მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციადაარსდა 2012 წლის დასაწყისში და დღემდე აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა ტიპის საქმიანობებში:
• სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარიზაციის ხელშეწყობა
• სალაშქრო ინფრასტრუქტურის განვითარება ქვეყნის მასშტაბით
• ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა
მოლაშქრეთა ეროვნულ ფედერაციაში გაერთიანებული არიან, თავისუფალი მოლაშქრეები და მოლაშქრეთა კლუბები (მოყვარულთა და პროფესიონალური). კლუბები ემორჩილებიან მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის მიერ დადგენილ სტანდარტებს და ეთიკის კოდექსს. ასევე, ბათუმში,ქუთაისსა და ახალქალაქში შექმნილია ფედერაციის წარმომადგენლობები. მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის პარტნიორები არიან საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია და საქართველოს მწვანეთა მოძრაობა - დედამიწის მეგობრები.
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციისა და მისი პატრონაჯის ქვეშ მყოფი კლუბების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები• ჩატარებულია მრავალი შემეცნებითი და დაზვერვითი ლაშქრობა
• აღმოჩენილი და მარკირებულია ახალი სალაშქრო ბილიკები
• მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაციის და მისი პატრონაჟის ქვეშ მყოფი კლუბების ერთობლივი პროექტის ფარგლებში თავისუფალ მოლაშქრეებთან ერთად საფუძველი ჩაეყარა მოლაშქრეთა ყოველწლიური ფესტივალი „ტობა“
• საქართველოში მოქმედ კერძო და საჯარო სკოლებში მიმდინარეობს მოლაშქრეთა კლუბების დაარსება პროექტ „გახდი მოლშქრეს“ ეგიდით, რათა მოზარდებმა აიმაღლონ ცოდნა და თვითშეგნება საკუთრი ქვეყნის კულტურასა და ბიომრავალფეროვნებაზე, გახდნენ სოციალურად აქტიურები
• მიმდინარეობს საუნივერსიტეტო მოლაშქრეთა კლუბების დაარსება. დღესდღეისობით მოქმედებს თავისუფალი და აგრარული უნვიერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ქართული უნივერსიტეტის, სამხატვრო აკადემიის და კონსერვატორიის კლუბები.
მოგვმართეთ რჩევებისათვის (რჩევებით), დაგვისვით კითხვები, შევეცდებით ყველა კითხვასა და რჩევაზე გაგცეთ სრულყოფილი პასუხი.
* * *
ჩვენს მიერ გამართული
ყოველკვირეული ბანაკი "იგლუ"ზამთრის ბანაკი "იგლუ" გრძელდება. მსურველებს შეუძლიათ შეუერთდნენ შემდეგ ნაკადს 1-2 თებერვალს.
მტკვარზე კუნძულზე განთავსებული ბანაკი დატვირთული იქნება მრავალი საინტერესო ღონისძიებით.
მოემზადეთ სალაშქრო სეზონისთვის, მოიწყვეთ განტვირთვის 2 დღე მეგობრებთან ერთად ბანაკ "იგლუ"-ში.
გაეცანით ლაშქრობის სპეციფიკას თეორიული და პრაქტიკული ლექციებით.
ისიამოვნეთ სასიამოვნო ატმოსფეროში მუსიკითა და სხვადასხვა ღონისძიებებით. ექსტრიმის მოყვარულებს შეუძლიათ ისარგებლონ ატრაქციონი "ზიპლაინით" და დაეშვან მტკვარზე გადაჭიმულ თოკზე. ასევე იქნება ლეგენდარული ფილმის "Baraka"ს ჩვენება, მრავალი გასართობი თამაში და სხვა სასიამოვნო მომენტი.
ბანაკში მონაწილეობის ღირებულება 35 ლარი
მოლაშქრეთა ეროვნული ფედერაცია იზრუნებს თქვენს ტრანსპორტირებაზე, გართობაზე და ღამისთევაზე კოტეჯებში . ფასში ასევე შედის არმაზის ხეობაში ლაშქრობის ხარჯიც.
This post has been edited by Acho The HiKeR on 27 Jan 2014, 20:23