CPU FAQყველა შეკითხვა, რაც გაგიჩნდებათ პროცესორების შესახებ, დასვით ამ თემაშიპერსონალური კომპიუტერის უმთავრესი კომპონენტია ცენტრალური პროცესორი (CPU - Central Processing Unit), რომლის ამოცანას წარმოადგენს გამოთვლებისა და მონაცემთა დამუშავების შესრულება, გარდა ზოგი ტიპის ე.წ სუფთა მათემატიკური გამოთვლებისა-------------------------------------------
ტაქტური სიხშირე განსაზღვრავს თუ არა პროცესორის წარმადობას?ციფრები სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს თუ რამდენი ციკლი, ან სრული გამოთვლა შეიძლება განხორციელდეს წამში. რაც დიდია ეს ციფრი, მით სწრაფია ჩიპი,
თუმცა ამ ციფრების შედარება მართებულია მაშინ, როცა ვადარებთ ერთი ტიპის პროცესორებს. მაგალითად, ამ შემთხვევაში მიუხედავად იმისა, რომ ტაქტური სიხშირე ერთნაირია 1.6Ghz Duron არ არის ისეთივე ძლიერი როგორიც 1.6Ghz Athlon, ასევე გააჩნია არქიტექტურას.. შეიძლება 1.6Ghz ჰქონდეს კონკრეტულ პროცესორს, და მეტი წარმადობის იყოს ვიდრე 3.0Ghz სხვა პროცესორი, ეს განპირობებულია არქიტექტურით..
-------------------------------------------
რა არის ტაქტური სიხშირე?ეს არის ციკლი წამში და გამოისახება ჰერცებში (Hz, Khz, Mhz, Ghz)
კვარცის კრისტალი ვიბრირებს და გამოიმუშავებს სინუსოიდურ ტალღას, რომელიც გარდაიქმნება მართკუთხა იმპულსების მიმდევრობად..
-------------------------------------------
რა არის FSB?FSB (Front Side Bus) არის CPU -სა და ჩიპსეტს (Northbridge -ს) შორის არსებული ინფოგამტარი ხიდის ფუძე-ტაქტური სიხშირე
-------------------------------------------
რა არის მამრავლი? (Multiplier xX)ეს არის რიცხვი, რომელიც მრავლდება FSB -ზე და მიიღება პროცესორის ტაქტური სიხშირე
მაგ. 450 (FSB) x 8 (Multiplier) = 3600Mhz-------------------------------------------
რა არის Cache?ქეშ მეხსიერება არის პროცესორის დროებითი საცავი არე, სადაც ხშირად გამოყენებადი მონაცემები შეიძლება განთავსდეს და იყოს მუდმივად მისაწვდომი. როდესაც ერთხელ განთავსდება მონაცემები ქეშ მეხსიერებაში, გამოყენებისთვის შეიძლება მიემართოს კოპირებულ ინფორმაციას, ვიდრე თავიდან მოხდეს ორიგინალის თავიდან გამოთვლა ან მოძიება, ეს ყოველივე საშუალო დაკავშირების დროს ამცირებს
-------------------------------------------
რა არის HT ტექნოლოგია?HT (Hyper Threading) ოფიციალურად - (Hyper-Threading Technology), ეს არის ინტელის ტექნოლოგია, რომელიც გამოიყენება გამოთვლის პარალელიზაციის გაუმჯობესებისთვის, შეიძლება ვნახოთ შემდეგ პროცესორებზე: Intel Xeon, Pentium 4, Atom და Core i7, ეს ტექნოლოგია ზრდის პროცესორის წარმადობას.. ამ ტექნოლოგიის საფუძველზე ოპერაციული სისტემა ხედავს პროცესორს როგორც ორს ერთის მაგივრად
-------------------------------------------
რა არის აუცილებელი პროცესორის შეძენისას?- პროცესორის შეძენისას აუცილებელია, რომ CPU იყოს თავსებადი მაზერთან, შესაძლებელია სოკეტის სტანდარტი ემთხვეოდეს პროცესორს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მაზერთანაც თავსებადი იქნება..
ამისთვის აუცილებელია დედაპლატის წიგნაკის (Manual) ნახვა, ანდა ინტერნეტის მეშვეობით მწარმოებლის ოფიციალურ ან სხვა საიტზე ინფორმაციის გაგება დედაპლატის შესახებ ამ შემთხვევაში უშუალოდ კონკრეტული პროცესორის თავსებადობასთან დაკავშირებით - პროცესორის შერჩევისას აუცილებლად ყურადღება უნდა მიექცეს მის მონაცემებს, არქიტექტურას..
- ასევე აუცილებელია ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, ფასი/ხარისხის მიხედვით, ასევე შესაძლო გამოყენებული დატვირთვისა და მოხმარების თვალსაზრისით
- ზოგიერთი პროცესორი რაზგონისთვის კარგია, თუმცა სასურველი შედეგის და წარმადობის მისაღწევად ასევე სხვა ნაწილებსაც უნდა მიექცეს ყურადღება (კვება, დედაპლატა, ასევე გაგრილება)
- თუ დიდად რაზგონს არ აპირებს მომხმარებელი, შეუძლია აიღოს BOX ვერსია, დროებით მაინც. ეს ნიშნავს რომ პროცესორთან ერთად არის მისი უბრალო ქულერი.. თუმცა გააჩნია პროცესორს, BOX ქულერზეც შეიძლება ნორმალური, სტაბილური რაზგონი
-------------------------------------------
აბრევიატურები და სხვა განსაზღვრებები:BIOS = Basic Input/Output System
CPU = Central Processing Unit
ECC = Error Correction Code, ან Error Checking and Correction
FCPGA = Flip Chip Pin Grid Array (ინტერფეისი ზოგიერთი პენტიუმის პროცესორისთვის)
FPU = Floating Point Unit
FSB = Front Side Bus (ასევე system bus)
GHz = GigaHertz (მილიარდი ციკლი წამში)
MHz = MegaHertz (მილიონი ციკლი წამში)
MMX = MultiMedia eXtensions
PPGA = Plastic Pin Grid Array
SECC = Single Edge Contact Cartridge
aka = "Also Known As"