 12:19
neMile

მადლობა.


*


რატო აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა თუ ფოტოაპარატს რამდენი ფოტო აქვს გადაღებული? მანქანა ხომ არაა ბევრი ავლის მერე ფუჭდებოდეს.
ვერ ვერკვევი და იქნებ ვინმემ ამიხსნათ.

Posted by: GeorgePx 1 Jun 2016, 13:12
juve1111
QUOTE
რატო აქვს ასეთი დიდი მნიშვნელობა თუ ფოტოაპარატს რამდენი ფოტო აქვს გადაღებული? მანქანა ხომ არაა ბევრი ავლის მერე ფუჭდებოდეს.
ვერ ვერკვევი და იქნებ ვინმემ ამიხსნათ.

იმიტომ რომ შატერის მექანიზმი გათვლილია 100 000 ან 150 000 (გააჩნია კამერას) გადაღებაზე და თუ კამერას მაგდენი ფოტო უკვე გადაღებული აქვს ასეთი აპარატის ყიდვა არ ღირს.

Posted by: juve1111 1 Jun 2016, 13:28
GeorgePx

თუ ნახმარი კამერის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, რამდენი უნდა ჰქონდეს გადაღებული, რომ ყიდვა ღირდეს? დაახლოებით მაინც

Posted by: GeorgePx 1 Jun 2016, 19:51
juve1111
QUOTE
თუ ნახმარი კამერის ყიდვა გაქვს გადაწყვეტილი, რამდენი უნდა ჰქონდეს გადაღებული, რომ ყიდვა ღირდეს? დაახლოებით მაინც

მნიშვნელოვანი ფაქტორია ნახმარი კამერის ფასი და კამერის მდგომარეობა. კონკრეტული ციფრის დაწერისან თავს შევიკავებდი. რაც ნაკლებია უკეთესია.

Posted by: morixei 1 Jun 2016, 22:27
Levan_Lion
QUOTE
ობიექტივი გინდ ახალი გინდ ნახმარი მაგრამ გაუფუჭებელი როგორი უნდა იყოს?

თუ ხელზე ყიდულობ და საშუალება გაქვს უშუალოდ შეამოწმო: შუშები არ უნდა იყოს შიგნიდან მტვრიანი, ასევე დაკაწრული. წინა შუშაზე უმნიშვნელო ნაკაწრი დასაშვებია, არ მოქმედებს სურათის ხარისხზე. უკანა(ბაიონეტის მხარე) კი აბსოლიტურად სუფთა უნდა იყოს. ცხადია აპარატზეც უნდა შეამოწმო როგორ მუშაობს. ზუმურებისას და ფოკუსირებისას(ხელით ფოკუსირებისას) არ უნდა ქონდეს ლუფტი. კარგად განათებულ კონტრასტულ ობიექტზე დამიზნებისას არ უნდა ცდებოდეს ფოკუსი. კარგი იქნება თუ მოშორებული მანძილიდან სწორ ზედაპირს გადაუღებ სურათს(მაგ. აგურის კედელს) - სურათის სიმკვეთრე ცენტრიდან პერიფერიისკენ თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს.
QUOTE
ერთმა მითხრა მანუალ უნდა იყოსო და ჯობიაო თორე ფუჭდებაო ავტოფოკუსიო

მანუალ ლინზები ათწლეულები მუშაობენ, განსაკუთერბით ძველები ლითონის დეტალების გამო. ასევე ხრახნიანი ავტოფოკუსის მქონეც. მუშაობენ მანამდე, სანამ მექანიკურ ცვეთას უძლებენ. მხოლოდ ამ მიზეეზით ობიექტივის ელექტრო მოტორზე უარი ვთქვათ არ იქნება სწორი მიდგომა... მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვეტიაო ხომ გაგიგია smile.gif
მეორე მხრივ ძველი შუშები ფასი/ხარისხის მხრივ უკონკურენტოა, თუმცა რაც დრო გადის ასეთებზე ფასი იზრდება.
QUOTE
ნიკონ დ7100 ისთვის მინდა 18 105 18 70 50მმ ანების და ვერც ისე ვშოულობ ხელსაყრელ ფასად და ვერც ასე

ამაზონ ებაიზე მეორადები ბევრად იაფია ახალთან შედარებით. ამაზონიდან გამომიწერია ხოლმე ნახმარი, კარგ მდგომარეობაში. რაც ეწერათ და სურათი ედოთ ისეთი ყოფილა. პრობლემა არ მქონია.
ზუმები როგორიცაა 18-70, 18-105, 18-135 ოპტიკური ხარისხით ერთიმეორესაგან დიდად არ განსხვავდებიან, უპირატესობა ფოკუსურ დიაპაზონშია.
QUOTE
50მმ ანები

ფიქს ობიექტივები სხვა თემაა და ვერც ერთი ზუმი ვერ შედრება.
p.s.პირადად თუ მკითხავ ფოტო მოყვარულს ყოველ შემთხვევისათვის ერთი უნივერსალური ზუმი მაინც უნდა ქონდეს. დანარჩენი კი მხოლოდ ფიქსები, კონრეტული დავალებისათვის ცალ-ცალკე 3-4 ცალი სხვა და სხვა დიაპაზონში.

juve1111
QUOTE
ქენონი 6D მირჩიეს

სურათის ხარისხით არ ჩამოუვარდება არც ერთ ქენონის FF-ის. მაგრამ როგორც ზევით აღნიშნეს გასათვალისწინებელია სხვა და სხვა გარემოება ასაკის გამო.

Posted by: Levan_Lion 2 Jun 2016, 00:13
morixei
გასაგებია დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის... და ისე ამაზონ იბეიზე რომ ჩავუჯდე და ავაგდო კაი ფასად რომ არ ვერ შემოწმდება რამდანად ალბათობაა ცუდის ჩამოსვლის ანუ ამას ვგულისხმობ

"თუ ხელზე ყიდულობ და საშუალება გაქვს უშუალოდ შეამოწმო: შუშები არ უნდა იყოს შიგნიდან მტვრიანი, ასევე დაკაწრული. წინა შუშაზე უმნიშვნელო ნაკაწრი დასაშვებია, არ მოქმედებს სურათის ხარისხზე. უკანა(ბაიონეტის მხარე) კი აბსოლიტურად სუფთა უნდა იყოს. ცხადია აპარატზეც უნდა შეამოწმო როგორ მუშაობს. ზუმურებისას და ფოკუსირებისას(ხელით ფოკუსირებისას) არ უნდა ქონდეს ლუფტი. კარგად განათებულ კონტრასტულ ობიექტზე დამიზნებისას არ უნდა ცდებოდეს ფოკუსი. კარგი იქნება თუ მოშორებული მანძილიდან სწორ ზედაპირს გადაუღებ სურათს(მაგ. აგურის კედელს) - სურათის სიმკვეთრე ცენტრიდან პერიფერიისკენ თანაბრად უნდა ვრცელდებოდეს. "

Posted by: juve1111 2 Jun 2016, 00:19
ქენონის 6D იქნებ 2 წუთი მომიძებნოს ვინმემ, რომელი ვიყიდო ებაიდან?
600 ეურომდე მივცემ მხოლოდ კამერას. ლინზა მერე იყოს sad.gif


http://www.ebay.de/

Posted by: juve1111 3 Jun 2016, 12:32
არ პასუხობს არავინ....................

Posted by: GeorgePx 3 Jun 2016, 16:51
juve1111
QUOTE
ქენონის 6D იქნებ 2 წუთი მომიძებნოს ვინმემ, რომელი ვიყიდო ებაიდან?
600 ეურომდე მივცემ მხოლოდ კამერას. ლინზა მერე იყოს


http://www.ebay.de/

თქვენს მიერ მითითებულ საიტზე 600 ევრომდე კარგი 6დ არ არის.

Posted by: TisaK 4 Jun 2016, 02:53
https://www.facebook.com/1252517394762997/photos/a.1339776479370421.1073741831.1252517394762997/1339818602699542/?type=3&theater ვისაც არ დაგეზარებათ დაალაიქეთ : )

Posted by: _DelgadA_ 4 Jun 2016, 23:21
ფოტოგრაფი მჭირდება ხვალისთვის

სასწრაფოოოოდ

Posted by: გეჩო 10 Jun 2016, 22:55
რითი ჯობია nikon d5200 & canon eos 700d '? ან პირიქით
* * *
nikon d5300 თუ canon eos 750d ?

Posted by: gruzinchik 11 Jun 2016, 14:26
გამარჯობათ. ხომ ვერ მეტყვით ნიკონის აპარატები სად შეიძლება ვიყიდო შედარებით დაბალ ფასში?. (საქართველოში). მაინტერესებს nikon d7100 და nikon d 7200. თუ ორიოდე სიტყვას მეტყვით ამ ორ აპარატთან დაკავშირებით მადლობელი დაგრჩებით. თუ ვინმეს აქვს ხმარებაში და როგპრი გამომდგარი აპარატებია . წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: Levan_Lion 11 Jun 2016, 14:47
QUOTE (gruzinchik @ 11 Jun 2016, 14:26 )
გამარჯობათ. ხომ ვერ მეტყვით ნიკონის აპარატები სად შეიძლება ვიყიდო შედარებით დაბალ ფასში?. (საქართველოში). მაინტერესებს nikon d7100 და nikon d 7200. თუ ორიოდე სიტყვას მეტყვით ამ ორ აპარატთან დაკავშირებით მადლობელი დაგრჩებით. თუ ვინმეს აქვს ხმარებაში და როგპრი გამომდგარი აპარატებია . წინასწარ დიდი მადლობა

gruzinchik
პმ მოგწერე ნახე

Posted by: severuss 13 Jun 2016, 15:19
Levan_Lion

ლევან როგორ ხარ ?




>>>>>>>>>>>>>>>>>>>>


ვინმემ იცის როგორი აპარატია canon 60d?

და როგორ უნდა შევამოწმო ყიდვისას მეორადი აპარატი, გარბენი როგორ გავიგო და ა.შ.

Posted by: Levan_Lion 13 Jun 2016, 15:39
severuss
ვარ რა შენ? აჰა აქ ნახე გარბენი მაგ აპარატის https://www.camerashuttercount.com/

ეს კიდე მაგ აპარატით გადაღებული სურათები დაუმუშავებლებია ჩამოსქროლე ქვემოტაა სურათები http://www.dpreview.com/products/canon/slrs/canon_eos60d

ყიდვისას უნდა შეამოწმო ვიზუალური დეფექტი არ ქონდეს ყველა ღილაკი მუშაობდეს მერე აფოკუსირებდეს მტვერი და ნაკაწრები არ ქონდეს სარკეზე ლინზა დაკაწრულ გატეხილ გაბზარული არ იყოს და ლინზას რომ გააქნევ ხმაური ბიძგები არ ქონდეს

ქენონები მე პირადად არ მომწონს ბნელი მკვდარი ფერები აქვს

Posted by: severuss 13 Jun 2016, 15:46
Levan_Lion


არც მე მომწონს ქენონი, 300 ლარად გაიჩითა და უნდა ვნახო საღამოს. თუ გინდა გამოგივლი და გავისეირნოთ, აქვე ახლოს smile.gif)

Posted by: Levan_Lion 13 Jun 2016, 16:59
severuss
მაგარი ნაცვეთი და გაუბედურებული არ იყოს არ გირჩევ თან ქენონს ტყულად არ გაისროლო ეგ სამასი ლარი მერე ან გადასაგდები არ გაგიხდეს ან სარემონტო და ახლის ფასი არ დაგიჯდეს რემონტი

Posted by: CoderiotGe 13 Jun 2016, 17:12
severuss
nikon d7000 -ის კონკურენტია canon 60d და მაგ კლასის კამერისთვის 300 ლარი საეჭვოდ იაფია

p.s. აუ კაცურად ვინ ყიდის? ერთ ფოტოგრაფს მოპარეს ეგ მოდელი და ის ხომ არაა ნეტა.. შეგიძლია სერიული ნომერი ნახო დათვალიერებისას?

Posted by: severuss 13 Jun 2016, 17:34
Levan_Lion

მგონი გაყიდეს. თან მითხრა 60დ არ არის სხვა მოდელიაო. ვერ გავიგე მაგათი. თვითონაც არ ახსოვს ტიპს ვაჩქე თუ გავყიდეო facepalm.gif


CoderiotGe

ვინც ყიდიდა მოპარული არ ექნებოდა იმ კაცს სახლში.
გამოგზავნილია ევროპიდანო. და გარბენი სადღაც 2000 ქონია no.gif
* * *
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9579101/ ამას დავურეკე და სულ ახალია, ლომბარდში დევს 400 ლარად და 100 ლარიც მე მინდაო.


ეს როგორია. მჭირდება და რაღაც ნორმალური მინდა რომ შევიძნო. ან მირჩიეთ რამე იაფად



ან ეს როგორია >> http://www.mymarket.ge/ka/product/view/9578271/

Posted by: neMile 13 Jun 2016, 20:32
იქნებ ლინზაზე დამეხმაროთ მოკლედ ფართე კუთხიანი მინდა
ორი ვარიანტი მაქვს

rokinon 14mm 2.8 თუ მეორადი 14-70mm f/4?
იდეაში ელ კლასი ჯობს მაგრამ დიაფრაგმა როკინონის უფრო დაბალია, მოკლედ რჩევებს თუ მომცემდით <3 <3

Posted by: Levan_Lion 14 Jun 2016, 00:04
QUOTE



ან მირჩიეთ რამე იაფად


severuss
რამდენია შენთვის იაფი ის სთქვი თორე ეგრე მე რამდენიმე კვირის წინ 1400 მივეცი ახალთახალ ნული გარბენით ამერიკიდან ჩამოტანილში ნიკონ დ7100 და დღეს გავყიდე ამ საღამოს 1600 ლარად იაფად ვიყიდე იაფად გავყიდე მეტი ძვირებია წესით და საბაზრო ფასით

Posted by: morixei 14 Jun 2016, 00:40
QUOTE
rokinon 14mm 2.8 თუ მეორადი 14-70mm f/4?

24-70მმ-გულისხმობ?
თუ მარტო ეს ორი ვარიანტი გაქვს და ფართო კუთხე გჭირდება როკინონი აიღე.
ისე ეგ ორივე ლინზა ფულფრეიმისაა, თუ კროპი(1.6) გაქვს კუთხე ბევრად ნაკლები გექნება. FF-ზე ეგ როკინონი იძლევა 110 თუ 116 გრადუს, კროპზე დაახლოებით 90-ს.
EF-S ლინზებზე რატომ არ ფიქრობ? EF-S 10-18mm ƒ/4.5-5.6 IS STM - მშვენიერი ობიექტივია. ფასითაც უფრო იაფია(14მმ სამიანგ/როკინონებთან შედარებით) და ხედვის კუთხეც ნაღდი 107.5 - 74.3 გრადუსია. როკინონის 1/2.8 ნახრეტმაც არ მოგხიბლოს, პეიზაჟებისათვის მაინც 5.6-8 უნდა დაიჭირო. თან 2.8-ზე სოფტია.
severuss
QUOTE
რაღაც ნორმალური მინდა რომ შევიძნო. ან მირჩიეთ რამე იაფად

QUOTE
რამდენია შენთვის იაფი ის სთქვი

+1
და რას აპირებ მაგ აპარატით ისიც მოგვიყევი smile.gif

Posted by: severuss 14 Jun 2016, 02:31
Levan_Lion

სულ ახალი თუ იყო ძალიან იაფი გადაგიხდია. რამდენი ხანი გქონდა? კარგი აპარატია არა?

ასე 600 ლარამდე გადავიხდი.

D90 ის დონის თუ ვიშოვე კარგ მდგომარეობაში კმაყოფილი ვიქნები. D7000 და უკეთესებს ამ ფასად ვერ ვნახავ.
აი D80 როგორი აპარატია, მაინტერესებს.


morixei

ძალიან ხშირად მოუწევს ჩხაკუნი. ძირითადად პეიზაჟები. თავიდან სტატუსი ექნება "სამოყვარულო".




Posted by: Levan_Lion 14 Jun 2016, 02:54
severuss
ახალი სრულიად შეფუთული დაჟე ეკრანზე პარკ მიკრული მოყვებოდა საკიდი ელემენტი კაბელები დამტენი დისკი ინსტრუქცია წიგნები აპარატის ლინზის ხუფი გასახედის ჩამკეტი ფირფიტა რაღაც შტეკერი იქაური გარანტიის ფურცელი ყუთი ეს ყველაფერი შეფუთული სათითაოდ პარკებში... რავი ორი კვირაც არა არ მახსოვს ზუსტად... კაიზე კაია რავი ამ კლასში კაია მაგის მერე კია კიდე რამდენიმე მოდელი მარა აი ძაან მაგარი აპარატია

გირჩევ ქენონებს არ გაეკარო და ნიკონს 600 ლარამდე ნიკონ დ5100 5200 5300 5500 მოგივა ძებნა უნდა ბოლო ორ მოდელზე გაგიჭირდება ცოტა მარა რავი გამართლებაზეა

Posted by: severuss 14 Jun 2016, 03:03
Levan_Lion

ამაზონიდან გამოიწერე 7100? და რამდენ ხანში ჩამოვიდა

რაღაც მაღაზია გავაძრე ვაგზალზე , პასაჟში. და რაღაც საეჭვოდ დაბალი ფასებია, არა და 6 თვიანი გარანტიით ვყიდითო. ხვალ შევივლი..

ისე ქენონი არასდროს არ მომწონდა. მარა ბევრი ამბობს ნიკონს მირჩევნიაო.

Posted by: Levan_Lion 14 Jun 2016, 03:23
severuss
არა ამერიკიდან ჩამომიტანეს უშუალოდ... ისე რომ გამოიწერო რა რაცააქვთ ვადები იმ დროში ჩამოდის ან უფრო ადრეც ზოგჯერ აგვიანებს კიდეც რავი... პასაჟჟში??? ეს ხო არა http://www.mymarket.ge/ka/search/?UserID=2058796 აფერისტია სასწაული ჩემი აპარატი შევრთავაზე და 600 ლარს მოგცემო არადა რა ფასებში ყიდის თითონ არ კაიფობ ? facepalm.gif ... შენ სხვას რას უყურებ თუ მოგწონს მკვდარი ფერები და ფოტოშოფით უნდა აფერადო მერე იყიდე ქენონი და უფრო იაფია ნიკონზე და თუ ნათელი კაი მკვეთრი ბუნებრივი ფერები მოგწონს იყიდე ნიკონი მე საერთოდ ფუჯიფილმ იქსტ 1 მირჩევნია მარა რაა მერე მთავარი შენ ხარ... რომელი აპარატიც მოგინდება და რამე შედარება გააკეთე ამა თუ იმ აპარატზე რომლებიც გენდომება ანუ ფერების მხრივ და მონაცემების მხრივ ამ საიტზე ჩაწერე აპარატის მოდელი და ფირმა და ნახე http://www.dpreview.com/

Posted by: severuss 14 Jun 2016, 03:37
Levan_Lion

600 ლარი? ეტყობა არ იცოდა რა აპარატს აძლევდი biggrin.gif

კი ეგ არის, დღეს დავურეკე და მეთქი ეს ფასები რეალურია თუ ხალხის მისაზიდად გაქვსთქო smile.gif) კიო რეალურიაო და თან ყველა მაგარ მდგომარეობაშიაო.
კარგი საიტია dpreview
x1 დ7100 პონტშია ხო?
ჩემთვის არ აქვს დიდი მნიშვნელობა მარკას. მთავარია კარგი არჩევანი გავაკეთო.

Posted by: Levan_Lion 14 Jun 2016, 03:46
severuss
ხოდა გაეშვი ეგეთ აფერისტებს... კი იცოდა მარა ჩუქება უნდოდა გაყიდდა მერე 2000 ლარად... მარა ბებიამაგისამ რა თან რომ მეუბნებოდა ეგ აპარატები არ ვარგაო 600 ლარს რომ გაძლევ ესეც კაი ძვირი ფასიაო აბა შენ იცითქო ბევრი დაგიბოლებია როგორც ჩანს მარა ჩემს დაბოლებას კი ვერ შეძლებთქო აბა ჰეთქო და წამოვედი... მე ნიკონის 5100 ფერებიც მომწონს მარა უმფრო მეტად 7100 მომწონს რათქმაუნდა და ასეცაა მე რომც არ მომწონდეს დიდი სხვაობაა მარა აი ეს https://www.google.ge/search?biw=1600&bih=799&tbm=isch&sa=1&q=fujifilm+xt1&oq=fujifilm+xt1&gs_l=img.3...720640.727420.0.728053.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.1.64.img..0.0.0.POsK0pTAero

მაგიჟებს http://www.dpreview.com/products/fujifilm/slrs/fujifilm_xt1

მარკა თუ გკიდა ეგრეც არაა მარა რავი ფერები აარჩიე აპარატის და რომელიც მოგეწონება ის იყიდე

Posted by: severuss 14 Jun 2016, 04:06
Levan_Lion

fujifilm xt1 კაი ტიპია. კლასიკური დიზაინით.

QUOTE
600 ლარს რომ გაძლევ ესეც კაი ძვირი ფასიაო

lol.gif lol.gif არა,პირადად უნდა გავიცნო ეგ ანტიკვარი.


დ7100 რომ აქვს ზევიდან პატარა ეკრანი დამატებით, ეგ რას აჩვენებს? ზოგადად ეგ ეკრანები უფრო პროფესიონალებთან ახლოს მდგომებს აქვთ.



წავედი დავიძინე. გაიხარე ლევან smile.gif)

Posted by: Levan_Lion 14 Jun 2016, 04:24
QUOTE (severuss @ 14 Jun 2016, 04:06 )



დ7100 რომ აქვს ზევიდან პატარა ეკრანი დამატებით, ეგ რას აჩვენებს? ზოგადად ეგ ეკრანები უფრო პროფესიონალებთან ახლოს მდგომებს აქვთ.



წავედი დავიძინე. გაიხარე ლევან smile.gif)

severuss
კონტროლ პანელია მონაცემებს აჩვენებს რასაც ჩალიჩობ რავი დეტალურად და ზუსტად არ ვიცი


Posted by: severuss 15 Jun 2016, 02:04
Levan_Lion


კიდე კაი რაღაცეები გავიგე ძაან გიჟი აპარატი ყოფილა დ7100

Posted by: Levan_Lion 15 Jun 2016, 02:32
QUOTE (severuss @ 15 Jun 2016, 02:04 )
Levan_Lion


ძაან გიჟი აპარატი ყოფილა დ7100

severuss
კი ეგრეა
* * *
მაგის შემდეგი მოდელი ესაა http://www.nikon.co.za/en_ZA/product/digital-slr-cameras/d7200 და 7200 მერე ეს http://www.nikon.co.za/en_ZA/product/digital-slr-cameras/d500

Posted by: severuss 15 Jun 2016, 02:52
რამის წელიწადში ერთხელ უშვებს ნიკონი ახალ მოდელს.

კაია განვითარება და ფული კიდევ, რომ ნიკონთან ერთად განვითარდე smile.gif)

Posted by: avicine 15 Jun 2016, 16:54
Nikkormat
მეგობრებო იყიდება ან იცვლება Nikkormat ft2. მუამშაობს ყველაფერი მწყობრში აქვს თუ გინდათ შემიძლია განახოთ ამ აპარატით ფადაღებული ფოტოები ჩემსსმიერ 250 ლარი ღირებულება მაგრამ ფასზე დალაპარაკება შეილება
ტელ: 599163248
ესენია სურთაები
http://biznes.ge//foto/message_fotos/10/108568/99138_foto_large.jpg

http://biznes.ge/foto/message_fotos/10/108569/99138_foto_large.jpg

https://www.flickr.com/photos/photosbuygiorgimkheidze/ es aris ama
paratit gadagebuli suratebi axlac vigeb

Posted by: gig@@@ 16 Jun 2016, 01:52
ციფრული ფოტოაპარატისთვის ეს ბატარიები კარგია ხარისხით ? ღირს გამოწერა ამის 6 $ ად ?

http://sss.leaaa.geeqedsr.legsq.1.gsr.anonimizing.com/dp/B01B1GTUYS/ref=twister_B01B1JSMKS?_encoding=UTF8&psc=1

Posted by: jozefina 17 Jun 2016, 18:40
ბავშვებო დახმარება მჭირდება. სად შეიძლება canon-ის ფოტო აპარატი სად მივიტანო გასაკეთებლად? sad.gif

Posted by: Levan_Lion 17 Jun 2016, 18:50
QUOTE (jozefina @ 17 Jun 2016, 18:40 )
ბავშვებო დახმარება მჭირდება. სად შეიძლება canon-ის ფოტო აპარატი სად მივიტანო გასაკეთებლად? sad.gif

jozefina
ლეონიძის ქუჩაზე ზუმ სერვისში იგორთან... მარა ბავშვი რომ არ ვარ spy.gif gigi.gif

Posted by: forum_irakli 19 Jun 2016, 13:11
გამარჯობათ Tamron Auto Focus 70-300mm f/4.0-5.6 Di LD Macro ეს ლინზა რამდენად კარგია მაკრო ფოტოგრაფიისთვის? და ტამრონი რამდენდ დამიკარგავს ნიკონის ხარისხს?
* * *
და კიდე ერთი რამე მაინტერესებს nikon 50mm 1.8g ეს ლინზა მაქვს და რომ ვიყიდო ტუბი სიტვაზე 36მმ იანი უკეთესს მაკრო და ხარისხს ხომ არ მივიღებ?
ტუბი არ ვიცი ხო არ აფუჭებს ხარისხ?

Posted by: gkaka 20 Jun 2016, 03:43
მაქვს Opteka 6.5mm f/3.5 Manual Focus და Nikon D5200 (http://opteka.com/opt65ii.aspx)
ფოტოგრაფი არ ვარ, უბრალოდ რაღაც პროექტისთვის მჭირდება და სურათებს რომ ვიღებ, გამოდის ძალიან უხარისხო და ბუნდოვანი. ჩვეულებრივ სტანდარტულ უბრალო ლინზას რომ ვაყენებ, მშვენიერი ხარისხის სურათები გამოდის.
რისი ბრალი შეიძლება იყოს ვერ მეტყვით? თავიდან საერთოდ ბნელ სურათებს იღებდა, ნუ shooter-ის სისწრაფით მაგას ვარეგულირებ. მაგრამ ნუ სურათების ხარისხი გამოდის ძალიან ცუდი, საშინელი და ბუნდოვანი.
ვფიქრობ, რომ შეიძლება ფოკუსს არ ვაყენებ სწორად ან რამე ეგეთი, უბრალოდ ამ ფოკუსის გასწორებაშიც ვერ გავერკვიე. ორი ცალი რაღაც ტრიალებს (ნუ მოკლედ ნუბი ვარ ამ საკითხში) და ვეღარ გავიგე როგორ ვქნა.
რამეს ვერ მირჩევთ?

Posted by: grendy 20 Jun 2016, 10:29
გამარჯობა,

მაქვს canon 700D სტანდარტული 18-55 ლინზით, მინდა ცოტა უკეთესი ლინზის ყიდვა, ეს canon 50mm f/1.8 შევარჩიე მაგრამ ჯერ ვერ ვყიდულობ და რამეს შედარებით იაფიან ლინზას ხომ ვერ მირჩევთ?

მოყვარულის დონეზე მჭირდება.

ჰელიოსის ლინზაზე რა აზრის ხართ? რაღაც გადამყვანი ჭირდება როგორც ვიცი, იქნებ უკეთ გამარკვიოთ რა და როგორ


Posted by: CoderiotGe 20 Jun 2016, 10:50
grendy
ჰელიოსი გადაკეთებით კი დაგიჯდება 100 ლარი და მაგას არ ჯობია მაგ 100 ლარს 50 დაამატო და ქენონის 50მ იყიდო მეორადი?

Posted by: grendy 20 Jun 2016, 10:57
CoderiotGe
თუ ეგრე გამოდის აზრი არ აქვს, მაგრამ 30-40 ლარი ღირსო ჰელიოსი და რაღაც 10 ლარიანი გადამყვანი ჭირდებაო და ანუ არ არის მართალი?

Posted by: CoderiotGe 20 Jun 2016, 11:07
grendy
QUOTE
თუ ეგრე გამოდის აზრი არ აქვს, მაგრამ 30-40 ლარი ღირსო ჰელიოსი და რაღაც 10 ლარიანი გადამყვანი ჭირდებაო და ანუ არ არის მართალი?

30-40 ლარად იყიდი ჰელიოსს გადამყვანი არ ვიცი რა ღირს მაგრამ + კიდევ ხელობა (ან შენით თუ გეხერხება გადაკეთება არ ვიცი).. უკვე გადაკეთებულს ყიდდა ვიღაცა ფბზე და 100 ლარი ღირდა იქიდან ვიხელმძღვანელე

Posted by: grendy 20 Jun 2016, 11:36
CoderiotGe
შეხება საერთოდ არ მქონია და ალბათ მე თვითონ ვერ ვიჩალიჩებ, ახლა ვცდილობ გავერკვე რაღაცეებში. 50 ლარამდე ვერაფერ ნორმალურს ვერ ვიყიდი? მითხრეს რომ ძველი (იაფიანი) ლინზის გადამყვანით შეიძლებაო გაკეთება და მაგიტომ ვკითხულობ, თუ არადა შევაგროვებ 50mm-ისთვის ფულს


http://amzn.to/1QehtlF - ამ ფილტრებზე რა აზრის ხართ, ღირს ყიდვა?

Posted by: CoderiotGe 20 Jun 2016, 12:11
grendy
50 ლარამდე მეეჭვება რამე მოგივიდეს

ფილტრებს რაც შეეხება მე uv-ს და polarizer-ს ვიყენებ მეტი არ დამჭირვებია

Posted by: gkaka 20 Jun 2016, 18:47
მაქვს Opteka 6.5mm f/3.5 Manual Focus და Nikon D5200 (http://opteka.com/opt65ii.aspx)
ფოტოგრაფი არ ვარ, უბრალოდ რაღაც პროექტისთვის მჭირდება და სურათებს რომ ვიღებ, გამოდის ძალიან უხარისხო და ბუნდოვანი. ჩვეულებრივ სტანდარტულ უბრალო ლინზას რომ ვაყენებ, მშვენიერი ხარისხის სურათები გამოდის.
რისი ბრალი შეიძლება იყოს ვერ მეტყვით? თავიდან საერთოდ ბნელ სურათებს იღებდა, ნუ shooter-ის სისწრაფით მაგას ვარეგულირებ. მაგრამ ნუ სურათების ხარისხი გამოდის ძალიან ცუდი, საშინელი და ბუნდოვანი.
ვფიქრობ, რომ შეიძლება ფოკუსს არ ვაყენებ სწორად ან რამე ეგეთი, უბრალოდ ამ ფოკუსის გასწორებაშიც ვერ გავერკვიე. ორი ცალი რაღაც ტრიალებს (ნუ მოკლედ ნუბი ვარ ამ საკითხში) და ვეღარ გავიგე როგორ ვქნა.
რამეს ვერ მირჩევთ?

Posted by: CoderiotGe 20 Jun 2016, 21:02
gkaka
თუ ბუნდოვანია ფოტო ფოკუსის პრობლემა იქნება

Posted by: morixei 20 Jun 2016, 22:52
grendy
https://www.facebook.com/david.kartvelishvili.94/posts/581373402036198:2
გადამყვანიც(ჩიპის გარეშე) 10 ლარად არის ხოლმე. ქენონზე უსასრულობაზე ფოკუსირდება ასე რომ ცალკე ობიექტივზე ჩალიჩი არ უნდა.
gkaka
ბნელია თუ ფოკუს ვერ ასწორებ? პირველი არაწორი ექსპონირების ბრალია. ფოკუსირებას კიდევ რა უნდა, ერთი რგოლი აქვს მაგისთვის. მეორე უკანა დიაფრაგმისაა.

Posted by: Levan_Lion 20 Jun 2016, 23:00
ახალ გამოუყენებელ ჩიპს ვყიდი თუ ვინმეს უნდა დამიკავშირდით ან მომწერეთ

http://www.mymarket.ge/ka/product/view/9612975/

Posted by: jozefina 22 Jun 2016, 00:20
Levan_Lion
მადლობა არა ბავშვო wink.gif

ანუ სადღაც სამსუნგის და ქენონის ცენტრია კოლმეურნეობაზეო იქ არ მირჩევ? smile.gif))))

Posted by: Levan_Lion 22 Jun 2016, 00:42
jozefina
სამსუნგ ქენონის ცენტრი არ ვიცი იგორი კი ერთ ერთი საუკეთესო ხელოსანია თბილისში

Posted by: gkaka 22 Jun 2016, 17:46
აი ნახეთ.
ესაა ჩვეულებრივი ობიექტივით გადაღებული სურათი:
http://www.picz.ge/img/s3/1606/22/8/8ef8a4e73654.jpg
რომ მივზუმოთ ასეთია:
http://www.picz.ge/img/s1/1606/22/d/d27dcb3aaef7.png

ეს არის Opteka 6.5mm f/3.5 ობიექტივით გადაღებული სურათი:
http://www.picz.ge/img/s4/1606/22/1/1c4a4d36da72.jpg
რომ მივზუმოთ ასეთია:
http://www.picz.ge/img/s2/1606/22/9/9aabec76c633.png

ასეთი საშინელი ხარისხი რისი ბრალი შეიძლება იყოს?
ყველაფერი მოვძებნე მაგრამ ვერ ვნახე გამოსავალი.
ყველაფერი manual-ზე აქვს ობიექტივს.
პ.ს. ინტერნეტში დევს სხვა ადამიანების გადაღებული ფოტოები ამ ობიექტივით და ბევრი ძალიან მაგარი ხარისხებია.

Posted by: Levan_Lion 22 Jun 2016, 19:42
ჩიპი გაიყიდა...

Posted by: morixei 22 Jun 2016, 23:15
gkaka
QUOTE
ეს არის Opteka 6.5mm f/3.5 ობიექტივით გადაღებული სურათი:
http://www.picz.ge/img/s4/1606/22/1/1c4a4d36da72.jpg
რომ მივზუმოთ ასეთია:
http://www.picz.ge/img/s2/1606/22/9/9aabec76c633.png

თუ ამაზე უკეთეს სიმკვეთრეს არ გაძლევს(თუნდაც f3.5-ზე) მაშინ ლინზის პრობლემაა. იუსტირება უნდა, ხელოსანი ჭირდება.

Posted by: gkaka 23 Jun 2016, 02:19
morixei
გასაგებია.
ვინმე ხელოსანს ხომ ვერ მირჩევ?

Posted by: bfjribhs 23 Jun 2016, 18:21
ფოტო ისე როგორ დავამუშავო რო გუგლმა ვერ იპოვოს?
მარტივი წესი თუ არის რამე?

Posted by: Work1 25 Jun 2016, 05:23
გამარჯობა. ალბათ ბევრი სვამს მსგავს კითხვას smile.gif მაგრამ მეც უნდა დავსვა smile.gif მოკლედ სასწრაფოდ უნდა ვიყიდო ფოტოაპარატი რადგან ამ დღეებში მივემგზავრები საზღვარგარეთ, მოვინახულებ რამოდენიმე ქვეყანას და არ მინდა იქედან დავბრუნდე ხარისხიანი ფოტოების გარეშე. არ მაქვს ფოტოაპარატი. ვაპირებ ყიდვას. ბიუჯეტი მაქვს მაქსიმუმ 700 ლარი. ამ ფასში რა ფოტოაპარატის ყიდვას შევძლებ, რა თქმა უნდა კმაყოფილი რომ დავრჩე ფოტოების ხარისხით. სასურველია რომ კომპაქტური იყოს. დიდი პროფესიონალი არ ვარ ასე რომ ძირითადად მომიწევს გადაღების AUTO-რეჯიმზე დაყენება. ასე რომ მინდა კარგი AUTO-რეჟიმი ქონდეს. მოკლედ იქნებ მირჩიოთ ამ ფასში ნორმალური ფოტოაპარატი smile.gif ნუ ვხვდები რომ სასწაულს ვერ ვიყიდი 700 ლარად მაგრამ მინდა რომ თავისი ფასის პირობაზე იყოს კარგი და გაამართლოს smile.gif ძალიან დამეხმარებით თუ სასარგებლო რჩევას მომცემთ smile.gif სასურველია ამ საქმის კომპეტენტურმა პირმა მირჩიოს ვისაც არაერთ ფოტოაპარატთან ჰქონია შეხება და ვინც მეტყვის თუ რატომ მირჩევს კონკრეტულ ფოტოაპარატს და რა პლიუსები აქვს მას smile.gif დიდი ინტერესით ველი პასუხს გთხოვთ დამეხმაროთ smile.gif

Posted by: koba64 30 Jun 2016, 11:57
nikon L 110 დაუზიანდა "Вспишка"
მირჩიეთ სად შეიძლება მივიტანო?
გარანტია გასული აქვს

Posted by: grendy 6 Jul 2016, 15:48
გამარჯობა

ვინმეს ხომ არ ერკვევით canon-ის გადამყვანებში? უჩიპო და ჩიპიანები და ა.შ. იქნებ ცოტა გამარვკვიოთ

Posted by: GeoWarr1or 8 Jul 2016, 08:27
ფოტო წიგნი სად ამოვბეჭდო ? 2 ციფრულ სტამბაში უარი მითხრეს ფაქტიურად, ნუ არ მოსწონთ ის რომ 1 ან 2 ცალის ამობეჭდვა მინდა, ჟმოტობენ არა და ის არ იციან მერე ბევრს რომ ამოვბეჭდავ, ტიპიური განუვთიარებელი "ბიზნესია" თუმცა რატო ბრჭყალები, მართლა ტიპიური ბიზნესია მეტი არაფერი, ბევრი უკლიათ წარმატებულ მეწარმეებამდე

SHIT

სად ამოვბეჭდო ? წესით 1 თვის უკან უნდა მქონოდა უკვე, მთელი 1 თვე ვიღებდი და ვახარისხებდი ძველ ფოტოებს.



Posted by: grendy 8 Jul 2016, 16:45
მეგობრებო

canon 700D-ისთვის მირჩიეთ wide angle ლინზა, სამწუხაროდ ბევრს ვერ გადავიხდი, მინიმალურ ფასიანი მინდა

Posted by: anibani18 22 Jul 2016, 16:49
გამარჯობა, მეგობრებო!
ვერაფრით გავაკეთე ორიენტაცია რომელი ფოტოაპარატი შევიძინო. მინდა სხვადასხვა ნივთების, შენობების და ბუნების გადასაღებად ფოტოაპარატი. ნივთების გადაღებისას მჭირდება დეტალების კარგი გამოკვეთა. პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ მოყვარულად დარჩენას არ ვაპირებ smile.gif მადლობა წინასწარ!

Posted by: Levan_Lion 22 Jul 2016, 17:01
QUOTE (anibani18 @ 22 Jul 2016, 16:49 )
გამარჯობა, მეგობრებო!
ვერაფრით გავაკეთე ორიენტაცია რომელი ფოტოაპარატი შევიძინო. მინდა სხვადასხვა ნივთების, შენობების და ბუნების გადასაღებად ფოტოაპარატი. ნივთების გადაღებისას მჭირდება დეტალების კარგი გამოკვეთა. პროფესიონალი არ ვარ, მაგრამ მოყვარულად დარჩენას არ ვაპირებ smile.gif მადლობა წინასწარ!

anibani18
გაგიმარჯოს მეგობარო wink.gif... აქ ჩაწერე რომელი ფოტოკამერაც გინდა და გააკეთე შედარებები ფერების ხარისხის და აპარატის მონაცემების... სურათები არის დაუმუშავებელი... პირადად მაგალითად ნიკონი და ფუჯიფილმი მომწონს

Posted by: morixei 22 Jul 2016, 20:57
QUOTE
პირადად მაგალითად ნიკონი და ფუჯიფილმი მომწონს

+1
ამ ორს კიდევ პენტაქს დავამატებდი. პენტაქსი და ფუჯი - მხოლოდ ამ ორი კამერით გადაღებულ სურათებზე არ გამჩენია სურვილი რედაქტორებში ფერების კორექტირების(ბუნებრივ ფერებს ვგულისხმობ).

anibani18
QUOTE
ვთების გადაღებისას მჭირდება დეტალების კარგი გამოკვეთა.

ეს ძირითადად ობიექტივზეა დამოკიდებული.

Posted by: CoderiotGe 22 Jul 2016, 23:13
anibani18
მე გირჩევდი გეყიდა ნიკონი და ორი ლინზა, ფართე კუთხიანი საპეიზაჟედ, და 35მმ ან 50მმ ნივთების გადასაღებად
ან ფუჯი ოღონდ ისეთი მოდელი რომელსაც ლინზა ეცვლება, ასეთი xt-1 ვიცი მაგრამ კატასტროფულად ძვირიანია, თუმცა ძაან მაგარი კამერაა

Posted by: barbaq 24 Jul 2016, 21:16
აპარატზე ამირიეს რაღაცეები, წესიერად ვერც ამიხსნა ღამე რომ კარგად გადამეღო ფერები შევცვალეო. მგონი ISO ჰქონდა მაქსიმალურზე დაყენებული.
არ დავკვირვებივარ ამას და გადავიღე ფოტოები, ძალიან ცუდი ხარისხის გამოვიდა

რაიმე ეშველება ამ ფოტოებს?

Posted by: CoderiotGe 24 Jul 2016, 21:21
barbaq
დადე ერთი ფოტო შევხედოთ..

თუ iso მაღალზეა ხმაურიანი გამოსახულება გამოვიდოდა

Posted by: barbaq 24 Jul 2016, 23:14
12800 ზე ყოფილა დაყენებული ძაან გვიან ვნახე
არც კი მიფიქრია რომ ეგ იქნებოდა შეცვლილი
ეშველება რამე?

http://www.picz.ge/img/s4/1607/25/b/b001f9a2fbda.jpg

Posted by: CoderiotGe 24 Jul 2016, 23:36
barbaq
ჩამოიყვანე დაბალზე, შუადღით კარგ მზიან ამინდში 100ზე დააყენე, ღრუბლიანში 200-500, ღამე 800-1600 მეტი არ გინდა

დიაფრაგმაც გახსენი 22ზე რომ გაქვს ჩაკეტილი ნელა გადაიღებს დაბალ აისოზე
http://www.picz.ge

Posted by: Rapanui 24 Jul 2016, 23:58
barbaq
QUOTE
რაიმე ეშველება ამ ფოტოებს?
თუ RAW-ფორმატში გაქვს ცოტათი გამოასწორებ.

პ.ს. რაც უფრო მაღალი ისო გიყენია, მით უფრო უჭირს ინფორმაციის დამუშავება ფოტოაპარატის პროცესორს - სიმძლავრე არ ჰყოფნის და მიიღება არტეფაქტები, "შუმებს" რომ ეძახიან.

Posted by: morixei 25 Jul 2016, 01:58
barbaq
http://www.picz.ge/img/s4/1607/25/0/063a794feafc.jpg user.gif

შავ-თეთრში რომ გადაიყვანო, დეფექტები უფრო დაიმალება smile.gif
http://www.picz.ge/img/s3/1607/25/f/f47d2a255e70.jpg

Posted by: anibani18 25 Jul 2016, 09:47
Levan_Lion
morixei
CoderiotGe
მადლობა რჩევებისთვის, მეგობრებო smile.gif

ნიკონის D5100 ვფიქრობდი Nikkor 18-105 VR (DX) ობიექტივით. რას იტყვით ღირს?

კიდევ სონი A7 მომეწონა, ამაზე რას იტყვით?
* * *
და კიდევ მინდოდა მეკითხა, რედაქტირებისთვის რომელ პროგრამებს იყენებთ?

Posted by: barbaq 25 Jul 2016, 12:25
QUOTE (CoderiotGe @ 24 Jul 2016, 23:36 )
barbaq
ჩამოიყვანე დაბალზე, შუადღით კარგ მზიან ამინდში 100ზე დააყენე, ღრუბლიანში 200-500, ღამე 800-1600 მეტი არ გინდა

დიაფრაგმაც გახსენი 22ზე რომ გაქვს ჩაკეტილი ნელა გადაიღებს დაბალ აისოზე
http://www.picz.ge

ხო ძაან ნელა იღებს. ვერ ვერკვევი კარგად ახლა ვიყიდე აპარატი და ეგ როგორ უნდა ვქნა?

Posted by: Levan_Lion 25 Jul 2016, 15:19
anibani18
მეგობარს აქვს 5100 მოდელი და შენ წარმოიდგინე 18 55 ლინზა და კარგ სურათებს იღებს ნუ თუ საშუალება გექნება 5100 შემდეგი მოდელები იყიდო უკეთესი იქნება 18 105 ლინზაც კარგია წავა

Posted by: anibani18 25 Jul 2016, 15:58
Levan_Lion
მადლობა დიდი! ეს შემდეგი მოდელები რომლებია?

კიდევ ერთი კითხვა მაქვს, თუ დამეხმარებით. უნდა გადავუღო სურათები ღია ფერის ნივთებს (ღია ვარდისფერი, ღია ცისფერი და ასე შემდეგ), ლაითბოქსის მსგავსი კონსტრუქცია თითქმის ავაწყვე, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაიკარგება ეს ღია ფერები თეთრ ფონზე. რა შემიძლია ამ შემთხვევაში გავაკეთო?

Posted by: Levan_Lion 25 Jul 2016, 16:13
anibani18
შემდეგი მოდელებია 5200 5300 5500... სამწუხაროდ მეორე კითხვაზე ვერ გაგცემ პასუხს ვერ ვერკვევი მაგდენს

Posted by: morixei 25 Jul 2016, 23:48
anibani18
QUOTE
ნიკონის D5100 ვფიქრობდი Nikkor 18-105 VR (DX) ობიექტივით. რას იტყვით ღირს?

5100 ნორმალური აპარატია, მაგრამ თუ ნიკონს აირჩევ 5200-ზე ქვევით არ გირჩევდი სენსორის გამო. საგნების გადაღება დეტალიზაციას ითხოვს და სენსორის ბევრი პიქსელი მაგ საქმეში დიდი პლიუსია, მით უფრო თუ დიდ ფორმატზე ამობეჭდვა დაგჭირდა.
სატანდარტული ზუმ-ობიექტივები არის ყველა შემთხვევისათვის, როდესაც განსხვავებულ სიტუაციაში ხვდები და ოპერატიულად გჭირდება ხედვის კუთხის ცვლილება.
კონკრეტული საქმიანობისათვის კი უმჯობესია ფიქსირებული კუთხის მქონე ობიექტივი.
QUOTE
ნდა გადავუღო სურათები ღია ფერის ნივთებს (ღია ვარდისფერი, ღია ცისფერი და ასე შემდეგ), ლაითბოქსის მსგავსი კონსტრუქცია თითქმის ავაწყვე, მაგრამ ვფიქრობ, რომ დაიკარგება ეს ღია ფერები თეთრ ფონზე. რა შემიძლია ამ შემთხვევაში გავაკეთო?

ლაითბოქსებთან და სტუდიურ განათებასთან შეხება არ მქონია მაგრამ, რასაც თქვენ ამბობთ უცხო არ არის თუნდაც მოყვარული ფოტოგრაფისათვის. კარგი პოლარული ფილტრი, სწორი ექსპონირება(აპარატით) და განათება იმის გარანტი იქნება რომ სინათლემ ფერი არ "შეგიჭამოს". ინტერნეტში, თუნდაც იუთუბზე რომ დაძებნო ბევრი განხილვები და რჩევებია ამთემაზე.
QUOTE
კიდევ სონი A7 მომეწონა, ამაზე რას იტყვით?

ეს უკვე სხვა კლასი და დონეა და ზემოთ ხსენებულებთან შედარება უადგილო ინებოდა.

Posted by: Smurf 26 Jul 2016, 00:22
გამარჯობა , რომელი ჯობია ?

Sony Cyber-shot DSC-WX50
Panasonic Lumix DMC-ZX3

Posted by: CoderiotGe 26 Jul 2016, 10:13
barbaq
რომელი კამერა გაქვს?

Posted by: anibani18 26 Jul 2016, 11:09
Levan_Lion
morixei
მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif რთულია გააკეთო არჩევანი, ან ინფორმაცია მოიძიო, როცა ამოსავალი წერტილი არ გაქვს და არ იცი რა ეძებო, ასე რომ დიდი მადლობა ყურადღებისთვის და რჩევებისთვის.

კიდევ ოდნავ შეგაწუხებთ, თუ შეიძლება smile.gif ამაზონზე ფუჯიზე უმეტესად კარგი გამოხმაურებები წავიკითხე, ნიკონზე - ისე რა. მითხარით ფუჯის, გარდა იმ მოდელისა, რომელიც CoderiotGe მითხრა, რომელს მივაქციო კიდევ ყურადღება და პენტექსზეც დამიწერეთ გეთაყვა. ლინზებზეც ორიოდე სიტყვა მითხარით smile.gif

იმედია არ დაგღალეთ smile.gif სასიამოვნო დღეს გისურვებთ, მეგობრებო!

Posted by: Levan_Lion 26 Jul 2016, 16:25
anibani18
ფუჯიფილმ იქსტ1 თბილისში ღირს ძალიან ძვირი 4000 ლარამდე FUJIFILM X-T1+18-55mm Lens F2.8-4.0 OIS - 3999 ლარი
საჩუქრად:
მესიერების ბარათი Fujifilm SD 16 GB 10 Class
ფილტრები: ND4, ND8, GND, Sunset, Sunrise
--------------------
მონაცემები:
სენსორი: 16 MP APS-C X-Trans CMOS Sensor II
23.6mm x 15.8mm
პროცესორი: EXR Processor II
ლინზა: Fujinon XF 18mm Le4ns F 2 R
ავტოფოკუსის ტიპი:
Intelligent Hybrid AF/TTL contrast AF/ TTL phase detection AF
ექსპოკორექცია: +/- 3
გადაღების სიჩქარე: 1/4000 წამი
მუდმივი გადაღებისას: 8 კადრი/წამში
ვიზირი(View Finder) : 2.360 K-Dot OLED Color Viewfinder
მაღალი გარჩევადობის LCD 3.0' : 1,040,000 წერტილი
დამატებით:
Weather Resistant
dust-resistant
-10°C - +40°C temperature operation
WIFI
--------------------
მის: პუშკინი ქ. #7 (თავისუფლების მოედანი)
ტელ: 571 90 55 77; 570-105-206

ხოდა როცა ნიკონ დ5100 ზე იკითხე გაჩერდი თიტქოს რაღაც გაუგებარია ბევრის გადამხდელი თუ ხარ რა თქმაუნდა ეს მოდელი კარგია და ნიკონის დ7000 დ7100 დ7200 დ500 და შემდეგ პროფესიონალ მოდელები მარა ეს ნიკონებიც ძვირია ნუ გამოწერით თუ გაგიმართლა გამოიწერ იაფად... თან ვერ ერკვევი ცოტა რთულია სერიოზული აპარატების ქონა ფინანსურადაც და ისეც ასევე თუ ერთჯერადად გჭირდება და რაღაც რავი რა... ჩამოყალიბდი კარგად

Posted by: barbaq 26 Jul 2016, 17:43
სონი ალფა 58 მაქვს
jump.gif jump.gif jump.gif

Posted by: CoderiotGe 26 Jul 2016, 19:44
barbaq
https://www.youtube.com/watch?v=MGhvbJvrcrE&list=PLyjGG3M3wPP7LB5pk0RkTWxbGgbuwqAaG&index=8

Posted by: anibani18 27 Jul 2016, 09:00
Levan_Lion
მადლობა! ჩამოვყალიბდები და გადავდგამ ნაბიჯს ჩემი ფოტოაპარატისკენ.

Posted by: Levan_Lion 27 Jul 2016, 10:26
QUOTE (anibani18 @ 27 Jul 2016, 09:00 )
Levan_Lion
მადლობა! ჩამოვყალიბდები და გადავდგამ ნაბიჯს ჩემი ფოტოაპარატისკენ.

anibani18
არაფრის წარმატება შენ smile.gif

Posted by: otia-83 27 Jul 2016, 14:44
გამარჯობა!
თქვენი დახმარება მჭირდება, თუ არ შეწუხდებით smile.gif

მოკლედ, მინდა ფოტოაპარატის ყიდვა და ვერ ვერკვევი ამ სფეროში:
1) 350 ლარის ფარგლებში +/- 30 ლარი.
2) არ ვარ პროფესიონალი smile.gif ნორმალური ხარისხის ფოტოებს, რომ იღებდეს. განსაკუთრებული მოთხოვნები არ მაქვს.
3) კარგ მდგომარეობაში მყოფ მეორად აპარატზეც არ ვიტყვი უარს.
4) mymarket.ge-ზე რამდენიმე ვარიანტი მოვძებნე და იქნებ გამარკვიოთ მათ დადებით და უარყოფით მხარეებში:
Nikon D80
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9788612/

Nikon D3100
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9737462/

canon 1100d
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9501952/
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9783454/
CANON 450D
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9737378/

Fujifilm Finepix S9600
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9791103/


აი ამ კატეგორიებიდან, რომელს მირჩევდით, ერთმანეთთან შედარებით რა უპირატესობები და უარყოფითი მხარეები აქვთ?

მადლობას გიხდით წინასწარ smile.gif

* * *

Fujifilm Finepix S9600
http://www.mymarket.ge/ka/product/view/9794269/

თუ შეგიძლიათ გთხოვთ დამეხმაროთ.

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 22 Aug 2016, 15:48
Levan_Lion

გამარჯობა. თუ სწორად მახსოვს, Nikon D7100 გაქვთ. როგორი კამერაა პეიზაჟების გადასაღებად?
აქ მაღაზიებში 18-140mm ობიექტივით იყიდება. ნორმალურია ეს ლინზა დამწყებისთვის?


ასევე მაინტერესებს, ავტოფოკუსით ხშირად გადაღება კამერას ან ლინზას ხომ არ დააზიანებს.

Posted by: Levan_Lion 22 Aug 2016, 16:27
QUOTE (ვინცხა-მაღვალაკი @ 22 Aug 2016, 15:48 )
Levan_Lion

გამარჯობა. თუ სწორად მახსოვს, Nikon D7100 გაქვთ. როგორი კამერაა პეიზაჟების გადასაღებად?
აქ მაღაზიებში 18-140mm ობიექტივით იყიდება. ნორმალურია ეს ლინზა დამწყებისთვის?


ასევე მაინტერესებს, ავტოფოკუსით ხშირად გადაღება კამერას ან ლინზას ხომ არ დააზიანებს.

ვინცხა-მაღვალაკი
მქონდა და არც მიხმარია ახალთახალივე გაუხსნელი გავყიდე... ამა თუ იმ ობიექტის გადასაღებად გჭირდება შესაბამისი ლინზები თვითონ ფოტოაპარატეი არაფერშუაშია აპარატებით ადგენ ფერებს და ასე შემდეგ ყიდვის დროს არჩევ მონაცემების მიხედვით წონის მიხედვით და ასე შემდეგ რა ... კი კარგია დამწყებისთვის 18 140... არანაირად არ აზიანებს ავტოფოკუსი აპარატს და მითუმეტეს ლინზას

Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 22 Aug 2016, 16:43
Levan_Lion

გმადლობთ. ანუ, თუ სწორად მივხვდი, მაღალი დონის აპარატი უზრუნველყოფს ფუნქციების სიმრავლეს, ხოლო კარგი ლინზა - ფოტოს მაღალ ხარისხს.
აქ ლინზაზე პლატმასის შვერილებიანი დანართი რომ აქვს, რაში ეხმარება ფოტოგრაფს? ბევრ კამერაზე მაქვს შემჩნეული:

user posted image

Posted by: Levan_Lion 22 Aug 2016, 16:49
QUOTE (ვინცხა-მაღვალაკი @ 22 Aug 2016, 16:43 )
Levan_Lion

გმადლობთ. ანუ, თუ სწორად მივხვდი, მაღალი დონის აპარატი უზრუნველყოფს ფუნქციების სიმრავლეს, ხოლო კარგი ლინზა - ფოტოს მაღალ ხარისხს.
აქ ლინზაზე პლატმასის შვერილებიანი დანართი რომ აქვს, რაში ეხმარება ფოტოგრაფს? ბევრ კამერაზე მაქვს შემჩნეული:

user posted image

ვინცხა-მაღვალაკი
კი სწორად მიხვდი ხარისხი ასევე დამოკიდებულია განათებაზე და აპარატზეც მარტო ლინზაზე არაა... ეგ ლინზაზე რომ აქვს არის ბლენდა საჩრდილობელი სუფთად იღებს კადრს ანარეკლების და ასე შემდეგების გარეშე და ასევე ლინზის შუშის გატეხვისგან იცავს

Posted by: GeoWarr1or 23 Aug 2016, 08:59
otia-83

მე მაქვს D3100

ერთ საფასო კატეგორიაში აპარატები ძალიან გავს ერთმანეთს მაქსიმუმ სხვაობა ფერების აღქმაში იყოს ალბათ და მცირე ფუნქციებში, სხვა დანარჩენი უმეტესად ერთნაირია, პლიუს ობიექტივი არის მნიშვნელოვანი, საწყის ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანაი აპარატის ფუნქციებში გაერკვა და ხმარება აითვისო, ავტომატურ დონეზე გახვიდე ამიტომ წავა ყველანაირი სარკული აპარატი მე ესე ვფიქრობ.

დ3100 ნორმალური აპარატია რომლითაც შეგიძლია კარგი ფოტოები გადაიღო, სამომავლოდ ობიექტივს თუ გამოუცვლი უფრო მეტად განვითარდები და უფრო გამოავლენს პოტენციალს აპარატი, ერთი მე რაც გამიტყდა თAვის დროზე მიკრაფონის შეერთებაა შეუძლებელი და კიდევ რაღაც თანამედროვე ფუნქციები არ აქვს მაგალითად ვაიფაი ან ბლუთუზი, დისტანციური მართვა როგორ აქვს არ მახსოვს

Posted by: grendy 23 Aug 2016, 10:49
გამარჯობა,

წყალში ჩავარდნილი ლიზნის შეკეთება თუ შეიძლება?

Posted by: otia-83 23 Aug 2016, 13:26
GeoWarr1or
გაიხარე მადლობა!

რამდენიმე დღის წინ ვიყიდე CANON 60D ეხლა შეჩვევის სტადიაში ვარ smile.gif ჯერ ფუნქციებში კარგად ვერ გავერკვიე, მაგრამ სურათებს კარგს იღებს მომწონს ხარისხი (დილეტანტის გადმოსახედიდან smile.gif )

Posted by: Special_1 27 Aug 2016, 19:35
ძველ გაფუჭებულ ფოტოაპარატებს იბარებს ვინმე თუ იცით?

Posted by: CoderiotGe 29 Aug 2016, 10:54
Special_1
რა აპარატია?
თუ ვინტაჟურია მე ჩავიბარებ ტაროზე დასადებად

Posted by: Special_1 29 Aug 2016, 14:48
CoderiotGe
არაა ვინტაჟური 10-12 წლის წინანდელი სონი საიბერ შოთია. ობიექტივს თუ შეუკეთებს ვინმე იმუშავებს. 2 თვის წინ გამიფუჭდა

Posted by: Diamond Girl 2 Sep 2016, 11:32
მაქვს ნიკონ პ 510, ჩვეულბრივ მუშაობდა,არც დამვარდნია და არაფერი, დავტენე, ოღონდ მთელი ღამე დავტოვე ჩართული და დილას უკვე გამოვრთე და არ ჩაირთო. ახლიდან რომ შევართე დასატენად ისევ ციმციმი დაიწყო, როგორც დატენვის პროცესში აკეთებს მანამ , სანამ ბოლომდე არ დაიტენება, რეაქცია ისევ არ აქვს, რისი ბრალი იქნება?

Posted by: Levan_Lion 2 Sep 2016, 14:54
QUOTE (Diamond Girl @ 2 Sep 2016, 11:32 )
მაქვს ნიკონ პ 510, ჩვეულბრივ მუშაობდა,არც დამვარდნია და არაფერი, დავტენე, ოღონდ მთელი ღამე დავტოვე ჩართული და დილას უკვე გამოვრთე და არ ჩაირთო. ახლიდან რომ შევართე დასატენად ისევ ციმციმი დაიწყო, როგორც დატენვის პროცესში აკეთებს მანამ , სანამ ბოლომდე არ დაიტენება, რეაქცია ისევ არ აქვს, რისი ბრალი იქნება?

Diamond Girl
ელემენტია გაფუჭებული სავარაუდოდ რომ დაიტენებოდა ტოვებდი ბოლომდე დატენილს შეერთებულს კიდევ დიდხანს?

Posted by: Diamond Girl 2 Sep 2016, 17:05
Levan_Lion
QUOTE
Diamond Girl
ელემენტია გაფუჭებული სავარაუდოდ რომ დაიტენებოდა ტოვებდი ბოლომდე დატენილს შეერთებულს კიდევ დიდხანს?


პირველი შემთხვევა იყო რომ მთელი ღამით დავტოვე შეერთებული დასატენად

Posted by: Levan_Lion 2 Sep 2016, 17:28
QUOTE (Diamond Girl @ 2 Sep 2016, 17:05 )
Levan_Lion
QUOTE
Diamond Girl
ელემენტია გაფუჭებული სავარაუდოდ რომ დაიტენებოდა ტოვებდი ბოლომდე დატენილს შეერთებულს კიდევ დიდხანს?


პირველი შემთხვევა იყო რომ მთელი ღამით დავტოვე შეერთებული დასატენად

Diamond Girl
ხოდა დიდი ალბათობით ელემენტი გაფუჭდა დატენილის დენზე დატოვება აფუჭებს ელემენტს

Posted by: ინაველ 3 Sep 2016, 22:55
35მმ ლენტას ამჟღავნებს ვინმე თბილისში?


Posted by: NATS 9 Sep 2016, 10:52
გამარჯობათ . კითხვა მაქვს შემდეგნაირი , ვინმემ თუ იცის კარგი თემატური ადგილები ტბილისში მოდელის გადასაღებად . ვფიქრობ მე ჩემი შესაძლებლობები ამოვწურე ამ ადგილების მოზიება გადაღებაში . წინასწარ დიდი მადლობა მას ვინც დამეხმარება .....

Posted by: maaaRu 11 Sep 2016, 02:49
ჩემს აპარატს ავურიე რაღაცეები ( ფერები , რაღაცეები ავწიე და დავწიე ) ჰოდა ეხლა აღარ იღებს ისე
როგორც ადრე (( სად შეიძლება გამისწორონ ?

( 1100D )

Posted by: CoderiotGe 11 Sep 2016, 11:07
maaaRu

Posted by: maaaRu 12 Sep 2016, 12:41
CoderiotGe

მადლობა


იმედია გვეშველება

Posted by: miracle_of_love 13 Sep 2016, 00:00
ნიკონისტებო, ეს ლინზა თუ არის გაყიდვაში, სად და ფასი Nikon 18-35mm f/3.5-4.5G ED AF-S მადლობაა

Posted by: morixei 13 Sep 2016, 00:57
miracle_of_love
ფეისბუქზე ედოთ გასაყიდათ https://www.facebook.com/groups/263679302296/permalink/10153892683542297/?sale_post_id=10153892683542297

პ.ს. სიგმას 18-35mm F1.8 DC HSM A-ზე არ გიფიქრიათ?

Posted by: TheReader 14 Sep 2016, 22:52
გამარჯობა კითხვა მაქვს თუ დამეხმარებით.
ფოტოები მაქვს გადასარები ჩემი ორგანიზაციისთვის ძირიტადა მცირე დეტალები იქნება მენიუ, ჭურჭელი, ხელის და სახის მონაკვეთ და აშ.
კამერას პირველად ვირებ ხელში ვერაფრში ვერკვევიsmile.gif))

მაინტერესებს რა ქვია ამ ტიპის ფოტოგრაფიას? https://www.instagram.com/aizamagic/

https://www.google.ge/search?q=aizamagic&biw=1600&bih=799&source=lnms&tbm=isch&sa=X&ved=0ahUKEwjVm6Sjwo_PAhXKFJoKHS6EBfMQ_AUIBigB#imgrc=v4Z1wj5FuKRNpM%3A

რომელი აპლიკაციით მიიღწევა ეს ფერები? (ფტოებს ვერ ვაკოპირებ იქნებ ლინკი გახსნათ)
ონლაინ პროგრამით თუა ამის გაკეთებაშესაძლებელი?
რომელ პროგრამას მირჩევთ?

ხვალ დავწერ კამერის მოდელს და ლინზის პარამეტრებს.

Posted by: CoderiotGe 14 Sep 2016, 23:59
TheReader
QUOTE
მაინტერესებს რა ქვია ამ ტიპის ფოტოგრაფიას? https://www.instagram.com/aizamagic/

Food Photography

QUOTE
რომელი აპლიკაციით მიიღწევა ეს ფერები? (ფტოებს ვერ ვაკოპირებ იქნებ ლინკი გახსნათ)

QUOTE
ონლაინ პროგრამით თუა ამის გაკეთებაშესაძლებელი?

no.gif

QUOTE
რომელ პროგრამას მირჩევთ?

Adobe Photoshop
Adobe Lightroom

P.S. ანათება დაგჭირდება, სასურველია ოქტა ან სოფტბოქსი, გაჭირვებაში ქოლგაც წავა + ამ ყველაფერს უნდა იცოდეს განათების სწორად გამოყენება თუმცა კამერაც პირველად გიჭირავს და დამუშავებაც არ იცი, გირჩევ ფოტოგრაფი დაიქირაო თორემ გაწვალდები

Posted by: lasha-17 17 Sep 2016, 14:20
helios-ის გადამყვანი სად შეიძლება ვიყიდო canon-ისთვის? mymarket-ზე და მშრალ ხიდზე არ ქონდათ.

Posted by: Shevchenko andrei 20 Sep 2016, 14:19
lasha-17
CoderiotGe
morixei
miracle_of_love
CoderiotGe
ინაველ
Levan_Lion
Diamond Girl



იქნებ ვინმემ მითხრათ , მაგალითად fb-ზე ხშირად ვაწყდები პანორამა სურათებს , მთლიან ხედს რომ განახებს (ზევით,ქვევით, მარჯვნივ, მარცხნივ)


იქნებ მითხრათ რა ფოტო პროგრამაა , ვეძებ ვეძებ ვერ ვპოულობ




აი ამას ვგულისხმობ

http://www.360-image.com/en/

Posted by: Levan_Lion 20 Sep 2016, 15:24
Shevchenko andrei
მე ვერ დაგეხმარები სამწუხაროდ user.gif

Posted by: CoderiotGe 20 Sep 2016, 15:32
Shevchenko andrei
მობილურით იღებენ, Nexus 5x მაქვს და ამას ჩაშენებული აქვს კამერის აპლიკაციაში Photo Sphere,
Google Camera-ც აკეთებს მგონი

Posted by: Shevchenko andrei 20 Sep 2016, 15:47
CoderiotGe
კი ვიცი, მარა პროგრამას რა ქვია, სამსუნგზე რა გადმოვწერო

Posted by: CoderiotGe 20 Sep 2016, 16:59
Shevchenko andrei
რომელი სამსუნგი გაქვს?

Posted by: TheReader 20 Sep 2016, 23:31
QUOTE (CoderiotGe @ 14 Sep 2016, 23:59 )
TheReader
QUOTE
მაინტერესებს რა ქვია ამ ტიპის ფოტოგრაფიას? https://www.instagram.com/aizamagic/

Food Photography

QUOTE
რომელი აპლიკაციით მიიღწევა ეს ფერები? (ფტოებს ვერ ვაკოპირებ იქნებ ლინკი გახსნათ)

QUOTE
ონლაინ პროგრამით თუა ამის გაკეთებაშესაძლებელი?

no.gif

QUOTE
რომელ პროგრამას მირჩევთ?

Adobe Photoshop
Adobe Lightroom

P.S. ანათება დაგჭირდება, სასურველია ოქტა ან სოფტბოქსი, გაჭირვებაში ქოლგაც წავა + ამ ყველაფერს უნდა იცოდეს განათების სწორად გამოყენება თუმცა კამერაც პირველად გიჭირავს და დამუშავებაც არ იცი, გირჩევ ფოტოგრაფი დაიქირაო თორემ გაწვალდები

რა უხეირო ვარ რა! რაღაც ჩემით მინდოდა გამეკეთებინა givi.gif

Posted by: morixei 21 Sep 2016, 12:47
Shevchenko andrei ანდროიდისთვის თუ გინდა:
https://play.google.com/store/apps/details?id=com.sphere
https://play.google.com/store/apps/details?id=obg1.PhotafPro
https://play.google.com/store/apps/details?id=com.yudo.sfera
https://play.google.com/store/apps/details?id=com.vtcreator.android360
რომელიმე მაინც მოგეწონება smile.gif


Posted by: 4n0nYm0uS 22 Sep 2016, 17:59
გამარჯობათ.

მაინტერესებს ვინმე ერკვევით "დრონებში"?

რომელი ბრენდი აწარმოებს კარგ დრონებს? გასართობად არა, სერიოზული ხარისხის ვიდეოს გადასაღებად. და რა ფასად შეიძლება ყიდვა? იბეიზე მხოლოდ ეგ ვნახე http://www.ebay.com/itm/Autel-Robotics-X-Star-1-2-Mile-Orange-Quadcopter-4K-HD-Premium-Dron-Live-View-/162178105980?hash=item25c291827c:g:xQcAAOSw-itXrZkX

მოკლებ იქნებ ვინმე ერკვეოდეთ ამ საკითხში და დამაკვალიანოთ.

კიდე რა მაინტერესებს, თქვეს რო საქართველოში გამოყენება აკრძალესო და მართალია?

Posted by: morixei 22 Sep 2016, 19:29
4n0nYm0uS
https://forum.ge/?f=23&showtopic=34781263


Posted by: tetrisa 2 Oct 2016, 12:57
გამარჯობათ. nikon D5300 ის დამტენს ხომ არ ყიდით ვინმე?

Posted by: Frankens†ein 9 Oct 2016, 22:10
სახლში ვიპოვე ეს ფოტოაპარატი - http://ussrlens.com/camera/rangefinder/kiev-4am
30 წელზე დიდი ხნისაა მინიმუმ...

რამე ღირებულება გააჩნია?
მატერიალური ან არამატერიალური...








http://pix.ge/

http://pix.ge/

http://pix.ge/

Posted by: mushuspl 6 Nov 2016, 00:02
გამარჯობა, რჩევა მინდა თქვენი ციფრულის ყიდვა მინდა და რომელს მირჩევთ,უნდა ვიხმარო სახლის პირობებში ბავშვის პონტში სიტუაციურად და არა პროფესიონალის დონეზე.რაა ჯობია ვიყიდო ობიექტივის გარეშე დიდი ზუმით და პიქსელით თუ ვიყიდო ლინზიანი მაგალითად nikon d3100 ან canon 1100D ან იგივე ფასში nikon p510 და canon sx 35(40)

Posted by: CoderiotGe 6 Nov 2016, 01:57
Frankens†ein
თაროზე დავდებ სიამოვნებით ჩემს ოთახში, როგორც ფოტომოყვარულის ოთახს ნამდვილად დაამშვენებს

mushuspl
QUOTE
გამარჯობა, რჩევა მინდა თქვენი ციფრულის ყიდვა მინდა და რომელს მირჩევთ,უნდა ვიხმარო სახლის პირობებში ბავშვის პონტში სიტუაციურად და არა პროფესიონალის დონეზე.რაა ჯობია ვიყიდო ობიექტივის გარეშე დიდი ზუმით და პიქსელით თუ ვიყიდო ლინზიანი მაგალითად nikon d3100 ან canon 1100D ან იგივე ფასში nikon p510 და canon sx 35(40)

შენს შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, ორივე კარგად შეგისრულებს იმ ფუნქციას რისთვისაც უნდა გამოიყენო, რომელიც ხელსაყრელ ფასად მოგივა ის იყიდე

Posted by: morixei 11 Nov 2016, 23:13
ციფრულ ფოტოს კარგ ხარისხით სად ბეჭდავენ? რასაც მივიტან იმ ფერზე რომ დასვან ზუსტად ეგეთი მინდა user.gif

Posted by: miracle_of_love 12 Nov 2016, 15:39
morixei
მადლობაა, არ მინდა სიგმები და ტამრონები wink.gif

Posted by: nDroid 14 Nov 2016, 10:37
ვფიქრობ entry level DSLR-ის ყიდვაზე.

წელიწადში 1-2-ჯერ მივდივარ ხოლმე უცხოეთში და ძირითადად მაგისთვის მინდა. ხოდა იქ მაქსიმუმ რას ვიღებ: შენობებს, ხიდებს, ნუ ხანდახან ქუჩებს.

+ ხანდახან ბუნებაში ლაშქრობის პონტშიც თუ გამოვიყენებ პეიზაჟებისთვის.

სულ ეს არის.

მობილიც მაკმაყოფილებს დღის სინათლეზე, მაგრამ ოდნავ განათება თუ არ მიწყობს ხელს, ეგრევე ერხევა. ხოდა ვიფიქრე რამე იაფიანი სარკული უფრო გამომადგებათქო.



1) ხოდა ცოტა გადავიკითხე ამ თემაზე და დასკვნა ისაა რომ ქვემოთ ჩამოთვლილი მოდელები დაახლოებით ერთ შედეგს მომცემენ. მართალია?

უბრალოდ ფასებმა დამაბნია ცოტა, დაახლოებით ესეთი ფასები ადევს მეორადებს ამ წუთას, მდგომარეობა-აქსესურების მიხედვით :


nikon D3200 400-450 ლარი
canon 1200D 400-500 ლარი

canon 100D 550 ლარი

canon 600D 500-600 ლარი
canon 650D 600-700 ლარი

nikon D5200 750-850 ლარი


და მაინტერესებს თუ ღირს ამ სხვაობების გადახდა?

აი ვთქვათ 5200-ს და 3200-ს შორის თითქმის ორმაგი სხვაობაა ფასში და..




2) რომელი ბრენდის ბიუჯეტური (ანუ ვთქვათ 300-350 ლარამდე) ლინზები უფრო იშოვება მეორადები თბილისში ნიკონის თუ ქენონის ? თუ ერთნაირად?
მაგალითად wide angle ან ultra wide angle, 50MM fixed, telephoto

Posted by: CoderiotGe 14 Nov 2016, 14:15
nDroid
d5200 ჯობია d3200 თუ თანხა გყოფნის 5200 იყიდე,

ლინზებს რაც შეეხება ქენონის უფრო იშოვება მაგრამ არც ნიკონია გაწყვეტილი

Posted by: nDroid 14 Nov 2016, 15:16
CoderiotGe
QUOTE
d5200 ჯობია d3200 თუ თანხა გყოფნის 5200 იყიდე,

ლინზებს რაც შეეხება ქენონის უფრო იშოვება მაგრამ არც ნიკონია გაწყვეტილი

ანუ ნიკონებს ემხრობი ხო?

ერთადერთი 100D მაფიქრებს უფრო პატარა და მსუბუქი რადგანაა და თაჩსქრინით.
თორემ რაც გადავხედე რევიუებს და სურათებს. მეც ნიკონის ეგ მოდელები უფრო მომეწონა.


ხო თანხა მეყოფა 5200-ზეც. მაგრამ ვფიქრობდი თუ სურათის ხარისხი, თითქმის ერთნაირი აქვთ და უბრალოდ რაღაც-რაღაც პატარა ფუნქციებით ჯობს 5200 (მოძრავი ეკრანი, უეკთესი ავტოფოკუსი და ა.შ.)

მირჩევნია ორჯერ ნაკლები გადავიხადო და რაც მომრჩება ფული, ლინზა ვიყიდო დამტებით.


რას იტყვი?


Posted by: CoderiotGe 14 Nov 2016, 15:27
nDroid
კი მე ნიკონისტი ვარ და ნიკპონი გირჩიე,
d3200 და d5200 განსხვავებას რაც შეეხება ორივეს 24.1 მეგაპიქსელი აქვს, სენსორის ზომაც იგივეა და როგორც ვატყობ შენ ავტომატურ რეჟიმზე დააყენებ და ისე გადაიღებ, ამ შემთხვევაში ფოტოების ხარისხში განსხვავებას ვერ იგრძნობ და დაზოგე თანხა და d3200 იყიდე

Posted by: nDroid 14 Nov 2016, 15:37
CoderiotGe
გასაგებია, მადლობა.
QUOTE
როგორც ვატყობ შენ ავტომატურ რეჟიმზე დააყენებ და ისე გადაიღებ

ალბათ მასე იქნება, მართალი ხარ.

თუმცა მობილურშიც ვჩხირკედელაობ ხოლმე iso-ებზე და მსგავს რაღაცეებზეც და არაა გმაორიცხული, დამაინტერესოს და ჩავუჯდე, გავერკვიო.

Posted by: morixei 14 Nov 2016, 19:43
nDroid თქვენი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე ასე აჯობებს მართლა:

QUOTE
d5200 ჯობია d3200 თუ თანხა გყოფნის 5200 იყიდე

+1
ან
QUOTE
დაზოგე თანხა და d3200 იყიდე

დანაზოგს კარგ ობიექტივზე გაუშვებ smile.gif
ორივეს aps-c აპარატებში ძალიან კარგი მონაცემების სენსორი უდგას, ამ მხრივ ქენონის Entry-level და Semi-Pro საკმაოდ ჩამორჩება.

Posted by: nDroid 15 Nov 2016, 11:41
morixei
გასაგებია, მადლობა.







მეორე იდეა მომივიდა, ჯერ ოღონდ არ დამიგუგლია ბევრი და შეიძლება უაზრობას ვამბობ.
ვნახავ თუ არსებობს მეტ ნაკლებად კომპაქტური fixed lens wide angle camera , aps სენსორით (ნუ დაახლოებით D3200-თან მიახლოებული ხარისხის სენსორი რომ ქონდეს) და ნორმალური ლინზით.
ხელმისაწვდომ ფასად (ნუ ნახმარი ვთქვათ ძაან მაქსიმუმ 800-1000 ლარი რომ ღირდეს)


იდეალურად დამიმაყოფილებდა ჩემ მოთხოვნებს.


Posted by: ვინცხა-მაღვალაკი 15 Nov 2016, 16:51
მეგობრებო, მანუალ რეჟიმით გადაღების დროს, არსებობს რამე მიახლოებითი რეკომენდებული პარამეტრები, რომელიც ამა თუ იმ ჟანრის (პეიზაჟი, პორტრეტი, მოდელი, ღამის ფოტოგრაფია და ა.შ.) ფოტოს შეესაბამება? მითხრეს, პრაქტიკაში თავად ისწავლიო, მაგრამ ვფიქრობ თეორიის ცოდნაც არ იქნება ურიგო.
ჰორიზონტის ხაზის გასწორება თვალით როგორ ვისწავლო? ფუნქციებში არსებული virtual horizon საკმაოდ მოუხერხებელია.
ასევე, დამწყებს რომელ შტატივს ურჩევდით?

Posted by: CoderiotGe 15 Nov 2016, 17:01
ვინცხა-მაღვალაკი
QUOTE
არსებობს რამე მიახლოებითი რეკომენდებული პარამეტრები,

თან კი თან არა,
მაგალითად ვარსკვლავების გადაღებისას f/3.5 დიაფრაგმაზე ვაყენებ ხოლმე iso-800 და დაყოვნებას 30 წამზე, მეტნაკლებად ნორმალური გამოდის.. ეს ღამე ბნელი ადგილიდან უმთვარეო ცაზე,
დღისით მზისით კი ძნელია თქმა ყველაფერი სინათლის ოდენობაზეა დამოკიდებული

Posted by: morixei 15 Nov 2016, 22:20
nDroid
QUOTE
თუ არსებობს მეტ ნაკლებად კომპაქტური fixed lens wide angle camera , aps სენსორით (ნუ დაახლოებით D3200-თან მიახლოებული ხარისხის სენსორი რომ ქონდეს) და ნორმალური ლინზით.

Nikon Coolpix A, Ricoh GR(II), კიდევ უფრო უკეთესი ფუჯის X100(T, S) და X70.
CoderiotGe
QUOTE
მაგალითად ვარსკვლავების გადაღებისას f/3.5 დიაფრაგმაზე ვაყენებ ხოლმე

გყოფნის f3.5 სიმკვეთრისთვის, ცოტა არაა?
ვინცხა-მაღვალაკი
ზოგადი წესია რომ პორტრეტს უხდება ღია დიაფრაგმა, პეიზაჟებს მოხურული და ა.შ. თუმცა სხვა ბევრი გარემოებებიც გასათვალისწინებელია. გრძელი ამბავია, ორ სიტყვაში ვერ ჩატევ.
დაგუგლე, უამრავი რესურსი არსებობს მსგავს საკითხზე სადაც დაწვრილებით არის გადმოცემული ნიუანსებში.
QUOTE
მითხრეს, პრაქტიკაში თავად ისწავლიო

yes.gif
ყველა ეგრე ვართ. თეორიის პრაქტიკაში გადმოტანა არაა ერთჯერადი აქტი, ეს თანმიმდევრული მუდმივი დაუსრულებელი პროცესია. მთელი მუღამიც ამაშია wink.gif

Posted by: nDroid 15 Nov 2016, 23:42
morixei
ხო.ზუსტად ეგ მოდელები ვნახე მეც.

მაგრამ შოვნა იქნება ცოტა რთული ალბათ, იბეიზე კიდე მე არ ვიცი გამოწერა.



რა მაინტერეაებს ანუ მაგთგან ყველას თუ უმეტესობას 28მმ ლინზების ექვივალენტი აქვთ და ფართოკუთხიანად მაინც ითვლება?

Posted by: CoderiotGe 16 Nov 2016, 00:18
morixei
QUOTE
გყოფნის f3.5 სიმკვეთრისთვის, ცოტა არაა?

სხვა რა გზა მაქვს, თუ დავხურავ დიდი დრო მჭირდება და ვარსკვლავები მოძრაობენ user.gif

Posted by: morixei 16 Nov 2016, 12:35
nDroid
QUOTE
რა მაინტერეაებს ანუ მაგთგან ყველას თუ უმეტესობას 28მმ ლინზების ექვივალენტი აქვთ და ფართოკუთხიანად მაინც ითვლება?

APSC-ზე იგივე 18მმ მაინც ფართო კუთხეში გადის. Ricoh GRII-ის მაგალითზე ნახე: https://www.flickr.com/search/?text=Ricoh%20GRII

პეიზაჟისა და არქიტექტურის გადასაღებად რა თქმა უნდა უმჯობესია უფრო გაშლილი კუთხე. მაგრამ ამ შემთხვევაში ალბათ ტექნიკურად ძნელია კომპაქტურ აპარატებში შესაბამის ზომებში მოაქციონ უფრო ფართო კუთხის მქონე ობიექტივები. რაც იზრდება ხედვის კუთხე მით უფრო დიდ წინა ლინზას და მთლიანად მასიურ ბლოკს ითხოვს, განსაკუთრებით თუ ფიქს ობიეტივია.

Posted by: nDroid 16 Nov 2016, 15:12
მოკლედ ბევრი განხილვების, მეგობრებში გაკითხვის და რეალური ზომების ნახვის შემდეგ, ჩამოვყალიბდი 100D-ზე.

ზომა-თაჩსქრინმა ითამაშა დიდი როლი.


სადმე თუ გაიჩითა მეორადი არ გამომაპროთ პლზ.



ნუ ახალსაც ვფიქრობ მაგრამ 1200 ლარი მეძვირება, როცა ნახმარი 5კ გარბენით - 550 ლარში იდო , პროსტა ვერ მივუსწარი sad.gif


morixei
გასგებიაა smile.gif

Posted by: nDroid 25 Nov 2016, 16:30
ვიყიდე D5100 370 ლარად კიტ ლინზით.
მეგობარს შევამოწმებინე და რავი კაიაო.


მერე wide angle ლინზასაც დავითრევ ოდესმე biggrin.gif

მადლობა რჩევებისთვის.

Posted by: CoderiotGe 25 Nov 2016, 17:27
nDroid
მშვიდობაში და ბევრ მოგზაურობაში wink.gif

Posted by: morixei 25 Nov 2016, 19:34
nDroid
QUOTE
ვიყიდე D5100 370 ლარად კიტ ლინზით.

up.gif
კარგი არჩევანია 100D-სთან შედარებით.
QUOTE
ზომა-თაჩსქრინმა ითამაშა დიდი როლი.

5100-იც საკმაოდ კომპაქტურია. თაჩსქრინით კი მაქსიმუმ 2 კვირა გაერთო smile.gif

Posted by: GeorgePx 25 Nov 2016, 22:18
Canon 1200d -სთვის რომელ ფლაშს მირჩევდით? იაფი რომ იყოს და მუშა.

Posted by: nDroid 26 Nov 2016, 00:57
მადლობა მადლობა.


დამატებითი ელემენტების ყიდვაზე რას მეტყვით?

el14 რომ მინდა გავარკვიე,

ამაზონზე არაორიგინალები 12 დოლარადაცაა და 40-მდეც ადის ორიგინალი.

რა თქმა უნდა არაორიგინალის ყიდვას ვფიქრობ.
მაგალითად wasabi შემხვდა და ეგ ბრენდი მახსოვს gopro-ს ელემენტები მაგის გვქონდა.

თქვენ ხომ არ გაქვთ გამოცდილება რომელიმე სხვა ბრედის ელემენტების ხმარების?

საქართველოში ადამიანურ ფასად ვიყიდი სადმე?

კიდობანში 100ლარამდე მითხრეს "არაორიგნალი, მაგრამ ორიგინალს რომ ჯობია"-ში biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

Posted by: CoderiotGe 26 Nov 2016, 01:57
nDroid
რავიცი 1 ბატარეა ორიგინალი მაქვს მეორეგრიფში რაც მიდევს არაორიგინალია მარა მისაღები ხარისხი აქვს,
ასე 500 გაჩხაკუნებას მიქაჩავს (ავტო პრევიუ გათიშული მაქვს)

Posted by: morixei 26 Nov 2016, 20:19
QUOTE
დამატებითი ელემენტების ყიდვაზე რას მეტყვით?

სონიზე ორივე მქონდა, ერთი ტევადობის. არა ორიგინალი შედარებით ნაკლებს ქაჩავდა. დაახლოებით წლინახევრის თავზე გარდაიცვალა. ფუჯის აკუმლატორებზეც ანალოგიური შემთხვევა იყო. პენტაქსის ყველა ორიგინალია და მეორე წელია ჯიგრულად მუშაობენ.
როგორც ჩანს ყველა ბრენდთან ერთნაირი ციტუაციაა, მშობლიურები უფრო გამძლე და ხარისხიანია ვიდრე რეპლიკანტები.

Posted by: nDroid 27 Nov 2016, 04:54
გასაგებია, გრძელვადიან პერსპექტივაში ორიგნალი ჯობს ესეიგი და ღირს ოთხამიგის გადახდა biggrin.gif
მაგრამ ძალიან გამირბის ხელი რომ, პრობლემის მოკლევადიანი გადაჭრა ავირჩიო.

აუ ეხლა რაღაც წიგნი გადმოვწერე, მენუალ მოუდები რომ დამემუღამებინა და ძალიან დავიტანჯე biggrin.gif

ვითომ ხომ მარტივია, მაგრამ თან მთელი ფილოსოფიაა ეს shutter speed iso aperture-ის ხელით დაყენება.

არადა თან მაინტერესებს, თან დროც ვერ მაქვს მაგდენი რომ ეგ ვამუღამო.


Posted by: morixei 28 Nov 2016, 20:50
QUOTE
აუ ეხლა რაღაც წიგნი გადმოვწერე, მენუალ მოუდები რომ დამემუღამებინა და ძალიან დავიტანჯე biggrin.gif

ერთ გორგოლაჭიანზე მოუხერხებელია, გაწვალდები.
დიაფრაგმის რეჟიმი და მაგის ჯანი smile.gif

Posted by: grendy 1 Dec 2016, 12:00
გამარჯობა,

მაქვს canon 700D, M42 mount-ზე რომელი იაფიანი ლინზები მიდის ჰელიოსის გარდა?

Posted by: morixei 1 Dec 2016, 19:01
grendy
გადამყვანით ნებისმიერი m42-იანი იმუშავებს.
თუ ჰელიოსის მსგავს იაფიანს გულისხმობთ, ალბათ ინდუსტარის 50mm-2 f3,5(m42-ზე). სხვა არ მახსენდება.
ძალიან კარგი ლინზაა. ამბობენ ოპტიკური სქემა ცეისის ტესარიდან გადმოიღესო. ჰელიოსივით შუქძლიერი არაა, სამაგიეროდ უკეთესი რეზოლუცია აქვს და ქრომატული აბერაციები არ გააჩნია(თითქმის).
იაფად შეიძლება სხვებსაც წააწყდეთ ებაიზე ცეისის ან პენტაქსის ტაკუმარებიდან, ოღონდ ახალივით არ იქნება.

Posted by: grendy 1 Dec 2016, 22:45
morixei
ხო რამე იაფიანი მინდა, მშრალ ხიდზე უნდა გავიდე თუ რამე აქვთ ნორმალურ მდგომარეობაში ვნახავ. გამოწერას ვაპირებდი მაგრამ ლარმა ისეთი რაღაცეები იკადრა რომ ...

Posted by: r-evolution: 7 Dec 2016, 03:25
გამარჯობათ, ამ განყოფილებაში ფოტოშოპზე არის თემა

Posted by: Levan_Lion 7 Dec 2016, 03:31
QUOTE (r-evolution: @ 7 Dec 2016, 03:25 )
გამარჯობათ, ამ განყოფილებაში ფოტოშოპზე არის თემა

r-evolution:
ჰელო... ამის მეტი არაფერია https://forum.ge/?f=59&showtopic=34119727

Posted by: r-evolution: 7 Dec 2016, 03:53
Levan_Lion

როგორ გვეტყობა რო სწავლა არ გვიყვარს :დ

მაგ თემაში ბოლო პოსტი 2013 წლის არის და რო დავპოსტო 2022 ში მიპასუხებენ up.gif

ენივეი შენ მადლობა smile.gif

Posted by: Levan_Lion 7 Dec 2016, 03:57
QUOTE (r-evolution: @ 7 Dec 2016, 03:53 )
Levan_Lion

როგორ გვეტყობა რო სწავლა არ გვიყვარს :დ

მაგ თემაში ბოლო პოსტი 2013 წლის არის და რო დავპოსტო 2022 ში მიპასუხებენ up.gif

ენივეი შენ მადლობა smile.gif

r-evolution:
ასიანი ხარ... აქაც რამდენიმე კაცი ვაქტიურობთ... მე დავანებე თავი და ეგაა მიზეზი და რავი აბა ისე... არაფრის რისი მადლობა smile.gif

Posted by: morixei 7 Dec 2016, 12:57
r-evolution:
https://forum.ge/?showforum=91

Posted by: Вeorn 21 Dec 2016, 22:08
პოლაროიდ 636-ის კასეტები სად შეიძლება ვიყიდო თბილისში? user.gif

Posted by: Levan_Lion 21 Dec 2016, 22:46
QUOTE (Вeorn @ 21 Dec 2016, 22:08 )
პოლაროიდ 636-ის კასეტები სად შეიძლება ვიყიდო თბილისში? user.gif

Вeorn
კოდაკის მაღაზიებში აქვთო ამბობენ და ძვირია ძალიანო

Posted by: გუგო 28 Dec 2016, 17:18
გამარჯობა
ვინმეს თუ შეუძლია დამეხმაროს რამდენიმე ფოტოებზე მინდა watermarkის მოშორება.
ფოტოშოპის მოდებაში არა ვარsmile.gif)

ან რამე ონლაინ პროგრამა მირჩიეთ.

Posted by: Onise_ok 29 Dec 2016, 19:41


გამარჯობა!

მოკლედ,ასეთი ამბავია. ჩემს პატარა დას უნდა ფოტოების გადაღება პროფესიონალი კამერით, მე კიდე რეჟისურისკენ მივდივარ, მოკლედ რამე ისეთი გვინდა რო კარგად გავიყოთ ორივემ ჩვენ ჩვენი სურვილებისთვის.

ჯერ მემგონი არაა არც ჩემთვის და არც მისთვის ძაან ძვირიანი კამერა საჭIრო, ამიტო შევჩერდი ამ ორ მოდელზე

Sony a3500 თუ Canon 1200D ?

რომელი სჯობს? ვიდეოს თვალსაზრისით ვნახე რაღაცეები , მაგრამ ფოტოგრაფების აზრი მაინტერესებს უფრო



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


Posted by: Levan_Lion 29 Dec 2016, 20:03
QUOTE (Onise_ok @ 29 Dec 2016, 19:41 )
გამარჯობა!

მოკლედ,ასეთი ამბავია. ჩემს პატარა დას უნდა ფოტოების გადაღება პროფესიონალი კამერით, მე კიდე რეჟისურისკენ მივდივარ, მოკლედ რამე ისეთი გვინდა რო კარგად გავიყოთ ორივემ ჩვენ ჩვენი სურვილებისთვის.

ჯერ მემგონი არაა არც ჩემთვის და არც მისთვის ძაან ძვირიანი კამერა საჭIრო, ამიტო შევჩერდი ამ ორ მოდელზე

Sony a3500 თუ Canon 1200D ?

რომელი სჯობს? ვიდეოს თვალსაზრისით ვნახე რაღაცეები , მაგრამ ფოტოგრაფების აზრი მაინტერესებს უფრო



» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Onise_ok
გაგიმარჯოს... ფოტოგრაფი არ ვარ მაგრამ ქენონის არცერთი მოდელი არ მომწონს აი ძალიან მიუღებელი ფერები აქვს ჩემთვის სონიც არ მაკმაყოფილებს ფერებში... მე ნიკონისტი და ფუჯიფილმისტი ვარ ხოდა რავიცი აბა რომელი გირჩიოთ თქვენ შეადარეთ დაუმუშავებელი ფოტოები მაგ აპარატებით და რომელიც მოგეწონება ის იყიდეთ... მე არცერთს არ ვიქონიებდი ვიყიდდი მაგალითად... და რაც მთავარია პროფესიონალური აპარატები არ არის Sony a3500 Canon 1200D ესენი

Posted by: morixei 30 Dec 2016, 06:29
Onise_ok
ურიგო არც ერთი არაა დამწყები ფოტო მოყვარულისათვის. ამ ორ მოდელში სონის უკეთესი სენსორი უდგას, 1200D-ს კი შედაებით სწრაფი პროცესორი(DIGIC4).
ვიდეო გადაღებისას სონი ჯობია. სწრაფი ფაზური ავტოფოკუსი აქვს როგორც სხვა ყველას, გინდ A(SLT) და გინდა E ბაიონეტზე.
E ბაიონეტზე არის ობიექტივების პრობლემა: არჩევანი დიდი არაა და ძვირია.
იქნებ სხვა მოდელებისთვისაც გადაგეხედათ? დაახლოებით იგივე(ახლის) ფასში ნიკონის D3300 მოდის - პირადად მაგ ორივეს მირჩენია. ან იგივე სონის a6000 - მეორადი, ცოტა მეტი ჯდება მაგრამ a3500-თან შედარებით სერიოზული დონეა.
სხვა დასხვა სისტემებს შორის პირველი არჩევანი არც ისე ადვილია, როდესაც მთავარ როლს იკავებს ობიექტივიც. მქონდა სონის აპარატი A ბაიონეტზე დიდი ხანი. საკმაო რაოდენობის ლინზები დავაგროვე, მერე შევცვალე სხვა სისტემით. "გადაბარგება" იყო ძნელი ლინზების გამო. ერთად ერთი რაზეც გული დამწყდა ეს იყო მინოლტას ლინზები.
Levan_Lion
QUOTE
ფოტოგრაფი არ ვარ მაგრამ ქენონის არცერთი მოდელი არ მომწონს

aps-c სეგმენტში მთელი 6-7 წლის მანძილზე გამოშვებული ეგზემპლიარები შეიძლება დაიყვანო მაქსიმუმ ხუთ მოდელზე, ბოლო ორ - 7D markII და 80D-საც თუ მივათვლით... ტიპიური მარკეტინგული ბოლი(ბოლო 2 მოდელს არ ეხება მაგრამ მაინც :დ). ამ პერიოდში სონიმ dslr-ების ინდუსტრიაში გადატრიალება მოახდინა, ნიკონი საერთოდ ასტრალში გავიდა givi.gif ფუჯი აგერ დღე-დღეზე ყველაზე კომპაქტურ საშუალო ფორმატს უშვებს. პანასონიკის GH სერიები კაი ხანია პროფ. კინო კამერებს ეცილებიან ვიდეო გადაღებაში.

პ.ს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: Onise_ok 30 Dec 2016, 11:24
Levan_Lion
morixei
ძალიან დიდი მადლობა!

QUOTE
დაახლოებით იგივე(ახლის) ფასში ნიკონის D3300 მოდის - პირადად მაგ ორივეს მირჩენია.

http://www.be.ge/product-146964.html

აი,ეს ვნახე, მემგონი 1 სერიით ძველია და იგივე უნდა იყოს ძირითად ასპექტებში როგორც 3300

ამის ობიექტივები და აქსესუარები უფრო ხელმისაწვდომი და მარტივი საშოვნელია ჰო?

Posted by: Levan_Lion 30 Dec 2016, 19:31
QUOTE (Onise_ok @ 30 Dec 2016, 11:24 )

http://www.be.ge/product-146964.html


Onise_ok
მაღალი ფასი აქვს სასწაულად იქნება სადმე დაბალ ფასად

Posted by: Luka211 4 Jan 2017, 21:14
user posted image ესეთი სტილის სურათების ნეკნები რო ესე გამოკვეთილადაა რამე ქვია თუ როგორ დავსერჩო ამდაგვარები givi.gif givi.gif givi.gif

Posted by: dadn 4 Jan 2017, 21:25
Luka211
გლიჯავოი კითხვაა givi.gif

მთავარია პასუხმა არ დააყოვნოს (მე არ ვიცი..).

ნეკნი მეც მიყვარს მარა შებოლილი lol.gif



Posted by: CoderiotGe 4 Jan 2017, 21:29
Luka211
რუსი სტუდენტების ტ###ური დაგუგლე boli.gif

Posted by: morixei 4 Jan 2017, 23:19
Luka211
spy.gif rolleyes.gif

https://www.google.com/search?client=firefox-b&biw=1120&bih=555&tbm=isch&sa=1&q=grilled+ribs&oq=grilled+ribs&gs_l=img.12...29153.29153.0.30352.0.0.0.0.0.0.0.0..0.0....0...1c.2.64.img..0.0.0.7uYUqdUN-lw

ამის ყურებაში მომშივდა. წავიდე რამე მოვძებნო, რა დროს ქალის ნეკნებია biggrin.gif

Posted by: Levan_Lion 4 Jan 2017, 23:46
CoderiotGe
morixei
lol.gif biggrin.gif lol.gif biggrin.gif gigi.gif givi.gif

Posted by: Luka211 5 Jan 2017, 10:30
თქვენ ხო ხალხი არ ხართ lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: kobaia 6 Jan 2017, 01:13
გამარჯობათ . კაროჩე სახში დიდი ხნის ხელუხლებელი canon 400D ვიპოვე biggrin.gif ხოდა ფლეში გაფუჭებული აქვს , და პოტოებს ზოგჯერ არ იღებს და ერორს აგდებს ნუ აგდებდა ახლა შევამოწმე და აღარ ამოუგდია მარა ნუ ალბათ დიდ შუქზე აგდებს და თუ არ გადავარესტარტე არაფერს აკეთებს . თუ იცით ამას რამე ეშველება . ხო არ ამოეწურა არებობის დრო ამ საწყალს ? ცოტა ნოსტალგიები მომაწვა და მეთქვი ავიღებ ხელში თქო და მქონდე რამის იმედი ? :დ

Posted by: Levan_Lion 6 Jan 2017, 02:27
QUOTE (kobaia @ 6 Jan 2017, 01:13 )
გამარჯობათ . კაროჩე სახში დიდი ხნის ხელუხლებელი canon 400D ვიპოვე biggrin.gif ხოდა ფლეში გაფუჭებული აქვს , და პოტოებს ზოგჯერ არ იღებს და ერორს აგდებს ნუ აგდებდა ახლა შევამოწმე და აღარ ამოუგდია მარა ნუ ალბათ დიდ შუქზე აგდებს და თუ არ გადავარესტარტე არაფერს აკეთებს . თუ იცით ამას რამე ეშველება . ხო არ ამოეწურა არებობის დრო ამ საწყალს ? ცოტა ნოსტალგიები მომაწვა და მეთქვი ავიღებ ხელში თქო და მქონდე რამის იმედი ? :დ

kobaia
მაიცა სახლში დაკარგული გქონდა რომ იპოვე? :დ არადა უცებ სანამ ბოლომდე წავიკითხე ვიფიქრე ქუჩაში ან სადმე იპოვათქო lol.gif biggrin.gif

Posted by: kobaia 6 Jan 2017, 03:46
ანუ ქუთაისში მქონდა მე თბილისში ვარ რამოდენიმე წელია biggrin.gif ჩავედი და ვნახე არც მახსოვდა თუ მქონდა biggrin.gif

Posted by: Levan_Lion 6 Jan 2017, 03:51
QUOTE (kobaia @ 6 Jan 2017, 03:46 )
ანუ ქუთაისში მქონდა მე თბილისში ვარ რამოდენიმე წელია biggrin.gif ჩავედი და ვნახე არც მახსოვდა თუ მქონდა biggrin.gif

kobaia
biggrin.gif რავი ხელოსანთან მიტანა და ფულის გადახდა თუ გიღირს და გაკეთდება ეგაა და რავი აბა

Posted by: kobaia 6 Jan 2017, 03:54
კაი მარა ხო არ დაერხევა მალე თვისით ანუ 10 წლის აპარატია მგონი და :დ არ ამოეწურება აწი ის რაცარის ამოსაწური ? : დ

Posted by: Levan_Lion 6 Jan 2017, 04:11
kobaia
აპარატი ზოგადად იბრიდება შათერი ანუ სურათების გადაღების რესურსი რომ ამოეწურება იმის მერე და თუ რამე გაუფუჭდა მაშინ თორე ახლა 50 წლის აპარატიც რო იყოს თუ მწყობრშია რა დაურხევს გარდა იმისა რაც ვთქვი? ნახე გარბენი რამდენი აქვს ბატარეა ჩაუდე წესიერი ჩიპი და ნახე რა კარგად შეამოწმე

Posted by: dadn 8 Jan 2017, 02:31
ხალხო (იაფიანი )Canon EF 50mm f-1.8 II -ის ყიდვა მინდა პორტრეტისთვის და ეს ავტოფოკუსის პრობლემა ძაან სავალალოა ?user.gif Canon 600D-ზე მინდა და ვინც იცნობს ამ ობიექტივს -ღირს ყიდვა? 50mm 1:1.4 USM - 3 ჯერ ძვირია და ალტერნატივა არის სხვა?


Posted by: morixei 8 Jan 2017, 12:48
dadn შუქძლიერი ლინზების ცდომილება არაა იმდენად ობიექტივის მიზეზი რამდენადაც აპარატის. რაც მაღალია აპარატის კლასი მით უფრო მგრძნობიარე ცენტრალური ფოკუს სენსორი უდგას და ბევრად გამართულად მუშაობს სიტემა, კიდევ მნიშვნელოვანია კროპ ფაქტორი. ამ მხრივ მაგ ორის შემთხვევაში დიდი განსხვავებას ვერ ნახავ.
QUOTE
პორტრეტისთვის

რატომ 50მმ-იანი, 85მმ ხომ არის. კროპზე ქენონებში პორტრეტისათვის ოქროს შუალედია.

Posted by: dadn 8 Jan 2017, 14:50
morixei

QUOTE
შუქძლიერი ლინზების ცდომილება არაა იმდენად ობიექტივის მიზეზი რამდენადაც აპარატის. რაც მაღალია აპარატის კლასი მით უფრო მგრძნობიარე ცენტრალური ფოკუს სენსორი უდგას და ბევრად გამართულად მუშაობს სიტემა, კიდევ მნიშვნელოვანია კროპ ფაქტორი. ამ მხრივ მაგ ორის შემთხვევაში დიდი განსხვავებას ვერ ნახავ.

ძალიან კარგი... ავიღებ იაფიან 50მმ იანს up.gif

მადლობა .

QUOTE
რატომ 50მმ-იანი, 85მმ ხომ არის. კროპზე ქენონებში პორტრეტისათვის ოქროს შუალედია.

ეგ კი მაგრამ საკმაოდ ძვირია - 300€ დან ...


Posted by: nino_nini 9 Jan 2017, 22:05
ხომ არ იცით Laboratory 25-ში როგორ უნდა მივიდე?ფეისბუქის გვერდზე ბაზალეთის ქუჩა 4 წერია,მაგრამ მაგ ნომერში კორპუსი და სილამაზის სალონია.
* * *
ან ხომ არ იცით ფირებს სხვაგან სად ამჟღავნებენ?

Posted by: I_Got_Swag 11 Jan 2017, 02:08
nino_nini
თავისუფლებაზე "დაბეჭდე ყველაფერი", პუშკინისკენ რომ უხვევ

მოკლედ, ზენიტის helios 44-2 58 ლინზა მაქვს, ნიკონზე მინდა ადაპტერით მიმაგრება.
გავიგე ფოკუსის პრობლემა აქვს ნიკონზე და მაინტერესებს:

1) სად ვიშოვო m42 mount ნიკონისთვის თბილისში
2) ვისაც გასაგიღიათ nikon + helios, რა ვუშველო

Posted by: nino_nini 13 Jan 2017, 01:03
QUOTE (I_Got_Swag @ 11 Jan 2017, 02:08 )
nino_nini
თავისუფლებაზე "დაბეჭდე ყველაფერი", პუშკინისკენ რომ უხვევ


მადლობა

Posted by: Kattarina 17 Jan 2017, 12:07
გამარჯობა ფოტომანებო

გვინდა სტუდიის დაქირავება თავისი აპარატურით და განათებით, ფოტოგრაფი ჰყავთ.
სტუდიის არჩევის მხრივ პრობლემა ისაა რომ იგეგმება მოცეკვავეთა ჯგუფის გადაღება, შესაბამისად დიდი ფართობია საჭირო.

რომელ სტუდიებს მირჩევდით?

პ.ს. თვითონ საცეკვაო დარბაზში გადაღებაც განიხილება, მაშინ განათების გაქირავება თუ შესაძლებელია სადმე.
პ.პ.ს. მაინც სტუდია ჯობს მგონი ))))))

Posted by: CoderiotGe 17 Jan 2017, 13:46
Kattarina
ესენი აქირავებენ განათებებს http://www.videoscope.ge/
სტუდიაც მიქირავია ერთხელ მაგრამ სახელს ვერ ვიხსენებ, წერეთელზეა პანთეონის წინ ახალ შენობაში

Posted by: Rapanui 18 Jan 2017, 19:05
I_Got_Swag
QUOTE
1) სად ვიშოვო m42 mount ნიკონისთვის თბილისში

კიდობანში, ნულ სართულზე. ერთი ციცქნა მაღაზიაა ფოტო-აქსესუარების. ალბათ ექნებათ, რადგან მანდ გადამყვანი ვიყიდე ნიკონის ბაიონეტიდან ქენონისაზე (ვივიტარი მაქვს ნიკონის ბაიონეტით და ქენონის კამერა). იქ ისეთი ლაბირინთებია, ვერც კი იტვი სადაა კონკრეტულად - უნდა დაიარო და მოძებნო.




Posted by: davitabarca 25 Jan 2017, 22:35
შერიძლიათ მითხრათ ქენონზე გარბენის გაგება როგორ ხდება?

Posted by: Levan_Lion 26 Jan 2017, 02:51
QUOTE (davitabarca @ 25 Jan 2017, 22:35 )
შერიძლიათ მითხრათ ქენონზე გარბენის გაგება როგორ ხდება?

davitabarca
რომელი ქენონი გაქვს?

Posted by: davitabarca 26 Jan 2017, 12:51
Levan_Lion
ჯერ არ მაქვს ყიდვას ვაპირებ
60დზე მიდგას თვალი

Posted by: Levan_Lion 26 Jan 2017, 16:35
QUOTE (davitabarca @ 26 Jan 2017, 12:51 )
Levan_Lion
ჯერ არ მაქვს ყიდვას ვაპირებ
60დზე მიდგას თვალი

davitabarca
ჰოდა შეამოწმე ამ პროგით https://www.camerashuttercount.com/

Posted by: lfgmhal 26 Jan 2017, 18:09
ფოტოგრაფიის შესწავლა მინდა და რას მირჩევთ რა და როგორ ვქნა?

Posted by: Levan_Lion 26 Jan 2017, 18:17
QUOTE (lfgmhal @ 26 Jan 2017, 18:09 )
ფოტოგრაფიის შესწავლა მინდა და რას მირჩევთ რა და როგორ ვქნა?

lfgmhal
უნდა იარო კურსებზე

Posted by: dadn 27 Jan 2017, 13:22
ეს მათთვის ვისაც რუსული ესმის და კურსებზე სიარული ეზარება biggrin.gif

აზრზე მოსაყვანად მგონი საკმაოდ კარგად და გარკვეულად აქვს ახსნილი ..

Posted by: neMile 11 Feb 2017, 19:15
მქონდა 50მმ 1.8 კარგად ვიხმარე ხოდა ახლვა ვფიქრობ შეძენაზე ან 50მმ ისევ ოღონდ 1.4 ან 85მმ 1.8 ხოდა რომელი ჯობს?

Posted by: morixei 12 Feb 2017, 00:18
neMile
f1.4 უფრო მისაღებია რიგ შემთხვაში ვიდრე 1.8, მაგრამ მეორე მხრივ შენს ადგილას ტელევიკზე 85მმ-ზე ვიფიქრებდი. განსაკუთრებით თუ კროპი გაქვს და პორტრეტულ გადაღებაზე ფიქრობ, თან 50მმ 1.8 უკვე გქონია smile.gif
ყველას თავისებური ინტერესი აქვს და სიტუაციიდან გამომდინარე ირჩევს ობიექტივს. ზოგისთვის ზუმით მუშაობა უფრო პრაქტიკულია, ზოგიც ფეხით ზუმავს.
სხვა და სხვა ფიქსები მაქვს და მათ შორის ჩემთვის ყველაზე საინტერესო 70მმ-იანი აღმოჩნდა. ფაქტიურად ნომერ პირველი გახდა, იშვიათად რომ სხვათი ჩავანაცვლო ხოლმე.

Posted by: ლაბარნა 17 Feb 2017, 21:21
ფოტოაპარატი "კანონი" EOS 100D თუ ვარგა დამწყებისთვის? ხომ არ იცნობთ ვინმე ამ მოდელს, რა ღირსებები და რა ნაკლი აქვს?

აი ამგვარი ანოტაცია ეწერა ინტერნეტში: მაღალი ხარისხის ფოტოსურათები. მაღალკომპაქტური, ყველგან იოლად სატარებელი ციფრული ერთლინზიანი რეფლექტორული კამერა, იღებს 18-მეგაპიქსელიან ფოტოებს და მაღალი გარჩევადობის ვიდეოს. სწრაფი ოპერირება შეუძლია, გააჩნია ოპტიკური ხედმძებნი და ავტომატური ფუნქციები. იოლად პასუხობს ღილაკებზე, აქვს საკმაოდ დიდი თაჩსქრინი.


Posted by: komate 19 Feb 2017, 22:45
ძველი ფედ2 ფოტოაპარატი მაქვს და ვინმეს ვერ მიმასწავლით რო შევახედო იმუშავებს თუ არა და როგორ უნდა ვიხმარო მაგას მასწავლის თუ არა?

Posted by: gig@@@ 21 Feb 2017, 14:25
ფოტოაპარატი ვიყიდე და მოყვა Camelion ს დამტენი AA და AAA ზომის ბატარეებისთვის ტენის მხოლოდ NiMH ტიპის ბატარეებს
ჩვეულებრივად 220 ვოლტზე მუშაობს ანუ ასეთია http://www.sv-line.com/catalog/category_276911_item_128.html

მაგითი ვტენი ფოტო აპარატის NiMH ბატარეებს 2700 მილიამპერიანებს

output აქვს 1.4 ვოლტი 150 მილი ამპერი და ცოტა არაა ეს 2700 მილი ამპერინი ბატარეებისთვის ?

დავაკვირდი და ძალიან ნელა ტენის 12 საათი და მეტი ხანი უნდება დატენას

მეზობელმა მათხოვა ბატარეების დამტენი და იმან უფრო მალე დატენა სადღაც 5 საათში აქვს 1.4 ვ 300 მ.ა დამტენში ძვირი მისცა სადღაც 70 ლარამდე


რამე უკეთეს ვარიანს ვერ მირჩევთ მაგალითად 1.4 ვ და 500 მ.ა რომ ვიყიდო ბატარიას ხო არ გააფუჭებს ?

Posted by: nika_morbe 28 Feb 2017, 15:20
canon 60d vs 650d ზე რას მეტყვით რომელი ჯობია ვიყიდო, სენსორი ერტნაირი აქვთ

Posted by: CoderiotGe 28 Feb 2017, 16:24
nika_morbe
650D სამოყვარულოა და შესაბამისად იაფიც ღირს
60D ნახევრად პროფია და შესაბამისად იგივე ფასად მეტი გარბენი ექნება

Posted by: morixei 28 Feb 2017, 20:10
gig@@@
QUOTE
output აქვს 1.4 ვოლტი 150 მილი ამპერი და ცოტა არაა ეს 2700 მილი ამპერინი ბატარეებისთვის ?

კი ცოტაა. ძლიერი გჭირდება.
QUOTE
რამე უკეთეს ვარიანს ვერ მირჩევთ მაგალითად 1.4 ვ და 500 მ.ა რომ ვიყიდო ბატარიას ხო არ გააფუჭებს ?

ვოლტაჟი იგივე აქვს და არ გააფუჭებს. მთავარი ამპერაჟია, რაც მეტი მით უკეთესი.

nika_morbe
QUOTE
canon 60d vs 650d ზე რას მეტყვით რომელი ჯობია ვიყიდო, სენსორი ერტნაირი აქვთ

რომლისკენაც გული გაგიწევთ smile.gif
QUOTE
650D სამოყვარულოა და შესაბამისად იაფიც ღირს
60D ნახევრად პროფია და შესაბამისად იგივე ფასად მეტი გარბენი ექნება
+1


Posted by: nika_morbe 28 Feb 2017, 21:54
morixei
CoderiotGe
და სურათის ხარისხზე რასმეტყვით? რავი ზოგი მეუბნება 650 აიფონისნაირად იგებს ო biggrin.gif არიყიდოო, არადა ამდროს ერტნაირი სენსორი აქვს.

საერთოდ 1000 ლარამდე მინდა ქენონის რამე აპარატი თუ სხვა ვარიანტი იცით მითხარით

Posted by: CoderiotGe 28 Feb 2017, 22:28
nika_morbe
QUOTE
და სურათის ხარისხზე რასმეტყვით? რავი ზოგი მეუბნება 650 აიფონისნაირად იგებს ო  არიყიდოო, არადა ამდროს ერტნაირი სენსორი აქვს.

საერთოდ 1000 ლარამდე მინდა ქენონის რამე აპარატი თუ სხვა ვარიანტი იცით მითხარით

არ დაუჯერო, აიფონზე ბევრად უკეთესად იღებს 650d, მე ქენონისტი არ ვარ მაგრამ მეგობარს ვაყიდინე და ერთად გავტესტეთ..
მაგ ორს შორის სენსორი იგივეა კი ზომითაც და მეგაპიქსელებითაც, სურათის ხარისხში განსხვავება არ გექნება, არჩევანი მაინც შენზეა:
1) თუ საოჯახო / სამოგზაურო კამერა გინდა რომ უბრალოდ სამახსოვოდ გადაიღო ფოტოები, 650დ იყიდე, პატარაცაა, მსუბუქიც, შედარებით ახალიც და იაფიც
2) თუ ფოტოგრაფიაში რაიმე გეგმები გაქვს და უნდა განვითარდე 60დ გირჩევნია

Posted by: nika_morbe 28 Feb 2017, 23:10
CoderiotGe
აჰამ მადლობა მეორე ვარიანტი მაქვს გეგმაში :დ

Posted by: forum_irakli 12 Mar 2017, 22:18
შტატივის ყიდვა მინდა სახლისთვის და შეიძლება გარეთაც გადავიღო, ასე ვთქვათ გასართობად, რას უნდა მივაქციო ყურადღება? ერთი მითხრეს რომ წონას? კიდე რაას? კილონახევარს რომ იწონის ნორმალურია გარეთ გადასაღებად? ქარი ხო არ წაიღებს?

Posted by: Tzameti13 13 Mar 2017, 20:31
გამარჯობათ , Nikon D3100- ის ყიდვას ვფიქრობ 300-400 ლარის ფარგლებში არის რაც ვნახე ყველა. როგორც გადავხედე ამ ფასში ყველაზე კაი Nikon D3100 არის..

თქვენგანაც მაინტერესებს ღირს თუ რა...

მადლობა წინასწარ

Posted by: sti228 15 Mar 2017, 18:40
გამარჯობათ. დამწყებისთვის 600-700 ლარის ფარგლებში, რომელ მოდელებს მირჩევთ (მეორადის ყიდვა მინდა).

Canon EOS 650D და Nikon D5200 ვნახე ამ ფასებში. სხვა ვარიანტებიც ხომ არ იცით ?

Posted by: Levan_Lion 15 Mar 2017, 18:54
QUOTE (sti228 @ 15 Mar 2017, 18:40 )
Nikon D5200

sti228
მე ამას გირჩევ

Posted by: sti228 16 Mar 2017, 17:27
Levan_Lion

QUOTE
მე ამას გირჩევ

მადლობა. D5200 და D5300 შორის არის რამე დიდი სხვაობა ? ყოველ შემთხვევაში მე რაც ვნახე D5200 დამწყებისთვის იდეალური ვარიანტი ჩანს.


Posted by: Levan_Lion 16 Mar 2017, 20:10
sti228
არაფრის... მეგობარს აქვს დ5100 და კარგ სურათებს იღებს ეგ წინამორბედი მოდელები უფრო კარგია თავისთავად აი სხვაობები აქ შეადარე

https://www.dpreview.com/search/?query=nikon%20d5200&product=nikon_d5200

https://www.dpreview.com/search?query=nikon%20d5300


Posted by: Cosmonomad 16 Mar 2017, 20:19
კეთილო ხალხო, რამე კარგი ონლაინ საიტი არ იცით, სადაც თმაზე ფერის შეცვლის ფუნქია იქნება უმაღლეს დონემდე დახვეწილი :დ შეღებვა მინდა და რამდენიმე ფერი მაინტერესებს, გატესტვა მინდა :'(

Posted by: pankisa777 17 Mar 2017, 16:35
გამარჯობათ მეგობრებო.ამ ორი აპარატიდან რომელს მიანიჭებდით უპირატესობას?
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10556666/
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10557430/
შეიძლება სხვადასხვა კლასია,ვერ ვერკვევი კარგად sad.gif
მეორე ვარიანტია აქედან ავირჩიო:
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10557455/
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10552361/

Posted by: Levan_Lion 17 Mar 2017, 17:22
pankisa777
დაბალი მონაცემებისაა ნიკონ დ3100 მაგრამ ქენონებს მირჩევნია

Posted by: pankisa777 17 Mar 2017, 22:58
Levan_Lion
გაიხარე ძმაო smile.gif

Posted by: Levan_Lion 17 Mar 2017, 23:00
QUOTE (pankisa777 @ 17 Mar 2017, 22:58 )
Levan_Lion
გაიხარე ძმაო smile.gif

pankisa777
smile.gif smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

Posted by: IKA084 19 Mar 2017, 19:13
მოგესალმებით! ბევრი ინფორმაცია წავიკითხე და საბოლოოდ მაინც ვერ ჩამოვყალიბდი ჭეშმარიტებაში.
ამჟამად ნიკონის კროპ კამერა მაქვს D5500. ვაპირებ მომავალში ფულ-ფრეიმზე გადასვლას, შესაბამისად ლინზების შეძენისას FX-ზე მინდა გავაკეთო აქცენტი. კითხვა ასეთია: ერთი და იგივე ფოკუსური მანძილის FX და DX ლინზა როგორ წარმოაჩენს თავს DX კამერაზე? ვიცი რომ ამ შემთხვევაში კამერის კროპ სენსორი მხოლოდ ცენტრალურ წრეს გამოიყენებს FX ლინზიდან, სადაც ლოგიკურად უფრო მეტი სიმკვეთრეა ვიდრე კუთხეებში. ზოგი ამბობს პირიქით უკეთესია ხარისხისთვისო, ზოგიც პირიქით ამბობს DX კამერისთვის DX ლინზა ოპტიმალურია ოპტიკური სქემის თვალსაზრისითო. ფასიც და წონაც რო უგულებელვყოთ, რომელი იქნება უფრო უკეთესი DX კამერაზე?

Posted by: morixei 20 Mar 2017, 12:19
IKA084
QUOTE
ვიცი რომ ამ შემთხვევაში კამერის კროპ სენსორი მხოლოდ ცენტრალურ წრეს გამოიყენებს FX ლინზიდან, სადაც ლოგიკურად უფრო მეტი სიმკვეთრეა ვიდრე კუთხეებში.

ზოგადად ასეა. ცალკეულ შემთხვევაში კი რეზოლუცია მაინც კონკრეტული ობიექტივის ოპტიკურ ხარისხზეა დამოკიდებული. სრული ფორმატის ლინზები განსხვავებულად მუშაობს კროპზე, ზოგში სიმკვეთრე ცენტრირებულია, ზოგიც მთელ კადრზე დამაკმაყოფილებელ შედეგს იძლევა.

QUOTE
ფასიც და წონაც რო უგულებელვყოთ, რომელი იქნება უფრო უკეთესი DX კამერაზე?

QUOTE
ვაპირებ მომავალში ფულ-ფრეიმზე გადასვლას,

მომავლისთვის რა თქმა უნდა ჯობია FX დაარეზერვოთ smile.gif
შეიძლება ვცდები, მაგრამ არ გამიგია ნიკონის DX ლინზები ვინეტირების გარეშე მუშაობდეს სრულ ფორმატზე.

Posted by: IKA084 20 Mar 2017, 15:18
morixei
DX ლინზის ხმარებას არც კი ვფიქრობ FX-ზე, აი პირიქით უფრო მაინტერესებს და ერთ რამეში მინდა დავრწმუნდე, მაგალითად 35mm f/1.8 DX ლინზა და იგივე 35mm f/1.8 FX როგორ შედეგებს მომცემს კროპ აპარატზე.
ეს იმიტო რო FXზე გადასვლას ვფიქრობ 2 წელი კიდევ მაინც მოვანდომებ, შესაბამისად თუ მისი ფორმატის ლინზა კროპზე ცუდათ ან სრული პოტენციალით არ იმუშავებს, მაშინ მირჩევნია ისევ DX ლინზა ვიყიდო და ვისარგებლო ნორმალურად ეს 2 წელი

Posted by: morixei 20 Mar 2017, 18:41
IKA084
თქვენ კონკრეტული ტესტები გჭირდებათ, ინტერნეტში თუ მოიძიებთ.
მაგალითისთვის შეიძლება ესეც გამოდგეს:
https://www.dxomark.com/Lenses/Nikon/Nikon-AF-S-NIKKOR-35mm-F18G-ED-mounted-on-Nikon-D500---Measurements__1061
https://www.dxomark.com/Lenses/Nikon/AF-S-DX-NIKKOR-35-mm-f-1.8G-mounted-on-Nikon-D500---Measurements__1061
D500-ზე FX მაინც ჯობნის.

QUOTE
DX ლინზის ხმარებას არც კი ვფიქრობ FX-ზე

პენტაქსის DA(კროპ) ობიექტივების უმეტესობა კარგად მუშაობს სრულ ფორმატზე. შეიძლება ნიკონებშიც იყოს მსგავსი ანალოგი smile.gif

Posted by: IKA084 21 Mar 2017, 04:01
morixei
გმადლობთ ყურადღებისთვის.

QUOTE
პენტაქსის DA(კროპ) ობიექტივების უმეტესობა კარგად მუშაობს სრულ ფორმატზე. შეიძლება ნიკონებშიც იყოს მსგავსი ანალოგი 

სრულზე რეზოლუცია მაინც შემცირდება და არ ღირს ჩემი აზრით.

Posted by: ვივიანა 3 Apr 2017, 20:42
ხომ არ იცით პროგრამა რომელიც სურათს ესეთ გაჩხაპნილებს უკეთებს ?
http://www.radikal.ru

Posted by: I_Got_Swag 10 Apr 2017, 22:52
ვივიანა
ბევრია, snapseed მაგალითად



ფოტოგრაფის მომსახურება 1 ან 1.5 საათი რა დამიჯდება? ფასები დაწერეთ

Posted by: CoderiotGe 10 Apr 2017, 23:35
I_Got_Swag
QUOTE
ფოტოგრაფის მომსახურება 1 ან 1.5 საათი რა დამიჯდება? ფასები დაწერეთ

გააჩნია რას იღებ, ფოტოგრაფსაც გააჩნია

Posted by: deep purple_in rock 12 Apr 2017, 15:02

მეგობრებო შეიძლება არასწორად ვწერ მარა კამერის შუმავიკის გუბკა ხოარ გაქვთ ვინმეს ან ხოარ იცით სად შეიძლება ყიდვა , ძალიან მჭირდება

Posted by: ქართლოსი 21 Apr 2017, 19:26
სათვალეზე რო ყენდება ესეთ კამერას რა ქვია ??

https://www.google.com/search?q=sunglasse%27s++camera&safe=active&client=opera&tbm=isch&tbs=rimg:CeaZbwdeyHdsIjh71d04OifDHL62y1dz-jXqGe4nNyEqnG0XIDS82SlBkkBzjJQE7Cpx_1KAk65XE5VFoMhHezx6SVSoSCXvV3Tg6J8McETo1JGQy63EWKhIJvrbLV3P6NeoRkqNb2N3KqnwqEgkZ7ic3ISqcbRHp_1bcyMuL48CoSCRcgNLzZKUGSEU-2D2cl6dXQKhIJQHOMlATsKnERsSHXuvsirWMqEgn8oCTrlcTlUREbtUOqL31_13CoSCWgyEd7PHpJVES_1aPLbXd3em&tbo=u&sa=X&ved=0ahUKEwj2xujR67XTAhXD1RQKHe55C68Q9C8IGw&biw=1366&bih=660&dpr=1#imgrc=9nc36kjvfHj0CM:

Posted by: morixei 21 Apr 2017, 19:29
ქართლოსი
მგონი ეგრე ქვია როგორც დაგუგლე smile.gif

Posted by: giojavaxa 30 Apr 2017, 19:58
პოლაროიდის ფირები სად შეიძლება ვიყიდო, ვინმემ თუ იცით, დამეხმარეთ რა.

Posted by: Levan_Lion 30 Apr 2017, 20:02
QUOTE (giojavaxa @ 30 Apr 2017, 19:58 )
პოლაროიდის ფირები სად შეიძლება ვიყიდო, ვინმემ თუ იცით, დამეხმარეთ რა.

giojavaxa
კოდაკშია მარა არ ვარგაო ამბობენ და თან კატასტროფულად ძვირებიაო... გამოწერა სჯობს

Posted by: giojavaxa 30 Apr 2017, 20:47
Levan_Lion
რომლის გამოწერა ჯობია ხომ ვერ მეტყვი ?

Posted by: Levan_Lion 30 Apr 2017, 23:44
giojavaxa
რომელი პოლაროიდისთვის გინდა მგონი ყველა ყველაზე არ მიდის... ადრე მქონდა მე Polaroid 636 CloseUp ეს მოდელი და თუ სწორად მახსოვს ამ კასეტებს ვდებდით

http://www.ebay.com/itm/2-packs-POLAROID-600-FILM-in-Original-sealed-box-10-photos-each-/262951155655?hash=item3d391c37c7:g:6RQAAOSwNnRYmlpA

10 ცალიანი კასეტა იყო მოკლედ და ახლა არ ვიცი რა რომელი როგორ მიდის და ვარგა

Posted by: morixei 7 May 2017, 12:09
ON1 Effects 10.5 ვერსიაზე აქციაა. მოასწარით სანამ უფასოა smile.gif

https://www.on1.com/promo/0517-effects/

Posted by: Don_Bandolero 10 May 2017, 18:37
მოგესალმებით,

მოყვარული ვარ და ბევრი არც გამეგება ფოტოაპარატების. ნიკონ დ5100 ვიყიდე ორი წლის წინ და ნუ მე ვკაიფობდი რა. მაქსიმუმ 2000 სურათი მაქვს გადაღებული :დ.

ეხლა ეგ აპარატი გავაჩუქე და მინდა ახალი ვიყიდო. ვფიქრობ დ7000-იან მოდელებზე (დ7100 დ7200 დ7500). თუ მირჩევთ? და მაგაზე უკეთესი, ოღონდ ცოტათი ძვირიანი რომელია ნიკონში? მართალია პროფესიონალი არ ვარ მარა მაინც კარგი კამერის ყიდვა მინდა და დამეხმარეთ რა. სადღაც 1300 დოლარის ფარგლებში.

Posted by: Xashursky 26 May 2017, 12:17
heeelp

https://forum.ge/?showtopic=34233812&view=findpost&p=50634848

Posted by: tako-tako-tako 27 May 2017, 12:31
მეგობრებო, მჭირდება აპარატის ხელოსანი. დავარდნის შედეგად კამერას გაეჭედა, ან გაუტყდა ლინზა. მენიუ მუშაობს ჩვეულებრივად მაგრა როცა გადაღება მინდა ლინყა არ გამოდის და წერს რომ მოაშორეთ დაბრკოლებაო. ფუჯიფილმის კამერაა უსარკო. თუ იცით ვინმე კარგი ხელოსანი გთხოვთ მირჩიოთ. პ.ს. ფასიც თუ იცით ლინყის შეკეთების ან გამოცვლის ეგეც მითხარით. მადლობა წინასწარ

Posted by: gabro777 27 May 2017, 14:46
ამხანაგებო


ფირიანებში ვინებიც ერკვვევით
იქნებ მითხრათ, რომელიც საბჭოთა ფოტოაპარატი ვიყიდო?
ებაიდან გამოწერა ჯობია თუ აქ ყიდვა მშრალ ხიდზე?

Posted by: Katutu 27 May 2017, 15:06
gabro777

მშრალ ხიდზე. გაცილებით იაფშიც გახვალ და თან აგიხსნიან იქვე ყველაფერს smile.gif
ფედი იყიდე, ან ზენიტ ტტლ, კიევ 6ც, ვილია ავტო
არჩევანი დიდია მაგრამ რას მონახავ ხიდზე არ ვიცი biggrin.gif

Posted by: gabro777 27 May 2017, 15:33
Katutu

არა ჰო, ვიყავი მანდ გუშინ და შევათვალიერე
მაგრამ უბრალოდ მეშინია მაქედან ყიდვის რომ არ მომატყუონ და ნახევრად გაფუჭებული არ შემომტენონ, თუმცა რავი, არის მაგის შანსი?

ებაიზე საკმაოდ კაი ტიპი გავაძრე, მარტო მსგავს აპარატებს ჰყიდის, და + ხალხის 98%-იც კმაყოფილია
და რავი

ფასები ნორმალურია, ადეკვატური ასე ვთქვად

Posted by: Katutu 27 May 2017, 17:37
gabro777
იბეიზე ყოველთვის უფრო ძვირია smile.gif
მშრალ ხიდზე მონახე უკრაინელი ტიპი ვინც ყიდის, ბევრი აპარატი უდევს წესით და ეგ არ მოგატყუებს smile.gif

Posted by: gabro777 27 May 2017, 18:50
Katutu

კარგი

მადლობები

<3

Posted by: xx3xx 30 May 2017, 20:22
RW2 გაფართოება როგორ გავხსნა ვინდოუს 7ზე ? ან JPEG როგორ გადავიყვანო ისე რო ხარისხი არ დაეკარგოს?

Posted by: morixei 30 May 2017, 21:52
xx3xx
QUOTE
RW2 გაფართოება როგორ გავხსნა ვინდოუს 7ზე ? ან JPEG როგორ გადავიყვანო ისე რო ხარისხი არ დაეკარგოს?

RAW კონვერტორით(ნებისმიერი) გადაიყვან jpeg-ში. პანასონიკს თავისი საფირმოც ექნება, მაგათ საიტზე ნახე.
პირდაპირ ნახვა თუ გინდა Faststone Image Viewer-ში გახსენი, მგონი ყველაზე კარგი პროგრამაა სურათების დასათვალიერებლად.

Posted by: xx3xx 31 May 2017, 21:07
QUOTE (morixei @ 30 May 2017, 21:52 )
xx3xx
QUOTE
RW2 გაფართოება როგორ გავხსნა ვინდოუს 7ზე ? ან JPEG როგორ გადავიყვანო ისე რო ხარისხი არ დაეკარგოს?

RAW კონვერტორით(ნებისმიერი) გადაიყვან jpeg-ში. პანასონიკს თავისი საფირმოც ექნება, მაგათ საიტზე ნახე.
პირდაპირ ნახვა თუ გინდა Faststone Image Viewer-ში გახსენი, მგონი ყველაზე კარგი პროგრამაა სურათების დასათვალიერებლად.

არ აქვს პანასონიკს თავისი საფირმო, Faststone Image Viewer ეს კიდე კონვერტერი კი არა საერთოდ ვერ ხსნის RW2 გაფართოებას

Posted by: morixei 1 Jun 2017, 02:48
xx3xx
QUOTE
არ აქვს პანასონიკს თავისი საფირმო

ეტყობა კარგად არ გიძებნია smile.gif
პროგრამა არა, მარა კოდეკი აქვს - Lumix raw codec ამ სახელით დაგუგლე.
ინსტალირების მერე წესით ვინდოუსმაც უნდა დაინახოს.
QUOTE
Faststone Image Viewer ეს კიდე კონვერტერი კი არა საერთოდ ვერ ხსნის RW2 გაფართოებას

არ მითქვია რომ კონვერტორია, თუმცა ესეც შეუძლია. nef, arw, pef, dng - რაც მიცდია, rw2 არ მქონია. არა და უწერია მხარდაჭერაში.
თუ არა და გავრცელებული ბრენდული სოფტები მოსინჯე: lightroom, Camera raw, C1, Silkypix რომელიმე მაინც გახსნის.

Posted by: suiciderspoon 1 Jun 2017, 15:27
ხომ არ იცით ვიდეოფირის გაციფრულებას რომ აკეთებდეს, ვინმე სანდო პირი, ვინც გამოგიცდიათ საქმეში?

ბავშვობის ვიდეოები მაქვს და პირველივე შემხვედრს ვერ ვანდობ :ს

Posted by: xx3xx 1 Jun 2017, 20:37
QUOTE (morixei @ 1 Jun 2017, 02:48 )
xx3xx
QUOTE
არ აქვს პანასონიკს თავისი საფირმო

ეტყობა კარგად არ გიძებნია smile.gif
პროგრამა არა, მარა კოდეკი აქვს - Lumix raw codec ამ სახელით დაგუგლე.
ინსტალირების მერე წესით ვინდოუსმაც უნდა დაინახოს.
QUOTE
Faststone Image Viewer ეს კიდე კონვერტერი კი არა საერთოდ ვერ ხსნის RW2 გაფართოებას

არ მითქვია რომ კონვერტორია, თუმცა ესეც შეუძლია. nef, arw, pef, dng - რაც მიცდია, rw2 არ მქონია. არა და უწერია მხარდაჭერაში.
თუ არა და გავრცელებული ბრენდული სოფტები მოსინჯე: lightroom, Camera raw, C1, Silkypix რომელიმე მაინც გახსნის.

მადლობა გენაცვალე <3 ვცდი ეხლა

Posted by: morixei 1 Jun 2017, 22:23
xx3xx
LUMIX RAW Codec software
http://av.jpn.support.panasonic.com/support/global/cs/dsc/download/raw/

ახლა ვნახე, მაიკროსოფტსაც ქონია კამერის კოდეკები ბრენდული ფორმატებისთვის:
https://www.microsoft.com/en-us/download/details.aspx?id=26829

Posted by: playful 7 Jun 2017, 17:32
გამარობა მჭირდება რამე ძაან მარტივი Photo editing დამილინკეთ რამე უფასო
მადლობა

Posted by: expansiona 8 Jun 2017, 16:43
საქართველოში სადმე არის ლინზების მაღაზია? სად შეიძლება ყველაზე ნორმალური არჩევანი იყოს?

Posted by: morixei 8 Jun 2017, 20:43
expansiona
მგონი ესაა ყველაზე მარტივი, პირდაპირ ონლაინში ამუშავებ:
https://www.befunky.com/features/photo-editor/


Posted by: WUDU 13 Jun 2017, 11:54
თბილისში არის ვინმე, ვინც სენსორს და კამერას გაწმინდავს?

Posted by: lotreki 16 Jun 2017, 15:52
https://zoommer.ge/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/nikon/nikon-d5300-af-p-18-55-vr-kit.html
ეს ასეთი იაფი რატომ ღირს?

Posted by: Katutu 17 Jun 2017, 00:33
lotreki
600 დოლარია ამის ფასი და კიდევ კაი ძვირი ადევს აქ smile.gif

Posted by: lotreki 17 Jun 2017, 08:05
QUOTE (Katutu @ 17 Jun 2017, 00:33 )
lotreki
600 დოლარია ამის ფასი და კიდევ კაი ძვირი ადევს აქ smile.gif

600 დოლარი 1440 ლარია ისედაც smile.gif ელიტ ელექტრონიქსში 2020 ლარი ღირს და გამიკვირდა ამხელა განსხვავება

Posted by: Katutu 20 Jun 2017, 09:41
lotreki
ელიტ ელექტრონიქსში რაც თავი მახსოვს სულ ასეთი გაბერილი ფასებია
და ზუმერზე რომ დადე ლინკი და ასეთი იაფიო მაგაზე ვთქვი რომ 600 დოლარი ღირს მაქსიმუმ ეგ და..smile.gif

Posted by: gabro777 9 Jul 2017, 21:01
ხალხო მაიმარკეტზე
მეორადი ციფრული რომ ვიყიდო

დიდი შანსია რომ ნაგავი ან გაფუჭებული შემომტენონ?
ესე 400-500 ლარის ფარგლებში

Posted by: Katutu 10 Jul 2017, 09:00
gabro777
თან ძალიან დიდი შანსი yes.gif

Posted by: gabro777 10 Jul 2017, 12:06
Katutu
QUOTE
თან ძალიან დიდი შანსი

ეუფ
კაი და ვაგზალზე რომ მაღაზიებია?

ან სად ვიყიდო, ებაიდან ?

ან რავიცი, ან რავი მაგ ფასში ახალს ვერ დავითრევ? ნახევრად პროფესიონალური მაინც რომ იყოს, თან დამწყები ვარ


sad.gif

Posted by: Cosmonomad 15 Jul 2017, 21:41
მეგობრებო, ფოტოაპარატის (ზუსტად ეს მოდელია, რაც ფოტოზე) ნაწილი, რომელიც წითლადაა აღნიშნული, შეიძლება რომ სადმე ვიყიდო, ან გამოვწერო?

Posted by: aca baca banci bunca 16 Jul 2017, 01:05
lotreki
თუ ძაან დიდი მნიშვნელობა არ აქვს ფოტოაპარატის მოდელს, ალტაში შეიარე, დაიაფება იციან ხოლმე მაგათმა.



აქვე დავწერ ვყიდი ამ ობიექტივს http://www.ebay.com/itm/TAMRON-AF-LD-ASPHERICAL-28-200mm-For-CANON-EOS-/152559590626?hash=item2385429ce2:g:8fAAAOSwImRYFAHA მტვერი არაა შესული, სუფთად შენახულია, ყველა წესის დაცვით, ორივე ხუფი მიფარებული აქვს ბნელ ადგილას ჯურღმულში ინახება. :დ ხოო და თუ ვინმეს გინდათ იაფად მოგყიდით, ან გადაგიცვლით ფირიან კამერაში და კამერას გააჩნია, ცოტა ფული დამიმატეთ თუ რამეა. sleep.gif

Cosmonomad
ფოტოტექნიკის ჯგუფი როა ფბზე მანდ ყიდიან ხოლმე მაგდაგვარ რამეებს. ჩემ კამერას ეგ შევუცვალე პირველი, თვალს მატკიებდა და რბილი და ფაფუკა დავუყენე. მარა ახლის რა მოგახსენო, ისიც სხვა კამერიდან იყო მოხსნილი. პროსტო ჩემი რაღაც მოპლასტმასო იყო, კვალდასავით უხეში. facepalm.gif

gabro777
QUOTE
ესე 400-500 ლარის ფარგლებში

30000 ფოტო მქონდა გადაღებული და 600 ლარად გავყიდე დაახლოებით 6 წლის წინ ქენონი 1100 დ. ხო და იავცი მაშინ ეგ აპარატები აქ 1000დან 1100 ლარამდე ღირსა, ნუ მანდ მერყეობდა ფასი. ხო და შემთხვევას გააჩნია.

ოჰ მოხსენი ლინზა ჩაიხედე და შენით მიხვდები რა პატრონი ხმარობდა და როგორ. მძ...რი როა ჩასული და ჩაქვავებული, ის 2 თვის ნახმარიც რომ იყოს არ უნდა იყიდო. არც პროფესიონალისგან არ იყიდო. ეგენი ვაბშე მაგრები არიან, მილიონ ფოტოს გადაიღებენ და კამერას რო დახედავ იფიქრებ უხმარიაო. givi.gif ხო და ძაან არ გაიგო მერე ის კამერა ახალი როგორ იღებდა და ახლა როგორ იღებს.

Posted by: gabro777 16 Jul 2017, 01:36
aca baca banci bunca
QUOTE
, ის 2 თვის ნახმარიც რომ იყოს არ უნდა იყიდო. არც პროფესიონალისგან არ იყიდო.

აბა ახლის ფული მე არ მაქ და ...
sad.gif

:დ

არადა მე ისე პირიქით მითხრეს
პროფესიონალი ფოტოგრაფი არ მოგატყუებსო

Posted by: aca baca banci bunca 16 Jul 2017, 01:48
gabro777
არ მოგატყუებს მარა არც იმას არ გეტყვის რომ როგორც ადრე იღებდა იმასთან შედარებით ნაგავია ის ფოტოები რასაც იღებს.

არა ნახმარზე არ მითქვამს ყველა ცუდია მეთქი 30000 ვუაბშე არაფერია იმ ფოტოაპარატისთვის და ნახევარ ფასად გავყიდე თითქმის. არა დაჟე რა 30000 მაგდენიც არ მქონდა გადაღებული. ძალიან უხეშად დავამრგვალე. :დ უნდა შეგხვდეს რა ვინმე ისეთი. ჯობია ვინმე ახალბედასგან იყიდო, ვინმე თინეიჯერისგან რომელმაც იყიდა მობეზრდა დააგდო სახლში და ახლა ყიდის. smile.gif biggrin.gif

Posted by: gabro777 16 Jul 2017, 01:54
aca baca banci bunca
canon 400d (2006 წლიდან იწარმოება)
200ლ
სურათზე ვინც ყიდის მოლაშქრე როჟა უნდა იყოს


და მეორე ვარიანტი, ოლიმპუსის sp-620uz (იწარმოება 2012 წლიდან) ნახევრად კომპაქტური, ფბს მიხედვით ჟურნალისტია

ხოდა

ვშვრაა რომელიმე? :დ

Posted by: aca baca banci bunca 16 Jul 2017, 02:03
gabro777
არცერთი არ შვრა. გეჩქარება სადმე? ასეთი ძვირის გადახდას აპირებ თან. თანაც რა ვიცი სადმე მიდიხარ და კამერა გინდა? biggrin.gif და მე არ ვარ პროფი, მაინცდამაინც მე ნუ დამეკითხები ჭკუას მაგრამ საკუთარი გამოცდილებიდან გეუბნები რომ თითქმის უხმარის დათრევაც შეგიძლია. თან რას გადაეკიდე აი მაგ ქენონ 400დ ვინმემ გითხრა აუ აუ ძაან მაგარია იმის ჭეო და აიკვიატე? biggrin.gif რისთვის გინდა, იქნებ ვაბშე სხვა მოდელი უფრო გაწყობს. აი ჩემ სემთხვევაში მაგრად დაემთხვა, გამომადგა რასაც ქვია და მასიამოვნა. ხო და იავცი აბა...

პ.ს. შეიძლება ზენიტმა გასიამოვნოს ისე რომ არც გაიხედო ციფრულისკენ. ახლა მაგალითად მეც ფირიან აპარატზე ვჩალიჩობ, ჩემს ობიექტივს ვყიდი. user.gif მქონდა ციფრული და ბოლოს მაინც ვცდილობდი ფირის ეფექტი დამედო ხოლმე. ვუაბშე სხვა დონეა ფირი. ხო და იავცი აბა რისთვის გინდა კამერა ჯერ. პროსტა დააჭირო და გადაიღოს თუ რამე განსაკუთრებული დამოკიდებულება გაქვს? ამაშია საქმე ვო...

Posted by: gabro777 16 Jul 2017, 02:08
aca baca banci bunca

რავიცი მე, უმეცარი ვარ
ვიცი, ქენონი კაია
ზნაჩიტ უნდა ვიყიდო
200ლ რომ ვნახე, მომეცა გული
მეთქი ეჰეი მეშველა თქო


Posted by: aca baca banci bunca 16 Jul 2017, 02:31
gabro777
რავი წესით უნდა გიწერდეს. დააჩხაკუნე ფოტოაპარატი და კადრზე დაგიწერს მერამდენე კადრია. თუ ასტრონომიული ციფრი არ ამოგიგდო იყიდე. აუ არ ვიცი ისე ზუსტად, მე კომპში რო გადამქონდა მერე ვიგებდი მერამდენე კადრი იყო როგორც მახსოვს. აქ გურუებს კითხე და გეტყვიან როგორ უნდა მაგის გაგება.

Posted by: Cosmonomad 16 Jul 2017, 12:46
aca baca banci bunca
ვერ მივაგენი მაგ ჯგუფს ფბ-ზე და შეგიძლია ლინკი ჩამიგდო?

მე არ მიშლიდა ეგ ხელს, ლაშქორბაში ვიყავი სამი დღის წინ და ისეთ ადგილებში ვიარე, ჩამოკიდებული რომ მქონდა კისერზე, მოძრვრა ალბათ, წესით არ უნდა მომძვრალიყო ეგრე მარტიივად, მაგრამ ვფიქრობ ჩანთის სამაგრს გამოედო ალბათ.

Posted by: gabro777 16 Jul 2017, 13:51
aca baca banci bunca

კარგი მადლობები

Posted by: aca baca banci bunca 16 Jul 2017, 14:17
Cosmonomad
აუ ვერც მე ვეღარ ვაგნებ. :დ

უამრავია თან ეგეთი ჯგუფი. ფოტოტექნიკის ყიდვა გაყიდვა ფოტოაპარატების ყიდვა გაყიდვა...

gabro777
არაფრის.

Posted by: ნარუჯევი 17 Jul 2017, 04:38
http://www.ebay.com/itm/NEW-Nikon-D3300-24-2-MP-CMOS-Digital-SLR-18-55mm-f-3-5-5-6G-AF-P-DX-VR-Lens/201678461893?_trksid=p2047675.c100005.m1851&_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIM.MBE%26ao%3D2%26asc%3D45042%26meid%3Da67e20123f1e4e28a51672cb9d897517%26pid%3D100005%26rk%3D5%26rkt%3D6%26mehot%3Dpp%26sd%3D122359619968

http://www.ebay.com/itm/Nikon-D3300-DSLR-Camera-with-AF-P-18-55mm-VR-Lens-Black/381729846258?_trksid=p2047675.c100005.m1851&_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIM.MBE%26ao%3D2%26asc%3D45042%26meid%3Da67e20123f1e4e28a51672cb9d897517%26pid%3D100005%26rk%3D6%26rkt%3D6%26mehot%3Dpp%26sd%3D122359619968

ამ ორს შორის რა განსხვავებაა იქნებ დამაკვალიანოთ.

ვიდეოების გადაღება მინდა ძირითადად youtube-ზე დასადებად.

https://www.ebay.com/b/DSLR-Cameras/31388/bn_732

აქ სხვებიცაა თუ დიდი სხვაობა არაა ფასში (100-200) და რეკომენდაციას გამიწევთ სხვას ავირებდი

მადლობა წინასწარ

Posted by: morixei 17 Jul 2017, 23:20
ნარუჯევი
QUOTE
ამ ორს შორის რა განსხვავებაა იქნებ დამაკვალიანოთ.

ფასი და სელერი.
კამერის და ობიექტივის დასახელება ერთი და იგივე უწერიათ.
განსხვავება:
http://www.ebay.com/itm/NEW-Nikon-D3300-24-2-MP-CMOS-Digital-SLR-18-55mm-f-3-5-5-6G-AF-P-DX-VR-Lens/201678461893?_trksid=p2047675.c100005.m1851&_trkparms=aid%3D222007%26algo%3DSIM.MBE%26ao%3D2%26asc%3D45042%26meid%3Da67e20123f1e4e28a51672cb9d897517%26pid%3D100005%26rk%3D5%26rkt%3D6%26mehot%3Dpp%26sd%3D122359619968
სურათზე AF-S უდევთ, განაცხადში კი AF-P არის. P სერიებში ახალი ტიპის მოტორები დგას. ამბობენ უფრო ჩუმი და სწრაფიაო spy.gif
QUOTE
აქ სხვებიცაა თუ დიდი სხვაობა არაა ფასში (100-200) და რეკომენდაციას გამიწევთ სხვას ავირებდი

http://www.ebay.com/itm/New-Nikon-D5500-Digital-SLR-Camera-Body-w-18-55mm-VR-Nikkor-Zoom-Lens-Kit/181666471430?_trksid=p2047675.c100009.m1982&_trkparms=aid%3D888007%26algo%3DDISC.MBE%26ao%3D1%26asc%3D45042%26meid%3D1f1daec9487f419281549428377f656d%26pid%3D100009%26rk%3D1%26rkt%3D2%26sd%3D131746784613


Posted by: ნარუჯევი 18 Jul 2017, 04:24
morixei

მადლობა, მაგრამ მაგის ლოდინის ნერვები არ მაქვს, თან ამერიკულ დოლარშია და ალბათ 1000 დაარტყავს. მე სადრაც 500-ის ფარგლებში მინდა, თუ რამე კარგი ვარიანტი ჩავარდება ამ საიტზე ვიყიდი ჩემ გარშემო 30KM რადიუსზეა

http://www.kijiji.ca/b-camera-camcorder-lens/gta-greater-toronto-area/c103l1700272

არის რამე ისეთი რომ შემოწმებისას აუცილებლად უნდა შევამოწმო რომ არ შემომტენონ ? (იშვიათია მაგრამ მაინც)

up.gif
* * *
http://www.kijiji.ca/v-camera-camcorder-lens/city-of-toronto/canon-1d-mark-lv-for-sale-1000/1266299767

ღიირს ამის ყიდვა ?

morixei

რაც შენ დამილინკე თითქმის იგივე ფასია. რომელი ჯობია ?

Posted by: morixei 18 Jul 2017, 09:32
ნარუჯევი
QUOTE
რაც შენ დამილინკე თითქმის იგივე ფასია. რომელი ჯობია ?

D5500, თან საკმაოდ.
QUOTE
http://www.kijiji.ca/v-camera-camcorder-le...1000/1266299767

ღიირს ამის ყიდვა ?

პირადად არ ავიღებდი.
QUOTE
არის რამე ისეთი რომ შემოწმებისას აუცილებლად უნდა შევამოწმო რომ არ შემომტენონ ? (იშვიათია მაგრამ მაინც)

თუ შემოწმების საშუალებაა ფაქტიურად უველანაირად უნდა გასინჯო მუშაობაშიც და ვიზუალურადაც. კორპუსის მდგომარეობა, ბაიონეტის სამაგრი არ უნდა იყოს გაცვეთილი, ობიექტივი მჭიდროდ უნდა ყენდებოდეს. შიგნით უნდა იყოს სუფთა. გადაღებული კადრების რაოდენობა...
თუ პრობლემურია, შემოწმებისას თუ არა ერთ-ორ კვირაში მუშაობისას მაინც გამოჩნდება, ამიტომ გარანტია მაინც აუცილებელია.
ამაზონზე და ებაიზე მიყიდია(რა თქმა უნდა შემოწმების გარეშე). ფოტო კამერა მხოლოდ ახალი, ობიექტივები მეორადიც ყოფილა, ჯერ-ჯერობით პრობლემა არ მქონია. პირადად მაინც ავტორიტეტულ სელერს ვამჯობინებ ხოლმე
QUOTE
თან ამერიკულ დოლარშია და ალბათ 1000 დაარტყავს.

ბაჟზეა დიდი გადასახადი?

Posted by: ნარუჯევი 19 Jul 2017, 11:07
morixei

ისე შემაშინე მაღაზიაში ყიდვა გადავწყვიტე smile.gif

QUOTE
ბაჟზეა დიდი გადასახადი?


ბაჟზე არ მგონია ძალიან დიდი იყოს, უბრალოდ 1000 ამერიკული 1300 კანდაური გამოვა ალბათ. 1300 ად ადგილზე ვიყიდი მამენტ Canon t7 ს
დღეს ვუყურებდი t6 და d5300 მერე t6i ...

მოკლედ ვერ ჩამოვყალიბდი, მაგრამ რაღაცეები გავიგე.

ერთი ის რომ FHD ვიდეოები უნდა გადავიღო, ანუ HD არ მაწყობს.
მეორე ის რომ წამში ბლომად ტყორცნა არ მაწყენდა.
მესამე თუ ამხელა თანხას ვიხდი ბარემ კარგი ვიყიდო და არა ნორმალური.

მოკლედ ეხლა ამგვარად დავსვავ კითხვას კარგი რა მოდელებიდან იწყება Canon & Nikon მხოლოდ.


კარგში ვგულისხმობ ისეთს რომ მინიმუმ რამდენიმე წელი აპარატისკენ არ გავიხედო.

დღეს იმიტომ არ ვიყიდე t6 ვიცი 1-2 თვეში ცოტა გავერკვევი და მივხვდები რომ ძალიან ბეისიკ აპარატი მაქვს (

დამეხმარეთ ერთიც biggrin.gif

Posted by: Obey 29 Jul 2017, 13:47
გამარჯობათ არ ვიცი სწორ ადგილას ვწერ თუ არა მარა ესეთი რაღაცა მაინტერესებს
ისეთი ფოტოაპარატი მესაჭიორება რო 1080P იღებდეს ნუ 720P მაინც ანუ მაგალითად იუტუბზე რო ავტვირთო 1080P რო იყოს 720P მაინც და საერთოდ ვერ ვერკვევი ამ ფოტოაპარატებში და რომელი მოდელები იღებენ მასე და სად შემიძლია იაფად ყიდვა?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: 123omari123 6 Aug 2017, 00:49
გამარჯობა
მობილურით (S7 Edge) ფოტოს გადაღებისას ღამით განათების გარეშე რა თქმა უნდა ბნელ სურათს ვიღებთ, მაგრამ როდესაც ჩავრატთავთ Pro mode-ს და გადაღების დროს და მგრძნობელობას ავუწევთ ყველაზე დიდ ნიშნულზე ვიღებთ გაცილებით ნათელ სურათს და რაც მთავარია ახალი ობიექტები ჩნდება რაც ჩვეულებრივ რეჟიმის დროს არ ჩანდა და როგორ ჩანს ის რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ფიზიკურად ხილული ნათება არ არის? ანუ მაინტერესებს სინათლის სხვა დიაპაზონიდანაც ხომ არ იღებს ინფორმაციას (მაგ. ინფრაწითელი ან სხვა)?

Posted by: xidesha* 12 Aug 2017, 02:24
გამარჯობა, 800-900 ლარად ვიყიდი რამე კამერას სამოყვარულოდ რო გამომადგეს? ან ვარსკვლავების გადაღება რო შევძლო კარგად. ახალი სასურველია მარა ამ ფასად არ მგონია კარგები იყოს და ნახმარს თუ მირჩევთ

Posted by: M-B 12 Aug 2017, 12:57
QUOTE (123gia123 @ 6 Aug 2017, 00:49 )
გამარჯობა
მობილურით (S7 Edge) ფოტოს გადაღებისას ღამით განათების გარეშე რა თქმა უნდა ბნელ სურათს ვიღებთ, მაგრამ როდესაც ჩავრატთავთ Pro mode-ს და გადაღების დროს და მგრძნობელობას ავუწევთ ყველაზე დიდ ნიშნულზე ვიღებთ გაცილებით ნათელ სურათს და რაც მთავარია ახალი ობიექტები ჩნდება რაც ჩვეულებრივ რეჟიმის დროს არ ჩანდა და როგორ ჩანს ის რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ და ფიზიკურად ხილული ნათება არ არის? ანუ მაინტერესებს სინათლის სხვა დიაპაზონიდანაც ხომ არ იღებს ინფორმაციას (მაგ. ინფრაწითელი ან სხვა)?

არაფერი "ზებუნებრივი" არ აქვს, 12 მეგაპიქსელიანი კამერაა პიქსელის შედარებით დიდი ფიზიკური ზომით (1.4 მიკორმეტრი), რისი წყალობითაც მეტ სინათლეს იჭერს. ალბათ ISO-ს დაბუსტვის ფუნქციაც აქვს და აქედან გამომდინარე იღებს ხსენებულ შედეგს, თორემ ინფრაწითელი დიაპაზონი ღამით მაინც "არ არსებობს", განათების წყარო ასეც ჭირდება და ისეც, მზე იქნება ეს, ნათურა თუ სხვა რამ.
* * *
P.S. დიაფრაგმაც ძლიერი აქვს, f/1.7, ეგეც უწყობს მეტი სინათლის "დაჭერას" ხელს.

Posted by: INKOINKO 16 Aug 2017, 21:51
მაქვს ქენონი. ფოტოებს რომ ვიღებდი, მერე კომპიუტერს ვაერთებდი უესბეთი, ფოტოებს გადავაკოპირებდი კომპში და კამერაზე ფოტოებს კომპითვე ვშლიდი. ერთმა მითხრა კამერაზე ფოტოების წაშლა ცუდია კამერისთვისო, კი ნუ წაშლი დააფორმატე ჩიპიო და ამ ყველაფერმა საგონებელში ჩამაგდო. იქნებ მირჩიოთ რამე ?

Posted by: M-B 16 Aug 2017, 21:53
QUOTE (INKOINKO @ 16 Aug 2017, 21:51 )
მაქვს ქენონი. ფოტოებს რომ ვიღებდი, მერე კომპიუტერს ვაერთებდი უესბეთი, ფოტოებს გადავაკოპირებდი კომპში და კამერაზე ფოტოებს კომპითვე ვშლიდი. ერთმა მითხრა კამერაზე ფოტოების წაშლა ცუდია კამერისთვისო, კი ნუ წაშლი დააფორმატე ჩიპიო და ამ ყველაფერმა საგონებელში ჩამაგდო. იქნებ მირჩიოთ რამე ?

კამერისთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს მაგას. ჩიპისთვისაა ცუდი იმდენად, რამდენადაც გარკვეულ დროში ერთხელ ჭირდება დაფორმატება. წინააღმდეგ შემთხვევაში ტევადობა იკლებს თანდათან. ზუსტად ისე, როგორც ფლეშკაზე. არაუშავს, დიდი არაფერი პრობლემა ეგ არაა, ახლა დააფორმატე და ეგაა. თვეში ერთხელ რომ დააფორმატო, სავსებით საკმარისია.

Posted by: INKOINKO 16 Aug 2017, 22:02
მინდა 4:3 ფორმატში ვიღებდე ფოტოებს და როგორ უნდა დავაყენო ?

Posted by: M-B 16 Aug 2017, 22:03
QUOTE (INKOINKO @ 16 Aug 2017, 22:02 )
მინდა 4:3 ფორმატში ვიღებდე ფოტოებს და როგორ უნდა დავაყენო ?

მაგდენი აღარ ვიცი, კონკრეტულად რა მოდელია შენი კამერა? აქვს საერთოდ 4:3 ფორმატი?

Posted by: INKOINKO 16 Aug 2017, 22:06
M-B
მადლობა სწრაფი გამოხმაურებისათვის. ასე მითხრეს კამერას თავისი გარბენი აქვსო, დათვლილია რამდენი ფოტოს გადაღება შეუძლიაო, მატრიცა ფუჭდებაო და მაგას დაუკავშირეს ფოტოების წაშლაც კამერაში sad.gif

Posted by: M-B 16 Aug 2017, 22:10
QUOTE (INKOINKO @ 16 Aug 2017, 22:06 )
M-B
მადლობა სწრაფი გამოხმაურებისათვის. ასე მითხრეს კამერას თავისი გარბენი აქვსო, დათვლილია რამდენი ფოტოს გადაღება შეუძლიაო, მატრიცა ფუჭდებაო და მაგას დაუკავშირეს ფოტოების წაშლაც კამერაში sad.gif

INKOINKO

მატრიცა კიარა, "შათერი" ფუჭდება, ის დეტალი, რომელიც იხსნება და იხურება სურათის გადაღებისას. ეგ დეტალი მექანიკურია და შესაბამისად ძველდება, ცვდება ფიზიკურად. ჩიპს მაგასთან არანაირი კავშირი არა აქვს, ფირიანი კამერები, რომლებსაც ჩიპი საერთოდ არ აქვს, ასევე განიცდიან შათერის ცვეთას და შესაბამისად - საბოლოო მოშლას. თუმცა 50000 კადრის გადაღების რესურსი ყველაზე დაბალი დონის ციფრულსაც კი გააჩნია და უფრო უკეთესებს - კიდევ უფრო მეტის. ყველაფერი კონკრეტულ მოდელზეა დამოკიდებული.

არ გეწყინოს, იმ ადამიანს გარკვეული ინფორმაცია ქონია მართლაც კამერის რესურსთან დაკავშირებით, მაგრამ მთლად ბოლომდე ვერ ყოფილა გარკვეული.

Posted by: INKOINKO 16 Aug 2017, 22:21
M-B
QUOTE
არ გეწყინოს, იმ ადამიანს გარკვეული ინფორმაცია ქონია მართლაც კამერის რესურსთან დაკავშირებით, მაგრამ მთლად ბოლომდე ვერ ყოფილა გარკვეული.

არა, რა უნდა მეწყინოს smile.gif მე კი დამაპანიკა და smile.gif ე. ი. თავისუფლად შემიძლია წავშალო ხოლმე ფოტოები კამერაზე დაფორმატების გარეშე ? ამოჭრა თუ შეიძლება- cut ?
ჩემი კენონ EOS 100D-ა. ადრე ბევრ კადრს ვიღებდი-ხოლმე, იქნებ ბევრიდან ერთი მაინც გამოდგესთქვა, ახლა დავკომპლესდი და ცოტას ვიღებ და უფრო ვუკვირდები smile.gif არ არის შესაძლებელი ვნახო კამერის "გარბენი" ?

Posted by: M-B 16 Aug 2017, 22:27
QUOTE (INKOINKO @ 16 Aug 2017, 22:21 )
M-B
QUOTE
არ გეწყინოს, იმ ადამიანს გარკვეული ინფორმაცია ქონია მართლაც კამერის რესურსთან დაკავშირებით, მაგრამ მთლად ბოლომდე ვერ ყოფილა გარკვეული.

არა, რა უნდა მეწყინოს smile.gif მე კი დამაპანიკა და smile.gif ე. ი. თავისუფლად შემიძლია წავშალო ხოლმე ფოტოები კამერაზე დაფორმატების გარეშე ? ამოჭრა თუ შეიძლება- cut ?
ჩემი კენონ EOS 100D-ა. ადრე ბევრ კადრს ვიღებდი-ხოლმე, იქნებ ბევრიდან ერთი მაინც გამოდგესთქვა, ახლა დავკომპლესდი და ცოტას ვიღებ და უფრო ვუკვირდები smile.gif არ არის შესაძლებელი ვნახო კამერის "გარბენი" ?

ყველაფერი შესაძლებელია (ამოჭრა და ა.შ.), მაგრამ საშუალოდ თვეში ერთხელ მაინც გირჩევ ჩიპის დაფორმატებას - ეს თვითონ ჩიპისთვისაა კარგი.

გარბენის ნახვაც შეგიძლია, აქ ატვირთე გადაღებული ფოტო და უნდა გაჩვენოს წესით:
https://www.camerashuttercount.com/

ან ეს ფორუმის ბმული ნახე:
http://photography-on-the.net/forum/showthread.php?t=1152012

ან ეს:
https://canonrepair.wordpress.com/2014/10/23/reading-shutter-count-from-eos-cameras/

ამათგან ერთ-ერთი იმუშავებს აუცილებლად. რესურსს რაც შეეხება, EOS 100-ს, ქვემოთ მოყვანილი ბმულიდან ჩანს, რომ 100000-ია საშუალო რესურსი:
http://photographian.proboards.com/thread/1047

Posted by: INKOINKO 16 Aug 2017, 22:30
M-B
გაიხარე! დავწყნარდი smile.gif

Posted by: morixei 18 Aug 2017, 00:13
თქვენი აზრი მაინტერესებს მხოლოდ ფერებზე. ორი სურათია სატესტოდ ადობეს ლაითრუმში და C1-ში დამუშავებული. ლაითრუმის სამი ვარიანტია:
ადობეს სტანდარტული პროფილი:
http://www.picz.ge/img/s2/1708/18/f/f0fb67c9592b.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1708/18/9/9e92040500e5.jpg
პენტაქსის საფირმო პროფილი:
http://www.picz.ge/img/s3/1708/18/7/79228c53149d.jpg
http://www.picz.ge/img/s2/1708/18/6/62a54284f638.jpg
პენტაქსის ნატურალური:
http://www.picz.ge/img/s1/1708/18/4/4c580d280dc7.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1708/18/7/79d167a94560.jpg
ესენი კი C1-ში:
http://www.picz.ge/img/s3/1708/18/0/04c9a2734892.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1708/18/b/b17cab0559e8.jpg

Posted by: M-B 18 Aug 2017, 00:59
QUOTE (morixei @ 18 Aug 2017, 00:13 )
თქვენი აზრი მაინტერესებს მხოლოდ ფერებზე. ორი სურათია სატესტოდ ადობეს ლაითრუმში და C1-ში დამუშავებული. ლაითრუმის სამი ვარიანტია:
ადობეს სტანდარტული პროფილი:
http://www.picz.ge/img/s2/1708/18/f/f0fb67c9592b.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1708/18/9/9e92040500e5.jpg
პენტაქსის საფირმო პროფილი:
http://www.picz.ge/img/s3/1708/18/7/79228c53149d.jpg
http://www.picz.ge/img/s2/1708/18/6/62a54284f638.jpg
პენტაქსის ნატურალური:
http://www.picz.ge/img/s1/1708/18/4/4c580d280dc7.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1708/18/7/79d167a94560.jpg
ესენი კი C1-ში:
http://www.picz.ge/img/s3/1708/18/0/04c9a2734892.jpg
http://www.picz.ge/img/s4/1708/18/b/b17cab0559e8.jpg

C1 ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება პირვეკ ნიმუშზე. პენტაქსისას ვარჩევდი, როგორც პენტაქსის მომხმარებელი biggrin.gif

Posted by: morixei 18 Aug 2017, 12:21
M-B
QUOTE
C1 ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება პირვეკ ნიმუშზე.

გეთანხმებით. ავტო კორექციაზე გავუშვი, მაინტერესებდა როგორი გამოვიდოდა. წითელ ფერზე მაქვს გართულება, მაქსიმალურად ბუნებრივი მინდა რომ იყოს. ლაითრუმს და C1-ს ვხმარობ ძირითადად, პენტაქსის DCU5-ს ვერ შევეგუე ცოტა მოუხერხებელი და მძიმეა, რასაც ვუყურებ ყველაზე ზუსტად წითელს მგონი მაინც C1 გადმოცემს. ცხადია ცოტას მონიტორიც იტყუება.

QUOTE
პენტაქსისას ვარჩევდი, როგორც პენტაქსის მომხმარებელი biggrin.gif

რაც აქ ვარ მეორე ადამიანი შემხვდა პენტაქსით smile.gif რომელი აპარატია? რალინზებს ხმარობთ?

პ.ს. ახლა ბევრ კითხვებს აღარ დავსვავ, მომავლისთვის შევინახავ. პენტაქსის ობიექტივებზე გვექნება სასაუბრო biggrin.gif

Posted by: M-B 18 Aug 2017, 13:10
QUOTE (morixei @ 18 Aug 2017, 12:21 )
M-B
QUOTE
C1 ცოტა გადაჭარბებულად მეჩვენება პირვეკ ნიმუშზე.

გეთანხმებით. ავტო კორექციაზე გავუშვი, მაინტერესებდა როგორი გამოვიდოდა. წითელ ფერზე მაქვს გართულება, მაქსიმალურად ბუნებრივი მინდა რომ იყოს. ლაითრუმს და C1-ს ვხმარობ ძირითადად, პენტაქსის DCU5-ს ვერ შევეგუე ცოტა მოუხერხებელი და მძიმეა, რასაც ვუყურებ ყველაზე ზუსტად წითელს მგონი მაინც C1 გადმოცემს. ცხადია ცოტას მონიტორიც იტყუება.

QUOTE
პენტაქსისას ვარჩევდი, როგორც პენტაქსის მომხმარებელი biggrin.gif

რაც აქ ვარ მეორე ადამიანი შემხვდა პენტაქსით smile.gif რომელი აპარატია? რალინზებს ხმარობთ?

პ.ს. ახლა ბევრ კითხვებს აღარ დავსვავ, მომავლისთვის შევინახავ. პენტაქსის ობიექტივებზე გვექნება სასაუბრო biggrin.gif

K-x მაქვს, ოპტიკა რაც მომხვდება ხელში, ყველაფერს ვიყენებ, ახლა M42-დან გადამყვანს ველოდები კიდევ... დასვი კაცო, ვისაუბროთ, ოღონდ "თ" არ დამანახო, ოთხმოცი წლის მგონია თავი sad.gif

Posted by: mcnamara 18 Aug 2017, 20:21
ფოტოაპარატის გასაწმენდად რას იყენებთ და სად ყიდულობთ?

Posted by: M-B 18 Aug 2017, 21:10
QUOTE (mcnamara @ 18 Aug 2017, 20:21 )
ფოტოაპარატის გასაწმენდად რას იყენებთ და სად ყიდულობთ?

მე ეს მაქვს

https://www.bhphotovideo.com/c/product/421416-REG/Bushnell_109992CM_Binocular_Cleaning_Kit.html

და საკმაოდ კმაყოფილი ვარ. ანალოგიური კომპლექტი ნორმალური იქნება.

Posted by: INKOINKO 18 Aug 2017, 21:56
მინდა 4:3 ფორმატში ვიღებდე ფოტოებს და როგორ უნდა დავაყენო ? ფოტოაპარატი არის კენონ EOS 100D . ხარისხში რომ შევდივარ აწერია ფოტოს სიმაღლის და სიგანის ზომები და კიდევ: L,L,M,M,S1,S1,S2 და ა.შ. მაგრამ 4;3-ის ჯერადი რიცხვები არ აწერია sad.gif ე.ი. არა აქვს 4:3 ფორმატი ?

Posted by: M-B 18 Aug 2017, 22:27
QUOTE (INKOINKO @ 18 Aug 2017, 21:56 )
მინდა 4:3 ფორმატში ვიღებდე ფოტოებს და როგორ უნდა დავაყენო ? ფოტოაპარატი არის კენონ EOS 100D . ხარისხში რომ შევდივარ აწერია ფოტოს სიმაღლის და სიგანის ზომები და კიდევ: L,L,M,M,S1,S1,S2 და ა.შ. მაგრამ 4;3-ის ჯერადი რიცხვები არ აწერია sad.gif ე.ი. არა აქვს 4:3 ფორმატი ?

ეს ნახე:

http://support-th.canon-asia.com/contents/TH/EN/8201800000.html

ასე თუ არ გამოგივიდა, მაშინ არ ვიცი. შეგიძლია 3:2 გადაიღო და მერე ფოტოშოპით ჩამოაჭრა გვერდები.

Posted by: morixei 18 Aug 2017, 23:23
mcnamara
QUOTE
ფოტოაპარატის გასაწმენდად რას იყენებთ და სად ყიდულობთ?

მტვრისაგან შიდა დასუფთავებისათვის კლიზმა givi.gif
ცალკე სენსორისათვის სპეციალური სითხე და საწმენდი.
ადრე ეს ვიყიდე და კმაყოფილი ვარ: https://www.amazon.com/UES-DSLR-Camera-Sensor-Cleaning/dp/B017GAT0UC/ref=sr_1_45?ie=UTF8&qid=1503083338&sr=8-45&keywords=sensor+cleaning

Posted by: *DrEamCaTcHer* 19 Aug 2017, 01:48
როგორ გავიგო რამდენი სურათი მაქვს გადაღებული? :

Posted by: M-B 19 Aug 2017, 09:07
QUOTE (*DrEamCaTcHer* @ 19 Aug 2017, 01:48 )
როგორ გავიგო რამდენი სურათი მაქვს გადაღებული? :

კამერის ფირმა და მოდელი დაწერე, ყველას ინდივიდუალური მიდგომა უნდა და ზოგზე არც ჩანს ეგ რიცხვი

Posted by: *DrEamCaTcHer* 19 Aug 2017, 19:48
M-B

canon eos 600d


და ლიმიტი მართლა აქვს? :|

Posted by: M-B 19 Aug 2017, 20:02
QUOTE (*DrEamCaTcHer* @ 19 Aug 2017, 19:48 )
M-B

canon eos 600d


და ლიმიტი მართლა აქვს?  :|

*DrEamCaTcHer*

ზევით როგორც დავწერე, იგივე მეთოდით შეგიძლია შენს კამერაზეც რომ ნახო გარბენი. ანუ ასე:

QUOTE
გარბენის ნახვაც შეგიძლია, აქ ატვირთე გადაღებული ფოტო და უნდა გაჩვენოს წესით:
https://www.camerashuttercount.com/

ან ეს ფორუმის ბმული ნახე:
http://photography-on-the.net/forum/showthread.php?t=1152012

ან ეს:
https://canonrepair.wordpress.com/2014/10/23/reading-shutter-count-from-eos-cameras/


ლიმიტს რაც შეეხება, ნამდვილად აქვს (ტყუილის თქმა არ მიყვარს ზოგადად smile.gif ) და სადღაც 100000 იქნება:
http://photographian.proboards.com/thread/1047

Posted by: Boyarg 20 Aug 2017, 15:08
More Vivid-ის ფორმატში იღებთ ხოლმე? ნიკონი დ60 მაქვს გამოსახულებები არ მომწონს ფერადზე და ეხლა ეს ვარიანტი ვცადე მანამდე შავ თეთრს ვიღებდი სულ,, ფოკუსირებაც არ მომწონდა ადრე ამის კომპიუტერში ატვირთვის ემრე ფოკუსი აკლდა ობიექტს,,

Posted by: M-B 20 Aug 2017, 16:15
QUOTE (Boyarg @ 20 Aug 2017, 15:08 )
More Vivid-ის ფორმატში იღებთ ხოლმე? ნიკონი დ60 მაქვს გამოსახულებები არ მომწონს ფერადზე და ეხლა ეს ვარიანტი ვცადე მანამდე შავ თეთრს ვიღებდი სულ,, ფოკუსირებაც არ მომწონდა ადრე ამის კომპიუტერში ატვირთვის ემრე ფოკუსი აკლდა ობიექტს,,

მე RAW-ს ვიღებ და მერე ამომყავს JPG იქედან, უფრო მკვეთრიაბხოლმე ფოტოები. ფერებზე და სიმკვეთრეზე ოპტიკაც დიდ გავლენას ახდენს.

Posted by: Boyarg 20 Aug 2017, 16:58
M-B
არა ეგ სულ სხვა რაღაცაა ფირის ფორმატია როგორც შავთეთრი,,, rawზე ვიტყვი ადრე გადავიღე მაგ ფორმატში და მომეწონა JPG ში როგორ გადმოვიტანო რაიმე მარტივი ხერხი მინდა ფოტოშოპი არ მაქვს.. და კიდევ ამ ობიექტივს ზუმი აქვს 18 დან 55 მდე მე კიდე გასწორებული მაქვს 35 ზე როგორც ადრე სარკიან ფირიან სტანდარტებზე იყო გამოსახულების ეფექტურობისა და რეტროგრაფიულობისთვის აქვს ამას რაიმე აზრი?

Posted by: M-B 20 Aug 2017, 17:04
QUOTE (Boyarg @ 20 Aug 2017, 16:58 )
M-B
არა ეგ სულ სხვა რაღაცაა ფირის ფორმატია როგორც შავთეთრი,,, rawზე ვიტყვი ადრე გადავიღე მაგ ფორმატში და მომეწონა JPG ში როგორ გადმოვიტანო რაიმე მარტივი ხერხი მინდა ფოტოშოპი არ მაქვს.. და კიდევ ამ ობიექტივს ზუმი აქვს 18 დან 55 მდე მე კიდე გასწორებული მაქვს 35 ზე როგორც ადრე სარკიან ფირიან სტანდარტებზე იყო გამოსახულების ეფექტურობისა და რეტროგრაფიულობისთვის აქვს ამას რაიმე აზრი?

ზოგი კამერის ჯიპიჯის ხარისხი მკვეთრად ჩამოუვარდება რავს. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რიმ რავში თეთრის ბალანსს, ხმაურის კორექციას, სიმკვეთრეს და ა.შ. ჯერ კიდევ ცვლი შეძლებისდაგვარად, რასაც ვერ ვიტყვი ჯიპეგზე. თუ ნორმალური კამი გავქს ფოტოშოპი უნდა ხსნიდეს რავს უპრობლემოდ. ლინზას რაც შეეხება, ზუმ ლინზა ვერასდროს ვერ შეედრება გამოსახულების ხარისხით პრაიმს (ე.ი. უზუმოს). ნახე კომკრეტულად მაგ ლინზის რევიუები და დაადგენ რა ფოკუსურ მანძილზე აქვს და რა დიაფრაგმაზე საუკეთესო ხარისხი. ჩემი მაგალითად 55-ზე არ ვარგა და დანარჩენზე არაუშავს.

Posted by: Boyarg 20 Aug 2017, 17:27
M-B
QUOTE
ნახე კომკრეტულად მაგ ლინზის რევიუები და დაადგენ რა ფოკუსურ მანძილზე აქვს და რა დიაფრაგმაზე საუკეთესო ხარისხი. ჩემი მაგალითად 55-ზე არ ვარგა და დანარჩენზე არაუშავს.


ხოდა ეგ როგორ დავადგინო ნიკონ d60 რაც მოყვა ესაა
AF-S DX NIKKOR 18-55mm f/3.5-5.6G VR ეს არის ლინზის მოდელი

Posted by: M-B 20 Aug 2017, 17:46
ყველაფერი კარგად წერია. რა თქმა უნდა ეგ ლინზა ვერ შეედრება 50 მმ 1.8-იანს 50მმ-ზე, ისევე როგორც 35 მმ 2.8-იანს 35 მმ-ზე, მაგრამ კიტ ლინზაა, ოპტიმალურ შედეგს მოგცემს ფასის და ზუმის გათვალისწინებით.

https://www.dpreview.com/reviews/nikon-18-55-3p5-5p6-vr-n15/3

Posted by: Boyarg 20 Aug 2017, 18:02
M-B
ბევრი ვერაფერი გავიგე მაგრამ 35 მმ იანზე რო მეყენოს ფ8 თი სიმკვეთრით მგონი აჯობებსო biggrin.gif თან რიუთი თუ გადავიღებ მითუმეტეს,, ისე შავთეთრზე რას მირჩევთ მანდ მნიშვნელობა ააქვს რიუ მექნება თუ ჯპჯ? შუქჩრდილებისმხრივ,,, პ.ს. ფოტოებს არ ვამუშავებ მირჩევნია ღრუბელი იყო ნამდვილი ღრუბელი

Posted by: M-B 20 Aug 2017, 18:05
QUOTE (Boyarg @ 20 Aug 2017, 18:02 )
M-B
ბევრი ვერაფერი გავიგე მაგრამ 35 მმ იანზე რო მეყენოს ფ8 თი სიმკვეთრით მგონი აჯობებსო biggrin.gif თან რიუთი თუ გადავიღებ მითუმეტეს,, ისე შავთეთრზე რას მირჩევთ მანდ მნიშვნელობა ააქვს რიუ მექნება თუ ჯპჯ? შუქჩრდილებისმხრივ,,, პ.ს. ფოტოებს არ ვამუშავებ მირჩევნია ღრუბელი იყო ნამდვილი ღრუბელი

ზოგადად raw ყოველმხრივ ჯობია, მაგრამ თუ დიდ ზომაზე არ იბეჭდება, ან ღამე არ ხდება გადაღება, დიდი მნიშვნელობა არ აქვს. შავ-თეთრზე ნაკლებად ექნება აზრი, ასე მგონია, მაგრამ მე მოყვარული ვარ, შეიძლება ვცდებოდე.

Posted by: Boyarg 20 Aug 2017, 18:21
M-B


რაღაცა ისე ვერაა ეს არის JPG
https://imgbb.com/

ეს კიდე RAW
https://imgbb.com/

ნამდვილად RAW ჯობია?

კონვერტირება photoscape თი მოვახდინე

Posted by: M-B 20 Aug 2017, 18:35
QUOTE (Boyarg @ 20 Aug 2017, 18:21 )
M-B


რაღაცა ისე ვერაა ეს არის JPG
https://imgbb.com/

ეს კიდე RAW
https://imgbb.com/

ნამდვილად RAW ჯობია?

კონვერტირება photoscape თი მოვახდინე

ფერები შეუცვალე raw-ში და გამოვა უკეთესი. მე არასდროს მქონია პრობლემა, რავიცი.

Posted by: Boyarg 20 Aug 2017, 18:52
M-B
ერთიდაიგივე ფირის ფორმატით გადავიღე ერთიდაიგვე აუტო ბალანსით უბრალოდ ეს რიუ და ჯპჯიში იყო განსხვავება როგორ შევუცვალო ფერები პირდაპირ აკონვერტირებს

Posted by: M-B 20 Aug 2017, 18:55
QUOTE (Boyarg @ 20 Aug 2017, 18:52 )
M-B
ერთიდაიგივე ფირის ფორმატით გადავიღე ერთიდაიგვე აუტო ბალანსით უბრალოდ ეს რიუ და ჯპჯიში იყო განსხვავება როგორ შევუცვალო ფერები პირდაპირ აკონვერტირებს

Nikon Capture NX-D-თიც არ შვრება? სადმე უნდა ჰქონდეს მანდ ფერების კორექცია.

Posted by: Boyarg 20 Aug 2017, 19:07
M-B
კამერის მენიუს გულისხმობ თვითონ? მანდ ფოტოს მანახებს ჩვეულებრივ ფერებში როგორც ჯპჯში მქონდა კომპიუტერში კონვერტირების მერე ხდება ასეთი ლურჯი,, თვითონ ფოტო ედიტორში რო მოვახდინო ფერების კორექტირება მასე რა აზრი აქვს მაშინ ყველა ფოტო რასაც გადავიღებ სათითაოდ უნდა ვამუშაო

Posted by: M-B 20 Aug 2017, 19:45
მაგის მარტივად გაკეთების გზა არ არის.

Posted by: Levan_Lion 23 Aug 2017, 22:33
ახლობელი ყიდის https://www.mymarket.ge/ka/product/view/10981162/

Posted by: severuss 28 Aug 2017, 21:23
აქ ვინმე ყიდის ფირიან აპარატს?

ფირიან ფოტოაპარატს ლიმიტი აქვს? როგორც სიფრულს აქვს

Posted by: M-B 28 Aug 2017, 21:36
QUOTE (severuss @ 28 Aug 2017, 21:23 )
აქ ვინმე ყიდის ფირიან აპარატს?

ფირიან ფოტოაპარატს ლიმიტი აქვს? როგორც სიფრულს აქვს

რესურსი აქვს შათერს კი, ყველა კამერისას აქვს, ფირიანილსაც და ციფრულსაც

Posted by: severuss 28 Aug 2017, 21:44
M-B
გასაგებია

მა ეს ზენიტები რამ გააგიჟა, ამდენ თაობას რო უძლებს biggrin.gif

Posted by: M-B 28 Aug 2017, 21:46
QUOTE (severuss @ 28 Aug 2017, 21:44 )
M-B
გასაგებია

მა ეს ზენიტები რამ გააგიჟა, ამდენ თაობას რო უძლებს biggrin.gif

არ მთლად ეგრეა, ერხევათ ხოლმე, მაგრამ თუ მოუვლი დიდხანს ძლებს. ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი უცხოური კამერა. ზენიტში ის არ მომწონს, რომ დიდი და ბრახუნაა, სიჩქარეებიც ცოტა აქვს. შედარებისთვის ჩემ ზენიტს აქვს 1/30, 1/60, 1/125, 1/250 და 1/500 მაშინ, როცა ჩემ ოლიმპასს მაგათ გარდა კიდევ აქვს 1, 1/2, 1/4, 1/8, 1/15 და 1/1000, რომლებსაც საკმაოდ ხშირად ვიყენებ.

Posted by: severuss 28 Aug 2017, 22:00
M-B
რომელი ოლიმპი გაქვს?

Posted by: M-B 28 Aug 2017, 22:02
QUOTE (severuss @ 28 Aug 2017, 22:00 )
M-B
რომელი ოლიმპი გაქვს?

OM-1 მქონდა და გავყიდე. ხვალ-ზეგ OM-2S ჩამომივა. სიჩქარეები იგივე აქვს biggrin.gif

Posted by: severuss 28 Aug 2017, 23:07
M-B
ძალიან კარგია

შენით ამჟღავნებ ფოტოებს?

Posted by: M-B 28 Aug 2017, 23:12
QUOTE (severuss @ 28 Aug 2017, 23:07 )
M-B
ძალიან კარგია

შენით ამჟღავნებ ფოტოებს?

არა. შავ-თეთრის გამჟღავნება შეიძლება კიდევ, რამდენიმე ფირს ერთად თუ მოაგროვებ, რენტაბელურია, ძველებურ ბაჩოკში ხუთი ფირი ეტევა და იაფში გამოდიხარ, მაგრამ ფერადის გამჟღავნება იმდენად რთული პროცესია, სამი ლარის გადახდა ნაღდად ჯობს.

Posted by: severuss 29 Aug 2017, 02:35
M-B
არადა რა მუღამში ვიყავი givi.gif

Posted by: M-B 29 Aug 2017, 09:35
QUOTE (severuss @ 29 Aug 2017, 02:35 )
M-B
არადა რა მუღამში ვიყავი givi.gif

მუღამისტი თუ ხარ, შეგიძლია იჩალიჩობშავ-თეთრზე, BigCrow აკეთებს მაგას, დაბეჭდვის ჩათვლით.

Posted by: misterius 29 Aug 2017, 15:03
user posted image
ამ სურათის ორიგინალი მინდა დამილინკეთ რა

Posted by: morixei 29 Aug 2017, 23:18
მაშუქისთვის(Metz mecablitz M400) დიფუზორი ვერ ვიშოვე. თავი აქვს ისეთი ზომა/ფორმის რომ არც ერთი არ მიდის. სოფთ ბოსის(მაქვს) გარდა რამე იდეა ხომ არ გაქვთ, ხელით გაკეთების ამბავში?

Posted by: kaonashi 1 Sep 2017, 11:17
სალამი
მეგობარს უნდა პოლაროიდის ყიდვა, 636, მარკეტზე ბევრი დევს და ფირის გარეშე როგორ შევამოწმო რამდენად მუშა და კარგია? ან საერთოდაც, მაგის ფირები აქ იყიდება სადმე?

Posted by: fаshist 1 Sep 2017, 16:21
გამარჯობათ ფოტოაპარატის ყიდვა მინდა ორი მიზნისთვის 1) კარგი ზუმი რომ ჰქონდეს და საკმაოდ შორი ობიექტები გადავიღო 2) ასტროფოტოგრაფიისთვის მინდა ანუ სიბნელეში კარგი სურათები რომ გამოვიდეს


ბევრი არ მიძებნია ეხლა ჩავუღრმავდები უფრო დეტალებს მაგრამ ჯერჯერობით ეს ფოტოაპარატი მაქ შერჩეული Panasonic FZ80 რამეს ხომ ვერ მეტყვით რას ფიქრობთ უკეთესი ვარიანტი ხომ არ გეგულებათ? http://www.imaging-resource.com/PRODS/panasonic-fz80/panasonic-fz80DAT.HTM სენსორი აქვს მემგონი პატარა ყველაზე დიდ მინუსს რასაც ვხედავ

Posted by: aca baca banci bunca 1 Sep 2017, 17:05
fаshist
კაარგი ზუმი თუ გინდა და შორი ობიექტების გადაღება, შტატივიც გინდა. მითუმეტეს სიბნელეში კარგი სურათებიც თუ გინდა.

სადმე ქალაქგარეთ გასვლაც გინდა მამენტ, სადაც ნაკლები ბუღი და კვამლი იქნება და შუქები. კამერა კიდე რა ვიცი სამოყვარულოც ქე წავა. givi.gif

Posted by: morixei 1 Sep 2017, 20:42
fаshist
QUOTE
1) კარგი ზუმი რომ ჰქონდეს და საკმაოდ შორი ობიექტები გადავიღო 2)

Panasonic FZ80-ს მაგ მხრივ კარგი ზუმი აქვს, შორ კადრებსაც ნორმალურად იღებს.
QUOTE
2) ასტროფოტოგრაფიისთვის მინდა ანუ სიბნელეში კარგი სურათები რომ გამოვიდეს

ამისთვის კი არ გამოგადგება:
1. FZ80-ის ობიექტივის მაქსიმალური კუთხე ასტროფოტოსთვის საკმაოდ ვიწროა. კი გადაიღებ მარა ასეთ ფართო კადრებს არ მოგცემს: https://www.flickr.com/photos/pinks2000/
2. მაღალ ISO-ზე წუნი დიდია. 100-200 კი შესაბამისი შტატივის გარეშე გაწელილი ვარსკვლავები გექნება.

ისე ასტროფოტოსთვის APS-C -ზე ნაკლები ფორმატი არ უნდა აიღო.

Posted by: M-B 2 Sep 2017, 11:26
QUOTE (morixei @ 1 Sep 2017, 20:42 )
fаshist
QUOTE
1) კარგი ზუმი რომ ჰქონდეს და საკმაოდ შორი ობიექტები გადავიღო 2)

Panasonic FZ80-ს მაგ მხრივ კარგი ზუმი აქვს, შორ კადრებსაც ნორმალურად იღებს.
QUOTE
2) ასტროფოტოგრაფიისთვის მინდა ანუ სიბნელეში კარგი სურათები რომ გამოვიდეს

ამისთვის კი არ გამოგადგება:
1. FZ80-ის ობიექტივის მაქსიმალური კუთხე ასტროფოტოსთვის საკმაოდ ვიწროა. კი გადაიღებ მარა ასეთ ფართო კადრებს არ მოგცემს: https://www.flickr.com/photos/pinks2000/
2. მაღალ ISO-ზე წუნი დიდია. 100-200 კი შესაბამისი შტატივის გარეშე გაწელილი ვარსკვლავები გექნება.

ისე ასტროფოტოსთვის APS-C -ზე ნაკლები ფორმატი არ უნდა აიღო.

მართალია. და APS-C სენსორიანი კამერისთვის 300მმ და უფრო მეტი ფოკუსური მანძილი რომ ჰქონდეს, ისეთი ოპტიკა საკმაოდ ძვირი ეღირება. რა თქმაუნდა შეიძლება რამე იაფი 70-300 მმ ზუმის დათრევა, მაგრამ ხარისხი ცუდი აქვს თითქმის ყოველთვის.
* * *
ისე ასტროფოტოგრაფიისთვის კამერების გადაკეთებაზე ბევრი რამ წერია უცხოურ რესურსებზე, ტელესკოპებითაც, ჩვეულებრივი 500 მმ-იანი სარკიანი ობიექტივებითაც და ა.შ.

Posted by: cpufan 3 Sep 2017, 17:13
ასე 200 ლარის ფარგლებში ნორმალური ლინზა მომივა canon 1300d-თვის ? ისე რო სტოკ ლინზას აჯობოს biggrin.gif

Posted by: M-B 3 Sep 2017, 17:32
QUOTE (cpufan @ 3 Sep 2017, 17:13 )
ასე 200 ლარის ფარგლებში ნორმალური ლინზა მომივა canon 1300d-თვის ? ისე რო სტოკ ლინზას აჯობოს biggrin.gif

სტოკი რა გაქვს? 50 მმ 1.8 დიაფრაგმით შეიძლება მოიგო აუქციონზე, თუ ძალიან გაგიმართლებს.

Posted by: cpufan 3 Sep 2017, 17:35
M-B
user posted image

ეს მაქვს.. დავძებნი აბა..

Posted by: M-B 3 Sep 2017, 17:53
QUOTE (cpufan @ 3 Sep 2017, 17:35 )
M-B
user posted image

ეს მაქვს.. დავძებნი აბა..

ეგ ოპტიმალური ლინზაა ზოგადად. იაფი და იორღა. შენ რისთვის გინდა რომ გამოიყენო, იმაზეა დამოკიდებული.

Posted by: cpufan 3 Sep 2017, 18:11
M-B
რავი ცოტ-ცოტა ყველაფრის გადასაღებად.. ამით გადღებული სურათები ისეთი ბასრი არ გამოდის..

Posted by: M-B 3 Sep 2017, 18:22
QUOTE (cpufan @ 3 Sep 2017, 18:11 )
M-B
რავი ცოტ-ცოტა ყველაფრის გადასაღებად.. ამით გადღებული სურათები ისეთი ბასრი არ გამოდის..

რა თქმა უნდა არ გამოვა. ზუმიანი ლინზები არასდროსაა საუკეთესო სიმკვეთრის.

Posted by: morixei 3 Sep 2017, 23:30
cpufan
QUOTE
ასე 200 ლარის ფარგლებში ნორმალური ლინზა მომივა canon 1300d-თვის ?

....
QUOTE
50 მმ 1.8 დიაფრაგმით შეიძლება მოიგო აუქციონზე, თუ ძალიან გაგიმართლებს

+1
50mm f/1.8 II ბევრად ძვირიან ლინზებს არ ჩამორჩება კროპზე ოპტიკური ხარისხით.

Posted by: cpufan 4 Sep 2017, 11:44
morixei
M-B
დიდი მადლობა ორივეს დახმარებისთვის alk.gif


http://www.ebay.com/itm/Canon-EF-50mm-f-1-8-II-Lens-/322710044809?epid=113396162&hash=item4b23048089:g:7WkAAOSw8FRZrGfw

არც ისე ძვირ ფასებში არ არის biggrin.gif შეიძლება დაფიქრება

Posted by: M-B 4 Sep 2017, 11:48
QUOTE (cpufan @ 4 Sep 2017, 11:44 )
morixei
M-B
დიდი მადლობა ორივეს დახმარებისთვის alk.gif


http://www.ebay.com/itm/Canon-EF-50mm-f-1-8-II-Lens-/322710044809?epid=113396162&hash=item4b23048089:g:7WkAAOSw8FRZrGfw

არც ისე ძვირ ფასებში არ არის biggrin.gif შეიძლება დაფიქრება

კარგი ფასია სხვათა შორის, თუ ფული გაქვს, გირჩევ იყიდო.

Posted by: cpufan 4 Sep 2017, 11:50
M-B
ჯერ არ მაქვს სამწუხაროდ sad.gif სადღაც ოქტომბრის ბოლოსთვის ვაპირებ ჩალიჩს.. ვფიქრობ რაც მაქვს ეგ ლინზაც ხომ არ გავყიდო თქო, მაგრამ ზუმ ლინზა საჭიროა რაღაც პონტში..

Posted by: M-B 4 Sep 2017, 11:52
აგერ მიმოხილვაც არის მაგ ლინზის და ბოლო გვერდზე ფოტოებიც დევს, მაგით გადაღებული:

https://www.dpreview.com/reviews/canon-50-1p8-ii-c16

არავითარ შემთხვევაში არ გაყიდო. 50მმ-მდე რა დიაპაზონიცაა, ის რომ დაგჭირდება, გაიჭედები. მაგალითად შენობაში, ან ვიწრო ქუჩაზე, სადაც ფართო კუთხით გადაღებაა საჭირო, 18მმ შეუცვლელი იქნება.

Posted by: cpufan 4 Sep 2017, 12:09
M-B
აჰამ გასაგებია, მადლობა დიდი biggrin.gif ერთ M42 ადაპტერსაც მოვაგდებ და +2 ლინზაც მექნება კიდე biggrin.gif

Posted by: evgeni_zauri 5 Sep 2017, 02:14
QUOTE (cpufan @ 3 Sep 2017, 17:13 )
ასე 200 ლარის ფარგლებში ნორმალური ლინზა მომივა canon 1300d-თვის ?  ისე რო სტოკ ლინზას აჯობოს biggrin.gif



50mm f/1.8 II ძალიან კარგი ობიექტივია, მაგრამ 1300D-ზე საკმაოდ ვიწრო კუთხე აქვს (80mm-ის ექვივალენტი), თანაც მთლიანად პლასტმასის არის.
აი ამ ობიექტივებს შეხედე კიდევ:
- Canon EF-S 24mm f/2.8
- Canon EF 40mm f/2.8 STM


Posted by: M-B 5 Sep 2017, 09:40
QUOTE (evgeni_zauri @ 5 Sep 2017, 02:14 )
QUOTE (cpufan @ 3 Sep 2017, 17:13 )
ასე 200 ლარის ფარგლებში ნორმალური ლინზა მომივა canon 1300d-თვის ?  ისე რო სტოკ ლინზას აჯობოს biggrin.gif



50mm f/1.8 II ძალიან კარგი ობიექტივია, მაგრამ 1300D-ზე საკმაოდ ვიწრო კუთხე აქვს (80mm-ის ექვივალენტი), თანაც მთლიანად პლასტმასის არის.
აი ამ ობიექტივებს შეხედე კიდევ:
- Canon EF-S 24mm f/2.8
- Canon EF 40mm f/2.8 STM

ეგ ობიექტივები ხსენებულ ბიუჯეტში თუ იშოვება სადმე, მეც ვიყიდი biggrin.gif

Posted by: cpufan 5 Sep 2017, 10:42
evgeni_zauri
QUOTE
50mm f/1.8 II ძალიან კარგი ობიექტივია, მაგრამ 1300D-ზე საკმაოდ ვიწრო კუთხე აქვს (80mm-ის ექვივალენტი),

ეგ რატო ? biggrin.gif

ის 2 ძაან კაი ლინზაა, მაგრამ არ ვიცი თუ ჩავეტევი ბიუჯეტში biggrin.gif

Posted by: M-B 5 Sep 2017, 10:59
QUOTE (cpufan @ 5 Sep 2017, 10:42 )
evgeni_zauri
QUOTE
50mm f/1.8 II ძალიან კარგი ობიექტივია, მაგრამ 1300D-ზე საკმაოდ ვიწრო კუთხე აქვს (80mm-ის ექვივალენტი),

ეგ რატო ? biggrin.gif

ის 2 ძაან კაი ლინზაა, მაგრამ არ ვიცი თუ ჩავეტევი ბიუჯეტში biggrin.gif

ეგ იმიტომ, რომ მაგ კამერის სენსორი (და ზოგადად APS-C ფორმატის სენსორი) 1.6-ჯერ პატარაა Full Frame სენსორზე და შესაბამისად ფოკუსური მანძილი უნდა გადაამრავლო 1.6-ზე. 50 მმ-იანი ლინზა არის 80 მმ-იანის ექვივალენტი ფირიანი აპარატისთვის, ან იგივე Full Frame აპარატისთვის. ანუ ისევე დაინახავ შენი აპარატით მაგ 50მმ-იანი ლინზით, როგორც ვთქვათ ზენიტი ან Canon 5D გადაიღებს 80მმ-იანი ლინზით.

Posted by: cpufan 5 Sep 2017, 11:28
M-B
ააა გასაგებია biggrin.gif მადლობა დიდი, მგონი ჯობია რამე წიგნები ვიპოვო ფოტოგრაფიაზე და კამერებზე და კითხვა დავიწყო, თორე ძაან შეგაწუხეთ biggrin.gif

Posted by: M-B 5 Sep 2017, 13:10
QUOTE (cpufan @ 5 Sep 2017, 11:28 )
M-B
ააა გასაგებია biggrin.gif მადლობა დიდი, მგონი ჯობია რამე წიგნები ვიპოვო ფოტოგრაფიაზე და კამერებზე და კითხვა დავიწყო, თორე ძაან შეგაწუხეთ biggrin.gif

1. ვიკიპედიას გადახედე, მარტივადაა ბევრი რამე ახსნილი.
2. თუ კითხვები გექნება, დაწერე და გიპასუხებთ, რა პრობლემაა smile.gif

Posted by: cpufan 5 Sep 2017, 14:28
M-B
აუცილებლად გადავხედავ, მადლობა

Posted by: Katutu 8 Sep 2017, 15:01
porst tele auto 135mm f2.8 ლინზას რამდენად გავყიდი ფოტომოყვარულცი?

აი ასეთს, მშვენიერ მუშა მდგომარეობაში
user posted image

Posted by: aca baca banci bunca 12 Sep 2017, 22:25
როგორ შევინარჩუნო ფოტოზე ბუნებრივი განათება? ტოესტ დავუშვათ საღამოს გადაღებულ ფოტოზე როგორ ვქნა ისე რომ ისეთი კი არ იყოს ფოტო რაღაც სინათლის სტანდარტებს რომ აკმაყოფილებდეს, ანუ დღესავით ნათელი, აი როგორ დროსაც გადავიღებ ისე რომ იყოს განათებული? spy.gif


Posted by: morixei 13 Sep 2017, 00:18
aca baca banci bunca
ექპოკორექცია მინუსებში გადაიყვანე.
თუ ციფრულია ISO-ც დააფიქსირე, რომ თავისით მაღლა არ ავიდეს.

-0.7 დან -2 მდე ვაყენებ ხოლმე, განათების მიხედვით. ცოტა წაუექსპერიმენტე და დაუმუღამებ smile.gif

Posted by: aca baca banci bunca 13 Sep 2017, 00:32
morixei
ფირით ვიღებ და. :დ ხო და მანდ ძნელია ცოტა. ექსპანომეტრი რეკომენდირებულ დიაფრაგმას მანახებს. არა, თეორიულად შეიძლება უბრალოდ ცოტათი გავხსნი დიაფრაგმას და დაყოვნებას შევამცირებ სამაგიეროდ ერთი საფეხურით და რაღაც ახლოს ვიქნები მარა გამოვა ვითომ ეგრე? :/
----------------------

Posted by: morixei 13 Sep 2017, 02:22
QUOTE
ფირით ვიღებ და. :დ ხო და მანდ ძნელია ცოტა. ექსპანომეტრი რეკომენდირებულ დიაფრაგმას მანახებს. არა, თეორიულად შეიძლება უბრალოდ ცოტათი გავხსნი დიაფრაგმას და დაყოვნებას შევამცირებ სამაგიეროდ ერთი საფეხურით და რაღაც ახლოს ვიქნები მარა გამოვა ვითომ ეგრე? :/


ღამე გადამიღია, მარა ზუსტად აღარც მახსოვს როდის რამდენზე ვაკლებდი. 25 წელზე მეტია ფირიანი ხელში აღარ მკავებია. ახლა ვნახე მაგის ექსპონომეტრი ვიზირში როგორიცაა. თავისებურია, თუმცა პრინციპი იგივეა.
http://www.butkus.org/chinon/konica/konica_t3/konica_t3.htm
ისარი თუ ზევითაა მინუსშია, ქვევით პლიუსში(ექპოზიცია).
დიაფრაგმას ან სიჩქარეს ისე დაარეგულირებ რომ ექსპონომეტრის ისარი შუიდან ზევით წავიდეს შესაბამისი ბიჯით. თუ ლენტა ISO100-ია ალბათ აჯობებს -0.3-დან(ბიჯის 1/3) მოსინჯო, ძალიან რომ არ ჩააბნელოს. მანდ დიაფრაგმისა და სიჩქარის მაჩვენებლები ერთი მთლიან ბიჯს(Step) შეესაბამება.

Posted by: aca baca banci bunca 13 Sep 2017, 11:13
morixei
უი რა კაი მითხარი
QUOTE
მანდ დიაფრაგმისა და სიჩქარის მაჩვენებლები ერთი მთლიან ბიჯს(Step) შეესაბამება.

ანუ ყველაფერი თუ რიგზეა და მაინც შევამცირე დაყოვნება ერთი საფეხურით, ექსპოწყვილის გაგება ადვილია.

Posted by: severuss 15 Sep 2017, 11:51
ვინმემ იცით ხელოსან ნიკოს.ნომერი, ან მისამართი? 593 10 53 11

Posted by: M-B 15 Sep 2017, 13:30
QUOTE (severuss @ 15 Sep 2017, 11:51 )
ვინმემ იცით ხელოსან ნიკოს.ნომერი, ან მისამართი? 593 10 53 11

ნომერი ეგაა. უზნაძის ქუჩის დასაწყისში ცხოვრობს, ვარანცოვის (ზაარბრიუკენის) ხიდთან, სანაპიროს მხარეს ჩაყოლებაზე.

Posted by: severuss 15 Sep 2017, 14:45
M-B
კი მოვაგენი. აცაბაცამ მიმასწავლა. ეგ ნომერი გაუქმებულიაქვს. მარა აღვადგენო.

ეხლა ვეძებ აი ასეთი ფორმის ელემენტებს და სად ვიშოვი?

user posted image

Posted by: M-B 15 Sep 2017, 14:48
QUOTE (severuss @ 15 Sep 2017, 14:45 )
M-B
კი მოვაგენი. აცაბაცამ მიმასწავლა. ეგ ნომერი გაუქმებულიაქვს. მარა აღვადგენო.

ეხლა ვეძებ აი ასეთი ფორმის ელემენტებს და სად ვიშოვი?

user posted image

არ შემხვედია ჩვენში ეგეთი, მაგრამ შეგიძლია ჩაანაცვლო ორი ცალი LR44-ით, ან ორი ცალი SR 357-ით. ჯამური ზომით და ვოლტაჟით დამაკმაყოფილებელი იქნება. SR ცოტა ძვირია, მაგრამ უფრო დიდხანს ძლებს, ვერცხლის ოქსიდია.

Posted by: aca baca banci bunca 15 Sep 2017, 14:49
severuss
რამდენ ვოლტიანიც უნდა იყოს იმდენი ვოლტი შეკარი ცოტა თხელებით და ეგაა. მაგაზე ანუ მაგ სტანდარტზე ოდნავ ვიწროებია მარა მიდის. მე ეგრე მაქვს. მელიქიშვილზე ფუჯიშიც ექნებათ ის რასაც გეუბნები და მშრალ ხიდზეც აქვს დამავიწყდა კაცის სახელი მარა აი სადაც აუდიო ტექნიკას ყიდიან, მანდ უნდა ჩაუყვე და იკითხე რა ვინ ყიდისო ან ანდრეის კითხე და მაგან იცის სახელი.

რაო რამდენში გიკეთებს ნიკოლოზა? :3

Posted by: Levan_Lion 15 Sep 2017, 15:15
QUOTE (severuss @ 15 Sep 2017, 14:45 )
M-B
კი მოვაგენი. აცაბაცამ მიმასწავლა. ეგ ნომერი გაუქმებულიაქვს. მარა აღვადგენო.

ეხლა ვეძებ აი ასეთი ფორმის ელემენტებს და სად ვიშოვი?

user posted image

severuss
ზახარას მაღაზიაში ქონდეთ შეიძლება მე და შენ რომ ვიყავით ერთხელ კარვის ფანარი რომ ვიყიდე იმ მაღაზიაზე გეუბნები

Posted by: M-B 15 Sep 2017, 15:16
QUOTE (Levan_Lion @ 15 Sep 2017, 15:15 )
QUOTE (severuss @ 15 Sep 2017, 14:45 )
M-B
კი მოვაგენი. აცაბაცამ მიმასწავლა. ეგ ნომერი გაუქმებულიაქვს. მარა აღვადგენო.

ეხლა ვეძებ აი ასეთი ფორმის ელემენტებს და სად ვიშოვი?

user posted image

severuss
ზახარას მაღაზიაში ქონდეთ შეიძლება მე და შენ რომ ვიყავით ერთხელ კარვის ფანარი რომ ვიყიდე იმ მაღაზიაზე გეუბნები

მოიცა მოიცა ზახარას მაღაზია კიდევ არსებობს? სად გადავიდა???

Posted by: Levan_Lion 15 Sep 2017, 15:26
M-B
კი არსებობს დააპატარავეს და შეამცირეს პროდუქცია სადაც იყო ისევ იქაა თევდორე მღვდლის ქუჩაზე

Posted by: severuss 15 Sep 2017, 15:42
M-B
aca baca banci bunca
Levan_Lion

მშრალ ხიდზე ვიყიდე ორ ორი და ამუშავდა..

ეხლა ნიკოსთან ვარ. აპარატს რო გააკეთებს ლუდი უნდა დავლიოთ biggrin.gif

ვისაც გინდათ და გცალიათ გამოდით. კაი ჩამოსასხმელი გავაძრე wink.gif

Posted by: aca baca banci bunca 15 Sep 2017, 15:50
severuss
:დ მომიკითხე. დათო კონიკამ მოგიკითხა ტაიმერის გაკეთება უნდა და მოგინახულებსთქო. :დ მაგას დღემდე გონია რომ ვერ გააკეთა აპარატი და დაამშვიდე, მუშაობს აპარატი ვირივითთქო. თუ უნდა გააკეთოს ახლავე, პლეხანოვის გადაღება მინდა და გამოგაკითხავთ აბა. თან ნიკოს პორტრეტიც მინდა ერთი. კაი კაცია, უნდა მქონდეს მაგის ფოტო. yes.gif

Posted by: Levan_Lion 15 Sep 2017, 15:50
QUOTE (severuss @ 15 Sep 2017, 15:42 )
M-B
aca baca banci bunca
Levan_Lion

მშრალ ხიდზე ვიყიდე ორ ორი და ამუშავდა..

ეხლა ნიკოსთან ვარ. აპარატს რო გააკეთებს ლუდი უნდა დავლიოთ biggrin.gif

ვისაც გინდათ და გცალიათ გამოდით. კაი ჩამოსასხმელი გავაძრე wink.gif

severuss
რა გენაღვლება lol.gif lol.gif

Posted by: severuss 15 Sep 2017, 16:00
aca baca banci bunca
გამო ჰა. ნიკომ მაგდენ ლუდს ვერ დავლევ დავთ რებიო. რამდენხანში იქნები. გააკეთებს მაშ რას იზამს.

Levan_Lion
ადე წამო და ერთად დავბრუნდებით biggrin.gif
* * *
Levan_Lion
შენ რო ხელოსანი მითხარი იგორი, წეღან ვურეკე და ვერ დავუკავშირდი

Posted by: M-B 15 Sep 2017, 16:05
QUOTE (Levan_Lion @ 15 Sep 2017, 15:26 )
M-B
კი არსებობს დააპატარავეს და შეამცირეს პროდუქცია სადაც იყო ისევ იქაა თევდორე მღვდლის ქუჩაზე

ვაა. ადრე ვიყავი, ორიოდე თვის წინ და სხვა რაღაც რომ დამხვდა, აღაცრ დამიწყია ძებნა. გმადლობ smile.gif

Posted by: Levan_Lion 15 Sep 2017, 16:12
severuss
მოკლედ ბედი არა გაქვს რა ჯერ გაფუჭებული აპარატი ჩამოგივიდა... მერე ნიკოს ვერ ურეკავდი და მიაგენი როგორც იქნა... თურმე იმ იგორსაც ვერ დაუკავშირდი... ვააახ ვინ გვთარსავს მე მაგათი დედა მოტა :დ :დ :დ

Posted by: severuss 15 Sep 2017, 20:46
Levan_Lion

ხო ყველაფერს წვალება უნდა და მერე შეილება ცალ ყბად გამიღიმოს ბედმა

biggrin.gif

Posted by: 123omari123 20 Sep 2017, 00:57
ელვას გადავუღე სურათი (უფრო სწორედ ვიდეო მაგრამ ვიდეოდან ამოვიღე სურათი), და ფოტოშოფში რომ დავუწიე სიკაშკაშეს და კონტრასტს უეცრად რაღაც ფორმების გამოსახულება მივიღე და რა არის ხო ვერ მეტყვით? შემთხვევით სენსორი ხომ არ არის biggrin.gif
user posted image

Posted by: cuda 26 Sep 2017, 00:17
300-350 ლარში, canon 500d თუ nikon d3100? ან უკეთესი არი რამე?

Posted by: morixei 26 Sep 2017, 00:46
cuda
მარკეტზე D90-ს მოვკარი თვალი, ობიექტივით არისო:
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11032484/

კლასით მაგ ორივეზე მაღლა დგას. უეკეთესი არა მგონია.
ნუ, კიდევ სონის უსარკოც:
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11019689/

Posted by: cuda 26 Sep 2017, 15:35
morixei
QUOTE
მარკეტზე D90-ს მოვკარი თვალი, ობიექტივით არისო:

ბევრად ჯობია ხო დ90 იმ ორივეს რაც ზემოთ დავწერე? ეგ სონი მეც ვნახე მარა საჩუქრად მინდა, და ოდნავ უკეთესიც რო იყოს სონი მაინც ცოტა "მოშნი" მირჩევნია biggrin.gif biggrin.gif პროფესიონალურს რო გავს უფრო რა

Posted by: M-B 26 Sep 2017, 16:32
QUOTE (cuda @ 26 Sep 2017, 15:35 )
morixei
QUOTE
მარკეტზე D90-ს მოვკარი თვალი, ობიექტივით არისო:

ბევრად ჯობია ხო დ90 იმ ორივეს რაც ზემოთ დავწერე? ეგ სონი მეც ვნახე მარა საჩუქრად მინდა, და ოდნავ უკეთესიც რო იყოს სონი მაინც ცოტა "მოშნი" მირჩევნია biggrin.gif biggrin.gif პროფესიონალურს რო გავს უფრო რა

როგორ არის იცი? D90 არის "ნახევრადპროფესიონალი" (semi-pro), ის ორი არის დამწყების დონის (entry level), მაგრამ გააჩნია ვის ჩუქნი და რისთვის უნდა რა. ისინი უფრო ახალი მოდელებია (განსაკუთრებით D3100) და მეტი ფუნქცია აქვს. ვისაც ფოტოს ხარისხი უნდა, D90 ურჩევნია და ვისაც ახალი - იმას დანარჩენი მოდელები.

Posted by: xidesha* 26 Sep 2017, 17:34
1300 ლარამდე რომელი აპარატი ვიყიდო,ახალი მინდა. ქენონ 1300დ ნორმალურია მოყვარულის დონისთვის?

Posted by: METEORA 26 Sep 2017, 18:15
ძველი თბილისის ფოტოების გამოყენებაზე რაიმე საავტორო ან დამატებითი უფლებები საჭიროა ვინმემ ხომ არ იცით ?

Posted by: M-B 26 Sep 2017, 18:26
QUOTE (METEORA @ 26 Sep 2017, 18:15 )
ძველი თბილისის ფოტოების გამოყენებაზე რაიმე საავტორო ან დამატებითი უფლებები საჭიროა ვინმემ ხომ არ იცით ?

თუ ვინმე ფოტოგრაფის გადაღებულია, რათქმაუნდა ინტელექტუალური საკუთრებაა და საავტორო უფლება ექნება. თუ თავად იღებ, არანაირი პრობლემა biggrin.gif

Posted by: METEORA 26 Sep 2017, 18:33
M-B

გმადლობ პასუხისათვის.

თუკი ინტერნეტიდან ავიღებ ისეთ ფოტოს მაგალითად, რომელიც არ არის არავისი დაავტორებული ესე იგი პრობლემა არ იქნება ? სწორად გავიგე ?

Posted by: M-B 26 Sep 2017, 18:50
QUOTE (METEORA @ 26 Sep 2017, 18:33 )
M-B

გმადლობ პასუხისათვის.

თუკი ინტერნეტიდან ავიღებ ისეთ ფოტოს მაგალითად, რომელიც არ არის არავისი დაავტორებული ესე იგი პრობლემა არ იქნება ? სწორად გავიგე ?

კი, ეგრეა. ზოგადად თუ ვინმე საავტორო უფლებით იცავს საკუთარ ნაშრომს, ზედვე აწერს ან სახელს, ან რაღაც მსგავსს. თუ ასეთი რამე არ აქვს ფოტოს, თავისუფლად შეგიძლია გამოიყენო.

Posted by: cuda 26 Sep 2017, 18:59
M-B
QUOTE
როგორ არის იცი? D90 არის "ნახევრადპროფესიონალი" (semi-pro), ის ორი არის დამწყების დონის (entry level), მაგრამ გააჩნია ვის ჩუქნი და რისთვის უნდა რა. ისინი უფრო ახალი მოდელებია (განსაკუთრებით D3100) და მეტი ფუნქცია აქვს. ვისაც ფოტოს ხარისხი უნდა, D90 ურჩევნია და ვისაც ახალი - იმას დანარჩენი მოდელები.


გოგოსთვის მინდა საჩუქრად და გოგოების 99% როგორც იყტენებს პროფესიონალურ ფოტო-აპარატს აი ეგეთ პონტში გამოიყენებს რა biggrin.gif ფოტოგრაფობას არაფერს პროსტა თავის პონტში რა

Posted by: M-B 26 Sep 2017, 19:59
QUOTE (cuda @ 26 Sep 2017, 18:59 )
M-B
QUOTE
როგორ არის იცი? D90 არის "ნახევრადპროფესიონალი" (semi-pro), ის ორი არის დამწყების დონის (entry level), მაგრამ გააჩნია ვის ჩუქნი და რისთვის უნდა რა. ისინი უფრო ახალი მოდელებია (განსაკუთრებით D3100) და მეტი ფუნქცია აქვს. ვისაც ფოტოს ხარისხი უნდა, D90 ურჩევნია და ვისაც ახალი - იმას დანარჩენი მოდელები.


გოგოსთვის მინდა საჩუქრად და გოგოების 99% როგორც იყტენებს პროფესიონალურ ფოტო-აპარატს აი ეგეთ პონტში გამოიყენებს რა biggrin.gif ფოტოგრაფობას არაფერს პროსტა თავის პონტში რა

მაშინ D90 არ იყიდო, ძველია ძალიანო გეტყვის.

Posted by: Katutu 26 Sep 2017, 20:30
QUOTE (123gia123 @ 20 Sep 2017, 00:57 )
ელვას გადავუღე სურათი (უფრო სწორედ ვიდეო მაგრამ ვიდეოდან ამოვიღე სურათი), და ფოტოშოფში რომ დავუწიე სიკაშკაშეს და კონტრასტს უეცრად რაღაც ფორმების გამოსახულება მივიღე და რა არის ხო ვერ მეტყვით? შემთხვევით სენსორი ხომ არ არის biggrin.gif
user posted image

სენსორი არ არის, სურათის თემაა, ზედმეტად გადანათებული ადგილია, თეთრია ფაქტიურად, ამას ვერ დააბნელებ რაც არ უნდა ფოტოშოპები და ლაითრუმები გამოიყენო

Posted by: cuda 26 Sep 2017, 20:48
M-B
QUOTE
მაშინ D90 არ იყიდო, ძველია ძალიანო გეტყვის.

d3100 ნორმალური ვარიანტია მაგ ფასისთვის?
https://www.mymarket.ge/ka/product/view/10930658/

Posted by: gabro777 26 Sep 2017, 21:12
სონის ა330 მოვიგე ებაიზე 92 დოლარად
და უნდა მიხაროდეს ხომ?

Posted by: morixei 26 Sep 2017, 21:27
M-B
QUOTE
მაშინ D90 არ იყიდო, ძველია ძალიანო გეტყვის.

+1
cuda გოგოებს მოსწონთ cenon და nikon-ი რომ აწერია biggrin.gif
QUOTE
d3100 ნორმალური ვარიანტია მაგ ფასისთვის?

კი კარგია. გარეგნულადაც მოვლილი აპარატი ჩანს.

gabro777
QUOTE
სონის ა330 მოვიგე ებაიზე 92 დოლარად
და უნდა მიხაროდეს ხომ?

მშვიდობაში smile.gif
მინოლტას(A ბაიონეტზე) FA ობიექტივებს თუ მიაყენებ მაგარი იქნება.

Posted by: gabro777 26 Sep 2017, 22:00
morixei

რადგან მშვიდობაშიო, ესეეგი კაი შენაძენია
მადლობა

ეგ სამომავლოდ ვიზამ ლინზებსაც, ეხლა ჯერ ჩვეულებრივ 55მმიან ლინზაზე უნდა ვისწავლო გადაღება და ყველაფერი
და აი როცა ვისწავლი შემდეგ გამოვიყენებ მაგ რჩევას

Posted by: cuda 26 Sep 2017, 23:20
რა შევუმოწმო სანახავად რო წავალ?

Posted by: DogLoverrr 26 Sep 2017, 23:30
გამარჯობა, იქნებ მირჩიოთ.. მეგობრისთვის მინდა 360° კამერა. რომელ მოდელს მირჩევთ, საიდან შეიძლება გამოწერა? თბილისში თუ იყიდება? დაახლოებით 300 დოლარის ფარგლებში თუ შევძლებ რაიმე ნორმალურის ყიდვას.

Posted by: xidesha* 26 Sep 2017, 23:37
QUOTE (xidesha* @ 26 Sep 2017, 17:34 )
1300 ლარამდე რომელი აპარატი ვიყიდო,ახალი მინდა. ქენონ 1300დ ნორმალურია მოყვარულის დონისთვის?

. . cry.gif

Posted by: cpufan 26 Sep 2017, 23:40
xidesha*
1300D მე მაქვს და ცუდი არაა, უბრალოდ რასაც დავუკვირდი ნახმარი ბევრად უკეთესი მოგივა biggrin.gif


Posted by: xidesha* 27 Sep 2017, 00:04
cpufan
ხოო ვიცი მარა ქეშად არ მაქვს და განვადებაზე ვფიქრობ

Posted by: cpufan 27 Sep 2017, 00:18
xidesha*
სესხოც იგივე პონტია, აირე სესხი და ისე იყიდე, მგოებული დარჩები

Posted by: 123omari123 27 Sep 2017, 15:51
Katutu
სურათის თემაა რას ნიშნას ვერ მივხვდი , იქნებ ამიხსნა?
დაბნელებას არც ვცდილობ ისე გამიკვირდა უბრალოდ რაღაცა ჩემთვის უცნაური ფორმა რომ დაეხატა.

Posted by: Katutu 27 Sep 2017, 18:45
123gia123
სურათის ბრალია ანუ ფოტოაპარატი არაფერ შუაშია

Posted by: Cosmonomad 29 Sep 2017, 00:26
ხალხო, ფოტოებზე მინდა ეფექტების დადება, აი ოდნავ რომ დაამუქოს ფერები და მკვეთრად გამოჩნდეს უფრო, მეტი არაფერი, ოღონდ არ მინდა რომ ფოტოს ხარისხი დაეკარგოს. მირჩიეთ რამე მე უვიცს user.gif

Posted by: CoderiotGe 29 Sep 2017, 11:50
Cosmonomad
კონტრასტი აუწიე და ეგ არი

Posted by: M-B 29 Sep 2017, 14:00
QUOTE (Cosmonomad @ 29 Sep 2017, 00:26 )
ხალხო, ფოტოებზე მინდა ეფექტების დადება, აი ოდნავ რომ დაამუქოს ფერები და მკვეთრად გამოჩნდეს უფრო, მეტი არაფერი, ოღონდ არ მინდა რომ ფოტოს ხარისხი დაეკარგოს. მირჩიეთ რამე მე უვიცს user.gif

ფოტოშოპში curves დაამუღამე, ასევე Histogram-ის რეგულირება და სწორად წაკითხვა, Saturation და Vibrance ცვლა... ბევრი არაფერი არაა, ერთი საათი წაითამაშებ და დაამუღამებ.

Posted by: daisy12 29 Sep 2017, 15:18
გამარჯობათ, მაქვს canon 1100D 18-55mm ლინზით, მინდა ლინზის შეცვლა და ვერ ჩამოვყალიბდი. იქნებ მირჩიოთ რომელი იქნება უკეთესი ამ ქენონისთვი? 50 mm 1.8 stm თუ 75 mm300 mm. ძირითადად პორტრეტებისთვის და ბუნებაში ფოტოებისთვის მინდა, ღამითაც რომ იმაზე უკეთ იღებდეს რაც მაქვს

Posted by: M-B 29 Sep 2017, 15:23
QUOTE (daisy12 @ 29 Sep 2017, 15:18 )
გამარჯობათ, მაქვს canon 1100D 18-55mm ლინზით, მინდა ლინზის შეცვლა და ვერ ჩამოვყალიბდი. იქნებ მირჩიოთ რომელი იქნება უკეთესი ამ ქენონისთვი? 50 mm 1.8 stm თუ 75 mm300 mm. ძირითადად პორტრეტებისთვის და ბუნებაში ფოტოებისთვის მინდა, ღამითაც რომ იმაზე უკეთ იღებდეს რაც მაქვს

"ღამით უკეთ გადაღება"-ში რა იგულისხმება? თუ დიაფრაგმის სიმძლავრეს გულისხმობ, 75-300 ახლოსაც ვერ მოვა 50-იანთან იმიტომ, რომ სავარაუდოდ ექნება 4-5.6 დიაფრაგმა მაშინ როცა 50-იანს აქვს 1.8. სადაც 4-5.6 დიაფრაგმიან ლინზას 1/60 წამი დაჭირდება ფოტოს გადასაღებად, იმავე პირობებში 1.8 დიაფრაგმიანი გადაიღებს 1/200-ით დაახლოებით. მაგრამ მარტო დიაფრაგმა ხომ არ არის, 50/1.8 და 75-300 სულ სხვადასხვა კლასის ლინზებია. 50/1.8 არის საპოტრეტე. ცუდი საპორტრეტეა, მაგრამ მაინც საპოტრეტეა. 75-300 არის ტელეფოტო ლინზა, ანუ შორ მანძილზე გამოსაყენებელი. რა თქმა უნდა მაგითაც შეიძლება პორტრეტების გადაღება, მაგრამ ზუმ ლინზა არასდროს არ იძლევა ისეთ ხარისხს, როგორსაც პრაიმ (ანუ ზუმის გარეშე) ლინზა.

P.S. გამარჯობის თქმა დამავიწყდა sad.gif

Posted by: daisy12 29 Sep 2017, 15:36
M-B ანუ მოყვარულის დონეზე მინდა, პირადი ფოტოებისთვის, ექსკურსიებისთვის რო იმაზე უკეთესად გადაიღოს რაც მაქვს
* * *
ბევრი გამოხმაურება წავიკითხე და ავირიე უკვე აღარ ვიცი რომელი ჯობია smile.gif

Posted by: M-B 29 Sep 2017, 15:59
QUOTE (daisy12 @ 29 Sep 2017, 15:36 )
M-B ანუ მოყვარულის დონეზე მინდა, პირადი ფოტოებისთვის, ექსკურსიებისთვის რო იმაზე უკეთესად გადაიღოს რაც მაქვს
* * *
ბევრი გამოხმაურება წავიკითხე და ავირიე უკვე აღარ ვიცი რომელი ჯობია smile.gif

ბევრი რომ არ ვილაპარაკო, 18-55, 55-300 და ერთი 50-იანი მოყვარული ფოტოგრაფის ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

Posted by: DogLoverrr 30 Sep 2017, 22:25
ხალხოოო თბილსში 360 კამერას სად შეიძლება ვიყიდო? ვერსად მივაგენი

Posted by: Rapanui 1 Oct 2017, 07:20
daisy12
ორივე ლინზა იყიდე, ორივე გამოსცადე პრაკტიკაში. ისე ვერ გაიგებ პირადად შენ რომელი გაწყობს. მერე ან ორივეს დაიტოვებ ან ერთს გაყიდი. ხარჯიანი რჩევაა, მაგრამ ასეა ეს smile.gif

რაც შეეხება ღამით ხარისხიან გადაღებას, შეგიძლია დაივიწყო, რადგან სამოყვარულო კროპ-მატრიციანი კამერა გაქვს. ვერანაირი 1.8 და 1.2 დიაფრაგმა ვერ გიშველის, იმიტომ რომ კამერის მატრიცაა "ბნელი", მატრიცაა

Posted by: s-n-r 2 Oct 2017, 13:04
გადაღებულ სურათებს წერტილოვანი ლაქები ემჩნევა, მგონი სენსორი არის გასაწმენდი.
თუ გქონიათ შეხება, შეგიძლიათ მირჩიოთ, რომელი საწმენდი საშუალება გამოვიწერო? user.gif

Posted by: Werner Voss 2 Oct 2017, 13:20
nikon d3400 1200 ლარის ფარგლებში კარგი ვარიანტია, ან რამე უკეთესს ხომ არ მირჩევდით ამ ფასში?

Posted by: morixei 3 Oct 2017, 01:27
s-n-r
ლაქებისათვის: https://www.amazon.com/Digital-Camera-Sensor-Cleaning-Cleaner/dp/B00K8MTPEW/ref=sr_1_4?ie=UTF8&qid=1506976952&sr=8-4&keywords=sensor+cleaning+kit
ადრე გამოვიწერე და გამომადგა. საწმენდი ჩხირების მატერია ნანოტექნოლოგიით არის დამზადებული, არანაირ კვალს არ ტოვებს, იდეალურად წმინდავს.
მტვრის მოსაცილებლად: https://www.amazon.com/Giottos-AA1900-Rocket-Blaster-Large/dp/B00017LSPI/ref=sr_1_11?ie=UTF8&qid=1506976952&sr=8-11&keywords=sensor+cleaning+kit

Werner Voss
ახალი აქ რა ღირს არ ვიცი და გამოწერით(მარტო ბოდი) იგივე ჯდება, ტრასპორტირება/გამბაჟებიანად.
QUOTE
რამე უკეთესს ხომ არ მირჩევდით ამ ფასში?

D5300-ზე ვიფიქრებდი. ახალი სავარაუდოდ 100-130$ მეტი დაჯდბა, მაგრამ საკმაოდ უკეთესი აპარატი გექნება.
მეორადებში ვნახე, მშვენიერი ვარიანტია:
https://www.mymarket.ge/ka/product/view/11017047/

Posted by: gabro777 3 Oct 2017, 01:49
ხალხო ტრანსპორტირების დროს უსა2ჯორჯიამ დამიზიანა აპარატი

და ფლეში აღარ მუშაობს, და მისი შეცვლა დაახლოებით რა დამიჯდება?

Posted by: s-n-r 3 Oct 2017, 11:35
morixei

გმადლობთ მეგობარო up.gif

Posted by: M-B 3 Oct 2017, 12:14
QUOTE (gabro777 @ 3 Oct 2017, 01:49 )
ხალხო ტრანსპორტირების დროს უსა2ჯორჯიამ დამიზიანა აპარატი

და ფლეში აღარ მუშაობს, და მისი შეცვლა დაახლოებით რა დამიჯდება?

რა აპარატია, დაზიანება რა დონისაა, ვიზუალურად ეტყობა, თუ "უბრალოდ" არ მუშაობს და ა.შ. უნდა ჩამოწერო... ხელოსნები არამგონია აქ იყვნენ, მაგრამ მაინც.

Posted by: gabro777 3 Oct 2017, 12:18
M-B
სონი ა330
მიტყმული აქვს აშკარად
ზემოდან დასადგმელი განათების ადგილი მცირედით მოტეხილი
თვითOნ ფლეში არაპროპორციულად დგას, ანუ ცალი მხარე ამოზნექილია პატარაზე, შესაბამისად კარგად არ ''ზის''

ვიცი რომ მაგის ხელოსნები აქ არ იქნებიან, უბრალოდ მიახლოებითი ფასი მინდა რომ ვიცოდე



Posted by: M-B 3 Oct 2017, 13:32
QUOTE (gabro777 @ 3 Oct 2017, 12:18 )
M-B
სონი ა330
მიტყმული აქვს აშკარად
ზემოდან დასადგმელი განათების ადგილი მცირედით მოტეხილი
თვითOნ ფლეში არაპროპორციულად დგას, ანუ ცალი მხარე ამოზნექილია პატარაზე, შესაბამისად კარგად არ ''ზის''

ვიცი რომ მაგის ხელოსნები აქ არ იქნებიან, უბრალოდ მიახლოებითი ფასი მინდა რომ ვიცოდე

შეგიძლია ფოტოც დადო?
შეიძლება შენვე შეაკეთო თუ გეხერხება. თუ u2g-ს უნდა წარუდგინო საჩივარი, მაშინ ჩაწერე ასი ლარი პირდაპირ biggrin.gif

Posted by: gabro777 3 Oct 2017, 14:02
M-B

u2g-ში ჩახედულმა ადამიანებმა როგორც მითხრეს თუ დაზღვეული არ გქონდა ამანათიო, აზრი არ აქვსო

user posted image

Posted by: M-B 3 Oct 2017, 15:26
gabro777

თუ გეხერხება მსგავსი რაღაცები, დაშალე შენით და ეცადე შეაკეთო, მემგონი ან ამოვარდნილია ცალი მხარე, ან ამოტეხილი (უარეს შემთხვევაში). ან ნიკოს მიუტანე და ის ჩახედავს, არამგონია 25 ლარზე მეტი დაგისვას.

Posted by: gabro777 3 Oct 2017, 21:51
M-B
QUOTE
ნიკოს მიუტანე

სადაა ეგ ნიკო
sad.gif

Posted by: M-B 3 Oct 2017, 22:02
severuss-მა იცის ზუსტად ნიკოს ავან-ჩავანი. მე ნომერი ვიცოდი მაგრამ აღარ აქვსო ეგო, დაწერა ამას წინათ ფირის ფოტოგრაფიის თემაში. ისე ტერიტორიულად უზნაძის ქუჩის დასაწყისშია, ვარანცოვთან.

Posted by: gabro777 3 Oct 2017, 23:35
M-B

ოკ მადლობა

Posted by: cpufan 6 Oct 2017, 11:36
გამარჯობა ხალხო, როგორ ხართ ? ასეთი კითხვა მაქვს, დიდ ხნიან ექსპოზიციაზე ესეთი წერტილები რატო უჩნდება ?
https://farm5.staticflickr.com/4488/37495835332_814175f195_o.jpg


30 წამზე და მეტზე უჩნდება ეგეთი რაღაც, კამერას ჭირს რამე ? biggrin.gif

Posted by: M-B 6 Oct 2017, 13:15
QUOTE (cpufan @ 6 Oct 2017, 11:36 )
გამარჯობა ხალხო, როგორ ხართ ? ასეთი კითხვა მაქვს, დიდ ხნიან ექსპოზიციაზე ესეთი წერტილები რატო უჩნდება ?
https://farm5.staticflickr.com/4488/37495835332_814175f195_o.jpg


30 წამზე და მეტზე უჩნდება ეგეთი რაღაც, კამერას ჭირს რამე ? biggrin.gif

გმადლობ, ცუდად biggrin.gif

აბა წერტილები? 100%-ზე რომ გადავდივარ და წვრილი თეთრი წერტილები აზის? ეგ შეიძლება Noise იყოს, შეიძლება სენსორის გადახურების შედეგი. მაგრამ უფრო Noise მგონია. რა კამერით იღებ?

Posted by: eaglemount1 6 Oct 2017, 15:06
ფოტოების დასამუშავებლად ყველაზე კარგი პროგრამა რომელია? რო დამილინკოთ smile.gif

Posted by: cpufan 6 Oct 2017, 15:23
M-B
ისო 800-ზე მიყენია, უფრო სენსორი ხურდება, canon 1300d-თ ვიღებ. ვერაფერს ვერ ვუშველი ხო?

Posted by: M-B 6 Oct 2017, 16:03
QUOTE (cpufan @ 6 Oct 2017, 15:23 )
M-B
ისო 800-ზე მიყენია, უფრო სენსორი ხურდება, canon 1300d-თ ვიღებ. ვერაფერს ვერ ვუშველი ხო?

Olympus E-600 რომ მქონდა, 100-იან ISO-ზე უპრობლემოდ ვიღებდი ორწუთიანი დაყოვნებით და არ ყრიდა მასე არტეფაქტებს.
ახლა Pentax K-x-ზეც არ შემიმჩნევია მსგავსი "ფენომენი" biggrin.gif ჰოდა რაღაცაშია მანდ საქმე. ISO-ს დაუკელი აბა და ისე გადაიღე, ან დაყოვნება შეამცირე და დააკვირდი, რა ჭირს. თუ არაფერი ეშველა, მერე აღარ ვიცი biggrin.gif

Posted by: cpufan 6 Oct 2017, 16:12
M-B
დაყოვნების და ისოს დაკლება შველის biggrin.gif კიდეც ვცდი საღამოს

Posted by: M-B 6 Oct 2017, 16:16
QUOTE (cpufan @ 6 Oct 2017, 16:12 )
M-B
დაყოვნების და ისოს დაკლება შველის biggrin.gif კიდეც ვცდი საღამოს

ნუ აწვალებ მაშინ სენსორს, ცოდოა biggrin.gif

Posted by: slip 6 Oct 2017, 17:31
QUOTE (cpufan @ 6 Oct 2017, 16:12 )
M-B
დაყოვნების და ისოს დაკლება შველის biggrin.gif კიდეც ვცდი საღამოს

long exposure ყოველთვის მინიმალურ აისოზე უნდა გადაიღო

Posted by: DogLoverrr 6 Oct 2017, 22:11
მირჩიეთ რამე რაა.. ვერ ვაკეთებ არჩევანს



user posted image[/url]

Posted by: morixei 6 Oct 2017, 23:34
cpufan
მენიუში long exposure noise reduction(ან რამე მსგავსი იქნება) გამორთული ხომ არაა. ჩაურთე პაწა შეეშველება.

DogLoverrr
არ გირჩევნია გამოიწერო. აქ დიდი არჩევანი მაინც არ ექნებათ.

Posted by: DogLoverrr 7 Oct 2017, 23:05
morixei

კი უნდა გამოვიწერო და რასაც გადავხედე 500 ლარის ფარგლებში, შედარებით ნორმალური ეს ორი მომდის მხოლოდ და ვერ გადავწყვიტე რომელი ჯობს.

Posted by: morixei 9 Oct 2017, 01:37
DogLoverrr
სურათზე რაც ჩანს ორივე სამსუნგია, 2017-ის მოდელი ჯობია. თუმცა აქვს ერთგვარი მინუსი ორივეს - ყველა მობილუზე არ მუშაობს, მხოლოდ სამსუნგის და აიფონის, ისიც კონკრეტულ მოდელებზე.
სხვა მხრივ ნორმალურია. იუთუბზე გადახედე არის შედარებები.

პირადად არ მომწონს ვიდეოს დაბალი ბიტრეიტის გამო. მარტო ეგენი არა, ყველა ბიუჯეტური კამერა ეგეთია. 4K უწერიათ ფასონის გამო.

Posted by: METEORA 9 Oct 2017, 12:46
ტელეფონით გადაღებული სურათი რომ დამიხატონ შავ-თეთრად იცით ასეთი ვინმე ?

Posted by: DogLoverrr 9 Oct 2017, 19:19
morixei
მადლობა ამომწურავი პასუხისთვის, მოდელებსაც გადავხედე და მგონი არ მიღირს ყიდვა. ნოუთ 4 ზე ვერ იმიშავებს სრულყოფილად.

Posted by: cpufan 14 Oct 2017, 19:18
რას შვრებით აბა ფოტოკრაბცი biggrin.gif როგორ მიდის საქმეები ? კიდევ 1 კითხვით დაგიბრუნდით biggrin.gif სახლში ვიპოვე ძველი შტატივი რომელსაც აქვს განიერი ბოლტი და შესაბამისად ჩემს ქენონზე არ მიდის biggrin.gif რამე გადამყვანი არსებობს მაგისთვის ? თუ კაპიტალური რემონტი უნდა ჩავატარო biggrin.gif

Posted by: M-B 14 Oct 2017, 19:51
QUOTE (cpufan @ 14 Oct 2017, 19:18 )
რას შვრებით აბა ფოტოკრაბცი biggrin.gif როგორ მიდის საქმეები ? კიდევ 1 კითხვით დაგიბრუნდით biggrin.gif სახლში ვიპოვე ძველი შტატივი რომელსაც აქვს განიერი ბოლტი და შესაბამისად ჩემს ქენონზე არ მიდის biggrin.gif რამე გადამყვანი არსებობს მაგისთვის ? თუ კაპიტალური რემონტი უნდა ჩავატარო biggrin.gif

არსებობს, ოღონდ არ მახსოვს რა ზომისაა. ზოგ ფოტოაპარატს დაჟე ორივრნაირის რეზბა აქვს.

Posted by: cpufan 14 Oct 2017, 20:47
M-B
რავი ჩემი არ წავიდა მაგაზე, ლუბიწელის ჩასადებზე ვნახე ეგეთი გადამყვანის პონტი გამიხარდა ქენონი დამაგრდა თქო მაგრამ რათ გინდა, მეორე მხარე პატარა ზომის აქვს biggrin.gif ეხლა ვფიქრობ სუხოი სვარკით ხო არ დავაწებო ზევიდან ეგ გადამყვანი biggrin.gif

Posted by: M-B 14 Oct 2017, 21:30
QUOTE (cpufan @ 14 Oct 2017, 20:47 )
M-B
რავი ჩემი არ წავიდა მაგაზე, ლუბიწელის ჩასადებზე ვნახე ეგეთი გადამყვანის პონტი გამიხარდა ქენონი დამაგრდა თქო მაგრამ რათ გინდა, მეორე მხარე პატარა ზომის აქვს biggrin.gif ეხლა ვფიქრობ სუხოი სვარკით ხო არ დავაწებო ზევიდან ეგ გადამყვანი biggrin.gif

ეგენი მგონი 1/4 დუიმიანი და 3/8 დუიმიანებია და უფრო წვრილი და თანამედროვე არის 1/4, ძველი კი მეორე. გადამყვანი მოძებნე, სუხოი სვარკას არ ანდო ფოტოაპარატი. შარია.

Posted by: cpufan 14 Oct 2017, 22:44
M-B
აჰაამ კარგი ეგრე დავძებნი იბეიზე ან იქნება აქ ვიშოვო ან გამოვაჩარხინო ვინმეს, ხო სუხიო სვარკა ისე მომაფიქრდა biggrin.gif biggrin.gif ეგ მაგის დამჭერი არაა

Posted by: M-B 14 Oct 2017, 22:46
QUOTE (cpufan @ 14 Oct 2017, 22:44 )
M-B
აჰაამ კარგი ეგრე დავძებნი იბეიზე ან იქნება აქ ვიშოვო ან გამოვაჩარხინო ვინმეს, ხო სუხიო სვარკა ისე მომაფიქრდა biggrin.gif biggrin.gif ეგ მაგის დამჭერი არაა

იბეი სავსეა, 1/4 to 3/8 adapter მოძებნე, ამ არ ვიცი ზუსტად რომელი გჭირდება.

'ამ' კიარა, 'ან პირიქით'.

Posted by: cpufan 14 Oct 2017, 23:40
M-B
https://m.ebay.com/itm/New-3-8-16-Female-To-1-4-20-Male-Adapter-for-Tripod-And-Camera-Tripod-/272574282011?hash=item3f76b1791b%3Ag%3Aq2kAAOSwXeJYIWkh&_trkparms=pageci%253A4ed0f306-b117-11e7-8466-74dbd18014ab%257Cparentrq%253A1c6575be15f0a990b7e61ccffffaf776%257Ciid%253A4

ესეთი მინდა ზუსტად biggrin.gif დავძებნი იქნება სადმე, მადლობა დახმარებისთვის

Posted by: cpufan 17 Oct 2017, 17:59
http://www.ebay.com/itm/CANON-EF-75-300mm-F-4-5-6-III-LENS-BRAND-NEW-BLOWOUT-SALE-/202081372453?_trksid=p2349526.m4383.l4275.c10

ამ ლინზაზე რას იტყვით ? სტოკს აჯობებს ხო ?

Posted by: M-B 17 Oct 2017, 19:20
QUOTE (cpufan @ 17 Oct 2017, 17:59 )
http://www.ebay.com/itm/CANON-EF-75-300mm-F-4-5-6-III-LENS-BRAND-NEW-BLOWOUT-SALE-/202081372453?_trksid=p2349526.m4383.l4275.c10

ამ ლინზაზე რას იტყვით ? სტოკს აჯობებს ხო ?

სტოკი რა გაქვს? 18-55? თუ კი, მაშინ ეგ ორი ლინზა ერთმანეთს არ ცვლის. ერთი მოკლე მანძილზე სამუშაოა და მეორე - შორზე.

Posted by: cpufan 17 Oct 2017, 19:33
M-B
კი ეგ მაქვს, იაფებში ჩითავს და დავფიქრდი ყიდვაზე...

Posted by: M-B 17 Oct 2017, 19:43
QUOTE (cpufan @ 17 Oct 2017, 19:33 )
M-B
კი ეგ მაქვს, იაფებში ჩითავს და დავფიქრდი ყიდვაზე...

ეგეც კიტია, ოღონდ შოე მანძილზე სამუშაო. თუ მოგწონს ეგეთი რაღაცები, იყიდე.

Posted by: morixei 18 Oct 2017, 20:04
QUOTE (cpufan @ 17 Oct 2017, 17:59 )
http://www.ebay.com/itm/CANON-EF-75-300mm-F-4-5-6-III-LENS-BRAND-NEW-BLOWOUT-SALE-/202081372453?_trksid=p2349526.m4383.l4275.c10

ამ ლინზაზე რას იტყვით ? სტოკს აჯობებს ხო ?

თქვენს ადგილას მაინც სტაბილიზატორიანზე ვიფიქრებდი. ტელეობიექტივია და ოპტიკური სტაბილიზაცია მაგ დიაპაზონში აქუალური ხდება. განსაკუთრებით თუ ბევრპიქსელიანი კროპ სენსორია.

Posted by: juve1111 29 Oct 2017, 15:23
მარტივად მიპასუხოთ იქნებ,

Canon

6D Mark ii თუ 5D Mark iv ?


Posted by: nika_morbe 29 Oct 2017, 23:37
juve1111
ფურცელზე მარკ4 ჯობია, 6დ ჯერ რეალურ ცხოვრებაშI ისე არ გაუტესტავთ რო გადაჭრით თქვა, თUმცა ყიდვაზე რო მიდგეს საქმე 4კ ვიდეო, მეტი პიქსელი, უკეთEსი dynamic range და კიდე დეტალების გამო მაინც მარკ4 ს ვიყიდდი

Posted by: juve1111 31 Oct 2017, 19:19
nika_morbe

მეც იგივე აზრზე ვარ, პიქსელთან და 4კ ვიდეოსთან დაკავშირებით.

ერთი კითხვაც,

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენი ათასი ფოტო აქვს აპარატს გადაღებული?

Posted by: M-B 2 Nov 2017, 10:47
QUOTE (juve1111 @ 31 Oct 2017, 19:19 )
nika_morbe

მეც იგივე აზრზე ვარ, პიქსელთან და 4კ ვიდეოსთან დაკავშირებით.

ერთი კითხვაც,

რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს თუ რამდენი ათასი ფოტო აქვს აპარატს გადაღებული?

ძალიან დიდი. მუშა რესურსი რომ ამოეწურება, როდის გაფუჭდება არ იცი. სხვადსახვა კამერას სხვადსახვა აქვს საგარანტიო რესურსი.

თუმცა ფოტოების რესურსს კიდევ გაარკვევ, აი ვიდეოზე რამდენი ხანია ნამუშევარი, მაგას ვერ დაადგენ, არადა სენსორისთვის არც ისე კარგია ეგ.

Posted by: fork 12 Nov 2017, 10:24
მსურს ფერადი ფოტოების დაბეჭდა ან ამოპრინტერება
მაქსიმალური ზომა რომელია?
და რაც მთავარია-ხარისხი რომ არ დაკარგოს სურათმა.

Posted by: M-B 12 Nov 2017, 11:24
QUOTE (fork @ 12 Nov 2017, 10:24 )
მსურს ფერადი ფოტოების დაბეჭდა ან ამოპრინტერება
მაქსიმალური ზომა რომელია?
და რაც მთავარია-ხარისხი რომ არ დაკარგოს სურათმა.

ციფრული ფოტო ხარისხს ყველა შემთხვევაში დაკარგავს გადიდებისას. ხოლო რა ზომისა იქნება უხარისხო, ეგ ფოტოს პიქსელების რაოდენობაზეა დამოკიდებული.

Posted by: fork 12 Nov 2017, 20:25
M-B
დიდი ზომის და კარგი ხარისხის სურათებია...
რამდენი-რამდენზეა მაქსიმალური ზომა ფოტოების ან პრინტების და რა ღირს?

Posted by: M-B 12 Nov 2017, 23:10
QUOTE (fork @ 12 Nov 2017, 20:25 )
M-B
დიდი ზომის და კარგი ხარისხის სურათებია...
რამდენი-რამდენზეა მაქსიმალური ზომა ფოტოების ან პრინტების და რა ღირს?

არ ვიცი, ბეჭდვით 15*21-ზე დიდი ფორმატით არასდროს დამიბეჭდავს, მაგრამ პლოტერებზეც ბეჭდავენ, 90 სმ სიგანით და სიგრძე - რამდენიც გამოვა.

Posted by: PANZER 17 Nov 2017, 15:35
გამარჯობათ,

ასეთი გადამყვანის შოვნა თუ შეიძლება თბილისში?

Standard 3/8"-16 Female to 1/4"-20 Male Tripod Thread Reducer

https://www.amazon.com/dp/B017RICIGG/_encoding=UTF8?coliid=I1RNY4AMXKCHF8&colid=3I50LD767JFE0

Posted by: deep purple_in rock 28 Nov 2017, 02:07
მეგობრებო მოგესალმებით, დამწყები ფოტოგრაფი კი ვარ, მარა ისე ოპერატორად ვმუშაობ ერთ-ერთ ტელევიზიაში))) და ვერკვევი. ხოდა აპარატის ყიდვა მინდა ფოტოების პონტში.. ფული სამწუხაროდ შესაბამისი არ მაქვს რაც მინდა ის რო ვიყიდო.. ხოდა ქენონ 40 დ როგორი აპარატია ? რა ღირს სად შეიძლება შეძენა და ა.შ რო მითხრათ

Posted by: arqiteqtor 8 Dec 2017, 19:26
ქენონთან არასდროს მქონია შეხება, ახლა ვარჩევ დიდ ზუმიან ლინზას და რომელს მირჩევთ?

სიგმას და ტამრონის ლინზები ვერაა კარგი ხარისხიო, ფერებს არ აღიქვამს კარგადო მითხრეს და თქვენ როგორი ინფორმაცია გაქვთ?

ამ შემთხვევაში არჩევანი მაქვს გასაკეთებელი "ქენონ" 18-135-სა და "სიგმა" 18-250-ს შორის.

იქნებ მირჩიოთ რა ვიყიდო.

Posted by: M-B 8 Dec 2017, 20:21
QUOTE (arqiteqtor @ 8 Dec 2017, 19:26 )
ქენონთან არასდროს მქონია შეხება, ახლა ვარჩევ დიდ ზუმიან ლინზას და რომელს მირჩევთ?

სიგმას და ტამრონის ლინზები ვერაა კარგი ხარისხიო, ფერებს არ აღიქვამს კარგადო მითხრეს და თქვენ როგორი ინფორმაცია გაქვთ?

ამ შემთხვევაში არჩევანი მაქვს გასაკეთებელი "ქენონ" 18-135-სა და "სიგმა" 18-250-ს შორის.

იქნებ მირჩიოთ რა ვიყიდო.

მაინცდამაინც კიტი უნდა იყოს? ანუ 18-ით უნდა იწყებდე? 18-55 არ გაქვს? თუ არ გაქვს, ქენონის 18-135 იყიდე, კარგია. თუ 18-55 გაქვს უკვე, მაშინ 55-250 თუ რაღაც მაგდაგვარი აიღე ქენონის. სიგმას და ტამრონის ოპტიკა 'გაჭირვებისაა'. ანუ ნამდვილის ფული თუ არ გაქვს. მე მაქვს ტამრონის ლინზა პენტაქსზე. ფერებს კარგად სვამს, მაგრამ აბერაციები აქვს სასტიკი.

Posted by: arqiteqtor 8 Dec 2017, 20:44
M-B
QUOTE
ანუ 18-ით უნდა იწყებდე? 18-55 არ გაქვს?


არა, ბოდი მაქვს მარტო. გასაგებია, მაშინ 18-135-ზე უნდა შევჩერდე. ან ორი უნდა ვიყიდო, 18-55 და 55-200 ან 250
350-ებში ყიდიან 18-135-ებს.

მადლობა დახმარებისთვის.


Posted by: M-B 8 Dec 2017, 21:07
QUOTE (arqiteqtor @ 8 Dec 2017, 20:44 )
M-B
QUOTE
ანუ 18-ით უნდა იწყებდე? 18-55 არ გაქვს?


არა, ბოდი მაქვს მარტო. გასაგებია, მაშინ 18-135-ზე უნდა შევჩერდე. ან ორი უნდა ვიყიდო, 18-55 და 55-200 ან 250
350-ებში ყიდიან 18-135-ებს.

მადლობა დახმარებისთვის.

მაგათ ორივეს აქვს თავის მინუსები.
18-55 + 50-250-ის მინუსი ისაა, რომ ორი ლინზა უნდა ათრიო და შიგადაშიგ ცვალო, საჭიროებისამებრ.

18-135-ის მინუსი კი ისაა, რომ შორ მანძილზე ვერ ამუშავებ, სად 250 მმ და სად - 135.

Posted by: arqiteqtor 8 Dec 2017, 22:12
M-B
QUOTE
18-135-ის მინუსი კი ისაა, რომ შორ მანძილზე ვერ ამუშავებ, სად 250 მმ და სად - 135.

QUOTE
იგმას და ტამრონის ოპტიკა 'გაჭირვებისაა'. ანუ ნამდვილის ფული თუ არ გაქვს. მე მაქვს ტამრონის ლინზა პენტაქსზე. ფერებს კარგად სვამს, მაგრამ აბერაციები აქვს სასტიკი.

ამ ორი ფაქტორის გათვალისწინებით, 18-135 მირჩევნია

Posted by: KDI 16 Jan 2018, 02:57
გამარჯობა
მგონი აქ იქნებით ამ საქმეში გარკვეული,

მანქანის ჩამწერი კამერა, დავშალე რაღაც ფოკუსი არ მომწონდა, სარეგურირო ლინზა ჩაწებილი იყო, მოვხსენი წებო და ეხლა შემიძლია რეგურირება, რა მანძილზე იქნება ოპტიმალური რომ დავაფოკუსო?

Posted by: M-B 16 Jan 2018, 10:08
QUOTE (KDI @ 16 Jan 2018, 02:57 )
გამარჯობა
მგონი აქ იქნებით ამ საქმეში გარკვეული,

მანქანის ჩამწერი კამერა, დავშალე რაღაც ფოკუსი არ მომწონდა, სარეგურირო ლინზა ჩაწებილი იყო, მოვხსენი წებო და ეხლა შემიძლია რეგურირება, რა მანძილზე იქნება ოპტიმალური რომ დავაფოკუსო?

მსგავს კამერებს როგორც წესი ისეთი ლინზების ნაკრები აქვს, რაც მინიმალური მანძილიდან დაწყებული, უსასრულობამდე თანაბრად აფოკუსებს. შესაბამისად ეგ პრობლემა არ უნდა გქონოდა. სავარაუდოდ ცდების და შეცდომების მეთოდით მოგიწევს ახლა გასწორება, მაგას აქ ვერავინ გეტყვის.

Posted by: KDI 16 Jan 2018, 11:42
M-B
მადლობა, ახლოზეც აფოცუსებს და შორზეც, 3მეტრზე დავაფოკუსებ მაქსიმალურად, მგონი კარგი უნდა გამოვიდეს

Posted by: M-B 16 Jan 2018, 12:03
QUOTE (KDI @ 16 Jan 2018, 11:42 )
M-B
მადლობა, ახლოზეც აფოცუსებს და შორზეც, 3მეტრზე დავაფოკუსებ მაქსიმალურად, მგონი კარგი უნდა გამოვიდეს

რომ არ მოგატყუო, არასდროს მქონია შეხება მსგავს კამერებთან, მაგრამ ფოტოაპარატებიდან მიღებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია გითხრა, რომ არსებობს ფოტოაპარები, რომლებიც 2 მეტრის იქით ყველაფერს ერთ ფოკუსში აქცევს. 1.5 მეტრი რომ იანგარიშო კამერის დაყენების ადგილიდან მანქანის ცხვირამდე, იმის იქეთაც ხომ დაგჭირდება რაღაც მანძილი, ბრმა წერტილს რომ გააცდინო. ალბათ 3 მეტრი მართლაც გონივრული მანძილი იქნება. ისე კი შეიძლება მეორედ დაგჭირდეს დაშლა.

Posted by: Cosmonomad 16 Jan 2018, 14:31
მეგობრებო, სმარტფონისათვის ლინზა თუ გამოგიყენებიათ? ( phone camera lens kit)
როგორია, ღირს გამოწერა> ?

Posted by: NiniaG 27 Jan 2018, 12:31
ხალხნო, 18-200 -ნი ლინზა, მეორადი რა ღირს დაახლოებით?

Posted by: M-B 27 Jan 2018, 12:46
QUOTE (NiniaG @ 27 Jan 2018, 12:31 )
ხალხნო, 18-200 -ნი ლინზა, მეორადი რა ღირს დაახლოებით?

Nikon თუ Canon? ორიგინალი მწარმოებლის, თუ Sigma და Tamron-იც მისაღები ვარიანტია?

Posted by: NiniaG 27 Jan 2018, 20:56
აუფ, მაგდენი არ ვიცი sad.gif ანუ 200 ლარი იაფია თუ ძვირი?

Posted by: M-B 27 Jan 2018, 22:41
QUOTE (NiniaG @ 27 Jan 2018, 20:56 )
აუფ, მაგდენი არ ვიცი sad.gif ანუ 200 ლარი იაფია თუ ძვირი?

პირველ რიგში ეგ უნდა იცოდე. რა ფოტოაპარატისთვის ყიდულობ, ხომ უნდა მოერგოს, ხომ უნდა იმუშაოს. 200 ლარი კარგი ფასია, თუ რათქმაუნდა სიგმა ან ტამრონი არაა.

Posted by: 123omari123 30 Jan 2018, 22:23
მობილურისთვის მინდა ინფრარედის ფილტრი ანუ ინფრაწითელ ფერებში რომ გადაიღოს რა. უბრალოდ მაინტერესებს როგორი სურათიბი გამოვა ისე სამოყვარულო დონეზე. S7 edge_თვის მინდა და შევამოწმე ინფრაწითელი სხივების დამბლოკავი ფილტრი არ აქვს , (პულტის ინფრაწითელ სხივს აღიქვამს :დ ). რამე იაფად თუ არსებობს ან ოფიციალურად მობილურისთვის ან რომ გადავაკეთო იქნებ მითხრათ? ფლოპი დიკისგან რომ კეთდება ვნახე ისე გუგლში მაგრამ არ მაქვს ფლოპი.
და საერთოთ თუ გქონდიათ გამოცდილება როგორი სურათები გამოდის?

Posted by: M-B 31 Jan 2018, 22:47
QUOTE (123gia123 @ 30 Jan 2018, 22:23 )
მობილურისთვის მინდა ინფრარედის ფილტრი ანუ ინფრაწითელ ფერებში რომ გადაიღოს რა. უბრალოდ მაინტერესებს როგორი სურათიბი გამოვა ისე სამოყვარულო დონეზე. S7 edge_თვის მინდა და შევამოწმე ინფრაწითელი სხივების დამბლოკავი ფილტრი არ აქვს , (პულტის ინფრაწითელ სხივს აღიქვამს :დ ). რამე იაფად თუ არსებობს ან ოფიციალურად მობილურისთვის ან რომ გადავაკეთო იქნებ მითხრათ? ფლოპი დიკისგან რომ კეთდება ვნახე ისე გუგლში მაგრამ არ მაქვს ფლოპი.
და საერთოთ თუ გქონდიათ გამოცდილება როგორი სურათები გამოდის?

ძნელი სათქმელია. ინფრაწითელი ფოტოგრაფიით დაკავებული ვიყავი ერთ დროს, ციფრულიც მქონდა გადაკეთებული. დამბლოკავის (hot mirro) გარეშე იღებდა ძალიან მუქ წითელ ფოტოებს, რამდენიმეწამიანი ექსპოზიციის შემდგომ. მას შემდეგ, რაც დამბლოკავი ამოვაცალე, იღებდა ჩვეულებრივად, შავ-თეთრ ინფრაწითელ ფოტოებს ნორმალური ექსპოზიციის დროით.

ანალოგიურად 'ხედავს' ჩემი მოტოროლაც ინფრაწითელ სპექტრში და პულტის გამოსხივებასაც აღიქვამს, მაგრამ
ფილტრს რომ დავუყენებ, სასურველ შედეგებს ვერ ვიღებ. შესაბამისად უნდა სცადო და ნახო რა გამოვა.

Posted by: 123omari123 1 Feb 2018, 19:34
M-B
ისე ინფრაწითელ ფერებთან მაქსიმალურად მიახლოებული რომ ითქვას სურათზე , როგორი უნდა იყოს ფერები? ანუ ნამდვილი ინფრაწითლი სურათი როგორია (მობილურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა)?
მაგალითად ეს თუ გამოდგება რომ გადავაკეთ მობილურისთვის?
https://www.amazon.com/Neewer-Infrared-Suitable-Detection-Photography/dp/B003TY10AS/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1517499151&sr=8-6&keywords=ir+filter

Posted by: M-B 1 Feb 2018, 20:51
QUOTE (123gia123 @ 1 Feb 2018, 19:34 )
M-B
ისე ინფრაწითელ ფერებთან მაქსიმალურად მიახლოებული რომ ითქვას სურათზე , როგორი უნდა იყოს ფერები? ანუ ნამდვილი ინფრაწითლი სურათი როგორია (მობილურის შესაძლებლობებიდან გამომდინარე რა თქმა უნდა)?
მაგალითად ეს თუ გამოდგება რომ გადავაკეთ მობილურისთვის?
https://www.amazon.com/Neewer-Infrared-Suitable-Detection-Photography/dp/B003TY10AS/ref=sr_1_6?ie=UTF8&qid=1517499151&sr=8-6&keywords=ir+filter

"ნამდვილი ინფრაწითელი" სურათი, როგორ ასეთი, არ არსებობს. გააჩნია რა დიაპაზონში იღებ. 720 ნმ-იანი წითელია, 950 ნმ-იანი უკვე შავ-თეთრისკენ მიდის. ციფრულები ძირითადად წითელ სპექტრში იღებენ ფოტოებს, ინფრაწითელი ლენტები კი საერთოდ შავ-თეთრი და ფერადი არსებობს.

ზუსტად ეგ ფილტრი მაქვს და გირჩევ 720-იანი აიღო, ნაკლები დაყოვნება ჭირდება ხოლმე.

Posted by: 123omari123 2 Feb 2018, 01:28
M-B
720nm_იანი ვერ ვნახე sad.gif
და ერთსაც გკითხავ, ინფრაწითელი LED ნათურებიც არის საჭირო და რას მირჩევ რომელი შევიძინო ან სად ვნახო?

Posted by: M-B 2 Feb 2018, 08:10
QUOTE (123gia123 @ 2 Feb 2018, 01:28 )
M-B
720nm_იანი ვერ ვნახე sad.gif
და ერთსაც გკითხავ, ინფრაწითელი LED ნათურებიც არის საჭირო და რას მირჩევ რომელი შევიძინო ან სად ვნახო?

მაგდენი აღარ ვიცი, მე არასდროს დამჭირვებია

Posted by: Twister 2 Feb 2018, 11:53
გამარჯობათ,
თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ, მინდა ფოტოაპარატის ყიდვა ნუ მეორადს უფრო ალბათ უკეთესს ვიყიდი, ფასი სადღაც 600+-100 ლარი,
რომელ მოდელს მირჩევთ და რა უპირატესობები აქ ამას თუ იმას?

მადლობა წინასწარ.

Posted by: M-B 2 Feb 2018, 13:35
QUOTE (Twister @ 2 Feb 2018, 11:53 )
გამარჯობათ,
თუ შეგიძლიათ რომ დამეხმაროთ, მინდა ფოტოაპარატის ყიდვა ნუ მეორადს უფრო ალბათ უკეთესს ვიყიდი, ფასი სადღაც 600+-100 ლარი,
რომელ მოდელს მირჩევთ და რა უპირატესობები აქ ამას თუ იმას?

მადლობა წინასწარ.

რისთვის გინდა გააჩნია. მე ჩემსაში 65$ მივეცი და მყოფნის კიარა, ზედმეტიცაა.

Posted by: 123omari123 3 Feb 2018, 19:48
M-B
კარგი, მადლობა



......../რტჰყ

Posted by: Twister 6 Feb 2018, 11:02
M-B
ძირითადად პეიზაჟების და ბუნების გადასაღებად დღისით და ღამით,
ნუ სხვა რაღაცეებისაც, მაგრამ ხშირად ვმოგზაურობ და ფოტოზე აღბეჭდვა მინდა, ასევე სასწავლად...

Posted by: M-B 6 Feb 2018, 13:48
QUOTE (Twister @ 6 Feb 2018, 11:02 )
M-B
ძირითადად პეიზაჟების და ბუნების გადასაღებად დღისით და ღამით,
ნუ სხვა რაღაცეებისაც, მაგრამ ხშირად ვმოგზაურობ და ფოტოზე აღბეჭდვა მინდა, ასევე სასწავლად...

მეგაპიქსელებს დიდად ნუ დახარბდები, ჯობს 16-18 მეგაპიქსელიანი იყიდო რამე და ოპტიკისთვის დაგრჩეს თანხა. ჩემი კამერა 12 მეგაპიქსელიანია და ოპტიკაში ჩავყარე ბლომად ფული. უკმაყოფილო არ ვარ, უბრალოდ ციფრული იმდენად არ მიყვარს.

Posted by: J-Time 11 Feb 2018, 13:00
დაახლოებით 1000-1500 ლარის ფარგლებში, რომელი ფოტოაპარატის ყიდვა სჯობს?
* * *
1. NIKON D5300
2. Nikon D3400
3. CANON EOS 60D

ამ სამიდან რომელს მირჩევთ?

Posted by: M-B 11 Feb 2018, 17:56
QUOTE (J-Time @ 11 Feb 2018, 13:00 )
დაახლოებით 1000-1500 ლარის ფარგლებში, რომელი ფოტოაპარატის ყიდვა სჯობს?
* * *
1. NIKON D5300
2. Nikon D3400
3. CANON EOS 60D

ამ სამიდან რომელს მირჩევთ?

3400 საერთოდ დაივიწყე, ეგ დამწყების დონისაა.

60D-სა და D5300-ს რაც შეეხება. ქენონის უპირატესობებია: ნაწილობრივი წყალგამძლეობა, უფრო სწრაფი მაქსიმალური დაყოვნება (1/8000), მეტი ფოტოს გადაღების საშუალება ერთ დატენვაზე (1100, ნიკონს კი მხოლოდ 600). ნიკონის უპირატესობებია: WiFi, უფრო მეტი ფოკუსის წერტილი, მეტი მეგაპიქსელი (თუმცა 24 vs 18 არაა ის მიზეზი, რომ მაინცდამაინც 24-იანი იყიდო), მაღალ iso-ზე უკეთესი წარმადობა. ახლა შეგიძლია თავად გადაწყვიტო რომელი ჯობს.

Posted by: J-Time 12 Feb 2018, 00:05
M-B
გმადლობ, D5300 ვიყიდე

Posted by: M-B 12 Feb 2018, 00:31
QUOTE (J-Time @ 12 Feb 2018, 00:05 )
M-B
გმადლობ, D5300 ვიყიდე

მეც მაგას ვიყიდდი biggrin.gif მშვიდობაში

Posted by: J-Time 12 Feb 2018, 01:07
M-B
გაიხარე biggrin.gif

Posted by: Twister 14 Feb 2018, 22:45
რას ფიქრობთ Canon 100D-ზე? ფასი დეკვატური აქ სადღAც 600 ლარში გადის და სხვა ამ ფასად რაიმე უბრალო ლინზით რა შეიძლება ვიყიდო?

Posted by: M-B 14 Feb 2018, 22:54
ქენონია, რა უნდა ვიფიქრო biggrin.gif 600 ლარიანი სხვა კამერაც გააკეთებს იმავე საქმეს, რასაც ეგ. გააჩნია რისთვის გინდა.

Posted by: Twister 14 Feb 2018, 23:33
M-B
ანუ იგივე საქმეს კი, მაგრამ უკეთესად არის რაიმე სხვა მოდელი?
ანუ ასაკის და ფიჩერების გათვალისწინებით....

Posted by: M-B 15 Feb 2018, 00:20
QUOTE (Twister @ 14 Feb 2018, 23:33 )
M-B
ანუ იგივე საქმეს კი, მაგრამ უკეთესად არის რაიმე სხვა მოდელი?
ანუ ასაკის და ფიჩერების გათვალისწინებით....

მე მაგის ნაცვლად, თუ მაინცდამაინც ქენონზე მიდგება საქმე, 600D-ს ავიღებ, ცოტა ძველი მოდელია და უფრო დიდიც, მაგრამ მბრუნავი ეკრანი აქვს. ნიკონებიდან D3200 და D5200 არის მაგის დონის. D3200 დამწყებისაა, 5200 ცოტა უკეთესი, მაგრამ ზოგადი ფუნქციებით მსგავსია, მეგაპიქსელებს თუ არ ჩავთვლით. ფასებს რაც შეეხება, არ ვიცი რომელი რა ღირს sad.gif

Posted by: Twister 15 Feb 2018, 12:42
M-B
5200 კი საკმაოდ უკეთესია 600-ზე და 100-ზეც კი, ფასი რომ ვნახე სადღაც 100-150 ლარია სხვაობა მაგრამ მგონი ღირს მაგად,
ეხლა მთავარია ვიპოვო ეს მოდელი biggrin.gif, ნორმალური გარბენით და კაი მდგომარეობაში,
მადლობა ^^

Posted by: M-B 15 Feb 2018, 14:17
QUOTE (Twister @ 15 Feb 2018, 12:42 )
M-B
5200 კი საკმაოდ უკეთესია 600-ზე და 100-ზეც კი, ფასი რომ ვნახე სადღაც 100-150 ლარია სხვაობა მაგრამ მგონი ღირს მაგად,
ეხლა მთავარია ვიპოვო ეს მოდელი biggrin.gif, ნორმალური გარბენით და კაი მდგომარეობაში,
მადლობა ^^

მემგონი იბეიზე ძებნა ჯობია ზოგადად.

Posted by: Twister 15 Feb 2018, 16:15
M-B
QUOTE
მემგონი იბეიზე ძებნა ჯობია ზოგადად.

ვცადე იქ და ფასი ან უფრო ძვირია ან ცოტა ნაკლებია, თან გარბენს ბევრი არ წერს, აქ კიდე მიხვალ ადგილზე ნახავ გარბენსაც მდგომარეობასაც, ნუ ასე ვფიქრობ რავი...

Posted by: M-B 15 Feb 2018, 16:17
QUOTE (Twister @ 15 Feb 2018, 16:15 )
M-B
QUOTE
მემგონი იბეიზე ძებნა ჯობია ზოგადად.

ვცადე იქ და ფასი ან უფრო ძვირია ან ცოტა ნაკლებია, თან გარბენს ბევრი არ წერს, აქ კიდე მიხვალ ადგილზე ნახავ გარბენსაც მდგომარეობასაც, ნუ ასე ვფიქრობ რავი...

იდეაში მართალი ხარ, ყველაფერი გამართლებაზეა, იქაც და აქაც.

Posted by: hellboy13 26 Feb 2018, 13:10
გამარჯობა ქენონზე ერორ 01 ს მიწერს ობიექტივი მოვხსენი და ისე რო ვიღებ მერე არ შვება , გაწმენდითაც გავწმინდე რაც შემეძლო მარა ისევ ისეა , კარგ ხელოსანს ვის მირჩევთ ?

Posted by: M-B 26 Feb 2018, 14:12
QUOTE (hellboy13 @ 26 Feb 2018, 13:10 )
გამარჯობა ქენონზე ერორ 01 ს მიწერს ობიექტივი მოვხსენი და ისე რო ვიღებ მერე არ შვება , გაწმენდითაც გავწმინდე რაც შემეძლო მარა ისევ ისეა , კარგ ხელოსანს ვის მირჩევთ ?

ხელოსანი არ ვიცი, მაგრამ გაწმენდამ თუ არ უშველა, მეეჭვება აქაურმა ვინმემ რამე გაუგოს. სხვა ლინზა სცადე, ან სხვა ბოდი, რომ გაარკვიო კამერის ბრალია, თუ ლინზის.

Posted by: neMile 3 Mar 2018, 17:05
ასეთი დილემის წინაშე ვარ, იქნებ იცოდეთ რამე მაქვს ქენონ 85მმ 1.8 და მინდა რამე ახალი, ვარიანტი მაქვს გავყიდო ან გადავცვალო სიგმმა 30მმ 1.4 ან ასევე სიგმას 35მმ 1.4 არტზე.
რას ფიქრობთ? ვინმეს გქონიათ რომელიმე ამ ლინზებიდან? ღირს?

Posted by: M-B 3 Mar 2018, 17:10
QUOTE (neMile @ 3 Mar 2018, 17:05 )
ასეთი დილემის წინაშე ვარ, იქნებ იცოდეთ რამე მაქვს ქენონ 85მმ 1.8 და მინდა რამე ახალი, ვარიანტი მაქვს გავყიდო ან გადავცვალო სიგმმა 30მმ 1.4 ან ასევე სიგმას 35მმ 1.4 არტზე.
რას ფიქრობთ? ვინმეს გქონიათ რომელიმე ამ ლინზებიდან? ღირს?

სიგმას არტ სერია მაგ ფირმის უმაღლესი კლასის ოპტიკაა, მაგრამ შენ ახლა 85მმ-იან ლინზას ცვლი 30-35-იანში და სულ სხვადასხვა რამისთვისაა ეგ ორი.

–------------------

ამით იმის თქმას ვცდილობ, რომ მაგ ლინზებს ერთმანეთს ასე ვერ შევადარებ

Posted by: neMile 3 Mar 2018, 17:43
M-B
QUOTE
სულ სხვადასხვა რამისთვისაა ეგ ორი.

ეგ მესმის სხვადასხვა როა, დიდად მაგიტომაც მინდა რაღაც ახალი, ცოთა ფართე, მარა ძაან ფართე კუთხეც არა, უფრო ვიკითხე ანუ როგორი ლინზებია სიმკვეთრით და ეგეთი დეტალებით ხო არ ჩამოუვარდება 85მმს?

Posted by: M-B 3 Mar 2018, 18:10
QUOTE (neMile @ 3 Mar 2018, 17:43 )
M-B
QUOTE
სულ სხვადასხვა რამისთვისაა ეგ ორი.

ეგ მესმის სხვადასხვა როა, დიდად მაგიტომაც მინდა რაღაც ახალი, ცოთა ფართე, მარა ძაან ფართე კუთხეც არა, უფრო ვიკითხე ანუ როგორი ლინზებია სიმკვეთრით და ეგეთი დეტალებით ხო არ ჩამოუვარდება 85მმს?

თუ არ ვცდები 30მმ-იანი კროპ სენსორისთვისაა შექმნილი და full frame-ზე კი იხმარ, მაგრამ ბოლოებში ვინიეტირება შეიძლება ქონდეს. სხვა მხრივ, სამივე ეგენი უმაღლესი კლასის ლინზებია, არამგონია რამე პრობლემა გქონდეს სიმკვეთრესთან.

P.S. სიგმას ლინზებს როგორც ვიცი კალიბრაცია ჭირდება კონკრეტულ აპარატზე რომ მაქსიმალურ სიზუსტეს მიაღწიოს.

Posted by: neMile 4 Mar 2018, 01:13
M-B
QUOTE
. სიგმას ლინზებს როგორც ვიცი კალიბრაცია ჭირდება კონკრეტულ აპარატზე რომ მაქსიმალურ სიზუსტეს მიაღწიოს.

აჰა მადლობა

Posted by: severuss 4 Mar 2018, 19:09
გამარჯობა

2000 ლარის ფარგლებში რა აპარატს მირჩევთ?

nikon d7000 როგორია ამ ფასად

ან

nikon d7100 2500 ლარად?

თქვენი ვარიანტებიც შემომთავაზეთ 2000 ლარის ფარგლებში

Posted by: M-B 4 Mar 2018, 20:07
მე ყოველთვის იმ აზრზე დავრჩები, რომ ჯობია კაცმა ძვირი არ გადაიხადო ბოდიში და ის ფული კარგ ოპტიკაში დახარჯო. შესაბამისად, D7000-ს ვიყიდდი კიტ ლინზით და 50/1.8-ს დამატებით. 7100 იმდენად არ ჯობს 7000-ს, რომ 500 ლარით მეტი გადავიხადო. პლაკატებს მე არ ვბეჭდავ და 24 მეგაპიქსელი მაინც მარკეტინგული სვლაა.

Posted by: Cypher 5 Mar 2018, 01:20
M-B

D90 + ოხრად ოპტიკა მოვა მაგ ფასში არადა. არ თქვა ახლა დაძველდა და რამეო. თავის საქმეს გააკეთებს ხუთიანზეც და შვიდიანზეც

Posted by: M-B 5 Mar 2018, 08:40
QUOTE (Cypher @ 5 Mar 2018, 01:20 )
M-B

D90 + ოხრად ოპტიკა მოვა მაგ ფასში არადა. არ თქვა ახლა დაძველდა და რამეო. თავის საქმეს გააკეთებს ხუთიანზეც და შვიდიანზეც

მე არ ვიტყვი, სხვა იტყვის და აზრი? biggrin.gif

Posted by: nino_8881 15 Mar 2018, 15:32
მოგესალმებით მეგობრებო ^_^
გთხოვთ შეავსოთ პატარა კითხვარი. თითოეული თქვენგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა

http://start.com.ge/limesurvey/index.php/2604?newtest=Y

Posted by: M-B 15 Mar 2018, 17:20
QUOTE (nino_8881 @ 15 Mar 2018, 15:32 )
მოგესალმებით მეგობრებო ^_^
გთხოვთ შეავსოთ პატარა კითხვარი. თითოეული თქვენგანის აზრი ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა

http://start.com.ge/limesurvey/index.php/2604?newtest=Y

ვა დირსი? აქაც მომაგენით? biggrin.gif

მოაბით თავი ხელშეკრულების გაფორმებას რაა sad.gif

Posted by: morixei 15 Mar 2018, 19:02
QUOTE
მე ყოველთვის იმ აზრზე დავრჩები, რომ ჯობია კაცმა ძვირი არ გადაიხადო ბოდიში და ის ფული კარგ ოპტიკაში დახარჯო.

yes.gif
მაღალ აისოზე, ვიდეო გადაღებაზე... ზოგადად მაღალ ტექნოლოგიების მარათონში ისე გააბანძეს ციფრულები რომ აზრი გამიჩნდა ისევ დენიკინის დროინდელი ფუჯის S3(S5) Pro მოვძებნო. მთელი თაობები გამოიცვალეს და ფერების ასეთ გადმოცემამდე კიდევ ვერ მიაღწიეს facepalm.gif

Posted by: M-B 15 Mar 2018, 21:44
QUOTE (morixei @ 15 Mar 2018, 19:02 )
QUOTE
მე ყოველთვის იმ აზრზე დავრჩები, რომ ჯობია კაცმა ძვირი არ გადაიხადო ბოდიში და ის ფული კარგ ოპტიკაში დახარჯო.

yes.gif
მაღალ აისოზე, ვიდეო გადაღებაზე... ზოგადად მაღალ ტექნოლოგიების მარათონში ისე გააბანძეს ციფრულები რომ აზრი გამიჩნდა ისევ დენიკინის დროინდელი ფუჯის S3(S5) Pro მოვძებნო. მთელი თაობები გამოიცვალეს და ფერების ასეთ გადმოცემამდე კიდევ ვერ მიაღწიეს facepalm.gif

შენნაირ სიღრმისეულ ანალიზს 99% არ გააკეთებს, ხალხის უდიდესი უმრავლესობა მაინც იმას იყიდის, რაც კარგი მარკეტინგის წყალობით ლამაზად იქნება შეფუთული, მნიშვნელობა არ აქვს კარგი პროდუქცია იქნება ეს თუ ცუდი. მაგ ფუჯის არსებობის შესახებ თითქმის არავის არაფერი ეცოდინება ჩვენს ქვეყანაში. სამაგიეროდ კარგად იციან, რომ ქენონი მაგარია, რომ ნიკონიც მაგარია, მართალია ქენონივით მაგარი არა, მაგრამ მაინც biggrin.gif

Posted by: morixei 16 Mar 2018, 12:32
QUOTE
მაგ ფუჯის არსებობის შესახებ თითქმის არავის არაფერი ეცოდინება ჩვენს ქვეყანაში.

პატარა მაგალითი S5-ის დინამიური დიაპაზონის შესაძლებლობაზე.
http://www.colda.com/?p=963
SuperCCD SR II კროპ სენსორით იმ პერიოდის ბუმბერაზები კუთხეში ყავს მიყენებული.

QUOTE
სამაგიეროდ კარგად იციან, რომ ქენონი მაგარია, რომ ნიკონიც მაგარია, მართალია ქენონივით მაგარი არა, მაგრამ მაინც biggrin.gif

ერთერთ მიმოხილვაში ხუმრობდენ კიდევაც 5D მკ4 ისეთი მხეცი გამოდგა ვიდეოს უფრო მაგარს იღებს ვიდრე ფოტოსო biggrin.gif

Posted by: M-B 16 Mar 2018, 14:35
QUOTE
პატარა მაგალითი S5-ის დინამიური დიაპაზონის შესაძლებლობაზე


მართლაც შთამბეჭდავია



QUOTE
ერთერთ მიმოხილვაში ხუმრობდენ კიდევაც 5D მკ4 ისეთი მხეცი გამოდგა ვიდეოს უფრო მაგარს იღებს ვიდრე ფოტოსო biggrin.gif

5D-ზე მეოცნებეებს უნდა ანახო რამდენი რამეა მასზე უკეთესი, მაგრამ არცერთი არ უნდა აღირსო ცხოვრებაში 5D-ს გარდა. მესმის იყო ფირმის ფანი, მაგრამ ისეთი რელიგიური ფანატიკოსები, ქენონს რომ ყავს, მგონი სხვას არავის ყავს.

Posted by: giosulo 21 Mar 2018, 15:06
1300 ლარის ფარგლებში ამაზე უკეთესი ვარიანტი რა შეიძლება იყიდოს კაცმა?

http://zoommer.ge/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/nikon-d3400-af-s-18-55-vr-kit.html?sl=ge

Posted by: M-B 21 Mar 2018, 15:23
QUOTE (giosulo @ 21 Mar 2018, 15:06 )
1300 ლარის ფარგლებში ამაზე უკეთესი ვარიანტი რა შეიძლება იყიდოს კაცმა?

http://zoommer.ge/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A2%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/nikon-d3400-af-s-18-55-vr-kit.html?sl=ge

იქნებ სადმე D5100 ანდ D5200 იპოვო. 3xxx სერიის კამერები დამწყების დონისაა.

Posted by: giosulo 21 Mar 2018, 15:33
M-B

მადლობა, დავძებნი.

Posted by: Blow 23 Mar 2018, 19:29
ჩაინნიკური კითხვა

ტერმინი გაბლარვა რას ნიშნავს sad.gif

Posted by: M-B 23 Mar 2018, 20:42
QUOTE (Blow @ 23 Mar 2018, 19:29 )
ჩაინნიკური კითხვა

ტერმინი გაბლარვა რას ნიშნავს sad.gif

ყველაფერი ბუნდოვანი, გადღაბნილი არის blur.

Posted by: Anomalyous 24 Mar 2018, 00:00
გამარჯობათ თუ შეგიძლიათ კარგი ფოტოგრაფის ნომერი მომცეთ რომელიც ბინას სურათებს გადაუღებს

Posted by: billy 24 Mar 2018, 01:31
Anomalyous
იხილეთ პმ smile.gif

Posted by: gia564 29 Mar 2018, 15:11
მეგობრებო, ვიდეო ჩანაწერების გაკეთება მინდა შენობაში, სტატიურ მდგომარეობაში. მაგალითად, სასტუმროს ფოიეში, კაფეში და ა.შ. ...
როგორი სახის განათებას მირჩევდით? აქ იყიდება თუ გამოსაწერია? ფოტოებზეც თუ გამოდგება, კიდევ უკეთესი!...
მადლობა წინასწარ!

Posted by: sieraleo 4 Apr 2018, 21:27
მეგობრებო, 500px -ზე ვინც ხართ,
სურათი როგორ გადმოვწერო?

Posted by: chele23 12 Apr 2018, 13:03
მოგესალმებით მეგობრებო,

ნიკონ დ90 -ზე რა აზრის ხარს? ღირს ყიდვა?

მეორადს მთავაზობენ 300 ლარად.

გარბენი არ ვიცი რამდენი აქვს,

სამწუხაროდ..

Posted by: M-B 12 Apr 2018, 14:50
QUOTE (chele23 @ 12 Apr 2018, 13:03 )
მოგესალმებით მეგობრებო,

ნიკონ დ90 -ზე რა აზრის ხარს? ღირს ყიდვა?

მეორადს მთავაზობენ 300 ლარად.

გარბენი არ ვიცი რამდენი აქვს,

სამწუხაროდ..

პირადად მე გარბენი თუ არ ვიცი, არაფერს ვყიდულობ.

თუ გარბენი ცოტა აქვს, ბევრად ჯობია D5000-ს, D5100-ს და D5200-ს. საქმე მხოლოდ პიქსელებში არ არის ხოლმე.

Posted by: chele23 12 Apr 2018, 15:39
M-B

მადლობა ყურადღებისთვის,

ანუ, გარბენი თუ ცოტა ექნება ღირს ყიდვა, ნორმალურია დამწყებისთვის?

300 ლარიც არაა, სასწაული ფასი.

Posted by: M-B 12 Apr 2018, 17:15
QUOTE (chele23 @ 12 Apr 2018, 15:39 )
M-B

მადლობა ყურადღებისთვის,

ანუ, გარბენი თუ ცოტა ექნება ღირს ყიდვა, ნორმალურია დამწყებისთვის?

300 ლარიც არაა, სასწაული ფასი.

ნიკონს ორნაირი ოპტიკა აქვს - ერთი, რომელსაც ავტოფოკუსის ძრავი ლინზაში აქვს ჩაშენებული (G ტიპის ლინზები) და მეორე, რომელსაც ავტოფოკუსის ძრავი არ აქვს (D ტიპის ლინზები). მაღალი დონის კამერებს აქვთ ეგ ძრავი ჩამონტაჟებული. D90-ს ეგ ამძრავი კორპუსში აქვს ჩაშენებული, შესაბამისად შეგიძლია ორივენაირი ოპტიკა მოარგო კამერას. მაგ ამბავში ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ D ტიპის ლინზები G ტიპისაზე იაფია. შედარებისთვის:

https://www.ebay.com/itm/Nikon-AF-S-50mm-f-1-8G-Nikkor-Lens-Boxed-with-HB-47-hood-in-Ext-Cond/362275583768?hash=item54594eb718:g:EZgAAOSw~R1Zy-CI

G ტიპის ლინზა - 170$

https://www.ebay.com/itm/NEW-Nikon-AF-Nikkor-50mm-f-1-8D-Lens-for-DSLR-Cameras-Cleaning-Cloth-USA-SELLER/182281499217?epid=111278757&hash=item2a70d2f251:g:Y-0AAOSwLF1X2WpO

D ტიპის იგივე ლინზა - 100$

მართალია იბეის ფასები საბაზრო ფასებისგან შედარებით განსხვავებულია, მაგრამ ზოგადად სხვაობა იგრძნობა ყველა ვარიანტში. შეიძლება სხვა ბევრ რამეში ჯობდეს D5xxx სერიის კამერები, მაგრამ ჩემი აზრით ჯობია თვითონ "ბოდი"-ში ნაკლები გადაიხადო და ფული ხარისხიან ოპტიკაზე დახარჯო, ვიდრე ძვირიანი ბოდი იყიდო და კიტ ლინზით მოგიწიოს მუშაობა.

Posted by: shshsh 14 Apr 2018, 05:50
ციფრულის შეკეთება ყველაზე სანადო სად არის?

Posted by: M-B 14 Apr 2018, 14:20
სანდო? ჰეჰ. ქენონი თუა, ქენონის ცენტრში მიიტანე, გაგზავნიან საზღვარგარეთ და შეაკეთებენ, სანდო იქნება. აი ფასის კი რა გითხრა biggrin.gif

საქართველოში 'სანდო' სერვისი, თან ციფრულების, ცოტა არ იყოს ფანტასტიკის სფეროდანაა. რა ჭირს აპარატს?

Posted by: kaonashi 16 Apr 2018, 17:45
გამარჯობა!
მოკლედ, საერთოდ ვერ ვერკვევი ფოტოაპარატებში და თქვენი რჩევა მჭირდება. 500 ლარის ფარგლებში, რის ყიდვას მირჩევთ მეორადს? კი გადავხედე მარკეტზე მარა აშკარად არაფერი ვიცი ამ თემაზე smile.gif))

Posted by: Sulia 20 Apr 2018, 17:31
მოგესალმებით, იდეაში ძალიან მიზიდავს ფოტოგრაფია, განსაკუთრებით მოგზაურობის დროს, ბუნებაში. მაგრამ ფინანსებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ისეთი კამერის და ლინზის ყიდვას რაც მსურს... ამიტომ გადავწყვიტე ისეთი კამერა ვიყიდო სადაც ბოდიც და ლინზაც ეთად იქნბა ნორმალური. ასეთები ავარჩიე
PANASONIK LX100 ან SONY RX100 M3 ამ მოდელებში სხვაობა არის ის რომ ერთს დიდი სენსორი აქვს და ნაკლები პქისელი მაგალითად პანასონიკს 12 მეგაპიქსელი და დიდი სენსორი, სონის კი 20მპ და შედარებით მცირე. იდეაში რომელი უკეთეს შედეგს იღებს თუ იცით? ან ამ ორი მოდელის ყიდვა თუ არის შესაძლებელი საქართველოში? ასევე მაქვს ბ გეგმა თუ ამ მოდლებს ვერ ვნახავ მინდა ტოკინას 11-20 ფ2.8 და ნიკონ დ90 ამ ორის კომბინაცია რამდენად კარგ შედეგს მომცემს ლანდშაპტებისთვსის?

Posted by: M-B 20 Apr 2018, 17:38
QUOTE (Sulia @ 20 Apr 2018, 17:31 )
მოგესალმებით, იდეაში ძალიან მიზიდავს ფოტოგრაფია, განსაკუთრებით მოგზაურობის დროს, ბუნებაში. მაგრამ ფინანსებიდან გამომდინარე ვერ ვახერხებ ისეთი კამერის და ლინზის ყიდვას რაც მსურს... ამიტომ გადავწყვიტე ისეთი კამერა ვიყიდო სადაც ბოდიც და ლინზაც ეთად იქნბა ნორმალური. ასეთები ავარჩიე
PANASONIK LX100 ან SONY RX100 M3 ამ მოდელებში სხვაობა არის ის რომ ერთს დიდი სენსორი აქვს და ნაკლები პქისელი მაგალითად პანასონიკს 12 მეგაპიქსელი და დიდი სენსორი, სონის კი 20მპ და შედარებით მცირე. იდეაში რომელი უკეთეს შედეგს იღებს თუ იცით? ან ამ ორი მოდელის ყიდვა თუ არის შესაძლებელი საქართველოში? ასევე მაქვს ბ გეგმა თუ ამ მოდლებს ვერ ვნახავ მინდა ტოკინას 11-20 ფ2.8 და ნიკონ დ90 ამ ორის კომბინაცია რამდენად კარგ შედეგს მომცემს ლანდშაპტებისთვსის?

თეორიულად და პრაქტიკულად სენსორის ფიზიკურ ზომებს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭებათ, ვიდრე გარჩევადობას.

მიზეზი: ერთი და იგივე ზომის სენსორი რომ აიღო, ერთი 12 მეგაპიქსელიანი, ხოლო მეორე - 24-იანი, ფიზიკურად ერთზე 12 მილიონი ელემენტი უნდა დაეტიოს, მეორეზე - 24 მილიონი. რაც ნიშნავს იმას, რომ გექნება ან 12 მილიონი დიდი ელემენტი (რომლებიც ყველაფერს მეტი დეტალიზაციით აღიქვამს), ან 24 მილიონი პატარა ელემენტი (რომლებიც გადაიღებს უფრო დიდი "გაბარიტების" მქონე სურათს, მაგრამ - ნაკლები დეტალიზაციით).

შენს კონკრეტულ შემთხვევაში პანასონიკის სენსორი არის 4/3 ფორმატის, ანუ 17.3x13 მმ, ხოლო სონის 1" სენსორი არის 13.2x8 მმ ზომის, შესაბამისად სასწაულად დიდი სხვაობა მაგათ შორის არ იქნება დეტალიზაციის მხრივ და შესაძლოა სონი ჯობდეს. სხვაობა ნათელია მაგალითად 1/2.3" სენსორთან შედარებით, რომელიც მხოლოდ 7.6x6.1 მმ ზომისაა.

დანარჩენ კითხვებზე პასუხი არ მაქვს.

Posted by: goga1009 10 May 2018, 21:06
კითხვა:
Nikon D D2Xs, გარბენი ~ 9000, ფასი : 600 ლარი
ONLY BODY.


ღირს ყიდვა?

Posted by: gabro777 11 May 2018, 03:11
მეგობრებო 600-700 ლარად რას მირჩევდით?

მთლა დამწყების არ მინდა ( 1100დ და ძმანი მისნი )

ნახმარს ვეძებ რაღა თქმა უნდა

ებაიზე დავადგი თვალი სონი ალფებს ( 37/55/58 ) და რა აზრის ხართ?

Posted by: გუგო 11 May 2018, 15:53
გამარჯობა
დაბალბიუჯეტიანი Go Pro-ს შეძენა მინდა, რომელ მოდელებს მირჩევთ მაღალი მეგაპიქსელით? აი მთა-ბარში ხეტიალისას რომ გადავიღო რამე პირადი არქივისთვის smile.gif)

https://ru.aliexpress.com/item/Goldfox-16MP-4K-Wifi-Action-Camera-170D-Wide-Lens-30M-Underwater-Camera-Go-Waterproof-Pro-Sport/32807904799.html?spm=a2g0v.search0204.3.96.2d0570745VqwLO&ws_ab_test=searchweb0_0,searchweb201602_2_10152_5722813_10151_10065_10344_10068_10342_5722613_10325_10343_5722913_10546_10340_10548_10341_5711413_10696_10084_10083_5722713_10618_10307_5711213_10059_308_100031_10103_5711513_10624_10623_10622_10621_10620_5722513_5711313_10125,searchweb201603_25,ppcSwitch_5_ppcChannel&algo_expid=eb3db271-a55c-4cf4-8fe0-8b61dc4e9189-15&algo_pvid=eb3db271-a55c-4cf4-8fe0-8b61dc4e9189&transAbTest=ae803_2&priceBeautifyAB=0 ? - ეგ როგორია

Posted by: iosif 13 May 2018, 15:39
მოგესალმებით, მაქვს ნიკონ 5200, პორტრეტების ფოტოებისთვის ყველაზე ნორმალური ლინზა რომელია? იაფიანი ლინზები მაინტერესებს. მირჩიეს ნიკორ 50 მმ 1.8 G. ამ ფასის ფარგლებში უკეთესი ლინზა რომელია? ასევე D უფრო იაფი ღირს შედარებით მაგრამ G ჯობია ბევრად?

მადლობა

Posted by: morixei 14 May 2018, 23:46
iosif
5200-ზე G უფრო გირჩევნია, ავტოფოკუსის გამო. 50mm 1.8D ხრახნით ფოკუსირდება და აპარატში ინტეგრირებული მატორი ჭირდება, რაც D5200-ს არა აქვს. ზოგადად კი ორივეს თავისი პლიუსი აქვს.
gabro777
QUOTE
მეგობრებო 600-700 ლარად რას მირჩევდით?

მთლა დამწყების არ მინდა ( 1100დ და ძმანი მისნი )

ნახმარს ვეძებ რაღა თქმა უნდა

100D, 200D-დამ მოყოლებული ...700D, 750D-ების ჩათვლით(დაჟე 550D თუ კარგ მდგომარეობაშია) რომელიც უფრო ახალი შეგხვდება ის აიღე smile.gif რადიკალური სხვაობა არაა, ცალკეულ ფიშკებს თუ არ ჩავთვლით.
QUOTE
ებაიზე დავადგი თვალი სონი ალფებს ( 37/55/58 ) და რა აზრის ხართ?

ეგ ყველა SLT სერიაა, მოძრავი სარკე არ აქვს, ნახევრად გამჭირვალეა. ადრე მქონდა ერთერთი. სხვებთან შედარებით პლიუსი ისაა რომ ყველა კლასის აპარატს მოტორი კორპუსში უყენია და ძველი მინოლტას ხრახნიან ლინზებზე მუშაობს ავტოფოკუსით, აქვს შიდა სტაბილიზაცია. რეალური სამუშაო ISO დაბალი აქვთ(ტოპ კლასის გარდა). ფერები და დინამიური დიაპაზონი უკეთ გამოიყურება, ფერები განსაკუთრებით. ქენონ/ნიკონის თანატოლებს ვიდეოშიც ჯობია.
თუ მინოლტას ობიექტივების მუღამი გაქვს იყიდე.

Posted by: gabro777 15 May 2018, 00:53
morixei
მადლობები

შემთხვევით მეორადი ფოტოაპარატები სად იყიდება თბილისში?
ანუ რამე მაღაზია თუ არსებობს მაინტერესებს

Posted by: tazo_kosta 2 Jun 2018, 22:55
გამარჯობათ. პოლაროიდი მინდა ვაჩუქო მეგობარს და მირჩიეთ ვინც ცოტა ერკვევით. მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. FUJIFILM Instax Mini 9 ეს ნორმალურია ? - 190 ლარად იყიდება ქართულ საიტებზე.

Posted by: M-B 3 Jun 2018, 13:29
QUOTE (tazo_kosta @ 2 Jun 2018, 22:55 )
გამარჯობათ. პოლაროიდი მინდა ვაჩუქო მეგობარს და მირჩიეთ ვინც ცოტა ერკვევით. მე არ ვარ კომპეტენტური ამ საკითხში. FUJIFILM Instax Mini 9 ეს ნორმალურია ? - 190 ლარად იყიდება ქართულ საიტებზე.

მინი 9 ახლათახალი მოდელია (2017 წლის), თამამად შეიძლება ითქვას, რომ მაგ ჯართებში საუკეთესოა. რათქმაუნდა მინი ფორმატში (62x46 მმ). თუ მასეთი კამერების მუღამი აქვს და სახარჯ მასალებში ფული არ ენანება, კარგი საჩუქარია.

Posted by: tazo_kosta 3 Jun 2018, 17:16
M-B

მაგ თანხაში დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში არ არის ხო უკეთესი ვარიანტები ? ხო ფირები ვნახე და საკმაოდ ძვირი ღირს და სხვა პოლაროიდების შემთხვევაში განსხვავებულია თუ იცი ?

Posted by: M-B 3 Jun 2018, 17:51
QUOTE (tazo_kosta @ 3 Jun 2018, 17:16 )
M-B

მაგ თანხაში დაახლოებით 200 ლარის ფარგლებში არ არის ხო უკეთესი ვარიანტები ? ხო ფირები ვნახე და საკმაოდ ძვირი ღირს და სხვა პოლაროიდების შემთხვევაში განსხვავებულია თუ იცი ?

Instant ტიპის კამერები, ანუ ის კამერები, რასაც სურათი გადაღებისთანავე გამოაქვს, დღეისათვის მხოლოდ ფუჯის და Impossible Project-ს აქვს. სამწუხაროდ ამ უკანასკნელის სახარჯი მასალები და კამერები კიდევ უფრო ძვირია. თან საქართველოში - მიუწვდომელი. შესაბამისად რეალურად არჩევანის საშუალება არც გაქვს. ან ინსტაქს მინი უნდა იყიდო, ან ინსტაქს ვაიდი (რომელიც უფრო დიდ ფოტოს იღებს და უფრო ძვირია ყოველმხრივ)

Posted by: tazo_kosta 3 Jun 2018, 18:12
M-B

კარგი მადლობა დახმარებისთვის. ამ მოდელს ვაჩუქებ ^ ^

Posted by: M-B 3 Jun 2018, 18:17
QUOTE (tazo_kosta @ 3 Jun 2018, 18:12 )
M-B

კარგი მადლობა დახმარებისთვის. ამ მოდელს ვაჩუქებ ^ ^

წარმატებები smile.gif

ისე ჩვეულებრივი ფირები ჩვენთან სამმაგ ფასად იყიდება და მაგისიც თუ ეგრეა, შეიძლება გამოწერა ჯობდეს. ნახე მაინც იბეიზე ან ამაზონზე რა ღირს.

Posted by: tazo_kosta 3 Jun 2018, 19:00
M-B

კი ახლა იბეიზე ვუყურებდი ზუსტად და ფირების ფასი ბევრად იაფია და ფირების გამოწერა ნამდვილად ჯობია.

Posted by: MWS 4 Jun 2018, 17:13
ძველი პროექტორის ობიექტივები თუ გამოგიყენებიათ ვინმეს dslr-ებზე (ნიკონზე, კერძოდ) ? smile.gif

Posted by: M-B 5 Jun 2018, 10:03
QUOTE (MWS @ 4 Jun 2018, 17:13 )
ძველი პროექტორის ობიექტივები თუ გამოგიყენებიათ ვინმეს dslr-ებზე (ნიკონზე, კერძოდ) ? smile.gif

უცხოურ ფოტოფორუმებზე იყო ხოლმე რაღაც მაგდაგვარი, ადრე მხვდებოდა. ოღონდ არ მახსოვს პროექტორის ოპტიკა იყო თუ ფოტოგამადიდებლის. photo.net-ზე და photrio.com-ზე სცადე ბედი.

Posted by: MWS 5 Jun 2018, 16:15
M-B
რაღაც ვიდეო ვნახე, f1.2იანი 35$იანი ლინზა ეყენა, ოღონდ უსარკო აპარატზე და დამაინტერესა ვინმეს ხომ არ უქნია სარკულზე. biggrin.gif
ვნახავ აბა.

Posted by: M-B 5 Jun 2018, 16:51
QUOTE (MWS @ 5 Jun 2018, 16:15 )
M-B
რაღაც ვიდეო ვნახე, f1.2იანი 35$იანი ლინზა ეყენა, ოღონდ უსარკო აპარატზე და დამაინტერესა ვინმეს ხომ არ უქნია სარკულზე. biggrin.gif
ვნახავ აბა.

უსარკო აპარატებს ერთი დიდი პლიუსი აქვთ - პატარა მუშა მონაკვეთი ("Flange distance"). მუშა მონაკვეთი არის მანძილი ობიექტივის სამაგრიდან სენსორამდე (ან - ფოტოფირამდე). სარკიან აპარატებს, ისევ და ისევ სარკის გამო ეს მონაკვეთი გაცილებით დიდი აქვთ, ვიდრე უსარკოებს (სულ მცირე 40მმ და რაც უფრო დიდია ფორმატი, მით უფრო დიდია ისიც).

თუკი ობიექტივს დააყენებ მუშა მონაკვეთზე უფრო დიდ მანძილზე, მაშინ უსასრულობამდე ვერ დააფოკუსებ. უსარკო აპარატებზე კი ნებისმიერი ოპტიკის დამაგრება შეიძლება ისე, რომ მუშა მონაკვეთის ჩარჩოში მოაქციო ობიექტივი და დააფოკუსო უსასრულობაზე. შესაბამისად გირჩევდი კონკრეტული ობიექტივის პარამეტრები გენახა და გეკითხა რამდენად მოერგება ამა თუ იმ ფოტოაპარატს.

P.S. ფიქსირებულ დიაფრაგმიანი ობიექტივი, მით უმეტეს f/1.2-ით საკმაოდ დაბალ DOF-ს მოგცემს, არ ვიცი რამდენად პრაქტიკული იქნება, თუმცა ეს უკვე ხელოვნების ამბავია smile.gif

Posted by: MWS 6 Jun 2018, 18:36
M-B
დიდი მადლობა smile.gif
ჰო, არა მგონია დიდად პრაქტიკული იყოს, თან მანუალ ფოკუსი, მაგრამ იაფად თუ წავაწყდი საექსპერიმენტოდ საინტერესო იქნება ალბათ.

Posted by: CHLOE" 8 Jun 2018, 15:23
გამარჯობა,

გთხოვთ მირჩიოთ კარგი, პროფესიონალი ფოტოაპარატი, 1000$ ის ფარგლებში, აუცილებლად canon.

მჭირდება სუფთა,მაღალი ხარისხის ფოტოების გადასაღებად, ძირითადად ბავშვებისთვის და სამკაულებისთვის ( დაახლოებით ასეთ სტილში , იხ. ფოტო )user posted image

გთხოვთ, არ დაიზაროთ jump.gif

Posted by: M-B 8 Jun 2018, 15:37
"პროფესიონალ"-ში სარკიანი თუ იგულისხმება, 650D-750D-ც ეყოფა მაგ საქმეს.
ხოლო თუ "პროფესიონალური დონის" იგულისხმება, 1000 დოლარი მთელ კომპლექტს კიარა, ობიექტივის გარეშე "ბოდი"-საც არ ეყოფა.

Posted by: CHLOE" 8 Jun 2018, 15:46
M-B

მაგალითად Canon Eos 80D, 1000$ ამდე ღირს დაახლოებით და ობიექტივს ცალკე ვიყიდდი, არ გამოვა ეგრე?

ან შეიძლება არ მჭირდება ეს მოდელი და რჩევებს ველი, 650-750D ს გადავხედავ აბა, მადლობა wink.gif
* * *
რაც დამავიწყდა, მაქვს Nikon D5500 და ამაზე უკეთესი მინდა

Posted by: M-B 8 Jun 2018, 15:53
QUOTE (CHLOE" @ 8 Jun 2018, 15:46 )
M-B

მაგალითად Canon Eos 80D, 1000$ ამდე ღირს დაახლოებით და ობიექტივს ცალკე ვიყიდდი, არ გამოვა ეგრე?

ან შეიძლება არ მჭირდება ეს მოდელი და რჩევებს ველი, 650-750D ს გადავხედავ აბა, მადლობა wink.gif

არის ასეთი საიტი, dpreview.com, რომელზეც მოცემულია იმ კამერების მიმოხილვები, რაც გაინტერესებს. თან კარგი ის აქვს, რომ შეგიძლია სხვადასხვა აპარატით გადაღებული ფოტოები ერთმანეთს შეადარო. ჩემი აზრით კარგი იქნება, რომ იქ გადაათვალიერო.

ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყოველთვის ჯობია "ისე-რა" დონის აპარატი იყიდო და მაღალი დონის ობიექტივისთვის გადაინახო ფული, სენსორები ბევრ კამერას ერთნაირი აქვს, აი კარგი ოპტიკა კი ამ ერთნაირ სენსორებით გადაღებულ ფოტოებში სერიოზულ სხვაობას მოგცემს.

ცოტა გაუგებრად ვლაპარაკობ. აი, მაგალითად EOS 80D-ს მიმოხილვის ის გვერდი, სადაც ნაჩვენებია ფოტოს ნიმუში. ამ ფოტოზე ნებისმიერი ადგილი შეგიძლია ამოირჩიო გასადიდებლად (რაც გამოჩნდება ქვევით). მარცხნივ ირჩევ EOS 80D-ს, მარჯვნივ - სხვა ნებისმიერ ფოტოაპარატს და შეგიძლია დააკვირდე გამოსახულების ხარისხს. რათქმაუნდა ზოგადად მიმოხილვის წაკითხვაც საჭიროა, ფოტოს ხარისხის გარდა სხვა ფუნქციებიც ხომ უნდა ნახო, რა აქვს და რა - არა.

P.S. ეგ შედარების ფუნქცია მგონი მხოლოდ კომპიუტერიდან ჩანს და არა - ტელეფონიდან.

----------------------------------

არ ვიცი თვალი მატყუებს თუ რა არის, მაგრამ Nikon D5500 რომ ამოვარჩიე შედარებისთვის, 80D-ს აშკარად აჯობა სიმკვეთრეში biggrin.gif

Posted by: CHLOE" 8 Jun 2018, 16:04
M-B

კი ზუსტად ეგ მაინტერესებს, დიდი მადლობა , აბა დავათვალიერებ wink.gif

ჩემი ფოტოაპარატი დამივარდა რამდენიმეჯერ და ალბათ მაგიტომ აღარ იღებს სუფთად, ფოკუსში ჭედავს biggrin.gif

Posted by: morixei 19 Jun 2018, 19:56
ფოტოაპარატის ხელოსნის, იგორის და ნიკოს კორდინატები ვინც იცით მომწერეთ რა.

ექპორეჟიმების სელექტორი ყველგან მანუალმოდს მიჩვენებს. მგონი მობეზრდა დილეტანტთან ავტომატზე მუშაობა, ახალ დონეს ითხოვს gigi.gif

Posted by: M-B 19 Jun 2018, 21:20
QUOTE (morixei @ 19 Jun 2018, 19:56 )
ფოტოაპარატის ხელოსნის, იგორის და ნიკოს კორდინატები ვინც იცით მომწერეთ რა.

ექპორეჟიმების სელექტორი ყველგან მანუალმოდს მიჩვენებს. მგონი მობეზრდა დილეტანტთან ავტომატზე მუშაობა, ახალ დონეს ითხოვს gigi.gif

593-10-53-11 - ნიკოს ნომერი ეს იყო. იგორს არ ვიცნობ sad.gif

ისე პენტაქსების დამახასიათებელი ავადმყოფობაა ეგ. სელექტორებს და "როლიკებს" ვაზელინი თუ რაღაც უსვია, რაც ჭუჭყსაც იკრავს და დენსაც არ ატარებს. ჩემი მასე ვიყიდე, უბერავსო პატრონმა თქვა და ფაქტობრივად მაჩუქა biggrin.gif

Posted by: morixei 20 Jun 2018, 17:28
M-B
გმადლობ smile.gif
QUOTE
იგორს არ ვიცნობ

გავარკვიე, ლეონიძის დასაწყისში დაახლოებით ერთ გაჩერებაში. საკანცელარიოა, სულხან-საბას ან ინგოროყვას შესახვევთან, დაახლოებით მანდაა.

Posted by: M-B 21 Jun 2018, 14:04
QUOTE (morixei @ 20 Jun 2018, 17:28 )
M-B
გმადლობ smile.gif
QUOTE
იგორს არ ვიცნობ

გავარკვიე, ლეონიძის დასაწყისში დაახლოებით ერთ გაჩერებაში. საკანცელარიოა, სულხან-საბას ან ინგოროყვას შესახვევთან, დაახლოებით მანდაა.

უი biggrin.gif ე.ი. ვიცნობ. ნამყოფი ვარ მანდ, ოღონდ საკანცელარიოს საქმეზე. კი გამიკვირდა ამდენი დაშლილი ციფრული რატომ ყრია აქ-მეთქი biggrin.gif

Posted by: miracle_of_love 13 Jul 2018, 17:47
ნიკონისტებო, იმედია ჩემს მოკრძალებულ კითხვას არ აუვლით გვერდს, ნიკონ დ 3100 მერე რომელი ვიყიდო? ჩემსას ვყიდი, დიდი მადლობა წინასწარ.

Posted by: M-B 13 Jul 2018, 20:18
QUOTE (miracle_of_love @ 13 Jul 2018, 17:47 )
ნიკონისტებო, იმედია ჩემს მოკრძალებულ კითხვას არ აუვლით გვერდს, ნიკონ დ 3100 მერე რომელი ვიყიდო? ჩემსას ვყიდი, დიდი მადლობა წინასწარ.

თუ სწორად გავიგე, 3100 გაქვს და ყიდი. D5xxx სერიიდან იყიდე, რაზეც ფული გეყოფა. ჩემთვის პირადად 5200-იც სავსებით საკმარისი იქნებოდა, ფულს უკეთესი ლინზების საყიდლად გადავინახავდი. ოპტიკა მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე 'ბოდი'.

Posted by: miracle_of_love 14 Jul 2018, 01:17
M-B
დიდი მადლობაა, 5200 თბილისში სად შეიძლება შევიძინო?

Posted by: Twister 16 Jul 2018, 11:22
M-B
QUOTE
თუ სწორად გავიგე, 3100 გაქვს და ყიდი. D5xxx სერიიდან იყიდე, რაზეც ფული გეყოფა. ჩემთვის პირადად 5200-იც სავსებით საკმარისი იქნებოდა, ფულს უკეთესი ლინზების საყიდლად გადავინახავდი. ოპტიკა მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე 'ბოდი'.

ერთი მინუსი D5XXX ის აქ რომ ბოდიში ფოკუსის მოტორი არ აქ, ამიტომ ან ხელით გიწევს დაფოკუსირება ან 3-4 ჯერ მეტის გადახდა ფოკუსის მოტორიან ლინზაში.... sad.gif

Posted by: M-B 16 Jul 2018, 11:50
QUOTE (Twister @ 16 Jul 2018, 11:22 )
M-B
QUOTE
თუ სწორად გავიგე, 3100 გაქვს და ყიდი. D5xxx სერიიდან იყიდე, რაზეც ფული გეყოფა. ჩემთვის პირადად 5200-იც სავსებით საკმარისი იქნებოდა, ფულს უკეთესი ლინზების საყიდლად გადავინახავდი. ოპტიკა მეტ საქმეს აკეთებს, ვიდრე 'ბოდი'.

ერთი მინუსი D5XXX ის აქ რომ ბოდიში ფოკუსის მოტორი არ აქ, ამიტომ ან ხელით გიწევს დაფოკუსირება ან 3-4 ჯერ მეტის გადახდა ფოკუსის მოტორიან ლინზაში.... sad.gif

ჰო, ან ორჯერ მეტის გადახდა მოტორიან ბოდიში. 7xxx სერიიდან, მაგალითისთვის.

Posted by: jorgito 18 Jul 2018, 02:15
რას მირჩევთ მეგობრებო Canon 750D როგორი აპარატია საოჯახო, სამოყვარულო ფოტოების გადასაღებად?და რომელ მაღაზიაში სჯობია შეძენა?
* * *
1. http://altaok.ge/tv-photo-video-audio-game-consoles/digital-cameras/canon-eos-750d-black-lens-ef-s-18-55-is-stm.html

2. http://zoommer.ge/ფოტოკამერები/canon/canon-eos-750d-18-55-is-stm-kit.html

რატომ არის ამხელა სხვაობა ფასში?
* * *
და კიდევ ერთი Canon 750D და Canon 800D შორის განსხვავება პიქსელებშია მარტო?

Posted by: ირაო 25 Jul 2018, 18:44
300$-ს ფარგლებში რომელ ფოტოაპარატს მირჩევთ?
ამაზონი,იბეი.

Posted by: Giorgi6655 26 Jul 2018, 13:07
Canon 1100d პირველ DSLR კამერად როგორი ვარიანტია ? 15K გარბენით, kit ლინზით 270 ლარი კარგი ფასია ამ კამერისთვის ?

Posted by: Wild Thing 26 Jul 2018, 22:57
საღამო მშვიდობისა,

თქვენი დახმარება მჭირდება.
მაქვს ფოტოაპარატი Nikon D5500, ობიექტივი დაუზიანდა, სად, ვისთან შეიძლება მივიტანო, გთხოვთ მირჩიოთ.
მადლობა !!

Posted by: M-B 27 Jul 2018, 13:28
QUOTE (Wild Thing @ 26 Jul 2018, 22:57 )
საღამო მშვიდობისა,

თქვენი დახმარება მჭირდება.
მაქვს ფოტოაპარატი Nikon D5500, ობიექტივი დაუზიანდა, სად, ვისთან შეიძლება მივიტანო, გთხოვთ მირჩიოთ.
მადლობა !!

რა სახის დაზიანებაა? ოპტიკური? მექანიკური? ელექტრობა აღარ მუშაობს?

ალბათ იგორი გაართმევს თავს ყველაზე უკეთ. ლეონიძის ქუჩაზე, მარჯვენა მხარეს, არ მახსოვს 5-7-9-11 ნომრიდან ერთ-ერთში საკანცელარიო მაღაზიაა და იქ ზის.

Posted by: Wild Thing 27 Jul 2018, 17:26
M-B

მექანიკური დაზიანებაა. ობიექტივი მყარად ვერ თავსდება კორპუსში.
დიდი მადლობა !!

Posted by: HooLaHooP 29 Jul 2018, 23:16
ვინმემ ხო არ იცის 600 სერიის პოლაროიდის ფირები სად იშოვება და რა ღირს ძველ პოლაროიდზე რო მიდიოდეს

Posted by: M-B 29 Jul 2018, 23:29
QUOTE (HooLaHooP @ 29 Jul 2018, 23:16 )
ვინმემ ხო არ იცის 600 სერიის პოლაროიდის ფირები სად იშოვება და რა ღირს ძველ პოლაროიდზე რო მიდიოდეს

იბეიზე და ამაზონზე მოძებნე Polaroid Originals 600 Film. ძვირი სიამოვნებაა.

Posted by: DZENA 3 Aug 2018, 18:57
გამარჯობა

ვიყიდე nikon d3400 , დამწყებისთვის როგორი აპარატია ?

Posted by: Cypher 4 Aug 2018, 00:52
DZENA


სამოყვარულო DSLR არის. გაერთობი რა. მთავარი ოპტიკაა

Posted by: DZENA 4 Aug 2018, 08:45
Cypher
QUOTE
სამოყვარულო DSLR არის. გაერთობი რა. მთავარი ოპტიკაა

მადლობა

18-55 მოყვა სტანდარტულად , მჭირდება ლაშქრობებზე კარგი სურათების გადასაღებად ბუნებაზე , და ეს 18-55 იანი გამომადგება ? საერთოდ აზზრზე არვარ გადაღების 0იდან ვიწყებ .

Posted by: Cypher 4 Aug 2018, 13:27
DZENA


გამოგადგება. დიდი ვერაფერი ლინზაა, მაგრამ წავა რა. ისე ლაშქრობებზე სატარებლად პენტაქსის რომელიმე weather sealed კამერა ჯობდა

Posted by: DZENA 4 Aug 2018, 13:48
Cypher
QUOTE
გამოგადგება. დიდი ვერაფერი ლინზაა, მაგრამ წავა რა. ისე ლაშქრობებზე სატარებლად პენტაქსის რომელიმე weather sealed კამერა ჯობდა

აჰა გასაგებია მადლობა
75-300 იანი ლინზა როგორია ? და რამე ტუტორიალი ხომარიცი ცოტა რო დავამუღამო გადაღება .

Posted by: Cypher 4 Aug 2018, 21:01
DZENA


ნორმალური ლინზაა, 300-ზე მაგ კროპ სენსორით 450-ს მოგცემს. იაფია და მუშა. ტუტორიალები ჩათვალე არ გჭირდება, იუთუბი მაქსიმუმ. დალშე მარტივად გაერკვევი. P რეჟიმი აქვს მაგ კამერას და თავად გააკეთებს ყველაფერს

Posted by: Feeling 7 Aug 2018, 16:10
ფოტოაპარატი მჭირდება,რომელიც სატარებლად ადვილი იქნება და მოსახერხებელი,პატარა,ამასთანავე მინდა რომ დახვეწილ და ლამაზ სურათებს იღებდეს (რამდენადაც შესაძლებელია პროფესიონალთან ახლოს) იქნებ მირჩიოთ მოდელი

Posted by: non 8 Aug 2018, 11:45
Feeling
QUOTE
ფოტოაპარატი მჭირდება,რომელიც სატარებლად ადვილი იქნება და მოსახერხებელი,პატარა,ამასთანავე მინდა რომ დახვეწილ და ლამაზ სურათებს იღებდეს (რამდენადაც შესაძლებელია პროფესიონალთან ახლოს) იქნებ მირჩიოთ მოდელი


FUJIFILM X Series ან Olympus OM-D Series ორივე კარგი აპარატებია, გადახედე რევიუებს და რომელიც მოგეწონება ის იყიდე

Posted by: Feeling 8 Aug 2018, 15:11
non
QUOTE
FUJIFILM X Series ან Olympus OM-D Series ორივე კარგი აპარატებია, გადახედე რევიუებს და რომელიც მოგეწონება ის იყიდე


დიდი მადლობა,ვნახავ აუცილებლად. რატომღაც ამ ბრენდებზე ცუდი წარმოდგენა მქონდა smile.gif) ფუჯი მქონდა ნახევრად პროფესიონალი და არ მომწონდა ძალიან,ალბათ მაქედან გამომდინარე smile.gif)

Posted by: xemagali 15 Aug 2018, 10:48
მაქვს აპარატი ნიკონ დ3000 18-55 სტანდარტული ობიექტივით. არ მომწონს ფოკუსი ზოგადად ამ ობიექტივზე. სხვა ფოტოაპარატებიც ვნახე ასეთ ლინზებზე და იგივეა ისინიც. აი ზენიტით უკეთეს ფოკუს ვიჭერდი ადრე ვიდრე ამით. რომელ ლინზას მირჩევთ ამ აპარატზე კარგი ფოკუსი რომ ქონდეს მკვეთრი?

Posted by: M-B 15 Aug 2018, 12:05
QUOTE (xemagali @ 15 Aug 2018, 10:48 )
მაქვს აპარატი ნიკონ დ3000 18-55 სტანდარტული ობიექტივით. არ მომწონს ფოკუსი ზოგადად ამ ობიექტივზე. სხვა ფოტოაპარატებიც ვნახე ასეთ ლინზებზე და იგივეა ისინიც. აი ზენიტით უკეთეს ფოკუს ვიჭერდი ადრე ვიდრე ამით. რომელ ლინზას მირჩევთ ამ აპარატზე კარგი ფოკუსი რომ ქონდეს მკვეთრი?

ფოკუსის "არ მოწონებაში" რას გულისხმობ? სიმკვეთრე აკლია კადრს? ცენტრში მკვეთრია და პერიფერიებზე არა? დახურე დიაფრაგმა f/8-მდე, მაგ მაჩვენებელზე აქვს მაქსიმალური სიმკვეთრე ნიკონის 18-55-ს. თუ ფონი არ მოგწონს? ზენიტის რომელი ობიექტივი გაქვს? ჰელიოს-44? ჩახვეული ბოკე მოგწონს?

ერთი სიტყვით, ეცადე უფრო დეტალურად გვითხრა რას გულისხმობ, თორემ ნიკონის 35 მმ f/1.8-ც შეიძლება არ მოგეწონოს რაღაც მხრივ.

Posted by: xemagali 15 Aug 2018, 13:29
M-B
არ ვარ პროფესიონალი. თუმცა სხვადასხვა წყაროებიდან ვსწავლობ გასწორებას. ზენიტი მქონდა ადრე ჰელიოსის სტანდარტული ობიექტივით რაც მოყვებოდა.
აი როგორ აგიხსნათ. სახის ფორებს რომ ხედავ ეგეთი არაა რა ეს ობიექტივი. ზოგადად იქნებ მასწავლოთ. სურათს ვიღებ ხოლმე ფ4 ან ფ5.6 აისო ავტოზე მიყენია შუქს ხელით ვაყენებ როგორც მანახებს სენსორი რომ დავაყენო შუაში. შუქი და ფერები მშვენიერი გამოდის მაგრამ რაღაც აკლია შარპენი თითქოს. ჰო ექსპოზიციასაც ვცვლი ხოლმე ხელით და ფოკუსის სცენებსაც. ისე მე ამ ფოკუსის სცენებს შორის სხვაობა ვერ ვნახე და რავიცი.
ფ8 ზე დაყენება ნაკლები დიაფრაგმაა და ეგ ცენტრის ფოკუსს უფრო უკეთესს გახდის?
ხვალ ავტვირთავ სურათებს და ვნახოთ რას იტყვით

პ.ს ძალიან დიდი მადლობა რომ არ გეზარებათ ერთი და იგივეს დაწერა ჩემისთანა ჩაინიკებისთვის smile.gif

Posted by: morixei 15 Aug 2018, 13:52
xemagali
მაგაზე არ იდარდო, შენი მიზეზით არაა. სტანდარტული 18-55mm f3.5-5.6 განურჩევლად ბრენდისა ყველა ეგეთია. სონის E მაუნთზე აქვს შედარებით უკეთესი ოპტიკური ხარისხი. სინათლე თუ საშუალებას მოგცემს დიაფრაგმა მოუხურე ხოლმე f8-მდე. უფრო მეტად თუ დახურავ შარპი თანდათან დაიკლებს.

Posted by: M-B 15 Aug 2018, 15:31
xemagali

D3000 საკმაოდ ძველი, სამოყვარულო მოდელია, თუ არ ვცდები 2009 წლიანია და 10 მეგაპიქსელით, რათქმაუნდა კროპ სენსორით. ამას თან ერთვის ის, რომ ზუმ ლინზა გაქვს (რომელიც იმთავითვე უფრო სუსტი წარმადობით ხასიათდება, ვიდრე "პრაიმი", ე.ი. "უზუმო" ლინზა). ჩემი მწირი გამოცდილებით გეტყვი, რომ ჩემი Pentax K-x-ის 18-55 მმ ლინზაც ისეთივე მთხლეა, როგორც ნიკონის, ქენონის ან ნებისმიერი სხვა კამერის კიტ ლინზა, ვინაიდან კიტის ერთადერთი დანიშნულებაა იყოს იაფი და იორღა. Sigma-ს 50 მმ-იანი მაკრო ლინზით უკეთესი ფოტოები გადავიღე, ვიდრე სტანდარტული 18-55 ლინზით.

შესაბამისად, ხარისხის გაზრდა თუ გსურს, ან როგორც morixei-მ გითხრა, დახურე დიაფრაგმა f/8-მდე და ISO შეამცირე რამდენადაც შეგიძლია (რაც მეტია ISO, მით ნაკლებია დეტალიზაცია, განსაკუთრებით ძველ კამერებში. ეს ალბათ უკვე იცი). მეორე ვარიანტია, იყიდო Nikon 50 mm f/1.8 ლინზა, აუცილებლად "G" ვერსია, რადგან სხვას ავტოფოკუსი არ ექნება D3000-ზე. მაგ ლინზით მიიღებ დაახლოებით 75 მმ-ს ექვივალენტურ ფოკოსურ მანძილს და შეძლებ მეტ-ნაკლებად უკეთესი ხარისხის ფოტოების გადაღებას. რათქმაუნდა დიაფრამგასა და ISO-ზე რაც ითქვა, მაგ ლინზასაც ეხება.

ისე კი უნდა გაითვალისწინო, რომ რაღაც სასწაულ ცვლილებას არ უნდა ელოდო. თუ მართლა დაინტერესებული ხარ, ეგ კამერა კომპოზიციის და ელემენტარული პრინციპების დასამუღამებლად გამოიყენე და თუკი სამომავლოდ მაგ სფეროში განვითარებას გადაწყვეტ, უკეთესით შეცვალე (ჯერ არ ქნა, ტყუილად გადაყრი ქვეყნის ფულს biggrin.gif )

დაბოლოს. ზენიტის ჰელიოსის ტოლფასი ხედვის არე თუ გინდა მიიღო, 35 მმ-იანი ლინზა უნდა გამოიყენო და არა 50მმ-იანი, რადგან APS-C ფორმატის (25x17 მმ) სენსორი ხედვის კუთხეს ავიწროვებს Full Frame (ე.ი. 36x24 მმ) ფორმატთან შედარებით, რომელიც გამოიყენება ფირიანი ფოტოკამერების უმრავლესობაში, შესაბამისად დღეისათვის მიჩნეულია ფორმატების ამოსავალ წერტილად. მაგრამ პორტრეტებზე ზოგადად უფრო გრძელფოკუსიან ოპტიკას ანიჭებენ უპირატესობას. იგივე 85 მმ-იანს, მაგალითისთვის. უბრალოდ ეგ ძვირია.

morixei

თუ რამე მეშლება, შემისწორე, მე მხოლოდ მოყვარული ვარ და ციფრულებთან ცოტა მწყრალად მყოფი.

Posted by: xemagali 16 Aug 2018, 12:03
QUOTE (M-B @ 15 Aug 2018, 15:31 )
xemagali

D3000 საკმაოდ ძველი, სამოყვარულო მოდელია, თუ არ ვცდები 2009 წლიანია და 10 მეგაპიქსელით, რათქმაუნდა კროპ სენსორით. ამას თან ერთვის ის, რომ ზუმ ლინზა გაქვს (რომელიც იმთავითვე უფრო სუსტი წარმადობით ხასიათდება, ვიდრე "პრაიმი", ე.ი. "უზუმო" ლინზა). ჩემი მწირი გამოცდილებით გეტყვი, რომ ჩემი Pentax K-x-ის 18-55 მმ ლინზაც ისეთივე მთხლეა, როგორც ნიკონის, ქენონის ან ნებისმიერი სხვა კამერის კიტ ლინზა, ვინაიდან კიტის ერთადერთი დანიშნულებაა იყოს იაფი და იორღა. Sigma-ს 50 მმ-იანი მაკრო ლინზით უკეთესი ფოტოები გადავიღე, ვიდრე სტანდარტული 18-55 ლინზით.

შესაბამისად, ხარისხის გაზრდა თუ გსურს, ან როგორც morixei-მ გითხრა, დახურე დიაფრაგმა f/8-მდე და ISO შეამცირე რამდენადაც შეგიძლია (რაც მეტია ISO, მით ნაკლებია დეტალიზაცია, განსაკუთრებით ძველ კამერებში. ეს ალბათ უკვე იცი). მეორე ვარიანტია, იყიდო Nikon 50 mm f/1.8 ლინზა, აუცილებლად "G" ვერსია, რადგან სხვას ავტოფოკუსი არ ექნება D3000-ზე. მაგ ლინზით მიიღებ დაახლოებით 75 მმ-ს ექვივალენტურ ფოკოსურ მანძილს და შეძლებ მეტ-ნაკლებად უკეთესი ხარისხის ფოტოების გადაღებას. რათქმაუნდა დიაფრამგასა და ISO-ზე რაც ითქვა, მაგ ლინზასაც ეხება.

ისე კი უნდა გაითვალისწინო, რომ რაღაც სასწაულ ცვლილებას არ უნდა ელოდო. თუ მართლა დაინტერესებული ხარ, ეგ კამერა კომპოზიციის და ელემენტარული პრინციპების დასამუღამებლად გამოიყენე და თუკი სამომავლოდ მაგ სფეროში განვითარებას გადაწყვეტ, უკეთესით შეცვალე (ჯერ არ ქნა, ტყუილად გადაყრი ქვეყნის ფულს biggrin.gif )

დაბოლოს. ზენიტის ჰელიოსის ტოლფასი ხედვის არე თუ გინდა მიიღო, 35 მმ-იანი ლინზა უნდა გამოიყენო და არა 50მმ-იანი, რადგან APS-C ფორმატის (25x17 მმ) სენსორი ხედვის კუთხეს ავიწროვებს Full Frame (ე.ი. 36x24 მმ) ფორმატთან შედარებით, რომელიც გამოიყენება ფირიანი ფოტოკამერების უმრავლესობაში, შესაბამისად დღეისათვის მიჩნეულია ფორმატების ამოსავალ წერტილად. მაგრამ პორტრეტებზე ზოგადად უფრო გრძელფოკუსიან ოპტიკას ანიჭებენ უპირატესობას. იგივე 85 მმ-იანს, მაგალითისთვის. უბრალოდ ეგ ძვირია.

morixei

თუ რამე მეშლება, შემისწორე, მე მხოლოდ მოყვარული ვარ და ციფრულებთან ცოტა მწყრალად მყოფი.

აჰა გასაგებია ყველაფერი. ვიყიდი ფიქსირებულ ლინზას და გადავიღებ ჩვეულებრივად როგორც ადრე ზენიტით ვიღებდი.
თავად კამერა თითქმის ახალია 400 სურათამდეა გადაღებული. ედო უსაქმოთ პატრონს და 200 ლარად მომცა 16გბ ჩიპით და ჩანთით.
რავი 200 ლარი რაღაა დღეს. მობილურს ბევრად ჯობია ბოლო ბოლო.
ისე გუშინ ფ8 ვიჩალიჩე. აისო მეყენა ოდნავ მოსაღამოვებულზე 200 და უკეთესი გადაიღო. მერე ცოტა ხანში 400 გადავედი და ისიც კარგი იყო.

მთავარი ის გავიგე რომ კიტ ზუმ ლინზისგან მეტს არ უნდა ველოდო. მაინც ავტვირთავ საღამოს თუ მეცლება სურათებს და შევადაროთ.

ისე ვაგზალზე ეგრეთწოდებული ხიშნიკები რომ დგანან მანდ ვნახე უამრავ ობიექტივებს ყიდიან. ახლობელი მყავს მანდ და იქნებ რამე წესიერი დავითრიო.
იქნებ თუ არ დაგეზარებათ ჩამომიწეროთ რამდენიმე ობიექტივი რის მიხედვითაც მოვძებნი იქ

Posted by: M-B 16 Aug 2018, 13:08
შეძლებისდაგვარად დაბალ ISO-ზე გადაიღე ხოლმე, რამდენადაც საშუალებას მოგცემს კამერა. რაც შეეხება ოპტიკას:

1. როგორც გუშინაც დავწერე, ზენიტის ანალოგიური ხედვის კუთხე რომ მოგცეს, 35 mm f/1.8 G ლინზა გჭირდება. საშუალოდ 150$ ღირს, თუ ძალიან გაგიმართლებს, შეიძლება ასადაც დაითრიო.
2. მოკლე საპორტრეტე ლინზა არის 50 mm f/1.8 G ლინზა. საშუალოდ 110$ ღირს, თუ ძალიან გაგიმართლებს, ალბათ 80 დოლარის ფარგლებში იშოვი.
3. "ნამდვილი" საპორტრეტე ლინზა არის 85 მმ-იანი, თუმცა მაგას ვერ მიეკარები ისეთი ფასი აქვს. ჩემი აზრით 35-იანი და 50-იანი პრაიმ ლინზები რომ დაითრიო, კარგა ხანს გეყოფა. აი რაც შეეხება ფართოკუთხიანს, მანდ ცუდადაა საქმე, ვინაიდან APS-C სენსორი ისედაც ზღუდავს გამოსახულების კუთხეს და ფართო კუთხით რომ გამოგიჩინოს სადღაც 18-20 მმ-იანი გჭირდება. შესაბამისად მანდ კიტ ლინზა უნდა იკმარო.

----------------------------------------------------------------------------------

P.S. ისე ჩემი აზრით საწყის ეტაპზე 18-55-იანი და 35მმ-იანი, ხოლო შემდგომში უკვე 55-200-იანი ლინზებით ოპტიმალურ წარმადობას მიიღებ. აი ვაგზლის მართლაც რომ ხიშნიკებთან 20 დოლარიან ლინზაში 180 ლარი მომთხოვეს, შესაბამისად რა გითხრა არ ვიცი biggrin.gif

Posted by: xemagali 16 Aug 2018, 17:23
M-B
QUOTE
აი ვაგზლის მართლაც რომ ხიშნიკებთან 20 დოლარიან ლინზაში 180 ლარი მომთხოვეს, შესაბამისად რა გითხრა არ ვიცი 

თქვენთან კონსულტაციის გარეშე არ ვიყიდი biggrin.gif თავს არ დავაჩაგრინებ მაგათ

Posted by: M-B 16 Aug 2018, 17:36
არა მართლა კომიკური სიტუაცია იყო, იბეიზე იყიდებოდა მაგ ტიპის ლინზები 20 დოლარად, მაგრამ ჩამოტანა/ლოდინის დრო არ მქონდა, შესაბამისად გავიარე მშრალ ხიდზე (სადაც ვერ ვიშოვე, რადგან ძირითადად სსრკ-ს ბარახლო იყიდება) და - ვაგზალზე. სადაც ერთ კაცს ქონდა, მგონი მამედა ერქვა. კუთხის მაღაზიაა პასაჟებში გარეთა მხრიდან, კიდობნისკენ რომ ქუჩა ჩადის, აი იქ. დაბეჯითებით მიმტკიცებდა რომ 250 ლარზე ნაკლებად მაგ ლინზას ვერ იშოვი, პა-ბრატსკი გაძლევ 180 ლარში და ამასაც დროზე თუ არ იყიდი, გაიყიდებაო. არადა ვიტრინაში კიდევ სამი ცალი ზუსტად ისეთივე ედო და არც ციფრული აპარატის, ან ისეთი პოპულარული კამერის ლინზა იყო რომ ტაციაობა აეტეხა ვინმეს drug.gif

საბოლოოდ დავიკიდე ის თემა, რისთვისაც მეჩქარებოდა, წავედი ისევ იბეიზე და რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ 8.5 დოლარად ავაგდე.

ფეისბუკზე არის რაღაც ჯგუფი, ფოტო ტექნიკის ყიდვა-გაყიდვა, ფოტოაპარატების ყიდვა-გაყიდვა თუ რაღაც მაგდაგვარი ქვია. გაწევრიანდი და ნახე, შეიძლება გამოკრა რამეს ხელი. ძირითადად ქენონისტები ჭარბობდნენ, მაგრამ მაინც.

Posted by: xemagali 16 Aug 2018, 21:35
user posted imageuser posted imageuser posted imageაბა დავიწყებ თუ დაამატა. ..................................
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image
user posted image


ეს სურათები გადაღებულია რავ ფორმატში. აქ რომ დამედო გადავაკონვერტირე მაქსიმალური ხარისხის ჯიპიჯიში.
მოკლედ ესაა და თანდათან ვამუღამებ სწრაფად რომ მივხვდე სად როგორ დავაყენო.

Posted by: morixei 16 Aug 2018, 23:00
xemagali
რა ლამაზი ქვებია, ლაკი აქვს გადასმული თუ ბუნებრივად ეგეთია?

M-B
QUOTE
თუ რამე მეშლება, შემისწორე, მე მხოლოდ მოყვარული ვარ და ციფრულებთან ცოტა მწყრალად მყოფი.

ხუმრობ? smile.gif
QUOTE
1. როგორც გუშინაც დავწერე, ზენიტის ანალოგიური ხედვის კუთხე რომ მოგცეს, 35 mm f/1.8 G ლინზა გჭირდება. საშუალოდ 150$ ღირს, თუ ძალიან გაგიმართლებს, შეიძლება ასადაც დაითრიო.
2. მოკლე საპორტრეტე ლინზა არის 50 mm f/1.8 G ლინზა. საშუალოდ 110$ ღირს, თუ ძალიან გაგიმართლებს, ალბათ 80 დოლარის ფარგლებში იშოვი.

პენტაქსს როდის დაედება ნეტავ მასეთი ფასები. მეყიდა თავის დროზე ნკონი, ან ჯანდაბას ქენონი მაინც gigi.gif

Posted by: xemagali 16 Aug 2018, 23:13
morixei
QUOTE
რა ლამაზი ქვებია, ლაკი აქვს გადასმული თუ ბუნებრივად ეგეთია?

არ ვიცი. შეიძლება ხელოვნურია. კაბადოკიაში ვიყავი და იქ ყიდიდნენ სუვენირად

Posted by: M-B 17 Aug 2018, 10:15
xemagali
18-55-ის კვალობაზე ძალიან კარგი ფოტოებია. შავი ძაღლი მომეწონა ძალიან biggrin.gif

morixei
მეც მაგას არ ვჩივი? 40მმ-იანი კია იაფი, მაგრამ 60 მილიმეტრის ექვივალენტს მაძლევს. 35 და 28მმ-იანი ლინზები 170-220$ ღირს საშუალოდ. ავტოფოკუსიანი. კიდევ უფრო ფართოებზე აღარაფერს ვამბობ. ჰოდა ვზივარ კიტის და 50-იანი მაკროს იმედად user.gif შესაბამისად იშვიათად ვიყენებ. ისე მაკრო ნორმალური გამოდგა, ათასში ერთხელ დებს ნორმალურ შედეგს.

user posted image

Posted by: morixei 17 Aug 2018, 12:53
QUOTE
ისე მაკრო ნორმალური გამოდგა, ათასში ერთხელ დებს ნორმალურ შედეგს.

ეგ რომელი, 50-იანი მაკრო ბევრი აქვს.

Posted by: M-B 17 Aug 2018, 13:01
QUOTE (morixei @ 17 Aug 2018, 12:53 )
QUOTE
ისე მაკრო ნორმალური გამოდგა, ათასში ერთხელ დებს ნორმალურ შედეგს.

ეგ რომელი, 50-იანი მაკრო ბევრი აქვს.

სიგმას 50/2.8 მანუალ ფოკუსით.

პენტაქსისები ძვირები იყო, M42-ის გარდა და M42-ზე წვალება არ მინდოდა.

Posted by: morixei 17 Aug 2018, 13:37
QUOTE
სიგმას 50/2.8 მანუალ ფოკუსით.

გასაგებია.
QUOTE
M42-ის გარდა და M42-ზე წვალება არ მინდოდა.

M42-ზე რაც მქონდა ყველა მოვიშორე. ვერ შევეგუე გადამყვანის მოხსნა დაყენებას. ერთი ინდუსტარის 50mm f3.5 დამრჩა სამუზეუმე ექსპონატად smile.gif

Posted by: geo570ge1997 21 Aug 2018, 16:20
ფოტოები როგორ უნდა ავტვირთო და დავდო ფორუმზე ?

Posted by: morixei 21 Aug 2018, 19:55
geo570ge1997
QUOTE
ფოტოები როგორ უნდა ავტვირთო და დავდო ფორუმზე ?

[IMG] სურათის დანმატება-ს დააწექი დანარჩენს კი მიხვდები.
ან ძველი მეთოდით: "გამოხმაურებაში" შედი და ფაილის მიმაგრებით(1mb-მდე).

Posted by: cpufan 22 Aug 2018, 19:51
მ42-ის გადამყავნი დავითრიე და წვალებაა ესეიგი ? biggrin.gif არადა როგორ ველოდები ჩამოსვლას...

ფირებს რამდენად დავითრევ ? biggrin.gif 10 ლარში არ იშვება სადმე ფერადი ? 36 კადრიანი

Posted by: M-B 22 Aug 2018, 20:06
QUOTE (cpufan @ 22 Aug 2018, 19:51 )
მ42-ის გადამყავნი დავითრიე და წვალებაა ესეიგი ? biggrin.gif არადა როგორ ველოდები ჩამოსვლას...

ფირებს რამდენად დავითრევ ? biggrin.gif 10 ლარში არ იშვება სადმე ფერადი ? 36 კადრიანი

აპარატის და ლინზის კონკრეტულ მოდელზე ბევრი რამეა მანდ დამოკიდებული, თუმცა რათქმაუნდა წვალებაა M42

ფირებს აგერ ყიდის ფირის ფოტოგრაფიის თემაში ხალხი ათ ლარად. მაღაზიაში მაგ ფასად ვერსად ნახავ.

Posted by: cpufan 22 Aug 2018, 20:17
M-B
შევიხედავ მაგ თემაში...

canon 1300D მაქვს და ზორკი 3-ის სტოკ ლინზა.. ასეთი :

user posted image

გამოვა რამე ?

Posted by: M-B 22 Aug 2018, 20:23
QUOTE (cpufan @ 22 Aug 2018, 20:17 )
M-B
შევიხედავ მაგ თემაში...

canon 1300D მაქვს და ზორკი 3-ის სტოკ ლინზა.. ასეთი :

გამოვა რამე ?

არაფერიც არ გამოვა biggrin.gif მართლა ოღონდ.

არის ასეთი რაღაც, ინგლისურად "flange distance" ქვია, ქართულად - სამწუხაროდ არ ვიცი. ჰოდა ეგ არის მანძილი ფირიდან/სენსორიდან ლინზის უკანა ელემენტამდე, როგორც ქვევით ფოტოზეა მოყვანილი:

user posted image

ფოტოზე ზემოთ სარკიანი აპარატია (ვთქვათ შენი 1300D), ქვევით - უსარკო (ვთქვათ - შენი ზორკი). ჰოდა იმისათვის, რომ ზორკის ლინზამ ნორმალურად შეძლოს დაფოკუსება, აუცილებელია ეგ მანძილი მოკლე ქონდეს. სამწუხაროდ ქენონს ლინზასა და სენსორს შორის სარკე უდგას, შესაბამისად ეგ მანძილიც დიდია და ლინზას თუ მოარგებ, მხოლოდ მაკროზე თუ გამოიყენებ. უსასრულობაზე ვერ დააფოკუსებ. რაც შენ გჭირდება, ზენიტის ლინზებია.

P.S. ზორკის როგორც ვიცი ყველა სიკეთესთან ერთად M39 აქვს და არა M42

Posted by: cpufan 22 Aug 2018, 20:25
M-B
ეუუფ biggrin.gif biggrin.gif ჩამეშალა გეგმები sad.gif მეორე იუპიტერის ლინზა მაქვს biggrin.gif არც ის წავა მგონი

Posted by: M-B 22 Aug 2018, 20:27
QUOTE (cpufan @ 22 Aug 2018, 20:25 )
M-B
ეუუფ biggrin.gif biggrin.gif ჩამეშალა გეგმები sad.gif მეორე იუპიტერის ლინზა მაქვს biggrin.gif არც ის წავა მგონი

ზორკის იუპიტერი თუა, არ წავა ნამდვილად. მაგრამ კონკრეტულად უნდა ნახო რა, სარკიანებისთვის რასაც აწარმოებდნენ სსრკ-ში, იგივე დასახელებებით (ან ოდნავ შეცვლილით) იწარმოებოდა ზორკისთვის, ფედისთვის და ა.შ. უსარკო აპარატებისთვისაც.

Posted by: cpufan 22 Aug 2018, 20:29
M-B
იგივე მაუნთი აქვს ორივეს და არ წავა sad.gif იბეიზე ჩავუჯდები სხვა ლინზებს, იქნება ავაგდო რამე იაფად...

მაკროზეც თუ გამომადგა კაია, თუ არადა ზორკის მოვხოდავ ფირებით...

Posted by: M-B 22 Aug 2018, 20:32
QUOTE (cpufan @ 22 Aug 2018, 20:29 )
M-B
იგივე მაუნთი აქვს ორივეს და არ წავა sad.gif იბეიზე ჩავუჯდები სხვა ლინზებს, იქნება ავაგდო რამე იაფად...

მაკროზეც თუ გამომადგა კაია, თუ არადა ზორკის მოვხოდავ ფირებით...

ისე საბჭოთა M42 ლინზებს საქართველოში უფრო იშოვი იაფად, თუნდაც მშრალ ხიდზე, ჰელიოს-44 და ინდუსტარ-50 კონა ხუთ კაპიკად ყრია. დანარჩენებს რაც შეეხება, რათქმაუნდა გამოწერა ჯობს. იაპონურებიდან Pentax-ის M42-ებს გამოვარჩევდი, ძალიან ხარისხიანებია, თუმცა არც ფასი აქვს დაბალი.

Posted by: cpufan 22 Aug 2018, 20:36
M-B

ჰელიოსზე ვფიქრობ მეც.. პენტაქსი მერე ფული რო მექნება biggrin.gif

ქენონის 50მმ 1.8 დამხატავდა მარა ძვირია ეგეც biggrin.gif

Posted by: M-B 22 Aug 2018, 20:46
QUOTE (cpufan @ 22 Aug 2018, 20:36 )
M-B

ჰელიოსზე ვფიქრობ მეც.. პენტაქსი მერე ფული რო მექნება biggrin.gif

ქენონის 50მმ 1.8 დამხატავდა მარა ძვირია ეგეც biggrin.gif

კარგია ჰელიოსი, გაერთობი

user posted image

პორტრეტებზე იქნება კარგი, რადგან f/2-ია და კროპის გათვალისწინებით საპორტრეტე კუთხეს მოგცემს.

ისე ქენონის 50/1.8 როგორც ვიცი ყველაზე იაფი ორმოცდაათიანი ლინზაა დღესდღეობით biggrin.gif

Posted by: cpufan 22 Aug 2018, 20:52
M-B

ყველაზე იაფი კია მარა სტუდენტისთვინ ძვირია biggrin.gif

კიტ ლინზით ვიღებ 1 წელზე მეტია და ამოვწურე ამის შესაძლებლობები, ბოკეზე ძაან უჭირს, მაკროზეც biggrin.gif არც პეიზაჟებს გლიჯავს..

ჰელიოსზე ვიჩალიჩებ ესეიგი, რჩევებისთვის მადლობა დიდი <3 გავითვალისწინებ..

Posted by: M-B 22 Aug 2018, 21:54
QUOTE (cpufan @ 22 Aug 2018, 20:52 )
M-B

ყველაზე იაფი კია მარა სტუდენტისთვინ ძვირია biggrin.gif

კიტ ლინზით ვიღებ 1 წელზე მეტია და ამოვწურე ამის შესაძლებლობები, ბოკეზე ძაან უჭირს, მაკროზეც biggrin.gif არც პეიზაჟებს გლიჯავს..

ჰელიოსზე ვიჩალიჩებ ესეიგი, რჩევებისთვის მადლობა დიდი <3 გავითვალისწინებ..

უფ კიტით კიდევ შორს წასულხარ. ეგ რა ბოკეს მოგცემდა biggrin.gif

ჰელიოსს ლამაზი ბოკე აქვს ძალიან. მაკროზე გამოყენებაც შესაძლებელია, სპეციალური რეზბიანი რგოლები არსებობს მაგისთვის, მაგრამ ძალიან ცუდი სახმარია, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ფოკუსს როდის იჭერ და როდის ვერა, მაგას ვერ ხედავ.

წარმატებები. თუ რამეა, აქ ვართ.

Posted by: morixei 22 Aug 2018, 22:06
M-B
QUOTE
არის ასეთი რაღაც, ინგლისურად "flange distance" ქვია, ქართულად - სამწუხაროდ არ ვიცი. ჰოდა ეგ არის მანძილი ფირიდან/სენსორიდან ლინზის უკანა ელემენტამდე, როგორც ქვევით ფოტოზეა მოყვანილი:

მუშა ჭრილს ეძახიან ხოლმე, ალბათ რუსულის გავლენაა.
QUOTE
ქენონის 50/1.8 როგორც ვიცი ყველაზე იაფი ორმოცდაათიანი ლინზაა დღესდღეობით biggrin.gif

Yongnuo 50mm f1.8, თან ქენონზე ატოფოკუსითა gigi.gif
cpufan
QUOTE
მაკროზეც თუ გამომადგა კაია, თუ არადა ზორკის მოვხოდავ ფირებით...

გადამყვანით მაკროზე იმუშავებს ჩვეულებრივ, ბოკესაც შეინარჩუნებს.
QUOTE
მ42-ის გადამყავნი დავითრიე და წვალებაა ესეიგი ? biggrin.gif არადა როგორ ველოდები ჩამოსვლას...

ქენონზე არა. გადამყვანს ობიექტივზე მიამაგრებ და აპარატზე ერთიანად მიაყენებ/მოხსნი.
პენტაქსზე კი ჩემთვის მოუხერხებელი აღმოჩნდა. გადამყვანი უშუალოდ აპარატის ბაიონეტში დგება და მერე ზედ M42-იანები უნდა მიაყენეო. მოხსნისას გადამყვანი აპარატზე რჩება. მარა თუ პენტაქსის თავისი ობიექტივის დაყენება მოგინდა გადამყვანს უცებ ვერ მოხსნი, განსხვავებულ ფიქსატორზეა და გარკვეული მანიპულაცია გჭირდება. თუ რაღაც უნიკუმია კი ღირს წვალებად. არა და როგორც M-B აღნიშნა M42-ზე პენტაქსის ზოგერთი შუშა მართლა მაგარია: ცნობილი სუპერ ტაკუმარი(50mm f1.4) "პლანარის მკვლელი" შემორჩა ზედმეტსახელად. ერთი მომწონს კიდევ ძალიან: Auto Takumar 35mm F2.3 ბოკე აქვს რაღაც ზღაპარი: https://www.flickr.com/photos/95859572@N06/albums/72157650476654070

Posted by: cpufan 22 Aug 2018, 23:07
M-B
პლასმასია მგონი, შუშაც არაა ეს კიტი და მომენტებში საშინელ შედეგს იძლევა არადა აპარატს მეტი შეუძლია მგონი ;დ

ჰელიოსზე დავჩალიჩდები აბა, მშრალ ხიდზე გავივლი ფული რო მექნება biggrin.gif შემოდგომაზე მაინც გადავიღო რამე იქნება..
morixei
M39 ყოფილა ვაბშე biggrin.gif არც ბოკე იქნება და არც მაკრო :/

აუ მართლა მაგარია, ზღაპრული ბოკეა მართლა.. ბოკეს მუღამი მაქვს და ჯერ ვერ დავამუღამე ამ კიტის გადამკიდე, მობილურებში რო აკეთებენ 2 კამერებს და პროგრამულ ბლარს ადებენ ეგაა საზიზღობა...

ესეიგი რიგში პირველი ჰელიოსია, დანარჩენ სიასაც შევადგენ biggrin.gif ოღონდ ამ კიტს მოვშორდე

Posted by: M-B 23 Aug 2018, 10:10
morixei
QUOTE
მუშა ჭრილს ეძახიან ხოლმე, ალბათ რუსულის გავლენაა.

როგორ არ მახსოვდა sad.gif არადა ადრე გვქონდა მგონი მაგაზე საუბარი აქ.

QUOTE
Yongnuo 50mm f1.8, თან ქენონზე ატოფოკუსითა

აუ ეს რა ვნახე, თავიდან მეთქი ჩინურია, ნაგავი იქნება-თქო, მაგრამ კი ჩახადა ქენონს biggrin.gif
https://petapixel.com/2014/12/27/comparing-optics-40-yongnuo-50mm-f1-8-125-canon-50mm-f1-8-ii/

QUOTE
ერთი მომწონს კიდევ ძალიან: Auto Takumar 35mm F2.3

მაგის არსებობა არც კი ვიცოდი. ძალიან მაგარი რამეა. ბოკე რომ იქეთ იყოს, ფოტოს ხატავს რასაც ქვია, კიარ იღებს! ფასიც შესაფერისი აქვს sad.gif

cpufan
QUOTE
პლასმასია მგონი, შუშაც არაა ეს კიტი და მომენტებში საშინელ შედეგს იძლევა არადა აპარატს მეტი შეუძლია მგონი

პლასტმასის ოპტიკა აქვს თუ არა, მაგას ვერ გეტყვი, მაგრამ მინისაც რომ იყოს, მაინც არ დადებს სასწაულ შედეგს.

QUOTE
ესეიგი რიგში პირველი ჰელიოსია, დანარჩენ სიასაც შევადგენ ოღონდ ამ კიტს მოვშორდე

კიტს ეგ ვერ შეგიცვლის, თუნდაც იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ფართო კუთხე არ გექნება. ასე რომ ჯვარი გაქ მაგაზე დაწერილი biggrin.gif

Posted by: cpufan 23 Aug 2018, 14:18
M-B

ჰო ვიცი კიტს ვერ შემიცვლის biggrin.gif არც ზუმ ლინზა არაა ხო ჰელიოსი. შეავსებენ რა ერთმანეთს biggrin.gif
QUOTE
Yongnuo 50mm f1.8

ამაზე შეიძლება დაფიქრება rolleyes.gif

Posted by: M-B 23 Aug 2018, 14:34
QUOTE (cpufan @ 23 Aug 2018, 14:18 )
M-B

ჰო ვიცი კიტს ვერ შემიცვლის biggrin.gif არც ზუმ ლინზა არაა ხო ჰელიოსი. შეავსებენ რა ერთმანეთს biggrin.gif


არ არის ზუმი ნამდვილად. წარმოიდგინე რომ დაახლოებით იმავეს დაინახავ, რასაც 18-55-იანის 55 მმ-ზე ხედავ. ზოგადად "ნორმალური" გაშლის კუთხე კროპ სენსორიან კამერას (იგივე 1300D-ს) აქვს დაახლოებით 35 მმ-ზე. ანუ ჰელიოსი ამ შემთხვევაში მოკლე საპორტრეტე გამოგივა.


Posted by: morixei 23 Aug 2018, 19:11
cpufan
QUOTE
M39 ყოფილა ვაბშე biggrin.gif არც ბოკე იქნება და არც მაკრო :/

M39-დან არის M42-გადამყვანი, მერე უკვე შეიძლება ქენონზე. მაგრამ ამდენ ჩალიჩს მგონი ჯობია მართლა ჰელიოსი ნახო.
QUOTE
პლასმასია მგონი, შუშაც არაა ეს კიტი

სინთეთიკური შუშაა, ანუ ბუნებრივი მინერალების გადამუშავებით დამზადებული არა. უშუალოდ ეგ(18-55) არ ვიცი მარა L სერიებში იყენებენ, რათა ფოკუსირებისას მოძრავი ბლოკის მასა შეამცირონ სიჩქარის გასაზრდელად.
M-B
QUOTE
აუ ეს რა ვნახე, თავიდან მეთქი ჩინურია, ნაგავი იქნება-თქო, მაგრამ კი ჩახადა ქენონს biggrin.gif
https://petapixel.com/2014/12/27/comparing-...n-50mm-f1-8-ii/

ფაქტიურად ქენონიც ჩინურია biggrin.gif
თითქმის ნახევარი წარმოება(არა მარტო ფოტო ტექნიკა) დღემდე იაპონიის გარეთ იწარმოება ოფიციალურად(ჩინეთი, მალაიზია).
შარშან გადაწყვიტეს რომ ყველაფერს თავი მოუყარონ სამშობლოში და როგორც თქვეს 2019 წელში უნდა აამუშაონ წარმოება მთელი დატვირთვით.

პ.ს. სხვებსაც გული რომ არ დაგვწყდეს: ნიკონის გარდა ყველა გავრცელებული ფოტო ბრენდი(სონი, პენტაქსი, ფუჯი...) იაპონიის გარეთ აწარმოებს ტექნიკას wink.gif

Posted by: M-B 24 Aug 2018, 11:00
სხვათა შორის სადღაც 8-9 წლის წინ, ციფრულს რომ ვეძებდი და ამაზონის გარდა საიტი არ ვიცოდი, იდო ხოლმე ქენონები, ან 500D, ან 550D, ზუსტად არ მახსოვს, იყო "ჩვეულებრივი" დაახლოებით 500 დოლარად და იყო "Made In Japan", რომელიც 150 დოლარით ძვირი ღირდა biggrin.gif

მანდ ხარისხში სხვაობა არ იქნება, მარკეტინგული ხრიკია და მეტი არაფერი. მუშახელი იაპონიაში უფრო ძვირი ღირს და იმიტომაც იქნებოდა გაძვირებული.

Posted by: cpufan 24 Aug 2018, 11:43
M-B
აჰაამ გასაგებია, ისედაც საპორტეტედ განვიხილავ ჰელიოსს, ბოკეს პონტში...
morixei
მაგდენი გადამყვანებით ჩალიჩი მეზარება უკვე, მართლა ჰელიოსის დათრევა ჯობს biggrin.gif

საშინელი chromatic aberration რომ აქვს მაგისი ბრალია ხო ?

Posted by: M-B 24 Aug 2018, 12:06
აბერაციებზე მეცნიერული პასუხი ფიზიკის სახელმძღვანელოს მოშველიებას საჭიროებს. მარტივი ენით რომ ავხსნათ, ლინზაში გავლისას სინათლე დიფრაციას განიცდის (თეთრი სინათლე იშლება ცისარტყელის ფერებად. აი როგორც Pink Floyd-ს ჰქონდა The Dark Side Of The Moon-ის ყდაზე ნაჩვენები smile.gif ). ყველა ეგ სხივი შემდგომში ისევ გარდაიქმნება ჩვეულებრივ სინათლედ, მაგრამ იმის გამო, რომ ლინზებს სხვადასხვა დისპერსიული (ე.ი. სინათლის დაშლის) მახასიათებლები აქვთ, ფერადი სპექტრის ყველა ელემენტი ერთ წერტილში ვეღარ იყრის თავს. შესაბამისად ჩნდება აბერაციები, იისფერი ლაქები იქ, სადაც გამოსახულების ნათელი ნაწილი ბნელ ნაწილს ესაზღვრება.

აბერაციებთან ბრძოლის მეთოდებიდან აღსანიშნავია ე.წ. "Low dispersion glass", მინა, რომელიც დისპერსიის კარგი მახასიათებლებით გამოირჩევა და ცხადია ძვირია, ან ე.წ. "აქრომატული წყვილი", ანუ ერთმანეთზე შეტყუპებული ორი ლინზა, სადაც ერთი მთავარი ლინზაა, ხოლო მეორე, დამხმარე, კონკრეტულად ქრომატული აბერაციის გასწორებისთვის ზის ობიექტივში. ესეც რათქმაუდნა ფასს ზრდის. კიდევ ერთი გზაა Fresnel ლინზების გამოყენება. მაგათ ზედაპირზე დაკბილვა აქვთ. წონაშიც იგებ და ხარისხშიც. რაში აგებ? ფასში!

იმის გამო, რომ ზუმ ობიექტივში ლინზების სხვადასხვა ჯგუფებს მოძრაობა უწევთ, დისპერსიასთან და შესაბამისად - აბერაციებთან ბრძოლა საკმაოდაა გაძნელებული და აქრომატული წყვილით ჭირს. ხოლო Low Dispersion მინებით შედგენილი ობიექტივი ძალიან ძვირია. ამიტომ როგორც წესი ჩაურთავენ ხოლმე ერთ ასეთ ელემენტს, რაც მთლიანად არ აქრობს აბერაციას, მაგრამ გარკვეულწილად ზღუდავს. აი ქენონის L კლასის ოპტიკა ზემოთ ჩამოთვლილ ყველა ღონეს ხმარობს (და კიდევ ბევრ ისეთ რამეს, რაც არც კი დამიწერია), რომ აბერაციები, ვინიეტირება და მსგავსი ხიხიები ამოძირკვოს. ფასი, წონა და ა.შ. ყველამ ვიცით.

აბერაციებთან ბრძოლის უფრო მარტივი გზაა პრაიმ ლინზები. ერთადერთი, რასაც ამ შემთხვევაში კარგავ, ცვალებადი ფოკუსი, ანუ ზუმია.

ბევრი ვიბოდიალე.

Posted by: cpufan 24 Aug 2018, 12:46
M-B
QUOTE
The Dark Side Of The Moon

love.gif
არა რას ამბობ, პირიქით, გასაგებია ყველაფერი, იაფი არ ყოფილა ესეიგი აბრაციებთან ბრძოლა biggrin.gif Frensel ლინზები არის ხშირ გამოყენებაში ? რაც ვნახე მარტო ნიკონს აქვს მგონი, იუთუბზე რა ტესტებიც ვნახე ძაან სერიოზული რაღაც უნდა იყოს
კარგია რომ ასეთი იუზერები ხართ ამ განყოფილებაში, მცოდნე და გამოცდილი, ბევრ რამეში გავერკვიე უკვე თქვენი დახმარებით და მადლობა დიდი..



Posted by: M-B 24 Aug 2018, 13:07
ქენონის ნებისმიერი ობიექტივი, რომლის სახელწოდებაშიც არის "DO" (Diffractive Optics), იყენებს ფრენელის ოპტიკას. მაგალითისთვის, "Canon EF 70-300mm DO IS f/4.5-5.6"

Posted by: cpufan 24 Aug 2018, 13:17
M-B
აჰაა გასაგებია biggrin.gif 400-500$-ის ბაზარია მინიმუმ... წავალ ისევ ფოტოშოპით მოვაცილებ აბერაციას biggrin.gif

Posted by: Levan_Lion 26 Aug 2018, 13:56
მეგობარი ყიდის ნამდვილი იაპონური გამოშვების ქენონ 7დ ვინც დაინტერესდებით დაუკავშირდით ტელ 557 97 93 77

https://www.mymarket.ge/ka/product/view/12074457/

Posted by: Boyarg 28 Aug 2018, 01:39
800 ლარის ფარგლებში მეორადს რას მირჩევდით ციფრული,,,

Posted by: M-B 28 Aug 2018, 19:27
QUOTE (Boyarg @ 28 Aug 2018, 01:39 )
800 ლარის ფარგლებში მეორადს რას მირჩევდით ციფრული,,,

ასე ძნელია რამის თქმა. რისთვის გინდა, სარკიანი გინდა თუ უსარკო და ა.შ. ჩამოწერე. რვაას ლარად ბევრი რამე შეიძლება იყიდო, განსაკუთრებით გამოწერაც თუ განიხილება.

Posted by: Boyarg 29 Aug 2018, 13:33
M-B
სარკიანი პროფესიონალური

Posted by: M-B 30 Aug 2018, 16:33
QUOTE (Boyarg @ 29 Aug 2018, 13:33 )
M-B
სარკიანი პროფესიონალური

სამციფრიანი ქენონი (600D, 650D, 700D) ან D5xxx სერიის ნიკონი კიტ ლინზით. თუ ძალიან გაგიმართლა და ქენონს 18-135 მოაყოლეს, ან ნიკონს - 18-105, კიდევ უფრო უკეთესი.

Posted by: Boyarg 30 Aug 2018, 17:34
M-B
ჩემს დენი კინის დროინდელ ნიკონ D60 ბევრად აჯობებს ეგ სერიები? თუ დიდი განსხვავება არ იქნება? ან ეს D 60 რამდენად გაიყიდება სიტყვაზე რო გავყიდო და დავამატო,,,

Posted by: M-B 30 Aug 2018, 18:11
QUOTE (Boyarg @ 30 Aug 2018, 17:34 )
M-B
ჩემს დენი კინის დროინდელ ნიკონ D60 ბევრად აჯობებს ეგ სერიები? თუ დიდი განსხვავება არ იქნება? ან ეს D 60 რამდენად გაიყიდება სიტყვაზე რო გავყიდო და დავამატო,,,

ზოგადად ახალი თაობაა და რათქმაუნდა აჯობებს ბევრ რამეში. აი ზედაპირული შედარება, D60 და D5100:

https://cameradecision.com/compare/Nikon-D60-vs-Nikon-D5100

მაგრამ ერთი თაობის სხვადასხვა მოდელებს შორის (მაგ. D5100, D5200 და D5300, ან 600D, 650D და 700D) იმხელა სხვაობა არ არის, რომ ბევრად მეტი ფულის გადახდა ღირდეს. ყოველთვის ჯობია ფული ოპტიკაში დააბანდო.

Posted by: miracle_of_love 30 Aug 2018, 23:18
M-B
nikon d 7200 მირჩევ? თუ წავა მასზე 16 85 ლინზა

Posted by: Boyarg 30 Aug 2018, 23:42
M-B
https://www.mymarket.ge/ka/product/view/12084708/ ბევრად უფრო იაფი ყოფილა 800 ლარად მე მგონი უკეთესი მომივა,, ქორწილებზე და დაბ დღეებზე რო გავქაჩო რა სერიის მინდა

Posted by: არწივი9 30 Aug 2018, 23:56
იქნებ სასწრაფოდ მიპასუხოთ
საჭიროა 90*60 მმ გაბარიტების ძველებური ფოტოფირფიტების დასკანერება აუცილებლად მაღალ ხარისხში, ვინმეს თბილისში ხომ არ გეგულებათ ფოტოსტუდია სადაც ასეთი სკანერი აქვთ? rolleyes.gif
3Dmaster
იქნებ შენ იცოდე smile.gif

Posted by: mrfantom 31 Aug 2018, 01:08
არწივი9

ამათთან სცადე, შეიძლება შეძლონ: https://www.city24.ge/ge/tbilisi/organizations/4480/fuji-color/

ადრე მჭირდებოდა და ფირების დასკანერება აშკარა პრობლემაა თბილისში, ესენი აკეთებდნენ, ოღონდ დიდი რაოდენობით მინდოდა და ფასზე ვერ მოვრიგდით.

Posted by: არწივი9 31 Aug 2018, 01:34
mrfantom
QUOTE
ფირების დასკანერება

მე ჩვეულებრივი ფირი არ მაქვს, სპეციალური ფოტოფირფიტაა, ელექტრონული მიკროსკოპით გადაღებული სურათებია smile.gif

QUOTE
ამათთან სცადე, შეიძლება შეძლონ: https://www.city24.ge/ge/tbilisi/organizati...480/fuji-color/

მადლობა ვცდი, თუმცა ასეთი სტუდიების დიდი იმედი არ მაქვს

Posted by: M-B 31 Aug 2018, 10:49
QUOTE (Boyarg @ 30 Aug 2018, 23:42 )
M-B
https://www.mymarket.ge/ka/product/view/12084708/ ბევრად უფრო იაფი ყოფილა 800 ლარად მე მგონი უკეთესი მომივა,, ქორწილებზე და დაბ დღეებზე რო გავქაჩო რა სერიის მინდა

ერთი ნოლი მიაწერე მაგ 800-ს და მერე შეძლებ ეგეთ რამეებზე არსებულ ბაზარზე კონკურენციის გაწევას.

Posted by: miracle_of_love 31 Aug 2018, 15:34
M-B
ველოდები პასუხს smile.gif

Posted by: M-B 31 Aug 2018, 17:32
QUOTE (miracle_of_love @ 31 Aug 2018, 15:34 )
M-B
ველოდები პასუხს smile.gif

უი ბოდიში. გამომეპარა sad.gif

D7200 კარგია. 16-85-იც წავა, როგორ არ წავა. უპრობლემოდ. გააჩნია რისთვის გინდა, შეიძლება 18-105 ამჯობინო, მეტი ზუმი აქვს. ხარისხი თუ გინდა, მაშინ 18-55 კიტი იყიდო ჯობს და ერთი რომელიმე პრაიმ ლინზა, მაგალითად 50/1.8 ან 35/1.8

Posted by: miracle_of_love 31 Aug 2018, 22:06
M-B
არა უშავს, მიყვარს პეიზაჟები, არქიტექტურა ალაგალაგ მაკრო

Posted by: M-B 31 Aug 2018, 23:25
QUOTE (miracle_of_love @ 31 Aug 2018, 22:06 )
M-B
არა უშავს, მიყვარს პეიზაჟები, არქიტექტურა ალაგალაგ მაკრო

პეიზაჟებსა და არქიტექტურაზე 16-85 გამოდგება. როგორც ჩანს შერჩეული გაქვს უკვე ეგ ლინზა და ალტერნატივების ძებნას აღარ დავიწყებ. მაკროს რაც შეეხება, მანდ მაკრო ლინზებზე უკეთ არაფერი მუშაობს. თავისთავად, ძვირიცაა. შეგიძლია მანუალ ფოკუსიანი ლინზა იყიდო, D7200 ფოკუსის გასწორების გარდა ყველაფრით თავსებადი იქნება.

Posted by: miracle_of_love 1 Sep 2018, 00:54
M-B
დიდი მადლობა, სადღაც შემოდგომის ბოლოს უკვე შევიძენ, მთავარია ელიტ ელში დამხვდეს......

Posted by: M-B 1 Sep 2018, 10:17
QUOTE (miracle_of_love @ 1 Sep 2018, 00:54 )
M-B
დიდი მადლობა, სადღაც შემოდგომის ბოლოს უკვე შევიძენ, მთავარია ელიტ ელში დამხვდეს......

წარმატებები!

საიტზე 18-140 ლინზით უდევთ

Posted by: miracle_of_love 1 Sep 2018, 14:07
M-B
კი, ვიცი..... როგორი ლინზაა?

Posted by: juve1111 1 Sep 2018, 16:52
4k Euro-ს ფარგლებში, რომელ
ფოტოაპარატს მირჩევდით?

Amazon.de
Ebay.de

Posted by: M-B 1 Sep 2018, 20:01
QUOTE (miracle_of_love @ 1 Sep 2018, 14:07 )
M-B
კი, ვიცი..... როგორი ლინზაა?

რავი ცუდი ლინზა არაა, 18-140 დაახლოებით 7.8x ზუმს მოგცემს, ფართო კუთხე ნორმალურია არქიტექტურისთვის და ქუჩის ფოტოგრაფიისთვის, შორ მანძილზე 18-200-ის დონეზე ვერ მიაღწევს, მაგრამ სამაგიეროდ 45 სმ აქვს მინიმალური ფოკუსური მანძილი, ნორმალურ ბოკეს მოგცემს პორტრეტებზე და ა.შ.

ცხადია 85 მმ f/1.8-ს ვერ შეედრება, მაგრამ ეგ ამბავი არცაა საჭირო. დროთა განმავლობაში თავად გაარკვევ რა ტიპის ოპტიკა უფრო გჭირდება და იმის მიხედვით იმოქმედებ.

Posted by: miracle_of_love 1 Sep 2018, 21:47
M-B
დიდი მადლობა,რჩევებისთვის ხო 18-200 ისთვის უნდა გავიზარდო wink.gif

Posted by: Boyarg 2 Sep 2018, 00:10
მაინც რომელი ჯობია,,,,,


Posted by: M-B 2 Sep 2018, 20:23
Boyarg

ეგ ორი კამერა იმდენად მსგავსია, რომ Mercedes vs BMW თემაა სუფთა. ან ერთი უნდა იყიდო, ან მეორე. საკუთარი შეხედულებების შესაბამისად.

Posted by: nutsiko 7 Sep 2018, 12:21
ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსები თუ იცით ?
იქნებ დაწეროთ აქ.
მადლობა წინასწარ

Posted by: M-B 7 Sep 2018, 22:09
QUOTE (nutsiko @ 7 Sep 2018, 12:21 )
ფოტოგრაფიის შემსწავლელი კურსები თუ იცით ?
იქნებ დაწეროთ აქ.
მადლობა წინასწარ

აქ ეგ არავის ეცოდინება. ფეისბუკზე არის ციფრული ტექნიკის ყიდვა-გაყიდვის ჯგუფები, ასევე ფირის ფოტოგრაფიის ჯგუფები და იქ იკითხე.

Posted by: whyucry 10 Sep 2018, 12:38
გამარჯობა,
1500 ლარის ფარგლებში რომელ ფოტოაპარატს მირჩევდით?
ცოტა ტყემალზე ვარ ამ საკითხში და დახმარება მესაჭიროება smile.gif

Posted by: M-B 10 Sep 2018, 13:52
QUOTE (whyucry @ 10 Sep 2018, 12:38 )
გამარჯობა,
1500 ლარის ფარგლებში რომელ ფოტოაპარატს მირჩევდით?
ცოტა ტყემალზე ვარ ამ საკითხში და დახმარება მესაჭიროება smile.gif

გაგიმარჯოს

რამე კონკრეტული მოთხოვნები თუ გაქვს შენი მომავალი ფოტოაპარატის მიმართ, ჩამოწერე. უფრო ადვილი იქნება რამის თქმა.

Posted by: whyucry 10 Sep 2018, 14:06
QUOTE (M-B @ 10 Sep 2018, 13:52 )
QUOTE (whyucry @ 10 Sep 2018, 12:38 )
გამარჯობა,
1500 ლარის ფარგლებში რომელ ფოტოაპარატს მირჩევდით?
ცოტა ტყემალზე ვარ ამ საკითხში და დახმარება მესაჭიროება smile.gif

გაგიმარჯოს

რამე კონკრეტული მოთხოვნები თუ გაქვს შენი მომავალი ფოტოაპარატის მიმართ, ჩამოწერე. უფრო ადვილი იქნება რამის თქმა.

არანაირი კონკრეტიკა,
უბრალოდ კარგი ხარისხის სურათებს იღებდეს ნებისმიერ გარემოში ანუ დაბალანსებული იყოს ასე თუ ისე smile.gif

ხოდა ვათვალიერებ ეხლა საიტებს, შედარებებს ვაკეთებ და ავიჭერი ცოტა smile.gif

3 ვარიანტია მოკლედ რასაც ვუყურებ:

1. Canon M100
2. Nikon D5300
3. Sony a6000 (ოდნავ ცდება ბიუჯეტს)

რომელს მირჩევ? ან სხვა რამე

Posted by: M-B 10 Sep 2018, 17:06
მაგ სამიდან ერთი (ნიკონი) არის სარკიანი ფოტოაპარატი, ანუ DSLR. დანარჩენი ორი არის უსარკო ფოტოაპარატი. ამასთანავე ქენონს თვალით გასახედიც არ აქვს. სასაპნესავით, ან მობილურივით უნდა გაიშვირო და ისე გადაიღო. დაახლოებით რომ ჩამოვაყალიბო:

1. Canon M100
პლიუსები:
კომპაქტურობა, დამატებითი ლინზების (EF-S mount) სიიაფე.
მინუსები:
გასახედის (viewfinder) არარსებობა, ოფიციალური ტესტირებით დაახლოებით 300 ფოტოს იღებს ერთ დატენვაზე. თუმცა შეიძლება მეტიც გამოწურო.

Nikon D5300
პლიუსები:
ტიპიური სარკიანი ფოტოაპარატია, ე.ი. ტრადიციული viewfinder-ით და ა.შ. ნიკონის უამრავი ლინზა წავა ზედ.
მინუსები:
დანარჩენ ორ პრეტენდენტთან შედარებით დიდი და მძიმე იქნება როგორც თვითონ ფოტოაპარატი, ასევე ლინზები.

Sony A6000
პლიუსები:
კომპაქტურობა, ელექტრონული viewfinder. ანუ შეგიძლია მაგაშიც გაიხედო და შეგიძლია ისე გადაიღო, როგორც მობილურით იღებ.
მინუსები:
ოპტიკა (Sony E mount) ძალიან ძვირია დანარჩენ ორ პრეტენდენტთან შედარებით.

პირადად მე რომ ვირჩევდე, ნიკონს ვიყიდდი. ოღონდ არა D5300-ს, არამედ ცოტა უფრო ძველ D5200-ს, რადგან 5300 არ არის იმდენად რადიკალურად გაუმჯობესებული, რომ ზედმეტი გადავიხადო. ისე კი გირჩევ, თუ ჩვენთან მაღაზიებში იყიდება სამივე მოდელი, სამივე ნახე ფიზიკურად, ხელში, როგორი გამოსაყენებელია, რამდენად მოხერხებულია და ისე გადაწყვიტე. საბოლოოდ ყველაფერი ერგონომიკაზე და პირად გემოვნებაზე დაიყვანება.


Posted by: whyucry 11 Sep 2018, 11:57
QUOTE (M-B @ 10 Sep 2018, 17:06 )
მაგ სამიდან ერთი (ნიკონი) არის სარკიანი ფოტოაპარატი, ანუ DSLR. დანარჩენი ორი არის უსარკო ფოტოაპარატი. ამასთანავე ქენონს თვალით გასახედიც არ აქვს. სასაპნესავით, ან მობილურივით უნდა გაიშვირო და ისე გადაიღო. დაახლოებით რომ ჩამოვაყალიბო:

1. Canon M100
პლიუსები:
კომპაქტურობა, დამატებითი ლინზების (EF-S mount) სიიაფე.
მინუსები:
გასახედის (viewfinder) არარსებობა, ოფიციალური ტესტირებით დაახლოებით 300 ფოტოს იღებს ერთ დატენვაზე. თუმცა შეიძლება მეტიც გამოწურო.

Nikon D5300
პლიუსები:
ტიპიური სარკიანი ფოტოაპარატია, ე.ი. ტრადიციული viewfinder-ით და ა.შ. ნიკონის უამრავი ლინზა წავა ზედ.
მინუსები:
დანარჩენ ორ პრეტენდენტთან შედარებით დიდი და მძიმე იქნება როგორც თვითონ ფოტოაპარატი, ასევე ლინზები.

Sony A6000
პლიუსები:
კომპაქტურობა, ელექტრონული viewfinder. ანუ შეგიძლია მაგაშიც გაიხედო და შეგიძლია ისე გადაიღო, როგორც მობილურით იღებ.
მინუსები:
ოპტიკა (Sony E mount) ძალიან ძვირია დანარჩენ ორ პრეტენდენტთან შედარებით.

პირადად მე რომ ვირჩევდე, ნიკონს ვიყიდდი. ოღონდ არა D5300-ს, არამედ ცოტა უფრო ძველ D5200-ს, რადგან 5300 არ არის იმდენად რადიკალურად გაუმჯობესებული, რომ ზედმეტი გადავიხადო. ისე კი გირჩევ, თუ ჩვენთან მაღაზიებში იყიდება სამივე მოდელი, სამივე ნახე ფიზიკურად, ხელში, როგორი გამოსაყენებელია, რამდენად მოხერხებულია და ისე გადაწყვიტე. საბოლოოდ ყველაფერი ერგონომიკაზე და პირად გემოვნებაზე დაიყვანება.

ვა
ძალიან დიდი მადლობა რო არ დაგეზარა და ესეთი დეტალური ინფო მომაწოდე smile.gif

კარგი მაშინ
D5300 და D5200 შორის ავარჩევ.

ადგილზეც ვნახავ რათქმაუნდა. გაიხარე

Posted by: M-B 11 Sep 2018, 12:09
QUOTE (whyucry @ 11 Sep 2018, 11:57 )
ძალიან დიდი მადლობა რო არ დაგეზარა და ესეთი დეტალური ინფო მომაწოდე smile.gif

რაც ვიცი, ვიცი, რაც არ ვიცი - არ ვიცი biggrin.gif

Posted by: Cypher 12 Sep 2018, 22:37
1500 ლარი entry level ციფრულში რატომ უნდა მისცე?

Posted by: Jack. 13 Sep 2018, 18:00
გამარჯობა, რჩევა მჭირდება.

მოკლედ საქმისთვის მჭირდება ფოტოების გადაღება, ოღონდ ეს არ არის პროფესიონალური საქმე, სოციალური ქსელისთვის მჭირდება და შესაბამისად ტელეფონის ხარისხი, ამ შემთხვევაში galaxy s8-ს კამერა საკმარისზე მეტიც კია .

ჩემი ტელეფონი კარგ ფოტოებს ვეღარ ქაჩავს ( iphone 6 ) და შესაბამისად მჭირდება თქვენი რჩევა რომელი ვარიანტი ჯობს, ვიყიდო 1600 ლარიანი s8 რომლის კამერის შესაძლებლობები ასე თუ ისე ყველასთვის ცნობილია, თუ არსებობს რაიმე ალტერნატივა ფოტო/ვიდეო კამერის სახით ამ თანხაში ( ან ცოტა იაფი უკეთესი იქნებოდა ).

თუ ვინმეს გქონიათ მსგავსი გამოცდილება იქნებ მირჩიოთ შედარებით იაფიანი კამერები რომლებიც იგივე დონეზე შეძლებენ საქმის შესრულებას როგორც s8. ვიცი ძალიან ბევრი და კარგი კამერა არსებობს ( მაინცდამაინც ვერ ვერკვევი ), მაგრამ ფასიც შესაბამისად ასტრონომიული აქვთ.

მოკლედ კითხვა: რა არის საუკეთესო ბიუჯეტური საშუალება ნორმალური ფოტოების გადასაღებად. ( ნორმალურში ამ ტელეფონის შესაძლებლობებს ვგულისხმობ )

p.s. ა ჰო დამავიწყდა, აბსოლიტურად არანაირი გამოცდილება არ მაქვს ფოტოებთან მუშაობის, მხოლოდ ტელეფონით ვიღებდი თუ მჭირდებოდა biggrin.gif და თუ ბევრად მაგარი რამის ყიდვა შეიძლება ამ ფასში ვიდრე s8 არის, ისიც გაითვალისწინეთ რომ გადაღების ტექნიკა აბსოლიტურად არ მაქვს, და ტექნიკურადაც არ ვიცი ათასი პარამეტრიდან რომელი რა დროს უნდა გამოვიყენო biggrin.gif

Posted by: lovex 18 Sep 2018, 14:53
სალამით მაქვს ნიკონ დ 5100 და არ ვიცი ეხლა აღმოვაჩინე თუ ეხლა დაემართა დავაკვირდი ასეთ რამეს .. როგორც არ უნდა დავაყენო ფოკუსირების სეთინგები ფოკოსი მაინც არაა სახეზე სწორი ლაივ რეჟიმთან შედარებით... ანუ რომ ვიღებ ფოტოს ლაივ რეჟიმით ფს ვიღებ ჩვეულებრივად ლაივ რეჟიმზე სახე ფოკუსშია და უფრო კაი დეტალიზაციაა მარა ჩვეულებრივად მანუალზე ეგრე არაა.... ლინზას 18-55 ს ვიყენებ,, მეორე 18-55 დავაყენე და მაგაზეც ეგრე ქნა.. იქნებ მირჩიოთ რამე

Posted by: Rapanui 19 Sep 2018, 04:38
გავკადნიერდები და ვგონებ უპრიანი იქნებოდა ეს თემა აგერჩია: https://forum.ge/?f=59&showtopic=34707305

გავთავხედდები და... უფრო მეტიც, მოდერი რომ ვყოფილიყავი, მივხურავდი ამ თემას.

პ.ს. ვერ გავიგე რა პრობლემა გაქვს. ალბათ ხელით რომ აფოკუსირებ, ეკრანზე ან ვიზირში კარგად არ ჩანს ფოკუსში ხარ თუ არა და ამიტომაა აცდენები.

Posted by: Cosmonomad 20 Sep 2018, 23:36
ხელფ.
ლინზის ხუფები სად იყიდება?

Posted by: Levan_Lion 20 Sep 2018, 23:37
QUOTE (Cosmonomad @ 20 Sep 2018, 23:36 )
ხელფ.
ლინზის ხუფები სად იყიდება?

Cosmonomad
ლომბარდებში ოხრადაა

Posted by: Rapanui 21 Sep 2018, 01:43
Levan_Lion
ბარემ გეცოდინება, სადმე დებენ განცხადებებს თუ ფეხით უნდა მოიარო ლომბარდები? smile.gif
მაიმარკეტზე იშვიათად მხვდება განცხადება და ვითომ ასე ცოტა აქვთ გასაყიდი კამერები?

Posted by: Levan_Lion 21 Sep 2018, 01:53
QUOTE (Rapanui @ 21 Sep 2018, 01:43 )
Levan_Lion
ბარემ გეცოდინება, სადმე დებენ განცხადებებს თუ ფეხით უნდა მოიარო ლომბარდები? smile.gif
მაიმარკეტზე იშვიათად მხვდება განცხადება და ვითომ ასე ცოტა აქვთ გასაყიდი კამერები?

Rapanui
განცხადებებით არ მინახავს არ შემხვედრია სადმე

და ფეხით შემოივლი კი ვაგზალზე დიუბეშიცაა მგონი და ეგეთ ადგილებში სადაცაა რა ტელეფონების და ტექნიკის ლომბარდები რა

Posted by: Rapanui 21 Sep 2018, 01:55
Levan_Lion
მადლობა
.................

Posted by: Levan_Lion 21 Sep 2018, 01:58
Rapanui
არაფრის რისი მადლობა smile.gif

Posted by: Cosmonomad 21 Sep 2018, 11:48
Levan_Lion
რა ხირს, ბარემ ეგეც ხო არ იცი?

Posted by: Levan_Lion 21 Sep 2018, 14:22
Cosmonomad
სიიაფე რომაა ვიცი კონკრეტული ფასები არ ვიცი

ასევე ფბზე ფოტოტექნიკის ყიდვა გაყიდვის გაცვლა გაქირავების ჯგუფებში დაპოსტე იქნებ ქონდეს ვინმეს

Posted by: Cosmonomad 21 Sep 2018, 16:37
Levan_Lion
მადლობა, ლევან smile.gif

Posted by: Levan_Lion 21 Sep 2018, 16:41
Cosmonomad
ok

Posted by: stellaris 23 Sep 2018, 21:52
ხალხნო ვინმემ ხომ არ იცით რამე სერვის ცენტრი ნიკონის ან ქენონის, ყველაფერი რომ იყიდებოდეს. ლინზებიდან დაწყებული, საწმენდი საშუალებით დამთავრებული.
სენსორი მაქვს გასაწმენდი და მჭირდება რაღაცეები sad.gif

Posted by: M-B 23 Sep 2018, 22:05
QUOTE (stellaris @ 23 Sep 2018, 21:52 )
ხალხნო ვინმემ ხომ არ იცით რამე სერვის ცენტრი ნიკონის ან ქენონის, ყველაფერი რომ იყიდებოდეს. ლინზებიდან დაწყებული, საწმენდი საშუალებით დამთავრებული.
სენსორი მაქვს გასაწმენდი და მჭირდება რაღაცეები sad.gif

ოფიციალური ცენტრი, როგორც ასეთი, არ არსებობს. თუ იცი რა როგორ კეთდება, შეგიძლია გამოიწერო საწმენდი საშუალებები და გაწმინდო შენით. თუ არ იცი - იგორთან მიიტანე, ლეონიძის 7 თუ 9 ნომერში არის და ის გაგიწმენდს, ადამიანურ ფასად. ნომერი - 99 96 25 58.

Posted by: stellaris 24 Sep 2018, 02:21
M-B
მადლობა ინფოსთვის smile.gif და ისე ნაწილებს და აქსესუარებს სად ყიდულობ ხოლმე?

Posted by: M-B 24 Sep 2018, 07:45
QUOTE (stellaris @ 24 Sep 2018, 02:21 )
M-B
მადლობა ინფოსთვის smile.gif და ისე ნაწილებს და აქსესუარებს სად ყიდულობ ხოლმე?

საქართველოში არასდროს არაფერი მიყიდია, გაბერილი ფასების გამო. ყოველთვის ყველაფერს ვიწერდი ან ამაზონიდან, ან იბეიდან. მოვლა-შეკეთებასაც შეძლებისდაგვარად ჩემით ვახორციელებ.

Posted by: Mr_Zum 24 Sep 2018, 11:25
მოგესალმებით

აშშ ვიზის აპლიკაციისთვის ფოტოს გადაღება მჭირდება, რომელ ატელიეს მირჩევთ? სასურველია ვაკის მიდამოებში

https://travel.state.gov/content/travel/en/us-visas/visa-information-resources/photos/digital-image-requirements.html

Posted by: stellaris 25 Sep 2018, 00:28
Mr_Zum
Usa2Georgia-ს ოფისი თუ იცი მაგის გვერდზეა. მოსეშვილის დასაწყისში

Posted by: Mr_Zum 25 Sep 2018, 10:00
stellaris
QUOTE
Usa2Georgia-ს ოფისი თუ იცი მაგის გვერდზეა. მოსეშვილის დასაწყისში

გმადლობთ!!!

Posted by: natiaggg 26 Sep 2018, 14:35
გამარჯობა, თქვენი რჩევა მჭირდება. რომელ აპარატს მირჩევთ canon g7x mark ii თუ panasonic lumix dmc-tz101. წინასწარ მადლობა

Posted by: natiaggg 26 Sep 2018, 16:06
გამარჯობა, თქვენი რჩევა მჭირდება. რომელ აპარატს მირჩევთ canon g7x mark ii თუ panasonic lumix dmc-tz101. წინასწარ მადლობა

Posted by: M-B 26 Sep 2018, 19:32
QUOTE (natiaggg @ 26 Sep 2018, 16:06 )
გამარჯობა, თქვენი რჩევა მჭირდება. რომელ აპარატს მირჩევთ canon g7x mark ii თუ panasonic lumix dmc-tz101. წინასწარ მადლობა

პანასონიკი იღებს უფრო მაღალი გარჩევადობის ვიდეოს, ასევე აქვს ზუმის უფრო დიდი დიაპაზონი (10x vs 4.2x).

ქენონს აქვს უფრო შუქმძლავრი ოპტიკა და გადმოსაწევი დისპლეი.

ახლა თავად გადაწყვიტე, რომელი ჯობს.

Posted by: Nismо 29 Sep 2018, 11:16
ორი სიტყვა გამიზიარეთ ვისაც მეტი გამოცდილება გაქვთ,თქვენი აზრი მაინტერესებს, ბავშვობაში ვერთბოდი ფოოტგრაფიით ხოდა რაღაც ჰობის ვუბრუნდების ვარიანტია მაქვს biggrin.gif

სულ მქონდა DSLR კამერები ქენონები 400D / 550D ეხლაც მიგდია ბებერი ნიკონი D7000

ვფიქრობ გადავიდე სონიზე ვიყიდო A6000 (უფრო კომპაქტურია ხშირად ატარებ თან მეტ სურათს გადაიღებ)

ძირითადი ინფორმაცია პლიუსები მინუსები ყველაფერი მოვიძიე უბრალოდ პიროვნული გამოცდილება მაინტერესებს ვისაც ეს მომენტი გაიგვლიათ ღირს გადასვლად ?

ასევე ლინზებზე კითხვა იქიდან გამომდინარე რო ყველაზე მარტივი 50მმ (სონი) 250$ იწყება 16-50 კიტ ლინზა ვარგა რამედ ?
ასევე ჩინური მექანიკური ფოკუსის ლინზები თუ ღირს ყიდვად არასდროს არ მქონია ლინზა ავტო ფოკუსის გარეშე


Posted by: Nismо 1 Oct 2018, 18:17
--------------------------------------------

Posted by: It_was_ALL_a_DREAM 2 Oct 2018, 23:42
rolleyes.gif rolleyes.gif rolleyes.gif

Posted by: M-B 3 Oct 2018, 14:47
QUOTE (Nismо @ 29 Sep 2018, 11:16 )
ორი სიტყვა გამიზიარეთ ვისაც მეტი გამოცდილება გაქვთ,თქვენი აზრი მაინტერესებს, ბავშვობაში ვერთბოდი ფოოტგრაფიით ხოდა რაღაც ჰობის ვუბრუნდების ვარიანტია მაქვს biggrin.gif

სულ მქონდა DSLR კამერები ქენონები 400D / 550D ეხლაც მიგდია ბებერი ნიკონი D7000

ვფიქრობ გადავიდე სონიზე ვიყიდო A6000 (უფრო კომპაქტურია ხშირად ატარებ თან მეტ სურათს გადაიღებ)

ძირითადი ინფორმაცია პლიუსები მინუსები ყველაფერი მოვიძიე უბრალოდ პიროვნული გამოცდილება მაინტერესებს ვისაც ეს მომენტი გაიგვლიათ ღირს გადასვლად ?

ასევე ლინზებზე კითხვა იქიდან გამომდინარე რო ყველაზე მარტივი 50მმ (სონი) 250$ იწყება 16-50 კიტ ლინზა ვარგა რამედ ?
ასევე ჩინური მექანიკური ფოკუსის ლინზები თუ ღირს ყიდვად არასდროს არ მქონია ლინზა ავტო ფოკუსის გარეშე

ბოდიში, აპინული თემების იქით არ ვიყურები ხოლმე biggrin.gif

თუ ყველაფერი შეგიდარებია, სათქმელი ბევრი აღარაფერია. 16-50 კიტი ისეთივე კიტია, როგორიც სხვა ნებისმიერი - "იაფი" და იორღა, მაგრამ მაინც კიტი. ზოგადად E მაუნთის ოპტიკა სხვა ანალოგებს ფასის გარდა არაფრით ჩამოუვარდება. თუ სონის მოეკიდები, მხედველობაში იქონიე, რომ ოპტიკა გაგყიდის.

ჩინურ მანუალ ლინზებთან შეხება არ მქონია, შესაბამისად ვერც ვერაფერს გეტყვი.

SLR-ების დრო გადის ნელ-ნელა. 10-15 წლის მერე ალბათ ახალი SLR მოდელები აღარც გამოვა პრო სეგმენტისთვის. მართალია ჯერ-ჯერობით სერიოზული აპარატურა მხოლოდ სონის აქვს (ნიკონის ერთი თვის წინანდელ გაფართხალებას ძალიან დააგვიანდა), მაგრამ მოიკიდებს ფეხს სხვა ბრენდებიც თანდათანობით.

Posted by: Nismо 5 Oct 2018, 16:54
M-B
გეთანხმები დიდი ხანია არ გადამიხედია ტექნიკისთვის და სერიოზული ტრენდი შემოიტანა სონიმ ბევრი გადავიდა უკვე, ქენონი ნიკონი ამასობაში ტყემალზე ზის უსარკო სისტემებში.

მაგრად მომწონს A6000 და პირველი თაობის A7-იც მაგარია მარტო სურათებისთვის თუ გინდა, მაგრამ ლინზებს გამოსავალი ვერ ვუპოვე.

ადაპტერი იყიდო EF-ზე ავტოფოკუსით წესიერს 200$+ უნდა

ელემენტარული 35MM სონის 350$ ღირს

კაროჩე ძაან ძვირია ლინზები და მაგის გამო ვერა და ვერ გადავწყვიტე

Posted by: Cosmonomad 5 Oct 2018, 21:42
ქენონზე მინდა სენსორის გაწმენდა,
იუთუბის ტუტორიალებმა ვერ მიშველა, უფრო ღრმა წმენდა მესაჭიროება :დ
რომლის არც საშუალებები მაქვს და ვერც გავრისკავ.
ვის მივადგე, რა წყალში გარავვარდე, მირჩიეთ ვინმე smile.gif

Posted by: M-B 5 Oct 2018, 22:53
თუ შენით არ გამოგდის გაწმენდა, იგორი ალბათ. 599962558. ლეონიძის ქუჩაზე მუშაობს.

Posted by: Levan_Lion 6 Oct 2018, 02:06
QUOTE (M-B @ 5 Oct 2018, 22:53 )
თუ შენით არ გამოგდის გაწმენდა, იგორი ალბათ. 599962558. ლეონიძის ქუჩაზე მუშაობს.

+1 up.gif

Posted by: Cosmonomad 6 Oct 2018, 06:53
M-B
მადლობა.
ფასიც ხომ არ იცი დაახლოებით, რომ არ დავგოიმდე user.gif

Posted by: M-B 6 Oct 2018, 08:08
QUOTE (Cosmonomad @ 6 Oct 2018, 06:53 )
M-B
მადლობა.
ფასიც ხომ არ იცი დაახლოებით, რომ არ დავგოიმდე user.gif

სამწუხაროდ არა, ერთხელ დამჭირდა სენსორის გაწმენდა და მაშინ იგორის არსებობის შესახებ არ ვიცოდი, ჩემით ვიწვალე.

Posted by: M-B 6 Oct 2018, 08:42
ჰო რა, ეგრეა. ზოგადად კარგი ოპტიკა შეიძლება საშუალო დონის კამერაზე ძვირი დაჯდეს, მაგრამ სონი გაუმართლებლად ძვირია.

Nikon Z და Canon R თუ უნდათ კონკურენციის გაწევა, ერთ-ერთი გზა ფასია. მაგრამ ამაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, სულ მცირე, ერთი წელი არაფერი დაეტყობა ბაზარს.

Posted by: stellaris 10 Oct 2018, 00:25
n-i-c-k
მე მაქვს ეგ ლინზა. კარგი ლინზაა პროსტა ფლეარები იცის პირდაპირ შუქზე. ბოკეებს კარგად აკეთებს. ისე ნიკონის 50მმ არ მქონია და შედარებით ვერ შევადარებ. თვითონ ლინზით კმაყოფილი ვარ ძაან smile.gif პროსტა მე არ ვარ პროფესიონალი და რამდენად დამეჯერება შენ გადაწყვიტე smile.gif თუ გინდა სურათებს გაჩვენებ

Posted by: Rapanui 11 Oct 2018, 14:14
QUOTE
მაგრად მომწონს A6000 და პირველი თაობის A7-იც მაგარია მარტო სურათებისთვის თუ გინდა

თემატურ ფორუმებზე მომხმარებლები სულ იმაზე წუწუნებენ რომ ძალიან მალე ჯდება აკუმლატორი. დატენვას კი 4-8 საათი უნდება.
სონიმ აკუმლატორის მალე დაჯდომის პრობლემა მხოლოდ ბოლო თაობის უსარკო ფულფრეიმზე მოაგვარა.

QUOTE
სონი გაუმართლებლად ძვირია.

ოპტიკა და კამერები ხელმისაწვდომფასიანიცა აქვს. მართალია ნაგავია მაგრამ ხო ააქვს smile.gif

ისე კი მინდა ავღნიშნო, რომ ფოტოკამერების მწარმოებელთა შორის ოლიმპუსი ერთადერთია, რომლის ფლაგმანი კამერის ყიდვა ისე შეუძლია მოყვარულ ფოტოგრაფს, რომ ჯიბეები არ ამოუცარიელდეს (Olympus OM-D E-M1 ან თუნდაც Olympus OM-D E-M5). თან მტვერ/ტენდაცულია, თან მატრიცა მაგნიტურ ბალიშში იმყოფება რაც საღამოს ფოტოგრაფიით გატაცებულ ადამიანს საშუალებას აძლევს შტატივის გარეშე გადაიღოს ხანგრძლივ ექსპოზიციანი მკაფიო ფოტოები. მატრიცა სულ მცირედით პატარაა APS-C მატრიცაზე, მაგრამ არა არსებითად. ფლიკრზე შეგიძლიათ დასერჩოთ ფოტოები.

Posted by: M-B 11 Oct 2018, 21:08
QUOTE
ოპტიკა და კამერები ხელმისაწვდომფასიანიცა აქვს. მართალია ნაგავია მაგრამ ხო ააქვს smile.gif

ნაგავი სხვა სისტემებზე უფრო იაფი ეღირება, ვიდრე სონიზე biggrin.gif

QUOTE
ისე კი მინდა ავღნიშნო, რომ ფოტოკამერების მწარმოებელთა შორის ოლიმპუსი ერთადერთია, რომლის ფლაგმანი კამერის ყიდვა ისე შეუძლია მოყვარულ ფოტოგრაფს, რომ ჯიბეები არ ამოუცარიელდეს (Olympus OM-D E-M1 ან თუნდაც Olympus OM-D E-M5). თან მტვერ/ტენდაცულია, თან მატრიცა მაგნიტურ ბალიშში იმყოფება რაც საღამოს ფოტოგრაფიით გატაცებულ ადამიანს საშუალებას აძლევს შტატივის გარეშე გადაიღოს ხანგრძლივ ექსპოზიციანი მკაფიო ფოტოები. მატრიცა სულ მცირედით პატარაა APS-C მატრიცაზე, მაგრამ არა არსებითად. ფლიკრზე შეგიძლიათ დასერჩოთ ფოტოები.

პირდაპირი შეხება მქონია MFT ფორმატის სენსორთან და მინდა აღვნიშნო, რომ სამწუხაროდ მაღალ ISO-ზე ახლოსაც ვერ მივა APS-C-სთან, ფულ ფრეიმზე რომ არაფერი ვთქვათ. სხვა დანარჩენის მხრივ (პირველ რიგში - კომპაქტურობა) ბადალი არ ყავს.





Posted by: Jane_L 15 Oct 2018, 13:53
საშემოდგომო ფოტოსესიისთვის რა ადგილები გეგულებათ თბილისში ან ახლოს?

Posted by: Rapanui 15 Oct 2018, 17:50
M-B
QUOTE
სამწუხაროდ მაღალ ISO-ზე ახლოსაც ვერ მივა APS-C-სთან

ჩემს ნაწერში
QUOTE
მატრიცა მაგნიტურ ბალიშში იმყოფება რაც საღამოს ფოტოგრაფიით გატაცებულ ადამიანს საშუალებას აძლევს შტატივის გარეშე გადაიღოს ხანგრძლივ ექსპოზიციანი მკაფიო ფოტოები.

იგულისხმებოდა, რომ მაგ დროს მინიმალური ისოთი იღებ, რათა მაქსიმალური ხარისხი მიიღო. და მაღალი ისოები არა გჭირდება საერთოდ. ანუ ვისაც საღამოს პეიზაჟები (ბუნებისა და ურბანული) იზიდავს, იმათთვის მისწრებაა.

Posted by: Rapanui 15 Oct 2018, 17:56
Jane_L
ბოტანიკური ბაღი და ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ, მაგალითად.

Posted by: Lumtheus 16 Oct 2018, 01:17
https://www.youtube.com/watch?v=-IP9Dttz5Jc აგერ ლინკი მგონი გამოგადგება

Posted by: Jane_L 19 Oct 2018, 14:25
Rapanui
დიდი მადლობა, დამავიწყდა მეთქვა რომ მაგათ გარდა smile.gif))) ცოტა უცხო და განსხვავებული ადგილი მინდოდა.

Posted by: LOLZ 19 Oct 2018, 16:06
Jane_L
მთაწმინდის პარკი, კუსტ ტბა, ლისი. ასევე შეგიძლია ტურისტულ ბილიკს გაყვე მთაწმინდიდან ნარიყალასკენ და სადმე გზაში ჩააჩხაკუნო. ან გარეუბნებში, პარკებში უნდა ეძებო.

Posted by: Present> 28 Oct 2018, 15:26
სალამი

თქვენი რჩევა მჭირდება
ციფრულის ყიდვა გადავყწვიტე და დავიბენი იმდენი მოდელია

1000 ლარის ფარგლებში ვეძებ, უპირატესობა აქვს DSLR-ს, ბრენდი არ არის აუცილებელი ნიკონი ან ქენონი სხვა ვარიანტებსაც გავნიხილავ

ყველაზე "ცუდი" ისაა რომ თითქმის ყველა ჟანრში მინდა ვარგოდეს და ძაან მძიმეც არ მინდა user.gif ჩემ პორტფელშიც აჯაფსანდალია https://www.flickr.com/photos/127708268@N03/albums, ამჯერად ვიდეოგრაფიაზე თავს შევიკავებ უპირატესობა ფოტოგრაფიას აქვს

ჯერ ვერ გადავწყვიტე მეორადს და ახალს შორის რომელი სჯობს

გამოწერით მგონი უფრო ძვირი დაჯდება განბაჟება მოუწევს

განვადების ვარიანტში შეიძლება 1200-1400 ლარის ფარგლებში

1000 ად ეს ვარიანტი ვნახე თითქმის ყველა მაღაზიას აქვს ეს მოდელი
http://altaok.ge/tv-photo-video-audio-game-consoles/digital-cameras/canon-eos-4000d-black-lens-ef-s-18-55-dc-iii.html

ღირს ამდენის გადახდა ამაში?
http://zoommer.ge/ფოტოკამერები/nikon/nikon-d3400-af-s-18-55-vr-kit.html

ამას რამდენად მირჩევთ? სარკული არ არის მაგრამ მგონი არ უნდა იყოს ცუდი ვარიანტი. ვინმეს თუ გქონიათ იქნებ მირჩიოთ
http://altaok.ge/tv-photo-video-audio-game-consoles/digital-cameras/sony-cyber-shot-dsc-hx400.html


მაიმარკეტი დავათვალიერე და ამ ფასში canon 600,700,760 D არის გაყიდვაში


* * *
ფუჯიზე რა აზრის ხართ?

Fuji Fujifilm HS50 EXR
http://toshop.ge/product/fujifilm-finepix-hs-50/

Posted by: morixei 28 Oct 2018, 23:07
Present> რთული არჩევნის წინაშე ხარ biggrin.gif მაგრამ მთავარია იცი რაც გინდა idea.gif
QUOTE
ყველაზე "ცუდი" ისაა რომ თითქმის ყველა ჟანრში მინდა ვარგოდეს და ძაან მძიმეც არ მინდა user.gif ჩემ პორტფელშიც აჯაფსანდალია https://www.flickr.com/photos/127708268@N03/albums, ამჯერად ვიდეოგრაფიაზე თავს შევიკავებ უპირატესობა ფოტოგრაფიას აქვს

შენი ინტერესიდან გამომდინარე აქცენტი კარგ სენსორზე უნდა გააკეთო: ხარისხიანი ISO და მაღალი დინამიური დიაპაზონი.
QUOTE
1000 ლარის ფარგლებში ვეძებ, უპირატესობა აქვს DSLR-ს, ბრენდი არ არის აუცილებელი ნიკონი ან ქენონი სხვა ვარიანტებსაც გავნიხილავ

QUOTE
განვადების ვარიანტში შეიძლება 1200-1400 ლარის ფარგლებში

ჩვენთან არჩევის საშუალება რომ იყოს, ქენონს რიგით ბოლოში დავაყენებდი ნიკონი, სონი(უსაკოების, ალფას სერია) პენტაქსის მერე.
ნიკონის APS-C კამერებზე და ოპტიკაზე საკმარისი მარაგია, სონიზე ნაკლებად. სონის პლიუსი სხვებთან შედარებით მისი გაბარიტებია, ასევე ფოკუსის სისტემა ახალ მოდელებში. თუმცა თავისი ოპტიკა კარგი რაც აქვთ უაზროდ ძვირია.
პენტაქსი საერთოდ სანთლით საძებარია. არა და 1.5 კროპისთვის ყველაზე დიდი ოპტიკის პარკი აქვს.
მოკლედ რომ ვთქვათ ნიკონი პირველ რიგში და მერე ქენონი. D3200 და D5200-დან მოყოლებული დღემდე ნიკონის ყველა აპარატში მაღალი ხარისხის ფოტო სენსორი დგას.
QUOTE
გამოწერით მგონი უფრო ძვირი დაჯდება განბაჟება მოუწევს

ფასდაკლებები დაწყებულია, საკმაოდ იაფად უნდა გამოხვიდე. თუნდაც ეს: https://www.ebay.com/itm/Nikon-D3400-Digital-SLR-Camera-3-Lens-Kit-18-55-VR-Lens-32GB-Best-Value-Bundle/253953519612?hash=item3b20cf2ffc:g:j9AAAOSwz5Nb1V3E:rk:2:pf:1 ახალია.
QUOTE
ფუჯიზე რა აზრის ხართ?

მშვენიერი biggrin.gif
ოღონდ ეგ HS50 EXR არა. საცოდაობაა მაგხელა ბოდიში კურკლის ტოლა სენსორი იდგეს.
სიამოვნებით ვიქონიებდი ფუჯის X-E3 + 23mm f2 wr ლინზით.
QUOTE
ჯერ ვერ გადავწყვიტე მეორადს და ახალს შორის რომელი სჯობს

ცხადია ახალი ჯობია, მარა თუ კარგ მდგომარეობაშია და მისაღებ ფასში არც მეორადია ურიგო.

Posted by: Present> 29 Oct 2018, 00:00
morixei
მადლობა გამოხმაურებისთვის, გამიხარდა jump.gif
QUOTE
რთული არჩევნის წინაშე ხარ  მაგრამ მთავარია იცი რაც გინდა 

ჰო, მთელი დღეა განხილვებს/მონაცემებს და ფასებს ვუყურებ მაგრამ ვერ შევჯერდი რომელიმეზე
უშველებლად დიდი ზუმი მკიდია მაგრამ 10x ოპტიკალი მაინც რომ ქონდეს მინდა, რადგან ეხლა 7იანი მაქვს და ცოტათი მეტი არ მაწყენდა ამხელა თანხას ვიხდი თან... მაგრამ გართულება 20-30-40 x ოპტიკალ ზუმებზე არ მაქვს ჯანდაბას :დ
QUOTE
შენი ინტერესიდან გამომდინარე აქცენტი კარგ სენსორზე უნდა გააკეთო: ხარისხიანი ISO და მაღალი დინამიური დიაპაზონი.

დღევანდელმა ძებნამ მიმახვედრა რომ მთAვარი ესენია, შემდეგ მოდის ზუმი, წონა, ფუნქციები და ა.შ.
QUOTE
ნიკონის APS-C

ეს რას ნიშნავს?
QUOTE
D3200 და D5200-დან მოყოლებული დღემდე ნიკონის ყველა აპარატში მაღალი ხარისხის ფოტო სენსორი დგას.

რაც დავძებნე და განვნათლდი მეც ამათზე შევაჩერე არჩევანი, D3400 არ ჩAნს ცუდი მასტი, ზუმი აქვს უბრალოდ ძალიან პატარა მაგრამ ობიექტივის ყიდვაც შეიძლება უბრალოდ ცალკე ობიექტივის ფასები... drug.gif
ისე 3400 და 5200 შორის რა განსხვავებაა? ჰო და canon 60d და 7d ს შორის?
QUOTE
https://www.ebay.com/itm/Nikon-D3400-Digita...b1V3E:rk:2:pf:1 ახალია.

აუ ლინკი არ გახსნა
გამოწერასაც გადავხედავ მაშინ
QUOTE
ფუჯის X-E3 + 23mm f2 wr ლინზით.

ჰმმმ, კაი ტიპი ჩანს
ასეთი მოდელების ვერ გავგიე, ციფრული არის და ფირის აპარატიც? თუ პროსტა ფირიანის ვიდი აქვს?
ფირის მუღამიც მაქვს პროსტა კიდე მაგაში გარკვევა მეზარება და ცალკე ფირების ყიდვა და გამჟღავნდება/დასკანირება იქნება თავისტკივილი biggrin.gif

Posted by: morixei 29 Oct 2018, 01:39
Present>
QUOTE
ნიკონის APS-C

Advanced Photo System type-C (APS-C) ფოტო სენსორის ზომის სტანდარტია.
https://en.wikipedia.org/wiki/APS-C
QUOTE
ისე 3400 და 5200 შორის რა განსხვავებაა?

გამოშვების წლები, შიგნეულობა(ელექტრონიკა), ეკრანი, ფოკუსის სიტემა: 39 წერტილი აქვს D5200, მეორეს 11(ჰიბრიდული ტიპის)...
3400 უფრო ახალი თაობის პროცესორზეა, თუმცა 5200 რანგით უფრო ზევით დგას.
QUOTE
აუ ლინკი არ გახსნა

დაუხურიათ. 400$-მდე იყო ახალი, კიტ ლინზით + მთელი მზითვების კომპლექტი მოყვებოდა.
ზუსტად ასეთი იყო: https://www.ebay.com/itm/Nikon-D3400-Digital-SLR-Camera-3-Lens-Kit-18-55-VR-Lens-32GB-Best-Value-Bundle/182368401135?epid=228169429&hash=item2a7600f6ef:g:WOUAAOSwjXBbvRUN:rk:1:pf:1
QUOTE
თუ პროსტა ფირიანის ვიდი აქვს?

ციფრულია, ფუჯის სტილია ეგეთი.

Posted by: Present> 30 Oct 2018, 00:08
morixei
QUOTE
დაუხურიათ. 400$-მდე იყო ახალი, კიტ ლინზით + მთელი მზითვების კომპლექტი მოყვებოდა.

ვაა, რამდენი რამე მოყვება აქ კიდევ მარტო კამერა იყიდება :/
რა ნაბოზრული ფასებია ჩვენთან drug.gif
QUOTE
გამოშვების წლები, შიგნეულობა(ელექტრონიკა), ეკრანი, ფოკუსის სიტემა: 39 წერტილი აქვს D5200, მეორეს 11(ჰიბრიდული ტიპის)...
3400 უფრო ახალი თაობის პროცესორზეა, თუმცა 5200 რანგით უფრო ზევით დგას.

ანუ რომელია უკეთესი? :დ თუ პროცესორში არ არის განსაკუთრებული სხვაობა 5200 სჯობს ხო?
QUOTE
ციფრულია, ფუჯის სტილია ეგეთი.

აჰამ, სამოგზაუროდ კარგი იქნება კომპაქტურია
მონაცემები ვნახე და nikon 3400 სჯობს ბევრი რამით,
ობიექტივიც შეიძლება შეეცვალოს დაჟე
5000 iso ზე რა მაგარი ხარისხი აქვს :ო
https://www.dpreview.com/files/p/articles/5173112123/DSCF0100.jpeg

ვაუუუუ რა კარგი ხარისხი აქვს რომ დავაახლოვე
https://www.dpreview.com/files/p/articles/5173112123/DSCF0019.acr.jpeg


ეს ფუჯი ძაან მევასა, არის შანსი 1000-1200 ლარში გავჩითო?
იბეიზე 900$ ია ყველაზე ცოტა

Posted by: morixei 30 Oct 2018, 21:47
Present>
QUOTE
ანუ რომელია უკეთესი? :დ თუ პროცესორში არ არის განსაკუთრებული სხვაობა 5200 სჯობს ხო?

გარკვეულ პარამეტრებში 3400 სჯობს: აკუმლატორი(1200 კადრი), შედარებით დიდი ბუფერი, 3400-ზე ელექტრონიკა წესით უფრო სწრაფად უნდა მუშაობდეს: ჩართვა, ბუფერის სწრაფი გასუფთავება, შათერის დაყოვნება. ანტიალიასინგის ფილტრი მოხსნილი აქვს(გამოსახულების სიმკვეთრე მატულობს)...
5200-ზე ფოკუსის სისტემა უფრო საიმედოდ გამოიყურება: 39 წერტილი მათ შორის 9 ჯვარედინი, გამოსაშლელი ეკრანი... გარკვეულმა კატეგორიამ მხოლოდ ამ ორის გამო შეიძლება აირჩიოს.
ძალზე ინდივიდუალურია, ვისთვის რა უფრო პრიორიტეტულია ალბათ იმის მიხედვით გათვლის.
QUOTE
ეს ფუჯი ძაან მევასა, არის შანსი 1000-1200 ლარში გავჩითო?

მეეჭვება ახალი მოდელია.

Posted by: Present> 4 Nov 2018, 23:18
morixei
მოკლედ გადავწვყიტე მეტი გადავიხადო და კარგი ვიყიდო
ის ტეხავს რომ ერთიანად არ მაქვს და მეორადის ვარიანტს დავიკიდებ ამჯერად... განვადებით ვაპირებ

2000 ლარის ფარგლებში

ამ ფასად ყველაზე კარგი რაც შევარჩიე არის nikon d5500
ტვინი ვიჭეჭყე რევიუებით
მსგავსი მოდელები რაც ვნახე ესენია - d5600ს ,fujifilm xt-20 და canon 200d
მაგრამ უმეტესი მონაცემებით აშკარად სჯობს 5500, ფუჯი რაღაცაში სჯობს რაღაცაში ვერ

fujifilm xt-20 ძალიან მაგარია (მაღალ აისოზე ხარისხი თითქმის არ იცვლება) მაგრამ ინტერნეტში ვერ ვნახე ახალი რომ იყიდებოდეს, შენ ხომ არ იცი სად იყიდება?

და ამ ფასში კიდევ რას მირჩევ?


ძალიან რთული ასარჩევი ყოფილა ციფრული, ერთი და იმავე ფასში შეიძლება ორი უკიდურესად განსხვავებული ციფრული იყოს... ყველაზე ცუდი ისაა რომ canon 200d ს დიზაინი მომწონს (ვერცხლისფერი), fujis ფორმები/წონა და გადაღების ხარისხი და nikon ის ელემენტის გამძლეობა.

ნუ ზუსტად ერთაირი ფასები რომ ქონდეს fujiს ვიყიდდი, გაცილებით ძვირი იქნება ახალი გული მიგრძნობს

Posted by: Beekkari 21 Nov 2018, 14:56
გამარჯობათ, ცოტახნის უკან კამერა გამომიგზავნეს და მაინტერესებს გავარკვიო რადმენიაქ გარბენი და იქნბა დამეხმაროთ ამ მოდელზე საიდან შაეიძლება ამის გარკვევა sad.gif .. მადლობა წიანსწარ ...

Posted by: Uchaneishvili 8 Dec 2018, 12:57
მოკლედ, ფოტოგრაფია ჩემი ჰობია. მიყვარს ფოტოების გადაღება და დამუშავება.. თუმცა, არასდროს მქონია აპარატი. ფოტოებს ვიღებდი მობილურით (Samsung Galaxy S5, რამდენიმე წლის წინ არაუშავდა :დ ) მაგრამ ეს ტელეფონიც აღარ მაკმაყოფილებს. მაიმარკეტზე დავძებნე რაღაცები, მინდოდა რამე ნორმალური იაფად და მივაგენი Canon 400D ს. მოვიძიე ინფორმაცია და 2006 წელსაა გამოშვებული და 10.1 mp აქვს მგონი, თუმცა მეგაპიქსელების რაოდენობა რამდენად ნიშნავს იმას რომ ეს აპატარი კარგად ან ცუდად იღებს არ ვიცი. მივიჩნევ რომ პიქსელების რაოდენობა მხოლოდ cropთანაა კავშირში. მოკლედ, 120 ლარად დევს ეს ფოტოაპარატი. და რას მირჩევთ? ღირს ყიდვა? ბლოგერებს რომ მოვუსმინე მთავარია ობიექტივი იყოს კარგი, კამერას დიდი მნიშვნელობა არ აქვსო ამბობენ და რავიცი.. მოკლედ, მირჩიეთ რამე... ვისაუბროთ მის დადებით და უარყოფით თვისებებზე და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ.

Posted by: JSB14BSJ 8 Dec 2018, 13:27
Uchaneishvili
გადახედე

https://en.wikipedia.org/wiki/Comparison_of_Canon_EOS_digital_cameras

https://en.wikipedia.org/wiki/Comparison_of_Nikon_DSLR_cameras
* * *
ფორუმის ფორმატში შეუძლებელია რამის შესწავლა, რადგან სწავლა ცოცხალი ურთიერთობაა. მოძებნე ვინმე, ვინც იცის (ვინც ნაღდად იცის, ისე არა, ქართველებმა რო საქმის კეთება ვიცით) და სთხოვე დახმარება და/ან
user posted image

Posted by: Uchaneishvili 8 Dec 2018, 14:11
ანუ აქ იმიტომ დავპოსტე, იმ იმედით რომ ვინმე 400D. ს პატრონი გამოჩნდებოდა... რაღაცები გადავხედე... მადლობა

Posted by: Rapanui 8 Dec 2018, 15:17
QUOTE
ვინმე 400D. ს პატრონი გამოჩნდებოდა...

400 არა, მაგრამ 450 მაქვს. კარგი კამერებია დამწყებთათვის.

ქენონის სამნიშნა კამერები (350, 400, 450, 500 და ა.შ.) ზუსტად იმათთვისაა ვისაც მანამდე სარკული კამერა არ ჰქონია.

მეორადის ყიდვა ზოგჯერ ლატარეაა, მაგრამ ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვავს smile.gif

QUOTE
2006 წელსაა გამოშვებული

სამნიშნა კამერებში წლებში სხვაობა რეალურად არც იგრძნობა რადგან "ნაჩინკას" წლიდან-წლამდე ფაქტიურად ერთი და იგივეს დებენ. (დამწყები მითუმეტეს ვერ იგრძნობს სხვაობას)

QUOTE
ბლოგერებს რომ მოვუსმინე მთავარია ობიექტივი იყოს კარგი, კამერას დიდი მნიშვნელობა არ აქვსო ამბობენ

დიდი მნიშვნელობა როგორ არააქვს კამერას. აქვს. უბრალოდ, თანაბარზომიერნი არ არიან - პრველ ადგილზეა ობიექტივი, მეორეზე კი კამერა. მაგარამ რა კამერა გაქვს ძალიანაც მნიშვნელოვანია.

QUOTE
ვისაუბროთ მის დადებით და უარყოფით თვისებებზე და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ.

პირველი კამერა, გასული წლებისა და შესაბამისად კაპიკებში ნაყიდი, ჩემი აზრით იდეალური ვარიანტია. მინიმუმ ერთი წელიც რომ გაძლოს, საკმარისი იქნება იმაში გასარკვევად, გინდა თუ არა სარკული. ხოლო თუ გინდა, მერე უკვე ორნიშნა ქენონი იყიდო, ან ისევ სამნიშნა, ორონდ უკვე უხმარი (ან ცოტათი ნახმარი) smile.gif ანუ ჩემი აზრით მეორადი პირველი კამერის ყიდვას არ უნდა მიუდგეს ადამიანი ისე თითქოს ათწლეულებით სახმარად ყიდულობდეს.

Posted by: Uchaneishvili 8 Dec 2018, 15:31
QUOTE (Rapanui @ 8 Dec 2018, 15:17 )
QUOTE
ვინმე 400D. ს პატრონი გამოჩნდებოდა...

400 არა, მაგრამ 450 მაქვს. კარგი კამერებია დამწყებთათვის.

ქენონის სამნიშნა კამერები (350, 400, 450, 500 და ა.შ.) ზუსტად იმათთვისაა ვისაც მანამდე სარკული კამერა არ ჰქონია.

მეორადის ყიდვა ზოგჯერ ლატარეაა, მაგრამ ვინც არ რისკავს, შამპანურსაც არ სვავს smile.gif

QUOTE
2006 წელსაა გამოშვებული

სამნიშნა კამერებში წლებში სხვაობა რეალურად არც იგრძნობა რადგან "ნაჩინკას" წლიდან-წლამდე ფაქტიურად ერთი და იგივეს დებენ. (დამწყები მითუმეტეს ვერ იგრძნობს სხვაობას)

QUOTE
ბლოგერებს რომ მოვუსმინე მთავარია ობიექტივი იყოს კარგი, კამერას დიდი მნიშვნელობა არ აქვსო ამბობენ

დიდი მნიშვნელობა როგორ არააქვს კამერას. აქვს. უბრალოდ, თანაბარზომიერნი არ არიან - პრველ ადგილზეა ობიექტივი, მეორეზე კი კამერა. მაგარამ რა კამერა გაქვს ძალიანაც მნიშვნელოვანია.

QUOTE
ვისაუბროთ მის დადებით და უარყოფით თვისებებზე და იმედია სწორ გადაწყვეტილებას მივიღებ.

პირველი კამერა, გასული წლებისა და შესაბამისად კაპიკებში ნაყიდი, ჩემი აზრით იდეალური ვარიანტია. მინიმუმ ერთი წელიც რომ გაძლოს, საკმარისი იქნება იმაში გასარკვევად, გინდა თუ არა სარკული. ხოლო თუ გინდა, მერე უკვე ორნიშნა ქენონი იყიდო, ან ისევ სამნიშნა, ორონდ უკვე უხმარი (ან ცოტათი ნახმარი) smile.gif ანუ ჩემი აზრით მეორადი პირველი კამერის ყიდვას არ უნდა მიუდგეს ადამიანი ისე თითქოს ათწლეულებით სახმარად ყიდულობდეს.

დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის <3
* * *
ბარემ კიდე ვიკითხავ... მოკლედ, რას უნდა მივაქციო ყურადღება მეორადი ფოტოაპარატის შეძენისას ? ერთი გარბენი ვიცი... (მაგრამ რამდენი ითვლება საშუალო გარბენად ? და რამდენის რესურსი აქვს?) სხვა კიდე რაიმე გასათვალისწინებელი არის ?

Posted by: JSB14BSJ 8 Dec 2018, 16:18
Rapanui
ორნიშნა, სამნიშნა და ოთხნიშნა აპარატებს შორის რა სხვაობებია?

Posted by: Rapanui 8 Dec 2018, 17:16
Uchaneishvili
QUOTE
რას უნდა მივაქციო ყურადღება მეორადი ფოტოაპარატის შეძენისას ?

ვერ გეტყვი, რადგან მე ვხელმძღვანელობ პრინციპით: გული არ მიმივიდა, არ ვიყიდე; მიმივიდა - ვიყიდე smile.gif

QUOTE
ერთი გარბენი ვიცი...

ციფრი, რომელიც სახელდება (არ მახსოვს რამდენია), არის ფირმის მიერ გარანტირებული რაოდენობა შათერის მუშაობის. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მერე ეგრევე მოკვდება. ზოგჯერ კამერა რესურსის "გასვლის" მერეც იმდენივეს კიდევ მუშაობს, ზოგჯერ ნახევარს, ზოგჯერ მართლაც ეგრევე კვდება. კამერებს სერიულად კი უშვებენ, მაგრამ ერთი პარტიის ფარგლებში გამოშვებულებიც კი განსხვავდებიან ერთმანეთისგან რეალური რესურსით. ამიტომ, ეგეც ლატარეაა.

JSB14BSJ
QUOTE
ორნიშნა, სამნიშნა და ოთხნიშნა აპარატებს შორის რა სხვაობებია?

სამნიშნა არის დამწყებთათვის, ორნიშნა კი უშუალოდ ფოტომოყვარულებისთვისაა (უფრო მაღალი ხარისხისაა რათქმაუნდა - უკეთესი დინამიური დიაპაზონი, უკეთესი ფერთა გადმოცემა, უფრო დიდი, ნათელი "ვიდაისკაწელი" და ა.შ). ოთხნიშნა კი არის სამნიშნას ბიუჯეტური ვარიანტი (იაფი მასალებისგანაა დამზადებული და ფუნქციონალიც შეკვეცილი აქვს).

Posted by: JSB14BSJ 8 Dec 2018, 18:10
Rapanui
QUOTE
სამნიშნა არის დამწყებთათვის, ორნიშნა კი უშუალოდ ფოტომოყვარულებისთვისაა

QUOTE
ოთხნიშნა კი არის სამნიშნას ბიუჯეტური ვარიანტი

ნიკონიც, კენონიც და ნებისმიერი მწარმოებლის შემთხვევაში, ხო?
დიდი მადლობა.

Posted by: Rapanui 8 Dec 2018, 18:20
JSB14BSJ
მარტო ქენონს ეხებოდა რაც ვთქვი. ნიკონს კამერების დანომვრა სხვა პრინციპით აქვს და კლასიფიკაციაც არაა ქენონის იდენტური (თავად მწარმოებელი კომპანია წყვეტს თავის პროდუქციას როგორ დანომრავს და როგორ კლასიფიკაციას გააკეთებს)

Posted by: Sulia 11 Dec 2018, 10:40
MYMARKET გადავხედავ ხოოლმე და ერთიდაიგივე კამერები თვეობით უდევთ, არც ფასსის დაკლებას აკეთებნ რავიცი, რა მიდგომა როცა 1 წელი გიდევ კამერა და არ იყიდება smile.gif

Posted by: M-B 11 Dec 2018, 21:19
QUOTE (Sulia @ 11 Dec 2018, 10:40 )
MYMARKET გადავხედავ ხოოლმე და ერთიდაიგივე კამერები თვეობით უდევთ, არც ფასსის დაკლებას აკეთებნ რავიცი, რა მიდგომა როცა 1 წელი გიდევ კამერა და არ იყიდება smile.gif

მანდ ძირითადად ერთი და იგივე ტიპი ყიდის ფირის ფოტოგრაფიის სექციაში, "მაყაზიიდან" გარანტიით და ყველაფერზე არარეალური ფასი უდევს, თორემ პირადად მე ბოლო წელიწადში 8 აპარატი გავყიდე, მხოლოდ ორი გაჩერდა ერთ კვირაზე დიდხანს გაუყიდავი.

Posted by: iloilo603 13 Dec 2018, 11:32
გამარჯობათ, Gopro-ს რამდენად აქირავებენ საშუალოდ რაფასებია ? smile.gif

Posted by: Tensee 14 Dec 2018, 21:58
ყველაზე ყველაზე უბედურად კაი ფოტო კამერა დაწერეთ რა და ავარჩევ პლიზზზ

Posted by: anuki95 19 Dec 2018, 21:19
გამარჯობა ^^ ფირის ფოტოაპარატის ყიდვა მინდა, დამწყები ვარ და მაინტერესებს, რა რჩევებს მომცემთ, რომელი ფოტოაპარატი ვიყიდო და ყიდვისას რას მივაქციო ყურადღება?

Posted by: M-B 19 Dec 2018, 21:31
QUOTE (anuki95 @ 19 Dec 2018, 21:19 )
გამარჯობა ^^ ფირის ფოტოაპარატის ყიდვა მინდა, დამწყები ვარ და მაინტერესებს, რა რჩევებს მომცემთ, რომელი ფოტოაპარატი ვიყიდო და ყიდვისას რას მივაქციო ყურადღება?

გაგიმარჯოს

1. რა ბიუჯეტი გაქვს?
2. რანაირი გინდა, ავტოფოკუსით და ავტოგადახვევით, თუ ძველებური, ყველაფერი რომ მანუალი აქვს?
3. ზოგადად რა გინდა ფოტოაპარატისგან? კარგად ვერ დავსვი კითხვა, იმის თქმა მინდა, რისთვის უნდა გამოიყენო შენი აზრით? რამე კონკრეტული მოთხოვნები თუ გაქვს?

QUOTE
ყველაზე ყველაზე უბედურად კაი ფოტო კამერა დაწერეთ რა და ავარჩევ პლიზზზ

ისა და რის მიხედვით გინდა "ყევლაზე ყველაზე უბედურად კაი" რომ იყოს? ფასის, დამზადების ხარისხის, თუ გამოსახულების ხარისხის მიხედვით?

Posted by: anuki95 20 Dec 2018, 17:52
QUOTE (M-B @ 19 Dec 2018, 21:31 )
[/QUOTE]
გაგიმარჯოს

1. რა ბიუჯეტი გაქვს?
2. რანაირი გინდა, ავტოფოკუსით და ავტოგადახვევით, თუ ძველებური, ყველაფერი რომ მანუალი აქვს?
3. ზოგადად რა გინდა ფოტოაპარატისგან? კარგად ვერ დავსვი კითხვა, იმის თქმა მინდა, რისთვის უნდა გამოიყენო შენი აზრით? რამე კონკრეტული მოთხოვნები თუ გაქვს?


1. 100 ლარი
2. მანუალი მირჩევნია
3. ციფრული ფოტოაპარატით ვიღებ, მოყვარული ვარ და მინდა ფირის ფოტოგრაფია ვცადო, დაინტერესებული ვარ ნამეტნავად

Posted by: M-B 20 Dec 2018, 18:23
QUOTE (anuki95 @ 20 Dec 2018, 17:52 )
[QUOTE=M-B,19 Dec 2018, 21:31 ] [/QUOTE]
გაგიმარჯოს

1. რა ბიუჯეტი გაქვს?
2. რანაირი გინდა, ავტოფოკუსით და ავტოგადახვევით, თუ ძველებური, ყველაფერი რომ მანუალი აქვს?
3. ზოგადად რა გინდა ფოტოაპარატისგან? კარგად ვერ დავსვი კითხვა, იმის თქმა მინდა, რისთვის უნდა გამოიყენო შენი აზრით? რამე კონკრეტული მოთხოვნები თუ გაქვს?

[/QUOTE]
1. 100 ლარი
2. მანუალი მირჩევნია
3. ციფრული ფოტოაპარატით ვიღებ, მოყვარული ვარ და მინდა ფირის ფოტოგრაფია ვცადო, დაინტერესებული ვარ ნამეტნავად

მაგ ფასად საქართველოში ზენიტის გარდა რამის ყიდვა გაგიჭირდება. ზენიტს კი არ/ვერ გირჩევ იმდენად, რამდენადაც ძალიან გაგაწვალებს.

ჩემი აზრით, რომ გამოწერო იბეიდან, მაგალითად Pentax Spotmatic, რომელზეც მიდის ზენიტის (და სხვა ნებისმიერი M42 რეზბიანი) ლინზები. ასევე შეგიძლია Pentax ME Super გამოწერო, ეგეც მანუალია, უბრალოდ ელემენტების გარეშე არაფერს შვრება.

მოკლედ, აქ დიდი არაფერი შანსი გაქვს რამის ყიდვის ასი ლარის ფარგლებში სამწუხაროდ.

Posted by: anuki95 20 Dec 2018, 18:58
QUOTE (M-B @ 20 Dec 2018, 18:23 )
[QUOTE=anuki95,20 Dec 2018, 17:52 ] [QUOTE=M-B,19 Dec 2018, 21:31 ] [/QUOTE]
გაგიმარჯოს

1. რა ბიუჯეტი გაქვს?
2. რანაირი გინდა, ავტოფოკუსით და ავტოგადახვევით, თუ ძველებური, ყველაფერი რომ მანუალი აქვს?
3. ზოგადად რა გინდა ფოტოაპარატისგან? კარგად ვერ დავსვი კითხვა, იმის თქმა მინდა, რისთვის უნდა გამოიყენო შენი აზრით? რამე კონკრეტული მოთხოვნები თუ გაქვს?

[/QUOTE]
1. 100 ლარი
2. მანუალი მირჩევნია
3. ციფრული ფოტოაპარატით ვიღებ, მოყვარული ვარ და მინდა ფირის ფოტოგრაფია ვცადო, დაინტერესებული ვარ ნამეტნავად [/QUOTE]
მაგ ფასად საქართველოში ზენიტის გარდა რამის ყიდვა გაგიჭირდება. ზენიტს კი არ/ვერ გირჩევ იმდენად, რამდენადაც ძალიან გაგაწვალებს.

ჩემი აზრით, რომ გამოწერო იბეიდან, მაგალითად Pentax Spotmatic, რომელზეც მიდის ზენიტის (და სხვა ნებისმიერი M42 რეზბიანი) ლინზები. ასევე შეგიძლია Pentax ME Super გამოწერო, ეგეც მანუალია, უბრალოდ ელემენტების გარეშე არაფერს შვრება.

მოკლედ, აქ დიდი არაფერი შანსი გაქვს რამის ყიდვის ასი ლარის ფარგლებში სამწუხაროდ.

გასაგებლარია

Posted by: HooLaHooP 20 Dec 2018, 20:43
გამარჯობათ ვინმემ ხო არ იცით ფოტოდან ილუსტრაციას ვიბმე თუ აკეთებს, მორიარტი რო არის კომპაბია მაგის მსგავსად. პოსტერის სახით მინდა საჩუქრად

Posted by: Sulia 21 Dec 2018, 11:47
NIKON 16-85 ფ3.5 სადა სტანდარტულ ლინზებს შორის რა სხვაობაა მაგალითად 18-140?

Posted by: potoqali 24 Dec 2018, 18:05
გამარჯობა მეგობრებო, ვინც ერკვევით გთხოვთ მითხრაატ როგორი აპარატია? ღირს ყიდვა? საერთოდ ვერ ვერკვევი მე აარატებში უბრალოდ არის გასაყიდი და ვფიქრობ ხომ არ #####უვდები რომ ვიყიდო. გთხოვთ ვინც ერკვევით მომწეროთ რჩევა.

Posted by: ბიჭური 25 Dec 2018, 14:50
მეგობრებო სონის ა მოუნთზე, რომელ ლინზას მირჩევდით კიტ ლინზა რომ ჩავანაცვლო?

ფასი ძალიან მაღალი რომ არ იყოს, მინოლტაც მოსულა


Posted by: M-B 25 Dec 2018, 18:03
QUOTE (ბიჭური @ 25 Dec 2018, 14:50 )
მეგობრებო სონის ა მოუნთზე, რომელ ლინზას მირჩევდით კიტ ლინზა რომ ჩავანაცვლო?

ფასი ძალიან მაღალი რომ არ იყოს, მინოლტაც მოსულა

Minolta 35-70 f/4 Macro შემიძლია გირჩიო, 20$-ის ფარგლებში იშოვება გამოწერით, ციფრულზე 55-110 მმ ექვივალენტი ექნება, მაკრო ფუნქციითაა თან და ფიქსირებული დიაფრაგმით. ნელით, მაგრამ მაინც ფიქსირებულით. ხოლო თუ ფართოკუთხიანი და ა.შ. გინდა, მაშინ ჯობია დაიკიდო დინოზავრები და სონის მიაწვე ისევ.

Posted by: pankisa777 27 Dec 2018, 17:26
მოგესალმებით.ქენონ 1D mark 4ზე რას მეტყვით? დაახლოებით 1200 $ ღირს 79000 გარბენით.
ჩემთვის მთავარია ფოტოს ხარისხი და ფერების აღქმა.ვაი ფაი და ჯიპიესი არ მაინტერესებს
* * *
ისრაელში ვარ ამჟამად.ღირს 4300 შეკელი მხოლოდ ბოდი.
და ლინზას 7-8 x ზუმით რა ფასში ვიყიდი დაახლოებით?
* * *
ამდენი გამოხმაურებაც არ იყო საჭირო

Posted by: Mikerson 4 Jan 2019, 03:54
ინტერნეტში როგორ გავყიდოთ ჩვენი გადაღებული ფოტოები? რა საიტები იცით და თუ ხართ აქ ვინმე გამოცდილი ამ ამბებში, იქნებ დამაკვალიანოთ და რჩევები მომცეთ smile.gif

Posted by: RedBulla 16 Jan 2019, 23:59
Canon 77D vs Canon 80D!

რომელი ავიღო აბა აქედან?
ან სხვას რომელს მირჩევთ?
ბიუჯეტი სადღაც 800 ევრო

Posted by: M-B 19 Jan 2019, 16:55
QUOTE (RedBulla @ 16 Jan 2019, 23:59 )
Canon 77D vs Canon 80D!

რომელი ავიღო აბა აქედან?
ან სხვას რომელს მირჩევთ?
ბიუჯეტი სადღაც 800 ევრო

https://www.dpreview.com/reviews/canon-eos-77d-review

77D უფრო დაბალი საფეხურია, ვიდრე 80D. გააჩნია რისთვის გინდა, იმის მიხედვით უნდა შეარჩიო.

Posted by: UMTS 27 Jan 2019, 12:26
დამწყები/მოყვარულისთვის რა კამერას მირჩევთ რომ ვაჩუქო?
ბიუჯეტი არ ვიცი, ვერ ვერკვევი ალბათ 500?
ღირს დამწყებისთვის რამე 2000-3000 იანი კამერის ყიდვა?

Posted by: UMTS 29 Jan 2019, 11:45
არავინ შემოდის აქ? sad.gif

Posted by: M-B 29 Jan 2019, 16:02
QUOTE (UMTS @ 29 Jan 2019, 11:45 )
არავინ შემოდის აქ? sad.gif

შემოვალთ, დავხედავთ და გავდივართ. მოყვარულისთვის კიარა, ვინც ფოტოგრაფიით ფულს არ შოულობს, იმათ გარდა არავისთვის აქვს აზრი ძვირიან აპარატს. ეგ რაც დაწერე, ლარებია? რა არჩევანი გაქვს? თუ არ გიძებნია?

Posted by: UMTS 30 Jan 2019, 09:26
M-B
QUOTE
ეგ რაც დაწერე, ლარებია? რა არჩევანი გაქვს? თუ არ გიძებნია?

ჯერ არ მიძებნია არაფერი, მეგონა აქ მირჩევდნენ რამეს

Posted by: M-B 30 Jan 2019, 22:06
QUOTE (UMTS @ 30 Jan 2019, 09:26 )
M-B
QUOTE
ეგ რაც დაწერე, ლარებია? რა არჩევანი გაქვს? თუ არ გიძებნია?

ჯერ არ მიძებნია არაფერი, მეგონა აქ მირჩევდნენ რამეს

Nikon D5xxx სერია, ან Canon 650D/700D თუ მოვიდა მაგ ფასად, კარგი ვარიანტები იქნება. Nikon D3xxx და Canon D1xxx სერია ძალიან დამწყების დონისაა. ისე მთავარი გარბენი არ ქონდეს დიდი - ფეხქვეშ გაგდებული D5100-ის ყიდვას ახალი D3200-ის ყიდვა ჯობს. ობიექტივი საწყის ეტაპზე 18-55 მმ საკმარისია და მერე თუ ინტერესი გაუჩნდა ადამიანს, დამატებაც შეიძლება.

Posted by: UMTS 30 Jan 2019, 23:14
მადლობა. გადავხედავ მაგ მოდელებს ცოტა აზრზე მოვალ

ისე რომელი ბრენდი ჯობია სამომავლოდ აბგრეიდის კუთხით, ლინზები და სხვა აქსესუარები მოკლედ არ ვიცი ზუსტად, თუ არ აქვს მნიშვნელობა?

ის კი ვიცი რომ დაჭირდება, ინტერესი აქვს

Posted by: M-B 30 Jan 2019, 23:33
ქენონი ჯობს იმ მხრივ, რომ შედარებით იაფია მაგის აქსესუარები. ნიკონის საშუალოდ 10-15%-ით ძვირია ხოლმე. თუმცა მე პირადად მეჩვენება, რომ დამზადების ხარისხი ქენონს უფრო დაბალი აქვს.

Posted by: UMTS 31 Jan 2019, 10:37
M-B
სანდო ხალხს თუ გაუწევ ვინმეს რეკომენდაციას რომ ვიყიდო ნახმარი?

Posted by: M-B 31 Jan 2019, 20:41
სამწუხაროდ არავის ვიცნობ, მე თვითონ ყოველთვის საზღვარგარეთიდან ვიწერდი ხოლმე.


Posted by: Dmitry_Medvedev 4 Feb 2019, 23:28
მეგობრებო, ჩემს პარატს ესეთი რამ სჭირს
ფოტოს ვერ ვშლი აპარატიდან, ასევე ვერც ვიდეოს ვხსნი

მეხსიერების ბარათს Lock არ აქვს მიცემული, არც რაიმე ''ნებართვა'' სჭირდება

დანარჩენს ჩვეულებრივ აკეთებს

Transcend 16GB SDHC Class 10

Posted by: M-B 4 Feb 2019, 23:54
საშუალება თუ გაქვს, card reader-ით შეაერთე კომპიუტერში. ლეპტოპებს აქვთ გონი დღემდე ეგ. და დააფორმატე მთლიანად, slow format რეჟიმით. თუ არ უშველა, ე.ი. მეხსიერების ბლოკები აქვს დაზიანებული უკვე.

Posted by: Dmitry_Medvedev 5 Feb 2019, 01:10
M-B
მადლობა უშველა ........................

Posted by: M-B 5 Feb 2019, 08:48
QUOTE (Dmitry_Medvedev @ 5 Feb 2019, 01:10 )
M-B
მადლობა უშველა ........................

ვა. არადა არ ველოდი რომ უშველიდა gigi.gif

Posted by: Present> 9 Feb 2019, 17:56
მოგესალმებით

ნიკონ d5300-სთვის მინდა ფიქსირებული ლინზა, 35mm უფრო ვიდრე 50
არასდროს მქონია და არ ვიცი რომელი ვიყიდო

მეორადის ყიდვას ვაპირებ
ბიუჯეტი 600-700 ლარამდე

ამას მირჩევთ?
რევიუებს რასაც გადავხედე ავტოფოკუსირების დროს ხმა აქვსო და არც იმდენად კაფიო გამოსახულებას არ იძლევა 1.8 ზე
https://www.ebay.com/itm/Nikon-Nikkor-AF-S-35mm-F1-8-G-DX-ASPH-Lens-35-1-8-AFS-043/143111438292?hash=item21521b3fd4:g:D80AAOSw87JcU4Hy:rk:33:pf:0


Posted by: M-B 10 Feb 2019, 10:23
QUOTE
ნიკონ d5300-სთვის მინდა ფიქსირებული ლინზა, 35mm უფრო ვიდრე 50
არასდროს მქონია და არ ვიცი რომელი ვიყიდო


D5300-ს კროპ სენსორი აქვს, 35 მმ-იანი მოგცემს 52 მმ ექვივალენტ ხედვის კუთხეს, ხოლო 50 მმ-იანი - 75მმ-იანის ექვივალენტს, ე.ი. ფაქტობრივად საპორტრეტე კუთხეზე გადიხარ. შესაბამისად რათქმაუნდა 35 მმ-იანი ჯობს.

QUOTE
მეორადის ყიდვას ვაპირებ
ბიუჯეტი 600-700 ლარამდე

თავისუფლად ჩაეტევი მაგ ბიუჯეტში.

QUOTE
ამას მირჩევთ?
რევიუებს რასაც გადავხედე ავტოფოკუსირების დროს ხმა აქვსო და არც იმდენად კაფიო გამოსახულებას არ იძლევა 1.8 ზე
https://www.ebay.com/itm/Nikon-Nikkor-AF-S-35mm-F1-8-G-DX-ASPH-Lens-35-1-8-AFS-043/143111438292?hash=item21521b3fd4:g:D80AAOSw87JcU4Hy:rk:33:pf:0


მანდ რჩევაზეც აღარაა საქმე, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვს: ნიკონს აქვს ოთხი 35 მმ-იანი ლინზა ავტოფოკუსით

1. 35 mm f/1.8 G ED FX, რომელიც არის Full Frame აპარატებისთვის და საშუალოდ 450 დოლარი ღირს;
2. 35 mm f/1.8 G DX, რომელიც არის კროპ სენსორიანი აპარატებისთვის (შენი D5300, მაგალითად) და საშუალოდ 130-140$ ღირს;
3. 35 mm f/2 D, რომელსაც ავტოფოკუსის ძრავი არ გააჩნია და შესაბამიასდ D5300-ზე მხოლოდ მანუალ ფოკუს რეჟიმში იმუშავებს. ეგ არც უნდა განიხილო ჩემი აზრით.
4. 35 mm f/1.4 G, რომელიც 1000+$ ღირს და ზრდილობის გულისთვის ვახსენე user.gif

ავტოფოკუსის ხმას ვერაფერს უშველი, რაც არის, ეგ არის, ხოლო f/1.8-ზე არც ერთი ობიექტივი არ არის საკმარისი სიმკვეთრის - როცა კიდიდან კიდემდე (edge-to-edge) სიმკვეთრე გინდა, f/5.6-ზე დაბლა არ უნდა ჩამოხვიდე, არც ერთი ლინზაზე.

Posted by: Present> 10 Feb 2019, 21:24
M-B
პირველრიგში დიდი მადლობა love.gif

ადრეც დამეხმარე აპარატის ყიდვას რომ ვაპირებდი jump.gif

QUOTE
D5300-ს კროპ სენსორი აქვს, 35 მმ-იანი მოგცემს 52 მმ ექვივალენტ ხედვის კუთხეს, ხოლო 50 მმ-იანი - 75მმ-იანის ექვივალენტს, ე.ი. ფაქტობრივად საპორტრეტე კუთხეზე გადიხარ. შესაბამისად რათქმაუნდა 35 მმ-იანი ჯობს.

აუ ეს გამიტყდა cry.gif
მეგონა kit ლინზას რომ აქვს 35 ზუმი იგივე იქნებოდა ესეც
ანუ სტანდარტული 18-55 რაც მაქვს 35 მმ იქნება სტანდარტულის 55 ხო დაახლოებით? biggrin.gif

QUOTE
მანდ რჩევაზეც აღარაა საქმე, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვს: ნიკონს აქვს ოთხი 35 მმ-იანი ლინზა ავტოფოკუსით


ნიკონის ლინზას რამე სხვა ბრენდის ლინზა ხომ არ სჯობსთქო ვიფიქრე, რომელიც ჩემ აპარატზე წავა :დ

QUOTE
2. 35 mm f/1.8 G DX

ესენი მეორადები დევს 500 ლარის ფარგლები

QUOTE
f/1.8-ზე არც ერთი ობიექტივი არ არის საკმარისი სიმკვეთრის - როცა კიდიდან კიდემდე (edge-to-edge) სიმკვეთრე გინდა, f/5.6-ზე დაბლა არ უნდა ჩამოხვიდე, არც ერთი ლინზაზე.


18-55 მაქვს და 3.5 ზე ვამუშავებ ხშირად
მგონი დიდი განსხვავება უნდა მომცეს 1.8 35mm ხო? იგივე ღამის ფოტოგრაფიაში როცა ხანგრძლივ ექსპოზიციას და შტატივს არ ვიყენებ, ასევე პორტრეტებში

Posted by: ანდაზა 10 Feb 2019, 22:04
ახლობელ ბავშვს მობილურს ვთხოვნი ხოლმე აიფონ ხს მაქს (ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ თვითონ მობილურიც ხარისხიან სურათებს იღებს)
გავა ეზოში და უბრალო ნივთებს ისეთ ლამაზ სურათებს უღებს, ისეთ "ტოჩკებს" უჭერს, განცვიფრებული ვარ.
მაგ: გამხმარ ფოთოლს, ხის კანს, ყვავილის რამე ნაწილს, ხალიჩის ნაჭერს დაშ..
ამას ისე იღებს (მანძილი, რაკურსი დაშ.) რომ ერთი შეხედვით ვერ ხვდები რა არის, მაგრამ სილამაზეს ეგრევე ამჩნევ.

მოკლედ გადავწყვიტე ფოტო აპარატი ვუყიდო, მაგრამ არ ვიცი რომელი, თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები smile.gif

"ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა."

Posted by: M-B 11 Feb 2019, 01:05
QUOTE (Present> @ 10 Feb 2019, 21:24 )
M-B
პირველრიგში დიდი მადლობა love.gif

ადრეც დამეხმარე აპარატის ყიდვას რომ ვაპირებდი jump.gif

QUOTE
D5300-ს კროპ სენსორი აქვს, 35 მმ-იანი მოგცემს 52 მმ ექვივალენტ ხედვის კუთხეს, ხოლო 50 მმ-იანი - 75მმ-იანის ექვივალენტს, ე.ი. ფაქტობრივად საპორტრეტე კუთხეზე გადიხარ. შესაბამისად რათქმაუნდა 35 მმ-იანი ჯობს.

აუ ეს გამიტყდა cry.gif
მეგონა kit ლინზას რომ აქვს 35 ზუმი იგივე იქნებოდა ესეც
ანუ სტანდარტული 18-55 რაც მაქვს 35 მმ იქნება სტანდარტულის 55 ხო დაახლოებით? biggrin.gif

QUOTE
მანდ რჩევაზეც აღარაა საქმე, სხვა არჩევანი უბრალოდ არ გაქვს: ნიკონს აქვს ოთხი 35 მმ-იანი ლინზა ავტოფოკუსით


ნიკონის ლინზას რამე სხვა ბრენდის ლინზა ხომ არ სჯობსთქო ვიფიქრე, რომელიც ჩემ აპარატზე წავა :დ

QUOTE
2. 35 mm f/1.8 G DX

ესენი მეორადები დევს 500 ლარის ფარგლები

QUOTE
f/1.8-ზე არც ერთი ობიექტივი არ არის საკმარისი სიმკვეთრის - როცა კიდიდან კიდემდე (edge-to-edge) სიმკვეთრე გინდა, f/5.6-ზე დაბლა არ უნდა ჩამოხვიდე, არც ერთი ლინზაზე.


18-55 მაქვს და 3.5 ზე ვამუშავებ ხშირად
მგონი დიდი განსხვავება უნდა მომცეს 1.8 35mm ხო? იგივე ღამის ფოტოგრაფიაში როცა ხანგრძლივ ექსპოზიციას და შტატივს არ ვიყენებ, ასევე პორტრეტებში

ტელეფონით ვარ და წინასწარ გიხდი ბოდიშს, აბდაუბდად თუ გიპასუხებ gigi.gif

მოკლედ, მაგ აპარატზე 18-55 თუ გაქვს, 35-ზე რომ დააყენებ, რასაც დაინახავ, ზუსტად იმავეს დაინახავ კონკრეტულად 35 მმ-იანი ლინზითაც (და 50-ზე რომ სააყენებ, აი იმდენი გამოჩნდება 50 მმ-იან ლინზაზე). ანუ მაგით იხელმძღვანელე, მე რაც დავწერე, ის არის პროფესიონალურ ბოდიზე შედარებისთვის, მაგ. D850, D3 და ა.შ.

არ გირჩევ სხვა ბრენდის ლინზას. ან სიგმა იქნება, ან ტამრონი და რეალურად 35 მმ f/1.8 G DX ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური ლინზაა თავის კლასში. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ორიგინალი ნიკონის პროდუქცია უფრო იოლად გაიყიდება თან, ვიდრე რაღაც სხვა, რაც უბრალოდ 'ნიკონზე მიდის'.

სიმკვეთრის მხრივ 1.8-სა და 3.5-ს შორის დიდი სხვაობა იქნება. მაგრამ ეგენი ორივე რომ 5.6-ზე დააყენო, ან თუნდაც 3.5-ზე, 35 მმ-იანი აჯობებს იმიტომ, რომ ფიქსირებულ ფოკუსიანი ლინზები (35, 50, 85 მმ და ა.შ.) ყოველთვის უფრო კარგ გამოსახულებას იძლევა, ვიდრე ზუმები (18-55, 18-135, 55-200 და ა.შ.).

პორტრეტებში რათქმაუნდა 1.8 აჯობებს - ფოტოს ცენტრი ყოველთვის მკვეთრია და f/1.8 კარგ ბოკეს მოგცემს, 3.5-ისგან განსხვავებით. დაბალ განათებაზე სადაც შტატივი არ გაქვს, ისევ f/1.8 ჯობს, რადგან 1.8-დან 3.5-მდე ორი სტოპია, შესაბამისად იქ სადაც 3.5-იან დიაფრაგმაზე გიწევს მაგალითად 1/4 წამით დაყოვნება, 1.8-იან დიაფრაგმაზე მოგიწევს მხოლოდ 1/15 წამი, რაც დამეთანხმები, დიდი საქმეა. ისიც გაითვალისწინე, რომ 18-55 ლინზას მხოლოდ 18 მმ-ზე აქვს f/1.8, ხოლო 35 მმ-ზე აქვს არა f/3.5, არამედ f/4.5 ან f/5, ანუ რეალურად გაცილებით დიდი დაყოვნება გჭირდება ზუმ ლინზით და ბოკესაც გაჭირვებით მოგცემს პორტრეტებზე.

P.S. ღამის ფოტოგრაფიაში თუ აპირებ ძალების მოსინჯვას, სერიოზულად გირჩევ სამომავლოდ შტატივზე დაფიქრებას, f/8-მდე თუ დახურავ დიაფრაგმას, iso-ს მინიმუმამდე დაიყვან და რამდენიმეწამიანი დაყოვნებით გადაიღებ, ბევრად უკეთეს შედეგს დადებ, ვიდრე f/1.8-ზე მაღალი iso-თი და დაბალი დაყოვნებით.
* * *
QUOTE (ანდაზა @ 10 Feb 2019, 22:04 )
ახლობელ ბავშვს მობილურს ვთხოვნი ხოლმე აიფონ ხს მაქს (ამას იმიტომ აღვნიშნავ, რომ თვითონ მობილურიც ხარისხიან სურათებს იღებს)
გავა ეზოში და უბრალო ნივთებს ისეთ ლამაზ სურათებს უღებს, ისეთ "ტოჩკებს" უჭერს, განცვიფრებული ვარ.
მაგ: გამხმარ ფოთოლს, ხის კანს, ყვავილის რამე ნაწილს, ხალიჩის ნაჭერს დაშ..
ამას ისე იღებს (მანძილი, რაკურსი დაშ.) რომ ერთი შეხედვით ვერ ხვდები რა არის, მაგრამ სილამაზეს ეგრევე ამჩნევ.

მოკლედ გადავწყვიტე ფოტო აპარატი ვუყიდო, მაგრამ არ ვიცი რომელი, თუ დამეხმარებით მადლობელი ვიქნები smile.gif

"ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივ ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია, თუ ესე ითქმის, და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი. არ უნდა გვიკვირდეს, რომ რასაც დიდ მდინარეში ვპოულობთ, იმას მის სათავეშიაც ვხედავთ. ბავშვი სათავეა, დასაწყისია დიდი ადამიანისა."

ეგ იმდენად რთული საკითხია, არც კი ვიცი რა გითხრა. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე მობილურები პროგრამულად ამუშავებენ ფოტოს (აძლევენ ბოკეს, სიმკვეთრეს, კონტრასტს და ა.შ., აქვთ გადაღების სხვადასხვა რეჟიმები), ფოტოაპარატში კი თითქმის ყველაფრის შენით კეთება გიწევს. ვერ მიიღებ ბოკეს, თუ კარგი დიაფრაგმა არ გაქვს, ვერ გადაიღებ კარგ პორტრეტს, თუ კარგი ობიექტივი არ გაქვს და ა.შ. ძალიან ბევრი ნიუანსია. კი, შეიძლება ისწავლო სწორი კომპოზიცია და ტექნიკური მხარე, მაგრამ ჩათვალე, ნოლიდან მოუწევს ბავშვს ყველაფრის სწავლა და დიდი დრო გავა, სანამ ფოტოაპარატით გადაღებული ფოტო მიუახლოვდება მობილურით გადაღებულს.

Posted by: ანდაზა 12 Feb 2019, 05:24
M-B
QUOTE
ეგ იმდენად რთული საკითხია, არც კი ვიცი რა გითხრა. საქმე იმაშია, რომ თანამედროვე მობილურები პროგრამულად ამუშავებენ ფოტოს (აძლევენ ბოკეს, სიმკვეთრეს, კონტრასტს და ა.შ., აქვთ გადაღების სხვადასხვა რეჟიმები), ფოტოაპარატში კი თითქმის ყველაფრის შენით კეთება გიწევს. ვერ მიიღებ ბოკეს, თუ კარგი დიაფრაგმა არ გაქვს, ვერ გადაიღებ კარგ პორტრეტს, თუ კარგი ობიექტივი არ გაქვს და ა.შ. ძალიან ბევრი ნიუანსია. კი, შეიძლება ისწავლო სწორი კომპოზიცია და ტექნიკური მხარე, მაგრამ ჩათვალე, ნოლიდან მოუწევს ბავშვს ყველაფრის სწავლა და დიდი დრო გავა, სანამ ფოტოაპარატით გადაღებული ფოტო მიუახლოვდება მობილურით გადაღებულს.

გაიხარე!
ვახ, უარეს საფიქრალში ჩამაგდე :დ

"გრძნობით შექმნილი ყოველი სურათი ხელოვანის სულიერი ჩანაფიქრის ანარეკლია და არა ნატურისა."

Posted by: Present> 12 Feb 2019, 10:08
M-B
QUOTE
ტელეფონით ვარ და წინასწარ გიხდი ბოდიშს, აბდაუბდად თუ გიპასუხებ 

ნეტა ყველა ასე კომპეტენტურად და დალაგებულად პასუხობდეს, რაის ბოდიში biggrin.gif

QUOTE
მოკლედ, მაგ აპარატზე 18-55 თუ გაქვს, 35-ზე რომ დააყენებ, რასაც დაინახავ, ზუსტად იმავეს დაინახავ კონკრეტულად 35 მმ-იანი ლინზითაც (და 50-ზე რომ სააყენებ, აი იმდენი გამოჩნდება 50 მმ-იან ლინზაზე). ანუ მაგით იხელმძღვანელე, მე რაც დავწერე, ის არის პროფესიონალურ ბოდიზე შედარებისთვის, მაგ. D850, D3 და ა.შ.

არ გირჩევ სხვა ბრენდის ლინზას. ან სიგმა იქნება, ან ტამრონი და რეალურად 35 მმ f/1.8 G DX ერთ-ერთი საუკეთესო ბიუჯეტური ლინზაა თავის კლასში. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, ორიგინალი ნიკონის პროდუქცია უფრო იოლად გაიყიდება თან, ვიდრე რაღაც სხვა, რაც უბრალოდ 'ნიკონზე მიდის'.

სიმკვეთრის მხრივ 1.8-სა და 3.5-ს შორის დიდი სხვაობა იქნება. მაგრამ ეგენი ორივე რომ 5.6-ზე დააყენო, ან თუნდაც 3.5-ზე, 35 მმ-იანი აჯობებს იმიტომ, რომ ფიქსირებულ ფოკუსიანი ლინზები (35, 50, 85 მმ და ა.შ.) ყოველთვის უფრო კარგ გამოსახულებას იძლევა, ვიდრე ზუმები (18-55, 18-135, 55-200 და ა.შ.).

პორტრეტებში რათქმაუნდა 1.8 აჯობებს - ფოტოს ცენტრი ყოველთვის მკვეთრია და f/1.8 კარგ ბოკეს მოგცემს, 3.5-ისგან განსხვავებით. დაბალ განათებაზე სადაც შტატივი არ გაქვს, ისევ f/1.8 ჯობს, რადგან 1.8-დან 3.5-მდე ორი სტოპია, შესაბამისად იქ სადაც 3.5-იან დიაფრაგმაზე გიწევს მაგალითად 1/4 წამით დაყოვნება, 1.8-იან დიაფრაგმაზე მოგიწევს მხოლოდ 1/15 წამი, რაც დამეთანხმები, დიდი საქმეა. ისიც გაითვალისწინე, რომ 18-55 ლინზას მხოლოდ 18 მმ-ზე აქვს f/1.8, ხოლო 35 მმ-ზე აქვს არა f/3.5, არამედ f/4.5 ან f/5, ანუ რეალურად გაცილებით დიდი დაყოვნება გჭირდება ზუმ ლინზით და ბოკესაც გაჭირვებით მოგცემს პორტრეტებზე.


აი, ზუსტად ესენი მაინტერესებდა jump.gif

გამიხარდა love.gif ცოტა ვყოყმანობდი გამოუცდელი რომ ვარ

35 მმ ზე მეტი ძაან უაზროა იქნება
18 გამოსადეგია ძალიან ახლოს როცა ხარ ობიექტთან

მეორე მაქვს 55-300 და იმას ვერ ვიყენებ

ეხლა ორივეს ვყიდი რომ მერე ფიქსირებული ვიყიდო
რას ფიქრობ როგორი ფასებია? (იმედია off topic-ად არ ჩამეთვლება :დ პროსტა მაინტერესებს რეალური ფასებია თუ არა)
1. Nikon AF-S DX NIKKOR 55-300mm F4.5-5.6G 500 ლარი
2. nikon kit lens AF-S DX VR 18-55 F 3.5-5.6GII 300 ლარი

QUOTE
P.S. ღამის ფოტოგრაფიაში თუ აპირებ ძალების მოსინჯვას, სერიოზულად გირჩევ სამომავლოდ შტატივზე დაფიქრებას, f/8-მდე თუ დახურავ დიაფრაგმას, iso-ს მინიმუმამდე დაიყვან და რამდენიმეწამიანი დაყოვნებით გადაიღებ, ბევრად უკეთეს შედეგს დადებ, ვიდრე f/1.8-ზე მაღალი iso-თი და დაბალი დაყოვნებით.

კი, გეთანხმები
ეხლა რაღაც შტატივი მაქვს მაგრამ შესაცვლელია :/



მადლობა პასუხისთვის : )


Posted by: M-B 12 Feb 2019, 14:35
QUOTE
35 მმ ზე მეტი ძაან უაზროა იქნება
18 გამოსადეგია ძალიან ახლოს როცა ხარ ობიექტთან


ეგრეა:

14-20 მმ დიაპაზონი არის ფართო კუთხით გადასაღებად. მაგალითად ქუჩაში, არქიტექტურული ობიექტი რომ გინდა ჩაატიო, ან პეიზაში რომ გინდა გადაიღო და ა.შ.

25-38 მმ დიაპაზონი არის "ნორმალური" გადაღებისთვის, აი ზენიტებზე და მისთანებზე სტანდარტული ლინზა რასაც აკეთებს, იმასვე იზამს ეგეც.

45-85 მმ არის საპორტრეტე უკვე. რათქმაუნდა ასეთი დიფერენციაცია არ არსებობს, მაგრამ დაახლოებით წარმოდგენას შეგიქმნის, რომელი რისთვისაა. გარდა ამისა, როგოც ვხვდები აქ აპირებ ყიდვას და საყიდლად რომ წახვალ, მოარგებ აპარატს და საკუთარი თვალით შეხედავ, ჩემ ახსნილს შენით ნანახი ჯობს, ხომ იცი.

QUOTE
მეორე მაქვს 55-300 და იმას ვერ ვიყენებ

ეგ ზუმ ლინზაა, მე ჩემ აპარატზე 70-300 მაქვს და ძირითადად თვითმფრინავებს ვიღებ ხოლმე, ჩემი სახლის თავზე დაფრინავენ. ქალაქში ვერ ვიყენებ და ქალაქგარეთ კიბატონო.

QUOTE
ეხლა ორივეს ვყიდი რომ მერე ფიქსირებული ვიყიდო
რას ფიქრობ როგორი ფასებია? (იმედია off topic-ად არ ჩამეთვლება :დ პროსტა მაინტერესებს რეალური ფასებია თუ არა)
1. Nikon AF-S DX NIKKOR 55-300mm F4.5-5.6G  500 ლარი
2. nikon kit lens AF-S DX VR 18-55 F 3.5-5.6GII    300 ლარი


55-300 საშუალოდ 140-150$ ღირს, ეგ რომ ჩამოიტანო და განაბაჟო კი დაჯდება 500 ლარი და ალბათ რეალური ფასია, თუმცა საქართველოს ფასები არ ვიცი და ფეისბუკზე ფოტოაპარატების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში თუ გაწევრიანდები, იქ უფრო ნახავ მაგას (და შეიძლება 35-იანსაც გამოკრა ხელი). 18-55-ს რაც შეეხება, ცოტა მეძვირება, კიტ ლინზაა მაინც და სიმართლე გითხრა არ გავყიდიდი, რა იცი როდის დაგჭირდეს 18მმ-ით რამის გადაღება.


Posted by: Present> 12 Feb 2019, 21:18
M-B
QUOTE
ეგ ზუმ ლინზაა, მე ჩემ აპარატზე 70-300 მაქვს და ძირითადად თვითმფრინავებს ვიღებ ხოლმე, ჩემი სახლის თავზე დაფრინავენ. ქალაქში ვერ ვიყენებ და ქალაქგარეთ კიბატონო.

თავიდან დამქოდა ქალაქში თუ გავდიოდი და ეხლა აღარ მიმაქვს
თან მძიმდება ციფრული და სატარებლად რთულია
ზედმეტი არაფერია მაგრამ ფიქსის მუღამი მაქვს, ფული კიდე არარის ორივე დავიტოვო :დ

QUOTE
55-300 საშუალოდ 140-150$ ღირს, ეგ რომ ჩამოიტანო და განაბაჟო კი დაჯდება 500 ლარი და ალბათ რეალური ფასია, თუმცა საქართველოს ფასები არ ვიცი და ფეისბუკზე ფოტოაპარატების ყიდვა-გაყიდვის ჯგუფებში თუ გაწევრიანდები, იქ უფრო ნახავ მაგას (და შეიძლება 35-იანსაც გამოკრა ხელი). 18-55-ს რაც შეეხება, ცოტა მეძვირება, კიტ ლინზაა მაინც და სიმართლე გითხრა არ გავყიდიდი, რა იცი როდის დაგჭირდეს 18მმ-ით რამის გადაღება.

ეგ ვიფიქრე მეც, თუ გავყიდი ჯერ 300იანს და კიტს დავიტოვებ, თან მომწონს მსუბუქია და სწრაფად ასწორებს ფოკუსს.
18-140 რომ არის ეგ მომწონს კიდევ. უნივერსალურია კარგი ზუმიც აქვს და ფართო ხედიც

მოკლედ, ამ წონას ძალიან ვაკვირდები მე
მაგიტომ არ მინდოდა თავიდანვე fullframe, ჩემთვის არაპრაქტიკული იქნება +ლინზაც და გამოდის 3კილო :დ

Posted by: chele23 14 Feb 2019, 21:07
სალამი მეგობრებო,

მოკლედ, სარკიანი ფოტო აპარატი არასოდეს მქონია და არ ვიცი, ამიტომ აქ ვსამ ცოტა ჩაინიკურ კითხვას. ფოტოს გადაღების დროს "მენუალ" რეჟიმით, როდესაც დიდ დაყოვნების დროს ვირჩევ, აპარატი ითიშება, გამორთვა და თავიდან ჩართვა სჭირდება რომ ახალი ფოტო გადაიღოს. ასე უნდა იყოს? თუ ტექნიკური პრობლემა აქვს აპარატს?

Posted by: M-B 15 Feb 2019, 14:47
QUOTE (chele23 @ 14 Feb 2019, 21:07 )
სალამი მეგობრებო,

მოკლედ, სარკიანი ფოტო აპარატი არასოდეს მქონია და არ ვიცი, ამიტომ აქ ვსამ ცოტა ჩაინიკურ კითხვას. ფოტოს გადაღების დროს "მენუალ" რეჟიმით, როდესაც დიდ დაყოვნების დროს ვირჩევ, აპარატი ითიშება, გამორთვა და თავიდან ჩართვა სჭირდება რომ ახალი ფოტო გადაიღოს. ასე უნდა იყოს? თუ ტექნიკური პრობლემა აქვს აპარატს?

რამხელა დაყოვნებაზეა საუბარი? აპარატებს ჩაშენებული აქვთ ავტომატური გათიშვის ფუნქცია დიდხანს თუ არ გამოიყენებ, ჩემი მაგალითად 4 თუ 5 წუთში ითიშება, მაგრამ თუ ლაპარაკია 15-30 წამიან ექსპოზიციაზე და მაგ დროს გეთიშება, მაშინ რაღაც ხარვეზი აქვს თვითონ აპარატს.

Posted by: chele23 15 Feb 2019, 15:58
M-B


არ გამოყენებაზე არ მაქვს საუბარი,
ანუ ფოტოს როდესაც ვიღებ და მინდა დიაფრაგმა ცოტა დიდ ხანს იყოს ღია ერთ წამიანი ან ორ წამიანი დაყოვნებით, მეტი შუქი რომ შევიდეს, აი გაწელილი სინათლე რომ გამოდის ხოლმე ფოტოზე რა. აი მაგ ფოტოს გადაიღებს ითიშება, თითქო ღია დარჩა დიაფრაგმა. მერე უნდა გამოვრთო და თავიდან ჩავრთო. ახალი ფოტო რომ გადავიღო. ვიცი აბდაუბდა ვწერ, ვერ ვხსნი კარგად

Posted by: M-B 15 Feb 2019, 16:57
QUOTE (chele23 @ 15 Feb 2019, 15:58 )
M-B


არ გამოყენებაზე არ მაქვს საუბარი,
ანუ ფოტოს როდესაც ვიღებ და მინდა დიაფრაგმა ცოტა დიდ ხანს იყოს ღია ერთ წამიანი ან ორ წამიანი დაყოვნებით, მეტი შუქი რომ შევიდეს, აი გაწელილი სინათლე რომ გამოდის ხოლმე ფოტოზე რა. აი მაგ ფოტოს გადაიღებს ითიშება, თითქო ღია დარჩა დიაფრაგმა. მერე უნდა გამოვრთო და თავიდან ჩავრთო. ახალი ფოტო რომ გადავიღო. ვიცი აბდაუბდა ვწერ, ვერ ვხსნი კარგად

მივხვდი რასაც ამბობ, ეგ აპარატის ბრალია და ხელოსანმა უნდა ნახოს. თუმცა მეეჭვება აქ ვინმე გამოჩნდეს მაგას რომ ხელი მოკიდოს. მარტო მანუალ რეჟიმზე ჭირს ეგეთი რამე?

Posted by: chele23 15 Feb 2019, 17:12
M-B

კი, მენუალ რეჟიმზე და მხოლოდ მაგ დროს.

სხვა ნებისმიერ რეჟიმზე ჩვეულებრივად

მუშაობს, უპრობლემოდ. ვისგანაც ვიყიდე,

გარანტია მომცა და მივუტან უკან.

უბრალოდ, გადავამოწმე. ვიფიქრე რამე

სისულელე არ ვუთხრა რომ მივუტანთქო.

მადლობა მეგობარო დახმარებისთვის.

Posted by: morixei 17 Feb 2019, 19:30
Present>
შენს ადგილას Nikon 40mm f/2.8G AF-S-ზე უფრო ვიფიქრებდი:
https://www.amazon.com/Nikon-AF-S-Micro-NIKKOR-40mm-2-8G/dp/B005C50H2Y

35მმ-ისგან ხედვის კუთხით დიდად არ განსხვავდება, 50მმ-ზე საკმაოდ ფართოა. რეზოლუციით, მიკრო კონტრასტით და სიმკვეთრით ორივეს ჯობია. ქრომატული აბერაციები ნაკლები აქვს. ფასშიც დიდი სხვაობა არაა.
რაც მთავარია: 40მმ-ით ნორმალურ პორტრეტსაც გადაიღებ, ყოველგვარი სიმახინჯის გარეშე, თითქმის ნულოვანი დისტორსია აქვს.


Posted by: M-B 18 Feb 2019, 16:37
QUOTE (morixei @ 17 Feb 2019, 19:30 )
Present>
შენს ადგილას Nikon 40mm f/2.8G AF-S-ზე უფრო ვიფიქრებდი:
https://www.amazon.com/Nikon-AF-S-Micro-NIKKOR-40mm-2-8G/dp/B005C50H2Y

35მმ-ისგან ხედვის კუთხით დიდად არ განსხვავდება, 50მმ-ზე საკმაოდ ფართოა. რეზოლუციით, მიკრო კონტრასტით და სიმკვეთრით ორივეს ჯობია. ქრომატული აბერაციები ნაკლები აქვს. ფასშიც დიდი სხვაობა არაა.
რაც მთავარია: 40მმ-ით ნორმალურ პორტრეტსაც გადაიღებ, ყოველგვარი სიმახინჯის გარეშე, თითქმის ნულოვანი დისტორსია აქვს.

ხედვის კუთხის მხრივ როგორ არის მანდ საქმე? დაახლოებით 60 მმ-ს ექვივალენტი უნდა მისცეს 40-იანმა ლინზამ APS-C სენსორზე. ჩემთვის მინდოდა Pentax DA 40 mm f/2.8-ს ყიდვა და ფასზე მეტად ხედვის კუთხის გამო შევიკავე თავი. 50 მმ-იანი საპორტრეტეში გადადის უკვე, მაგრამ 40-იანი არასდროს მქონია არც მე და არც ვინმე ნაცნობს, რომ საკუთარი თვალით მენახა.

ბოლოს 28 მმ f/3.5 ვიყიდე, მანუალ ფოკუსით.

Posted by: morixei 18 Feb 2019, 20:41
QUOTE
ხედვის კუთხის მხრივ როგორ არის მანდ საქმე?

1.5 კროპ. დიაგონალზე 50მმ = 31°, 40მმ = 40°, 35მმ = 44°
QUOTE
დაახლოებით 60 მმ-ს ექვივალენტი უნდა მისცეს 40-იანმა ლინზამ APS-C სენსორზე.

კი ეგრეა, მეათედ გრადუსში იყოს ალბათ სხვაობა.
QUOTE
ჩემთვის მინდოდა Pentax DA 40 mm f/2.8-ს ყიდვა და ფასზე მეტად ხედვის კუთხის გამო შევიკავე თავი. 50 მმ-იანი საპორტრეტეში გადადის უკვე, მაგრამ 40-იანი არასდროს მქონია არც მე და არც ვინმე ნაცნობს, რომ საკუთარი თვალით მენახა.
ბოლოს 28 მმ f/3.5 ვიყიდე, მანუალ ფოკუსით.

არც მე არ მქონია შეხება. პენტაქსის ფორუმებზე ბევრი კი აქებს. სურათები რაც მინახია ვერეფერს დაუწუნებ, განსაკუთრებით პორტრეტები გამოდის კარგი.
28მმ კროპისთვის ის არეა, რომელიც თვალით ხედვისას გონება ყველაზე მეტად აღიქვამს და ყურადღების ცენტრში აქცევს. მგონი პენტაქსმაც თავის დროზე მაგიტომ შექმნა fa 43mm f1.9 lim biggrin.gif
ცალკე ერთი ფიქსი რომ ავიღოთ როგორც უნივერსალი 1.5 კროპ სენსორისთვის, არც ფართო არც ვიწრო, თან ოპტიკურად გამართული, პერსპექტივას რომ არ "ამახინჯებდეს" და დისტორსიაც არ ქონდეს, DA 40mm(ან FA 43mm) იქნებოდა ალბათ ოქროს შუალედი.

Posted by: M-B 18 Feb 2019, 21:19
QUOTE
1.5 კროპ. დიაგონალზე 50მმ = 31°, 40მმ = 40°, 35მმ = 44°

თეორია კი ვიცი, მაგრამ პრაქტიკაში რა ხდება, ეგ მაინტერესებდა, რადგან არასდროს მქონია 40 მმ-იანი APS-C-სთვის და 50-იანი კი შორს გარბის უკვე.

QUOTE
  არც მე არ მქონია შეხება. პენტაქსის ფორუმებზე ბევრი კი აქებს. სურათები რაც მინახია ვერეფერს დაუწუნებ, განსაკუთრებით პორტრეტები გამოდის კარგი.

პორტრეტებს არაუშავს, არ მყავს ხალხი, ვინც დამთანხმდებოდა ფოტოსესიაზე biggrin.gif

QUOTE
  28მმ კროპისთვის ის არეა, რომელიც თვალით ხედვისას გონება ყველაზე მეტად აღიქვამს და ყურადღების ცენტრში აქცევს.  მგონი პენტაქსმაც თავის დროზე მაგიტომ შექმნა fa 43mm f1.9 lim biggrin.gif

43 /1.9 საერთოდ არ გამიგია. ეგეთ ფართო კუთხეზე f/2.8-ზე ნაკლებ დიაფრაგმას იშვიათად უკეთებენ ხოლმე. თუმცა ფასი აქვს ისეთი, ოთხი ცალი მანუალ ფოკუსის 40 mm f/2.8 მომივა.

ისე ადრე წავიკითხე სადღაც, რომ 50 მმ კიარა, 42-44 მმ ობიექტივი იძლევა ისეთ ხედვის კუთხეს, როგორსაც ადამიანის თვალი, ხოლო 50 მმ უბრალოდ იმიტომ გახდა სტანდარტული, რომ Leica I-ის შექმნისას გამოიყენეს და მას შემდეგ მიიღო მასობრივი გავრცელება. მალე ჩამომივა აპარატი 43 მმ-იანი ობიექტივით და შევამოწმებ.

Posted by: Present> 18 Feb 2019, 21:47
morixei
QUOTE
შენს ადგილას Nikon 40mm f/2.8G AF-S-ზე უფრო ვიფიქრებდი:
https://www.amazon.com/Nikon-AF-S-Micro-NIK...G/dp/B005C50H2Y

35მმ-ისგან ხედვის კუთხით დიდად არ განსხვავდება, 50მმ-ზე საკმაოდ ფართოა. რეზოლუციით, მიკრო კონტრასტით და სიმკვეთრით ორივეს ჯობია. ქრომატული აბერაციები ნაკლები აქვს. ფასშიც დიდი სხვაობა არაა.
რაც მთავარია: 40მმ-ით ნორმალურ პორტრეტსაც გადაიღებ, ყოველგვარი სიმახინჯის გარეშე, თითქმის ნულოვანი დისტორსია აქვს.

ჰმმ, დასაფიქრებელი ვარიანტია

მაკროს ლინზაო და ეგ მარტო მაკროსთვის არის თუ წავა პორტრეტებზე?

და 2.8 ძაან განსხვავდება 1.8 სგან?
არასდროს მქონია არცერთი
1.8 იმიტომ მიზიდავს რომ ჩაბნელებულ ადგილებში კარგი ნათელი კადრი გამოვა. უფრო პორტრეტებისთვის მინდა და შეიძლება 1.8ით სულ არ გადავიღო თუ არ მომეწონა სიმკვეთრე და მაინც 2.8 ით ვიღო.

რას ფიქრობ, 500 ლარში ვიყიდი მეორადს კარგ მდგომარეობაში 40მმ-ს?

გამოწერაც შეიძლება ან აქ ყიდვა

Posted by: morixei 18 Feb 2019, 23:51
QUOTE
მაკროს ლინზაო და ეგ მარტო მაკროსთვის არის თუ წავა პორტრეტებზე?

ზოგადად მაკრო ლინზებს ახასიათებთ მომატებული მიკრო კონტრასტი(ზედაპირის ფაქტურის მკვეთრი გადმოცემა) + DOF-ის შედაებით დიდი სიღმე, ზოგი ამას იყენებს კიდევაც პორტრეტზე გარკვეული ხასიათისთვის მისაცემად, ყოველ შემთხვევაში შარპის დაკლება რედაქტორებში პრობლემა არაა.
QUOTE
და 2.8 ძაან განსხვავდება 1.8 სგან?

1,3 სტოპით. სიტყვაზე თუ ISO100-ზე იღებ f1.8-ით და გაქვს წამის1/160, იგივე მგრძნობელობით f2.8-ზე მოგცემს 1/60წმ-ს.
QUOTE
რას ფიქრობ, 500 ლარში ვიყიდი მეორადს კარგ მდგომარეობაში 40მმ-ს?

არა მგონია. ამაზონ-ებაიზე შევხედე და 200-250$ ღირს, პლიუს შიპინგი, ტრანსპორტირება, განბაჟებაც დაემატება.
Present> ისე არ იფიქრო რომ კონკრეტულად მაგას გირჩევდე. ზევით რაც დავწერე პირადი შეხედულებიდან და მოთხონიდან გამომდინარე უფროა. მაგალითად პეიზაჟი 50მმ და 70მმ-იანით უფრო მეტი მაქვს გადაღებული ვიდრე 35-ით. 16-45მმ ზუმიც მაქვს(ძაან იშვიათად ვხმარობ, არა და კარგი ობიექტივია) და ამას წინათ გავიყოლე ქალაქ გარეთ, მერე კი ვინანე, მაგის მაგივრად 135მმ ფიქსი წამეღო უკეთესი იქნებოდა ბუნების ხედების გადასაღებად.
შიძლება შენ უფრო განსხვავებული მოთხოვნა გქონდეს smile.gif
M-B
QUOTE
43 /1.9 საერთოდ არ გამიგია...

არ მჯერა user.gif არც 31mm f1.8 Lim ? ესენი(77mm 1.8-თან ერთად) ხომ ყველა პენტაქსისტისათვის წმინდა სამებაა, მთავარი სალოცავი gigi.gif

Posted by: Present> 19 Feb 2019, 00:09
morixei
QUOTE
ზოგადად მაკრო ლინზებს ახასიათებთ მომატებული მიკრო კონტრასტი(ზედაპირის ფაქტურის მკვეთრი გადმოცემა) + DOF-ის შედაებით დიდი სიღმე, ზოგი ამას იყენებს კიდევაც პორტრეტზე გარკვეული ხასიათისთვის მისაცემად, ყოველ შემთხვევაში შარპის დაკლება რედაქტორებში პრობლემა არაა.

გასაგებია...
ლაითრუმს ვიყენებ და ალბათ clarity -ს უნდა დავუწიო ? თუ sharpness?
QUOTE
ისე არ იფიქრო რომ კონკრეტულად მაგას გირჩევდე. ზევით რაც დავწერე პირადი შეხედულებიდან და მოთხონიდან გამომდინარე უფროა. მაგალითად პეიზაჟი 50მმ და 70მმ-იანით უფრო მეტი მაქვს გადაღებული ვიდრე 35-ით. 16-45მმ ზუმიც მაქვს(ძაან იშვიათად ვხმარობ, არა და კარგი ობიექტივია) და ამას წინათ გავიყოლე ქალაქ გარეთ, მერე კი ვინანე, მაგის მაგივრად 135მმ ფიქსი წამეღო უკეთესი იქნებოდა ბუნების ხედების გადასაღებად.
შიძლება შენ უფრო განსხვავებული მოთხოვნა გქონდეს

მე არ მაქვს გამოცდილება
18-55 მაქვს და 55-300

საერთოდ ყველა ტიპის ლინზას ვიქონიებდი მაგრამ სადაა :დ

რევიუებს გადავხედე 35,40 და 50 მმ იანის

40 არ მომეწონა ჩემთვის, ნუ უკეთეს ბოკეს იძლევა და განათებაც 2.8 ზე კარგი აქვს მაგრამ მაკრო არ მაინტერესებს ახლა, თან ზომითაც დიდია და ეგ არ მომეწონა რომ იზრდება ობიექტივი.+ ფასიც ძვირია.

ეხლა მინდა დავამუღამო პორტრეტები და ქუჩის ფოტოგრაფია
და ამისთვის მგონი 50 მმ უფრო გამომადგება რო დავფიქრდი ვიდრე 35. ორივე სიტუაციაში შედარებით შორიდან გადაღება უკეთესი იქნება.

ღამის ცის გადაღებისთვის დამჭირდება ზაფხულში და 50 მმ ხო გამოდგება მაგისთვის? biggrin.gif

ეს კომპაქტურობის, სიმსუბუქის და სიმარტივის განცდა მომწონს რა, ფიქს ლინზას ვგულისხმობ. პურზე რომ ჩAვალ ჩავიტან აპარატს არ დამეზარება biggrin.gif ისე კიდევ ჩანთის თრევა ძაან მეზარება. აი მაგალითად 55-300 ბოდიზე მძიმეა და მაგის ტარება უკვე მეზარება რო ვუყურებ

თან რო წარმოვიდგენ 1.8/2.8 დიაფრაგმით რა კაი ნათელი ფოტოები გამოვა თან 50მმ ზუმზე მიხარია. მაქსიმუმი 3.5 აქვს ისიც 18 მმ ზე თუა
თუ 1.8 ს სიმკვეთრე არ მომეწონა 2.8 ს გამოვიყენებ და ეგეც შეღავათია.

Posted by: simonik123 19 Feb 2019, 15:56
გამარჯობათ,
canon 750D-ით თუ შესაძლებელი ფოტოზე გამოჩნდეს ავტორის სახელი ?

Posted by: M-B 19 Feb 2019, 20:49
QUOTE (simonik123 @ 19 Feb 2019, 15:56 )
გამარჯობათ,
canon 750D-ით თუ შესაძლებელი ფოტოზე გამოჩნდეს ავტორის სახელი ?

Watermark-ის დადებას თუ გულისხმობ, ეგ ფუნქცია ციფრულებს არ აქვთ როგორც ვიცი. ყოველ შემთხვევაში, 750D-ს არ აქვს.

Posted by: simonik123 21 Feb 2019, 13:48
გამარჯობათ,

ღამით სრულ სიბნელეში აპარატი (CANON750D) რომელ რეჟიმზე უნდა დადგეს? გუშინ ეს ამხელა მთვარე იყო ჩამოკიდებული და ვერ გადავუღე sad.gif

Posted by: M-B 21 Feb 2019, 16:12
QUOTE (simonik123 @ 21 Feb 2019, 13:48 )
გამარჯობათ,

ღამით სრულ სიბნელეში აპარატი (CANON750D) რომელ რეჟიმზე უნდა დადგეს? გუშინ ეს ამხელა მთვარე იყო ჩამოკიდებული და ვერ გადავუღე sad.gif

მთვარის წესიერი ფოტოს გადაღება ძალიან რთულია, რამდენიმე მიზეზის გამო:

1. მთვარე ანათებს, ფონი - ბნელია. შესაბამისად წერტილოვან გაზომვას (spot metering) თუ არ გამოიყენებ, ჩაბნელებულ ფოტოს მიიღებ.
2. ღამე ან მაღალ ISO-ზე უნდა გადაიღო, რაც ხარისხს დაგიგდებს, ან დაბალ ISO-ზე უნდა გადაიღო, რითაც მაღალ ხარისხს კი მიიღებ, მაგრამ: ა) დაგჭირდება შტატივი (ტრიპოდს რომ ეძახის დღევანდელი ქართველობა) და დაგჭირდება იმის გათვალისწინება, რომ მთვარე მოძრაობს, შესაბამისად რამდენიმეწამიან დაყოვნებას მიცემ და მიიღებ გადღაბნილ ფოტოს yes.gif

მოკლედ, კარგი ლინზა გინდა, 300 მმ-მდე მაინც რომ წვდებოდეს, შტატივი (ან ტრიპოდი, რავი, რომელიც გირჩევნია gigi.gif ), spot metering და ISO და დაყოვნება ისე უნდა ათამაშო, რომ მაქსიმუმ 2 წამიანი დაყოვნება მიიღო.

ამასაც გადახედე, რა იცი რა ხდება:

https://www.youtube.com/watch?v=xqrzHTz1ehI

ეს გუშინ დილით გადავიღე, რვის ნახევარზე. Spot metering რომ გამოვიყენე, იმიტომ არის ჩაბნელებული. ISO 400 მქონდა და 1/320 დაყოვნება f/5.6-ზე, 300 მმ-იანი ლინზით. შტატივის დასაყენებლად დრო რომ დამრჩენოდა, გადავიღებდი ISO 100-ზე, 1/30 ან 1/15 დაყოვნებით, საკმაოდ განათებულ და მაღალი ხარისხის ფოტოს მივიღებდი. ახლა კი შედეგად მაქვს მხოლოდ არასაკმარისი განათება, ყვითელი მთვარე და არასასურველი "ხმაური" ცაზე, ყვითელ ტონებში:

https://imgur.com/YTVAki7

Posted by: simonik123 22 Feb 2019, 16:35
გამარჯობათ canon 350d-ზე error 99 როგორ ვუშველო? პირველი აპარატი იყო და არ მინდა გადაგდება

Posted by: dat111 22 Feb 2019, 18:29
QUOTE
31mm f1.8 Lim ? ესენი(77mm 1.8-თან ერთად) ხომ ყველა პენტაქსისტისათვის წმინდა სამებაა, მთავარი სალოცავი gigi.gif

კარგი ლინზებია სამივე, ფერებით 43 ყველას ჯობია, 31 ფართოსთვის არადამახასიათებელი ნახატი აქვს კარგი გაგებით, 77 კარგი საპორტრეტეა თმცა ცოტა ზედმეტად კონტრასტული მეჩვენება ზოგჯერ, შედევრია F100 2.8 მაკრო (FA, D-FA ეგეთები ვერ არიან)
* * *
QUOTE
გამარჯობათ canon 350d-ზე error 99 როგორ ვუშველო? პირველი აპარატი იყო და არ მინდა გადაგდება

თუ ყველა ობიექტივზე შვება შათერია იდეაში მკვდარი, უნდა ანახო ხელოსანს

Posted by: Present> 22 Feb 2019, 18:31
ნიკონ d5300 ისთვის მინდა ვიყიდო ბოდის დამცავი

მსგავსი
https://www.ebay.com/itm/Camera-Soft-Silicone-Rubber-Protector-Skin-Case-for-Nikon-D5300-Black/152843071354?hash=item2396282f7a:g:HkkAAOSw-olaQ0ug:rk:12:pf:0

რამდენად მირჩევთ? ან სად შეიძლება ვიყიდო? 16 $ ძაან ძვირია ცოტა შეღავათიან ფასში მინდა

და ეკრანის დამცავიც მინდა რომ არ დაიჩხაპნოს და ა.შ. ნუ ესენი 2 $ ფარგლებში დევს იბეიზე მაგრამ იქნებ თბილისში ვიყიდო სადმე


ჰო კიდევ,

ერთ ლინზას მაძლევენ 50მმ ნიკონის AF-s 1.8
უბრალოდ ფოკუსის რგოლზე რომ რეზინაა ეგ არ აქ საერთოდ და დაწებდებაო

ხოდა რას ფიქრობთ ღირს მასეთი ლინზის აღება ? მარტივად გაკეთებადია ? თუ მერე გამაწვალებს არ მინდა და დავუცდი სხვა ვარიანტს

Posted by: M-B 22 Feb 2019, 20:29
სილიკონზე და ეკრანის დამცავზე ვერაფერს გეტყვი - არ მქონია შეხება. ლინზის რეზინას რაც შეეხება, გინდა ახლა მაგის ზედმეტი თავის ტკივილი? ცალკე რეზინა უნდა იშოვო, გამოჭრა, დააწებო... ორ ლინზაზე გავაკეთე ეგეთი რამე. განა რა ფასად გაძლევენ რომ ღირდეს ჩალიჩი?

Posted by: Present> 23 Feb 2019, 00:08
M-B
გაცვლას მთავაზობს ჩემ ლინზაში 55-300

რეზინაც აქვს მაგრამ ეს დაწებება რაღაც არ მომწონს :დ

შენ რომ დააწებე გამოდგა შემდეგშიც?



Posted by: M-B 23 Feb 2019, 06:38
კი კაცო, ჩვეულებრივად მუშაობდა, სანამ გავყიდიდი, მთავარია დაწებებისას არ მოთხუპნო ყველაფერი და მოძრავ ნაწილებში არ ჩაჟონოს წებომ biggrin.gif

Posted by: ele-elena 23 Feb 2019, 10:48
ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, ვეძებ ერთ ადამიანს, მე აღვწერ და იქნებ ვინმე იცნობთ:
ახალგაზრდა ბიჭია 30 წლამდე (შეიძლება მეტისაც)
რიჟა თმა და წვერი აქვს
თვალების ფერი-ცისფერი
საშუალო სიმაღლის
მარჯვენა ხელზე ატარებს დიდ ბეჭედს შავი მეტალისფერს (როკის მოყვარულები რომ ატარებენ დაახლოებით ისეთს)
მგონი მაღაზია აქვს, ან ვაჭრობს რომელიმე ბაზრობაზე
ორი დღის წინ იყო სტამბულში
ძალია ზრდილობიანი და კულტურული ბიჭია
უყვარს წიგნის კითხვა.
ჩემთვის მნიშვნელოვანია, იქნებ ვინმე გყავთ ასეთი მეგობრებში, სახელი მითხარით გთხოვთ.

Posted by: Present> 23 Feb 2019, 11:27
M-B
QUOTE
კი კაცო, ჩვეულებრივად მუშაობდა, სანამ გავყიდიდი, მთავარია დაწებებისას არ მოთხუპნო ყველაფერი და მოძრავ ნაწილებში არ ჩაჟონოს წებომ

ეხლა გამომიგზავნა და გაუკეთა რგოლი

მგონი დიდი პრობლემა არ უნდა იყოს თუ დაწებდა (მემგონი დააწება უკვე)

ფასებს ვადარებდი და ახალი ჩემი ობიექტივი ძვირია უფრო
ობიექტურად რო შევაფასოთ თანხის დამატება ხო მოუწევს?

ესაა ჩემი https://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_nkw=nikon+af-s+DX+nikkor+55-300mm+f%2F4.5-5.6G+ED+VR&_sacat=0&LH_TitleDesc=0&LH_BIN=1&rt=nc&LH_ItemCondition=1000

ეს იმისი
https://www.ebay.com/sch/i.html?_from=R40&_trksid=m570.l1313&_nkw=nikon+af-s+50mm+1.8G&_sacat=0&LH_TitleDesc=0&_osacat=0&_odkw=nikon+af-s+50+mm+1.8

Posted by: M-B 23 Feb 2019, 21:25
ვერ გეტყვი, იდეაში ეგრეა, შენი ლინზა უფრო ძვირი ღირს, მაგრამ საქართველოში როგორ ხდება ეგ ამბავი და როგორი ფასებია, ზუსტად არ ვიცი.

Posted by: morixei 24 Feb 2019, 15:17
dat111
QUOTE
შედევრია F100 2.8 მაკრო (FA, D-FA ეგეთები ვერ არიან)

კონკრეტულად რაში აქვს უპირატესობა?
DA 21mm F3.2 Lim-თან თუ გქონია შეხება, ან HD ვერსიასთან? მაინტერესებს რამდენად ღიირს HD-ში ზედმეტის მიცემა.

Present>
QUOTE
გაცვლას მთავაზობს ჩემ ლინზაში 55-300

ერთი ერთზე გადაცვლა?! მიუხედავად 1.8 ფიქსისა გაუმართლებელია.

Posted by: dat111 24 Feb 2019, 16:41
QUOTE
DA 21mm F3.2 Lim-თან თუ გქონია შეხება, ან HD ვერსიასთან? მაინტერესებს რამდენად ღიირს HD-ში ზედმეტის მიცემა.

21 არ მაქვს, წმინდა კროპებიდან მარტო 16-50 და 50-135 მაქვს, მაგ სერიებიდან თუ ყიდვაა 15-ით დავიწყებდი უბრალოთ კროპებში მეტის ინვესტირების აზრს ვერ ვხედავ მაინც ან კ1 ან მედიუმის ვარიანტებს უყურებ რა გამომივა.
ჰდ-ვერსია პირადად არ მქონია მაგრამ ინეტიდან რაც დასკვნა გამოვიტანე ოდნავ უკეთ უჭირავს შუქი კრიტიკულ განათებაში, ასე რომ თუ ახალს ყიდულობ მაშინ შეიძლება აზრი აქვს მეტი გადაიხადო და თუ მეორადის ვარიანტია მაშინ სმც- მშვენიერია (შეიძლება ვერც გაარჩიო 99.9% რომელი რითია გადაღებული)
100F მაკროს ფერთა გადმოცემა და მიკროკონტრასტი აქვს ძალიან კარგი ამავდროულად საერთო კონტრასტი არ არის სასწაულად მაღალი (ლეიკის ოპტიკის მაგვარია რა), შემდგომ ვერსიებში უკვე შუშა შეცვალეს თან ეს ტანკივითაა დამზადებული რასაც ქვია, ფოკუს ლიმიტერიც აქვს

Posted by: Present> 24 Feb 2019, 20:41
M-B
QUOTE

ვერ გეტყვი, იდეაში ეგრეა, შენი ლინზა უფრო ძვირი ღირს, მაგრამ საქართველოში როგორ ხდება ეგ ამბავი და როგორი ფასებია, ზუსტად არ ვიცი.

400 ლარად უდევთ ხოლმე 50 მმ რასაც გადავხედე
ეხლა შემხვდა 700 ლარად უდევს და რავი :/ ნამეტანი ძვირია 700
იბეიდან ბევრად იაფად გამოწერ
თუ დამიმატა გადავუცვლი და ეგაა
morixei
QUOTE
ერთი ერთზე გადაცვლა?! მიუხედავად 1.8 ფიქსისა გაუმართლებელია.

ხო 1-1 ზე
ორივე კაი ლინზაა
პროსტა ფასები ვერ გავიგე რა, ღირს თუ არა გაცვლა ისე რომ არაფერი დამიმატოს
+ჩემი უკეთეს მდგომარეობაშია

Posted by: M-B 24 Feb 2019, 23:26
არ გაცვალო ერთი ერთში, ლამის ჩუქება გამოგივა.

Posted by: chele23 26 Feb 2019, 10:16
სალამი მეგობრებო,

თუ ვინმემ იცით, ამის ყიდვას ვაპირებ და ღირს?

Posted by: M-B 26 Feb 2019, 19:46
QUOTE (chele23 @ 26 Feb 2019, 10:16 )
სალამი მეგობრებო,

თუ ვინმემ იცით, ამის ყიდვას ვაპირებ და ღირს?

მაგ რგოლებს კონტაქტები არ უჩანს და მგონი არც დიაფრაგმის კონტროლი, ციფრულზე ყველაფრის ხელით გაკეთება მოგიწევს. თუმცა მეორეს მხრივ, კონტაქტებიანი რგოლები ცეცხლის ფასი ღირს.

Posted by: chele23 28 Feb 2019, 19:44
M-B
მადლობა ყურადღებისთვის

Posted by: ამინ 3 Mar 2019, 00:20
ჰელმუტ ნიუტონს ვინ მოუწოვდით?


Warning:
ბანი 7 დღე



--------------

Posted by: chele23 4 Mar 2019, 10:34
სალამი,

nikon 3100-ზე თავის "კიტ" ობიექტივის შეცვლა მინდა, რამე უკეთესი უნივერსალური ლინზით და რას მირჩევთ, ცოტა ადამიანურ ფასშიც რომ იყოს?

მადლობა წინასწარ

Posted by: M-B 4 Mar 2019, 19:37
50 მმ f/1.8 G არის საპორტრეტედ, 35 მმ f/1.8 G არის 'სტანდარტული'. ამათზე იაფი არაფერი მახსენდება. ნუ ზუმ ლინზაც შეგიძლია იყიდო (55-200 მმ), თუ გაქვს მაგის ინტერესი.

Posted by: Levan_Lion 5 Mar 2019, 18:39
ნიკო რა კაცია smile.gif 1:30 წამამდე


Posted by: pankisa777 18 Mar 2019, 00:49
მეგობრებო თქვენი დახმარება მინდა სასწრაფოდ.ხვალ მინდა ლინზების ყიდვა და ესენი full frameია?user posted image
* * *
user posted image
................................................




..............
* * *
user posted image
..................................................
* * *
კამერა canon 1d mark4
............

Posted by: M-B 18 Mar 2019, 07:58
არა. Full frame არის "EF". მაგათ ორივეს EF-S აწერიათ, რაც კროპ სენსორისას ნიშნავს.

Posted by: pankisa777 18 Mar 2019, 09:11
M-B

გაიხარე,დიდი მადლობა 2kiss.gif
კიდეც გამიკვირდა,ორივე ლინზა 220 დოლარში იყო

Posted by: sabas 12 Apr 2019, 12:40
https://forum.ge/?f=58&showtopic=35089419
ამაზე რას მირჩევთ ამ ფასად გავყიდი ?

Posted by: M-B 12 Apr 2019, 15:13
QUOTE (sabas @ 12 Apr 2019, 12:40 )
https://forum.ge/?f=58&showtopic=35089419
ამაზე რას მირჩევთ ამ ფასად გავყიდი ?

AT-1 ავტო რეჟიმის გარეშეა, პლიუს ლინზები ქენონის ბრენდის არაა. გუშინ 220 ლარად გაიყიდა "ლეგენდარული" AE-1 50 მმ-იანი FD f/1.8 ლინზით და გაგიჭირდება მაგის გაყიდვა ჩემი აზრით.

ზოგადად აქ დადებული და გაყიდული არაფერი მინახავს user.gif

Posted by: tamuska 23 Apr 2019, 20:03
გამარჯობათ , 2500 ლარის ფარგლებში რომელ ფოტოაპარატს მირჩევდით ?

Posted by: ⴓⴒⴗⴅⴈ 26 Apr 2019, 06:57
tamuska
QUOTE
გამარჯობათ , 2500 ლარის ფარგლებში რომელ ფოტოაპარატს მირჩევდით ?


https://www.krontech.ca/store/Chronos-1-4-high-speed-camera-p92268927

Posted by: Dmitry_Medvedev 29 Apr 2019, 23:14
მეგობრებო sony a mount-თან როგორი გამოცდილება გაქვთ? SLT მოდელებს ვგულისხმობ, ეხლა მაქვს ა37 და გაძლიერებას ვაპირებ.

Posted by: უტყუვი 10 May 2019, 21:57
გლდანში იცით შავთეთრი ფირები სად იყიდება იაფად?

Posted by: M-B 10 May 2019, 23:53
არ იშოვება გლდანში შავ-თეთრები, არც იაფად, არც ძვირად.

Posted by: უტყუვი 11 May 2019, 20:27
არც ფონიჭალაში და ვაზის უბანშია?
გამოწერის პონტი არ მაქვს

Posted by: M-B 11 May 2019, 20:42
QUOTE (უტყუვი @ 11 May 2019, 20:27 )
არც ფონიჭალაში და ვაზის უბანშია?
გამოწერის პონტი არ მაქვს

Fotografia.ge yes.gif

მგონი მიტანის სერვისიც აქვთ, მაგრამ შეიძლება ვცდებოდე. თაბუკაშვილის ქუჩაზე არიან, ოპერის უკან. ფასები იმაზე იაფია, ვიდრე გამოწერა შეიძლება დაჯდეს.

Posted by: უტყუვი 12 May 2019, 07:16
M-B
მადლობა, გაიხარე!


..................................

Posted by: ac1001 16 May 2019, 23:47
გამარჯობა მეგობრებო

ასეთი ფოტოაპარატების ყიდვისას რა უნდა გაითვალისწინო არასოდეს რო არ გქონია ასეთი (იხ. სურათი)
200 250 ლარებში რო იყიდება მაიმარკეტზე?
და რა ქვია ასეთ ფოტოაპარატს პროფესიონალური?


user posted image

Posted by: M-B 17 May 2019, 20:54
QUOTE (ac1001 @ 16 May 2019, 23:47 )
გამარჯობა მეგობრებო

ასეთი ფოტოაპარატების ყიდვისას რა უნდა გაითვალისწინო არასოდეს რო არ გქონია ასეთი (იხ. სურათი)
200 250 ლარებში რო იყიდება მაიმარკეტზე?
და რა ქვია ასეთ ფოტოაპარატს პროფესიონალური?


user posted image

გაგიმარჯოს

"სარკიანი" ქვია (იმიტომ, რომ შიგნით სარკე აქვს). "პროფესიონალურს" საქართველოში ეძახიან, თორემ ეგ აპარატები თავის მხრივ იყოფა დამწყები (entry level), საშუალო (mid-range) და პროფესიონალურ (high end) სარკიან აპარატებად. შენ რასაც ამბობ, 200-250 ლარის ფარგლებში, რათქმაუნდა დამწყების დონისაა. გარბენს უნდა მიაქციო ყურადღება, ანუ რამდენი ფოტო აქვს გადაღებული. 100000-ს რომ მიუკაკუნებს, დიდი ალბათობით შათერი გაუფუჭდება და ვეღარაფერს გადაიღებ. საერთოდ უმჯობესია 20000-ზე ნაკლები მაინც ჰქონდეს გარბენი. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ვიდეოზე ამუშავებენ ხოლმე, სენსორს რესურსი ეწურება და მაგის გარბენს კაციშვილი ვერ გეტყვის.

Posted by: ac1001 17 May 2019, 22:39
M-B
მადლობა პასუხისთვის.
დამწყები ყოფილა ანუ.
მარტო ეს ვერ გავიგე: "ვიდეოზე ამუშავებენ ხოლმე"
ანუ ფოტოების მაგივრად ვიდეოებს იღებენ?

Posted by: M-B 17 May 2019, 22:44
QUOTE (ac1001 @ 17 May 2019, 22:39 )
M-B
მადლობა პასუხისთვის.
დამწყები ყოფილა ანუ.
მარტო ეს ვერ გავიგე: "ვიდეოზე ამუშავებენ ხოლმე"
ანუ ფოტოების მაგივრად ვიდეოებს იღებენ?

ჩვენთან ძირითადად იყიდება სამი ტიპის სარკიანი აპარატი:

1. ადამიანურ პირობებში ნახმარი. მაგალითად, ოჯახში სარგებლობაში ნამყოფი;
2. ქორწილებში ფოტოებზე ნამუშევარი. მართალია 300 ლარის ფარგლებში "ძირითად" კამერად ნამუშევარი არ არის ხოლმე, მაგრამ "დამხმარე" კამერად ნამუშევრებს ხშირად ყიდიან;
3. ქორწილში ვიდეოზე ნამუშევარი. ე.ი. ვიდეოგადაღებისთვის გამოყენებული. საერთოდ Canon 5D-ს სხვადასხვა ვერსიები უყვართ ხოლმე მაგ დანიშნულებით, მთელი რიგი მიზეზების გამო, მაგრამ არასდროს ხარ დაზღვეული იმისგან, რომ უფრო იაფი მოდელებიც ვიდეოზე არაა ნამუშევარი.

ცოტა მუქ ფერებში ვხატავ ყველაფერს, ბოდიში user.gif სინამდვილეში არც ისე სარისკოა ნახმარი აპარატის შეძენა.

Posted by: ac1001 17 May 2019, 22:55
M-B
დიდი მადლობა პასუხებისთვის up.gif

Posted by: pankisa777 26 May 2019, 14:30
მეგობრებო ეს ქენონის ობიექტივები რატოა ასე იაფი? 75-300.
70-300 გაცილებით მეტი ღირს.
ხარისხშია სხვაობა?user posted image

Posted by: M-B 26 May 2019, 21:58
QUOTE (pankisa777 @ 26 May 2019, 14:30 )
მეგობრებო ეს ქენონის ობიექტივები რატოა ასე იაფი? 75-300.
70-300 გაცილებით მეტი ღირს.
ხარისხშია სხვაობა?user posted image

75-300 ერთ-ერთი უსუსტესი ობიექტივია ქენონის ლინზებში მაშინ, როცა 70-300 - საშუალო დონისადაა მიჩნეული. მანდ მხოლოდ მილიმეტრებში არაა საქმე, ოპტიკურ სქემაზეც ბევრი რამეა დამოკიდებული. 70-300-ს აქვს 15 ელემენტი 10 ჯგუფში, ხოლო 75-300-ს აქვს 13 ელემენტი 9 ჯგუფში. ფურცელზე ვითომ არაფერი, მაგრამ თითოეულ ლინზას აქვს მნიშვნელობა.

ასევე გააჩნია გამოსახულების სტაბილიზაცია აქვს თუ არა 75-300-ს და 70-300-ს, ასევე რომელი თაობის ლინზაა. ეგ ყველაფერი მოქმედებს საბოლოო შედეგზეც და ფასზეც.

Posted by: pankisa777 27 May 2019, 01:39
M-B
დიდი მადლობა მეგობარო.მგონი არ
ღირს ამის ყიდვა.
უკეთეს ვარიანტს ვნახავ

Posted by: 123omari123 30 May 2019, 16:45
გამარჯობა,
მობილურის აპლიკაცია არ არსებობს რამე რომლითაც გადაღებას უფრო გავახანგრძლივებ, shutter speed რომ შევანელო უფრო მეტად ვიდრე მობილურს აქვს ფუნქცია? ს7 ედჯი მაქვს და pro mode_ში 10 წამი შემიძლია მაქსიმუმ და უფრო მეტი წესით უნდა შეიძლებოდეს პროგრამით ალბათ. ბევრი პროგრამა ვნახე ცნობილიც და უცნობიც მაგრამ არცერთმა არ გადაიღო 10 წამზე მეტი ხანგრძლივობით.

Posted by: Firework 2 Jun 2019, 19:20
გამარჯობა
პირველად ვყიდულობ აპარატს და რასაც გადავხედე ჩვენ ტექნიკის მაღაზიებს Canon 2000D და Nikon 3500D-ზე შევარჩიე არჩევანი და რომელი ჯობია ან ღირს თუ არა საერთოდ ამ მოდელებიდან რომელიმეს ყიდვა. ან თქვენ რომ ყიდულობდეთ ახლა რომელს იყიდიდით ძალიან ძვირიც რომ არ იყოს. ვიდეოს ხარისხი არ მაინტერესებს, ფოტოებისთვის მინდა.

Posted by: M-B 2 Jun 2019, 23:19
QUOTE (123omari123 @ 30 May 2019, 16:45 )
გამარჯობა,
მობილურის აპლიკაცია არ არსებობს რამე რომლითაც გადაღებას უფრო გავახანგრძლივებ, shutter speed რომ შევანელო უფრო მეტად ვიდრე მობილურს აქვს ფუნქცია? ს7 ედჯი მაქვს და pro mode_ში 10 წამი შემიძლია მაქსიმუმ და უფრო მეტი წესით უნდა შეიძლებოდეს პროგრამით ალბათ. ბევრი პროგრამა ვნახე ცნობილიც და უცნობიც მაგრამ არცერთმა არ გადაიღო 10 წამზე მეტი ხანგრძლივობით.

მახსოვს ადრე Nikon D90-ზე თუ D5100-ზე იყო პროგრამული ლიმიტი ვიდეოგადაღებისთვის იმიტომ, რომ სენსორს ახურებდა და 5 წუთზე მეტხანს არ შეგეძლო გადაღება ამიტომ. რომ არ დაგეწვა სენსორი. შესაძლოა ტელეფონის სენსორებსაც მსგავსი მოსაზრებით ეზღუდებათ ხანგრძლივი დაყოვნებით გადაღება. თუმცა დანამდვილებით ვერ გეტყვი.
* * *
QUOTE (Firework @ 2 Jun 2019, 19:20 )
გამარჯობა
პირველად ვყიდულობ აპარატს და რასაც გადავხედე ჩვენ ტექნიკის მაღაზიებს Canon 2000D და Nikon 3500D-ზე შევარჩიე არჩევანი და რომელი ჯობია ან ღირს თუ არა საერთოდ ამ მოდელებიდან რომელიმეს ყიდვა. ან თქვენ რომ ყიდულობდეთ ახლა რომელს იყიდიდით ძალიან ძვირიც რომ არ იყოს. ვიდეოს ხარისხი არ მაინტერესებს, ფოტოებისთვის მინდა.

ეს შეკითხვა iphone vs android, mercedes-benz vs bmw, მკერდი vs საჯდომი და ა.შ. კატეგორიაში გადის. ყველამ ის უნდა იყიდოს, რაც თავად მას აწყობს. მე შემიძლია გითხრა შემდეგი რამ:

ქენონის ყიდვა ღირს იმ მხრივ, რომ მისი ობიექტივები საქართველოში უფრო იშოვება და შედარებით უფრო იაფი ღირს.

ნიკონის ყიდვა ღირს იმ მხრივ, რომ დამზადების ხარისხი უფრო მაღალი აქვს, ვიდრე ქენონს. თუ საშუალება გაქვს, ორივე მოსინჯე ხელში და რომელი უფრო "სოლიდური" ტიპი იქნება, თავად ნახე.

ფოტოების ხარისხით ორივე ერთ დონეზე გაგიყვანს, თუკი რათქმაუნდა ქორწილებს არ იღებ (და ალბათ არც იღებ, თორემ უფრო მაღალი კლასის აპარატს იკითხავდი).

Posted by: Firework 3 Jun 2019, 01:28
QUOTE
iphone vs android, mercedes-benz vs bmw, მკერდი vs საჯდომი

აქედან რომ ვიდოდე რომელი რომელს შეესაბამება ქენონს თუ ნიკონს ზუსტად ავირჩევდი gigi.gif


QUOTE
უფრო მაღალი კლასის აპარატს იკითხავდი).

უფრო მაღალი კლასისას რომელს მირჩევდი? ბოლო მოდელებს თუ არ ჩავთვლით

Posted by: M-B 3 Jun 2019, 10:23
QUOTE
აქედან რომ ვიდოდე რომელი რომელს შეესაბამება ქენონს თუ ნიკონს ზუსტად ავირჩევდი  gigi.gif

ეგ მე და შენ კიარა, არავინ იცის biggrin.gif

QUOTE
უფრო მაღალი კლასისას რომელს მირჩევდი? ბოლო მოდელებს თუ არ ჩავთვლით

რა გითხრა აბა, ნიკონის D3xxx სერია დამწყებისთვისა. D5xxx სერია ოდნავ უკეთესია, საშუალო დონისაა, ასე ვთქვათ. D7xxx არის უკვე პროფესიონალური დონის აპარატები. გარდა მაგისა არის Full Frame ფორმატის (უფრო დიდი ზომის სენსორის მქონე) აპარატები, სამნიშნა ნომენკლატურით, მაგალითად D600, რომელიც მგონი ყველაზე იაფი ნიკონია მაგ ფორმატში. სულ ზევით დგას ერთნიშნა ნიკონები, D3, D4 და ა.შ. ესენი უპირობოდ უმაღლესი კლასისაა. რაც შეეხება ორნიშნებს, მაგალითად D70, D90, ეგენი მოძველდა უკვე. ასევე მოძველებული მოდელებია D200/D300. გამოშვების წელს დიდი მნიშვნელობა აქვს მოკლედ.

ქენონშიც დაახლოებით იგივე სიტუაციაა, ოთხნიშნები (მაგ. 1100D, 2000D) არის დამწყების, სამნიშნა (მაგ. 550D, 750D) - საშუალო დონის. ორნიშნა (მაგ. 60D) - მაღალი დონის სამოყვარულო.
Full Frame ფორმატი ქენონსაც აქვს და მას მიეკუთვნება მაღალი დონის სამოყვარულო აპარატი EOS 5D/6D (მარკებს მნიშვნელობა არ აქვს, "პროფესიონალური" დონისად ეგ აპარატი მგონი მხოლოდ საქართველოში აღიქმება) და "ჭეშმარიტი" პროფესიონალური აპარატი - EOS 1D, თავისი 4 თუ 5 მოდიფიკაციით.


* * *
აუცილებლად უნდა გითხრა ის, რომ თუ სამოყვარულო დონეზე გინდა გადაღება, ანუ "შენთვის", ნიკონის D3xxx და D5xxx სერიებს შორის, ასევე ქენონის xxxD და xxxxD სერიებს შორის სერიოზულ სხვაობას ვერ იგრძნობ, ჯობია იაფი "ბოდი" იყიდო და ფული უკეთესი ლინზებისთვის გადადო.

Posted by: Sulia 3 Jun 2019, 12:34
მოგესალმებით, ვიყიდე Sony rx100 m3 რომელსაც ჩაშენებული nd ფილტრი აქვს, ფილტრების იდეა ვიცი რა დანიშნულება ქვს მაგრამ პრაქტიკაში ჯერ არ გამომიდია, იქნებ ვინმემ იცოდეთ რა პარამეტრები უნდა მიუთითო ნდ ფილტრის გამოყენისას?

Posted by: Firework 3 Jun 2019, 14:01
M-B
დიდი მადლობა ამომწურავად გავიგე ყველაფერი <3 up.gif

Posted by: 123omari123 6 Jun 2019, 22:30
M-B
გასაგებია, მადლობა.
* * *
polaroid 636 ამის კასეტა/ფირი თუ რაც ქვია სად შეიძლება რომ იშოვებოდეს? ან თბილისში ან გამოწერითაც შეიძლება.

Posted by: tat21 11 Jun 2019, 16:35
გამარჯობა, მაინტერესებს ძველებური პოლაროიდის ფირები თუ იშოვება სადმე

Posted by: M-B 11 Jun 2019, 22:29
QUOTE

polaroid 636 ამის  კასეტა/ფირი თუ რაც ქვია სად შეიძლება რომ იშოვებოდეს? ან თბილისში ან გამოწერითაც შეიძლება.

QUOTE

გამარჯობა, მაინტერესებს ძველებური პოლაროიდის ფირები თუ იშოვება სადმე


საქართველოში არსად მეგულება რომ იყიდებოდეს უშუალოდ პოლაროიდის აპარატებისთვის განკუთვნილი "ფირი". აქ მხოლოდ Fuji Instax მინახავს. საზღვარგარეთ რაც შეეხება, Impossible Project უშვებს მაგ "ფირს" და საშუალოდ 20$ ღირს 8 კადრიანი კასეტა. იბეიზე უხვადაა, ასევე ამაზონზეც. მაგრამ მაინცდამაინც რენტაბელური არ არის თითო კადრში 2.5 დოლარის გასროლა.

Posted by: tat21 12 Jun 2019, 17:42
კი ნამდვილად არ ღირს მაგდენის გადახდა, ვინმე შეიძლება იყოს დაინტერესებული მსგავსი ნივთების ყიდვით ?

Posted by: M-B 13 Jun 2019, 15:03
QUOTE (tat21 @ 12 Jun 2019, 17:42 )
კი ნამდვილად არ ღირს მაგდენის გადახდა, ვინმე შეიძლება იყოს დაინტერესებული მსგავსი ნივთების ყიდვით ?

mymarket.ge-ზეც დევს ხოლმე და მშრალ ხიდზეც ბლომადაა. მაგის მთავარი პრობლემის შესახებ (ფირის სიძვირე) ყველამ იცის და ძირითადად ჭირს ხოლმე გაყიდვა.

Posted by: 123omari123 16 Jun 2019, 01:19
M-B
მადლობა, ასეთი კოდაკი მაქვს კიდევ (დაახლოებით) , რამე ფასი აქვს რომ გავყიდო? აღარ მახსოვს თუ მუშაობს , მემგონი მუშაობს, დაუშვათ დაზიანებული რომ იყოს თუ კეთდება და ძვირი ჯდება?
user posted image

Posted by: M-B 16 Jun 2019, 22:41
123omari123

იბეიზე რომ გადავავალე თვალი, 15-20 დოლარად შეიძლება იშოვო. 1980 წელს გამოშვებული აპარატია, მაგის "ფირი" არც ვიცი იშოვება თუ არა, თუ რამე იქნება, ალბათ უკვე ვადაგასული. დაზიანებულის შეკეთებას აზრი არც ექნება ალბათ, თუ ვინმე იყიდის, სუვენირად უნდა დადოს ისედაც.

Posted by: 123omari123 17 Jun 2019, 01:51
M-B
გასაგებია, მადლობა.



Posted by: ჩარლი 1 Aug 2019, 15:17
მაქსიმუმ 1200 ლარის ღირებულების ფარგლებში რომელ კამერას მირჩევთ?

Posted by: arqiteqtor 5 Sep 2019, 21:13
ქენონის 18-135 MM ლინზა გაიჭედა და აღარ ბრუნავს

იქნებ რაიმე მირჩიოთ, ან ხელოსანი მიმასწავლოთ

Posted by: M-B 5 Sep 2019, 21:45
QUOTE (arqiteqtor @ 5 Sep 2019, 21:13 )
ქენონის 18-135 MM ლინზა გაიჭედა და აღარ ბრუნავს

იქნებ რაიმე მირჩიოთ, ან ხელოსანი მიმასწავლოთ

იგორი - 558-610-506. ლეონიძის 7 თუ 9 ნომერში არის მაღაზია Zoom Service და იქ მუშაობს. ხანდახან გამორთული აქვს ხოლმე ტელეფონი.

Posted by: GS88 7 Sep 2019, 17:58
ფოტოს დასამუშავებლად რა პროგრამებს იყენებთ ?
ყველაზე კომპაქტური რომელია რას მირჩევთ ?

იგივე შეკითხვა მექნება ვიდეოს დასამუშავებლად ფერებისთვის რა პროგრამაა ნორმალური

როგოც უფასო ასევე ფასიანი smile.gif


მადლობა smile.gif

Posted by: Obey 19 Sep 2019, 19:39
გამარჯობათ
რა მაინტერესებს ამ კამერის საყიდლად ვიყავი კონონის 600D და ესეთი რაღაცა მითხრეს კი გვაქვსო მარა ჩინური არისო და აქვს მარტო ჩინური და ინგლისური ენაო და ცოტა უფრო ძვირად გვაქვს იგივე მოდელიო და მანდ ყველანაერი ენები არისო და ნორმალურადაც ვერ ამიხსნა სამწუხაროდ კონსულტანტმა
ენების გარდა კიდე რამე სხვაობა შეისაძლებელია იყოს? და ინგლისური და ჩინური ენები რომელშიც არის ორიგინალი არ არის? უფრო ცუდი ხარისხის არის?
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: morixei 20 Sep 2019, 12:02
QUOTE
ენების გარდა კიდე რამე სხვაობა შეისაძლებელია იყოს? და ინგლისური და ჩინური ენები რომელშიც არის ორიგინალი არ არის? უფრო ცუდი ხარისხის არის?

ყველა ორიგინალია, სხვა და სხვა რეგიონებისთვის არის განსხვავებული ენებით. ეგ ეგზემპლიარი სავარაუდოდ ამერიკა-ჩინური ბაზრისთვის იქნებოდა. ხარისხი ერთია, იაპონიაშიც და ჩინეთშიც იგივე ტექნოლოგიური ხაზია. ფასში კი არის სხვაობა განხვავებული ფინანსური პოლიტიკის გამო. შიდა პროდუქცია იაპონელებისთვისაც კი ძვირია.
ქენონის ფოტო აპარატების(ობიექტივებიც) ნახევარზე მეტი იწარმოება ჩინეთსა და მალაიზიაში. ასევე ყველა იაპონური ბრენდები(გარდა ნიკონისა) მთლიანად ან ნაწილობრივ მუშაობენ სხვა ქვეყნებში: ჩინეთი, მალაიზია, ვიეტნამი და ფილიპინები.

Posted by: Obey 20 Sep 2019, 23:25
morixei
დიდი მადლობა ახსნისთვის.

Posted by: Werner Voss 27 Oct 2019, 21:41
fujifilm x100 მომწონს ძან და როგორი აპარატია, ძან ხო არ მოძველდა? თან ახლები აღარ გამოდის და რამდენად ღირს მეორადის ყიდვა იბეიზე?
მოგზაურობის დროს, ქალაქებში საჩხაკუნოდ მინდა.

Posted by: gion 17 Nov 2019, 13:36
გამარჯობა, თბილისში სადმე ვიშოვი მწვანე ფონს? ეგრედწოდებული chroma key background. მჭირდება ვიდეოში ფონის შეცვლისთვის.

Posted by: JSB14BSJ 21 Nov 2019, 10:08
ვინც ერკვევით, შეგიძლიათ, დამეხმაროთ და მეც გამარკვიოთ:

ნიკონის აპარატები ვიკიპედიაში ცხრილის სახით დახარისხებულია დონის (სამოყვარულო, პროფესიონალური) მიხედვით -
https://en.wikipedia.org/wiki/Comparison_of_Nikon_DSLR_cameras

კენონის აპარატები კი ასეთივე ცხრილში დახარისხებულია არა დონის, არამედ სხვა კრიტერიუმის მიხედვით -
https://en.wikipedia.org/wiki/Comparison_of_Canon_EOS_digital_cameras

როგორ მივხვდე, კენონის ცხრილში დონის მიხედვით რომელი აპარატი რომელ დონეს შეესაბამება?
ან თუ იცით სადმე კენონის აპარატების ცხრილი, სადაც დახარისხებული ნიკონის მსგავსად დონის მიხედვით იქნება?

Posted by: Baldwin 28 Nov 2019, 20:42
გამარჯობა.
ვინც ერკვევა დამეხმარეთ არჩევაში 2kiss.gif
ე.წ Print-კამერებში რომელია უფრო (ნაკლებად პრობლემატური) გამომდგარი ?
სამოყვარულო დონეზე რა თქმა უნდა.
მაგალითად ამ ორიდან :
1- Polaroid Snap Instant Digital Camera
2- Canon IVY CLIQ Instant Camera
ან თუ იცით სხვა უკეთესი ვარიანტი მირჩიეთ..
მაქს 80$-ის ფარგლებში
lam.gif

Posted by: JSB14BSJ 2 Dec 2019, 20:18
აქ საერთოდ არსებობს / სუფევს / მყოფობს ვინმე?




ან ვინმემ იცის რამე?




თუ სამარიაჟოდაა ეს განყოფილებაც?

Posted by: ninoto 3 Dec 2019, 08:15
JSB14BSJ
გამარჯობა smile.gif

QUOTE
აქ საერთოდ არსებობს / სუფევს / მყოფობს ვინმე?

გახლავართ smile.gif მაგრამ სამწუხაროდ მოყვარული და თქვენსავით ნაკლებად გაცნობიერებული ფოტოაპარატებში, თავადაც ვეძებ კარგ ფოტოაპარატს.
პროფესიონალი და მცოდნე ფოტოგრაფები მგონი არ არიან აქ, ან ძალიან იშვიათად გვსტუმრობენ მოუცლელობის გამო.

Posted by: morixei 3 Dec 2019, 20:37
JSB14BSJ
QUOTE
როგორ მივხვდე, კენონის ცხრილში დონის მიხედვით რომელი აპარატი რომელ დონეს შეესაბამება?
ან თუ იცით სადმე კენონის აპარატების ცხრილი, სადაც დახარისხებული ნიკონის მსგავსად დონის მიხედვით იქნება?

ქენონზე თუ გაინტერესებს, აქ ნახე სპეციფიკაციაში უწერია:
https://www.dxomark.com/
ფოტო კამერების მსგავსი დიფერენცია ძირითად მწარმოებლის მიერაა შექმნილი და ძალზედ ზოგადი ხასიათის მატარებელია. უფრო ზუსტად კი არანაირ ინფორმაციას არ შეიცავს აპარატის შესაძლებლობაზე.

Posted by: JSB14BSJ 4 Dec 2019, 00:16
ninoto
QUOTE
თქვენსავით ნაკლებად გაცნობიერებული ფოტოაპარატებში

არადა განყოფილების მოდერი biggrin.gif

morixei
QUOTE
https://www.dxomark.com/

დიდი მადლობა, მაგრამ შენ საიტის მთავარი გვერდის ბმული მომეცი და ეგეც არ იყოს, აქ ყოველი აპარატის მახასიათებლები უნდა მოვძებნო. ამასობაში მე თავად გავერკვიე... თუ ვინმეს გამოადგება, დავწერ და თუ არავის არ აინტერესებს, ტყუილად რატომ დავწერო.

Posted by: morixei 4 Dec 2019, 22:21
JSB14BSJ
QUOTE
თუ ვინმეს გამოადგება, დავწერ და თუ არავის არ აინტერესებს, ტყუილად რატომ დავწერო.

თუ რამე საინტერესო ლინკები ნახე დაგვიდე. ვნახავთ, გავეცნობით smile.gif
..............

წინა პოსტში დაწერილს ცოტა განვავრცობ. პროფესიონალური აპარატი - ტერმინი როგორც ასეთი ძალზედ ზოგადი მცნებაა.
ფოტო(კინო) ინდუსტრია უამრავ სფეროს მოიცავს სადაც ადამიანი მოღვაწეობს და თვალი მიუწვდება. აპარატი როგორც სამუშაო ინსტრუმენტი, იარაღი, კონკრეტულ საქმეს და სამუშაო პირობებს უნდა ერგებოდეს. ისეთი პროფ. კამერა რომელიც ყველა სფეროში მაღალ დონეზე სამუშაოს შესრულებას თანაბრად დააკმაყოფილებს, უბრალოდ არ არსებობს.

პ. ს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: JSB14BSJ 6 Dec 2019, 10:23
morixei
QUOTE
საინტერესო ლინკები

დიდი არაფერი, უბრალოდ კენონის სახელებში გავერკვიე აპარატების დონის პონტში:

https://en.wikipedia.org/wiki/Canon_EOS#Naming_scheme

Posted by: miracle_of_love 13 Dec 2019, 00:01
მოგესალმებით, რომელ მაღაზიაში შევიძინო ნიკონის აპარატი ზუმერი , ელიტ ელი თუ კიდობანი? მადლობა გამოხმაურებისთვის smile.gif

Posted by: NiniaG 24 Dec 2019, 13:33
აპარატი რომ არ ირთვება საერთოდ, კომპიუტერთან მიერთების შემთხვევაში რომ არ აქვს კონტაქტი - რისი ბრალია? მოკვდა? sad.gif
ქენონ 60 დ-ს ვერ ვრთავ sad.gif

Posted by: morixei 26 Dec 2019, 23:44
NiniaG
თუ აკუმლატორი წესრიგშია და არ ირთვება აჯობებს ხელოსანს აჩვენო.

Posted by: chele23 29 Dec 2019, 16:43
სალამი მეგობრებო, ნიკონ დ3100 - დან ვაპირებ დ5200 გადასვლას. სულ რაღაც 300 ლარია სხვაობა, რას მირჩევთ ღირს ფულის გადახდა?

Posted by: morixei 30 Dec 2019, 00:59
chele23
აპარატი თუ კარგ მდგომარეობაშია ღირს აღება. უკეთესი სენსორი და ერგონომიკა აქვს. სურათის ხარისით 7100-ის დონეა.

Posted by: chele23 30 Dec 2019, 09:12
QUOTE (morixei @ 30 Dec 2019, 00:59 )
chele23
აპარატი თუ კარგ მდგომარეობაშია ღირს აღება. უკეთესი სენსორი და ერგონომიკა აქვს. სურათის ხარისით 7100-ის დონეა.

კი, კარგ მდგომარეობაშია.
დიდი მადლობა რჩევისთვის ❤️

Posted by: kimbra 1 Jan 2020, 21:02
ჰეფი ნიუ იერ
რამდენი ვწერე და სადაა

თავიდან დავწერ მოკლედ,
ვიყიდე კამერა ნიკონ D7500 დსლრ 18-55მმ ლინზით, მინდა პორტრეტების გადაღება და ამ ლინზით ვერაფერს ვერ ვიღებ, მირჩიეთ რომელი ლინზაა საპორტრეტე და ეს ლინზა საერთოდ რისთვისაა თორე გავგიჟდი
მობილირით ძაან მაგარ პორტრეტებს ვიღებ და რა ჯანდაბად მინდოდა ეს აპარატი
ხოდა კიდევ Iso რამდენზე უნდა დავაყენო შტანდარტულად , საშინელება სურატები Gამოდის, ნუ. პირველი კამერაა Dა არც Gადაღება ვიცი, კი ვუყურებ Nეტში ათას ვიდეოს Dა კურსებიც ვიყიდე მაგრამ Eს სეტინგები ვერ Gავიგე ვერაფერი რაა

Posted by: Levan_Lion 1 Jan 2020, 22:14
kimbra
აპარატი არაფერ შუაშია

არასწორი არაშესაბამისი ლინზა გაქვს საპორტრეტედ 18-55 უფროსწორად შეუსაბამოდ იყენებ 18-55მმ ს

საპორტრეტედ გჭირდება მაგალითად 50მმ ანი ლინზა

უნდა ისწავლო გადაღება მოყვარულის დონეზე და მერე მომავალი გიჩვენებს

და სწავლით ეგრე დადგე და უჩხიკინო არიო დარიო მონაცემები არ ხდება სწავლა ეგრე +დიდი ალბათობაა გააფუჭო და ასევე ამდენი ჩხაკუნით უმატებ სურათის გადაღების რაოდენობას რასაც რესურსი აქვს და მერე გაფუჭდება ვეღარ გადაიღებს შათერი

ასე რომ 18 55მმ არის დამწყებისთვის ხოდა დაამუღამე რაღააცები და მერე წაიწიე წინ ცოტა

Posted by: kimbra 2 Jan 2020, 10:06
Levan_Lion
აბა როგორ ვისწავლო თუ არ ვაჩხაკუნე?
და ამ ლინზებს რა ვუყო რაც მოყვა , მეორე 70-300მმ ესეც არ მჭირდება?
რა ჯანდაბად მინდოდა ნერვები მეშლება
შეგიძლია ლინკი ჩამიგდო რომელია ეგ ლინზა საპორტრეტე ზუსტად


* * *
user posted image

Eს ლინზა?

Posted by: morixei 2 Jan 2020, 11:53
kimbra
გააჩნია რა დონის ამოცანას უყენებ აპარატ/ობიექტივს, თორე პორტრეტს 18-55მმ-ით გადაიღებ და 70-300მმ-ითაც. ორივეს აქვს შესაბამისი ხედვის კუთხე.
მთავარია შენ რა მოთხოვნა გაქვს და კონკრეტულად რა არ გაკმაყოფილებს გადაღებულ სურათში.
პუნქტებად ჩამოწერე smile.gif

QUOTE
Eს ლინზა?

ეგეც წავა, წავა რა უმრავლესობა 50მმ-იანს ხმარობს საპორტრეტედ, თან კარგი ხარისხის ლინზაა.

როგორც ჩანს ნოლიდან გიწევს ყველაფერის დაწყება, შენს ადგილას არ ვიჩქარებდი ჯერ ობიექტივების განახლებას.
როგორც Levan_Lion-მ გირჩია:
QUOTE
ასე რომ 18 55მმ არის დამწყებისთვის ხოდა დაამუღამე რაღააცები და მერე წაიწიე წინ ცოტა

ისე 50mm f1.8 თუ აიღებ არ ინანებ, ფიქსების მუღამს გაიგებ. თან ყველაფერჩიკია, მაგით პეიზაჟებს და პანორამებს ვიღებ ხოლმე smile.gif

Posted by: kimbra 2 Jan 2020, 14:56
საერთოდ არ მინდა პეიზაჟები და პანორამები
უბრალოდ მინდა ლაიფ სთაილები გადავიღო ყოველდღიური სურათები პორტრეტები
ახლო კადრები მომწონს , აიფონს რომ აქვს პორტრეტის გადაღების ფუნქცია მასეთი მინდა კამერით გადავიღო
ეს ხედვის კუთხე საერთოდ ვერ ვხვსები რაარის და როგორ და საერთოდ
მოკლედ ამიხსენით ეხლა 18-55 ით აი 55 მმზე რო დავაყენო დაახლო კადრი გადავიღო ეს დაზუმებაში მეთვლება და სიბანძეა თუ მაინცდამაინც 18მმზე გადავიღო უნდა
მოკლედ აზრზდ არ ვარ არაფრის ჰელპ

Posted by: Levan_Lion 2 Jan 2020, 14:59
kimbra
უაზრო ჩხაკუნით არ ისწავლება თორე ზოგადად კი უნდა აჩხაკუნო მაგისთვისაა სწორედაც რო აჩხაკუნო

ნერვები რავი გირჩევ აიყვანო თავი ხელში თავი მიყვე ნელნელა და დაამუღამო ისწავლო აზრი არ აქვს ნერვიულობას სწავლა უფრო მნიშვნელოვანია

მე ვერ ვერკვევი სიმართლე გითხრა ზოგი რამ morixei სგან ვისწავლე აქედან ზოგიც სხვებისგან მაგრამ არ მქონდა შესაბამისი პირობები რომ მივყოლოდი ბოლომდე და ნუ არ ვიცი რა ნამდვილად ვერ დავიბრალებ ვიცითქო

ხოდა წაიკითხე მოისმინე გამოცდილების აგერ morixei გიხსნის და რავი თუ მოინდომებ კაი ფოტოგრაფი დადგები

Posted by: kimbra 2 Jan 2020, 15:05
user posted image
აი ამ სტილის ფოტოებს რომელიბლინზით გადავიღებ
ეს აიფონით გადავიღე

Posted by: morixei 3 Jan 2020, 15:30
kimbra
QUOTE
ეს ხედვის კუთხე საერთოდ ვერ ვხვსები რაარის

ჰორიზონტალურ სიბრტყეში გაშლის კუთხე, რასაც ობიეტივში ხედავ.
https://thedarkroom.com/focal-length/
user posted image
QUOTE
აი ამ სტილის ფოტოებს რომელიბლინზით გადავიღებ

სხვა და სხვა ობიეტივით, თუმცა არა ნებისმიერით.
როგორც ჩანს შენ გინდა გაბლარული უკანა პლანი. მთავარი ფაქტორია: მანძილი აპარატსა და გადასაღებ ობიექტს შორის, ასევე დაშორება გადასაღებ ობიექტსა და უკანა ფონს შორის. პლიუს რა თქმა უნდა - ობიექტივის ფოკუსური მანძილი შესაბამისი დიაფრაგმის(f) მნიშვნელობით.
სავარჯიშოდ აიღე 35მმ-დან 135მმ-მდე დიაპაზონი, დიაფრაგმა მაქსიმალურად გახსენი რამდენის საშუალებასაც მოგცემს ობიექტივი და სხვა და სხვა დისტანციიდან სცადე გადაიღება.
მცირე ფოკუსურ მანძილზე ახლოდან მოგიწევს გადაღება, მეტზე შესაბამისად დიდი მანძილი დაგჭირდება. თან დააკვირდი პერსპექტივას(თანაფარდობა კადრში არსებულ ობიექტებს შორის) როგორ იცვლება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «


* * *
Levan_Lion მასწავლებლად ნამდვილად არ გამოვდგები. მარტო ცოდნაც არაა, სარგებლობით გაცემაც უნდა იცოდე old.gif gigi.gif
ფოტოგრაფია ჩემთვის მხოლოდ დასვენების თანმდევი პროცესია.

Posted by: Levan_Lion 3 Jan 2020, 16:15
QUOTE (morixei @ 3 Jan 2020, 15:30 )


Levan_Lion მასწავლებლად ნამდვილად არ გამოვდგები. მარტო ცოდნაც არაა, სარგებლობით გაცემაც უნდა იცოდე old.gif gigi.gif
ფოტოგრაფია ჩემთვის მხოლოდ დასვენების თანმდევი პროცესია.

morixei
ჯიგარი ხარ ალალი სიტყვებისთვის ნუ გაცილებით რადიკალურად ჩემზე მეტი იცი და ეგაა რა yes.gif smile.gif

Posted by: kimbra 3 Jan 2020, 18:14
morixei
ეჰ ვატყობ ტყუილად ვიყიდე ეს კამერა
ვერაფერი ვერ გავიგე
ისევ აიფონით ვიღო ჯობია

Posted by: Levan_Lion 3 Jan 2020, 18:18
QUOTE (kimbra @ 3 Jan 2020, 18:14 )
morixei
ეჰ ვატყობ ტყუილად ვიყიდე ეს კამერა
ვერაფერი ვერ გავიგე
ისევ აიფონით ვიღო ჯობია

kimbra
რატომ ტყუილად სწავლა გეზარება?

Posted by: kimbra 3 Jan 2020, 18:46
Levan_Lion
არ მეზარება, მაგრამ რაც მაქვს ლინზები ამით ვერაფერს ვერ ვიღებ და ვერც ვიგებ რამდენზე უნდა დავაყენო iso da f რო ნორმალური სურათი გამოვიდეს, სტანდარტულად დავაყენე მგონი 1600 აისო და დამავიწყდა როგორ დავაყენე , აშკარად ბევრია ხო, უთუბზე ვნახე რაგაც ვიდეოში ამდენზე დააყენეთო და sad.gif
თან რამდენი კურსი ვიყიდე ტყუილად ვყარე ფული, მაინც ვერ ვიგებ

პ.ს. ჩემი მელაკუდას ფოტო ვარგა ისე?
მე მომწონს user.gif

Posted by: Levan_Lion 3 Jan 2020, 19:00
kimbra
ნუ ნერვიულობ ნუ გეშინია სიახლეების

თუ არ გეზარება ჩაუჯექი კარგად ან ვინმესგან ისწავლე რეალურად პრაქტიკულად ან კურსებზე იარე რომ გასწავლონ

მაგ ლინზებით ვერ ვიღებო რომ ამბობ იმიტომ ვერ იღებ რომ არ იცი არ გისწავლია აბა ისწავლო ხო გეცოდინება

ეგ ისოები და დიაფარგმები და და მთელი ამბავი ეგრე არაა წკაპ დ ააეწყოს და გადაიღო სულ გააჩნია რა გინდა გააჩნია სად იღებ გააჩნია განათებას იქ რო ასეა ამდროს სხვა დროს და სხვა სიტუაციაში სხვანაირადაა და ასე შემდეგ

აბა უწვალებელი პოლაროიდი იყო არის ჩადებ კასეთას კარტრიჯს თუ რაც ქვია მიჭიერე ჩხაკ გაანათა გადაიღო გამოაგდო დაბეჭდილი მარა ასდ იმის ხარისხი და სად რომ იცი ფოტოგრაფია და გადაიღებ კარგი ხარისხისას დ აკარგ ფოტოს სასწაულს და დონეს ვერა მარა კარგას რა ან ნორმალურს და მას უნდა სწავლა რა

მეც მომწონს ფოტოგადაღება და რომ მქონდეს აპარატი ლინზა ლინზები ფული ვისწავლიდი კარგად და ეგაა დანარჩენი მერე მოვა თავისით

აბა ეს ხალხი როგორ სწავლობს?

კი კაია მელაკუდა ფერებიც რავი ცუდი არაა რა არაფოტოგრაფის თვალით გეუბნები

Posted by: kaiser Soze 3 Jan 2020, 19:38
გამარჯობათ

რჩევა მინდა, ალბათ ბევრჯერ დაგისვამთ მსგავსი.

მინდა რომ უკეთესი ფოტოები გადავიღო და გავცდე მობილურს. ანუ დსლრ-ის ყიდვას ვფიქრობ. როგორც დამწყებს, რას მირჩევთ?

დ3500 -ს ვფიქრობ სტანდარტული ლინზინით 18-55 ან 18-140, ან დ5600. -ს.
რა აზრის ხართ ამ მოდელებზე?

ბიუჯეტი არ მინდა რომ ხუთას ევროს აცდეს.

თუ ჯობია ნახმარი, მაგრამ უკეთესი კამერა ვიყიდო?

მადლობა წინასწარ.

ძირითადი დანიშნულება - საოჯახო ფოტოგრაფია.

Posted by: morixei 3 Jan 2020, 23:22
kaiser Soze
QUOTE
დ3500 -ს ვფიქრობ სტანდარტული ლინზინით 18-55 ან 18-140, ან დ5600. -ს.
რა აზრის ხართ ამ მოდელებზე?

სურათის ხარისხით ორივე კარგია. 5600 ტექნიკურად საკმაოდ წინ დგას.
ლინზის ყიდვას სანამ გადაწყვიტავ, აჯობებს ტესტებს გადახედო, იმავე ობიექტივით გადაღებული სურათებიც ნახე და ისე შეარჩიე, ინტერნეტში საკმაო რესურსია: ფლიკრი ყველამ ვიცით. https://explorecams.com/ - კატალოგის სახითაა, შეგიძლია ბრენდის და კონკრეტული ობიექტივის მიხედვით დაათვალიერო. კიდევ https://35photo.pro/ - სეროზული ხალხი პოსტავს მანდ, ტექნიკური კატალოგიც აქვთ.

kimbra ფოტოგრაფიის ელემენტარული საფუძვლებიდან დაიწყე, პარალელურად აპარატის მანუალს ჩაუჯექი.
არა და სეიოზული აპარატი გაქვს, ფაქტიურად ფლაგმანია კროპ სისტეემაში. ტყვილა არ გააცდინო smile.gif

Posted by: kaiser Soze 4 Jan 2020, 01:16
morixei
გაიხარე. : )

ეხლა ვნახე დეტალური შედარება და ერთი და იგივე აპარატი ყოფილა, შესაბამისად ერთი და იმავე ხარისხის სურათს გადაიღებენ ერთნაირი ობიექტივით.
სენსორები, გაფართოება, ვიუფაინდერი, აიზო რეინჯი - ზუსტად იგივეა.
5600-ს გამოდის მხოლოდ ჯობია ლსდ სკრინით (თაჩ და შემობრუნების ფუნქცია), ვაიფაი ქონექშენით და კიდევ ტაიმ ლაფსით (ინტერვალომეტრი აქვს).
ყველა მეორადია რა. დსლრ იმიტომ მინდა რომ პირდაპირ ობიექტივში გავიხედო, და ლცდ რომ არც ქონდეს არ ვინაღვლებდი. სამაგიეროდ 3500 უფრო მსუბუქია და მეტ სურათს იღებს ერთ დატენვაზე. ამიტომ 3500-ს ავირჩევ.

ლინკებისთვის მადლობა. აუცილებლად ჩავუჯდები ობიექტივის არჩევისას.

Posted by: morixei 4 Jan 2020, 02:50
kaiser Soze აქვს სხვა უფრო მნიშვნელოვანი სხვაობა:
ფოკუს სისტემა: უფრო მაღალი დონისაა 39 წერტილით(მათ შორის 9 ჯვარედინი), + ფოკუსის ზონებით მანიპულირების მეტი არჩევანი. ასეთი დგას D7000-ში, ფულფრეიმებიდან მეექვსე სერიებში და Df-ში. სამოყვარულო კამერაში გაძლევენ ფაქტიურად პრო დონის ავტო ფოკუსს smile.gif
კიდევ უკეთესი ექპონომეტრი: 2016 წერტილში ზომავს, D3500-ში 420-ია.

Posted by: kimbra 4 Jan 2020, 12:08
morixei
QUOTE
აპარატის მანუალს ჩაუჯექი.

ანუ ? rolleyes.gif
QUOTE
სეიოზული აპარატი გაქვს

ხო, კაი ხანი ვარჩევდი , გადავქექე ყველაფერი და ძლივს ავარჩიე
ცოტა გული მწყდება რო ვერ ვიყენებ შესაბამისად


Posted by: morixei 4 Jan 2020, 12:47
kimbra აპარატის სახელმძღვანელო ვიგულისხმე pdf ფორმატში, კამერებსაც მოყვება ხოლმე წიგნის სახით.

Posted by: kaiser Soze 4 Jan 2020, 22:28
morixei
გაიხარე. უკეთესი ავტოფოკუსი უკვე თემაა.


Posted by: Twister 13 Jan 2020, 11:25
QUOTE (kimbra @ 2 Jan 2020, 15:05 )
user posted image
აი ამ სტილის ფოტოებს რომელიბლინზით გადავიღებ
ეს აიფონით გადავიღე

არადა უკვე 2 წელია მაქვს 5200 და უმეტესად 18-55 ვიღებდი, ნორმალური ლინზა, სულ ეხლახანს ვიყიდე 50mm როცა მივხვდი რომ კიტ ლინზა ვეღარ მომყვებოდა biggrin.gif
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

Posted by: The DoctoR 30 Jan 2020, 09:51
ბრატცი გამარჯობა

საოჯახოდ მინდა აპარატი. ბევრი ძიებისა და ჩემი ბიუჯეტის გათვალისწინებით შევარჩიე nikon d7000 ნახმარი, დაბალი გარბენით და nikon d3500 ახალი.
იბადება კითხვა - რომელს მირჩევთ? ))

Posted by: forum_irakli 6 Feb 2020, 15:59
გამარჯობათ,

sigma 105mm 2.8 macro
მაკროსთვის კარგი ლინზაა? იმედგაცრუება ხო არ მექნება მაგის ყიდვის შემდეგ?
ვინმეს გააქვთ რომ მათხოვოთ? ან უნდა ვიქირავო? პრინციპში ცოტახნით ქირაობაზეც თანახმა ვარ

* * *
user posted image
ასეთი სურათის გადაღება როგორ არის შესაძლებელი?

Posted by: M-B 8 Feb 2020, 13:20
QUOTE (forum_irakli @ 6 Feb 2020, 15:59 )
user posted image
ასეთი სურათის გადაღება როგორ არის შესაძლებელი?

უმარტივესად:

https://www.diyphotography.net/photography-fun-crystal-ball/

Posted by: forum_irakli 8 Feb 2020, 23:40
QUOTE (M-B @ 8 Feb 2020, 13:20 )
QUOTE (forum_irakli @ 6 Feb 2020, 15:59 )
user posted image
ასეთი სურათის გადაღება როგორ არის შესაძლებელი?

უმარტივესად:

https://www.diyphotography.net/photography-fun-crystal-ball/

ნიკონის აპარატი მაქვს და ორი ლინზა 18მმ-55მმ კიტ ლინზა და 50მმ 1.8,
როგორც წავიკითხე ზუმიანით უნდა დაზუმოო და მაგ კიტ ლინზის ზუმი ან დიაფრაგმის გაშლა ეყოფა?
როგორი ლინზაა მაგ სურათებისთვის კარგი?

Posted by: M-B 9 Feb 2020, 11:45
QUOTE (forum_irakli @ 8 Feb 2020, 23:40 )
QUOTE (M-B @ 8 Feb 2020, 13:20 )
QUOTE (forum_irakli @ 6 Feb 2020, 15:59 )
user posted image
ასეთი სურათის გადაღება როგორ არის შესაძლებელი?

უმარტივესად:

https://www.diyphotography.net/photography-fun-crystal-ball/

ნიკონის აპარატი მაქვს და ორი ლინზა 18მმ-55მმ კიტ ლინზა და 50მმ 1.8,
როგორც წავიკითხე ზუმიანით უნდა დაზუმოო და მაგ კიტ ლინზის ზუმი ან დიაფრაგმის გაშლა ეყოფა?
როგორი ლინზაა მაგ სურათებისთვის კარგი?

სტატიაში რა ბურთიცაა მოყვანილი, 10 გირვანქას იწონისო, სადღაც 13-15 სმ მაინც იქნება დიამეტრით. საკმაოდ დიდია და მასეთი ბურთი თუ გაქვს, 18-55-იც გეყოფა და შენ წარმოიდგინე 50 მმ-იანიც იმიტომ, რომ ზუმ ლინზის "გრძელი" მხარე უნდა გამოიყენო მაინც, ანუ 55 მმ და თავისუფლად შეავსებ კადრს. ჩემი 18-55-იანით, 55 მმ-ზე როცა ვაყენებ, ერთი მეტრით მაინც უნდა მოვშორდე ობიექტს, რომ კადრი "შეავსოს", როგორც შენს ფოტო-ნიმუშში ავსებს ბურთი. 35 მმ-ზე დაყენებისას ეგ მანძილი 70 სმ-მდე ჩამოდის. ანუ რალინზებიც გაქვს, თავისუფლად გეყოფა.

აქედან გამომდინარე, დიაფრაგმაზე პრობლემა არ გექნება, მაგ 50-იანს ხომ f/1.8 აქვს. ისე ფონზე ბოკეს მისაღებად დიდი მნიშვნელობა აქვს ობიექტამდე მანძილს. მაგალითად, თუ ფონი 10 მეტრითაა დაშორებული შენგან, ხოლო ბურთი 1 მეტრზეა, f/5.6-ითაც მშვენიერ ბოკეს მიიღებ.

რა თქმა უნდა, თუ ბურთი უფრო პატარაა, ვთქვათ 10 სმ ზომის, 55 მმ-ზე კადრს ისე ბოლომდე ვეღარ შეავსებს. და თუ კიდევ უფრო პატარა - მაშინ 18-55 აღარ გეყოფა და უკვე 55-200 დაგჭირდება.

ერთი სიტყვით, ყველაფერი ბურთის ზომაზეა დამოკიდებული.

Posted by: forum_irakli 9 Feb 2020, 14:41
M-B
მადლობა დეტალური პასუხისთვის

Posted by: morixei 15 Feb 2020, 22:52
ვერაფრით ვერ შევარჩიე ნეიტრალური/სერი(ND) ცირკულარი ფილტრი. ძვირიანს არ ვეძებ, დაახლოებით 50$-მდე.
შედარებით იაფიანი ავარჩიე პოლაროიდის: https://www.amazon.com/Polaroid-Optics-Multi-Coated-Neutral-Density/dp/B00EO80QSA/ref=pd_ybh_a_4?_encoding=UTF8&psc=1&refRID=P19K6204ZQ9N1FW2T41R
საშუალო ფასში K&F კონცეპტის: https://www.amazon.com/Concept-Variable-ND8-ND2000-Multi-Resistant-Waterproof/dp/B07Y4X581N/ref=pd_ybh_a_95?_encoding=UTF8&psc=1&refRID=GFPH1G8R67FA91AAXTGJ
ან ეს, ახალი ვერსიაა(თუ ღირს ამ ფასად rolleyes.gif ) : https://www.amazon.com/Concept-Neutral-Variable-Ultra-Slim-Weather-Sealed/dp/B07X1QSNFC/ref=pd_ybh_a_94?_encoding=UTF8&psc=1&refRID=GFPH1G8R67FA91AAXTGJ
გქონიათ შეხება ამ ცირკულარებთან? მაინტერესებს არტეფაქტები და ვინეტირბა რამდენად პრობლემატურია.
იქნებ საერთოდ არ ღირს და ისევ ცალკეული ნომრებით შევარჩიო, თუ დამჭირდა მერე ვაფლს გავაკეთებ biggrin.gif და მგონი უფრო გამიძვირდება facepalm.gif

Posted by: M-B 16 Feb 2020, 12:29
QUOTE (morixei @ 15 Feb 2020, 22:52 )
ვერაფრით ვერ შევარჩიე ნეიტრალური/სერი(ND) ცირკულარი ფილტრი. ძვირიანს არ ვეძებ, დაახლოებით 50$-მდე.
შედარებით იაფიანი ავარჩიე პოლაროიდის: https://www.amazon.com/Polaroid-Optics-Multi-Coated-Neutral-Density/dp/B00EO80QSA/ref=pd_ybh_a_4?_encoding=UTF8&psc=1&refRID=P19K6204ZQ9N1FW2T41R
საშუალო ფასში K&F კონცეპტის: https://www.amazon.com/Concept-Variable-ND8-ND2000-Multi-Resistant-Waterproof/dp/B07Y4X581N/ref=pd_ybh_a_95?_encoding=UTF8&psc=1&refRID=GFPH1G8R67FA91AAXTGJ
ან ეს, ახალი ვერსიაა(თუ ღირს ამ ფასად rolleyes.gif ) : https://www.amazon.com/Concept-Neutral-Variable-Ultra-Slim-Weather-Sealed/dp/B07X1QSNFC/ref=pd_ybh_a_94?_encoding=UTF8&psc=1&refRID=GFPH1G8R67FA91AAXTGJ
გქონიათ შეხება ამ ცირკულარებთან? მაინტერესებს არტეფაქტები და ვინეტირბა რამდენად პრობლემატურია.
იქნებ საერთოდ არ ღირს და ისევ ცალკეული ნომრებით შევარჩიო, თუ დამჭირდა მერე ვაფლს გავაკეთებ biggrin.gif და მგონი უფრო გამიძვირდება facepalm.gif

მეგობარს აქვს ხსენებული ფილტრი, პოლაროიდის ფირმის. თავის საქმეს ნორმალურად აკეთებს, მაგრამ ანამორფული ტიპის ობიექტივებთან ცუდ შედეგს იძლევა. თუმცა ის ვიდეოებს იღებს და ანამორფული იმიტომ სჭირდება, ფოტოგადაღების შემთხვევაში ეგ პრობლემა არ იჩენს თავს. საერთო ჯამში კი ჯობს ცალ-ცალკე გქონდეს რამდენიმე ND ფილტრი და მერე დააწყვილო, როგორც დაგჭირდება. Hoya ჯობს ყველა ზემოთ ჩამოთვლილს, ეს ისეც გეცოდინება, მაგრამ ძვირია...

Posted by: morixei 17 Feb 2020, 01:28
M-B
QUOTE
მეგობარს აქვს ხსენებული ფილტრი, პოლაროიდის ფირმის. თავის საქმეს ნორმალურად აკეთებს,

ახლა დავაკვირდი და ზემოთ ჩამოთვლილი არც ერთი არ გამომადგება. ფილტრების გარე კორპუსის დიამეტრი, სამაგრის დიამეტრისაგან საკმაოდ განსხვავდება. 2-3მმ-ით დიდია. ობიექტივზე ფიზიკურად არ დაჯდება ინტეგრირებული ბლენდის გამო. ძირითადად 15mm-იანი ფიქსისთვის მინდა. ზედ ახლა რაც აყენია(UV) გარე დიამეტრი 50მმ-ია.
სამაგიეროდ ასეთები მიდის რიხინით:
https://www.bhphotovideo.com/c/product/1141530-REG/b_w_1082203_49mm_xs_pro_nano_mc_nd_vario.html/specs
https://www.bhphotovideo.com/c/product/1237933-REG/singh_ray_r_10042_49mm_vari_n_trio_variable_neutral.html
gigi.gif facepalm.gif

Posted by: M-B 17 Feb 2020, 10:48
morixei

DA 15 მმ f/4 გაქვს? აუ რა კარგი ობიექტივია, რა კარგი გაშლა აქვს... Full Frame-ზე მაქვს რაღაც ჯართი ზუმი და 19 მმ-ზე ვაწვალებ ხოლმე, მაგრამ f/11-მდე მაინც უნდა დავხურო, რომ ნორმალური შედეგი მომცეს.

ფილტრის ფასზე არ იღელვო, შენ 49 მმ-იანი მაინც გჭირდება, ჩემს 62 მმ-იანებთან შედარებით ხურდა ფული ღირს biggrin.gif

Posted by: morixei 18 Feb 2020, 00:12
QUOTE
ფილტრის ფასზე არ იღელვო, შენ 49 მმ-იანი მაინც გჭირდება, ჩემს 62 მმ-იანებთან შედარებით ხურდა ფული ღირს

კარგი შეღავათია, შვიდიდან ოთხი 49 მმ-იანია. ერთი კი მაქვს 67მმ-ით ზუმი, კარგი პოლარული აყენია, თავიდან ვხმარობდი ახლა ფაქტიურად უსაქმოდ დევს.
QUOTE
DA 15 მმ f/4 გაქვს?

კი ეგაა, HD ვერსია. მართალი გითხრა ეს არ მინდოდა, ვაპირებდი HD DA 21mm f3.2-ის ყიდვას. DA 15მმ-ზე სამომავლოდ მიფიქრია, ოღონდ SMC ვერსიაზე. HD-თან შედარებით მოხურულ დიაფრაგმაზე ლამაზად და გეომეტრიულად იდეალურად ხატავს სინათლის წყაროებს, ვარსკვლავების სახით. HD ასე არ აკეთებს, ირისისებრი დიაფრაგმის გამო. კაკრას მაგ დროს შემთხვევით წავაწყდი მაიმარკეტზე ამ HD 15mm-ს 230$-ში, ამ ფასად კი საცოდაობა იყო ამის ხელიდან გაშვება, მორე დღესვე წამოვიღე. ხმარების კვალი ეტყობა ხუფზე და ფოკუსის რგოლზე, სხვა მხრივ იდეალურ მდგომარეობაშია.

Posted by: forum_irakli 12 Mar 2020, 23:45
გამარჯობათ,

ტამრონი ჯობია ოპტიკის ხარისხით თუ სიგმა?

Posted by: morixei 13 Mar 2020, 20:54
QUOTE
ტამრონი ჯობია ოპტიკის ხარისხით თუ სიგმა?

ორივეს აქვს კარგი ობიექტივები. ჯობია კონკრეტული მოდელებით შეადარო.

Posted by: Chi_taaa!!! 25 Mar 2020, 21:46
მოგესალმებით, იქნებ შეძლოთ ჩემი დახმარება. ძველი სლაიდების დაბეჭდვას შესაძლებლია?

Posted by: Obey 11 Apr 2020, 11:10
გამარჯობათ
რა მაინტერესებს canon 600d-სთვის ესეთი ღილაკის შეძენა სად შეიძლება? რათქმაუნდა თბილიში ვგულისხმობ ვითარებიდან გამომდინარე user.gif
user posted image

Posted by: Sundro 13 May 2020, 19:44
fuji xt-30 ის სად გამიკეთებენ? ვიდეო რეჟიმზე გადასართავი დაილ ი რაცაა ეგ აქვს მოტეხილი

Posted by: chele23 16 May 2020, 23:26
მოგესალმებით,

იმედია განყოფილება სწორად ავარჩიე კითხვის დასასმელად.

მოკლედ, თუ გაქვთ ვინმეს გამოცდილება, ფოტოების დასაბეჭდად პრინტერის ყიდვას ვაპირებ და რომელს მირჩევთ? ისეთი მინდა ორ სამ თვეში ფოტო გადასაგდები რომ არ იყოს, არ გახუნდეს და არ გაფუჭდეს.
ბიუჯეტი დაახლოებით 1000 ლარი.

მადლობა წინასწარ

Posted by: lasha-17 18 Jun 2020, 18:36
გამარჯობა, canon 600d-სთვის მინდა ობიექტივის ყიდვა, პორტრეტების გადასაღებად. რომელ ლინზას მირჩევთ 300 ლარამდე?
JUPITER 37A ვნახე 150 ლარად და გამომადგება? smile.gif

https://www.mymarket.ge/ka/pr/14651544/obieqtivebi/JUPITER-37A-135mm-f35
https://www.mymarket.ge/ka/pr/16516847/obieqtivebi/canon-75-300mm-linza
https://www.mymarket.ge/ka/pr/16588703/obieqtivebi/CANON
https://www.mymarket.ge/ka/pr/16504527/obieqtivebi/sigma-70-300mm-for-canon

Posted by: morixei 19 Jun 2020, 14:23
lasha-17
QUOTE
JUPITER 37A

მქონდა ადრე, ძალიან კარგი ობიექტივია, მაგ ფასადაც ღირს.
ოღონდ მაგას რაც უდევს ნიკონისთვისაა. 37A-ს ბაიონეტზე სამაგრი დაბოლოება ეცვლება: M42, ნიკონის და პენტაქსის აქვს ქარხნული. შეიძლება M42-თვისაც ქონდეს, რაც შენ გჭირდება, რაზეც M42-Canon გადამყვანს მიამაგრებ.
მეორე საკითხია შენ რამდენად გჭირდება 135მმ პორტრეტისთვის კროპზე(canon 600d) სამუშაოდ.
QUOTE
https://www.mymarket.ge/ka/pr/16516847/obie...-75-300mm-linza
https://www.mymarket.ge/ka/pr/16588703/obieqtivebi/CANON
https://www.mymarket.ge/ka/pr/16504527/obie...300mm-for-canon

ჩვეულებრივი კიტ ლინზებია, ნორმალური სურათით. ამ სამში ქენონის 75-300მმ შედარებით უკეთესია.

EF 50mm f/1.8 STM, EF 50mm f/1.8 II - ესენი არა?

Posted by: lasha-17 19 Jun 2020, 20:41
morixei
მადლობა რჩევისთვის smile.gif
QUOTE (morixei @ 19 Jun 2020, 14:23 )
EF 50mm f/1.8 STM, EF 50mm f/1.8 II - ესენი არა?

75-300მმ უკეთესი არ იქნება 50 მმ-ზე?
როგორც ვხვდები რაც უფრო მეტრი ფოკუსური მანძილი აქვს ლინზას, უფრო პროპორციული გამოდის სახის ნაკვთები...
user posted image

Posted by: morixei 20 Jun 2020, 01:47
lasha-17
QUOTE
როგორც ვხვდები რაც უფრო მეტრი ფოკუსური მანძილი აქვს ლინზას, უფრო პროპორციული გამოდის სახის ნაკვთები...

კი და თან არა smile.gif
გეომეტრიული პროპორციების ზუსტად გადმოცემა მხოლოდ ობიექტივის ფოკუსურ მანძილზე არაა დამოკიდებული, მნიშვნელობა აქვს მანძილს(გადასაღებ საგანსა და აპარატს შორის) და კადრში მოქცეულ ობიექტის მდებარეობას(ცენრტიდან პერიფერიისკენ).
ეგ სურათი რაც დადე(მსგავსი მაგალითები უამრავია ინერნეტში), შედარებისათვის არ გამოდგება. მანდ მოცემულია მხოლოდ პერსპექტიული ცვლილება, დისტორსია არ ჩანს.
50მმ-ზე უფრო შორიდან რომ გადაეღოთ და მერე დაეკროპათ, მიიღებდნენ 85მმ-ის მსგავს, ან 100მმ ... (დისტანციას გააჩნია).
50მმ:
https://www.opticallimits.com/canon-eos/565-canon50f14apsc?start=1
85მმ:
https://www.opticallimits.com/canon-eos/421-canon_85_18_50d?start=1
135მმ:
https://www.opticallimits.com/canon_eos_ff/1008-sigma135f18art?start=1
თვალისათვის თითქმის შეუმჩნეველია.
QUOTE
75-300მმ უკეთესი არ იქნება 50 მმ-ზე?

უკეთესია მხოლოდ იმით რომ ცვალებადი ფოკუსური მანძილი აქვს და კადრირებისთვის მოსახერხებელია. ოპტიკური ხარისხით კი 50მმ-თან ახლოს ვერ მივა(ეგ მოდელი). ფიქსების მინუსი ისაა რომ ერთი არ გეყოფა, სხვადასხვა დიაპაზონის გჭირდება და მუდმივად უნდა ცვალო აპარატზე. თან თუ საჭიროა ხშირად ფეხებითაც უნდა "ზუმო" smile.gif

Posted by: instamatic 20 Jun 2020, 19:57
lasha-17
QUOTE
canon 600d-სთვის მინდა ობიექტივის ყიდვა, პორტრეტების გადასაღებად. რომელ ლინზას მირჩევთ 300 ლარამდე?

სამნიშნას მაგივრად ორნიშნა ქენონი რომ გქონოდა, სამასი ლარის ფარგლებში მანუალური და შუქძლიერი საპორტრეტე ფიქსის იუპიტერ-9-ს (85mm f2) შეძენა შეიძლებოდა (თუ არ გააძვირეს).

600D-ს ვიუფაინდერი პენტასარკეა, რაც არის ბნელი და დაბალი გარჩევადობის, განსხვავებით ორნიშნასგან (მაგ. 60D), რომელსაც პენტაპრიზმა აქვს, რაც არის ნათელი და მაღალი გარჩევადობის და ამიტომ უშეცდომო მანუალური ფოკუსირება შესაძლებელია. 600D-ზე, იუპიტერ-9-ს გახსნილ დიაფრაგმაზე ვერ გაუგებ ფოკუსი სად დაასვი (ჩემი გამოცდილებიდან ვიცი).

ანუ მაგ კამერაზე ავტოფოკუსიანი ლინზაა სასურველი. ქენონის საპორტრეტე ფიქსები 85 მმ და 100 მმ მაგ ფასად არაა. 50 მმ კი არაა საპორტრეტე არანაირად. ქენონის ბნელი ზუმები 75-300 და ეგეთები არ გამოდგება თუ კი მნიშვნელობას ანიჭებ სურათის ესთეტურ მხარეს.

morixei
QUOTE
50მმ-ზე უფრო შორიდან რომ გადაეღოთ და მერე დაეკროპათ, მიიღებდნენ 85მმ-ის მსგავს, ან 100მმ ... (დისტანციას გააჩნია).

შევნიშნავ, რომ დაკროპვა ხარისხის დაკარგვის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ ფულფრეიმზე.

Posted by: morixei 20 Jun 2020, 22:10
instamatic
QUOTE
სამასი ლარის ფარგლებში მანუალური და შუქძლიერი საპორტრეტე ფიქსის იუპიტერ-9-ს (85mm f2) შეძენა შეიძლებოდა (თუ არ გააძვირეს).

რა დრო დადგა... ექვსი წლის წინ 70 ლარში ძლივს გავყიდე იუპიტერ-9 biggrin.gif
QUOTE
50 მმ კი არაა საპორტრეტე არანაირად.

გააჩნია პორტრეტს. მთელი ტანით როცა იღებ + გარემოც რომ აღბეჭდო განწყობისათვის.
QUOTE
შევნიშნავ, რომ დაკროპვა ხარისხის დაკარგვის გარეშე შესაძლებელია მხოლოდ ფულფრეიმზე.

რა თქმა უნდა მასე არავინ აკეთებს, მით უფრო პორტრეტის გადაღებისას. ჩემი რეპლიკა უშუალოდ ტესტის მეთოდიკას ეხებოდა.
მანდ მხოლოდ ზომა არ განაპირობებს ხარისხს, სხვა ფაქტორებიც მოქმედებს. ნუ ისე ზომასაც მნიშვნელობა აქვს რა თქმა უნდა. ფოტო აპარატის სენსორს ვგულისხმობ :დ

Posted by: instamatic 21 Jun 2020, 01:44
morixei
QUOTE
რა დრო დადგა... ექვსი წლის წინ 70 ლარში ძლივს გავყიდე იუპიტერ-9

აქაოდა მოთხოვნაა ძველ მანუალურ ობიექტივებზეო და ფასები აწიეს და აწიეს. არადა მოთხოვნა მაგ ლინზებზე მათი სიიაფის გამო იყო.

QUOTE
რა თქმა უნდა მასე არავინ აკეთებს, მით უფრო პორტრეტის გადაღებისას. ჩემი რეპლიკა უშუალოდ ტესტის მეთოდიკას ეხებოდა.

ხო. უბრალოდ, ისე, ზოგადად ავღნიშნე ))

Posted by: Boyarg 21 Jul 2020, 10:16
ისე სამუშაოდ მინიმუმ რამდენ ლარიან ფოტო კამერას ვიყიდი,, ან რომელ კამერებს მირჩევდით,,, 700D ან D5300 თუ გავწვდები ამ ეტაპზე მარკების და ბოლო თაობების საშუალება არ მაქვს

Posted by: chele23 25 Jul 2020, 23:03
სალამი, რჩევა მჭირდება თქვენგან..

nikon d5300 თუ d7100?

Posted by: lasha-17 26 Jul 2020, 15:40
გამარჯობა, Canon 650D-ს ვყიდულობ და ფოტოთი შემიძლია გარბენის შემოწმება? https://www.camerashuttercount.com ეს საიტი გამოდგება? გამყიდველს უნდა გავუგზავნო, EosInfo-თი არ იცის შემოწმება, ვერ ერკვევა ტექნიკურ დეტალებში mo.gif

Posted by: chele23 26 Jul 2020, 16:09
QUOTE (lasha-17 @ 26 Jul 2020, 15:40 )
გამარჯობა, Canon 650D-ს ვყიდულობ და ფოტოთი შემიძლია გარბენის შემოწმება? https://www.camerashuttercount.com ეს საიტი გამოდგება? გამყიდველს უნდა გავუგზავნო, EosInfo-თი არ იცის შემოწმება, ვერ ერკვევა ტექნიკურ დეტალებში mo.gif

https://www.camerashuttercount.com

ამ საიტზე ატვირთავთ ბოლო გადაღებულ ფოტოს და დაგიწერთ გარბენს

Posted by: lasha-17 26 Jul 2020, 17:22
QUOTE (chele23 @ 26 Jul 2020, 16:09 )
QUOTE (lasha-17 @ 26 Jul 2020, 15:40 )
გამარჯობა, Canon 650D-ს ვყიდულობ და ფოტოთი შემიძლია გარბენის შემოწმება? https://www.camerashuttercount.com ეს საიტი გამოდგება? გამყიდველს უნდა გავუგზავნო, EosInfo-თი არ იცის შემოწმება, ვერ ერკვევა ტექნიკურ დეტალებში  mo.gif

https://www.camerashuttercount.com

ამ საიტზე ატვირთავთ ბოლო გადაღებულ ფოტოს და დაგიწერთ გარბენს

მადლობა. ადრე canon 550D-ზე არ მიჩვენებდა ეგ საიტი. იმედია 650დ-ზე იმუშავებს

Posted by: chele23 26 Jul 2020, 22:40
lasha-17

თუ არ გაჩვენათ მანდ, მაშინ აქედან მოგიწევთ პროგრამის გადმოწერა და ისე ნახვა.

http://www.freeshuttercount.com/


Posted by: lasha-17 29 Jul 2020, 22:58
სერიულ ნომერში 28 რო წერია მარტო მასე უნდა იყოს? spy.gif უცნაური არ არის?

Posted by: Scoorp 15 Aug 2020, 13:37
სალამი

ლინზის საწმენდ "აქსესუარებს" სად ვიყიდი?
კიდობნის ნულოვან სართულზე ვფიქრობ რომ უნდა იყოს rolleyes.gif

Posted by: miracle_of_love 10 Sep 2020, 00:35
გამარჯობათ, ფლეშკა დამებლოკა კამერა მეუბნება დაბლოკილიაო, შევაგდე ნოუთში წაიკითხა რით ვუშველო? მადლობაა

Posted by: chele23 10 Sep 2020, 15:50
miracle_of_love

პატარა ღილაკივით გასაწევი რომ აქვს გვერდით, ეგ ხომ არაა? აბა გადაწიეთ და ისე სცადეთ.

Posted by: miracle_of_love 10 Sep 2020, 22:15
chele23
ვნახავ, დიდი მადლობაა....

Posted by: kriketi-1985 1 Oct 2020, 13:21
სალამი. ფედ3 მაქვს და თუ გადავწყვიტე გამოყენება, გამოვიყენებ? ანუ რა იქნება ამისთვის საჭირო? მადლობა.

Posted by: Kupra 14 Oct 2020, 23:17
გამარჯობა , პროფესიონალურ კამერას რომელს მირჩევთ ვიდეოზე სამუშაოდაც რომ გამომადგეს?

Posted by: shavgu 23 Oct 2020, 21:09
მოგესალმებით,

ნიკონის გადასაკიდი ზონარი მინდა და სად შევიძინო?

Posted by: chele23 11 Nov 2020, 22:32
QUOTE (shavgu @ 23 Oct 2020, 21:09 )
მოგესალმებით,

ნიკონის გადასაკიდი ზონარი მინდა და სად შევიძინო?


ალბათ უკვე შეიძინეთ, მაგრამ მაინც გეტყვით

კიდობანში ექნება პაპუნას. პირველ სართულზეა.

Posted by: chele23 24 Dec 2020, 14:26
სალამი,
d700 თუ 5300d რომელს მირჩევთ?

Posted by: giorgevich23 1 May 2021, 11:38
რაარის გარბენი ?ბევრ გადაღებას ნიშნავს?
რაც მეტი აქ გადაღებული აპარატს,მით უფრო ნაკლები რესურსი რჩება ?თუ როგორაა?

Posted by: chele23 7 May 2021, 00:26
QUOTE (giorgevich23 @ 1 May 2021, 11:38 )
რაარის გარბენი ?ბევრ გადაღებას ნიშნავს?
რაც მეტი აქ გადაღებული აპარატს,მით უფრო ნაკლები რესურსი რჩება ?თუ როგორაა?

ანუ რამდენი კადრი აქვს გადაღებული მაგას ნიშნავს.

რაც მეტი აქვს გადაღებული შესაბამისად რესურსი ნაკლები აქვს დარჩენილი.


Posted by: giorgevich23 7 May 2021, 09:39
chele23
QUOTE
რაც მეტი აქვს გადაღებული შესაბამისად რესურსი ნაკლები აქვს დარჩენილი.

ეგ როგორ უნდა მიხვდე?მაგის ჩამოყრა არ ხდება?

Posted by: chele23 8 May 2021, 09:58
QUOTE (giorgevich23 @ 7 May 2021, 09:39 )
chele23
QUOTE
რაც მეტი აქვს გადაღებული შესაბამისად რესურსი ნაკლები აქვს დარჩენილი.

ეგ როგორ უნდა მიხვდე?მაგის ჩამოყრა არ ხდება?

თუ ნიკონის აპარატია, საიტია სადაც ბოლო გადაღებულ ფოტოს ატვირთავ და გაჩვენებს მერამდენე გადაღებული კადრია. ქენონზე პროგრამას წერ კომპში და იქ ნახულობ დაახლოებით იგივე პრინციპით.

"ჩამოყრა" როგორც ვიცი არ ხდება. : )))


ჰო, აპარატსაც გააჩნია რომელია. მაგალითად 100 ათასი გარბენი ზოგს ქარხნული გარანტია აქვს და ზოგისთვის არც არაფერია... მოკლედ გააჩნია რომელ აპარატს ყიდულობთ.





Posted by: Smart3 21 May 2021, 17:02
ფოტო აპარატით მინდა ვიდეოს გადაღება და მაღალი ხარისხის ხმა რომ მივიღო რა უნდა დავუყენო ?

Posted by: chele23 23 May 2021, 11:29
QUOTE (Smart3 @ 21 May 2021, 17:02 )
ფოტო აპარატით მინდა ვიდეოს გადაღება და მაღალი ხარისხის ხმა რომ მივიღო რა უნდა დავუყენო ?

მიკროფონის შესაერთებელი პორტი თუ აქვს შეუერთეთ. მაგრამ ჩემი რჩევა იქნება ხმა ცალკე "დევაისზე" ჩაწეროთ და შემდეგ სამონტაჟო პროგრამით "დაადოთ" გამოსახულებას. ასე ბევრად ხარისხიანი გამოვა

Posted by: Boyarg 16 Jul 2021, 19:17
თქვენ შეგიძლიათ? გაარჩიოთ ფოტოკამერით გადაღებული და სმარტფონით გადაღებული ფოტო? ან ვინმეს ინცობთ ვინც მაგას გაარჩევს? ძაან საინტერესოა

Posted by: chele23 16 Jul 2021, 21:53
QUOTE (Boyarg @ 16 Jul 2021, 19:17 )
თქვენ შეგიძლიათ? გაარჩიოთ ფოტოკამერით გადაღებული და სმარტფონით გადაღებული ფოტო? ან ვინმეს ინცობთ ვინც მაგას გაარჩევს? ძაან საინტერესოა

ფბ-ზე ატვირთული ხანდახან ძნელი გასარჩევია, ხარისხი იკლებს ძალიან.

დიდ ეკრანზე გაარჩევ ადვილად ალბათ..

ნუ პრინციპში გააჩნია ალბათ სმარტფონსაც და გააჩნია ფოტო აპარატს+ ლინზას და რა თქმა უნდა გადამღებსაც : )))

Posted by: Boyarg 16 Jul 2021, 23:10
chele23
მე ვგულისხმობ ერთი და იგივე კუთხე ანუ ფოკუსური მანძილით გადაღებული ერთი და იგივე ობიექტი ერთი და იგივე რაკურსიდან იგივე ექსპოაზიცია განათება ანუ იდენტური ფოტო რო მივიღოთ ორი მაგ შემთხვევაში უნდა ირჩეოდეს წესით ხარისხი,, რა თქმა უნდა კამერაც და სმარტფონიც შესაბამისი რომ იყოს ანუ რა განსხვავებებს დაინახვატ რითი გაარჩევთ წესით კამერით გადაღებული ხომ უფრო კარგი ფოტო რომ იყოს დავანებოთ ფეისბუქს თავი ეხლა პიქსელებად თუ გაადიდე მასე შეიძელბა გაარჩიოთ აი უბრალოდ ორ ფოტოს უყურებ ზომიერად გადიდებულს მასე გაარჩევ?

Posted by: chele23 17 Jul 2021, 11:52
Boyarg

მე ალბათ გამიჭირდება გარჩევა პატარა ეკრანზე.
თუმცა, იქნება პრიფესიონალი ვინც გაარჩევს ალბათ.

უფრო ბლარზე ეტყობა ხოლმე, მობილური ხომ ბლარს ციფრულად, "ხელოვნურად" აკეთებს, ხოდა ხანდახან "მაზავს" ხოლმე.

და კიდევ რაღაცნაირი ბრტყელი გამოდის ხოლმე შედარებით მობილურით გადაღებული ფოტო.

ნუ ამეების შემჩნევა ცოტა ძნელია..


Posted by: casear 11 Aug 2021, 12:12
APS ფირები თბილისში სად ვიყიდო ხომ არ იცით?

Posted by: get-up 13 Aug 2021, 15:37
მეგობრებო იქნებ მითხრათ, სად მირჩევთ ხარისხიანი სურათების დაბეჭვდას? smile.gif

Posted by: chele23 13 Aug 2021, 19:56
get-up
თუ საიჯახო ალბომისთვის გინდათ ბოლოს ფოტო საოცრება "მაიკო" რომ არის მანდ დავაბეჭდინე რუსთავში. ნორმალური ხარისხი გამოვიდა. წინაზე იგივე ქსელში დავბეჭდე ოღონდ ვარკეთილის ფილიალში და საშინელება იყო : ))

Posted by: წოწიალა 11 Sep 2021, 11:16
გამარჯობა! მეგობრებო, სასწარფო საქმეა!! დღეს ჩემი დისთვის აპარატი ვიყიდე, ხვალ თხოვდება და მოგზაურობაშივე უნდა გავატანო. და რაღაც დეტალები არ მომდის თვალში, სად შევამოწმო, ან იქნებ ვინემ შემიმოწმოთ.
593722665

Posted by: speed 4 Oct 2021, 22:12
მეგობრებო კინოზე კაი ფოტოები სად ჯობია რო ვნახო? ცოტა რეარ ფოტოები

Posted by: chele23 25 Oct 2021, 12:39
QUOTE (speed @ 4 Oct 2021, 22:12 )
მეგობრებო კინოზე კაი ფოტოები სად ჯობია რო ვნახო? ცოტა რეარ ფოტოები

კინოზე კარგი ფოტოები თუ პირიქით, ფოტოზე კარგი კინოები? : )))

Posted by: -Ivar- 9 Nov 2021, 20:36
მეგობრებო, ფოტოს დაბეჭდვას სად მირჩევთ ვაკე-საბურთალოს ტერიტორიაზე, კარგი, ხარისხიანი ფოტოები რომ იყოს?! 30x30 ფოტოების დაბეჭდვა მინდა

Posted by: hondacbr1000 20 Nov 2021, 15:57
მეგობრებო დამეხმარეთ ნიკონი მაქვს დ5000 კიტ ლინზით და რაღაც დაემართა აუტო ფოკუსს არ ასწორებს და ასე მიგდებს ეკრანზე გადაღების მომენტში ხელით თუ ვასწორებ ფოკუს იღებს ჩვეულებრივად დაერხა ლინზას?

R02


user posted image

Posted by: morixei 20 Nov 2021, 19:01
hondacbr1000
მანდ ყველაფერი რიგზეა.
უბრალოდ კამერაში ბუფერული მეხსიერება იტვირთება ზედმეტად, [rxx] - უჩვენებს თუ რამდენი კადრი დარჩა ბუფერში, სანამ ბარათზე ჩაწერს.
მიზეზი შეიძლება იყოს: raw+jpg + სერიული გადაღებით, თან თუ კამერაში ჩართულია jpg-ის დამატებითი კონფიგურაცია: ხმაურის ჩახშობა, დინამიური დიაპაზონის გაძლიერება, ფერების კორექტირება და ა. შ... პროცესორი და ოპერატიული მეხსიერება ნამეტანი იტვირთება და ბუფერს დროულად ვერ ათავისუფლებს. ამიტომაც ჭედავს კამერის სოფტი. ან სულაც მეხსიერების ბარათის სიჩქარე დაბალია(ეს ნაკლებად სავარაუდოა).

Posted by: hondacbr1000 20 Nov 2021, 22:57
morixei ბარათი გამოცვალე ბევრად კარგი ბარათი ჩავაყენე მაგრამ იგივე პრობლემა მაქვს როგორ გამოვასწორო რას მირჩევ? ანუ დავარესეტო საერთოდ აპარატი თუ რა ვქნა?

Posted by: პიანისტი 6 Jul 2022, 01:01
ვინმემ იცით ქენონ 60 დ თუ შემიძლია შევაერთო უსბით პირდაპირ ტელეფონზე ფოტოების გადასატანად? სადაც ვარ არც ლეპტოპი მაქვს და არც პc

Posted by: lasha-17 6 Sep 2022, 13:05
გამარჯობა, canon eos 50m-ყიდვა მინდა. აქვამდე არ მქონია უსარკო კამერა და ჩვეულებრივ ლინზებს ვერ დავაყენებ? rolleyes.gif მაგალითად 50mm f/1.8 STM

Posted by: chele23 8 Sep 2022, 21:17
lasha-17

გადამყვანი უნდა მგონი. ე.წ. mount სხვა და სხვა აქვთ სარკიანებს და უსარკოებს.

Posted by: OHOI_IKA 9 Apr 2023, 14:05
ფოტოგრაფიის ტერმინთა რაიმე ლექსიკონი არსებობს ქართულად, თუ იცით? ვერაფერს მივაგენი და იქნება დამეხმაროთ?

აი, მაგალითად, Mirrorless and DSLR Systems - პირდაპირი თარგმანი კი შემიძლია, მაგრამ რაიმე სხვა ტერმინებს ხომ არ იყენებენ?

Posted by: chele23 9 Apr 2023, 17:49
QUOTE (OHOI_IKA @ 9 Apr 2023, 14:05 )
ფოტოგრაფიის ტერმინთა რაიმე ლექსიკონი არსებობს ქართულად, თუ იცით? ვერაფერს მივაგენი და იქნება დამეხმაროთ?

აი, მაგალითად, Mirrorless and DSLR Systems - პირდაპირი თარგმანი კი შემიძლია, მაგრამ რაიმე სხვა ტერმინებს ხომ არ იყენებენ?

მასე კონკრეტულად არა მგონია რამე ლექსიკონი არსებობდეს.

ფოტოგრაფიის სახელმზღვანელოში იქნება ალბათ ქართული შესატყვისებით.

თუ რამე ისეთი გაინტერესებთ დაწერეთ და თუ შევძლებთ გიპასუხებთ : ))

Posted by: OHOI_IKA 9 Apr 2023, 18:55

chele23
<3 ძალიან მადლობელი ვიქნები, თუ ამეხმარებით ამათი ქართული შესატყვისების პოვნაში.
აი, თუნდაც mirror უბრალოდ სარკეა აპარატში?

Mirrorless System
SLR/DSLR System
Mirror
viewfinder

Posted by: chele23 9 Apr 2023, 19:18
OHOI_IKA

mirror - სარკეა , კი ბატონო

Mirrorless System - უსარკეო სისტემის კამერა

SLR/DSLR System - სარკიანი სისტემის კამერა/ ციფრული სარკიანი სისტემის კამერა

viewfinder - ქართულ სახელმძღვანელოში სამზერი ჰქვია. ზოგიც საჭვრეტს, გასახედს ეძახის.


პ.ს.: SLR/DSLR -ში , ''S'' single-ს ნიშნავს, ანუ ერთ ობიექტივიანს , ოღონდ სიმართლე გითხრათ ქართულ განმარტებაში

''ციფრული ერთ ობიექტივიანი სარკიანი კამერა'' არ შემხვედრია არასდროს, ყველა სარკიან კამერას ან ციფრულ სარკიან კამერას ეძახის.



Posted by: mapshnik 15 Apr 2023, 13:28
ჰაი, Panasonic LUMIX FZ80 ზე რა შეგიძლით მითხრათ? review დან კარგად ზუმავს და შორ დისტანციაზეც კარგად იღებს და მგონი თავის ფასში ნორმალურია ხო მოყვარულისთვის?
400$ ის გადახდას ვაპირებ

Posted by: rezi_barca 3 Jun 2023, 15:13
სალამი,

Canon 1100D - ავტომატურად არ აფოკუსებს და იშვიათად იღებს კადრს.
ხომ არ იცით რისი ბრალია ან ვინმე რომ აკეთებდეს ?

user posted image

Posted by: chele23 5 Jun 2023, 16:35
QUOTE (rezi_barca @ 3 Jun 2023, 15:13 )
სალამი,

Canon 1100D - ავტომატურად არ აფოკუსებს და იშვიათად იღებს კადრს.
ხომ არ იცით რისი ბრალია ან ვინმე რომ აკეთებდეს ?

user posted image

ლინზა ცდილობს დაფოკუსებას? თუ ღილაკს რომ აჭერთ თითს გრძნობა არ აქვს?

Posted by: deep purple_in rock 6 Jul 2023, 01:17
შავთეთრი ფირი kodak cft სად შეიძლება შევიძინო თუიცით ? ან ხოარ გაქვთ ვინმეს

Posted by: Freestyle 27 Aug 2023, 23:52
სალამით, აპარატის ყიდვას ვფირობ 1000 ლარის ფარგლებში და ვიყიდი რამეს? საერთოდ გაგებაში არ ვარ ფოტოგრაფიის და დამწყებისთვის რომელს მირჩევთ?

Posted by: chele23 30 Aug 2023, 22:42
QUOTE (Freestyle @ 27 Aug 2023, 23:52 )
სალამით, აპარატის ყიდვას ვფირობ 1000 ლარის ფარგლებში და ვიყიდი რამეს? საერთოდ გაგებაში არ ვარ ფოტოგრაფიის და დამწყებისთვის რომელს მირჩევთ?

გააჩნია რისთვის გჭირდებათ. ახლის მაგ ფასში ყიდვას აზრი არ აქვს.
მეორადს გირჩევთ დაბალი გარბენით.
მხოლოდ კამერა თუ ლინზაც?

Posted by: perchatki 9 Oct 2023, 15:34
მეგობტებო, ვინმე კარგი პოლაროიდის შემკეთებელი არ იცით ? გადაღებისას რო პატარა ნათურა ანათებს აი ეგ მმიტყდა და საჭიროებს გამოცვლას, შეკეთებას.)) ვინმემ თუ იცით, გთხოვთ მომწერეთ

Posted by: Ika39 5 Mar 2024, 14:27
გამარჯობა. შევუკვეთე პოლაროიდი Polaroid Now Gen 2 Black. ამის ფირები ნაკლებ ფასად საიდან შეიძლება რომ გამოვწერო? მადლობა

Posted by: tamuska 13 Apr 2024, 21:30
2 ფოტოს დამუშავება მინდა ფოტოშოპით და ვის შეუძლია დამეხმაროს ? რაღაცების წაშლა მინდა და ა.შ , რათქმაუნდა თანხას გადავიხდი

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)