#57229826 · 29 Nov 2020, 13:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
QUOTE | ქართული ოცნება არის პრორუსული ძალა. როცა ამ ფაქტს ყველა გაიაზრებს შემდეგ შეგვიძლია შევცვალოთ ეს რეალობა. |
ქართული ოცნება არ არის პრორუსული ძალა, ეს არის ძალაუფლებას მიხორცებული ძალა აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
საერთოდ კი უკვე ძალიან დიდ პრობლემებს ქმნის უაზრო რადიკალიზმი. ერთი მხრივ, ნაცებსა და ზოგ სხვებსაც სჯერათ, რომ ოცნება რუსული ძალაა, მეორე მხრივ ოცნებაში სჯერათ, რომ ნაცები რუსებთან შეკრული იყვნენ, ომი საგანგებოდ აუტეხეს და შემოუძღვნენ და ამნაირები (როცა ამას მხარდამჭერები, სექტანტები თუ ტროლები ამბობენ, არა უშავს, მაგრამ ქოცების პირველი პირებიც ამ სირობას აწვებიან. და მგონი მართლა დაიჯერეს კიდეც ამდენ ძახილში). ორივე ეს მტკიცება არის წმინდა წყლის ქართული რადიკალიზმის ორი ბოლო. ერთი მხრივ ხომ, რუსულ ხელისუფლებას ვერ შეურიგდები. მეორე მხრივ კი, რუსებისთვის ტერიტორიების მიმყიდველ ძალა ვერ შეურიგდები. ჰოდა, არის ორი შეურიგებელი მხარე. უცხოელები კი გვიყურებენ და მივაჩნივართ ველურებად. იმიტომ რომ ვართ კიდეც ველურები, თანაც ჩლუნგი. წინა თუ ახალი მთავრობის ღალატზე ნაკლები „არგუმენტი“ რომ ვერ ჭრის ადამიანებზე, ესე იგი, ინტელექტის დეფიციტია, ესე იგი, ეს საზოგადოება არ იმსახურებს ჩამოყალიბებულ ქვეყანას. არ იმსახურებს რა, ვერ აშენებს და შეეცი. მენტალიტეტ დებილ.
P.S. ბიძინასეული შუა გაკრეფები მხოლოდ ამწვავებს ამ რადიკალიზს, აღრმავებს ანტაგონიზს. კობახიძე-ვოლსკები რომ გყავს აშვებული, ესე იგი, შენც კობახიძე ხარ. აკი გაგვანათლეს, რომ ბიძინა ყველგანაა. ყოველ შემთხვევაში, კობახიძეში ნამდვილად არის. ვოლსკიშიც. ანუ ყველანაირად ცდილობს, გახლეჩილი ქვეყნის გამყოფი ნაპრალი არ შემცირდეს. ბიძინა ცდილობს. მიშაც ცდილობს. სექტების ომში ვინც გინდა მოიგოს, ქვეყანა წაგებული რჩება.
This post has been edited by griankali on 29 Nov 2020, 16:34
--------------------
რუსეთი უნდა დაინგრეს.
|