#61194625 · 24 Apr 2024, 20:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
შესაძლოა არა "ახალი", არამედ უფრო სწორია რომ ვთქვათ, განახლებული "ეროვნული მოძრაობა" რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ.
და დადგა ის მომენტიც, როდესაც აღარ იარსებებს სამი, რვა, თუ ოცდახუთი არჩევანი (რაშიც მე დარწმუნებული ვიყავი). დღეს უკვე ვითარებაა შემდეგი, სადაც, აქით დგას - საქართველო, იქით - ქოცობა და კრემლი. შესაბამისად, რჩება მხოლოდ ორი არჩევანი.
უკვე არცერთ ადეკვატურს აღარ ეპარება იმაში ეჭვი, რომ ივანიშვილი და მისი კორუმპირებული საქოცეთი არის რუსეთის მარიონეტული რეჟიმი, აქ უკვე აღარცაა საუბარი "საქართველოს ევროპულ არჩევანზე", აქ უკვე საუბარია "საქართველოს დამოუკიდებლობაზე". ეს ნაბიჭვარი რუსული რეჟიმი აპირებს ყველასთან, უბრალოდ ნორმალურ ადამიანებთან დაპირისპირებას, მათ დემონიზაციას, რეპრესიებს, ქვეყნიდან განდევნას, ბევრის დაჭერასაც, საბოლოოდ მიზანი კი საქართველოს სრული რუსიფიკაცია და რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში დაბრუნებაა.
ამიტომაც დღეს უკვე სიტუაცია გამარტივებულია, რჩება ორი არჩევანი, ყველა რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ, ყველა პოლიტიკური ძალის გაერთიანება, კულტურის და სპორტის სფეროების გაერთიანება, ყველა არასამთავრობო სექტოტის გერთიანება, მედიის გაერთიანება, ყველა იუთუბერის თუ ტიკტოკერის გაერთიანება, ყველა გლოვოს და ვოლტის დისტრიბუტორის გაერთიანება, აგერ ამ ფორუმზეც ყველას გაერთიანება, და ა.შ. მოკლედ, ძაღლი და კატაც ერთად უნდა დადგეს, და ერთიანი ძალებით შეტევა რუსულ ქოცობაზე.
და ყველას ახსოვდეს, ჩვენ ქვეყნის შიგნით ვართ გაცილებით მეტნი და ძლიერები, ვიდრე ქოცები და კრემლი, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს და მის საქოცეთს ქვეყნის გარედან კრემლი უმაგრებს ზურგს, ქვეყნის შიგნით რუსული საქოცეთი დგას მხოლოდ კორუფციაზე, ძაღლობაზე და ადმინისტრაციულ რესურზე. ქოცობას უნდა ჩვენი დაყოფა, ამის საპასუხოდ ჩვენ ყველანი უნდა გავერთიანდეთ, და დავიწყოთ ეროვნული მოძრაობა რუსეთის მარიონეტული რეჟიმის წინააღმდეგ. ესეც მოხდება.
ვუახლოვდებით კრიტიკულ წერტილს, სადაც უკვე უკან მობრუნების წერტილი აღარ იქნება.
This post has been edited by გიო88 on 24 Apr 2024, 20:46
|