ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფოტოს და ამ ტექსტს ავრცელებს:
"ეს ბიჭი ირანელი რეზა ტაჰერია. მესამე დღეა, აღმაშენებლის გამზირზეა. ჩახუტებას ითხოვს, რომ დადებითი ენერგიებით აივსოს გარემო.
თუ დაინახავთ, ჩაეხუტეთ," - წერს გოგა.
გოგა ჩანადირის სტატუსმა ინტერნეტ მომხმარებლებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. ბევრმა მომხმარებელმა, როგორც მანდილოსნებმა, ისე მამაკაცებმა, აღნიშნეს რომ ნახეს ეს ბიჭი და ჩაეხუტნენ კიდეც. ერთ-ერთმა ქალბატონმა კი დაწერა, რომ რეზას დიდი ბებია ქართველი ჰყოლია.
აბა, რას იტყვით თანაფორუმელნო, ჩავეხუტოთ რეზას და ავივსოთ პოზიტივით?...
დავათბოთ ურთიერთობა ისტორიულ მტერთან?...
გამოთქვით თქვენი კომპეენტური აზრები ამ თემაზე...
პ.ს.თუ რამე, უცხოელების თემას მიუერთე, მოდერ...
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)