Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > კეთდება ქართველ მებრძოლთა მემორიალური ვებ-გვერდი


Posted by: tazo200X 10 Nov 2009, 12:05
მოგესალმებით მეგობრებო,
დიდი დრო გავიდა მას მერე, რაც გადაწყდა მემორიალური გვერდის გაკეთება. სხვადასხვა მიზეზების გამო ამ საქმეს ხელი ვერ მოვკიდეთ...მგონი დროა გავაკეთოთ ეს კეთილი საქმე, გავაცნოთ ხალხს ჩვენი გმირები.
ჩვენი მეგობარი და თანაფორუმელი დაგვეხმარება თავდაცვის სამინისტროში საჭირო ხალხთან დაკავშირებაში.
გვჭირდება მოხალისეები, რომლებსაც დავყოფთ ბრიგადების მიხედვით, ვეწვევით თითოეული დაღუპული მებრძოლის ოჯახს, შევაგროვებთ მასზე ინფორმაციას, რომელიც შემდგომში განთავსდება ვებ-გვერდზე..სამუშაო იქნება ძალიან დიდი, ბრიგადები განლაგებულია საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, ამიტომაც გვჭირდება ხალხი..
უახლოეს მომავალში (სავარაუდოდ ამ შაბათ-კვირას) იქნება შეხვედრა, სადაც დაწვრილებით ვისაუბრებთ ყველაფერზე.
გთხოვთ, აქ დაწეროთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას სამ საქმეში.

Posted by: xanga 10 Nov 2009, 12:15
tazo200X
ყველანაირად ვეცდები მივიღო მონაწილეობა.

Posted by: gigiberi 10 Nov 2009, 12:22
მაგაზე კარგ საქმეს მართლა ვერ გავაკეთებთ.........................

Posted by: flyer 10 Nov 2009, 12:33
tazo200X
ეს ნანახი გაქვს ?
http://iremember.ru/
კარგი სტრუქტურა აქვს გვერდს და დაყოფილია კატეგორიებად ჯარის სახეობის მიხედვით.
არ ვიცი რამდენი მასალა მოგროვდება, მაგრამ კატეგორიზირება იგივე პრონციპით ცუდი არ იქნებოდა.

Posted by: Raven 10 Nov 2009, 12:41
ძალინ რთული სამუშაო იქნება ჩასატარებელი, მაგრამ ღირსია ეს ხალხი რო მათ საზოგადოება იცნობდეს. ჩემი სამსახურის გადამკიდე ვერ შეგპირდებით რო მუდმივად ვიქნები ჩართული მაგრამ დაგეხმარებით ყველანაირად ინფორმაციული კუთხით.

Posted by: tazo200X 10 Nov 2009, 12:45
flyer
გვერდზე ცალკე ჯგუფი იმუშავებს, კარგი გამოვა დარწმუნებული ვარ smile.gif
Raven
გეთანხმები, ძალიან რთული და დიდი სამუშაო იქნება ჩასატარებელი..იმედია გამოვა ყველაფერი

Posted by: Giorgi001 10 Nov 2009, 14:39
ყველანაირად მივესალმები ამ საშვილიშვილო საქმეს, თუმცა ამ სიშორიდან რითი დაგეხმაროთ არ ვიცი user posted image

Posted by: xanga 10 Nov 2009, 15:55
მე ჩემი ახლობლის სურათებს და მასალებს მოვიტან. ჯერ მხოლოდ ესაა რაზეც ხელი მიმიწვდება.

Posted by: DISEVI 10 Nov 2009, 17:28
მივესალმები ამ საქმეს ..... როგორც შევძლებ დაგეხმარებით........ smile.gif

Posted by: ZSU-23-4 10 Nov 2009, 17:51
tazo200X
QUOTE
გთხოვთ, აქ დაწეროთ, ვინ მიიღებს მონაწილეობას სამ საქმეში.

რათქმაუნდა მივიღებ... yes.gif იდეა ძალიან მომეწონა, თქვენთან ვარ!

Posted by: d_tsabo 10 Nov 2009, 17:55
tazo200X
რა ვიცი აბა თუ რამეში გამოგადგებით აქ ვარ ყველანაირად დაგეხმარებით დროც მაქვს და სურვილიც მარა თუ ამ შაბათ კვირას ვხვდებით კვირას შევხვდეთ

Posted by: 098 10 Nov 2009, 18:13
QUOTE (Giorgi001 @ 10 Nov 2009, 14:39 )
ყველანაირად მივესალმები ამ საშვილიშვილო საქმეს,

+1...
QUOTE
თუმცა  რითი დაგეხმაროთ არ ვიცი 

+1... user.gif user.gif user.gif

Posted by: politologia 10 Nov 2009, 18:45
დაგემხარებით დიზაინის მართვის თვალსაზრისით

Posted by: da_to 10 Nov 2009, 20:56
QUOTE
QUOTE (Giorgi001 @ 10 Nov 2009, 14:39 )
ყველანაირად მივესალმები ამ საშვილიშვილო საქმეს,

+1...
QUOTE
თუმცა  რითი დაგეხმაროთ არ ვიცი 

+1...   


Posted by: tazo200X 10 Nov 2009, 22:38
მშვენიერია! ზოგი დიზაინის თვალსაზრისით, ზოგი სხვა ტექნიკური თვალსაზრისით და ასე გამოვა საქმე..დომეინი უკვე არის, ასე რომ..
მოვიფიქრებ როდის შევხვდეთ და შევხვდებით. სხვა განყოფილებებშიც გავხსნი თემებს. ანუ შევიკრიბებით. სამინისტრო (იმედია) მოგვაწვდის ინფოს. შევხვდებით ოჯახებს, გავესაუბრებით, შევაგროვებთ ყველანაირ ინფორმაციას, დაიდება საიტზე, ინფორმაცია კონკრეტულ მეომარზე! ძალიან, ძალიან შრომატევადი საქმეა, მაგრამ თავს მოვაბამთ აუცილებლად

Posted by: Chaosphere 10 Nov 2009, 22:43
ხვალ გავარკვევ რაღაც-რაღაცეებს და ვიტყვი ზუსტად რა სახის დაახმარებას შემოგთავაზებთ
* * *
ჰო. ეხლა რა ხდება. ერთი დაღუპული მებრძოლის ოჯახთან შემიძლია დაგაკავშიროთ მაგრამ ჯერ პირველ რიგში ის უნდა გავარკვიო არის თუ არა ეს ოჯახი თანახმა მონაწილეობა მიიღოს ამ საქმეში. ყველაფერი დაზუსტებით შემდეგი კვირისთვის მეცოდინება

სახელისა და გვარის დაწერა მგონი ჯერ საჭირო არ არის. თუ დაგაინტერესებთ PM

Posted by: giogeo 12 Nov 2009, 12:43
შევეცდები აჭარაში მოვძებნო რაღაც ფოტოები, რამდენიმე დაღუპულის გმირის ოჯახთან მაქვს კონტაქტი...

Posted by: pkm 12 Nov 2009, 16:47
მივესალმები თქვენს გამოხმაურებას.მაგარი იდეაა...............

Posted by: diazi 12 Nov 2009, 17:09
ქუთაისიდან თუ შემიძლია რაიმე დახმარება აქა ვარ შეძლებისდაგვარად smile.gif

Posted by: tazo200X 14 Nov 2009, 19:37
giogeo
QUOTE
შევეცდები აჭარაში მოვძებნო

diazi
QUOTE
ქუთაისიდან თუ შემიძლია რაიმე დახმარება

ძალიან კარგია! მშვენიერია...როგორც კი დაითქმება შეხვედრის დრო და გადაწყდება საკითხები, ეგრევე დავწერ ფორუმზე...

Posted by: cibira 14 Nov 2009, 20:20
მე შემიძლია დაგეხმაროთ საიტის მხრინ ანი შეგროვილიინფორმაციების დადებაში (მაქ გამოცდილება) და ასეთ რამეებში wink.gif

tazo200X

p.s სააღოლ მართლა კაი პროექტია

Posted by: karela 15 Nov 2009, 19:58
კაი ხნის უკან მომივიდა ეს იდეა თავში, ავიღე კიდეც დომენი და დავიწყებ მალე მუშაობას. საიტის ტექნიკურ მხარეს რო მოვრჩები ნელ ნელა ინფორმაციების დადებასაც დავიწყებ.

Posted by: Armor 15 Nov 2009, 20:14
tazo200X

შეკრების ადგილის პრობლემა არ არის: ორშაბათი - ოთხშაბათი

აისის ოფისი.

karela

2 ხომ არ იქნება, ერთად გააკეთეთ ...

Posted by: diazi 15 Nov 2009, 20:19
tazo200X
karela

მართლა ისტორიკოსი ვარ და ქუთაისის უნივერსიტეტის ისტორიკოსებთანაც მიმიწვდება ხელი. ასე რომ მაგ საქმეში შემიძლია მათი დახმარების იმედი მქონდეს

Posted by: karela 15 Nov 2009, 23:31
tazo200X
PM ნახე


____________________________

Posted by: tazo200X 17 Nov 2009, 18:16
Armor
შაბათ-კვირას ვერა? sad.gif

Posted by: giogeo 18 Nov 2009, 13:52
tazo200X

მობილური მომიპიემე შენი თუ მოახერხებ. რაღაც მინდა პირადად გკითხო.

Posted by: Armor 18 Nov 2009, 15:18
QUOTE
შაბათ-კვირას ვერა?


შაბათს შეიძლება პრინციპში ... თუ რაიმე არ დაიგეგმა სასწავლო კურსზე ...

კვირას ვერა.

Posted by: GIMME 18 Nov 2009, 15:39
tazo200X
QUOTE
კეთდება ქართველ მებრძოლთა მემორიალური ვებ-გვერდი



მე რამით შემიძლია დახმარებაა? mo.gif

იდეაა up.gif up.gif

Posted by: giogeo 18 Nov 2009, 15:48
2008 წლის აგვისტოს რუსულ-ქართულ ომში დაღუპული მეხუთე ქვეითი ბრიგადის ჯარისკაცების მემორიალის გახსნა.

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


Posted by: tazo200X 18 Nov 2009, 23:41
Armor
QUOTE
შაბათს შეიძლება პრინციპში ... თუ რაიმე არ დაიგეგმა სასწავლო კურსზე ...

გთხოვ შემატყობინო, გეცლებათ თუ არა შაბათს, დღის პირველ ან მეორე ნახევარში, რომ შევხვდეთ თქვენს ოფისში...

Posted by: Armor 19 Nov 2009, 01:54
tazo200X

99% შაბათია რა ... დავაზუსტებ ხვალ დღის რომელ ნახევარში და ...

Posted by: tazo200X 19 Nov 2009, 20:50
Armor
ჰო რა, და აქვე დაწერე გთხოვ, კარგი?

Posted by: Armor 19 Nov 2009, 22:57
tazo200X

შაბათს როცა გინდათ და რამდენი ხნითაც გინდათ

შევხვდეთ სპორტის სასახლის გვერდით რომ მაკდონალდსია, იმის წინ ...

დრო შენ დათქვი ...

Posted by: ZSU-23-4 20 Nov 2009, 14:46
შინდისში წავიდეთ... (მგონი ერთ-ერთი კარგი აზრი უნდა იყოს...)

Posted by: tazo200X 20 Nov 2009, 16:16
ZSU-23-4
ჯერ არსად არ მივდივართ კაცო smile.gif


მოკლედ ხალხნო, ხვალ, შაბათს, დღის 12 სთ-ზე სპორტის სასახლესთან. მე დროებით უტელეფონოდ ვარ, ასე რომ ვერ დამიკავშირდებით. უბრალოდ დაწერეთ, ვინ მოვა რომ ვიცოდე..

Posted by: Chaosphere 20 Nov 2009, 16:18
tazo200X

QUOTE
მოკლედ ხალხნო, ხვალ, შაბათს, დღის 12 სთ-ზე სპორტის სასახლესთან. მე დროებით უტელეფონოდ ვარ, ასე რომ ვერ დამიკავშირდებით. უბრალოდ დაწერეთ, ვინ მოვა რომ ვიცოდე..


მანდ ვარ

P.S რა სახის შეხვედრა იქნება ?

Posted by: Armor 20 Nov 2009, 16:21
12:00 სთ. სპორტის სასახლის გვერდით რომ მაკდონალდსია იმის წინ!

აბა რომლები მოდიხართ დაწერეთ ...

Posted by: 098 20 Nov 2009, 16:42
QUOTE (tazo200X @ 20 Nov 2009, 16:16 )
ZSU-23-4
ჯერ არსად არ მივდივართ კაცო smile.gif


მოკლედ ხალხნო, ხვალ, შაბათს, დღის 12 სთ-ზე სპორტის სასახლესთან. მე დროებით უტელეფონოდ ვარ, ასე რომ ვერ დამიკავშირდებით. უბრალოდ დაწერეთ, ვინ მოვა რომ ვიცოდე..

მე მოვალ და პალტოსაც წამოვიღებ... yes.gif yes.gif war.gif war.gif

Posted by: ZSU-23-4 20 Nov 2009, 16:47
თქვენთან ვარ! აუცილებლად მოვალ... smile.gif

....................

Posted by: tazo200X 20 Nov 2009, 17:12
Chaosphere
QUOTE
P.S რა სახის შეხვედრა იქნება ?

გეგმებს დავსახავთ, თუ როგორ გავაკეთებს იმას, რისი გაკეთებაც გვსურს smile.gif

Posted by: Chaosphere 20 Nov 2009, 17:21
tazo200X

QUOTE
გეგმებს დავსახავთ, თუ როგორ გავაკეთებს იმას, რისი გაკეთებაც გვსურს


გასაგებია

Posted by: gigiberi 20 Nov 2009, 18:13
მე, სამწუხაროდ, ჩემი სამსახურის გადამკიდე ვერ მოვალ. კონკრეტულად რომ ჩამოყალიბდებით, დაწერეთ. მთელი ჩემი სამსახურებრივი თუ არასამსახურებრივი რესურსები თქვენს განკარგულებაში იგულეთ.

Posted by: da_to 20 Nov 2009, 21:16
QUOTE
აბა რომლები მოდიხართ დაწერეთ ...

სამწუხაროდ ვერ მოვალ... cry.gif

Posted by: d_tsabo 20 Nov 2009, 21:57
სამწუხაროდ ხვალ ვერ მოვალ შემდეგ შეკრებას არ გავაცდენ sad.gif

Posted by: tazo200X 21 Nov 2009, 09:48
ვინც ვერ მოვა, ნუ განიცდით, ყველაფერი დაიწერება ამ თემაში.


ვინც მოდის, გელოდებით 12 სთ-ზე.

Posted by: king depress 22 Nov 2009, 01:08
აბა რა მოხდა , მოყვება ვინმე?

---------------------------------------


Posted by: Armor 22 Nov 2009, 11:08
QUOTE
აბა რა მოხდა , მოყვება ვინმე?

არააისელებიდან 2 კაცი მოვიდა ... თაზო და რადისტი (რა ნიკიც არ უნდა აიღოს, მაინც რადისტი იქნება) ... 2kiss.gif

რაღაც რაღაცეები დალაგდა და წერილს ვწერთ მინისტრს ...

Posted by: karela 23 Nov 2009, 23:19
სიახლე ხომ არაფერია ამასთან დაკავშირებით?

Posted by: Armor 24 Nov 2009, 01:24
QUOTE
სიახლე ხომ არაფერია ამასთან დაკავშირებით?


თაზოს მივწერე წერილის პროექტი, მაგრამ არ უნახია ჯერ როგორც ვატყობ ...

Posted by: giogeo 25 Nov 2009, 12:42
QUOTE (Armor @ 24 Nov 2009, 01:24 )
თაზოს მივწერე წერილის პროექტი, მაგრამ არ უნახია ჯერ როგორც ვატყობ ...

თაზოს ველაპარაკე. არმორს ეკონტაქტეო, შენი მობილური მომიპიემე

Posted by: Armor 25 Nov 2009, 18:00
895 30 83 82

წერილის ვერსია გადმოგიგზავნა?

აღარ აკეთებს?

Posted by: giogeo 25 Nov 2009, 19:05
QUOTE (Armor @ 25 Nov 2009, 18:00 )
წერილის ვერსია გადმოგიგზავნა?

აღარ აკეთებს?

არ გადმოუგზავნია. არ იყო შესაფერის ადგილზე...

მომიპიემე სკაიპის ID და გვიან შემოვალ.

Posted by: tazo200X 27 Nov 2009, 20:54
Armor
giogeo
ხალხნო ბოდიშს გიხდით, ვაზიანში გალხდით და ამწუთს შემოვედი სახლში, ბათინკები არ გამიხდია ჯერ smile.gif წერილს გადავხედავ უეჭველი! შევხვდებით უახლოეს დღეებში, ხვალ არ მეცლება ფიზიკურად..მაგრამ უჩემოდაც შეგიძლიათ შეხვდეთ!

Posted by: giogeo 28 Nov 2009, 18:50
არაფერია საბოდიშო! 2kiss.gif

მოკლედ, მე ცოტა ხანსი დავუკავშირდები აჭარა-გურიის ვეტერანთა საქმეების განყოფილებას. ნომრები უკვე გარკვეული მაქვს. შევეცდები შევაგროვო აფხაზეთის და სამაჩაბლოს პირველი ომის მონაწილეებზე ინფორმაცია და ფოტოები. რამდენიმეს იჯახის წევრს უკვე დავუკავშირდით.იმედია შარშან დაღუპული ბიჭების ფოტოებსაც მოგვაწვდიან smile.gif

Posted by: ZSU-23-4 28 Nov 2009, 19:08
QUOTE (Armor @ 22 Nov 2009, 11:08 )
QUOTE
აბა რა მოხდა , მოყვება ვინმე?

არააისელებიდან 2 კაცი მოვიდა ... თაზო და რადისტი (რა ნიკიც არ უნდა აიღოს, მაინც რადისტი იქნება) ... 2kiss.gif


რავიცი აბა აისში ჯერ ვერაო ორემ დიდი სიამოვნებით შემოვიდოდი biggrin.gif


Posted by: giogeo 28 Nov 2009, 21:41
დღეს გავარკვიე აფხაზეთის ომსი დაღუპული ერთ-ერთი მებრძოლის მონაცემები. ფოტოებს დავასკანერებ და ამ დღეებში მონაცემებთან ერთად დავდებ smile.gif დავიწყე აქტიურად მუშაობა.

Posted by: dd69 28 Nov 2009, 21:55
ჯარში ძალიან ბევრი მეგობარი, მყავს, რომლებიც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობ(დნ)ენ. ზოგიც ჯარში-კომანდო და ავღანეთშია. ვფიქრობ რომ დახმარებას შევძლებ და დიდი სურვილკიც მაქვს. აი დროის პრობლემა მაქვს. მაინც სამეგრელო-აჭარაში რაც დაგჭიურდებათ მითხარით, გინდათ სადმე მისასვლელი იყოს, პრობლემა არაა. სხვა მხრივაც. იმედია დომენის და ჰოსტინგის პრობლემა არ იქნება, თუ კი, მაშინ შემეხმიანეთ. პროგრამირებაზე და სტრუქტურაზე კი კვალიფიციური რჩევა შემიძლია მოგცეთ. ხოლო ამ კუთხით ინტენსიურად დროის უქონლობის გამო ვერ ვიმუშავებ.

Posted by: ZSU-23-4 28 Nov 2009, 23:15
QUOTE (dd69 @ 28 Nov 2009, 21:55 )
ჯარში ძალიან ბევრი მეგობარი, მყავს, რომლებიც საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობ(დნ)ენ. ზოგიც ჯარში-კომანდო და ავღანეთშია. ვფიქრობ რომ დახმარებას შევძლებ და დიდი სურვილკიც მაქვს. აი დროის პრობლემა მაქვს. მაინც სამეგრელო-აჭარაში რაც დაგჭიურდებათ მითხარით, გინდათ სადმე მისასვლელი იყოს, პრობლემა არაა. სხვა მხრივაც. იმედია დომენის და ჰოსტინგის პრობლემა არ იქნება, თუ კი, მაშინ შემეხმიანეთ. პროგრამირებაზე და სტრუქტურაზე კი კვალიფიციური რჩევა შემიძლია მოგცეთ. ხოლო ამ კუთხით ინტენსიურად დროის უქონლობის გამო ვერ ვიმუშავებ.

მგონი ძალიან დაგვჭირდება ამ კაცის დახმარება smile.gif

Posted by: tazo200X 29 Nov 2009, 00:22
giogeo
წერილის ვარიანტი გავუგზავნე არმორას..
dd69
აუცილებლად დაგვჭირდება თქვენი დახმარება!

Posted by: king depress 29 Nov 2009, 01:50
პირველი მონაცემები

http://memorial.planeta.ge/index.php?page=alias-4

Posted by: d_tsabo 29 Nov 2009, 10:34
QUOTE
http://memorial.planeta.ge/index.php?page=alias-4

king depress
ყველაფერი კარგი მაგრამ არ შეიძლებოდა უბრალოდ მეორიალი რქმეოდა პლანეტის გარეშე?

Posted by: giogeo 29 Nov 2009, 15:27
QUOTE (tazo200X @ 29 Nov 2009, 00:22 )
giogeo
წერილის ვარიანტი გავუგზავნე არმორას..

მეც მაჩვენე smile.gif

ამ მონაცემებს აქ დავდებ და მერე გამოვიყენებთ.

შალვა ალექსანდრეს ძე ჯავაშვილი

1960 08. 29 - 1992 12. 03 დაიღუპა ოჩამჩირის დაცვისას სოფელ ცხენისწყალში.

ოცეულის მეთაური

ს/ნ #55073 ქართველ შევარდენთა ლეგიონის ბათუმის სადროშო

http://www.radikal.ru

თანამებრძოლებთან ერთად.

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru



ვაგრძელებ კარდაკარ ფოტოების ძებნას smile.gif


Posted by: ZSU-23-4 29 Nov 2009, 15:36
giogeo
ეს ჯობდა, რომ PM-ით გაგეზგავნა :|

Posted by: tazo200X 29 Nov 2009, 15:38
ZSU-23-4
არა, იყოს smile.gif
giogeo
მშვენიერია გიორგი, ეგრე გააგრძელე..
წერილის ვარიანტი არმორას აქვს პმ-ში, იქნებ მას სთხოვო და გადმოგიგზავნის..მე ორკვირიანი შვებულება მაქვს ახლა, დეკემბრის შუა რიცხვებამდე და უფრო აქტიურად ჩავერთვები საქმეში.

Posted by: king depress 29 Nov 2009, 19:15
d_tsabo
QUOTE
ყველაფერი კარგი მაგრამ არ შეიძლებოდა უბრალოდ მეორიალი რქმეოდა პლანეტის გარეშე?

და რა პრობლემაა?! პლანეტა რამე აგრესიას იწვევს შენთვის?!

გვაქვს დომენი ჰოსტინგი და ქვედომენები და მე მგონი კარგი საქმისთვის ვიყენებთ არა/!??

Posted by: d_tsabo 29 Nov 2009, 19:21
king depress
არანაერ აგრესიას უბრალოდ დასამახსოვრებლად არის დიდი აჯობებდა ლაკონური ყოფილიყო
პს მაქვს წიგნი უკვდავება სადაც თითქმის ყველა მებრძოლია აფხაზეთის ომის თავისი ისტორიებით რო მოვიცლი დავასკანერებ

Posted by: karela 29 Nov 2009, 19:27
გმირები.კომ მაქვს აღებული უკვე დომენი და ჰოსტინგიც (უცხოური).
მოვილაპარაკეთ ამაზე ოფისში. ქვედომენზე ცოტა არ იყოს ტეხავს მემორიალური ვებ გვერდი.
* * *
ვებ.პროგრამისტი და დიზაინერიც მყავს, საჭიროა ერთ დღეს შევიკრიბოთ და დავგეგმოთ რა როგორ გაკეთდება.
გუშინ უნდა შევკრებილიყავით, მაგრამ არავინ არ მოვიდა და მომავალ შაბათს მაინც მოვახერხოთ შეხვედრა.

Posted by: king depress 29 Nov 2009, 20:39
QUOTE
მოვილაპარაკეთ ამაზე ოფისში. ქვედომენზე ცოტა არ იყოს ტეხავს მემორიალური ვებ გვერდი.

karela
ფაქტია ვაკეთებთ

ეხლა რა..უცებ აღმოჩნდება რო ყველას მოუნდება მემორიალის კეთება

რავი როგორც გინდათ რა....

ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, და თუ ვინმეს პარალელულად გაკეთება მოუნდება, ცუდი არაა

Posted by: karela 29 Nov 2009, 22:04
king depress
QUOTE
ფაქტია ვაკეთებთ

ვნახე რო აკეთებთ, მაგრამ ჯობია ცალკე დომენი ქონდეს, დიზაინიც შესაბამისად ლამაზი, დახვეწილი და მარტივი.

QUOTE
ეხლა რა..უცებ აღმოჩნდება რო ყველას მოუნდება მემორიალის კეთება

რავი როგორც გინდათ რა....

ჩვენ ჩვენსას შევეცდებით, და თუ ვინმეს პარალელულად გაკეთება მოუნდება, ცუდი არაა 

მე ეს დომენი ავიღე დაახლოების სამი კვირის უკან, დაკავებული იყო და აგერ WWW-ში თემაც კი გავხსენი ვინ არის მფლობელი დამიკავშირდით და რამენაირად უფლებები გადმომეცით მეთქი. http://forum.ge/?f=27&showtopic=34029571

აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების ბიოგრაფიებსაც გადმომცემს ერთი ადამიანი. მაგრამ ამის გაკეთებას ერთი და ორი კაცი ვერ შეძლებს. უამრავი ინფორმაციაა შესაგროვებელი.
რადგან თქვენც გქონდათ ბატონო ეს იდეა და აგერ თაზომ თემა გახსნა, გამიხარდა და შემოგიერთდით.
პარარელურად გაკეთების სურვილი რომ მქონოდა აქ არ დავწერდი და პირდაპირ გავაკეთებდი.

Posted by: Armor 30 Nov 2009, 01:04

მოკლედ: ჯერ ერთმანეთში გაარკვიეთ რა ხდება და რამდენ საიტს აკეთებთ, ვინ აკეთებს, ვინ რას არეკლამებს და მხოლოდ ამის მერე ჩაერთვება აისი ... ან არ ჩაერთვება. რაღაც გაუგებრობაში აისის სახელის გახვევა არანაირად არ მინდა.

რაზეც შეთანხმდებით აქ დაწერეთ.


Posted by: karela 30 Nov 2009, 01:51
მე ვამბობ ქვედომეინი ტეხავს, მემორიალური ვებ გვერდი არ უნდა კეთდებოდეს ქვედომეინზე, ამის ღირსები მაინც არ არიან ის ბიჭები რო წესიერი დომენი ავიღოთ, ქონდეს დახვეწილი და ლამაზი დიზაინი, შესაბამისად იყოს მარტივი, პროგრამულად გამართული და რაც მთავარია კარგად დაცული.
რავი გადაწყვიტოს უმრავლესობამ ვისაც ამ საქმეში უნდა რაიმე სახით წვლილი შეიტანოს.
ავიღე დომენი: გმირები.კომ
ვიშოვე ვებპროგრამისტი და დიზაინერი.
2008 წლის ომში დაღუპულების ბიოგრაფიები არ იქნება პრობლემა მომცემენ.
დანარჩენი, სხვა რითაც შემეძლება შევიტან წვლილს ამ საქმეში.

მემორიალ.გე დაკავებულია და მაგაზე ვერ გავაკეთებთ.
ეგეც საკითხავია ვინ დაიკავა და რაში სჭირდება, ეგებ ამ საქმისთვის უნდა მასაც, ორს ხომ არ გავაკეთებთ, ერთი იყოს და წესიერი.


Posted by: Javelin 30 Nov 2009, 02:57
QUOTE
მოკლედ: ჯერ ერთმანეთში გაარკვიეთ რა ხდება და რამდენ საიტს აკეთებთ, ვინ აკეთებს, ვინ რას არეკლამებს და მხოლოდ ამის მერე ჩაერთვება აისი ... ან არ ჩაერთვება. რაღაც გაუგებრობაში აისის სახელის გახვევა არანაირად არ მინდა.

რაზეც შეთანხმდებით აქ დაწერეთ.

+1

დავწერ ჩემს მოსაზრებებს:

1. ქვედომენი ტეხავს, თან ძააან მაგრად - 1 წუთსაც არ დავხარჯავდი ქვედომენზე ესეთი პროექტისთვის, მითუმეტეს ეგეთ დომენზე - რომ იყოს army.ge ან war.ge კიდევ დაფიქრდებოდა კაცი... თემატურია მაინც.
2. მე, როგორც ერთ-ერთ მოხალისეს, იმის შემხედვარე რომ ყველა თავის პონტს ექაჩება და ასეთ საქმეზე ვერ მორიგდნენ - სურვილი დამეკარგებოდა ყველანაირი მონაწილეობის.
3. პროექტი მართლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს რეალიზებული, უბრალოდ არ გვაქვს უფლება ზერელედ ამის კეთების.
სამწუხაროდ ჩვენ ძალიან მძიმე ფორმებში გვჭირს "მე". იმედია ამ თემაში მაინც გადაიწევს ეს "მე" უკან...

Posted by: Chaosphere 30 Nov 2009, 08:14
შეხვედრაზეც ვთქვი და აქაც დავწერ Gmirebi.Com სასტიკად არ მომწონს. ძალიან მარტივი და უბრალოა. Ucoz და Piczo საიტებს ჰქვია ხოლმე ეგრე

კარელ მიმიხვდი ალბათ რასაც ვიძახი და იმედია არ მიწყენ

Posted by: karela 30 Nov 2009, 09:56
QUOTE (Chaosphere @ 30 Nov 2009, 08:14 )
შეხვედრაზეც ვთქვი და აქაც დავწერ Gmirebi.Com სასტიკად არ მომწონს. ძალიან მარტივი და უბრალოა. Ucoz და Piczo საიტებს ჰქვია ხოლმე ეგრე

კარელ მიმიხვდი ალბათ რასაც ვიძახი და იმედია არ მიწყენ

არა აქ არაფერია საწყენი, მართალი გითხრა პირადად მეც არ მომწონს, გეთანხმები უბრალო და მარტივია, რაც კარგი იყო (memorial.ge) დაკავებულია, სხვა რა შეიძლება იყოს რავიცი, დაწერეთ კაცო რო ამბობთ ეს არ მომწონს ის არ მომწონსო ხო უნდა დაწეროთ რა მოგწონთ.


Javelin

QUOTE
3. პროექტი მართლა ძალიან მაღალ დონეზე უნდა იყოს რეალიზებული, უბრალოდ არ გვაქვს უფლება ზერელედ ამის კეთების.
სამწუხაროდ ჩვენ ძალიან მძიმე ფორმებში გვჭირს "მე". იმედია ამ თემაში მაინც გადაიწევს ეს "მე" უკან...


პირადად არანაირი ,,მე'' არ მჭირს, დომენშია შეუთანხმებლობა და ჩემ გარდა სხვა არავინ არაფერს ამბობთ.
რა შეიძლება იყოს დაწერეთ რო შეთანხმება იყოს მაგ საკითხზე.

Posted by: tazo200X 30 Nov 2009, 11:01
karela
გიორგი, წერილი ქალბატონ მარინას რომ გადავცეთ, მიაწვდის მინისტრის აპარატს?

Armor
არანაირი გაუგებრობა, როგორც მოვილაპარაკეთ ისე იქნება. დაგიკავშირდები საღამოს.
king depress
მინისტრის სახელზე გაგზავნილ წერილში წერია რომ ეს არის აისის და პლანეტა.გე-ს ერთობლივი პროექტი.

Posted by: Chaosphere 30 Nov 2009, 11:05
karela

როგორც მე ვიცი. სადაც დომენს აკეთებ იქ შეგიძლია კიდეც რომ სახელი შემოწმო. ანუ თუ მინდა მაგ. Memorial.Com ჩაწერ საძიებო სისტემაში და შეამოწმებ არის თუ არა თაისუფალი ეს სახელი. ხოდა თუ არის მაგის შესაძლებლობა ვნახოთ რა მისამართებია თავისუფალი

Posted by: karela 30 Nov 2009, 11:05
QUOTE (tazo200X @ 30 Nov 2009, 11:01 )
karela
გიორგი, წერილი ქალბატონ მარინას რომ გადავცეთ, მიაწვდის მინისტრის აპარატს?

კი რათქმა უნდა.

Chaosphere
QUOTE
როგორც მე ვიცი. სადაც დომენს აკეთებ იქ შეგიძლია კიდეც რომ სახელი შემოწმო. ანუ თუ მინდა მაგ. Memorial.Com ჩაწერ საძიებო სისტემაში და შეამოწმებ არის თუ არა თაისუფალი ეს სახელი. ხოდა თუ არის მაგის შესაძლებლობა ვნახოთ რა მისამართებია თავისუფალი

memorial.com
memorial.ge
ორივე დაკავებულია.

Posted by: tazo200X 30 Nov 2009, 11:31
karela
memoriali.com ნახე აბა

Posted by: spec 30 Nov 2009, 11:33
QUOTE (tazo200X @ 30 Nov 2009, 11:31 )
karela
memoriali.com ნახე აბა

დაკავებულია ეგეც და memoriali.ge-ც

Posted by: Chaosphere 30 Nov 2009, 11:33
memorial.info.com ?

Remember.Com

Remember.Ge ?


Posted by: karela 30 Nov 2009, 11:39
QUOTE (tazo200X @ 30 Nov 2009, 11:31 )
karela
memoriali.com ნახე აბა

დაკავებულია ეგაც.


თუ გნებავთ რომ თავად სიტყვა იყოს ქართული, უნდა გაკეთდეს gmirebi.com-ზე, თუ გნებავთ რომ იყოს ინგლისური, მაშინ უნდა გაკეთდეს heroes.ge-ზე.
ეს ორი დომეინია თავისუფალი.

Chaosphere
QUOTE
Remember.Ge ?

თავისუფალია და Remember რას ნიშნავს?
ცოტა ძნელი და გრძელი სიტყვაა, ისეთი უნდ იყოს, რომ ადვილად დაიმახსოვროს კაცმა.
მემორიალ.გე იყო საუკეთესო, მაგრამ დაკავებულია. sad.gif

Posted by: Chaosphere 30 Nov 2009, 11:43
karela

QUOTE
თავისუფალია და Remember რას ნიშნავს?


ხსოვნა. არ დავიწყება
* * *
QUOTE
ცოტა ძნელი და გრძელი სიტყვაა, ისეთი უნდ იყოს, რომ ადვილად დაიმახსოვროს კაცმა.


არამგონია ეგ პრობლემატური იყოს. არ არის ასოთა რაღაც განსაკუთრებულად ძნელი წყობა.

+ Remember.Ge s

Posted by: tazo200X 30 Nov 2009, 11:49
QUOTE
+ Remember.Ge s


Posted by: Armor 30 Nov 2009, 12:02
http://samshoblostvis.com

ან

http://samshoblostvis.net

ან

http://samshoblostvis.info

რადისტის იდეაა ... მემგონი ცუდი არ არის

Posted by: Chaosphere 30 Nov 2009, 12:04
QUOTE
http://samshoblostvis.com

ან

http://samshoblostvis.net

ან

http://samshoblostvis.info

რადისტის იდეაა ... მემგონი ცუდი არ არის


აქაც იგივე ძალიან მარტივი და უბრალოა

Posted by: karela 30 Nov 2009, 12:11
tazo200X
PM

_______________________

Posted by: Armor 30 Nov 2009, 12:16
Chaosphere

QUOTE
აქაც იგივე ძალიან მარტივი და უბრალოა

აჰა რთული და ბრალიანი ... smile.gif

www.eristvisdacemultamaradiulixsovnismemorialurisaiti.info

მარტივი და პრიმიტიული უნდა იყოს დომენი ... იოლად რომ დაიმახსოვრო ...

Posted by: Chaosphere 30 Nov 2009, 12:21
Armor

არ ვიცი არმორ რა. ძალიან კარგია რომ იყოს ქართული სიტყვა, მაგრამ ...


Posted by: Georgian_90 30 Nov 2009, 12:27
www.georgian.heroes.com

www.georgian.heroes.com

www.georgian.heroes.com

Posted by: Armor 1 Dec 2009, 11:49
heroes, გმირები და ა.შ. არ გვინდა რა ...

გმირი სულ სხვა კატეგორიაა ... ნუ გავაუფასურებთ მაგ სიტყვას ... იქ ვინც დაიღუპა, ყველა გმირი არ იყო ...


Posted by: Chaosphere 1 Dec 2009, 11:54
Armor

QUOTE
heroes, გმირები და ა.შ. არ გვინდა რა ...


+

თან შეიძლება ვიღაცას თავიდან სერიალ გმირების საიტიც ეგონოს

Posted by: Georgian_90 1 Dec 2009, 17:50
Armor
QUOTE
heroes, გმირები და ა.შ. არ გვინდა რა ...

გმირი სულ სხვა კატეგორიაა ... ნუ გავაუფასურებთ მაგ სიტყვას ... იქ ვინც დაიღუპა, ყველა გმირი არ იყო ...


რა გაუფასურება ვერ გავიგე თქვენი რაა

ჩემთის ვინც საქათველოს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას შეეწირა ყველა გმირია

რატო გგონია ხმამაღალი ნათქვამი ეს ''გმირი'' ვერ გავიგე...


Posted by: Armor 1 Dec 2009, 19:01
QUOTE
ჩემთის

შენთვის არ ვიცი და გმირი სხვა რაღაცაა ...

მასე მადრიდის რეალი შეიძლება ვიღაცას ხოკეის კლუბი ეგონოს ... მიდი და ეკამათე ...

QUOTE
რატო გგონია ხმამაღალი ნათქვამი ეს ''გმირი'' ვერ გავიგე

აბსულუტურად სხვა განზომილებაა და რატომ უნდა დავუძახოთ გმირი იმას, ვინც ასეთი არ არის? ეს ხომ გაუფასურებაა გმირობის ...

Posted by: giogeo 10 Dec 2009, 14:01
დღეს პირადად ვუთხარი თავდაცვის პრესსამსახუირის თანამშრომელს ფოტოების შესახებ და არანაირი პრობლემა არ იქნებაო smile.gif

Posted by: Vikingi_Odin 10 Dec 2009, 15:48
QUOTE
QUOTE
რატო გგონია ხმამაღალი ნათქვამი ეს ''გმირი'' ვერ გავიგე


აბსულუტურად სხვა განზომილებაა და რატომ უნდა დავუძახოთ გმირი იმას, ვინც ასეთი არ არის? ეს ხომ გაუფასურებაა გმირობის ...



მართალია გმირი სულ სხვა კატეგორიაა ნუ გააჩნია კრიტერიუმებს, მაგრამ რაც არ უნდა იყოს მეომარი, მეომარია მაგრამ გმირი არის სხვა ხარისხი ...ა.შ.

Posted by: karela 28 May 2010, 22:19
მოკლედ.

დომენი აღებულია - remember.ge,
დიზაინის პირველი ვარიანტი კი ნახეთ.

http://images.geotorrents.ge/viewer.php?file=8rjpduqt1l6lyl8b0yz.png

ხვალ საღამოს დიზაინის სხვა ვარიანტიც იქნება, როგორც ავტორი ამბობს, უფრო ლამაზი და დახვეწილი.

იმ ტანკების ნაცვლად მჭირდება 1000 პიქსელიანი ლამაზი ეროვნული სურათი და დამეხმარეთ.

* * *
ვებ გვერდი იქნება ორ ენაზე.
GEO & ENG
ხოდა ინგლისურის მამები ვინც ხართ და სურვილი გაქვთ დახმარების მზად იყავით როცა დაგიძახებთ smile.gif

ყველანაირად ვეცდები ვებ გვერდის ძირითადი მხარე ომის წლისთავამდე დავასრულოთ.


Posted by: karela 30 May 2010, 00:26
http://immage.de/

დიზაინის ნახევარი ტანი დასრულებულია.
მგონი კარგი გამოგვდის, რას იტყვით?


Posted by: mariri-q 30 May 2010, 00:44
სამწუხაროდ მხოლოდ დღეს გავიგე რო ასეთი პროექტი კექთდება. მასალების რა გითხრათ მაქვს პრაიმტაიმის ნომრები სადაც ამ ბიჭების ოჯახის წევრები, მეგობრები ყვებიან მათზე.... კიდევ რამდენიმე ფოტო მაქვს 2008 წლის აღლუმის და აქ ზოგიერთმა აღმოაჩინა რამდენიმე დაღუპული ბიჭი.... სხვა რა მასალა გჭირდებათ იქნებ კონკრეტყულად დაწეროთ ან იქნებ ფოტოები გინდათ ხოდა რა ვიცი დაგეხმაროთ იქნებ...

Posted by: karela 30 May 2010, 00:48
QUOTE (mariri-q @ 30 May 2010, 00:44 )
სამწუხაროდ მხოლოდ დღეს გავიგე რო ასეთი პროექტი კექთდება. მასალების რა გითხრათ მაქვს პრაიმტაიმის ნომრები სადაც ამ ბიჭების ოჯახის წევრები, მეგობრები ყვებიან მათზე.... კიდევ რამდენიმე ფოტო მაქვს 2008 წლის აღლუმის და აქ ზოგიერთმა აღმოაჩინა რამდენიმე დაღუპული ბიჭი.... სხვა რა მასალა გჭირდებათ იქნებ კონკრეტყულად დაწეროთ ან იქნებ ფოტოები გინდათ ხოდა რა ვიცი დაგეხმაროთ იქნებ...

მაგას სამინისტოში მივალ ამ დღეებში და მომცემენ.
აი 90-იანი წლების ომების მებრძოლებზე კი ძაან შრომატევადი საქმე გველის წინ.

Posted by: mariri-q 30 May 2010, 00:51
karela
QUOTE
აი 90-იანი წლების ომების მებრძოლებზე კი ძაან შრომატევადი საქმე გველის წინ.

ხო მაგრამ არქივი არ არსებობს რაიმე იქ რომ მოიძიოთ? რამდენი ადამიანი მუშაობს ამ საიტზე?

Posted by: karela 30 May 2010, 00:56
QUOTE (mariri-q @ 30 May 2010, 00:51 )
ხო მაგრამ არქივი არ არსებობს რაიმე იქ რომ მოიძიოთ?

მაგას სამინისტროში გავარკვევ.
QUOTE
რამდენი ადამიანი მუშაობს ამ საიტზე?

იმდენი რამდენსაც სურვილი გაუჩნდება დახმარების.

განსაკუთრებით ტექსტის ინგლისურად გადათარგმნაში დაგვჭირდება დახმარება, რათა ორ ენოვანი იყოს საიტი.

Posted by: mariri-q 30 May 2010, 01:06
karela
QUOTE
მაგას სამინისტროში გავარკვევ.

მე მჭირდებოდა თბილისში სამოქალაქო ომთან დაკავშირებით რაღაც მასალები ერთხელ და შსს არქივში შემიშვეს და ნებისმიერი დოკუმენტის ნახვის უფლება გქონდა დაჯე გადაღებისაც ფოტოებიც ქონდათ მახსოვს რომ აფახაზეთის ომში მებრძოლების ფოტოები ჰქონდათ კედლებზე გამოფენილი.... მემგონი რომ რაღაც მასალები მაიცნ ექნებათ... ნუ მერე ბევრი ცოცხალი მოწმეა და დეტალებს ისინი უკეთ მოგიყვებიან...

QUOTE
განსაკუთრებით ტექსტის ინგლისურად გადათარგმნაში დაგვჭირდება დახმარება

მთელ საიტს ვთარგმნი თქო ვერა მაგრამ, გამზადებულ ბიოგრეფიებს თუ რაღაც სტატიებს მომაწვდით რასაც შევძლებ ვთარგმნი

Posted by: otokarcobra 30 May 2010, 01:07
Welcome to the home of remember.ge
To change this page, upload your website into the public_html directory
Date Created: Wed Jan 6 15:42:37 2010

რო შევდივარ ამას მიწერს, ანუ ვერ შევდივარ და რატო?

Posted by: karela 30 May 2010, 01:10
mariri-q
QUOTE
მთელ საიტს ვთარგმნი თქო ვერა მაგრამ, გამზადებულ ბიოგრეფიებს თუ რაღაც სტატიებს მომაწვდით რასაც შევძლებ ვთარგმნი

ცოტას შენ ცოტას სხვა და ავაშენებთ სოფელს smile.gif

otokarcobra
QUOTE
რო შევდივარ ამას მიწერს, ანუ ვერ შევდივარ და რატო?

საიტზე არაფერი არ არის ჯერ.

Posted by: mariri-q 30 May 2010, 01:13
karela
მთავარია სტატიები აიწყოს, გაიმართოს, ინფორმაცია შეგროვდეს და თარგმნა მოესწრება... რა მასალა გაქვთ შეგროვილი? ან როგრი სახე ექნება საიტზე ატვირთულს? ანუ თითეული მებრძოლის ბიოგრაფია თუ როგორ? 2008 წლის ომზეც იქნებ და აფხაზეთისაზეც? ძალიან ძალიან დიდ მასალას ხართ შეჭიდებული რამე შეკარით უკვე?

Posted by: karela 30 May 2010, 08:38
mariri-q
QUOTE
რა მასალა გაქვთ შეგროვილი??

იქნება მალე.
QUOTE
ან როგრი სახე ექნება საიტზე ატვირთულს? ანუ თითეული მებრძოლის ბიოგრაფია თუ როგორ?

სურათი, გვარი სახელი მამის სახელი, დაბადების თარიღი, სად მსახურობდა და როდის და სად დაიღუპა.
QUOTE
2008 წლის ომზეც იქნებ და აფხაზეთისაზეც?

კი ორივეზე იქნება.

Posted by: ildamusa 30 May 2010, 09:57
karela თქვენ რასაც აკეთებსტ უბრალოდ დასაფასებელი კი არა ძალინ მაგარი საქმეა, საქვეყნო საქმეა 2kiss.gif ისე ცოტა შრომა რომ გაიადვილოთ ვიკიპედიასავით რომ იყოს ანუ ბიოგრაფიის ჩასწორება რომ სეილებოდეს ოღონდ მოდერაციასთან სეთანხმებით. მასე ყველა მებრძოლზე საკმაო ინფორმაცია შეივსებოდა იგივე ნათესაობა მეგობრებისაგან, წარმომიდგენია რამდენად რთულია ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე ამიტომ თქვენც გაგიადვილდებოდათ უფრო. smile.gif

Posted by: xanga 30 May 2010, 10:09
უფროსი ლეიტენანტი სერგო მელია ჩემი ახლობელი იყო. ამ დღეებში გავალ მასთან სახლში და საიტისათვის სურათებსა და სხვა მასალას წამოვიღებ.
http://www.radikal.ru

Posted by: mariri-q 30 May 2010, 10:54
karela
კკიდევ რა იქნება საიტზე მათი სურათები მარტო და ბიოგრაფია? რაიმე სამახსოვრო წიგნის მსგავსიც რომ გაკეთდეს სადაც სამძიმრის დატოვება შეუძლია ყველას ან რაღაც მსგავსი... როგორც წესი ეგეთ საიტებს ახლავს ხოლმე თან.....

Posted by: karela 30 May 2010, 17:28
ildamusa
QUOTE
ისე ცოტა შრომა რომ გაიადვილოთ ვიკიპედიასავით რომ იყოს ანუ ბიოგრაფიის ჩასწორება რომ სეილებოდეს ოღონდ მოდერაციასთან სეთანხმებით. მასე ყველა მებრძოლზე საკმაო ინფორმაცია შეივსებოდა იგივე ნათესაობა მეგობრებისაგან, წარმომიდგენია რამდენად რთულია ინფორმაციის მოცულობიდან გამომდინარე ამიტომ თქვენც გაგიადვილდებოდათ უფრო.

გაიხარე. გათვალისწინებული გვაქვს ეგ.
დამოუკიდებლადაც შეუძლიათ საიტზე შესულებს ინფორმაციის დამატება, მაგრამ ჯერ ჩაუტარდება გადამოწმება და მერე გამოქვეყნდება.

mariri-q
QUOTE
კკიდევ რა იქნება საიტზე მათი სურათები მარტო და ბიოგრაფია?

პირველრიგში ეგ არის აუცილებელი და შემდეგ ცალკე გვერდი დაეთმობა კონფლიქტებზე ინფორმაციას. 90-იანებიდან მოყოლებული. როგორ დაიწყო, რამდენი მხარე მონაწილეობდა კონფლიქტში და ასე შემდეგ... დეტალურად.
QUOTE
რაიმე სამახსოვრო წიგნის მსგავსიც რომ გაკეთდეს სადაც სამძიმრის დატოვება შეუძლია ყველას ან რაღაც მსგავსი...

არ ვიცი, უმრავლესობა როგორც გადაწყვეტს ამ საკითხს ისე გავაკეთებთ.

Posted by: spec 31 May 2010, 11:46
მაიორი შალვა დოლიძე
user posted image
user posted image

Posted by: DISEVI 28 Jul 2010, 21:28
ახალი არის რაიმე ამ საიტის შესახებ?


.....................................................

Posted by: cibira 28 Jul 2010, 21:43
ახლა ვნახე ეს თემა და ძააან მომწონს რომ ჩვენი დაღუპული მეომრების შესახებ იქნება საიტი

ძააან კარგ საქმეს აკეთებთ smile.gif თუ რამე დახმარება დაგჭირდებათ PM ში მომწერეთ smile.gif

Posted by: lukadoli 4 Oct 2018, 21:15
QUOTE (spec @ 31 May 2010, 11:46 )
მაიორი შალვა დოლიძე
[IMG]http://photohost.aisiforce.org/st127/00133_1275291941_yaw4k.jpg[/IMG]
[IMG]http://photohost.aisiforce.org/st127/00133_1275291961_yvopo.jpg[/IMG]

გაუმარჯოს ;დ 8 წელი გავიდა მარა ნიჩივო :დ ეგ ფოტო საიდან გაქვს?? დოლიძე არაა ეგ, ყოველშემთხვევაში არ ჰგავს. მაგ აღლუმის ვიდეო არსადაა? ან სხვა ფოტოები?? თუ არ შეწუხდები რო დამეხმარო

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)