#38948716 · 3 Dec 2013, 14:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
არ ვიცი ვისთვის პრობლემაა და ვისთვის არა, მაგრამ ანდროიდის ოპერაციულ სისტემაზე მომუშავე ტელეფონები ბალიჩატში ვერ შედიან ვერც მოყოლილი, და ვერც ნებისმიერი ჩამოტვირთული ბრაუზერით. ბალის ოპერატორები ცდილობენ ჩვენს დახმარებას (ამას ვერ დავუკარგავ) და გვთავაზობენ დავარედაქტიროთ ხელით ინტერნეტ პროფილი, იქნება ეს პროქსის გაწერის თუ პორტის შეცვლის გზით, და სხვა საშუალებებით. მათ მიერ შემოთავაზებული არცერთი გზა არ შველის სიტუაციას: ანდროიდი ბალიჩატის ლინკზე შესვლისას ან აკეთებს უსასრულო პაუზას, ან იწყებს რაღაც ფაილის ჩამოტვირთვას, რომელსაც არც ზომა აქვს, არც სახელი და არც ჩამოტვირთვის პროგრესი, ან აწერს რომ მოცემულ ბრაუზერს არ შეუძლია დაუკავშირდეს მითითებულ მისამართს. აბა გისმენთ, იქნებ არის თქვენს შორის, ვინც მონახა აქედან გამოსავალი (გამოსავალში ტელეფონის შეცვლას არ ვგულისხმობ).
|