Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > პროგრამირება > რა ჯდება ონლაინ კაზინოს ტიპის საიტის აწყობა

Posted by: Vangoga 10 Feb 2019, 19:20
გამარჯობათ,
მაგალითად, მაქვს იდეა გავაკეთო ონლაინ დომინო, თანხაზე სათამაშოთ და მაინტერესებს საიდან დავიწყო და დაახლოებით რამდენი დამიჯდება.
რა დაჯდება საიტის აწყობა, სადაც იქნება მხოლოდ დომინოს თამაში თანხაზე,ვის დავუკვეთო? ისეთი სერვერის პოვნაც მინდა უცბად რო არ გადაიტვირთოს და არ მოკვდეს, მინდა, რომ იყოს მაშტაბური და საქართველოს მოქალაქეები არ თამაშობდნენ მარტო, დაახლოებით რა დაჯდება მსგავსი ტიპის საიტის აწყობა ლიცენზიის გარეშე.

Posted by: G1oba1 10 Feb 2019, 21:13
100 000 თქვენ რომ ავატარი გაქვთ ეგ. user posted image

Posted by: Vangoga 10 Feb 2019, 21:54
QUOTE (G1oba1 @ 10 Feb 2019, 21:13 )
100 000 თქვენ რომ ავატარი გაქვთ ეგ. user posted image

ამ 100კ ში შევძლებ ყველაფრის მომზადებას? ლიცენზია, რომ არ ჩავთვალოთ.
მადლობა პასუხისთვის.

Posted by: @Schizophrenic 10 Feb 2019, 22:26
Vangoga
მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით;

გ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453);

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა;

ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;

თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

100კ მეგონა ონლაინ კაზინოს ლიცენზია

Posted by: Vangoga 10 Feb 2019, 22:48
ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ, სრულიად სხვა რამ მაინტერესებდა. ლიცენზია არ ჭირდება ისეთ თამაშს, რომელიც არ არის დამოკიდებული იღბალზე. ვაპირებ გავაკეთო თამაში, რომელიც იქნება ლოგიკაზე, დომინო სიტყვაზე ვთქვი.

ანუ, მინდა გავიგო რა დამიჯდება დაახლოებით საიტის აწყობა, თავისი თამაშით, რომელიც ძალიან მარტივი გასაკეთებლია, რა დამიჯდება სერვერები, სექურითი, ექაუნთების რეგისტრაცია და შესვლა, თანხის ტრანსფერი, რაც ონლაინ კაზინოებშია, შეიძლება თუ არა, გავაკეთო ისე, რომ უცხოელებისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვაპირებ ბიზნეს გეგმისთვის ჩამოვწერო დაახლოებითი ხარჯები, რათა დამფინანსებელს წარვუდგინო, თუ ვინმემ იცის, ასევე ამინტერესებს სად შეიძლება დავუკვეთო მსგავსი საიტის აწყობა, ღირს თუ არა საქართველოში დაკვეთა. მადლობა.

Posted by: Lekso-Dav 11 Feb 2019, 01:54
Vangoga
ჯობს და უფრო იაფი იქნება უკვე დაწერილი, მზა თამაშის ადაპტირება მოახდინო, ვიდრე ის რომ თავიდან ახალი სათამაშო სისტემის დაწერა შეუკვეთო

Posted by: Vangoga 11 Feb 2019, 14:49
QUOTE (Lekso-Dav @ 11 Feb 2019, 01:54 )
Vangoga
ჯობს და უფრო იაფი იქნება უკვე დაწერილი, მზა თამაშის ადაპტირება მოახდინო,  ვიდრე ის რომ თავიდან ახალი სათამაშო სისტემის დაწერა შეუკვეთო

მადლობა, გავითვალისწინებ.

Posted by: JS@Ninja 11 Feb 2019, 16:39
Vangoga

https://lemondo.com/

არ ვიცი ვინ არიან როგორები არიან smile.gif გეიმ დეველოპერების ჯგუფია მგონი(ქართველები)
გუგლით ვნახე ეგ რესურსი დაუკავშირდი გაესაუბრე
მერე დაწერე რას გეტყვიან ფასები და ა.შ.

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

facepalm.gif რა იყო რამხელა გადასახადებია "ბლიად"
ადრე მომხრე ვიყავი აკრძალვის მაგრამ ეხლა ვფიქრობ რომ ვცდებოდი

Posted by: m e r a 12 Feb 2019, 04:18
საერთოდ ოფშორებში უნდა დაარეგისტრირო და არაფეერსაც არ გადაიხდი.

მე მინდა განსხვავებული ტიპის რულეტკა გავაკეთო, მაგრამ მაგის თანხები სადა მაქვს.

თუ ვინმეს შეგიძლიათ რულეტკის გაკეთება კარგი იდეები მაქვს და ერთად გავაკეთოთ.

Posted by: METALMAN 13 Feb 2019, 00:33
Vangoga
აქაც შენი თემაა biggrin.gif

რა დაგჭირდება:
1. საიტი და მისი სამართავი პანელი (კონტენტ მენეჯმენტი)
2. თამაში და მისი ადმინ პანელი (კონტენტ მენეჯმენტი, მომხმარებლების ლოგირება, კიდე ბევრი რამე რაც თამაშის მიხედვით შეიძლება დაჭირდეს)
3. თამაშის სერვერები, სასურველია რამოდენიმე ინსტანსი რომ ლოად ბალანსინგი მოხდეს
4. ბანკთან მიერთება, (ტრანზაქციები ბანკთან, ტრანზაქციების ისტორია)
5. ყოველდღიური შემოსავალ-გასავლის მართვა (იდეაში ადმინ პანელში შედის მაგრამ ბუღალტერს ვერ დასვავ და ლოგებში ქექვას ვერ დააწყებიებ)
6. სისადმინი რომელიც ისე შეგიკრავს მაგ სისტემას რომ ვიღაც სკრიპტების მოყვარულმა ბავშვმა არ დაგიგდოს პროექტი
7. ინჰაუს დეველოპერების გუნდი ან კონტრაქტორები რომლებსაც ყოველთვიურად თანხას გადაუხდი რომ დაფიქსოს ბაგები და დაამატოს ფიჩერები
8. სულ მცირე ნახევარი წელი და ნერვები თუ კარგი დეველოპერების ჯგუფი გეყოლება რომ ეს ყველაფერი გააკეთონ და ერთმანეთს დააკავშირონ

მთლიანობაში ესენი, გირჩევ აიყვანო გუნდი შესაბამისი საქმიანობისათვის

3 თვეში მაქვს ეს პროექტი დაწერილი და ამაზე კარგს არ უნდა ელოდო პირველ ეტაპზე დეველოპერებისაგან:
http://lvl50.com/games/billiard/ 2 ბრაუზერის ფანჯარაა საჭირო სადაც 1-ში შექმნი მაგიდას და მეორეთი მიუჯოინდები

Posted by: Vangoga 13 Feb 2019, 00:43
METALMAN
ძალიან დიდი მადლობა, აუცილებლად გამომადგება და გავითვალისწინებ შენს რჩევას ❤️

Posted by: merabi-777 13 Feb 2019, 12:20
Vangoga
ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე სისტემას შეუკვეთავ დააწერინებ თუ მზას იყიდი, მაგ სისტემის მწყობრი ყოფნაზე პასუხისმგებელი ტიპი გჭირდება, თუ შეუკვეთავ მშინ არქტექტორი ერქმევა მაგ ადამიანს სავარაუდოდ,
მინახავს რაღაცა რომ გაიჭედება და ყველა ხელებს ასავსავებს მე არ მეხება და რაც უნდათ ის უქნიათო, ხოდა გამოუცდელი ადამინი უეჭველი აღმოჩნდება მაგ მდგომარეობაში და გაითვალისწინეთ ეგეც

P.S. 100k რომ გითხრეს ზემოთ ლარებში მე მაგალითად მეცოტავება, არამგონია რომ გეყოს

Posted by: Vangoga 13 Feb 2019, 14:26
merabi-777
დაახლოებით ეგ თანხა ჯდება, გააჩნია ვინებს დაუკვეთავ, საქართველოში თუ ბევრს იჩალიჩებ, ყველაფერს ცალცალკე ხალხს გააკეთებინებ დაახლოებით ეგ ფასი ან უფრო ცოტა ჯდება, მაგრამ ჯობია კომპანიას დაუკვეთო მთლიანი დავალება, რომ პსუხისმგებელი იყოს ვინმე, ჯერ ლემონდოს გარდა მეტი კომპანია ვერ ვიპოვე, თან ჯიმეილს არ ნახულობენ მგონი ეგენი
* * *

Posted by: merabi-777 13 Feb 2019, 15:45
Vangoga
QUOTE
დაახლოებით ეგ თანხა ჯდება, გააჩნია ვინებს დაუკვეთავ, საქართველოში თუ ბევრს იჩალიჩებ, ყველაფერს ცალცალკე ხალხს გააკეთებინებ დაახლოებით ეგ ფასი ან უფრო ცოტა ჯდება, მაგრამ ჯობია კომპანიას დაუკვეთო მთლიანი დავალება, რომ პსუხისმგებელი იყოს ვინმე, ჯერ ლემონდოს გარდა მეტი კომპანია ვერ ვიპოვე, თან ჯიმეილს არ ნახულობენ მგონი ეგენი

მანდ ბექენდ სისტემაა მარტო რომელიც საკმაოდ მონსტრი უნდა იყიოს და მეორე ნაწილია ინტერფეისი, ინტერფეისი შეგიძლია დაუკვეთო მაგრამ სისტემა შენი შენ უნდა გააკეთო მოკლეთ პირდაპირი გაგებით არ ვგულისხმობ რომ კოდი უნდა წერო მაგრამ ბიზნეს ლოგიკაზე და სისტემის არქიტექტურაზე შიგნით უნდა მუშაობდე მე ესე წარმომიდგენია და ის პასუხისმგებელი ტიპიც შიგნით უნდა გყავდეს, ასტე მგონია მეე smile.gif

P.S. ამ ჩემს მოსაზრებებს ჰაერზე არ ვჭრიჭინებ, საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს მაშტაბური პროგრამების წერის და მაქედან გამომდინარე პტრაქტიკაში ბევრი მინახია წარუმატებელი და წარმატებული პროექტები

Posted by: Vangoga 13 Feb 2019, 17:18
merabi-777
კი გასაგებია შენი აზრი, მივხვდი რასაც გულისხმობ და გავითვალისწინებ აუუცილებლად. მადლობა.

Posted by: forex72 5 Mar 2019, 10:48
QUOTE (Vangoga @ 10 Feb 2019, 19:20 )
გამარჯობათ,
მაგალითად, მაქვს იდეა გავაკეთო ონლაინ დომინო, თანხაზე სათამაშოთ და მაინტერესებს საიდან დავიწყო და დაახლოებით რამდენი დამიჯდება.
რა დაჯდება საიტის აწყობა, სადაც იქნება მხოლოდ დომინოს თამაში თანხაზე,ვის დავუკვეთო? ისეთი სერვერის პოვნაც მინდა უცბად რო არ გადაიტვირთოს და არ მოკვდეს, მინდა, რომ იყოს მაშტაბური და საქართველოს მოქალაქეები არ თამაშობდნენ მარტო, დაახლოებით რა დაჯდება მსგავსი ტიპის საიტის აწყობა ლიცენზიის გარეშე.

https://win-win-casino.com/kak-sozdat-onlayn-kazino
მზა კაზინოში 25000$-ო. თუ ეს სხა რაღაც არის?
* * *
QUOTE (@Schizophrenic @ 10 Feb 2019, 19:20 )

Vangoga
მუხლი 5. მოსაკრებლის განაკვეთები
სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის განაკვეთების დიფერენცირება ხდება სათამაშო ბიზნესის სახეობის მიხედვით და განისაზღვრება:

ა) თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 20 000 ლარიდან 40 000 ლარის ჩათვლით;

ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში 2 000 ლარიდან 4 000 ლარის ჩათვლით;

გ) (ამოღებულ ია – 09.12.2011, №5453);

დ) თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე – საპრიზო ფონდის 10%;

ე) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 250 000 ლარიდან 300 000 ლარის ჩათვლით;

ვ) ლატარიების მოწყობაზე – ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების არა უმეტეს 20%-ისა;

ზ) აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე − კვარტალში 1 500 ლარიდან 20 000 ლარის ჩათვლით;

თ) თითოეულ კლუბის მაგიდაზე – კვარტალში 4 000 ლარიდან 14 000 ლარის ჩათვლით.

შენიშვნა: თუ სამორინეს მოწყობის ნებართვის მფლობელი კლუბის მაგიდას მხოლოდ აზარტული ტურნირის ჩატარებისათვის იყენებს, იგი უფლებამოსილია არ გადაიხადოს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.

100კ მეგონა ონლაინ კაზინოს ლიცენზია

მე რა მაინტერესებს, მაგ. მინდა კონკრეტულად ჯოკერისთვის ავაწყო საიტი და ლიცენზია რა დამიჯდება. ზევით წერია, თუ ტურნირებისთვისააო,უფასოა თუ ვერ გავიგე კარგად?ე.ი. თუ მარტო ტურნირები იქნება,უფასო თუ ფასიანი,გადასახდელი არაფერი მექნება?ერთჯერადად ლიცენზიის და სერვერისას თუ არ ჩავთვლით

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)