forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · რჩეულები  · ჩატი
  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> მაკედონელი საქართველოში, რას ნიშნავს ეს ძველი ჩანაწერი
Beqarioni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 342
წევრი No.: 46667
რეგისტრ.: 13-November 07

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 12:10  #55314467      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხოლო ოდესაც გამოჩნდა ალექსანდრე ბერძენი მაკედონელი და დაიპყრა დასავლეთი, შემდგომად დაიპყრა ეგვიპტე და შემოვიდა აღმოსავლეთს, ჰსძლო სპარსთა და მეფესა მათსა. მერმე მოვიდა ქართლს დასაბამითგან 3623, ქართულსა 490, და იხილა ნათესავი ესე უუბოროტეს ყოველთა წარმართთა. ხოლო ამან ალექსანდრემ მოსწყვიდნა ყოველნი ნათესავნი შერეულნი, თვინიერ ქართლოსიანთა და ურიათა, და დაიპყრა საქართველო და დაუტევნა ლაშქარნი ასი ათასნი, და მათ ზედა მთავარი აზონ ძე იარედისა მაკედონელი; არამედ მოსპო ჭამაცა მკვდართა და სჯულად დაუდვა დამბადებელისა ერთისა ღვთისა თაყვანისცემა და მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა პატივი და თვით წარვიდა. ხოლო ესე აზონ იყო კაცი მოსისხლე და მეშურნე, და უკეთუ ვინ კეთილ-ჰასაკოვან გამოსჩნდის საქართველოსანი, მოაკუდინებდა და თვისთა ლაშქართაცა ეგრეთ უყოფდა. ამით იყო ჭირი დიდი საქართველოსა შინა აზონის გამო. ხოლო ოდეს მოკვდა ალექსანდრე მაკედონელი და განიყვეს მთავართა მისთა ქვეყანანი ესე, დაუტევა აზონ სჯული ალექსანდრესი და ჰქმნა კერპნი დიდნი — გაცი ოქროსა და გაიმ ვეცხლისა და მსახურებდა მეფესა მცირისა აზიისასა. ამის აზონის დროს იწყეს ქართველთა შვილთა თვისთა კერპთა შეწირვად და არა აყენებდა აზონ, ვინათგან თვითცა ჰკლვიდა.

ანუ კანიბალიზმი იყო ჩვენთან და აკრძალა? შეუძლია ვინმეს გაშიფროს მთლიანად ეს აბზაცი დღევანდელ ენაზე?


https://ka.m.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E...%83%91%E1%83%98

This post has been edited by Beqarioni on 1 Oct 2019, 12:10
ბლისკინელი
Junior Member


**
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 21
წევრი No.: 252978
რეგისტრ.: 1-October 19

გამოგზავნილია: 1 Oct 2019, 13:49  #55314882      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE
არამედ მოსპო ჭამაცა მკვდართა

შეიძლება კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა იგულისხმება. rolleyes.gif
ანუ აუკრძალა და
QUOTE
და სჯულად დაუდვა დამბადებელისა ერთისა ღვთისა თაყვანისცემა და მზისა და მთოვარისა და ვარსკვლავთა პატივი


იმ ამბების მერე ისევ დაიწყეს
QUOTE
ჰქმნა კერპნი დიდნი — გაცი ოქროსა და გაიმ ვეცხლისა


sleep.gif

This post has been edited by ბლისკინელი on 1 Oct 2019, 14:00
Beqarioni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 342
წევრი No.: 46667
რეგისტრ.: 13-November 07

გამოგზავნილია: 2 Oct 2019, 10:01  #55318408      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ბლისკინელი
QUOTE
შეიძლება კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვა იგულისხმება.
ანუ აუკრძალა და

ხო მაგრამ ჭამას სხვა მნიშვნელობაც ქონდა ადრე?
ბლისკინელი
Junior Member


**
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 21
წევრი No.: 252978
რეგისტრ.: 1-October 19

გამოგზავნილია: 2 Oct 2019, 21:31  #55321219      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Beqarioni
რა ვიცი biggrin.gif
ისე მაინც და მაინც კანიბალობასაც ვერ ვიტყვით, არ წერია ადამიანს ჭამდნენო.
Beqarioni
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 342
წევრი No.: 46667
რეგისტრ.: 13-November 07

გამოგზავნილია: 4 Oct 2019, 14:11  #55328783      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ისე მაინც და მაინც კანიბალობასაც ვერ ვიტყვით, არ წერია ადამიანს ჭამდნენო.

biggrin.gif აბა გამოდის რო ხორცის ჭამა აუკრძალა და ვეგეტარიანელობა დააწყებინაო, აზონმა biggrin.gif
Enter your Name

გამოხმაურება:


იმისთვის რომ ჩასვათ ციტატა ამ გვერდიდან, მონიშნეთ ტექსტი და აქ დაუწკაპუნეთ



ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )
Post Options  Enable emoticons?
 
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0133 ]   [ 12 queries used ]   [ GZIP Disabled ]