Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > გამორეცხვა |
Posted by: natali kalandadze 21 Jun 2006, 18:03 |
როგორ კეთდება ვაგინალური გამორეცხვები? რა ხსნარით და რამდენად არის შესაძლებელი კუსტარულ პირობებში ანუ სახლში იმ საზიზღარი სკამის გარეშე გაკეთდეს თვითონ იმის მიერ ვინც იკეთებს? მოკლედ გამიგეთ ალბათ კითხვა. მოდერ გთხოვ არ დამვორნო, მიპასუხონ და მერე მიუერთე რა გინეკოლოგთან შეკითხვების თემას ან წაშალე საერთოდ. გმადლობთ |
Posted by: Breaky 21 Jun 2006, 18:15 | ||
როგორ და აბობღდები იმ საშინელ სკამზე, ჩაგიდგავენ სარკეს, პრუჟინის საშუალებით გააფართოებენ შიგნეულობას და სპეციალური ხსნარით გამორეცხავენ მთელ ღრუს (ძირითადად გლიცერინის და ბორაქსის ხსნარია ხოლმე, აფთიაქში ამზადებენ სპეციალური მითითებით). გამორიცხულია, რომ ეგ გამორეცხვა სახლში ჩაიტარო სახლში მარტო მარგანცოვკიანი წყლით დაიბან და სანთლებს გაიკეთებ. |
Posted by: Angelopulosi 22 Jun 2006, 10:05 | ||
Breaky
ეს საიდან მოიტანე ნუ აშინებთ ბავშვს! ცოტა უსიამოვნოა, მარა ასეთიც არა.. თამამად შემოახტი იმ სავარძელს, სხვა გზა მაინც არ გაქ |
Posted by: Breaky 22 Jun 2006, 10:17 | ||
Angelopulosi
საიდან მოვიტანე და ყველგან ეგრე კეთდება, ნუ გაფართობაში ცოტა გადავამეტე, უბრალოდ, ხსნიან სარკეს, ცოტათი აფართოებენ, რომ კარგად დაინახონ , შიგნით რა ხდება. აბა არ უნდა იცოდეს, რა პროცედურაცაა? ხოდა სხვა გზა რომ არ აქვს და უნდა შემოახტეს, მაგიტომაც უნდა იცოდეს წინასწარ, რომ მოემზადოს. |
Posted by: LKLK 22 Jun 2006, 11:26 |
არ გაიკეთოთ გამორეცხვები!!!!!!!!!!!! არსებობს ცივილიზებული ფორმა. ვაგინალური სანთელი. როგორც ჩემმა მეგობარმა (პრაქტიკოსი გინეკოლოგი შტატებში) მითხრა არც ისე უსაფრთხო რამეა გამორეცხვა. გამორეცხვის შედეგად შესაძლოა აღმავალი ინფექცია და ანთება განვითარდესო. შტატებში გამორეცხვას არცერთი გინეკოლოგი აღარ აკეთებს 60-იანი წლების მერეო. |
Posted by: tukula 22 Jun 2006, 12:03 | ||||
სანთლები და მაინც და მაინც თუ გამორეცხვა გინდათ სპეციალური სითხეებიც იყიდება აფთიაქში. გამორეცხვისთვის ექიმთან სირბილი არ არის საჭირო. 1) გამორეცხვა მიზანშეწონილია გაკეთდეს საღამოს, ძილის წინ და ასეთ დროს თუ ექიმთან მოახერხებთ წასვლას მაშინ ჰოო 2) არსებობს ე.წ. "სპრინცოვკა" (მგონი ასე ქვია) რომლის საშუალებითაც სახლის პირობებში შესაძლებელია ამ მანიპულაციის ჩატარება. თუ ექიმი ამისთვის თავისთან გიბარებს ე.ი. უბრალოდ გწეწავს. და რაც მთავარია, არ არის უსაფრთხო და აღმავალი ინფექციის გავრცელებას უწყობს ხელს. ამიტომ გირჩევთ ცივილურ მეთოდებს! |
Posted by: LKLK 22 Jun 2006, 12:40 | ||
tukula გაიხარე.
100%-იანი სიმართლეა. ვადასტურებ როგორც გინეკოლოგების სტაჟიანი პაციენტი. |
Posted by: Angelopulosi 22 Jun 2006, 12:54 |
ყველაფერი ინდივიდუალურია, ალბათ. გამორეცხვა ხდება სწორედაც რომ სპეციალური სითხით და არა კუსტარულად დამზადებული მინარევებით. მარტო სანთელი საქმეს ვერ უშველის. გამორეცხვა მაინც საჭიროა. თუ პაციენტს შეუძლია სახლში გაიკეთოს, არავინ აძალებს ექიმთან მისვლას. მე მირჩევნია რო ექიმმა გამიკეთოს. გაწეწვას რაც შეეხება, არც ისე ძვირი ღირს (ყველაზე ძვირიან კლინიკაში მიახლოებით 10 ლ.). |
Posted by: kuna 22 Jun 2006, 14:16 | ||||
ჯორდანიაში უკვე 20 ლარიც გამხდარა ეგ პროცედურა.
სახლში ისე ვერ მოხდება გამორეცხვა როგორც სპეციალურ დაწესებულებაში. |
Posted by: LKLK 22 Jun 2006, 14:20 | ||
როგორც ექიმმა ამიხსნა: გამორეცხვისას ზიანდება ერთგვარი დამცავი შრე რომელიც საშვილოსნოს ყელის მიკრობებს არ აძლევს საშუალებას გადავიდეს ფალოპის მილებში. ასე რომ ინდივიდუალურობა არაფერ შუაშია. უბრალოდ გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული ასეთი მანიპულაცია (რისკი არც ისე უმნიშვნელოა. საკვერცხეების ანთება არაა სახუმარო რამ). სანთელი მთლიან პროცესს არ შველის და მხოლოდ ადგილობრივად მოქმედებს. აი გლობალური ეფექტის მისაღებად კი სხვა საშუალებები არსებობს: ინექციები, აბები... ისე კუსტარულად ძილის წინ გაკეთებული გამორეცხვა უფრო უსაფრთხოა. მარტივი მიზეზის გამო. გინეკოლოგის მანიპულაციის დროს უშუალოდ საშვილოსნოს ყელამდე აღწევს სითხე და სახლში სპრინცოვკით ამას უბრალოდ ვერ მოახერხებ. ასე რომ თუ გამორეცხვის გაკეთება გადაწყვიტეთ ათ ლარს ნუ გადაყრით. ბევრად უფრო იაფი ჯდება 1 ლიტრი გადადუღებული წყალი და 1 სუფრის კოვზი სოდა. |
Posted by: Breaky 22 Jun 2006, 15:30 | ||
LKLK tukula
ეგრე მარტო გარე გამორეცხვა გამოვა და შიგნით დარჩება ისევე. აბა შიგნით როგორ ჩაისხავ და მერე გადმოისხავ სითხეს? დიდი ბოდიში ყველასთან, მაგრამ სხვანაირად როგორ დამეწერა, ვერ მოვიფიქრე. ეგ სითხე ხომ მთლიანად უნდა მოედოს შიგნით რომ შედეგი ქონდეს? ხოდა კიდევ მაინტერესებს, საზღვარგარეთ როგორ ხდება ეგ ყველაფერი? მარტო სანთელბით და აბებით? და ჩვენთან რატომ არ შეიძლება რომ ეგრე მოხდეს? ნუთუ მარტო ფულის კეთების გამო? |
Posted by: pudelblack 22 Jun 2006, 15:45 |
ეხლა ვცზივარ დებილივით .ვერ გამიგია რა გამორეცხვა რის გამორეცხვა სრულიად გათიშული ვარ და კითXვა მაქვს ტვინის გამორეცხვა არსებობს? რას ირეცხავთ ასეთს რომ საშვილოსნო ყელამდე ადიხართ ?მაპატიეთ მაგრამ ვიცი რომ საქართVელოში ბევრ რამეში ექიმები გადაზედმეტებულად აშინებენ პაციენტებს პატარა მაგალით ს დავწერ: მე რაც დავიბადე ალბათ საკვერცხეების ანთება სულ მაქვს.ქართVელ ექიმებს რომ კითხო უამრავი რამ მაქვს გასაკეთებელი და თქვენც კარგდ გეცოდინებათ რამდენი რამ უნდა ირჭო და გადმოირჭო.ხოდა სულ ბანალური რამით შემიძLია თავი დავიცვა რომ ანთება არ შემომიტრიალდეს და უფრო ძლიერად არ განვითარდეს. |
Posted by: Montesuma 22 Jun 2006, 15:48 |
და რა არის საერთოდ გამორეცხვა? არავისგან არ გამიგია არასოდეს, რომ ეგ გაეკეთებინოს |
Posted by: Breaky 22 Jun 2006, 15:48 |
pudelblack მე პირადად მაინტერესებს, საზღვარგარეთ რა ხერხებით მკურნალობენ ბაქტერიულ ინფექციებს, როგორიცაა მაგალითად სოკო და ტრიხომონიაზი. მხოლოდ სანთლებითა და აბებით??? |
Posted by: Princess 22 Jun 2006, 15:48 |
kuna რისთვისაა საჭირო გამორეცხვა? სურათებიიიი მინდაააააა |
Posted by: OtsnebisQali 22 Jun 2006, 15:49 | ||
Princess
რა გინდა , გამორეცხვის სურათები გინდააა? |
Posted by: LKLK 22 Jun 2006, 15:51 | ||
როგორც ვიცი სანთლებით და აბებით, მგონი არის ვაქცინებიც. ჩვენთან იმ მიზეზის გამო არ ხდება, რომ ექიმების კვალიფიკაციაა ძალიან დაბალი და ფული რაიმე საშუალებით ხომ უნდა გააკეთონ. ხოდა გამორეცხვებით არიან დაკავებულები |
Posted by: Princess 22 Jun 2006, 15:52 |
OtsnebisKali ხოოო ლუდით კუჭის გამორეცხვის )))))))))) |
Posted by: Breaky 22 Jun 2006, 15:55 | ||
LKLK
ოხ, როდის შემოვა ჩვენთანაც ცივილიზაცია რა..... აღარ შემიძლია იმ სკამზე ფორთხიალი არადა აქ ექიმს რომ შევეწინააღმდეგო, მეტყვის, ვერ მოგარჩენ ისეო და ჩემით ხომ არ დავინიშნავ თვითმკურნალობას, უარესი არ დავიმართო |
Posted by: pudelblack 22 Jun 2006, 15:57 |
Breaky ნუ მე რომ დამჭირდა გამომიწერეს აბები .ისე მხოლოდ აბებით და სანთლებით მკურნავენ აქ. ეხლა ზემოთ რომ დაიწერა სკამზე ადიაო აქ კაი სკამები აქვთ .მაგრამ მე ისედაც არ მიყვარს ასვლა და მკალვების ზედ დალაგება მოკლედ ხუმრობა იქით და გამორეცხვა სასარგებლო არ არის რადგან ათხელებს საშვილოსნო კანს და არის საშიშროება რომ დაჭერა ანუ დაფეხმდზიმება შეიძლება ვერ მოხდეს ასე იოლად |
Posted by: Princess 22 Jun 2006, 15:57 |
Breaky ყველა კლინიკაში ასეთი მეთოდით მკურნალობენ? ახალ კლინიკებშიც? |
Posted by: Breaky 22 Jun 2006, 16:00 | ||||
Princess
რაც მე ვიცი, საქართველოში ხო, ყველგან ეგრეა. თუ ვინმემ იცის კლინიკა, სადაც ულტრათანამედროვე მეთოდებს იყენებენ, იქნება გაგვაგებინოს pudelblack
როგორ შემაშინე, შენ არ იცი, სწორედ ახლა ვემზადები მაგისთვის........................... |
Posted by: pudelblack 22 Jun 2006, 16:04 |
Breaky შეგაშინე რა რეალობაა გინდაც კუჭის გამორეცხვა ავიღოთ .განა სასარგებლოა მუდამ რეცხვა ან გინდა ტანსაცმელი ავიღოთ .ყოველი რეცხის მერე ოდნავ ხარისხი ფუჭდება და იგივე ეფექტია ოხონდ ორგანიზმში |
Posted by: Breaky 22 Jun 2006, 16:06 |
pudelblack ახლა მეც მუდამ კი არ ვირეცხავ, ჩავიტარებ ამ ერთ კურსს და ვსო |
Posted by: Archer 22 Jun 2006, 16:08 |
აუ მეც დამაინტერესა, რა საჭიროა ეგ გამორეცხვა |
Posted by: Breaky 22 Jun 2006, 16:16 | ||
Archer
ნაცხის ანალიზს თუ გაიკეთებ და თუ ამოვა სოკო ან ტრიხომონა ან რამე მსგავსი უბედურება, ნებისმიერი გინეკოლოგი აქ, საქართველოში მაგას დაგინიშნავს. |
Posted by: Angelopulosi 22 Jun 2006, 16:19 | ||
კლასიკური სკეპტიკოსი. გამორეცხვა ხდება ევროპაში დამზადებული სითხით და შენი აზრით რატომ ამზადებენ, თუ საერთოდ არ ირეცხებიან? აბებთან და სანთლებთან ერთად საჭიროა ეგ ოხერი გამორეცხვა, ინფექციისგან გასაწმენდად. ისე, ინექციებსაც აკეთებენ, ოღონდ ავადმყოფობის ხანგრძლივობას და დონეს გაჩნია |
Posted by: pudelblack 22 Jun 2006, 16:30 | ||
Angelopulosi
აი მაგ სითხეს იყენებე აბორტის მერე . ასუფთავებენ ნარჩენებისგან .ხოდა მთლად მცენარეულ ბაზაზე დამზადებული რომ არ არის ეგეც გეცოდინება |
Posted by: Angelopulosi 22 Jun 2006, 16:33 | ||
დამერხა? |
Posted by: tukula 22 Jun 2006, 17:53 | ||||||||||||
თან ეგ პროცედურა ერთჯერადი არ არის, უბრალოდ შედეგს ვერ გამოიღებს. ჰოდა დაითვალეთ რამდენი 10 ლარის ჩაკუშვა მოგიწევთ ექიმის ჯიბეში
დამიჯერე, განსხვავება არ არის. ის მაინც იცი რომ სპრინცოვკის მომხმარებელი მარტო შენ ხარ კონკრეტულ შემთხვევაში და რაღაც რაღაცეები დამატებით არ შეავსებს ინფექციების სიას
არანაირი დამცავი შრე. მხოლოდ საშოს ნორმალური მიკროფლორაც გამოირეცხება ხოლმე მიკრობებთან ერთად. ამიტომაც რეკომენდებულია გამორეცხვის შემდეგ მიკროფლორის აღმდგენი სანთლები, მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ გინილაკი (არის ასეთი თანამედროვე და ახალი პრეპარატი, რომელიც ბევრმა ექიმმა ან არ იცის ან არ უნდა რომ იცოდეს), მაგრამ არც გინილაკის მოხმარება არ შეიძლება უთავბოლოდ.
სახლშიც შეიძლება მაგის მოხერხება, უბრალოდ არ არის სასურველი. მანიპულაცია უნდა ჩატარდეს ფრთხილად, დუნედ, ყოველგვარი ჭავლის გარეშე.
შიგნით სად? უშუალოდ საშვილოსნოს ღრუ კი არ ირეცხება, არამედ მხოლოდ საშო. მომიტევეთ ამდენი ლაქლაქისთვის ;-) |
Posted by: BaBajanka 22 Jun 2006, 17:58 |
მე მაქვს სოკო და ტრიხამონა, მაგრამ გინეკოლოგს არ მოსვლია თავში აზრად გამორეცხვა. სანთლები და აბები და ცოტა ხანი ქმარს არ ჩაეხუტოო. მეტი არაფერი. |
Posted by: ikebana 22 Jun 2006, 21:06 |
BaBajanka ვისთან დადიხარ? და ქმარს არ გაუკეთა ანალიზი? |
Posted by: Breaky 22 Jun 2006, 21:27 | ||
BaBajanka
რომელ კლინიკაში დადიხარ, თუ საიდუმლო არაა??? და წამლებს ქმარიც სვავს? ჩვენ ორივე ვსვავთ ზუსტად ერთნაირად(ტიბერალს და ფლოკსანს), და მე დამატებით კიდევ ფლუნოლს ვსვავ. |
Posted by: kusuna 22 Jun 2006, 21:32 |
ტრიქომონას მკურნალობა უმეტესად მეტრონიდაზოლით ხდება. მეუღლეს შეიძლება სიმპტომები არ ჰქონეს (მამაკაცებს, ჩვეულებრივ, სიმპტომები იშვიათად აქვთ), მაგრამ მკურნალობა მაინც სასურველია. სოკოვანი ინფექციებისათვის დიფლუკანი (ტაბლეტი), ან ადგილობრივი რომელიმე -აზოლი, მაგალითად კლოტრიმაზოლი არის "მოდაში" ამერიკაში. გამორეცხვები კი ნამდვილად აღარ არის "მოდაში", რადგან კლავს ლაქტობაცილას, რომელიც " ქალების მეგობარია" |
Posted by: Breaky 22 Jun 2006, 21:39 | ||||||
ეგ უკვე გამოვიარე და არ მიშველა და ახლა ტიბერალი დამინიშნეს (საკმაოდ ძვირიც ღირს), მარა ყველაფერი ინდივიდუალურია.
ეგრეც არის, ქმარს არაფერი ამოუვიდა ანალიზში, მარა მაინც ყლაპავს წამლებს და თან ჩხუბობს, ლუდს ვერ ვსვავო
ვსო, დამარწმუნეთ, ამის მერე აღარც მე ვივლი გამორეცხვებზე, უკვე საკმაოდ შევშინდი |
Posted by: Angelopulosi 23 Jun 2006, 09:57 | ||||
აი ასე, ვუჯერებთ ერთმანეთს, მხოლოდ ვიღაცამ რაღაცა თქვას დონეზე და რამე რო დაგვემართოს, ექიმია დამნაშავე.. ეეჰჰ
ეგ დამინიშნა ჩემმა ექიმმა გამორეცხვების, ტიბერალის სმისა და ტერჟინალის სანთლების მერე. მგონი ჩემი ექიმი ძაან პრადვინუტია ხოდა ახლა ვარ სრულიად ჯანმრთელი. მადლობა პატრულს |
Posted by: WOMAN IN LOVE 23 Jun 2006, 10:27 | ||
ძილის წინ და დილით სოდიანი წყლით ჩაბანა. |
Posted by: Angelopulosi 23 Jun 2006, 10:31 | ||
WOMAN IN LOVE
უკაცრავად? |
Posted by: kuna 23 Jun 2006, 13:28 | ||
აუ აქ რამხელა ამბავია ამ გამორეცხვებზეეეეეეეეე არა და დღეს ქალების უმეტესობის პრობლემაა სოკო და ტრიქომონა. თან ახლა ზღვაზეც წავლენ და........... შემოდგომაზე გაკეთდებიან გინეკოლოგები!
Breaky აუცილებელი არაა ყველაფერი გაითავისო, დამიჯერე! |
Posted by: BigCrow 23 Jun 2006, 15:18 | ||
pudelblack
და ვაბშე, რა მინდა აქ წავალ ერთი კუჭს ამოვირეცხამ პივით |
Posted by: pudelblack 23 Jun 2006, 23:34 | ||
WOMAN IN LOVE
მე ვიცი რომ სოდიან წყლით კბილების გამოვლება ხდება მარგანცოვკა ხომ არ უნდა დაგეწერა |
Posted by: kuna 28 Jun 2006, 15:23 | ||
ჩაბანაც ხდებოდა წინა საუკუნეში, ახლა ამოღებულია. განსაკუთრებით სოდა ძაან კოპფლიკტშია სოკოსთან. |
Posted by: DODONA 29 Jun 2006, 17:59 |
ეხლა წავიკითხე და ვნერვიულობ,ორი თვის ორსულისთვის შეიძლება გამორეცხვა? ძლივს დავრჩი ორსულად და რომ მომეშალოს ხო არ მოვიცადო ცოტა ხნით კიდევ? მაგრამ დავიჯერო ეგეთი დებილი ექიმი მყავს რომ ეგ აღარ იცის? |
Posted by: tukula 30 Jun 2006, 09:28 |
DODONA ორსულისთვის გამორეცხვა არ შეიძლება, მით უმეტეს თუ პრობლემური ორსულობაა |
Posted by: DODONA 30 Jun 2006, 09:33 |
აღარ ვიცი როგორ მოვიქცე,ჩაჩავაში დავდივარ კონსულტაციაზე და იქ მითხრეს ეგ გამორაცხვები. არ გავიკეთებ ცოცხალი თAვით,ხომ იქნება სხვა რამე საშვალება? ძლივს რაღაც მეღირსა და რომ მომეშალოს თანაც გადავყვები |
Posted by: LKLK 30 Jun 2006, 11:09 |
DODONA არ გაბედო გამორეცხვების გაკეთება ორსულობის პირველ ტრიმესტრში. არ გაბედო!!!! |
Posted by: Princess 30 Jun 2006, 11:35 |
LKLK უკვე თუ არის ორსულად რატომ არის საჭირო გამორეცხვები საერთოდ? რაღაც ვერ გავიგე |
Posted by: daduka 30 Jun 2006, 11:41 | ||
დეპრესია მემართება აქ რომ შემოვდივარ და რაღაცებს ვკითხულობ... მოკლედ ექიმთან მისვლა საერთოდ აღარ ღირს მემგონი......ისევ ჯობია შენით იმკურნალო თუ რა ხდება??????
რითი პუდელჩიკ? |
Posted by: @maka@ 12 Jul 2006, 01:19 |
ვაიმეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე, გული გამისკდა, არა რაააააა. აღარ ვთხოვდები, ჭირს წაუღია გათხოვება, რაც აქ წავიკითხე, სერიოზულად შემეშინდა თუ საიდუმლო არაა ეს გამორეცხვა რა შემთხვევაშია საჭირო? და კიდევ ერთი, გინეკოლოგთან პირველი ვიზიტი ძალიან უსიამოვნოა? |
Posted by: daduka 12 Jul 2006, 01:59 | ||
@maka@
გამორეცხვა ძირითადად საჭიროა მაშინ, როდესაც რაიმეს მკურნალობ........... აქ რაღაც კატასტროფულ მოვლენად დახატეს გინეკოლოგთან მისვლა! მინდა დაგარწმუნო, რომ აფაფერი სასწაული მაგაში არ არის |
Posted by: ATB 12 Jul 2006, 12:01 | ||||
@maka@
ნუ შეშინდები ნამდვილად არაფერია საპანიკო, გამორეცხვა მაშინ არის საჭირო როცა სოკო(ან რიმე მსგავსი) ინფექციაა აქვს ქალს, ასე რომ ნუ შეშინდებით. საერთოდ 10 გამორეცხვაზე მეტი არ შეიძლება, თუმცა ფულის კეთების მიზნით აკეთებენ 20,30 და ასე შემდეგ....... * * * DODONA
ნამდვილად არ დაეთანხმო და არ გაიკეთო არავითარ შემთხვევაში, ისე არ ვარგა ეგ გამორეცხვა-ფლორას სულ აშორებს, და მითუმეტეს ორსული ქალისთვის, არის სხვა საშუალებები რითაც შეიძლება სოკო ან რამე სხვა მორჩეს, ასე რომ მოძებნე ნორმალური გინეკოლოგი. აბა შენ იცი წარმატებას გისურვებ... |
Posted by: @maka@ 12 Jul 2006, 14:34 | ||
ცოტა დავწყნარდი კინაღამ გული გამიხდა სამკურნალო |
Posted by: DODONA 13 Jul 2006, 19:30 |
ჩაჩAვაში სიარულს მაგის გამო დავანებე თAვი, სამი თვის ორსული ვარ და ერთი დეგენერატი მაიძულებდა მაგ გამორეცხვებს. არადა ვიცი რომ არ შეიძლება, ეხლა ექიმი მყავს მოსაძებნი იმ პირობით რომ მაგ გამორეცხვებს არ გამიკეთებს და ეხოზე მანდ ტატიშვილთან ვივლი, ძალიან ვენდობი და სხვაგან სიარულიც არ მინდა |
Posted by: Vika 13 Jul 2006, 21:32 | ||||
OtsnebisKali
Пацталом ----------- ისე მეც არ გამიგია, простите тёмную. |
Posted by: Solveig 13 Jul 2006, 21:38 | ||
ლოგიკააა ვაიმე დედა |
Posted by: Basher 8 Aug 2006, 08:30 |
თუ ვინმეს იცის მიპასუხოს: არსებობს კლოტრიმაზოლის: კრემი,მალამო,ხსნარი და სანთლები. ალბატ ქალისთვის სანთელი და მალამო ზედაპირულად კარგი ვარიანტი იქნება! ასევე თუ შეიზლება ამ ხსნარის რამოდენიმე წვეტი გადადუგებულ წყალში და შემდეგ გამორეცხვის პროცედურა??? ???????????????????????????????????? ამ დროს მამაკაცმა რიტი უნდა უშველოს თავს !? სანტელი გაიკეთოს თუ გამოირეცხოს???? თუ შეიძლება იგივე ხსნარის კონცეტრათით დაიბანოს და შემდეგ იგივე მალამო(ან ალბათ უმჯობესია კრემი წაისვას)????? აი ეს კიტხვები მაქვს! |
Posted by: OtsnebisQali 8 Aug 2006, 10:37 | ||
Basher
უკაცრავად, სად უნდა გაიკეთოს მამაკაცმა ვაგინალური სანთლები და რა უნდა გამოირეცხოს, ძალიან მაინტერესებს! |
Posted by: Basher 8 Aug 2006, 11:41 |
მაინდამაინც მაგ წინადადებაზე შეჩერდი? ეგ ერთადერთი წინადადება იყო რომელშიც იუმორი გამერია უნებლიეთ! |
Posted by: Ursula 8 Aug 2006, 12:56 |
ძვირფასებო... პირველად ქალთა კონსულტაციაში უკვე ფეხმძიმობის დროს მივედი..მანამდე არასდროს არანაირი პრობლემა არ მქონია .... უკვე 6 თვის ფეხმძიმე ვიყავი და გასინჯვის სემდეგ ექიმმა (ჩაჩავას კონსულტაციაში) აუცილებლად გექნება სოკოო(თუმცა არანაირი ჩივილი არ მქონდა) და გამაკეტებინა ანალიზი...ზოგადი.. და კიდევ რაღაც სპეციფიკური... 3 დღის შემდეგ აღმოჩნა , რომ არაფერიც არ მაქვს...მანამდე კი მაიძულებდა დროს ნუ ვკარგავთ გაიკეთე გამორეცხვებიო... როდესაც ანალიზებიდან უარყოფითი პასუხი მივიღეთ , მაინც მაძალებდა.. თავი დავიზღვიოთო.. არა და არანაირი ჩივილი არ მქონდა... დასკვნები თავად გამოიტანეთ...! უბრალოდ უხერხულია ... როდესაც შეატყობენ რომ პაციენტი გადახდისუნარიანიაა....ზოგიერთი ძალიან ცუდად იქცევა.... უხერხულია... |
Posted by: OtsnebisQali 8 Aug 2006, 13:33 |
Ursula საერთოდ ორსულობის დროს არის ხოლმე გარკვეულის სახის სოკოდ მონათლული "დაავადებები", რომელიც შემდგომ ქრება. მე უფრო მეტი ვიცი, ერთს ატყუებდნენ ქლამიდია გაქვსო და კიდევ კარგი რამდენიმე პროცედურის მერე სხვა ექიმთან წავიდა . ძირითადად იტყუებიან ჩაჩავას კონსულტაციაში, ბევრი შემთხვევა ვიცი მანდ. |
Posted by: makvala 8 Aug 2006, 21:35 | ||||||||||||||||||
აუფ, რამდენი გენიალური ჭორია აქ დაწერილი.... ვეცდები ზოგიერთს მაინც გავცე პასუხი
ახლა აბობღება აღარ არის საჭირო, თანამედროვე სკამები მოტორიანია, კარუსელივით ადის–ჩადის და საზურგეც მოძრაობს, თუმცა ასეთები სულ ორგან ვნახე, ძვირებია, დაახლ 6000 ევრო. ისე ძველებურზეც არ არის პრობლემა აბობღება, თუ ასასვლელი მოწყობილი აქვთ. კომფორტია მძიმეწონოსნებისათვის, თორემ საქმეს იგივეს აკეთებს
მართალი ხარ, სახლში გამორეცხვის უშნო მიმსგავსება შეიძლება ჩაიტარო და დამატებითი ინფექცია იშოვო
არ არის ასე, სანთელი ვაგინალურ პროცედურას ვერ ცვლის. აღმავალი ინფექცია შეიძლება განვითარდეს უსუფთაო სამანიპულაციოში ასეპტიკის უხეში დარღვევისას. ამიტომ სასურველია სკამზე იყოს ერთჯერადი გადასაფარებელი, გამოყენებული იქნეს ერთჯერადი სარკე, ერთჯერადი ხელთათმანი და სხვ... სხვათა შორის თბილისშიც უკვე არის მცდელობა ამგვარი მუშაობის. მე დავწერე კიდეც თემაში "ექიმების მარიაჟობა ..." http://forum.ge/?f=43&showtopic=33665305 კურიოზია, რომ ასეთი მომსახურება პაციენტმა ვერ დააფასა და მარიაჟობა და მატრაკვეცობა უწოდა
ამას სამ სიტყვაში ხუთი სისულელე ჰქვია, კომენტარს ვერ გავაკეთებ, აქ ან ექიმის რჩევაა კონტექსტიდან ამოგლეჯილი და დამახინჯებული ისე რომ ვერც ვხვდები რისი თქმა სურდა ექიმს, ან იმ ექიმს მხოლოდ დიპლომი აქვს და არა ცოდნა
თვითმკურნალობის აპოლოგეტებს და მათ დამჯერებს – "რაც მოგივა დავითა, ყველა შენი თავითა"
ისევ არ არის სწორი. გაწეწვა ასეც შეიძლება და სხვანაირადაც. ამ არგუმენტით შეიძლება უარი თქვა მკურნალობის ეფექტურ მეთოდზე. ექიმის საქმე შემოგთავაზოს, გადაწყვეტა თქვენზეა...
მორიგი ჭორი
როცა გამორეცხვა ინიშნება, ფლორა საშოში უკვე არანორმალურია და გასანადგურებელი, ამის შემდეგ ხდება ნორმალური ფლორის აღდგენა სპეციალური ბაქტერიული კულტურის შემცველი პრეპარატებით
სერიოზული არგუმენტია. სამწუხაროდ არც ისე იშვიათი მოვლენაა. იტყუებიან ჩაჩავაშიც და სხვაგანაც, ექიმის დიპლომი და სერთიფიკატი კეთილსინდისიერებას არ ნიშნავს (საქართველოში მედიცინის ცოდნასაც არ ნიშნავს). "ცოდნა" და "კეთილსინდისიერება" ადვილი შესაძლებელია ექიმს ერთდროულად არ გააჩნდეს. მცოდნე მამაძაღლი კიდევ უფრო საშიშია, რადგან თავის მოსაზრებას ეფექტურად ასაბუთებს და უფრო კარგად წეწავს პაციენტს. ასე რომ თან საქმეც იცოდეს და წესიერიც იყოს ასეთებიც არიან, მაგრამ ამას თვითონ უნდა მიაგნოთ, აქ რეკლამა არ შეიძლება.... სამწუხაროდ კეთილსინდისიერების სერტიფიცირება არცერთ ქვეყანაში არ ხდება, უბრალოდ ნორმალურ ქვეყნებში დაზღვევა აიძულებს ექიმებს წესიერად იმუშაონ, თუმცა დაზღვევის გაწეწვასაც ახერხებენ... ასე რომ რჩება ფილოსოფიური შეკითხვა "როგორ ავირჩიოთ გინეკოლოგი" , რომელიც სხვათა შორის ქართულად მივეცი www.google.com –ს მოსაძებნად და თქვენ წარმოიდგინეთ რამდენიმე ვებ–გვერდი ამოყარა კიდეც. განსაკუთრებული არაფერია, თუ გინდათ თქვენც მოსთხოვეთ გუგლს და წაიკითხეთ... პ.ს. ჯანდაცვაზე უფრო ხშირად პოლიტიკაში ვპოსტავ ხოლმე, ამიტომ ავატარი და ხელმოწერა პოლოტიკის განყოფილების შესაფერისად შევიცვალე..... |
Posted by: makunakuna 8 Jul 2012, 22:56 |
რა მაინტერესებს ანუ გამორეცხვა რო გაიკეთო ორსულობის თავიდან ასაცილებლად შეიძლება ეგეთი რამე? ანუ აქტიდან 1 კვირაში ანუ მე-7 დღეს ხო ნაყოფიერდება და მაქამდე რო გაიკეთო გამორეცხვა შეიძლება?დამეხმარეთ რა?და რა სითხით უნდა გამოირეცხო? |
Posted by: blblbl 9 Jul 2012, 01:33 |
makunakuna არ გიშველის არააააა,არანაირი გამორეცვა არ გიშველის მიტუმეტეს ამდენი ხნის მერე გამორიცხულია აქტიდან ერთ კვირასი ამის კითხვა გამორეხვა მიშვლეის თუ არაო არ გეწყინოს და უბრალოდ სასაცილოა .საშოში კი არ რჩება სპერმა მთელი კვირა,იმ წამსვე რომ გამოირცეცხო მინიმალური შანსი კიდევ არსებობს რომ გადარჩე აქტიდან ერთ კვირაში გამორეცხვა რა შუაშია საერთოდ |
Posted by: partizanka 26 Jul 2012, 08:53 |
წავიკითე თემა, მაგრამ მინდა ინგლისურ ენაზე ვნახო კომპეტენტური წყარო გამორეცხვის ავკარგიანობის შესახებ. რა ქვია ინგლისურად მაგ პროცედურას ხომ ვერ მეტყვით? ისე მე პირადად მივიჩნევ რომ გამორეცხვებს ვინც ნიშნავს ან უცოდინარია, ან უნამუსო, თუმცა ერთი მეორეს არ გამორიცხავს |
Posted by: tristeza 13 Feb 2013, 22:44 | ||
კი ბევრმა გალანძღა ეს გამორეცხვა ფორუმზე მაგრამ მეც ასე მგონია ... რა ვიცი რა ვიცი.... |
Posted by: Natuka NGN 14 Feb 2013, 17:28 | ||
partizanka
ვერნახავ ინგლირუენაზე წყაროს, ვინაიდან სუსურუკუს მეთოდია დასავლეთში მაგას არ ხამრობენ,. |
Posted by: tristeza 14 Feb 2013, 21:55 | ||
Natuka NGN
ძაან დავიბენი .......... |
Posted by: tristeza 17 Feb 2013, 00:23 | ||
ის ხსნარები რომლებიც აფთიაქში იყიდება და სსრკ-ს წარმოების არაა ამ შემთხვევაში ცოტა არ იყოს მეუცნაურება. |
Posted by: garfield1 17 Feb 2013, 00:50 |
გადავიკითხე ეს თემა და მართლაც ბევრი ლანძღავს ამ გამორეცხვებს, მაგრამ მე პირადად, მკურნალობის ორი კურსი ჩავიტარე, სოკო-მიკოპლაზმა-ურეაპლაზმა და ასევე ლეიკოციტების ჭარბი რაოდენობა მქონდა ნაცხში, არ მიშველა ამ მკურნალობამ სრულყოფილად, მიკოპლაზმა-ურეაპლაზმიდან ერთი იყო მაინც დადებითი, არ მახსოვს ზუსტად რომელი . 10 დღე ვიარე პროცედურებზე, ზუსტად ისე როგორც ზემოთ წავიკითხე,ანუ გამოდის მარიაჟ ექიმებთან ვყოფილვარ თუმცა ძალიან კმაყოფილი ვარ. ნემსებსაც მიკეთებდნენ , ფაქტია რომ ამ ათდღიანმა პროცეურებმა სრულიად გაასუფთავა ჩემი ანალიზები, ყველაფერი ჩადგა მწყობრში და მკურნალობის დასრულებიდან ერთი თვე დავასვენეთ ორგანიზმი და მეორე თვეში დავრჩი ორსულად. მანამდე ჩემ მეუღლესაც იგივე სოკოს პრობლემა ქონდა, სხვა მხრივ ორივეს ანალიზები ყველა წესრიგში იყო, ვირუსებიც, სპერმოგრამაც და ასე შემდეგ. ანუ რეალურად მხოლოდ ზემოდ ნახსენები ინფექციები მიშლიდა ხელს . |
Posted by: tristeza 18 Feb 2013, 00:03 |
მე არანაირი პროცედურები არ დამინიშნეს თვითონ იქ რომ ვიარო, არამედ სახლში ჩემით გამორეცხვები დამენიშნა სპეციალური ხსნარი (2 სხვადასხვა სახელწოდების) უნდა გავხსნა წყალში და გამოვიყენო. იქ რომ დავებარებინე და იმაში ცალკე მეხადა ფული აი მაშინ კი დავეჭვდებოდი. |
Posted by: garfield1 18 Feb 2013, 00:17 |
tristeza მე არ დავეჭვებულვარ, უბრალოდ რაღაც საშინელება მეგონა და პირველად რომ მივედი, ძლივს ჩამიდგეს სარკე, ისეთ პანიკებში ვიყავი და სულ 10 წუთიც არ ყოფილა ის პროცედურა. თან მიშველა და არანაირად არ მინანია მაგის გაკეთება, იმის მერე საერთოდ ან წვა, ან თეთრად შლა ან გამონადენი რა არის საერთოდ არ ვიცი |
Posted by: tristeza 18 Feb 2013, 00:37 | ||||||
garfield1
მე დამემართა ბოლოს რომ ვიყავი მისული გამოსაკვლევად ეგრე, არადა იქამდე რაც გავთხოვდი მას მერე რამდენჯერაც არ მივსულვარ სარკის ჩადგმა არც გამჭირვებია და არც ასე ძალიან მტკენია როგორც ახლა. მითხრეს გაღიზიანებული გაქვს და იმიტომ გტკივა ასეო (სოკოსგან)
იმედია მეც მიშველის
აქტის დროს გეწვოდა შენც? რაც სოკო და ეროზია დამეწყო საშინელი წვა მაქვს (ნუ ახლა სანამ პროცედურებს ვიტარებ აკრძალილი მაქვს ) ერთი სული მაქვს როდის ჩავამთავრებ მკურნალობას რომ ვნახო თუ გამივლის ეს დისკომფორტი |
Posted by: nerbe 18 Feb 2013, 03:26 | ||
10 ლარი უნდა ექთანს კლინიკაში |
Posted by: garfield1 18 Feb 2013, 11:14 |
tristeza ძალიან არ მაწუხებდა წვა მაგრამ აშკარად მქონდა აქტის დროს, უსიამოვნო შეგრძნება, ძალიან კარგად მიშველა და რავიცი მე კარგის მეტი არაფერი მეთქმის. ნუ ძვირიც დაჯდა რათქმა უნდა, წამლები მე თვითონ ვიყიდე და 10 დღიან პროცედურაში კლინიკაში 150 ლარი გადავიხადე , მაგრამ ჩემდა გასაკვირად დაზღვევამ აანაზღაურა |
Posted by: tassoo 2 May 2013, 17:51 |
რა საშინელებები წერია,,, მე ვიკეთებ ახლა გამორეცხვებს დღეს გავიკეთე პირველად........ მიუხედავად პოსტებისა მშვიდად ვარ ) |
Posted by: Natuka NGN 2 May 2013, 18:06 |
tassoo დეტალები შეგიძლია დაწერო? რითი გიკეთებენ და მიზეზი რაა ჩვენების |
Posted by: Solveig 4 May 2013, 01:14 | ||
ამის ავტორს ნეტავ რამდენ კლინიკაში ეგულებოდა ეგ თანამედროვე სკამი...2006 წელს თან! |
Posted by: zeppelinka 13 Aug 2013, 00:40 |
და დაახლოებით რა ღირს ერთი გამორეცხვა?ხვალ მივდივარ და მაინტერესებს: )) |
Posted by: Solveig 19 Oct 2014, 18:56 |
vatexa2020 კროს პოსტინგი აკრძალულია. პოსტი წაიშალა. |
Posted by: ajupe 26 Oct 2014, 18:12 |
როგორ მაინტერესებს რომელი ექიმი ცდება - რომ ნიშნავს გამორეცხვას თუ რომელიც მის გარეშე მკურნალობს? ჩემი ექიმი რა შემთხვევაშია სწორი ? - გამორეცხვა დამინიშნა და თანაც სახლის პირობებში ( სპეციალური ხსნარით რომელიც აფთიაქში შევიძინე) |
Posted by: Solveig 27 Oct 2014, 11:16 |
ajupe დღეს უკვე აღარ მიმართავენ გამორეცხვას ისე ხშირად და კსეთ,დროს, როგორც ადრე. რადგან ითვლება, რომ ეს არის აგრესიული ზემოქ,ედება ლორწოვან გარსზე, მოქმედებს მის მჟავიანობაზე, მიკროფლორის დარღვევას უწყობს ხელს და ა. შ. გარდა ამისა, სახლის პირობებში სათანადო ჰიგიენის დაცვაც ვერ ხერხდება. ასე რომ, თუ რამეა, ისევ ექიმთან ჯობს გაკეთება.... |
Posted by: popusha 28 Oct 2014, 02:15 |
ოქტენისეპტი და ეპიგენი ამაზე რა აზრის ხართ? ვისაც გამოგიყენებიათ, შედეგი ქონდა? არსებობს სპეციალური ვაგინალური ოყნები ირიგაციული ოყნა ქვია სხვანაირად კიდევ წინა გვერდებზე იკითხა ვიღაცამ |
Posted by: Number 11 Dec 2015, 18:15 | ||
გამარჯობა. მეც მომატყუეს იგივე... თუ გახსოვს რომელ კლინიკაში ან რომელი ექიმი იტყუებოდა მაგას.. პირადში მომწერო იქნებ? დედა უნდა ის ვუქნა... |