forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (176) « პირველი ... 174 175 [176]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
ProducerGeorgia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 152817
რეგისტრ.: 10-August 12

გამოგზავნილია: 23 Apr 2017, 17:57  #50427099      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед მადლობა გამოხმაურებისთვის. წარმოდგენა არ მაქვს რა ინტერესი უნდა ჰქონდეს. საუბარია ონლაინ კაზინოზე. სადაც ჩარიცხული თანხა უკვე 10 დღეა არ დაუსვამთ. მიზეზად "საქმე გადაცემულია ტექნიკურ სამსახურზე" მოაქვთ. სხვა არანაირი პასუხი, უკვე 10 დღეა.
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 202
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 23 Apr 2017, 18:25  #50427284      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ProducerGeorgia

ჰოოო ... ?! მომსახურება კი დაუძახეთ ახლა თქვენ მაგას, მაგრამ ალბათ ჯობია იცოდეთ, თამაშობა ან სანაძლეო მოთხოვნის უფლებას არ წარმოშობს. "კანონგარეშეა", ესე ვთქვათ, რაიმე პრეტენზიის წაყენება ან შესრულების უკან გამოთხოვა თამაშის ან სანაძლეოს საფუძველზე შეუძლებელია. კარგად იციან ეს მაგენმა ....

This post has been edited by Правовед on 23 Apr 2017, 18:31
maliamii
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 187
წევრი No.: 128039
რეგისტრ.: 27-February 11

გამოგზავნილია: 23 Apr 2017, 23:30  #50429486      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
უღრმესი მადლობა.მე ვერ ვერკვევი კანონებში და ცოტა არ იყოს ვღელავდი.მადლობა .
კიდევ გკითხავთ თუ არ შეგწუხებთ.ეს ფართი გავაქირავე 600 ლარად .დამქირავებელს უნდა გადაეხადა საშემოსავლო 120 ლარი(ასე შევთანხმდით).ნოტარიუში რომ გავაფორმეთ ხელშეკრულებმა,მითხრეს დამქირავებელმა რომ არ გადაგიხადოს საშემოსავლო შენ დაგეკისრებაო და ჯობია შენ დაგერიცხოს ის 120 ლარიც და შენ გადაიხადოო.ჩამიწერეს ხელშეკრულებასი რომ დამქირავებელი გადამიხდიდა 720 ლარს რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაცო.საშემოსავლოს გადახდა არ დამიწყია და 720 ლარის 20 % ხომ არ გადამახდევინებენ?ვინაიდან წლიური შემოსავალი დათვლილია 720 ლარზე. შემოსავლების სამსახურში მითხრეს გადასახადი წლის ბოლოს დაგეკისრებათო და ამ შეკითხვაზე ვერ მიპასუხეს.მადლობა
sandrobandro
Seig heil! 卐 卐 卐


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1814
წევრი No.: 211301
რეგისტრ.: 12-December 15

გამოგზავნილია: 24 Apr 2017, 17:58  #50434535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კაროჩე ჩემი მანქანა და ჩემი დის მანქანა არის ჩემზე გაფორმებული....სიტი პარკის ჯარიმები გვაქვს...10იანები ძირითადათ....ხოდა ორივე მოდის ჩემ სახელზე, ტვინი წაიღეს, ჯერ ფოსტით მოდიოდა....მერე რაღაცა კერძო ფოსტის თემა აქვთ ეტყობა, ან თვითონ დაიქირავეს ან თვითონვე სიტი პარკის სასტავის შექმნილია, ეხლა იქიდან დაიწყეს გამოგზავნა....აწეპებენ კარებზე, მამაჩემმა გაუღო ერთხელ და უთხრა საზღვარგარეთაააო აზზე არ ვარო....მოკლედ არ ჩაიბარა....პროსტა დაენახა ტიპს, ამ შემთხვევაში რა ხდება? სასამართლოს გადაეცემა არ ჩაბარება თუ რა მაფიაა?

This post has been edited by sandrobandro on 24 Apr 2017, 18:00
Правовед
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 202
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 24 Apr 2017, 19:37  #50435131      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
maliamii

ირონიაა, მაგრამ ეს არის კაცობრიობის ფისკალურ წნეხთან მრავალსაუკუნებრივი ბრძოლის ერთ-ერთი მცირე მაგალითი ... sa.gif
წმინდა სამართლებრივი თვალსაზრისით, რა თქმა უნდა თქვენი შემოსავლის გადასახადის სხვა პირზე დაკისრება სრული ნონსენსია. საბჭოთა წარსულის მქონე საზოგადოებამ მოიგონა ეს ფანდები "რომელიც მოიცავს საშემოსავლო გადასახადსაც". სამწუხაროდ, ჩემი აზრით, თუ მკაცრად მივყვებით ხელშეკრულების არსისა და ფასის განსაზღვრის ცნებას, შედეგი ცუდ მოლოდინებთან არის დაკავშირებული. მაგრამ!!!!, სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საგადასახადო მოხელეები არ დაიწყებენ ღრმა თეორიულ კირკიტს და თქვენც, სამართალდამრღვევის კლასიკურ ჩარჩოშიც ვერ მოგაქცევენ - ნამდვილად ესე მიგაჩნიათ და ამის საფუძველიც ხელთა გაქვთ, ეს ხელშეკრულებაა - და შეუზღუდავათ მიუთითეთ 600 ლარი შემოსავალი და 120 გადაიხადეთ. პირადად, რაიმე შეხება ან ბრძოლა ამ პოზიციის დასაცავად საქართველოში არ ჩამიტარებია, რელაციისა და სუბსუმციის ჩატარება ამ საკითხზე დიდ დროს წამართმევს, ამიტომ უფრო მეტ დამაჯერებლობას ვერ შევძენ ჩემს პასუხს. პირიქით, მოგიწოდებთ კიდევაც, ჩემზე კომპეტენტურ სპეციალისტს მიმართოთ და ალბათ მიიღებთ სრულ და კომპეტენციით უფრო გაჯერებულ პასუხს ...

This post has been edited by Правовед on 24 Apr 2017, 19:55
ProducerGeorgia
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 13
წევრი No.: 152817
რეგისტრ.: 10-August 12

გამოგზავნილია: 24 Apr 2017, 21:43  #50435948      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед

თანხა ჩავრიცხე, არ დაირიცხა, არც უკან დააბრუნეს. შესაბამისად აღნიშნული თანხა მათ ანგარიშზე დევს. ამ თანხის მოხმარებას ვერ ვახერხებ - ვერც ვთამაშობ, ვერ გამომაქვს. შესაბამისად ჩემი კუთვნილი თანხა, რომელიც უნდა დარიცხულიყო ჩემს აქაუნთზე არ დარიცხულა და როგორ არაა კანონდარღვევა? იურისტებს ველაპარაკე უკვე და კანონდარღვევააო მითხრეს. რამდენიმე დღე დავაცდი და მერე უკვე თვითონ იზრუნონ იმიჯის აღდგენაზე. მარტო საქართველოში თუ მოხდება ასეთი რამ.
maliamii
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 187
წევრი No.: 128039
რეგისტრ.: 27-February 11

გამოგზავნილია: 24 Apr 2017, 22:20  #50436228      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
უღრმესი მადლობა .ეხლა ზუსტად ვიცი თქვენი დარმარებით რა პრინციპებით უნდა ვიმოქმედო.ეს ძალიან მნიშვნელოვანია ,მადლობა.

იცით რა მაინტერესებს,ეს ქალი ჩივილს რომ აპირებს შეუთანხმდა დამქირავებელს რომ ფართის ასაზომად მოვლენ და იცოდეო,დღეს გავიგე .და რა ხდება ვერ მივხვდი?მე გავაფთხიელე, ჩემ საკუთრებაში ჩემი ნებართვის გარეშე არავითარი ამზომველი არ შეეშვა დამქირავებელს(იმედია გაიგო).თუ სწორად მივხვდი, ალბად ჩივილს რომ აპირებს მაგასთან დაკავშირებით ჭირდება .ხომ არ იცით რა და როგორ ხდება მაგ შემთხვევაში? (მზად რომ ვიყო)






2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: Правовед
Topic Options Pages: (176) « პირველი ... 174 175 [176]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0666 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]