Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > არსენალი > გამარჟობათ თქვენი რჩევა მჭირდება


Posted by: nika_19_91 10 Jul 2020, 18:15
გამარჯობათ მეგობრებო თქვენი რჩევა მჭირდება , საკონტრაქტო ჯარში ღირს წასვლა განვითარებისათვის თუ არა ?
28 წლის ვარ სავალდებულო არ მაქვს მოხდილი , სამსახური მაქვს 15 დღე ვმუშაობ ფიზიკურად 900 ლარი მაქვს ხელფასი მაგრამ მომბეზრდა ერთი და იგივე , ღიირს წასვლა ? როგორც გავიგე უცხო ენის შესწავლის საშვალებას გაძლევენ და რავი ჭOრის დონეზე ვიცი ტრენაჟორები არის უფასოდო

Posted by: xDavid_S 10 Jul 2020, 18:33
nika_19_91
რატომ, აი რატომ?

არანაირი პერსპექტივა არ გექნება განვითარების

უცხო ენას იუთუბითაც ისწავლი, მონდომების ამბავია

სამაგიეროდ ვიღაცის ხუშტურებზე არ იქნება დამოკიდებული, როდის გაიღვიძებ, შხაპს როდის მიიღებ და საძინებლეშიც არ გეყოლება 30 სული მამრი

Posted by: Legendary. 16 Jul 2020, 01:55
QUOTE (nika_19_91 @ 10 Jul 2020, 18:15 )
გამარჯობათ მეგობრებო თქვენი რჩევა მჭირდება  , საკონტრაქტო ჯარში ღირს წასვლა  განვითარებისათვის თუ არა ?
28 წლის ვარ სავალდებულო არ მაქვს მოხდილი  , სამსახური მაქვს 15 დღე ვმუშაობ ფიზიკურად  900 ლარი მაქვს ხელფასი მაგრამ მომბეზრდა ერთი და იგივე , ღიირს წასვლა ? როგორც გავიგე უცხო ენის შესწავლის საშვალებას გაძლევენ და რავი ჭOრის დონეზე ვიცი ტრენაჟორები არის უფასოდო

განვითარების მხრივ და ზვანის მხრივაც არაფერია მაშინ უნდა მიაკვდე ჩექმას და რავიცი ათას ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ დატვირთვას და ისე თუ რამე და ფული გჭირდება ყოველ მეორე კონტრაქტის მერე 7000 ლარია.

Posted by: Zuka911 16 Jul 2020, 05:17
nika_19_91
შენ ადგილას არ წავიდოდი თუ ძალიან არ გიზიდავს სამხედრო სფერო, ისეთი საქმეა რომ ან გული უნდა გიწევდეს, ან უბრალოდ ცოდნა გქონდეს მაგ სფეროში, ისე, სოციალური შეღავათების მიუხედავად არ გიღირს, ჩემი აზრით მაინც.

QUOTE
სამსახური მაქვს 15 დღე ვმუშაობ ფიზიკურად 900 ლარი მაქვს ხელფასი

ჩათვალე ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად იმუშავებ ყოველდღე და იგივე ხელფასი გექნება


თუ გინდა რომ მაგ სფეროში განვითარების პერსპექტივა გქონდეს, სამხედრო აკადემიას უნდა მიაწვე, ისე კი, როგორც დაწერეს
QUOTE
არანაირი პერსპექტივა არ გექნება განვითარების

და
QUOTE
უცხო ენას იუთუბითაც ისწავლი, მონდომების ამბავია

Posted by: Tank Ace 16 Jul 2020, 12:34
ამ განყოფილებაშიც რომ ასეთ რჩევებს მოგცემენ წარმომიდგენია რა სავალალო მდგომარეობაა შეიარაღებულ ძალებში sad.gif

Posted by: Zuka911 16 Jul 2020, 14:29
Tank Ace
მდგომარეობა არაფერ შუაში არ არის, თავდაცვით ძალებში მდგომაროება ნორმალურია, თუმცა, ჩემი აზრით უბრალოდ რეალობაა რომ შესაბამისი სამხედრო განათლება თუ არ გაქვს, განვითარების პერსპექტივა არ არის და ეს მგონი სწორიცაა რაღაც მხრივ.

ხოლო ზოგადად სამხედრო საქმე ისეთი რამეა, რომ ჩემი აზრით ძალიან უნდა გიყვარდეს, თორემ ბრძოლის ველზე უბრალოდ არ შეასრულებ შენს ამოცანას ისე როგორც საჭიროა

Posted by: davit_arsenal 16 Jul 2020, 18:49
კაი მართლა რეები იწერება

ისე საკონტრაქტოზე ფსიქიკური შემოწმება როგორია? რა შემთხვევაში გბრაკავენ ვინმემ იცის?

Posted by: traki5 16 Jul 2020, 19:18
ნერვები თუგაქ რკინის , გინებაზეც კი არუნდა მოგდიოდეს ოდნავ თმა ყალყზე მაშინ შეილება მოსინჯვა სხვა ვარიანტში ჭკუიდან აიჭრები ძალიან მალე smile.gif იმის შემყურე რა არაფრის კეთებაში ფლანგავ ცხოვრებას , ყოველგვარი განვითარების პერსპექტივით

Posted by: davit_arsenal 16 Jul 2020, 19:27
არაფრის კეთებაში რატო?
შეგიძლია ავღანეთში წახვიდე ან რეინჯერის კურსი გაიარო და ათასი რამეა კიდე.

ისედაც ერის უმეტესობა არაფრის კეთებაში ხარჯავს დროს. ან უსარგებლო მავნე რაღაცეების კეთებაში.

თუ ზარმაცი და უსარგებლო ხარ ყველგან ეგეთი იქნები სანამ არ შეიცვლები.

Posted by: Legendary. 17 Jul 2020, 01:11
QUOTE (Tank Ace @ 16 Jul 2020, 12:34 )
ამ განყოფილებაშიც რომ ასეთ რჩევებს მოგცემენ წარმომიდგენია რა სავალალო მდგომარეობაა შეიარაღებულ ძალებში sad.gif

და რა რჩევა მივეცით ისეთი სავალალო რომელმაც მომავალში სავალალო მდგომარეობა შეუქმნას facepalm.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)