Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ჯანმრთელობა და მედიცინა > სუბქონდრალური სკლეროზი


Posted by: bochita 24 Nov 2008, 14:38
წელის ტკივილის გამო გადავიღე წელის მალების რენტგენი და დიაგნოზში მიწერია სუბქონრალური სკლეროზი. იქვე იმ ექიმს რომ ვკითხე ვინც დიაგნოზი დამიწერა , რა მდგომარეობა მაქვსთქო. შენს ექიმს აჩვენებ და ის გეტყვისო , არაფერი ისეთი არააო. ექიმთან მე 1 კვირის მერე მივდივარ და ხო გავგიჟდები სანამდე რომ ვერ გავიგო ეგ რა არის. იქნებ თქვენ იცოდეთ.

Posted by: *hedgehog* 24 Nov 2008, 16:47
bochita
სუბქონდრალური არ ვიცი რა არის, მაგრამ მე სახსრის სკლეროზი თუ რაღაც დამიდგინეს ასე და ჩემი ექიმიც ამბობს სერიოზული არაფერიაო. ახსნით კი ასე ამიხსნა: სახსარია გაზარმაცებულიო. შეიძლება შენი მალებიც გაზარმაცებულები არიან. კარგად იქნები არ ინერვიულო 2kiss.gif

Posted by: bochita 25 Nov 2008, 13:08
ვიყავი დღეს ექიმთან და იგივე ოსტეოხონდროზი ყოფილა სუბქონდრალური სკლეროზი. ვარჯიშის და ცურვის მეტი არაფერი უშველის მაგასო დამამშვიდა ასე და გამომიშვა.sad.gif

Posted by: vano_t 26 Nov 2008, 09:59
QUOTE (bochita @ 24 Nov 2008, 14:38 )
წელის ტკივილის გამო გადავიღე წელის მალების რენტგენი და დიაგნოზში მიწერია სუბქონრალური სკლეროზი. იქვე იმ ექიმს რომ ვკითხე ვინც დიაგნოზი დამიწერა , რა მდგომარეობა მაქვსთქო. შენს ექიმს აჩვენებ და ის გეტყვისო , არაფერი ისეთი არააო. ექიმთან მე 1 კვირის მერე მივდივარ და ხო გავგიჟდები სანამდე რომ ვერ გავიგო ეგ რა არის. იქნებ თქვენ იცოდეთ.

არაფერი არ არის მაგ. გააჩნია რა რაოდენობით გაქვს ეგ სკლეროზი. სუბქონდრული სკლეროზი ნიშნავს სახსრის ხრტილის მიმდებარე ძვლის გასქელებას. როცა სახსარი ზიანდება, ხრტილის დაბლა ძვალიც ზიანდება და მერე ახალი ძვალის ჩალაგება ხდება არაწესიერად. მასეთი დაზიანება ხდება უფრო და უფრო რაც ასაკი გვემატება. საშიში არაფერია რა თმქა უნდა.

Posted by: bochita 26 Nov 2008, 11:42
vano_t
უი მე კიდე მარილები მეგონა ეგ და ბრინჯის ჭამას ვაპირებდი დილაობითsmile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)