#54907940 · 2 Jul 2019, 07:11 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
t-90
QUOTE | ქვა და ხე რო ერთია ეს ხო ძალიან სასაცილოა. |
აქ დასრულდა ჩვენი დიალოგი, მინერლის წარმოქმნის დიდო მცოდნევ. როდესმე გაიხსენებთ რომ არაორგანული წარმოიშობა ორგანულისგან და არა პირიქით. ალმასისგან, ნახშირისგან ხეს ვერ მიიღებთ, მაგრამ პირუკუ ფაქტი სახეზეა. სახეს დაინახავთ სახით,- როცა გექნებათ. <3
QUOTE | გურჯები და გურჯარები ერთია? |
ამას სადმე ვამბობ და ვამტკიცებ?
QUOTE | ლოგიკას არ ენდობით და მხოლოდ ფონეტიკას ენდობით |
ლოგიკას რომ ვენდობი და რამდენად და სად ვენდობი თქვენ ამას ვერ შეაფასებთ, რადგან არ იცით ლოგიკის საზღვრები. როცა გეცოდინებათ, მაშინ გეცოდინებათ ის ლოკუსიც, სადაც ლოგიკა არის უფლება და ძლევამოსილი. მათემატიკურ, მარტივ სილოგიზმზე დაფუძნებულ ლოგიკას თავისი სამოქმედო სივრცე აქვს. დასაზღვრული სივრცე. ამ მარტივ ლოგიკაზე დამყარებული ცნობიერების გარკვეული ტიპის სამყარო არის დაუსაზღვრავი ლოგოსის ყოფიერების ერთი ძაფის ერთი ბუსუსის ექო და გამოძახილი. თქვენ გესმით ექო, რომელიც ლოკალურ სივრცეში გაისმის. რა ტიპის ცნობიერებაა ეს "ექოს" მსმენი და მის ერთადერთ ნამდვილობად განმაცხადებელი ცნობიერება? აი ამ ტიპის: ცალკეულ ჭიანჭველას არ გააჩნია ცნობიერება, არამედ მთლიან ბუდეს, რომელიც არის მისი ყოფიერების პრინციპი. ასევე თქვენც არ გაგაჩნიათ ცნობიერება, რომელიც თქვენი ინდივიდუალობის მონაპოვარია. თქვენ ხართ გარკვეული ტიპის ზოგადი ცნობიერების ერთეული შემთხვევა, რომელშიც იგი (ჯგუფური ცნობიერება) ვლინდება, ანუ ფორმდება და ცოცხლდება, ისევე როგორც ცალკეულ ჭიანჭველაში ჭიანჭველას ბუდის ცნობიერება. შესაბამისად თქვენთვის ისევე არ არსებობს ცნობიერების სხვა ტიპი და ყოფიერების სხვა, გაცილებით მაღალდახვეწილი ფორმები, როგორც ჭიანჭველას ცნობიერებისთვის არ არსებობს ადამიანი და ადამიანის სამყარო. ამას დასაკნინებლად არ ვამბობ. ფაქტს ავღნიშნავ. ცნობიერების სხვა მდგომარეობებთან მიმართებით შესაძლოა მეც იგივენაირად გამოვიყურებოდე, მაგრამ თქვენგან განსხვავებით მე ეს მესმის.
QUOTE | მხოლოდ ფონეტიკას ენდობით კანზაველის და ყანჩაველის დასაკავშრებლად და ციციშვილის და ციციაშვილის დასაკავშირებლად? ესაა თქვენი სინამდვილის ფაქტები? |
ფონეტიკას არა,- ეტიმონს ვენდობი! ვიკიპედიის და სხვა ოფიციოზური მონაცემების საზღვრებს გაცდით და საკუთრივ გამოიკვლიეთ რას ნიშნავს ეს. შემდეგ,- თუ სპეციალურ ინდივიდუალურ კვლევას აწარმოებთ, როგორც ებრაისტი, ან თუნდაც ინდოლოგი და ეტიმოლოგი, ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთ არამარტო Yanzav-თან, არამედ ზანავთან (არის ასეთი ქართული სოფელი), ხოტევთან (სოფ. რაჭაში) და კიდევ უამრავ ტოპონიმთან, ეთნონიმთან, ზოგადად "სახელთან" მიმართებით. იგივე ვრცელდება გვარების ფუძე-ძირებზეც. აქ მხოლოდ ებრაულზე არ არის აქცენტი. ზოგადად ენის და პრაენის ფენომენზე. პრამოდგმაზე, პრაკაცობრიობაზე, სადაც არანაირი "ნაცია" არ იყო გამოკვეთილი და რომლის დაშლის, განშლის შედეგად მოხდა ამ უკანასკნელთა წარმოშობა, რაც უკვე კაცობრიობის დეკადანსს მოასწავებდა სხვა პარალელური (მაინცდამაინც ვერსასიამოვნო) პროცესების გავლენით და შენივთებით. თუმცაღა ყოველ რეგრესში არის აღმავალი პროგრესის ფარული ხაზი. მე კი ნუ მეკამათებთ ჭიანჭველას კლიშეებით., წადით და იკვლიეთ, განვითარდით. არავინ გიჭერთ. მაგრამ სანამ ამ ცნობიერებაზე ხართ- QUOTE | ქვა და ხე რო ერთია ეს ხო ძალიან სასაცილოა. |
სასაცილო ისაა მე რომ ვარ დიალოგში თქვენთან. პიროვნულ დონეზე არ ვამბობ ამას :* არამედ ცნობიერების დონეზე. This post has been edited by annavita on 2 Jul 2019, 07:29
--------------------
თქვენ ვერ ატევთ აღდგომის მისტიურ ფენომენს სწორ გრამატიკულ ფორმაში. (c) დათიკო
|