სალამით ))
მოკლედ, გუშინ მონიტორს დაეწყო ოდნავი ციმციმი (სვარკის დროს ძველ ტელევიზორებზე რომ იცოდა). თავიდან კაბელის ბრალი მეგონა, გამოვაძვრე და ხელახლა ჩავსვი, მაგრამ არაფერი. სანამ ნეტში ვქექავდი მიზეზს, დაახლოვებით 5-10 წუთის შემდეგ უცებ სულ გაშავდა. ხელახლა ჩართვისას, ბიოსის და ვინდის ჩატვირთვას აჩვენებს, მაგრამ 2-3 წამის შემდეგ ითიშება, როგორც ამ ვიდეოში 20-ე წამიდან.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
იუთურბზე ვუყურე სხვადასხვა ვიდეობს, რაც გავარკვიე ძირითადად მაგ პრობლემის ორი მიზეზი არისო - მონიტორის კვების დაფაზე განლაგებული კონდესატორები ან განათების ლამპები. ავდექი და დავშალე მონიტორი, მოვხსენი დაფები და შევამოწმე ვიზუალურად, არანაირი გაბერილი კონდესატორები, ხელითაც მოვსინჯე, ყველა მყარად ზის. არანაირი ფერშეცვლილი არაფერი დაფაზე, სულ ახალივით გამოიყურება ყველა ნაწილი, ანალოგიურად VGA კაბელის შესართებელი დაფაც.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
მერე ლამპები ამოვიღე, თავში და ბოლოში ოთხივეს პატარ-პატარა ჩაშავებები ეტყობა, ვიფიქრე დამწვრები იქნებათო, მაგრამ ჩართვისას ჩვეულებრივ ანათებს, 2-3 წამის შემდეგ ითიშება.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ზემოთ ვიდეოში, ტიპი იძახის ლამპების კონტაქტის ბრალი არისო (ნუ რაც გავიგე ინგლისურიდან) და ჩემთან თავის პლატსმასის ბუდეში ზის მშვენივრად თავის პანელში, არანაირი დამწვრის კვალი არ ეტყობა გარშემო. დაშლით აღარ დამიშლია, რადგან კაბელები პანელის უკან გამოდის, ოდნავი ძალა რომ დავატანო, არ მინდა კაბელები გავწყვიტო და გავაფუჭო, შეიძლება მუშაცაა და სხვა რამის ბრალია სინამდვილეში, ამიტომ ვკითხულობ მცოდნეებთან.
ეს მონიტორია Samsung 19" SincMaster 943NW (კვადრატურა), 80-100 ლარში ყიდიან მარკეტზე მსგავს მოდელებს.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
ამის ხელოსანთან მიტანის აზრსს ვერ ვხედავ, ნაწილის საფასური+ხელობა+ტაქსის ფული, შეიძლება თვითღირებულებასაც გადაახტეს, ამიტომ ჩემით ვჩალიჩობ და ვსწავლობ თან. მანამდე არ არასდროს დამიშლია და ლამპა როგორი იყო არც ვიცოდი :დ ტესტერით გასინჯვა არ ვიცი, თორე ჩემით ვიჩალიჩებდი მაგასაც, კონდესატორის ამოპაიკება და შეცვლა უპრობლემოდ შემიძლია. მოკლედ, მცოდნე ხალხის დამხმარება მჭირდება, სიმპტომებიდან გამომდინარე, თუ ვინმე ხვდება დაფაზე რომელი დეტალის ბრალი შეიძლება იყოს მსგავსი პრობლემა? სხვა სქემაზე IC 258-ი იყო შესაცველი, ამას კი საერთოდ არ აქვს მსგავსი დეტალი.