#56875292 · 23 Sep 2020, 16:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
თუ იცვლება ზომები 0.1 მეტრზე მეტად, ან თუ იცვლება მასალა უნდა შეათანხმოთ არქიტექტურის სამსახურთან- უნდა გქონდეთ წერილობითი დასტური. რადგან ეს გადის როგორც ექსტერიერის რეკონსტრუქცია - - ექსტერიერის (შენობის საანგარიშო ზედაპირის, სახურავის) არქიტექტურულ-კონსტრუქციული ნაწილების/ დეტალების გაბარიტების შეცვლა 0.1 მეტრზე მეტად ან/და ამგვარი ნაწილების/დეტალების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, მათ შორის, მოსაპირკეთებელი მასალისა და ფერის ცვლილება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს და არ იწვევს ფართობის ცვლილებას 1 მ2-ზე მეტად,
და შესაბამისად საჭიროებს შეთანხმებას.
ასევე თუ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ასეთ შემთხვევაში უფრო მეტი სამუშაო დაგჭირდებათ, პროექტიც უნდა გააკეთოთ და ნებართვაც აიღოთ
|