Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > ანიმაცია / ვიდეო ერთჯერადი - 350 ლარი


Posted by: vaimededa 29 Jul 2017, 20:04
გამარჯობათ,

ვეძებ ანიმატორს რომელიც გამიკეთებს ორიგინალურ explainer video-ს
    სტილი მინიმალისტური- https://www.youtube.com/watch?v=0V1iXRKo6t8
    სკრიპტი - 228 სიტყვა (მაქვს დაწერილი უკვე)
    ხმის ჩანაწერი - 1.07 წუთი (მაქვს ჩაწერილი უკვე)
    ბრენდის ფერები, ლოგო და ვებსაიტი - მოგაწვდით ამ ინფორმაციას PM-ში
    მუსიკა - ეს შემიძლია ჩემით მოგაწოდოთ ან კიდევ უფასო თრექი გამოვიყენოთ.
    სცენარი - მაქვს ჩემი ელემენტარული იდეა მაგრამ არ არის კარგი.
    დრო - 7-10 დღე. შევთანხმდებით.
    ფასი - 350 ლარი.
    გადახდა - 50% წინასწარ, 50% დამთავრების შემდეგ.
    გადახდის საშუალება - პეიპალი ან ფული ხელზე თბილისსში.
მანამ სანამ გადავწყვეტ რომ აგიყვანოთ ამ საქმისთვის აუცილებელია რომ ვნახო
    თქვენი პორთფოლიო.
    დაახლოებით სცენარი რის გაკეთებას აპირებთ (ეს რა თქმა უნდა ყველა ინფორმაცისს გაზიარების შემდეგ)
თუ გაინტერესებთ ეს სამსახური მომწერეთ PM თქვენი პორთფოლიოთი და ემაილით და მოგაწვდით შესაბამისს ინფორმაციას რომ სცენარზე დაფიქრდეთ. ჩემი ბიზნესი უნდა გაიგოთ კარგად რომ კარგი ამხსნელი ვიდეო გამიკეთოდ. სასურველია იცოდეთ ინგლისური რომ გაიგოთ მაგრამ არ არის ეს საჭირო. თავად აგიხსნით ქართულად.

Animaker და powtoon მომხმარებლები ნუ გამომეხმაურებით რადგანც მჭირდება ორიგინალური სცენარი და ანიმაცია. ტექნიკურად არ არის საჭირო რთული სცენები მაგრამ სტილისტური გადაწყვეტა უნდა იყოს განსაცვიფრებელი.

Posted by: laasshha 29 Jul 2017, 22:09
გამარჯობა. დაინტერესებული ვარ. როცა შეძლებთ იქნებ დეტალებზე დავილაპარაკოთ.

Posted by: vaimededa 29 Jul 2017, 22:14
laasshha

მადლობა რომ გამომეხმაურე. მოქწერე პმ.

Posted by: gabro777 30 Jul 2017, 00:45
vaimededa
theodus ესეთი იუზერია და მიწერე
ყველაფერი იცის და ეგეც ეცოდინება ეჭვიც არ მეპარება

Posted by: vaimededa 30 Jul 2017, 01:23
gabro777

მადლობა. theodus არ არის დარეგისტრირებული ფორუმზე. სწორი სახელია ეს?

Posted by: gabro777 30 Jul 2017, 02:54
vaimededa
https://forum.ge/?showuser=172653

ღმერთი შენსკენ

Posted by: vaimededa 30 Jul 2017, 12:45
QUOTE (gabro777 @ 30 Jul 2017, 02:54 )
vaimededa
https://forum.ge/?showuser=172653

ღმერთი შენსკენ


მივწერე smile.gif

Posted by: Purifier 30 Jul 2017, 23:39
დაბალი ფასია ასეთი ვიდეოსთვის...არამხოლოდ ჩემი აზრია, ბევრ გამოცდილ გრაფიკოსსაც ვკითხე აზრი
თუ ვინმე დაგთანხმდება - ან ძალიან უჭირს, ან დილეტანტია და კარგ ხარისხს ვერ დადებს

Posted by: vaimededa 31 Jul 2017, 00:17
Purifier

მადლობა რომ შეეკითხე! გასაგებია და გეთანხმები რომ დაბალი ფასია ხარისხიანი ვიდეოსთვის. უხარისხო ფაივერზეც არის 20 დოლარად.

სამწუხაროდ ამაზე მეტი ბიიჯეტი ამ ეტაპზე არ მაქვს ვიდეოსთვის. მუსიკაც ასე 30 დოლარამდე ჯდება როიალთი ფრი. იმედი მაქვს რომ ვინმე ნიჭიერი ვისაც უნდა ამ განხრით წავიდეს და ახალია სფეროში გამომეხმაურება და ვიდეოს საჩვენებლად გამოიყენებს. 350 ლარი დიდი თანხა არაა მაგრამ უფასოზე უკეთესია.


Posted by: RadioShack 11 Aug 2017, 01:54
2დ ანიმაციის შეფასება ხდება ორ ნაირად: წამობრივად, დღეობრივად

1 წამის ფასი მერყეობს 50-250$ ფარგლებში
1 დღე მუშაობის ფასი (8საათი) მერყეობს 1200-3000$

ანუ თუ წამობრივად გაინტერესებს ეგ ანიმაცია დაგიჯდება მინიმუმ 3450$
და თუ დღეებით იანგარიშებ დაგიჯდება მინიმუმ 8400$ თუმცა ასეთ ანიმაციას 7 სრული დღე მუშაობა არ დასჭირდება


გამოტყდი ეხლა ფრილანსის შეკვეთებზე გინდა გამდიდრება მარა შენ არ იცი ანიმაციის კეთება და გადაწყვიტე დააგოიმო ვინმე მეორეკურსელი?


https://www.google.ge/search?q=2d+animation+price+per+second&oq=2d+animation+price+per+second&gs_l=psy-ab.3..0.15004.15578.0.16431.3.3.0.0.0.0.253.461.1j1j1.3.0....0...1.1.64.psy-ab..0.3.461...0i7i30k1.IJOdbyeqnbY


უფასოზე მეტს ვიხდიო მაგარი არგუმენტი იყო biggrin.gif ნაგავზე კარგ ანიმაციას მიიღებ

Posted by: akkai 11 Aug 2017, 09:15
QUOTE
გამოტყდი ეხლა ფრილანსის შეკვეთებზე გინდა გამდიდრება

ფრილანსი რა არი?

ან როგორ მდიდრდებიან მანდ?

Posted by: RadioShack 11 Aug 2017, 14:07
QUOTE (akkai @ 11 Aug 2017, 09:15 )
QUOTE
გამოტყდი ეხლა ფრილანსის შეკვეთებზე გინდა გამდიდრება

ფრილანსი რა არი?

ან როგორ მდიდრდებიან მანდ?

საიტია, განცხადებებს დებენ მაგალითად ვიღაცას უნდა ანიმაცია და იხდის ამაში 3000$-ს

შენ შეგიძლია გაუკეთო და მიიღო თანხა, მარა შენ თუ არიცი როგორ გააკეთო ანიმაცია შეგიძლია დაიქირაო ვინმე 300 ლარად biggrin.gif



მხოლოდ ანიმაციებს არ ეხება, ყველაფერია რისი გაკეთებაც დისტანციურად არის შესაძლებელი:
წიგნის ილუსტრაციები, ვებ დიზაინი, გრაფიკული დიზაინი ფოტოშოპი და ასე შემდეგ, უბრალოდ ფოტოს დამუშავებაც კი
არის პროგრამისტებისთვისაც, არის მწერლებისთვისაც მოკლედ მილიონნაირი განცხადებაა

ფრილანსი ნიშნავს თავისუფალი გრაფიკით დასაქმებულს ანუ მაშინ მუშაობ როცა შენ გინდა და იმ შეკვეთას აიღებ რაც შენ გინდა, ფასიც შენი გაქვს და ასე შემდეგ

Posted by: akkai 11 Aug 2017, 22:11
RadioShack
ეგ საიტი დამილინკე რა;
ეგებ რაიმე დამატებითი შემოსავალი გავაძრო

Posted by: ImNotHere 24 Aug 2017, 13:26
akkai
https://www.upwork.com/
https://www.freelancer.com/

Posted by: ebanoidzeE 1 Sep 2017, 10:59
QUOTE
https://www.freelancer.com/


ჩემი ფავორიტია

Posted by: sanfol 1 Sep 2017, 15:36
QUOTE
https://www.freelancer.com/

ადრე გავუკეთე ერთ ტიპს რაღაც დიზაინი და არ გადაუხდია არაფერი
მოსული პონტია მანდ თუ არ მოეწონათ გაგდებენ? biggrin.gif

Posted by: execution 1 Sep 2017, 19:33
sanfol
escrow სისტემა მუშაობს მანდ.
გადამხდელი ფულს წინასწარ freelancer.com ს გადასცემს უხეშად რომ ვთქვათ.
რომ ჩააბარებ ნამუშევარს მერე თუ გადამხდელი თანახმაა(პირობებს აკმაყოფილებს) გიხდის.
თუ არადა არ გიხდის.
ამ შემთხვევაში მიმართავ საიტის სტაფს რომ მეკუთვნის და არ მიხდისო, თუ მართლა ეგრეა მაშინ გადაგიხდიან.
დეტალები არ ვიცი.

Posted by: tornik321 3 Sep 2017, 14:24
execution
შესაძლებელია 1 თვე ვიწვალო რამე ვაკეთო და ბოლოს დამუწუნოს ნამუშევარი ? :დ

Posted by: execution 3 Sep 2017, 20:55
tornik321
მაგისთვის არსებობს milestone ები
ჯერ მუშა მარტივ პროტოტიპს გააკეთებ, მაგისთვის გადაგიხდის,
მერე რაღაცას დაუმატებ, მაგისთვის კიდე გადაგიხდის
და ასე იყოფა რა ნამუშევარი ნაწილებად
მიახლოებით ესეა, დეტალები არც ამისი ვიცი biggrin.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)