forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (176) « პირველი ... 174 175 [176]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
ProducerGeorgia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 152817
რეგისტრ.: 10-August 12

გამოგზავნილია: 23 Apr 2017, 17:57  #50427099      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед მადლობა გამოხმაურებისთვის. წარმოდგენა არ მაქვს რა ინტერესი უნდა ჰქონდეს. საუბარია ონლაინ კაზინოზე. სადაც ჩარიცხული თანხა უკვე 10 დღეა არ დაუსვამთ. მიზეზად "საქმე გადაცემულია ტექნიკურ სამსახურზე" მოაქვთ. სხვა არანაირი პასუხი, უკვე 10 დღეა.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 206
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 23 Apr 2017, 18:25  #50427284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ProducerGeorgia

ჰოოო ... ?! მომსახურება კი დაუძახეთ ახლა თქვენ მაგას, მაგრამ ალბათ ჯობია იცოდეთ, თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. "კანონგარეშეა", ესე ვთქვათ, რაიმე პრეტენზიის წაყენება ან შესრულების უკან გამოთხოვა თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე შეუძლებელია. კარგად იციან ეს მაგენმა ....

This post has been edited by Правовед on 23 Apr 2017, 18:31
maliamii
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 188
წევრი No.: 128039
რეგისტრ.: 27-February 11

გამოგზავნილია: 23 Apr 2017, 23:30  #50429486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
უღრმესი მადლობა.მე ვერ ვერკვევი კანონებში და ცოტა არ იყოს ვღელავდი.მადლობა .
კიდევ გკითხავთ თუ არ შეგწუხებთ.ეს ფართი გავაქირავე 600 ლარად .დამქირავებელს უნდა გადაეხადა საშემოსავლო 120 ლარი(ასე შევთანხმდით).ნოტარიუში რომ გავაფორმეთ ხელშეკრულებმა,მითხრეს დამქირავებელმა რომ არ გადაგიხადოს საშემოსავლო შენ დაგეკისრებაო და ჯობია შენ დაგერიცხოს ის 120 ლარიც და შენ გადაიხადოო.ჩამიწერეს ხელშეკრულებასი რომ დამქირავებელი გადამიხდიდა 720 ლარს რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაცო.საშემოსავლოს გადახდა არ დამიწყია და 720 ლარის 20 % ხომ არ გადამახდევინებენ?ვინაიდან წლიური შემოსავალი დათვლილია 720 ლარზე. შემოსავლების სამსახურში მითხრეს გადასახადი წლის ბოლოს დაგეკისრებათო და ამ შეკითხვაზე ვერ მიპასუხეს.მადლობა
sandrobandro
Seig heil! 卐 卐 卐


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1820
წევრი No.: 211301
რეგისტრ.: 12-December 15

გამოგზავნილია: 24 Apr 2017, 17:58  #50434535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაროჩე ჩემი მანქანა და ჩემი დის მანქანა არის ჩემზე გაფორმებული....სიტი პარკის ჯარიმები გვაქვს...10იანები ძირითადათ....ხოდა ორივე მოდის ჩემ სახელზე, ტვინი წაიღეს, ჯერ ფოსტით მოდიოდა....მერე რაღაცა კერძო ფოსტის თემა აქვთ ეტყობა, ან თვითონ დაიქირავეს ან თვითონვე სიტი პარკის სასტავის შექმნილია, ეხლა იქიდან დაიწყეს გამოგზავნა....აწეპებენ კარებზე, მამაჩემმა გაუღო ერთხელ და უთხრა საზღვარგარეთაააო აზზე არ ვარო....მოკლედ არ ჩაიბარა....პროსტა დაენახა ტიპს, ამ შემთხვევაში რა ხდება? სასამართლოს გადაეცემა არ ჩაბარება თუ რა მაფიაა?

This post has been edited by sandrobandro on 24 Apr 2017, 18:00
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 206
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 24 Apr 2017, 19:37  #50435131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maliamii

ირონიაა, მაგრამ ეს არის კაცობრიობის ფისკალურ წნეხთან მრავალსაუკუნებრივი ბრძოლის ერთ-ერთი მცირე მაგალითი ... sa.gif
წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა თქვენი შემოსავლის გადასახადის სხვა პირზე დაკისრება სრული ნონსენსია. საბჭოთა წარსულის მქონე საზოგადოებამ მოიგონა ეს ფანდები "რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც". სამწუხაროდ, ჩემი აზრით, თუ მკაცრად მივყვებით ხელშეკრულების არსისა და ფასის განსაზღვრის ცნებას, შედეგი ცუდ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. მაგრამ!!!!, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საგადასახადო მოხელეები არ დაიწყებენ ღრმა თეორიულ კირკიტს და თქვენც, სამართალდამრღვევის კლასიკურ ჩარჩოშიც ვერ მოგაქცევენ - ნამდვილად ესე მიგაჩნიათ და ამის საფუძველიც ხელთა გაქვთ, ეს ხელშეკრულებაა - და შეუზღუდავათ მიუთითეთ 600 ლარი შემოსავალი და 120 გადაიხადეთ. პირადად, რაიმე შეხება ან ბრძოლა ამ პოზიციის დასაცავად საქართველოში არ ჩამიტარებია, რელაციისა და სუბსუმციის ჩატარება ამ საკითხზე დიდ დროს წამართმევს, ამიტომ უფრო მეტ დამაჯერებლობას ვერ შევძენ ჩემს პასუხს. პირიქით, მოგიწოდებთ კიდევაც, ჩემზე კომპეტენტურ სპეციალისტს მიმართოთ და ალბათ მიიღებთ სრულ და კომპეტენციით უფრო გაჯერებულ პასუხს ...

This post has been edited by Правовед on 24 Apr 2017, 19:55
ProducerGeorgia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 152817
რეგისტრ.: 10-August 12

გამოგზავნილია: 24 Apr 2017, 21:43  #50435948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед

თანხა ჩავრიცხე, არ დაირიცხა, არც უკან დააბრუნეს. შესაბამისად აღნიშნული თანხა მათ ანგარიშზე დევს. ამ თანხის მოხმარებას ვერ ვახერხებ - ვერც ვთამაშობ, ვერ გამომაქვს. შესაბამისად ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც უნდა დარიცხულიყო ჩემს აქაუნთზე არ დარიცხულა და როგორ არაა კანონდარღვევა? იურისტებს ველაპარაკე უკვე და კანონდარღვევააო მითხრეს. რამდენიმე დღე დავაცდი და მერე უკვე თვითონ იზრუნონ იმიჯის აღდგენაზე. მარტო საქართველოში თუ მოხდება ასეთი რამ.
maliamii
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 188
წევრი No.: 128039
რეგისტრ.: 27-February 11

გამოგზავნილია: 24 Apr 2017, 22:20  #50436228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
უღრმესი მადლობა .ეხლა ზუსტად ვიცი თქვენი დარმარებით რა პრინციპებით უნდა ვიმოქმედო.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ,მადლობა.

იცით რა მაინტერესებს,ეს ქალი ჩივილს რომ აპირებს შეუთანხმდა დამქირავებელს რომ ფართის ასაზომად მოვლენ და იცოდეო,დღეს გავიგე .და რა ხდება ვერ მივხვდი?მე გავაფთხიელე, ჩემ საკუთრებაში ჩემი ნებართვის გარეშე არავითარი ამზომველი არ შეეშვა დამქირავებელს(იმედია გაიგო).თუ სწორად მივხვდი, ალბად ჩივილს რომ აპირებს მაგასთან დაკავშირებით ჭირდება .ხომ არ იცით რა და როგორ ხდება მაგ შემთხვევაში? (მზად რომ ვიყო)






Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 206
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 13:21  #50439657      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maliamii

უკიდურეს უაზრობად მიმაჩნია ამ აზომვების ლეგიტიმაცია მესაკუთრის მონაწილეობის გარეშე - რაიმე იურიდიული ძალა ამ დოკუმენტს არ ექნება ... სიმართლე გითხრათ რაღაც აბსტრაქტულ შემთხვევასთან არის საქმე. ან ადვოკატი & დამქაშების კომპანია "წველის" და "აბოლებს" ამ ქალს (რაც იშვიათობა არ გახლავთ), ან სიტუაციის სრულ სურათში და ზუსტ გარემოებებში არა ვართ გაცნობიერებული. საკადასტრო გეგმის მომზადება უძრავ ნივთზე, რომელიც შენ არც გეკუთვნის, და არც მომავალი დაუფლების ინტერესი არ გამოძრავებს, სრულ იდიოტობად მიმაჩნია.
QUOTE
ჩივილს რომ აპირებს მაგასთან დაკავშირებით ჭირდება
ამის შესახებ, სავარაუდოთ, თქვენი ხელშეკრულების საგნის, ანუ გადაცემული ნივთის ნაკლის აღმოჩენა თუ სჭირდება, ეს თქვენი (ანუ ვისაც გადაეცა) პრეროგატივაა. თქვენს მიერ მიცემულ ფულს ხომ არ "ჭირდა" რამე, სრულად ხომ მიეცით, როგორც ხელშეკრულებაში იყო. ჩემი წინადადებაა, თუ საშიშროების შეგრძნება არ გტოვებთ, მიმართეთ იურისტს, რომელსაც ექნება საშუალება უშუალოდ და სკურპულოზურად გაეცნოს არსებულ გარემოებებს. ალბათ ადვილად მისახვედრია, რომ ფორუმის ფორმატში ამგვარი იურიდიული დახმარების გაწევა შეუძლებელია. რა თქმა უნდა, სანდო და კვალიფიციური ადვოკატის პოვნაც გართულებულია საქართველოში, მაგრამ მიმართეთ ახლობლებს, ნათესავებს - არ შეიძლება ვინმეს არ ჰქონდეს მსგავსი გამოცდილება. პირადად მე ვერ გაგიწევთ დახმარებას, რადგან დაკავებულიც ვარ და არც ჩემი "price"-იც არ მოგიყვანთ აღფრთოვანებაში ... გისურვებთ წარმატებებს!

* * *
ProducerGeorgia
QUOTE
თანხა ჩავრიცხე, არ დაირიცხა, არც უკან დააბრუნეს.

მე მიგითითეთ იმაზე, რომ თამაშის მოთხოვნის უფლება (თქვენ რომ მომსახურება დაარქვით) არ არის დაცული კანონით. თქვენს მიერ ფულის დაბრუნების მოთხოვნაზე, შეკითხვაში არაფერი არ იყო მითითებული - თუ მოსთხოვთ, უკან უნდა დააბრუნონ - ამაზე ორი აზრი არ არსებობს - ამას "სხვა იურისტებიც" გეტყოდნენ. რა თქმა უნდა ...
ფორუმის ფორმატში ჩემს მიერ პასუხის გაცემის ცდები შემოიფარგლება შემკითხველისთვის სწორი გზის შეთავაზებით ... კონკრეტული შემთხვევისთვის, სრულყოფილი გარემოებების შეუცნობლად იურიდიული დახმარების გაწევა, რა თქმა უნდა, შეუძლებლად მიმაჩნია. სპეციალისტთა კომპეტენციების თქვენს პოზიციურ გადამოწმებებს მივესალმები და ვეთანხმები. ამავ დროს მიმაჩნია, რომ ეს მოხდებოდა უფრო ობიექტურად, თუ გარემოებებს შედარებით დაწვრილებით დასვამდით კითხვაში ... გისურვებთ წარმატებებს ...

This post has been edited by Правовед on 25 Apr 2017, 13:37
forumm
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 49
წევრი No.: 127203
რეგისტრ.: 9-February 11

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 14:29  #50440112      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gamarjoba. Aseti situaciaa: orsartuliani binis mflobelia mama, sadac cxovrobs meuglestan, gautxovar moxuc dastan da vajis ojaxtan ertad (rzali da shvili). Me var gatxovili, vcxovrob meuglestan ertad calke. Mama apirebs, gayos saxli otx nacilad, anu, 1-mas, 2- mamidas, 3- zmis ojaxsa da 4-chems shoris. Mainteresebs, kanonis mixedvit rogor xdeba gayofa- fartis mixedvit tanabar nacilebad tu mflobelis survilzea damokidebuli?
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 206
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 18:18  #50441634      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
forumm
QUOTE
Mainteresebs, kanonis mixedvit rogor xdeba gayofa- fartis mixedvit tanabar nacilebad tu mflobelis survilzea damokidebuli?

კანონის მიხედვით მესაკუთრის ნებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ვისაც რასაც გადასცემს, ის ნაწილები აღმოჩნდებიან წილის ოდენობები საერთო საკუთრებაში.
თქვენი შეკითხვის მიმართულებიდან გამომდინარე, საჭიროა ყურადღება მიაქციოთ იმ გარემოებას - ეს დაყოფა მოხდება სწორედ რომ წილების!!! შეფარდებით საერთო!!! საკუთრებაში!!!. ამას ხშირად "იდეალურ წილებსაც" უწოდებენ. საჯარო რეესტრშიც ერთი ამონაწერი იქნება, ანუ ერთი საკადასტრო კოდი.

უბრალოდ რომ ვთქვათ, ცალკ-ცალკე ბინები არ წარმოიშვება თავისთავად!!! ანუ რომ მოხდეს "ნატურით" გაყოფა ამისათვის საჭიროა:
1. ორსართულიანი სახლის კონსტრუქცია (თუნდაც რაიმე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების შემდგომ) იძლეოდეს ამის საშუალებას - ოთხ ბინად გადაკეთდეს (შეინარჩუნონ საყოფაცხოვრებო დანიშნულება და ჯეროვანი კომუნიკაციები);
2. საჭირო გახდება გარკვეული პროცედურის ჩატარება, რომ წარმოიქმნას ბინა № 1 - მამას, ბინა № 2 - მამიდას, ბინა № 3 - ძმის ოჯახსს, ბინა № 4 - თქვენ. აქ შესაძლებელია რაიმე თანაბარი პროპორციებიდან გადახვევა მოხდეს.

ვიმეორებ!!! ორსართულიანი სახლის კონსტრუქცია უნდა იძლეოდეს ამის საშუალებას ...

This post has been edited by Правовед on 25 Apr 2017, 18:32
forumm
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 49
წევრი No.: 127203
რეგისტრ.: 9-February 11

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 19:38  #50442076      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Didi madloba amomcuravi pasuxistvis. Kidev maqvs shekitxva, tu sheizleba. Gamijnvis shemtxvevashi tu carmoishoba calke binebi calke sakadastro kodit, magalitad,zeda da qveda sartulebis gayofit?
maliamii
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 188
წევრი No.: 128039
რეგისტრ.: 27-February 11

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 22:24  #50443255      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
დიდი მადლობა რჩევებითვის.მეც ვფიქრობ რომ აბსურდია ეს ყველაფერი და ტყუილებით აბოლებს ვიღაც ადვოკატი.მადლობა
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 206
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 25 Apr 2017, 23:31  #50443802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
forumm
QUOTE
Didi madloba amomcuravi pasuxistvis. Kidev maqvs shekitxva, tu sheizleba. Gamijnvis shemtxvevashi tu carmoishoba calke binebi calke sakadastro kodit, magalitad,zeda da qveda sartulebis gayofit?


რა თქმა უნდა, გამიჯვნის ხელშეკრულებაა სწორედ შეთანხმების საფუძველზე საერთო საკუთრებაში (წილობრივი) არსებული ქონებიდან ნატურით გამოყოფა. მოთხოვნები აბსოლუტურად იგივეა. მნიშვნელოვანია აგრეთვე ამ "გადაცემის" სწორი იურიდიული კვალიფიკაცია მოხდეს - მოახდინეთ ვარიანტების შეფასება - ჩუქება, გაყიდვა - საგადასახადო დაბეგვრის მოთხოვნების შესაბამისად ...

This post has been edited by Правовед on 25 Apr 2017, 23:39
liziko13
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 82
წევრი No.: 219228
რეგისტრ.: 1-June 16

გამოგზავნილია: 26 Apr 2017, 11:21  #50445787      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
1. შპს ს ამონაწერში, მითითებულია გენ, დირექტორი და უბრალოდ დირექტორი. რომელს აქვს ხელშეკრულებაზე ხელმოწერის უფლება? წესდებაში არაფერი წერია ანუ არ არის ნახსენები გენ . დირექტორი და ატვირთულ დოკუმენტებში ვერ ვნახე ამ გენ. დირექტორის დანიშნვაზე რამე. არ მიიჩნიონ მერე ბათილად ხელშეკრულება.

2. თუ წესდებაში წერია, რომ ასე და ამგვარად უნდა მოაწეროს დირექტორმა ხელი ხელშეკრულებას ( ანუ ხელმოწერა საქმიან ურთიერთობებში) მან კი განსხვავებულად მოაწერა ხელი, შეიძლება ამით მეორე მხარე დაზარალდეს?
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 206
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 26 Apr 2017, 18:26  #50448187      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
liziko13
მოქმედი და არა ფიქტიურად შექმნილი კომერციული ორგანიზაციის სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობები იმდენად მცირედ არის დამოკიდებული ხელმოწერაზე საზოგადოდ, და მის გრაფიკულ მოხაზულობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი (მარტო საბანკო დოკუმენტთბრუნვაში აქვს მნიშვნელოვანი როლი დათმობილი), რომ წესდებაში ან ამონაწერში "ნახსენები" განმკარგავი პირების ვინაობის შემოწმება ხდება მხოლოდ მნიშვნელოვანი გარიგებისას. ისიც თუ რაიმე ვალდებულებების გადავადებას სამართლებრივი ინტერესის დაკარგვის საფრთხე ემუქრება. აქ მთავარია კონკლუდენტური ქმედებების თანხლება. თუ სპეციალურად, "გადაგდების", "ფულის გათეთრების" და რაიმე ამგვარი მიზნით არ არის შექმნილი ფიქტიური შპს, ძნელად წარმოსადგენია რაიმე ხელშეკრულების ბათილად გამოცხადება (მით უმეტეს - საცილოდ). ბათილობას რესტიტუცია მოსდევს - მიღებულის უკან დაბრუნება ორივე მხრიდან, და გარიგებებში უკირკიტო იმას, საქონლის მიტანისას ვინ-როგორ მოაწერა ხელი, აზრს კარგავს თვითონ ბიზნესი.

თუ შეკითხვაში ასახულია რაიმე მსხვილი გარიგების საშიშროების მოლოდინი, ხელშეკრულების დადებამდე მხარეები, როგორც წესი, სტანდარტულად ახდენენ უფლებამოსილი პირების შემოწმებას - წარუდგენენ ერთმანეთს ამ უფლებამოსილების დამადასტურებელ საბუთებს - მაგალითად, როგორც ბანკი ახდენს კრედიტის გაცემისას მსესხებლის დოკუმენტებით "დატვირთვას" - ამონაწერი, წესდება, პარტნიორთა გადაწყვეტილება და ა. შ. ამით გამოირიცხება ის ნიუანსიც, თუ ვინმემ ხელისმოწერის ნახატი ცოტა სხვანაირად შეასრულა. ხელისმოწერის ან ფაქსიმილეს გრაფიკული პარამეტრების მარეგულირებელი ნორმატივები შეიძლება არსებობდნენ არქაულ ან ვულგარიზმულ სამართლებრივ სისტემებში (ცერემონიალის და ა. შ. რეგლამენტები).

This post has been edited by Правовед on 26 Apr 2017, 18:31
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (176) « პირველი ... 174 175 [176]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0481 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]