forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (417) « პირველი ... 415 416 [417]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
paatadriver
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 255
წევრი No.: 199111
რეგისტრ.: 6-March 15

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 11:16  #55248702      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Правовед @ 15 Sep 2019, 00:30 )
ვინ ედავება თქვენს მეუღლეს, cc loan-ი თუ შ.პ.ს ,,ფინანსურ სექტორი", ანუ ვინ არის თქვენი მოსარჩელე.


cc-loan -ის საიტზე რომ შევდივარ, ჩემს სესხს აწერია,,გაიყიდა ქართუზე'' ხოლო მეუღლის სესხს მხოლოდ ,,გაიყიდა'', და სასამართლო უწყებაზე მომჩივანი მხარე არის, ,,ფინანსური სექტორი'' ხომ არის ლოგიკური კითხვა: რატომ არ გაიყიდა ქართუზე მეორე სესხი? და რას ნიშნავს ამაზე ასეთი პასუხი: წადი და ბახტაძეს შეეკითხეო?
Правовед
დასვით შეკითხვა, რაც შეიძლება დაწვრილებით


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1373
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 12:21  #55248879      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
paatadriver
QUOTE
რას ნიშნავს ამაზე ასეთი პასუხი: წადი და ბახტაძეს შეეკითხეო?
რაც თავში მოუვათ! მარჩიელობას არა აქვს აზრი - რომც ვიწვალოთ, მოვძებნოთ დარღვევები და აღმოვაჩინოთ, რომ თქვენს მეუღლეს არ "გაუნულეს" ვალი, მერე რა რო?!! 31 დეკემბერი გასულია, რაიმე სავალდებულო ხასიათი "ქართუ ბანკისთვის" ამ აქციას არ ჰქონდა, როგორ წაგეხმარებათ თქვენ ეხლა ქართუ ბანკისა თუ cc-loan-ის ბოდვა-ჩალიჩები?! თან მარტო cc-loan-ის საიტზე შესვლა არ არის საკმარისი, https://vali.ge/-ზე უნდა გადაგემოწმებინათ თავის დროზე. კაი ბატონო, გამოვლანძღოთ ქართუ ბანკი და ვაგინოთ ყველა მევახშეს, აქვს აზრი ამ ფაცი-ფუცს?! როგორც თქვენ იძახით, სასამართლოშია უკვე საქმე. რაში გაინტერებთ უკვე, რა თქვა ბახტაძემ და ვინ რა გაიგო ამ ბახტაძის ნათქვამიდან ... თქვენ რაში წაგადგებათ?
QUOTE
სასამართლო უწყებაზე მომჩივანი მხარე არის
და რომ არ არის, ამიტომაც გირჩიეთ სანამ სხდომა ჩატარდება, სასამართლოში მოხვიდეთ და სარჩელი ჩაიბაროთ. მიტანით სარჩელს აუცილებლად მიიტანდნენ სადაც თქვენი მეუღლე დარეგისტრირებულია, ამასაც ეხლა მარჩიელობა უნდა, არ ჩაიბარეს, თქვენმა მეუღლემ თქვა უარი მიღებაზე, არ დახვდათ არავინ და ასე უსასრულოდ ...
მე გირჩევთ, ჩაიბარეთ სარჩელი, დასვით შეკითხვა და შეძლებისამებრ შეიძლება კონსულტაცია, შესაგებელი მაინც რომ შეიტანოთ და სასამართლოზე რაიმე წარმოთქვათ.

ვიმეორებ! რა თქმა უნდა, უპირობოდ, გაქვთ უფლება, შეკითხვაც როგორც გსურთ ისე დასვათ, და, არავის საქმე არ არის როგორ საუბრობთ, ფიქრობთ ან წერთ.
წარმატებებს გისურვებთ!
paatadriver
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 255
წევრი No.: 199111
რეგისტრ.: 6-March 15

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 14:33  #55249259      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Правовед @ 15 Sep 2019, 12:21 )

მე გირჩევთ, ჩაიბარეთ სარჩელი, დასვით შეკითხვა და შეძლებისამებრ შეიძლება კონსულტაცია, შესაგებელი მაინც რომ შეიტანოთ

რომ არ გაანულეს, მაშინვე გავაპროტესტეთ და მაშინ მოგვცეს ეგ პასუხი ბახტაძეს მოთხოვეთო. მერე სარჩელიც მოგვიტანეს და შესაგებელიც შევიტანეთ, ეგ დიდი ხნის უკან იყო, მალე ალბათ ერთი წელიც იქნება და ახლა დანიშნეს პროცესი. კაი ბატონო, მივალ და ვეტყვი სათქმელს. ისე, ვალის ხანდაზმულობა როგორაა, კანონით როდის ხდება ძველი ვალის ჩამოწერა?

This post has been edited by paatadriver on 15 Sep 2019, 14:35
Правовед
დასვით შეკითხვა, რაც შეიძლება დაწვრილებით


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1373
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 14:48  #55249311      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
paatadriver
ჰოდა, დალოცვილო, ვინ წერია სარჩელში, რას ითხოვს, რის საფუძველზე, ის ჩამოგეყალიბებინათ და დაგეწერათ კითხვის სახით, არ ჯობდა?
თან კი არ "გაგიპროტესტებიათ", უბრალოდ უკმაყოფილება გამოთქვით, ვინაიდან პროტესტი-პრეტენზია სხვა რამეა და მსგავს პასუხს ვერც გაბედავდნენ.
ხანდაზმულობა სხვადასხვა ურთიერთობებში სხვადასხვაა. თქვენს შემთხვევაში აითვლება "დიდი ხნის წინათ" შეტანილი სარჩელის დარეგისტრირებამდე!

თუმცაღა, რა ჩემი საქმეა. ვერც უფლებას მივცემ თავს რაიმეში შეგედავოთ.
კიდევ ერთხელ, წარმატებებს გისურვებთ!

This post has been edited by Правовед on 15 Sep 2019, 16:04
paatadriver
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 255
წევრი No.: 199111
რეგისტრ.: 6-March 15

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 16:06  #55249614      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Правовед @ 15 Sep 2019, 14:48 )
paatadriver
ჰოდა, დალოცვილო, ვინ წერია სარჩელში, რას ითხოვს, რის საფუძველზე, ის ჩამოგეყალიბებინათ და დაგეწერათ კითხვის სახით, არ ჯობდა?
თუმცაღა, რა ჩემი საქმეა. ვერც უფლებას მივცემ თავს რაიმეში შეგედავოთ.
კიდევ ერთხელ, წარმატებებს გისურვებთ!

მადლობა, მაგრამ მგონი გასაგებად დავწერე მოსარჩელე შპს ,,ფინანსური სექტორი" ითხოვს ვალის დაფარვას რომელიც ჩემმა მეუღლემ აიღო cc-loan -ისაგან 2017 წლის თებერვალში. და ვიკითხე, ვის შეიძლება იმაზე მოეთხოვოს პასუხი რომ ამ ვალს ეკუთვნოდა ჩამოწერა და არ ჩამოწერეს, ისევე როგორც სხვა ვალი. თქვენი პასუხიდან ჩანს რომ არავინ აგებს ამ ალოგიკურობაზე პასუხს. აი ასეთ ,,დალაგებულ" ქვეყანასთან და სისტემასთან რომ გვაქვს საქმე, იმიტომაა ქვეყნიდან გაქცევაზეა ხალხი. yes.gif
Правовед
დასვით შეკითხვა, რაც შეიძლება დაწვრილებით


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1373
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 15 Sep 2019, 16:43  #55249719      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ccloan სასამართლოთი ითხოვს ჩემი მეუღლის ვალის დაფარვას,
QUOTE
მგონი გასაგებად დავწერე მოსარჩელე შპს ,,ფინანსური სექტორი" ითხოვს ვალის დაფარვას

აღარც კი ვიცი, როგორ მოვიქცე. რატომ იჩენთ რაღაც სიმტკიცეს, ვერც იმას ვხვდები.

პირველი, ეს იყო "სოციალური სოლიდარობის აქტი", რაიმე ნორმატიული დატვირთვა, ანუ კანონის ძალა არა აქვს და ვინმეს პასუხს ვერ აგებინებ.
თუ საკუთარ თავს ვერ აღმოაჩენდით ვებგვერდზე წარმოდგენილ მონაცემებში, უნდა მიგემართათ სესხის გამცემ ორგანიზაციისთვის და მის სურვილზე იყო დამოკიდებული ბახტაძისკენ მიგითითებდათ თუ სხვა რამ.
თუ მარტო ეს გაინტერესებთ, აქ დაამთავრეთ და ნუღარ წაიკითხავთ დანარჩენს.

ამასთანავე:
ccloan.ge - არის შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტი“.
შპს "ფინანსური სექტორი" თუ გთხოვთ, ესე იგი შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კონტინენტალ სითი კრედიტმა“ გადასცა ეს უფლება.
სარჩელში, დიდი ალბათობით (რადგან აუცილებელია გარემოებების მითითება), აღწერილი იქნება თუ რა პირობებით დაუთმო ვალი. სარჩელში, დიდი ალბათობით (რადგან აუცილებელია გარემოებების მითითება), იქნება აღწერილი თქვენი მეუღლის მიერ ვალის წარმოშობის საფუძველი, ოდენობა, ვადა (ხანდაზმულობას რომ კითხულობდით) და რაც მთავარია, მსესხებლის თანხმობის გარეშე ვალის დათმობის არსებობა. ეს პირობები თანდართულიც ექნება სარჩელს.
გადაიკითხეთ სარჩელი, თანდართული მასალები და მოყევით, თუ გსურთ გაიგოთ პერსპექტივა, რამდენად შესაძლებელია სხვა პირმა მოგთხოვოთ ვალის გადახდა.

ამით ვამთავრებ!
რა თქმა უნდა, უპირობოდ, გაქვთ უფლება, შეკითხვაც როგორც გსურთ ისე დასვათ, და, არავის საქმე არ არის როგორ საუბრობთ, ფიქრობთ ან წერთ.
წარმატებებს გისურვებთ!
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (417) « პირველი ... 415 416 [417]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1535 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]