შენი საუბარი არაა ლამაზი, უფრო კომფლიქტურს წააგავს, ალბათ ჩემმა შეკითხვამ გამოიწვია
ვერ გავიგე შენი შემოთავაზება, რა ამოცანა იყო და დამაინტერესდა, რომ გავცნობოდი,უკეთ გამეგო პროექტის არსი, მაგრამ შედეგად სხვა რამ მივიღე
შენი დაწერილიდან ჩანს რომ დეველოპერი არ ხარ, ასევე ჩანს რომ არ გიწერია კოდი, ან თუ გიწერია ძალიან ვიწრო მიმართულებით და მწირი ფუნქციონალის, სადაც ფანტაზია და მიზანი მხოლოდ პლეი სტორისკენ იყო მიმართული და სხვას ვერაფერს მოიაზრებდა
მასე არაა, ანდროიდ დეველოპმენტი არ გულისხმობს იმას რომ პლეი სტორია ერთადერთი მაცოცხლებელი "არხი" როგორც შენ ამას უწოდებ.
ფლეი სტორიზე დებ ისეთ აპლიკაციას, რისგანაც რაიმე შემოსავლის მიღების იმედი გაქვს, ან ფასიანს, ან უფასოს (კომპანიის პროდუქტს, ან ბანერებით გასუქებულს)
ფასიანი აპლიკაცია ფლეი სტორიზე მგონი იცი რომ არ იყიდება თითქმის, ფულს არავინ არ იხდის, იმიტო რო უფასოდ მრავლადაა
უფასო აპლიკაციის იმედად დეველოპერი ვერ იარსებებს
შენ მგონი საუბრობ დამწყების პოზიციიდან
ბევრს ძირითადად კომპანიები იხდიან რაიმე ერთჯერად პროექტებში, ან/და ხანგრძლივი კონტრაქტით, ყველა ვარიანტში დეველოპერი მეტს იღებს როდესაც კომპანიას ემსახურება (კომპანიასაც გააჩნია, თუ წუწუნები და პროჭები არ არიან და ისეთ რამეებს არ ითხოვენ რაც დეველოპერის საქმე არა, გამორჩენის მასტები რო ჩითავენ ხოლმე)
ჰოდა ბევრი კომპანია დღეს დღეობით როგორც სტორზე დასადებ, ასევე შიდა ბიზნეს პროცესებისთვის გამოსაყენებელ სოფტს წერს, რომელიც შიდა მიზნებს ემსახურება არ იცი ალბათ, მარა მასეთი სოფტები სტორზე არ იდება, ჰოდა მაგ ლოგიკით შენ როგორც ამბობ, სტორია ამოსავალი წერტილი და დეველოპერები უმაგისოდ ვერ ცოცხლობენ, ღმერთმა დაიფაროს და შენი თქმით ესეიგი კომპანიები სტორზე უნდა იყვნენ ჩამოპროწიალებულები
მოკლედ, ეს საუბარი ცოტა შორს წაგვიყვანს, სანამ ცოტა ღრმად გაერკვევი სიტუაციებში ანდროიდ დეველოპერი ზოგადად ვინ არის და რას აკეთებს, ამას მე ვერ გაგარკვევ ძმა, ამდენი დრო არც მაქვს და არც სურვილი არ მაქვს
შენ რა მოთხოვნებიც გაქვს, ალბათ ყველა დეველოპერს ქონია შეხება სთორთან გარკვეულ დონეზე მაინც,
მარა შენ ხისტად გაქვს მოთხოვნილი ის რაც დეველოპერს არ მოეთხოვება და მაგაზე არ გსიამოვნებს კიდეც რომ მიგითითებენ
მოკლედ, ეგ ჩემი საქმე არაა, მე მხოლოდ პროექტი მაინტერესებდა, მარა ისეთი ამბები მოაყოლე შენიშვნებს, რო ...
პ.ს. დეველოპერი წერს კარგ კოდს, სრულყოფილს და დატესტილს, თავისი ტესტ ქეისებით და პატერნებით, ლამაზს და დახვეწილს, ფაბლიშერი ანთავსებს სტორზე, ეს იმას არ ნიშნავს რომ დეველოპერმა არ იცის დაფაბლიშება, მარა არც იმას ნიშნავს რომ დეველოპერს მოეთხოვება ეგ
ეს ისე მაინც, რო იცოდე
პროექტ მენეჯმენტის რომელი მეთოდოლოგიით სარგებლობ?