iEvol18
Newbie
ჯგუფი: Registered
წერილები: 1
წევრი No.: 208828
რეგისტრ.: 12-October 15
|
#54131600 · 27 Jan 2019, 16:46 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. ვარ სილქნეთის აბონენტი, ახლაც კი. დაახლოებით 5 თვის წინ დაიწყო ინტერნეტის პრობლემა. პრობლემა არის საკმაოდ სპეციფიკური და თავისით სწორდება გარკვეული დროის შემდეგ, იქნება ეს 15 წუთი თუ 6 საათი. მიუხედავად 10+ ზარისა სილქნეთთან პრობლემა ჯერაც არ არის მოგვარებული. ბოლოს საერთოდ იმედი დამეკარგა და აღარც ვრეკავ. მაგთიზე გადასვლა მომაფიქრდა გამოსავლად(ვრცლად ამაზე მეორე აბზაცში). ყოველ დარკვაზე, ჩემს კითხვაზე თუ რატომ არ არის მოგვარებული პრობლემა მხვდებოდა ერთიდაიგივე პასუხი კომპანიის ოპერატორებისაგან, რომ მათ არ აქვთ ინფორმაცია და ზუსტად ვერ მეუბნებიან ვერაფერს, რომ პრობლემა გადაცემულია შესაბამის დეპარტამენტში(ვერც გაამტყუნებ ოპერატორებს). როცა ვეკითხები, კონკრეტულად რა სამუშაოები ჩაატარა ჯგუფმა რომ მოეგვარებინა აღნიშნული პრობლემა, პასუხები ამაზეც სტანდარტული, არ ვიცით, ახლა უნდა გქონდეთ ინტერნეტი და თუ პრობლემა გექნებათ კიდევ მოგვმართეთ.(ვიხსენებთ იმას რომ პრობლემა თავისით გვარდება ხშირ შემთხვევაში და მათ მიერ გაკეთებული ცვლილებები არაფრის მომცემია, იმიტომ რომ პრობლემა დღემდე არსებობს.) წესით აღარ უნდა შეგექმნათ პრობლემა და ა.შ. მაგრამ რეალურად არანაირი ცვლილება. (ერთი ოპერატორისგან სრულიად არაკომპეტენტური პასუხები მივიღე მაგრამ 1/10 დან, ჯანდაბას, ეგეთი თანამშრომელი ყველგან გამოერევა). ამის გარდა იყო უცნაური შემთხვევები როცა, გახსნილი პრობლემა 24 საათში უნდა მოგვარებულიყო, 24 საათის გავლის შემდეგ მომდის სმს ტელეფონზე რომ პრობლემა მოგვარებულია, რეალურად არავის არ დაურეკავს და არავის არაფერი უცნობებია ჩემთვის, ამის შემდეგ რამოდენიმე წუთში მომივიდა ისევ ახალი სმსი, რომ პრობლემა ჩანიშნულია და 24 საათში მოგვარდება. ჩემი აზრით აქ კანონის დარღვევა აირიდეს თავიდან, იმიტომ რომ 24 საათში ვერ მოაგვარებს პრობლემა და ჰოპ, დახურეს, ჰოპ- გახსნეს საქმე ისევ. იყო შემთხვევა როცა მომივიდა სმს შემდეგი ტექსტით - "თქვენთან შეთანხმებით ვიზიტი დაინიშნა"(შინაარსობრივად) როცა არანაირი კომუნიკაცია არ მომხდარა ჩემსა და სილქნეთს შორის, რის შემდეგაც მომიწია სილქნეთში დარეკვა და შემდეგ ამიხსნეს რომ თურმე დამირეკავდნენ და შემითანხმდებოდნენ. ამ ყველაფრის შემდეგ ვრეკავ სილქნეთში და ვეუბნები ინტერნეტის გაუქმებასთან დაკავშირებით რა პროცედურის გავლაა საჭირო. ამ ზარის დასრულების შემდეგ მირეკავს სილქნეთის ერთ-ერთი დეპარტამენტი და მთავაზობს 2 თვე უფასო მომსახურებას და შემდეგი 4 თვე ნახევარ ტარიფს, პლიუს ამას პრობლემის პირად კონტროლზე აყვანას. მე უარი ვუთხარი, იმიტომ რომ 4 თვე როცა ყველანაირად ეხმარები კომპანიას პრობლემის პოვნაში და მოგვარებაში და არანაირი ცვლილება არ არის, უბრალოდ სასაცილოა რომ მარტო მაშინ გავახსენდი ამ დეპარტამენტს როცა სერვისის გათიშვა მოვითხოვე. ანუ ადამიანი სანამ ბოლო ზღვარს არ მიადგება და ყველაფერი ყელში არ ამოუვა მანამდე პრობლემაზე რეაგირება არ ხდება.
პ.ს. ამ ოთხი თვის განმავლობაშ დიაგონსტიკური ვიზიტი არ ყოფილა ჩემთან. სამჯერ მოვიდა სილქნეთის წარმომადგენელი როუტერის შესაცვლელად(რადგან გამომწვევი მიზეზი ეს ჰგონიათ/ეგონათ), რა თქმა უნდა ეს არც პრობლემის მიზეზი იყო და არც მოაგვარა როუტერების ცვლამ არაფერი.
2. იგივე დღეს ვრეკავ მაგთიში და ვეუბნები რომ მათი სერვისი მინდა,(3 იანვარი) ოპერატორი მეუბნება რომ ჩემს სადარბაზოში დასამატებელია პორტი და ამას დამატებით 3-4 დღე დასჭირდება შემდეგ კი 3-4 დღე "ინტერნეტის ინსტალაციას" და როცა პორტი დაემატება დამირეკავენ. გადის ორი კვირა, არანაირი ზარი ან კომუნიკაცია ჩემთან. ვრეკავ ოპერატორთან და ვიღებ პასუხს რომ მუშაობენ ამ საკითხზე და დღეს ან ხვალ დაემატება პორტი. ასევე ვეკითხები თუ რატომ არის ასეთი შეფერხება და პასუხისმგებელი ვინაა ამაზე, ამაზე პასუხი რა თქმა უნდა ვერ მივიღე. ვრეკავ შემდეგ დღეს რომ გავიგო რა ხდება. პასუხი ოპერატორისგან - თქვენს სადარბაზოში პრობლემა აღმოჩნდა და რეკონფიგურაციაა საჭირო, რასაც 1 კვირა დასჭირდება. გადის 11 დღე და ვრეკავ მაგთიში - დღეს, ვეკითხები ოპერატორს თუ ვის შეიძლება გავესაუბრო, ვისაც პასუხი ექნება ჩემს კითხვებზე და ამ ყველაფერზე, მეუბნებიან რომ ასეთი ადამიანი არ არსებობს. ვკითხულობ თუ რატომ არ მოხდა კომუნიკაცია კომპნიასა და მომხარებელს შორის როცა ასეთ ვადების გადაცილებას აქვს ადგილი - კომპანიას ასეთი მომსახურება არ აქვს. შემდეგი კითხვა, რატომ მეუბნებიან თქვენი ოპერატორეიბი კონკრეტულ ვადებს როცა კომპანიას არ შეუძლია პირობების შესრულება - არ ვიცი, მეც მიკვირს ასეთი პასუხი რომ გაგცეს და ბოლოს ოპერატორი მეუბნება რომ ხვალ დავრეკო, რადგან დღეს კვირაა და არ აქვს ინფორმაცია დეპარტამენტისგან რადგან ისინი დღეს არ მუშაობენ.
პ.შ. მაგთის ჩემთან კომუნიკაცია არ ჰქონია თავისი სურვილით, ყოველთვის მე ვრეკავდი და მე ვარკვევდი, მიუხედავად იმისა რომ ისინი არღვევდნენ შემოთავაზებულ პირობებს და პასუხისმგებლებიც ისინი არიან.
ამ ყველაფრის შემდეგ, ვარ გაჭედილი ამ ორ უპასუხისმგებლო კომპანიას შორის, რომესაც ფეხებზე კიდია თავისივე პირობები - რასაც სთავაზობს მომხმარებლებს და თავისი მომხმარებლები. ერთადერთი მიზეზი რატომაც მაგთის შეკვეთა არ გავაუქმე არის ის რომ, უკეთეს სერვისს მივიღებ თითქმის იგივე ფასად. პლიუს ამას მაქვს გამოცდილება მაგთის მომსახურების და როცა პრობლემა მქონდა, ის მაინც მითხრეს რომ ჩვენი ცუდი როუტერის გამო გაქვთ პრობლემა,(რომ შევცვალოთ იგივე უნდა დავაყენოთ, რაც პრობლემას არ მოგიგვარებთ) გამოცვალეთ და პრობლემა აღარ გექნებათო.(სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს ესეთი პრობლემის მოგვარება, მაგრამ სიმართლე მაინც მითხრეს).
ძალიან სამწუხაროა რომ ამხელა კომპანიები ასეთ სახეს აჩვენებენ. ტექნიკური განათლება მაქვს და 4 თვე პრობლემის დიაგნოსტიკა სასაცილოა(როცა მომხმარებელი გეხმარება ყველანაირად თან). 1 თვე პორტის დამატება/რეკონფიგურაცია, ესეც სასაცილოა. ნაგავი მომსახურება უბრალოდ!
პ.ს. სამწუხაროდ საქართველოს სასამართლო სისტემა არ არის მორგებული ასეთი უპასუხისმგებლო კომპანიების მიმართ საბრძოლველად.(გამარტივებული პროცესები მცირე დავების შემთხვევაში) როცა აშკარაა დარღვევები, თორემ ორივე კომპანიას ეკუთნის საჩივარი. ნამდვილად არ მინდა ვიქირავო ადვოკატი / შევიტანო სარჩელი და ა.შ. ასეთი რაღაცის გამო და მერე სასამართლოებში ვირბინო. რეალურად კი არიან ღირსები. უბრალოდ არ ღირს.
მინდოდა ეს გამოცდილება გამეზიარებინა და ყველა მომხმარებელს ვთხოვო რომ როცა კომპანია აშკარად არღვევს პირობებს, იყავით მომთხოვნები და ბოლომდე მოსთხოვეთ პასუხი. მე ვაპირებ მაგთის ოფისში მისვლას და იქ მენეჯერის დონეზე მაინც საუბარს ამ ყველაფრის გასარკვევად. სილქნეთის ნივთებს ჩასაბარებლად რომ მივიტან იქაც მოუწევთ ჩემი მოსმენა. იმედია მე ვარ მხოლოდ ასეთი უიღბლო. წარმატებები ყველას!
|