Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > "დიდი ლელო" 2018


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Feb 2018, 22:49
ეგებ შენიშნეთ, რომ საითზე პლეი’ოფის განრიგი შეიცვალა -- გაწითლდა
http://site.rugby.ge/ka-GE/2017-18-Didi10/#18

მიზეზი ისაა, რომ რაც 1992 წელს უნდა დაწყებულიყო და ტრადიციად ქცეულიყო,
ახლაღა, 26 წლის შემდეგ, მაისის მესამე ვიქენდზე ჩატარდება პირველად

ეგაა ჩვენი "სადაც ვშობილვარ, გავზრდილვარ" -- რაც ავსტრალიურ ლიგაშია "ორიჯინ"

http://ovaluri.comxa.com/2018/L_SOO.html

@

ვინც მოიფიქრა და კურირებს, მთხოვა, ფორუმს გააცანიო

რადგან გვაქვს "დიდი 10" -- შოუს სახელად შეურჩია "დიდი ლელო"
თუ უკეთესს შემოგვთავაზებენ ქომაგები, განვიხილავთო

იქნება შინაური რაგბის სეზონის დამაგვირგვინებული ზეიმი

@

შოუს თვალი -- კაცთა მატჩი

მანამდე -- მინი’ლელო ან|და 16 წლამდელთა იმერ-ამერი

ვინც ამ სეზონში საითაცაა, წლეულს იქეთ უნდა ითამაშოს

ლოგიკით, მერე გინდაც კლუბი გამოიცვალოს, მხარეს ვეღარ შეიცვლის,
ანუ თუ ვთქვათ ითამაშა წელს ქოქოსამ იმერში, მერე გინდ ლელოში დაბრუნდეს,
მთელი კარიერა იმერლად დარჩება

@

საპრიზო თანხა არ იქნებაო -- ფული არ მოსატანია, პატივიაო მაგ ჯახში მონაწილეობა

მოლაპარაკება მიდის სპონსორთან და ყველაფრის ხარჯს ის იკისრებსო
ჰოდა, შეიძლება მივიღოთ "მაჭახელას დიდი ლელო" (თავად მარტო მაჭახელაში შევდივარ ))

სამუდამოდ დაგრჩება კვართი და შეგიძლია, კოლექციის გროვება დაიწყო’ო

ავტოგრაფებიანი ბურთი თურმე დარჩება ქალაქს|სტადიონს, დირექციაში | მუზეუმში დასადებად

@

ჯილდო გარდამავლი’ო -- ფარის მოყვანილობისა

ეხატება იმერ - ამერად გამიჯნული, ერთიანი საქართველო

კვართის ფერი -- ჰერალდიკოსებს ვკითხავთო

იმერს ალბათ ოქროსფერ - მუქი მწვანეო, ამერს ალბათ შავ - თეთრიო

ჯილდოს, ლოგოსა და კვართების დიზაინზე მუშაობას მალე შეუდგება სამხატვრო საბჭო

@

გვინდა, რომ გამოვიდეს გემრიელი ბურთაობა, რის გამოც ეგებ ცოტათი შევცვალოთ წესებიო

"წინ პასის" დაშვება არც გვიფიქრია, მაგრამ ბარემ 10, თამამი ვარიაცია ვთქვით

მაგალითად:

ლელო 4 ქულა, ნებისმიერი გოლი - 1
(( ეგეც ითქვა, თუ ლელოა, კარში საერთოდ არ დავარტყათო -- მაგრამ მაგით რაგბის არსი შეილახება ))

თუ ბურთი შენია, აღარ ჯარიმდები -- ისჯები მაქსიმუმ თავისუფალით
(( ბურთს ხელი არ გაუშვი, დამრტყმელზე წინ მდგარი გაიქეცი ... -- კარში ვეღარ დაგირტყამენ! ))

22-ის წესი აღარ მოქმედებს -- თუ მოედანს ვერ გაარტყი, მანძილს ვეღარ მოიგებ -- სულ ერთია, საიდან

შერკინებით თრევა -- 19’წლამდელთა წესით -- მაქსიმუმ მეტრ’ნახევარი

ყვითლისა და წითლის ნაცვლად:

* მწვანე ბარათი -- სინბინი მაქსიმუმ 10 წუთით, მაგრამ ეგრევე ბრუნდები, თუ შენმა გუნდმა ლელო გაუშვა (( ჰოკეის მსგავსად ))

* ნარინჯის’ფერი ბარათი -- გაძევება სრული 20 წუთით -- მძიმე დანაშაულისთვის (( წითლის ნაცვლად ))

რადგან ტემპი მოიმატებს, ეგებ ტაიმები 30 წუთამდე დავამოკლოთ

რადგან მონაწილეობა ფრიადი პატივია, 25-25 კაცა რაზმები = 15 + 10

შეცვლებიც უფრო ლიბერალური -- გადი-გამოდი, ოღონდაც რაოდენობა შევზღუდოთ (მაგალითად 15)

@

მწვრთნელები იქნებიან იმ კლუბებიდან, რომლებიც დიდ 10-ში სხვებზე ზემოთ დააფინიშებენ

შეიძლება დავუშვათ შეზღუდული დრაფთიც -- ორი-სამი მოთამაშის საგანგებოდ აყვანაც
(( მაგალითად, თუ რეზი ჯინჭველას უნდა, იმერში ითამაშოს,
ან სოსო მათიაშვილის დამატება სურს ამერს ))

შესაქმნელია რიტუალები -- მაგალითად, თამაშის წინ, ორივე გუნდა თავის 10-მეტრა წყვეტილზე გამწკრივდეს
პირისპირ 1-ები, 2-ები ... 25-ები

ჰიმნის შემდეგ მივიდნენ შუა ხაზთან და ერთმანეთი მოიკითხონ

@

ესაა, რაც უცებ მომაფიქრდა | გამახსენდა -- დავალება 27 საათის წინ მივიღე

წამოწყების თაოსნები ელიან ახალ იდეებს და ყველაფერს განიხილავენ,
მაგრამ ვერ შეიწყნარებენ ასეთ შემოტევებს:

მოგცლიათ | სხვა ყველაფერი ხო უკვე ააყვავეთ |
რა იმერ - ამერი აგიტყდათ გლდობალიზაციის ხანაში |
კლუბები შიმშილით გვიწყდება და ... რამე *

@

Posted by: dc120mm 27 Feb 2018, 23:20
ლიგა რო ვათამაშოთ? biggrin.gif

QUOTE
ლოგიკით, მერე გინდაც კლუბი გამოიცვალოს, მხარეს ვეღარ შეიცვლის,
ანუ თუ ვთქვათ ითამაშა წელს ქოქოსამ იმერში, მერე გინდ ლელოში დაბრუნდეს,
მთელი კარიერა იმერლად დარჩება

ეს წესი არ მომწონს რაღაც.საიდანაც არის იქით უნდა ითამაშოს (ყოველთის),ან რომელ კლუბსაც წარმოადგენს იქით (სადაც იქნება)

QUOTE
მაგალითად:

ლელო 4 ქულა, ნებისმიერი გოლი - 1
(( ეგეც ითქვა, თუ ლელოა, კარში საერთოდ არ დავარტყათო -- მაგრამ მაგით რაგბის არსი შეილახება ))

თუ ბურთი შენია, აღარ ჯარიმდები -- ისჯები მაქსიმუმ თავისუფალით
(( ბურთს ხელი არ გაუშვი, დამრტყმელზე წინ მდგარი გაიქეცი ... -- კარში ვეღარ დაგირტყამენ! ))

22-ის წესი აღარ მოქმედებს -- თუ მოედანს ვერ გაარტყი, მანძილს ვეღარ მოიგებ -- სულ ერთია, საიდან

შერკინებით თრევა -- 19’წლამდელთა წესით -- მაქსიმუმ მეტრ’ნახევარი

ყვითლისა და წითლის ნაცვლად:

* მწვანე ბარათი -- სინბინი მაქსიმუმ 10 წუთით, მაგრამ ეგრევე ბრუნდები, თუ შენმა გუნდმა ლელო გაუშვა (( ჰოკეის მსგავსად ))

* ნარინჯის’ფერი ბარათი -- გაძევება სრული 20 წუთით -- მძიმე დანაშაულისთვის (( წითლის ნაცვლად ))

რადგან ტემპი მოიმატებს, ეგებ ტაიმები 30 წუთამდე დავამოკლოთ

რადგან მონაწილეობა ფრიადი პატივია, 25-25 კაცა რაზმები = 15 + 10

შეცვლებიც უფრო ლიბერალური -- გადი-გამოდი, ოღონდაც რაოდენობა შევზღუდოთ (მაგალითად 15)

დაიმახსოვრებენ ასე უცებ ამდენს,მწვრთნელებ-მოთამაშეებ-მსაჯები?

Posted by: otia-83 27 Feb 2018, 23:42
თუ რაქში ღლეტვაზე ჩასული მესამე წერტილსაც შეახებს, მაგრამ მყისიერად დაუბრუნდება ღლეტვის პოზიციას - ღლეტვის დასრულებისბუფლება ჰქონდეს. მბოჭავსაც ჰქონდეს ღლეტვის უფლება შებოჭილისთვის ხელ გაუშვებლად.

შებოჭილსაც ჰქონდეს წამოხტომის და შეტევის გაგრძელების უფლება ბურთზე ხელის გაუშვებლად, მყისიერად.

Posted by: giushki 27 Feb 2018, 23:46
QUOTE (otia-83 @ 27 Feb 2018, 23:42 )
თუ რაქში ღლეტვაზე ჩასული მესამე წერტილსაც შეახებს, მაგრამ მყისიერად დაუბრუნდება ღლეტვის პოზიციას - ღლეტვის დასრულებისბუფლება ჰქონდეს. მბოჭავსაც ჰქონდეს ღლეტვის უფლება შებოჭილისთვის ხელ გაუშვებლად.

შებოჭილსაც ჰქონდეს წამოხტომის და შეტევის გაგრძელების უფლება ბურთზე ხელის გაუშვებლად, მყისიერად.

არამგონია გამოდგეს ეს. რაქში მაქსიმალურად სუფთა რაგბული თამაში, თორემ ქართველების ზნე რომ ვიცი და კიდევ იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ 25 კაცია თითო გუნდში, გამოდის რომ 7-7 შვიდკაცას ითამაშებენ და დანარჩენები რაქებში იკოტრიალებენ biggrin.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 27 Feb 2018, 23:49
http://lelo.comyr.com/pages/Tesebi_2013.htm#Tchidili

13.3 თუ მოთამაშენი ზეზეულად ჭიდაობენ და
13.3.0 ბურთი სამ თვლაზე (სამ წამში)
13.3.0.1 არ გამოჩნდა ან
13.3.0.2 არ ამოძრავდა,
13.3.1 იქვე დაინიშნება სადაო.

13.4 თუ მოთამაშენი ჭიდილში წაიქცნენ და
13.4.0 ბურთი სამ თვლაზე (სამ წამში) არ გამოჩნდა,
13.4.1 ვინც ბურთს ფლობდა, იქვე დაჯარიმდება.

14.0 აკრძალულია:
14.2.1 ბურთიანად განგებ წაწოლა;
14.4 წაქცეულებზე დაწოლა, დავარდნა, დახტომა, დაჯდომა, ბურთის განგებ დაგდება;

@

Posted by: otia-83 27 Feb 2018, 23:55
QUOTE (giushki @ 27 Feb 2018, 23:46 )
QUOTE (otia-83 @ 27 Feb 2018, 23:42 )
თუ რაქში ღლეტვაზე ჩასული მესამე წერტილსაც შეახებს, მაგრამ მყისიერად დაუბრუნდება ღლეტვის პოზიციას - ღლეტვის დასრულებისბუფლება ჰქონდეს. მბოჭავსაც ჰქონდეს ღლეტვის უფლება შებოჭილისთვის  ხელ გაუშვებლად.

შებოჭილსაც ჰქონდეს წამოხტომის და შეტევის გაგრძელების უფლება ბურთზე ხელის გაუშვებლად, მყისიერად.

არამგონია გამოდგეს ეს. რაქში მაქსიმალურად სუფთა რაგბული თამაში, თორემ ქართველების ზნე რომ ვიცი და კიდევ იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ 25 კაცია თითო გუნდში, გამოდის რომ 7-7 შვიდკაცას ითამაშებენ და დანარჩენები რაქებში იკოტრიალებენ biggrin.gif

რაქიდან ბურთის გამოტანის დრო შეიზღუდოს 15 წამამდე. თუ ბურთი ვერ გამოვიდა გადაეცეს მოწინააღმდეგეს,მღლეტველს, გამჭედს, ოღონდ არა შერკინებით, არამედ ბურთის გათამაშებით - აუტში და კარში დაურტყმელად.


მარა, მართალი ხარ, მართლაც ძაან ძნელი სამსაჯო იქნება და მაგარ ქაოსს გამოიწვევს. მითუმეტეს ერთი თამაშისთვის მოგონილი წესების პირობებში.

Posted by: giushki 28 Feb 2018, 00:04
ღლეტვაც რთული იქნება 25 კაცში, რაც არ უნდა წესები დაუდგინო.

ფაზები რომ მისცე? აი მაგალითად თითო გუნდს შეტევაში 20 ფაზა. როგორ ლიგაზეა.

Posted by: otia-83 28 Feb 2018, 00:07
giushki
25-25 კაცი ერთდროულად კიარ იქნება მოედანზე კაცო smile.gif 15+10 და შეცვლილის კიდევ დაბრუნების უფლებით, ოღონდ ჯამში არაუმეტეს 15 ცვლილებისა. მე ეგრე აღვიქვი ეს წესი.

Posted by: giushki 28 Feb 2018, 00:23
otia-83
უფ)) ეხლა მივხვდი თორე სად წავსულვარ))

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Feb 2018, 00:31
მოედანზე ჩვეულებრივად 15 კაცი
ოღონდაც 10 სათადარიგო

ლელო გოლზე მეტად დაფასდება

აუტში დარტყმით წინსვლა რთულდება
ხელით მეტი უნდა ითამაშონ
მაგიტომ ნაკლები ხანი

შერკინებაში ჯარიმას ვეღარ მოიპოვებ --
უნდა გამოიტანო და ითამაშო

მთელი კვირა ექნებათ სავარჯიშოდ

თამაშის დროს კი მსაჯს რაციით შეახსენებს შეფი,
ეგ ჯარიმა კი არა, თავისუფალია ...
აუტი მაქედანაა და არა იქედან ...
უთხარი დამრტყმელს, 1 ქულა მოგემატებაო ...

Posted by: Ptx 28 Feb 2018, 00:32
ძაან მაგარი იდეაა! ბევრი სითბო და სიყვარულის მოტანა შეუძლია!

კარგი იქნება თუ რაგბის კომპონენტები დაიყოფა და ამაშიც ჩატარდება ინდივიდუალური შეჯიბრებიც!
ჩატარდეს სამდღიანი ოლ-სტარის პრინციპით.

პირველ დღეს დაიწყოს გურიაში ხალხი დაეჭიდოს კლასიკურ ლელოში, და გამარჟვებულის დაჯილდოვება მოხდეს უკვე სტადიონზე.
მეორე დღეს - ინდივიდუალური შეჯიბრები.
მაგალითად:

გარდასახვების კონკურსი
შერკინება ერთი ერთზე - სამი სამზე და კლასიკური
მძიმე წონის გათრევა სწრაფად და რაც შეიძლება შორს.
დაჯახებით სიმძიმის რაც შეიძლება შორს გადაწევა.
ხელით ბურთის რაც შეიძლება შორს და ზუსტად ტყორცნა.

ჩატარების ადგილი უნდა ცვალებადი იყოს, რეგიონ რეგიონ დადიოდეს ყოველ წელს. კულტურის სამინისტროს დავადებინოთ ფული, მაინც რაღაც სირობებში იხდიან ფულს, ფრთხილად ოღონდ ეგენი ატკატებს მოითხოვენ და ეგ პრეცედენტი თუ დაიშვა აკვანშივე ჩაიჯვავს ეს იდეა, ფარსად იქცევა და შინაარს დაკარგავს.
სპონსორებსაც მოეწონებათ ეს შეჯიბრი შეიძლება დაადებინო ფული ინდივიდუალური კონკურსების დაფინანსებაში. მაგალითად ბევრი ლუდი! ან ერთი ტონა ჭადის ფქვილი biggrin.gif
კაი წამყვანი სჭირდება , ისეთი მართლა რო უყვარს ხალხი!

და მესამე დღეს კულმინაცია, დიდი ჯახი:

დაწყებამდე დაიდგას მცირე თეატრალური წარმოდგენა, რომელშიც სხვადასხვა ქართველი გმირებზე გაკეთდება ჩანახატი.
ხალხური სიმღერა, რაგბისტებს დაევალოთ სიმღერაში მონაწილეობა! სავალდებულოდ!
წესების გადაკეთება არ გვინდა, უბრალოდ მსაჯობა უნდა იყოს შერბილებული და ლაღი.

რაც შეეხება სახელს დიდი ლელო ცუდი არაა, მაგრამ ეს დღესასწაული სახალხო ზეიმად რო იქცეს, მაგალითად როგორც ლომისობაა, შესაბამისი სახელიც უნდა დაერქვას.
მაგალითად წილხვედრთა ლელო/ობა ან ერთობის ლელო. იმერ ამერობაზე დაყოფა უნდა მოხდეს ჯერ გვარებით და მხოლოდ მერე სურვილით. მწვრთნელობაც გვარის მიხედვით. თუ მოთამაშე არაა ქართული გვარის, მაშინ სისხლში უახლოესი ვინც ყავს იმის მიხედვით, თუ არავინ დაბადების ადგილით და მერე სურვილით.

მოთამაშეების არჩევა უნდა მოხდეს ხალხისა და მწვრთნელების ერთობლივი სურვილით. ზოგს ხალხი გაიყვანს, ზოგს მწვრთვნელები.
აუცილებლად უნდა დავპატიჟოთ კავკასიელები, იმიტო უნდა დავპატიჟოთ რომ გავაძლიეროთ ჩვენს შორის სიყვარული. რამე ინდივიდუალურ კონკურსშიც მივცეთ გამპოსვლის უფლება. კაი სანახავი იქნება რისი ტრაკი აქვთ. რუსის ფეხი არ დავინახო მანდ, მხოლოდ მთის ხალხის მოპატიჟება!

16 წლამდელების რა გითხრათ, სუბიექტური შეიძლება ვიყო, მაგრამ მაგათ ჯერ არაფერი უქნიათ, ეს დღესასწაული კი უნდა მაქნისების შეჯიბრი იყოს. ჰაჰა საპატიო წრე დაარტყან ან რამე 10 10 წუთიანი შოუ გვაჩვენონ.


მოკლედ კაი წამოწყებაა, ნელა ნელა დაიხვეწება და კაი გამოვა.







Posted by: lepori 28 Feb 2018, 01:06
იდეას მივესალმები
წესების შეცვლას არა >> მაყრუბლის უმრავლსობა ისედაც ძლივს ერკვევა წესებში და კიდე შეცვლა უფრო დააბნევს



QUOTE
ვინც ამ სეზონში საითაცაა, წლეულს იქეთ უნდა ითამაშოს
ლოგიკით, მერე გინდაც კლუბი გამოიცვალოს, მხარეს ვეღარ შეიცვლის,
ანუ თუ ვთქვათ ითამაშა წელს ქოქოსამ იმერში, მერე გინდ ლელოში დაბრუნდეს,
მთელი კარიერა იმერლად დარჩება

ესეც არ მგონია სწორი
QUOTE
საიდანაც არის იქით უნდა ითამაშოს (ყოველთის),ან რომელ კლუბსაც წარმოადგენს იქით (სადაც იქნება)


Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 28 Feb 2018, 09:32
dc120mm otia-83 giushki Ptx lepori

მოვახსენებ თაოსნებს და
კიდევ დიდ’ხანს დაველოდებით სხვათა შენიშვნებს

@

ამჟამინდელი დასკვნა:

ვითამაშოთ მოქმედი წესებით, მაგრამ ლაღად

გუნდებად დაყოფა - შეძლებისდაგვარად მარტივად | მოთამაშეთა სურვილით

სახიობა, მოქართულე წამყვანი, სიმღერა, კავკასიელები

კონკურსები (მაგალითად, მოლით თრევა)

განვლილი გზა ლელოდან რაგბამდე = ანუ "მსოფლიო ლელომდე"

სახელში "ლელო" აუცილებლად, მაგრამ
"დიდის" ნაცვლად ეგებ სხვა მსაზღვრელი: თუნდაც "ერთობის"

@

Posted by: dc120mm 28 Feb 2018, 10:21
ლუკასა და ნიკოს მამა
გილოცავ ძია ზაალ! იხარე! ჯანი და მხნეობა გქონოდეს ! მრავალი დაბ დღე მოგველოცოს კიდევ,ყველას ოჯახსაც და რაგბის სამყაროსაც!!!

Posted by: Gio_G83 28 Feb 2018, 13:44
QUOTE
გილოცავ ძია ზაალ! იხარე! ჯანი და მხნეობა გქონოდეს ! მრავალი დაბ დღე მოგველოცოს კიდევ,ყველას ოჯახსაც და რაგბის სამყაროსაც!!!


ვაჰ, ვაჰ, რა ამბავი!

ლუკასა და ნიკოს მამა
მალემ,
ჯანმრთელად და იღბლით!
ნათესი მოგემკათ!

Posted by: giushki 28 Feb 2018, 14:07
გილოცავთ ძია ზაალ.
ჯანი და წარმატება გქონოდეთ.

ჩვენ კიდევ გვიმრავლოს თქვენისთანა, ქვეყნისა და რაგბის მოამაგე ხალხი.

Posted by: crusaders 28 Feb 2018, 14:45
ლუკასა და ნიკოს მამა
ძია ზაალ გილოცავთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა

Posted by: iverieli 28 Feb 2018, 14:51
ლუკასა და ნიკოს მამა

ძია ზაალ გილოცავთ, განმრთელობა და წარმატებები გქონოდეთ.

რაგბის და საერთოდ ქართული სპორტის მემატიანე ბრძანდებით.

Posted by: otia-83 28 Feb 2018, 14:59
გილოცავთ ძია ზაალ!

ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ!

Posted by: Ghоst writеr 28 Feb 2018, 15:38
ვუერთდები მილოცვებს!
პირველ რიგში ჯანმრთელობას, წარმატებებს და ბედნიერებას გისურვებთ, ბატონო ზაალ.

და აქვე, არ შემიძლია არ დავწერო/ვთქვა:
მემგონი არა ვარ ერთად ერთი, ვისაც ძალიან მოენატრა თქვენს მიერ წაყვანილი სანაკრებო (და არა მხოლოდ) თამაშების რეპორტაჟები:
ყოველ ჯერზე და ყოველთვის, საოცარ, სარაგბო და „ოვალური“ სულით გაჯერებულ ატმოსფეროს ქმნით ამ რეპორტაჟების დროს და აი ეს მოგვენატრა ყველას.

კარგად იყავით და ღმერთმა გაგიმარჯოთ.

Posted by: wolfmax 28 Feb 2018, 16:22
გილოცავთ ბატონო ზაალ!!!
ფასდაუდებელია თქვენი შრომა ქართული რაგბის ისტორიის შექმნაში!
ჯანმრთელობას და ბედნიერებას გისურვებთ
კიდევ მრავალი წელი ქართული რაგბის საკეთილდღეოდ!

Posted by: donshakal 28 Feb 2018, 17:02
მშვენიერი აზრია და ჩემი მხრიდან დავამატებდი:

* თუ შოუა, შოუ იყოს. თამაშის წინ ან შემდეგ იყოს რამე გახსნის/დახურვის 10-15 წუთიანი შოუ. სიმღერა, ეფექტები და ა.შ. ბიუჯეტი თუ იქნა.
* თამაშის ადგილი პირველ წელს იყოს იქ, სადაური გუნდიც მოიგებს ხოლმე ბოლოს. წელს თუ იმერმა მოიგო, იქეთ ჩატარდეს მომდევნო წლის ოლსტარი

და წესებს ნუ შეცვლით მართლა. უბრალოდ დირექტივა იყოს მსაჯთან და გუნდებთან, რო მსაჯმა აცალოს და გუნდებმა უფრო ლაღად ითამაშონ და ტალახის ზელვა ნაკლები იყოს.

Posted by: dishosdzisdze 28 Feb 2018, 22:32
ლუკასა და ნიკოს მამა
გილოცავთ!
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ბატონო ჩემო!!!

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)